სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა,მისი წარმოდგენაც კი მზარავს რამდენ ტკივილს მოიცავს ეს პატარა ,მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
სიკვდილი, თავისი შინაარსით იგივეა რაც გარდაცვალება.აქ თითქოს უფრო რბილდება მისი მნიშვნელობა,რაც ადამიანისათვის ძალზე აუცილებელია და ჰაერივივით ჭირდება. ეს მორწმუნესათვის უფრო ადვილი გასაგებია,რადგან ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება ამ ყოველივეს კარგად გაანალიზებაში და დაძლევაშიც.
ერთი ლექსი გამახსენდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
***
ო ნუ ტირიხარ,
გთხოვ გაიღიმე
და დამიხუჭე თვალნი თითებით
და თუ გიყვარვარ ერთი იწამე,
მე არ მოვკვდები,გარდავიცვლები...
შენ ჩემს საფლავთან მწარედ იტირებ,
მაგრამ ამას გთხოვ, სულ ერთი წამით
მოსწყვითტო ცრემლი, როგორც სულს ცოდვა
იდუმალ ბაღნარს მიაპყარ თვალი
და აჰა ვარდი დამადე გულზე ,
და საოცრება ჩემი იწამე
მე ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ,
მე არ მომკვდარვარ გარდავიცვალე!
,, სიკვდილი არრა არის რა...''
misheli
გაგახაროს უფალმა, ეს რა ლამაზი ლექსი დაგვიწერე!!!!!!
მისი წაკითხვის მერე სიკვდილიც ლამაზია
სიკვდილი არა არის რაა
მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი
მე ისევ მე ვარ შენ ისევ შენ ხარ...
რაც ვიყავით ერტმანეტისთვის,იგივენი ვართ საუკუნოდ...
ისევ ისე მომმართე,როგორც ყოველთვის მოგიმართავს...
ისევ ისე მესაუბრე,როგორც ყოველთვის გვისაუბრია...
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი
ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს...
გაიცინე რაზეც გეცინებოდა,
ილოცე,გაიღიმე,იფიქრე ჩემზე,ჩემთან ერთად ილოცე...
ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა
ყოველგვარი დაღველის გარეშე
სიცოცხლე იმასვე ნიშნავს რასაც მიდამ ნიშნავდა...
იგი ისევ ის არის,რაც მუდამ იყო,ძაფი არ გამწყდარა....
რად გგონივარ შენს ფიქრთა მიღმა?
იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?
მე შორს არ ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ...
ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ....
თუ მართლა იცი რა არის ღმრთის მადლი და სასუფეველი
თუ გძალგიძს გაიგონო ანგლოზთა გალობა და მათ შორის დამინახო....
თუ გძალგიძს იხილო გადახსნილი სასუფეველი,საუკუნო სამყოფელი,ახალი ბილიკი,რომელსაც ვადგავარ...
თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება...
როგორ!თუკი საწუთროში,აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი,წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარუნდა მხედავდე და გიყვარდე?...
გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა...
როცა ერთ დღესაც შენი სულიც სასუფეველში შევა...
სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო....იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას,ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ....
კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას,ოღონდ უფრო განწმენდილს...
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ....
(ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით)
პ.ს. მე ეს სიტყვები დიდი ტკივილის დაძლევაში დამეხმარა,მართლაც სიკვდილი არა არის რაა...
ძალიან საოცარი სიტყვა "გარდაცვალება" იგი მქადაგებლური, ე.წ. ქრისტიანიზირებული ტერმინია, რომელიც ზუსტად გადმოცემს ადამიანური სიკვდილის ნამდვილ არსს, ადრე როცა დევნა იყო ქრისტიანთა, გვაქვს უამრავი შემთხვევა, როცა თვითონ გამოდიოდნენ წამებელთა წინაშე და თამამად აღიარებდნენ ქრისტეს, "ეძიებდნენ სიკვდილს ქრისტესათვის", ქრისტიანისათვის სიკვდილი არ არსებობს, არამედ არის მხოლოდ მიცვალება უფალში, შეხვედრა უფალთან, მამასთან მისვლა...
დიდი მადლობა ყველას
წაიკითხეთ თუ არ დაგეზარებათ
ჩემს შვილს ტატოს
ახლაღა მივხვდი, რომ ყოველი ჩვენგანი არის
ძე შეცთომილი (ან თუ გნებავთ, უძღები შვილი),
რომელმაც ერთხელ მიატოვა თავისი ს ა ხ ლ ი
(ეს სულ ერთია, რას დავარქმევთ იმ სახლს «არყოფნას»,
თუ «მარადიულ და ჭეშმარიტ ყოფიერებას»)
და მას მოუნდა თვალსაწიერს მიღმა გაღწევა.
სინამდვილეში გ ზ ა ძალიან მოკლე გამოდგა,
თანაც უმიზნო, ვინაიდან რაც მას წინ და შორს
ეგულებოდა, იგი აღმოჩნდა სწორედ უკან
და ძლიერ ახლო. უცებ იქცა წინსვლა _ უკუსვლად,
ანუ შორეთში გამგზავრება _ შინდაბრუნებად _
ისევ ს ი კ ვ დ ი ლ შ ი, მარადიულ აქარყოფნაში.
მივხვდეთ ცხოვრების ნებიერნი, საით მივდივართ.
ნუთუ არასდროს შეგვპარვია ჭია ეჭვისა,
თუ რა სიღრმეებს იტევს სიტყვა, შრეებს და ქანებს?!
ავიღოთ თუნდაც წ ი ნ ა პ ა რ ი , რას ნიშნავს იგი?
შენ თუკი უკან მოიტოვე, წ ი ნ რატომღაა?
ან სიტყვა უ წ ი ნ _ უ ფ რ ო წ ი ნ ა ს რატომ გულისხმობს?
ანდა წინანდელს უ კ ა ნ ა ნ დ ე ლ ს რატომ არ ვარქმევთ?!
აი, ხომ ხედავ, წინა-უკმოს ვეღარცკი ვარჩევთ
და ასე ვცხოვრობთ დროისა და სივრცის გარეშე.
ეს შორს წაგვიყვანს. გამახსენეთ, რაზე შევჩერდი?
ჰო, რომ ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ
პირველსაწყისში. ნოსტალგია ქვეცნობიერი.
ზოგში ეს უფრო ძლიერ არის გამოხატული,
ვეღარ ეტევა ერთ ადგილას, თავს ვერ იოკებს
და გარბის სადღაც. ხალხს ჰგონია რომ ამოძრავებს
მას ცისარტყელის ქვეშ გაძრომის უაზრო ჟინი.
სინამდვილეში მის სისხლს სხვა რამ აფორიაქებს _
უფრო წინარემშობლიური სივრცის ყივილი!
აი, ეს არის «ოდისეა» ჩვენი ცხოვრების,
რომელიც თურმე ბევრად უფრო მოკლე აღმოჩნდა,
ვიდრე ჰომეროსს ეთქმევინა. და კინო-ფირი,
რომელსაც თურმე «ნოსტალგია არარსებულზე»
უნდა რქმეოდა, შესაძლოა, რომ უცებ გაწყდეს
მანამდე, სანამ «დ ა ს ა ს რ უ ლ ი» დაეწერება.
თუკი ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ
პირველსაწყისში, ამას სიკვდილს რატომღა ვარქმევთ?!
რატომღა ისმის უსასრულო მოთქმა-გოდება,
პირისხოკვა და თავშიცემა, გლოვა-ტირილი,
საფლავის ლოდქვეშ ჩაძახილი, სადაც არ არის
ის, ვისაც ვტირით, იქ ხომ მხოლოდ სხეული გდია,
იმისი სულის სამოსელი, გამონაცვალი.
თავად სული კი დაუბრუნდა მშობლიურ სივრცეს.
შეწყდეს ტირილი! დაიწუროს ცრემლის მტევნები!
გულის ნაჟური კეთილშობილ ღვინოდ დაღვინდეს!
გადალიცლიცდეს მოთმინების ყველა ფიალა!
შევსვამ სიკვდილის საკართანოს და ვალმოხდილი
მ ო ვ დ ი ვ ა რ, შ ვ ი ლ ო!
(ვახუშტი კოტეტიშვილი)
სიკვდილი: ვისთვის როგორი მისაღებია სიკვდილი, ზოგს ეშინია მისი, ზოგი კი სიხარულით ეგებება მას... იმას არ ეშინია ვინც ძლიერია, ღვთის სათნო ცხოვრებით ცხოვრობს და მართალი დაიარება... მას ეშინოდეს ვინც ამ ცუთებს, საათებს, დღეებს უსაქმურად ატარებს... მეც მეშინია სიკვდილის... მაგრამ თუ მოვინდომებთ სიკვდილსაც შევიყვარებთ, სიკვდილი ხომ მარადიული სიცოცხლის დასაწყისია......
vaa111
გეთანხმები, მაგრამ ვინც დღეებს უსაქმურად ატაარებს და ცოდვას სჩადის მას არც სიკვდილის და არც ღმერთის არ ეშინია.
kato bato da t.l dzalian magari iyo.gaixaret
ხალხური
* * *
წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?
ბინდისფერია სოფელი,ძაან მაგარია....
t.l.
ხალხური
* * *
ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.
misheli
t.l.
ძალიან კარგი იყო, გაიხარეთ
ისე იცით, მაინტერესებს სიკვდილი, როგორი იქნება...? "ვიგრძნობ" ჩემ თავს თუ არა...
marine
tinka
გაიხარეთ....
t.l.
აჰა, კიდევ ერთი..
(ეს ლექსი ძალიან მიყვარს..)
* * *
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ სოფლიდან, სხვას არა წაუღია რა.
შენიშვნა: ლექსის ბოლო სტრიქონები ეკუთვნის XX საუკუნის ცნობილ სახალხო პოეტს - მიხა ხელაშვილს.
ერთერთ რუსულ მარლმადიდებლურ ფორუმზე დევს უფლისადმი ბავშვების წერილებიდან ამოღებული ციტატები,
ორი მათგანი:
1.Я Тебя уважаю за веру в человека. Игорь, 3 кл
2.Можно мне не умирать, а? Юля, 1 кл. .
ხომ ორივე ძალიან კარგია...
უფალს რომ ადამიანის სჯერა, ამაზე მე აქამდე არ მიფიქრია ნება რომ მოგვცა, გვენდო.. გვირწმუნა, ჩენი გულის დაიჯერა, ჩვენი სიყვარულის... რომ ეს სიყვარული როდესმე ისევ მასთან მიგვიყვანდა...
"მე არ მეშინია სიკვდილის,ცხოვრება ხომ ნელი სიკვდილია.
ჩვენ ვბერდებით,ვხუნდებით და სუსტები ვხდებით.
მე ვამბობ დაე მოკვდეს სუსტი,ჩემი დროც მოვა როცა დავსუსტდები როგორც ყველა.თუ ზურგში მივიღებ "ტყვიას" ესეგი სიკვდილს დავრთე ნება
ჩემს უკან ჩრდილი გამხდარიყო.თუ მომკლავენ ესეგი ჩემს მტერზე სუსტი ვარ და მე ვიმსახურებ სიკვდილს."
საინტერესო ფრაზაა ფერეიდნელ ქართველებში შემორჩენილი
როდესაც მიცვალებულთა შესანდობარს ამბობენ, იტყვიან:
ჩონ წასადევნელებ გაუმარჯოი!
წასადევნელი - საოცარი შინაარსის მატარებელი სიტყვაა
შვეიცარიელმა ხაასმა თავის გამოგონებას "მშვიდობის ყუთი" უწოდა. ეს არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კუბო, რომელიც ძალიან მცირე დროში წყლად და ნახშირორჟანგად იქცევა.
ხალხური
* * *
გულსა მომაწვა ვარამი
ვით ნაგუბარი წყალიო.
რა მალე შევწუხებულვარ,
გუნება მიძე მყრალიო;
გამაგრდი, გულო, გუნებავ,
როგორც მყინვარი სალიო!
თორ მალე მოვა სიკვდილი,
ტუქსი, არ მოცინარიო;
სულ დამაცილებს ჯავრებსა,
იმნაირი აქვ ზარიო.
უნდა წამართოს უეცარ
რაც მის მადევს ვალიო.
გავექცე? სად უნდ წავიდე
ცხენიც რო მყვანდეს ჩქარიო?
შავება? არ დააშინებს
ჩემი ფრანგული ხმალიო!
ვიტირო? არ შამიცოდებს,
არ იცის ცოდვა-ბრალიო;
ვეხვეწო? არ გაიგონებს,
უნდა იხმაროს ძალიო...
ისევ სჯობს გულით ვილხინო
სანამ ცოცხალი ვარიო, -
ვისა აქვ მეტი სიცოცხლე
უფლისგან ნაჩუქარიო?
ათეისტები ამბობენ სიკვდილის შიშს ეკლესიაში მოვყავართო
"არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის.
ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდერებზეც და ცოცხლებზეც.
მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსაჯავროს წინაშე.
რადგან წერია: "მე ცოცხალი ვარ, - ამბობს უფალი. ჩვემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს."
ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს."
რომაელთა 14. 7:12 გვ. 350
"სიკვდილის გზა არრა არის,ვარდისფერ გზის გარდა"
სიკვდილი არც თუ ისე ცუდი რამ არის
მოკვდები და ძალიან ბევრ რამეს ნახავ
ერთხელც იქნება, მოვკვდები
ვაჟა ფშაველა
(სიმღერა)
ერთხელც იქნება, მოვკვდები,
მივებარები მიწასა, _
გულსა და გრძნობას შაურევ
ცივის სამარის ქვიშასა...
ჩემს გულსა დაეხვევიან
გაშმაგებულნი ჭიანი,
ვეღარას მიშველს ქვითინით
ჩემი ლამაზი თმიანი,
ტყუილად აშფოთდებიან
ჩემნი წაწალნი იანი.
ამაოდ ჩამოსხდებიან
ციდამ ვარსკვლავნი ბარადა,
ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე,
მაღლით მომხტომი ჩქარადა,
მოსქდება კლდისა ნაპრალი,
ჩაიჭედება ჭალადა...
ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ
გადაქცეული მკვდარადა.
"სიკვდილის ნუ გეშინიათ, რადგან ეს არის კარიბჭე მარადისობაში"
ათონელი ბერი
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმასზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
წმ. ნიკოლოზ სერბი
ხალხური
* * *
ნეტავ რა ზნე სჭირს სიკვდილსა,
ვერ მიჰხვდა ჩემი გონება!
შიგ ამოარჩევს ვაჟკაცსა,
რომელიც მოეწონება!
ის ნუ დაგვავიწყდება,რომ სიკვდილზე ძლიერი სიყვარულია
სიკვდილი რატომაა სანატრელი?
ნიკოლოზ_V
t.l.
"სულის სხეულთან შერწყმა დედის მუცელში საიდუმლოებითაა მოსილი და მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის. ზუსტად ასეთივე საიდუმლოა სულის სხეულისგან განშორება."
რა არის სიკვდილი? არაფერი გარდა იმისა რომ შევიცვლით არსებობის გარემოს და გარდავიცვლებით. საინტერესო კი არის და...ძაან საინტერესო.
მამები უფალს შესთხოვდნენ " მომეც უფალო ხსენება სიკვდილისა " !
სიკვდილის ხსენაბა აძლიერებდათ განსაცდელში ..
სიკვდილი საშინელი არ არის
და არც იქნება არასდროს
გააჩნია როგორ იცოცხლებ
სიკვდილი შეიძლება იყოს საშიში იმიტომ , რომ
კვდება კატა, ძაღლი ......... და ა.შ........
ადამიანი -გარდაიცვლება.
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის,
კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული
ქრისტიანეთა მიცვალებისათვის
საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.
ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მე მგონი სიკვდილზე უარესია სირცხვილი.
"გადის თვეები, წლები, დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთა, ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე.
გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში.
ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: "ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს შენ, რამეთუ განსასვენებელი მოგელის შენ."
მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსხვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა და მის მიერ მონიჭებული დიადი გამარჯვების სიხარული."
გარდაცვალება (სიკვდილი) იმათთვის არის ადვილი, ვინც უფალტან შესახვედრად სულიერად მზად არის, შეიძლება თავად გარდაცვალება არაფერია, ბერი გაბრიელი ამბობდა ისევეა, როგორც თვალები დახუჭო და გააღოო, მაგრამ ეს ფიზიკური მდგომარეობააა მარტივი, მერე წინ რა გელოდება, რისთვის არის შენი სული მზად? რა მიგაქვს იქით? მნივნელოვანი ეს არის და მეტი არაფერი.
ეს სიტყვები არის ღვთისმშობლის დაუჯდომელიდან: "დაუჭნობელი ყვავილი" და ძალიან მომწონს:
"რაჟამს მოიწია ჟამი ღმრთის მიმართ განსხვლისა შენისა, ჰოი ღმრთისმშობელო ქალწულო, ბრწყინვალეი ანგელოსი უფლისა წარმოგიდგა შენ და შეიწყნარე ნებაი ღმრთისა კუალად სიმდაბლითა და სიხარულითა და მშვიდობით მიხველ ძისა მიმართ შენისა საღმრთოისა, ჰოი დაუცადებელო მეოხო ჩუენო, გარდამოგვივლინენ ჩუენცა, მშვიდობითი და უჭირველი გარდაცუალება ქუეყანისაგან ამის მწუხარებისა და გლოვისასა, რათა გიგალობდეთ შენ ესრეთ."
ადამიანმა დიდი ცოდნა დააგროვა ამა თუ იმ სფერპში, საგნებთან, მოვლენებთან მიმართებაში, მაგრამ ხშირად ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საჭირო მისი თვალთახედვის მიღმა რჩება,ნაკლებად აქცევს ყურადღებას,იძიებს ცნობებს ინტერესდება მისით. ერთერთი მათგანი კი გარდაცვალების საიდუმლოა.
ფიქრობთ თუ არა ხშირად სიკვდილზე?
ხშირად არ ვფიქრობ, იმიტომ რომ მეშინია
ისე მაინტერესებს, როგორი იქნება
adamis_nekni
ჰმმმმ,ძალიან საინტერესო და ამავდროულად მრავალმხრივი ტემაა
ტემას პასუხს გავცემ და არ ვფიქრობ ხშირად სიკვდილზე,იმიტომ რომ ტავის დროზე იმდენი ვიფიქრე მიკვირც ცოცხალი როგორ ვარ
ხოლო გარდაცვალების საიდულო რაში მდგომარეობს?
მე არ მეშინია სიკვდილის იმიტომ რომ მაინტერესებს რა იქნება მერე,იმდენდა დიდია ჩემში ინტერესი რომ სიკვდილის სიში დაიჩრდილა
მწარე და მძიმე თემაა ჩემთვის
ვცდილობ არ ვიფიქრო
პირიქით როცა უდანაშაულო და სუფთა ხარ უნდა გიხაროდეს სიკვდილი,წახვალ სამოთხეში და იგულავებ ჰაჰაჰა
ნოდარიკო
t.l.
adamis_nekni
სიკვდილი სანატრელი არ მაქვს
მაგრამ დიდი მოლოდინი კი მაქვს
სიკვდილის შემდეგ გავიგებ როგორი ადამიანი ვყოფილვარ სინამდვილეში
და მგონია,რომ ჩემი რწმენა გადამარჩენს
მორის ფოცხიშვილს უთკვამს სიკვდილი პოლიგლოტიაო. ყველა ენა ესმის, მაგრამ სიცოცხლეს ვერაფერი გაოგოოო ............
როგორც ვიცი სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული 40 დღის განმავლობაში დედამიწაზე იმყოფება ხოლო შემდეგ განწესდება ან ჯოჯოხეთში ან სამოთხეში....
წაკითული მაქვს რომ ადამიანის სული სიკვდილიდან 40 დღის შემდეგ გადის ზეცის,თუ არ ვცდები 9 საფეხურს და თითვეულ საფეხურზე ცოდვების სიმძიმის მიხედვით დატყვევდება და დემონები მკოკითხავენ..ხოლო ყველა საფეხურის გავლის შემდეგ მოხვდება სამოთხეში...
თუ ადამიანის ცოდვა ძლზედ დიდია ამ საფეხურზე გამოიკეტება და ჩარჩებაო ასე ეწერა ჟურნალში "თბილისელები"
მაინტერესებს მარტალია თუ არა ეს და თუ მართალია ჩვენი დროით რამდენს უდრის იქ პატარა ცოდვისთვის დატყვევება
m16
მე როგორც ვიცი გარდაცვლილის სული პირველი სამი დღის განმავლობაში სახლში იმყოფება, სამი დღის მერე მეცხრე დღემდე ანგელოზები მას სასუფეველში წაიყვანენ, ცხრა დღის შემდეგ ორმოცამდე ჯოჯოხეთს, ხოლო მეორმოცე დღეს სული უფლის წინაშე წარსდგება და პასუხს აგებს საკუთარი ცოდვების გამო.
ესეიგი ჯოჯოხეტს ვერავინ აცდება...
და რა მაინტერესებს როგორ აწამებენ იქ სულებს მუხლებს უხვრიტავენ?
ძალიან ტანჯავენ???
აუ არ მინდა
ფორუმელების გადაგონად : როგორც მახსოვს ესეთი თემა უკვე იყო თუ რამე მეშლება ?
დაველოდები თემის უფრო საინტერესო დ არგუმენტირებულ გაგრძლებას წინაღმდეგ შემთხვევაში ....
როგორც მე ვიცი ბიბლიაში წერია:
მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი.
ეკლესიასტე12:7
უპირველეს ყოვლისა მტკიცედ უნდა გვწამდეს: ადამიანის სული არ კვდება; ის მხოლოდ ტოვებს სხეულს და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის გარდაიცვლება.
გარდაცვალებისას ხდება სულის გამოყოფა სხეულიდან. პირველი სამი დღე იგი იმყოფება დედამიწაზე, დასტრიალებს საკუთარ სხეულს, ახლობელ ადამიანებს. ემშვიდობება მათ; განსაკუთრებით უხარია იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესმე სიკეთე ჩაუდენია.
მესამე დღეს (პირველ დღედ გარდაცვალების დღე ითვლება) ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან. ამის შემდეგ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფევლის სანახებს.
გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ახლა ჯოჯოხეთს მოატარებენ.
მეორმოცე დღეს შედგება ახალგარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, აგრეთვე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში; დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაასამართლებს სულს და დედამიწაზე თავის მეორედ მოსვლამდე მიუჩენს დროებით სამყოფელს.
ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ შედგება საერთო სამსჯავრო, სადაც თითოეული ადამიანის სულს უფალი ხელახლა გაასამართლებს ყველას თანდასწრებით და უკვე სამუდამო ადგილ-სამყოფელს მიუჩენს. იმის მიხედვით, თუ როგორ ზრუნავდნენ მისთვის ახლობლები, როგორ ლოცულობდა ეკლესია, შეიძლება სული ჯოჯოხეთიდან სამოთხეშიც იქნას აყვანილი. განსაკუთრებით ძლიერია დედის ლოცვა.
izo
ვა რა საინტერესო ინფრორმაცია იყო მადლობ..
რა მაინტერესებს იესო ქრისტე მეორედ მოსვლამდე სულებს დედამიწაზე აბრუნებს?
ლილიანა
ეხლა ოფტოპიკებს თავად ქმინი ლილიანა
neo
მარტოობას აიტანს კაცი
მთავარია წვეტიანი რაღაცეებით არ გაგვაბრაზონ
ხო სულს რამდენიც გინდათ შეურჭეთ რკინა ვერ იგრძნობთ მაინც
ჯოჯოხეთში სულს აწამებენ ისე როგორც სხეულს თქვენი აზრით? მაშინ სხეული და სული არ განსხვავდება აგებულებით?
და გაიხსენეთ რო ბევრგან ღმერთს მიაწერენ კაცობრივ თვისებებს: ეძინა, განრისხდა, დაწყნარდა და ა.შ. ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გავიგოთ თორე ღმერთი არ იცვლება აქედან გამომდინარე არც მატლი შეჭამს სულს ხორციელი რო სულიერს შეჭამს
m16
ყოველი ოჯახი, მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს თავის წუხილს, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება.
ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას.
უსაზღვრო გლოვა, გოდება, ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე; იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის; ამით კი ჭირისუფალის უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან იგი არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.
მიწიერი ჩვენი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისათვის. იგია თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი გამოცდა.
ბედნიერია, ვინც მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სიყვარულითა და კეთილი საქმით წარდგება ამ გარდაუვალი დღის წინაშე და მართალთა სავანის მკვიდრი გახდება.
ხშირია შემთხვევა, როცა კეთილი ადამიანი ადრე ტოვებს ამ წუთისოფელს, ანდა მცირე ასაკისა შეერთვის მარადიულობას. ამაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ განგება უფლისა: ღმერთს ისინი ნაკლებად ცოდვილნი მიჰყავს თავისთან.
ყოველივე ამის გამო განვაჩინებთ:
1. ავადმყოფს აუცილებლად უნდა მოვუყვანოთ მოძღვარი აღსარებისა და ზიარებისთვის, რადგან წმიდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ხშირია შემთხვევა, როცა წმიდა ზიარებით სასწაულებრივად განკურნებულა ადამიანი; ასევე მეტად კარგია ავადმყოფისთვის ზეთის კურთხევა.
2. გარდაცვალების შემთხვევაში პირველივე დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგეს ხატი, ხორბალი, წყალი, ღვინო, მარილი, და დღედაღამ ახლობლების მიერ უნდა იკითხებოდეს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები.
3. ფსალმუნის კითხვა (თუნდაც დღეს მხოლოდ ერთი კანონის) სასურველია, დასაფლავების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მაინც გაგრძელდეს.
4. გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი.
5. თუ მიცვალებულის ახლობლები მოუნათლავია, კარგია თუ ისინი გარდაცვლილის დასაფლავებამდე მოინათლებიან; თუ მიცვალებულია მოუნათლავი, მისი მონათვლა არ შეიძლება.
6. საერო პანაშვიდების დროს სასურველია საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად შესრულდეს საეკლესიო საგალობლები.
7. მიცვალებული უნდა დაიკრძალოს გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში.
8. მიცვალებულს არ უნდა ჩაატანონ ზედმეტი ტანსაცმელი ან სხვა რაიმე ნივთები.
9. დასაფლავების დღეს, დილით, ან წინა ღამეს მოძღვარმა უნდა აუგოს წესი მიცვალებულს და უკურთხოს საფლავის მიწა, ღვინო, პური, მარილი, წყალი.
10. დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმიდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება.
11. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ქელეხი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს.
თუ ადამიანი მარხვის დროს გარდაიცვალა, საჭმელი მზადდება მხოლოდ სამარხვო.
12. თუ ადამიანი გარდაიცვალა ხსნილში, კარგია, თუ მისი ახლობდლები გარდაცვლილის დასაფლავებამდე შეინახავენ მარხვას.
13. გარდაცვალებიდან 39-ე დღეს მოძღვარმა უნდა შეასრულოს პანაშვიდი, ხოლო მეორმოცე დღეს და წლისთავზე მიცვალებულისთვის უნდა დამზადდეს საკურთხი და ეკლესიაში შესრულდეს შეკვეთილი წირვა და პანაშვიდი.
14. მიცვალებულის ორმოცი უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად მეორმოცე დღეს, ან წინა დღეს, რადგან მეორმოცე დღეს ხდება გარდაცვლილის სულის დამკვიდრება მისთვის განკუთვნის სავანეში.
წლისთავიც უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. ორივე შემთხვევაში მიცვალებულის სული საოხად გამზადებული საჭმელი მარხვაში უნდა იყოს სამარხვო, ხსნილში - სახსნილო.
15. ყოველ წელიწადს მიცვალებულთა ხსენების დღეს (მისი ახლობლები) უნდა ამზადებდნენ საკურთხს, რომელსაც დილით, წირვის დაწყების წინ, მიიტანენ ტაძარში პანაშვიდისთვის.
16. მეტად კარგია თუ მიცვალებულის ახლობლები გააკეთებენ საკურთხს და ეკლესიაში მოძღვარს შეასრულებინებენ პანაშვიდს გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.
საკურთხი: ზეთი, ღვინო, პური, წანდილი, ან კოლიო (სხვა საჭმელიც შეიძლება).
17. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისათვის, თუ მისი ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად.
18. ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული. მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათ.
19. მოძღვრის მიერ საფლავის კურთხევა კარგია მიცვალებულთა მოხსენების დღეებში.
20. ორმოცი დღის შემდეგ გარდაცვლილის ტანსაცმელი და ნივთები უნდა დაურიგდეთ გაჭირვებულთ.
21. თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება საეკლესიო კანონების თანახმად აკრძალულია. მათ სახელზე მხოლოდ მოწყალება შეიძლება გაიცეს. საერთოდ მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაცემა მეტად კარგია.
22. თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი მოიკლავს თავს, მისთვის საეკლესიო კანონის თანახმად, საკლესიო წესების შესრულება ნებადართულია.
23. გარდაცვლილის ახლობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ატარონ შავი ტანსაცმელი 40 დღე ან არაუმეტეს 1 წელი. ერთი წლის შემდეგ შავი სამოსი აუცილებლად უნდა გაიხადოს ყველამ. შვილის, მეუღლის, ან მეტად ახლობელი ადამიანის სიყვარული უნდა გამოიხატოს არა შავი სამოსის ტარებით, არამედ ლოცვით და მიცვალებულის სულისთვის ღვთის სათნო კეთილ საქმეთა აღსრულებით.
და როგორ ფიქრობ ეს ყველა პირობა სრულდება?
რა არის სიკვდილი?
Вначале, когда Я начала свою работу, повсюду мне задавали вопрос: "а как насчет смерти?". Я отвечала: Но сейчас вы живете, почему вы спрашиваете о смерти? Почему вы хотите знать о ней? Я буду говорить вам сейчас о сегодняшнем дне. Поэтому это еще одна безумная идея, что мы должны знать о своей смерти, что произойдет и что вообще происходит при этом. Как только вы умерли - вы кончены, вам не нужно ничего делать после этого. Так какова же польза знать, что произойдет с вами, когда вы умрете? Произойдет то, что должно произойти. Мы никогда не спрашиваем, когда я сплю - что происходит со мной? Не так ли? А это - постоянный сон, и мы так сильно беспокоимся об этом, что должны знать - что происходит после смерти. Каждый умирает тогда, когда он должен умереть, потому что всё, что было рождено - должно умереть.
Но вы действительно знаете, что у вас есть вечная жизнь. Вы никогда не сможете "умереть". Смерть - это не исчезновение этого тела. Смерть - это то, когда у вас совершенно нет никакого контроля над жизнью вашей души. Как только вы становитесь реализованными душами - вы преобретаете полный контроль, все эти силы направлять свою душу - куда бы вы ни захотели.
Так что эта боязнь смерти совершенно абсурдна . Зачем даже думать о своей смерти? Для вас не существует ничего подобного смерти, потому что ваша жизнь - вечная. Необходимо избавиться от этой идеи о смерти, потому что для вас смерти не существует, с ней покончено.
Более того, все эти люди, кот. боятся своей смерти, все время оформляют страховки на случай болезни, занимаются всей этой головной болью... А в конце концов что происходит? Все эти мирские вещи вы оставляете здесь и уходите. Я не думаю, что кто-либо сможет унести даже частицу пыли с этой душой, кот. покидает ваше тело.
Но в вашем случае, когда вы не материалистичны и не привязаны более к материальным вещам - ваш Дух свободен. И когда вы умираете, что происходит с вами? Очень просто: вы чувствуете большое освобождение, совершенным образом; а затем вы чувствуете свободу, полную свободу, и можете решать - что вы хотите делать. Это все ваше собственное руководство и желание, все это исполняется. Вы не чувствуете, что покинули свое тело. И это должно сказать вам, что не должно быть никакого страха смерти, - потому что вы будете чувствовать гораздо большее освобождение, гораздо большую легкость. У вас не будет и других проблем, кот. у вас есть в любом случае в этом мире из-за этого тела. Поэтому: забыть о смерти - это самое легкое для вас
სიკვდილი ყველას ვისაც სიცოცხლე უნდა, ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს,მიწიერი ცხორებასჰი ბევრი უნდა ვილოცოტ რატა სასუფეველში ადგილი დავიმკვიდროთ, ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები, და ისიც გირსეულად მამაცჰემი აფხაზეთსჰი წასვლის წინ სულ მაგას იძახდა, ასე რო სიკვდილის ნუ სჰეგვესჰინდება
უკაცრავად შემეშალა სიკვდილი ყველას ვისაც მარტო სიცოცხლე უნდა მასე უნდა მეთქვა და შემეშალა შემინდეთ
მგონი ეხვლა გვძინავს და მერე გაღვიძებასა ქვია "სიკვდილი"
თუ შეიძლება ასე ითქვას: ჩვენი ცხოვრება სიზმარია,სიკვდილი კი გამოღვიძება!
სიკვდილის ქრისტესაც ეშინოდა...
,, სიკვდილი არრა არის რა...''
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience