მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას
tekla2007
თემას გადავიტან შესაბამის განყოფილებაში.
როცა სასოწარკვეთილია ადამიანი,კარგვს იმედს და უბრალოდ ვერ ხვდება რატო ცხოვრობს,რა არსებით მნიშვნელობა აქვს მის არსებობბას,ალბათ მაშინ იღებს ადამიანი ამ გადაწყვეტილებას,რაც თავისთავად საშინელებაა
ხალხო დამეხმარეთ არის რამე მათ დასახმარებლათ?
არის თითქოს განსაზგვრული წესი მათ
ვის გთხოვთ მიპასუხოთ რა იცით ამის შესახებ
წამიერი სულიერი მდგომარეობაა ალბათ თვითმკვლელობის სურვილი,
ისევე როგორც ბედნიერება...
პირად ლოცვებში მოხსენება და მათი სახელით სიკეთის კეთება არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია მათთვის.
როგორც გამიგია არის რაგაც დგე მათვის პირადათ ეკლესიური თუ იცი ამის შესახებ რამე?
http://church.ge/index.php?showtopic=6222&hl=
KAIROS
KAIROS
KAIROS
ხო მაინც დაგაწერინე
:იხტიბარს არ ვიტეხავსმაილი:
თვითმკვლელობამდე როგორ მიდის ადამიანი?
ჯერ ევლინება განსაცდელი, თუმცა ის ამას სხვა რამეს არქმევს,იმიტომ რომ ის არ დადის ეკლესიაში, ის ფიქრობს რომ არავის სჭირდება და ზედმეტია ამქვეყანაზე, წარუმატებელია მისი ცხოვრება, და ამის შემდეგ ის ყველაფერს ხაზს გადაუსვამს არ ფიქრობს ღმერთზე, არც ახლობლეზე, არც ნათესავებზე და იკლავს თავს...
მაინტერესებს რამდენად მართალია,თუ ვინმემ იცის:ბოლნისში ტაძარში თავი მოუკლავს, უფრო სწორედ ჩამოუხრჩვია ვიღაცას გუშინ გავიგე
???
არავინ იციით....თუ მორიგი ჭორია?
მაინტერესებს რამდენად მართალია,თუ ვინმემ იცის:ბოლნისში ტაძარში თავი მოუკლავს, უფრო სწორედ ჩამოუხრჩვია ვიღაცას გუშინ გავიგე
ჩემი შეხედულება სუ სხვანაირია თვითმკვლელობაზე. ბევრი ადამიანისგან მომისმენია დეპრესიული აღიარებები და ფიქრი თვითმკვლელობაზე და მეც მქონია ცხოვრებაში მომენტი როცა მიფიქრია ამაზე. სწორედ ამიტო ვფიქრობ მაქ უფლება ვთქვა რამე. ვაღიარებ თვითმკვლელობამდე მიდის სუსტი ადამიანი, რომელიც დაჩაგრა ცხოვრებამ მაგრამ სისუტე არ ნიშნავს დამნაშავეობას. ალბათ პირიქით, სუსტი ადამიანი ვერ ჩადის დანაშაულს, ამის გამბედაობა არ ყოფნის მას. გარდა ამისა ბევრის უფიქრია თვიტმკვლელობა და ვერ განახორციელა. გაუჭირდა. (მათ სორის მეც) თავი მოიკლა ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაოა ჭირდება. ასეც არ იყოს, ადამიანს, რომელსაც არ წამს ღმერთი და იქაურ ცხოვრებას არ აღიარებს, თავის მოკვლაც გაუჭირდება. ვერ დათმობს ადვილად სიცოცხლეს. აი ადამიანი, რომელსაც იქაური ცხოვრებისა სწამს და სჯერა, რო აიარებს სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას, და ფიქრობს რო ამ ცხოვრების დამთავრებით ყველაფერი არ მთავრდება, ის უფრო ადვილად დათმობს აქაურ ცხოვრებასაც. სწორედ ამიტო ვფიქრობ თვითმკვლელობა უფრო მორწმუნეობას ამტკიცებს და არა ურწმნოებას. თავს იკლავს ადამიანი რომელსაც ღმერთთან მიეჩქარება და აქ აღარ უნდა, რომელიც ფიქრობს რო ამ ცხოვრებით ყველაფერი არ მთავრდება. თავს იკლავს გაჭირვებული და საწყალი ადამიანი, რომლისთვისაც ეს ცხოვრება ჯოჯოხეთია. სწორედ ამიტო მისი კიდე ჯოჯოხეთში მოხვედრა ალბათ ბოროტებაა და არ შებრალება. ჩემს ნებაზე რო იყოს მე შევიბრალებდი ასეთ ადამიანს და არ გავწირავდი ჯოჯოხეთისავის. ნუთუ უფალი ჩემზე კეთილი არ არის?
KAIROS მე როგორც ვიცი პატრიარქმა წესის აგების უფლება სამღვდელოებს 2 ჯერ მისცა... 1-1 ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანია რომელმაც თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე... ქრისტიანულ სასაფლაოზეა დაკრძალული... ჯანმრთელი ადამიანი იყო ყოველ მხრივ.... და მიპასუხე 1 მიზეზი რატომ მისცა ილია მეორემ წესის აგების კურთხევა? და თუ კურთხევა მისცა..
1 და 2 ადამიანს თუ მისცეს წესის აგების უფლება.. რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.. მე ვფიქრობ რო იმ ოჯახებს შურით არ უნდა უყურებდეს სხვა ოჯახები... რომლებმაც დაკარგეს "ოჯახის წევრი" (ები) თვითმკვლელობით... (შეიძლება თქვან შურზე რამე... მაგრამ სხვა დედას რომლის შვილმაც თავი მოიკლა... გულში ყოველთვის ექნება რაღაც ისეთი შეგრძნება... როგა ეცოდინება რო მის შვილს წესი არ აუგეს და ვიღაცა ისევ იმ ქალაქში ახლოს ცხოვრობს ისევ დედა... რომელმაც ანალოგიური შემთხვევით დაკარგა შვილი... მაგრამ წესი აუგეს... წესის აგება მაგ შემთხვევაში ოჯახისთვის ძააან დიდი იმედია... გააძლიერებს უფრო ადამიანის სულს და რაღაცის იმედს მისცემს ამ ცხოვრებაში....
და შეგიძლიათ მიზეზი მითხრათ... 1 გამონაკლისი თუ დაუშვეს... სხვებს რატო არ აძლევენ უფლებას... ან გამონაკლისი რა საჭიროა საერთოდ... ადამიანია ხო... ვერ გააკონტროლა თავი ან წამიერად ძაან გაუჭირდა... სინდისის ქეჯნამ შეაწუხა და გადაწყვიტა რო სხვა გამოსავალი არ იყო... რატო არ უნდა აუგონ წესი :?
და კიდე 1 შეკითხვა...
წესის არ-აგების შემთხვევაში ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ სად მიდის...
OMEGACURE
OMEGACURE
ნაინა
მაგიტომ მაინტერესებს რატო "არ' უგებენ წესს...
ეგ მიზეზი გასამართლებელია იმისათვის რო წესი აუგონ მიცვალებულს.... თვითმკვლელობით ვინც დაამთავრა სიცოცხლე.. თუნდაც იმათ მაინც რომელთა თვითმკვლელობის მიზეზი არ იციან
OMEGACURE
მხევალი ნინო
გასაგებია... და კიდე 1 მაინტერესებს...
გარდაცვლილზე როცა ლოცულობენ და ლოცულობენ რო მარადიულ სასუფეველში... სამოთხეში მოხვდეს.... თუ 40 დღის შემდეგ სული ღმერთთან მიდის და მოკლედ რომ ვთქვა ან ჯოჯოხეთში უშვებენ სადაც სამუდამოდ დარჩება... ან სამოთხეში.... რა მიზეზით ლოცულობენ გარდაცვლილზე თუ ის უკვე იქაა სადაც უნდა იყოს... ჩვენი ლოცვა რამეს უშველის?... მაგალითად სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ...?
მხევალი ნინო
და შურზე იმას ვგულისხმობდი რომ მაგალითად 2 ადამიანმა მოიკლა თავი... მეზობლები იყვნენ ერთმანეთის.. 2 ვეს ყავდა დედა... 1-1 დედის შვილს წესი აუგეს... მეორეს არა... იმ მეორის დედა უფრო გულდაწყვეტილი დარჩება... და შურიც არ ქვია მაგას.. რა დავარქვა არ ვიცი.... მაგრამ ეგეთი რაღაც არ შეიძლება... უდნა მისცეს ეკლესიამ ოჯახს რაღაც იმედი და რწმენა...
OMEGACURE
მხევალი ნინო
ეგ გასაგებია მაგრამ ერთს ერთი უნდა მიუმატო ორი რო მიიღო... ანუ ღმერთის თავმოყვარეობაზე ფიქრი დააიმედებს ადამიანს რომელსაც ახლო ადამიანი გარდაეცვალა? არ უნდა ჰქონდეს იმედი რო იმ ადამიანის სული მშვიდადაა...?
OMEGACURE
ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა - თქვენი რელიგია რო ამბობდეს, ვინც თავს მოიკლავს სამოთხეში მოხვდებაო მოიკლავდით თავს?
ბერი გაბრიელი ამბობდა თითოეულ ჩვენგანს განსაცდელი ჩვენი ძალების გათვალისწინებით გვევლინებაო. და რიავიცი რიავიცი ისე წესის აგება ხომ არ არის ყველაფერი ოცდაოთხი საათი ილოცე მისთვის ევედრე ღმერთს ვინც ამდენი მილიარდი ადამიანი გამოგვტაცა სატანას იმ ერთსაც დაეხმარება ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ გაეცით მოწყალება მის სახელზე აკეთეთ სიკეთე და ღმერთი იხსნის მას
peritoniti
ქევანა
+1986 %
ქევანა
peritoniti
რავა ხარ თუ იცი?
როდის უნდა შევხვდეთ მე და შენ?
A.V.M
გაუმარჯოს, მიხარია შენი გამოჩენა. მე ბათუმში ვარ ახლა, თბილისში აღარა ვარ. თბილისში როცა ჩამოვალ შეგეხმიანები და შევხდეთ, გამიხარდებოდა შენთან შეხვედრა, შენი პირადად გაცნობა!
peritoniti
peritoniti
ბათუმში ხო არ გადახვედი საცხოვრებლად?
აუცილებლად შემეხმიანე . შევთანხმდეთ და ვისაუბროთ...
A.V.M
კი, ბათუმში ვარ, აქეთ გადმოვედი. ისე მე ბათუმელი ვარ, თავიდანაც აქეთ ვცხოვრობდი! შეგეხმიანები როცა მოვხდები თბილისში
peritoniti
ბოლო პმ ნახე?
კი, ვნახე. მაგრამ PM-ში კი არა, ტელეფონზე მოგეწერა სმს. ხომ იცოდი ჩემი ნომერი?! მეც ჩავინიშნავდი შენ ნომერს. მქონოდა, რა მოხდებოდა.? ან იმ PM-ში შენც მოგეწერა შენი ნომერი, მინდოდა მცოდნოდა. დაგირეკავდი, დავილაპარაკებდით, გავცვლიდით 1-2 სიტყვას! მინდოდა მომეწერა - "დილამშვიდობისა - გფარავდეს უფალი!" მაგრამ ვერ მოგწერე რადგან ნომერი არ მითხარი!
"თუკი თითოეული თვითმკვლელობა ეშმაკისთვის ნამღერი საბედისწერო სიმღერაა სულისა, მაშინ ყველა სიმღერა გაერთიანებულია ერთი ლაიტმოტივით - ეს ლაიტმოტივია იმედის დაკარგვა!"
"თვითმკვლელს დაკარგული აქვს სასოება ღვთისა, არ ესმის ცხოვრების საზრისი, ჯვარი არ უტვირთია, განკითხვაშია, გაბოროტებულია, ღმერთის წინააღმდეგ ამხედრებულა და უფლის მოცემულს უკან ახლის სახიერ ღმერთს."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
ნაწყვეტს მოვიყვან რემარკის ნაწარმოებიდან "შავი ობელისკი"
• ერთი ქალი, რომლის ქმარმაც თავი მოიკლა ეუბნება ლუდვიგს (საფლავის ქვებს ყიდის):
" - მღვდელი ნებას არ გვრთავს, რომ ჩემი ქმარი ეკლესიის ეზოში დავასაფლავოთ. ამბობენ რომ ეკლესიის ეზოში, კურთხეულ მიწაზე, მისი დასაფლავება არ შეიძლება (თვითმკვლელობის გამო)
- კი მაგრამ, ეგ ხომ სისულელეა! - ამბობს ლუდვიგი - ეს კაცი ხომ პირიქით, ორმაგად კურ-თხეულ მიწაზე უნდა დასაფლავდეს?! დალხინებული ადამიანი თავს არასოდეს იკლავს. ასე-თი რამ რატომღაც ყოველთვის პატიოსან ადამიანებს ემართებათ, რადგან ისინი გამოსავალს ვერ პოულობენ; აი, უღირსები კი ყოველთვის ახერხებენ თავის დაძვრენას."
peritoniti
- რატომ იკრძალება თვითმკვლელის მოხსენიება წირვის დროს, როდის უშვებენ გამონაკლისს ან რატომ არის თვითმკვლელობა მკვლელობაზე უფრო დიდი ცოდვა?
- თვითმკვლელის მოხსენიება არ შეიძლება. ოდითგანვე ასე იყო. თვითმკვლელს იმ სასაფლაოზეც კი არ კრძალავდნენ, სადაც მართლმადიდებლობაში აღსრულებულნი განისვენებდნენ. თვითმკვლელი ღვთის გმობაშია, სულიწმინდის გმობაშია. კაცმა თუ მოიპარა, დაუბრუნებს, წაართვა - უკან მისცემს, შეურაცხყოფა მიაყენა - შეურიგდება, ფიზიკურად დააზიანა - წამალს მიუტანს, აწყენინა - პატიებას სთხოვს, მაგრამ კაცი თუ მოკლა, ვეღარ გააცოცხლებს.
ხომ საზარელია ადამიანის მკვლელობა, - მისი მონანიება მაინც შეიძლება, მაგრამ თავს თუ მოიკლავ, პატიებას ვეღარ ითხოვ. ღვთის გმობით გადახვალ მარადიულობაში და თან წაიღებ მომაკვდინებელ ცოდვას. ამიტომაც არის, რომ ასეთი ადამიანი არათუ წესის აუგებელი რჩება, იმ სასაფლაოზეც არ იმარხება, სადაც სხვებს კრძალავენ.
გამონაკლისები შეიძლება დავუშვათ, როცა ადამიანი ლაბილური ფსიქიკისაა ან შეურაცხადია (რაც სამედიცინო დასკვნით დასტურდება). ასეთ თვითმკვლელს, თუ ის მონათლული იყო, ეკლესია წესს უგებს.
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
marine
სულ ერთიდა იგივეს რატომ იმეორებთ. კი გასაგებია ეგ ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ, მართალია, ხდება მასაცე, მაგრამ ყოველთვის არ არის ასე. ხშირად თვითმკვლელობა პირიქით, უდიდეს რწმენას მიუთითებს. მე მაგალითად თავი ვერ მოვიკალი იმიტომ რომ რწმენა არ მქონდა, არ მწამდა ღმერთი. ვშიშობდი რომ ჩემი გარდაცვალებით ცხოვრებას, იქეთ სადღაც სხვაგან, ვერ გავაგრძელებდი (თუნდაც ჯოჯოხეთში) ეს გარანტია რომ მქონოდა უკვე შევძლებდი. გარდა ამისა მე უფალთან მინდოდა, მასთან მიმეჩქარებოდა, ვფიქრობდი მხოლოდ ის იყო ვინც გამიგებდა და გვერდში დამიდგებოდა. მაგრამ რწმენა არ მეყო რომ უფალი ნამდვილად არსებობდა. აი ეს რო მქონოდა ვიზამდი. ხომ ყოფილა ისტორიაშიც, ზუსტად არ მახსოვს, მღვდლებს რომ სჯიდნენ და თავს კლავდნენ ისინი მადლობით ხვდებოდნენ რომ ტქვენ ასე უფალთან გვიშვებთო. გარდა ამისა რემარკის წიგნში მოყვანილ ფრაზაში მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი რომ თვითმკლველობა ვინც ჩაიდინა იმას რატომ არ იხსენიებენ, აქ ხაზგასასმელია ისიც რომ თვითმკვლელობამდე მიდის პატიოსანი ადამიანი, მართლა ის ვინც ცხონებისა დაფასების ღირსია. მე მაგალითად რომ გავიგებ ასეთ რამეს ადამიანზე ზალიან მებრალება, მეცოდება,დიად თანავუგრძნობ და რომ სემეძლოს სამოთხის კარსაც გავუხსნიდი. მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ რომ მე ვერ აღმოვჩნდი მის გვერდით, რომ მე ვერ დავრჩი ის ადამიანი ვისთანაც ის ნახავდა რაღაც შვებას და დაეხმარებოდა ძალა ეპოვა ამ ცხოვრებაში. ნუთუ ღმერთი ჩემზე მეტად სანდო და კეთილი არ არის და იქ სადაც მე შემიძლია გავუგო ადამიანს, ჩავწვდე მის განცდებს და მივუტევო მას, ამას უფალი ვერ ახერხებს?
peritoniti
"...ცხოვრება წარმოადგენს უფრო მეტს. ის არის ღმერთის საჩუქარი და მადლი. ცხოვრება ეკუთვნის შემოქმედს და ადამიანს აქვს ვალდებულება, როგორც "კარგ მეურნეს", რომ შეინარჩუნოს ეს მადლი, დაიცვას "როგორც ტალანტი", ღირსეულად გაამრავლოს თავისი ცხოვრების მიზანდასახულობით, რომელშიც ის მოიყვანა შემოქმედმა...
ეკლესია ჩვენ გვასწავლის: ცხოვრება არის საჩუქარი ღმერთისა და ერთი მთლიანობა ენერგიული, ცოცხალი, მოქმედი კავშირებისა. ვცხოვრობ - ნიშნავს და იტყვის: ვმოქმედებ და ვურთიერთობ. ღმერთი არის სახე ცხოვრებისა, იგივე ცხოვრება, ჭეშმარიტი სიცოცხლე, წყარო ცხოვრებისა..."
/ლევან ბუკია, "ცხოვრების აზრი და მნიშვნელობა"/
"სიკვდილს ნუ იჩქარებთ: ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლეც კი წამია მხოლოდ მარადისობასთან შედარებით. თქვენი თავიც და თქვენი ამქვეყნიური მსხემობის ჟამიც უფლის ნებას მიანდეთ, თვითონ კი ეს დრო იმისთვის გამოიყენეთ, რომ რაც შეიძლება მეტი წარუვალი სიკეთე უყოთ თქვენს მშობელს...
წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტარებისკენ მიჰყავს ისინი, ვინც ამ მწუხარებებს ჯეროვნად დაითმენს"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"...სულიწმინდის გმობა ვერც ამქვეყნად ეპატიება, და ვერც - იმქვეყნად...
უნდა განიცადო, შენში დავანებული სიკეთის შეურაცხყოფა თვოთონვე უნდა აწონო და კარგად დაიმახსოვრო, რომ როგორც გეტკინა, შენ ისე აღარ ატკინო სხვას..."
"და თავის მოკვლა მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფაა? განა, სიამაყეს აყოლილი, როცა შენში ყველაფერ წმინდას და ღვთიურს ანადგურებ, სულიერი თვთითმკვლელობა არ არის? რაშია განსხვავება? ორივე შემთხვევში ეშმაკსაა დამონებული გული და გონება... "
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
მოტივი
ერთხელ გადახტა და გაფრინდა
ერთხელ ფიქრებს ტყვია ესროლა
და საკუთარ შუბლს მოახვედრა
ერთხელ შესცურა, მოეწონა და იქ დარჩა
ერთხელ ცას თოკი გამოაბა და ზედ აცოცდა
როცა იკითხეს - რატომ რატომ რატომ რატომო -
ასიათასი პასუხის მიღმა,
ერთხელაც კი ვერ წაიკითხეს
მოპასუხე თვითმკვლელ ღიმილში
ჩაწერილი სიტყვა „იმიტომ“.
/თათია მთვარელიძე/
"ჩვენ დროში, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა დეპრესიული მდგომარეობები, ნერვიული აშლილობები, რაც გამოწვეულია მატერიალური სიდუხჭირით, გაჭირვებული ცხოვრებით. მიზეზი ამ ყოველივესი არის სულიერი წონასწორობის დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა. რას ნიშნავს დარღვევა ფსიქიკაში? რომ ადამიანმა დაკარგა სულიერი სიმშვიდე, სასოება იმისა, რომ ცხოვრება გამოსწორდება და უკეთესი იქნება.
ქრისტიანი ვალდებულია სასოება, იმედი არ დაკარგოს. ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე ცხოვრობს, რჩება საკუთარი ძალების, ადამიანური ძალების იმედად და ვეღარ უმკლავდება მთელ რიგ პრობლემებს, რომლებიც რეალურად ცხოვრებაში არსებობს. საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი ყოველთვის ვარდება დეპრესიაში, ვერ ხედავს ხსნას და გამოსავალს. ხსნა და გამოსავალი მხოლოდ უფალშია".
/მამა მათე ვაშაყმაძე/
"საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმინდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება".
/"თვენი" წიგნი 25, გვ.83/
"მამა პაისისთან ერთხელ რუსეთიდან ჩამოსული პონტოელი ბერძენი მივიდა. საცოდავს საბერძნეთში სამუშაო ვერ ეშოვა და თავის მოკვლას აპირებდა. მამა პაისისთან საუბრის შემდეგ უკან დაიმედებული დაბრუნდა. მან თქვა: ახლა თუნდა მთა გადამეღობოს გზაზე, გვერდზე გადავდგამ და გზას გავაგრძელებო. "
სასოწარკვეთილებითი განცდების მძაფრ სურათს ვხვდებით მამა იოანე მასლოვის სულიერი შვილის ნაამბობში:
"ერთხელ, აღდგომის მსახურებაზე, მჭმუნვარე ფიქრებმა შემომიტიეს - არავის ვჭირდები, რისთვის ვცხოვრობ-მეთქი და ა.შ. მესმოდა, ეს აზრები მტრისაგან იყო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი მათ თავიდან მოცილებას და ამის გამო მთელი დღე ვტიროდი. მინდოდა მამა იოანესთან მივსულიყავი, მაგრამ ყველას თავს არიდებდა. დრო იყო მძიმე, დევნიდნენ, რადგან მასთან ბევრი ხალხი მიდიოდა.
საღამოს, მსახურების შემდეგ, ის ჩემთან მოვიდა და მკითხა: - რა გინდოდაო? ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ყურადღებით შემომხედა და მითხრა: ნუ უგდებ ყურს, ეს მტრისგანაა. მას ახლა ისეთი მძიმე დრო უდგას, გაიხარებს, ყველას ცდუნება რომ შეეძლოს; ნუ მოუსმენო.
მამა იოანეს თვალებმა რენტგენივით გამანათა. ვგრძნობდი, სრულად ხედავდა, ესმოდა, რა ხდებოდა ჩემში, თუმცა ერთი სიტყვაც კი არ მქონდა ნათქვამი. რაღაც წავიბუტბუტე, მაგრამ არ მომისმინა. ნუ მიაქცევ ყურადღებასო, მითხრა, დამლოცა, მაგრად ჩამიკაკუნა თავში და გამშორდა. უეცრად ცრემლი წამსკდა, მაგრამ ეს ცრემლი უკვე შვებისა იყო!"
- სასოების უქონლობას სასოწარკვეთილებამდე მივყავართ, რომელსაც მამები განსაკუთრებით დიდ ცოდვად მიიჩნევენ...
- ეს მართლაც უმძიმესი ცოდვაა. ფარული, ღრმა, შინაგანი ფესვების მქონე ცოდვა. ის შინაგანი რწმენის მოკლებით იწყება. რწმენა, რომ ღმერთი მოსიყვარულე, მზრუნველი, მოწყალეა, იცვლება საპირისპიროთი: მოსიყვარულე მრისხანედ წარმოგვიდგება, მზრუნველი - სასტიკად, მოწყალე - ულმობლად. ადამიანი კარგავს ყოველგვარ იმედს და მისთვის ცხოვრებას აზრი ეკარგება. აი, სადამდე მივყავართYსასოწარკვეთილებას. მისი ყველაზე მძიმე გამოვლინება კი, როგორც იცით, თვითმკვლელობაა, როცა ადამიანი არ იტოვებს უკან დასაბრუნებელ გზას და ყოველგვარი სულიერი საუნჯის გარეშე მიდის იმქვეყნად. სასოწარკვეთილება ცოდვათა ცოდვაა - მას ღვთის გმობამდე მივყავართ, რაც მრუშობას, პარვას, ცილისწამებასაც კი აღემატება.
- რა არის სათავე ამ ცოდვისა?
- მამები სასოწარკვეთილების ორ ძირზე საუბრობენ - ურწმუნოებასა და ღვთის სიძულვილზე. სასოწარკვეთილს ან არ სწამს უფლის არსებობა და ფიქრობს, რომ თავის მოკვლით სასტიკ სინამდვილეს თავს დააღწევს, ან უარესი - სწამს, რომ არსებობს სხვა, მარადიული ცხოვრება, არსებობს ღმერთი, მაგრამ მაინც გმობს მას. სასოების დაკარგვით ადამიანი თავისი შინაგანი არსებიდან აძევებს უფალს, ეს კი, ფაქტობრივად, ღვთის მკვლელობაა.
/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/
"სასოწარკვეთილების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა. თუმცა ხანდახან, როცა დაღლილი ხარ და უფრო მოგეჯარება შავბნელი ფიქრები, ლოცვაზე მეტად დასვენებაა მიზანშეწონილი. ასეთ დროს ლოცვამ შეიძლება უფრო გადაღალოს, გამოფიტოს კაცი. თუ დაისვენებ და შემდეგ ილოცებ, მაშინ ორივე საშუალება ერთად იმოქმედებს და ეს დიდი წინაპირობა იქნება იმისა, რომ დაცხრეს სასოწარკვეთილების შემოტევა.
ზოგჯერ, მჭმუნვარე აზრების მოძალებისას, საუკეთესოა გონების გადართვა წიგნის კითხვაზე, გართობაზე, მეგობრებზე, რაიმე საქმიანობაზე. უსაქმურობისას ჩვენი ცნობიერება უფრო გახსნილია შავბნელი ფიქრებისთვის, უფრო მეტი დრო ეთმობა დაბრკოლებებზე, გაჭირვებაზე ფიქრს.
ხანდახან დიდი სარგებლობა მოაქვს სულიერებით გამორჩეულ ადამიანთან შეხვედრას, საუბარს, მისგან რჩევა-დარიგებების მიღებას ან, უბრალოდ, ერთად დროის გატარებას. ასეთ დროს კაცი გახალისდება, უბრუნდება იმედი, რწმენა ღვთისა. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა თავისთავად გმუხტავს დადებითად, გაფიქრებინებს: თუ ისინი უძლებენ განსაცდელს, სიმშვიდით ხვდებიან სიძნელეებს, განა თავად არ ძალგიძს ეს? ე.ი. შეუძლებელი არაფერია.
სასოწარკვეთილებითი განცდების განქარვებას ხელს უწყობს წმინდანთა, გამორჩეულ ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრების კითხვა. მათი ცხოვრება ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მძიმე გაჭირვებაშიც კი პიროვნული სიდიადის შენარჩუნება.
დაბოლოს, სასოწარკვეთილების ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა და განსაცდელთაგან თავის დახსნის ერთ-ერთი უმძლავრესი საშუალებაა ყოველივეს აღსარებაში თქმა, რადგან ამით ბოროტს ხელ-ფეხი ეკვეცება და სუსტდება მისი ზემოქმედება ჩვენზე."
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"არაღვთიური სასოწარკვეთა"
"თავგანწირვის დროს ადამიანი სიყვარულით ამარცხებს სიკვდილს, თვითმკვლელობის დროს კი მარცხდება სიკვდილისაგან"
“მე ვიყავი მოწამე, რა მკაცრად ისჯებოდნენ, საშინელი სიკვდილითაც კი, იმ საეკლესიო კანონების დამრღვევნი, რომლებიც კრძალავს ერეტიკოსთა და თვითმკვლელთა მოხსენიებას.
სოჭში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც გამოირჩეოდა მდაბალი ხასიათით, მცირედის მეტყველებით და ლოცვის სიყვარულით. ის ხშირად ჩამოდიოდა გუდაუთასა და სოხუმში. ქსოვაც შეეძლო და ცდილობდა, ტაძრისთვის რაიმე გაეკეთებინა. მისი სულიერი მამა არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია) გახლდათ. მაგრამ ამ მონაზონს ერთი საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც სულიერ მამასაც კი უმალავდა.
მამამისმა, რომელიც მას ძალზე უყვარდა, უცნობი მიზეზების გამო შინ თავი ჩამოიხრჩო. მონაზონმა შვილმა მას დაუსწრებლად წესი აუგო, თუმცა მღვდლისთვის არ უთქვამს, რით მოკვდა მამამისი, თან მიცვალებულისთვის ფსალმუნების კითხვა დაიწყო. მრავალი წლის შემდეგ საშინელი ამბავი მოგვიტანეს - იმ მონაზონს თავი ჩამოეხრჩო. მაგიდაზე იდო მისი გულსაკიდი ჯვარი. თურმე თვითმკვლელობა ორჯერ უცდია. პირველად თოკი გასწყვეტია და უფალს გადაურჩენია, მაგრამ გულიდან ჯვარი მოუხსნია და ხელახლა ჩამოკიდებულა თოკზე. რა საშინელი განსაცდელი უნდა შემთხვეოდა ამ მონაზონს ეშმაკისგან, რომ მას შემდეგ, რაც თოკი გაუწყდა, ღვთის წინაშე შენანების მაგიერ ეშმაკის ნების ასრულება ისურვა!
განსაკუთრებით ჯავრობდა სულიერი შვილის დაღუპვას მამა კონსტანტინე: - რომ მცოდნოდა, მამამისმა თავი მოიკლა, მაშინ უფლის სახელით ავუკრძალავდი მასზე ლოცვას, მაგრამ დამიმალაო. ღვთის ნების ურჩობამ იგი ეკლესიის ურჩობამდე მიიყვანა და აღსრულდა წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხა. არასოდეს მსმენია, ამ მონაზონს კაცთაგან ვინმე განეკითხა, მაგრამ მან თავის სულში ეკლესია განიკითხა, თვითმკვლელთა მიმართ უმოწყალოდ ჩათვალა და მოისურვა, მამა სიცრუის გზით გადაერჩინა. თვითონაც დაიღუპა ამ საბედისწერო ცოდვით.”
"უკიდეგანო სიყვარული ჰქონდა ვინმე დუნ რიჩის. ავსტრალიაში ერთ-ერთ კონცხზე იყო რაღაც მაგიური ადგილი, რომელიც ცნობილი იყო თვითმკვლელობებით. იჯდა ეს კაცი კონცხის ამ ადგილზე, სადაც ძალიან ხშირად ყოფილა სუიციდის შემთხვევები და როდესაც დაინახავდა პოტენციურ თვითმკვლელს, შინ ეპატიჟებოდა ფინჯან ყავაზე და ესაუბრეობოდა.
ასეთი გზით მან ოთხასამდე ადამიანი იხსნა თვითმკვლელობისგან. მეტი საქმე არ ჰქონდა ამ ადამიანს. პენსიონერი იყო, ადგა და იპოვა ეს შესანიშნავი გზა და საშუალება ადამიანთა ხსნისა".
"თვითმკვლელობა ყველაზე მძიმე ცოდვაა. ეს არის სულმოკლეობის გამოვლენა ღვთისადმი. ეს არის სიმდაბლე და უსუსურობა. ასეთებზე ეკლესიაში არც კი ლოცულობენ".
"სასოწარკვეთილების წუთებში გახსოვდეთ, რომ ღმერთი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ მას"
"...ხარ სასოწარკვეთილებაში, ცხოვრებისეულ პრობლემებს ვეღარ უძლებ, ფიქრობ, რომ ძალიან უიღლბოდ წარიმართა შენი ცხოვრება... იწყებ ლოცვას და უკვე იცვლება შენი შინაგანი მდგომარეობა. ასე რომ, ლოცვის საშუალებით სასოწარკვეთილებითი, დეპრესიული ზრახვები შეიძლება სასიკეთოდ წარმართო".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"არაეკლესიური ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რადგან ის დამოკიდებულია ადამიანებზე და ხშირად ყველა ადამიანი გამოეცლება მას ხელიდან და შვებას, ხსნის გზას ვეღარ პოულობს. ეკლესიურმა იცის, რომ ყველაზე დიდი მეგობარი უფალია, რომელიც ყოველთვის მზადაა ხელი გამოგვიწოდოს და გადაგვაჩინოს"
/მამა კახაბერ შურღაია/
"კითხვა: ყველა თვითმკვლელობა ითვლება თუ არა ცოდვად?
პასუხი: თავის მოკვლა უდიდესი ცოდვაა და ის მიუტევებელია. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც თვითმკვლელობა გმირობის ტოლფასია. მაგალითად, ქრისტიანობაში დაშვებულია შეგნებული თვითმკვლელობა, რომელიც ჩადენილია საკუთარი ღირსების დასაცავად მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დასაღწევად. ასეთი მაგალითები ისტორიულად არსებობს."
"კითხვა: ვიცი, რომ თვითმკვლელისთვის ეკლესია არ ლოცულობს, მას არც წესს უგებენ და არც ლოცვებში იხსენიებენ. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან ასეთი ადამიანის სულიც ხომ ითხოვს შველას. როგორ ვაქციოთ მას ზურგი?
პასუხი: გააჩნია, რა მიზეზით ჩაიდინა ადამიანმა თვითმკვლელობა. თუ ეს აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა ან ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანია, მაშინ მასზე ეკლესია ლოცულობს და წესსაც უგებს, მაგრამ როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს უფალს, კარგავს ღვთის რწმენას, იმედს და თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო, ასეთ ადამიანზე ეკლესია არ ლოცულობს, რადგან ადამიანის ცხონება და გადარჩენა მისივე მონაწილეობით ხდება. ასეთი ადამიანის სახელზე მხოლოდ მოწყალების გაღება შეგიძლიათ."
"კითხვა: გარდამეცვალა საყვარელი ადამიანი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, თვითმკვლელობაც კი ვცადე. ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ აღარაფერი მშველის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თვითმკვლელობაზე ფიქრით თქვენ თავად უფალს უარყოფთ – ეს უმძიმესი ცოდვაა და თავს უფრო მძიმე მდგომარეობაში იგდებთ. თქვენი გარდაცვლილი ახლობელი კვლავ ითხოვს თქვენგან დახმარებას და ამაზე იფიქრეთ. გაეცით მის სახელზე მოწყალება, აკეთეთ ბევრი სიკეთე, ილოცეთ და ასე პოვებთ სიმშვიდეს."
"სინანული და არა სასოწარკვეთა"
"ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდები თავს იკლავენ და იღუპება ადამიანის სული. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი საცხოვრებელი".
/ილია მეორე/
როგორ გადაარჩინა ლოცვამ კაცი თვითმკვლელობას
"ერთ შაბათ დღეს, სანამ მღვდელი სახლში დაბრუნდებოდა, გადაწყვიტა ცოლისთვის დაერეკა. იყო საღამოს 10 საათი, ცოლი ტელეფონს არ პასუხობდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მან კვლავ აკრიფა სახლის ნომერი და ცოლმა მაშინვე უპასუხა. მღვდელმა ჰკითხა: - რატომ არ მპასუხობდი ზარზე? - არავითარი ზარი არ შემოსულა, - უპასუხა ქალმა.
ეს შემთხვევა ყველას დაავიწყდებოდა, რომ არა ორშაბათს ტაძარში, მღვდლის მოსასვენებელი ოთახის ტელეფონზე შემოსული ზარი.
აღმოჩნდა, რომ რეკავდა კაცი, რომელმაც მღვდელს აუწყა: - შაბათს მის ტელეფონზე ტაძრის ამ ნომრიდან განხორციელდა ზარი, რომელსაც კაცმა არ უპასუხა. მღვდელს გაახსენდა შაბათის ინციდენტი და კაცს მოუბოდიშა, სახლში ვრეკავდი და ნომერი შემშლიაო. მაშინ უცნობმა მამაკაცმა მღვდელს უამბო:
შაბათს საღამოს თავის მოკვლას ვაპირებდი, მაგრამ მანამდე ღმერთს მივმართე: - თუკი შენ, ღმერთო ახლა მისმენ და გსურს, რომ ეს არ ჩავიდინო, მაშინ მომეცი ნიშანი და ზუსტად ამ მომენტში გაისმა ტელეფონზე თქვენი ზარი, ტელეფონის ეკრანზე კი დაეწერა: - "ყოვლადწმიდა სამება". მე გაოგნებული ვუყურებდი ტელეფონს და ვერ გავბედე მეპასუხა ზარზე (ტაძარი, სადაც ეს მღვდელი მსახურობდა, იყო ყოვლადწმინდა სამების სახელობის და როგორც ჩანს, სატელეფონო ბაზაში ეს ნომერი ყოვლადწმიდა სამების სახელით იყო დარეგისტრირებული)".
"სუიციდის ზრდა ქვეყანაში ნაწილობრივ განპირობებულია მოზარდების აზარტულ თამაშებში ჩართვით"
/დეკ. ანდრია ჯაღმაიძე/
"ნეტარმა ავგუსტინემ თქვა: "თვითმკვლელი ადამიანს ჰკლავს", ანუ თვითმკვლელი მკლელს უთანაბრდება"
"ღმერთმა სიცოცხლის სიყვარული იმისთვის ჩაგვინერგა, რათა თვითმკვლელობას განგვარიდოს და არა იმიტომ, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებას ვეტრფოდეთ"
"ეშმაკს უხარია! კიდევ ერთი მსხვერპლი - საბრალო თვითმკვლელი, რომელიც მისი სამუდამო მონაპოვარი ხდება"
"ამჟამად კი, ისე მძლავრობს თვითმკვლელობის ცოდვა, რომ მასზე ყურადღება უთუოდ უნდა შევაჩეროთ. პირველ ყოვლისა, დავიმახსოვროთ, რომ არა მარტო თვით აღსრულებული აქტი, არამედ ფიქრიც კი საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაზე უდიდესი ცოდვაა. ფიქრი თავის მოკვლაზე ამბოხია ღმრთის წინააღმდეგ, რადგან არა კაცი, არამედ ღმერთია სიცოცხლის მომნიჭებელი; ურწმუნოებაა, რადგან თვითნებური განზრახვაა ღმრთის ნების გათვალისწინების გარეშე; სიმხდალეა, რადგან სასოწარკვეთა და შიშია ცხოვრებისეულ განსაცდელთა გადაულახავობის გამო; ეგოიზმია, რადგან თვითმკვლელს არავის მიმართ სიყვარულის დაკარგვის შიში არ აფერხებს; გონების დაბნელებაა, რომელიც შურით, სიძულვილით, უმიზნო ცხოვრებით, შურისძიების გრძნობით და სხვა ამგვარ მძიმე ცოდვათა მიერ შეიძლება იყოს გამოწვეული.
ამიტომ ეკლესია თვითმკვლელისთვის არ ლოცულობს, რადგან მან უფლისგან განშორებით განაჩენი თავის თავს თვითონვე გამოუტანა. რა თქმა უნდა, შემზარავია ხვედრი თვითმკვლელისა, მაგრამ მას მხოლოდ და მხოლოდ თვით ადამიანის თავისუფალი არჩევანი განაპირობებს"
"შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს"
/ილია მეორე/
,,ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება, გარდა სულიწმინდის გმობისა”, ამბობს უფალი.
თვითმკვლელობა სულიწმინდის გმობაა, შენ თავს რომ არ უტოვებ ცხოვრების გაგრძელების შანსს.
საიქიო ცხოვრების და ღმერთთან ყოფნის საშუალებას.
თვითმკვლელობა არ არის მხოლოდ იარაღის გასროლა, ან ხეზე თოკის ჩამოკიდება, ან ხიდიდან ნახტომი. ღმერთის გარეშე, მისი მცნებების გარეშე არსებობა, უკვე თვითმკვლელობის მცდელობაა.
ჩამქრალი თვალები, უსიცოცხლო ყოფა, გაყინული ღიმილი, უმიზნო ხეტიალი, ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ინერციით დინების მიყოლა, ხელის ჩაქნევა, დეგრადირებული აზროვნება, ნიჰილიზმი, მუდმივი დეპრესია, უმადურობა, სრული სიბნელისკენ მიდის... სამუდამო დასასრულისკენ..."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"თავის მოკვლა ქართველებს სამარცხვინოდ მიაჩნდათ"
"თუ ადამიანს სანუგეშოს ვერაფერს ეტყვი, თვითმკვლელობამდე მაინც არ მიიყვანო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
„მოქალაქეობრივი გმირობის“ წოდება ადამიანებისადმი სიყვარულისათვის!
"ამ რამდენიმე წლის წინ ავსტრალიის „მოქალაქეობრივი გმირობის“ წოდება მოიპოვა იმხანად 85 წლის დონ რიჩიმ.
დონ რიჩი მაშველია, მაგრამ ის ჩვეულებრივ სამაშველო სამსახურში არ მსახურობს – თითქმის ნახევარი საუკუნეა ადამიანთა სულების სამსახურში დგას.
ნახევარი საუკუნის წინ, გაზეთის კითხვისას, იგი მოულოდნელად წააწყდა ერთ შემაძრწუნებელ სტატისტიკურ ციფრს, რამაც გულის სიღრმემდე შეძრა.
სიდნეისთან, უოტსონსის ყურის თავზე აღმართული ავადსახსენებელი ქარაფი „The Gap“ თურმე მაგნიტივით იზიდავდა თვითმკვლელებს. ყოველ წელს 50–ზე მეტი ადამიანი მიდიოდა ამ ქარაფებთან, რათა იქიდან თავის მოსაკლავად გადაშვებულიყვნენ წყალში.
დონმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, თუნდ მცირე ნაწილი გამოეხსნა უეჭველი სიკვდილისაგან – მიატოვა სამსახური და უოტსონსის ყურის მახლობლად დასახლდა.
როგორც კი დაინახავდა ჩაფიქრებულ და მელანქოლიურ ფიგურას, რომელიც ამკრძალავ ზღუდეებზე გადაალაჯებდა, მაშინვე მისკენ მიემართებოდა –გამოელაპარაკებოდა უცნობს, ჩაიზე ან ლუდზე დაპატიჟებდა, დაუყვავებდა, მოეფერებოდა და შედეგად, ზოგს ადვილად დაიყოლიებდა, ზოგის დახსნაც ძალით უხდებოდა.
ხუთი ათეული წლის მანძილზე დონ რიჩმა ოფიციალური მონაცემებით 160–ზე მეტი ადამიანი იხსნა უეჭველი სიკვდილისაგან – არაოფიციალური მონაცემებით კი ციფრი 400–საც უწევს.
„ვინ იცის, რამდენ შესანიშნავ ადამიანს შევხვდი!“–ჰყვება დონ რიჩი –„ბედნიერებაა იმის შეგნება, რომ „იქიდან “ მობრუნებულ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა“.
დონ რიჩის საქციელი ნებისმიერ ადამიანს აფიქრებინებს, რომ შესანიშნავია, არსებობდეს სრულიად უცნობი პირი, რომელსაც შეუძლია, შენი სატკივარი გულთან მიიტანოს – აკი, ზოგჯერ კეთილი სიტყვა და ღიმილიც საკმარისია, რომ გადაათქმევინო თვითმკვლელობა სიცოცხლეზე ხელჩაქნეულ ადამიანს!"
"ახალგაზრდებში ესოდენ მომატებული სუიციდის, აგრესიისა და ძალადობის ფონზე სკოლებში ეკლესიის დაბრუნება არის ერთადერთი ყველაზე უფრო საშური საქმე, რასაც უჩვენოდ არავინ გააკეთებს".
/ჟურნალ "ქვაკუთხედის" რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი/
"თვითმკვლელების მნიშვნელოვანი ნაწილი - ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მიწიერ სილამაზეს ხოტბას ასხამდა, მას, როგორც კერპს ემსახურებოდა და მასში ბედნიერებას ეძიებდა. კერპი - ეს ოქროთი დაფარული ქვის ან თიხის ქანდაკებაა: ის შორიდან ბზინავს, ხშირი შეხებისგან კი ოქრო სცილდება. იქნებ სწორედ ამიტომაცაა თვითმკვლელთა დიდი ნაწილი ლოთებსა და პოეტებს შორის".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"თვითმკვლელობა - საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილიც სულიწმინდის გმობაა, რადგანაც სულიწმინდა იწოდება სიცოცხლის მომნიჭებელად. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს იღებს ცხოველი სულისაგან და იმის არცოდნით, თუ საიდან მიეცა ეს საჩუქარი, არ მადლობს ღმერთს, ეს მიეტევება მას. ხოლო თუკი ვინმე, სულისაგან მიღებულ სიცოცხლეს ზიზღით უარყოფს, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და - არც მომავალში. ამას რომ ჩავწვდეთ, გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს "მიტევება". მიუტევო ცოდვილს ცოდვანი - ნიშნავს დაუბრუნო მას მთელი მთლიანობა ცხოვრებისა, ახლიდან აჩუქო სიცოცხლე. მაგრამ, თუკი ვინმეს ცხოვრება არ სურს, ეზიზღება და სძულს სიცოცხლე, უფალს მეტი არაფერი აქვს მისთვის მისაცემი და იგი შლის მას სიცოცხლის წიგნიდან".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თვითმკვლელობის ძირითადი სამი მიზეზი არსებობს:
1. როცა გონზე მყოფი, სასოწარკვეთილების მიზეზით იკლავს თავს.
2. როცა ჯადოს, შიშის ან სხვა მიზეზით, ბოროტისგან შეპყრობილი ადამიანი ვერ აკონტროლებს მის მოქმედებას.
3.როცა ადამიანი მოძალადისგან, პატიოსნების შენარჩუნების მიზნით იკლავს თავს. მაგალითად გაუპატიურების წინ, ან როცა ადამიანს აიძულებენ მეგობრისა და სამშობლოს ღალატს, გაცემას.
მეორე და მესამე შემთხვევების დროს შესაძლებელია მიცვალებულის სულის საოხად, გარდაცვლილ ადამიანს ეკლესიური წესის მიხედვით გადაეხადოს პანაშვიდები, აეგოს წესი და მათზე შესრულდეს მოძღვრის მიერ ეკლესიური წესით გათვალისწინებული ყველა მოქმედება. ასეთივე მიდგომა შეიძლება ისეთ თვითმკვლელზეც, რომელიც ცხოვრებაშივე შეურაცხადი იყო (თუმცა იშვიათად, რომ ასეთმა თავი მოიკლას).
მეტად სამწუხარო და სავალალოა, როცა გონზე მყოფი ადამიანი, სასოწარკვეთილების, ან პროტესტის მიზნით იკლავს თავს. რადგან ეშმაკს ასეთი ადამიანი დაუყოვნებლივ მიჰყავს ჯოჯოხეთის საშინელ სატანჯველში.
ამ დროს ეკლესიური წესის მიხედვით არ შეიძლება წესის აგება, პანაშვიდის გადახდა, გარდაცვლილის სახელის მოსახსენებელში ჩაწერა, ეკლესიისა და მოძღვრის მეშვეობით რაიმე მოქმედება გარდაცვლილის სულის საოხად.
თვითმკვლელის ჭირისუფალს ეკლესია მხოლოდ მოწყალების გაღებას ურჩევს გარდაცვლილის სახელზე. სანუგეშოდ მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: საერთოდ რომ არაფერს აზრი არ ჰქონდეს, მოწყალების გაცემასაც არ ურჩევდნენ".
/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"შევარდნაძის პერიოდში ერთ ახალგაზრდას მატერიალურად ძალიან გაუჭირდა - ლამის თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული. არავინ ჰყავდა დამხმარე. ეკლესიის ეზოში ხვდება [სალოსი] კატია და ეუბნება, - თავი რას ჩამოგიკიდია, ნუ გეშინია, მოფრინავენ შენი "საროჩკები"! რა "საროჩკები", რის "საროჩკები" - გაოგნებული უსმენდა კატიას. მეორე დღეს იტალიიდან ჩამოუვიდა ნახმარი ტანსაცმლის ორი დიდი ფუთა. აღმოჩნდა, რომ იტალიაში მყოფი მისი მეგობარი სამუშაოზე მოწყობილიყო და მას გამოეგზავნა. გაყიდა ამ ახალგაზრდამ ეს ფუთები და სული მოითქვა".
"გაუპატიურებულ ბავშვზე მერე ბიძებმა იძალადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ...
რაზე გვაქვს პრეტენზია?! არა, ვიცოდეთ მაინც, რომ ნადირები ვართ და გამოქვაბულს დავუბრუნდეთ...
ყველას მოგვეკითხება, თუ ამაზეც გავჩუმდებით!...
მარაზმში ვცხოვრობთ...
ბავშვი, რომელიც გააუპატიურეს, თავს იკლავს და ბაბუა ამბობს, ცოდვა გამოისყიდაო...
ასე მგონია, ქრისტეს მოძღვრებას კი არა, ძველ აღთქმას და კიდევ იმის იქით, ქვის ხანაში არსებულ წარმართობას ვეთაყვანებით...
ბავშვზე იძალადეს, სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, სწორედ იმიტომ, რომ უფრო დიდ ზეწოლას ვერ გაუძლებდა...
თვითმკვლელის საქციელი კი ოჯახის წევრმა შეაქო...
ძალიან მინდა ეს მდგომარეობა კარგად გაანალიზოთ და აღიქვათ...
რისთვის ვართ საერთოდ... რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ ეკლესიებს ვაშენებთ, ვმარხულობთ, ვლოცულობთ...
ამაზე გაჩუმება უფრო დიდ შეცდომებს გამოიწვევს...
მეუფენო, მამანო, მორწმუნენო, ურწმუნონო, ამაზე დავფიქრდეთ... ამ ტრაგედიას შევებრძოლოთ...
უკვე ჩიხიც არ ქვია, აღარც ფსკერი და სიბნელე, ჯოჯოხეთში ვართ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანი, რომესაც სძულს, არის მკვლელი და, რა თქმა უნდა, თვითმკვლელიც, რადგან სიძულვილით იგი თავის სულს კლავს"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"მთავარი სიცოცხლის წყურვილია, დანარჩენს გაუძლებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"დაკარგული ფული უმნიშვნელო დანაკარგია, დაკარგული დრო - დიდი დანაკარგი, დაკარგული სული (სასოწარკვეთის შედეგი) - ყოველივეს დაკარგვას ნიშნავს!"
"თვითმკვლელია იგი, ვინც თავს მარადიული ცხოვრების ღირსად არ გახდის!"
"ომის დროს არ იყო იმდენი თვითმკლელობა, რამდენიც ახლა, ჩვენ მშვიდობიან დროს!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თვითმკვლელობა მკვლელობათაგან ყველაზე მეტად არღვევს რჯულს"
"ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც ადამიანებმა მიმართეს სუიციდს იმ მიზეზის გამო, რომ დიდი მოშურნეობით შეუდგნენ გონიერ ლოცვას და აღმოჩდნენ სრულიად მოუმზადებელნი ამისთვის".
"ფაქიზი სულის მქონე, ღვთისმოსავ და მგრძნობიარე ადამიანებს სიფრთხილე მართებთ, იმიტომ, რომ ეშმაკი თავის კუდს ახვევს მათ გარშემო, რომ კიდევ უფრო მგრძნობიარენი გახადოს ისინი და მოწყინებამდე და ღმერთო დაიფარე და - თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ისინი".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"სასჯელი მკვლელობისათვის - თვითმკვლელობაა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თვითმკვლელებად ითვლებიან ისინი, ვინც თავშეუკავებელი ცხოვრებით - ნაყროვანებით, თამბაქოს მოწევით, ლოთობითა და სხვა გარყვნილებით ინადგურებენ ჯანმრთელობას"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"იქნებ ვინმემ ვერ გაუძლო მწუხარების სიმძიმეს და თვითმკვლელობა განიზრახა, გონებით მიაგნო საშუალებას თავისი სატანჯველი ამ გზით შეეწყვიტა და ფიქრობდა, რომ ამით გულს ატკენდა თავის მაჭირვებელს?! შეინანეთ უფლის წინაშე!"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის "ოჯახებში" გაზრდილ ადამიანებს აქვთ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები. ასეთ ადამიანებში ძალიან მაღალია სუიციდური მიდრეკილებების მაჩვენებელი. კვლევამ დაადგინა, რომ ასეთ ადამიანებს შორის ბოლო პერიოდში სუიციდის მცდელობა ჰქონდა დაახლოებით 24%-ს. შესადარებლად აღვნიშნავთ, რომ იმავე პერიოდში ნორმალურ ოჯახებში აღზრდილ ახალგაზრდებში სუიციდის მცდელობა არ აღემატება 5%-ს".
"თვითმკვლელთა ასაკი, უმეტესწილად, 35 წელზე დაბლაა და ეს ნიშანდობლივია. ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ადგილი და სწორი მიდგომა ცხოვრებისადმი. ის ან აკეთებს ამას, ან ვერ უძლებს და მიდის ამ ცხოვრებიდან. იმის თქმა მინდა, რომ თვითმკვლელი მხოლოდ ის არ არის, ვინც საკუთარ სხეულს ანადგურებს, არამედ ისიც, ვინც უარს ამბობს საკუთარი თავის შეცნობაზე, განვითარებაზე და ამ უარს გამოხატავს პროტესტის სხვადასხვა ფორმით: ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ცხოვრების ფუჭად გაფლანგვა. ეს ფარული თვითმკვლელობაა, უბრალოდ, ნელი მოქმედების ნაღმია"
/მამა გურამ ოთხოზორია/
"ტოლსტოი ამბობდა, თოფს ვმალავ, როდესაც ტყეში მივდივარ, რომ თავი არ მოვიკლაო"
/მამა გურამ ოთხოზორია/
"ქარს მოჰქონდა მის სულში შორეული ხმა, რომ თვითმკვლელობა დიდი ცოდვაა"
/გოდერძი ჩოხელი/
"შემაშფოთებელია სუიციდის ზრდის ტენდენცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2018-2019 წლების მონაცემებით, ყოველ წელს მსოფლიოში 800 000 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. ასი წლის წინ კი ეს ციფრი 8-10-ჯერ ნაკლები იყო"
"თვითმკვლელთა შორის მხოლოდ 10%-ია ფსიქიკურად დაავადებული. დანარჩენები კი ფსიქიკურად ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ ჰქონდათ პიროვნული კრიზისი. უფრო სავალალო კი ის არის, რომ ერთ ჩადენილ სუიციდს ოცი თვითმკვლელობის მცდელობა ეფარდება"
"ერთ მდიდარ პეტერბურგელ ქალს ერთი წლის ბიჭი ჰყავდა. ერთხელ ბავშვი ავად გახდა. აღარაფერი შველოდა. ფაქტობრივად ბავშვის ბედი გადაწყვეტილი იყო. მაშინ დედამ მოძღვარ იოანე კრონშტადტელს სთხოვა, ელოცა მისი მომაკვდავი შვილის გამოჯანმრთელებისთვის. ბერმა წირვა აღავლინა. დედის საბედნიეროდ ბავშვი გამოკეთდა.
გადიოდა წლები... დედა ტკბებოდა შვილის ცქერით. მეცხრამეტე წელში რომ გადადგა, ვაჟს ქალიშვილი შეუყვარდა. მან კი არ უპასუხა მის გრძნობას. ვაჟი დეპრესიაში ჩავარდა, ძლიერ განიცდიდა უპასუხო სიყვარულს, ბედს ვერ ეგუებოდა, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა - ქალიშვილმა ის არ შეიყვარა.
ამჯერად დედა უკვე უძლური იყო რამე ეშველა მისთვის. გულგატეხილმა ვაჟმა... თავი მოიკლა.
"დღემდე ვერ მიპატიება ჩემი თავისთვის, რატომ დავიხსენი მისი სიცოცხლე მამა იოანეს მეშვეობით", - მოთქვამდა უბედური დედა"
წმ. ნიკოლოზმა გადაარჩინა თვითმკვლელი
"მგონი არ არსებობს მორწმუნე ადამიანი, რომელსაც არ დახმარებია წმ. ნიკოლოზი.
ჩვენ შეგვემთხვა ასეთი რამ: შეგვატყობინეს, რომ ჩვენი ნაცნობი აპირებდა თავის მოკვლას. ჩვენ მეზობელ ქალაქში ვიყავით, დაახლოებით 40 კმ-ში. ჩემი ქმარი სასწრაფოდ გაემართა იქ. მე კი დავემხე წმ. ნიკოლოზის ხატის წინ და დავიწყე მხურვალე ლოცვა, რათა მას გადაერჩინა ეს უბედური ადამიანი...
წუთები გადიოდა... როგორც აღმოჩნდა, ჩემმა ქმარმა მიუსწრო: თავის მოკვლის რამოდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - იარაღმა არ გაისროლა (ეს კაცი იყო მონადირე), შემდგომ კი თავის ჩამოხრჩობის მცდელობისას ჩამოწყდა თოკი".
"მატრონამ [მოსკოველი] გააფრთხილა: "არასოდეს თქვათ, სიცოცხლე აღარ მინდაო, თვითმკვლელობის ფიქრიც კი უნდა მოინანიოს ადამიანმა, ყველა წყენა და განსაცდელი უნდა მოითმინოთ და ღმერთი თქვენც მოგითმენთო!"
"მოგვითხრობს ოპტინელი მუშა ნიკოლაი "ი".: "ცხოვრებაში ისეთი საშინელი ცოდვა ჩავიდინე, რომ გადავწყვიტე, თავი ჩამომეხრჩო. მივდიოდი ოპტინაში ტყე-ტყე და მთელი გზა ვტიროდი. იეროდიაკონმა ვლადიმირმა რომ შეიტყო, რა მჭირდა, მითხრა: "სასწაფოდ მამა ვასილისთან [ახალმოწამე, ოპტინელი] უნდა მიხვიდეო" და მასთან სენაკში მიმიყვანა.
მამა ვასილი მაშინ სენაკში თავის ბერულ კაბას რეცხავდა და შინაურულად იყო ჩაცმული - ძველი, მუხლებზე გადაკერებული ჯინსები და მოხერის სვიტერი იმდენად გაცვეთოდა, რომ ლამისაა გამჭვირვალე გამხდარიყო. 15 წუთი ვისაუბრეთ. მახსოვს, მამა ვასილიმ მითხრა: "თუ შეგიძლია - აპატიე შენს თავს, და თუ არ შეგიძლია - წადი". კიდევ ვილოცეთ. მისგან იმდენად გახარებული გამოვედი, რომ ვიდექი და ვიცინოდი! 15 წუთის წინ ვინმეს რომ ეთქვა, გაიცინებ და ცხოვრების სიხარული დაგიბრუნდებაო, არ დავიჯერებდი. ახალ კი შევხაროდი ბერს - მშობლიურ ადამიანს! ჩემი ორმოცწლიანი ცხოვრების განმავლობაშია ასეთი ლამაზი ადამიანი არ შემხვედრია.
ამის მერე აღსარებას მამა ვასილის ვაბარებდი, გადავწყვიტე მეთხოვა, რომ სულიერ შვილად მივეღე. მაგრან სანამ ვთხოვე, მამა ვასილი გარდაიცვალა. მას მერე თვენახევარი მონასტერში ვეღარ მივდიოდი, სულ ვტიროდი".
"რატომ მოსდის ადამიანს თავში ასეთი ფიქრი, რომ მე გინდა თუ არა თავი უნდა მოვიკლაო! რატომ იღუპავს სამუდამოდ თავის სულს? იმიტომ, რომ, როგორც იტყვიან, ეშმაკს მიყიდა სული. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩემო კარგებო. ეს არ არის ადვილი საქმე, ამას ვერ მოერევა ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანი"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"ძალიან გახშირდა თვითმკვლელობები, ანუ ეშმაკისათვის სულის მიყიდვა"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
" - გერონდა, ზოგიერთი ადამიანი, შეხვდება თუ არა ცხოვრებაში რაიმე სირთულეს, მზად არის, თავი მოიკლას.
- ეს ეგოიზმია. თვითმკვლელთა უმეტესობა ყურს უგდებს ეშმაკს, რომელიც შთააგონებს მათ, რომ თვითმკვლელობით ბოლო მოეღება მათ შინაგან ტანჯვას. ასეთი ადამიანები ეგოიზმის გამო იკლავენ თავს. აი, მაგალითად: თუ ადამიანმა რაიმე მოიპარა და შემდეგ ეს ქურდობა გაცხადდა, ქურდი შეწუხებულია იმით, რომ სახელი გაუტყდა და ნაცვლად მონანიებისა და აღსარებისა, რომ სული მარადიული ტანჯვისგან იხსნას, თავს იკლავს. სხვა თავს იმიტომ იკლავს, რომ პარალიზებული შვილი ჰყავს. "რატომ უნდა მყავდეს მე პარალიზებული ბავშვი?" - ამბობს ასეთი ადამიანი და სასოწარკვეთაში ვარდება; მაგრამ, თუ ბავშვის ავადმყოფობა მისი ბრალია და იგი ამას გრძნობს, უნდა მოინანიოს. როგორ შეიძლება თავის მოკვლა და ბავშვის უპატრონოდ დატოვება? განა ამის შემდეგ მისი დანაშაული ბავშვის წინაშე არ დამძიმდება?
- ხშირად გვესმის, რომ ადამიანმა თავი მოიკლა, რადგან სულიერად ავადმყოფი იყო.
- სულიერად ავადმყოფებს, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ, დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება აქვთ, რადგან მათი გონება წესრიგში არ არის. ასეთ ადამიანს შეიძლება ღრუბლების გროვამაც კი აუფორიაქოს სული. მაგრამ იმ თვითმკვლელებზე, რომლებიც არ არიან სულიერად დაავადებულნი, ეკლესია არ ლოცულობს, ისევე როგორც არ ლოცულობს გარდაცვლილი ერეტიკოსებისთვის. მათ მღვდელი კვეთისას არ იხსენიებს და არ იღებს მათ სახელზე ნაწილებს, რადგან ეს ადამიანები თვითმკვლელობით უარს ამბობენ სიცოხლეზე, სძულთ იგი. სიცოცხლე კი ღვთის საჩუქარია. ასეთი ადამიანები თითქოს სახეში ახლიან უფალს ამ საჩუქარს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"დროის უქმობასა და უდებებაში ფლანგვა, მემთვრალეობა და ღრეობა ადამიანთა მოდგმის საერთო სირცხვილია, შეიძლება ითქვას, რომ იგი ნებაყოფლობითი სიგიჟეა, გახანგრძლივებული თვითმკვლელობაა"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ათონის მთის ერთი ბერი გვიამბობს: "სამხედრო სამსახურის დამთავრებამდე, შვებულებით, მამა პაისთან [ათონელი] მივედი. ჩემს პირად საკითხებზე ვესაუბრებოდი და შემდეგ ჩემი მეგობრის შესახებ ვუამბე. მას დაქორწინება უნდოდა ერთ გოგონაზე, მაგრამ გოგონას მშობლები წინააღმდეგი იყვნენ. ჩემი მეგობარი ისე განიცდიდა ამ ამბავს, რომ თავის მოკვლა სურდა. ათონიდან შინ დავბრუნდი. რამდენიმე დღეში მეგობარს შევხვდი და მითხრა: "ვცდილობ ჩემი თავი გავანადგურო, მაგრამ არ შემიძლია, რაღაც მიშლის ხელს".
სამხედრო სამსახურის შემდეგ გადავწყვიტე ათონზე დამკვიდრება და ბერად აღკვეცა. იმ დროს კიდევ შევხვდი მამა პაისს, ჩემს მეგობარზე მკითხა. მე კი მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მამა პაისი მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის ლოცულობდა. სწორედ მისი ლოცვები უშლიდა ხელს თავის მოკვლაში"
"პანაგუდაში" ერთი აღელვებული ახალგაზრდა მოვიდა, ხელში თოკი ეჭირა: "ან დამეხმარები მამაო და ან თავს ჩამოვიხრჩობ, შენს წინაშე". მამა პაისმა [ათონელი] არქონდარიკისკენ წაიყვანა და დიდხანს ესაუბრა. ახალგაზრდა გახარებული და სიმშვიდით სავსე სახით გაშორდა მას. მამა პაისი თავად იყო მშვიდი და დამამშვიდებელი, ბევრჯერ შეარიგა ბავშვები მშობლებთან, ცოლ-ქმარი, დირექტორები - თანამშრომლებთან, და ყოველი სული, ვინც მას უახლოვდებოდა ღმერთთან სიახლოვეს გრძნობდა, მაგრამ უპირველესად მამა პაისი საკუთარ თავს ამშვიდებდა".
"არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.
ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"როცა ცხოვრობ პრინციპით "მიიღე ცხოვრეისგან ყველაფერი" - ყველაფერი შენთვისაა შექმნილი, ისარგებლე, გაიხარე, არაფერზე დაფიქრდე. განაგდე ეჭვები, შენ სამყაროს ცენტრი ხარ, ყველაფერი შენთვისაა, არ ჩაიციკლო პრობლემებზე, ებრძოლე სირცხვილის გრძნობას და კომპლექსებს - ასეთი განწყობით ადამიანი მალევე იქანცება და "ცვდება".
ის თითქოს ერთვება დაჩქარებული ცხოვრების რიტმში - ყველაფერი გასინჯოს, ყველაფერი მოასწროს, და შედეგად,ისე, რომ ვერ გაიგებს ცხოვრების ნამდვილ სიხარულს, ცხოვრების ნაგავსაყრელზე ხვდება, სულიერად და ხორციელად დანგრეული, ან ცხოვრებას თვითმკვლელობით ამთავრებს, ჰგონია რა, რომ ამით დაასრულებს ყველა უბედურებას. ვერც კი ხვდება, რომ ამით მარადიულ მწუხარებაში უშვებს საკუთარ სულს. რაც ყველაზე საშინელია - ასეთ ადამიანებს ხომ უკვე ვერავინ უშველის - ეკლესია არ ლოცულობს თვითმკვლელებზე. მათ არ უგებენ წესს და ცალკე მარხავენ კიდეც, რამეთუ მათ ხელყვეს შემოქმედის მთავარი ჯილდო - საკუთარი ცხოვრება, თავად ღმერთიც შეიძულეს და მისი მოწყაელბაც, რა საშინელებაა ჯოჯოხეთი. უსინათლობა, უნუგეშობა, უსიყვარულობა... ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან!"
"თვითმკვლელთა საფლავებიდან მათი და მათი გამცრუებელი ქვეყნის შემოქმედი ღმერთისადმი წყევლის შავი ალი ვარდება. ეს - ეშმაკისადმი ლოცვაა. თვითმკვლელების საფლავებზე მარადიული ღამეა. ამ საშინელი სამარხებიდან სიცივე ამოდის სწორედ ისე, ყინულოვანი ხელი რომ კუმშავს იმის გულს, ვინც უეცრად ღრმა და უძირო უფსკრულის კიდეზე აღმოჩდნება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სიკვდილის ყველაზე ტრაგიკული სახეობაა - თვითმკვლელობა. თვითმკვლელი საკუთარ თავს ცოცხალთა სიიდან შლის, მაგრამ მკვდრებსაც არ სურთ მისი მიღება. ძველად თვითმკვლელებს სასაფლაოზეც არ მარხავდნენ, მათ საფლავებს არ ასხივოსნებდა ჯვარი, საფლავის ქვაზე სანთელს არ ანთებდნენ. მათ სადღაც, გზის განაპირას, ადამიანის საცხოვრებლისაგან მოშორებით მარხავდნენ და როგორც კეთროვნებს, ისე გაურბოდნენ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"რაღაც ბნელი, საშინელი ელოდება ქვეყნიერებას... ადამიანი თითქოსდა დაუცველი რჩება, იმდენად დაიპყრო იგი ბოროტმა ძალამ, და ის ვერ აცნობიერებს რას აკეთებს... თვითმკვლელობაც კი შთაეგონება... რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ხელში იარაღს არ იღებენ - არ ატარებენ თან ქრისტეს სახელს და ჯვრის ნიშანს"
/ღირსი ბარსანოფი/
"იმაზე, თითქოს თავის მოკვლა საუკეთესო გამოსავალი იყოს, ხომ ლაპარაკიც აღარ ღირს - ამის უაზრობა თავისთავადაც ცხადია. მომავალი ცხოვრება, რა თქმა უნდა, გწამს. მაშ, თავად განსაჯე! შენ თვითონ, შენი ნებით, სრულ ჭკუაზე მყოფი, სიცოცხლეს მოისწრაფებ და სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენ: ამ ცოდვითვე, შეუნანებლად გადახვალ საუკუნო ცხოვრებაში - როდისღა მოასწრებ სინანულს? ასე რომ, პირდაპირ ჯოჯოხეთში აღმოჩნდები. ვითომ ეს იქნება შენი ცხოვრების გამოსწორება? თავს მოიკლავ, რათა ტანჯვას გაექცე, და ამისათვის გაცილებით მეტ სატანჯველში ჩავარადები - მარადიულსა და უცვალებელში. სანამ აქ იტანჯები, ჯერ კიდევ გაქვს იმედი, რომ იმსოფლად უკეთესი ხვედრი მოგელის, იქ კი აღარაფრის იმედი არ შეიძლება გქონდეს. ჯოჯოხეთში მოხვდები და იქვე დარჩები საუკუნოდ - აი, შენი ცხოვრების როგორ "გამოსწორებას" გთავაზობს ეშმაკი! ხოლო თუ ახლანდელ გასაჭირს უდრტვინველად მოითმენ, აქაც შეიძლება ყველაფერი გამოსწორდეს და იმსოფლადაც შეგიწყალოს უფალმა.
სხვა სათქმელი აღარაფერი მაქვს. მაშ, გამხნევდი და ითმინე! გახსოვდეს უფლის სიტყვები: "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს".
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience