ინტერნეტ-დამოკიდებულება წარმოადგენს ტიპიურ კომპულსიურ-იმპულსიურ დარღვევას, რომელიც შეყვანილ უნდა იქნას ფსიქიატრიის ოფიციალურ ცნობარში - ამ აზრს ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის მეცნიერი ჯერალდ ბლოკი (Jerald Block) აფიქსირებს ჟურნალში ”American Journal of Psychiatry”.
დოქტორმა ბლოკმა ინტერნეტ-დამოკიდებულება განსაზღვრა, როგორც ”კომპიუტერული თამაშებით, სოციალური საიტებით, ”ჩატით” და ელექტრონული ფოსტით ზედმეტი გატაცება”. როგორც სხვა დამოკიდებულებების შემთხვევაში, კომპიუტერის მომხმარებელი განიცდის ინტერნეტში შესვლის გადაულახავ და აკვიატებულ სურვილს, მოხსნის სინდრომს, ტოლერანტობას, რომელიც ვლინდება სულ უფრო ახალი და უკეთესი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენისათვის სწრაფვასა და ასევე, on-line რეჟიმში უფრო მეტი დროის გატარებაში.
დოქტორი ბლოკის სიტყვებით, ინტერნეტ-დამოკიდებული ადამიანები კარგავენ დროის შეგრძნების უნარს, ასევე შეუძლიათ ფიზიოლოგიური მოთხოვნების იგნორირება (უარი ჭამასა და ძილზე). ”დაავადებას” არაიშვიათად ახლავს რეციდივები, და რიგ შემთხვევებში საჭიროებს ფსიქოაქტიური პრეპარატების დანიშვნას ან ჰოსპიტალიზაციას.
ამავე დროს, სპეციალისტების აღნიშნავენ, რომ ზღვარი კომპიუტერის მოხმარების ნორმასა და პათოლოგიას შორის ძალიან მცირეა და ამდენად, აშლილობის დიაგნოსტირება შეიძლება საკმაოდ გართულდეს.
სავარაუდოდ, ინტერნეტ-დამოკიდებულება აღენიშნება კომპიუტერის მომხმარებელთა 5-დან 10%-ს, რომელთა შორის სჭარბობენ საკმაოდ განათლებული მამაკაცები - ინტროვერტები და ასევე, საშუალო ასაკის დიასახლისები.
წყარო: http://ajp.psychiatryonline.org/cgi/content/full/165/3/306?maxtoshow=&HITS=10&hits=10&RESULTFORMAT=&fulltext=Jerald+Block&searchid=1&FIRSTINDEX=0&sortspec=relevance&resourcetype=HWCIT
ტესტი ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებულების ხარისხის განსაზღვრის მიზნით: http://www.netaddiction.com/index.php?option=com_bfquiz&view=onepage&catid=46&Itemid=106
ეს პრობლემატიკა უპირატესად ეხება მოზარდ თაობას, თუმცა არამარტო მათ. ვფიქრობ მოზრდილ ადამიანსაც შეექმნება დამოკიდებულიების პრობლემა ვირტუალური სივრცის მიმართ, თუ ყურადრება არ მიაქცია ინტერნეტში გატარებულ დროს...
ქევანა
ტესტი შევავსე და დავაგროვე 40 ქულა. რაც ნიშნავს შემდეგს:
20 - 49 points: You are an average on-line user. You may surf the Web a bit too long at times, but you have control over your usage
რად მინდა ტესტი?
ისე რა, არ ვიცი რომ დამოკიდებული ვარ?
lingvo
Congratulations, your score is: 66
ერთი 6-იანიც დაემატებინათ...
ე.ი. სულ არის 3 კატეგორია:
20 - 49 points: You are an average on-line user. You may surf the Web a bit too long at times, but you have control over your usage.
50 -79 points: You are experiencing occasional or frequent problems because of the Internet. You should consider their full impact on your life.
80 - 100 points: Your Internet usage is causing significant problems in your life. You should evaluate the impact of the Internet on your life and address the problems directly caused by your Internet usage.
Congratulations, your score is: 73 ცოტა დამაკლდა მესამემდე, მაგრამ მთავარია რომ მაინც მეორე კატეგორიაში მოვხვდი.
უმეტესობა მეორეში მოხვდება
ძირს ბურჟუაზიული გასართობები !!!
სამწუხაროდ თ საბედნიეროდ ვირტუალურ სამყაროს უკვე ძალიან ცოტა დროს ვუთმობ, თუმცა ადრე სენივით იყო ჩემთვის ინტერნეტი... შუქის წასვლა მიხაროდა, სხვანაირად ვერ ვებრძოდი ამ სენს
მე ვიცი მაგის წამალი ქალებისთვის
ერთი-ორი ბოვში სახლში
45 ქულა დავაგროვე. ყოჩაღ მე! მგონი მართლა მიშველა ბავშვმა შარშან ამ დროს აშკარად სხვა შედეგი მექნებოდა...
http://allshares.ge/download.php?id=C11EB48912
50 -79 points: You are experiencing occasional or frequent problems because of the Internet. You should consider their full impact on your life.
რაო რას მწერენ, გეშველებაო?
Fეისბუქზე ვარ ძალიან დამოკიდებული მაგრამ ამას დიდ პრობლემად არ მივიჩნევ
ვოვ,ჩემდა გასაოცრად 37 ქულა დავაგროვე არადა მეტს ველოდი
20 - 49 points: You are an average on-line user. You may surf the Web a bit too long at times, but you have control over your usage.
თურმე რა ტყუილა ვიღებ შენიშვნას/ან ვაძლევ საკუთარ თავს გადაბმულად რამდენიმე საათით კომპთან ჯდომის გამო, და ჩემთვის სასურველი,განსაზღვრული დროის გადაცილების გამო; saying "just a few more minutes"
45 გამომივიდა.
მგონი არაა სწორი ეს ტესტი. უფრო მეტად ვარ ინტერნეტზე დამოკიდებულიუ ვიდრე აქ წერია.
ამბობენ, რომ მალე ინტერნეტის მომხმარებლები ნარკომანებივით იქნებიანო.
არ მინდა ნარკომანობაა
მარიამი
შენი პროფესიაა მარიამ, აი მე რა ვქნა
ცუდად მაქვს საქმე, მართლა ბევრ დროს მაკარგვინებს, იმედია რაცხა მეშველება
კარგი იქნება, რომ ყოველთვის შეახსენო თავს, როდესაც ინტერნეტს მოიხმარ: "ეხლა ვარ ვირტუალურ სივრცეში, რეალობას მოწყვეტილი".
lingvo
მელა და კომპიუტერი
თურმე, კომპიუტერი
უყიდია მელიას.
უამისოდ, ტყეშიც კი
დღეს ცხოვრება ძნელია.
დადგა თავის სოროში,
ინტერნეტიც ჩართო და
ახლა დაღამებამდე
არ აკლია გართობა.
`ჩეთში~ ესაუბრება
ლამაზ-ლამაზ ვარიკებს,
ზოგს სიყვარულს უხსნის და
ზოგსაც ჭკუას არიგებს.
გადმოწერა თამაში
`სუპერმელა ნადირობს~ -
თაგუნიებს მინდორში
ბდღვირი უნდა ადინოს.
მონიტორის ცქერაში
სულ დაკარგა გონია,
`მაუსს~ ისე დაჰყურებს,
მინდვრის თაგვი ჰგონია.
პირზე ნერწყვი მოადგა,
ცოტაც კიდევ ეწამა,
ბოლო-ბოლო `მაუსი
მართლა შემოეჭამა.
ტესტის გაკეთებით, ტავი არ შემიწუხებია, მაგრამ კომპი ჩემთვის ჩემს მეგობრებთან საურთიერთობო ერთადერთი საშუალებაა. თუ არ მექნა კომპი, ანუ მონაზონი განვხდარვარ და ეგაა
სარდიონ
მამმა მია
რა მწარე ხარ
ისე ევროპაში მგონი მონაზვნებს კომპი აქვთ..
ჩვენთან არ ვიცი რა ხდება
ქავანა
სიმწარე არ იცი შენ რა არის.
ქევანა
ისა და, აქვთ და რამე პრობლემაა?
გადამრევს ეს ხალხი
შენ არა
ქევანა
სარწმუნო წყაროებით ვიცი (საკუთარი თვალებით) ზოგიერთ "პრადვინუტ" მონაზონს ოფისივით აქვს მოწყობილი საცხოვრისი კომპი, ინტერნეტი და სხვა ნავაროტკები
ეგ ტელევიზიითაც იყო,, არ დაუმალავთ.
elusia
ნანინა
ეს მე არ მითქვამს..ზემოდან იყო
ნანინა
ელუსიამ ციტატის ჩასმა არ იცის და მაგიტომ
elusia
გოგონა, ამას შორის ჩასვი ციტატა
[qუote]////[/qუote]
ან უფრო მარტივად:
პოსტში მონიშნე რაც გინდა რომ ციტატაში მოექცეს, ჩამოდი ქვემოთ სწრაფი პასუხის ფორმაში, იქ გაჩნდება ღილაკი: მონიშნული ციტატის ჩასმა. დააჭირე და დაციტატებულია.
დამიჯერე, ეგრე უფრო იოლია
ეს სინდრომი დღეს მთელი დღეა არ მასვენებს
ქევანა
მადლობა მაგრამ ხანდახან ნელია და ამიტომაც ...
ვითხოვ აღადგინონ თემა "არა კლა"!
საინტერესოა სტატიაა ბავშვების კომპიუტერთან დამოკიდებულების შესახებ:
http://www.pravmir.ru
http://www.pravmir.ru/deti-v-seti-ili-znakomtes-pokolenie-z/
http://www.pravmir.ru/deti-v-seti-ili-znakomtes-pokolenie-z/
19 სიტყვა ინტერნეტით ურთიერთობების შესახებ. საინტერესო რჩევებია როგორ უნდა მოვიქცეთ ფორუმზე
http://www.pravmir.ru
http://www.pravmir.ru/19-slov-ob-internet-obshhenii/
http://www.pravmir.ru/19-slov-ob-internet-obshhenii/
ყველაფრის სასიკეტოდ გამოყენებაა საჭირო მაგრამ ის რაც ზომიერებაზე მეტია ვერასდროს იკნება სასიკეთო ..ვირტუალურობა წყვეტს რეალობას ზედმეტად თავისუპლებას განიჭებს სანაცვლოდაც იღებს შენგან ენერგიას ჯანმრთელობას ეს ერტგვარი ზმობირებაა..სამცუხაროა რომ უკვე ადამიანები საკუტარი ნებით ებმევიან ვირტუალურ ჰიპნოზში
ქალმა "ტვიტერში" ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა
ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ბრიტანელმა ბლოგერმა რუთ იორიომ "ტვიტერში" ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა.
ქალმა ბავშვი საკუთარი სახლის სააბაზანოში გააჩინა. მთელი 12 საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო მანამდე, ვიდრე ჩვილი გააჩინა და სისხლის გადასასხმელად საავადმყოფოში წაიყვანდნენ, რუთი ”ტვიტერში” პოსტავდა და ფოტოებს აქვეყნებდა.
როგორც Huffington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მთელი ამ "ვიდეო-მშობიარობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა სახლში მშობიარობის უნიკალური გამოცდილება". რუთის მეუღლე ჯარედს მთელი ეს დრო ფოტოაპარატი ეჭირა და მშობიარობის ყველა დეტალს იღებდა და "ტვიტერში" ტვირთავდა.
თუ "ტვიტერში" მის პოსტებს გადახედავთ, ნახავთ, რომ
მთელი 12 საათის განმავლობაში, სისტემატურად აქვეყნებდა ინფორმაციას, თუ რას გრძნობს, რა მდგომარეობაშია ჩვილი, მზადაა თუ არა მშობიარობისთვის, ეშინია თუ არა გინეკოლოგის გარეშე ბავშვის გაჩენის და ა.შ. თითოეულ პოსტს თან ახლდა ფოტოები.
საბედნიეროდ, ამ ექსპერიმენტს პატარას ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეუქმნია და ბიჭუნა, სახელად ნი სოლედადი ჯანმრთელი დაიბადა. თუმცა, ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე წუთში დედის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგანაც მშობიარემ ბევრი სისხლი დაკარგა. რასაკვირველია, "ტვიტერში" საავადმყოფოში გადაღებული ფოტოც ატვირთა და ამ გზით ბებიაქალებს დაუჭირა მხარი.
მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/94191-qalma-qtvitershiq-onlain-rezhimshi-imshobiara.html#ixzz2q5hw7LdF
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience