ენოქზე რაიმე ინფორმაცია თუ მოგეპოვებათ აქ დაწერეთ პლზ.
fiore- რადროს ენოქია დაიძინე ეხა უკვე გვიანია უF
fiore
ეს ნანახი გექნება მაგრამ მაინც დავდებ
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A5_%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98
მადლობთ იკ
და ისე ენოქის წიგნს აღიარებს ეკლესია?
fiore
http://orthodoxwiki.org/Book_of_Enoch
fiore
არა, აპოკრიფულია
"ენუქმა (სეითის შთამომავალმა) ისე აამა უფალს თავისი წმინდა ცხოვრებით, რომ მან სიკვდილს წაართვა მასძე ძალა და ზეცაში ცოცხალი აიტაცა".
"ენოქი ადამიდან მოყოლებული მე-7 პატრიარქია"
ენოქი კი არ გადაიცვალა, უფალმა გარდაცვალა
"- ნოე წარღვნამდელი პერიოდის ბოლო მამამთავარი იყო. ერთ-ერთი მამამთავარი, ენუქი, ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად. რით იყო იგი გამორჩეული? რის სანაცვლოდ დაიმსახურა ღვთის ესოდენი წყალობა?
- ღვთის წინაშე გამორჩეული მადლი პოვა ენუქმა - ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად, განრიდებულ იქნა მიწიერ ხრწნადობას. ენუქს ხორციელი სიკვდილი არ განუცდია. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, მისი სხეული ხრწნადობისგან დაცულია მეორედ მოსვლის ჟამამდე.
იოანე ღვთისმეტყველი აპოკალისფში გვაუწყებს, რომ ენუქი და ელია წინასწარმეტყველი ხორციელად გამოცხადდებიან ანტიქრისტეს მეფობის ჟამს და ამხილებენ ანტიქრისტეს. მეორედ მოსვლის წინ განიცდიან ხორციელ სიკვდილს, შემდეგ აღდგებიან და უკვე აღმდგარი სხეულებით იქნებიან ატაცებული ზეცად. აქედან გამომდინარე, დღემდე მათი სხეულები ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებისაა, ოღონდ, ღვთის განგებულებით, მათში შეჩერებულია ხრწნადობა.
ენუქის შესახებ ბიბლიაში წერია: დადიოდა იგი ღმერთთან და სათნო ეყო ღმერთს. ბიბლია მხოლოდ ამ ცნობას გვაწვდის. მან თავისი თავი უფალს მიუძღვნა. წმინდა და მართალი ცხოვრებით იმდენად ახლოს იყო უფალთან, რომ ხილული თვალით გარიდებულ იქნა ამქვეყნიურ ცხოვრებას და უფალთან დაივანა."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
ენოქის მსგავსად კიდე რომელი წმინდანები იქნენ ზეცად ამაღლებული?
ვფიქრობ განსაკთრებული ღვაწლის გამო არ მოხდებოდა ეს, ალბათ შედარება არც შეიძლება რომელი წმინდანი უფრო ღვაწლმოსილია.
რაღაც სხვა მიზეზი იქნება რის გამოც ენოქი ხორციელად მიიღო უფალმა ზეცაში.
marine
marine
აღარ დავიკარგები.
საინტერესოა შენ როგორ არ მიატოვე აქაურობა, ერთგვარ ღვაწლს აქვს ადგილი
მოდი იქით თემაში გავაგრძელოს საუბარი, გავუზიაროთ-ში
"საღმრთო ისტორიაში ჩვენ ვხვდებით წმინდა მამამთავარ ენუქისა და ელია წინასწარმეტყველის ისტორიას, რომელნიც საღმრთო განგებით ზეცად ამაღლდნენ ხორცშივე. გამოცხადების მიხედვით, ისინი იწოდებიან "ოქროს სასანთლეებად", რომლებიც ანტიქრისტეს გამეფებისას კვლავ მოევლიანებიან ქვეყნად, იქადაგებენ, დაითმენენ ტანჯვასა და სიკვდილს, თუმცა აღდგებიან და შემუსრავენ მტერს საღმრთო მადლით".
შეიძლება უკვე დაბადებულებიც არიან ელია და ენოქი, არა?
"მართალია, ელია და ენოქი არ მომკვდარან, მაგრამ მოკვდება"
"ზოგნი ამბობენ, რომ იოანე ცოცხალია, როცა ის წმ. ელიასთან ერთად დაიწყებს ქრისტეს ქადაგებას, მას ანტიქრისტე მოკლავს. თუკი ვინმე მიუთითებს მის საფლავზე, იქ რაღაა? იოანე იქ ცოცხალი შევიდა, მაგრამ შემდეგ წარსდგა უფლის წინაშე, როგორც ელია და ენოქი"
/მამა გიორგი სამსონიძე/
"ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა"
/სიბრძნე ზირაქისა/
"დედამიწაზე არავინ შექმნილა ენოქის მსგავსი, რადგან მიწიდან იქნა ატაცებული"
/სიბრძნე ზირაქისა/
"სიკვდილი, თუმც ის ტირანია, მისი მეუფება ადამიანთა მოდგმარზე ზღვარდადებულია. მის ხელს დაუსხლტა ენუქი, რომელიც ცოცხლად იქნა ატაცებული სამოთხეში".
"თუ ენოქის წიგნებმა ავტორიტეტი ვერ დაიმსახურეს ვერც იუდეველებსა და ვერც ჩვენ შორის, ამის მიზეზი უაღრესად ძველი პერიოდია, რის შედეგადაც საჭიროდ ჩათვალეს, რომ მათ უნდობლობით მოკიდებოდნენ, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიეჩნიათ"
/ნეტარი ავგუსტინე/
"მან (ენოქმა) უფრო მეტი რწმენა გამოავლინა, ვიდრე აბელმა"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience