თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ ამოკი - შეძენილი ფსიქიური დაავადება?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 25 2009, 04:02 PM

ამ თემაში მინდა ვისაუბროთ ამ ფენომენზე, რასაც ამოკი ქვია. სიტყვა ამოკი მალაიური წარმოშობის ყოფილა და თარგმანში ნიშნავს ბრმა მრისხანებას და სისხლის წყურვილს.

არსებობს უამრავი მაგალითები ამოკის შესახებ, უახლოესი რაც იყო, ეს მოხდა აქ, გერმანიაში, შტუტგარტთან ახლოს მდებარე პატარა დასახლება ვინენდენში ამა წლის 11 მარტს. 17 წლის რეალშულე-ს მოსწავლემ თავის სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მასწავლებლები და თანასკოლელები, ასევე იქიდან გამოქცევის შემდეგ ქუჩაში პასანტები - სულ 15 კაცი. ბოლოს ის დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ , მაგრამ ამის შემდეგ მან მისივე ხელით მოიკლა თავი. იხ. სურათი:

http://img205.imageshack.us/my.php?image=42695tim4.jpg

http://img115.imageshack.us/my.php?image=winnendenneupoliz321366.jpg

http://img168.imageshack.us/my.php?image=winnendenamoklauf.jpg


ქვემოთ მოვიყვან უახლოეს წარსულში გერმანიაში მომხდარ მსგავს შემთხვევებს მაგალითად:

20.11.2006 - ვესტფალიის დასახლება ემსდეტენში ცეცხლსასროლი იარაღით, საფეთქებელი ნივთიერებებით და კვამლის ბომბებით შეიარაღებული 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი შეიჭრა მის ყოფილ სკოლაში და გახსნა ცეცხლი, შედეგად მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი, საბოლოოდ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

26.04.2002 - ერფრუტის ერთ-ერთ გიმნაზიაში ყოფილმა მოსწავლემ, შენიღბულმა და მძიმედ შეაიარაღებულმა 19 წლის ბიჭმა დაცხრილა 16 ადამიანი, მათ შორის 8 მასწავლებელი ქალი , 4 მასწავლებელი კაცი , 1 მოსწავლე, მდივანი ქალი და 1 პოლიციელი. ამის შემდეგ მან თავად მოიკლა საკუთარი თავი.

ამ და მსგავს მაგალითებს თუ გადავხედავთ, ჩანს რომ ამოკით "შეპყრობილები" ბოლოს ლიკვიდაციას უკეთებენ საკუთარ თავს.

კიდევ იმას მივამატებ, რომ ეს ბავშვები არიან შეძლებული ოჯახებიდან, არანაირი ფინანსური პრობლემები, არანაირი მარეტიალური დანაკლისი მათ ცხოვრებაში არ განუცდიათ.

ბოლო უახლოეს მოვლენას რაც შეეხება, ბავშვმა მამამისის იარაღი აიღო, რომელიც ჩაუკეტავად ედო საძინებელ ოთახში. მამა იყო ე.წ. მსროლელთა კლუბის წევრი და უამრავი სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ქონდა სახლში, თუმცა ჩაკეტილი ამ უკანასკნელის გარდა. დღესითვის ის გადაცემულია პასუხისგებაში დაუდავარი მკვლელობისათვის 15 შემთხვევაში.

მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემაზე, როგორ შეიძლება , რომ ბავშვები ავაცილოთ ამ დიდ უბედურებას. არის ეს სიყვარულის და სითბოს ნაკლებობა რასაც ისინი განიცდიან? რამდენადაც მატერიალურად არცერთ ჩამოთვლილთაგანს არაფერი აკლდათ.

პ.ს. ძალიან საინტერესოა ფსიქოლოგების აზრი, თუ რამდენად განხილულია ამოკის ფენომენი . არის ეს ფსიქიური დაავადება და თუ კი, როდის ყალიბდება, აქვს თუ არა მას წინა პირობები თუ მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებაა. მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 25 2009, 04:36 PM

მე მეგონა მსგავსი მოვლენები მარტო ამერიკაში ხდებიდა - გერმანიის შესახებ პირვლეად შევიტყვე.

სავარაუდოდ მთლიანად საზოგადოების უგულობის ბრალია რომ მასში მყოფი, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით მაინც , ნორმალური ადამიანები ასე სასტიკად ბოროტდებიან.

სხვა ხელშემწყობი ფაქტორი ისაა რომ იარომ თოფ -იარაღი ადვილად იშოვება. თვითმკვლელობის შანსები მაგალითAდ ისეთ ოჯახებში უფორო მეტია სადაც არის იარაღი.

ისე კი მსგავს შემთხვევებში ძნელია დემონური გავლენაც რომ არ აგინიშნოს , თანაც როდესაც თვითმკვლელობით ამთავრებს ადამიანი მთელ ამ ხოცვა ჟლეტას. რადგანც როგორც მამები ზერენ ყოველი აზრი თვითმკვლელობის შესახებ დემონისგანაა , რადგანც ის არის კაცისმკვლელი დასაბამიდან.


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 25 2009, 04:47 PM

Iona

ციტატა
სხვა ხელშემწყობი ფაქტორი ისაა რომ იარომ თოფ -იარაღი ადვილად იშოვება.

გერმანიას რაც შეეხება, მეტად მკაცრი კანონებია ამ მხრივ. ამერიკაში მგონი უფრო მარტივადაა ეს საქმე.

ამ უკანასკნელზე ამბობენ, რომ მას კონტაქტების პრობლემები ქონდა, არ მეგობრობდა არავისთან, გოგონებს არ მოსწონდათ და ა.შ. დახოცილთაგან უმრავლესობა გოგონები არიან.

სამივე შემთხვევაში, რაც მე ჩამოვწერე , რაღაც "შურისძიება" უფრო ჩანს. მაგალითად ერფრუტში ის ყმაწვილი გარიცხულ იქნა ადრე გიმნაზიიდან, მივიდა და დაწყვიტა ამის გამო.

ამოკის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ხოცავენ სრულიად "უდანაშაულოებსაც".

პ.ს. საქართველოში ყოფილა მსგავსი შემთხვევები?

პ.ს.ს. გერმანიაში წელი არ გავა , რომ არ გამოაცხადონ წელიწადში ერთხელ მაინც ოჯახისწევრების დახოცვა მამის ან დედის მიერ. 2 კვირის წინ კიდევ კაცმა მოკლა ცოლი, შვილი , ხოლო გოგო შვილი 8 წლის გაექცა , მძიმედ არიან დაჭრილნი უფროსი ვაჟი და მისი მეგობარი. ეს შემთხვევები ძალიან ხშირია აქ, ძირითადი მოტივი ეჭვიანობაა : არც შენ, არც მე ! ხოცავენ შვილებსაც . ხშირად ბოლოს თავს იკლავენ, მაგრამ არის შემთხვევები, რომ არ იკლავენ, მაგრამ ნებაყოფილებით ბარდებიან პოლიციას .

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 25 2009, 04:48 PM

ამოკი დაახლოებით ის ხო არაა, გონება რომ გადაეკეტებათ და რომ ვერ აზროვნებენ რას ჩადიან? unsure.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 25 2009, 04:50 PM

ქევანა

ციტატა
ამოკი დაახლოებით ის ხო არაა, გონება რომ გადაეკეტებათ და რომ ვერ აზროვნებენ რას ჩადიან?

რაღაც რომ ეკეტებათ, ეს ცხადია. მაგრამ როგორც ჩანს მშვენივრად აზროვნებენ მანამდე, თუნდაც სცენარის გააზრება, იარაღის შოვნა და მსგავსები.მოუმზადებელი არცერთი არ არის. ანუ გარკვეული მიზანია ეს მათი, აღსრულებამდე რაღაც დროის განმავლობაში მაინც.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 25 2009, 04:59 PM

ციტატა
ამ უკანასკნელზე ამბობენ, რომ მას კონტაქტების პრობლემები ქონდა, არ მეგობრობდა არავისთან, გოგონებს არ მოსწონდათ და ა.შ. დახოცილთაგან უმრავლესობა გოგონები არიან.


მემგონი ძირითადად მასეთი საკუთარ თავში ჩაკეტილი გულჩათხრობილი ბავშვები "ჭედავენ" - ჩამოკიდებს გარშემო ხალხი ნიუდაჩნიკის იარლიკს და .... შედეგად


დეპრესიაა, მარტოობა ,გარიყულობა , ყველა ვერ გიტანს, სიცარიელეა, იგრუზება იბოღმება კომპლექსდება ადამიანი და ძაან თუ გაბოროტდა მერე ხდება მსავსი უბედურებები ...... sad.gif

ციტატა
ამ უკანასკნელზე ამბობენ, რომ მას კონტაქტების პრობლემები ქონდა, არ მეგობრობდა არავისთან, გოგონებს არ მოსწონდათ და ა.შ. დახოცილთაგან უმრავლესობა გოგონები არიან.


რომელიმე მათგანს რო ცოტა გაეგიმა მაინც იმ უბედურისთვის ვინ იცის ხო შეიძლება რომ არ ამოხოხცა ამდენი ხალხი მარა ....

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 25 2009, 05:02 PM

Iona

ციტატა
რომელიმე მათგანს რო ცოტა გაეგიმა მაინც იმ უბედურისთვის ვინ იცის ხო შეიძლება რომ არ ამოხოხცა ამდენი ხალხი მარა ....

მთელი გადაცემების სერია მიდის ახლა ამ ამბავთან დაკავშირებით და ექსპერტებიც მაგას ამბობენ: რომელიმეს მიეღო, სითბო ეჩვენებინა sad.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 25 2009, 05:14 PM

შტეფან ცვაიგს აქვს ერთი კარგი მოთხრობა. "ამოკი" ჰქვია. სწორედ ამ დაავადებით შეპყრობილ კაცზეა.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 25 2009, 05:20 PM

Ismail

ციტატა
შტეფან ცვაიგს აქვს ერთი კარგი მოთხრობა. "ამოკი" ჰქვია. სწორედ ამ დაავადებით შეპყრობილ კაცზეა.

ხო, ის სიყვარულით გამოწვეულია. ექიმია მგონი, თავისი საყვარელი პაციენტი ქალის საიდუმლოს შენახვის უზრუნველსაყოფად ყველაფერს რომ აკეთებს. ძალიან საინტერესო ნოველაა, როგორც ცვაიგს სჩვევია ხოლმე.

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 25 2009, 05:23 PM

ციტატა(staywhite @ Mar 25 2009, 05:20 PM) *

Ismail

ხო, ის სიყვარულით გამოწვეულია. ექიმია მგონი, თავისი საყვარელი პაციენტი ქალის საიდუმლოს შენახვის უზრუნველსაყოფად ყველაფერს რომ აკეთებს. ძალიან საინტერესო ნოველაა, როგორც ცვაიგს სჩვევია ხოლმე.
კი.



ისე, ჩემი ვარაუდით, გერმანიაში იმიტომ ხდება ასეთი რამ ხშირად, რომ გერმანელები ალბათ ყველაზე უფრო მეტად არიან რობოტად ქცეულები, ვიდრე რომელიმე სხვა ერი. და ზოგიერთი ადამიანი ვერ უძლებს ცხოვრების ასეთ ცივ და ავტომატიზებულ წესს და ამოკი ემართება.

შეიძლება ვცდები... unsure.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 25 2009, 05:28 PM

Ismail

ციტატა
შეიძლება ვცდები..

ცდები, ისმაილ, ანუ იმაში ცდები რომ რობოტებად იქცნენ smile.gif გერმანელები ერთ-ერთი ყველაზე თბილი და გულიანი ხალხია ევროპაში. სწორედ რომ გერმანიაში ნაკლებია ეს შემთხვევები.

მთავარი ის არის, რომ დიდი ბოროტებაა ამის დასაბამი... შურისძიება კიდევ ჯანდაბას, მაგრამ სრულიად უცხო და უდანაშაულო ხალხის ჟლეტა ეს უკვე ავადმყოფობაა...

პ.ს. არ ვამართლებ შურისძიებით მკვლელობას ცხადია, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ იქ მოტივი ნათლად ჩანს, სამიზნეც ჩანს და სურვილიც.

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 25 2009, 05:44 PM

staywhite

ციტატა(staywhite @ Mar 25 2009, 05:28 PM) *

Ismail

მთავარი ის არის, რომ დიდი ბოროტებაა ამის დასაბამი... შურისძიება კიდევ ჯანდაბას, მაგრამ სრულიად უცხო და უდანაშაულო ხალხის ჟლეტა ეს უკვე ავადმყოფობაა...

პ.ს. არ ვამართლებ შურისძიებით მკვლელობას ცხადია, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ იქ მოტივი ნათლად ჩანს, სამიზნეც ჩანს და სურვილიც.
კი, გეთანხმები... mellow.gif









საქართველოში გახსოვთ ისე, ასეთ შემთხვევა?

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 25 2009, 06:17 PM

ციტატა
ისე, ჩემი ვარაუდით, გერმანიაში იმიტომ ხდება ასეთი რამ ხშირად, რომ გერმანელები ალბათ ყველაზე უფრო მეტად არიან რობოტად ქცეულები, ვიდრე რომელიმე სხვა ერი. და ზოგიერთი ადამიანი ვერ უძლებს ცხოვრების ასეთ ცივ და ავტომატიზებულ წესს და ამოკი ემართება


არა გერმანელები ჯიგრები არიან როგორც წესი ....


ტელევიზორი და თამაშებიც მოქმედებს ფსიქიკაზე, სადმე არის კინო რომ ვინმეს ხოცავდნენ?

ზოგადად მორალური სტანდარტები დაბლა ეცემა როდესაც მუდმივად უცქერ სიბინძურეს და უბედურებას ეკრანიდან გული ნელ ნელა იწყებს ბოროტის თანაგრძნობას, sad.gif

ალბათ მაგიტომაც არის რომ ,
1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 25 2009, 06:30 PM

ციტატა
ტელევიზორი და თამაშებიც მოქმედებს ფსიქიკაზე,

Iona
მაგაზეც იყო საუბარი : მის კომპიუტერზე ნახეს კომპიუტერული თამაშები, რომლებიც 18 წლიდან დაიშვება (17-ის იყო) , ძალადობა და ა.შ.

თუმცა, ჩემი აზრით კრიტერიუმად ვერ დავადგენთ კომპ.თამაშების ზეგავლენას. რამდენადაც უამრავი თამაშობს და ყველა არ "გიჟდება". თუმცაღა ისიც მიმაჩნია , რომ რაღაც როლს თამაშობენ, თუნდაც გამოცდილების მიღებაში .

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 26 2009, 12:27 PM

Ismail

ციტატა
საქართველოში გახსოვთ ისე, ასეთ შემთხვევა?

მე არა და ჩემს მერე თუ იყო რაიმე, ეგ არ ვიცი. ოჯახის წევრების მკვლელობები გამიგონია, მაგრამ ამოკური არა.

ბევრი მოზარდი აფანატებს მათ, ინტერნეტიდან ღებულობს რა მათ შესახებ ინფოს, მათ დაწერილ წერილებს, მათ პროტესტს, სიძულვილს გარემოს მიმართ და გერმანელი ფსიქოლოგების აზრით სწორედ ამერიკული გავლენაა გერმანაში მომხდარი ბოლო ინციდენტები.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Mar 26 2009, 02:38 PM

მე ფილმი მაქვს ნანახი ამ სახელწოდებით, თუ არ ვდები შტეფან ცვაიგის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. შავ-თეთრი ფილმია, მუნჯი, მაგრამ თემაა სულ სხვაა იქ, მკვლელობა არ მახსოვს huh.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 26 2009, 02:44 PM

likka
იქ არცაა მკვლელობა ამ თვალსაზრისით, უბრალოდ ქალის კუბოს ჩაყვება ზღვაში ანუ თავს მოიკლავს .

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 26 2009, 07:29 PM

ციტატა
საქართველოში გახსოვთ ისე, ასეთ შემთხვევა?

მასობრივი ჩაცხრილვის არა მაგრამ ამის მსგავსი კი: კლასელის მოკვლა, მცირეწლოვანთა ქუჩური გარჩევები და ა.შ. :|

ეს არის უსიყვარულობის, შეუგნებლობის შედეგი, როცა ადამიანი (უმეტესობა მაინც) დააფასებს არა მარტო თავის სიცოცხლეს, არამედ მოყვასის სიცოცხლესაც, მერე იქნებ შემცირდეს ასეთი შემთხვევები - ეს ჩემი აზრით :)

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 1 2009, 04:48 PM

ქევანა

ციტატა
ეს არის უსიყვარულობის, შეუგნებლობის შედეგი,

მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ რამდენიმე ფსიქოლოგია ამ ფორუმზე და არავის შემოუხედავს ჯერ აქ , რომ რაიმე მეცნიერულად დაწერონ. სოცილაურ პირობებს რაც შეეხება, გავიმეორებ რომ უმრავლესობა მათგანი საზოგადოების მარალი ფენის წარმომადგენელი ოჯახებიდან იყვნენ. ეს რატომღაც მახასიათებლად მიმაჩნია მე უკვე და რა ვიცი...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 1 2009, 08:58 PM

ფსიქოლოგებს მეც ველოდები აქ

ციტატა
უმრავლესობა მათგანი საზოგადოების მარალი ფენის წარმომადგენელი ოჯახებიდან იყვნენ.

იცი, რას დავუკვირდი? უმეტეს შემთხვევაში რევოლუციონერები და გზიდან გადამხვევები, ისევ და ისევ მაღალი (ან შეძლებული) წრიდან გამოსული ადამიანები არიან..
იგივე ჰიპები, ... თუ სწორად მახსოვს, ძალიან ბევრი შეძლებული ოჯახიდან იყო....

თუმცა მე ამას განმსაზღვრელ მახასიათებლად ვერ ჩავთვლი, კიდევ სხვა რაღაცა უნდა იყოს მანდ...

ოჯახი + სამეგობრო წრე (ან საზოგადოება), აი ეს ორი ფაქტორი ერთობლივად მოქმედებს ადამიანის გონებაზე და მერე ამ ადამიანში ბუნებრივად მოცემული ნიჭიც კი ვეღარ ცოცხლობს..

ალბათ საკითხი ასე უნდა დაისვას: რა აყალიბებს პიროვნებას?

როცა ბავშვი იზრდება კრიმინალურ გარემოში, შესაძლებელია თუ არა მისგან კარგი ადამიანი გამოვიდეს? - ესაა კითხვა რომელიც მე დიდი ხანია მაწვალებს.... ამ მომენტში ვფიქრობ რომ შესაძლებალია, მაგრამ არ ვიცი როგორ, რა ხერხებით.. ყოველ შემთხვევაში დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას, მოთმინებას მოითხოვს smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 1 2009, 09:22 PM

ამერიკაში საკმაოდ ხშირია მსგავსი შემთხვევები.
ცოტა ხნის წინაც მოხდა, კი იცით რომ სამსახურებიდან
ლამის მასობრივი განთავისუფლებები მიდის, მერე დგანან ეს ხალხი
ტრანსპარანტებით ყოფილ სამსახურთან და აღდგენას მოითხოვენ,
თუნდაც შედარებით დაბალი ხელფასით და მშველელი არავინ სჩანს.

რამდენიმე კვირის წინ ერთი ასეთი სამსახურიდან განთავისუფლებული,
იმდენად გამწარდა, რომ იარაღით შევარდა ქარხანაში, 35 ადამიანი მოკლა,
ქუჩაშიც რამდენიმე დაჭრა, დახოცა თავისი ოჯახის წევრებიც და ბოლოს მოიკლა თავიც.

ეს კიდევ გასაგებია, მის ოჯახს არავინ ჰყავდა სხვა მარჩენალი, სამსახურის
დაკარგვა ყველაზე დიდი უბედურებაა აქ და ყველა ადამნიანის ფსიქიკა
ერთნაირად ძლიერიც ხომ არაა, ვეღარ გაიუძლო და ასეთი საშინელი
შედეგით დაასრულა ყველაფერი.

მაგრამ იმავე დღეს, ოღონდ სხვა შტატში 19 წლის ჩინელმა სტუდენტმა, რომელიც თავის მასწავლებლებზე ყოფილა ნაწყენი ცუდი ნიშნების გამო, 45 კაცი მოკლა სასწავლებელში და ქუჩაში, ასევე დაჭრა 15 ადამიანი, ესროლა პოლიციას, ერთი დაჭრა და ერთიც მოკლა, ის ნამდვილად არ აპირებდა თავის მოკვლას, ალბად ძალიან კარგადაც იყო შეიარაღებული, რახან სროლას აგრძელებდა ისევ, მისი აყვანა ვერ მოხერხდა და ემსხვერპლა პოლიციის ტყვიას.

ლამის ყოველ ორ-სამ თვეში გვიცხადებენ მსგავს ამბებს, ამ ბოლო პერიოდში კი საკმაოდ გახშირდა კიდეც.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 1 2009, 10:25 PM

ნაინა
მაქედან მოდის... ამერიკელ ამოკით შეპყრობილებს ევროპაში ფანებიც ყავთ და ინტერნეტში ფანკლუბები აქვთ შექმნილი.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 27 2009, 04:14 PM

წინა კვირის ხუთშაბათს, ერთმა მოიწერა ფაქსით რომ ორშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით სტუდენტების სისხლს დავღვრიო და 100 ადამიანს მოვკლავო.
მართალია მილიციამ შაბათ-კვირასვე განაცხადა, არ მიიღოთო სერიოზულად მუქარაო, იმ ფაქსის გამომგზავნი გაიშიფრება და კაი დღე არ დაადგებაო, მაგრამ ამ ამბის შიშით დღეს კიოლნის უნივერსიტეტში სტუდენტები თითქმის არ იყვნენ.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 27 2009, 05:11 PM

staywhite

ციტატა
ამერიკელ ამოკით შეპყრობილებს ევროპაში ფანებიც ყავთ და ინტერნეტში ფანკლუბები აქვთ შექმნილი.

აი ეს მართლაც არ მესმის რა... მკვლელის ფანი?! ohmy.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 27 2009, 05:44 PM

ქევანა

ციტატა
აი ეს მართლაც არ მესმის რა... მკვლელის ფანი?!

ნამდვილად არსებობს, ქეთ ...

PM ასეთი ჟურნალი გამოდის აქ და სწორედ გუშინ წავიკითხე ერთი მეტად საინტერესო სტატია, რამდენიმე ფსიქოლოგის ანალიზი იყო, რომ წესით ყოველ ჩვენგანში დევს "ფანობის" ფენომენი, მერე ვთარგმნი და დავდებ (პირდაპირი გაგებით ფანი არ იგულისხმება ცხადია , მოკლედ, ვთარგმნი და ნახეთ smile.gif )

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)