თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 28 2009, 11:22 PM
თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენება დაკავშირებულია რთულ ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამართლებრივ და მორალურ პრობლემებთან, რომელთა დიდი ნაწილი ცალსახად ვერ გადაწყდება. თანამედროვე ბიოეთიკაში რეპროდუქციული ტექნოლოგიების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალურ და მწვავე განსახილველ თემათა რიგს განეკუთვნება. აგრეთვე აქტუალურია ნანოტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად ალბათ შესამცნევია, რომ სწრაფი ტექნიკური პროგრესი ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებზე გადის.
• ხელოვნურ ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით
• განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული – ინ ვიტრო ) ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში
• სუროგატი დედობა
• დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება
ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ხელოვნური განაყოფიერების მიმართ, განსაკუთრებით დონორის გამოყენების შემთხვევაში.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს:
1. დაუოჯახებელი ქალის ხელოვნური განაყოფიერება დაუშვებელია, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ნტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეგენბულად აქვს თავიდანვე ჩამორთმეული სრულფასოვან ოჯახში აღზრდის შესაძლებლობა
2. დაუშვებელია ქალის ხელოვნური განაყოფიერება ქმრის ნებართვისა და მონაწილეობის გარეშე
3. ქმრის ნებართვითა და დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება არღვევს ცოლ ქმრულ ერთგულებას
4. ჰომოგენური განაყოფიერების მეთოდი სავსებით მისაღები საშუალებაა, რომელიც ქრისტიანულ ქორწინებას აძლვს შესაძლებლობას განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია
5. ინ ვიტრო მეთოდი მიუღებელია ზედმეტი ემბრიონის განადგურების აუცილებლობიდან გამომდინარე.
6.ოჯახური ურთიერთობების მთლიანობისა და უნიკალობის დაცვის თვალსაზრისიდან გამომდინარე, მორალურად დაუშვებელია კვერცხუჯრედებისა და განაყოფიერებული ემბრიონების დონორობის პრაქტიკა
7. ამ შეფასებას ექვემდებარება სუროგატული დედობის ყველა სახეობა. ამ მეთოდის საფუძელში დევს ძირითადი ემოციური და სულიერი კავშირის უგულებელყოფა, რომელიც მყარდება დედასა და ბავშვს შორის ფეხმძიმობის დროს.
მედიცინეს ეთიკური პრობლემების განხილვის უძველესი ტრადიცია კათოლიციზმში მოიპოვება. კათოლიკური მორალი საბოლოო ჯამში უარყოფითად ეკიდება ხელოვნურ განაყოფიერებას, განსაკუთრებით ჰეტეროლოგიურ მეთოდს, რადგან მათი აზრით ეს ეწინააღმდეგება ქორწინების წმინდა საიდუმლოებას, მეუღლეთა ღირსებას, მშობელთა დანიშნულებას და ბავშვის უფლებას ჩასახული და დაბადებული იყოს ქორწინებაში და ქორწინების წყალობით. სუროგატული დედობა უარყოფილია ყველა კათოლიკე ავტორის მიერ, ამასთან კათოლიკე ავტორთა შორის არიან თეოლოგები, რომლებიც ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდს ეთკურად მისაღებად თვლიან, თუ ის გამორიცხავს “ჭარბი” ემბრიონების პრობლემას.
პროტესტანტული ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვის მომავალ ინტერესებს, მისი უფლებების გარანტიებს ნათესაურ ურთერთობებზე. რაც შეეხება ჰეტეროლოგიური განაყოფიერების შესაძლებლობას, მას არ გამორიცხავენ აუცილებლობის შემთხვევაში.
ისლამი მუსლიმანური ფილოსოფიის – სუფიზმის, მორალისა და შარიათის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ხელოვნური განაყოფიერების ყველა მეთოდს, თუ ამისათვის არ გამოიყენება კანონიერი ქმრის გენეტიკური მასალა. რაც შეეხება სუროგატულ დედობას, რადგან ისლამი აღიარებს პოლიგამიას ამიტომ მუცლადმტარებელი დედა შეიძლება იყოს ქმრის მეორე მეუღლე, რომელიც თავის გენეტიკურ მასალას აძლევს პირველ ცოლს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის. აუცილებელი მოთხოვნაა დონორის სასქესო უჯრედების შესახებ სრული ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს სისხლის აღრევა და უზრუნველყონ კანონიერი ნათესაური კავშირი მუსლიმანური სამართლის შესაბამისად.
იუდაიზმის პოზიცია არ არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ რაბინების უმრავლესობა გმობს დონორის გენეტიკური მასალით განაყოფიერებას. თუ დამტკიცებულია, რომ არანაირი სხვა თერაპია არ იქნება შედეგის მომტანი, მოცემულ საშუალებას კი შეუძლია პრობლემის მოხსნა, დასშვებად შეიძლება ჩაითვალოს ქმრის გენეტიკური მასალით განაყოფიერება.
ბუდიზმის ავტორიტეტული წარმომადგენლები დადებითად აფასებენ დონორის გენეტიკური მასალის გმაოყენებას ხელოვნური განაყოფიერების მიზნით, ისევე როგორც სუროგატულ დედობას. ისინი ხაზს უსვამენ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებას: მეუღლეთა თანხმობის ნებაყოფლობა, დონორის ანონიმურბა, მისთვის ანაზღაურების გამორიცხვა.
მაშასადამე ტრადიციული რელიგიები უარყოფითად ეკიდებიან რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. არატრადიციული რელიგიები, უპირველეს ყოვლისა პროტესტანტული რიგის კონფესიები და დომინაციები, ითვალისწინებენ რა ეპოქის თავისებურებებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისას შედარებით ლიბერალური პოზიციის დაჭერას ამჯობინებენ.
პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Dec 28 2009, 11:57 PM
lingvo
ციტატა
• ხელოვნურ ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით• განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული – ინ ვიტრო ) ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში• სუროგატი დედობა• დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება
ჩემთვის ეს ყოველივე მიუღებელი და დაუშვებელია.
მე ყველანაირად ვეთანხმები ზემოთმოყვანილ არგუმენტებს!
გადაცემა პროფილში, ერთმა სუროგატმა დედამ თქვა,რომ შემდგომში ბავშვი მოვნათლეო.
ეს არის უდიდესი მკრეხელობა .
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 28 2009, 11:59 PM
ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ კითხვაზე ეხმაურება დეკ.ანდრია:
არის თუ არა ცოდვა ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით ბავშვის ყოლა?
ხელოვნური განაყოფიერების დროს ხდება დედის სხეულს გარეთ განაყოფიერება კვერცხუჯრედისა. იქმნება ადამიანის ჩანასახი, რომელსაც გააჩნია ადამიანური ღირსება. როგორც წესი ხდება რამოდენიმე უჯრედის განაყოფიერება, საიდან მხოლოდ ერთი ხდება ღირსი (თუ შეძლო) დარჩეს დედის წიაღში, დანარჩენი კი იღუპება. ანუ, იღუპება ადამიანის ჩანასახი; ეს კი მისი მკვლელობაა. ცოდვაა ასეთი ხერხის გამოყენება შვილის გასაჩენად, რადგან იმ ერთი შვილის გაჩენას რამოდენიმე ეწირება. ბედნიერებას გვანიჭებს არა შვილი, არამედ უფალი შვილის მიერ. მაგრამ გაგვაბედნიერებს შვილი ცოდვის ფასად ჩასახული?!
http://church.ge/index.php?showtopic=4860&pid=392814&st=0entry392814
სუროგატ დედობაზე თემაც გაიხსნა ადრე: http://church.ge/index.php?showtopic=2124&pid=551773&st=80entry551773
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 8 2010, 02:49 AM
აქ ერ-ორ კითხვას დავსვამ, თუ შეიძლება..
როდის დაყვება ადამიანს სული? მაინტერესებს ზიგოტას(ანუ სპერმის და ოოციტის შერწყმის შედეგად მიღებული დიპლოიდურ უჯრედს) უკვე აქვს სული? თუ ვთქვათ ემბრიონულ ან ფეტალურ განვითარების პერიოდში დაჰყვება სული?
პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 8 2010, 03:09 AM
S a l l y
ციტატა
როდის დაყვება ადამიანს სული? მაინტერესებს ზიგოტას(ანუ სპერმის და ოოციტის შერწყმის შედეგად მიღებული დიპლოიდურ უჯრედს) უკვე აქვს სული? თუ ვთქვათ ემბრიონულ ან ფეტალურ განვითარების პერიოდში დაჰყვება სული?
ადამიანს სული ეძლევა ალბათ ჩასახვისთანავე, სამედიცინო კუთხით კი ალბათ ხორცის ნაგლეჯი გონიათ
მაგრამ ვერცერთზე თავს ვერ დავდებ
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 8 2010, 03:31 AM
ციტატა(ალექსანდრე @ Jan 8 2010, 02:09 AM)
S a l l yადამიანს სული ეძლევა ალბათ ჩასახვისთანავე, სამედიცინო კუთხით კი ალბათ ხორცის ნაგლეჯი გონიათ
მეც მასე გამიგია, თუმცა ეს ალბათ დანამდვილებით არავინ იცის...
და თუ ვინმემ რამე იცის იქნებ დაწეროთ დაწვრილებით,ძალიან მაინტერესებს..
შეიძლება ვდები,მაგრამ ძალიან მინდა ხელოვნური განაყოფიერების იდეის გამართლება.. მაინტერესებს ზუსტი არგუმენტაცია იმისა თუ რატო კრძალავს ეკლესია ხელ. განაყოფიერებას..
გასაგებია აგუმენტი, რომ საშვილოსნოში შეყვანილი ზიგოტებიდან, ზოგი იღუპება,მაგარმ ეს ბუნებრივი სელექციის მაგვარი პროცესია, და არაგანზრახ მკვლელობა..
თუმცა ზოგჯერ ხელოვნურადაც უწევთ, როგორც ვიცი ზოგიერთი დიპლოიდური უჯრედის განადგურება :|
და მაინც თუ ზიგიტას სული არ აქვს,მაშინ მისი განადგურება სხვა არაფერია თუ არა სიტყვაზე ნებისმიეი სხვა უჯრედის,მაგ:კანის ეპითელური უჯედის განადრურება, რომელიც ხელოვნურად თუ ბინებრივარ ყველას ემართება..
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 8 2010, 01:40 PM
S a l l y
ციტატა
თუმცა ეს ალბათ დანამდვილებით არავინ იცის...
რა თქმა უნდა.
100%-ით ეს ვის ეცოდინება. არავითარი დაკვირვების მეთოდი და ინსტრუმენტი არ არსებობს თუ როდის ეძლევა სული ადამიანს/ნაყოფს.
ციტატა
და მაინც თუ ზიგიტას სული არ აქვს
ეკლესია თვლის რომ ადამიანი ჩასახვისთანავე ადამიანია.
ე.ი. გამეტები ადამიანი არ არის. ზიგოტა არის.
გამოდის რომ ზიგოტას სული აქვს. თუმცა მე არ მესმის რანაირი ინდივიდუალობა ან ინფორმაციის ცნობიერება შეიძლება ჰქონდეს ზიგოტას. თუმცა ის უკვე
ცალსახა გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია და ამგვარად
ცალსახად არის განსაზღვრული ვინ იქნება ის.
ისე, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგან არავინ იცის სული არსებობს თუ არა.
ამის დამტკიცება შეუძლებელია. ეს მხოლოდ რწმენის საგანია.
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 8 2010, 05:30 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 8 2010, 12:40 PM)
S a l l y
თუმცა მე არ მესმის რანაირი ინდივიდუალობა ან ინფორმაციის ცნობიერება შეიძლება ჰქონდეს ზიგოტას. თუმცა ის უკვე ცალსახა გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია და ამგვარად ცალსახად არის განსაზღვრული ვინ
სწორედ ეგ მფიქრებს.. მიკროსკოპულ, ნანომეტრულ უჯრედს აქვს სული?!
მე მაინც მგონია რომ, არც ინ ვივო და არც ინ ვიტრო განაყოფიერებისას ზიგოტას არ აქვს სული...ის მოგვიანებით ეძლევა, ემბრიონული ან ფეტალური განვიტარების დროს..
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 9 2010, 06:22 PM
S a l l y
ციტატა
სწორედ ეგ მფიქრებს.. მიკროსკოპულ, ნანომეტრულ უჯრედს აქვს სული?!
თუმცა ეს საკმაოდ საშიში ტენდენციაა რელიგიური მსოფლმხედველობის თვალსაზრისით.
დავუშვათ ერთ უჯრედს არ აქვს სული... ორ უჯრედს ექნება? ორმოცდაათ უჯრედს ექნება...?
რამოდენიმე ასეული და ათასეული უჯრედიც კი ძალიან პატარაა და ისევ მიკრომეტრულ მასშტაბებთან გვაქვს საქმე.
ეგეც არ იყოს, ერთი თვის სანტიმეტრიან ემბრიონს აქვს სული? აკმაყოფილებს იმ მდგომარეობას რომ ივარაუდო რომ სული აქვს?
ან კი რა არის ეს მდგომარეობა, რაზეა დამოკიდებული და როდის შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ აი ახლა კი ალბათ სული მიეცემოდაო? ასეთი პარალელების გავლება შეუძლებელია. თუ ტვინის განვითარებას (თუნდაც ჩანასახის ელემენტარულ დონემდე) ვუკავშირებთ სულს, მაშინ უკვე ცნობიერების/ინტელექტის მატარებელი ტვინი გამოდის და ეს უკვე
აღარ არის რელიგიური სული. ასე მივიღებთ სულს, რომელიც ჩნდება ტვინთან ერთად და სამწუხაროდ კვდება ტვინთან ერთადვე......
უბრალოდ, ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან ვიტყოდი, რომ თუ არ გვინდა უარვყოთ რელიგია, მაშინ უნდა ვაღიაროთ რომ ჩანასახს უკვე სული აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს დავუყვეთ ტენდენციას, რომლის ბოლოს არარელიგიური "სული" - ცნობიერების გაცილებით მატერიალური (და სამწუხაროდ მოკვდავი) წყარო დგას. ციტატა
მე მაინც მგონია რომ, არც ინ ვივო და არც ინ ვიტრო განაყოფიერებისას ზიგოტას არ აქვს სული...ის მოგვიანებით ეძლევა, ემბრიონული ან ფეტალური განვიტარების დროს..
OK.
შენ კი გგონია ასე, მაგრამ...
საკითხს ასე დავაყენებდი:
როგორ გგონია და რის მიხედვით საზღვრავ თუ როდის ეძლევა ჩანასახს სული? კონკრეტულ დროს/პერიოდს ან განვითარების ეტაპს არ გეკითხები, უბრალოდ პრინციპულად როდის და რატომ? რატომ ემბრიონული განვითარების ეტაპზე? ჩანასახი უფრო გავს ამ დროს "ფორმით" ადამიანს და თვალი ტყუვდება? თუ ტვინი იწყებს ფორმაციას და მასზეა დამოკიდებული სულის არსებობა/არ არსებობა?
ან რატომ ფეტუსი? ფეტალური ეტაპი თუ როგორც ეძახით... რაშია პრინციპულად საქმე? გულის მუშაობის დაწყება ვთქვათ...? და ე.ი. გულის გარეშე სული ვერ ექნება ზიგოტას? მაშინ გამოდის შებრუნებულიც, გულის არ არსებობა სულსაც უარყოფს და ასე ალბათ უკვდავ სულამდე ვერ მივალთ.
საერთოდ არ მომწონს იდეა, რომ სულის მიცემას რაღაც პერიოდი და შესაბამისად ადამიანის გარკვეული ორგანული ფორმაცია სჭირდება და რომ ზიგოტას სული ვერ ექნება და ის შეიძლება ჰქონდეს ემბრიონს, ფეტუსს და ა.შ.
დემოკრატიულად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება ნებისმიერი რაიმესი სჯეროდეს, მაგრამ განვითარების მოგვიანებით ეტაპზე, მატერიალური პროცესებით (ნაყოფის განვითარება სხვა არაფერია...) მიცემული სული, თვითონაც მატერიალურია თვისობრივად და ადრე თუ გვიან პრინციპულ წინააღმრდეგობაში აღმოჩნდება უკვდავი სულის რელიგიურ ხედვასთან.
პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 9 2010, 06:27 PM
გიორგი
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 9 2010, 07:23 PM
გიორგი
როცა გწამს, ზიგოტის კი არა შეიძლება ისიც დაიჯერო რომ ქვას აქვს სული..მე სხვა რაღაცის თქმა მინდა...
უბრალოდ, რადგან დანამდვილებით არავინ იცის როდის ეძლევა ადამიანს სული, ცოტა უხერხული ხომ არ არის განკითხვა იმ დედებისა ვინც უბრალოდ იმის გამო რომ მათ საშვილოსნოში რაიმე ფიზიოლოგიური პირობის უქონლობის გამო განაყოფიერება ვერ მოხდა და ეს ფაქტი სინჯარაში განახორციელეს, შემდეგ ასეთი ბავშვის მონათვლა მკრეხელობათ შევრაცხოთ..თუ ეს ასეთ დიდ ჩარევათ მიგვაჩნია სიცოცხლის შექმნაში,მაში არც სიცოცხლის გახანგრძლივების სხვა საშვალებებს არ უნდა ვაღიარებდეთ, სიტყვაზე ორგანოების გადანერგვა, ან იგივე საშბილოსნოს სხვა რაიმე პორბლემების მკურნალობა, როდესაც ქალს ბავშვი არ უჩნდება..
იქნებ და ის ზიგოტა სწორედ დედის საშვილოსნოში ჩაზრდის შემდეგ იწყებს სულიერ ცხოვრებას და მანამდე როგორ და სად მოხდა გამეტების შერწყმა, სულ არ არის საინტერესო...
მოკლედ,რადგან დანამდვილებით ვერ ვიტყვით სული როდის ეძლევა არსებას,მაშინ ვერც ასე ერთი ხელის მოსმით უარვყოფთ ხელ. განაყოფიერებას- ესაა ჩემი მოსაზრება
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 9 2010, 09:11 PM
S a l l y
ციტატა
როცა გწამს, ზიგოტის კი არა შეიძლება ისიც დაიჯერო რომ ქვას აქვს სული..მე სხვა რაღაცის თქმა მინდა...
მართალია...
ციტატა
უბრალოდ, რადგან დანამდვილებით არავინ იცის როდის ეძლევა ადამიანს სული, ცოტა უხერხული ხომ არ არის განკითხვა იმ დედებისა ვინც უბრალოდ იმის გამო რომ მათ საშვილოსნოში რაიმე ფიზიოლოგიური პირობის უქონლობის გამო განაყოფიერება ვერ მოხდა და ეს ფაქტი სინჯარაში განახორციელეს, შემდეგ ასეთი ბავშვის მონათვლა მკრეხელობათ შევრაცხოთ...
არ ვიცი.
ეს საკმაოდ რთული საკითხია...
საერთოდ, მე არავის განკითხვა არ მიგულისხმია. ნეიტრალური პოზიციიდან ვმსჯელობ. ბოლოსდაბოლოს არც იმის დამტკიცება შეუძლია ვინმეს ზიგოტას კი არა სრულყოფილ, დაბადებულ ადამიანს თუ აქვს სული. სულის დეტექტირება არავის მოუხდენია.
აქ უბრალოდ ობიექტურად განვიხილოთ რა ჩაითვლება რელიგიურად და რა არა. ისე კი ადამიანს შეუძლია უარყოს რელიგიაც და თავისი გადასახედიდან სულაც არ იყოს განკითხვის ღირსი.
ახლა რაშია საქმე... გააჩნია რას გულისხმობს და მოითხოვს ხელოვნური განაყოფიერება.
სუროგატი დედა - რელიგიურად ყოვლად მიუღებელი ფენომენია. გამოდის რომ მას აქვს მხოლოდ "ინკუბატორის" ფუნქცია. არის დროებითი, დაქირავებული რაღაც ჭურჭელი. ხშირად ამაში თანხებსაც იხდიან.
ეს არ არის უბრალოდ მკურნალობა. ეს მოვლენა ერთის მხრივ გენეტიკური დედის ბუნებრივ (არა მარტო რელიგიურ) მოვალეობას ანულირებას ახდენს - მისი მხოლოდ გენეტიკური ინფორმაციაა, ხოლო თვითონ სუროგატ დედას პრაქტიკულად უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და რეალურად ის საკუთარი სხეულით მოვაჭრე გამოდის. (უბრალოდ სხვა ფორმით)
ასეთ დროს სრულიად გაუგებარი ხდება ჯვრისწერის საიდუმლოს დროს წყვილზე მიცემული გამრავლების კურთხევა (ყოველგვარი მესამე პირის ჩარევის გარეშე) და ასევე მოვალეობები, რაც დედას ეკისრება.
ადამიანური რეალობაც რელიგიურ გრძნობებს ემთხვევა. სუროგატი დედების უმეტესობა უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები არიან, რომლებიც ამ საქმეს ფინანსური მოსაზრებით აკეთებენ თუ არა შეუძლებელია ადამიანს ბუნებრივი სურვილი გაუჩნდეს იყოს ორსულად სხვის შვილზე, რომელსაც დაბადებისთანავე წაიყვანს მისი გენეტიკური დედა და თვითონ ცარიელი "ინკუბატორის" მდგომარეობაში აღმოჩნდება...დონორი დედა - ასევე რელიგიურად ყოვლად მიუღებელი ფენომენია. გამოდის რომ ის არის საკუთარი კვერცხუჯრედის გამყიდველი ანუ ყიდის საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას.
ასეთ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მძიმე სურათი მივიღოთ,
დონორმა დედამ შეიძლება დაინახოს, რომ სხვას გაუჩნდა მისი კოპიო ადამიანი, რომელიც საკუთარი შვილი უნდა ყოფილიყო, შეიძლება უფრო მეტადაც ჰგავდეს მის ნამდვილ შვილებს (თუ კი ჰყავს) მაგრამ რეალურად ის არავინ არ არის მისთვის იურიდიულად. ეს არის გაყიდული გენეტიკის ვიზუალური შედეგი. ასევე გაუგებარია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც მიიღო სხვისი კვერცხუჯრედი. მას გაუჩნდება ბავში რომელიც გენეტიკურად სხვა იქნება. მას არანაირად არ ემგვანება (აყვანილი ბავშვის იდენტური მდგომარეობა)
ყველა ამ შემთხვევაში გაუგებარი ხდება თუ სად არის ჯვრისწერის საიდუმლოს კურთხევა, ვინ ჩაითვლება დედად და საერთოდ ვინ არიან ეს ადამიანები ერთმანეთისთვის? ნათესავები? სამმშობლიანები არიან? როგორც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი ეს ორი მოვლენა ანტი-რელიგიურია. განკითხვის საკითხი სხვაა. იქნებ ადამიანს სურვილი აქვს უარყოს რელიგია და მისი სწავლება, ოღონდ ამგვარი გზით გააჩინოს/გააჩენინოს ბავშვი. ის თავისი გადასახედიდან მართალია და ჩვენ მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, როგორც ნებისმიერ სხვა რელიგიის მქონე ადამიანს, ურელიგიოს თუ ათეისტს.ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება ხელოვნური განაყოფიერება ჩაჯდეს რელიგიის ფარგლებში არის ის, რომ შეუძლებელია მხოლოდ უშუალოდ განაყოფიერების პროცესი და ყოველგვარი მესამე ადამიანის ჩარევის გარეშე ქალის საკუთარივე კვერცხუჯრედი განაყოფიერდეს სინჯარაში, ხელოვნურად და შემდეგ უკან მისივე ორგანიზმში ჩაინერგოს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავცდებით სამმშობლიანობას, გაუგებარ "ნათესაურ" კავშირებს, ჯვრისწერის საიდუმლოს კურთხევის ტრანსფორმაციას და ა.შ.ციტატა
შემდეგ ასეთი ბავშვის მონათვლა მკრეხელობათ შევრაცხოთ
ბავშვის მონათვლა არასოდეს არ არის მკრეხელობა რელიგიურად, ალბათ უფრო პირიქით...
რაც არ უნდა დონორი, სუროგატი თუ სინჯარული დედა ყავდეს ბავშვს ის სრულყოფილი ადამიანია დაბადების შემდეგ და ის ჩვეულებრივად უნდა მოინათლოს. რელიგიური პასუხისმგებლობა დაეკისრება იმათ ვინც ეს გააკეთა და არა ბავშვს.
ციტატა
ასეთ დიდ ჩარევათ მიგვაჩნია სიცოცხლის შექმნაში,მაში არც სიცოცხლის გახანგრძლივების სხვა საშვალებებს არ უნდა ვაღიარებდეთ, სიტყვაზე ორგანოების გადანერგვა, ან იგივე საშბილოსნოს სხვა რაიმე პორბლემების მკურნალობა, როდესაც ქალს ბავშვი არ უჩნდება..
აქ მარტო ჩარევაზე არ არის ლაპარაკი.
სიცოცხლის გახანგრძლივების/მკურნალობის კონტექსტში მხოლოდ ის შემტხვევა შეგვიძლია განვიხილოთ, როდესაც სუროგატი/დონორი დედები არ არსებობენ და უბრალოდ ზიგოტები მიიღება სინჯარაში.
ციტატა
იქნებ და ის ზიგოტა სწორედ დედის საშვილოსნოში ჩაზრდის შემდეგ იწყებს სულიერ ცხოვრებას და მანამდე როგორ და სად მოხდა გამეტების შერწყმა, სულ არ არის საინტერესო...
გასაგებია, რომ ეს საკითხი ღიაა, მაგრამ რაღაც ლოგიკას ხომ უნდა დაექვემდებაროს?
რაღაც ალოგიკური ჩანს შუაგზაში, რაღაც დროს, სულის მიცემა ჩანასახისათვის. (და ამაზე მეწერა მთლიანად ჩემი პოსტი)
გაცილებით ლოგიკურია ორი მოვლენა:
1. სული ჩანასახს ეძლევა სპონტანურად.
2. საერთოდ არ არსებობს სული.ციტატა
მოკლედ,რადგან დანამდვილებით ვერ ვიტყვით სული როდის ეძლევა არსებას,მაშინ ვერც ასე ერთი ხელის მოსმით უარვყოფთ ხელ. განაყოფიერებას
გააჩნია რა მსოფლმხედველობით მიუდგები საკითხს.
რელიგია გეუბნება, რომ სული ჩასახვისთანავე ეძლევა ბავშვს. ეკლესია თვლის რომ ადამიანი ჩასახვისთანავე ადამიანია. ე.ი. გამეტები ადამიანი არ არის. ზიგოტა არის. გამოდის რომ ზიგოტას სული აქვს. არარელიგიური მოსაზრებით კი სრულიად გაუგებარია რა არის სული, საერთოდ თუ არსებობს და ა.შ.
ამიტომ ლოგიკა ზემოთ ხსენებული არჩევანის წინაშე აყენებს ადამიანს.
ციტატა
ესაა ჩემი მოსაზრება
თუ ესაა შენი კომენტარი...?!
OK. ახლა სუფთა არარელიგიური კუთხით განვიხილოთ.
ჩემი აზრით
ძალიან ცუდი მოვლენაა ადამიანის დიპლოიდური უჯრედის განადგურება. შემთხვევითაც. მითუმეტეს სპეციალურად.
საერთოდ დიპლოიდური უჯრედი არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი. მას აქვს უნიკალური და უკვე ცალსახად განსაზღვრული იდენტობა. როდესაც საუბარი გვაქვს ადამიანის დიპლოიდური უჯრედის - ზიგოტას შესახებ, საუბარი გვაქვს
ადამიანის უნიკალურ და ცალსახად განსაზღვრულ იდენტობაზე, შესაძლებელია თვალის ფერის დონემდეც და ვინ იცის კიდევ რა დონემდე, რადგან ტვინი პრაქტიკულად გამოუკვლეველია, არავინ იცის როგორ ფორმირდება ინტელექტი და რა კონკრეტულ ინფორმაციას ღებულობს გენეტიკური კოდიდან.
ყველაფერი ის, რისგანაც ცალსახად განსაზღვრული ადამიანი შეიძლება მივიღოთ უკვე ადამიანია და ასეთი ინფორმაციის განადგურება ალბათ მკვლელობის ტოლფას უსამართლობას უტოლდება.წარმოიდგინე, საშუალება რომ იყოს (ან იქნებ ოდესმე შესაძლებელი გახდეს...) რომ დროის და სივრცის ბარიერი გადაილახოს და ვინმემ შეძლოს (თეორიულად) განადგურებული ზიგოტების აღდგენა და განვითარება,
ნებისმიერი მათგანისგან სრულიად დამოუუკიდებელ, განსხვავებული იდენტობის ადამიანს მივიღებთ, რომელთაც სრული უფლება ექნებათ გვითხრან: "თქვენ მე მომკალით!"
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 9 2010, 09:30 PM
მე აქ განვიხილავ სემთხვევას, როდესაც წყვილს არ უჩნდება შვილი, მიზემთა და მიზეზტა გამო განაყოფიერების პროცესის დარღვევის შედეგად..
სუროგატებსა და დონორებზე არ ვსაუბრობ, მაგ თემას არც განვიხილავ საერთოდ, გაუმარტლებლად მიმაჩნია ყველა შემთხვევაში..
მოკლედ, სადაო თემაა..
უბრალოდ მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და კიდევ გავიმეორებ
ციტატა
დგან დანამდვილებით ვერ ვიტყვით სული როდის ეძლევა არსებას,მაშინ ვერც ასე ერთი ხელის მოსმით უარვყოფთ ხელ. განაყოფიერებას-
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 9 2010, 09:38 PM
S a l l y
ციტატა
მე აქ განვიხილავ სემთხვევას, როდესაც წყვილს არ უჩნდება შვილი, მიზემთა და მიზეზტა გამო განაყოფიერების პროცესის დარღვევის შედეგად..
თუ ზიგოტებს არ გავანადგურებთ მაშინ ეს დასაშვებია.
ჩემი აზრით სრულიად მისაღები. სხვებმაც დაწერონ თავისი აზრი.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 16 2010, 12:10 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 9 2010, 09:38 PM)
S a l l yთუ ზიგოტებს არ გავანადგურებთ მაშინ ეს დასაშვებია.
ჩემი აზრით სრულიად მისაღები. სხვებმაც დაწერონ თავისი აზრი.
მივედით იქამდე, როდესაც არც ზიგოტის ხელყოფა ხდება და ერთი შეხედვით ბიოეთიკის ეს საკითხიც გადაწყვეტილია. მაგრამ მოდით ეს შემთხვევა სარწმუნოების ჭრილში განვიხილოთ. მაგალითად ახალგაზრდა წყვილმა გადაწყიტა ხელოვნური განაყოფიერებით შვილიერების საკითხის გადაწყვეტა. დაუკვირდით ამ სიტყვას,
(ხელოვნური). მორწმუნე ადამიანმა იცის, რომ ყოველი სული ღვთისაგან მოევლინება ამ სოფელს. გამოდის, რომ ჩვენ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად
ხელოვნურად ვერევით ღვთის ნებაში. განა არ ვამბობთ მამაო ჩვენოში "იყავ ნება შენი"? ესეიგი შვილიერება და უშვილობა მისი ნებაა და ჩვენი ჩარევა რამხელა კადნიერებაა? ამიტომ დაუშვებლად მიმაჩნია მორწმუნე ადამიანისთვის.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 16 2010, 12:58 PM
lingvo
ციტატა(lingvo @ Jan 16 2010, 12:10 PM)
გამოდის, რომ ჩვენ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელოვნურად ვერევით ღვთის ნებაში.
თუ ეთიკის საკითხი გადაწყვეტილია და სიცოცხლის ხელყოფაც არ ხდება მაშინ ეს იგივე სამედიცინო მკურნალობას უტოლდება. ეგრე ნებისმიერი წამალი, ნებისმიერი ქიმიური პრეპარატი და ნებისმიერი ოპერაცია (თუ სხვა მეთოდი) ყველაფერი ხელოვნური პროცესია, არსებული ბუნებრივის წინააღმრდეგ.
ეგრე ადამიანს თუ ტკივა თავი, უნდა ეტკინოს და არ უნდა ჩავერიოთ არანაირი ხელოვნური საშუალებებით?
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 16 2010, 01:28 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 16 2010, 12:58 PM)
lingvo
თუ ეთიკის საკითხი გადაწყვეტილია და სიცოცხლის ხელყოფაც არ ხდება მაშინ ეს იგივე სამედიცინო მკურნალობას უტოლდება. ეგრე ნებისმიერი წამალი, ნებისმიერი ქიმიური პრეპარატი და ნებისმიერი ოპერაცია (თუ სხვა მეთოდი) ყველაფერი ხელოვნური პროცესია, არსებული ბუნებრივის წინააღმრდეგ.
ეგრე ადამიანს თუ ტკივა თავი, უნდა ეტკინოს და არ უნდა ჩავერიოთ არანაირი ხელოვნური საშუალებებით?
მოველოდი ამ არგუმენტს. აქ უნდა განვასხვაოთ მკურნალობა და ხელოვნური განაყოფიერება. სიცოცხლე, რომელიც უფალმა მოგვანიჭა უნდა დავიცვათ და ვუმკურნალოთ სხეულს ხომ ასეა? მაგრამ სხვაა ადამიანის დაბადებაში ჩარევა (ღვთის განგებულებაში ჩარევა). ძალიან დიდი სხვაობაა მკურნალობასა და ხელოვნურ განაყოფიერებას შორის. აქ გადის ზღვარი.
როგორც ჩანს გიო ეთიკის მხრივ შეიძლება საკითხი მოგვარებული იყოს და რელიგიურ ჭრილში არა. თუ ეთიკაში მოვიაზრებთ რელიგიურ დამოკიდებულებასაც ხელოვნური განაყოფიერებისადმი, მაშინ სამედიცინო მეცნიერების განვითარების ეს შედეგი ცდება ეთიკის ჩარჩოებს (რელიგიური კანონზმიერების დარღვევის გამო).
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 16 2010, 01:47 PM
ციტატა
თუ არ გვინდა უარვყოთ რელიგია, მაშინ უნდა ვაღიაროთ რომ ჩანასახს უკვე სული აქვს
პატარა დეტალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩანასახს არ აქვს სული, პირიქით. სულს ეძლევა სამართავად სხეული.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 16 2010, 02:04 PM
ციტატა(gurulo @ Jan 16 2010, 01:47 PM)
პატარა დეტალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩანასახს არ აქვს სული, პირიქით. სულს ეძლევა სამართავად სხეული.
სწორია, მაგრამ შემდეგ ადამიანი მთელი ცხოვრება ცდილობს სულს დაუმორჩილოს სხეული.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 16 2010, 03:05 PM
lingvo
ციტატა
მაგრამ სხვაა ადამიანის დაბადებაში ჩარევა (ღვთის განგებულებაში ჩარევა). ძალიან დიდი სხვაობაა მკურნალობასა და ხელოვნურ განაყოფიერებას შორის. აქ გადის ზღვარი.
რატომ?
კარგი... შენი აზრით არის ღვთის საქმეში ჩარევა ნაყოფიერებისათვის ანუ რეპროდუქციისათვის მკურნალობა?
ადამიანს არ უჩნდება შვილი, თუმცა ხელოვნური ჩარევის შედეგად ანუ გარკვეული მედიკამენტებით და ქიმიური საშუალებით მკურნალობის შედეგად (ამ შემთხვევაში ხელოვნურ განაყოფიერებას არ ვგულისხმობ) შესაძლებელია რომ შეძლოს რეპროდუქტირება ანუ ბავშვის გაჩენა...
ამგვარი მკურნალობაც უნდა აიკრძალოს? არადა შენი ლოგიკით ესიც პირდაპირი და ხელოვნური ჩარევაა. ამ ჩარევის გარეშე ახალი სიცოცხლე აღარ დაიბადება. ესიც მიუღებელია? თუ მაინცდამაინც სინჯარაშია საქმე?
პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 16 2010, 03:16 PM
ციტატა(gurulo @ Jan 16 2010, 12:47 PM)
პატარა დეტალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩანასახს არ აქვს სული, პირიქით. სულს ეძლევა სამართავად სხეული.
ჩანასახს აქვს სული... თუ არ მოკალი ხელი, ფეხი, თვალი და ცხვირიც განუვითარდება
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 16 2010, 04:00 PM
ციტატა
ჩანასახს აქვს სული... თუ არ მოკალი ხელი, ფეხი, თვალი და ცხვირიც განუვითარდება
მერედა ხელი, ფეხი და ცხვირი ვის უვითარდება? - სხეულს. მე სხვა რამეს ვამბობ, იმის თქმა რომ ჩანასახს, თუნდაც ჩამოყალიბებულ სხეულს გააჩნია სული, არასწორია. წინააღმდეგი შემთხვევა ემსგავსება ისეთ მაგალით რომ ვთქვათ ..მანქანას გააჩნია ადამიანი". არადა ყველაფერი პირიქითაა. სული იღებს გადაწყვეტილებას ისევე როგორც პასუხისმგებლობას თავის ნამოქმედარზე და სხეულით, რამდენადაც ის მისცემს ამის საშუალებას, გამოხატავს თავის ნებას დედამიწაზე.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 16 2010, 06:38 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 16 2010, 03:05 PM)
lingvo
რატომ?
კარგი... შენი აზრით არის ღვთის საქმეში ჩარევა ნაყოფიერებისათვის ანუ რეპროდუქციისათვის მკურნალობა?
ადამიანს არ უჩნდება შვილი, თუმცა ხელოვნური ჩარევის შედეგად ანუ გარკვეული მედიკამენტებით და ქიმიური საშუალებით მკურნალობის შედეგად (ამ შემთხვევაში ხელოვნურ განაყოფიერებას არ ვგულისხმობ) შესაძლებელია რომ შეძლოს რეპროდუქტირება ანუ ბავშვის გაჩენა...
ამგვარი მკურნალობაც უნდა აიკრძალოს? არადა შენი ლოგიკით ესიც პირდაპირი და ხელოვნური ჩარევაა. ამ ჩარევის გარეშე ახალი სიცოცხლე აღარ დაიბადება. ესიც მიუღებელია? თუ მაინცდამაინც სინჯარაშია საქმე?
მკურნალობა დასაშვებია, მგარამ ხელოვნური განაყოფიერება არა. ზღვარი აქაა ჩემი აზრით. თუ მკურნალობამ შედეგი არ მოიტანა არ უნდა მიმართოს წყვილმა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და დიდი სხვაობას ვხედავ გიო მკურნალობასა და ხელოვნურ განაყოფიერებას შორის.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 16 2010, 07:09 PM
lingvo
ციტატა
ეს მხოლოდ ჩემი აზრია და დიდი სხვაობას ვხედავ გიო მკურნალობასა და ხელოვნურ განაყოფიერებას შორის.
რა პრინციპულ სხვაობას ხედავ?
მეთოდები ორივეგან ხელოვნურია (ანუ ადამიანის მოგონილი)
პრეპარატები და პროცესები ორივეგან ქიმიურია.
აქ სინჯარაშია საქმე, რეპრუდუქციისთვის საჭირო კამერაში თუ სადაა პრინციპული სხვაობა?
ციტატა
თუ მკურნალობამ შედეგი არ მოიტანა არ უნდა მიმართოს წყვილმა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს.
რატომ?
თუ ადამიანის ფეხზე მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ამპუტაცია გახდა საჭირო, ხელოვნური ფეხი ან ხელოვნური ძვალი აღარ გაიკეთოს და დარჩეს ცალფეხა?
პრინციპი სად არის? ასე იქამდე მივალთ რომ უფეხომ ჯოხი არ დაიჭიროს ხელში, მაინც არაფერი შველისო...
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 16 2010, 07:18 PM
რა გითხრა? ვერ გიპასუხებ გიო. მეტ არგუმენტს ვერ მოვიყვან, ადამიანი ირჩევს.
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 16 2010, 08:41 PM
ციტატა
რატომ?თუ ადამიანის ფეხზე მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ამპუტაცია გახდა საჭირო, ხელოვნური ფეხი ან ხელოვნური ძვალი აღარ გაიკეთოს და დარჩეს ცალფეხა?პრინციპი სად არის?
ავადმყოფი უკვე გაჩენილია და მისი უფლებაა საკუთარი სიცოცხლის დაცვა. ხოლო ბავშვის გაჩენა, ქრისტიანისთვის მანამდე არ არის საკუთარი უფლება ვიდრე ჯვარს არ დაიწერს, ანუ ღმერთი არ დართავს ნებას. ჯვრისწერის შემდეგაც ღმერთი წყვეტს ბავშვის გაჩენას და თუ შენი ლოგიკით ვიმსჯელებთ მივალთ იმ დასკვნამდე რო სიყვარულის შემთხვევაში წყვილის უფლებაა ცოლქმრული ურთიერთობით დაკავება თუნდაც ჯვრისწერის გარეშე.
სხვა თანაბარ პირობებში, გამრავლების მოტივით, ჯვარდაუწერელი თანაცხოვრება და ხელოვნური განაყოფიერება ერთმანეთის მსგავსია.
და კიდე, მკურნალობას, ღმერთის მიერ მონიჭებული უფლების აღსასრულებლად, არავინ არ გიკრძალავს
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 16 2010, 10:01 PM
lingvo
ციტატა
რა გითხრა? ვერ გიპასუხებ გიო. მეტ არგუმენტს ვერ მოვიყვან
OK.
guruloციტატა
ავადმყოფი უკვე გაჩენილია და მისი უფლებაა საკუთარი სიცოცხლის დაცვა.
აქ ადამიანების უფლებების საერთაშორისო დეკლარაციაზეა ლაპარაკი?
ეგეც არ იყოს და ეს მაგალითი პრინციპულობისთვის მოვიყვანე. უნდა ჩაერიოს თუ არა ადამიანი ხელოვნურად სხვადასხვა პროცესებში? ნებისმიერი სახის მკურნალობა, ოპერაცია, ამპუტაცია, ხელოვნური ფეხი და თვით ჯოხიც კი არის არაბუნებრივი მოვლენა, თავისი არსით არის ხელოვნური, ადამიანის მიერ მოგონილი. საკითხი კი ასე დგას: უნდა ჩაერიოს თუ არა ადამიანი ხელოვნური მეთოდებით სხვადასხვა პროცესებში? ჩარევა/არ ჩარევის პრინციპზეა ლაპარაკი.
- თუ ამბობ, რომ ადამიანი არ უნდა ჩაერიოს ხელოვნურად არაფერში და ჩარევა/არ ჩარევის საკითხია მთავარი, მაშინ მკურნალობაც უნდა ავკრძალოთ. (ნებისმიერი ფორმით)
- თუ ამბობ, რომ ადამიანი არ უნდა ჩაერიოს ბავშვის გაჩენაში (და სხვაგვარი მკურნალობა დასაშვებია) და ახალი სიცოცხლის დაბადება/არ დაბადების საკითხია მთავარი, მაშინ შვილიერებაზე ანუ რეპროდუქციაზე მკურნალობაც უნდა ავკრძალოთ. (ნებისმიერი ფორმით)
და საერთოდ რას ნიშნავს ღვთის საქმეებში ჩარევა?
ხელოვნური განაყოფიერება რატომაა ღვთის საქმეში ჩარევა? თვლი რომ რადგან სხვაგვარად ბავშვი არ უჩნდება წყვილს ე.ი. ღმერთს არც უნდა რომ გაუჩნდეს? მაშინ მკურნალობაზეც იგივე უნდა იფიქრო, რადგან ადამიანი თუ ავადაა, ან ფეხი მოიტეხა, მისი მკურნალობა და გამთელება ღმერთს არ ნდომებია, აბა ისე რატომ მოტეხავდა ფეხს, და არ უნდა ჩაერიო. თუ იტყვი რომ მკურნალობაც ღვთისგან მოდის და ამგვარი გზით უნდა ღმერთს რომ ადამიანი გამოაჯანმრთელოს, მაშინ იგივე ითქმის ხელოვნურ განაყოფიერებაზეც, იქნებ ღმერთს ამგვარი გზით უნდა რომ მისცეს წყვილს შვილი. თუ მეტყვი, რომ "რა ღმერთი ისე ვერ შეძლებდაო თუ საჭირო იყოო?" მეც იმწამსვე გიპასუხებ, რომ "რა ღმერთი ისე ვერ შეძლებდა რომ ადამიანი მორჩენილიყო ან საერთოდ არ გამხდარიყო ავად თუ ასე იყო საჭირო-თქო"
თუ მიგაჩნია რომ სრულყოფილ სხეულს ფეხი არ უნდა აკლდეს და ხელოვნური ფეხი იმის იმიტირებაა, რაც წესით ღვთისგან ადამიანს ეძლევა, მაშინ ხელოვნური განაყოფიერებაც იმ სრულყოფილების იმიტირებაა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს/შეეძლოს მაგრამ არ აქვს/შეუძლია.
ციტატა
ხოლო ბავშვის გაჩენა, ქრისტიანისთვის მანამდე არ არის საკუთარი უფლება ვიდრე ჯვარს არ დაიწერს, ანუ ღმერთი არ დართავს ნებას.
ჰო, მაგრამ შვილი, როგორც წესი ჯვარდაწერილებს უნდებათ ზუსტად. აბა, გელფრენდ/ბოიფრენდს და მითუმეტეს პროსტიტუციის შედეგად გაჩენილი ბავშვი არავის უნდა.
რადგან ყველაფერი ქრისტეანულ ჭრილში იხილება, მეც შესაბამისად ქრისტეან, ჯვარდაწერილ წყვილს ვგულისხმობ, რომლებსაც ბავშვის გაჩენა უნდათ.
ჯვარდაწერილი წყვილისთვის რატომ არ არის ნებადართული ხელოვნური განაყოფიერება?
აბა, ვინც ათეისტია, ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი იმას ვერც დაელაპარაკები ქრისტეანობის ენით და იმან თავისი საქმე თვითონ იცის. თუმცა ასევე მწვავე დისკუსიის საგანი შეიძლება გახდეს ის, ტუ რა უნდა ქნას ათეისტმა წყვილმა, რადგან ღმერთის არ სწამთ შვილის ყოლის სურვილი არ შეიძლება ჰქონდეთ? ისინი ჯვარს არასოდეს დაიწერენ, რადგან არ ჯერათ არც ჯვრისწერის მადლის და არც ღმერთის და ამიტომ გამრავლებას ვერ აუკრძალავ. თუმცა ეს სხვა საკითხია. დავუბრუნდეთ ქრისტიან წყვილს და ქრისტეანულ მიდგომას.
რა პრინციპით უნდა აეკრძალოს ქრისტეან წყვილს ხელოვნური განაყოფიერება?
ციტატა
ჯვრისწერის შემდეგაც ღმერთი წყვეტს ბავშვის გაჩენას
წყვიტავს.
თუმცა ხანდახან მკურნალობითაც ეხმარებიან და ისე ჩნდება ბავშვი.
საინტერესოა, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად რომ გაჩნდეს ბავშვი ის ღვთის ნების საწინააღმრდეგო, რატომ იქნება? იქნებ ეგეც ღვთის ნებაა? რაიმე სერიოზული არგუმენტი გაქვს...? ოღონდ არ მითხრა ბუნებრივიო და ა.შ. თუ არა იმწამსვე გეტყვი რომ მაშინ არც ერთი ხელოვნური პროცესი ღვთის ნება არ ყოფილა-თქო.
ციტატა
თუ შენი ლოგიკით ვიმსჯელებთ მივალთ იმ დასკვნამდე რო სიყვარულის შემთხვევაში წყვილის უფლებაა ცოლქმრული ურთიერთობით დაკავება თუნდაც ჯვრისწერის გარეშე.
ისე, რაღაც კარგად ვერ გავიგე ეს ამას როგორ დაუკავშირდა...
ისე თუ წყვილი არარელიგიურია ცხადია ეს მათი უფლებაა და შენ ვერანაირად ვერ მოთხოვ და ვერც აუკრძალავ ბავშვის გაჩენას. ათეისტები არასოდეს იწერენ ჯვარს და შენი აზრით შვილის ყოლის უფლება არ აქვთ...?
თუმცა ეს სულ სხვა საკითხია და რადგან ჯვრისწერის საიდუმლოს პრობლემა განაღვლებს მინდა გითხრა რომ ლაპარაკი დისკუსია ჯვარდაწერილ წყვილზე მიდის.
ციტატა
და კიდე, მკურნალობას, ღმერთის მიერ მონიჭებული უფლების აღსასრულებლად, არავინ არ გიკრძალავს
საოცარია.
ისევ იგივე.
რატომ არის მკურნალობით ღმერთის მიერ მონიჭებული უფლების აღსულება მისაღები და ხელოვნური განაყოფიერებით ღმერთის მიერ მონიჭებული უფლებების არსრულება არასწორი?
ციტატა
სხვა თანაბარ პირობებში, გამრავლების მოტივით, ჯვარდაუწერელი თანაცხოვრება და ხელოვნური განაყოფიერება ერთმანეთის მსგავსია.
იყოს ერთმანეთის მსგავსი.
ათეისტი ისეც გამრავლდება და ასეც.
შენი ლოგიკით ჯვარდაწერილი წყვილის ხელოვნური განაყოფიერება დასაშვები გამოდის...
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 16 2010, 10:29 PM
უშვილობა ჯვარია. ადამიანს შეუძლია მიიღოს ეს ჯვარი ან თავისი ნებით როგორც უნდა ისე მოიქცეს. ხშირია შემთხვევა როცა მორწმუნე ოჯახს ლოცვით მიემადლებათ შვილი. ეს წმიდა წერილშიც აღწერილია. საქმე სხვა რამეშია: "მე მინდა შვილი" და ამისთვის გმაოვიყენებ ხელოვნურ განაყოფიერებას. ესეიგი ჩემი ჭკუით და ნებით ვმართავ ცხოვრებას. ფაქტიურად გამოდის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. როცა შეიძლება გაზარდო მიტოვებული ბავშვი როგორც შენი შვილი, მაინც და მაინც თვითმიზანია ბიოლოგიური შვილის ყოლა? ამაშია საქმე.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 16 2010, 10:34 PM
lingvo
ციტატა
უშვილობა ჯვარია. ადამიანს შეუძლია მიიღოს ეს ჯვარი ან თავისი ნებით როგორც უნდა ისე მოიქცეს. ხშირია შემთხვევა როცა მორწმუნე ოჯახს ლოცვით მიემადლებათ შვილი. ეს წმიდა წერილშიც აღწერილია. საქმე სხვა რამეშია: "მე მინდა შვილი" და ამისთვის გმაოვიყენებ ხელოვნურ განაყოფიერებას. ესიეი ჩემი ჭკუით და ნებით ვმართავ ცხოვრებას. ფაქტიურად გამოდის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას.
ასევე ხშირია შემთხვევა როდესაც მორწმუნე ადამიანი ლოცვით განიკურნება. ესიც აღწერილია წმინდა წერილში. ამიტომ მხოლოდ ლოცვის იმედად ვიყოთ და არავითარი წამალი?
"მე არ მინდა მქონდეს სიცხე" და ამისთვის გამოვიყენებ ხელოვნურ მედიკამენტს. ე.ი. ჩემი ჭკუით და ნებით ვმართავ ცხოვრებას და ცოდვაში ვარ...?
მეტი ლოგიკა და არგუმენტაციაა საჭირო
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 16 2010, 10:48 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 16 2010, 10:34 PM)
lingvoასევე ხშირია შემთხვევა როდესაც მორწმუნე ადამიანი ლოცვით განიკურნება. ესიც აღწერილია წმინდა წერილში. ამიტომ მხოლოდ ლოცვის იმედად ვიყოთ და არავითარი წამალი?
"მე არ მინდა მქონდეს სიცხე" და ამისთვის გამოვიყენებ ხელოვნურ მედიკამენტს. ე.ი. ჩემი ჭკუით და ნებით ვმართავ ცხოვრებას და ცოდვაში ვარ...?
მეტი ლოგიკა და არგუმენტაციაა საჭირო
მეტი ლოგიკისა და არგუმენტების მოხმობა მგონი შეუძლებელია. ზემოთ დავწერე აზრი რომ, უნდა მოხდეს გამიჯვნა მკურნალობისა და ხელოვნური განაყოფიერებისა. ეს ისე განსხვავდება როგორც ცა და მიწა, მაგრამ თითქოს ერთი და იგივედ წარმოჩინდება
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 16 2010, 10:53 PM
გიორგი
მაგ ფორმატით საუბარი არასწორია, იქნება უბრალოდ აზრების გაზიარება და უშედეგო კინკლაობა. რაღაც თემაზე რომ იკამათო საჭიროა, საწყისი ურთიერთგამომრიცხავი დებულებების დაწერა და შემდეგ მისი არგუმენტაცია. ასევე საჭიროა რაღაც დებულებებზე შეთანხმება, რომელიც გაამარტივებს საკითხს.
შევთანხმდეთ იმაზე რომ საკითხს ვიხილავთ მართლმადიდებლური რელიგიის ჭრილში
მე ვთქვი:
1 ადამიანის უფლებაა იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის
2 დასაშვებია არახელოვნური გზით მკურნალობა
3 მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის
4 ჯვრისწერის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოდვაა
5 ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება
თუ დავა გინდა შენ უნდა თქვა ამ დებულებებიდან ერთ–ერთი ან რამოდენიმე ერთად –
1 არ არის ადამიანის უფლება საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზრუნვა
2 დაუშვებელია არახელოვნური გზით მკურნალობა
...
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 16 2010, 10:56 PM
ციტატა(gurulo @ Jan 16 2010, 10:53 PM)
2 დასაშვებია არახელოვნური გზით მკურნალობა
ყველა დებულებაში გეთანხმები, მაგრამ ეს განმიმარტე. რას ნიშნავს არახელოვნური გზით მკურნალობა?
პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jan 16 2010, 11:04 PM
lingvo
ამ საკითხს სხვა კუთხით რომ შევხედოთ?
ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უკვე ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ამ გზით ბევრი ბავშვი იბადება
1. რამდენად სრულყოფილია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ადამიანი?
2. აქვს თუ არა მღვდელს უფლება უარი თქვას ასეთი გზით დაბადებული ბავშვის მონათვლაზე?
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 16 2010, 11:05 PM
lingvo
ციტატა
ყველა დებულებაში გეთანხმები, მაგრამ ეს განმიმარტე. რას ნიშნავს არახელოვნური გზით მკურნალობა?
ცოტა რთული ტერმინია, არახელოვნური გზა გასაგებია რაც არის მარა მკურნალობად ვინ რას მიიჩნევს ეგ მეორე. არ ვიცი მაგრამ დღევანდელი მეცნიერება ისე განვითარდა რომ შეიძლება რაიმე ქიმიური ზემოქმედებით ადამიანს ,,შეაყვაროს" რომელიმე სუბიექტი ან ობიექტი..ან მკურნალობად ჩათვალოს ის რომ ჰომოსექსუალი თავის სხეულში ვერ გრძნობს თავს კარგად და სქესი შეუცვალოს...
მე ვიგულისხმე ის ხელოვნური ჩარევები რომელიც გიორგიმ ახსენა - ანტიბიოტიკები, ხელოვნური ფეხი, გლანდების ოპერაცია და ა.შ.
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 16 2010, 11:05 PM
პირადად მე მიმაჩნია, რომ თუ ღმერთი ბავშვს არ გაძლევს, ესე იგი ასეა საჭირო.
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 16 2010, 11:53 PM
ძალიან საინტერესო დისკუსია ყოფილა აქ, გადმოვცხოვრდები თქვენის ნებართვით გააგრძელეთ
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 17 2010, 12:20 AM
ციტატა(gurulo @ Jan 16 2010, 09:53 PM)
გიორგი
მაგ ფორმატით საუბარი არასწორია, იქნება უბრალოდ აზრების გაზიარება და უშედეგო კინკლაობა.
...
მე პირიქით ვფიქრობ.. ამ თემაში სადაც ერთდროულად, ეთიკაა, მედიცინას და რელიგიას განვიხილავთ ძნელია რომელიმე ერთი სდებულებების მიხედვით მსჯელობა..პირადად მე მოწონს ამ ფორმატით საუბრის წარმართვა, სხვა ვერაგფერზე გვექნება პრეტენზია თუ არა აზრების და არგუმენტების გაცვლაზე..
აქ რამის ერთმნიშვნელოვანი მტკიცება წარმოუდგენელია..
ციტატა(athos @ Jan 16 2010, 10:04 PM)
lingvo
ამ საკითხს სხვა კუთხით რომ შევხედოთ?
ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უკვე ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ამ გზით ბევრი ბავშვი იბადება
1. რამდენად სრულყოფილია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ადამიანი?
2. აქვს თუ არა მღვდელს უფლება უარი თქვას ასეთი გზით დაბადებული ბავშვის მონათვლაზე?
სწორედ მაგ კუთხით დასმულმა საკითხმა მაიძულა ამ თემას ჩავღრმავებოდი..
რომელიღაცამ დაწერა, საშინელებაა ხელოვური გზით გაჩენილი ბავშვის ნათლობაო..
თუ ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ასეთ ბავშვს სული აქვს თუ არა( დავუშვათ რომ აქვს), და არ ვნათლავთ უარეს ხომ არ ჩავდივართ? იქნებ ბავშვი ღვთის სიყვარულით იზრდება, ტაძარში დადის.. და იმის გამო რომ არ ვიცით ვაიდა უსულოა არ მოვნათლოთ?! ამით ხომ ღმერთთან მისასვლელ ყველანაირ გზას ვუკეტავთ?!
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 17 2010, 12:42 AM
lingvo
ციტატა
ეს ისე განსხვავდება როგორც ცა და მიწა, მაგრამ თითქოს ერთი და იგივედ წარმოჩინდება
თუ ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა მაშინ ერთი სერიოზული არგუმენტიც კი რატომ ვერ მოვისმინე?
მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი: დაუშვებელია, მიუღებელია და ა.შ.
guruloციტატა
1. ადამიანის უფლებაა იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის
დიახ, ადამიანის უფლებაა იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობისათვის.
ციტატა
2. დასაშვებია არახელოვნური გზით მკურნალობა
არახელოვნური გზით მკურნალობა არ არსებობს, ამიტომ ის არც დასაშვებია და არც დაუშვებელი. აბსოლუტურად ყველა მკურნალობა (გამონაკლისის გარეშე) გულისხმობს ბიო-სამედიცინო და ქიმიურ ჩარევას. ის არის ადამიანის მიერ მოგონილი/აღმოჩენილი მეთოდი. აბსოლუტურად ყველა მათგანი გულისხმობს ადამიანის სხეულზე ზემოქმედებას. მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა.
ციტატა
3 მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის
მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის, მაგრამ ორივე ხელოვნური.
ციტატა
4 ჯვრისწერის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოდვაა
დიახ, ჯვრისწერის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოდვაა.
ციტატა
5 ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება
ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება, უფლის ნებითვე ხდება მისი მკურნალობაც. (მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა)
და ამ ყველაფრით რისი თქმა გინდა?
lingvoციტატა
ყველა დებულებაში გეთანხმები, მაგრამ ეს განმიმარტე. რას ნიშნავს არახელოვნური გზით მკურნალობა?
არაფერს.
რას უნდა ნიშნავდეს?
რომელი მკურნალობაა ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ინსტრუმენტების და ქიმიური საშუალებების გარეშე? არც ერთი.
არახელოვნური მკურნალობა იმ გაგებით რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მხოლოდ ერთი - ლოცვით განკურნება.
athos ციტატა
1. რამდენად სრულყოფილია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ადამიანი?
რამდენადაც მე ვიცი საკმაოდ სრულყოფილი. თუმცა აქ პრინციპზეა საქმე. თუ არაა სრულყოფილი (თუნდაც ცალკეული შემთხვევები) მაშინ მეთოდია ასამაღლებელი.
ციტატა
2. აქვს თუ არა მღვდელს უფლება უარი თქვას ასეთი გზით დაბადებული ბავშვის მონათვლაზე?
არამც თუ უფლება აქვს, ეს ბარბაროსობაზეც კი მეტია... ადამიანი (ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული) რომ მივიდეს სასულიერო პირთან და მომნათლეო რომ უთხრას, ქრისტეანი მინდა ვიყოო და ამაზე სასულიერმა პირმა უარი რომ უთხრას, მომაკვდინებელ ცოდვას აიღებს საკუთარ თავზე - ადამიანისთვის ქრისტეს ეკლესიის გზის ჩაკეტვას.
guruloციტატა
ცოტა რთული ტერმინია, არახელოვნური გზა გასაგებია რაც არის მარა მკურნალობად ვინ რას მიიჩნევს ეგ მეორე. არ ვიცი მაგრამ დღევანდელი მეცნიერება ისე განვითარდა რომ შეიძლება რაიმე ქიმიური ზემოქმედებით ადამიანს ,,შეაყვაროს" რომელიმე სუბიექტი ან ობიექტი..ან მკურნალობად ჩათვალოს ის რომ ჰომოსექსუალი თავის სხეულში ვერ გრძნობს თავს კარგად და სქესი შეუცვალოს...
მე ვიგულისხმე ის ხელოვნური ჩარევები რომელიც გიორგიმ ახსენა - ანტიბიოტიკები, ხელოვნური ფეხი, გლანდების ოპერაცია და ა.შ.
შენი ლოგიკის პრობლემაც ამაშია... აბსოლუტურად ყველა მკურნალობა არის ხელოვნური: ანტიბიოტიკებითაც, ხელოვნური ფეხის მონტაჟითაც და ტრანს-სქესობრივი ოპერაციითაც (სქესის შეცვლა). აბსოლუტურად ყველა ხელოვნურია, უბრალოდ ზოგი მისაღებია რელიგიისთვის და ზოგი - არა, მაგრამ იმის განსაზღვრა თუ რომელია მისაღები უნდა მოხდეს ცალსახა კონკრეტული არგუმენტირებით და არა იმით, რომ ეს ხელოვნურია და ის არა, ყველა ხელოვნურია ლოცვით განკურნების გარდა და თუ რომელიმე მკურნალობა (ან პროცესი) მიუღებელია რელიგიისთვის ეს სხვაგვარად უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიოდ და არა იმაზე აპელირებით თუ რა არის ხელოვნური...
აბე და თუ ღმერთი ფეხს გტეხავს ე.ი. ასეა საჭირო და არ ვმკურნალობთ, არ ვისვამთ ფეხს თაბაშირში და ვაგდივართ შუა ოთახში და საშინელი ტკივილისგან ისტერიულად ვკივით?
თუ ღმერთის გავლენა არაა ფეხის მოტეხვა და ღმერთი მხოლოდ უნაყოფობის საკითხში ერევა ხოლმე?
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 17 2010, 01:01 AM
S a l l y
ციტატა
თუ ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ასეთ ბავშვს სული აქვს თუ არა( დავუშვათ რომ აქვს), და არ ვნათლავთ უარეს ხომ არ ჩავდივართ? იქნებ ბავშვი ღვთის სიყვარულით იზრდება, ტაძარში დადის.. და იმის გამო რომ არ ვიცით ვაიდა უსულოა არ მოვნათლოთ?! ამით ხომ ღმერთთან მისასვლელ ყველანაირ გზას ვუკეტავთ?!
რა საოცარი ფენომენია ისე...
რას ნიშნავს რომ ადამიანი აზროვნებს, ცნობიერება გააჩნია და არ ვიცით მას სული აქვს თუ არა...?
ჩვენ ან ყველას გვაქვს სული ან არც ერთს. სულ ერთია ხელოვნური განაყოფიერებით არის ადამიანი დააბადებული, ბუნებრივი შობადობით თუ მოლეკულებით ხელოვნურად კონსტრიურებული, სახის კანის ერთი უჯრედის გენეტიკური კოდის მიხედვით.
თუ სული არის ადამიანის აზროვნების და ცნობიერების პირველწყარო, მაშინ ვერ იარსებებს მოაზროვნე ბავშვი, რომელსაც ცნობიერება ექნება და სული არა. თუ ადამიანის აზროვნება და ცნობიერება მხოლოდ ტვინია, მაშინ საერთოდ რას ვერჩით ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვს? ისედაც ყველანი უსულოები ვყოფილვართ...
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 17 2010, 01:02 AM
ხელოვნურ განაყოფიერებაზე ნაკლებ სადაო არც ღეროვანი უჯრედებსი თემაა..გული მიგრძნობს ამასაც დიდი ამბავი მოჰყვება..
სულ ციტა ხნის წინ, კბილის პულპის უჯრედებიდან შექმნეს ყბის ძვალი, რომელიც ქვედა ყბის ძვლის დექტის აღსადგენად გამოიყენეს.. ამიტ იმის თქმა მინდა რომ ღეროვანი უჯრედების თემა ნელ-ნელა ლაბორატორიიდან კლინიკაში გადადის.. მოგეხსენებათ საქართველოშიც არსებობს უკვე ღეროვანი უჯრედების კრიო ბანკი, სადაც შეგიძლია ემბრიონული ღეროვანი უჯრედები შეინახო და საჭიროების შემთხვევაში სათანადოდ გამოიყენო..
ნებისმიერი იმპლანტანტს რომ აუტოლოგური ქსოვილი ჯობია, დარწმუნებული ვარ ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ თუ ამ უჯრედებისგან ყველა ორგანოს გამოყვანა იქნება შესაძლებელი, მოიმატებს სიცოცხლის ხანგრძლივობა, რადგან ბევრი დაავადების დამარცხება და განკურნება იქნება შესაძლებელი..
იქნებ ესეც უფლის საქმეში ჩარევაა? :უნსურე:
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 17 2010, 01:05 AM
S a l l y
ციტატა
ნებისმიერი იმპლანტანტს რომ აუტოლოგური ქსოვილი ჯობია, დარწმუნებული ვარ ეჭვი არავის ეპარება
არადა, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ტრანსპლანტაცია უფრო ჰგავს ცოდვას თავისი ბუნებით ვიდრე აუტოლოგიური ორგანო.
P.S. ღვთის საქმეში ჩარევის ფენომენს ვერ ჩავწვდი და იქნებ კონკრეტულად განმარტოთ...
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 17 2010, 01:12 AM
ციტატა( გიორგი @ Jan 17 2010, 12:01 AM)
S a l l y
რა საოცარი ფენომენია ისე...
რას ნიშნავს რომ ადამიანი აზროვნებს, ცნობიერება გააჩნია და არ ვიცით მას სული აქვს თუ არა...?
ჩვენ ან ყველას გვაქვს სული ან არც ერთს. სულ ერთია ხელოვნური განაყოფიერებით არის ადამიანი დააბადებული, ბუნებრივი შობადობით თუ მოლეკულებით ხელოვნურად კონსტრიურებული სახის კანი ერთი უჯრედის გენეტიკური კოდის მიხედვით.
თუ სული არის ადამიანის აზროვნების და ცნობიერების პირველწყარო, მაშინ ვერ იარსებებს მოაზროვნე ბავშვი, რომელსაც ცნობიერება ექნება და სული არა. თუ ადამიანის აზროვნება და ცნობიერება მხოლოდ ტვინია, მაშინ საერთოდ რას ვერჩით ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვს? ისედაც ყველანი უსულოები ვყოფილვართ...
საქმე ისაა რომ, რელიგია ემპირიულ დასკვნებს სულაც არ ეფუძნება , განსხვავებით მედიცინისგან..ამიტომ ასეთ შეუსაბამობა ხშირი იქნება.. გარდა ამისა ის რაც დღეს ვიცით მეცნიერული კვლევების დასკვნით, შეიძლება მომავალში ძირფესვიანად შეიცვალოს.. ასე რომ აქ რწმენის საკითხთან მივდივართ მაინც..
კიდევ ერთი რამ.. დღეს დღეობით საშვილოსნო ერთადერთი ორგანოა, რომლის გადანერვაც ვერ ხერხდება.. თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებიდან გამოდინარე, გასაკვირი არ იქნება ხვლ რომ შეძლონ,მაგრამ მე როგორც ვიცი დღემდე ვერ ხერხდება..
აქამდე მხოლოდ ეს მაფიქრებინებს რომ იქნებ და უფალს მართლა არ უნდა რომ სიცოცხლის გამრავლებაზე კონტროლი მოგაპოვებინოს?! სიცოცხლის გახაგრძლივებაზე კი არა, გამრავლებაზე..(!)
ურთულესი საკითხია..
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 17 2010, 01:22 AM
S a l l y
ციტატა
იქნება ხვალ რომ შეძლონ
შეძლებენ და არა მარტო საშვილოსნოს გადანერგვას, არამედ საშვილოსნოს შექმნასაც. This is ultimate future of mankind.
თმის ღერიდანაც კი იქნება შესაძლებელი ადამიანის რეკონსტრუქცია.
ციტატა
აქამდე მხოლოდ ეს მაფიქრებინებს რომ იქნებ და უფალს მართლა არ უნდა რომ სიცოცხლის გამრავლებაზე კონტროლი მოგაპოვებინოს?! სიცოცხლის გახაგრძლივებაზე კი არა, გამრავლებაზე..(!)
და უკვე რომ მოგაპოვებინა?
მარტო ხელოვნურ საშვილოსნოშია საქმე?
ერთის მხრივ არსებობს ჩასახვის საწინააღმრდეგო უამრავი საშუალება, დაწყებული მექანიკურით და დამთავრებული ქიმიურით. ე.ი. "მინუს" მიმართულებით შობადობას 100%-ით გააკონტროლებ. რაც შეეხება "პლიუს" მიმართულებას აქ 100%-იანი კონტროლი ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგივე ხელოვნური განაყოფიერება, ან თუნდაც უბრალოდ მკურნალობა, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად ცვლის გამრავლების მაჩვენებლებს უკვე კონტროლია.
ციტატა
საქმე ისაა რომ, რელიგია ემპირიულ დასკვნებს სულაც არ ეფუძნება
და მერე რა?
ცნობიერების მატარებელი უსულო ბავშვის იდეა (ხელოვნური განაყოფიერების მიზეზით?!) არის ტოტალური აბსურდი და ვიღაც ფუნდამენტალისტების თითიდან გამოწოვილი იდეა.
აბა, მითხარი ან წმინდა წერილში, ან სჯულის კანონში ან საერთოდ სადმე თუ არის ლაპარაკი უსულო ადამიანის არსებობის შესაძლებლობაზე და მითუმეტეს იმის არ მონათვლაზე...
პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jan 17 2010, 01:31 AM
S a l l y
ციტატა
რომელიღაცამ დაწერა, საშინელებაა ხელოვური გზით გაჩენილი ბავშვის ნათლობაო..თუ ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ასეთ ბავშვს სული აქვს თუ არა( დავუშვათ რომ აქვს), და არ ვნათლავთ უარეს ხომ არ ჩავდივართ? იქნებ ბავშვი ღვთის სიყვარულით იზრდება, ტაძარში დადის.. და იმის გამო რომ არ ვიცით ვაიდა უსულოა არ მოვნათლოთ?! ამით ხომ ღმერთთან მისასვლელ ყველანაირ გზას ვუკეტავთ?!
რა თქმა უნდა აქვს სული
გიორგიციტატა
არამც თუ უფლება აქვს, ეს ბარბაროსობაზეც კი მეტია... ადამიანი (ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული) რომ მივიდეს სასულიერო პირთან და მომნათლეო რომ უთხრას, ქრისტეანი მინდა ვიყოო და ამაზე სასულიერმა პირმა უარი რომ უთხრას, მომაკვდინებელ ცოდვას აიღებს საკუთარ თავზე - ადამიანისთვის ქრისტეს ეკლესიის გზის ჩაკეტვას.
გეთანხმები
ვფიქრობ, ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით ჩვეულებრივი ბავშვები იბადებიან.
რა თქმა უნდა გარკვეული ბიოეთიკური პრობლემები არსებობს, თუნდაც ზედმეტი ემბრიონების პრობლემა, ასევე ის, რომ ბევრი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება ადრეულ პერიოდში, ანუ ჯერ კიდევ სინჯარაში დაიღუპოს, ამიტომ თითოეული ადამიანი იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას დათანხმდება თუ არა ამ მეთოდს.
ნუ ვიქნებით კატეგორიულები, უშვილობა მძიმე ჯვარია.
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 17 2010, 01:45 PM
გიორგი
ციტატა
არახელოვნური გზით მკურნალობა არ არსებობს
ციტატა
მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა.
ციტატა
მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის, მაგრამ ორივე ხელოვნური.
ციტატა
მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა)
ციტატა
შენი ლოგიკის პრობლემაც ამაშია... აბსოლუტურად ყველა მკურნალობა არის ხელოვნური
შენი პოსტის უდიდესი ნაწილი რატომღაც ამ ტერმინს უკავია, რომელიც თავის მხრივ მოცემულ სიტუაციაში არაარსსებითია. თუ გგონია რომ მაგით რამეში შემედავე ან მაგხელა პოსტი იმას ნიშნავს რომ საკითხი კარგად გესმის და მიზნობრივად საუბრობ ძალიან ცდები. ეს არის მარტივი მარტივი მაგალითის თითზე დახვევა რომელიც მიმართული შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ადამიანის მიმართ რომელიც ყოველგვარ ხელოვნურ ქმედებას გმობს. თუ ბუნების და ცხოველების ზემოქმედებას ხელოვნურად არ ჩავთვლით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ადამიანი რომელიც კარგ ჰაერს სუნთქავს ან ცხენით მგზავრობს, ბუნებრივად მკურნალობს.
ეხლა კი იმ თემას მივუბრუნდები, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია და შენი ლოგიკის ჯაჭვში ერთი წინადადება უკავია.
ციტატა
ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება, უფლის ნებითვე ხდება მისი მკურნალობაც.
ისე ნება და დაშვება მე სხვანაირად მესმის. თუ ვიტყვით რომ ყველაფერი რაც ქვეყანაზე ხდება უფლის ნებაა გამოდის რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი ნება რაც ქრისტიანი ადამიანის უმთავრესი განსაზღვრებაა. უფლის ნება იყო სამყაროს შექმნა, სოდომის და გომორის დაქცევა ( ბუნებას არ გააჩნია თავისუფალი ნება ), ებრაელების ტყვეობიდან დახსნა...ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება მივაწეროთ უფლის ნებას მაგრამ ყოველივე დანარჩენი არის უფლის დაშვება, ეხლა რო მე პოსტს ვწერ, უფეხო რო ყავარჯნით დადის ქუჩაში და ა.შ. ღმერთის ნებასა და დაშვებას შორის იქ გადის ზღვარი სადაც ადამიანს შუძლია ცვლილების შეტანა. ადამიანის ჩასახვა კი უმნიშვნელოვანესი ქმედებაა, რადგან ქრისტიანულ რელიგიაში იგი მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც ქვეყანაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არსების ჩასახვა/არ ჩასახვა არის უფლის ნება, მაგრამ აბორტი, ადამის და ევას დაცემა, გაჩენილი ადამიანის ქმედება საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის უფლის დაშვება.
ნუ გვავიწყდება რომ ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამასთანავე ადამიანების რაოდენობრივი დიფერნციაცია, 3 ადამიანის სიცოცხლე უპირატესია ერთისაზე, არ ჯდება მართლმადიდებლურ რელიგიაში, მითუმეტეს პირიქით.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 17 2010, 02:47 PM
gurulo
ციტატა
შენი პოსტის უდიდესი ნაწილი რატომღაც ამ ტერმინს უკავია, რომელიც თავის მხრივ მოცემულ სიტუაციაში არაარსსებითია.
ციტატა
თუ გგონია რომ მაგით რამეში შემედავე ან მაგხელა პოსტი იმას ნიშნავს რომ საკითხი კარგად გესმის და მიზნობრივად საუბრობ ძალიან ცდები.
შეიძლება არა არსებითად ვსაუბრობ, შეიძლება არც საკითხი მესმის კარგად (არც მედიცინის სფეროდან ვარ და არც თეოლოგიის), შეიძლება არამიზნობრივადაც ვსაუბრობ და შეიძლება ვერც შეგედავე შენი თვალთახედვით, მაგრამ ვთვლი, რომ ხელოვნური განაყოფიერება არ არის ქრისტეანობის საწინააღმრდეგო.
ციტატა
ეს არის მარტივი მაგალითის თითზე დახვევა რომელიც მიმართული შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ადამიანის მიმართ რომელიც ყოველგვარ ხელოვნურ ქმედებას გმობს.
არავითარ შემთხვევაში.
ჩემი ლოგიკა ასეთია:
1. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა დავგმოთ (თუ ხელოვნურობაშია საქმე)
2. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა მივიღოთ (თუ ხელოვნურობა პრობლემა არაა)
3. ხოლო,
თუკი ზოგი რამ ხელოვნური მისაღებია და ზოგი რამ კი დასაგმობი, (ანუ ხელოვნურობის საკითხს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს) მაშინ ძალიან კონკრეტული არგუმენტები უნდა დაიწეროს თუ რატომ არის ხელოვნური განაყოფიერება დასაგმობი, მაგრამ სხვა რაღაც ხელოვნური პროცესი კი მისაღები. ეს კონკრეტული არგუმენტი კი უნდა იყოს ცალსახად განსაზღვრული თეოლოგიური მომენტი და არა ზოგადი ლაპარაკი, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია, ეს ღვთის საქმეში ჩარევაა და ა.შ. სამწუხაროდ ასეთ არგუმენტებს ვერ მივიღებ. ვერ მივიღებ, რადგან არც იმას საზღვრავ რას ნიშნავს
ღვთის საქმეში ჩარევა , (მაგ. რატომ არის რომ რეპროდუქციაზე მკურნალობა არაა და განაყოფიერება კი არის) ვერ ვხვდები რას გულისხმობ იმაში რომ ადამიანი მნიშვნელოვანია და საერთოდ ვერსად
ვერ ვხედავ ერთიან და ცალსახა პრინციპს თუ რატომ არის არაქრისტეანული ხელოვნური განაყოფიერება ანუ რაშია პრობლემა: 1. მეთოდის და ინსტრუმენტების ხელოვნურობაში? მაშინ მართლა არ მესმის, უბრალოდ არ მესმის, მკურნალობა რატომაა მისაღები ხელოვნურობა/ბუნებრიობის გადმოსახედიდან და განაყოფიერება კი არა.
თუ ხელოვნურობა/ბუნებრიობის საკითხი არაა არსებითი, მაშინ: 2. ადამიანის/სიცოცხლის დაბადებასთან რომ გვაქვს საქმე ეს არის პრობლემა? თუ ესაა პრობლემა, მაშინ
შობადობისთვის/რეპროდუქციისთვის მკურნალობაც (და არა სხვა რაიმესი!) იგივე გამოდის, რადგან ისიც შობადობას და ადამიანის/სიცოცხლის დაბადებაში ჩარევა გამოდის. არ იმკურნალებ - არავინ დაიბადება, იმკურნალებ - დაიბადება.
თუ არც სიცოცხლის/დაბადების საკითხების გადაწყვეტაა მაშინ რა არის პრობლემა? ციტატა
ისე ნება და დაშვება მე სხვანაირად მესმის. თუ ვიტყვით რომ ყველაფერი რაც ქვეყანაზე ხდება უფლის ნებაა გამოდის რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი ნება რაც ქრისტიანი ადამიანის უმთავრესი განსაზღვრებაა. უფლის ნება იყო სოდომის და გომორის დაქცევა, ებრაელების ტყვეობიდან დახსნა...ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება მივაწეროთ უფლის ნებას მაგრამ ყოველივე დანარჩენი არის უფლის დაშვება
ვიცი რაც არის ღვთის ნება და ღვთის დაშვება. განსხვავებაც ვიცი. ღვთის ნებაც და ღვთის დაშვებაც ყველა ქრისტეანს ერთნაირად უნდა ესმოდეს. მეც შენსავით მესმის, მაგრამ გააქვს რაიმე სერიოზული არგუმენტი, რომ მაგ. საშვილოსნოს მკურნალობა ღვთის ნებაა, ხოლო აი, ხელოვნური განაყოფიერება კი ღვთის დაშვება? თუ ორივე ღვთის დაშვებაა? თუ ორივე ღვთის დაშვებაა, მაშინ რა განსხვავებაა?
შეგიძლია არგუმენტირებულად გამცე პასუხი თუ რატომ არ არის ღვთის ნება ხელოვნური განაყოფიერების გამოგონება და რეალიზაცია? რატომ თვლი რომ ეს უბრალოდ ღვთის დაშვებაა? თუ ისევ ხელოვნურობას და ადამიანის დაბადებასთან კავშირზე დაიწყებ აპელირებას ასე ჩიხში შევალთ, რადგან სხვა სახის ხელოვნურ პროცესებს და ადამიანის დაბადებასთან უშუალოდ კავშირში მყოფ რეპროდუქციაზე მკურნალობას მისაღებად მიიჩნევ, ეს კი ერთის მხრივ ხელოვნური პროცესიც არის და მეორეს მხრივ კი მასზეა დამოკიდებული ახალი ადამიანის შექმნა.
ციტატა
ჩასახვა კი უმნიშვნელოვანესი ქმედებაა, რადგან ქრისტიანულ რელიგიაში იგი მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც ქვეყანაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არსების ჩასახვა/არ ჩასახვა არის უფლის ნება
გავიგე რომ უფლის ნებაა.
ახლა მაინტერესებს, როგორ მივაღწიოთ სინერგიას ანუ ისეთ ცხოვრებას, როდესაც ყველაფერში უფლის ნების განხორციელება გვინდა?
აი, ქალს აქვს კონკრეტული პრობლემა და ვერ ორსულდება. თუ ადამიანი არ ჩაერია ამ პროცესში (მატერიალურად) ვერც ვერასოდეს დაორსულდება. რა უნდა ქნას? მხოლოდ ილოცოს, რომ ღვთის ნება განხორციელდეს და იქნებ მაინც დაორსულდეს როგორმე, სასწაულით? თუ წავიდეს და იმკურნალოს? იქნებ უმარტივესი მკურნალობაც იოლად შველის...
არის მკურნალობა ღვთის ნებასთან (და არა დაშვებასთან) თანხვედრაში? იქნებ ღვთის ნება სწორედ ისაა რომ შვილი არ უნდა მიეცეს? ანდა პირიქით, იქნებ მკურნალობის შემდეგ დაორსულებაა ღვთის ნება? საიდან დგინდება რა არის ღვთის ნება?
განვიხილოთ იდენტური ხელოვნური განაყოფიერებისთვისაც. არის ხელოვნური განაყოფიერება ღვთის ნება? იქნებ სწორედ ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ დაორსულებაა ღვთის ნება (და არა დაშვება) საიდან დგინდება ღვთის ნება?
ციტატა
გაჩენილი ადამიანის ქმედება საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის უფლის დაშვება.
კარგი.
გასაგებია.
გაჩენილი ადამიანის ქმედება საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის ღვთის დაშვება, ხომ?
და ამაზე რას იტყვი:
რა არის გაჩენილი ადამიანის ქმედება შთამომავლობის შექმნის მიზნით? თუნდაც მკურნალობის დონეზე, ოღონდ ისეთი მკურნალობის დროს, როდესაც სხვა მხრივ ჯანმრთელია და არაფერს გაუმჯობესება არ სჭირდება, უბრალოდ ცდილობს რომ შთამომავლობა გაუჩნდეს... ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს ხომ ჩვეულებრივი მკურნალობა არაა ჯანმრთელობისთვის, ეს არის მკურნალობა ადამიანის დაბადებისთვის? მისაღებია ეს?
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 17 2010, 06:56 PM
ციტატა(athos @ Jan 16 2010, 11:04 PM)
lingvo
ამ საკითხს სხვა კუთხით რომ შევხედოთ?
ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უკვე ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ამ გზით ბევრი ბავშვი იბადება
1. რამდენად სრულყოფილია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ადამიანი?
2. აქვს თუ არა მღვდელს უფლება უარი თქვას ასეთი გზით დაბადებული ბავშვის მონათვლაზე?
ყველა დაბადებული ადამიანი უნდა მოინათლოს. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა.
ციტატა(gurulo @ Jan 16 2010, 11:05 PM)
lingvo
ცოტა რთული ტერმინია, არახელოვნური გზა გასაგებია რაც არის მარა მკურნალობად ვინ რას მიიჩნევს ეგ მეორე. არ ვიცი მაგრამ დღევანდელი მეცნიერება ისე განვითარდა რომ შეიძლება რაიმე ქიმიური ზემოქმედებით ადამიანს ,,შეაყვაროს" რომელიმე სუბიექტი ან ობიექტი..ან მკურნალობად ჩათვალოს ის რომ ჰომოსექსუალი თავის სხეულში ვერ გრძნობს თავს კარგად და სქესი შეუცვალოს...
მე ვიგულისხმე ის ხელოვნური ჩარევები რომელიც გიორგიმ ახსენა - ანტიბიოტიკები, ხელოვნური ფეხი, გლანდების ოპერაცია და ა.შ.
სქესის შეცვლის ოპერაციები და სხვა ამდაგვარი გავმიჯნოთ ჩვეულებრივი მკურნალობისგან. ანტიბიოტიკებით და და სხვა პრეპარატებით, ასევე სხვადასხვა ოპერაციები, რაც დაავადებული ადამიანის გასაჯანსაღებლად გამოიყენება რათქმაუნდა მისაღებია.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 17 2010, 07:33 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 17 2010, 02:47 PM)
და ამაზე რას იტყვი: რა არის გაჩენილი ადამიანის ქმედება შთამომავლობის შექმნის მიზნით? თუნდაც მკურნალობის დონეზე, ოღონდ ისეთი მკურნალობის დროს, როდესაც სხვა მხრივ ჯანმრთელია და არაფერს გაუმჯობესება არ სჭირდება, უბრალოდ ცდილობს რომ შთამომავლობა გაუჩნდეს... ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს ხომ ჩვეულებრივი მკურნალობა არაა ჯანმრთელობისთვის, ეს არის მკურნალობა ადამიანის დაბადებისთვის? მისაღებია ეს?
გიორგიამაზე მე ვეცდები გიპასუხო. შენ ამბობ, რომ ხელოვნური ან ყველაფერი მისაღები უნდა იყოს ან არაფერი. მე კი ეს მგონია უკიდურესობად. და აი რატომ: ვფიქრობ, რომ
მკურნალობა მისაღებია.
ხელოვნური განაყოფიერება არა.თუ მკურნალობის შედეგად ბავშვი ბუნებრივი გზით ჩაისახა, ეს ღვთის ნებაა. და აქაა სინერგია ჩემი აზრით.
თუ ხელოვნური განაყოფირებით დაიბადა ბავშვი ეს უკვე ჩვენი ნებაა და ამიტომაა მიუღებელი ჩემთვის.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 17 2010, 07:45 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 17 2010, 12:42 AM)
lingvo
თუ ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა მაშინ ერთი სერიოზული არგუმენტიც კი რატომ ვერ მოვისმინე?
თუ ღმერთის გავლენა არაა ფეხის მოტეხვა და ღმერთი მხოლოდ უნაყოფობის საკითხში ერევა ხოლმე?
გიორგიჩემთვის ყველაზე დიდი არგუმენტია ღვთის ნების მორჩილება. ეს დავწერე ზემოთ, და სხვა არგუმენტის მოყვანას რა აზრი აქვს როცა ეს ყველაზე დიდი არგუმენტია? მივყვეთ ლოგიკურ მსჯელობას ამ არგუმენტის დასამტკიცებლად.
რა არის მედიცინის არსი? ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა. ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ჩვენი მოვალეობაცაა, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს სხეულს, რომელიც სულთან ერთად მისგან მოგვეცა და ღვთის ტაძარია. ამიტომ სამედიცინო მეცნიერება, რომელიც ღვთის მადლით ეხმარება ადამიანს ფიზიკურ განკურნებაში მისთვის სათნოა.
20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნეში ვხედავთ არნახულ ტექნოლოგიურ პროგრესს. ადამიანს შეუძლია თავისი ნებით ხელოვნური განაყოფიერების გზით გამრავლდეს. აი აქაა პრობლემა ჩემი აზრით.
ეკლესია ლოცულობს ოჯახის შვილიერებისთვის. თუ მაინც არ მოგეცა შვილი მაშინ უნდა მიმართო ამ მეთოდს? გამოდის რომ ყოვლის შემძლე ღმერთს რომ ვთხოვთ შვილს და არ გვეძლევა, შემდეგ ბოლო იმედი ხელოვნური განაყოფიერებაა?! მორწმუნე ადამიანისთვის მემგონი ეს მიუღებელი უნდა იყოს.
და კიდევ ერთი. რელიგიის მიზანია ადამიანის სულის ცხოვნება. ადამიანის ჯანმრთელობას ამ კუთხით აქვს მნიშვნელობა. შეიძლება მკურნალობის შედეგად გახანგრძლივებული სიცოცხლე ადამიანმა სინანულში და სათნო ცხოვრებაში გაატაროს და ცხოვნდეს.
შვილიერებას კი არ აქვს პიროვნების ცხოვნებისთვის მნიშვნელობა. მემგონი მისარები არგუმენტია.
თემას ნუ განვიხილავტ სხვადასხვა კონტექსტში, არამედ მხოლოდ მართლმადიდებლური სწავლების ფარგლებში, თორემ აზრი არ ექნება მსჯელობას.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 17 2010, 08:42 PM
lingvo
ციტატა
შენ ამბობ, რომ ხელოვნური ან ყველაფერი მისაღები უნდა იყოს ან არაფერი
რატომ არ კითხულობ ყურადღებით ჩემს პოსტებს? ასე ხომ ჩაციკლული რუტინისაკენ წავალთ? გარკვევით მეწერა მესამე პუნქტიც, სადაც კონკრეტულ არგუმენტაციას ვითხოვდი, მაგრამ ამაოდ:
ციტატა
1. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა დავგმოთ (თუ ხელოვნურობაშია საქმე)
2. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა მივიღოთ (თუ ხელოვნურობა პრობლემა არაა)
3. ხოლო, თუკი ზოგი რამ ხელოვნური მისაღებია და ზოგი რამ კი დასაგმობი, (ანუ ხელოვნურობის საკითხს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს) მაშინ ძალიან კონკრეტული არგუმენტები უნდა დაიწეროს თუ რატომ არის ხელოვნური განაყოფიერება დასაგმობი, მაგრამ სხვა რაღაც ხელოვნური პროცესი კი მისაღები. ეს კონკრეტული არგუმენტი კი უნდა იყოს ცალსახად განსაზღვრული თეოლოგიური მომენტი და არა ზოგადი ლაპარაკი, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია, ეს ღვთის საქმეში ჩარევაა და ა.შ.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 17 2010, 08:57 PM
lingvo
ციტატა
ეკლესია ლოცულობს ოჯახის შვილიერებისთვის. თუ მაინც არ მოგეცა შვილი მაშინ უნდა მიმართო ამ მეთოდს?
არასწორი კუთხით მიგყავს ლაპარაკი. ამაზეც უკვე წინასწარ მეწერა ზემოთ პასუხი. რატომ არ წაიკითხე?
გარკვევით განვმარტე რომ რეპროდუქციაზე მკურნალობა პირდაპირკავშირშია ბავშვის დაბადებასთან.
კონტრკითხვა შენ:
ეკლესია ლოცულობს ოჯახის შვილიერებისთვის. თუ მაინც არ მოგეცა შვილი მაშინ უნდა მიმართო თუ არა მკურნალობას, (ხელოვნურ განაყოფიერებაზე არა მაქვს ლაპარაკი...) რომელიც აღადგენს რეპროდუქციის უნარს? სიტყვაზე, ბლოკირებულია ფალოპის მილები...ძალიან გთხოვთ, ხელოვნური განაყოფიერების საწინააღმრდეგოდ ნუ მოიშველიებთ ღვთის ნების მინდობას, რადგან ერთის მხრივ არ ვიცით რა არის ღვთის ნება, მეორეს მხრივ კი მაგ ლოგიკით ნებისმიერი მკურნალობა რეპროდუქციისათვის (ჯანმრთელობაზე არა მაქვს ლაპარაკი) და გამრავლების უნარის მიღწევისათვის ღვთის ნების საწინააღმრდეგო გამოდის.
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 17 2010, 09:27 PM
როგორ გამოდის ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლა ხელოვნური განაყოფიერება, მაინც არ მესმის.. უფლის ხელში არაა სულის მიცემა - არ მიცემა?
ესეიგი შეიძლება არსებობდნენ სუსულო ადამიანებიც? ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულებს არა აქვთ სული?
ვერ ცხონდებიან?
არის ამაზე რამე საეკლესიო მოსაზრება?
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 17 2010, 09:34 PM
kato_Bato
ციტატა
ესე იგი შეიძლება არსებობდნენ უსულო ადამიანებიც? ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულებს არა აქვთ სული?
ვერ ცხონდებიან?
არის ამაზე რამე საეკლესიო მოსაზრება?
ეკლესიოლოგიური სწავლებით უსულო ადამიანი არ არსებობს. "უსულო ადამიანის ფენომენი" არის აბსურდი. მეტი არაფერი...
არადა ახლა წარმოიდგინე ადამიანური კუთხით... წყვილს არ უჩნდება ბავშვი, როგორ დანაღვლიანებული იქნებიან, სიყვარულიც თითქოს არასრულყოფილი იქნება, გაფერმკრთალებული და ამ დროს რა ლამაზად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და მართლა არ მესმის ამაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი....
პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 17 2010, 09:41 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 17 2010, 09:34 PM)
kato_Bato
ეკლესიოლოგიური სწავლებით უსულო ადამიანი არ არსებობს.
კლონირებულს თუ ექნება სული (ეკლესიურად) საინტერესოა, რომელსაც არც დედა სჭირდება და არც მამა?
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 17 2010, 09:46 PM
გიორგი
ციტატა
ეკლესიოლოგიური სწავლებით უსულო ადამიანი არ არსებობს. "უსულო ადამიანის ფენომენი" არის აბსურდი. მეტი არაფერი...
არადა ახლა წარმოიდგინე ადამიანური კუთხით... წყვილს არ უჩნდება ბავშვი, როგორ დანაღვლიანებული იქნებიან, სიყვარულიც თითქოს არასრულყოფილი იქნება, გაფერმკრთალებული და ამ დროს რა ლამაზად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და მართლა არ მესმის ამაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი....
ჰოდა რაღაც ძალიან დიდი სიცარიელის და წინააღმდეგობის შეგრძნება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.
შეიძლება ერთნი ამბობენ, რახან არ მისცა, არ დაუშვა ღმეთმაო, მაგრამ ეგრეც ხომ არ არის, ყველაფერს ხომ არ ჩაგაგონებს და მიგითითებს უფალი, ზოგი რამ შენით უნდა ქნა, როგორც "დამსახურებულმა" თავისუფალი ნების მქონე ადამიანმა.
ან რომელი ვართ მასეთი ზეაზროვნების, ყველაფერში და ყველგან ღვთის ნებას და მინიშნებას ვკითხულობდეთ?
საით მიმყავს ახლა, ყოველდღე ხომ არ არის ორგანიზმის მზაობა, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, გასანაყოფიერებლად?
მე როგორც ვიცი, ეს არის მხოლოდ 12 საათი თვეში, როცა კვერცხუჯრედი არისსაამისოდ მომწიფებული.
ვაიდა არ დაემთხვა რომელიმე წყვილის სქესობბრივი კავშირი ამ 12 საათს ან მის ირგვლივ 72 საათს(ამდენ ხანს არისო სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდი).
ეგ ღვთის ნებაა?
ღმერთმა არ ჩააგონა?
ეს ამბავი, ღვთის ჩაგონებით ხდება ოჯახში?
ისიც იკრძალება, გამოკვლევებით რომ დგინდება, როდისაა კვერცხუჯრედი გასანაყოფიერებლად მწიფე?
და მაინტერესებს კლონის საკითხი კიდევ...
sableციტატა
კლონირებულს თუ ექნება სული (ეკლესიურად) საინტერესოა, რომელსაც არც დედა სჭირდება და არც მამა?
+1
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 17 2010, 10:12 PM
გიორგი
მკურნალობა დასაშვებია, მაგრამ არა ხელოვნური განაყოფიერება. ამაში არ მეთანხმები?
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 17 2010, 10:23 PM
sable
ციტატა
კლონირებულს თუ ექნება სული (ეკლესიურად) საინტერესოა, რომელსაც არც დედა სჭირდება და არც მამა?
კლონირებულსაც ექნება სული. უსულო ადამიანი არ არსებობს.
lingvoციტატა
მკურნალობა დასაშვებია, მაგრამ არა ხელოვნური განაყოფიერება. ამაში არ მეთანხმები?
არა.
ორივე დასაშვებია.
P.S. სხვებსაც მოვუსმინოთ...
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 17 2010, 10:47 PM
გიორგი
კარგი, მოუსმინოთ მეგობრებს და მერე განვაგრძოთ მსჯელობა. ისე კონკრეტული თეოლოგიური არგუმენტი შენთვის არაა საკუთარი ნების დაპირისპირება ღვთის ნებასთან?
ღვთის ნება არაა ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები, კლონირებული ადამიანი, არც ხელოვნური განაყოფიერება. ეს უკვე ზედმეტი კადნიერებაა ადამიანის და მეცნიურეული პროგრესით აპელირება.
უწმიდესმა ბრძანა ერთ-ერთ ქადაგებაში, კაცობრიობამ ტექნოლოგიურ პროგრესს მიაღწია, მაგრამ სულიერად კი დაეცაო. მემგონი ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია.
ფალოპის მილების გამტარობის აღდგენა კი, ჩვეულაბრივი მკურნალობაა და დასაშვებია. ამის გარჩევა ხელ. განაყოფიერებისგან მარტივია.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 18 2010, 01:57 PM
მე მგონია, ხელოვნური განაყოფიერება რომ ხდებოდეს ისე, რომ არცერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ხელოვნურად მოკვდინება (ანუ ფაქტიურად საშვილოსნოს გარეშე აბორტი) არ იყოს საჭირო. მაგ, ცდილობნდენ მაქს 2 ცალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღებას და ორივეს განაყოფიერების შემთხვევაში, ორივე საშვილოსნოში ხვდებოდეს, იქ ამორალური და უზნეო არაფერი იქნებოდა. ასეთი რამის ხელოვნურად კონტროლი, შესაძლებელი უნდა იყოს, უბრალოდ გაცილებით უფრო შრომატევადია, ვიდრე ერთბაშად მრავალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღება და იქიდან გადარჩევა. ამდენად, მგონია რომ სინჯარაშიც განაყოფიერდება თუ არა კვერცხუჯრედი, ეგეც ღვთის ნებაა და ხშირად ვერც საშვილოსნოში ახერხებს სამწუხაროდ განვითარებას (აბორტს არ ვგულისხმობ, ბუნებრივად რაც ვერ ნარჩუნდება იმას) ესეც ღვთის ნებაა. აი ჩვენი ნებაა და ღვთის დაშვება, სინჯარაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან ამორჩევა და დანარჩენის მოკვდინება, რაც ჩემი აზრით აბორტთან გათანაბრებული ცოდვაა. თავად ხელოვნური განაყოფიერება, ფაქტი ცოდვად არ მიმაჩნია.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 18 2010, 02:03 PM
k@the
ციტატა(k@the @ Jan 18 2010, 01:57 PM)
მე მგონია, ხელოვნური განაყოფიერება რომ ხდებოდეს ისე, რომ არცერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ხელოვნურად მოკვდინება (ანუ ფაქტიურად საშვილოსნოს გარეშე აბორტი) არ იყოს საჭირო. მაგ, ცდილობნდენ მაქს 2 ცალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღებას და ორივეს განაყოფიერების შემთხვევაში, ორივე საშვილოსნოში ხვდებოდეს, იქ ამორალური და უზნეო არაფერი იქნებოდა. ასეთი რამის ხელოვნურად კონტროლი, შესაძლებელი უნდა იყოს, უბრალოდ გაცილებით უფრო შრომატევადია, ვიდრე ერთბაშად მრავალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღება და იქიდან გადარჩევა. ამდენად, მგონია რომ სინჯარაშიც განაყოფიერდება თუ არა კვერცხუჯრედი, ეგეც ღვთის ნებაა და ხშირად ვერც საშვილოსნოში ახერხებს სამწუხაროდ განვითარებას (აბორტს არ ვგულისხმობ, ბუნებრივად რაც ვერ ნარჩუნდება იმას) ესეც ღვთის ნებაა. აი ჩვენი ნებაა და ღვთის დაშვება, სინჯარაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან ამორჩევა და დანარჩენის მოკვდინება, რაც ჩემი აზრით აბორტთან გათანაბრებული ცოდვაა. თავად ხელოვნური განაყოფიერება, ფაქტი ცოდვად არ მიმაჩნია.
+1 არა რა ამ 57-ე სკოლელებს რაღაც საოცარი თანდაყოლილი ნიჭიერება და აზროვნება გვახასიათებს...
lingvo ციტატა
ისე კონკრეტული თეოლოგიური არგუმენტი შენთვის არაა საკუთარი ნების დაპირისპირება ღვთის ნებასთან?
ამას ვერ ვხედავ.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 18 2010, 02:45 PM
k@the
გასაგებია შენი აზრი ქეთი. საბოლოოდ ადამიანის გადასაწყვეტია ვის მიაჩნია დასაშვებად და ვის დაუშვებლად.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 18 2010, 02:57 PM
საქართველოში სინჯარაში ჩასახული 500 ბავშვი ცხოვრობს
"სახელმწიფო აპირებს ჩვენი დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს," - აცხადებს ჟორდანიას სახ. ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ხომასურიძე და დასძენს, რომ ჩვენი დემოგრაფიული სიტუაციის მქონე ქვეყანაში უშვილობის სამკურნალო დაწესებულების ფუნქციონირების შეწყვეტა, რომელიც დღეში უშვილო ოჯახებისთვის ორ ახალ სიცოცხლეს ქმნის, დაუშვებელია: "ალბათ, პარადოქსების ქვეყანა ვართ, სადაც ყველაფერი შესაძლებელია."
გასულ კვირას თსუ-ში მედიკოსთა პირველი ქართულ-შვეიცარული სამეცნიერო კონფერენცია თემით "ადამიანის რეპროდუქტოლოგიის თანამედროვე საკითხები და პრენატალური მედიცინა" გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს და შვეიცარიის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კლინიკის სპეციალისტები მოხსენებებით გამოვიდნენ. საქართველოში რეპროდუქციულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოხსენებით ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი არჩილ ხომასურიძე გამოვიდა.
როგორც ხომასურიძე ამბობს, კონფერენციას საინფორმაციო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათი ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოში რეპროდუქციის სფეროში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კიდევ ბევრი სამუშაოა. საქართველოში სინჯარაში ჩასახული 500 ბავშვი ცხოვრობს. ეს საკმაოდ ბევრია. მათ შორის ყველაზე უფროსი უკვე 8 წლისაა. 20 წლის განმავლობაში საქართველოში აბორტების რაოდენობა 300 ათასიდან 15 ათასამდე დავიდა. არც ესაა ცუდი მაჩვენებელი. მართალია, ამის საპასუხოდ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რეპროდუქციული აქტივობა, ანუ მშობიარობის რაოდენობა, შემცირდა. 1987 წელს მშობიარობის რაოდენობა 100 ათასი იყო, ახლა 50 ათასია, ანუ ორჯერ ნაკლები. მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია, რომ აბორტების რიცხვიც 20-ჯერ შემცირდა. სპეციალური კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ კონტრაცეპციის მოხმარების სიხშირემ ქვეყანაში 50%-ს, ხოლო თბილისში 65%-ს მიაღწია. ანუ, თბილისში მცხოვრები ქალების 65% კონტრაცეპტივებით სარგებლობს. 1987 წელს კონტრაცეპტივების მოხმარების მაჩვენებელი 0% იყო. მაშინ მხოლოდ აბორტს მიმართავდნენ.
არჩილ ხომასურიძე აღნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს მიმართავენ მაშინ, როდესაც ქალებს უშვილობის მკურნალობის არცერთი მეთოდი არ შველით. ეს ტექნიკურად ძალიან ფაქიზი და რთული პროცესია. კვერცხუჯრედი, რომელიც მიკრონების დონეზეა, მიკროსკოპის ქვეშ უნდა მონახო, დაიჭირო, არ დააზიანო და გადაიტანო "პეტრის ფინჯანში". შემდეგ სპერმატოზოიდით უნდა გაანაყოფიერო. ეს თითქოს შედარებით ადვილია, მაგრამ სპერმატოზოიდები ყოველთვის ვარგისნი არ არიან. ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გამო, საღი სპერმატოზოიდის პოვნაც ძნელია.
რა თქმა უნდა, საამისოდ დონორების სპერმა და სპეციალური ბანკიც არსებობს, მაგრამ ზოგი დონორის სპერმაზე უარს ამბობს და პარტნიორის, ან ქმრის სპერმით უნდა ხელოვნური განაყოფიერება. მათი სპერმა კი ხშირ შემთხვევაში არ ვარგა. შემდეგ უკვე ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება ჭირს. ქალი, რომელიც 15 წელი უშვილოა, მისი საშვილოსნო ატროფიულია და მას თავისი ფუნქცია დავიწყებული აქვს. ასეთ მდგომარეობაში ნაყოფი მის კედელზე უნდა მიამაგრო. შემდეგ შეიძლება ჰიპერსტიმულაცია მოხდეს და ორგანიზმმა განდევნოს ნაყოფი. ამიტომ, ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობა რომ გაიზარდოს, რამოდენიმე კვერცხუჯრედს ანაყოფიერებდნენ. ახლა ამ მეთოდს აღარ მიმართავენ, რადგან ზოგჯერ ტყუპები ჩნდებიან და არა ორი, არამედ სამიც და ოთხიც. ოთხი ტყუპი სამ შემთხვევაში გაჩნდა. დედები კი ვერ ინახავენ ამდენ ბავშვს.
ხელოვნური განაყოფიერება 25%-დან 40%-მდე ამართლებს. ერთი მცდელობა, გარანტიის გარეშე, პაციენტს 3 ათასი დოლარი უჯდება. ეს მსოფლიოში ყველაზე იაფია. ეფექტურობის გარანტია კი 40%-მდეა, ანუ ორი ქალიდან ერთი შეიძლება დაორსულდეს. ამ შემთხვევაშიც საფრთხე იქმნება, იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმმა ორსულობა ბოლომდე უნდა მიიტანოს. საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი 25%-მდე ჩამოდის. დანარჩენში ორსულობა წყდება. ასევეა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, ახლა მათ რიგებს უნგრეთიც დაემატა, ხელოვნური განაყოფიერების სამი მცდელობის საფასურს სახელმწიფო იხდის. ჟორდანიას ინსტიტუტში დღეში ორი ბავშვის ჩასახვა ხორციელდება. 18 წლის მანძილზე სახელმწიფოსგან არაფერი არ მიუღიათ. ახლა იმდენად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რომ დეპოპულაცია, ანუ ერის გადაგვარება ხდება. ამ დროს უშვილობის მკურნალ საავადმყოფოს ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. არჩილ ხომასურიძის თქმით, საქმე ისაა, რომ სახელმწიფო აპირებს დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ მათი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს.
უშვილობისას ქალებში ძალიან პრობლემატურია ანოვულაცია, ანუ კვერცხუჯრედის მომწიფება. ეს ძირითადად ენდოკრინული ტიპის უშვილობაა, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია. საქართველოში ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს, იმიტომ რომ ჩვენს ქალებში ძალიან გავრცელებულია პოლიკისტოზი. ამ დაავადების მაჩვენებელი ჩვენთან სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. ამის მიზეზი არავინ იცის და ეს ანოვულაციაში, უშვილობაში და ჭარბთმიანობაში მჟღავნდება. მისი მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ, გამომწვევი მიზეზები არავინ იცის. დროულად თუ ჩაერევით, 90% განიკურნება და ორსულობაც შედგება.
არანაკლები პრობლემების წინაშე დგანან ქართველი მამაკაცები. ქალებს სპეციალური სამსახური და ექიმები ემსახურებიან. მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქცია სრულიად მიუხედავია. მთელს ქვეყანაში ანდროლოგიური განყოფილება, ანუ მამაკაცებისთვის სპეციალური განყოფილება მარტო ჟორდანიას ინსტიტუტშია. მსოფლიოშიც ასეა, სპეციალური ანდროლოგიური საავადმყოფოები ან კონსულტაციები არაა. ევროპაშიც ასეთი დაწესებულება თითო-ოროლაა. ასე რომ, მამაკაცები, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, ძალიან დაჩაგრულები არიან.
სპერმატოგენეზის დარღვევისა და იმპოტენციის მიზეზი ძირითადად ეკოლოგია, ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაა. ყველაზე ცუდ გავლენას დაბინძურებული ეკოლოგია ახდენს. სპერმაზე ძალიან ცუდად მოქმედებენ ანტიბიოტიკები. მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რომელ ჯგუფს განეკუთვნებიან. ყველა ერთნაირად აზიანებს სპერმატოზოიდებს. ასევე მნიშვნელოვან და ცუდ გავლენას ახდენს სიმსუქნე. ეს მამაკაცებისთვის საშინელი დაავადებაა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ბაქტერიების ეპოქა დამთავრდა და ახლა ვირუსების სირთულის წინაშე ვდგავართ. ვირუსზე არავითარი ანტიბიოტიკი და არც სხვა რამ არ მოქმედებს. ვირუსთა შორის განსაკუთრებით საშიშია პაპილომის ვირუსი, რომელიც ინფიცირებული ქალების 70%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. ჰერპესის ვირუსით მოსახლეობის 99%-ია ინფიცირებული, ხოლო ციტომეგალოვირუსიც დაახლოებით ამავე მასშტაბებს მოიცავს. ის ქალებში ორსულობას წყვეტს. დანარჩენი ვირუსები სხვებთან შედარებით ნაკლებად საშიშია.
ნინო ფრანგიშვილი
წყარო: http://www.medportal.ge/pg2.php?Id=1650&act=newsarch&catId=130&act2=full
2008.02.12
ვიმსჯელოთ ამ სტატიაზე.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 18 2010, 09:41 PM
lingvo
ციტატა
ვიმსჯელოთ ამ სტატიაზე.
სამწუხაროა, რომ ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამგვარი დემოგრაფიული პრობლემების მიუხედავად ძალიან მცირედი ყურადღება ექცევა ხელოვნური განაყოფიერების ამაღლების დონეს.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 18 2010, 11:07 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 18 2010, 09:41 PM)
lingvo
სამწუხაროა, რომ ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამგვარი დემოგრაფიული პრობლემების მიუხედავად ძალიან მცირედი ყურადღება ექცევა ხელოვნური განაყოფიერების ამაღლების დონეს.
პირიქით, მე მიხარია რომ არ პოვა ამ მეთოდმა გავრცელება. ეს მეთოდი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის ესეც კიდევ ერთი არგუმენტი შენთვის.
ეს ტექნიკურად ძალიან ფაქიზი და რთული პროცესია. კვერცხუჯრედი, რომელიც მიკრონების დონეზეა, მიკროსკოპის ქვეშ უნდა მონახო, დაიჭირო, არ დააზიანო და გადაიტანო "პეტრის ფინჯანში". შემდეგ სპერმატოზოიდით უნდა გაანაყოფიერო. ეს თითქოს შედარებით ადვილია, მაგრამ სპერმატოზოიდები ყოველთვის ვარგისნი არ არიან. ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გამო, საღი სპერმატოზოიდის პოვნაც ძნელია.
რა თქმა უნდა, საამისოდ დონორების სპერმა და სპეციალური ბანკიც არსებობს, მაგრამ ზოგი დონორის სპერმაზე უარს ამბობს და პარტნიორის, ან ქმრის სპერმით უნდა ხელოვნური განაყოფიერება. მათი სპერმა კი ხშირ შემთხვევაში არ ვარგა. შემდეგ უკვე ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება ჭირს. ქალი, რომელიც 15 წელი უშვილოა, მისი საშვილოსნო ატროფიულია და მას თავისი ფუნქცია დავიწყებული აქვს. ასეთ მდგომარეობაში ნაყოფი მის კედელზე უნდა მიამაგრო. შემდეგ შეიძლება ჰიპერსტიმულაცია მოხდეს და ორგანიზმმა განდევნოს ნაყოფი. ამიტომ, ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობა რომ გაიზარდოს, რამოდენიმე კვერცხუჯრედს ანაყოფიერებდნენ. ახლა ამ მეთოდს აღარ მიმართავენ, რადგან ზოგჯერ ტყუპები ჩნდებიან და არა ორი, არამედ სამიც და ოთხიც. ოთხი ტყუპი სამ შემთხვევაში გაჩნდა. დედები კი ვერ ინახავენ ამდენ ბავშვს.
ხელოვნური განაყოფიერება 25%-დან 40%-მდე ამართლებს. ერთი მცდელობა, გარანტიის გარეშე, პაციენტს 3 ათასი დოლარი უჯდება. ეს მსოფლიოში ყველაზე იაფია. ეფექტურობის გარანტია კი 40%-მდეა, ანუ ორი ქალიდან ერთი შეიძლება დაორსულდეს. ამ შემთხვევაშიც საფრთხე იქმნება, იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმმა ორსულობა ბოლომდე უნდა მიიტანოს. საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი 25%-მდე ჩამოდის. დანარჩენში ორსულობა წყდება. ასევეა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 19 2010, 10:43 AM
lingvo
ციტატა
პირიქით, მე მიხარია რომ არ პოვა ამ მეთოდმა გავრცელება.
აქ სასიხარულო არაფერია. ერთის მხრივ ეს უარყოფითად აისახება ჩვენს დემოგრაფიაზე, მეორეს მხრივ კი გარკვეული რაოდენობის უშვილო ოჯახებს დაანგრევს. ბევრი საკმაოდ შეყვარებული წყვილი აბსოლუტურად უჩხუბრად და უკონფლიქტოდ დაშორებია ერთმანეთს უშვილობის მიზეზით. (თუმცა, თავის მხრივ, არც ეს არის სწორი, მაგრამ ფაქტია...)
ციტატა
ეს მეთოდი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის ესეც კიდევ ერთი არგუმენტი შენთვის.
კიდევ ერთი არგუმენტიო? აქამდე ხომ უამრავი არგუმენტი დაიწერა...
არ ვიცი, ამაზე სამედიცინო სფეროში გარკვეული ადამიანები უკეთესად დაწერენ, ისე ნებისმიერი ოპერაცია/მკურნალობა შეიცავს რისკებს/უკუჩვენებებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა არა მასზე უარის თქმა, არამედ მეთოდების დახვეწა და გარანტიების ალბათობის ამაღლება.
ციტატა
ეს ტექნიკურად ძალიან ფაქიზი და რთული პროცესია.
ციტატა
ხელოვნური განაყოფიერება 25%-დან 40%-მდე ამართლებს.
მერე?
ჩემი აზრით ისე უნდა დაიხვეწოს ეს პროცესი რომ 80-90% იყოს გარანტია.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 19 2010, 06:59 PM
გიორგი
მოკლედ გიორგი ვერაფერში შევთანხმდით. შენ მომხრე ხარ ამ მეთოდის და მე წინააღმდეგი. სამედიცინო სფეროში გარკვეული ადამიანი ვარ და როგორ დაგიწერო უკეთ, რაც აქ მოგიყვანე არგუმენტები (პროცენტულადაც) რამხელა რისკთანაა დაკავშირებული ეს ჩარევა, მაგრამ შენ ადარებ ნებისმიერ ოპერაციას რომელიც რისკთანაა დაკავშირებული და ასე საერთოდ ცხოვრება რისკთანაა დაკავშირებული და მივდივართ აბსურდამდე და უაზრო დისკუსიამდე. ერთი სიტყვით რაც დაიწერა ვისაც უნდა დაიჯერებს და ვისაც არ უნდა არა
მამა ანდრიას პასუხიც მოვიძიე: http://church.ge/index.php?showtopic=4860
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 19 2010, 09:42 PM
lingvo
ციტატა
მამა ანდრიას პასუხიც მოვიძიე
ეს პასუხი ოდნავ სხვაგვარია. საქმე ეხება ჩანასახის მკვლელობას. ამის მომხრე არც მე ვარ, რადგან ის (ჩანასახი) სრული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია - მაშასადამე ადამიანიც.
ის იდეაც გაუგებარია ჩემთვის თუ რას ნიშნავს ის რომ ჩანასახს მოგვიანებით ეძლევა სული. ესიც თითქმის აბსურდია. ამაზე უფრო ლოგიკური ისაა, რომ საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს სული. ეს ყველაფერი მიწერია ზემოთ.
ანუ მკვლელობა - არა. მე პრინციპული წინააღმრდეგი ვარ მკვლელობის, მაგრამ თუ მოხერხდება ხელოვნური განაყოფიერება მკვლელობის გარეშე, შემცირდება შედეგიანობის რისკები და ა.შ.
თვითონ ხელოვნური განაყოფიერება დასაშვებია.ციტატა
რამხელა რისკთანაა დაკავშირებული ეს ჩარევა
რამხელაც არ უნდა იყოს ეს რისკი...
საჭიროა მეთოდების დახვეწა და შედეგიანობის ამაღლება. ვინც რისკავს ის საკუთარ თავზე იღებს ამ ყველაფერს და მას აქვს უფლება საკუთარი სიცოცხლითაც აგოს პასუხი თუ ასე ძალიან უნდა შვილი და ამდენად უღირს რისკი.
P.S. დიპლოიდური უჯრედის (ზიგოტას) განადგურება ძალიან ძალიან ცუდია... ამას ბევრი ათეისტიც კი ეწინააღმრდეგება და ძალიან ხანგრძლივი დისკუსიის საგანია.
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 15 2010, 10:11 PM
იცით რა მაინტერესებს? ნებისმიერი ქორურგი და მიკროქირურგი იყენებს ადამიანის გვამებს, უკეთ რომ შეისწავლონ ადამიანის ანატომია.
ერთის მხრივ, კარგია ეს მეთოდი, ანატომიის უკეთ შესასწავლად, მაგრამ მეორე მხრივ ცოდო არ არის ის ადამიანი, ესე რომ აწვალებენ,მერე რა რომ გარდაცვლილია.
საინტერესოა ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხზე (თუ იცით, რა თქმა უნდა)
იმედია მიმიხვდით, რა ვიბოდიალე
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 15 2010, 10:32 PM
ა ნ უ კ ა
ის ადამიანი ნაკლებად არის ცოდო, ვის გვამსაც იყენებენ ანატომიის, პათანატომიის თუ ტოპანატომიის შესასწავლად.
ცოდვას სჩადის (და შესაბამისად ცოდოა) ადამიანი, ვინც იყენებს ადამიანის გვამს ამ მიზნისთვის.
გამოსავალი : მეტნაკლებად სრულყოფილი მულაჟები (თუმც, ისინი ვერანაირად შეცვლიან სრულფასოვნად ნატურალურ სხეულს)
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 15 2010, 11:27 PM
ა ნ უ კ ა
ციტატა
ერთის მხრივ, კარგია ეს მეთოდი, ანატომიის უკეთ შესასწავლად, მაგრამ მეორე მხრივ ცოდო არ არის ის ადამიანი, ესე რომ აწვალებენ,მერე რა რომ გარდაცვლილია
ზრუნვა და მოფრთხილება ჩემი აზრით სხეულში მოთავსებულ სულს უფრო უნდა. უსულო სხეულზე ზემოქმედება არამგონი ცოდვა იყოს, თუმცა არც სასიამვნოა. ინკვიზიცია ხომ არ არის...
გიორგიlingvoხელოვნური ჩასახვა ორი კუთხით უნდა განვიხილოთ, პირველი სულიერი და მეორე მეცნიერული მხრივ, რომელიც დემოგრაფიასაც იტევს.
უპირველეს ყოვლისა სულიერი მხარე განვიხილოთ: ვინაიდან უშვილობას ან ერთი მშობლის ან ორივეს ერთად პათოლოგია განაპირობებს, ჩდება კითხვა, ხომ არ არის ეს ფაქტი ღვთის მინიშნება, ან უარესი -სასჯელი? პასუხიც იქვეა... თუ უფლის ნების გარეშე არაფერი არ ხდება და თმის ღერიც არ ვარდება ძირს, ხომ არ არის უფლის ნების წინააღმდეგ წასვლა ეს ხელოვნური ჩარევა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია-კი.
მეორე ვერსიით: მიუხედავად იმისა რომ ეკლესია არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას და არც არსად თქმულა ამის შესახებ, მეცნიერება ყოველთვის სწორ გზას ვერ ირჩევს თავის კვლევებში. მახსენდება მაიმუნის და ადამიანის შეჯვარების მცდელობა გასული საუკუნის 40-47-იან წლებში. რაც შემდეგაკრძალეს. საბჭოთა მეცნიერი კი ევროპაში გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ვინაიდან ადამიანი უფალმა მის ხატად შექმნა და უბოძა მას დედამიწის (სამყაროსაც?) მეუფება, აქედან ცხადია რომ უსაზღვროა ადამიანის გონი და შესაძლებლობა, მან ხელოვნურად რობოტიც შეექმნა და ახლა ხორციელ შექმნასაც ცდილობს დაეუფლოს. შემქმნელი ხომ არ უტოლებს ამით უფალს თავს და შესაქმეს ხომ არ ანხორციელებს? მე მგონი კი. უფლის საქმეში ჩარევა კაცობრიობას სიკეთეს ვერ მოუტანს. ამპარტავნებით კი დაჯილდოვდება. ამპარტავნება არ არის იმის იმედი რომ დავხვეწავთ და რისკი შემცირდებაო?
ეს ყველაფერი ათეისტური მსოფხედველობისათვის არ არის განკუთვნილი და ტყუილად ნუ ჩაერევა ათეისტი.
ათეისტს რომ კითხო მეცნიერების გამვითარებით თვით ღმერთის შექმნაც შეიძლება (უფალო შემინდე მარხვაში მსუბუქი ცინიზმი)... რაც შეეხება დემოგრაფიულ მაჩვენებლებს ხელოვნურად ჩასახული ბავშვების ხარჯზე ღიმილისმომგვრელია... მაგას ის ჯობს უკვე შექმნილებს გაუფრთხილდეთ და საზარბაზნეთ ნუ გავიმეტებთ ხალხს. (არსებობს ამის ფაქტები და არა მარტო ჩვენთან)ან აურაცხელი აბორტები რომ კეთდება იმაზე გავახილოთ თვალი.
ხელოვნური ჩასახვა ხალხის საკეთილდღეოდ კი არა უგვარტომო უნივერსალური ადამიანის შესაქმნელად არის შემოტანილი. მაგის დახვეწა და მეუღლის ფენომენიც გაქრება, და გეტყვიან აი ბრილიანტივით სპერმაო, რასაც ვერ გაუწევ წინააღმდეგობას მანამდე მაგის განკარგულებაც გამოვა ტან სამშობლოს საჭიროებისათვისო გეტყვიან...
ბევრი შეიძლება ამაზე ისაუბრო, მაგრამ ღმერთთან გატოლების სურვილი ლუციფერის შემდეგ ადამიანსაც თუ გაუჩდებოდა არ მეგონა... კიდევ იტყვით რა....
ჩამორჩენილი
, მაგრამ მაინც სწორი
აბო.
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 16 2010, 12:37 AM
ციტატა(abo @ Feb 15 2010, 11:27 PM)
უსულო სხეულზე ზემოქმედება არამგონი ცოდვა იყოს, თუმცა არც სასიამვნოა.
ამაში კატეგორიულად ვერ გეთანხმებით.
გავიხსენოთ, რომ ერთ-ერთი სათნოება, სწორედ, მიცვალებულთა დაფლვაა.
ასევე, არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა მიცვალებულის გაპატიოსნება.
რაღაც არ მგონია, ღმერთმა სათნოებად შეგვირაცხოს ცხედრის ჯიჯგვნა, თუნდაც კეთილი მიზნებისთვის.
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 16 2010, 02:11 AM
terra
ციტატა
ამაში კატეგორიულად ვერ გეთანხმებით.
გავიხსენოთ, რომ ერთ-ერთი სათნოება, სწორედ, მიცვალებულთა დაფლვაა.
ასევე, არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა მიცვალებულის გაპატიოსნება.
რაღაც არ მგონია, ღმერთმა სათნოებად შეგვირაცხოს ცხედრის ჯიჯგვნა, თუნდაც კეთილი მიზნებისთვის.
ვერ შეგეწინააღმდეგები, მეც მაგ აზრის ვარ, მაგრამ იქვე მახსენდენა უფლის სიტყვები: თქვენ მე წამომყევით, მიცვალებულს მიცვალებულები მიხედავენო. მოციქულებმა უდროობა რომ მოიმიზეზეს.
უსულო სხეული ფაქტია გაპატიოსნებას მოითხოვს და დაკრძალვას, მაგრამ ეს ყველაფერი მე მგონი სულის საპატივცემულოდ კეთდება, თუ არა მიწა ხარ და მიწად იქეციო უფალი გვეუბნება. ე.ი. სხეული უკვალოდ ქრება. მაგრამ სათნოებას მაინც ვერ გაურბივარ.ისე სათნოებაა პატიმრის მონახულება და ავადმყოფის მოვლა, მაგრამ თუ ვერ მოვახერხეთ ცოდვაში არ გვეთვლება ალბათ. არა არა მაინც შენ ხარ სწორი.
აბო.
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 16 2010, 02:33 AM
ციტატა(terra @ Feb 16 2010, 12:37 AM)
ამაში კატეგორიულად ვერ გეთანხმებით.
გავიხსენოთ, რომ ერთ-ერთი სათნოება, სწორედ, მიცვალებულთა დაფლვაა.
ასევე, არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა მიცვალებულის გაპატიოსნება.
რაღაც არ მგონია, ღმერთმა სათნოებად შეგვირაცხოს ცხედრის ჯიჯგვნა, თუნდაც კეთილი მიზნებისთვის.
აი მეც ესე ვფიქრობ და იმიტომაც ვიკითხე
ერთ გადაცემაში ვუსმენდი, მიკროქირურგი ამბობდა: არტერიაში წითელ მელანს ვასხამთ, ვენაში-ლურჯსო და პრაქტიკანტები მუშაობენო
aboციტატა
ზრუნვა და მოფრთხილება ჩემი აზრით სხეულში მოთავსებულ სულს უფრო უნდა
მართალი ხართ აბო ძია. მითუმეტეს ჩემი პროფესია გვამების ძიძგვნას ეხება
მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი ჩემი გულის პატრონი ამას თუ გაუძლებს
მე მგონი, მეც გვამად ვიქცევი
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 16 2010, 11:35 AM
abo
აბო სრულიად გეთანხმები ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რაც დაწერე. მაგრამ მიუღებლად მიმაჩნია მიცვალებულის სხეულის სწავლების მიზნით გამოყენება. მით უმეტეს, როცა მეორედ მოსვლის ჟამს ეს სხეული სულთან ერთად აღდგება. არამგონია მიცვალებულის სხეულზე ნასწავლი ტოპოგრაფიული ანატომია სწორი გზა იყოს. არსებობს უამრავი ატლასი და რაც შეეხება ქირურგიას, ვისაც ქირურგობა სურს ის ოპერაციებს ესწრება და ასისტენტობასაც უწევს ქირურგს. ასე ხდებიან ქირურგები
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 16 2010, 12:40 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Feb 16 2010, 02:33 AM)
მითუმეტეს ჩემი პროფესია გვამების ძიძგვნას ეხება
ნორჩი აიბოლიტი ხარ?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 16 2010, 04:31 PM
ციტატა(terra @ Feb 16 2010, 12:40 PM)
ნორჩი აიბოლიტი ხარ?
არა
ექსპერტიზა-დიაგნოსტიკა დავამთავრე
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 16 2010, 05:38 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Feb 16 2010, 04:31 PM)
არა
ექსპერტიზა-დიაგნოსტიკა დავამთავრე
რა ძალა გედგა. კარგი მოწყალების და დადგებოდა შენგან
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 24 2010, 12:57 AM
terra
ციტატა
რა ძალა გედგა. კარგი მოწყალების და დადგებოდა შენგან
ისევ დამცინის
ნუ მიწვევთქო გაფრთხილებ
ეხლა რა მაინტერესებს .... ამ დღეებში გავიდა სიუჟეტი ტვ-ში, ინცესტით დაბადებული ბავშვის შესახებ
ამ შემთხვევისგან ჩასახული ბავშვის აბორტით მოშორება არ შეიძლება? (უგულო კითხვა დავსვი, მაგრამ მაინტერესებს პასუხი
)
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Jun 24 2010, 01:24 AM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jun 24 2010, 01:57 AM)
terraისევ დამცინის
ნუ მიწვევთქო გაფრთხილებ
ეხლა რა მაინტერესებს .... ამ დღეებში გავიდა სიუჟეტი ტვ-ში, ინცესტით დაბადებული ბავშვის შესახებ
ამ შემთხვევისგან ჩასახული ბავშვის აბორტით მოშორება არ შეიძლება? (უგულო კითხვა დავსვი, მაგრამ მაინტერესებს პასუხი
)
სული აქვს ეგეთ ბავშვსაც
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 29 2010, 12:23 PM
საინტერესო სტატიაა რუსულ მართლმადიდებლურ საიტზე ხელოვნური განაყოფიერების შესახებ:
http://www.pravmir.ru
http://www.pravmir.ru/ekstrakorp/
http://www.pravmir.ru/ekstrakorp/
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 29 2010, 03:37 PM
http://www.pravmir.ru
http://www.pravmir.ru/glava-sinodalnogo-otdela-po-cerkovnoj-blagotvoritelnosti-schitaet-texnologiyu-eko-beschelovechnoj/
http://www.pravmir.ru/glava-sinodalnogo-otdela-po-cerkovnoj-blagotvoritelnosti-schitaet-texnologiyu-eko-beschelovechnoj/
http://www.bogoslov.ru/text/881322.html
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 4 2010, 11:29 AM
თუ დაგაინტერესებთ ვიმსჯელოთ ხელოვნური განაყოფიერების თემის შესახებ. ამ საკითხის შესახებ საუბარია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციაში. კერძოთ კი ნათქვამია, რომ საშვილოსნოს გარეთ მომხდარი ხელოვნური განაყოფიერების (ექსტრაკორპორული) ყველა მეთოდი მიუღებელად უნდა ჩაითვალოს. მხოლოდ ერთ მეთოდს თვლიან დასაშვებად საშვილოსნოსშიდა (ინტრაკორპორულ) განყოფიერებას. როდესაც მამის გენეტიკური მასალა შეყავთ დედის საშვილოსნოში.
სხვა მეთოდები კი აწყდება სულიერ, ეთიკურ-ზნეობრივ, სამართლებრივ პრობლემებს. კარგი იქნება ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა, დასკვნების გმაოტანა და მცდელობა კანონმდებლობაში ასახვისა.
აი რიგი პრობლემებისა, რომლებიც წარმოიშვება ექსტრაკორპორული ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ:
1. პრობლემა ექიმის მიერ "არ ავნო" პრინციპის დაცვისა
ექიმმა წინასწარ იცის იმ დიდი რისკის შესახებ, რომელიც მოსალოდნელია და მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის თანხმობა სახეზეა, მაინც მასზეა მორალურ-ზნეობრივი პასუხისმგებლობა. ირღვევა პრინციპი "არ ავნო".
2. უარყოფითი შედეგები დედის ჯანმრთელობაზე
ამ მეთოდის გმაოყენებისას იზრდება რისკი ორსულობის ვადამდე შეწყეტისა. მოსალოდნელი მრავალნაყოფიანი ორსულობა. მიღებული ემბრიონების ნაწილის მოკვდინება (მკვლელობა), რომელსაც მიმართავენ გენეტიკური ანომალიების გამოვლინების შემთხვევაში ან მიზეზით.
3. ურაყოფითი შედეგები ბავშვის ჯანმრთელობაზე
მკვეთრად იზრდება განვიტარების ანომალიების სიხშირე. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემების მიხედვით კურდღლის ტუჩის ანომალიით დაბადებულ ბავშვთა სიხშირე 2,4 ჯერ უფრო მეტია ამ მეთოდის გამოყენებისას.
4. კრიოკონსერვაციის შედეგად დაღუპული ემბრიონები
კრიოკონსერვაციის ტექნოლოგიის გმაოყენებისა გმაო იღუპება ემბრიონების 20%, ამასთან გაურთულებელი და ვადამდე მიტანილი ორსულობების სიხშირე 28% (დიდი ბრიტანეთის კლინიკა Bourn Hall).
5. სუროგატი დედობა და სხვ...
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Nov 4 2010, 03:20 PM
ციტატა(lingvo @ Nov 4 2010, 11:29 AM)
მხოლოდ ერთ მეთოდს თვლიან დასაშვებად საშვილოსნოსშიდა (ინტრაკორპორულ) განყოფიერებას. როდესაც მამის გენეტიკური მასალა შეყავთ დედის საშვილოსნოში.
და ამ მასალას, უკაცრავად და როგორ ,,მოიპოვებენ''?
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 4 2010, 04:03 PM
ციტატა
და ამ მასალას, უკაცრავად და როგორ ,,მოიპოვებენ''? fiqri.gif
არსებობს ისეთი სამედიცინო საშუალება, რომლის მეშვეობით ბუნებრივი გზით ხდება მამის გენეტიკური მასალის მიღება. არსებობს პუნქციის მეთოდით მიღებაც. (ზოგადი ანესთეზიის ქვეშ) ეს ყველაფერი აღწერილია რუსულ სტატიაში.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 4 2010, 04:14 PM
lingvo
ციტატა
საშვილოსნოსშიდა (ინტრაკორპორულ) განყოფიერებას.
და ამ დროს არ ხდება ზემოთჩამოთვლილი მოვლენები?
ემბრიონების დაღუპვა, უარყფითი შედეგები დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე და ა.შ.?
თუ რახან ეს საშვილოსნოშია და ის სინჯარაში, ამით რამე განსხვავებაა?
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 6 2010, 02:00 AM
ციტატა
და ამ დროს არ ხდება ზემოთჩამოთვლილი მოვლენები?
ემბრიონების დაღუპვა, უარყფითი შედეგები დედის და ბავშვის ჯანმრთელობაზე და ა.შ.?
თუ რახან ეს საშვილოსნოშია და ის სინჯარაში, ამით რამე განსხვავებაა?
რათქმნაუნდა. პირველ შემთხვევაში ჩასახვა საშვილოსნოში ხდება (ბუნებრივ პირობებში). მეორეში კი სინჯარაში.
პოსტის ავტორი: mimi13 თარიღი: Sep 6 2011, 11:32 PM
ძალიან მაინტერესებს, რომელიმე, ვინც ამ თემას განიხილავს, პირადად ოდესმე სჰეხებია ამ პრობლემას?
ძალიან მაინტერესებს, რომელიმე თქვენგანი პირადად ამ თემას შეხებია?
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2011, 01:12 AM
დაველოდოთ პასუხს,დაველოდოთ...
პოსტის ავტორი: ნათია4444 თარიღი: Jun 18 2012, 02:10 AM
ვაიმე ხალხნო გეყოფათ უკვე!!!! ნუ სჯით ხელოვნური განაყოფიერებით მოვლენილ ბავშვბს არავინ იცის თქვენ რა გელით!!!მე ასე მეყოლა შვილი და ზოგიერთი თქვენნაირის გამოხტომისგან გული მერევა! რა სულზე ლაპარაკობთ? ჩემს შვილს არააქვს სული და თქვენ გააქვთ??? იმის ნაცვლად რომ მხარში ამოგვიდგეთ ტკბილად მოკალათებულებმა განსჯის საგნად აქციეთ ბავშვები რომელიც მე ვთვილი რომ უფლის საჩუქარია! არავის გისურვებთ ანალოგიურს უბრალოდ გაჩერდით სულადობაზე და არასულადობაზე!!! კმარა !!! ისედაც ფსიქოლოგიურად განადგურებულები ვართ ასეთი დედები რომლებსაც ჩაგძახიან რომ დიდი ცოდვა ჩავიდინეთ! არის მოძღვართა რაოდენობა რომლებიც სრულიად თანადგომას გვიცხადებენ და მადლობა მათ! დანარჩენი მარტო მამა ღმერთმა იცის!!! გიორგი შენ დიდი მადლობა 100% ხარ!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2012, 04:58 PM
დანამდვილებით ვიცი, რომ პატრიარქისგან არის კურთხევა, უშვილო წყვილებმა გაიკეთონ ხელოვნური განაყოფიერება. ოღონდ აკრძალვაა დონორის სპერმასა და კვერცხუჯრედზე. ასევე ცოდვაა, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედების ნაწილს ანადგურებენ, რაც აბორტის ტოლფასია.
ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი პატარები ისეთივე უფლის საჩუქრებია, როგორც ბუნებრივი ჩასახვით გაჩენილები
პოსტის ავტორი: nikoloza1997 თარიღი: Aug 6 2012, 06:50 PM
კიმაგრამ დედა ვინ გამოდის
პოსტის ავტორი: სოკრატე თარიღი: Jul 12 2013, 11:08 AM
ერთი რამ მაინტერესებს..როდესაც შვილი არ გიჩნდება სექსი ცოდვა გამოდის?
რომელიც მსჯელობთ რომ ცოდვაა და რომ სხვა ემბდიონი იღუპება, არ გიფიქრიათ იმაზე რომ კი არ იღუპება იბადება ახალი სიცოხლე, ახალი ანგელოზი,
ჩემმა მეუღლემ ორი გარე ორსულობა გაიკეთა და ეხლა მხოლოდ ეს ერთი გზა გვაქვს, რა ვქნათ ბატონებო აღარ დავწვეთ ერთად? ღმერთი როდესაც გაძლევს საშუალებას არ გამოვიყენოთ? გუშინ ვკითხულობდი ადამიანი რომ იხრჩობოდეს იმ ქვეყანაში არ შეიძლება რომ გადაარჩინო, ვინაიდან ეს უფლის ნებაში ჩარევა იქნებაო...ხელოვნური ეს სახელი ქვია თორემ რითი განსხვავდება სხვა მკურნალობისაგან? არ მივიღოთ წამლები, არ ჩაჯდეს ინვალიდი ეტლში, საერთოდ არ ვიაროთ მანქანებით,თვითმფრინავით...
დაფიქრდით როდესაც იძახით სხვისი შვილი იშვილეთო-ეს ბავშვი როგორ არის გაჩენილი კანონიერად? იცი ეს? იქნებ ვიღაც მეძავს ყავს ვინმე ლოთოსგან....მე ჩემი შვილი მინდა ჩემი ცოლისგან და ამ ქვეყნად ეს ყველაზე მეტად მინდა
ციტატა
ერთი რამ მაინტერესებს..როდესაც შვილი არ გიჩნდება სექსი ცოდვა გამოდის?
რომელიც მსჯელობთ რომ ცოდვაა და რომ სხვა ემბდიონი იღუპება, არ გიფიქრიათ იმაზე რომ კი არ იღუპება იბადება ახალი სიცოხლე, ახალი ანგელოზი,
ჩემმა მეუღლემ ორი გარე ორსულობა გაიკეთა და ეხლა მხოლოდ ეს ერთი გზა გვაქვს, რა ვქნათ ბატონებო აღარ დავწვეთ ერთად? ღმერთი როდესაც გაძლევს საშუალებას არ გამოვიყენოთ? გუშინ ვკითხულობდი ადამიანი რომ იხრჩობოდეს იმ ქვეყანაში არ შეიძლება რომ გადაარჩინო, ვინაიდან ეს უფლის ნებაში ჩარევა იქნებაო...ხელოვნური ეს სახელი ქვია თორემ რითი განსხვავდება სხვა მკურნალობისაგან? არ მივიღოთ წამლები, არ ჩაჯდეს ინვალიდი ეტლში, საერთოდ არ ვიაროთ მანქანებით,თვითმფრინავით...
დაფიქრდით როდესაც იძახით სხვისი შვილი იშვილეთო-ეს ბავშვი როგორ არის გაჩენილი კანონიერად? იცი ეს? იქნებ ვიღაც მეძავს ყავს ვინმე ლოთოსგან....მე ჩემი შვილი მინდა ჩემი ცოლისგან და ამ ქვეყნად ეს ყველაზე მეტად მინდა
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 12 2013, 12:11 PM
ციტატა(სოკრატე @ Jul 12 2013, 11:08 AM)
ერთი რამ მაინტერესებს..როდესაც შვილი არ გიჩნდება სექსი ცოდვა გამოდის?
არა არ გამოდის, ბევრს არასწორად ესმის ცლო-ქმრობა. ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ოჯახს ქმნი არა იმიტომ რომ გამრავლდე არამედ იმიტომ რომ ცხონებიუს გზაზე თანამგზავრი იპოვო. ცოლქმრობის მიზანი კი არ არის გამრავლება არამედ შედეგი და გვირგვინია, არსებობს ისეთი შემთხვევები როდესაც კაცს ან ქალს თავიდანვე არ შეუძLია შვილი ყავდეს ეს იმას ნიშნავს რომ ოჯახი არ უნდა შექმნას? ეს სისულელეა და ამაზე არც კი უნდა იფიქრო.
ციტატა
რომელიც მსჯელობთ რომ ცოდვაა და რომ სხვა ემბდიონი იღუპება, არ გიფიქრიათ იმაზე რომ კი არ იღუპება იბადება ახალი სიცოხლე, ახალი ანგელოზი,
სხვა ემბრიონი თუ იღუპება და სხვა სიცოცხლეს შენ ხელოვნურად კლავ რაც თავისთავად ცოდვაა, ვინ მოგცა უფლება გადაწყვიტო ახალი სიცოცხლე ახალი ანგელოზი დაბადო (ესეც ძალიან სდაო საკითხია) ?
ციტატა
ჩემმა მეუღლემ ორი გარე ორსულობა გაიკეთა და ეხლა მხოლოდ ეს ერთი გზა გვაქვს, რა ვქნათ ბატონებო აღარ დავწვეთ ერთად? ღმერთი როდესაც გაძლევს საშუალებას არ გამოვიყენოთ?
პრიველ კითხვას რაც შეეხება ამას არავინ გიკრძალავს რელიგიის კუთხით (მართლმადიდებლობას ვგულისხმობ)
ციტატა
გუშინ ვკითხულობდი ადამიანი რომ იხრჩობოდეს იმ ქვეყანაში არ შეიძლება რომ გადაარჩინო, ვინაიდან ეს უფლის ნებაში ჩარევა იქნებაო...
ციტატა
ხელოვნური ეს სახელი ქვია თორემ რითი განსხვავდება სხვა მკურნალობისაგან?
ანუ შენ გგონია მარტო სახელი რომ ქვია ხელოვნური მაგითი განსხვავდება და მეტი არაფრით. ის რაც ზემოთ აღნიშნე სხვა ემბრიონების (სხვა სიცოცხლის) მოკვდინება არაფერია?
ციტატა
არ მივიღოთ წამლები, არ ჩაჯდეს ინვალიდი ეტლში, საერთოდ არ ვიაროთ მანქანებით,თვითმფრინავით...
ძალიან ცუდი შედარებაა რადგან ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში სხვის სიცოცხლეს არ კლავ, ეტლი და თვითმფრინავი კი ცხოვრების გაადვილებაში გეხმარება რათა მოერგო დღევანდელობის პირობებს.
ციტატა
დაფიქრდით როდესაც იძახით სხვისი შვილი იშვილეთო-ეს ბავშვი როგორ არის გაჩენილი კანონიერად? იცი ეს? იქნებ ვიღაც მეძავს ყავს ვინმე ლოთოსგან....
რა თქმა უნდა არის რისკი რომ ისეთი ადამიანი აღზრდა მოგიხდეს რომელსაც ზუსტად შეესაბამება სიტყვები " მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამს,თუ ბუნებამც არ უშველა." მაგრამ მეორე ვარიანტიც არსებობს კარგ ოჯახში დაბადებულებიც გამოსულან ლოთები და ნარკომნები, ეს ყველაფერი თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ამიტომ არის ამხელ პასუხისმგებლობის აღებას რომ ახლავს დიდი მადლი.
ციტატა
მე ჩემი შვილი მინდა ჩემი ცოლისგან და ამ ქვეყნად ეს ყველაზე მეტად მინდა
მესმის შენი რასაც ამბობ, გინდა გყავდეს საკუთარი შვილი საყვარელი მეუღლისგან, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის ნების წინააღმდეგ რომ არ იყოს მიმართული სჯობს დაელაპარაკო მოძღვარს, აუხსნა სიტუაცია რა და როგორაა აზრი კითხო და კურთხება აიღო როგორ, თუ როგორ მოიქცე.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2013, 05:11 PM
ციტატა
გუშინ ვკითხულობდი ადამიანი რომ იხრჩობოდეს იმ ქვეყანაში არ შეიძლება რომ გადაარჩინო, ვინაიდან ეს უფლის ნებაში ჩარევა იქნებაო...
სად კითხულობდი?
ისე ჩვენში დარჩეს და მოძღვცარმა რომ ცოლქმარს მისცეს კურთხევა ხელოვნური განაყოფიერებისა , მაინც ,,უარზე'' ხართ?
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 12 2013, 09:15 PM
ციტატა(A.V.M @ Jul 12 2013, 05:11 PM)
სად კითხულობდი?
ისე ჩვენში დარჩეს და მოძღვცარმა რომ ცოლქმარს მისცეს კურთხევა ხელოვნური განაყოფიერებისა , მაინც ,,უარზე'' ხართ?
ჩვენშI დარჩეს და ეს ჩემი აზრით ძალიან პირადულია, ეს ის თემა და საკითხია რაც მარტო ცოლ ქმარს ეხება. მოძღვარს აუცილებლად უნდა კითხო და მისგან რჩევა დარიგებაც მოსიმინო მაგრამ როცა ამხელა ამბას ეჭიდება ორი ადამიანი რომელმაც ღმერთმა შეაერთა თავად უნდა გადაწყვიტონ.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2013, 09:22 PM
G_saxva
სხვა რამე ვიკითხე .
ვთქვათ ცოლ-ქმარს მოძღვარმა ან ეპისკოპოსმა მისცა კურთხევა ხელოვნური განაყოფიერებისა .
მერე?
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 12 2013, 09:27 PM
ციტატა(A.V.M @ Jul 12 2013, 09:22 PM)
G_saxva
სხვა რამე ვიკითხე .
ვთქვათ ცოლ-ქმარს მოძღვარმა ან ეპისკოპოსმა მისცა კურთხევა ხელოვნური განაყოფიერებისა .
მერე?
მეც მაგასთან დაკავშირებით გაგეცი პასუხი, თავად უნდა გადაწყვიტონ თქო, აიღებენ თუ არა თავის თავზე იმ პასუხისმგებლობას რასაც ხელოვნური განაყოფიერება ქვია.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2013, 09:35 PM
G_saxva
ანუ არც მოძღვარს , არც ეპისკოპოსს არ გაესაუბრონ ამის შესახებ და არ აიღონ კურთხევა ერთი თუ მეორე ქმედების შესახებ?
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 12 2013, 09:42 PM
ციტატა(A.V.M @ Jul 12 2013, 09:35 PM)
G_saxva[/b]
ანუ არც მოძღვარს , არც ეპისკოპოსს არ გაესაუბრონ ამის შესახებ და არ აიღონ კურთხევა ერთი თუ მეორე ქმედების შესახებ?
ჩემ პოსტებს არ კითხულობ თუ იგნორს უკეთებ?
წინა რა დავწერე აი ნახე :
მოძღვარს აუცილებლად უნდა კითხო და მისგან რჩევა დარიგებაც მოსიმინო მაგრამ როცა ამხელა ამბას ეჭიდება ორი ადამიანი რომელმაც ღმერთმა შეაერთა თავად უნდა გადაწყვიტონ. იცი რა არის გურამ მე ვთვლი არსებობს იმდენად პირადული თემები რაზეც მოძღვარს მხოლოდ რცევის მოცემა შეუძLია.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2013, 09:46 PM
G_saxva
მე კი ვფიქრობ რომ ეს ის საკითხია , რომელზეც აუცილებლად უნდა ისაუბრო...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 12 2013, 09:50 PM
ციტატა(A.V.M @ Jul 12 2013, 09:46 PM)
G_saxva
მე კი ვფიქრობ რომ ეს ის საკითხია , რომელზეც აუცილებლად უნდა ისაუბრო...
საუბრაი სხვაა გურამმ მაგრამ ამ შემთხვვაში კურთხევის მოცემა ცოტა არ იყოს რთულია. შენ როგორ ფიქრობ იმის თქმა რომ ხელოვნური განაყოფიერება არ გაიკეთოთ და შვილი არ გყავდეთ მოძღვრის მიერ ცალსახად სწორი იქნბა? უბალოდ ამ შემთხვევაში ზედმიწევნით სწორედ გააზრებაში უნდა დაეხმაროს მოძღვარი იმ წყვილს რომელსაც ეს სურს და ბარემ იმასაც დავძენ მას ყველა მღვდელი ვერ შეძლებს.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2013, 10:00 PM
G_saxva
ციტატა
საუბრაი სხვაა გურამმ მაგრამ ამ შემთხვვაში კურთხევის მოცემა ცოტა არ იყოს რთულია.
რთული რომაა და ძნელი პრობლემა როა , მაგიტო უნდა ზუსტად მოძღვარი და ეპისკოპოსი...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 12 2013, 10:11 PM
A.V.M
ადამიანმა ყველას უნდა მოუსმინო მითუმეტეს სასულიერო პირს, ის უკეთ დაგანახებს პრობლემის არსს და შედეგს. ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა უნდა მოუსმინო და კარგად გაანალიზო.
თავად რას ბრძანებ?
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2013, 10:22 PM
G_saxva
ციტატა
თავად რას ბრძანებ?
ღმერთმა ნუ დამაყენოს ამ პრობლემის წინაშე თქვა...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 12 2013, 10:38 PM
ციტატა(A.V.M @ Jul 12 2013, 10:22 PM)
G_saxva
ღმერთმა ნუ დამაყენოს ამ პრობლემის წინაშე თქვა...
ეგ რა პასუხია? რას ფიქრობ გაგვანდე გურამ
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2013, 10:40 PM
G_saxva
თუ მართლა გაინტერესებს რას ვიზავდი , ეპისკოპოსს დაველაპარაკებოდი და რა კურთხევასაც მომცემდა , დავემორჩილებოდი...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 12 2013, 11:11 PM
ციტატა(A.V.M @ Jul 12 2013, 10:40 PM)
G_saxva
თუ მართლა გაინტერესებს რას ვიზავდი , ეპისკოპოსს დაველაპარაკებოდი და რა კურთხევასაც მომცემდა , დავემორჩილებოდი...
ცოტა არ იყოს რთულია გურამ, როცა შვილი არ გყავს და შესაძლებლობა არსებობს გყავდეს, სხვისი აზრის გათვალისწინება ძნელია. ღმერთმა არ ქნას მართლაც ასეთ დღეში აღვმოვჩნდე და არც არავის ვუსურვებ.
პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jul 13 2013, 01:14 AM
ციტატა(სოკრატე @ Jul 12 2013, 11:08 AM)
ეხლა მხოლოდ ეს ერთი გზა გვაქვს, რა ვქნათ ბატონებო აღარ დავწვეთ ერთად?
რავიცი მეარ ვარ წინააღმდეგი და.. http://www.Smiles.Ge
და ეს შეზღუდვა რის საფუძველზეა
ძალიან რთული საკითხია, მითუმეტეს რჩევის მიცემა ამბიონიდან ასეთ საკითხებზე ურთულესი
თავი არდაიცვა 21 შვილი გააჩინე, ამ დროს შეიძლება, ასე შეიძლება, მოკლედ.. ადამიანის შესაძლებლობების ზღვარზეა..
ციტატა(სოკრატე @ Jul 12 2013, 11:08 AM)
ჩემმა მეუღლემ ორი გარე ორსულობა გაიკეთა და ეხლა მხოლოდ ეს ერთი გზა გვაქვს, რა ვქნათ ბატონებო აღარ დავწვეთ ერთად? ღმერთი როდესაც გაძლევს საშუალებას არ გამოვიყენოთ? გუშინ ვკითხულობდი ადამიანი რომ იხრჩობოდეს იმ ქვეყანაში არ შეიძლება რომ გადაარჩინო, ვინაიდან ეს უფლის ნებაში ჩარევა იქნებაო...ხელოვნური ეს სახელი ქვია თორემ რითი განსხვავდება სხვა მკურნალობისაგან? არ მივიღოთ წამლები, არ ჩაჯდეს ინვალიდი ეტლში, საერთოდ არ ვიაროთ მანქანებით,თვითმფრინავით...
დაფიქრდით როდესაც იძახით სხვისი შვილი იშვილეთო-ეს ბავშვი როგორ არის გაჩენილი კანონიერად? იცი ეს? იქნებ ვიღაც მეძავს ყავს ვინმე ლოთოსგან....მე ჩემი შვილი მინდა ჩემი ცოლისგან და ამ ქვეყნად ეს ყველაზე მეტად მინდა
ხელოვნურ განაყოფიერებამდე , გარეორსულობის გამომწვევი პირობების მოგვარება ყველაფერი სცადეთ უკვე ასე გიწერია..? მილები შენარჩუნებულია? ანუ რიგ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემების აღკვეთა გარეორსულობის წინაპირობას არ შექმნის..
პოსტის ავტორი: სოკრატე თარიღი: Jul 17 2013, 05:01 PM
აქ ვინც განიხილავს უმრავლესობას ამ პრობლემასთან შეხება არ ქონია...ეს ძალიან რთული პროცესია...შეგიძლია გყავდეს შვილი რა მნიშვნელობა აქვს როგორ, ამ დროს მოდის ვინმე და გეუბნება ასე და ისეო და არ შეიძლებაო...ღმერთმა ნუ მიგიყვანოთ ამ მდგომარეობამდე თქვენ თორემ მერე ასე ადვილად ვეღარ ისაუბრებთ დამიჯერეთ....მიმიფურთხებია ნებისმიერი მსჯელობისათვის რომელიც რაღაც თეორიებზეა აგებული, ვისაც როგორ უნდა ისე უკეთებს განმარტებებს წმინდა წიგნებს, მაშინ როცა საქმე საქმეზე მიდგება არავის ახსენდება არაფერი...
ჩემთვის უსუსური არგუმენტია "სხვა ემბრიონი კვდებაო და რატომ კლავ და ირჩევ შენს ნებაზე რომელმა იცოცხლოს"...სპერმატოზოიდები ყველა პოტენციური ადამიანია და რა ვქნათ აღარ გვქონდეს ურთიერთობა?
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 17 2013, 05:44 PM
ციტატა(სოკრატე @ Jul 17 2013, 05:01 PM)
ჩემთვის უსუსური არგუმენტია "სხვა ემბრიონი კვდებაო და რატომ კლავ და ირჩევ შენს ნებაზე რომელმა იცოცხლოს"...
შეიძლება ეს შენთვის არის სუსტი არგუმენტი, მაგრამ ჩვენ აქ არგუმენტების მოსაყვანად არ ვსაუბრობთ, მე პიადად როგორც მიმაჩნია და მესმის ისე ვწერ. ის რომ ემბრიონი უკვე ცოცხალი ორგანიზმია და სული გააჩნია ეს ცხადია.
ციტატა
სპერმატოზოიდები ყველა პოტენციური ადამიანია
განაყოფიერებულ ემბრიონსა და სპერმატოზოიდს შორის დიდი განსხვავებაა, ის რომ ემბრიონს სული გააჩნია ეს ცნობილია და ამიტომ ეწინააღდეგება სამღვდელო პირების უმრავლესობა ხელოვნურ განაყოფიერებას. ხოლო სპერმატოზოიდს სული ნამდვილად არ გააჩნია, მისი დაღვრა კი ცოდვად მიიჩნევა ამის მაგალითი წმინდა წერილიდან ონანია რომელმაც თავისი ძმის ცოლი შეირთო და თესლს გარეთ ღვრიდა რათა შვილი არ გასჩენოდა.
ციტატა
რა ვქნათ აღარ გვქონდეს ურთიერთობა?
ეს რიტორიკული კითხვა რომელიც წინა პოსტში და ახლაც დასვი მგონი არასწორედ არის დასმული. წინაზეც გავეცი პასუხი და ახლაც ვამბობ არავინ არ გიკრძალავს ურთიერთობას საკუთარ მეუღლესთან თუ ჯვარდაწერილ კავშირში ხარ. თუ სადმე გითხრეს ან ვინმემ გითხრა ჩვენც გვითხარი ვინ მოგაწოდა ცრუ ინფორმაცია.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 17 2013, 06:14 PM
ბევრი რამაა ცოდვა, ბევრიც არასწორი, მაგრამ ხშირად ადამიანი მაინც სჩადის ამ საქციელს.
არავის ვამტყუნებ, უბრალოდ უნდა აიღო თავზე პასუხისმგებლობა ამ ცოდვის და იცხოვრო იმდენად მართლმადიდებლურად, რამდენადაც ეს შენს ძალებს შესწევს. თავის მართლება და "ეს რატომაა ცოდვა, ან ის რატომ არაა" არაფრის მომტანია. ჩვენ ვერც მწვანე შუქს აგინთებთ აქ და ვერც ვერაფერს აგიკრძალავთ, რადგან ყველა ჩვენ-ჩვენი ცოდვებით დამძიმებულები ვცხოვრობთ და მათზე მოგვიწევს პასუხისგება როცა დრო მოვა მაშინ.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2013, 07:49 PM
მშვიდად მეგობრებო...
პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jul 20 2013, 10:42 PM
ციტატა(G_saxva @ Jul 17 2013, 06:44 PM)
ეს რიტორიკული კითხვა რომელიც წინა პოსტში და ახლაც დასვი მგონი არასწორედ არის დასმული. წინაზეც გავეცი პასუხი და ახლაც ვამბობ არავინ არ გიკრძალავს ურთიერთობას საკუთარ მეუღლესთან თუ ჯვარდაწერილ კავშირში ხარ. თუ სადმე გითხრეს ან ვინმემ გითხრა ჩვენც გვითხარი ვინ მოგაწოდა ცრუ ინფორმაცია.
ამის საფუძველი წინა პოსტში როგორც მივხვდი ახსნა, რომ ნებისმიერი ურთ. შესაძლოა ემბრიონის სიკვდილით დასრულდეს და იგივე გამოდის რაც ხელოვნურიო..
ამ საკითხზე ზოგადი რჩევის მოცემა ალბათ ძნელია, პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს, საკითხზეც სუბიექტური აზრები წერია, დასკვნის გამოტანა რთულია, ჯერ ექიმმა უნდა ახსნას კონკრეტ მდგომარეობა, გამოსავლის არაარსებობა, ხელოვნური განაყოფიერების პროცესის შინაარსი, ანუ დღეს განვითარება რა ეტაპზეა, მერე ალბათ უფრო სასულიერო პირის რჩევა, ასე ვფიქრობ, ალბათ ღვთის ნების გაგება და აღსრულება თუ გვაინტერესებს -ასეც შესაძლებელია , თუარა ჩვენი ცხოვრებაა- ჩვენი გადაწყვეტილება
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 22 2013, 09:43 AM
ციტატა(sopo... @ Jul 20 2013, 10:42 PM)
ამის საფუძველი წინა პოსტში როგორც მივხვდი ახსნა, რომ ნებისმიერი ურთ. შესაძლოა ემბრიონის სიკვდილით დასრულდეს და იგივე გამოდის რაც ხელოვნურიო..
ვერ მივხვდი რა დაწერე
ნებისმიერი ურთიერთონა შეიძლება ემბრიონის სიკვდილით დასრულდესო, მაგასთან დაკავშირებით ექიმიც იძლევა რჩვეას, თუ რა დროს არ შეიძლება უფრთიერთობა რა თქმა უნდა ნაყოფის შენარჩუნება თუ გინდა. ჩარევის გარეშე თუ მოხდა მუცლის მოშლა სპეციალური წეს განგება არსებობს და ის სრულდება თუ სწორედ მახსოვს.
პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Aug 4 2013, 03:12 AM
ციტატა(G_saxva @ Jul 22 2013, 10:43 AM)
ვერ მივხვდი რა დაწერე
ნებისმიერი ურთიერთონა შეიძლება ემბრიონის სიკვდილით დასრულდესო, მაგასთან დაკავშირებით ექიმიც იძლევა რჩვეას, თუ რა დროს არ შეიძლება უფრთიერთობა რა თქმა უნდა ნაყოფის შენარჩუნება თუ გინდა. ჩარევის გარეშე თუ მოხდა მუცლის მოშლა სპეციალური წეს განგება არსებობს და ის სრულდება თუ სწორედ მახსოვს.
ხო არვიცი წესგანგების შესახებ
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 8 2014, 02:00 AM
კვლევა: სუროგატი ბავშვების განვითარება სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება
BY ეროვნული ფრონტი – POSTED ON 16:35 - 07/01/2014
POSTED IN: ახალი ამბები, პუბლიკაციები, რელიგია, საზოგადოება
17
2013 წლის ივნისში ბრიტანულმა ჟურნალმა „ბავშვის ფსიქოლოგია და ფსიქიატრია“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, „სუროგატი ბავშვები აწყდებიან დიდ სირთულეებს გარემოსთან შეგუების საკითხში, გესტაციური (ნაყოფის განვითარების პერიოდის აღმნიშვნელი სიტყვა, სამედიცინო გამოთქმა) კავშირის არარსებობა მშობლებსა და მათ ჩვილს შორის მეტად პრობლემტურია ბავშვებისთვის ვიდრე გენეტიკური კავშირის არარსებობა ჩვილსა და მშობლებს შორის“.
„შეგუების პრობლემების ნიშნები შეიძლება გამოიხატოს ქცევასთან დაკავშირებულ სირთულეებში, როგორიცაა აგრესიული ან ანტისოციალური მოქცევა ან ემოციურ სირთულეებში, როგორიცაა სიგიჟე ან დეპრესია“, ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჩაატარა კემბრიჯის უნივერსიტეტის ოჯახის კვლევის ცენტრმა. გამოკითხულ იქნა 30-მდე ოჯახი, სადაც სუროგატი ბავშვები იზრდებიან და 52 ოჯახი, სადაც ბუნებრივი გზით შეძენილი შვილები ჰყავთ.
აქვე მოვიყვანთ მაგალითს ერთ-ერთი ქართველი სუროგატი დედის ცხოვრებიდან. “მან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე დაიწყო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბავშვი, რომელიც მის მუცელში განვითარდებოდა, არ უნდა შეჰყვარებოდა: “ვიცი, რომ მერე მომგლიჯავენ და არ მინდა, გული დამწყდეს. ვთვლი, რომ ეს არის საქმე და სხვა არაფერი. შეგნებული მაქვს, რომ ჩემ მუცელში სხვისი შვილი იზრდება და მე უბრალოდ ჭურჭელი ვარ.” ამ ციტატიდან, კარგად სჩანს, რომ სუროგატი დედა ნაყოფს უგზავნის გაუცხოების და უსიყვარულობის სიგნალებს. პრაქტიკულად, ეს დამოკიდებულბა ნიშნავს, რომ ნაყოფი მთელი 9 თვის განმავლობაში იზრდება სიყვარულს მოკლებულ და სტრესულ წიაღში, რაც თავისთავად ცხადია, ნაყოფის სრულფასოვან ფსიქო-ფიზიოლგიურ განვითარებას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის.
http://erovnuli-fronti.net/1/?p=1028
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 8 2014, 03:05 AM
ციტატა(A.V.M @ Jan 8 2014, 02:00 AM)
აქვე მოვიყვანთ მაგალითს ერთ-ერთი ქართველი სუროგატი დედის ცხოვრებიდან. “მან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე დაიწყო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბავშვი, რომელიც მის მუცელში განვითარდებოდა, არ უნდა შეჰყვარებოდა: “ვიცი, რომ მერე მომგლიჯავენ და არ მინდა, გული დამწყდეს. ვთვლი, რომ ეს არის საქმე და სხვა არაფერი. შეგნებული მაქვს, რომ ჩემ მუცელში სხვისი შვილი იზრდება და მე უბრალოდ ჭურჭელი ვარ.”
იმ ქალის ნათქვამიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სუროგაციის შემთხვევაში, სუროგატ დედას უნდა ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური გამოკვლევაც და მშობლები უნდა დარწმუნდნენ რომ იმ ადამიანს ექნება სწორი დამოკიდებულება ნაყოფის მიმართ. მაგალითად ასეთი "მე ადამიანებს ვეხმარები ბედნიერები იყვნენ, ვეხმარები ყავდეთ შვილი, რომლის ყოლაც ჩემს გარეშე არ შეუძიათ"
ციტატა(A.V.M @ Jan 8 2014, 02:00 AM)
სუროგატი დედა ნაყოფს უგზავნის გაუცხოების და უსიყვარულობის სიგნალებს. პრაქტიკულად, ეს დამოკიდებულბა ნიშნავს, რომ ნაყოფი მთელი 9 თვის განმავლობაში იზრდება სიყვარულს მოკლებულ და სტრესულ წიაღში, რაც თავისთავად ცხადია, ნაყოფის სრულფასოვან ფსიქო-ფიზიოლგიურ განვითარებას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის.
გაუცხოებისა და უსიყვარულობის სიგნალი, სიყვარულს მოკლებული წიაღი... ეს ცნებები მეცნიერული და სამედიცინო ენით მგონი საკმაოდ გაურკვეველი და საკამათოა და სულაც არაა თავისთავად ცხადი რომ ეს ყველაფერი ნაყოფის სრულფასოვან ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის...
რაც შეეხება სწრესულ წიაღს, ეს უფრო გასაგებია მედიცინის ენაზე და აი ეს ნამდვილად შეუშლის ხელს ნაყოფის სრულფასოვან ჩამოყალიბებას. ცხადია, სუროგატ დედას, რომელიც ამგვარად უყურებს ყველაფერს:
ციტატა(A.V.M @ Jan 8 2014, 02:00 AM)
"ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე დაიწყო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბავშვი, რომელიც მის მუცელში განვითარდებოდა, არ უნდა შეჰყვარებოდა: “ვიცი, რომ მერე მომგლიჯავენ და არ მინდა, გული დამწყდეს"
ნამდვილად ექნებოდა სტრესული მდგომარეობა ორსულობის პერიოდში.
P.S. მე სუროგაციის მომხრე ვარ. უბრალოდ ყველაფერი სწორედ უნდა გაკეთდეს... ზემოთმოყვანილი მიზეზები სუროგაციის აკრძალვის არანაირ საფუძველს არ იძლევა. მაგ მიზეზებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვეულებრივი ორსულობაც უნდა აიკრძალოს, რადგან ბევრი დედაა ისეთი ვისი ორსულობაც სტრესის (და კიდევ უამრავი ცუდი რამის) ქვეშ მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის ნაყოფის სრულფასოვან ჩამოყალიბებას...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 8 2014, 10:47 AM
ციტატა
P.S. მე სუროგაციის მომხრე ვარ. უბრალოდ ყველაფერი სწორედ უნდა გაკეთდეს... ზემოთმოყვანილი მიზეზები სუროგაციის აკრძალვის არანაირ საფუძველს არ იძლევა. მაგ მიზეზებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვეულებრივი ორსულობაც უნდა აიკრძალოს, რადგან ბევრი დედაა ისეთი ვისი ორსულობაც სტრესის (და კიდევ უამრავი ცუდი რამის) ქვეშ მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის ნაყოფის სრულფასოვან ჩამოყალიბებას...
არ ვარ მომხრე იმიტომ, რომ ეს არის წინაპირობა ქალების დაყოფისა ქალი რომელიც ბავშვს არ გააჩენს და ქალი რომელიც ბავშვს აჩენს. დადგება ისეთი დრო როდესაც მოდელები მსახიობები ფულისა და კომფორტის მოყვარული ქალები სხვას გააჩენინებენ ბავშვს და იმ 9 თვეს უკეთ გამოიყენბენ, თან მშობიარობის ტკივილებისგან თავს დაიხსნიან. აი ეს ყოველივე ჩემთვის ამაზრზენია.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 8 2014, 11:30 AM
მე ჯერ თავს ვიკავებ ამ საკითხზე ჩემი აზრების გამოთქმისათვის .
არ ვარ კარგად გაცნობიერებული ამ საკითხში...
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 8 2014, 02:02 PM
MIRDAT
ე.ი. ბავშვი 9 თვე მუცელში ატაროს, ათასი ჰორმონალურ ცვლილებებს გაუძლოს, მშობიარობის ტკივილებს და მის დანატოვარს შედეგებს გაუმკლავდეს, პლიუს ამას საკუთარ პრობლემებს გაუმკლავდეს რამაც აიძულა სუროგატ დედობაზე დათანხმება.... და ამ ყველაფერთან ერთად გინდა რომ ის 9 თვე ბავშვი სიყვარულით ატაროს მუცელში, ეფეროს და მშვიდად იყოს?
ამდენს თუ ქალი შეძლებს, ის იმ ბავშვს არ დათმობს თავის ნებით და კანონის ძალით რომ წაართმევენ, სულ მინუმუმ ამორალურია ეგ ბავშვის გამზრდელებისგან.
ბოლო-ბოლო ის სუროგატი დედაც ადამიანია და დალხენილი ცხოვრების გამო არ მიდიან მაგ ნაბიჯზე.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2014, 02:15 PM
სუროგატი დედობა დიდ ცოდვად მიმაჩნია...
ერთ-ერთ ჟურნალში ინტერვიუ იყო ქართველ ქალთან, რომელიც სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელია და აღიარებს, რომ კოლოსალურ თანხებს შოულობს, დედამიწას უვლის გარშემო, 8 თვეს თვითმფრინავში ატარებს, მერე იმ ქვეყნებში სადაც ჩადის, ქმარზე ხელახლა ქორწინდება ადგილობრივი ტრადიციით...ანუ ეს ქალი ბედნიერებას ეძებს, მაგრამ ცოდვილი ფულით ვერ შოულობს... ბედნიერება ხომ სულშია და არა უცხო ქვეყნებში... ასე წერდა: ქმარი მეუბნება დალაგებული არ ხარო...
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2014, 02:44 PM
"ხელოვნურ განაყოფიერებას ეკლესია ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ადამიანი მინიმუმ ორი ცოდვის თანაზიარია: პირველი ჩუკენობა ანუ ონანიზმი, რომლის შესახებაც საღმრთო წერილი ბრძანებს, რომ მეჩუკენენი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო, მეორე და უმთავრესი, შვილის მკვლელობა ანუ აბორტი. ხელოვნური ჩარევის დროს, ნაყოფიერდება არა ერთი ან ორი ან სამი ბავშვი, არამედ ორმოცდაათი, სამოცი ან სულაც ასი. (ამას მეცნიერებიც ვერ უ...არყოფენ) ამდენი ბავშვის გაჩენა, რომ შეუძლებელია, ამიტომ ხდება ემბრიონების განადგურება. საღმრთო წერილის თანახმად კი, ის უკვე სულია. ეკლესია ერთი ბავშვის მოწყვეტასაც კი გმობს და აქ ერთდროულად ხდება: ოცი, სამოცდაათი, ოთხომოცი და ასე შემდეგ, სულის მოწყვეტა, ანუ აბორტი, ეს ცოდვა კი ძალზე მძიმეა, ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ ეს ცოდვა ჰეროდეს ცოდვაზე უმძმესია, რამეთუ ჰეროდეს თავისი შვილები არ მოუწყლავს (დაუხოცია) და ამაზე ეკლესიამ ხმა არ უნდა ამოიღოს?"- მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)
პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jan 8 2014, 04:59 PM
მარინე, პირველ რიგში გილოცავ შობას!
ღმერთმა მრავალს დაგასწროს
რაც შეეხება მოყვანილ ნაწყვეტს,
ციტატა
მეორე და უმთავრესი, შვილის მკვლელობა ანუ აბორტი. ხელოვნური ჩარევის დროს, ნაყოფიერდება არა ერთი ან ორი ან სამი ბავშვი, არამედ ორმოცდაათი, სამოცი ან სულაც ასი. (ამას მეცნიერებიც ვერ უ...არყოფენ) ამდენი ბავშვის გაჩენა, რომ შეუძლებელია, ამიტომ ხდება ემბრიონების განადგურება. საღმრთო წერილის თანახმად კი, ის უკვე სულია.
ორმოცდაათი სამოცი და ა.შ. განაყოფიერებაც არის სრული აბსურდი. ეს უბრალოდ შეუძლებელია.
თუმცა, ნამდვილად ხდება რამდენიმეს განაყოფიერება, მაგრამ არა ასეულობით.
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 8 2014, 05:08 PM
ციტატა(G_saxva @ Jan 8 2014, 10:47 AM)
არ ვარ მომხრე იმიტომ, რომ ეს არის წინაპირობა ქალების დაყოფისა ქალი რომელიც ბავშვს არ გააჩენს და ქალი რომელიც ბავშვს აჩენს. დადგება ისეთი დრო როდესაც მოდელები მსახიობები ფულისა და კომფორტის მოყვარული ქალები სხვას გააჩენინებენ ბავშვს და იმ 9 თვეს უკეთ გამოიყენბენ, თან მშობიარობის ტკივილებისგან თავს დაიხსნიან. აი ეს ყოველივე ჩემთვის ამაზრზენია.
მე ვსაუბრობ იმ შემთხვევაზე, როდესაც დედას არ შეუძლია ბავშვის გაჩენა...
ციტატა(k@the @ Jan 8 2014, 02:02 PM)
ე.ი. ბავშვი 9 თვე მუცელში ატაროს, ათასი ჰორმონალურ ცვლილებებს გაუძლოს, მშობიარობის ტკივილებს და მის დანატოვარს შედეგებს გაუმკლავდეს, პლიუს ამას საკუთარ პრობლემებს გაუმკლავდეს რამაც აიძულა სუროგატ დედობაზე დათანხმება.... და ამ ყველაფერთან ერთად გინდა რომ ის 9 თვე ბავშვი სიყვარულით ატაროს მუცელში, ეფეროს და მშვიდად იყოს?
ამდენს თუ ქალი შეძლებს, ის იმ ბავშვს არ დათმობს თავის ნებით და კანონის ძალით რომ წაართმევენ, სულ მინუმუმ ამორალურია ეგ ბავშვის გამზრდელებისგან.
ბოლო-ბოლო ის სუროგატი დედაც ადამიანია და დალხენილი ცხოვრების გამო არ მიდიან მაგ ნაბიჯზე.
ხო, მაგრამ სუროგაციის აკრძალვა მაინც არ შეიძლება. არც მე მომწონს ზოგმა პროფესიად რომ გაიხადა სუროგატობა, მაგრამ რას იტყვი იმაზე, როდესაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ხდებიან სუროგატი დედები? ასეთი შემთხვევები ბევრია. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ბებიამ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა სუროგაციის გზით, არამგონია მას სიყვარული და მზრუნველობა მოეკლო ბავშვისთვის...
ციტატა(marine @ Jan 8 2014, 02:44 PM)
ხელოვნური ჩარევის დროს, ნაყოფიერდება არა ერთი ან ორი ან სამი ბავშვი, არამედ ორმოცდაათი, სამოცი ან სულაც ასი.
გაბერილი ციფრებია აშკარად, 100 კვერცხუჯრედი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არცისე მარტივი საშოვნია
თუმცა რამოდენიმე კლვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება და მათ შორის არჩევენ 2 ან მაქსიმუმ 3 ემბრიონს ჩასანერგად...
ციტატა(marine @ Jan 8 2014, 02:44 PM)
ხელოვნურ განაყოფიერებას ეკლესია ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ადამიანი მინიმუმ ორი ცოდვის თანაზიარია: პირველი ჩუკენობა ანუ ონანიზმი
რაც შეეხება ამას, ამ შემთხვევაში ჩუკენობა ცოდვად ვერ ჩაითვლება მარტივი მიზეზის გამო, ის არ ხდება სიამოვნებისთვის, პირიქით, ბავშვის ჩასახვას ემსახურება.
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 8 2014, 05:39 PM
ციტატა
ხო, მაგრამ სუროგაციის აკრძალვა მაინც არ შეიძლება. არც მე მომწონს ზოგმა პროფესიად რომ გაიხადა სუროგატობა, მაგრამ რას იტყვი იმაზე, როდესაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ხდებიან სუროგატი დედები? ასეთი შემთხვევები ბევრია. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ბებიამ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა სუროგაციის გზით, არამგონია მას სიყვარული და მზრუნველობა მოეკლო ბავშვისთვის...
ჩემთვის ეს ძირეულად მიუღებელია, როგორ შეიძლება ბებიამ გააჩინოშ შვილი-შვილი?
ეს ადმიანის ბუნებას ეწინააღმდეგება არ შეიძLება ისეთი რამის გაკეთება რაც ეწინააღმდეგება ადამიანურ ბუნებას. არ შიეძლება ბავშვი გააჩინო და მისი ადედა კი არა ნათესავიც არ ოყპ. არ შეიძლება ქალი ინკუპატორი გახდეს ეს და თავისი სხეული ამისთვის გამოიყენოს. არ შეიძLება ღვთისგან დაწესებულს ბავშვს რომ დედა და მამა უნდა ყავდეს და დედამ უნდა გააჩინოს წინ აღვუდგეთ, არ შეიძLება ყველაფერის გავაუკუღმართება გეებსა და ლესბოსელებს ხომ უკვე ტაშს ვუკრავთ.
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 8 2014, 05:51 PM
G_saxva
გეეგბთან და ლესბოსელებთან არანაირი საერთო არ აქვს ამ თემას.
რაც შეეხება დანარჩენს, არგუმენტი მანდედან არცერთი არ იყო. შენთვის ეს უბრალოდ მიუღებელია და მორჩა. ჩემთვის მისაღებია...
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 8 2014, 07:32 PM
ჯუზეპე პაზოტო: უნდა ვაღიარო - გაოცებული დავრჩი იმ რეაქციების გამო, რომლებიც მოჰყვა პატრიარქის წლევანდელ საშობაო ეპისტოლეს
ავტორი:
08 იანვარი, 2014. 18:14
-+
ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს „ფეისბუქის საშუალებით ეხმაურება. ეპისკოპოსი წერს, რომ გაოცებული დარჩა იმ რეაქციებით, რომელიც ეპისტოლეს მოჰყვა.
"უნდა ვაღიარო - გაოცებული დავრჩი იმ რეაქციების გამო, რომლებიც მოჰყვა პატრიარქის წლევანდელ საშობაო ეპისტოლეს. კერძოდ კი ამ წერილის იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა სუროგატულ დედობას, "ინ ვიტრო" განაყოფიერებასა და აბორტს. ამის შესახებ, ზოგადად და მოკლედ მსურს ვთქვა შემდეგი:
1. ეპისტოლე მოვისმინე პირდაპირი ეთერით და დამრჩა ზოგადად პოზიტიური შთაბეჭდილება. ამ ეპისტოლეს ჩანაფიქრში მსჯავრზე მეტად ამოვიკითხე მწყემსის ზრუნვა, რომელიც სვამს კითხვას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმ არჩევანს, რასაც აკეთებს დღევანდელი საზოგადოება. ყურადღებით გადავიკითხე ეპისტოლე დღესაც და ჩემი აზრით, ზოგიერთი გამონათქვამი არ არის კარგად ჩამოყალიბებული და ცუდი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა (მაგ.: „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?", „პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ..." და სხვ.), მაგრამ, პირველი შთაბეჭდილება მაინც უცვლელი დამრჩა.
2. ბიოეთიკური პრობლემები ის დიდი არეალია, რომელზედაც ეკლესიებს მართებთ თავიანთი სიტყვის თქმა და ყოველგვარი წინასწარშექმნილი მსჯავრისაგან თავისუფალნი უნდა სვამდნენ კითხვებს იმაზე, თუ რამდენად ერთგულნი არიან იმ ხედვისა, რომელიც ღმერთს აქვს ადამიანზე. ის, რასაც საზოგადოება ფიქრობს, მაშინაც კი, როცა უმრავლესობაზეა ლაპარაკი, ყოველთვის როდი შეიძლება იყოს მისაღები, მაშინაც კი, თუ ეს გახდება არაპოპულარობის მიზეზი. ეკლესიას აქვს უფლება და მოვალეობა ილაპარაკოს ეთიკაზე, როგორც საკუთარ მორწმუნეებთან, ასევე, ნებისმიერ ადამიანთან, და დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამგვარად შეაქვს თავისი წვლილი საზოგადოების ზრდასა და აღზრდაში.
3. ამ ბოლო წლებში კათოლიკე ეკლესიამ მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით საქართველოში, შეძლეს ერთობლივად ემსჯელათ ზოგიერთ ბიოეთიკურ საკითხზე და მრავალი საერთო ხედვა აღმოაჩინეს; ამისათვის მოწყობილ იქნა საერთაშორისო სიმპოზიუმები (ბოლო მათგანს ადგილი ჰქონდა 2013 წლის ოქტომბერში, სუროგატულ დედობაზე). ერთი შეხედვით, მონაწილეთა დაბალი რიცხვის გამო, ზედმეტად მაღალ და არააქტუალურ თემებთან გვქონდა საქმე; არადა, როგორც აღმოჩნდა ძალზე საჭირბოროტო ყოფილა. მიმაჩნია, რომ ეკლესიამ ყოველთვის სიფაქიზით და პატივისცემით უნდა შეხედოს დედობის წყურვილს (არა „უფლებას"), რაც ყოველ ქალშია, და შთამომავლობის წყურვილს (არა „უფლებას"), რაც ყოველ ოჯახშია.
4. ვფიქრობ, რომ ყველასათვის ნათელი უნდა იყოს ის, რომ შვილები ღმერთის საჩუქარია ყოველთვის, რაგვარადაც არ უნდა ხდებოდეს მათი გაჩენა. საჭიროა მათი, როგორც ღვთის შვილთა ღირსების მატარებელთა მიღება (ამაში მდგომარეობს აბორტის დაუშვებლობა), რამენაირი დისკრიმინაციის გარეშე (იქნება ეს რელიგური, რასობრივი, სოციალური კუთვნილების, ჯანმრთელობის თუ განაყოფიერების ხერხის ნიშნით). დაუშვებელია დათანხმება იმ მოსაზრებასთან, თითქოს წინაპრების რაიმე ცოდვა გადადიოდეს შთამომავლობაზე. საკუთარ ცოდვებზე თითეული თავად აგებს პასუხს ღმერთის წინაშე.
5. მიჩნდება კითხვა, ხომ არ შეიძლება იქცეს ეს ეპისტოლე ბიოეთიკური საკითხების კვლევისა და ჩაღრმავების შესაძლებლობად არა ემოციებით, არამედ იმ ცივი გონებით, რომელიც გვეხმარება საკუთარ გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. როგორც კათოლიკე ეკლესიის მწყემსი საქართველოში, ვაცხადებ ჩემი ეკლესიის მზაობას, რათა სხვა კონფესიებთან და საზოგადოების ჯგუფებთან ერთად ხელი შევუწყოთ და ვითანამშრომლოთ ამ პრობლემების უკეთ გასაცნობად.
6. იმისათვის, რომ წარმოვაჩინო, თუ რაოდენ რთულია და ვრცელი სუროგატული დედობის საკითხი, აქვე მომყავს, როგორც მაგალითი, იმ მოხსენების ტექსტი („დედა მხოლოდ ერთია"), რომელიც ბოლო სიმპოზიუმზე წაიკითხა მოწვეულმა პროფესორმა ასუნტა მორესმა. ამ ქალბატონს ავალია წარმოადგინოს იტალიელი ეპისკოპოსები სახელმწიფო კომისიებში ბიოეთიკურ საკითხებხებთან დაკავშირებით", - წერს ჯუზეპე პაზოტო.
ჯუზეპე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასევე აქვეყნებს მეცნიერ ასუნტა მორესის სტატიას ხელოვნურ განაყოფირებაზე, რომელსაც ჰქვია დედა მხოლოდ ერთია.
"1978 წლის ივლისი შეგვიძლია ჩავთვალოთ ე.წ. "ანთროპოლოგიური საკითხის" დაწყების თარიღად, ანუ იმ რევოლუციისა, რომელიც კაცობრიობას იმ ფუნდამენტს უცვლის, რომელსაც აქამდე ყველანი ვიცნობდით.
1978 წლის ივლისში დაიბადა ლუიზა ბრაუნი, პირველი ბავშვი, რომელიც ჩაისახა სინჯარაში. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ჩასახვა მოხდა დედის მუცლის გარეთ.
ამგვარად დაიწყო IN VITRO განაყოფიერების ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ემბრიონი ჩამოყალიბდეს ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიაში, ორი გამეტის, სპერმატოზოიდისა (მამრობითი) და კვერცხუჯრედის (მდედრობითი) შეერთებით: ჩასახვა, რომელიც ადამიანის ხელით ხორციელდება.
IN VITRO განაყოფიერებით დასრულდა კონტრაცეპციით დაწყებული გზა: ამ უკანასკნელის შემთხვევაში იყო ხორციელი ურთიერთობა შვილების გარეშე, ახლა კი, ხელოვნური განაყოფიერებით, არიან შვილები ხორციელი ურთიერთობის გარეშე. აქ ქრისტიანებმა პირველებმა ამოიღეს ხმა: კონტრაცეპციის შემთხვევაში ითქვა, რომ არ შეიძლებოდა პროკრეაციის გამოყოფა სექსუალურობისაგან. ხოლო სინჯარაში ჩასახვა ცვლიდა კაცობრიობის ფუნდამენტურ აქტს, რომელიც აერთიანებს ყოველ ადამიანურ არსებას (ყველანი ჩასახულები არიან კაცისგან და ქალისგან დედის მუცელში), სახიფათოდ ეცვლება რაღაცა ჩვენს ადამინურ ბუნებას.
ტექნიკურად ხელოვნური განაყოფიერება არ არის უბრალო გასეირნება, არამედ ექსკლუზიურად ქალისათვის მძიმე ტვირთია.
მამაკაცებმა მხოლოდ სპერმა უნდა გაიღონ მასტურბაციის საშუალებით. ქალები კი ჯერ ექვემდებარებიან მძიმე ჰორმონალურ ზემოქმედდებას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ კვერცხუჯრედები. ბუნებრივად ქალი ერთ კვერცხუჯრედს გამოყოფს ერთ თვეში, ჰორმონალური ზემოქმედებით კი მამოიყოფა უფრო მეტი.
ჰორმონალური ზემოქმედებით მწიფდებიან ფოლიკულები, რომლებიც შეიცავენ კვერცხუჯრედებს. ფოლიკულების ასპირაციისათვის ქალმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს ზოგადი ანესთეზიითა და ღრმა სედაციით, ქირურგი აკეთებს ფოლიკულების ასპირაციას და მათთგან მიიღება კვერცხუჯრედები, რამოდენიმე ერთეულიდან რამოდენიმე ათეულამდე.
ამ ეტაპზე ბიოლოგები ლაბორატორიაში ახორციელებენ განაყოფიერებას, სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედის ერთად მოთავსებით ან სპეციალური ხელსაცყოთი შეყავს სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იდება ინკუბატორში და ელოდებიან რათა გამოჩნდეს იზრდება თუ არა, იწყებს გაყოფას თუ არა: თუ კი, მაშინ ემბრიონი შეიძლება გადატანილ იქნეს ქალის საშვილოსნოში.
IN VITRO განაყოფიერება არ კურნავს სტერილურობას (ამ ინტერვენციების შემდეგ მამაკაცი და დედაკაცი სტერილურები რჩებიან როგორც მანამდე), არამედ გადააქვს ჩასახვა ქალის სხეულიდნ მის გარეთ.
მაშასადამე, სად არის პრობლემა?
ფაქტია, რომ ამ ტექნოლოგიებით დედობა იყოფა უფრო მეტ თანამონაწილეებად, როდესაც მანამდე ერთი იყო დედა, ახლა შეიძლება იყვნენ სამი ან ოთხი:
o შესაძლებელია გენეტიკური დედის ყოფნა, ანუ ის ვინც საკუთარ კვერცხუჯრედს იღებს.
o ორსული დედა (ან სუროგატული) ანუ ის, რომელიც საკუთარ საშვილოსნოს სთავაზობს.
o შემდეგ კანონიერი დედა, ანუ ის ვინც უკვეთავს ბავშვს, და რომელიც აღზრდის მას.
o შესაძლებელია ასევე მეოთხე დედა, რომელიც კვერცხუჯრედების ნაწილს სთავაზობს, აქედან გამომდინარე გასანაყოფიერებელ კვერცხუჯრედს შეიძლება გააჩნდეს ორი ქალის მოდიფიცირებული დნმ. ეს ძალიან იშვიათი ტექნოლოგიაა, რომლის განვითარებასაც ფიქრობენ და უკვე დაიბადნენ ბევრი ბავშვები სამი ადამიანის დნმ.-ით. ამ ტიპის ექსპერიმენტები შეწყვიტეს რადგანაც ანომალიების შემთხვევები მრავალია.
დავუბრუნდეთ დედებს: არანკლებ სამი. შემდეგ არიან მამები: ერთი ბიოლოგიური, რომელიც იღებს საკუთარ სპერმას, მეორე სუროგატული, რომელიც სუროგატული დედის მეუღლეა, და შემდეგ კანონიერი, რომელმაც შეუკვეთა ბავშვი და რომელთანაც გაიზრდება პატარა.
მაშასადამე საქმე გვაქვს ექვს მშობელთან (შვიდი თუკი ემატება კვერცხუჯრედზე იშვითი მანიპულაციების ტექნოლოგიები). მაგრამ თუ ადამიანს ბევრი მშობელი ყავს, ეს ნიშნავს რომ ობოლია.
კვერცხუჯრედები და სპერმა არასოდეს არის უფასო და უანგაროდ გაღებული, ნაყიდია და გაყიდული. საკუთარი კვერცხუჯრედების გასაყიდად ქალები ექვემდებარებიან ხანგრძლივ და სახიფათო ზემოქმედებას, რომელზეც მხოლოდ ფულის გამო თაAნხმდებიან, ისევე როგორც მხოლოდ ფულის გამო ხდება საკუთარი საშვილოსნოს გაქირავება სუროგატული დედობრიობის დროს.
როდესაც არიან ყველა ეს მშობლები, ლაპარაკობენ "კოლაბორაციულ რეპროდუქციაზე": ზოგჯერ კვერცუჯრედები და სპერმა გაიცემა დების, ბიძაშვილების, ძმების მიერ და ასე იქმნება ისეთი ნათესაური კავშირები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა და ამიტომაც არ არსებობს სიტყვები მათ განსამარტავად. თუ ბავშვი იბადება იქ ქალის კვერცხუჯრედიდან, რომლის დაც საშვილოსნოს გაიღებს ორსულობისათვის, რომლის იქნება შვილი?
რახან ჩასახვა ლაბორატორიაში ხდება, მისი შეკვეთა შეუძლიათ ჰომოსექსუალ წყვილებს, მამრობითსა თუ მდედრობითს, ან კიდევ დაუქორწინებელ ადამიანებსაც: ამგვარად დედობრიობა იქცევა Gender Neutral.
ჩვენ ვართ მამრობითი ან მდედრობითი სქესის ინდივიდები უკვე ზიგოტად ყოფნის პერიოდიდად. არ არსებობენ საშუალო სქესის ემბრიონები. სქესობრივი განსხვავება გამოიხატება პროკრეაციაში: მხოლოდ მამრსა და მდედრს, მხოლოდ კაცსა და ქალს შეუძლიათ შთამომავლობის მოცემა.
შთამომავლობის მოცემის გადატანამ სხეულიდან ლაბორატორიაში შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მშობლები არიან ისინი ვინც შეუკვეთეს შვილი. ახლა კი მსოფლიოში (კალიფორნიაში და ევროპაში) მოსამართლეები უშვებენ, რომ განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ეხება სუროგატულ დედას, კანონიერი მშობლები შეიძლება იყვნენ ორზე მეტი.
ყოველივე აქედან გამომდინარე IN VITRO განაყოფიერება კაცობრიობის იმ დამახასიათებელ ნიშნებს ცვლის, რომლებსაც აქამდე ვიცნობით. ეს არის ანთროპოლოგიური საკითხი, რწმენისა კი არა, მიუხედავად იმისა რომ აქამდე მხოლოდ ქრისტიანები იცავენ ადამიანურ ბუნებას.
მომავლის კაცობრიობა ობოლი ინდივიდებით წარმოდგენილი, ძალიან მსუბუქი ოჯახური კავშირებით. აქამდე ნაცნობი კაცობრიობისაგან ძალიან განსხვავებული მაგრამ არა უკეთესი. ყველაფერი ეს ყველანაირ ფასად შვილის ყოლის სურვილის სახელით. მაგრამ შესაძლებელია რომ ყველა სურვილი გადაიქცეს უფლებად? შესაძლებელია რომ შვილს მოეპყრო როგორც უფლებას? შეიძლება უთხრა შვილს ჩემი უფლება ხარ?
გაქირავებული საშვილოსნო, შეკვეთილი ორსულობა, სუროგატული დედობა:
მრავალი და განსხვავებული ექსპრესიები არსებობს რომლებიც გვიყვებიან მსოფლიოში ამ მუდამ უფრო მზარდ ფენომენზე.
ქალი რომელიც ორსულდება ხდება კონტეინერი იმ ბავშვისთვის რომელიც დაიბადება. მისი ფეხმძიმობა არის სამსახური იმისათვის ვინც გადაუხადა. ცხრა თვის განმავლობაში მას უხსნიან, რომ მუცელში რომელიც ეზრდება მისი შვილი არ არის, არამედ უცხოა, უკვე სხვას ეკუთვნის, იმას ვინც შეუკვეთა და რომელსაც მშობიარობის შემდეგვე დაუთმობს ბავშვს. ჩატარებული გამოკითხვებით ყველაზე მტკივნეული და მძიმე ამ ქალებისათვის ბავშვთან განშორებაა. ეს ქალები ყოველთვის ღარიბები არიან, განათლების გარეშე, წერა-კითხვის უცოდინარნი. ძალიან ძნელია წარმოიდგინო შეძლებული, საქმიანი და კარიერაში წარმატებული ქალი , რომელიც დათანხმებოდა ასეთი სახის ზემოქმედებას.
ზოგიერთი კვლევები ლაპარაკობენ წელიწადში 2 მილიარდ დოლარის ბრუნვაზე ამ საქმეში. გაქირავებული დედობა 10 000 დოლარიდან 35 000 დოლარამდე ჯდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 000-100 000 $. აქედან ქალებს ხვდება 1 ან 2 % გამომდინარე კლინიკიდან სადაც მზადდება, ხორციელდება და მთავრდება ორსულობა. სუროგატი დედების გადაბირება ყველაზე ხშირად ინდოეთსა და უკრაინაში ხდება.
სხვადასხვა ქვეყნებში კანონმდებლობა სხვადასხვანაირად ეპყრობა ამ ფენომენს. იტალიაში დაიბადა კომიტეტი "დედა მხოლოდ ერთია" გაქირავებული საშვილოსნოს წინააღმდეგ. ვაწარმოებთ საერთაშორისო კავშირების ორგანიზირებას, კარგი იქნებოდა რომ ამ სიმპოზიუმიდან შექმნილიყო კავშირი ჩვენს კომიტეტთან. აქ პოლიტიკას არ ეხება საქმე, იგი აერთიანებს ყველას ვინც ეწინააღმდეგება ამ საქმიანობას.
ასუნტა მორესი. პერუჯა"." - წერს ჯუზეპე პაზოტო „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=12258
მარიამ კუკუნაშვილი: «ჰომოსექსუალ წყვილებს სიამოვნებით ვემსახურებით
ADMIN / ИЮЛЬ 22, 2013 / НЕТ КОММЕНТАРИЕВ
ომოსექსუალ წყვილებს
«საქართველოდან საზღვარგარეთ მცხოვრები ჰომოსექსუალი წყვილებისათვის თოთო ბავშვები გაჰყავთ» – ამ განცხადებას სუროგატული დედობისა და დონაციის ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ხაჭაპურიძე აკეთებს. ის განმარტავს, რომ ეს ბავშვები სუროგაციის მეთოდით იბადებიან. შემდეგ ყალბი დოკუმენტები დგება და ბავშვი საზღვარგარეთ გაჰყავთ.
თამარ ხაჭაპურიძე ასახელებს იმ ორგანიზაციასაც, რომელიც ამ სქემით მუშაობს – ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტო «ნიუ ლაიფ ჯორჯიას». მისი ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი, «სარკესთან» ინტერვიუში არ მალავს, რომ 4 წლიანი მუშაობის შემდეგ მილიონერი გახდა. ქალბატონი მარიამი ღიად აცხადებს, რომ ჰომოსექსუალებს სიამოვნებით ემსახურება, მაგრამ ამას საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნებში აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ სუროგატი დედა ბავშვის ბიოლოგიური დედა არ არის. სუროგატი ქალის საშვილოსნოში გადააქვთ სხვა ქალის, ბიოლოგიური დედის კვერცხუჯრედიდან მიღებული ემბრიონი, რომელიც უნდა გამოზარდოს თავის საშვილოსნოში.
საქართველოს პროკურატურამ თამარ ხაჭაპურიძის საჩივარი შეისწავლა და «ნიუ ლაიფ ჯორჯიას» თანამშრომლები პასუხისგებაში მისცა დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, თუმცა მათ ამნისტიამ მოუსწრო. სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების «ექსპორტი» კი გრძელდება. ამ დაუსრულებელი ისტორიის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ.
თამარ ხაჭაპურიძე: სუროგატ დედებს ბავშვებს აჩენინებდნენ და შემდეგ ამ ქალებს დედებად აფორმებდნენ. საქართველოს კანონით, სუროგატი ქალის დედად დარეგისტრირება აკრძალულია. თუ სუროგატს დედად დაარეგისტრირებ, იქმნება საშიშროება, ბავშვი გააშვილოს. პროკურატურას მივმართე, რომელმაც დაადგინა, რომ რეალურად ყალბდებოდა დაბადების მოწმობები და ამ გზით ბავშვები საზღვარგარეთ გაჰყავდათ. შემდეგ კი, სავარაუდოდ, ჰომოსექსუალ წყვილებზე აფორმებდნენ. სუროგატ დედას აორსულებდნენ დონორული ემბრიონით. დასადგენია, სპერმა ერთ–ერთი ჰომოსექსუალის იყო და კვერცხუჯრედი – დონორის თუ ორივე გამეტას დონორისას იყენებდნენ. ვიცი შემთხვევები, როცა სუროგატ დედას ფულს სთავაზობდნენ, რომ სამშობიაროში შესვლისას მას არ გაემხილა, რომ ის თავის შვილს არ აჩენდა. სამშობიაროში ისე შედიოდნენ, როგოროც ჩვეულებრივი მშობიარეები. შემდეგ ამ სუროგატს ეუბნებოდნენ, რომ ეთქვა, თუ ვინ იყო ბავშვის ბიოლოგიური მამა, მაგალითად, ბრიტანეთის მოქალაქე ვინმე დავითი. იქმნებოდა დაბადების მოწმობა, რომელშიც დედად ეწერა ქალი, რომელსაც დედობის უფლება არ ჰქონდა და არც იყო. მამებად ჰომოსექსუალები ეწერებოდნენ. უცხოეთიდან ჩამოდიოდა ვიღაც მამაკაცი და ამბობდა, მე ვარ მამაო. შემდეგ ეს ქალები მიჰყავდათ ნოტარიუსთან და დედობაზე უარს აწერინებდნენ. ვინმე დაინტერესდეს, ბოლო წლებში რამდენ ქართველ ქალს აქვს ნათქვამი უარი დედობაზე და ეს ბავშვები გაყვანილები არიან თუ არა საზღვარგარეთ!
სამწუხაროდ, ჩემი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, პროკურატურაში არავინ დაინტერესებულა, ვინ იყვნენ ის კაცები – ჰომოსექსუალები, ბავშვებით მოვაჭრეები თუ ნამდვილი მამები, რომლებმაც ქართველ ქალებს შვილზე უარი ათქმევინეს. ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებში არიან გაყვანილი, მათ შორის – გერმანიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში…
– დაახლოებით რამდენ ბავშვზეა ლაპარაკი?
– ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დამიდგენია, მალე გავიგებ, მაგრამ მარტო ბრიტანეთში რომ 8 ბავშვია გაყვანილი, ზუსტად ვიცი. 8 ქალმა რომ უარი თქვა დედობაზე, ეს საბუთები დევს ბრიტანეთის საკონსულოში, მაგრამ პროკურატურამ მათ ამ საბუთების წარმოდგენა არ მოსთხოვა.
– «ნიუ ლაიფ ჯორჯიას» ხელმძღვანელი ამბობს, რომ თქვენ მას, როგორც კონკურენტს, შავ პიარს უგორებთ და ამ გზით ებრძვით.
– საქართველოში სუროგაციული დედობის პირველი ცენტრი მე დავაფუძნე. ახლა, კუკუნაშვილის ცენტრის გარდა, კიდევ 3 ასეთი ორგანიზაცია ფუნქციონირებს. მათ რატომ არ ვებრძვი?! ვინც აშავებს, იმას ვებრძვი და ამაზე თვალებს ვერასოდეს დავხუჭავ.
ბრიტანელებზე, იცით, როგორ გავიგე? ჩემს ცენტრში ბრიტანელ წყვილს შეეძინა ბავშვი. როცა ისინი მივიდნენ ბრიტანეთის საკონსულოში, რომ ოფიციალურად გაეკეთებინათ ბავშვის საბუთები, იქ შეიტყვეს საკონსულოს თანამშრომლის, ლიკა კალანდარიშვილისგან, რომ 8 ბავშვი იყო გაყვანილი საქართველოდან ისე, რომ მათმა დედებმა საკონსულოში დედობაზე უარის თქმის საბუთი წარადგინეს. ეს რომ გავიგე, დავუკავშირდი ლიკა კალანდარიშვილს, რომელმაც ეს ინფორმაცია დამიდასტურა. მას ვუთხარი, იცით თუ არა, ჯერ სუროგატი რომ რეგისტრირდება და მერე დედობაზე უარს აწერინებთ, ეს უკანონობაა–მეთქი. ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა, მიამიტურად მითხრა. ეს უკანონო გაშვილებაა, რადგან, როგორც კი ამაზე ყვირილი ავტეხე, ვეღარც ჟურნალისტები და ვეღარც მე ამ ადამიანს ვეღარ დავუკავშირდით. ყველას ეუბნებოდნენ, ასეთი ვინმე აქ არ მუშაობსო. ბრიტანეთის საკონსულომ კი გაავრცელა ზოგადი წერილი, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. 2009–10 წლებში არც ერთი ბავშვი არ არის ბრიტანეთში გაყვანილი. 2011 წელს კი უცბათ 5 თოთო ბავშვია გაყვანილი. 2012 წელს კიდევ 3 გაიყვანეს. ივლისში უკვე საქმე აღიძრა და მერე ალბათ ვეღარ გაბედეს.
– პროკურატურამ ბრიტანელების ამბავი გამოიძია?
– არა, გერმანელის. კონკრეტულ პიროვნებაზე მივაწოდე პროკურატურას ინფორმაცია, რომ ამა და ამ სუროგატმა იმშობიარა აქა და აქ, ამა და ამ რიცხვში და შემდეგ დაწერა დედობაზე უარი ამ ნოტარიუსთან, მისი ბავშვი გაიყვანეს გერმანიაში–მეთქი. ამ ინფორმაციას ვეღარსად წაუვიდნენ და ამაზე აწარმოეს გამოძიება. რა იყო გამოსაძიებელი, ყველაფერი გამოძიებული დავუდე. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, საქართველოს პარლამენტში ყველა დეპუტატის სახელზე შევიტანე ეს ინფორმაცია, რომ ვიღაც მაინც დაინტერესებულიყო. უამრავი პასუხი დამიბრუნდა, მაგრამ არც ერთი ნაციონალი დეპუტატი არ გამომხმაურებია. პროკურატურა კი იძულებული გახდა, ეს საქმე დაესრულებინა. ოღონდ მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა გამოიძია და ამის მიხედვით ბრალი წაუყენა «ნიუ ლაიფ ჯორჯიას» 5 თანამშრომელს დაბადების მოწმობის გაყალბებაზე სისხლის სამართლის 362–ე მუხლით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მუხლი ამნისტირებულია, ანუ ვინც ეს დანაშაული 2012 წლის ოქტობრამდე ჩაიდინა, თავისუფალია პასუხისმგებლობისგან.
პროკურორს და გამომძიებელს დავუსვი კითხვა, თუ რატომ გამოიძიეს მხოლოდ ერთი ფაქტი და არა ის მრავალი შემთხვევა, რომელთა შესახებაც მე ვაცნობე. თან მხოლოდ დოკუმენტის გაყალბებაზე აღძრეს საქმე და არ დაინტერესდნენ, რისთვის შეიქმნა ეს გაყალბებული დოკუმენტი, ვინ წაიყვანა და ახლა რა დღეშია ის ბავშვი. მხოლოდ დოკუმენტის გაყალბებით მთავრდება დანაშაული?! ეს არის არასრულწლოვანთან დადებული უკანონო გარიგება და ეს არის ტრეფიკინგი! იმ სუროგატმა, ვინც მე ამ გერმანელის ამბავი მომიყვა, მითხრა და დაასახელა სხვა სუროგატები, რომლებსაც ანალოგიური რამ გააკეთებინეს და ფული გადაუხადეს. პროკურორთანაც ხომ იტყოდა ამ ამბავს?! პროკურატურამ კი ეს ჩვენებები ალბათ გააქრო. სამჯერ შეიცვალა ამ საქმეზე პროკურორი და გამომძიებელი. ის სუროგატი, ვინც მე ეს ამბები მითხრა, უკვე თვეებია თურქეთში გადახვეწეს. ამ ამბების მერე ერთხელ მიპასუხა ტელეფონზე და მითხრა, შენთან დალაპარაკება პროკურატურამ ამიკრძალაო. ამის მერე კი საერთოდ გაქრა. ადვოკატებიც ჩავრთე ამ საქმეში.
მოკალი თუ გინდა, არ ინტერესდებიან ამ პრობლემით. ყველა ქალს აქვს უფლება, უარი თქვას შვილზე, მაგრამ როცა მასობრივად დედობაზე უარს წერენ ის ქალები, რომელთა «მამებსაც» ბავშვი საზღვარგარეთ გაჰყავთ, რა, საბავშვო ბაღია?! რატომ არ აინტერესებს სახელმწიფოს თავისი ქვეყნიდან ყალბი დაბადების მოწმობით გაყვანილი ჩვილი ბავშვების ბედი?!
– კლინიკებში, სადაც სუროგატ დედებს აფეხმძიმებენ, ხომ არსებობს აღრიცხვა?
– რა თქმა უნდა, აღრიცხვა არსებობს, მაგრამ ამის გაყალბებაც ძალიან ადვილია. კანონის თანახმად, ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უშვილო ცოლ–ქმრის შემთხვევაში უნაყოფობის მკურნალობის მიზნით და არა – მარტოხელა მამაკაცის თუ ჰომოსექსუალისთვის შვილი ყოლის მიზნით. კლინიკას არ აქვს უფლება, მოახდინოს ხელოვნური განაყოფიერება ან ემბრიონის გადანერგვა სუროგატი დედის საშვილოსნოში, თუ ეს ემბრიონი არ არის წყვილის კუთვნილება იურიდიულად მაინც. ვფიქრობ, ბევრ კლინიკაში გამოიყენება ეს უკანონო ტექნოლოგიები. ბრიტანეთში გასაყვანი ბავშვი, რომელზეც მითხრეს, ნამდვილად ჰომოსექსუალმა წაიყვანა.
იცით, მეც ხშირად მიკავშირდებიან უცხოელი ჰომოსექსუალები და მთავაზობენ, რომ სუროგაციის მეთოდით ბავშვი გავუჩინოთ, რაზეც სასტიკ უარს ვეუბნები. როგორც ჩანს, სხვები ამას კადრულობენ. ახლა კი უამრავი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაა საქართველოში და ვინ რას აკეთებს, რას გაიგებ. კლინიკა არ აღიარებს, რას აკეთებს. პაციენტს, რომელსაც უკანონოდ ემსახურება, საერთოდ არ დაარეგისტრირებს და ისე მოემსახურება. დაინტერესდეს პროკურატურა და ყველაფერს ჩავაბარებ, რაც მე გამოვიძიე.
– უცხოელი ცოლ–ქმარი, რომლებიც თქვენ მოგმართავენ, ქართველი დონორების კვერცხუჯრედსა და სპერმას იყენებენ?
– საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ თუ არც ქალს უვარგა გამეტები და არც – კაცს, დონორის იქნეს გამოყენებული, მაგრამ როცა უცხოელებთან მაქვს საქმე, არ ვიღებ მათ წყვილს, თუ რომელიმე, ცოლი ან ქმარი, თავის გამეტას არ იყენებს. მე უნდა ვიცოდე, რომ ბავშვი წაიყვანა გენეტიკურმა მშობელმა და არა – ვინმე უცხომ. იმ ბრიტანელ ჰომოსექსუალს თავისი სპერმაც რომ გამოეყენებინა, საქართველოს კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის მეთოდით ესარგებლა.
– თქვენი აზრით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ამბობენ, რომ მარიამ კუკუნაშვილს სანდრა რულოვსი მფარველობს.
– ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანმა იცის, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მე თუ დოკუმენტი არ მიჭირავს ხელში, არ ვლაპარაკობ. კუკუნაშვილს და სანდრა რულოვსს რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ეს ყოველთვის ვიცოდი კუკუნაშვილის ჩემდამი მოწერილი წერილებიდან და ჩვენი საერთო ნაცნობი ექიმებისგანაც. იმასაც მწერდა კუკუნაშვილი, დიახაც, არ მიჭერენ და რატომაც არ დამიჭერენ, მეც კარგად ვიცი და შენცო. სხვებიც მეუბნებოდნენ, შეეშვი, მაგას მაინც არ დაიჭერენო. ერთხელ ჩემმა ქმარმა მითხრა, ეგ ალბათ სანდრა რულოვსის ფონდს აფინანსებსო და ცოტა ხანში ტელევიზიით პირველი ლედის ერთ–ერთ საქველმოქმედო აქციაზე სანდრას გვერდით ვიხილე.
კუკუნაშვილს აქვს ფილიალები სხვადასხვა ქვეყნებში და დიდი მასშტაბით ეწევა ამ საქმიანობას. თვითონ გამოდიოდა გადაცემა «ბიზნესკურიერში» და ღიად აცხადებდა, ჰომოსექსუალ წყვილებს ვემსახურებიო. სუროგატიც კი გამოიყვანა გადაცემაში, რომელმაც ინტერვიუ მისცა – მე ამერიკელი ჰომოსექსუალის სუროგატი ვარ და მერე რა, მასაც ხომ უნდა შვილიო. მერე პრესკონფერენციაზე თქვა, მე ვარ ადამიანი, რომელმაც საქართველოში პირველმა უნდა დაიწყოს ჰომოსექსუალების მომსახურებაო. ამაზე ერთი ამბავი ავტეხე. წარმოვადგინე დოკუმენტები, რომ საქართველოს კანონით, ჰომოსექსუალების მომსახურება ნებადართული არ არის. ამის შემდეგ ამ საქმის გახმაურებას თავი დაანება. ამბობდა, რომ ამას მხოლოდ სხვა ქვეყნებში, ინდოეთსა და ტაილანდში აკეთებდა. სხვათა შორის, ინდოეთში, მას მერე, რაც ეს პიროვნება ჩავიდა და იქ გახსნა სააგენტო და კლინიკა, აკრძალეს ჰომოსექსუალების მომსახურება. მანამდე დაშვებული იყო და კანონი შეცვალეს.
ქართველი სუროგატები კვიპროსზე მიჰყავს. ერთ–ერთმა მოყვა, მე და ერთი გოგო ორჯერ წაგვიყვანა, მაგრამ ვერ დავორსულდითო. კვიპროსზე საერთოდ აკრძალულია სუროგაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, იქაც ამ სქემით მუშაობს. კლინიკებს ატყუებს, ეს სუროგატი კი არ არის, უშვილოა და დაორსულება უნდაო. დედებად აფორმებს და დედობაზე უარს აწერინებს. ამ ქალს ისეთი სქემა აქვს, სულ არ აინტერესებს, რომელიმე ქვეყანაში სუროგაცია ნებადართულია თუ აკრძალული. გამოსავალს მუდმივად პოულობს. მაგალითად, ტაილანდში სააგენტო აქვს. ტაილანდიდან დონორის საზღვარგარეთ გაყვანა აკრძალულია. ტაილანდიდან დონორები გაჰყავს ინდოეთში და აფორმებს, როგორც ტურისტებს. აკრძალე, რამდენიც გინდა!
ამ ადამიანს სააკაშვილის დროში რომ მფარველი ჰყავდა, ფაქტია, სხვანაირად ვერ გამოძვრებოდა. ახლა რაშია საქმე, ყურს რომ არავინ იბერტყავს? ეჭვია ბავშვებით ვაჭრობაზე. ხომ შეიძლება ბავშვის გაყიდვა უნდათ და იმიტომ გაყალბდა საბუთები?!
– სუროგაციაში ჰომოსექსუალები უფრო მეტ თანხას იხდიან?
– ვერ გეტყვით. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ კუკუნაშვილი ამბობს, 4 წელიწადში მილიონერი გავხდიო. მე შედარებით ადრე დავიწყე სეროგატული მეთოდით ადამიანების მომსახურება და ერთ ჩვეულებრივ, კორპუსის ბინაში ვცხოვრობ. ეს ადამიანი კი ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს, ერთ ღამეში ვიხდი 1.200 ევროსო. თუ კანონიერად მუშაობ ხელოვნური განაყოფიერების სფეროში, თავიც რომ მოიკლა მუშაობით, მილიონერი ვერ გახდები. ამ საქმეში თუ გვერდზე გაუხვევ, ნამდვილად იშოვი მილიონებს.
მე თვითონ ორი შვილის დედა ვარ და, პირველ რიგში, მაწუხებს იმ ბავშვების ბედი. გინდათ ჰომოფობი დამიძახეთ და გინდათ სხვა რამ. მიმაჩნია, რომ ჰომოსექსუალების ხელში ბავშვი ცოდოა. ბავშვს უნდა ჰყავდეს დედა და არ უნდა იზრდებოდეს ორი ავადმყოფი მამაკაცის ხელში! მე, ამ სფეროში მომუშავე ადამიანმა, თუ არ ვამხილე ამ სფეროში არსებული დანაშაული, რა იცის პროკურორმა, რა ხდება სუროგაციასა თუ ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში?! ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიები ქართველ უშვილო წყვილებს მართლა სჭირდებათ. ეს ტექნოლოგიები ასეთი ადამიანებისთვის არის გამოგონილი. ბოროტად რომ გამოიყენებს ვინმე, ის მკაცრად უნდა დაისაჯოს!
საქართველოს პარლამენტში მქონდა შეტანილი ინიციატივა, კანონში ჩაწერილიყო, რომ უცხოელ წყვილს უფლება არ ჰქონდეთ ორივე მხრიდან დონორული გამეტის გამოყენების. ერთ–ერთი მაინც უნდა იყოს გენეტიკური მშობელი. ბევრი ვიყვირე და ვიბრძოლე, სანამ კანონში არ ჩავაწერინე, რომ სუროგატსა და წყვილს შორის ხელშეკრულება მანამდე გაფორმებულიყო, სანამ ბავშვი ჩაისახებოდა, რათა ბავშვები ვეღარ გაეყიდათ. აქედანაც იპოვეს გამოსავალი. სუროგატებს დედებად გაფორმება დაუწყეს და სულაც აღარ ამბობენ, რომ საქმე სუროგაციასთან აქვთ.
…
მარიამ კუკუნაშვილი ამჟამად ტაილანდში იმყოფება. მასთან დაკავშირება «ფეისბუქით» მოვახერხეთ. კითხვებზე პასუხი წერილობით გაგვცა, სადაც თამარ ხაჭაპურიძეს ფსიქიკურად შეშლილს უწოდებს, თუმცა დაადასტურა, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს სიამოვნებით ემსახურება.
– მარიამ, ცოტა ხნის წინ საჯაროდ აცხადებდით, რომ ემსახურებოდით ჰომოსექსუალ წყვილებს – სუროგატი დედების მიერ მათ
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 8 2014, 08:10 PM
მღვდელი ილია ჭიღლაძე სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე
ავტორი: რედაქტორი | გამოქვეყნებულია: 08.01.20146 კომენტარი | 2,746 ნახვა
მღვდელი ილია ჭიღლაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლის გამო საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს:
“უმთავრესი და უპირველესი რასაც ვერასოდეს შეეგუება ქრისტეს წმინდა, მართლმადიდებელი, სამოციქულო და კათოლიკე ეკლესია, ესაა აბორტები, მათ შორის, ხელოვნური განაყოფირების შემთხვევაში მრვალი ჩანასახის განდგურება და ერთის სიცოცხლის განვითარება. ვერასოდეს მოიწონებს ეკლესია უცხო სხეულის, სხვისი გენეტიკური შვილის სხვა ქალის სხეულში, როგორც ინკუბატორში გაზრდას, რადგან სხვა იქნება გენეტიკური დედა და სხვა იქნება მშობელი დედა, რაც ბუნებრივ და ღვთისაგან დაკანონებულ საზღვარს სცილდება და ბაბილონის მაშენებელთა სულისკვეთების განგრძობაა.
გარკვეული ფრაზა მავანთ ჩათვალეს ხელოვნური განაყოფიერების გზით ჩასახულთა დისკრიმინაციად, მაგრამ თუ ვიტყვით, მაგალითად, მშობელთაგან მიტოვებულ შვილებზე, რომ ”ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, … ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.” განა ეს დისკრიმინაცია იქნება მათი?! აქ საუბარია არაბუნებრივი, სუროგაციის გზით დაბადებული, ორი დედის მქონე ადამიანის ფსიქოლიგიურ განცდებზე, რაც ვფიქრობ, საკამათო არაა. როდესაც საუბრობენ ხელოვნური განაყოფირებით დაბადებული ბავშვების დისკრიმინაციაზე, კარგი იქნება, რომ მუცლად მყოფი ბავშვის სიცოცხლის მასობრივ განადგურებებზეც შესტკიოდეთ გული და საუბრობდნენ.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რომელიმე ნაწერი, გარდა ბიბლიის საღმრთო გამოცხადებისა, არის უნაკლო, მაგრამ არის საკითხები რომელნიც არ უნდა იწვევდნენ კამათს და ყოველი ადამიანი, თანხმიერად აცნობიერებდეს და აფასებდეს. ეკლესია ლოცულობს, რომ ყოველ ოჯახს ჰყავდეს შვილები, მიესალმება სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ვერასოდეს მიესალმება აბორტებს და აბორტების ხარჯზე აშენებულ ”ბედნიერებას”. ეკლესია, ყოველ ადამიანს, განურჩევლად მისი წარმოშობისა ლოცავს და ავედრებს ღმერთს, მაგრამ ეკლესია ვერ იქნება გულგრილი ადამიანთა, თუნდაც ჯერ ისევ ემბრიონობის პერიოდში მოკვდინების გამო, ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ!”
შეგახსენებთ, კათოლიკოს–პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს:
“შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”.
http://www.ambioni.ge/mrvdeli-ilia-wirlaze-surogaciasa-da-xelovnur-ganayofierebaze
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2014, 11:08 AM
ციტატა(athos @ Jan 8 2014, 05:59 PM)
მარინე, პირველ რიგში გილოცავ შობას!
ღმერთმა მრავალს დაგასწროს
რაც შეეხება მოყვანილ ნაწყვეტს,
ორმოცდაათი სამოცი და ა.შ. განაყოფიერებაც არის სრული აბსურდი. ეს უბრალოდ შეუძლებელია.
თუმცა, ნამდვილად ხდება რამდენიმეს განაყოფიერება, მაგრამ არა ასეულობით.
ეკუნა, როგორ გამიხარდა შენი სიტყვები!!!! მეც გილოცავ, ჩემო კარგო და ყველა ნატვრა აგხდენოდეს ამ წელს
რაც შეეხება განაყოფიერებულ ემბრიონებს, მაგდენი მეც არ მგონია, მაგრამ 5-6 მაინც ხშირად ნაყოფიერდება, მაქსიმუმ სამი გადააქვთ ქალის საშვილოსნოში, დანარჩენს კი ყინავენ (თუკი ქალს უნდა) ან ანადგურებენ...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 9 2014, 01:07 PM
MIRDAT
გუშინ ვერ მოვიცალე დღეს კი გაცემ პასუხს სუროგატი დედების შესახებ და თუ გაეცნობი იქნებ ახლა მაინც მიიღო ეს პოსტი არგუმენტად.
ციტატა
გეეგბთან და ლესბოსელებთან არანაირი საერთო არ აქვს ამ თემას.
Surrogacy is complicated, expensive, and a big decision for any couple, straight or gay. Essentially, a surrogate mother is a woman who carries a child for someone else. There are many ways that different types of families can find their way to surrogacy, although for straight couples and lesbians, surrogacy is typically considered if a woman cannot carry a child herself or after a woman has experienced many miscarriages or unsuccessful IVF attempts. For gay men, surrogacy is a way to conceive a child that is biologically connected to one or both partners through the process of insemination or In Vitro Fertilization. While less common, a lesbian couple may also use a surrogate mother if one or both partners are unable to produce an egg to be fertilized or unable to carry a child to term.
Surrogacy is a good option for many gay men because at least one partner will be biologically connected to the child conceived. If you live in a state that prohibits LGBT adoption, using a surrogate will ensure you will be recognized as the child’s biological parent, and means you will not have to obtain an adoption to gain parental rights (Although your partner will).
Importantly, each state has their own laws concerning surrogacy, and some states – including New York – do not allow surrogacy or recognize surrogacy contracts at all. An experienced surrogacy agency, however, can help you navigate the surrogacy process outside of the state, and the adoption process afterward.
Click on the links below to explore the surrogacy process, and find out if you’re ready to take on the challenge.
- See more at: http://itsconceivablenow.com/surrogacy/#sthash.gFHOG8BD.dpuf
ეს სტატია მგონი ნათლად ცემს პასუხს შენს კითხვას გეებსა და ლესბოსელებზე რამდენად არიან დაკავშირებული ამ თემასთან. ბევრი არ დამიდია ერთ-ერთია მოვიღე მხოლოდ.
ქართულად მარტო ერთგან ვნახე პატარა ციტატა ერთ-ერთ საიტზე. კონკერტულად ეს:
გასული თვის მთავარი სიახლე ესპანელ გეი წყვილს ეხება, რომელსაც ინდოელი სუროგატი დედისგან ტყუპები შეეძინა.
- See more at:http://lesbi.org.ge/2011/02/25/india-bans-gay/
ციტატა
რაც შეეხება დანარჩენს, არგუმენტი მანდედან არცერთი არ იყო. შენთვის ეს უბრალოდ მიუღებელია და მორჩა. ჩემთვის მისაღებია...
კარგი მოგვყავს არგუმენტები და მეტ-ნაკლებად ვხსნით რა არის ჩემთვის მიუღებელი და სხვებისთვის მისაღები.
1
30 წლის დალი კახეთიდან არის. უკვე რამდენიმე თვეა, ბინას თბილისში ქირაობს, სოფელში კი ყველა დაარწმუნა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. იცის, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, ცხრა თვის თავზე მის ანგარიშზე 10,000 დოლარი ჩაირიცხება.
9 წლის ქალიშვილი, ორი თვეა, არ უნახავს და კიდევ 4-5 თვეს ვერ ნახავს. ბავშვიც დაარწმუნა, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიოდა. დალის რთული არჩევანის შესახებ მხოლოდ მისმა მეუღლემ და მშობლებმა იციან.
მან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე დაიწყო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბავშვი,
რომელიც მის მუცელში განვითარდებოდა, არ უნდა შეჰყვარებოდა: "ვიცი, რომ მერე მომგლიჯავენ და არ მინდა, გული დამწყდეს. ვთვლი, რომ ეს არის საქმე და სხვა არაფერი. შეგნებული მაქვს, რომ ჩემ მუცელში სხვისი შვილი იზრდება და მე უბრალოდ ჭურჭელი ვარ!" „
ბავშვი რომ დაიბადა, ახალშობილი ნამდვილმა დედამ შიშველ მკერდზე მიიკრა. "ამას რომ ვუყურებდი, ზღაპარში მეგონა თავი", - ამბობს მაკა. ის ბიოლოგიურ დედასთან ერთად ერთ პალატაში დარჩა. ერთ მომენტში ბავშვთან მარტო აღმოჩნდა. "ბავშვი ატირდა და ხელში ავიყვანე. აი, მაშინ ამომიტრიალდა გულ-მუცელი", - იხსენებს დღეს, - ბავშვისკენ გული მიწევდა, მაგრამ თან ვნერვიულობდი, დედას არ ეეჭვიანა". მეორე ღამე იქ ვეღარ გაათენა, სახლში დაბრუნდა. პირველი კვირა განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანა.
სულ ბავშვის სახე ედგა თვალწინ და სამშობიაროში გადაღებულ სურათებს ათვალიერებდა: "საშინელებაა, ამდენ ხანს მუცელში გყავს და უცებ, ბაც, არაფერი აღარ არის!" "დარწმუნებული ვარ, რომ 9 თვის განმავლობაში გრძნობები სუროგატ დედასა და ნაყოფს შორის აუცილებლად ჩნდება და თუკი არ ჩნდება - მით უარესი", - ამბობს ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავა და, პირველ რიგში, ახალშობილს გულისხმობს. ბავშვი დედასთან კავშირს მუცლადყოფნის პერიოდშივე ამყარებს. რეაგირებს დედის ემოციებზე, განიცდის ყველაფერს, რაც დედას აწუხებს. ამიტომ, სუროგატი დედის საშვილოსნოში გაზრდილი ბავშვი ყოველთვის "გრძნობს, რომ ის არ უყვართ და ეს ზემოქმედებს მის ფსიქიკაზეც და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც". ფსიქოლოგის თქმით, სუროგაცია მავნედ მოქმედებს სუროგატი დედების ჯანმრთელობაზეც. "ქალის ორგანიზმისთვის ორსულობა და მშობიარობა ზოგადად უდიდესი ტრავმაა. ამიტომ არ მგონია, სუროგაციამ სუროგატი დედების ფსიქიკა დაინდოს", - აღნიშნავს ის.
მაგალითად, ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძის განცხადებით სუროგატი დედის მუცელში ჩვილი დედობრივი სიყვარულის ნაკლებობის გამო განდეგილად გრძნობს თავს, რაც უარყოფიათად მოქმებდეს ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე.
- See more at:http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/100838/
''უარყოფა საერთოდ მძიმე გავლენას ახდენს ჩვილის ფსიქიკურ ჩამოტყალიბებაზე და ნორმალურ სტატუსში ყოფნაზე''.
- See more at:http://www.tavisuplebaschool.ge/index.php?option=com_content&view=article&id=90:2012-07-02-11-25-30&catid=48:radio&Itemid=132#.Us5NF9KVPUU
სუროგატი დედის დაქირავება საქართველოში 10 ათასი დოლარი ღირს, თუმცა პირველადი ხარჯი ხელოვნური განაყოფიერებაა, რომლის ფასიც 3500-დან 5000 დოლარამდე მერყეობს. ზოგ შემთხვევაში, თითო ხელოვნური განაყოფიერება შედეგის მისაღწევად არ კმარა, ზოგიერთ წყვილს ამ პროცესის გავლა 2-3-ჯერ ან მეტჯერაც უხდება. ამას ემატება ექიმის ხარჯებიც და სუროგატი დედის ყველა სამედიცინო ხარჯის ანაზღაურება 9 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი ერთად კი 20 ათას დოლარს სცილდება.http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/100838/
დალიც ხვდება, რომ თანხა, რომელსაც სხვისი შვილის გაჩენის სანაცვლოდ აიღებს, შვილის მონატრებით, ნათესავებისგან გამუდმებული მალვით და ყალბი დედობით მიყენებულ სტრესს ვერ აუნაზღაურებს. თუმცა, "როცა უქონელი ხარ, სხვა გზა არ გაქვს! რამდენიმე თვე ვიყოყმანე, ქმარიც ძლივს დავიყოლიე და ბოლოს, ფული რომ მეშოვა, ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი".
ახლა მეგობარ ლალისთან ერთად ნაქირავებ ბინას იყოფს. ლალი ქართველი ცოლ-ქმრისთვის ელოდება ტყუპებს. მომავალ დედებს ერთ ოთახში სძინავთ. ტელევიზორი მათი ერთადერთი გასართობია. არ მუშაობენ, ძირითად დროს შინ ატარებენ და მხოლოდ შებინდებისას გადიან სასეირნოდ - შემთხვევით ქუჩაში ვინმემ რომ არ იცნოთ.
- See more at:http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/100838/
ეს კი დედის მუცელში მყოფი ნაყოფის მგრძნობელობაზე ერთ-ერთ სამედიცინო საიტზე.
ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა დიდი ხანია გამოავლინეს ემოციური კავშირი, რომელიც არსებობს დედასა და შვილს შორის. სასიამოვნო მოლოდინის შეგრძნება, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ფიქრები და სიყვარული მის მიმართ გავლენას ახდენს ნაყოფის ფსიქიკის და უჯრედული მეხსიერების განვითარებაზე, პიროვნების ძირითადი თვისებების განვითარებაზე, რომელიც ნარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
მაშინ როდესაც ჩვენ განვიცდით სიხარულს და ბედნიერების გრძნობას, ტვინი გამოიმუშავებს „სიხარულის ჰორმონებს“ (ენდორფინებს). მათ შეუძლიათ აგრძნობინონ ნაყოფს სიმშვიდის და სიხარულის შეგრძნება. თუ ჩანასახი ამ გრძნობას ხშირად განიცდის მაშინ ეს განცდა ამახსოვრდება და გარკვეულ წილად გავლენას ახდენს პიროვნების ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, რომ ნაყოფს ყველაფერი ესმის, გრძნობს და იმახსოვრებს ყველა ინფორმაციას, რომელიც აღწევს მასთან დედის მუცელში.
- See more at:http://www.med-doctor.net/ge/component/content/article/195-orsuloba/553-ras-grdznobs-nayofi-muclad-yofnis-periodshi.html
ეს კი თუ რომელ ქვეყნებშია აკრძალული სუროგატი დედებად ადამიანთა გამოყენება
სუროგატი დედობა კანონით იკრძალება ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის რამოდენიმე ქვეყანაში და ამერიკის ზოგიერთ შტატში. საფრანგეთში ამ კანონის დარღვევის შედეგად, პიროვნებას ეკისრება ჯარიმა 45 000 ევრო და აგრეთვე სამ წლიანი ციხე. აკრძალვის მოტივი ღარიბი ფენის დისკრიმინაციაა.
საერთაშორისო კონვეციით „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ საქართველო შეუერთდა 2001 წელს. სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ იკრძალება ადამიანის სხეულის ნაწილების გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად.1997 წელს მიღებულ კანონში კი, ჯამრთელობის დაცვის შესახებ, სუროგაცია როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა დაშვებულია, მაგრამ როგორ ამაზე არფერია ნათქვამი.
- See more at:http://surogacia.blogspot.com/2011/06/blog-post_3207.html
მე მოვრჩი წერას და არგუმენტებიც საკმაოდ მოვიყვანე, უბრალოდ არ მიდოდა უფრო დიდი გამოსულიყო და კანონმდებლობიდან ამომეღო ის მუხლები რომლებიც ირღვავა "სუროგატი დედობის" გამოყენებით. საუბარი მაქ როგორც დედის(ქალის) ასევე შვილის(ბავშვის).
და ბოლოს ambebi.ge-ზე ასეთი სტატია გამოქვეყნდა რაც ნაკლებად ეხება თემას და შეგიძლიათ სურვისლის შემთხვევაში გაეცნოთ.
"სუროგაციის წყალობით მილიონერად ქცეული ქართველი ქალი."
- See more at:http://www.ambebi.ge/sazogadoeba/72758-surogaciis-tsyalobith-milionerad-qceuli-qarthveli-qali.html
პ.ს ჩემს მიერ დაწერილ პოსტში არ არის გამოყენებული არც ერთი სასულიერო პირის თვალთახედვა თუ კომენტარი. ამ პოსტში რელიგიური კუთხით არ მისაუბრია რადგან ზოგიერთისთვის საბადად ეს არ დამედო.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 9 2014, 01:55 PM
როგორ მიყვარს მამა თეიმურაზი...
მოაყომარა თუ არა...
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=32695
esec beselia :
ეკა ბესელია: სუროგაცია ჩვენთან ბიზნესი და ტრეფიკინგის წყარო გახდა
ხუთშაბათი, 9 იანვარი, 2014 - 12:09 1 კომენტარი
445
წაკითხვა
243
7
0
G+
0
მსგავსი ამბები
საპატრიარქო საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს
ომბუდსმენი პატრიარქის მოსაზრებებს რისკის შემცველად მიიჩნევს
გამოხმაურებები საშობაო ეპისტოლეზე
გამვლელთა აზრი - უნდა მიმართოს თუ არა უშვილო წყვილმა ხელოვნურ განაყოფიერებას?
პრემიერი: პატრიარქის ეპისტოლე ღრმა და შინაარსობრივად დატვირთული იყო
ეკა ბესელია და პატრიარქი
ფოტო: www.facebook.com/EkaBeseliaOfficial
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, ფეისბუქზე, მაჟორიტარის ოფიციალურ გვერდზე ეხმიანება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გარშემო ატეხილ ხმაურს, რომელიც სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას ეხება. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართელოში სუროგაცია ბიზნესისა და ტრეფიკინგის წყაროა.
"2014 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა. ყველა ბავშვი ღირებულია. განუმეორებელია. საუკეთესოა. თანაბრად დაცულია კანონით და ჩვენ ყველას ერთანირი სიყვარულით უნდა ვღებულობდეთ.
ბავშვთა უფლებების და მდგომარეობის კუთხით საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა. 77 000 მეტი ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, 200 000 ზე მეტი სიღარიბის ზღვარზე, გარდაცვალების ფაქტებით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა.... ამ გარემოებების გამო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოაცხადა.
კონცეფცია დავამტკიცეთ 27 დეკემბერს
რაც შეეხება საშობაო ეპისტოლეს:
ვფიქრობ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთ თემებზე საჯარო დისკუსიის დროს. გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ რასაც ვფიქრობთ, მაგრამ გამიჩდა განცდა, რომ ჩვენ ვტკენთ გულს პატრიარქს დაუმსახურებლად. პატრიარქს, რომელიც ყველაზე დიდი მაგალითი გვყავს სიყვარულის, მიმტევებლობის და თავმდაბლობის. მოვისმინე ისეთი კომენტარებიც კი, რომ თურმე, პატრიარქი სიძულვილს ქადაგებს, არ უყვარს ეს ბავშვები, არ აღიარებს მათ, შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ...
პატრიარქმა ისაუბრა სუროგაციის მეთოდზე - ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ოჯახის ტრდაციებზე - ასევე ქრისტიანული სწავლების მიხედვით და ა.შ. მას არ უთქვამს, რომ შევლახოთ უფლებები ამ ბავშვების ან არ გვიყვარდეს, არ მივიღოთ ისინი და ხელი ვკრათ "დაუმორჩილებელ" ცოლებს: პატრიარქი არ არის კანონმდებელი, იგი ეკლესიიის წინამძღოლია და ქრისტიანული დოგმებითა და სჯულის კანონით საუბრობს. ვისაც ეს არ მოწონს, არ იღებს ამ წესს, ვინც იზიარებს - იღებს, თავს არ გვახვევს, მაგრამ გვინდა, რომ მას ავუკრძალოთ რაც მართლმადიდებელი რელიგიით არის მიუღებელი ამაზე ისაუბროს?
ჩვენ კანონმდებლები ვართ და ჩვენ გადავწყვიტოთ ყველაზე მაღალი სტანდარტით ადამიანის უფლებების კუთხით რა არის მისაღები. მგონია, რომ ქვეტექსტით პატრიარქს ასწავლიან რა უნდა თქვას. ზოგჯერ მისი გამოხატვის თავისუფლებასაც ეხებიან და შემდეგ ბნელსაც უწოდებენ ის ადამიანები, ვის სულში და თვალებში ნაკლებად ჩანს სინათლე, სიყვარულო.
მომიტევეთ ამ გულახდილობისთვის, მაგრამ ჩემი გამოხატვის თავისუფლების და ხედვის სივრცეში ასე ჩანს ეს დებატები. ნეტავ შევძლოთ ისეთი მიმტევებლობა, ისეთი სიყვარულით და სიკეთით ერთი დღე ცხოვრება, როგორც ეს პატრიაქრმა შეძლო.
ბევრი ევროპული ქვეყანა საკანონმდებლო დონეზე კრძალავს სუროგაციის მეთოდს. ჩვენთან ეს ბიზნესი გახდა და ტრეფიკინგის წყარო, თუმცა, ვინც ამ გზით მოევლინა სამყაროს, მართლაც ისეთივე მშვენიერია და უსაყვარლესი, როგორც ყველა სხვა ბავშვი, როგორც ჩვენი შვილები. ბავშვი ბავშვია და ყველა გასაფრთხილებელია.
2014 წელი ბავშვთა უფლებების დაცვის წლად იქნებ ყველამ ერთად გამოვაცხადოთ", - წერს ეკა ბესელია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე იუსაუბრა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
"შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა", - თქვა ილია მეორემ თავის საშობაო ეპისტოლეში.
თემები:
http://www.tabula.ge/ge/story/78914-eka-beselia-surogacia-chventan-biznesi-da-trefikingis-tskaro-gaxda
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 9 2014, 08:21 PM
MIRDAT
ციტატა
ხო, მაგრამ სუროგაციის აკრძალვა მაინც არ შეიძლება. არც მე მომწონს ზოგმა პროფესიად რომ გაიხადა სუროგატობა, მაგრამ რას იტყვი იმაზე, როდესაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ხდებიან სუროგატი დედები? ასეთი შემთხვევები ბევრია. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ბებიამ საკუთარი შვილიშვილი გააჩინა სუროგაციის გზით, არამგონია მას სიყვარული და მზრუნველობა მოეკლო ბავშვისთვის...
სურუგატობა, მაინც არის სხეულით ვაჭრობა, რაც არ უნდა ამაღლებულ მიზნებს ემსახურობოდეს ის.
ხელოვნურ განაყოფიერებაზე დავწერე ადრეც, თუ მედიცინა იმ დონეზე წავა წინ, ან ადამიანი ამდენს დახარჯავს ფულს, რომ მხოლოდ იმდენი კვერცხუჯრედის განაყოფიერება მოხდეს, რამდენიც ქალის საშვილოსნოში მოთავსდება, ჩემი აზრით ამაში არაფერია დასაძრახი.
ორგანოების გაყიდვაც აკრძალულია მგონი საქართველოში და სწორედაც. მიუხედავად იმისა რომ ესეც ამაღლებულ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს, ამორალურია ამით ვაჭრობა. სულ სხვაა თუ დედა ან მამა , უსასყიდლოდ გააკეთებს მსგავს.
ბებიის ორსულობაც, გამონაკლისი შემთხვევაა ალბათ, ყველა ბებიას არ აქვს საიმისოდ ჯანსაღი ორგანიზმი რომ ბავშვი გამოზარდოს.
ცხადია ვინც ამას ჩადის, ჩემი განსაკითხი არაა და არც არავის განვიკითხავ, მაგრამ მაქვს ამ საქციელის ზოგადი შეფასების უფლება და არ ვაფასებ დადებითად. არ მიმაჩნია მორალურად სწორად. შვილის ყოლის სურვილიც ერთგვარი ეგოიზმია. მთავარია შენი სურვილების რეალიზების გზები იყოს სწორი და მორალურად მისაღები. თორემ ბავშვი ყველა საყვარელი და დალოცვილია ღვთისგან.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 9 2014, 09:58 PM
k@the
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 10 2014, 01:09 PM
აოგნებული ვარ საზოგადოების ნაწილის უტვინო და უზნეო რეაქციით - ირინა სარიშვილი აღშფოთებულებს მიმართავს
საზოგადოებაოთხშაბათი, 08 იან 2014 20:18
ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამო აღშფოთებულებს სოციალური ქსელით მიმართავს.
"გაოგნებული ვარ საზოგადოების ნაწილის უტვინო და უზნეო რეაქციით პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მიმართ!!!
არა იმიტომ,რომ თავი ვინმეზე მეტი ან უკეთესი მგონია,არა!
მეც ერთ–ერთი უძღები შვილი ვარ ჩვენი ეკლესიის ჩემი უამრავი ცოდვით, რომლებიც ჩამიდენია და,ალბათ, კიდევ ჩავიდენ, სამწუხაროდ! ერთ–ერთი ყველაზე უწყინარი ცოდვა რაც მაქვს – სიგარეტს ვეწევი და მე ვიცი, რომ ეს ცოდვაა, თუნდაც არამომაკვდინებელი, მაგრამ მაინც, და ამაზე რომ მე მღვდელმა მითხრას, ცოდვააო, რატომ უნდა აღვშფოთდე?!!!
რამ აღგაშფოთათ ასე, აღშფოთებულებო, რა არ იცით, რომ აბორტი მკვლელობაა, თან მორწუნეთათვის ყველა მკვლელობაზე უფრო უსაშინლესი, იმიტომ რომ უნათლავ ბავშვს უშვებთ საიქიოს; რომ
სუროგაცია და ხელოვნური განაყოფიერება სიცოცხლეზე ბატონობის და მისი განკარგვის მცდელობაა, თან სხვა ათასობით სიცოცხლის ხარჯზე???!!!! ვინმეს ეგონა,რომ ამ საკითხზე მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა პოზიცია ექნებოდა?!!! არჩევანი თქვენზეაო, არ გვითხრა ეკლესიამ??? რაღა გვინდა, რა ვერ გვასვენებს?!!! ვიკეთოთ აბორტები, ვაჩინოთ ხელოვნური განაყოფიერებით თუ სუროგატი ჭურჭლების (მე მათ დედებს ვერ ვუწოდებ) საშუალებით ბავშვები, ვინ გვიშლის?!!! ჩვენ მხოლოდ გაგვაფრთხილეს!!!! არჩევანი ჩვენზეა!!! თუ მადლობას არ ვეტყვით მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომ რაღაც შეგვახსენა და რაღაცაზე თვალი აგვიხილა (თუნდაც ერთ ადამიანს), ნუ ვგმობთ მაინც!!! გავაგრძელოთ ყველამ ჩვენი სიცოცხლე, ისე როგორც ჩვენ გვინდა – იმიტომ, რომ არჩევანი ჩვენზეა, ხოლო იქ ყველას მოგვეკითხება!!! აი, ეს შეგვახსენა ჩვენ პატრიარქმა და ურღმესი მადლობა მას ამისათვის", - წერს სარიშვილი.
http://geonews.ge/?page=10&news_id=197584
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 2 2015, 02:33 AM
აბორტი და კონტრაცეფცია - მსოფლიო პატრიარქი ბართლომე
ქალისა და კაცის სიყვარული არ არის გამართლებული და განპირობებული მხოლოდ ბავშვების მოვლინებით ამ ქვეყანაზე, ბავშვი ეს უკვე სიყვარულის ნაყოფი და შედეგია. თქვენ არ უნდა ელოდეთ პატრიარქისაგან მოთხოვნებს და აკრძალვებს, თუ როგორ უნდა გიყვარდეთ ერთურთი! ორივე პატრიარქი, ბართლომე პირველი და მისი წინამორბედი, პატრიარქი ათენაგორა აცხადებდნენ: თუ კაცსა და ქალს ჭეშმარიტი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი, მე არაფერი მესაქმება მათ საძინებელ ოთახში! ხოლო რაც შეეხება ჩასახვის კონტროლის მეთოდებს, მათ უნდა იხელმძღვანელონ პირველ რიგში პირადი სინდისით, ასევე პირადი ექიმის და პირადი სულიერი მოძღვრის რჩევით. ეს ჩემი საქმე არ არის!
რაც შეეხება აბორტს, ეს ძლიერ მტკივნეული მომენტია ქალისათვის და ღრმა ჭრილობას აყენებს მის ქალურობას. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია არ ვთქვათ მთელი სერიოზულობითა და კატეგორიულობით , რომ აბორტი საკუთარი კომფორტისათვის ყოვლადმიუღებელია და არ არის რეკომენდირებული. მაგრამ არსებობს გამოუვალი მდგომარებები, როდესაც აბორტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნაკლებ ბოროტებად, ასე მაგალითად, როდესაც მომავალი დედის სიცოცხლე საფრთხეშია. მთელ რიგ შემთხვევებში, ქალები უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს, ვიდრე კაცები, ზოგიერთი კაცები ძალადობენ რა ქალებზე ან უკვე ჩასახულ ნაყოფის პასუხსიმგებლობაზე უარს აცხადებენ. ფაქტიურად ისინი უბიძგებენ ახლადდაორსულებულ ქალებს უარი თქვან ბავშვზე - ახალი სოცოცხლის მოვლინებაზე ჩვენს სამაყაროში.....
P.S. სრულ თარგმანს შემოგთავაზებთ ოდნავ მოგვიანებით
წყარო: Conversations With Ecumenical Patriarch Bartholomew I-Olivier Clement.
https://www.facebook.com/924224487595246/photos/a.924354224248939.1073741830.924224487595246/938900206127674/?type=1&theater
პოსტის ავტორი: რემისია თარიღი: Nov 14 2016, 05:45 PM
lingvo
გამარჯობათ ინ ვიტროზე გადაცემა მაქვს სამედიცინო თოქ-შოუში რემისია და ხომ არ გაქვთ სურვილი მოსვლის და საუბრის?!
ნებისმიერს მივიღებთ. მომწერეთ ან აქ ან ფეისბუქში
https://www.facebook.com/IberiaTVRemission/?fref=ts
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)