თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ როგორ ვიპოვოთ ბალანსი სიკეთის კეთებასა

პოსტის ავტორი: orthodoxy55 თარიღი: Oct 14 2016, 11:30 PM

ძალიან ხშირად მებადება მსგავსი კითხვები, როგორიცაა: ვთქვათ ვცხოვრობ მართლმადიდებლურად, მაქვს ერთადერთი ბინა არ მაქვს ვთქვათ არსად წასასვლელი, იმ შემთხვევაში თუ მოვა ადამიანი და მეტყვის ეგ ბინა გაყიდეო და ფული მომეცი რომ ოპერაცია გავიკეთო და გადავრჩეო თუ არადა დავიღუპებიო როგორ უნდა მოიქცე? იმ შემთხვევაში თუ არ მისცემ ნიშნავს რომ საკუთარი კომფორტი ამჯობინე მოყვასის სიცოცხლეს იმ შეთხვევაში თუ მზად ხარ მისცე ნიშნავს რომ ხარ ადამიანი რომელსაც შეუძლია მოყვასისთვის ბევრი რამ დასთმოს. რა თქმა უნდა "ბინა" ამ შემთხვევაში კონკრეტული მაგალითია და ამ შეკითხვაში იგულისხმება სიტუაცია როდესაც დგები სიტუაციის წინაშე როდესაც სხვისთვის უნდა მოიკლო ბევრი რამ თუნდაც საკუთარი სიცოცხლე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ზოგადად როგორ უნდა მიოქცეს მართლმადიდებელი რომ არ ჩაეთვალოს ცოდვაში დაეხმაროს "ბინით" თუ არ დაეხმაროს? რატომღაც მგონია რომ სწორედ ამიტომ წერია სახარებაში: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში ვიდრე მდიდარი შევა სამოთხეში.

პ.ს. ერთი რამ ამიხსენით ძალიან გთხოვთ, როგორ ვნახო ის თემები რომელშიც დავპოსტე?

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Oct 15 2016, 10:31 AM

ღმერთი არ სთხოვს ადამიანს იმაზე მეტს, რისი ტვირთვაც ამ ადამიანს შეუძლია.

პოსტის ავტორი: orthodoxy55 თარიღი: Oct 20 2016, 12:50 AM

ციტატა(athos @ Oct 15 2016, 10:31 AM) *

ღმერთი არ სთხოვს ადამიანს იმაზე მეტს, რისი ტვირთვაც ამ ადამიანს შეუძლია.


ზოგ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები, ზოგი ხომ იკლავს თავს პრობლემების გამო? რაც შეეხება ჩემს შეკითხვას მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ნამდვილი მართლმადიდებელი თავგანწირვის გარეშე ალბათ ვერ იქნები, მაგრამ ეგ ძალიან რთულია..

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Nov 16 2016, 06:51 PM

საინტერესო თემაა მართლა, მეც მიფიქრია ამაზე.

საერთოდ, სინდისის ხმით უნდა ვიცხოვროთ, როგორც გული გვეტყვის ისე უნდა მოვიქცეთ. ის იქნება სწორი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 10:28 PM

ციტატა(m16 @ Nov 16 2016, 07:51 PM) *

საინტერესო თემაა მართლა, მეც მიფიქრია ამაზე.

საერთოდ, სინდისის ხმით უნდა ვიცხოვროთ, როგორც გული გვეტყვის ისე უნდა მოვიქცეთ. ის იქნება სწორი.


პლიუს ამას, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით...

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Nov 16 2016, 11:16 PM

ციტატა(marine @ Nov 16 2016, 10:28 PM) *

პლიუს ამას, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით...

ara ar mjera me mozgvris locva kurtxevis da darigebis.
ase mgonia, rom mozgvarta umravlesoba saertod ar icnobs qristes.
dzalian cotas tu sheudzlia realurad sulieri daxmareba gawios.

Liberaluri suli ar shemparvia, ubralod ase vxedav, dzalian gvabrkoleben sasuliero pirebi.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2016, 11:43 AM

ციტატა(m16 @ Nov 17 2016, 12:16 AM) *

ara ar mjera me mozgvris locva kurtxevis da darigebis.
ase mgonia, rom mozgvarta umravlesoba saertod ar icnobs qristes.
dzalian cotas tu sheudzlia realurad sulieri daxmareba gawios.

Liberaluri suli ar shemparvia, ubralod ase vxedav, dzalian gvabrkoleben sasuliero pirebi.


არ გეთანხმები, ნოდარიკო! შენ ალბათ არ გყავს მოძღვარი და არ იცი, რას ნიშნავს მისი რჩევის ძალა, თორემ ამ სიტყვებს არ დაწერდი.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Nov 17 2016, 06:28 PM

xo ubralod utifrad ver vxvdebi ra unda mirchios mozgvarma, roca qristem saxarebashi yvelaferi gvirchia, tu rame ar gamogvdis mxolod imitom rom ortave batons gvinda davemonot. ver vtmobt aqaur samyofels, ar gvemeteba aqauri siamovnebebis datoveba. esec gvinda da isic da am chidilshi mozgvars vekitxebit rchevas, roca isedac vicit ra aris swori da ra ara.
marine

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2016, 11:19 PM

ციტატა(m16 @ Nov 17 2016, 07:28 PM) *

xo ubralod utifrad ver vxvdebi ra unda mirchios mozgvarma,
marine


არ ყოფილხარ მართლმადიდებელი... გული დამწყდა... sad.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Nov 17 2016, 11:43 PM

ar vici, ar vici.
, vfiqrob ase mainc ar unda getqva.
ar sheizleba adamians martlmadidebloba an misce, an chamoartva.
marine

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)