თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ!!!

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 20 2009, 02:05 AM

მოდით ყველამ ნახეთ ეს ბმული და ვისაუბროთ ამ თემის ირგვლივ(ვის რა აზრი დაგებადებათ,ან საერთოდ რას ფიქრობთ ამაზე?)...მოკლედ აი ბმული და ნახეთ
http://cards.mail.ru/f0/card.html?cd=012ae1855523c5d5d9d0dd87b1e320e6
უფალმა გაგაძლიეროთ...
(P.s.გთხოვთ არ გააუქმოთ დროებით)შეგეწიოთ ყველა წმინდანი...

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 20 2009, 02:31 AM

გავიკეთებთ ვაი, არ გავიკეთებთ ვუი?

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 20 2009, 02:33 AM

ვაი ხო,მაგრამ ვუი არა...smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 20 2009, 02:46 AM

sofio-sofio

ციტატა
ვაი ხო,მაგრამ ვუი არა...


აცრის გარეშე იმუნიტეტი რომ არ აქვს ადამიანს ამა თუ იმ დაავადებაზე?

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 20 2009, 02:49 AM

აცრის გარეშე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რა,ჩვენზე ჯანმრთელები არ იყვნენ?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 20 2009, 02:54 AM

sofio-sofio

ციტატა
აცრის გარეშე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რა,ჩვენზე ჯანმრთელები არ იყვნენ?


მაშინ არც ფეროშენადნობის ქარხნები იყო smile.gif

ისე ზოგადად არც მე არ მომწონს აცრები

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 20 2009, 03:02 AM

და საზღვარგარეთიდან შემოსული რაღაც ოხერი ვაქცინა გვიშველის და აგვაშენებს?პირიქით, გვიღებენ ბოლოს ერთ მუჭა საქრისტიანოს...არაფერს გვარგებს ვაქცინაცია...კვლევის შედეგად დადგინდა რომ ვაქცინში არის როგორც ცხოველური,ცოცხალი ორგანიზმები,ასევე ნააბორტალი ბავშვების სხეულები...ცარმოიდგინეთ ხალხნო რა საშინელება ხდება ჩვენს ირგვლივ?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 20 2009, 03:09 AM

რავიცი-რავიცი

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 20 2009, 03:11 AM

ბადრი,თქვენ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 20 2009, 03:13 AM

sofio-sofio

ციტატა
ბადრი,თქვენ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს?

ალაგ ალაგ ვახვევდი, რატომ მეკითხებით?

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 20 2009, 03:17 AM

არა უბრალოდ,აქ ყოველ სიტყვა ძვირფასი და საჭიროა...ახალ ვაქცინაში ვარაუდია რომ ჩიპებს დგამენ.უფრო სწორედ დადგენილია...

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 20 2009, 03:26 AM

sofio-sofio

ციტატა
არა უბრალოდ,აქ ყოველ სიტყვა ძვირფასი და საჭიროა...ახალ ვაქცინაში ვარაუდია რომ ჩიპებს დგამენ.უფრო სწორედ დადგენილია...


ახლა მოიცა...
ანტიქრისტეს ნიშანს შეგნებულად მიიღებენ ადამიანები. ასე რომ ნუ გეშინია, რომ ვინმე შემოგვაპარებს. თუ ეკლესიის წიაღში იქნები მგელი ვერ შეგჭამს smile.gif

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 20 2009, 03:41 AM

ხოდა ზუსტად მაგას ვფიქრობ,რომ ვინც არ იცის და ესე ბრმად გაებმევა ხაფანგში?და რამდენი ჩვენი უახლოესი ადამიანი??sad.gifთორემ ერთეულებზე არ ვამბობ...თუმცა დაზღვეული არც არავინაა.თვით მორწმუნეებიც...ყველაზე მეტი პრესვა ჩვენზე იქნება...ღმერთმა გვიშველოს ყველას...მე ბავშვობაში მაქვს აცრა გაკეთებული და ძაან მაცუხებს ეს ფაქტიsad.gifჩვენს თაობას უმეტესობას აქვთ...(ბცჟ)...ახლა კი 20მდე აცრას უკეტებენ ჩვილ ბავშვებს,ნორმალურია?ვითომ იცავენ და აზღვევენ...


ეკლესიის წიაღში იქნები მგელი ვერ შეგჭამს smile.gif


მგელზე უფრო ადამიანია საშიშიsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 20 2009, 04:45 AM

ციტატა
მე ბავშვობაში მაქვს აცრა გაკეთებული და ძაან მაცუხებს ეს ფაქტი

და რატომ? ეს რა აცრაფობიაა? აცრას და ეშმაკებს ნუ ურევთ ერთმანეთში.
აცრებმა მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, სხვა შემთხვევაში ახლა ბევრი თქვენგანი აქ არ იქნებოდა, ხოლო დიდ ვაქცინებს მსოფლიოში განთქმული მეცნიერები მრავალჯერადი ტესტირებით ღებულობენ, თუ გაქვთ რაიმე მეცნიერული არგუმენტი დადევით, ეს ფობომანია (ანუ შიშის სიყვარული, ყველგან ამუნიას ძებნა) არაქრისტიანულია.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 20 2009, 08:42 AM

sofio-sofio

ციტატა
ახალ ვაქცინაში ვარაუდია რომ ჩიპებს დგამენ.უფრო სწორედ დადგენილია...

ასე ნუ პანიკდებით, არ გიფიქრიათ რომ ხალხის გასაგიჟებლად ამბობენ ესეთ რამეებს?
ჩიპების ტალღა აგორდა და დღეს ყველა ითბობს ხელს მაგით,
გადაიღებენ ათასნაირ ფილმებს, დაწერენ სტატიებს და მოგებასაც
გემრიელად ჩაიჩხრიალებენ ჯიბეში.
ჩვენ კი ვზივართ გულგახეთქილი და დაპანიკებულები და სხვებსაც ვაშინებთ.

ციტატა
ხოდა ზუსტად მაგას ვფიქრობ,რომ ვინც არ იცის და ესე ბრმად გაებმევა ხაფანგში?და რამდენი ჩვენი უახლოესი ადამიანი??


წაიკითხეთ მამა ანდრიას ინტერვიუ აპოლოგეტიკის განყოფილების ერთ-ერთ
თემაში დევს, საუბრობს ჩიპებზეც და ვფიქრობ საკმაოდ დაგეხმარებათ გაერკვეთ
უნდა გეშინოდეთ თუ არა ჩიპების, უფრო სწორედ რა შემთხვევაში უნდა გეშინოდეთ.
აცრებმა კი კაიროსის თქმის არ იყოს (და სრულიად ვეთანხმები მაგ საკითხში)
უამრავი ადამიანი იხსნა ათასგვარ დაავადებასა და სიკვდილისაგან. smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 20 2009, 09:41 AM

აცრებზე ბოლო დროს გჩნდა შიში. (რაც უკავშირდებოდა უხარისხო ვაქცინების შემოტანას, რაც დანაშაულია). თავისთავად აცრა კი არის დაავადებებისგან პროფილაქტიკის კარგი საშუალება, რაც ისტორიამ დაადასტურა.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 20 2009, 09:54 AM

ვნახე ბმული. ავტორი მედიცინისგან ძალიან შორს არის
ბევრი რაღაც უბრალოდ ტყუილია
ერთი-ორი ინფორმაციაა მხოლოდ სიმართლესთან ახლოს.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 20 2009, 03:14 PM

ციტატა(sofio-sofio @ Nov 20 2009, 02:49 AM) *

აცრის გარეშე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რა,ჩვენზე ჯანმრთელები არ იყვნენ?


მანდ როგორ იყო იცი? 8 ბავშვიდან 2 თუ მიაღწევდა ზრდასრულ ასაკს, დანარჩენები ან გრიპით იხოცებოდნენ ან ჭირით. იშვიათობა იყო ოჯახი სადაც ასეთი მიცვალებული არ ყავდათ. რა თქმა უნდა ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი ჯობია.
ეს აცრა საქართველოშიც კეთდება?

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 22 2009, 02:11 PM

უი დედაა!!! მართალია ნეტა? მტკიცებულებები სადღაა? მასე მეც ათას რამეს დავდებ ინტერნეტში smile.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Nov 22 2009, 02:23 PM

მახსოვს 94-95 წლებში რაღაც ვაქცინა შემოიტანეს და სავალდებულო იყო ყველას გაგვეკეთებინა,მაგრამ ჩემ ოჯახში არავის გაგვიკეთებია და უფრო მშვენივრადაც ვგრძნობდით თავს,მათგან განსხვავებით ვინც აცრა ჩაიტარა.
არც ვაპირებ რაიმე აცრის გაკეთებას,ექიმების და ნემსის მეშინია და იმიტო sad.gif
აცრაზე მისვლას სტომატოლოგთან ვიზიტი მირჩევნიაtongue.gif biggrin.gif

ციტატა(sofio-sofio @ Nov 20 2009, 03:02 AM) *

კვლევის შედეგად დადგინდა რომ ვაქცინში არის როგორც ცხოველური,ცოცხალი ორგანიზმები,ასევე ნააბორტალი ბავშვების სხეულები...ცარმოიდგინეთ ხალხნო რა საშინელება ხდება ჩვენს ირგვლივ?
blink.gif ღმერთო ჩემო,ტანში ჟრუანტელმა დამიარა,რა საშინელებაა ohmy.gif mellow.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 22 2009, 09:02 PM

რა ხდება, ისევ აცროფობია?

ციტატა
ვტორი მედიცინისგან ძალიან შორს არის

+1 მეც შემხვდა არასამედიცინო, ბრმა მოსაზრება biggrin.gif

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 24 2009, 01:32 AM

არც ვაპირებ რაიმე აცრის გაკეთებას,ექიმების და ნემსის მეშინია და იმიტო sad.gif

gaixare nurc gaiketeb...arc erti mozgvari ar etanxmeba amas...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 24 2009, 04:15 AM

ციტატა
arc erti mozgvari ar etanxmeba amas...

რას?
რომელი არცერთი?
ჩემო კარგო, რატომ წერ ასეთ აბსურდებს?
რას ქვია მოძღვარი არ ეთანხმება აცრას? ტიფის, შავი ჭირის, გრიპის და ა.შ. წინააღმდეგ აცრა, გითხრეს აქ პროფესიონალებმა რომ არის აცრა, იმ ვიდეოში კი სისულელეებს ბოდიალობენ, ამას გიწერენ ექიმები, მე, როგორც ცოტა ჩახედული თეოლოგიაში გიწერ, რომ ქრისტიანს ნემსების არ უნდა ეშინოდეს, და არაფერ შუაშია საერთოდ აქ აცრა და ეშმაკი.

ციტატა
ისევ აცროფობია?

აბაა biggrin.gif
ჩვენ ფობიის გარეშე ხომ ვერ ვძლებთ?ეს რა ბნელი კანკალიზმი დაგვემართა კაცო biggrin.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 24 2009, 04:13 PM

ალბათ უკეთესი იქნება ეს დისკუსია უფრო სხვა კუთხით განვავითაროთ, ანუ უფრო მეტი ინფორმაცია დავწეროთ აცრებზე, რა შეესაბამება სინამდვილეს მათთან დაკავშირებით, და რა არა.

პირველ პოსტში დადებული ბმულიდან ზოგი რამ ნაწილობრივ მართალია, მაგალითად ის, რომ შეიძლება სხვადასხვა მინარევები იყოს ვაქცინებში. აქ გამოსავალი ის არის, რომ შევიძინოთ უფრო მაღალი ხარისხის და კარგად გაწმენდილი ვაქცინა. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მინარევები და შემავსებლები თითქმის ყველა ტაბლეტირებულ თუ ამპულირებულ პრეპარატში გვხვდება

რაც შეეხება აბორტირებული ნაყოფის ქსოვილების გამოყენებას ვაქცინების წარმოებისას, ამას მხოლოდ რამოდენიმე ვაქცინის მისაღებად იყენებენ და შესაბამისად ალტერნატივები არსებობს. ზოგადად ეს რა თქმა უნდა არის ბიოეთიკურ ჭრილში განსახილველი საკითხი და შეიძლება მსჯელობა ამ თემაზე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 24 2009, 08:58 PM

გააგრძელე ათოს smile.gif
თეოლოგიურად აბსურდია სადაც მიყავთ საუბარი, ამიტომ მეცნიერული მიდგომა საინტერესო იქნება,

ციტატა
მეტი ინფორმაცია დავწეროთ აცრებზე

შესაბამისად შენზე კარგად ამას აქ ბევრი ვერ დაწერს და გისმენთ smile.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 25 2009, 10:37 AM

აქ არის საინტერესო სტატია:

http://www.pravmir.ru/privivki-nuzhno-vosprinimat-krajnie-tochki-zreniya-s-xolodnoj-golovoj/

ეს კი რაც შეეხება არაეთიკურ აცრებს (როცა ვაქცინების მომზადებისას აბორტირებული ნაყოფის ქსოვილები გამოიყენება)
აქ წერია რომელი ვაქცინებია და მათი ალტერნატივები
http://www.pravmir.ru/article_2384.html

ესეც ამერიკელი კათოლიკების საიტი, რომელიც ამ პრობლემას ეძღვნება:
http://www.cogforlife.org/

პოსტის ავტორი: sofio-sofio თარიღი: Nov 25 2009, 11:02 PM

ძვირფასებო ვნახე ეს ბმული,და გასაგებია....შეიძლება ჩემი ნათქვამი სისულელედ მოეჩვენოს ბევრს,მაგრამ მე ეს ძალიან ჭკვიანი ხალხისგან ვიცი...წაკითხულიც მაქვს ბევრგან,მოსმენილიც...ინტერნეტ საიტებში ზოგან ასე წერია,ზოგან ისე,,,მათ ასე ბრმად ვერ დავუჯერებთ და ვერ ვენდობით...დაზღვეულებიც არაფრისგან ვართ...ხოოოო გენაცვალეთ შიშს დიდი თვალები აქვსო და შიში არაფერს გვარგებს,მაგრამ არც სიფრთხილეს სტკივა თავი!!!!...მარტო ინტერნეტ საიტებზე ძრომიალს ჯობია წავიკითხოთ ისეთი წიგნები,რომელსაც ეწერება,რომ ამა თუ იმ მოძღვრის ლოცვა-კურთხევითაა გამოცემული...თორემ ისეთი სისულეებით გამოგვეტენება თავები,რომ ვერც გავიგებთ...არ დაგავიწყდეთ,რომ ადამიანები ძალიან სუსტები ვართ,და არაა ადვილი რაღაც აფიორაში გავებათ და წავიწყმიდოთ სული....ხო,კარგი მე ვერ ვიგებ ბევრ რამეს,მაგრამ ვინც იგებთ და აბსურდად მიგაჩნიათ,მოდით ვკითხოტ ჩვენ-ჩვენს მოძღვრებს და,მერე გადმოვცეთ ერთმანეთს ვინ რა აზრისაა ამაზე...კარგით?მგონი ვინც აქ არის უმეტესობას ყავს მოძღვარი და ჩახედულები ვართ სარწმუნოებაში....მეც მაინტერესებს რას იტყვიან თქვენი მამაოები...

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Jan 9 2010, 02:26 AM

sofio-sofio

ციტატა
გონი ვინც აქ არის უმეტესობას ყავს მოძღვარი და ჩახედულები ვართ სარწმუნოებაში....მეც მაინტერესებს რას იტყვიან თქვენი მამაოები..


ჩვენი მოძღვრების აფსოლუტური უმეტესობაც იმას ამბობს, რომ აცრებიც გავიკეთოთ და ოპერაციებიც, თუ ამას ექიმი გვირჩევს, ასევე მივიღოთ ფსიქოტროპული წამლებიც, თუ ისევ ექიმი გვირჩევს და გვესაჭიროება.
ღმერთმა ყველას გვაცილოს ფსიქოტროპების ან ოპერაციების საჭიროება, მაგრამ აცრები ისეთი რამეა, რაც საყოველთაო საჭიროებას წარმოადგენს. აცრების გარეშე ჩვენი სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობა მთლად კატასტროფული იქნებოდა. თუ ვინმე რისკავს და არ უკეთებს ბავშვს აცრას იმის შიშით, რომ შეიძლება გართულება მოყვეს, რითი იმართლებს თავს, შესაბამისი ვირუსი რომ შეხვდეს და დაუცველი, მოუმზადებელი შეხვედრისას გაცილებით მეტი ზიანი რომ მიადგება?

სტატისტიკა ცხადად აჩვენებს, რომ რაც აცრების გაკეთება დავიწყეთ, ასიათასობით ადამიანი მარტო საქართველოში გადაურჩა უეჭველ სიკვდილს.

რაც შეეხება ვაქცინებს, რომლის დამზადებისას ემბრიონის ქსოვილები გამოიყენება, სხვა თემაა, არ ეხება ვაქცინების უმეტესობას და ზოგადად ვაქცინაციის საჭიროებას და მორალურ მხარეს ეჭვქვეშ არ აყენებს.

ასე რომ, როგორც ექიმი, გთხოვთ მეტი სიმშვიდით გამოვიკვლიოთ ეს საკითხი და შიშის გარეშე მივიღოთ გადაწყვეტილება, გავუკეთებთ თუ არა აცრას ბავშვებს.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 05:52 PM

.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 30 2010, 10:22 AM

Правда о прививках

Год выпуска: 2006
Страна: Россия
Жанр: Документальный
Продолжительность: 01:45

Описание: Приводятся данные из документов для служебного пользования и прочие мало известные факты.
Что такое поствакцинарный синдром, о резко возросшем уровне аутоимунных заболеваний, что такое выхолащивание иммунитета, о том что первые 18 месяцев жизни младенец вынужден бороться с привитыми ему болезнями и многом другом....
В фильме принимают участие Колесов Д. В. (доктор медицинских наук, профессор, академик РАО). Червонская Г. П. вирусолог, член РАО по биоэтике и международного общества по правам человека. Как специалисты иммунологи, они раскрывают факты, которые вам не расскажет никакая мед. сестра из техникума и ни один педиатр (одни в силу образования, другие в силу "промытости" умов ещё на студенческой скамье).
В фильме рассказывается о страшных последствиях вакцин. Анализируется состав вакцин (соли ртути, формальдегид и алюминий), возможные поствакцинарные осложнения. Приводятся факты, позволяющие взглянуть на другую сторону прививочной "медали". В нашей стране сложилась преступная традиция вакцинировать всех подряд, что приводит к плачевным результатам (здоровые дети стали уже казуистикой), 80-85% детей заболевших дифтерией, оказываются "правильно и своевременно" привитыми. Туберкулез тоже не хочет "ликвидироваться", несмотря на прививки БЦЖ-вакциной.
Приводятся удивительные данные по разным странам.
Родители аутичных детей в Америке подают на производителей вакцины АКДС и гепатита В в суд, считая их причиной развития аутизма у их детей.

Качество: DVDRip
Формат: AVI
Скриншоты:
http://img520.imageshack.us/i/s3xa4.jpg/
http://img192.imageshack.us/i/s1nb0.jpg/
http://img520.imageshack.us/i/s2rd6.jpg/

გადმოსაწერი ლინკი:
http://allshares.ge/download.php?id=DD72787845




ამ თემას ნორმალური სახელი დაარქვით რა! როცა ასეთ სახელებს ვხედავ პროტესტის ნიშნად ხანდახან სპეციალურად არ შევდივარ biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)