H1N1 ე.წ. ღორის გრიპი ჟურნალისტებმა გააპიარეს როგორც რაღაც ახალი კაცობრიობის გამანადგურებელი სენი. ჯერ ეს ვახო სანაიას რეკლამა, რომ გადის ამ გრიპზე,ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით დანაშაული იმიტომ, რომ ჯერ ერთი თესავს პანიკას. ამ ვითომ ჟურნალისტმა თავისი გარდაცვლილი ძმის სახელით რომ გაიკაფა გზა.ოღონდ აიღოს ავანსი როგორც სენსაციური გადაცემის ავტორს და სულ ფეხებზე კიდია მართალს ამბობს თუ ტყუილს. წელს ვისაც დააცემინებს ან დაახველებს ან ერთი დღე მაინც ექნება სიცხე დამიჯერეთ H1N1-ია. ეს არის ჩვეულებრივი გრიპი და როგორც ყველა სხვა გრიპი თუ არ მიხედავ ექნება გართულებები. მე ამას იმიტომ ვწერ რომ მე და ჩემმაოჯახმა გადავიტანეთ ეს ე.წ.21-საუკუნის შავი ჭირი. ღმერთმა დაგლოცოთ და უფალი იყოს თქვენი შემწე.
მე გუშინ 38 ნახევარი მქონდა სიცხე ყელის ტკივილი ეხლა ვიზომავ კიდე
პანიკა არაა საჭირო მართLა ...
kent5
მართალი ხარ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი გრიპია და საპანიკო არაა ნამდვილად.
მეტსაც გეტყვი : ეჭვია, რომ ეს ვირუსი სპეციალურადაა შექმნილი და შეთანხმებულია მჯო-სა
და მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.
ამით დიდი ფული კეთდება.
და რაც შეეხება ჩვენს ვაიჟურნალისტებს, ლაპარაკიც არ ღირს მაგათზე.
kent5
kent5
მე როგორც მეტნაკლებად "სანდო წყაროებიდან" ვიცი ჩვეულებრივი გრიპით უფრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე H1N1 ვირუსით
თუმცა არ მგონია, რომ მხოლოდ პირბადეების გასასაღებლად იყოს გაპიარებული, ალბათ არის მასში რაღაც იდუმალი
ამიტომ ვეთანხმები გოგიას და ამუზას!
სპირტი არის ყველაფრის წამალი
ტამიფლუ არა მაგრამ, გრიპის შემთხვევაში ექიმს თუ მიაკითხავთ გამოგიწერენ ისეთ წამლებს რომელიც არც თუ ისე იაფი ღირს. რაც შეეხება პანიკას საპანიკო ნამდვილად არა გვაქვს არაფერი, უბრალოდ მოფრთხილება უნდა 3-5 დღე.
გრიპი მაქვს მაგრამ სულ არ მეშინიააა, გინდათ ღორის ერქვას და გინდათ გოჭის
მე, არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ იმას, რომ თუ სიცხეს მოგცემთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, როგორც ყველა გრიპი ამასაც ჭირსება ყურადღება და ასე თუ ისე მიხედვა, რომ არ გართულდეს. თავის დაცვა პრაქტიკულას შეუძლებელია, მაგრამ პირად ჰიგიენას უნდა მიექცეს ყურადღება... ხელების ხშირად დაბანვა, საძინებლის განიავება და ა.შ. მაგრამ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამას ამბობენ ქალაქის ჯანდაცვაში, ჯანდაცვის სამინისტროში, ქალაქის მთავარი ეპიდემიოლოგი, ქალაქის მთავარი პედიატრი, რაიონული პოლიკლინიკები და თითქმის ქალაქის ყველა სამედიცინო დაწესებულებები,,, გარდა ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ე ბ ი ს ა ასე,რომ იყავით მშვიდად და თავს გაუფრთხილდით. უ ფ ა ლ ო შ ე გ ვ ი წ ყ ა ლ ე.
აქ ჰქონდათ ჩემს მეგობარ ცოლ-ქმარს ღორის გრიპი, ქმარმა წამოაბრძანა სამსახურიდან.
რამდენიმე დღე იყვნენ კარანტინში, სახლში გამოკეტილები, ხალხთან კონტაქტი აუკრძალეს,
რამე რომ ჭირდებოდა, მიუტანდნენ, კარებთან დაუწყობდნენ და წამოვიდოდნენ.
მთელი ის დღეები ცოლ-ქმარი, კომპიუტერზე ომობანას თამაშით ირთობდნენ თავს
ეს ყველაფერი არის ფარმაკოლოგიური ფირმების და მასონების ერთობლივი პიარ აქცია! არ იყიდოთ წამლები! ნივრით აყროლებული პირი ჯობია მასონების გამდიდრებას!
პ.ს. 1-2 დღიანი შიმშილობა გრიპის დროს (ნუ რა თქმა უნდა ბევრი სითხე აუცილებელია), ყველანაირ ტამიფლუს და სალხინოს ჯობია.
პ.ს. ნიორსაც
Atman
ეს კაცი ექიმიც ყოფილა
პ.ს. არავითარ შემთხვევაში არ იშიმშილოთ !
(ტოჟე ძალით ექიმი)
kato_Bato
პოლ ბრეგის შიმშილობა.
ტაი ჩი და ციგუნები გააკეთეთ.
ხშირად შედით მედიტაციაში. და ყველანაირი ვირუსი დამარცხდება.
http://www.youtube.com/watch?v=TBvF6r6DOvc&feature=related
Amuza
მარტივად 15 წუთით მაინც დაწოლის წინ გაანიავეთ საწოლი ოთახი და დილაობით იისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
დალიეთ ბევრი სითხე ჩაი ლიმნით და ა.შ.
ტიტუუ დეიწყო ღორის გრიპი,დეიწყო..ტიტუ,ტიტუუუუ..წავიდეთ მაღალმთიანებში აბა ვისაც შეგვიძლია, ასე სჯობიაო ბატონმა პაატა იმნაძემ მირჩია
ყინვა გვინდა დროზე, ყინვაა. რო მოკვდეს გოჭის ვირუსი
Amuza
ახლა ვისაც რამე გრიპი აქვს, ყველა არის ღორის გრიპი. ყოველ წელს არის ახალ-ახალი ვირუსი და წლევანდელი არის H1N1, გინდა ღორის დაარქვი, გინდა ძროხის და არაფერი საპანიკო ამაში არაა. ბიჭი რომ გარდაიცვალა, ფილტვების ანთებაში ქონდა გადაზრდილი და ფილტვების ანთებით თითო-ორორა კაცი ისედაც იხოცება ყოველ წელს. ასეა ეს :->
ღორის გრიპი
თავიდან ახალ გამოვნელილ ვირუსს უწოდებდნენ ,,ღორის გრიპის ვირუსს", რადგან ლაბარატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი,რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება. - შემდგომი კვლევებით დადგინდა ,რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულავე ვირუსისაგან. -ახალი ვირუსის 2 გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან,რომელიც ცირლულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში ხოლო დანარჩენი კი ფრინველებსა და ადამიანებში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. -მეცნიერები ამ ვირუსს,,ოთხმაგი რეასორტაციის,,ვირუსს უწოდებენ ((შედგება 4 სახეობის ვირუსის გენისაგან და არა მარტო ღორის გენისაგან,(ეს არაა ღორის ვირუსი)არამედ ზემოთ აღნიშნული გენებისაგან)სექციების სია [დამალვა]
გამომწვევი
http://www.radikal.ru
ღორის გრიპი A (H1N1)
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გრიპის ლაბორატორია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია. ამ ახალი შტამის თავისებურება ისაა, რომ იგი შეიცავს ადამიანთა შორის სეზონურად გრიპის აფეთქებების გამომწვევი H1N1 შტამისა და ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის H5N1 შტამის მსგავს გენეტიკურ მასალას .
გადამდებობა
ახალი შტამი A (H1N1) ყველაზე უფრო კონტაგიოზური ანუ გადამდები აღმოჩნდა აქამდე აღწერილ შემთხვევებს შორის. იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.
A(H1N1) არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 °C (167-212 °F) ტემპერატურაზე.როგორც კვლევებით დადაგინდა ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირზე მოხვედრილი A(H1N1)გრიპის ვირუსიინარჩუნებს 2-8 საათია განმავლობაში.
ინკუბაცია
ინფიცირებული ადამიანიდან A(H1N1) ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ინფექციის გადამდებია ადამიანი სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან ფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
სიმპტომები
A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტებში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. ღორის გრიპით დასნებოვნებულ ადამიანებში დაავადების მძიმე ფორმა წარსულშიც ყოფილა აღწერილი. სენონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსული ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.
პროფილაქტიკა
* ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება: დიდხანს ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდენობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება.
* ღორის გრიპისგან თავდაცვის პირველი და უმთავრესი წესია ხელების დაბანა. ხელების დაბანა ხშირად, საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით, ნახევარი წუთის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. სიფრთხილისათვის კარგია, თუ ადამიანი არ შეეხება ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა, რომ დაინფიცირებული იყოს.
* მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისა.
* მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან.
ანტივირუსული საშუალებები
* მთავარი ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატებია: ნეირამინიდაზას ზოგადი ინჰიბიტორები ტამიფლუ(ოსელტამივირი) და რელენზა(ზანამავირი). ნეირამინიდაზა ვირუსის გარსზე მდებარე პეპტიდია რომლის ცვალებადობაც იწვევს ვირუსისათვის სხვადასხვა სახელის მინიჭებას. მაგ H1N1,N2,N3. H - არის ჰემააგლუტინინი.
* ასევე შესაძლებელია ზოგადი ვირუსის დნმ–მაბლოკირებელი პრეპარატების მიღება (მაგ. არბიდოლი, რემანტადინი).
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალი ინფექციონისტის მეთვალყურეობა და დროული კონსულტაცია.
* ღორის გრიპის ვირუსი ვერ უძლებს მაღალ ტემპრერატურას 75-100 °C (167-212 °F) და კდვება.
* ვირუსი მგრძნობიარეა ქიმიური საშუალებებისადმი, ესენია: წყალბადის ზეჟანგი, დეტერგენტები (საპონი), იოდზე დამზადებული ანტისეპტიკური საშუალებები, სპირტი და ქლორი.
* დაინფიცირებული ადამიანის ნახმარი ჭურჭელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს ცალკე, ქლორირებული სარეცხი საშუალებებით, ცხელ წყალში.
სადეზინფექციო საშუალებები
* 70% ეთილის სპირტი
* 5% ლიზოლი
მკურნალობა
* ანტივირუსული თერაპია: ღორის გრიპის ვირუსი A (H1N1) მგრძნობიარეა ნეირამინიდაზა ინჰიბიტორებისადმი (ზანამივირი, ოსელტამივირი). ანტივირუსული თერაპია რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი რისკის პაციენტებში: ორსულები, ბავშვები, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ქრონიკული პათოლოგიებით დაავადებულები, დადასტურებული H1N1 ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტში მყოფები და სხვა
* ჟანგბადი
* სიმპტომური თერაპია:ანტიპირეტიული (აცეტამინოფენი) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. 18 წლამდე ასაკის ავადმყოფებისათვის არა არის რეკომენდირებული ასპირინის შემცველი პრეპარატების გამოყენება, რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო .
ეხლახანს ვმსჯელობდით, იმაზე, რომ კურიერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ისაუბრეს თხის გრიპზე, რომელიც მოდისო..რა ბედურებაა ეს, ეხლა ალბათ ინდაურის ციებაც მოვა და ღვინის ბურნა იმრავლებს და ეჰა
subterranean
გეთანხმები
Otherguy
და ეს ღორის გრიპი ცუდია ვითომ? არადა მქონდა და ჯერ ადამიანი ვარ, ღორად არ გადავქცეულვარ
თუმცა ეს ჯერ კიდევ საკითხავია
ეს რომ გამოაცხადეს არც დამიჯერებია ვიცი ჟურნალისტების თვითგამორჩენის ამბავი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)