სულიერთან ერთად ბევრს ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, მოძღვარი ყოველთვის ვერ გვიპასუხებს ასე რომ დავეხმაროთ ერთმანეთს ყველამ თავიანთი თვალთახედვით ვურჩიოთ ადამიანს ვისაც რაიმე კონკრეტული პრობლემა აწუხებს...
სხვა ფორუმებზე საკმაოდ აქტუალურია ასეთი თემები და რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ მართლმადიდებლური ფორუმზეც იქნება.
მე პირადად მზად ვარ დაგეხმაროთ, მითუმეტეს მაქვს მცირე ცოდნა და გამოცდილება ფსიქოთერაპიაში...
კაია კაი, ასე თუ გვეტყვი ძმაო Atman თუ არა სხვა ფორმით ვერ დაგიჯერებთ
აქ ვინ დაწერს რამეს?
სირცხვილია როცა გიჭირს,მითუმეტეს აქ უსერთა უმრავლესობა თვლის რომ როცა ადამიანს მოძღვარი ყავს,ფსიქოლოგი არ სჭირდება
ამიტომ მე და ატმანს მოგვიწევს საუბარი ისვ მგონი.
მაგრამ გული არ გავიტეხოთ,დავდოთ რამე
ახლავე დავძებნი
ისე კონსულტაციაზე ჩაწერა არ არის წინასწარ?
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და ”თვითს”(Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.
პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.
ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.
შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?
თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა ”რატომ?” ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.
აგერ ვიკიპედია რას გვამცნობს
ყველაფერი კარგად როცა აქვს, მაინც ცუდად რატომ გრძნობს თავს ჩემი კატა?
ქეთი,13 წლის
ადამიანს შეიძლება მოძღვარიც ყავდეს და მაინც მიმართოს ფსიწოლოგს, ამაში ცუდს ვერ ვხედავ ვერაფერს, სასურველია, რომ ეს ადამიანი (ანუ ფსიქოლოგი) ახლოს იყოს ეკლესიასთან (ნუ ჩემთვის ასეა).
ატმანს რაც შეეხება არ ვიცოდი თუ ფსიქოლოგი იყო, თუმცა არ ვენდობი
ისე საჯაროდ არა მგონია ვინმემ თავის პრობლემებზე წეროს, როგორც ამას პირადად ეტყოდა ფსიქოლოგს
რა ვიცი აბა...
ლურჯი ბუ
ლურჯი ბუ
მე ვიქნები ამ თემის სტუმარი ხოლმე.
უამრავი პრობლემებია ცხოვრებაში და თუკი ვინმეს გავუზიარებ და შესაბამის დარიგებასაც მივიღებ,რატომ უნდა შემრცხვეს აქ დაწერა?
მაგალითად
ძალიან მაბრაზებს ჩემი შვილის ბაღის მასწავლებელი!
შეიძლება ერთხელაც შემომეგუდოს,მაგრამ მაქსიმალურად ვუთმენ,მეშინია არ გადაეკიდოს.
ხოდა
მჭირდება რჩევა
b-a-r-b-a-r-e
b-a-r-b-a-r-e
გეხუმრე მართლა კი არ გაგუდო
მე ის ვერ გავიგე რა არის შენთვის პრობლემა, რომ ბრაზდები თუ ეგრე რომ იქცევა? აქ კონკრეტულად ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, შენთვის რაა პრობლემა ამ შემთხვევაში? (ფსიქოლოგიურს ვგულისხმობ).
Atman
იუმორის გრძნობა ხო გაქვს ადამიანო? ვიხუმრე
b-a-r-b-a-r-e
რომ ბრაზდები მაგ დროს ეგ ბუნებრივი და ნორმალური მდგომარეობაა და მაგის წინააღმდეგ წასვლა უფრო დიდი სიგიჟეა... მაგრამ როცა ჭკუის სწავლება გინდა იმისთვის ვინც გაბრაზებს, ჯერ უნდა დაფიქრდე რისთვის აკეთებ ამას, მართლა იმისთვის რომ გული შეგტკივა მასზე და გინდა რომ ასეთი შეცდომა აღარ დაუშვას თუ იმის გამო რომ გაბრაზებული ხარ და აგრესია უნდა გამოიტანო.
გუდვილში აბსოლუტურად სწორად მოიქეცი: გოგო ცუდად მოიქცა, შენც უპასუხე და კონფლიქტიც დამთავრდა. მასწავლებლის შემთხვევა კი უფრო რთულია, იმიტომ რომ ეგრე ადვილად არ დამთავრდება კონფლიქტი
ჯერ უნდა გაიაზრო და გაუგო მასწავლებელს რატომ იქცევა ასე. არც შენი გაბრაზება უნდა დათრგუნო, იმიტომ რომ თუ დათრგუნავ რაღაც მომენტში მაინც წინ წამოიწევს, ხოლო თუ ყურადღებას არ მიაქცევ როგორც მოვიდა ისე წავა...
დამწყები ფსიქოლოგებისთვის საინტერესოა
ფილიპ ზიმბარდო და რიჩარდ გერიგი http://www.wow-info.net/zimbardo/
b-a-r-b-a-r-e
კაი კომედიას გადაიღებდა კაცი მაგ სიუჟეტზე
შენც ისე შეხედე ამ ყველაფერს როგორც კომედიას, ნახევრადხუმრობით
კარნეგის ფსიქოლოგია უფრო ჯობია
ნათია
კარნეგიც, ფილიპ ზიმბარდო და რიჩარდ გერიგიც პდფ ფაილად მაქვს კომპში
http://forum.interes.ge/index.php?showforum=61
.
b-a-r-b-a-r-e
b-a-r-b-a-r-e
ნუ მართმადიდებელი ფსიქოლოგიც არსებობს (რადიო ივერიაზე იყო გადაცემები ) და რა მოხდა თუ მოძღვრის გარდა ცოტა ფსიქოლოგსაც გავესაუბრებით?
ექიმო, მე შეშლილი ვარ
Atman
რასაა რო შარლატანობ თუ ძმა ხარ ? ))
პ.ს. ხალხ, მე ვარ ფსიქოლოგი, არ დაუჯეროთ მაგას
პ.პ.ს და რა ბასტი-ბუბუ გაგიხსნიათ სანამ მე მეძინა ?!
აბა მოვედიიიი... რაო? შარლატანიო? აბა ვინაა აქ ჭეშმარიტი ფსიქოლოგი?
Atman
აი, მეც
მაქეთ, მადიდეთ და განმიკითხეთ
tustusa-gogo
ვნახოთ ერთი რა ფსიქოლოგი ხარ... ვინმე რო მოვა კონსულტაციაზე ჯერ შენ უპასუხე მერე მე... ვისი რჩევა უფრო გამოადგება
მე მგონი ერთი კლიენტი გყავთ
მე
და მე ვირჩევ თავად რა
ტყუილად ნუ იჩხუბებთ
Atman -
syd
b-a-r-b-a-r-e
ვის ირჩევ?
თემა არ გეცოდებათ
რა გიქნიათ ეს?
არადა მართლა აინტერესებს ხალხს ეს საკითხი და ეგება სერიოზულადაც წეროთ რამე
maZiebeli
არავინ წერს ჩვენს მეტი და ჩვენი ბრალია?
პირველ რიგში ჩემი ბრალია და ვეცდები ამ დღეებში შემოვიხედო ამ თემაში.
თქვენ არ გაბრალებთ და ამიტომაც გიღიმით
maZiebeli
როგორც პაციენტი თუ როგორც კონსულტანტი?>
ჯერ-ჯერობით როგორც კონსულტანტი
maZiebeli
გაიხარე! 3 ვართ უკვე კონსულტანტები! აბა პაციენტებო გელით
პაციენტები რა მოგახსენო და, აქტუალურ საკითხებზე პოსტები კი იქნება საინტერესო.
ბევრია ასეთი საკითხი. ახლა გავდივარ და ვეცდები არ დავიკარგო.
maZiebeli
მაძიებელი გამოჩნდაააა :ვაშაააააააა:
ნუ მე მაშინ ნერვოზზე მინდა საუბარი
შიშებზეც (ოღონდ ფობია არა, თუ მაინც ფობია ქვია?)
მშობლებისა და შვილის ურთიერთობებზეც
და, შეშლილების ფენომენზეც, დავით.. ანუ რით სჯის ესა თუ ის ადამიანი, რომ მეორე არის გიჟი, და თვითონ ფსიქიკურად ჯანმრთელი : ) (ეს უბრალოდ ისე მაინტერესებს, თავის დროზე წავიფილოსოფოსე და ეხლა გამახსენდა რომ მინდა კომპეტენტური აზრი )
ქევანა
ცნება გიჟი ძალიან ფარდობითია! ყველანი გიჟები ვართ! და რაც უფრო მეტად შევიცნობთ თავს უფრო მეტად ვუახლოვდებით იმ ზღვარს სადაც უკვე საზოგადოებიდან იზოლაციის (ფსიქიატრიულში გამოკეტვას არ ვგულისხმობ, მითუმეტეს ჩვენ ეპოქაში ასეთებს აღარ კეტავენ) საფრთხის ქვეშ დგები!
სამწუხაროდ ამ პრობლემების ხედვა აღმოსავლურ ტრადიციებს უკავშირდება და ფროიდის და იუნგის ენით საუბარი დამავიწყდა უკვე... თუმცა ადრე ვიცოდი
ახლა ჩაკრებით, სამშვინველებით და ეგეთი "ნავაროჩენი" ტერმინებით მაქვს დაბინძურებული წმინდა გონება
ადამიანურ ენაზე საუბარი კი ვერ ვისწავლე ჯერ
ისე ამ თემას ძალიან მოუხდებოდა ტუსტუსას პოსტები, საერთოდ დაიკარგა ეს გოგო...
Atman
აი როცა გგონია რომ გიჟდები..მართლა გაგიჟდები?
sergi_glaxa
maZiebeli
დავით სალამი.
მარტლა კარგი იქნება თუ ამ თემაში სენს რჩევებს დაწერ.
Atman
აქ შენ მთავარი ფსიქოლოგი ხარ?
kato_Bato
მოადგილე ვარ, სანამ მთავარი მოვა
Atman
sergi_glaxa
.
maZiebeli
დავით სისების თემაზე ტუ სეგიძლია მცირედ მოგვახსენო..მაგალითად კლაუსტროფობია და საზოგადოებრივი შიში (ხალხმრავლობისა ..ხალხის წინასე დგომის და სიტყვით გამოსვლის და ა.შ- ინგლისურად ფსიქოლოგიაში ამას social anxiety disorder ქვია თუ არ ვცდები) კი წამიკიტხავს ამაზე სხვადასხვა ტემები, რადგან ამ ორი სახის შიშთან დიდი "მეგობრობა" მაკავსირებს სენ თუ შეგიზლია რაიმე თქვა ამ ორ შიშზე?
ისა და,
ვისაც პრაქტიკაში უნდა გამოიყენოს ფსიქოლოგია ვურჩევ წაიკითხოს უზნაძის განწყობის თეორია.
ცოტა რთული საკიტხავია და ბევრი ბლაბლა ბლა და გადასკვნის გადმოსკვნილი აზრებია, მაგრამ როგორც თეორია ძალიან მაგარია და პრაქტიკაში იოლად გამოყენებად. ეს უკანასკნელი მგონია მე მისი ყველაზე დიდი ღირებულება.
საკუთარ ტავს გარედან დაგანახებს და ბევრ საინტერესო ინსაიტს მოგცემს ცხოვრების კონკრეტული ეპიზოდებიდან და ეპიზოდებისათვის.
Мы учим ребенка фокусировать свой ум - концентрироваться, потому что без концентрации он не сможет справиться с жизнью. Жизнь требует этого, ум должен быть способен к концентрации. Но как только ум стал способен концентрироваться, он стал менее сознательным, менее способным к созерцанию. Созерцание - это сознание всего, что происходит.
Концентрация - это выбор. Она исключает все, кроме объекта концентрации. Это сужение. Если вы идете по улице, вы должны сузить ваше сознание, чтобы идти. Обычно вы не можете сознавать все, что происходит, потому что, сознавая все, что происходит, вы расфокусируетесь. Поэтому концентрация - это необходимость. Концентрация ума необходима, чтобы жить, чтобы выжить, чтобы существовать. Вот почему каждая культура по-своему старается сузить ум ребенка.
Дети сами по себе никогда не фокусируются. Их сознание открыто со всех сторон. В него входит все, и ничто не исключается. Ребенок открыт каждому чувству, каждое ощущение входит в его сознание. А входит так много! Вот почему он так переменчив, непостоянен.
Необусловленный ум ребенка это непрерывный поток, поток ощущений, но он не смог бы выжить с таким умом. Он должен научиться сужать свой ум, концентрироваться.
Как только вы сужаете свой ум, вы начинаете особенно отчетливо осознавать что-то одно и одновременно перестаете сознавать так много остального. Чем более сужен ум, тем более успешен он в жизни. Вы станете специалистом, станете знатоком, но все это - знание все большего о все меньшем.
Сужение - это жизненная необходимость. Никто не несет за это ответственности. Это нужно, потому что жизнь такова, как она есть. Но этого недостаточно. Это - утилитарная необходимость, но просто выжить еще недостаточно, простой утилитарности недостаточно. Поэтому, когда вы становитесь утилитаристом и сужаете сознание, вы отказываете своему уму во многом, на что он способен. Вы не пользуетесь целостным умом. Вы пользуетесь только очень малой его частью. А оставшаяся большая часть станет бессознательной.
На самом деле нет границ между осознанным и бессознательным. Это не два разных ума. "Сознательный ум" - это та часть ума, которая использовалась в процессе сужения. "Бессознательный ум" - это та его часть, которой пренебрегли, которую игнорировали, которая стала закрытой. Это создает разделение, трещину. Большая часть вашего ума становится чуждой вам. Вы отчуждаетесь от самого себя, становитесь чуждым вашей собственной целостности.
Малую часть себя вы признали самим собой, а все остальное утеряно. Но оставшаяся несознательная часть всегда присутствует как неиспользованные возможности, как неизрасходованный потенциал, непережитые приключения. Этот бессознательный ум (неиспользованный потенциал) всегда будет бороться с сознательным умом. Вот почему внутри всегда конфликт. Конфликт в каждом из-за этой трещины между сознанием и бессознательным. Но только тогда, когда потенциальному, бессознательному будет позволено расцвести, вы сможете почувствовать блаженство бытия... не иначе.
მაშიკო
Когда вы внутри раздвоены, ваша энергия борется сама с собой. Поэтому ее нельзя использовать ни для какой трансформации. Так что сначала пусть будет принятие того, что есть вы. Все, что вы подавляли в себе до сих пор, должно найти выход. А если вы сознательно даете выход своему неврозу, однажды вы перестанете быть невротиком.
Те, кто подавляет свой невроз, становятся все больше и больше невротиками, а те, кто сознательно выражает свой невроз, освобождаются от него. Поэтому, пока вы не станете "сознательно сумасшедшим", вы не сможете стать здоровым.
აბა, რა კითხვები გვაქვს ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით?
ეს თემა რატო მოკვდა? გაზაფხულს ველოდებით თუ ახალ მთვარეს?
მე პირადად ვგიჟდები კომუნიკაციების ფსიქოლოგიაზე უჰ კაია რააა
რა ვიცი ეტყობა ყველა კარგად გრძნობს თავს
რას შვებით ,ხალხო ? :)
izi-bartki
იზი, თუ გაინტერესებს კომუნიკაციები მაშინ პოლ ვაცლავიკის ,, ინტერპერსონალური კომუნიკაციების ფსიქოლოგია" წაიკითხე.. მშვენება წიგნია :)
www.koob.ru
ასევე ესაა სა
tustusa-gogo
ჰა, მოდით ეხლა დეპრესიაზე ვილაპარაკოთ რაა
tustusa-gogo
ტუსა, როცა ადამიანი ამბობს რომ თავისი თავის ფსიქოლოგი თავადაა, ეს არსებითად, შეცდომაა?
ქევანა
არა შეცდომა არაა, რადგან ფსიქოლოგთან რომც დადიოდეს ადამიანი კონსულტაციებზე გადაწყვეტილებების მიღება და დასკვნების გამოტანა მაინც ტავად უხდება, ფსიქოლოგი მაქს მხოლოდ მიმართულებას აძლევს, უსმენს და ანალიზში ეხმარება
ასე რომ რეალურად ცვენ თავს თვითონვე ვშველით, თუ თვვლი რომ როგორც იქცევი ეს სწორია და საკუთარ თავთან თერაპია კარგად გამოგდის რატომაც არა? განაგრძე
პ.ს. ზოგადად ვსაუბრობ
არიქათ მშვენება თემაა - დეპრესია :
აბა, მოდი ვისაუბროთ თქვენი აზრით რა არის დეპრესია და თუ გქონიათ მასთან შეხება ( ცოტა სულელურად ჟღერს)
ქევანა
ქევანა
ქათამი და კვერცხივითაა პაჩწი ბიოლოგიური იწვევს თუ ფსიქოლოგიური ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, მაგრამ ფაქტია რომ დეპრესიის შემთხვევაში ტვინის ქიმიური მდგომარეობა იცვლება, ის ქიმიური მედიატორები ვეღარ ფუნქციონირებენ საჭიროებისამებრ .. ამიტომაც დეპრესიას მკურნალობენ როგორც ფსიქოთერაპიიტ ასევე ანტიდეპრესანტებითაც .. ანტიდეპრესანტი მხოლოდ ექიმის დანიშნულებიტ უნდა მიიღოს ადამიანმა, რადგან მთელიო რიგი გვერდითი მოვლენები შეიძლება ,,გაგვეჩითოს" ...
ნევროზმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია?
tustusa-gogo
ერთი კითხვა მაქვს!
წიკებს რომ ეძახიან,აი შენ ავადმყოფი ხარ ასე მიმართავენ ხოლმე ასეთ ადამიანს.
წიკები ეხება გადამეტებულ სისუფთავეს.
მაგალითად:
1) ადამიანი ქუჩაში არ გადაკოცნის,ხელს არ ჩამოართმევს არ შეეხება თუნდაც იმის გამო რომ.ის ფიქრობს ამ ადამიანს ჭუჭყიანი ხელები აქვს,მე რომ ხელი ჩამოვართვა ან გადავკოცნო ეს ხელი აუცილებლად უნდა დავიბანოო,მაგრამ ხაზს ვუსვამ აუცილებლად და ხომ არ გგონიათ რომ მას ეს დაავიწყდეს..
2)არ დაჯდება ტრანსპორტში სკამზე,რავიციი ამ სკამზე ვინ იჯდა და რა ჭუჭყიანია,მე რომ ამ სკამზე დავჯდე ხომ ბაქტერიებს ავიკიდებ.
3)თუ თავზე ხელი ვინმემ მოკიდა იმას სახლსჰი რომ მივა აუცილებლად დაიბანს,ქურთუკით თუ სადმმე მიედო გაწმენდს,და ა შ,ბევრია მსგავსი პრობლემები.პრობლემები იმიტომ რომ ადრე როცა ასე არ ცხოვრობდა გაცილებით კარგად იყო ფსიქოლოგიურად ახლა კი ყველგან ჭუჭყისგან გამოწვეული ბაქტერიები უტრიალებს თავში.
4)მაღაზიაში ნაყიდ ყველა პროდუქტს რეცხავს საგულდაგილოდ
5)სულ დადის ანტიბაქტერიალური სალფეტკებით,რომ ვინიცობაა ვინმე შეეხოს გაიწმინდოს
ეს ჩემი აზრით ავადმყოფობაა
იმედია მიხვდით ჩემს კითხვას,ასეთ შემთხვევებს როგორ ხსნიან ფსიქოლოგები,ან ამის მკურნალობა როგორ შეიძლება,ან რამდენად ნაცნობი კიტXვა ეს ფსიქოლოგებისთვის ასე ვთქვათ სისუფთავის გადამეტებული მანია.
კითხვაც ნაცნობია, პრობლემაც და საკმაოდ ბევრი შემთხვევა მქონია პირადად. რამდენიმე შემთხვევაში იმდენად აუტანელი იყო პრობლემა, რომ სახლიდანაც ვერ გადიოდნენ და სახლშიც კი ონკანის მოშვებისას და მოკეტვისას ურთულეს მანიპულაციებს ასრულებდნენ სისუფთავის სრული დაცვისთვის.
პრობლემა მოსათმენად ძალიან ძნელია, თუმცა დასაძლევად არც ისე რთულია, თუ სწორი ტაქტიკით წაიყვან თერაპიულ პროცესს.
მე ადრე ვიყავი სკაიპ-ფსიქოლოგი ცოტა ხანს
სისუფთავის მანია თუ შიში ჭუჭყის ალბათ გამოცდილებიდან მოდის, ვგულისხმობ შეიძლება ასეთმა პატარა შემთხვევამ , ბაქტერიამ ადამიანი სერიოზულ ავადმყოფობას გადაჰყარა და დიდი პრობლემები შეუქმნა , ამის მერე ეს შიში ჩნდება, ანუ ალბათ გასაგები მდგომარეობაა , მორწმუნე ადამიანი შეიძლბება ასეთ პანიკაში არ ჩავარდეს რადგან იცის რომ ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება და ნაკლებად დაიძაბება ..
ჩემი ნაცნობიც სისუფთავემანია თუ შეიძლება ასე ითქვას, ბაქტერიების არ ეშინია, უბრალოდ ყოველ წამს წმინდავს ყველაფერს,ყვავილების ფოთლებს აპრიალებს, პოლის ტილოს აუთოებს და ფეხსაცმლის თასმებს : )
ყველა ინდივიდუალურია რავი.. : )
newbie
ბადრი
newbie
newbie
აი ჩემმა ფაკულტეტელმა გუშინ თAვი ჩამოიხრჩო მაღლივის უკანა ეზოში, მიზეზი : წერილი დატოვა სადაც დედამის წერდა რომ ძალიან ბევრი საგნები ჩარჩა და . . . დეტალები არ ვიცი ზუსტად. ;(
mogzaura
ეს არის კარგი კომენტარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ტკივილის და ტანჯვის დროს. ძალიან გავს მართლმადიდებლურ შეხედულებას:
ეს თემა რატო მოკვდა? დავიჯერო ყველანი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელები ვართ?
საინტერესო მონაკვეთი "სულიერი მეომრიდან"
კითხვები და პასუხები:
კითხვა: ცოტა ხნის წინ ახლო მეგობარს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ დედასავით ვექცევი მას, გამუდმებით ვიცავ მას და ყოველ ნაბიჯს ვუკონტროლებ, ასევე ძალიან ბევრს ვუქადაგებ. მეგობარმა მითხრა, რომ მე არ შემიძლია წყენის პატიება. მანვე მითხრა რომ თვითონაც ცდილობს სიტუაციის კონტროლირებას და არ პატიობს სხვებს, რაც ძალიან უშლის ხელს სულიერ განვითარებაში. რა შეგიძლიათ გვირჩიოთ?
პასუხი: არსებობს გარკვეული განსხვავება სხვისი მსახურების სურვილსა და გამოსწორების მცდელობას შორის. თუ თქვენ ვინმეს გამოსწორება გინდათ, იქიდან გამოდიხართ, რომ ეს ადამიანი რაღაცას ის ევერ აკეთებს, ამასთან საკუთარ თავს გამთლიანებულ ნატურად თვლით და გგონიათ რომ შეიგიძლიათ შეამჩნიოთ, რა არა აქვთ სხვებს წესრიგში. მაგრამ ეს ხომ ქედმაღლობაა? როცა ჩვენ ძალიან ღვთისნიერები ვართ, მაშინ ვცდილობთ დავამციროთ ადამიანი. და ამით უარესს ჩავდივართ, თუმცა იდეაში უნდა დავხმარებოდით მას. მაგრამ თუ გულწრფელად ვართ დაინტერესებულნი სხვის მსახურებაში, მაშინ შევძლებთ, რომ სიტუაციას სხვაგვარად შევხედოთ, ისე რომ თვითდარწმუნებულობისგან და ძალაუფლების სიყვარულისგან განვთავისუფლდეთ.
ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ვკითხოთ, რით შეგვიძლია დავეხმაროთ, და დემონსტრირება მოვახდინოთ, რომ სიტუაციას ჩვენთვისაც ძლიერი ტკივილი მოაქვს, როგორც ამ ადამიანისთვის. შემდეგ შეგვიძლია ერთად გავიაზროთ შექმნილი სიტუაცია და ალტერნატიული გზები ვეძებოთ. ამგვარად პრობლემის გადაწყვეტა თქვენს საერთო რისკთან იქნება დაკავშირებული, ნაცვლად გავრცელებული და უსიამოვნო სქემისა “მოგება-წაგება”, როცა იგებთ მხოლოდ თქვენ, ხოლო თქვენი პარტნიორი ვერაფერს ვერ ღებულობს თქვენთან ურთიერთობით.
ძალიან სასარგებლოა, რომ საკუთარ ქცევას გვედრიდან მივცეთ შეფასება. ასე შევძლებთ გავიგოთ საკუთარი ხასიათის ის ასპექტები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. ხშირად ხომ ძალიან ცუდად ვიცნობთ საკუთარ ნაკლოვანებებს და გაცნობიერებულადაც კი ვცდილობთ მათ იგნორირებას. ამიტომ სხვა ადამიანები გვეხმარებიან ჩვენ, გვითითებენ რა ამ ნაკლოვანებებზე. თუკი გვიან გავარკვევთ, რომ მსგავსი რამ ხასიათში არ გვაქვს, თავად ფაქტი ამ საკითხის სხვა ადამიანის მიერ წამოწევისა მიუთითებს გარკვეულ დაძაბულობაზე მის მიმართ, რაც ხელს უშლის რომ ობიექტური იყოს. თუ ამ ადამიანისადმი გულგრილად არ ვართ განწყობილნი, მაშინ აუცილებლად მოგვინდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს საკუთარ თავზე მუშაობა.
რაც შეეხება თქვენს მეგობარს, რომლის ქცევაშიც საკუთარ ქცევასთან მსგავსება შეამჩნიეთ, საკმაოდ საინტერესო იქნებოდა, რომ თვალი მიგვედევნებინა, როგორი სახით მიმდინარეობს ეს საუბრები რეალურად. ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ ჩვენს დახმარებას, საკუთარ თავს ეხმარებიან. იმისათვის რომ სხვებთან ვიურთიერთოთ ასე ღია და გახსნილი საშUალებით, ადამიანი სიმამაცეს და მორჩილებას უნდა ფლობდეს. ვინმესთვის უსიამოვნო სიმართლეზე თვალის ახელა ყოველთვის ითვლებოდა ჭეშმარიტი ზრუნვის ნიშნად, თუმცა ასეთი საქციელის შედეგები ხშირად უკიდურესად არასასიამოვნოა. ყოველ ჩვენგანშია ჩადებული მიდრეკილება იმისკენ, რომ გავექცეთ პირდაპირ პასუხს ყოველთვის, მაშინაც კი როდესაც ამას გვთხოვენ: “მე არ მინდა გულღია ვიყო მასთან. რაც შეიძლება დიდხანს ავუვლი გვერდს ამ საკითხს. როგორც კი ვეტყვი რას ვფიქრობ მასზე სინამდვილეში, იგი აუტანელი გახდება. ხომ არ ჯობია ვინმე სხვას ჰკითხოს?” გულწრფელად და ღიად, მაგრამ ამავე დროს თანაგრძნობით ლაპარაკის შესაძლებლობა, უბიძგებს ადამიანს, რომ მიიღოს შენი სიტყვები და შეეცადოს შეცვლას – ეს უდიდესი სიყვარულის და უანგარობის ნიშანია.
კითხვა: თქვენ მოგვიწოდებთ ვიყოთ გამთლიანებული ადამიანები და ამასთან საუბრობთ ჯანმრთელობის პრობლემებზე, როგორც ფსიქოსომატურ მოვლენებზე. მაგრამ როცა მე მიღებაზე მივდივარ ექიმ – ალოპატთან (არაჰომეოპატთან), მაშინ მესმის რჩევა თავი ავარიდო მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს. მაშ რა უნდა ვქნა?
პასუხი: ეს პრობლემა ფსიქიკურ და ფიზიკურ ავადმყოფობებს ეხება. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი სულიერი გზის გარკვეულ ეტაპზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება – რას დავუჯეროთ: წამალს, რომელიც ღმერთმა შექმნა, თუ სუბსტანციას, რომელიც ადამიანის შექმნილია და მრავალი მათგანი სულაც არაა საიმედო. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ტრადიციული დასავლური მედიცინა, რომელიც ალოპატიური მიდგომით ხასიათდება, ძლიერ მიჩვევას იწვევს ადამიანებში. ის თითქოს იმისთვის იყო ჩაფიქრებული, რომ დამოკიდებულნი გავეხადეთ. როცა ყველა ამ ალოპატიურ “სწრაფადმოქმედ” პრეპარატს ღებულობთ, თქვენ არღვევთ საკუთარი ორგანიზმის ბუნებრივ ფუნქციონირებას და განუწყვეტელი მკურნალობისთვის სწირავთ მას, რადგანაც უხშირესად პრეპარატები, რომლებიც “ცუდი” ბაქტერიების განადგურებისთვის არიან გათვალისწინებულნი, განურჩევლად კლავენ “კარგებსაც” და ბუნებრივ მეტაბოლისმს არღვევენ.
რაც შეეხება ფსიქიურ დაავადებებს, ტრადიციული მედიცინეს პროფესიონალებთან მიმართვამ შეიძლება უფრო დაამძიმოს მდგომარეობა. ჩვენ უკიდურესად ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ უკვე სერიოზულად მოვახდინეთ მედიტაციის პრაქტიკა სხვადასხვა მეტაფიზიკური სწავლებებით გატაცებისას, მაშინ ამის შესახებ ორთოდოქსულ ფსიქიატრებთან მოყოლამ შეიძლება მათი მხრიდან თქვენი განცდების სრულ გაუგებრობამდე მიგვიყვანოს. ამის შედეგად ზოგიერთ სულიერ ადამიანი და ტრანსცენდენტალისტი შეიძლება კლინიკაში აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ზოგიერთი მათი მონათხრობი უბრალოდ სცილდება ფსიქიატრების სახელმძღვანელოების ფარგლებს.
ჩვენს დროში უკიდურესად აუცილებელია ისეთი ფსიქიატრების არსებობა, რომლებსაც ამაღლებულ ცნობიერება აქვთ.
სულიერი ცხოვრების პრინციპების ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაპრაქტიკებისას, ჩვენ შეგვიძლია ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ. ჩვენს ცნობიერებაში შეიძლება წინა ცხოვრების კადრებმაც კი გაიელვოს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. საერთოდ არანორმალურებად ისინი უნდა ჩავთვალოთ, ვინც ჯანსაღად მოაზროვნედ თვლის თავს ამ შეშლილ მსოფლიოში. ის, ვინც ცდილობს “ნორმალური” იყოს ამ “საგიჟეთში”, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგანაც სულიერი თვალსაზრისით “ნორმალურობა” სულიერ სიგიჟეს უდრის.
რაც უფრო მეტად ეცდებით სულიერ რეალობაში შესვლას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ თქვენი შეისმინონ. თუ მტკიცედ მიყვებით თქვენს მიზანს, სამყარო უპასუხებს თქვენს სულიერ ძიებებს, მაგრამ თქვენ არ უნდა უღალატოთ თქვენს რწმენას.
კითხვა: ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ანტიმატერიალისტებად დავრჩეთ ამ მატერიალურ საზოგადოებაში, ამასთან არ დავივიწყოთ ჩვენი სამსახური, გადასახადების გადახდა და ყოველდღიური მოვალეობების შესრულება. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ სამსახურში, სამუშაო ადგილას, კონკრეტულად კი როგორ უნდა შევინარჩუნოთ მორჩილება? ხშირად, განსაკუთრებით სამუშაოსთან დაკავშირებით, ეს თვისება დამახინჯებულად აღიქმება.
პასუხი: თქვენ გულისხმობთ, რომ ზოგიერთი სულელურად, პასიურად და გულუბრყვილოდ იქცევა, როცა ამას მორჩილებას ეძახის. მაგრამ იესო უკიდურესად მორჩილი იყო, როცა სინაგოგაში შევარდა და მაგიდები ააყირავა. ის მორჩილი იყო იმ მიმართებაში, რომ მთლიანად ერთული იყო ღმერთის ნებისა, და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ისე რომ საკუთარ თავზე არ დაფიქრებულა. მორჩილება აუცილებელი არაა გაჩუმებას ნიშნავდეს. მორჩილება ნიშნავს გულწრფელობას, გულმართლობას, ჭეშმარიტების უშიშარ დაცვას, აღიარების, პატივისცემის და სარგებლის სურვილის უარყოფას.
ზოგიერთ შემთხვევაში მორჩილება შეიძლება გულისხმობდეს ყოველგვარი აქტივობის არარსებობას, მაგრამ ყველაფერ დანარჩენში იგი გულისხმობს კიდევ უფრო დიდ აქტივობას, ვიდრე ჩვეულებრივ. მორჩილება არ ნიშნავს, რომ მოთმინებით უნდა ავიტანოთ რთული სიტუაცია. მორჩილება – ნიშნავს გულწრფელობას. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ნება მივცეთ საკუთარ შვილს, რომ ნარკომანი გახდეს. ჩვენ ვერ ვეტყვით საკუთარ თავს: “მე უნდა შევეგუო ამას, რადგანაც მე შესანიშნავი მშობელი ვარ და მინდა, რომ ჩემი შვილი შემოქმედი იყოს და საკუთარი თავის რეალიზება შეეძლოს.” რა თქმა უნდა ეს სისულელეა. ეს იქნება უკიდურესად ბრიყვული, მშიშარა და უპასუხისმგებლო პოზიცია. მორჩილება არ ნიშნავს მხოლოდ მოთმინებას.
იმისათვის, რომ მორჩილნი ვიყოთ, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: “რა იქნება მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში სიკეთე – მოქმედება თუ უმოქმედობა?” თუ პრობლემის მოგვარება პირდაპირ შეიძლება, არ ღირს ამის გადადება. მორჩილება გულისხმობს სიტუაციის შეფასებას იმ თვალსაზრისით, რომ პრობლემის გადაწყვეტა ყველა გარშემომყოფისთვის სასიკეთო უნდა იყოს და არა საკუთარ კომფორტზე და დაცულობაზე გამიზნული. ეს თვისება ასევე გულისხმობს აუცილებელი ზომების მიღებას, რომლებიც დაფუძნებულია სიტუაციის საგულდაგულო ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნებზე.
სულიერი გზა უპირველეს ყოვლისა უანგარობას გულისხმობს. მაგრამ უანგარობა აქტიური უნდა იყოს და არა პირიქით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მორჩილება გულწრფელობას, სამართლიანობას, პირდაპირობას და პასუხისმგებლობის უნარიანობას ნიშნავს. უდიდესი სულიერი მასწავლებლები მორჩილი ადამიანები იყვნენ სწორედ ამ გაგებით, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მთელი მსოფლიო მათი წინააღმდეგი იყო.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)