თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ დაუნის სინდრომი
პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jan 29 2010, 09:47 PM
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით.
ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ.
ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული.
სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ).
არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან...
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 29 2010, 09:50 PM
ცოდოა ასეთი ბავშვი. ოჯახმა არ უნდა მოაკლოს სიყვარული და სითბო.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 30 2010, 01:56 PM
ციტატა
სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება
ათოს, და ხომ შეიძლება იმიტომ უჭირდეს თავისთან დატოვება, რომ ასეთი ბავშვების მოვლა ძნელია?
სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და თუ ეხმარება ნეტა? : )
პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jan 30 2010, 02:20 PM
ქევანა
ციტატა
ათოს, და ხომ შეიძლება იმიტომ უჭირდეს თავისთან დატოვება, რომ ასეთი ბავშვების მოვლა ძნელია?სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და თუ ეხმარება ნეტა? : )
ზოგადად საკმაოდ საზრიანი ბავშვები არიან. ესმით, რასაც ეუბნები, შეუძლიათ დამოუკიდებლად რაღაც სამუშაოს შესრულება და ა.შ.
ანუ რაღაც განსაკუთრებულ პრობლემას სახლში არ შექმნიან. უბრალოდ სწავლების პროცესია ცოტა გახანგრძლივებული. ოჯახში ყოფნისას ბევრად უკეთესად სწავლობენ და ითვისებენ ყველაფერს, ბავშვთა სახლში კი მათთვის მაინდამაინც არავის სცალია. ზრდასრული ამ სინდრომით დაავადებული გონებრივად არის 7 წლის ბავშვის დონეზე.
საზღვარგარეთ ბევრად უკეთესი პირობებია ამ ბავშვებისთვის შექმნილი. უკეთესი სასწავლო პროგრამებია. ასეთი ბავშვები ხშირად დადიან ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში და სკოლაში, რაც ორმხრივად სასარგებლოა, ჯანმრთელი ბავშვები სწავლობენ ტოლერანტობას, ხოლო ამ სინდრომის მქონე ბავშვებისთვის კი ხდება სოციალური ადაპტაცია.
ბავშვთა სახლში დატოვების შემთხვევაში არამარტო უარესად ვითარდებიან, არამედ დიდია მათი დაღუპვის რისკი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მრავალი თანდაყოლილი მანკი აქვთ და დაქვეითებული იმუნიტეტი რაც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მზრუნველობას. დედა, რომელიც ასეთ ბავშვს ტოვებს, გარკვეულწილად სწირავს.
რაც შეეხება სახელმწიფოს, რა თქმა უნდა უნდა ეხმარებოდეს. საჭიროა სპეციალური პროგრამების არსებობა ასეთი ბავშვებისთვის.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 30 2010, 08:48 PM
არ უნდა დავუკარგო ამ ხალხს...
ევროპაში, განსაკუთრებით სამხრეთში, ათასობით ოჯახი, უკვე შვილების პატრონი, შვილად იყვანს დაუნ ბავშვებს და ზრდის...
არაჩვეულებრივი ჰუმანიზმია.
ჩვენთან ვინ ზრუნავს მათზე?
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 30 2010, 08:54 PM
athos
ციტატა
არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან...
ჩვენს ტაძარში რამოდენიმე ასეთი ბავშვია.
ერთი-ორი წლის უკან გავიგე, ზუსტად არ მახსოვს სად, მაგრამ რომელირტაც სოფელში ჰყოლიათ ასეთი ბავშვი და ტქვენ წარმოიდგინეთ არავინ იცოდა მისი არსებობა, რადგან სადღაც სარდაგფში ჰყავდათ. იქ ჩაჰქონდათ საჭმელი, ცხოველივით იყო, მთელი ცხოვრება იქ გაატარა. ბავშვი კი არა დიდი ყოფილა უკვე.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 31 2010, 12:09 AM
გაიხარე ათოს, საჭირო თემაა
ციტატა(athos @ Jan 29 2010, 09:47 PM)
საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი.
არადა იგივე "ერეტიკულ" დასავლეთში დამოკიდებულება გაცილებით ჰუმანურია. ცხადია საქმე არა კონფესიურ კუთვნილებაშია, არამეტ ხალხის საზოგადოებად ჩამოყალიბებაში, რასაც ჩვენს სოციუმზე ვერ ვიტყვით.
ალბათ საჭიროა შიქმნას სპეციალური პროგრამები ამ ადამიანების დასახმარებლად...იგივე დასავლური პრაქტიკა, რომ მათ იარონ ჩვეულებრივ სკოლებში აშკარად მისაბაძია, ამით თითქოს ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავ - ერთის მხრივ ეხმარები გაჭირვებულ ადამიანს და მეორეს მხრივ ერთგვარად ზრდი საზოგადოებას.
კარგი იქნება თუ აგრეთვე ეკლესია მოკიდებს ხელს ამ საქმეს და ჩაერთვება პროგრამაში.
პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 31 2010, 12:25 AM
კანუდოსელი
ციტატა
ალბათ საჭიროა შიქმნას სპეციალური პროგრამები ამ ადამიანების დასახმარებლად...იგივე დასავლური პრაქტიკა, რომ მათ იარონ ჩვეულებრივ სკოლებში აშკარად მისაბაძია, ამით თითქოს ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავ - ერთის მხრივ ეხმარები გაჭირვებულ ადამიანს და მეორეს მხრივ ერთგვარად ზრდი საზოგადოებას.
ჩვენს ქვეყანაში არსებობს ინკლუზიური განათლების პროგრამა (მაგრამ ძირითადად ფურცელზე). ანუ სკოლებში ასეთი ბავშვებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები. კადრებია არასაკმარისი და თან შესაბამისი პირობებიც არაა სკოლებში.
პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Feb 15 2010, 07:23 PM
ციტატა
სადღაც სარდაგფში ჰყავდათ
ეჰ
არადა ასეთ ადამიანს ასმაგად ესაჭიროება სითბო და ყურადღება
პოსტის ავტორი: syd თარიღი: Feb 15 2010, 07:27 PM
ძველი თაობა დასახოცია. რადგან ისინი უკვე ვეღარ ისწავლიან რომ არ უნდა ჩაერიოს სხვის საქმეში. დასახოცია რომ ვერ მოუწამლონ ტვინები ბავშვებს! და იქნებ ახალი თაობა მაინც გაიზარდოს ნორმალური! რამდენ ადამიანს დაუნგრიეს ცხოვრება "კეთილისმსურველმა" მეზობლებმა და ნათესავებმა!
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 15 2010, 09:39 PM
syd
ციტატა
ძველი თაობა დასახოცია.
ასეთი მიდგომა ძმისშვილიშვილო არ გამოგადგება, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ რომ მშობლებსაც კი დახოცავ თუ მათი მითითითება არ მოგეწონა. შენი სხვა პოსტები ხშირად არასერიოზულ ხუმრობად აღითქმება, იმედია ახლაც ხუმრობ. თუ არადა... ასეთი აზროვნების კიდევ ბევრი თუ არის, უფრო ცუდად გვქონია საქმე, ვიდრე ჩვენ გვგონია.
ბადრიციტატა
ჩვენს ქვეყანაში არსებობს ინკლუზიური განათლების პროგრამა (მაგრამ ძირითადად ფურცელზე).
დარწმუნებით ვიცი რომ ქუთაისში 2 და თბილისში 5 სკოლაა ამერიკული პროგრამით "გადავარჩინოთ ბავშვები". სკოლების მატ.ტექ. ბაზაც შეიცვალა და სპეციალისტებიც იქნა გაგზავნილი ტრენინგებზე ვილნიუსში. უკვე 2 წელია ასწავლიან ინვალიდ ბავშვებს. რაც შეეხება ინკლუზიურ სავლებას სახ პროგრამით, განათლების კანონში დევს და ალბათ მოებმება თავიც, მხოლოდ ფორმიანი არ უნდა იყოს მინისტრი, არამედ პედაგოგიური განათლებით აჯობებს.
აბო.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 23 2010, 01:40 PM
მართლაც რთული თემაა.
ჩვენთან ასეთი ბავშვის ყოლა "სირცხვილად" ითვლება. მის ჯანმრთელ და-ძმასაც ამზერით უყურებს ხალხი, არათუ ბავშვზე იყოს საუბარი.
იციან ხოლმე მშობლებმა, "სანამ დაოჯახებას გადაწყვეტდნენ ადრე, კარგად გაიკითხავდნენო, ნათესაობაში გიჟი ან ავადმყოფი თუ ერიაო".
საინტერესოა რა იწვევს დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებას ნაყოფში?
ერთ-ერთ წინაპირობად ევროპაში ასაკიანი მშობლები სახელდება მგონი როგორც ვიცი.
თან აქ ზუსტად არ მახსოვს მერამდენე კვირაზე ორსულობის, სპეციალურად და რამოდენიმეჯერ გთავაზობს ექიმი ჩაიტარო ანალიზი, მუცლის სითხიდან და არკვევენ ბავშვი ჯანმრთელია თუ არა, ალბათ თუ არაა ჯანმრთელი მოცილების შესაძლებლობა არსებობს , ზუსტად არ ვიცი როგორ ხდება. თუმცა ევროპა რომ ტოლერანტულია მაგ ბავშვების მიმართ საქართველოსთან შედარებით, ამაზე არ მაქვს საუბარი.
პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 05:52 PM
.
პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: May 22 2010, 01:32 AM
შვილს თუ აჩენ, ე.ი მას უნდა მოუარო, რა მნიშვნელობა აქვს როგორია ის.
ციტატა(k@the @ Apr 23 2010, 01:40 PM)
მართლაც რთული თემაა.
ჩვენთან ასეთი ბავშვის ყოლა "სირცხვილად" ითვლება. მის ჯანმრთელ და-ძმასაც ამზერით უყურებს ხალხი, არათუ ბავშვზე იყოს საუბარი.
იციან ხოლმე მშობლებმა, "სანამ დაოჯახებას გადაწყვეტდნენ ადრე, კარგად გაიკითხავდნენო, ნათესაობაში გიჟი ან ავადმყოფი თუ ერიაო".
საინტერესოა რა იწვევს დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებას ნაყოფში?
ერთ-ერთ წინაპირობად ევროპაში ასაკიანი მშობლები სახელდება მგონი როგორც ვიცი.
თან აქ ზუსტად არ მახსოვს მერამდენე კვირაზე ორსულობის, სპეციალურად და რამოდენიმეჯერ გთავაზობს ექიმი ჩაიტარო ანალიზი, მუცლის სითხიდან და არკვევენ ბავშვი ჯანმრთელია თუ არა, ალბათ თუ არაა ჯანმრთელი მოცილების შესაძლებლობა არსებობს
, ზუსტად არ ვიცი როგორ ხდება. თუმცა ევროპა რომ ტოლერანტულია მაგ ბავშვების მიმართ საქართველოსთან შედარებით, ამაზე არ მაქვს საუბარი.
თან როგორ სირცხვილად ითვლება
მიმაგრებული სურათ(ებ)ი
პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: May 22 2010, 03:22 PM
ციტატა(k@the @ Apr 23 2010, 01:40 PM)
მართლაც რთული თემაა.
ჩვენთან ასეთი ბავშვის ყოლა "სირცხვილად" ითვლება. მის ჯანმრთელ და-ძმასაც ამზერით უყურებს ხალხი, არათუ ბავშვზე იყოს საუბარი.
იციან ხოლმე მშობლებმა, "სანამ დაოჯახებას გადაწყვეტდნენ ადრე, კარგად გაიკითხავდნენო, ნათესაობაში გიჟი ან ავადმყოფი თუ ერიაო".
საინტერესოა რა იწვევს დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებას ნაყოფში?
ერთ-ერთ წინაპირობად ევროპაში ასაკიანი მშობლები სახელდება მგონი როგორც ვიცი.
თან აქ ზუსტად არ მახსოვს მერამდენე კვირაზე ორსულობის, სპეციალურად და რამოდენიმეჯერ გთავაზობს ექიმი ჩაიტარო ანალიზი, მუცლის სითხიდან და არკვევენ ბავშვი ჯანმრთელია თუ არა, ალბათ თუ არაა ჯანმრთელი მოცილების შესაძლებლობა არსებობს
, ზუსტად არ ვიცი როგორ ხდება. თუმცა ევროპა რომ ტოლერანტულია მაგ ბავშვების მიმართ საქართველოსთან შედარებით, ამაზე არ მაქვს საუბარი.
მგონი ასაკი არაფერ შუაშია, შეიძლება არც მახსოვრობაში გყავდეს ნათესავი დაუნი მაგრამ მაინც გაჩნდეს, რაგაც ერთი დაავადება ყველას აქვს გენში. მაგრამ შეიძლება თაობები არ გამომჟღავნდეს, სამცუხაროდ უფროს თაობას ძნელია შეაგნებინო რომ ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. არავინ იცის ვის რა მოელის, შეიძლება უარესი დაცინვის ობიექტი გახდეს, ამიტომ სანამ რამეს იტყვიან დაფიქრება მართებთ
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 25 2010, 04:48 PM
kri100
ცხადია თუ აჩენ უნდა გააჩინო და მოუარო ისეთს, როგორიც გყავს.
თუმცა ასაკი მართლაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, განსაკუთრებით როცა პირველი შვილია, ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს და თეორიული შესაძლებლობა რაიმე დეფექტისა მეტია.
პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: May 25 2010, 11:19 PM
[quote name='k@the' date='May 25 2010, 04:48 PM' post='613319']
ვიცი რომ ძირითადად 30 წელს ზემოთ უჩნდებათ დაუნის სინდრომიანი ბავშვები, მაგრამ უფრო დაბალ ასაკიანებს ჰყავთ დსეთი ბავშვები ბიდრე პირიქით, არც პირველ მეორე ბავშვზეა დამოკიდებული. თუ მართლა მასეა როგორც სჰენ ამბობ მაშინ მე განსაკუთრებული ვყოფილვარ (რაშიც ეჭვი მეპარება) რადგან 19 წლის ვიყავი მეორე შვილი რომ გამიჩნდა და თანაც დაუნის სინდრომით, მიუხედავად პატარა ასაკისა ერთი წუთითაც არ მიფიქრია ბავშვის დატოვება, ჩემზე უკეთ სხვა ვინ მიხედავდა? მართალია ბევრი ტკივილიც შემხვდა, გარშემომყოფებიდან, მაგრამ ყოველშემტხვევაში უპასუხისმგებლო არ ვარ ჩემი შვილის წინაშე.
შეიძლება დამძრახოს ვინმემ ამას რომ ვწერ, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს მირჩევნია, შვილებშიც.
პოსტის ავტორი: athos თარიღი: May 25 2010, 11:59 PM
kri100
ფოტოები რომ დადეთ თქვენი შვილია?
შეგიძლიათ გვითხრათ თუ არის რამე სპეციალური პროგრამები ან წრეები, სადაც ბავშვები ისწავლიან ხატვას, ძერწვას და ა.შ? ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის და სხვა ნიჭი
სულ ახლახანს წავიკითხე ერთ ადამიანზე, რომელსაც ამ სინდრომმა ვერ შეუშალა ხელი უმაღლესი განათლება მიეღო, ვეცდები მოვძებნო ის სტატია
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 26 2010, 12:07 AM
kri100
მე ზოგადად ალბათობას ვამბობდი, რომ დიდ ასაკში მეტია. ცხადია ეს არ გამორიცხავს სხვა შემთხვევებს. მაპატიეთ, თუ გული გატკინეთ უნებლიეთ.
პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: May 26 2010, 05:16 PM
ეს კი სამივე
ციტატა(athos @ May 25 2010, 11:59 PM)
kri100ფოტოები რომ დადეთ თქვენი შვილია?
შეგიძლიათ გვითხრათ თუ არის რამე სპეციალური პროგრამები ან წრეები, სადაც ბავშვები ისწავლიან ხატვას, ძერწვას და ა.შ? ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის და სხვა ნიჭი
სულ ახლახანს წავიკითხე ერთ ადამიანზე, რომელსაც ამ სინდრომმა ვერ შეუშალა ხელი უმაღლესი განათლება მიეღო, ვეცდები მოვძებნო ის სტატია
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 26 2010, 09:09 PM
ციტატა(kri100 @ May 26 2010, 05:16 PM)
ეს კი სამივე
ეკლესიას ძალიან დიდი როლი შეუძლია შეასრულოს ამ ხალხის საზოგადოებაში ადაპტაციის საქმეში
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 27 2010, 09:57 AM
kri100
ციტატა
ეს კი სამივე
ვინ სამივე, ვერ მიხვვდი.
იმდია, დამოკიდებულება შეიცვლება ასეთი ბავშვები მიმართ. ამისთვის ჯერ ჩვენს თვითონ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეცვალო დამოკიდებულება, შესაბამისად, შეიცვლება საზოგადოებისაც.
არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენტან ასეთი ბავშვების დაბადება, ოჯახის სირცხვილია. ამიტომაც არის, რომ მალავენ, საზოგადოებასი არ გამოჰყავთ, აბარებენ და აშ. ერთმა ტავი ასე გაიმართლა, მე მეორე შვილიც მყავს და არ მინდა მას ხელი შეეშალოს ოჯახის შექმნაშიო. ანუ, თუ ჯახში ასეთი ბავშვი იზრდება, ე.ი. გენეტიკურად შესაძლებელია, შთამომავლობაც ასეტი დაიბადოს.ამ დროს დაუნის სინდრომი არ არის გენეტიკური დაავადება.
პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: May 27 2010, 03:27 PM
[quote name='მხევალი ნინო' date='May 27 2010, 09:57 AM' post='613845']
kri100
ვინ სამივე, ვერ მიხვვდი.
იმდია, დამოკიდებულება შეიცვლება ასეთი ბავშვები მიმართ. ამისთვის ჯერ ჩვენს თვითონ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეცვალო დამოკიდებულება, შესაბამისად, შეიცვლება საზოგადოებისაც.
არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენტან ასეთი ბავშვების დაბადება, ოჯახის სირცხვილია. ამიტომაც არის, რომ მალავენ, საზოგადოებასი არ გამოჰყავთ, აბარებენ და აშ. ერთმა ტავი ასე გაიმართლა, მე მეორე შვილიც მყავს და არ მინდა მას ხელი შეეშალოს ოჯახის შექმნაშიო. ანუ, თუ ჯახში ასეთი ბავშვი იზრდება, ე.ი. გენეტიკურად შესაძლებელია, შთამომავლობაც ასეტი დაიბადოს.ამ დროს დაუნის სინდრომი არ არის გენეტიკური დაავადება.
[cota ver gauge rogor unda vwero, da sad. fotoebi avtvirte da ar daimaxsovra, samive bavshvis da imaze vtqvi. damokidebulebas rac sheexeba adre da axlac ise malaven rom shvili avadmyofi yavt, rom axloblebmac ki ar ician da albat esec icvevs imas rom aset bavshvebs ise uyureben titqos ucxo civilizaciidan iyvnen. rac sheexeba kidev imas rom erti shvili myavs da es imitom davmale an davtove rom pirvels cxovrebashi xels sheushliso, albat martalic aris sadgac, tumca me ufrosi janmrteli myavs da sulac ar vfiqrob rom rameshi xels sheushlis, mit umetes rom bichia, ai rac sheexeba pataras, gogos, ki mifiqria rom sheidzleba imis gamo daiwunon rom avadmyofi dzma yavs, magram am droshi sul rom ar gatxovde is jobia albat chemnairad moazrovnec iqneba da mis ojaxshi sheva
პოსტის ავტორი: titina თარიღი: May 31 2010, 07:53 PM
ნახეთ ფილმი- მერვე დღე..http://www.kinopoisk.ru/level/1/film/102740/
ძალიან კარგი ფილმია, თემის შესაბამისი..
ჩემი ახლობელი მუშაობდა დაუნის სინდრომიან ბავშვებტან, მისმა მოძღვარმა ერთხელ ასეთი რამ ტქვა..ეს ბავშვები ცოდვის შვილები არიან და მათი განებივრება არ შეიძლებაო, არც მათი შვილად აყვანაა კარგიო..არ ვიცი დავიბენი..თუმცა იმდენი უაზრობები მსმენია, რასაც სახარებას და ბიობლიას მიაწერენ, სინამდვილეში კი ვირაცის ახირებების დაკანონების მცდელობაა ან ქვეყნის ისტორიული მძიმე წარსულის გავლენა..
პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: Jun 3 2010, 10:50 AM
მისმა მოძღვარმა ერთხელ ასეთი რამ ტქვა..ეს ბავშვები ცოდვის შვილები არიან და მათი განებივრება არ შეიძლებაო, არც მათი შვილად აყვანაა კარგიო.
რა სისულელეა, ან ეგეთი რამ მღვდელმა როგორ უნდა თქვას! პირიქითასეთ ბავშვებს ღმერთის საჩუქარს ეძახიან, ასეთIბავშვის განებივრება არ შეიძლებაო, იმ მამაომ იცის ვინ როგორი ადამიანი გაიზრდება? ბავშვებს ყველა ანებივრებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისისნი უცოდველები გაიზრდებიან და მთელი ცხობრება წმინდად იცხოვრებენ.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 3 2010, 11:33 AM
ციტატა
მისმა მოძღვარმა ერთხელ ასეთი რამ ტქვა..ეს ბავშვები ცოდვის შვილები არიან და მათი განებივრება არ შეიძლებაო, არც მათი შვილად აყვანაა კარგიო..არ ვიცი დავიბენი.
ჰმ, დაახლოებით ვხვდები რატომაც თქვა : )
დაუნიზმი ხომ გენის პათოლოგიაა. რა იწვევს პათოლოგიას? სვამს ამ კითხვას და პასუხიც იქვეა (მისთვის, თორე მე არ ვიცი, არც ის ვიცი გენეტიკურია თუ შეძენილი)
შვილად აყვანა კიდე - ძნელი მოსავლელია : ) თუ არ შეგიძლია, არ უნდა მოკიდო ხელი
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 3 2010, 04:40 PM
ლურჯი ბუ
ციტატა
იმდენი იდიოტი "მამაო" დადის, რას გაიგებ ვინ რას ამბობს smile.gif
ასეთ მიმართვებზე შენიშვნა გეკუთვნით.
გასაებია, რომ მამაო ცდება და არასწორს საუბრობს, მაგრამ კორექტულობა შეინარჩუნეთ მიმართვებში.
ცოდვა, შთამომავლობით არ გადადის, ბავშვის ავადმყოფობა მშობლის ცოდვის გამო არ ხდება. თუ ღმერთმა დაუშვა ასეთი ბავშვის გაჩენა, ეს მშობლის გამოცდა უფროა და ღმერთმა გააძლიეროს ასეთი ბავშვების მშობლები. ბავშვი კი ყველა საყვარელია და ტკბილი.
პოსტის ავტორი: titina თარიღი: Jun 4 2010, 11:02 AM
kinoteli
არა სახელს რა მნისვნელობა აქვს? და ჭორაობა რა შუაშია? ჩემთვის არ უთქვამს თორე ვკითხავდი რატომ თქო?
საერთოდ დამოკიდებულებაზე ვამბობ.. ჩემი უფროსი ბიჭი როდესაც ბაღში მივიყვანე 2 ბიჭი მოვიდა, ბიზაშვილები იყვნენ, ერთი ცოტა ჩამორჩენილი იყო განვიტარებით თავის ასაკს.. ექიმს უთქვამს ჯობია ჩვეულებრივ ბავსვებთან მიიყვანო და შეიძლება დაძლიოსო თავისითო ეს პრობლემაო..უსაყვარლესი და უკეთიოლშიობილესი ბავშვი იყო. აბსოლუტურად არააგრესიული, მიუხედავად იმისა, რომ 2-3 წლის ბავსვებში ხშირია გაუაზრებელი აგრესია.. სულ იცინოდა,ბავშვებს ეგრევე შეაყვარა თავი, მაგრამ ერთ დღეს მშობლების დიდმა ნაწილმა პროტესტი გამოტქვა, ჩვენი შვილები დაუნებთან რატომ უნდა იზრდებოდნენო და აიძულეს ეს ბავშვი წაეყვანათ.. მე კი გავჯორე მაშინ იმ მშობლების ნაწილი, წარმომიდგენია როგორ შვილებს აღზრდით მეთიასეთი აზროვნებით და დამოკიდებულებით თქო,მაგრამ პრობლემა მთელი საზოგადოების მიდგომაშია ამ საკითხისადმი. მე პირადად მივესალმები იმ აზრს რომ დაუნის სინდრომით ან სხვა ნაკლოვანებების ბავშვები იზრდებოდნენ ჩვეულებრივ გარემოში, ჩვეულებრივ და არა სპეც სკოლებში, ამ ინტეგრირებით ჩვენი ბავშვებიც უფრო კეთილშობილები გახდებიან და ის ბავშვებიც ბევრად უფრო მარტივად გადალახავენ თავიანთ პრობლემებს და გახდებიან საზოგადოების სრულუიფლებიანი წევრები! მე ასე ვფიქრობ...
პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: Jun 8 2010, 03:15 PM
ციტატა(titina @ Jun 4 2010, 11:02 AM)
kinoteli
ჩემი უფროსი ბიჭი როდესაც ბაღში მივიყვანე 2 ბიჭი მოვიდა, ბიზაშვილები იყვნენ, ერთი ცოტა ჩამორჩენილი იყო ერთ დღეს მშობლების დიდმა ნაწილმა პროტესტი გამოტქვა, ჩვენი შვილები დაუნებთან რატომ უნდა იზრდებოდნენო და აიძულეს ეს ბავშვი წაეყვანათ....
მართალია 3_3 წლის ბავშვი უკვე დიდია და შეიძლება დაუნიკიდან ვერაფერი ისწავლოს, მაგრამ ჩემმა გოგონამ(6თვისაა) მისი ძმიდან ბევრი ისწავლა, ნუ რაც იცის დავითისაგან იცის
სიცილი, კივილი, თმებში ხელის წავლება, კოცნა, თამაში, და ხშირად კარგადაც ერთობიან ერთად
პოსტის ავტორი: Anuki... თარიღი: Dec 16 2010, 10:30 PM
მე მაქვს კითხვა რომელიც სასწრაფოდ მჭირდება. ბიოლოგიის ტესტში არის კითხვა:რატომ არ გადაეცემა დაუნის სინდრომი მემკვიდრეობით? დამეხმარეთ გთხოვთ! წინასწარ გიხდით მადლობას.
პოსტის ავტორი: athos თარიღი: Dec 17 2010, 09:23 AM
Anuki...
ციტატა
მე მაქვს კითხვა რომელიც სასწრაფოდ მჭირდება. ბიოლოგიის ტესტში არის კითხვა:რატომ არ გადაეცემა დაუნის სინდრომი მემკვიდრეობით? დამეხმარეთ გთხოვთ! წინასწარ გიხდით მადლობას.
ეგ სინდრომი უშვილობას იწვევს, შესაბამისად არ ჰყავთ შთამომავლობა.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 17 2010, 12:00 PM
athos
და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი?
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 17 2010, 12:06 PM
კანუდოსელი
დაუნის დაავადების დროს ავადმყოფებს სასქესო ნიშნები სუსტად აქვთ განვითარებული და მათ უმრავლესობას შთამომავლობა არ ჰყავს.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 17 2010, 12:09 PM
ციტატა(terra @ Dec 17 2010, 12:06 PM)
კანუდოსელი
დაუნის დაავადების დროს ავადმყოფებს სასქესო ნიშნები სუსტად აქვთ განვითარებული და მათ უმრავლესობას შთამომავლობა არ ჰყავს.
მიწისკაცო
სხვა რამეს ვკითხულობ...რა იწვევს დაუნის სინდრომს?
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 17 2010, 12:32 PM
ციტატა(კანუდოსელი @ Dec 17 2010, 12:09 PM)
მიწისკაცო
სხვა რამეს ვკითხულობ...რა იწვევს დაუნის სინდრომს?
http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_encyclopedia&task=term&id=473&Itemid=351
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 17 2010, 04:58 PM
ციტატა(კანუდოსელი @ Dec 17 2010, 12:09 PM)
.რა იწვევს დაუნის სინდრომს?
მე როგორც მახსოვს ამ დაავადების საფუძველი ზედმეტი ქრომოსომაა.
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 17 2010, 05:04 PM
ციტატა(.zakaria. @ Dec 17 2010, 04:58 PM)
მე როგორც მახსოვს ამ დაავადების საფუძველი ზედმეტი ქრომოსომაა.
კი. 46-ის ნაცვლად აქვთ 47.
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 25 2013, 12:09 AM
მე ვიცნობ ასეთ ბავშვს სულ პატარაობიდან. დიდი წვლილი მიუძღვის მის ოჯახს მის განვითარებაში. ბაღის ასაკიდანვე დაჰყავდათ რაც კი რამე სპორტი და მასწავლებელი არსებობდა. ფორტეპიანოზე და ხატვაზე დადიოდა ჩემთან ერთად. ნუ მკურნალობდნენ კიდეც რა თქმა უნდა. ისე განვითარდა მე12 კლასში უცხო ენების კონკურსშიც გაიმარჯვა და სასწავლადაც გაგზავნეს 1 წლით აშშ-ში. გამოცდებიც ჩააბარა და ახლა უმაღლესშიც სწავლობს. არადა მეორე კლასში ვერავინ ტყოდა მასზე თუ ამდენს მიაღწევდა. მისი ოჯახისთვის ალბათ გენეტიკურია იმიტომ რომ მისი ძმაც იგივე სიმპტომებით დაიბადა. ის ჯერ პატარაა. იმედი მაქვს მასაც ასეთივე წარმატებები ექნება...
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 25 2013, 12:19 AM
ციტატა(terra @ Dec 17 2010, 05:04 PM)
კი. 46-ის ნაცვლად აქვთ 47.
საიდან მოდის ის ზედმეტი ქრომოსომა? დამაინტერესა.... წავალ მოვძებნი რამე თემას მაგაზე...
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 25 2013, 12:22 AM
ციტატა(MIRDAT @ Jan 25 2013, 12:19 AM)
წავალ მოვძებნი რამე თემას მაგაზე...
დაგვიპოსტე თუ იპოვი
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 25 2013, 12:48 AM
ციტატა(athos @ Dec 17 2010, 09:23 AM)
Anuki...
ეგ სინდრომი უშვილობას იწვევს, შესაბამისად არ ჰყავთ შთამომავლობა.
აბა ჩემი ნაცნობი მასეთი ბავშვის ძმაც მასეთი რატომაა? 2ივე შვილზე ასე შემთვხვევით მოხდა? იქნებ მშობლიდან კი არა მამიდიდან ან ბიძიდან ან სხვა ნათესავიდანაა?
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 25 2013, 01:06 AM
ციტატა(qetevano @ Jan 25 2013, 12:48 AM)
აბა ჩემი ნაცნობი მასეთი ბავშვის ძმაც მასეთი რატომაა? 2ივე შვილზე ასე შემთვხვევით მოხდა? იქნებ მშობლიდან კი არა მამიდიდან ან ბიძიდან ან სხვა ნათესავიდანაა?
მამამისს ან დედამისს აქვს დაავადება რომლის გამოც ხდება ასეთი ბავშვების დაბადება. რაც შეეხება თვითონ დაუნის სინდრომით დაბადებულ ბავშვს, მას როგორც აღნიშნეს შთამომავალი ვერ ეყოლება, ამიტომ თვითონ დაუნის სინდრომი ვერ გადავა გენეტიკურად.
აი ამაზე ინფორმაცია რაც ვიპოვე.... ძალიან ზედაპირული ინფორმაციაა მარა მაინც დავდებ... ყველგან ერთიდაიგივეს იმეორებენ თითქმის.
http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1534
http://archive.webmix.ge/icc/dawn.html
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 25 2013, 01:13 AM
MIRDAT
როგორი რაღაცაა იცი. გააჩნია გენი რომელ ქრომოსომაშია ლოკალიზებული.
ჩვენ ვიცით რომ არსებობს x და y ქრომოსომა , რომელიც ბავშვის სქესის განმსაზღვრელია. ცოტა უცნაურიცაა მარა ხსირად სიმელოტის გენი სწორედ დედიდან გადაეცემა შვილს , მაგრამ დედა მელოტი ხომ არაა?
(მარტივი ენით რომ ვიმსჯელოთ. მე შეიძლება მქონდეს კომპიუტერში ,,პდფ'' ფაილი (ოჰ ეს ქინდლი.) , მაგრამ არ მეწეროს მისი წასაკითხი პროგრამა და ამის გამო ვერ წავიკითხო იგი , მაგრამ თუ გადავწერ სხვა კომპიუტერშ რომელსაც მისი წასაკითხი პროგრამა აქვს ადვილად ავისრულებ სურვილს...
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 25 2013, 01:20 AM
MIRDAT
ვაა კარგი სტატიები იყო მაინც, გავერკვიე ცოტა.
ისე მართლა ისეთი გულჩვილები არიან და მოსიყვარულეები, რომ მხვდება ისე მეხუტება ხოლმე ის ბავშვი
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2018, 02:43 PM
"ერთხელ მამა პაისი მამა-შვილმა მოინახულა. მამა წარმოშობით კონსტანტინოპოლიდან იყო და მერე გადმოსახლებულა თავისუფალ საბერძნეთში. შვილი დაბადებით დაუნიზმით იტანჯებოდა. როცა მამა პაისისთან შევიდნენ, ბერმა თქვა: "როგორც არ უნდა მეცადა, ვერასოდეს მივაღწევდი ისეთ სიმდაბლეს, უბრალოებას, სიხარულსა და უბოროტობას, როგორც ეს ბავშვიო". საწყალმა მამამ დიდად ნუგეშცემულმა წაიყვანა შვილი შინ."
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 10:35 PM
"დღეს ჩემი 14 წლის დაიკოს დაბადების დღეა. მას დაუნის დაავადება აქვს და არ ჰყავს მეგობრები. საღამოს ჩემი შეყვარებული მოვიდა ყვავილების თაიგულით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს თაიგული მე არ მეკუთვნოდა - გავიდა გვერდით ოთახში და ყვავილები მიართვა ჩემს დაიკოს. ენით ვერ გადმოვცემ ჩემი დაიკოს სიხარულსა და ბედნიერებას".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)