თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ მართმადიდებლობა და მანდილი

პოსტის ავტორი: anxelika თარიღი: Jan 29 2016, 05:14 PM

ერთმა მუსულმანმა აასეთი კითხვა დასვა ,,ქრისტიანს რატომ არ აბურავთ თავზე მანდილი?,, ამ კითხვაზე იქნებ სრულად მიპასუხოთ.. წინასწარ უღრმესი მადლობაა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2016, 07:15 PM

ციტატა(anxelika @ Jan 29 2016, 06:14 PM) *

ერთმა მუსულმანმა აასეთი კითხვა დასვა ,,ქრისტიანს რატომ არ აბურავთ თავზე მანდილი?,, ამ კითხვაზე იქნებ სრულად მიპასუხოთ.. წინასწარ უღრმესი მადლობაა


ქრისტიანი ქალები ტაძარში და ლოცვისას მანდილს ვიფარებთ. სამოციქულოშია დაწერილი:



პირველი კორინთელთა მიმართ

თავი მეთერთმეტე


"5. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს.

6. ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს.

13 თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე?"

როგორც ამ სიტყვებში ჩანს, ქალი ვალდებულია ლოცვისას თავდაბურული იყოს და ეს ასეც ხდება საქართველოში smile.gif ქუჩაში თავშლით სიარულს ეკლესია არ ავალდებულებს მრევლს, ამ მხრივ თავისუფალნი ვართ ქალები განსხვებით მუსულმანებისგან, სადაც ქალი ძალიან დაკნინებულია. მართლმადიდებლობა განადიდებს ღვთისმშობელს, პატივს მიაგებს ქალს როგორც დედას, როგორც სიცოცხლს საწყისს, როგორც ღვთისმშობლის მობაძავს... smile.gif

პოსტის ავტორი: same თარიღი: Sep 4 2016, 01:59 AM

ნეტა ღმერთისთვის რა მნიშვნელობა აქვს თავზე ნაჭერ დაფარებული ილოცებს ქალი ხოტორა თუ მწვანე თმიანი ძან მაინტერებს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2016, 02:52 PM

ციტატა(same @ Sep 4 2016, 02:59 AM) *

ნეტა ღმერთისთვის რა მნიშვნელობა აქვს თავზე ნაჭერ დაფარებული ილოცებს ქალი ხოტორა თუ მწვანე თმიანი ძან მაინტერებს


მე ვფიქრობ, ლოცვისას მნიშვნელოვანია როგორც შინაგანი განწყობა, ისე გარეგანი. მოწიწება უფლის მიმართ ბევრად აღმატებულია.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)