მოგესალმებით ყველას..... რატომღაც მომინდა ამ თემაზე ვისაუბროთ.ალბათ ,შენიშნავდით, რომ ძალზედ მოიმატა კიმინალის რიცხვმა მოზარდებში.სკოლებში , უმაღლეს სასწავლებლებში ჩხუბმა, რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვა მკვლელობები.თქვენი აზრით, რატომ იმატა ახალგაზრდებში აგრესიამ?რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? მე მომავალი იურისტი ვარ და მაინტერესებს ,რა აზრის ხართ ამის შესახებ.როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა კანონი გამკაცრება(სისხლისსამართლებ
ივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა 12 წლამდე) თუ პირიქით უფრო ლმობიერი პოზიციის არჩევა?
nini egriseli
გაბლატავებულები არიან ბავშვები და რაც მთავარია ტერმინები დამრტყმელი ვარ და მსროლელი ვარ უფრო მოდაში შემოდის...
http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/1124134.stm
http://news.bbc.co.uk/2/hi/asia-pacific/4100726.stm
ეს უკვე ტენდენციააა მთელს მსოფლიოში, თუმცა ასეთი საზარელი ფაქტების შესახებ საქართველოში არაფერი გამიგია...სკოლებში მომხდარ ფაქტებს ვგულისხმობ, რავიცი, იქნებ არის კიდეც....
ისე, კრიმინალმა რომ მოიმატა ცხადია...
ჩვენში
ალბათ იმიტომ, რომ ყოველშემთხვევაში ცივი იარაღის "შოვნა" და ტარება პრობლემა არააა....
ისე კი რაც ეს თაობა საშინელებათა ფილმეს უყურებს და კიდე რაღაც იდიოტურ ბოევიკებს და ძალადობაზე აგებულ კომპიუტერულ თამაშებს, გასაკვირი ნამდვიალდ არააა...
ნახალოვკაში მივდივარ გუშინ დადიანის პროსპექტზე და ყურადღება მივაქციე 16-18 წლის ბიჭებს 20 ამდე იდგნენ , ერთი ნაწილი გამოეყო და ერთ ერთმა მიაძახა დამშვიდობების ამბავში:
"აბ ბიჭებო არ მოიწყინოთ, შეგეწიოთ ქურდული"
გამიკვირდა... შეგეწიოთ რო თქვა სხვა რამეს ველოდი.
ესეთი გამოთქმა არ გამიგია.
რა აქვთ თავში ნეტა რომელი საუკუნეა?
რა ოჯახში იზდებიან?
ან მეზობლები და ნათესავები ვინ ყავთ?
მათგან რას უნდა ელოდე?
საზოგადოებას რა ჭირს?
შპრიცები რატო ყრია ყველგან?
ზუსტად მაგას ვკითხულობ რას სჭირს საზოგადოებას?არადა ახალგაზრდების რიცხვი იმატებს ეკლესიში.ნუთუ შეიძლება ადამიანი,რომელიც წინა დღეს აღსარებას ჩააბარებს.მეორე დღეს თავის მეგობარს დანით ხელში დახვდეს?
მასეთებიც არიან მერწმუნე.მე თვითონ ვნახე
ხალხს ერთმანეთი აღარ უყვართ და აღარც ღვთის შიში აქვთ,თუმცა რომელ ღვთის შიშიზეა ლაპარაკი მესამე კლასელი მესამე კლასელს რომ დაჭრის,ადრე ლიკა ქართველი ხალხი მღალი სულიერების მქონენიც იყვნენ ხანჯლებს რომ ატარებდნენ.ჩემი აზრით ქართველი ხალხის ცნობიერების გადასხვაპერებაში დიდი როლი ოჯახს,ტელევიზიას და კომპიუტერს მიუძღვის,რაც შეეხება კანონს მისი გამკაცრება კი არა გადასხვაფერებაა საჭირო.ასეთ ადამინს პირველ რიგში ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.
ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ სადღაც უკვე.
ბავშვების უმეტესობა დღეს იზრდება, მაგრამ აღზრდას ამას ვერ უწოდებთ. მშობლების უმრავლესობა მათი კაპრიზების და სურვილების შესრულებას თვლიან თავიანთ მოვალეობად.ეს ბავშვები მსხვერპლნი არიან ჩვენი დაუდევრობის და გულგრილობის.
კი მარა მშობელი თუ აღსაზდელია , ბოში როგორღა აღზარდოს?
ის მხოლოდ თავს იცავს შვილის კაპრიზების შესრულებით, ნენა ცოდოა ბაღანაი არ დემეჩაგროსო...
ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ახალგაზრდებს შორის ჩხუბები.
რამ გამოიწვია ეს?
ამ ფაქტმა 3 თვის წინ ჩემი ძმაკაცი შეიწირა
ძალიან წყნარი ბავშვი რომელსაც არაფერი არ დაუშავებია.
http://www.myvideo.ge/?video_id=37804
ალბათ, თემის ავტორი არ მიწყენს.
უკვე არსებულ თემასთან შევაერთე Don.Gio შენი ახლად გახსნილი თემა.
შვილის სწორად აღზრდა მთლიანად უფალს უნდა მივანდოთ და ბავშვი გზას არ ასცდება. მამა პორფირემ ერთი მშობელი ასე დაარიგა: ნუ დათრგუნავ შვილებს, თუ მათთვის რაიმეს თქმა გინდა, ილოცე და ისე უთხარი. ბავშვებს ლოცვა არ ესმით, მაგრამ როცა ღვთის მადლი გადმოდის და განანათლლებს ყრმებს, მათ უკვე ესმით ის, რისი თქმაც გსურდათ. შვილებისთვის სათქმელი ჯერ ღვთისმშობელს უთხარი და ის ყველაფერს მოაგვარებს. შენი ლოცვა მათთვის იქნება წყარო ცხოველმყოფელი, სულიერი ალერსი, რომელიც მიიზიდავს და ჩაიხუტებს პატარებს. ზოგჯერ მათ ვეალერსებით, მაგრამ ისინი გვეწინააღმდეგებიან, სულიერ ალერსზე კი უარს არასოდეს იტყვიან.
მძიმე ხასიათის და უხეში ბავშვების მშობლები შვილებს ნუ დაადანაშაულებენ, არამედ დაადანაშაულონ ის, ვინც მათ ზურგს უკან დგას - ეშმაკი . ეშმაკს კი მხოლოდ მაშინ შეგვიძლია შევებრძოლოთ, როცა თვითონ გავხდებით წმინდანები.
ერთხელ მამა პორფირეს ღვთისმოშისმა ცოლ-ქმარმა შესჩივლა: - ბიჭი გაგვეზარდა და დიდი გასაჭირიც დაგვადგა - შინ გვიან ღამით მოდის, არ გვიჯერებს... ცუდ წრეს დაუახლოვდაო. "ასეთ შემთხვევაში დადუმდით, - უთხრა მათ ღირსმა მამამ, - დაფარეთ თქვენი "ღვთისმოშიშება". ნუ გააღიზიანებთ მას. ეს ის მომენტია, თითქოს თქვენ "კარგად ხართ ჩაცმული", ის კი კონკიძველაშია გამოწყობილი. ეს "ღვთისმოშიშება" აღაგზნებს და განაშორებს მას თქვენგან".
მამა პორფირე ამბობდა: მათი უძლურება მშობლების ბრალია. ისინი აბეჩავებენ მათ, რა თქმა უნდა, სიყვარულით, მაგრამ უბრალო ადამიანური სიყვარულით.
ერთი დედა შესჩიოდა, - შვილი მეურჩება, ეკლესიაში აღარ დადისო... მამა პორფირემ ურჩია, - რამდენი წელია, რაც მას ზღუდავ შეგონებებით: "ეს გააკეთე", "იქ წადი". ახლა მას თავისუფლება უნდა. ნუ ეტყვი: "ასე გააკეთე", "სხვანაირად მოიქეცი". ჩუმად, საიდუმლოდ ილოცე მისთვის.
გამაჯობათ უცნობებო,,,
რაზეც პრობლემაზეც საუბრობთ, ბევრს არ ვეთნხმები,ეს მომდინარეობს პირველი მშობლებისგან და მათი გარემოცვიდან,ცხოვერებისგან რაც ხდება კვეკანაზე რა სიბინდზურეც ხდება მათ ეს მოცონთ,კარგი და ცუდის ,გარჩევა, მათვის უკვე არ არსებობს,არ იციან,,,,
ნამდვილად გეთანხმებით და ვიცი, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს არ გააჩნიათ მოთმინების, თავშეკავების და
თავისი თავის მიმართ პატივისცემის უნარი. ვწუხვარ.
მე უფიკრდები და დაფიკრებული ვარ ბევრ რამეზე,,კარგად წაიკითხე, მატო მშობლებს არ ვგულისხმობ,გარემოს, გარეთ და შიგნით<<ოჯახი>>
და საერთო ჯამში რაც ხდება სამყაროსი,მარტო საკართველოს არ ვგულიხმობ,
გარემოზე მშობელს დიდი გავლენა არ აქვს, ყოველწუთს ვერ და არ გამოეკიდები მშობელი შვილს, სხვა თუ არაფერი დამამცირებელია მუდამ კუდში დაყვებოდე და აკონტროლებდე. მე არასოდეს არ ვყოფილვარ მსმელი და ლოთი, საერთოდ არ ვეკარები ალკოჰოლს ანუ ბავშვები ამას ჩემგან და ოჯახიდან ნამდვილად ვერ ხედავენ, მაგრამ კვირის ბოლოს ან ზეიმებზე სვამენ ბიჭები, და ეს ჩემი ბრალია, მე მივეცი მაგალითი? არც მამამისისგან უნახიათ სმა და არც არავისგან ოჯახში, წესით საერთოდ არ უნდა იკარებდნენ სასმელს, ოჯახის წესების მიხედვით რომ იყოს... ასე რომ, მშობელზე ბრალება არ შეიძლება, მშობელი იქამდე "მიდის" შვილამდე, სადამდეც მას მიუშვებენ, დანარჩენს კი როგორც პიროვნებები თავისით წყვიტავენ როგორ მოიქცნენ. ღმერთს მადლობა ამ მხრივ მე პრობლემა ჯერ არ მქონია, რომ ვინმეს ეძაგებინოს ჩემების საქციელი, ვაჟკაცობა არ აკლიათ და სიტყვის შენახვა, მითუმეტეს ქალმა გავზავრდე მარტოდ და საუკეთესო კაცური თვისებები აქვთ, სწორედ ისეთი, როგორიც შეშვენის მამაკაცს...უფლის შეწევნით ..
ლოლ მე მკითხეს ერთხელ კაი ბიჭი ხარ თუ რა ცხოვრებით ცხოვრობო აი ასეთები არიან უმრავლესობა ძველ ბიჭობა გონიათ კაცობა აი რა უნდა უპასუხო ეხლა მაგ დროს ხოდა მერე მოჰყვება ხოლმე ასეთ ქუჩურ გარჩევებს ჩხუბი და მკვლელობები გონებაქვთ დაბნელბული... და ვინმეს რო ვუტხრა რო შეგაგინონ დადუმდი არ შეეპასუხო ან არ დაარტყა მეთქი ეგრევე დამცინებენ და მაგათ თვალში ჩმორი გამოხვალ მოკლედ ღვთის შიში აღარააქვთ რა !
ეს ბიჭი ნიკუშა მაი ვიდიოზე რომ იყო თუ არ ვცდები ჩვენ ტაძარში იყო დასვენებული და ძალიან იშვიათად მომდის ცრემლი თითქმის არასდროს და იქ ისეთი მდგომარეობა იყო რომ ჩემდა უნებურად მომდიოდა ცრემლი საშინელი სანახავი იყო და რის გამო?? ამაზე გამცემს ვინმე პასუხს?
ისწავლეთ პატარებო (მეც არ ვარ დიდი 18_ის ვარ) კარგის და ცუდის გარჩევა, ისწავლეთ სწორი გზის ამორჩევა ბიჭებო ნაწილობრივ ყველაფერი უნდა ნახოთ მაგრამ საზღავრი უნდა იცოდეთ ოქროს შუალედი რის იქითაც არ უნდა გადახვიდეთ! დავამატებდი რომ საკმაოდ განხსვავდებბიან ჩემზე პატარები ყველაფრით და ეს ერთგვარად ჩვენი ბრალიცაა ჩემიც და ჩემზე უფროსი თაობის რადგან პატარა რასაც ხედავს იმას აკეთბს. არ ვიცი რითი დავამთავრო ეს პოსტი რადგან ქართველების უბედურებას ეხება და ადვილი არაა საუბარი ესეთ თემაზე
ბექა
ჩემი მეგობარი მოკლეს თავისნ დაბადების დღეზე თავისმა ძმაკაცმა მოკლა თან 16 წლის ! 3 ნი იყვნენ ძმაკაცები და ერთ ერთს უთქვია ამ ბიჭისთვის ერთი წამი გავიდეთო გვერდზეო სახში იყვნენ და ეს მესამე ძმაკაცს უთხრა დარჩიო და მოვალთო და ამ ბიჭს ვისაც გაუყვანია მაგ სახლიდან აუღია პურის დანა და რო გაუყვანია ეგრევე დაურტყია 3 ჯერ 1 ხელ ყელში და გულში და გაიქცა და იმ მესამე ძმაკაცმა ვეღარ მოუსწრო და ის კიდე მშობლებმა გააქციეს საზღვარგარეთ ! რა ეშველება ეხლა იმ უბედურს?
ის ძმაკაცი 2 კვირა შოკში იყო ხელებში შემოაკვდა. : (
თათარაშვილი
ბექა
აბა მე რავიცი კალადბურთზე ახალი შემოსული იყო ძაან ახლოსაც არ ვიცნობდი დაწვრილებით ეგრე არ ვიცი რის გამო მოხდა... მარა ფაქტია რაც არ უნდა ყოფილიყო ეგრე როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი ძმაკცი ტან ტავის დაბადების დღე ქონდა ვისც ქონდა ის მოკლა ...
ბექა
ხოდა ვინ ამბობს უმიზეზოდ თქო კაცო მე მოვყევი რაც მოხდა და რატო მოხდა არ ვიცი !
ბექა
გვაზაურის ქუჩაზე 8 სართულიან კორპუსებში შენ?
აგრესიის განადგურება გსურთ?!
ამის მიზეზი 2 რამით შეიძლება!
1. ბრმა მორჩილებით ყველაფრის მიმართ, რომლის განხორციელებაც ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოთ!
2. უზომოდ უნდა შეუყვარდეს ბავშს წიგნი, სწავლა და განათლება!
ამისათვის კი მონდომება შრომა, თავდადება, რწმენა და მომავლის იმედია საჭირო, რომლიც სამწუხაროდ არათუ ახალგაზრდებს არამედ უფროსებსაც ცოტას აქვთ.
მაგრამ მონდომებას ყველაფერი შეუძლია.
მთავარია სიყვაული და მიზანსწრაფვა და ყველაფერი გამოვა. ვინც განათლებულია იმას აგრესიაც ნაკლები აქვს იმიტომ რომ სანამ რამე ნაბიჯს გადადგამდეს იგი ამას წინასწარ კარგად იაზრებს და ბრმად არ მიდის ხიდზერ რომლის ქვემოთ კუპრის შავი მდინარე მიედინება!
რაც შეეხება პირველ "რჩევას" ის ჩემთვის მიუღებელია და ვგონებ მისი დათესვა დამღუპპველი იქნება ქართველი ხალხისათვის!
სამწუხაროდ, აგრესიის მატება ფსიქიკის დაზიანების მანიშნებელია. ამას ბევრი რამ უწყობს ხელს. აგრესიული გარემო, პირველ რიგში. მგონი ამ საკითხში ტელევიზიაც ძალიან ბევრს სცოდავს, ახალი ამბებით დაწყებული ფილმებით დამთავრებული ძალადობის და კრიმინალის დემონსტრირება ხდება დღის ყველა მონაკვეთში. ამას ემატება კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის უფროსების არასწორი ცხოვრების მაგალითები (აქ მთელი საზოგადოება იგულისხმება).
ზოგ შემთხვევაში ოჯახს მიუძღვის ბრალი: ეს შეიძლება იყოს არასწორი აღზრდის შედეგი, როცა მშობლები ზედმეტად ლოიალურები ან ზედმეტად მკაცრები არიან შვილების მიმართ, ანდა თავად აძლევენ აგრესიის და მრისხანების მაგალითებს. ეს ყველაფერი რწმენის ნაკლებობითაა გამოწვეული.
სამწუხაროდ, ძალადობრივი გარემო მისდამი შეგუებას იწვევს და ნაკლებად ჰუმანურ თაობას ზრდის და ეს ბუნებრივია. ძალადობა ხომ ძალადობას შობს.
ასე რომ, ჩემი აზრით, კანონის გამკაცრება საქმეს ვერ უშველის, მით უფრო, რომ ჩვენთან ციხე ადამიანთა გამოსასწორებლად ვერ გამოდგება(12 წლის ბავშვის გამოსწორება კი შეიძლება). სახელმწიფო, ფაქტიურად, ბავშვის ნამდვილ კრიმინალად ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. მე იურისტი არ ვარ და კანონებში ვერ ვერკვევი ,მაგრამ, მგონია, სახელმწიფო დანაშაულის პრევენციაზე უფრო უნდა ზრუნავდეს, ვიდრე სასჯელის გამკაცრებაზე.
ალბათ რწმენის, სიყვარულის, კაცთმოყვარეობის მომატებაა საჭირო საზოგადოებაში და აგრესიაც იკლებს.
რავი აბა........
აგრესია გოგოების ბრალიცაა ხშირად
yipiani gio
afxazi
გოგოები უბიძგებენ ხოლმე ბიჭებს ჩხუბისაკენ.მე რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ
მხოლოდ იმ გოგოებს რომლებსაც თავში აქვთ ავარდნილი და მოსწონთ როდესაც ვიღაც ბიჭი მისი გულისთვის ჩხუბობს.ალბათ ხვდები რასაც ვგულისხმობ
yipiani gio
afxazi
ხო რათქმაუნდა სწორი ხარ ,მე უბრალოდ ამდანაშაულის 1 მხარე განვიხილე
ალბათ მიმთითებელი არ ჰყავთ დღევანდელ მოზარდებს და ამიტომაა რომ მოიმატა კრიმინალმა,დღეს სკოლებში არ ხდება ისეთი ტრენინგებისა და გაკვეთილების ჩატარება რომელიც ახალგაზრდებს წესიერებისა და სათნოებისკენ მოუწოდებს
ნეტავ ცოტა აგრესიული მაინც
ვიყო
უკეთესი იქნებოდა.
ჩემი აზრით არასწორი აღზრდა და ყურადღების ნაკლებობა.. ტელევიზია და კომპიუტერული თამაშები.. მკვლელობებზე და აგრესიაზე რომ არის გათვლილი... სანამ ქუჩაში დგომას მიეჩვევა მანამდე უნდა მიახვედრო რომ იქ ცუდი ათასჯე უფრო მეტია ვიდრე კარგი ... წიგნების კითხვამდე სანამ მივალთ ჯერ ზრდილობა ვასწავლოთ... და მართლმადიდებლობა...
ფაქტია რომ მართლაც აგრესიული თაობა მოდის.მემგონი ბევრი ფაქტორი მოქმქდქბს მქთზე.ტელევიზორი,ვიდეო თამაშები,დაძაბული გარემო,ეკონომიკური პრობლემები რის გამოც მშობლები ვეღარ აქცევენ შვილებს სათანადო ყურადღებას და რაც მთავარია ჩვენი მცირედმორწმუნეობა.განა ეს ცოტაა?
აგრესიული ადამიანების უმეტესობა, საკუთარი ბავშვობის მსხვერპლია… მათ ეს ნორმა ჰგონიათ, ამიტომ აგრესიით არ უნდა უპასუხო!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მრისხანება, ბოღმა, აგრესია ნაადრევად აბერებს და არყევს ჯანმრთელობას…"
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"საკუთარ აგრესიას ნუ აბრალებ ღვთის კანონებს. ყველაფერთან ერთად სარწმუნოებასაც ამახინჯებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience