თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ სიყვარული

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 25 2007, 02:56 PM

თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.

აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ.

განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან"

"როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს.

სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ.

სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა.

იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას.

ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 25 2007, 02:58 PM

მე მართლა მაინტერესებს, შესაძლებელია მეცნიერულად სიყვარულის ახსნა?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 25 2007, 06:29 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
მე მართლა მაინტერესებს, შესაძლებელია მეცნიერულად სიყვარულის ახსნა?




სიყვარულს? ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს რომელღაც ჰორმონის მატებას უკავშირებენ. დაიწევს ამ ჰორმონების რაოდენობა სისხლში და გაქრება გულის მტკივნეული შეკუმშვები ვიღაც-ვიღაცეების დანახვაზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Dec 25 2007, 09:29 PM

რამდენათაც ამქვეყნად ყოველი საგანი თავისი არსებითა და მოქმედებით სულიერ საგანთა მხოლოდ სიმბოლოს წარმოადგენს, სწორედ სწორედ იგივეითქმისმიწიერ სიყვარულზე.ის.რასაცადამიანები ამქვეყნად სიყვარულს უწოდებენ,ოდენ სუსტი სიმბოლოა ჭეშმარიტი,ზეციური სიყვარულისა

ყოველგვარი არსება ორ ნაწილად განიყოფა ,ქმნილად და შეუქნელად ,შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო შექმნილი ყველა დანარჩენი, სიყვარულიც შეუქმნელია, შეუქმნელი და მარადიული.რადგანაც სიყვარული ღმერთის თვისება კი არარის არამედ მისი სახელია,მისსხვა სახელებთან ერთად და-საღმრთო არსებობის .ამიტომაც არის ნათქვამი,ღმერთი სიყვარული არს

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 25 2007, 09:56 PM

ციტატა
სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა.

afxazi
არ გეგონოს სიტყვებზე გეკიდებოდე, მარა ეგ ჩამონათვალი არ მომწონს. smile.gif გათანაბრებულია ეგ სამი?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 25 2007, 10:04 PM

t.d
ხომ ვთქვი, მხოლოდ სუფთა ფსიქოლოგიური დაკვირვებისა და ცდების შედეგებზე ვისაუბროთ. გასაგებია შენ რასაც გულისხმობ, მაგრამ სხვა კუთხით მინდა დავინახოთ სულის ეს თვისება.

k@the

ციტატა
არ გეგონოს სიტყვებზე გეკიდებოდე, მარა ეგ ჩამონათვალი არ მომწონს. გათანაბრებულია ეგ სამი?

არა მე რა უნდა მეწყინოს, ეს გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია.

ის აგრეთვე საუბრობს ეჭვიანობაზე, როგორც სიყვარულის ერთ-ერთ თვისებაზე. მინდა რომ სწორედ ამ კუთხით განვავრცოთ ჩვენი საუბარი. ანუ ვთქვათ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Dec 25 2007, 10:05 PM

მაპათ თუ გინდა წაშალეთ ეგ პოსტი ნუმე კარგათ ავხსენი სიყვარულის არსიდამაგისთანებს ბევრს დავდებდი მარა რაცხა არ შესაბამება არა?

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 25 2007, 10:18 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 25 2007, 09:29 AM) *

თამარი_ცქნაფო
სიყვარულს? ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს რომელღაც ჰორმონის მატებას უკავშირებენ. დაიწევს ამ ჰორმონების რაოდენობა სისხლში და გაქრება გულის მტკივნეული შეკუმშვები ვიღაც-ვიღაცეების დანახვაზე biggrin.gif

ეს კიდევ სულ სხვა თემაა smile.gif ჰორმონებზე და "სიყვარულის ქიმიაზე" ბიოლოგები უფრო ბევრს საუბრობენ smile.gif
ფსიქოლოგები ძირითადად სიყვარულზე, როგორც სოციალურ კულტურულ ფენომენზე საუბრობენ. smile.gif
რაც შეეხება სიყვარულისა და "ქიმიური ელემენტების დამოკიდებულებას", მოდი ჯერ ამაზე ვისაუბროდ ცოტა ვრცლად რომ არ გვქონდეს ზედაპირული წარმოდგენა, "რაღაც ჰორმონები", "თავის ტვინში ხდევა რაღაც ქიმიური პროცესები" და მსგავსი ფრაზები...

მოკლედ ამ ყველაფრის შესახებ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდა და იკვლევდა Rutgers-ის უნივერსტეტის პროფესორი და ექსპერტი ჰელენ ფიშერი, მან ეს მთელი პროცესი სამ ნაწილად დაყო (lust, attraction,attachment) და აღნიშნავდა რომ სხვადასხვა შემთხვევის დროს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები ახდენდნე ზეგავლენას ადამიანის ტვინზე...
ციტატა
რომელღაც ჰორმონის მატებას უკავშირებენ

ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში... და ისე ამ რომელიღაცა ჰორმონების(ტესტესტერონი ესტროგები) მატების გარდა ადამიანის ტვინზე თანმიმდევრულად ახდენს ზეგავლენას მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებები.
მეორე შემთხვევაში ისეთი ტიპის ნეიროტრანსმიტერები როგორიცაა, დოპამინი, სეროტონინი,ნორადრენალინი... მათი ზემოქმედებით სტიმულირდება ტვინის pleasure center (ქართულად ვერ ვიხსენებ sad.gif უკაცრავად...) რის საშუალებითაც იმართება მთელი რიგი პროცესები:
ციტატა
გულის მტკივნეული შეკუმშვები

ანუ იზრდება ჰართ რეით, აგრეთვე იწვევს უმადობას და უძილობას და ინტენსიური მღელვარების?(excitement) შეგრძნებას.
და არის კიდევ მესამე სტადია, შემთხვევა თუ რაც გინდა ვუწოდოთ, როდესაც საუბარია რამოდენიმე წლის, რაღაც დადებითი სახის ურთიერთობის შედეგად გაჩენილ გრძნობებზე, მაგალითად როგორც სიყვარულის წარმოშობა საუკეთესო მეგობრებს შორის.(ოჰ ფრიად აქტუალურ და მტკივნეულ საკითხს შევეხე მგონი smile.gif ) ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგთან, როგორებიცაა Oxytocin და vasopressin.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 25 2007, 10:23 PM

t.d

ციტატა
მაპათ თუ გინდა წაშალეთ ეგ პოსტი ნუმე კარგათ ავხსენი სიყვარულის არსიდამაგისთანებს ბევრს დავდებდი მარა რაცხა არ შესაბამება არა?

არა საპატიებელი არაფერია, უბრალოდ სხვა კუთხით მინდა ვისაუბროთ. იმედი მაქვს ხვდებით რის თმაც მინდა?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 25 2007, 10:23 PM

არა, მართლა სერიოზულად მაინტერესებს, რატომ ჩნდება ხოლმე მეგობრებს შორის ასეთი სიყვარული? ფსიქოლოგიურად როგორ აიხსნება ეს? რამდენად მყარია მსგავის ურთიერთობა და რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს გაუმართლებელი? (ანუ კრახის ალბათობა ვიგულისხმე)

wink.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 25 2007, 10:24 PM

ციტატა
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 0 სტუმარი და 6 დამალული წევრი)
0 წევრი:

biggrin.gif biggrin.gif
მთელი ფორუმის 'იდუმალი' წევრები აქაა.

afxazi
გასაგებია, მარა დაახლოებით რომელი საუკუნისაა ეგ აზრები? smile.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Dec 25 2007, 10:31 PM

რაც შეხება გოგოსადა ბიჭს მეგობრობას შეიძლება და თითქმის ბევრშემთხვევაში ეს გადაზრდილა სხვაგვარ სიყვარულში რაც იმიზმიზეზი უფროა ალბათ როისენიეჩვევიან ერთმანეთს უგებენ ერთმანეთს და ძალიან უახლოვდებიან შესაძლებელია ასეთი რამმოხდეს და შეუყვარდეს ან ერთს ანმეორეს,მემაგალითად ცოტა სხვაგვარ ადამიანებს მივეკუთნები და ასეთი რამარ მევასება მე მყავს მეგობარი გოგო და ძალიან მყვარს ჩემდას ვეძახი რა დე ასეთი რამგამორიცხულია მირჩევნიმოვკვდე ვიდრე მე ის შემიყვარდეს და მასზე ვიფიქრომან ძმათ ან დათ მიგიღო შენკი სხვა გვარად დაიწყე ფიქრე ეს არ მომწონს,ასერომმე ვიცი ბევრი შემთხვევა ძან მაგარ მეგობრებშ შეჰყვარებით ერთმანეთი ან ერთს შეყვარებია და Aსე შემდეგ რა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 25 2007, 10:34 PM

მე მაინც მგონია, რომ როცა მეგობრებს შორის ასეთი რამ იბადება, იქ დავიდანვე, სულ ოდნავ, მცირე დოზით მაინც იდო რაღაც, რაც ჯერ მეგობრობაში გადაიზარდა და შემდეგ მობრუნდა ისევ უკან. ანუ თავიდან არა მეგობრული, უფრო ბიჭისა და გოგოს ჩვეულებრივი ურთიერთობა იყო, აღიქვამდი ბიჭად და ის - გოგოდ, მერე დამეგობრდი და ცოტა ხანში ურთიერთგაგებამ, საიხლოვემ, მიჩვევამ და ა.შ. გაამძაფრა ის უწინდელი საპირისპირო სქესისი აღქმა.

ნაღდად არ ვიცი, თეორია მაქვს უბრალოდ, მაგას რომ მივმხვდარიყავი, აქ კი არ ვიჯდებოდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Dec 25 2007, 10:49 PM

იცი რა არის მე ისეთ ბიჭს არ ვცემპატივს გოგოზეროფიქრობსმეგორობას და და დზმობას როეფიცება დაჰფიცავს გავაერთიწელი და მე შენმიყვარხარო,ასეთი რამ თქვი ახლა შენ ხო თამარ?

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Dec 25 2007, 10:50 PM

ციტატა(ქეთი. @ Dec 25 2007, 07:18 PM) *

ეს კიდევ სულ სხვა თემაა smile.gif ჰორმონებზე და "სიყვარულის ქიმიაზე" ბიოლოგები უფრო ბევრს საუბრობენ smile.gif
ფსიქოლოგები ძირითადად სიყვარულზე, როგორც სოციალურ კულტურულ ფენომენზე საუბრობენ. smile.gif
რაც შეეხება სიყვარულისა და "ქიმიური ელემენტების დამოკიდებულებას", მოდი ჯერ ამაზე ვისაუბროდ ცოტა ვრცლად რომ არ გვქონდეს ზედაპირული წარმოდგენა, "რაღაც ჰორმონები", "თავის ტვინში ხდევა რაღაც ქიმიური პროცესები" და მსგავსი ფრაზები...

მოკლედ ამ ყველაფრის შესახებ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდა და იკვლევდა Rutgers-ის უნივერსტეტის პროფესორი და ექსპერტი ჰელენ ფიშერი, მან ეს მთელი პროცესი სამ ნაწილად დაყო (lust, attraction,attachment) და აღნიშნავდა რომ სხვადასხვა შემთხვევის დროს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები ახდენდნე ზეგავლენას ადამიანის ტვინზე...

ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში... და ისე ამ რომელიღაცა ჰორმონების(ტესტესტერონი ესტროგები) მატების გარდა ადამიანის ტვინზე თანმიმდევრულად ახდენს ზეგავლენას მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებები.
მეორე შემთხვევაში ისეთი ტიპის ნეიროტრანსმიტერები როგორიცაა, დოპამინი, სეროტონინი,ნორადრენალინი... მათი ზემოქმედებით სტიმულირდება ტვინის pleasure center (ქართულად ვერ ვიხსენებ sad.gif უკაცრავად...) რის საშუალებითაც იმართება მთელი რიგი პროცესები:

ანუ იზრდება ჰართ რეით, აგრეთვე იწვევს უმადობას და უძილობას და ინტენსიური მღელვარების?(excitement) შეგრძნებას.
და არის კიდევ მესამე სტადია, შემთხვევა თუ რაც გინდა ვუწოდოთ, როდესაც საუბარია რამოდენიმე წლის, რაღაც დადებითი სახის ურთიერთობის შედეგად გაჩენილ გრძნობებზე, მაგალითად როგორც სიყვარულის წარმოშობა საუკეთესო მეგობრებს შორის.(ოჰ ფრიად აქტუალურ და მტკივნეულ საკითხს შევეხე მგონი smile.gif ) ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგთან, როგორებიცაა ოქსიჯენი და vasopressin.

ქეთ,არ შეგიძლია ამ ინფორმაციის წყარო მომაწოდო?ძალიან მაინტერესებს

ბოლოს ოქსიჯენი რომ გიწერია ოქსიგენს(oxygen) ანუ ჟანგბადს გულისხმობ?
ვასოპრესინი ჰიპოთალამუსში სინთეზირებადი ანტიდიურეზული ჰორმონია და მისი ზემოქმედება შEიძლება რაღაცით კავშირშია ზემოთ თქმულთან,მაგრამ ჟანგბადიი??მოკლეთ ნამეტანი დამაინტერესაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 25 2007, 10:52 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 25 2007, 01:34 PM) *

მე მაინც მგონია, რომ როცა მეგობრებს შორის ასეთი რამ იბადება, იქ დავიდანვე, სულ ოდნავ, მცირე დოზით მაინც იდო რაღაც, რაც ჯერ მეგობრობაში გადაიზარდა და შემდეგ მობრუნდა ისევ უკან. ანუ თავიდან არა მეგობრული, უფრო ბიჭისა და გოგოს ჩვეულებრივი ურთიერთობა იყო, აღიქვამდი ბიჭად და ის - გოგოდ, მერე დამეგობრდი და ცოტა ხანში ურთიერთგაგებამ, საიხლოვემ, მიჩვევამ და ა.შ. გაამძაფრა ის უწინდელი საპირისპირო სქესისი აღქმა.

ნაღდად არ ვიცი, თეორია მაქვს უბრალოდ, მაგას რომ მივმხვდარიყავი, აქ კი არ ვიჯდებოდი biggrin.gif

ამას ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად განსაზღვრავს და ახასიათებს, ფსიქოლოგიაშჲც რიგი აზრთა სხვადასხვაობაა, კონკრეტულად თითოეული იდივიდის პიროვნულობასა და აზროვნებაზეც ბევრია დამოკიდებული. მე უფრო იმ თეორიას ვეთანხმები როცა რაღაც პერიოდის ურთიერთობის შემდეგ ჩნდება საერთო ინტერესები, ქვეცნობიერად ყველა ადამიანი საკუთარ თავზეა ყველაზე მეტად შეყვარებული, და იმ შემთხვეაში როცა იგი იგივეს აღმოაჩენს სხვა ადამიანშიც, ანუ ფაქტიურად ხედავს სხვაში იმას რაც თავისთავში უკვე უყვარს ხო? აქედან გამომდინარე უფრო რეალური და ლოგიკურია...
John Alan Lee თეორიის მიხედვით ასეთ შემთხვევაში ძირითადად სიყვარულის ორ სახეობასთან შეიძლება გვქონდეს საქმე:
(ციტირებას გავაკეთებ თუ არ მიწყენთ smile.gif ჩემი სიტყვებით ისე კარგად ვერ დავწერდი და smile.gif...)

"1) Storge — an affectionate love that slowly develops, based on similarity.
2)Agape — selfless altruistic love; spiritual"

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 25 2007, 10:59 PM

ციტატა(მაეასი @ Dec 25 2007, 01:50 PM) *

ქეთ,არ შეგიძლია ამ ინფორმაციის წყარო მომაწოდო?ძალიან მაინტერესებს

სალო წყარო მივუთითე, ჰელენ ჶიშერის ექსპერიმენტული ნაშრომები smile.gif პერიოდულად მაქვს ნასწავლი და ბევრგან ამოკითხული, კონრეტულ სახელმძღვანელოს აუცილებლად მიგითითებ, გადავხედავ სადაც უფრო ვრცლადაა ეს ყველაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 25 2007, 11:22 PM

აუ კაი რა მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა როგორ უნდა ამოხსნან სიყვარული როცა თვით საკუთარ სიყვარულს ვერ ხსნი ბოლომდე და სხვამ როგორ უნდა ამიხსნას სიყვარული რა არის?
იგივეა რომ სასწაულს დაუწყო მეწნიერული ახსნა და ბოლოს რო არაფერი გამოდით აღიარებენ რო ღმერთი მართლა არსებობსო
რავი ახლა მგონი ისე დავწერე რო ზოგისთვის მიუღებელისავით იყოს მარა სიყვარულს მეცნიერები ბოლომდე მაინც ვერ ახსნიან ისევე როგორც სასწაულს თუ არ სწამთ უფლის

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 25 2007, 11:25 PM

ციტატა(afxazi @ Dec 25 2007, 01:56 PM) *

თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.

უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა.


ჭეშმარიტი სიყვარული ალბათ მაინც თავგანწირვაა, როცა სხვისი უფრო გტკივა ვიდრე შენი... და თავგანწირვით უნდა ვლინდებოდეს. დანარჩენი ალბათ მართლა მხოლოდ და მხოლოდ ვნებაა და არა სიყვარული

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 26 2007, 12:04 AM

ციტატა(t.d @ Dec 25 2007, 11:49 PM) *

იცი რა არის მე ისეთ ბიჭს არ ვცემპატივს გოგოზეროფიქრობსმეგორობას და და დზმობას როეფიცება დაჰფიცავს გავაერთიწელი და მე შენმიყვარხარო,ასეთი რამ თქვი ახლა შენ ხო თამარ?

ნუ, მთლად მასეთი არა, მაგრამ ჰგავს. თუმცა პატივს არ ვცემ, არ მეჩვენება მე გამართლებულ ნათქვამად, თუ იმ ხაზს გავყვებით, მე რაც დავხატე

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Dec 26 2007, 02:05 AM

ქეთი.

ციტატა
pleasure center (ქართულად ვერ ვიხსენებ უკაცრავად...)


სიამოვნების ცენტრი

პოსტის ავტორი: USCIAS თარიღი: Dec 26 2007, 03:38 AM

როცა ხედავ, გიყვარს და არ გინდა ფლობდე - ეს არის ერთ-ერთი ფორმა და გამოხატულება ადამიანის სიყვარულისა მისი მოცემული სიტუაციიდან და პიროვნებიდან გამომდინარე.
სიყვარული ფლობა არ არის, სიყვარული მდგომარეობაა. როცა საგანს, ადამიანს.. მაგ. ..მოკლედ აქ რამდენიმე ვარიანტია (განსხვავებული თქვენ დაამატეთ) 1) ერთია როცა მიხვალ და დაეუფლები შენს მიერ სასურველ საგანს, ადამიანს (ანუ შენი სიყვრულის საგანი შენს მფლობელობაში გადმოვა. ამიერიდან ის შენთან არის). ეს სიყვარულის ნაწილია 2) მეორე. როცა არ დაეუფლები. მიხვალ შენი სიყვარულის საგანთან - საგანთან ან პიროვნებასთან და მისცემ უფლებას შენ დაგეუფლოს თავის მდგომარეობაში, თავის კონტეკსტში თავისი სიყვარულით. ეს კი იმას ნიშნავს რომ შენ ის გიყვარს და ღებულობ იმ სიყვარულის საგანს იქ სადაც არის, ისე როგორც არის. ესეც სიყვარულის ნაწილია.თუმცა გაცილებით აღმატებული ვიდრე პირველი. 3) მესამე. როცა არ დაეუფლები შენი სიყვარულის საგანს. როცა შენ არ გჭირდება ამის გაკეთება უბრალოდ დატკბები მისი სილამაზით, მისი არსებობით და შემდეგ გააგრძელებ შენს გზაზე სიარულს შევსებული, შთაგონებული და ამაღლებული. ესეც სიყვარული ნაწილია ან ერთ-ერთი შემადგენელი ფორმა სიყვარულისა.
ახლა რატომ ავღნიშნავ რომ ეს სამივე სიყვარულის ნაწილია და არა თავად შიყვარული მთლიანობაში...ამაზე მოგვიანებით... ამ დღეებში თემას შემოგთავაზებთ სიყვარულზე , მის არსზე.. და იქ გეტყვით ბევრს სხვასა რასმეს....და ცნობილი რელიგიური ფიგურების მოსაზრებებს.
იქამდე მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს თუ რატომ არის ეს სამივე სიყვარულის ნაწილი...

აქვე დაგეხმარებით თემის განვრცობაში - 'და რადგან მხოლოდ სიყვარულის ნაწილი გიგვემნია, ჩვენ არ ვიცნობთ მას სრულყოფილად და მასზე პირადი გამოცდილებით ვლაპარაკობთ...' გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს და ისე დაწეროთ პასუხი... ვნახოთ. მაინტერესებს პასუხი რა იქნება...smile.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Dec 26 2007, 12:22 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 26 2007, 12:04 AM) *

ნუ, მთლად მასეთი არა, მაგრამ ჰგავს. თუმცა პატივს არ ვცემ, არ მეჩვენება მე გამართლებულ ნათქვამად, თუ იმ ხაზს გავყვებით, მე რაც დავხატე

მე მემგონი არც ცუდათ მითქვამს უბრალოდ კაცი რო მანდილოსანს ძმობას შეფიცებს და სხვა რამ უტრიალებს იმას როგორ უნდა ენდო? სახლში უშვებ როგორც მეგობარს როგორც ძმას მას კი სხვა აზრი უტრიალებს მაგალითად სიყვარული რაც შეიძლება იყოს გოგოსა და ბიჭს შორის

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 26 2007, 12:58 PM

ციტატა(t.d @ Dec 26 2007, 01:22 PM) *

მე მემგონი არც ცუდათ მითქვამს უბრალოდ კაცი რო მანდილოსანს ძმობას შეფიცებს და სხვა რამ უტრიალებს იმას როგორ უნდა ენდო? სახლში უშვებ როგორც მეგობარს როგორც ძმას მას კი სხვა აზრი უტრიალებს მაგალითად სიყვარული რაც შეიძლება იყოს გოგოსა და ბიჭს შორის

აშკარად სხვაგვარად უყურებ, ისე აქ ამას არ ვარჩევთ, ვცდილობთ, მეცნიერული კუთხით მივუდგეთ სიყვარულის ცნებას, უფრო ფსიქო-ბიოლოგიურად smile.gif რამდენად გამოვა, ეს სხვა საკითხია

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Dec 26 2007, 01:02 PM

იცი რა მეგობარო მე სიყვარულში მეცნიერება სუ არ მჭირდება და გავედი ახლა ამ თემიდან სანამ ვინმეს გაველახინე, რაის მეცნიერება ტო ხალხი არეულია ვინ ვის უყვარს და როგორ უყვარს არ იციან მათ ეხლა სჭირდებათ მეცნიერება

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 26 2007, 01:06 PM

ციტატა(t.d @ Dec 26 2007, 02:02 PM) *

იცი რა მეგობარო მე სიყვარულში მეცნიერება სუ არ მჭირდება და გავედი ახლა ამ თემიდან სანამ ვინმეს გაველახინე, რაის მეცნიერება ტო ხალხი არეულია ვინ ვის უყვარს და როგორ უყვარს არ იციან მათ ეხლა სჭირდებათ მეცნიერება

ჰო, ამიტომა უნდა შეხედო ჯერ განყოფილებას, თორემ სიყვარულის თემა სასაუბროშიცაა biggrin.gif

ქეთი, სად ხარ? რამდენად მართალია ასეთ დროს ადამაინსი გულწრფელობის ზღვარი? ხომ არ არის მისი სიტყვების საფუძველი მოჭარბებული ჰორმონები და რეალობა სულ სხვაა? (ჰა, გაიხაე, კანუდოსელო, გეთანხმები) laugh.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 26 2007, 01:54 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ხომ არ არის მისი სიტყვების საფუძველი მოჭარბებული ჰორმონები და რეალობა სულ სხვაა?

რეალობა ყოველთვის ძალიან მტკიცედ გადაჯაჭვულია შესაბამისი ჰორმონების ზემოქმედებასთან. yes.gif

არ არსებობს სიყვარული (ქალსა და მამაკაცს შორის), რომელიც რაღაც "საოცარ" საფუძვლებზეა აღმოცენებული 003.gif და ჰორმონების ზემოქმედების მიღმა არსებობს. სულ სხვა საკითხია, როგორ და რა პრინციპით მუშაობს ტვინი, მისი შესაბამისი ცენტრები და რა პირველმიზეზით ხდება მოჭარბებული ჰორმონების გამოყოფა. ეს ისეთი საკითხია, სადაც ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესები. მარტივად, რომ ვთქვათ აბსოლუტურად მცდარი მიდგომაა, რომ ამბობენ: "ეს ნამდვილი სიყვარული არ არის, რადგან მოჭარბებული ჰორმონების ზემოქმედებაა." აბსოლუტურად მცდარია, რადგან ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულში ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შესაბამის ბიო-ქიმიურ პროცესებს, თუმცა ცხადია მარტო მას არა. ჭეშმარიტი სიყვარულიც ჩვეულებრივი ბიო-ქიმიური პროცესების საკმაოდ სერიოზული ზემოქმედების შედეგია. ეს ყველაფერი ვერაფრით ვერ აკნინებს ამ უდიდეს გრძნობას; უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ გარდა სულიერისა ადამიანი ხორციელი არსებაც არის და მისი გრძნობების რეალიზება გარდა სულიერი საწყისისა, მრავალი მატერიალური პროცესის საშუალებით მიმდინარეობს.

ბევრი ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანისგან (რომლებიც ცდებიან) გამიგონია ასეთი ფრაზები: "სიყვარული არ არსებობს... ნამდვილი გრძნობა არა ის, ეგ ცარიელი დოფამინი და ტესტერონია..." ამ ფრაზით გაღიზიანებული ადამიანები (რომლებიც აგრეთვე ცდებიან), რომლებსაც სჯერათ ნამდვილი სიყვარულის არსებობის და უდიდეს გრძნობად მიაჩნიათ, მექნიკურად პასუხობენ რომ "დოფამინი და ტესტესტერონი არა ის, ნამდვილი სიყვარული სხვაა". არადა ორივე დამოკიდებულება მცდარია yes.gif უბრალოდ ღმერთმა ასეთი შექმნა ადამიანი და ამგვარი პროცესების და შესაბამისი ნივთიერებების მოქმედების შედეგად შეიგრძნობს სიყვარულს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 26 2007, 01:58 PM

გიორგი
ჰო, საკმაოდ საინტერესოა და გასაზიარებელიც. სწორედ ეგ მაინტერესებდა. ერთი რამ კიდევ: როცა ადამიანს მეორე ადამაინი უყვარს, ეს გულისხმობს მისი მონატრების გამუდმებულ უწყვეტ გრძნობას? ზოგისგან მსმენია, რომხ ან ძალიან მენატრება, ხან კი -არა, ამიტომ არ მიყვარს, მაგრამ როცა ჩემ გევრდითაა, ვგიჟდები, ისე მინდა სულ მასთან ვიყო. ეს ხომ არ არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ თავი დაირწმუნო, ეს სიყვარული არაა, მოჩვენებითობააო?

ისე შენმა ნაწერმა ჯეკ ლონდონის ''ღმერთები იცინიან'' გამახსენა biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 26 2007, 02:37 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ერთი რამ კიდევ: როცა ადამიანს მეორე ადამაინი უყვარს, ეს გულისხმობს მისი მონატრების გამუდმებულ უწყვეტ გრძნობას? ზოგისგან მსმენია, რომ ხან ძალიან მენატრება, ხან კი -არა, ამიტომ არ მიყვარს, მაგრამ როცა ჩემ გევრდითაა, ვგიჟდები, ისე მინდა სულ მასთან ვიყო. ეს ხომ არ არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ თავი დაირწმუნო, ეს სიყვარული არაა, მოჩვენებითობააო?


OK. გეტყვი საკუთარ აზრს. yes.gif
საერთოდ ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარული წარმოადგენს ორი საფუძვლის კომბინაციას. ერთი არის ადამიანის პიროვნების მოწონება (სულიერება, გონება, ინტელექტი) და მეორე არის მისდამი ფიზიკური ლტოლვა (გარეგნული ფაქტორები). ნამდვილი სიყვარული წარმოადგენს ამ ორი გრძნობის ბალანსს და ისინი ერთმანეთზე ძლიერად არის გადაჯაჭვული. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ბალანსის დაცვას, რადგან არც ის ვარგა პიროვნება გიყვარდეს ძალიან და ფიზიკური სიახლოვის სურვილი მინიმალური გქონდეს და არც ის ვარგა ადამიანის პიროვნება არც ისე ძალიან გიყვარდეს და ფიზიკური სიახლოვის სურვილი დიდი იყოს.

სიყვარული ცხადია არ გულისხმობს შეყვარებულის მონატრების უწვეტ და პერმანენტულ გრძნობას, ადამიანზე ყოველთვის ათასგვარ ზემოქმედებას ახდენს გარემო, ამიტომ გამორიცხულია რომ შეყვარებულზე ფიქრი მუდმივად ერთ დონეზე არ გასვენებდეს. ცხადია ადამიანთან სიახლოვის სურვილი მისი დანახვისას უფრო აქტიურდება, ეს ასეა, მაგრამ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დამოკიდებულებას, რომელიც ზემოთ ჩამოვაყალიბე. რაც უფრო სჭარბობს სიყვარულში ფიზიკური სიახლოვის სურვილი პიროვნების მოწონებას, მაშინ მით უფრო დიდია სხვაობა ზოგადად მონატრებასა და უშუალოდ გვერდზე ყოფნისას განცდილ სიყვარულს შორის. ეს იმითაა გამოწვეული რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ფიზიკური ფაქტორები ჭარბობენ. როდესაც ადამიანის პიროვნებისადმი სიყვარული დიდია მაშინ შედარებით თანაბრად შეიგრძნობ სიყვარულს ყოველთვის, მაგრამ ცხადია ეს პირობითია, უშუალოდ დანახვისას სიახლოვის სურვილი ყოველთვის მატულობს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 26 2007, 03:05 PM

გიორგი

შეიძლება თუ არა შთაგონებით, ანუ თავს რომ შთააგონო, შეყვარება ან არ შეყვარება?


მოდერ, კიდევ რამე სმეტყვი რა, ნახე, როგორ ვშრომობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 26 2007, 04:01 PM

t.d

ციტატა(t.d @ Dec 25 2007, 10:31 PM) *

რაც შეხება გოგოსა და ბიჭს მეგობრობას შეიძლება და თითქმის ბევრ შემთხვევაში ეს გადაზრდილა სხვაგვარ სიყვარულში, რაც იმის მიზეზი უფროა ალბათ, რომ ისინი ეჩვევიან ერთმანეთს, უგებენ ერთმანეთს და ძალიან უახლოვდებიან. შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს და შეუყვარდეს ან ერთს ან მეორეს, მე მაგალითად ცოტა სხვაგვარ ადამიანებს მივეკუთნები და ასეთი რამ არ მევასება, მე მყავს მეგობარი გოგო და ძალიან მიყვარს, ჩემ დას ვეძახი რა და ასეთი რამ გამორიცხულია, მირჩევნია მოვკვდე ვიდრე მე ის შემიყვარდეს.

საინტერესოა... fiqri.gif

გადაჭრით ვერაფერს დაგიმტკიცებ, მაგრამ ეგეთი მიდგომა სავარაუდოდ ქრისტეანული მსოფლმხედველობის გარეთაა გასული. ეგ არის ერთგვარი ტრადიცია თუ მიდგომა, მაგრამ არც თუ მთლად სახარბიელო. yes.gif

ქრისტეანულად ქორწინება აკრძალულია ხორციელ და სულიერ (ნათლიასთან კავშირში) ნათესავებს შორის, რომელსაც საეკლესიო სამართალი საზღვრავს, დანარჩენ ადამიანებზე ქორწინება შეიძლება და შესაბამისად მისაღები და დასაშვებია მათი სიყვარულიც. ამის შემდეგ შემოდის პიროვნული დამოკიდებულების მომენტი, ცხადია არაა ლამაზი, როდესაც გოგოს მეგობრად თვლი (გააჩნია მეგობრობის შემთხვევასაც) და მერე გიყვარდება, მაგრამ ამგვარი კატასტროფული უარყოფითი დამოკიდებულებაც არ შეიძლება. შესაძლოა ძალიან შეგიყვარდეს საკუთარი მეგობარი, შეიძლება ორივესაც შეუყვარდეს ერთმანეთი და ასეთ ბედნიერებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ის შენი მეგობარი იყო და თვით სიკვდილის მჯობინება ასეთ გრძნობაზე რბილად რომ ვთქვათ უაზრობამდე მიდის. (ბოლოსდაბოლოს სისხლით ნათესავი ხომ არაა...). შენ ამბობ, რომ ამის მიზეზი ისააო, რომ: "ეჩვევიან ერთმანეთს, უგებენ ერთმანეთს და ძალიან უახლოვდებიანო" და მერე განა ეს მცირე მიზეზია? 003.gif ყველაზე ნამდვილი სიყვარული სწორედ ისაა, როდესაც ადამიანები ძალიან უგებენ ერთმანრთს, როდესაც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ერთმანეთის პიროვნებებს ძალიან კარგად იცნობენ და არც დამალული აქვთ რაიმე. ცოლ-ქმრობაც მეგობრობაა, ეს არ არის ადამიანების რაღაც "ამოუცნობი" ურთიერთობა no.gif მიჩვევის ფაქტორიც ჩვეულებრივი მომენტია, აბა ადამიანთან თუ ხშირი ურთიერთობა არ გაქვს, არ ხარ შეჩვეული და ნაწილობრივ მაინც არ მეგობრობ, მაშინ რანაირად შეგიყვარდება?! მითუმეტეს რომ ქრისტეანული სიყვარული სწორედ ღრმა პიროვნულ მოწონებაზე უნდა იყოს აგებული და არა გამომწვევ სილამაზეზე. yes.gif თუ ადამიანი სპონტანურად (პრაქტიკულად უცნობი) შეგიყვარდა დიდია ალბათობა არასწორი ნაბიჯის გადადგმის, რადგან ეს მხოლოდ გარეგნული მოხიბვლით იქნება გამოწვეული და ასეთ ოჯახს შესაძლოა არც თუ "ქრისტეანული დასასრული" დაემუქროს. ახლა ცხადია თუ გოგოს ბავშვობიდან ძმაკაცობას ეფიცები ეს უხერხულობის საკმაოდ დიდ ბარიერს ქმნის და სწორედ ამიტომ მივუთითე თავში, რომ გააჩნია მეგობრობის შემთხვევას-თქო, თუ არა ისე პრაქტიკულად სიტუაცია ზუსტად საპირისპიროა, წარმოუდგენელია რომ ვინმე სხვა შეიყვარო გარდა მეგობრისა. აბა, ლოგიკურად როგორ წარმოგიდგენია, გაიცნობ გოგოს და პირდაპირ სიყვარულით დაიწყებ? მაშინვე ეტყვი ან აგრძნობინებ რომ მიყვარხარო? ეს ან ტყუილი იქნება, ან თუ მართალი იქნება კიდევ უარესი, როგორ შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანი შეგიყვარდეს... ჰოდა, თუ დაიწყებ მასთან ახლო ურთიერთობას ისე, რომ ის არ გეყვარება, ეს უკვე მეგობრობაა. თანაც ყურადღება მიაქციე იმ მომენტს, რომ შენებური დამოკიდებულება გულისხმობს გოგოსთან პირდაპირ "არა მეგობრულ"/"წინასასიყვარულო" ურთიერთობის დაწყებას, რაც როგორც წესი არ მოსწონთ ჭკვიან გოგოებს, yes.gif რადგან უაზრობაა ადამიანი პოტენციურ შეყვარებულად განიხილო ისე, რომ მას არ იცნობდე, გაცნობა კი მკვლევარით ინფორმაციების შეგროვებაში არ გამოიხატება, ადამიანის კარგად გაცნობას გარკვეული დრო სჭირდება, რომელიც მასთან ახლო ურთიერთობაში უნდა გაატარო და დამერწმუნე გაცილებით ქრისტეანულია ეს ურთიერთობა მეგობრობა იყოს, ვიდრე შემოწმება. თანაც დავუშვათ და ადამიანი, ვისთანაც ასეთი წინარესასიყვარულო ურთიერთობა გქონდა აღარ მოგეწონა (ეს გამორიცხული არაა, რადგან ადამიანს როდესაც უკეთესად იცნობ მეტ დეტალს იგებ მისი ცხოვრების შესახებ, რამაც გრძნობაზე შეიძლება იმოქმედოს) რა გამოდის მაშინ? თუ სულ თავს დაანებებ ადამიანს რომელთანაც ახლო ურთიერთობა გქონდა, საკმაოდ ცუდია, რადგან ადამიანს კარგავ რომელთანაც მეგობრობა შეიძლებოდა... თუ მეგობრად დარჩები, მაშინ ჩემთვის წარმოუდგენელია შებრუნებული ქმედება რატომ არ შეიძლება ანუ მეგობრის შეყვარება... კიდევ ბევრი შეიძლება ამ თემაზე კამათი, მაგრამ რეალურად მეგობრის შეყვარება არამც თუ შესაძლებელია, სადღაც სასურველიც კი არის, რადგან გაცილებით მეტი ბუნებრივობაა მასში, ვინემ წინასწარ პოტენციური შეყვარებული ეძებო. სიყვარული უნდა იყოს ადამიანური ურთიერთობის შედეგი და არა ურთიერთობა გამოწყებული სიყვარულის გამო. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრი ასეთია... ki.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 26 2007, 04:18 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
შეიძლება თუ არა შთაგონებით, ანუ თავს რომ შთააგონო, შეყვარება ან არ შეყვარება?

რომ იცოდე მთლად გამორიცხული არაა... შეიძლება, მაგრამ როგორც წესი ასე ხელოვნურად მიღებული სიყვარული ძალიან არამდგრადია და მომავალი არ გააჩნია. ის ნამდვილ და ხანგრძლივ სიყვარულად ვერ გადაიქცევა, მაგრამ დროის გარკვეული პერიოდი ჩვეულებრივი სიყვარულივით იმოქმედებს ადამიანზე.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 26 2007, 04:40 PM

ციტატა( გიორგი @ Dec 26 2007, 05:18 PM) *

თამარი_ცქნაფო

რომ იცოდე მთლად გამორიცხული არაა... შეიძლება, მაგრამ როგორც წესი ასე ხელოვნურად მიღებული სიყვარული ძალიან არამდგრადია და მომავალი არ გააჩნია. ის ნამდვილ და ხანგრძლივ სიყვარულად ვერ გადაიქცევა, მაგრამ დროის გარკვეული პერიოდი ჩვეულებრივი სიყვარულივით იმოქმედებს ადამიანზე.

მოდი, ასე ვთქვათ: არის ორი ვარიანტი:
1. მეშინია, არ შემიყვარდეს, რადგან ორივეს სხვადასხვა გზა გაქვს ცხოვრებაში (იქნება ეს ოჯახი, გარემო, ადგილმდებარეობა), არადა ამ დროს გადასარევად უგებ და ბედნიერად გრძნობ თავს მასთან;
2. ჯერ ვერავის შევიყვარებ, ჯერ სხვა საქმეები მაქვს და ყოველ გამოჩენილ ადამიანზე თავს ირწმუნებ, რომ ისგულში არ გიღიტინებს (biggrin.gif), უბრალოდ გატაბეცა იყო. როგორც კი მორჩები საქმეს, მაშინ შეგიყვარდება ვინმე რეალურად.

ეს ორი ფაქტორი რაღაა?

გავრცობაც შემიძლია, ჯერ მხოლოდ ამაზე შევჩერდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 26 2007, 04:45 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
მოდერ, კიდევ რამე სმეტყვი რა, ნახე, როგორ ვშრომობ

სამუდამოდ შენი მადლიერი დავრჩები.

გიორგი
მადლობა გიო საინტერესო ნააზრევისთვის.

იქნებ გზადაგზა ისეთ თემებსაც შევეხოთ, როგორიც ვთქვათ ეჭვიანობაა. იგივე გაბრიელ ეპისკოპოსი თავის "ცდისეულ ფსიქოლოგიაში" ეჭვიანობის შესახებ ასეთ რამეს ამბობს:

"ეჭვიანობა არის შედეგი სიყვარულისა და სახეცვლილება შურისა. ის იბადება იმის გამო, რომ ჩვენი სიყვარულის საგანს სხვის მფლობელობაში ვხედავტ, ან ვფიქრობთ, რომ მას არა აქვს ჩვენს მიმარტ თანაგრძნობა, ანდა ყოველ შემთხვევაში, სხვას უფრო თანაუგრძნობს, ვიდრე ჩვენ. მაშინ ეს სხვა პირი ხდება არსებად, რომელიც უსიამოვნებას, ეჭვიანობას აღგვიძრავს. ეჭვიანობა უაღრესად არასასიამოვნო გრძნობაა და მით უფრო არასასიამოვნოა, რაც უფრო ძვირფასი და ახლობელია ჩვენთვის სიყვარულის აღმძვრელი საგანი. ეჭვიანობა ან შედეგია ძლიერი სიყვარულისა, თუმცა აუცილებლობით არ არის მასთან დაკავშირებული, ანდა შედეგია საკუტარი თავისადმი უნდობლობისა, როცა ადამიანი საკუთარ თავს სიყვარულის ღირსად არ მიიჩნევს ანდა, ბოლოს შედეგია ეჭვნეული და მოუსვენარი ხასიათისა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ესაა უარყოფითი გრძნობა და თავის უმაღლესი განვიტარებისას უაღრესად მტანჯავია, მასში შეიძლება იმალებოდეს შეურაცხმყოფელი თავმოყვარეობაც, სიამაყეც, შურისგების გრძნობაც და სხვა მრავალი არანაკლებ მდაბალი გრძნობა.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 26 2007, 04:47 PM

afxazi
დამაფასე, დამაფასე biggrin.gif

მოიცა, ჯერ ეს თემა კარგად ავითვისოთ რა. მე ახლა დაგტოვებთ, მერე მოვალ, კიდევ გამიჩნდება კითხვები, ვიცი და გიორგის ნააზრევსაც ველი, საინტერესოა, ხომ იცით თქვენ smile.gif


ჰო, აი, განწყობა რა როლს თამაშობს, ესეც ხომ მნიშვნელოვანია, ესეც ვიგულისხმოთ ჩემს ზედა ორ პუნქტში რა

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 26 2007, 05:21 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
1. მეშინია, არ შემიყვარდეს, რადგან ორივეს სხვადასხვა გზა გაქვს ცხოვრებაში (იქნება ეს ოჯახი, გარემო, ადგილმდებარეობა), არადა ამ დროს გადასარევად უგებ და ბედნიერად გრძნობ თავს მასთან;

ეს ძალიან ცნობილი შემთხვევაა, როდესაც ადამიანების გეგმებს შესაძლოა სიყვარული "დაემუქროს". ასეთ დროს ადამიანს არ სურს რომ შეუყვარდეს ვინმე ისეთი ვინც მისი ცხოვრების გზას შეცვლის და ცხადია შესაბამისად ეშინია, რომ ამგვარ არასასურველ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს და ცდილობს მისგან თავის დაღწევას, თუმცა ძალიან რთულია (თითქმის შეუძლებელი) იმის დადგენა, რომლის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს არჩევანი, სიყვარულის თუ გარემოსი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად რამდენად დიდი და ნამდვილია სიყვარული და რა არის მისი დამაბრკოლებელი გარემოება.

ციტატა
2. ჯერ ვერავის შევიყვარებ, ჯერ სხვა საქმეები მაქვს და ყოველ გამოჩენილ ადამიანზე თავს ირწმუნებ, რომ ის გულში არ გიღიტინებს (), უბრალოდ გატაცება იყო. როგორც კი მორჩები საქმეს, მაშინ შეგიყვარდება ვინმე რეალურად.

ეს ფაქტორიც წააგავს პირველს. საქმე იმაშია, რომ დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანი ყოველთვის დაამარცხებს სიყვარულს. ეს ქრისტეან ადამიანს უნდა შეეძლოს, რადგან "ბრმა სიყვარულმა" შესაძლოა ისეთი ვინმე შეაყვაროს, რაც ყოვლად მიუღებელია ქრისტეანისათვის. (ვთქვათ ნათესავი) მაგრამ მთავარი ის არის, რომ სწორად განვსაზღვროთ რომელ სიყვარულს გავუწიოთ წინააღმრდეგობა და რომელს დავემორჩილოთ. ასეთი რაიმე არ არსებობს, რომ "როგორც კი მოვრჩები საქმეებს მაშინ შეგყვარდება ვინმე რეალურად". უბრალოდ საქმეებს რომ მორჩები უკვე აღარ უწევ წინააღმრდეგობას სიყვარულს და ის რეალურ სახეს იღებს, როდესაც უდროოდ მიგაჩნია მაშინ კი ფესვებშივე კლავ და ამიტომ თითქოს მართლაც უბრალო გატაცებად რჩება, მაგრამ სინამდვილეში ჩაკლული სიყვარული შესაძლოა მეტი პოტენციის მქონე იყო, ვიდრე ის, რომელსაც რეალური დაარქვი.

საბოლოოდ კი ღმერთს უნდა მიანდო ყველაფერი, რადგან არავინ უწყის რა არის უკეთესი. შეიძლება ერთი პატარა, თითქმის შეუმჩნეველი სიყვარულის უარყოფა ძალიან დიდ ბედნიერებაზე უარის თქმა გამოდგეს, რადგან ძალიან ძლიერი სიყვარული სპონტანურად არ ჩნდება, ჯაჭვური რეაქციასავით არის, იწყება თითქმის არაფრიდან და თანდათან ძლიერდება, თუ ის ჩანასახშივე ჩაახშვე მაშინ შესაძლოა ვერც კი მიხვდე ისე დაკარგო დიდი ბედნიერება. yes.gif

afxazi
ციტატა
მადლობა გიო საინტერესო ნააზრევისთვის.

არაფრის. smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 26 2007, 05:47 PM

afxazi

ციტატა
ეჭვიანობა არის შედეგი სიყვარულისა და სახეცვლილება შურისა

ძალიან კარგად არის ნათქვამი. ki.gif

აქვე ჩემს აზრს დავუმატებდი: ეჭვიანობა არაა ნამდვილი სიყვარულის თანმდევი, ის კი არის სიყვარულის შედეგი, მაგრამ წარმოადგენს არამტკიცე სიყვარულის უარყოფით შედეგს. ნამდვილი სიყვარული ყოველთვის გაწმენდილია ეჭვიანობის და შესაბამისად მისი წარმომშობი მიზეზებისგან - შური, უნდობლობა და ამპარტავნება.

პრაქტიკულ ცხოვრებაში კი შეყვარებულს არასოდეს არ უნდა დაუწყო ზედმეტი კონტროლი, გაუთავებლად დაინტერესება ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯით, ყოველი მისი ნაცნობით და ა.შ. ეს უნდობლობას გააღვივებს, უნდობლობა - ეჭვიანობას, ეჭვიანობა კი უკვე თავისთავად ჯერ გაანელებს, ბოლოს კი მოკლავს სიყვარულს.

P.S. თუ ნორმალური შემთხვევაა (ეკლესიური, ზნეობრივი და წესიერი შეყვარებულები) მაშინ რაც უფრო მეტ თავისუფლებას მისცემ გოგოს მით უფრო ძალიან ერთგული იქნება, რადგან თავისუფლება ნდობას ნიშნავს, ნდობა - ერთგულებას, ერთგულებას კი ერთგულებით და სიყვარულით პასუხობენ. yes.gif

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 26 2007, 07:31 PM

ციტატა( გიორგი @ Dec 26 2007, 07:01 AM) *

t.d
საინტერესოა... fiqri.gif

გადაჭრით ვერაფერს დაგიმტკიცებ, მაგრამ ეგეთი მიდგომა სავარაუდოდ ქრისტეანული მსოფლმხედველობის გარეთაა გასული. ეგ არის ერთგვარი ტრადიცია თუ მიდგომა, მაგრამ არც თუ მთლად სახარბიელო. yes.gif

ქრისტეანულად ქორწინება აკრძალულია ხორციელ და სულიერ (ნათლიასთან კავშირში) ნათესავებს შორის, რომელსაც საეკლესიო სამართალი საზღვრავს, დანარჩენ ადამიანებზე ქორწინება შეიძლება და შესაბამისად მისაღები და დასაშვებია მათი სიყვარულიც. ამის შემდეგ შემოდის პიროვნული დამოკიდებულების მომენტი, ცხადია არაა ლამაზი, როდესაც გოგოს მეგობრად თვლი (გააჩნია მეგობრობის შემთხვევასაც) და მერე გიყვარდება, მაგრამ ამგვარი კატასტროფული უარყოფითი დამოკიდებულებაც არ შეიძლება. შესაძლოა ძალიან შეგიყვარდეს საკუთარი მეგობარი, შეიძლება ორივესაც შეუყვარდეს ერთმანეთი და ასეთ ბედნიერებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ის შენი მეგობარი იყო და თვით სიკვდილის მჯობინება ასეთ გრძნობაზე რბილად რომ ვთქვათ უაზრობამდე მიდის. (ბოლოსდაბოლოს სისხლით ნათესავი ხომ არაა...). შენ ამბობ, რომ ამის მიზეზი ისააო, რომ: "ეჩვევიან ერთმანეთს, უგებენ ერთმანეთს და ძალიან უახლოვდებიანო" და მერე განა ეს მცირე მიზეზია? 003.gif ყველაზე ნამდვილი სიყვარული სწორედ ისაა, როდესაც ადამიანები ძალიან უგებენ ერთმანრთს, როდესაც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ერთმანეთის პიროვნებებს ძალიან კარგად იცნობენ და არც დამალული აქვთ რაიმე. ცოლ-ქმრობაც მეგობრობაა, ეს არ არის ადამიანების რაღაც "ამოუცნობი" ურთიერთობა no.gif მიჩვევის ფაქტორიც ჩვეულებრივი მომენტია, აბა ადამიანთან თუ ხშირი ურთიერთობა არ გაქვს, არ ხარ შეჩვეული და ნაწილობრივ მაინც არ მეგობრობ, მაშინ რანაირად შეგიყვარდება?! მითუმეტეს რომ ქრისტეანული სიყვარული სწორედ ღრმა პიროვნულ მოწონებაზე უნდა იყოს აგებული და არა გამომწვევ სილამაზეზე. yes.gif თუ ადამიანი სპონტანურად (პრაქტიკულად უცნობი) შეგიყვარდა დიდია ალბათობა არასწორი ნაბიჯის გადადგმის, რადგან ეს მხოლოდ გარეგნული მოხიბვლით იქნება გამოწვეული და ასეთ ოჯახს შესაძლოა არც თუ "ქრისტეანული დასასრული" დაემუქროს. ახლა ცხადია თუ გოგოს ბავშვობიდან ძმაკაცობას ეფიცები ეს უხერხულობის საკმაოდ დიდ ბარიერს ქმნის და სწორედ ამიტომ მივუთითე თავში, რომ გააჩნია მეგობრობის შემთხვევას-თქო, თუ არა ისე პრაქტიკულად სიტუაცია ზუსტად საპირისპიროა, წარმოუდგენელია რომ ვინმე სხვა შეიყვარო გარდა მეგობრისა. აბა, ლოგიკურად როგორ წარმოგიდგენია, გაიცნობ გოგოს და პირდაპირ სიყვარულით დაიწყებ? მაშინვე ეტყვი ან აგრძნობინებ რომ მიყვარხარო? ეს ან ტყუილი იქნება, ან თუ მართალი იქნება კიდევ უარესი, როგორ შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანი შეგიყვარდეს... ჰოდა, თუ დაიწყებ მასთან ახლო ურთიერთობას ისე, რომ ის არ გეყვარება, ეს უკვე მეგობრობაა. თანაც ყურადღება მიაქციე იმ მომენტს, რომ შენებური დამოკიდებულება გულისხმობს გოგოსთან პირდაპირ "არა მეგობრულ"/"წინასასიყვარულო" ურთიერთობის დაწყებას, რაც როგორც წესი არ მოსწონთ ჭკვიან გოგოებს, yes.gif რადგან უაზრობაა ადამიანი პოტენციურ შეყვარებულად განიხილო ისე, რომ მას არ იცნობდე, გაცნობა კი მკვლევარით ინფორმაციების შეგროვებაში არ გამოიხატება, ადამიანის კარგად გაცნობას გარკვეული დრო სჭირდება, რომელიც მასთან ახლო ურთიერთობაში უნდა გაატარო და დამერწმუნე გაცილებით ქრისტეანულია ეს ურთიერთობა მეგობრობა იყოს, ვიდრე შემოწმება. თანაც დავუშვათ და ადამიანი, ვისთანაც ასეთი წინარესასიყვარულო ურთიერთობა გქონდა აღარ მოგეწონა (ეს გამორიცხული არაა, რადგან ადამიანს როდესაც უკეთესად იცნობ მეტ დეტალს იგებ მისი ცხოვრების შესახებ, რამაც გრძნობაზე შეიძლება იმოქმედოს) რა გამოდის მაშინ? თუ სულ თავს დაანებებ ადამიანს რომელთანაც ახლო ურთიერთობა გქონდა, საკმაოდ ცუდია, რადგან ადამიანს კარგავ რომელთანაც მეგობრობა შეიძლებოდა... თუ მეგობრად დარჩები, მაშინ ჩემთვის წარმოუდგენელია შებრუნებული ქმედება რატომ არ შეიძლება ანუ მეგობრის შეყვარება... კიდევ ბევრი შეიძლება ამ თემაზე კამათი, მაგრამ რეალურად მეგობრის შეყვარება არამც თუ შესაძლებელია, სადღაც სასურველიც კი არის, რადგან გაცილებით მეტი ბუნებრივობაა მასში, ვინემ წინასწარ პოტენციური შეყვარებული ეძებო. სიყვარული უნდა იყოს ადამიანური ურთიერთობის შედეგი და არა ურთიერთობა გამოწყებული სიყვარულის გამო. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრი ასეთია... ki.gif


smile.gif მხოლოდ ორი სიტყვა...


მართალი ხარ!!!

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 26 2007, 07:54 PM

ციტატა
coloro:#FF0000/coloroძალიან ძლიერი სიყვარული სპონტანურად არ ჩნდება, ჯაჭვური რეაქციასავით არის, იწყება თითქმის არაფრიდან და თანდათან ძლიერდება, თუ ის ჩანასახშივე ჩაახშვე მაშინ შესაძლოა ვერც კი მიხვდე ისე დაკარგო დიდი ბედნიერება.colorc/colorc

რა ბრძნული აზრიაა..
ჩანასახშივე ახრჩობენ სიყვარულს...
სიყვარული ნაყოფს არ ჰგავს, იფეთქებს და მისი "ასკოლკა"პირდაპირ კიდურში გხვდება
აი სიყვარული როგორი პრინციპით ვრცელდება

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 26 2007, 10:10 PM

ციტატა(ქეთი. @ Dec 26 2007, 07:31 PM) *

ქეთი
smile.gif მხოლოდ ორი სიტყვა...

მართალი ხარ!!!


გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 27 2007, 12:38 PM

Маиа

ციტატა
ჭეშმარიტი სიყვარული ალბათ მაინც თავგანწირვაა, როცა სხვისი უფრო გტკივა ვიდრე შენი... და თავგანწირვით უნდა ვლინდებოდეს. დანარჩენი ალბათ მართლა მხოლოდ და მხოლოდ ვნებაა და არა სიყვარული.

ჰო, საინტერესო მიდგომაა ki.gif fiqri.gif

ჭეშმარიტი სიყვარული უთუოდ არის თავგანწირვა, რადგან როდესაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარს მაშინ მისთვის უნდა გვეთმობოდეს ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უძვირფასესი რამ - საკუთარი სიცოცხლე. თუ ადამიანი უსაზღვროდ გვიყვარს (შეყვარებულს ვგულისხმობ) და თუ ამ სიყვარულში არ არსებობს ეგოიზმისა და დამცირება-უიმედობის მარცვლები, მაშინ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენ არც გავბრაზდებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით ჩვენი შეყვარებული, რომ სხვას გაჰყვეს ცოლად, რადგან ჩვენ შეყვარებულისთვის მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება უნდა გვინდოდეს და დაე, მან იპოვოს ის იმასთან, ვისთანაც ღმერთმა მიიყვანა. yes.gif ასეთ შემთხვევაში უიმედობა არ დაისადგურებს ჩვენში და ყოველთვის გამარჯვებული ვიქნებით, რადგან ამ ნაბიჯით და სწორედ ასეთი დამოკიდებულებით დავამტკიცებთ, რომ სიყვარულს აბსოლუტურად ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ. ჩვენ თვით სიყვარულის საკუთარი წილის დათმობაც უნდა შეგვეძლოს კიდევ უფრო დიდი, ძლიერი და მარადიული სიყვარულიდან გამომდინარე. რეალურად კი ასეთი ძლიერი სიყვარულის მისაღწევად საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დიდი სულიერი სიახლოვის და დიდი მეგობრობის უნარია საჭირო (სწორედ ის, რაც წინა პოსტებში აღვნიშნე). ადამიანების დიდმა ნაწილმა მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური გარემო-მიზეზების გამო დაკარგა ამგვარი აღქმა სიყვარულის ფსიქოლოგიის, მაგრამ სინამდვილეში სულიერი სიახლოვე და სულიერი სიყვარული უნდა იყოს ხორციელი სიახლოვის სურვილის წარმომშობი და არა პირიქით, რომ ხორციელი სიყვარულის გამო დავიწყოთ ადამიანთან ურთიერთობა. მე ასევე ვთვლი, რომ ხორციელი სიყვარულის (ვნების) პირველმიზეზი უნდა იყოს ადამიანის სულიერი სილამაზე, მისდამი სულიერი ურთიერთგაგება, ეს ფენომენი სხვადასხვა ადამიანებში დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება კარგად ცნობილი მიზეზების გამო, მაგრამ ყველა ჩვენგანში არსებობს მისი ანარეკლი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი, რომელიც გვიყვარდება ხოლმე ნამდვილად არ არის ყველაზე ლამაზი ან გარეგნობით ყველაზე მომხიბლავი იმათ შორის ვისაც კი ვიცნობთ, მაგრამ მაინც მის მიმართ გვიჩნდება სულიერი და ხორციელი სიახლოვის სურვილი. როდესაც საკუთარ თავს ჩავაგონებთ და გავაცნობიერებინებთ ამგვარ დამოკიდებულებას მაშინ მივალთ უნივერსალურ სიყვარულამდე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა განსხვავებული არსის სიყვარული საბოლოოდ მაინც ერთი და იგივეა... ერთი და იგივეა, რადგან მომდინარეობს ღმერთისაგან, ღვთიური სიყვარულის ნაწილია და ვნებები (ხორციელი სიახლოვე) მისი ერთ-ერთი კერძო და უნიკალური გამოვლინებაა, რასაც კონკრეტული მიზანი (ღვთისგან კურთხეული ცოლ-ქმრობა და გამრავლება) გააჩნია და სულიერი სიყვარულის ხორციელ სიყვარულში გამოსახატად და უდიდესი ბედნიერების - ახალი სიცოცხლის, ახალი სულიერის ამ ქვეყნად მოსავლინებლად მოგვეცა ღმერთისგან.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 27 2007, 01:30 PM

გიორგი

ციტატა
ჭეშმარიტი სიყვარული უთუოდ არის თავგანწირვა, რადგან როდესაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარს მაშინ მისთვის უნდა გვეთმობოდეს ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უძვირფასესი რამ - საკუთარი სიცოცხლე. თუ ადამიანი უსაზღვროდ გვიყვარს (შეყვარებულს ვგულისხმობ) და თუ ამ სიყვარულში არ არსებობს ეგოიზმისა და დამცირება-უიმედობის მარცვლები, მაშინ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენ არც გავბრაზდებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით ჩვენი შეყვარებული, რომ სხვას გაჰყვეს ცოლად, რადგან ჩვენ შეყვარებულისთვის მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება უნდა გვინდოდეს და დაე, მან იპოვოს ის იმასთან, ვისთანაც ღმერთმა მიიყვანა.

ეს გასაგებია გიო და ვფიქრობ ესაა ჭეშმარიტი აზრი, ქრისტიანული გაგება საკითხისა.

მაგრამ ეს არის ქრისტიანული გაგება, ჩვენი გადასახედიდან ჭეშმარიტი, სწორი. ტუმცა ამ ყოველივეს შევხედოთ მეორე კუთხიდან, ის რომ ადამიანმა ყოველივე უნდა გაიღოს იმ ადამიანისათვის ვინც უყვარს, ხშირად ეს მხოლოდ იდეის დონეზე რჩება და ჩვენს რელურ ცხოვრებაში ის განუხორციელებელია, და მსგავსი მაგალითები ძალიან ბევრი გვინახავს და ჩვენ თვითონაც გადაგვხდენია, რომ სიყვარული საპირისპირო სქესის ადამიანისადმი, რომელიც უპასუხოდ რჩება, ანუ ე.წ. წალმხრივია, გვაყენებს შინაგან ტკივილს, რაც ზოგჯერ აუტანელია. გასაგებია რომ ეს შეიძლება იყოს ვნების აყოლა, მხოლოდ გონებით მოქმედება... მაგრამ ეს რელურად ხდება.

არ ვიცი, ალბათ იშვიათობაა ადამიანი, რომელსაც ის ჭეშმარიტი იდეა სიყვარულის განხორციელებისა, რაც შენ თქვი, თავის რელურ ცხოვრებაში განუხორციელებია.

რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის ეს იდეა შესაძლოა სასაცილოც იყოს ხომ. ამიტომ მოდი ჩავუღრმავდეთ ისეთ შინაგან გრძნობებს როგორიცაა ეჭვიანობა, თუნდაც ის გრძნობა რასაც ჩვენ ცალმხრივ სიყვარულს ვეძახით, ანუ ყველაფერ იმას რაც გვგონია რომ სიყვარულია, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ შეიძლება იყოს - ვნება, მაგრამ გაუთვითცნობიერებული.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 27 2007, 02:30 PM

afxazi

ციტატა
ეს გასაგებია გიო და ვფიქრობ ესაა ჭეშმარიტი აზრი, ქრისტიანული გაგება საკითხისა.

OK. ki.gif

ციტატა
მაგრამ ეს არის ქრისტიანული გაგება, ჩვენი გადასახედიდან ჭეშმარიტი, სწორი. თუმცა ამ ყოველივეს შევხედოთ მეორე კუთხიდან, ის რომ ადამიანმა ყოველივე უნდა გაიღოს იმ ადამიანისათვის ვინც უყვარს, ხშირად ეს მხოლოდ იდეის დონეზე რჩება და ჩვენს რელურ ცხოვრებაში ის განუხორციელებელია, და მსგავსი მაგალითები ძალიან ბევრი გვინახავს და ჩვენ თვითონაც გადაგვხდენია, რომ სიყვარული საპირისპირო სქესის ადამიანისადმი, რომელიც უპასუხოდ რჩება, ანუ ე.წ. ცალმხრივია, გვაყენებს შინაგან ტკივილს, რაც ზოგჯერ აუტანელია. გასაგებია რომ ეს შეიძლება იყოს ვნების აყოლა, მხოლოდ გონებით მოქმედება... მაგრამ ეს რელურად ხდება.


ცხადია ყოველივეს გაღება ადამიანისათვის, რომელიც გვიყვარს შეუძლებელია, მაგრამ ამ იდეის შესრულებისკენ სწრაფვა - აუცილებელი. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვუთხარით, რომ "მოიცა რა, მაგას ბოლომდე მაინც ვერ შეასრულებ, რა აზრი აქვს" და ამ მოტივით ყურადღება მოვადუნეთ მაშინ თანდათანობით სიყვარულის ის უნარიც წაგვერთმევა რაც გაგვაჩნია. ჩვენი პრაქტიკული მიზანი ისაა, რომ ჯერ სწორად გავაცნობიეროთ სიყვარულის არსი (ცოდნის დონეზე) და შემდეგ გავაკეთოთ მაქსიმალურად ის, რაც შეგვიძლია.

რაც შეეხება შენი კომენტარის მეორე ნაწილს აქ გიპასუხებდი, რომ აუტანელი შინაგანი ტკივილი, რომელიც გვიჩნდება უპასუხო სიყვარულისას არის არა ვნებებზე აყოლა, არამედ თვითონ ეგ არის ვნება, რომელსაც მარტო იმიტომ უნდა ვებრძოლოთ რომ ტკივილი არ მივაყენოთ იმას ვინც ასე ძალიან გვიყვარს.

ციტატა
არ ვიცი, ალბათ იშვიათობაა ადამიანი, რომელსაც ის ჭეშმარიტი იდეა სიყვარულის განხორციელებისა, რაც შენ თქვი, თავის რელურ ცხოვრებაში განუხორციელებია.

შესაძლოა იშვიათია, მაგრამ ფაქტი ერთია - ადამიანი, რომელიც გიყვარს იმას ტკივილი არ უნდა მიაყენო და ეს ცარიელი სიტყვები არ უნდა იყოს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ეს ნაწილობრივ მაინც შეძლო. ამაში მარტო სიყვარულის უარყოფა არ იგულისხმება, დავუშვათ შეყვარებულმა (ან ისე საყვარელმა ადამიანმა) რაღაც ცუდად გითხრა ან რაღაც კონფლიქტური წარმოიშვა, უნდა შეგვეძლოს ბოდიშის მოხდა, საკუთარი გულის გადაშლა და ადამიანში სიკეთის დანახვა, რაც ძალიან სწრაფად ამოწურავს კონფლიქტს და არა მარტო ამოწურავს არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას და მასზე დაფუძნებულ ნებისმიერი სახის სიყვარულს, რადგან განსაცდელს გაუძლო და გამოიცადა. ეს არც ისე შეუძლებელია... ცხადია პრაქტიკულად ბოლომდე ვერ მიაღწევ ასეთ მდგომარეობას, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლაა საჭირო, რომ ნაწილობრივ მაინც გამოაწრთო საკუთარი სული.

ციტატა
რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის ეს იდეა შესაძლოა სასაცილოც იყოს ხომ, ამიტომ მოდი ჩავუღრმავდეთ ისეთ შინაგან გრძნობებს როგორიცაა ეჭვიანობა, თუნდაც ის გრძნობა რასაც ჩვენ ცალმხრივ სიყვარულს ვეძახით, ანუ ყველაფერ იმას რაც გვგონია რომ სიყვარულია, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ შეიძლება იყოს - ვნება, მაგრამ გაუთვითცნობიერებული.


ვერ დაგეთანხმები, რომ რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის ეს იდეა სასაცილო შეიძლება იყოს. no.gif სიყვარული ყველას უნდა, ეს ადამიანის უმთავრესი გრძნობაა, რომელსაც რელიგიური განათლება არ სჭირდება. ყველას სიამოვნებს, როდესაც ყველაფერს აკეთებენ მათთვის, ხელს უწყობენ საქმეში, ეფერებიან და მზად არიან ყველაფერი დაუთმონ რაც კი გააჩნიათ.

არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. (უბრალოდ ჭკვიანურად უნდა შეგეძლოს ყველაფრის გაზომვა) არც ის ვარგა, რომ გოგოს პირდაპირ, ეგრევე უცერემონიოდ გაანებო თავი თუ კი შეამჩნიე, რომ დისტანციის დაჭერას ცდილობს და ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ არ ვუყვარვარ ტყუილა აღარ შევაწუხებო. ეგრე არც არავის ეყვარები.სიყვარულს ბრძოლა სჭირდება, ბრძოლა რათა ის ჩანასახი გააძლიერო, რასაც დიდი სიყვარული ჰქვია და რის შესახებაც გუშინდელ პოსტებში დავწერე, მაგრამ ასევე დგება დრო როდესაც უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ბრძოლა სიყვარულს კი არ აძლიერებს, არამედ მტანჯველ ტკივილს აყენებს იმ ადამიანს, რომელიც გვიყვარს და ამ დროს ნებისმიერი ადამიანი დაგიფასებს თუ მის მიერ სიყვარულის უარყოფას პატივისცემით და სიყვარულით შეხვდები.

რაც შეეხება ეჭვიანობას, ამაზე წინა პოსტებშიც ვახსენე, ეს ძალიან ცუდი გრძნობაა, რომელიც ანგრევს სიყვარულს, ეჭვიანობა ჯერ საკუთარ გულს გვიღრღნის, სადაც სიყვარულის ადგილს უნდობლობა იკავებს, რაც პრაქტიკულად შეყვარებულის ყოველი ფეხის ნაბიჯის და ნებისმიერი ქმედების გულისგამაწყალებელ კონტროლში გადაიზრდება, რაც კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას და სიყვარულს საბოლოოდ ანადგურებს.

ვნებაზე კი მოკლედ ვიტყვი, რაც ათასჯერ დაიწერა უკვე ამ ფორუმზე, სიძვა-მრუშობა სიყვარულის უსასტიკესი მტერია და მომავალი ცოლ-ქმრული სიყვარულის წინასწარი ღალატი. გარდა ამისა დაკმაყოფილებული ვნებებით გაჯერებული სხეული (ხორცი) მოკლებულია (ან შემცირებული აქვს) იმ შეგრძნებას რომ ხორციელი სიახლოვე, ხორციელი სიყვარული, მხოლოდ ადამიანური და სულიერი სიყვარულის შედეგი უნდა იყოს და არა გამომწვევი, ვნებისაღმძვრელი სილამაზის. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ ამ მომაკვდინებელ ცოდვას და სიყვარულში არ უნდა ავურიოთ.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 27 2007, 03:38 PM

ციტატა( გიორგი @ Dec 27 2007, 11:38 AM) *

Маиа

ჰო, საინტერესო მიდგომაა ki.gif fiqri.gif

ჭეშმარიტი სიყვარული უთუოდ არის თავგანწირვა, რადგან როდესაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარს მაშინ მისთვის უნდა გვეთმობოდეს ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უძვირფასესი რამ - საკუთარი სიცოცხლე. თუ ადამიანი უსაზღვროდ გვიყვარს (შეყვარებულს ვგულისხმობ) და თუ ამ სიყვარულში არ არსებობს ეგოიზმისა და დამცირება-უიმედობის მარცვლები, მაშინ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენ არც გავბრაზდებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით ჩვენი შეყვარებული, რომ სხვას გაჰყვეს ცოლად, რადგან ჩვენ შეყვარებულისთვის მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება უნდა გვინდოდეს და დაე, მან იპოვოს ის იმასთან, ვისთანაც ღმერთმა მიიყვანა. yes.gif ასეთ შემთხვევაში უიმედობა არ დაისადგურებს ჩვენში და ყოველთვის გამარჯვებული ვიქნებით, რადგან ამ ნაბიჯით და სწორედ ასეთი დამოკიდებულებით დავამტკიცებთ, რომ სიყვარულს აბსოლუტურად ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ. ჩვენ თვით სიყვარულის საკუთარი წილის დათმობაც უნდა შეგვეძლოს კიდევ უფრო დიდი, ძლიერი და მარადიული სიყვარულიდან გამომდინარე.
....... რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა განსხვავებული არსის სიყვარული საბოლოოდ მაინც ერთი და იგივეა... ერთი და იგივეა, რადგან მომდინარეობს ღმერთისაგან, ღვთიური სიყვარულის ნაწილია და ვნებები (ხორციელი სიახლოვე) მისი ერთ-ერთი კერძო და უნიკალური გამოვლინებაა, რასაც კონკრეტული მიზანი (ღვთისგან კურთხეული ცოლ-ქმრობა და გამრავლება) გააჩნია და სულიერი სიყვარულის ხორციელ სიყვარულში გამოსახატად და უდიდესი ბედნიერების - ახალი სიცოცხლის, ახალი სულიერის ამ ქვეყნად მოსავლინებლად მოგვეცა ღმერთისგან.



ცხადია ყოველივეს გაღება ადამიანისათვის, რომელიც გვიყვარს შეუძლებელია, მაგრამ ამ იდეის შესრულებისკენ სწრაფვა - აუცილებელი. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვუთხარით, რომ "მოიცა რა, მაგას ბოლომდე მაინც ვერ შეასრულებ, რა აზრი აქვს" და ამ მოტივით ყურადღება მოვადუნეთ მაშინ თანდათანობით სიყვარულის ის უნარიც წაგვერთმევა რაც გაგვაჩნია. ჩვენი პრაქტიკული მიზანი ისაა, რომ ჯერ სწორად გავაცნობიეროთ სიყვარულის არსი (ცოდნის დონეზე) და შემდეგ გავაკეთოთ მაქსიმალურად ის, რაც შეგვიძლია.



რა ლამაზად დაწერე ის, რისი თქმაც მინდოდა და ვერ ვთქვი... ჯიგარი ხარ smile.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: Irina7 თარიღი: Dec 27 2007, 04:24 PM

გიორგი

ჩემი აზრით ძალიან საინტერესოდ მსჯელობ.
მაგრამ ვიქრობ,რომ ყოველივე ამას ჩვენ, ადამიანბი
ვერ თუ არ ვახორციელებთ.შეიძლება ითქვას რომ ყოველივე
ზემოთ აღნიშნული სამწუხაროდ არარეალურიაა.(უმეტესწილად)

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 27 2007, 04:47 PM

ციტატა(Irina7 @ Dec 27 2007, 03:24 PM) *

გიორგი

ჩემი აზრით ძალიან საინტერესოდ მსჯელობ.
მაგრამ ვიქრობ,რომ ყოველივე ამას ჩვენ, ადამიანბი
ვერ თუ არ ვახორციელებთ.შეიძლება ითქვას რომ ყოველივე
ზემოთ აღნიშნული სამწუხაროდ არარეალურიაა.(უმეტესწილად)


10 მცნების შენახვაც არარეალურია...ცხოვრებაში ჩვენ ბევრ რამეს არ ან ვერ მახორციელებთ... მართმადიდებლობაც ზოგიერთვისთვის არარეალურია... მაგრამ ვცდილობთ. წმ იონე ოქროპირი წერს "საერთოდ ღმერთი გვირდვინით ამკობს მოღვაწეებს მათი განწყობის და არა ღვაწლის აღსასრულის მიხედვით" და გიორგიმაც დაწერა რომ
"ცხადია ყოველივეს გაღება ადამიანისათვის, რომელიც გვიყვარს შეუძლებელია, მაგრამ ამ იდეის შესრულებისკენ სწრაფვა - აუცილებელი. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვუთხარით, რომ "მოიცა რა, მაგას ბოლომდე მაინც ვერ შეასრულებ, რა აზრი აქვს" და ამ მოტივით ყურადღება მოვადუნეთ მაშინ თანდათანობით სიყვარულის ის უნარიც წაგვერთმევა რაც გაგვაჩნია. "

სხვისთვის თუ არარეალურია შენ ეცადე ოდნავ მაინც განახორციელო...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 27 2007, 05:08 PM

Irina7

ციტატა
ამას ჩვენ, ადამიანები ვერ თუ არ ვახორციელებთ. შეიძლება ითქვას რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სამწუხაროდ არარეალურია.(უმეტესწილად)

უნდა შევძლოთ, რომ რეალური გახდეს, რაც მეტს მოვინდომებთ მით უფრო მეტად შეგვეძლება შევიყვაროთ საერთოდ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც და მით უფრო მეტს დავთმობთ საკუთარი შეყვარებულისთვისაც. ki.gif

Маиа
ციტატა
რა ლამაზად დაწერე ის, რისი თქმაც მინდოდა და ვერ ვთქვი... ჯიგარი ხარ smile.gif

გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: anna21 თარიღი: Dec 27 2007, 05:12 PM

გიორგი კველაფერში გეთანხმები სიკვარულთან დაკავშირებით.მე პირადად სიკვარულმა სულიერად გამანადგურა.და შეიძლება ისეთი ნაბიჯი გადავდგა მთელი ცხოვრება ვუნანო

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 27 2007, 05:19 PM

anna21

ციტატა
გიორგი კველაფერში გეთანხმები სიკვარულთან დაკავშირებით.

გაიხარე smile.gif

ციტატა
მე პირადად სიკვარულმა სულიერად გამანადგურა. და შეიძლება ისეთი ნაბიჯი გადავდგა მთელი ცხოვრება ვუნანო

თუ სურვილი გაქვს თქვი საკუთარი სულიერი პრობლემების შესახებ და ფორუმელები უსათუოდ დაგეხმარებიან და სულიერად გვერდით დაგიდგებიან.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 27 2007, 05:28 PM

anna21
მადლობა რომ შემოგვიერთდი. სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა რომ მსგავსი პრობლემა ძალიან ბევრს აწუხებს, მინდა რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. თუ გვყავს ფსიქოლოგებიც შემოგვეშველონ და მე მგონი საინტერესო საუბარი გამოდის.

ალბათ საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის ტუ რატომ ემარტება მსგავსი რამ, რატომ ხდება ისე რომ გგონია გიყვარს მაგრამ ტკივილს გრძნობ.

პოსტის ავტორი: anna21 თარიღი: Dec 27 2007, 05:32 PM

ცხოვრებაში პირველად შემიკვარდა და გული მატკინა.ეხლა სულიერად მიჭირს ძალიან.ეკლესიასაც დავშორდი სამსახურის გამო.მართლა ცუდად ვარ

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 27 2007, 05:44 PM

ციტატა( გიორგი @ Dec 27 2007, 06:36 PM) *

თამარი_ცქნაფო

არა, რა როლებში, მე დავწერე რომ ფორუმელები დაგეხმარებიან - თქო, მე თვითონ აღარ მცალია, რაღაც საქმეები მაქვს და ერთი-ორი დღე ვეღარ გამოვჩნდები ალბათ. ისე ადამიანმა დაწერა საკუთარი სულიერი პრობლემის შესახებ და სიტყვიერად დახმარების შეთავაზება არა მგონია უადგილო იყოს. yes.gif

wink.gif wink.gifიმ ადამიანზე კი არა, შენზე ვამბობდი აშკარად biggrin.gif ნუ იცი შენ კენწეროსკენ აკაკი წერეთლის პოზის მორგება biggrin.gif


დანარჩენზე ხმას არ ვიღებ, მართალია ყველა და რა უფლება ამქვს, გაგაკრიტიკოთ. ისე, ანა, ერღი დიდი სიმართლე თქვი, რაც არ უნდა გითხრან, გასწავლონ, თუ თვითონ არ აღმოაჩენ ამ ყველაფერს და არ ეცდები, გაძლიერდე და გაითავისო რეალური სიტუაცია, ვერაფერს გახდები. მაგრამ აქ ერთი ნიუანსია, უნდა ეცადო, ცუდი არ ჩაიდო გულში. მე სულ მეუბნებოდნენ, არ ყოფილა შენი ღრისი (ვიღაც რა), რა ცუდად მოიქცა, საშინელი ადამიანია, ამას ვერაფრით ვიღებდი. ასეც არ ვარგა, ის რაც არის და როგორც არის, მისი პრობლემაა, მთავარია, შენ ეს გულისტკენა ბოღმად და მრისხანებად არ გექცეს და მერე უფრო თავისუფლად იცხოვრებ. ძალიან კარაგადაც ვაცნობიერებთ ხანდახან, რომ ვიღაც უღირსად გვექცევა, შეიძლება საკუთაი თავსიდ ამშვიდებაც იყოს, ასე მსჯელობა, მაგრამ როცა ყოველგვარი მრისხანებსი გარეშე გაანალიზებ ყველაფერს, მიხვდები, რომ ჯობს საკუთარ თავს დაუქნიო თითი და აუძულო, სხვა დროს უფრო წინადახედული იყოს, ვიდრე გამუდმებით სხვა აკრიტიკო და მსზე გულძვირად იყო. დამიჯერე, სხვაზე გაბაოროტება იქით გვამძიმებს და გვტანჯავს smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 27 2007, 05:47 PM

ციტატა(anna21 @ Dec 27 2007, 04:32 PM) *

ცხოვრებაში პირველად შემიკვარდა და გული მატკინა.ეხლა სულიერად მიჭირს ძალიან.ეკლესიასაც დავშორდი სამსახურის გამო.მართლა ცუდად ვარ

საბედნიეროდ მე პირიქით ვარ ანუ უფრო დამაახლოვა ეკლესიას და ძაან მიხარია კიდეც
იმედი მაქვს შეძლებ რომ უფლის იმედი არ დაკარგო და ყველაფერი შესაძლებელია
სიყვარული არის უფლის მიერ ბოძებული და ამ უდიდეს და ულამაზეს გრძნობას დაფასება სჭირდება
იმედია მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ smile.gif
უფალი გფარავდეს

პოსტის ავტორი: anna21 თარიღი: Dec 27 2007, 05:57 PM

თამარ მე ის არ მეზიზგება.პირიქით მიყვარს და მასზე გაბოროტებული არ ვარ.დიდი მადლობა კველას თანაგრძნობისთვის.......უფალი იკოს თქვენი მფარველი

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 27 2007, 05:58 PM

ციტატა(anna21 @ Dec 27 2007, 06:57 PM) *

თამარ მე ის არ მეზიზგება.პირიქით მიყვარს და მასზე გაბოროტებული არ ვარ.დიდი მადლობა კველას თანაგრძნობისთვის.......უფალი იკოს თქვენი მფარველი

ჰოო... მაშინ ისიც დამიჯერე, რომ სწორედ ეგ სიყვარული გადაგატანინებს ტკივილს smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 27 2007, 06:13 PM

afxazi

ციტატა
გგონია გიყვარს მაგრამ ტკივილს გრძნობ

დათ არ იცი ეს ფრაზა: სიყვარული ტკივილისა და ნეტარების ნარევი გრძნობაა-ო

wink.gif




პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 27 2007, 06:49 PM

თამარი_ცქნაფო
anna21


მდა, მართლა მშურს, რომ ვიღაც ასე გიყვარდათ და რა ცუდია, რომ ასე დაიტანჯეთ გრძნობის გამო.

ციტატა
მე სულ მეუბნებოდნენ, არ ყოფილა შენი ღრისი (ვიღაც რა), რა ცუდად მოიქცა, საშინელი ადამიანია, ამას ვერაფრით ვიღებდი.


ცუდი ის არის ცუდად ვინც მიდის, იდეაში კარგად წასვლა არც ასებობს, ყველა წასვლა მტკივნეულია, მაგრამ გადალახვა შეიძლება. იმიტომ, რომ გრძნობაა. გრძნობა შეიძლება დაითრგუნოს, ან გაქრეს. ეგ დროც მოვა ანა.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 27 2007, 07:10 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 27 2007, 05:49 PM) *

გრძნობა შეიძლება დაითრგუნოს, ან გაქრეს. ეგ დროც მოვა ანა.

არ დაგეთანხმები არ კი არა ვერ იმიტომ რო ჭეშმარიტი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელია თუნდაც ცალმხრივი იყოს და თუ მართლა გიყვარს მისი შეძულება და დავიწყებაც შეუძლებელია ყოველშემთხვევაში მე ეგრე ვარ რა smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 27 2007, 07:12 PM

შოთაძე

ციტატა
არ დაგეთანხმები არ კი არა ვერ იმიტომ რო ჭეშმარიტი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელია თუნდაც ცალმხრივი იყოს და თუ მართლა გიყვარს მისი შეძულება და დავიწყებაც შეუძლებელია ყოველშემთხვევაში მე ეგრე ვარ რა


ჩაქრი შენ, მერე რამდენი ხანია, რაც ეგრე ხარ და გგონია მუდამ ესე იქნები? არსებობს გამონაკლისები, მთელი ცხოვრება ერთი უყვართ, მაგრამ ეს იშვიათია და ალბათ ამაშიც რაღაც იმალება. აი ცქნაფოს შეხედე, ვიღაცაზე ყვებოდა, დღეს მე მგონი ვიღაცა არც კი ახსოვს, რა ვიცი მე ასე მგონია და.. მგონი სხვაზე გადაერთოsmile.gif)))

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 27 2007, 07:14 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 27 2007, 06:12 PM) *

შოთაძე
ჩაქრი შენ, მერე რამდენი ხანია, რაც ეგრე ხარ და გგონია მუდამ ესე იქნები? არსებობს გამონაკლისები, მთელი ცხოვრება ერთი უყვართ, მაგრამ ეს იშვიათია და ალბათ ამაშიც რაღაც იმალება. აი ცქნაფოს შეხედე, ვიღაცაზე ყვებოდა, დღეს მე მგონი ვიღაცა არც კი ახსოვს, რა ვიცი მე ასე მგონია და.. მგონი სხვაზე გადაერთოsmile.gif)))

2 წელი გაცნობის დგიდანვე smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 27 2007, 07:17 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 27 2007, 08:12 PM) *

შოთაძე
აი ცქნაფოს შეხედე, ვიღაცაზე ყვებოდა, დღეს მე მგონი ვიღაცა არც კი ახსოვს, რა ვიცი მე ასე მგონია და.. მგონი სხვაზე გადაერთოsmile.gif)))

ცქნაფო რა შუაშია? blink.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 27 2007, 07:22 PM

შოთაძე

ციტატა
2 წელი გაცნობის დგიდანვე



კარგია, არც ისე დიდი ხანია და არც მთელი ცხოვრება, ასე, რომ გული არ გაიტეხოsmile.gif

თამარი_ცქნაფო
ციტატა
ცქნაფო რა შუაშია?



მეგონა ტავში იყავი, რა არა?????? რა ისევ ის ,,ვიღაც,,? ნუ გვაეჭვიანებ იურისტებს ძალიან გთხოვთ.

ვინაა ქალო ის ვიღაც? (იმის ხმით ჩვენ , რომ ვიცით)tongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 27 2007, 07:22 PM

მგონი, გადახვევებს აქვს ადგილი...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 27 2007, 07:23 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
მგონი, გადახვევებს აქვს ადგილი...



მარალია დავდუმდები, ძალიან კერძოზე დავიყვანეთsmile.gif ბოდიში მოდერთან.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 27 2007, 07:24 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 27 2007, 06:21 PM) *

შოთაძე
კარგია, არც ისე დიდი ხანია და არც მთელი ცხოვრება, ასე, რომ გული არ გაიტეხოsmile.gif

შეიძლება დიდიხანი არ არის მარა მე მჯერა ჭეშმარიტი სიყვარულის და შეიძლება ბავშვიც ვარ მარა ჩემგან შორს არის რა ბავშვური სიყვარული და ეგეთები smile.gif


თემასაც დავუბრუნდები და ვიტყვი რო შეუძლებელია მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა ნამდვვილი სიყვარული სხვა ადამიანში ახსნან ეს არის უფლის მიერ ბოძებული საჩუქარი და არა ფიზიკა და როგორც სასწაულს ვერ ამოხსნიან ისე ვერ ამოხსნიან სიყვარულს
ყოველშემთხვევაში მე არ მჯერა რო მეცნიერებმა შეძლონ ნამდვილი სიყვარული ამოხსნან smile.gif


afxazi

ბოდიში მეტს აღარ გავიმეორებ და ახლა მაპატიე smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 27 2007, 07:27 PM

შოთაძე

ციტატა
შეიძლება დიდიხანი არ არის მარა მე მჯერა ჭეშმარიტი სიყვარულის




სიყვარულის ჭეშმარიტებაზე არ არავინ გედავება, ბრალოდ გრძნობაა ტქო, რომლის გადალახვა შეიძლება.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 27 2007, 07:28 PM

თამარი_ცქნაფო
მხევალი ნინო
დაწყნარდით თუ შეიძლება.

შოთაძე
გასაგებია შენ რასაც იძახი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ თემის მიზანი არაა სიყვარულს ხოტბა შევასხათ, ასეთი თემა არსებობს სასაუბროში.
აქ მინდა განვიხილით ადამიანის ფსიფოლოგიური გამოვლინებები, საპირისპირო სქესის ადამინის მიმართ სასიყვარულო ურთიერთობის დროს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 27 2007, 07:30 PM

afxazi

ციტატა
ადამიანის ფსიფოლოგიური გამოვლინებები



ანუ ადამიანის ფსიქოლოგია ამ დროს? ქცევამდე დავიყვანოთ? ზუსტად ვერ მივხვდი დათო რას ეხება ტემა.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 27 2007, 07:31 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 27 2007, 08:30 PM) *

afxazi
ანუ ადამიანის ფსიქოლოგია ამ დროს? ქცევამდე დავიყვანოთ? ზუსტად ვერ მივხვდი დათო რას ეხება ტემა.

რაც თქვი, მაგას ზუსტად.
წავედი, ისედაც გავაოფე ბლომად

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 27 2007, 07:45 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ანუ ადამიანის ფსიქოლოგია ამ დროს? ქცევამდე დავიყვანოთ? ზუსტად ვერ მივხვდი დათო რას ეხება ტემა.

თუნდაც.

იქნებ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდე, თუ არა და თემას დავხურავ.

მინდა ვისაუბროთ იმ ფსიფოლოგიურ აშლილობებზე, რაც თან სდევს სიყვარულს (აქ ქალ-ვაჟურ სიყვარულს ვგულისხმობ). იქნება ეს ეჭვიანობა, ის მტანჯველი გრძნობა რაც ე.წ. ცალმხრივ სიყვარულს ახლავს და რის გამოც ზოგიერტი ფატალურად ამტავრებს ცხოვრებას, რის გამო ხდება ეს რა გრძნობაა ეს და ა.შ.

პოსტის ავტორი: Irina7 თარიღი: Dec 27 2007, 07:50 PM

ციტატა( გიორგი @ Dec 27 2007, 12:38 PM) *





ჭეშმარიტი სიყვარული უთუოდ არის თავგანწირვა, რადგან როდესაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარს მაშინ მისთვის უნდა გვეთმობოდეს ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უძვირფასესი რამ - საკუთარი სიცოცხლე. თუ ადამიანი უსაზღვროდ გვიყვარს (შეყვარებულს ვგულისხმობ) და თუ ამ სიყვარულში არ არსებობს ეგოიზმისა და დამცირება-უიმედობის მარცვლები, მაშინ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენ არც გავბრაზდებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით ჩვენი შეყვარებული, რომ სხვას გაჰყვეს ცოლად, რადგან ჩვენ შეყვარებულისთვის მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება უნდა გვინდოდეს და დაე, მან იპოვოს ის იმასთან, ვისთანაც ღმერთმა მიიყვანა. yes.gif ასეთ შემთხვევაში უიმედობა არ დაისადგურებს ჩვენში და ყოველთვის გამარჯვებული ვიქნებით, რადგან ამ ნაბიჯით და სწორედ ასეთი დამოკიდებულებით დავამტკიცებთ, რომ სიყვარულს აბსოლუტურად ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ. ჩვენ თვით სიყვარულის საკუთარი წილის დათმობაც უნდა შეგვეძლოს კიდევ უფრო დიდი, ძლიერი და მარადიული სიყვარულიდან გამომდინარე. რეალურად კი ასეთი ძლიერი სიყვარულის მისაღწევად საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დიდი სულიერი სიახლოვის და დიდი მეგობრობის უნარია საჭირო (სწორედ ის, რაც წინა პოსტებში აღვნიშნე).



ამ ყველაფერში გეთანხმები.საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი.
წლების განმავლობაში მიყვარდა ერთი ბიჭი, ჩემი საუკეთესო მეგობარი რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ.
ვიცოდი რომ მას სხვა უყვარდა და სწორედ იმ სხვასთან დაახლოებაში მე შევუწყვე ხელი.ჩემს ამ ქმედებას სრულად ვაცნობიერებდი,თუმცა ძალიან ძნელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა.მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ ამით იგი უსაზგვროდ ბედნიერი იქნებოდა.და არის კიდეც.მალე თავიანთ ურთიერთობას გააცხადებენ და დაქორწინდებიან.
ორივე ჩემი ახლო მეგობარია,თუმცა მათ არ იციან ჩემი გრძნობების შესახებ.


მე ყოველთვის ვფიქრობდი და ეხლაც ასე ვფიქრობ,რომ ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის.
ვფიქრობ ასე ძლიერ აღარავინ შემიყვარდება.

არ მეგონა,რომ ჩემს ამბავს ფორუმში დავწერდიsmile.gif,მაგრამ ........

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 27 2007, 08:51 PM

ციტატა
თუ გვყავს ფსიქოლოგებიც შემოგვეშველონ და მე მგონი საინტერესო საუბარი გამოდის.

ხაზი გადამისვი ხო? biggrin.gif
პრინციპში არაა აუცილებელი მაინც და მაინც ფსიქოლოგმა იმსჯელოს, მთავარია ადამიანს ძლიერი ფსიქოლოგია ქონდეს და რეალობის სწორად აღქმის უნარი. გიორგის შემთხვევაში სწორედ ასეა... მსჯელობს ისე, როგორც ნებისმიერი განათლებული, მოაზროვნე, პროფესიონალი ფსიქოლოგი იმსჯელებდა...
აქ პროფესია მეორე ხარისხოვანია უკვე smile.gif

რაც შეეხება მის ნაწერებს, აბსოლიტურად ვეთანხმები, რეალობას წერს, სწორედ ასეთი მიდგომაა საჭირო ურთიერთობის, სიყვარულის მიმართ, მაგრამ ზემოთაც აღნიშნეს და სამწუხაროდ პრაქტიკულად ასეა, საკითხის ასე აღქმას ყველა ადამიანი ნამდვილად ვერ ახერხებს, ან საერთოდ ვერ აცნობიერებს ან ძალიან გვიან...

და სწორედ ეს არასწორი "ფიქრები" ხდება იმ დიდი ტკივილებისა და იმედგაცრუების მიზეზი რაზეც ზემოაც საუბრობდენ და რაც მეტნაკლებად ყველამ კარგად ვიცით...
ვეთანხმები, ვეთანხმები მაგრამ ამას მხოლოდ ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები იაზრებენ, დღესდღეობით კი სამწუხაროდ ძალიან ცოტას აქვს ძლიერი ფსიქოლოგია ადამიანთაგან...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 27 2007, 08:53 PM

ქეთი.

ციტატა
ხაზი გადამისვი ხო?

შენ წარმოიდგინე შენ გიგულისხმე.

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 27 2007, 09:00 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 27 2007, 09:49 AM) *


მდა, მართლა მშურს, რომ ვიღაც ასე გიყვარდათ და რა ცუდია, რომ ასე დაიტანჯეთ გრძნობის გამო.
ცუდი ის არის ცუდად ვინც მიდის, იდეაში კარგად წასვლა არც ასებობს, ყველა წასვლა მტკივნეულია, მაგრამ გადალახვა შეიძლება. იმიტომ, რომ გრძნობაა. გრძნობა შეიძლება დაითრგუნოს, ან გაქრეს. ეგ დროც მოვა ანა.

უმიზეზოდ ურთიერთობიდან არასდროს არავინ მიდის, ყოველთვის უნდა შეგვეძლოს ადამიანებს საკუთარი ქმედებების განსჯაც და გააზრებაც, შემდეგ მათი აღიარებაც და გამოსწორებაც...
როცა ფიქრობ რომ ვიღაც ან რაღაც ტკივილს გაყენებს, მაშინ ყოველთვის უნდა შეგეძლოს ამ ტკივილის მიზეზი თავადაც გაიზიარო და საკუთარი წვლილიც გაითავისო, მაშინ ტკივილი ბევრად მსუბუქდება დამიჯერე...

არ არსებობს ცუდად და კარგად წასვლა...
ეს ხომ არალოგიკურია, წავიდა? მორჩა ! კარგი წასვლა და ცუდი წასვლა? რაღაც ნონსენსებია smile.gif რაღაც არალოგიკური, მაგრამ არსებობს შემთხვევა როცა საკუთარ შეცდომებს აღიქვავ და იაზრებ და ნაკლებად გტკივა, ამას ალბათ შემდეგ ვუწოდებთ კარგად წასვლას, წინაარმდეგ შემთხვევაში კი თავისთავად პირიქით ხდება...

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 27 2007, 09:11 PM

ციტატა(შოთაძე @ Dec 27 2007, 10:10 AM) *

არ დაგეთანხმები არ კი არა ვერ იმიტომ რო ჭეშმარიტი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელია თუნდაც ცალმხრივი იყოს და თუ მართლა გიყვარს მისი შეძულება და დავიწყებაც შეუძლებელია ყოველშემთხვევაში მე ეგრე ვარ რა smile.gif

დავიწყება შეუძლებელია, არა მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულის, ბევრი უმნიშვნელო და ბევრიც მნიშვნელოვანი რამის დავიწყებაა შეუძლებელი...
რეალურად რომ დაფიქრდე, რას ქვია დავიწყება? ანუ მეხსიერებიდან რაღაცის ამოშლა? ეს ხომ აბსურდია, ადამიანის მეხსიერება ის ფურცელი არაა, რომელზეც ფანქრით რაღაცას მოხაზავ და მერე სურვილისამებრ წაშლი... ეს ხომ ლოგიკურად არარეალურია? ნებსმიერ შემთხვევაში ასეა, ჭეშმარიტი არა ჭეშმარიტი აქ მნიშვნელობა არ აქვს...

დავიწყება შეუძლებელია მაგრამ გონების არქივებში გადანახვა შესაძლებელი smile.gif ხოლო თუ რამდენად ხშირად შეგახსენებს თავს ფიქრები"მასზე" შემდეგ ამისდამიხედვით იგებ ემოციის სიძლიერესა და მნიშვნელოვნებას...

რაც შეეხება თვითონ ფრაზას "ჭეშმარიტი სიყვარული", რას ეძახით ამას smile.gif და ვინმეს უნდა დამიმტკიცოს რომ მას ეს გამოუცდია? არა, არც ეცადოთ, ადამიანის ფსიქოლოგია ჯერ მთლად სიყვარულს, როგორც ერთ მთლიანობას ვერ აღიქვავს და ვერ შეიგრძნობს ... ზემოთ USCIAS მა დაწერა
"და რადგან მხოლოდ სიყვარულის ნაწილი გიგვემნია, ჩვენ არ ვიცნობთ მას სრულყოფილად".
ვეთანხმები...
"ჭეშმარიტი სიყვარულით" მხოლოდ უფალი შეიძლება გიყვარდეს, შეიძლება შეძლო ეს, და თუ ეს შეგიძლია უთუოდ ბედნიერი და ძლიერი ადამიაანი ხარ.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 27 2007, 10:33 PM

ქეთი.

ციტატა
პრინციპში არაა აუცილებელი მაინც და მაინც ფსიქოლოგმა იმსჯელოს, მთავარია ადამიანს ძლიერი ფსიქოლოგია ქონდეს და რეალობის სწორად აღქმის უნარი. გიორგის შემთხვევაში სწორედ ასეა...

დიდი მადლობა ქეთუშ ასეთი კარგი გამოხმაურებისთვის, გაიხარე 2kiss.gif
სასიამოვნოა, რომ ასეთი დადებითი წარმოდგენა შეგექმნა ჩემს ნაწერებზე, მაგრამ მთლად ეგრეც არაა საქმე, ფსიქოლოგობამდე ძალიან ბევრი მაკლია. ki.gif
ციტატა
მსჯელობს ისე, როგორც ნებისმიერი განათლებული, მოაზროვნე, პროფესიონალი ფსიქოლოგი იმსჯელებდა... აქ პროფესია მეორე ხარისხოვანია უკვე smile.gif

განათლებული, მოაზროვნე, პროფესიონალი ფსიქოლოგი? wink.gif თუ განათლებული კონსტრუქტორ-ინჟინერი და კომპიუტერული გრაფიკოსი? smile.gif სირცხვილია კაცო ამდენი ქება... არადა საერთოდ არა მაქვს შეხება ჰუმანიტარულ დისციპლინებთან, არც ფსიქოლოგიასთან, არც საზოგადოებრივ ურთიერთობებთან და ა.შ. მკვეთრად ტექნიკური აზროვნება მაქვს. yes.gif
ციტატა
რაც შეეხება მის ნაწერებს, აბსოლიტურად ვეთანხმები, რეალობას წერს, სწორედ ასეთი მიდგომაა საჭირო ურთიერთობის, სიყვარულის მიმართ, მაგრამ ზემოთაც აღნიშნეს და სამწუხაროდ პრაქტიკულად ასეა, საკითხის ასე აღქმას ყველა ადამიანი ნამდვილად ვერ ახერხებს, ან საერთოდ ვერ აცნობიერებს ან ძალიან გვიან...

ჰო, ჩემი აზრით მთავარია შეგეძლოს ჭეშმარიტი სიყვარულისთვის და უბიწოებისთვის ბრძოლა საკუთარ თავთან, ეს ძალიან ძნელად მისაღწევია, მაგრამ არა - შეუძლებელი. ყოველდღე უნდა ვესწრაფოთ სრულყოფას თუ არა უცოდველი არავინ ვართ.
ციტატა
ვეთანხმები, ვეთანხმები მაგრამ ამას მხოლოდ ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები იაზრებენ, დღესდღეობით კი სამწუხაროდ ძალიან ცოტას აქვს ძლიერი ფსიქოლოგია ადამიანთაგან...

რატომ ქეთუშ? შენ ძალიან კარგი ფსიქოლოგიური აზროვნება გაქვს და ძალიან ჭკვიანურად მსჯელობ. 2kiss.gif ძალიან მომწონს შენი პოსტები, ახლა ვკითხულობ kitxva.gif განსაკუთრებით ის ნაწილი, რაც მეხსიერებას, დავიწყებას და გონებას ეხება, აბსოლუტურად გეთანხმები და გიგებ, მეც იგივენაირად ვფიქრობ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 27 2007, 11:28 PM

რაც შეეხება თემას, მე ვინც მყვარებია, კიდევაც მიყვარს smile.gif
ჩემთვის სიყვარული არაა ერთი. სიყვარულს იმდენი სახე აქვს, რამდენი ადამიანიც მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, მშობელია, და და ძმა, მეგობარი და ა.შ.
შეუძლებელია ორი ადამიანი ერთნაირად მიყვარდეს, ამიტომ ვერასოდეს ვერ შეცვლის ერთი ადამიანის სიყვარულს, მეორეს სიყვარული. ამიტომ სიყვარული, ისევე როგორც ტკივილი დავიწყებას არასოდეს ეძლევა, უბრალოდ ადამიანი ეჩვევა მასთან ერთად ცხოვრებას.

ეჭვიანობა დამღლელია. ვინც ეჭვიანობს იმისთვისაც და ვიზეც ეჭვიანობენ იმისთვისაც.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 28 2007, 05:57 PM

საწინააღმდეგო სქესის წევრებს შორის დგება საკითხი, როცა ვსვამთ კითხვას, გვაქვს თუ არა საქმე სიყვარულთან, რადგან სულ მცირე არსებობს 2 განსხვავებული სახე სიყვარულისა, რომანტიკული სიყვარული და მეგობრობა-სიყვარული.

ფსიქოლოგი რობერტ სტენბერგი გვთავაზობს სიყვარულის, ე.წ. სამკუთხოვან თეორიას, რომელიც გამოყოფს სამ ბაზისურ კომპონენტს: ინტიმურობა - რომელსაც გრძნობენ პარტნიორები. ვნება - სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან. ვალდებულება - მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაც და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტეინბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს:

მოწონება-რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას.

რომანტიული სიყვარული-შეიცავს ინტიმურობასა და ვნებას.

მეგობრობა-სიყვარული-შეიცავს ინტიმურობას და ვალდებულებებს.

ძლიერი გატაცება-შეიცავს მხოლოდ ვნებას.

უაზრო სიყვარული-შეიცავს ვნებასა და ვალდებულებას.

ცარიელი სიყვარული-შეიცავს მხოლოდ ვალდებულებას.

სრულყოფილი სიყვარული-შეიცავს სამივე კომპონენტს.



სიყვარული ემოციონალური მდგომარეობაა. ემოცია კი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მდგომარეობაა, რომელიც განსხვავებულ ელფერს იღებს, იმისდა მიხედვით, თუ რა იარლიყს მივაწერთ ჩვენ მას.
აგზნებამ, რა წყაროდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უნდა გაზარდოს ვნება, ამიტომ აგზნების ნაწილს მიაკუთვნებენ რომანტიკულ სტიმულს.

ვნებიან სიყვარულს ახასიათებენ როგორც ინტენსიურ, ზოგჯერ დაუძლეველ ემოციონალურ მდგომარეობას, როცა ინდივიდი გამუდმებით ფიქრობს პარტნიორზე, სურს რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს მასთან და ხშირად არარეალისტურია მის შეფასებაში. მისთვის დამახასიათებლად თვლიან, რომ კონტაქტები სხვა მეგობრებთან უფრო იშვიათად ხდება და მთელი ყურადღება ერთ ინდივიდზეა ფოკუსირებული. ის განიცდება, ისეთად, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება და არაწინასწარმეტყველებადია.

ვნებიანი სიყვარულის აუცილებელ პირობად მიჩნეულია: პირველ რიგში ვნებიანი სიყვარული უნდა ჩამოყალიბდეს კულტურაში. კულტურა ასწავლის, თუ რას წარმოადგენს ვნებიანი სიყვარული, როგორც მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, ისე რეალური ცხოვრების აღწერით.

ვნებიანი სიყვარულის მეორე პირობა, სიყვარულის შესაბამისი ობიექტის არსებობაა. უმრავლესობისათვის ეს ნიშნავს ფიზიკურად მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესის პირის არსებობას, რომელიც დაახლოებით იმავე ასაკისაა, მამაკაცი ქალზე მაღალი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ღრმად ჩართული სხვა ურთიერთობებში.

მესამე პირობა, რომელიც კრიტიკულად მიაჩნიათ, არის ინტენსიური სიბრმავე. აღძვრის განსხვავებული ტიპები გავლენას ახდენენ რომანტიკულ გრძნობებზე და სექსუალურ ინტერესებზე.

ვნებიანი სიყვარულის პირობებში განიხილავენ: კულტურულ ფონს, რომელშიც ინდივიდი სწავლობს სიყვარულის შესახებ და მოელის, რომ მასაც შეემთხვევა ეს.

ვნებიანი სიყვარული თანდათანობით გადადის ე.წ. მეგობრობა-სიყვარულში. მეგობრობა-სიყვარული მიუთითებს ღრმა და ხანგრძლივ მეგობრობაზე, რომელიც გულისხმობს ურთიერთმოწონებას და პატივისცემას, გამოკვეთილ პოზიტიურ ემოციებს. Mმეგობრობა-სიყვარული ურთიერთმიჯაჭვულობის გრძნობაა.

ახლა კი გადავხედოთ იმ მიზეზებს, რომლებიც იწვევენ სოციალური ურთიერთობების რღვევას, რომლებიც ჩამოაყალიბმა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლევინგერმა:

ურთიერთობის გაგრძელების მცდელობა. ერთადერთი საერთო პრობლემა ურთიერთობაში არის ეჭვიანობა, როდესაც ინდივიდს შეაქვს ეჭვი მეტოქის სიყვარულში, არსებობს ორი სახის საშიშროება - ინდივიდმა შეიძლება დაკარგოს ის ჯილდო, რომელსაც იღებს ურთიერთობისაგან. არსებობს თვითშეფასების დადაბლების საშიშროება. უკიდურესი ეჭვიანობა შეიცავს შფოთვას, შიშს, ტკივილს, გაბრაზებას, უიმედობას და ფიზიკურ სიმპტომებს (გულისცემის აჩქარება, სიმსუბუქე მუცლის არეში)

ურთიერთობის გაუარესება და დამთავრება. ურთიერთობის გაუარესება იწყება, როცა ერთი ან ორივე პარტნიორისთვის პირობები ნაკლებ სასურველი გახდება, ვიდრე ადრე იყო.

რეაქცია მოსალოდნელ გაუარესებაზე, შეიძლება იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური. აქტიურია, როდესაც პარტნიორები გადაწყეტენ შეწყვიტონ ურთიერთობა. Pპასიურია-მოცდა, იქნებ მოხდეს გაუმჯობესება.
სიყვარული შეიძლება მოულოდნელად და ძალდაუტანებლად. ურთიერთობის შენარჩუნება კი მოითხოვს ინდივიდის შრომასა და ძალისხმევას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

სულ ეს არის ის, რაც ფსიქოლოგებს შეუძლიათ გვითხრან სიყვარულის შესახებ

ფსიქოლოგები რასაც გვთავაზობენ, გამოდის რომ სიყვარული დიდ ძალისხმევასა და ტანჯვას მოითხოვს...



P.S. ხელშეუხებლობის გარანტია მიღებული მაქვს laugh.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 28 2007, 06:52 PM

ვფიქრობ, საინტერესოა....





გოდერძი ჩოხელი

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ





1


- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .



2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!




3

- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.




4

- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.




5


- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.



6

- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!




7

- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.



8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!






9


მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!




P.S. მაგრად ვიხალისე! laugh.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 30 2007, 02:34 PM

რას ფიქრობთ იოანე ოქროპირის ამ გამონათქვამზე:

"ხორციელი სიყვარულით შეპყრობილი სანამ საყვარელი ადამიანის გვერდითაა, იტანჯება ამ ვნებისაგან. როგორც კი დაცილდება მას, მღელვარებაც ცხრება.

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Dec 30 2007, 02:56 PM

ამ თემას ბოლომდე არ ეხმაურება მაგარამ afxazi შენს დაპოსტილზე გამახსენდა ილიას სიტყვები -----ხშირია ხოლმე, რომ ,როცა სული ჭლექდება-ხორცის დღეობა მაშინ არის,როცა სული ჰყვავის-ხორცი დნება .

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 30 2007, 03:23 PM

ციტატა
როცა სული ჭლექდება-ხორცის დღეობა მაშინ არის,როცა სული ჰყვავის-ხორცი დნება .

რატომ მერე,არ შეიძლება სულიცა და ხორციც იდეალურ მდგომარეობაში იყოს?

ჟანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია გაგიგიათ?
ეგეც ილიას ნათქვამია

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Dec 30 2007, 03:31 PM

m16
ხო. ეგ იდეალური მდგომარეობაა smile.gifმაგრამ რთული მისაგწევია.ძირითადად მონაცვლეობითია .

რთულია ამაზე საუბარი smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Dec 30 2007, 03:46 PM

ძალიან მიყვარს ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტის ნაშრომი ''სიყვარულის საიდუმლი''

ჩემი აზრით ,ძალიან კარგად აქვს ახსნილი სიყვარულის არსი...

ნაწყვეტს დავდბს,მთლიანად კი შეგიძლიათ აქ იხილოთ http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli/sikvaruli/qortsineba.htm


''სიყვარული საოცარი გრძნობაა, მაგრამ იგი არ არის მარტო გრძნობა, არამედ ესაა ადამიანის მთელი არსების მდგომარეობა. სიყვარული იმ მომენტში იწყება, როდესაც ჩემს წინ დავინახავ ადამიანს და ჩავწვდები მის სიღრმეს, როდესაც უეცრად დავინახავ მთელ მის არსს. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ: „ვხედავ“, ეს ნიშნავს არა იმას, რომ „ვწვდები გონებით“ ან „ვხედავ თვალებით“, არამედ - „ვწვდები მთელი ჩემი არსებით“. იგი შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, მუსიკის, ბუნების, ხელოვნების ნაწარმოების მშვენიერებით გამოწვეულ განცდას, როდესაც ვდგავარ მის წინაშე გაოცებული, დადუმებული და აღვიქვამ მხოლოდ იმას, რაც ჩემს წინაშეა და არანაირი სიტყვით არ ძალმიძს ამის გამოთქმა, არა თუ ამოძახილით: „ღმერთო ჩემო!, რა მშვენიერია!..“ ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმ მომენტში იწყება, როდესაც ვუმზერთ მას მისი ფლობის სურვილის გარეშე, მასზე ძალაუფლების ქონის სურვილის გარეშე, მისი ნიჭიერების ან მისი პიროვნების რაიმე გზით გამოყენების სურვილის გარეშე, - მხოლოდ ვუმზერთ და ვოცდებით იმ მშვენიერებით, რომელიც ჩვენს წინაშე იშლება.

როდესაც მე აღმოვჩნდები ადამიანის პირისპირ, რომელსაც ვუყურებ სიყვარულის თვალით, არა გულგრილობის ანდა სიძულვილის, არამედ სწორედ სიყვარულის თვალით, მე ამ ადამიანის თანაზიარი ვხდები - ჩვენში იწყება რაღაც საერთო, ზიარი ცხოვრება. ადამიანის აღქმა ხდება სიღრმეებში, რომელიც სიტყვების, ემოციების მიღმა იმყოფება. მორწმუნე ასე იტყოდა: როცა მე ვჭვრეტ ადამიანს ამ ნათელში, სპეტაკი სიყვარულის ნათელში, მაშინ მე ვხედავ მასში ღვთის სახებას, ხატს. გახსოვდეთ, ყოველი ჩვენგანი ხატია, უფლის სახებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გვახსვოდეს ეს და არ ვიცით, როგორ უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს. ნეტამც შეგვწევდეს იმის ხსოვნის უნარი, რომ ჩვენს წინაშე ხატია, სიწმინდეა!.. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ხატი ყველა მიმართებაში მშვენიერია. ყველამ ვიცით, თუ რა ემართება ზოგჯერ დიდი ოსტატის ნახატს, ხატს ან ხელოვნების ნიმუშს, სილამაზის ნებისმიერ ფორმას: მოუფრთხილებლობამ, გარემოებებმა, ბოროტებამ შესაძლოა იგი დაამახინჯოს. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშეა დიდი ოსტატის ნაწარმოები, რომელიც ნაწილობრივ დამახინჯდა, შეიბღალა, მასში შეიძლება დავინახოთ ან გაფუჭებული, ან კვლავ შერჩენილი სილამაზე. თუ ჩვენ ვუმზერთ ამ სურათს, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს განცვიფრებული სიყვარულის თვალებით, ვხედავთ სიმშვენიერეს, ხოლო დანარჩენის გამო შეგვიძლია ვიდარდოთ, ვიტიროთ. ზოგჯერ შეიძლება ისიც გადავწყვიტოთ, რომ მთელი ცხოვრება შევწიროთ მას, რომ ყველა დაზიანებული ადგილი ამ ნახატში, ხელოვნების ამ ნიმუშში აღვადგინოთ. ეს სიყვარულის საქმეა: შეხედო ადამიანს და ამავდროულად მასში დაინახო მისი განუშორებელი სილამაზეც და შეწუხდე იმის გამოც, თუ რა უქნა მას ცხოვრებამ, და დაატეხა თავს. სიყვარული - ეს არის სწორედ უკიდურესი, განსაზღვრული ტანჯვაც, ტკივილი იმის გამო, რომ ადამიანი არასრულფასოვანია, და ამავე დროს, სიხარულიც იმის გამო, რომ ის ასე განსაცვიფრებლად და შეუდარებლად მშვენიერია. აი თუ ასე შევხედავთ ადამიანს თუნდაც ერთხელ, შეიძლება იგი შევიყვაროთ ყველაფრის მიუხედავად, წინააღმდეგ იმისა, თუ რა ხვდება თვალში სხვა ადამიანებს.

როგორც ხშირად ხდება, შეყვარებულს ეუბნებიან: „ნეტა რა ნახე, რამ მოგხიბლა მასში?“ და იგი სრულიად გაუაზრებლად პასუხობს: „ნუთუ ვერ ხედავ, რა მშვენიერია იგი?..“ და აღმოჩნდება: დიახ, ასეა, ეს ადამიანი მშვენიერია, რადგან შეყვარებული მასში ხედავს მხოლოდ სილამაზეს, ხოლო ვისაც იგი არ უყვარს ან გულგრილია მის მიმართ, ან სძულს იგი, მასში მხოლოდ ნაკლოვან მხარეებს ხედავს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაგვავიწყდეს. უაღრესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, რომ სიყვარული ბოლომდე რეალისტურია, რომ იგი მთლიანად მოიცავს ადამიანს და რომ იგი ხედავს მას, იგი თვალხილულია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განსაჯოს, იმის ნაცვლად, რომ ადამიანი გაემიჯნოს მას, იგი ტირის მისი სიმახინჯის გამო და მზადაა სიცოცხლეც კი გაწიროს იმისათვის, რომ ყველაფერი ავადმყოფური, უზნეური გამოსწორდეს და განიკურნოს. ეს არის ის, რასაც ჰქვია ადამიანისადმი უბიწო დამოკიდებულება, ეს არის სიყვარულის ნამდვილი დასაწყისი, პირველი სერიოზული ზმანებანი.''

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 30 2007, 07:48 PM

ციტატა
ფსიქოლოგი რობერტ სტენბერგი გვთავაზობს სიყვარულის, ე.წ. სამკუთხოვან თეორიას,

ოჰ აქღა მაკლდა ამის სახელის და გვარის კითხვა biggrin.gif
მე მასწავლიდა ბატონი სტერნბერგი smile.gif)
ისე ცოტას წაუპლაგიატებს ხანდახან biggrin.gif მისი triangular theory of love დიდი ვერაფერი სამაგალითო და საინტერესოა, მარა triarchic theory of intelligence მართლა კარგად აქვს წარმოჩენილი და მისი ნააზრევიც სავსებით მისაღებია, ხოლო მის სამკუთხოვან თეორიას და მის მიდგომას და ანალიზს სიყვარულის მიმართ ბევრ რამეში არ ვეთანხმები smile.gif ვთვლი რომ მაინც და მაინც არაა კომპეტენტური biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 2 2008, 06:36 PM

საინტერესო შეხედულებებია, სიყვარულსა და ბიოქიმიური პროცესებისურთიერთობის შესახებ მაგრამ...

მაგრამ ორიოდე კითხვა მაქვს:

1. აქვს თუ არა სულს ხორცის გარეშე, ან ანგელოზს სიყვარულის უნარი ?

და

2. რატომ არ ხდება ცაში ,,ქორწინებაი", რატომ არ არის ,,დედაკაცება და მამაკაცება" - ნამდვილი სიყვარული ამ ცნებების მიღმა ხომ არ არის...

smile.gif


პოსტის ავტორი: gogu თარიღი: Jan 25 2008, 08:34 PM

ციტატა(afxazi @ Dec 25 2007, 09:04 PM) *


არა მე რა უნდა მეწყინოს, ეს გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია.

ის აგრეთვე საუბრობს ეჭვიანობაზე, როგორც სიყვარულის ერთ-ერთ თვისებაზე. მინდა რომ სწორედ ამ კუთხით განვავრცოთ ჩვენი საუბარი. ანუ ვთქვათ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები.


შეიძლება მე ვცდებოდე, რაც ძალიან შესაძლებელია რა თქმა უნდა, მაგრამ ასე მგონია, რომ ამ შემთხვევაში სიყვარულისა და ვნები ა თუნდაც ლტოლვის გამიჯვნა უნდა მოხდეს ერთმანეთისაგან. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ეჭვიანობა ვნებისთვის არის დამახასიათებელი და პირდაპირ კავშირშია განკითხვასთან და ასევე ეგოისტურ 'სიყვარულთან', მაშინ როდესც სიყვარული სრულ მიღებას და გაგებას გულისხმობს. ცხადია, მაშინაც, როცა სხვა ადამიანი გვიყვარს, შეუძლებელია საკუთარი თავის სიყვარული შევწყვიტოთ. ეს ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია და ვერ გავექცევით როგორც არ უნდა ვეცადოთ, მაგრამ როცა მართლა გიყვარს ადამიანი და კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება. შენდაუნებურად ცდილობ, რომ გაუგო და მისი თვალებით შეხედო სიტუაციას. ამ შემთხვევაში კი, ეჭვი ვეღარ ვითარდება, თუნდაც რომ სხვასთან ერთად ხედავდე, რაღაცნაირად ცდილობ, მიიღო, რომ ასე უნდა იმ ადამიანს და ვერაფერს იზამ. თუმცა, ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. ძნელია გაიგო, როდის მართლა გიყვარს და როდის მოგწონს და უბრალოდ გინდა რომ გიყვარდეს, მაგრამ შეიძლება სწორედ ეჭვიანობა იყოს ამის ტესტი. თუ შეგიძლია, რომ გაუშვა ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მან ასე აირჩია და დაუთმო, ესე იგი გიყვარს. რა ვიცი, მე ასე მგონია. თუმცა ძალიან მტკივნეულია ყველა შემთხვევაში, უარყოფილის მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ეჭვიანობა მაინც ცოტა ავადმყოფურ მოვლენად მიმაჩნია, თუმცა ვერც ამას გავექცევით ძალდატანებით, ესეც ხშირად გვემართება.
კიდევ ვიტყვი, სავსებით შესაძლებელია ძალიანაც ვცდებოდე. უბრალოდ, ასე მგონია. smile.gif

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Jan 1 2009, 04:48 PM

გამიხარდა რომ ეს თემა არ არის კიდევ დახურული,თუმცა 1 წელია სდუმს
–ბოლო სიტყვა სიყვარულზე წინა წლის თუ დაიწერა და მეც იგივეს ვიტყოდი.
რატომ გადავწყვიტე რომ გამეცოცხლებინა

იმდენი იწერება ათეიზმზე და ბოროტებაზე,ვიფიქრე რომ სიყვარული არ ჯობია თქვა /ყფალი ხომ თვით სიყვარულია.და კიდევ კარგი ახალი თემა არ გავხსენი.
აღმოვაჩინე ერთი კანუდოსელის –ოღონდ დახურული თემაhttp://church.ge/index.php?showtopic=311&hl=%E1%83%A0%E1%83%90+%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98აქაც ბევრი საინტერესო უკვე დაიწერა.
მოცემულ თემაში კი უფრო ფსიქოლოგიურ მხარეზეა გაახვილებული ყურადღება.
ან და ფსიქოლოგები როგორც წესი გაურბიან ამ რთულ თემას,უწოდებენ საიდუმროებლივს ამ ფუნდამენტალურ გრძნობას.
თუ განიხილავენ –როგორც ემოციების პატტერნს : ინტერესის,აღგზნების,სიამოვნე
ბის და სიხარულის –ალტრუისტთან და თავგანწირვის განწყობასთან ერთად,–რუგორც ურთიერთგაგების და თანაგრძნობის სიხარულს , –როგორც ურთიერთობების ფორას და როგორც განცდასაც

რა ფორმები არსებობს სიყვარულის და რას აკეთებს ადამიანი სიყვარულის გულისათვის,
რას ელოდება და მოელის მისგან?
სიყვარული მარტო გრძნობაა და განცდა,ურთიერთობების ფორმა და ოცნება,თუ მოვალეობაცაა და შრომაც?



გავაგრძელოთ ამ შობისწინა დღეებში საუბარი afxazi–ს თემაში IPB-ს სურათი
ამ მრავალფეროვან და ამოუწურავ საკითხზე რომელსაც ქვია სიყვარული

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 06:05 PM

"ენძარაპიდისის 20 წლის ვაჟი, პანაიოტისი, ერთი გოგონას სიყვარულის გამო ჭკუიდან გადავიდა. ხანდახან ისე შმაგდებოდა, რომ მის შეკვრასაც ვერ ახერხებდნენ. ერთხელ მძინარე პანაიოტიოსს ძმები და მეგობრები ეცნენ, შეკრეს და ჰაჯი-ეფენდისთან წავიდნენ. მამა არსენმა [კაბადოკიელი] კელიის კარები რომ გააღო - ვინ მოვიდაო, ჯაჭვებით შეკრული გადარეული მისკენ საცემრად გაექანა. ამ მომენტში ჰაჯი ეფენდიმ წარმოთქვა: "უფალო, იესო ქრისტე!" და შემდეგ დაუმატა: "განვედი, სატანა". გიჟი იმ წამსვე მოლბა. შემდეგ მამა არსენმა სახარება წაუკითხა და ყმაწვილი განიკურნა. შემდგომში ის დაქორწინდა და კარგი ოჯახი შექმნა (ამას ჰყვებოდნენ დრამის სოფლებში მცხოვრები ფარასელები)"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)