ხალხნო ამ თემის გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაზე მეტად ეშმაკი სწორედ ცნობიერებაში მებრძვის. ადრე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ბოროტი აზრები ცოდვას არ წარმოადგენდა, მაგრამ ვცდებოდი. სანამ ჩემს ეკლესიაში სიარულს სისტემატური სახე მიეცემოდა ეს პრობლემა არ მქონდა, ეხლა კიდე ყველა აღსარებაში ამგვარ ცოდვებს ვიხსენიებ. ძალზედ მიჭირს ცნობიერების დონეზე ბოროტებასთან ჭიდილი. თქვენ თუ გქონიათ ასეთი პრობლემა, თუ კი, როგორ გადალახეთ იგი?
კი მე მაქ ეგეთი პრობლემა და ეგ პრობლემა ალბათ მთელი ცხოვრება აქ ადამიანს. ბოროტი რომ ვღარ გერევა უკვე აზრებით და ფიქრებით გიტევს..
Irakly
მეც მაქ ეგ პრობლემა, ლოცვით მგონია ასეა, სკვნილითაც და ისეც, სკვნილის გარეშე სულ,რომ ილოცო.
ილია
რომ ვერ გერევა არა, ბოროტი მაგითი იწყებს შენს დამარცხებას. ეგ ყველა ადამიანს აქ.
makuna7474
მონასტერში აბა რას ებრძვიან?
ვაიმე ხალხნო თქვენ აზრზე არ ხართ როგორ მომეშვა, მეგონა რაგაც ბოროტების განსახიერება ვიყავი
P.S. მომეშვა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებულად ბოროტი არ ვარ
makuna7474
ერთ-ერთმა ფორუმელმა მითხრა განდეგილის პერსონაჟი მორჩილებაში არ ყოფილა და იმიტომ დაემართა ეგო.
ekusia
Irakly
უი შე მავნე შეენ
რქები გამოგდის
მემგონი ეს ადამიანური სისუსტის ბრალია, რატო არ უნდა შემეძლოს სიტყვაზე უბრალოდ არ ვიფიქრო? აი საკუთარ თავს ვუსმევ ხოლმე ამ კითხვას, რო რა იქნება უბრალოდ არ ვიფიქრო ამ ცოდვებზე, მეორე წუტში შეიძლება ისევ იგივე გავაკეთო, მაგარი სუსტი ვარ სულიერად
ვაიმე დედა ეს ბოროტი ხმა ...ბოროტის ფიქრით და განზრახვით...საკმაოდ ხშირად მოვიხსენიებ ხოლმე აღსარებაში. ამ დროს ძალიან მშველის იესოს ლოცვა.
makuna7474
მერე მაგაში რაარი გასაკვირი, ბაზარი არაა ძალიან სუსტები ვართ სულიერად, ეს ბუნებრივიცაა, რატო გიკვირს?
makuna7474
პირადად მითხრა.
ქავთარაძე
ნეტა მაგ განდეგილის მსგავსი ნებისყოფა და სულგრძელება მომაპოვებინა და მერე სუსტი მეძახეთ თქვენ
არა მაკ, მაგაზე დავას არ ვაპირებ, იმაშიც გეთანხმები რომ ვცდილობთ და უფალი სწორედ ამ ჩვენს მცდელობას ხედავს, ყველამ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად დავიცვათ, მიუხედავად იმისა რომ ვიცი ვერასოდეს შევძლებ სრულიად "სუფთად" ცხოვრებას, ყოველთვის ვეცდები ამას.
მამა პისის აქვს ბევრი საინტერესო დაწერილი
მართლა ღირს წაკითხვა.
http://lib.eparhia-saratov.ru/books/18t/tacis/paisii/49.html
makuna7474
mama gabriels akvs natkvami gandegilis personajtan dakavshirebit da igi ambobda,rom upali ar daushvebda aseti beris dacemas,romelmac did sulier simagles miagwia.
მეც მქონია... ლოცვით ვებრძვი...
”უფალი იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი მონაი შენი” ამაზე კარგი ბრძოლა არ არსებობს მაგ ხმასთან
Floyd
სკვნილიც, მე დავკარგე ალექსანდრეს ნაჩუქარი და ეხლა უნდა ვიყიდო.
BERO
მე მგონია სინანულის გრძნობამ აღასრულა იგი და მიეტევებოდა და არ დაცემულა ეგ ბერი ბოლომდე
მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა ერთხელ,2 წლის წინ შემაწუხა ცუდმა წინათგრძნობებმა,რატომღაც ავიკვიატე რომ ჩემი ძმა ავარიაში მოხვდებოდა, ეს შიში იმდენად შემზარავი იყო გასაქანს აღარ მაძლევდა.ზაფხულზე მეგობრები წავედით ტრადიციისამებრ ზღვაზე,ყველა ხალისობდა მე ეჭვები გულს მიღრნიდა მეგონა რაღაცას მიმალავდნენ დღეში ლამის 100-ჯერ ვრეკავდი სახლში,ყველამ შეამჩნია ჩემი უგუნებობა და მიზეზი რომ მკიტხეს ვუთხარი რაღაც უბედურებას ველი და მე დროზე ადრე მომიწევს სახლში დაბრუნებათქო,დამცინეს.მალე ჩემმა ძმამ მეგობრებთან ერთად ჩამოგვაკითხეს ცოტა გავხალისდი,იქ უკვე დიდი ტალღების შიშმა შემიპყრო მეგონა შორს გასული უკან ვეღარ გამოვიდოდა განუჭყვეტლივ ვლოცულობდი გულში და ზღვას პირჯვარს ვწერდი,მეგობრები კი პირიქით ჩემზე ანერვიულდნენ რაღაცას დამართებ საკუთარ თავს ამდენი ფუჭი ნერვიულობითო.მოკლედ ტალღებსაც გადავურჩი და როცა რამოდენიმე დღის მერე სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს მე ისევ ავარიაზე დავიწყე ფიქრი.სანამ ჩავიდნენ მე რაც გავაკეთე ეს იყო ლოცვა და ტელეფონზე რეკვა.ამ დღესაც გადავრჩი.2დღეში ძღვის პირას ვზივართ და მეგობარს გადავულაპარაკე რაღაც მოხდება გული საშინელებას მიგრძნობსთქო.1საათში ზუსტად იმ მეგობარს დაურეკეს და შეშლილი თვალებით რომ გადმომხედა მივხდი უკვე ის რაც მაშინებდა მომხდარიყო.გამექცა მე გავეკიდე აზრი არ ქ ვიცი უბედურებაა ნუღარ დამიმალავ მითხარითქო,ჩემი ძმაა შევყვირე არაო და წარმოუდგენელი რამ მითხრა ჩემს უახლოეს მეგობარს რომელიც 2დღის წინ ძღვაში ცურავდა და ხალისობდა თავი მოეკლა! ვერ აგიწერთ იმ ტკივილს რაც მე განვიცადე,ამას დიდი ცოდვა ამძაფრებდა და მიორმაგებდა,რა თქმა უნდა როგორც ველოდი მომიწია გაქცევა სახლში. საოცარი შვება ვიგრძენით მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა როცა ჩვენმა მეუფემ მოგვცა კურთხევა ლოცვის და წესის აგების ეს თითქოს გაცოცხლებას უდრიდა.ყველანი ლოცვად დავდექით არ არსებობდა ჩვენთვის ძილი და ჭამა მხოლოდ ლოცვა და ფსალმუნების კითხვა გვახსოვდა.ერთ ღამესაც მიცვალებულის თავთან ვკითხულობ ფსალმუნს (ოთახში არავინ არ იყო)თითქოს ვიღაცის ხმა ჩამესმა და იმდენად მკვეთრად რომ შევწყვიტე კითხვა და მოვუსმინე,ხმა კი მეუბნება : "რატო კითხულობ ამდენს? ან რას დარდობ ასე? უნდა გიხაროდეს, მანდ შეიძლება შენი ძმა წოლილიყო და რას იზამდი? "
დავიბენი საშინლად პასუხი არ მქონდა ვიცდი კიდევ რას მეტყვის,მაგრამ მეტი აღარც მომესმა რაიმე.პირჯვარი გადავიწერე ღმერთო გამაძლიერეთქო და მაშინვე ვიგრძენი ეს რა ხმაც იყო მას შემდეგ კიდე უფრო დიდი სიძლიერით განვაგრძე ლოცვა.ასეა კაცობრიობის მტერს ხო ყველაზე მეტად სწორედ რომ ლოცვა აღიზიანებს?!აი ასე გამართლდა ჩემი ეჭვები მეგობრებიც კი აღაშფოთა ჩემმა წინათგრძნობამ,ყველაფერი გაიხსენეს მერე.ის ადამიანი კი მართლა ძმა იყო ჩემი ლამის, ერთად გაზრდილები და მუდამ ერთად მყოფნი!
ეჰ, მაგ "ხმებმა" მომიღეს ბოლო
მართა,
მასეთი შიშები მაქვს მე სულ წუთით ვერ ვისვენებ. გუშინაც ამიტანა, სანამ არ გავიგუდე ტირილით არ მომეშვა ცოტათიც კი. მინოდა სადმე ეკლესიაში ცავსულიყავი სასწრაფოდ, მაგრამ ისეთი დრო იყო რომ ვერ მოვახერხებდი, შორსაა აქედან, თან სახლში არ ვარ. მუდამ ბავშვებზე დარდი, მეც შენისა არ იყოს სულ ვრეკავ და სმს რომ მოვა, სანამ გავხსნი გული მიჩერდება
არ ხარ ირაკლი ბოროტი, არც ცუდი მაგის გამო, ჩემი რომ გაიგო ეგება გეფიქრა აი უარესზე უარესიც არსებობსო. მე ძირითადად მრისხანებით გამომეხატება მაგ ხმაზე შინაგანი "აყოლა", არ დავმალავ, რომ რამდენიმეჯერ საკუთარ თავზე მიმიყენებია ფიზიკური ზიანი, გაჭრა, ხელიც კი ავიჩეხე ორი წლის წინ (ბოლოს), რომ სხვისთვის არ მიმეყენებია იგივე ზიანი, ანუ თავი გამეუვნებელმექნა ისევ სხვების დასაცავად. მერე საკუთარი ფიზიკური ტკივილი მომიყვანდა აზრზე და ეგაა. ლოცვას კი იმწუთს ვერ ვახერხებდი, ახლა უკეთ ვარ, თითქმის ..
მე გადახვეწილი ვარ, უთვისტომო, მშობლიურობას მოცილებული და ეს ადამიანური გრძნობა ანუ ეულობის შეგრძნებაც აძლევს ამ ბოროტს საბაბს. მუდამ თავს მარტოდ ვიცავდი, ვიცავდი ისე როგორც შემეძლო სამწუხაროდ...
მხოლოდ ლოცვა და ეკლესია ესალბუნება მაგ ტკივილს, ბოროტის მანქანებით გამოწვეულ ტკივილს, სხვა არაფერი, ნაბიჯი სათნოებისკენ და შემწყნარებლობისკენ... ეჰ, "Всю мне душу истрепали , изклевало воронье
..."
ღმერთმა მოგვიტევოს და მის გზაზე გაგვამყაროს!
ასეთი პრობლემა ყველა ქრისტიანს აქვს, რაც უფრო უახლოვდები ღმერთს, უფრო შეიგრძნობ, როგორ დაგვყვება და გებრძვის ''ის''. მე პირველად რომ ვეზიარე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ასეთი გძნობა არასოდეს არ მქონია. მაშინ გამწარდა უწმინდური სული და ცხადად გამომიჩნდა, მაგრამ ''მამაო ჩვენო'' წავიკითხე და გამშორდა. ბოროტის არ უნდა შეგეშინდეს. ჩვენი ფარი ხომ ლოცვა და ჯვარია. ცუდი აზრები რომ შეგაწუხებს მიმართე მათ. ღმერთი შეგეწევა. ისე არ გეგონოს რომ მარტო შენ ხარ ამ დღეში. მეც მასე ვარ.
გონებამ უნდა შეძლოს რომ აზრი გულამდე არ მივიდეს, ეს მომენტია მანდ მთავარი...
ასეთი ბრძოლები ოღონდ უფრო ძლიერი ბერებსაც აქვტ ხოლმე და ამას იესოს ლოცვით ებრძვიან ხოლმე. ეს ბოროტის ერთ-ერთი ძლიერი იარაღია. აბა თკვენ იცით არ შეუშინდეთ. შენდობას ვითხოვ
Irakly
ეგ პრობლემა ყველა ადამიანს აქვს, მთავარია შენ გქონდეს სწორი დამოკიდებულება ამ ფიქრებისადმი: ერთ წმინდა მამას მორჩილმა შესჩივლა, მამაო გმობის ფიქრები მაწუხებსო... მან მიიყვანა იგი ფანჯარასთან, დაანახვა იქვე მდგარი ხე და უთხრა მორჩილს: "აუკრზალე ჩიტებს ამ ხეზე დაჯდომაო"... ცხადია ეს შეუძლებელია, განაგრძო მან თვითონვე, მაგრამ ხომ შეგიძლია დააფრთხო ისინი როგორც კი დაჯდებიან. ასევე უნდა მოიქცე შენც: როგორც კი შემოგიტევენ ბოროტი ფიქრები, იესოს ლოცვით განაგდე ისინი და მაშინ ზიანს ვეღარ მოგაყენებენო...
კარგია რომ გულახდილები ხართ. მეც გადავწყვიდე გაგიმხილოთ გულისტკივილი.უკვე 3 წელია ვუსმენ როკ მუსიკას მე მარტალია ხმები არ მაწუხებს მაგრამ როგორც იცით მართმადიდებლური ეკლესია კრძალავს როკ მუსიკას და წარწყმენდს მუსიკის ამ მიმდინარეობას. მე თვითონაც ანსამბლში ვუკრავ და ვფიქრობ რომ ეს ჩემი ცხოვრებაა. არა მონია რომ როკს შევეშვა იმიტომ რომ ეს სადღაც ისეა დამარხული ამოთხრა ძაან რთულია და არც მინდა რომ შევეშვა რა ვქნა რას მირჩევთ თან ვიცი რომ ცუდია და თან სასიამოვნო. ნეტავი ამით რამე დაშავდება? რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?
rammsto
Irakly
ყველა ჩვენთაგანს გვებრძვის ბოროტი ...
ვაი მეც მაქ ეგ პრობლემა რაც უფრო ეკლესიური გავხდი და ლოცვები დავიწყე უფრო და უფრო მაყრის უხსენებელი ცუდ აზრებს და მეც ვებრძვი მარა მიჭირს და გულში ვიმეორებ ხოლმე უფალო იესო ქრისტეო ძე ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი ხან მამაო ჩვენოს ვიძახი ხოლმე და ვისვენებ მარა მერე ისვ მიტევს ცხადად არ გამომცხადებია მარა ეკლესიაში სიარული რაც დავიწყე და ლოცვების კიტხვა როგორც თქვენ იძახით უფრო გამწარდა და უფრო მებრძვის ღმერთმა გაგვაძლიეროს
კაია ძან ბევრს შეიძლება არც კი ჰქონდეთ სახლში ყველა ლოცვა
ამ თემის მსგავსი თემა "სულიერი ბრძოლა" მეც მაქვს გახსნილი გახსნილი სასაუბროში და არაერთი საინტერესო პოსტი დაიწერა იქ, შეგიძლიათ იქაც იპოვოთ თქვენთვის საინტერესო რჩევები
სრული იგნორირებით
მეც მქონია ეგეთი შემთხვევა და მაქვს კიდევაც...
და მაშინვე იესოს ლოცვას ვამბობ განუწყვეტლივ...სანამ ბოროტი აზრები არ მომშორდება....
კერძოდ რა სახის ბოროტი ფიქრები გიტევთ ხოლმე მათ, ვისაც ეს საკითხი აწუხებს? ალბათ საინტერესო იქნებოდა ვიცოდეთ თუ რა მხრიდან შეიძლება შემოგვიტიოს ეშმაკმა.
მე ჯერჯერობით არ მიტევს და ვშიშობ, ეს რაღაც ფანდი ხომ არ არის მისი მხრიდან. იქნებ იგი ცდილობს მომიდუნოს სიფხიზლე და შემდეგ შემომიტიოს მთელი ძალით?
ამიტომ, კარგი იქნება თუ შევადგენთ გარკვეულ კლასიფიკაციას ამ ბოროტი აზრებისას რომ მათი აღმოცენებისას ვიცოდეთ თუ ვისი ბრალია ისინი.
Zyklon
გეთანხმები ძალიან კარგი აზრია, მეც სწორედ მაგას ვცდილობდი თემაც გავხსენი "სულიერი ბრძოლა" ჩემს შემთხვევას აქაც დავწერ მერე სხვებმაც იაქტიურეთ. სანამ მოძღვართან პირელ აღსარებას ვიტყოდი ასეთი რამ მჭირდა: მესმოდა (ან მეჩვენებოდა რომ მესმოდა) რაღაც ხმა, ადამიანისას არ გავდა,რაღაც არაამქვეყნიური ხმა იყო, ძარღვებში სისხლის გამყინავი, აუტანელი, გამაყრუებელი, რომელიც ჩამძახოდა, "შენ ტაძარში დგომის ღირსი არ ხარ, წადი აქედან ნუ წაბილწე ტაძარი, მეორედ აღარ მოხვიდე და ა. შ." პირველი აღსარების ჩაბარებისთანავე ეს ხმა გაქრა.
შეიძლება მსგავსი რამ თქვენ არ გამოგიცდიათ და ძალიან კარგი თუ ასეა, მაგრამ შეიძლება გინახავთ, ან გსმენიათ, ოღონდ ნამდვილი, უტყუარი ფაქტები თუ იცით დაწერეთ. ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ.
მე მასე ძლიერ არ მებრძოდა,მაგრამ მერე შემომიტია როცა ტაძარში დავიწყე სიარული. საშინელებაა როცა გინდა რამის გაკეთება(კეთილი საქმის) და ამ დროს რაღაც ძალა გაწვება გულზე და არ გიშვებს,გეუბნება თითქოს რომ თუ არგააკეთებ ცუდია მაგრამ მოდი მაინც ნუ გააკეთებ,ან ასე- ეხლა ცუდ საქმეს აკეთებ მაგრამ გააკეთე,ღმერთი მიმტევებელია და მოგიტევებსო. აი მისი გაიძვერობა ამ დროს ჩანს ხოლმე და მე ცოდვილი და არაწმინდა ხშირად ვუჯერებ ხოლმე მის ხმას და მოწოდებას...
მეგონა მარტო მე მჭირდა ასეთი რამ_ მართლა ფარისეველი მგონია საკუთარი თავი წირვისას ეკლესიაში მდგომს, ეს ისეთი საშინელი შეგრძნებაა, რომ ყოველი გახსენებისას თავი მძულდება.
Irakly
ირაკლი, მე მაქვს მსგავსი თემა გახსნილი სასაუბროში "სულიერი ბრძოლა", იქაც იგივე საკითხებზეა საუბარი, საკუთარ გამოცდილებას, ან მოსმენილ, ოღონდ უტყუარ ინფორმაციას ვწერთ, თუ წინააღმდეგი არ იქნები მოდერს ვთხოვოთ გააერთიანოს ეს 2 თემა
აუ ეგეთი რაგაცეები მეც მჭირს პირველი ზიარების მერე ცოტა ხანს შეწყდა მარა ახლა უფრო მეტად შემომიტია, არ დავმლავ და სრულიად უწმინდური აზრები მომდის ხოლმე წიმინდანთა მიმართ და ღვთის მიმრთ ამის გამო გული მიშფოთდება და ძალიან განვიცდი გთხოვტ მეც მირჩიოთ რამე
makiki მადლობ. იცი როცა ესეთი აზრებმა შემომიტია ვფიქრობდი ნუთუ მარტო მე ვარ და ტურმე რამდენს უჭირს ჩემნაირად მე ღმერთს ვთხოვდი სინმე ისეთი გაეცნო ჩემთვის ვინც ამ საკითხში მართლა დამეხმარებოდა და აჰა შეისმინა ჩემი ლოცვა. ისე ეს უწმინდური აზრები ცოტა ხანს თავს რო მანებებს ღვთის მიმართ ისეთი ენით წარმოუდგენელი სიყვარულით ვივსები ხოლმე ვერ აღვწერ მარა ბოლოს ისე დამანარცხებს რო ასე მგონია ეს არის ჩემი ცხოვრების ბოლო მეთქი. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს
ადრე მეც მქონია ასეთი შემთხვევა.. მახსოვს თენდებოდა უკვე რო გამეღვიძა,ვიღაცა თბილი ხმით მეძახდა:ვერი,ვერიი.. გამაჯრიალა სულ, მაშინვე დავიწყე იესოს ლოცვა და კიდევ სხვა ლოცვებიც,აღარც მახსოვს ისე გამწარებული ვკითხულობდი.. თან ეს ხმა სხვამაც გაიგო ჩემ გარდა.. თანდათან შესუსტდა.. მერე ისე ჩამეძინა აღარ მახსოვს.. მამაოს ვუთხარი აღსარებაში და აღარ შევუწუხებივარ არაფერს. მადლობა უფალლს ყველაფრისთვის!
ღმერთმა გაგაძლიეროთ ყველანი!!!
თქვენ შემოგევლეთ.თქვენ დაგენაცვლეთ,თქვენი ჭირიმე..
makiki
ნუ გეშინია უფალი არავის არ წირავს განა გინახია დედა რომელიც შვილს ტოვებს რამდენი წლისაც არ უნდა იყოს შვილი და რა ბრალდებაც არ უნდა ჰქონდეს მას. მართლა ყველას გვიჭირს მაგარამ ყველაფერი უფლის ნებაა. ისე მე რო ეს აზრები არ მომსვლოდა ეკლესიურადაც არ დავიწყებდი ალბათ ცხოვრებას. მარა ერტი რაგაცას მაგარა ვებრძვი ეს ლოცვის შეწტვეტაა ეგეთი რამე რო მომდის ვიზახი ჩემთვის გულში რა აზრებიც მომდის ყველაფერი ტყულია და თუ ამ ძრების გამო ლოცვა შევწყვეტ ესეგი ამ აზრებს ვეთანხმები და მარტლაც ღვტის მგმობელი ვარ ქტო და მაიტომაც არ უნდა შევწყვიტო ლოცვაც მეთქი
iisperiTOVLI
იმავე სიყვარულიტ განვეწყე ახლა მეც თქვენმდამი და მართლა კარგია რო ღმერთმა ერთამნეთს შეგვახვედრა. თქვენ პრველად გაგიცანით და ვთქვი როგორც ახალ მეგობრებთან ჩემი გასაჭირი მე ეს ჩემი მეგობრებისთვისაც არ მიტქვამს რადგან ძალიან მცრხვენოდა. მარტო მოძღვართან მარა იმასთანაც ვერ ვახერვებ ხოლმე ასე დიდხანს დროსი გატარებას და ლაპარაკს
იცით გუშინ ვაეზიარე და აღსარება ჩავაბარე. აღსარების წინ მტკიცედ გადავწყვიტე რომ განვესჰორებოდი ამ უწმინდურ აზრებს რადგან მართლა ვიტანჯებოდი და ვწუხდი ამას ჩემი ახლობლებიც ამცნევდნენ რო უმიზეზოდ ვიწყენდი. ხოდა გუშინ რო მივდიოდი საკურთხეველთან ეს აზრები ისევ მოდიოდა და დგესაც და ყოველ წუთს ამ უაზრობებთან ვბრძოლობ
ჩემი აზრით არავითარი ბოროტი ხმა არ არსებობს, უბრალოდ ყოველგვარი "ბოროტი ხმა" ადამიანის გულისთქმებიდან მოდის და აცდუნებს მას. თუ გული სუფთაა არავითარი ბოროტი ხმები არ აწუხებს ადამიანს.
არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
იაკობი 1:14-15
syd შენ კონკრეტულად ლაპარაკი გაქ აზრის ჩასახვასთან დაკავშირებით რომელიც ამა თუ იმ ცოდვისკენ უბიძგებს კაცს იგივე : განკითხვა, გაბრაზება წყენინება და ა.შ. ხოლო ჩვენ ვსაუბრობთ იმ ბოროტ ზრახვებზე რომელიც ჩვენდა უნებურად შეომიჭრება ჩვენს ცნბიერებაში და ჩვენს გუნება განწყობილებაზეც ახდენს გავლენას
მე მართმადიდებლური სწავლებიდან ესე ვიცი რო ის აზრი რომელსაც შფოთისა ზიზგის გრძნობა მოყვბეა ბოროტისგანაა ხოლო ისეთი აზრები რომელიც სიმშვიდესა და მხნეობას გვმატებს უფლისგანა. საერთოდ ადამიანის ეს ბოროტი გულისთქმები ჩვენი ცოდვილი ბუებიდან იღებს სათავეს. მთვარაიი მაცხოვნებელი გზა კი საკუთარი თავის ცოდვილად მიჩნევაა
ხო მართალია ყველას გვაკ ეგ პრობლემა ამიტომ ამ ავ აზრებს უნდა შევებრდზოლოთ მარხვითა და ლოცვით ინტენსიურად უნდა ვილოცოთ და უფალს უნდა შევევედროთ დაგვეხმაროს ამ ავი აზრის დამარცხებაში
ყველა ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს და აარიდოს თავიდან ყოველგვარი უკეთურება. ვისაც ეს განსაცდელი გვეწვია მორჩილებით უნდა დავითმინოთ. და რაც არ უნდ ამოხდეს გავიმარჯვებთ ამ აზერებზე ტუ ვერა უნდა ვქვათ "უფალო შენ ხელთ ვარ, მიხსენი"
მასეთი ფიქრები უნდა გაატარო.უნდა თქვა ბულში რომ არ ეთანხმები. და ყურადღება არ მიაქციაო.
ეშმაკმა არ იცის შენ თავში რა ხდება როდესაც ფიქრს აგზავნის დგას და გიყურებს. თუ შეგეტყო რომ ძაან შეშფოთდი - შემდეგ კიდევ გააგრძელებს მსგავსი ფიქრების გამოგზავნას
მიტომ უნდა ეცადო რომ რეაქცია არ გქონდეს.
Iona კი მართალი ხარ მარა ჩვენი პრობლემაა საერთი ჯამში ის არის რომ იმდენად ურწმუნოები ვართ რო ეს უნებლიედ ბოროტისგან შთგონებული აზრები ჩვენი საკუთარი გვგონია და ამიტომაც ვშფოთავთ. მაგრამ კიდევ უნდა ავღნიშნო რო მართლა ძნელია ზრახვებთან ბრძოლა. გამოთქმაც არის 'ზრახვებთან ბრძლოას ღმერტი მოწამეობად თვლის" ანუ ამით დგინდება რო გამკლავება ბოროტ გულისთქმებთან არც ისე ადვილი საქმეა. სამაგიეროდ უფლის წყალობით გვაქვს ლოცვა და მისი წარმოთქმის უნარიც რაც ბოროტის მიმართ მართლა დიდი წინააღმდეგობაა ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ
Iona
nikolozi800
ერთმა მითხრა რომ ფიქრი ცოდვააო. აი მაგალითად როცა მოდის ისეთი ფიქრი როგორიცაა "სწორია თუ არა მართლმადიდებლური სწავლებები" ცოდვაა? ასეთ რამეზე ფიქრი ცოდვად ითვლება თუ არა თქვენი აზრით?
iisperiTOVLI
არს და იყოს!
მე სადღაც მაქვს წაკითხული, რომ ეგ აზრები ბოროტისგან არის და ცოდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ არ შეებრძოლები. იესოს ლოცვა უებარი საშუალებაა, და ხშირი პირჯვრის წერა!
უფალი შეგვეწიოს!
არ ვიცი მარა ამ შემთხვევაში მე პირადა ფსიქოლოგიური დახმარება ნაღდად მჭირდება
ვიპოვე!
აქ წერია როგორ უნდა განვასხვავოთ აზრი შენია თუ არაა შენი.
Вопрос: Во время молитвы приходят разные страшные слова, иногда даже богохульные; это от моего сердца или...? как мне избавиться от них?
Ответ: Избавиться от этого очень просто – надо помнить, что мысли кощунственные, богохульные, не от нас, а от демона. Они похожи на лай собак за окном; мы слышим лай, но ведь не должны думать, что это наш голос. Так и эти мысли, они не наши. К нам могут придти греховные мысли от наших страстей, но богохульные мысли на молитве это от дьявола. Теперь как различить эти мысли? Наша страстная мысль дает на какое-то мгновение удовольствие. Мы переживаем некое наслаждение от греховной страстной мысли, хотя это наслаждение потом меняется чувством отвращения, потери и т.д. Но мы переживаем момент наслаждения, а в богохульной мысли этого момента нет, там сразу испуг. Это доказательство, что оно не от нас и не наше. Надо сказать «не соизволяю» и затем спокойно продолжать молиться.
შეკითხვა : ლოცვიას ჩნდება ხოლმე სხვადასხვა საშინელი სიტყვები, ზოგჯერ ღვთისგმობიც; ეს ჩემი გულიდანაა და როგორ მოვიცილოთ ისინი თავიდან?
პასუხი: მსგასი ფიქრებისგან თავის დაღწევა ადვილია - საჭიროა გვახსოვდეს რომ ღვთისმგმობი და მკრეხელური აზრები ჩვენგან არაა არამედ დემონისაგან. ისევე როგორც ძაღლის ყეფის ხმა გვესმის ფანჯრიდან - არაა საჭირო რომ ვიფიქროთ ეს ჩვენივე ხმაა. ასევე ეს ფოქრებიც არაა ჩვენი. ჩვენ შეიძლება მოგვივიდეს ცოდვილი აზრები საკუთAრი ვნებებისაგან, მაგრამ ღვთისმგმობი ფიქრები ლოცვისას ეს ეშმაკისგანაა.
აXლა როგორ განვასხვაოთ ეს ფიქრები ? ჩვენი ვნებიანი ფიქრები რაღAც მომენტში გვანიჭებენ სიამოვნებას. ჩვენ განვიცდიტ გარკვეული სიამოვნებას ცოდვილი და ვნებიანი ფიქრისაგან თუმცა შემდეგ ეს სიამოვნება იცვლება ზიზღის გრძნობით , მაგრამ ადგილი აქვს სიამოვნების სიამოვნებს მომენტს. ღვთისმგმობი ფიქრებისას კი ასეთი მომენტი არ არსებოს, იქ თავიდანვე შიში ჩნდება ეს არის იმის სამხილი რომ ის ჩვენი არააა და ჩვენ არ გვეკუთვნის.
საჭიროა ვთქვათ " არ მნებავს (არ ვეთანხმები) და შემდეგ წყნარად გავატრძელოთ ლოცვა
Iona აუ გეხვეწები რუსული კარგად არ მესმის და თუ არ შეწუხდები ზოგადი შინაარსი ქართულად დაწერე რა გთხოვ წინსაწარ დიდი მადლობა
მოკლედ წეღან მამა არჩილმა შეთი პასუხი მომწერა თუ სულიერი ბრძოლა გაქ კაია რადაგან ღმერთს ახსოვხარ და სულერ გამოცდილებას გძენსო ასე რომ ჩემო ქრისტეს მეომრებო ნუ შეგვაშინებს ლუციფერის ოინები. უფალმა დაგლოცოს ყველა და ეს ბრძოლა თქვენი გამარჯვენით დასრულებულიყოს.
Iona
აუ მართლაი ხარ ფეხბურუთს რო ვთამაშობ მართლა იწიმინდება დაბინდული გონება
საშინელი აზრებით ალბათ ყველა ცვენტაგანს ებრძვის ბოროტი... ყველას მეტ-ნაკლებად, ალბათ უფალი უშვებს იმდენზე, რამდენის გაძლებაც ადამიანს შეუძლია...
მეც ძალიან ხშირად მაწუხებდა ეს ფიქრები, ეხლა თან და თანობით შემცირედა, და მადლობა უფალს... იქნებ ოდესმე გავთავისუფლედე კიდეც მათგან ღვთის შეწევნით.
უბრალდ მინდა ერთი პატერიკი გავიხსენო, რომელიც ძალიან დიდ შვებას მანიჭებს პირადად მე, და იმედია თქვენთვისაც იქნება მანუგეშებელი:
ერთ-ერთ მონასტერში ბერმა შესჩივლა მოძღვარს: უწმინდური ფიქრით მებრძვის ბოროტიო. მან მიიყვანა კელიის ფანჯარასთან დაანახვა ხე და უთხრა: შეგიძლია აუკრძალო ამ ჩიტებს მოფრენა და ხეზე ჩამოჯდომაო? ბერმა რა თქმა უნდა იუარა. მაშინ მოძღვარმა უთხრა: მაგრამ შენ ხომ შეგიძლია ყველა მოსვლაზე აუქშიო მათ და გააფრთხოო. ასევე მოექეცი სენს ფიქრებს, გამოჩენისთანავე გააფრთხე ისინი ლოცვით და ეს აგარიდებს ცოდვასო.
ეს არის წმ. იონაე კრონშტადელის ლოცვა - ძაან კარგი ლოცვაა
Суя ты трудишься, во мне падши архистратиг Я раб Господа, моего Иисуса Христа ты вознесенная Гордия унижаешь себя, так усиленно борясь со мной Господи в моей слабости яви твою силу
ეგ პრობლემა არასდროს მქონიათქო- ერთი თვის წინ დავწერდი ალბათ ამას...მაგრამ ვაი რომ ეხლა მაგის მეტი პრობლემა არ მაქვს...და აღარც ძალა მაქვს მასთან საბრძოლველად...სიცოცხლის ხალისი გამინადგურა ამ ფიქრებმა...
ეშმაკი, ეშმაკი, ჩვენი სულის წამბილწველი. ეხ, ერთადერთი რითაც შეგვიძლია სულის ხსნა ამ უწმინდურისგან, ეს ლოცვაა.მხოლოდ და მხოლიდ გულწრფელი და გულმხურვალე ლოცვა. ერთი ცოდვის ეშმაკს ემატება მეორე ცოდვის ეშმაკი და ახლა მთელი ლეგიონი იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ არ ვიყოთ ინერტულები ცოდვის დასამარცხებლად და ვებრძოლოთ ეშმაკს ჩვენი ლოცვით, ჩვენი მახვილი ხომ ლოცვაა.
ადამიანისთვის არააქვს მნიშვნელობა როგორია ის ან რა ფაქტორები მოქმედებენ მასზე, არამედ რას აირჩევს იგი. უბრალოდ უნდა შეძლო უფლის მხარე აირჩიო...
იესოს ლოცვა ყველაზე კარგი წამალია.
ესეთი აზრები მეც მქონია და ახლაც მაქვს.
ამ აზრებს იმიტომ გვაწვდის ეშმაკი, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ და უხასიათობაში. თუ ესეთი აზრები მოგივათ, მყისვე გაიფიქრეთ გონებაში რომ ეს ჩემი არაა და არ ვეთანხმები, და სასურველია მაინც თქვათ აღსარებაში.
მიზანი ეშმაკისა არის რომ ჩამოვცილდეთ ლოცვას და ეკლესიას, ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში. ღმერთმა გაგაძლიეროთ ყველა ეგეთი ადამიანი.
ესეთ აზრებს ფიზიკური შრომაც გავიწყებთ დროებით მაინც.
მომწონს iisperiTOVLI-ს ნათქვამი, "არ დაყაროთ ფარ-ხმალი, ღმერთი ჩვენთანაა"
ეეეეჰ არაუშავს რაა მე თუ მკითკავთ იმ დასკვნამდე მივედი რო ადამიანს ვერანაირი ბოროტი ფიქრი ვერ შეუცვლის ადამინობის ხარისხს მითუმეტეს როცა ეს საკუთარი აზრი არაა თუმცა იმის დაჯერება ძალიან გვიჭირს რომე ეს ცუდი ფიქრები ჩვენი აზრები არაა. ხანდახან ვფიქრობ როგორ არ არის ჩემი აზრები ეს ხომ მე გავიფიქრე მაგარამ ესეც ჩემი ურწნუნოების ბრალია. სვა კიდე მინდა გითხრათ რო გულისთქმათა საპირისპიროდ მოიქეცით ადამინებს კეთილად მოვექცეთ არ განვიკითხოდ და ასე შემდეგ და ეს კეთილი საქმეები ისე გადაფარავს ამ ბოროტ აზრებს რომ ბოროტის შტაგონებეს აზრი აღარ ექნება
მარიამი_7
ერთი ათონელი მამა(არ მახსოვს სახელი)ასე ებრძოდა ამ აზრებს,როცა მიდიოდა,ან რაიმეს საქმიანობდა უცებ მიტრიალდებოდა მარცხნივ და მკაფიოდ ეუბნეოდა ვიღაცას:"ვუარვყოფ!"მერე ისევ აგრძელებდა თავის საქმეს და ასე განუწყვეტლივ მთელი დღე,როცა კითხეს რატომ ამბობ ასეო,"ბოროტი აზრებში მეჭრება და მაგ აზრებს ვუარვყოფო".
ძალიან კარგია უფლის ლოცვა ასეთ დროს,
"უფალო იესო ქრისტე,ძეო ღვთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი" თქვი მთელი გააზრებით და უარყავი შემოსული აზრი
Irakly
ჩვენი მიზანი ამ დღიდან რაც ადამიანი დაეცა არის სულის კურნება. სულის კურნება არ გრძელდება რაღაც გარკვეული დროის მანძილზე. არც თვეები, არც წლები და ათწლეულები არ ყოფნის ყოველივე ამას რადგან იგი გაგრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. ბოროტი გვებრძვის ყოველთვის ჩვენი აზრების აღგზნებით. გვებრძვის და ხვთისკენ გადადგმული ყოველ ნაბიჯზე კიდევ უფრო ძლიერდება განსაცდელები. მე რაუფლებამაქვს ვინმეს რამე ვურჩიო მაგრამ ადამიანი არასოდეს არ უნდა დანებდეს.
ბოროტი ხმა არასდროს გამიგია და არც მაქ სურვილი გავიგო
როცა დედას იგინებიან ბოროტი ხმაა აბა
უფალი ჩვენი და ეკლესია მისი გვასწავლის,რომ ბოროტი აზრები მოდიან უკვე დაცემულ ბოროტ სულთა მიერ შურის გამო ჩვენს მიმართ,რადგანაც ჩვენ გვაქვს ცხონების საშუალება სინანულისა და ლოცვის მეშვეობით,ეკლესიის 7 საიდუმლოების მეშვეობით-მათ კი,უკვე დაცემულ სულებს,ეს შესაძლებლობები აღარ აქვთ.ეს ჩანს ბევრი წმინდანის ცხოვრებიდანაც(მაგ.წმ.ანტონი დიდის,წმ,მაკარი დიდის და ა.შ.).რომ ვეცემით-ეს გასაკვირი არ არის-ბოროტი სული ჩვენზე ძლიერია.აი რომ დავეცით და არ ვდგებით-ეს ძალიან ახარებთ სწორედაც ჩვენს მოშურნე ბოროტ ძალებს.წმინდა მამების სწავლებით,ბოროტი ძალა სწორედ ამას ცდილობს,რომ როცა ადამიანი დაეცემა,აღარ ადგეს და დარჩეს დაცემულ მდგომარეობაში(იგივე წმ.ანტონი დიდისა და მკარი დიდის სიტყვები რომ ვიხმაროთ).ამ დროს კი საჭიროა ადგომა და ღვთის მიმართ მსახურების გაგრძელება.წმ.იოანე კრონშტანტელი ასე გვასწავლის სწორედაც,რომ მიაჩვიეთ თქვენი სულიო,ოდეს დაეცემითო,იმწამსვე წართქვას იესოს ლოცვაო და მადლი ღვთისა,რომლის მეშვეობითაც უნდა ვიცხოვროთ და რომლისაც ასე ეშინიათ ბოროტ ძალებს,უმალ დაიკავებს თავის ადგილს თქვენს სულებშიო(ზუსტად იგივეს ეუბნება გამოცხადბული ანგელოზი ღვთისა წმ.მაკარი დიდს).
ძმებო და დებო!ქრისტეზე ძლიერი არავინ არ არის-ვთხოვოთ მას გარდამოგვივლინოს მადლი თვისი!
მშვიდობა ღვთისა ჩვენ თანა ყოველთა!
ვითხოვ აღადგინონ თემა "არა კლა"!
უსამართლობაა ქვეყნის ალახი და ძალმომრეობა მისი მოციქული
როგორც ჩანს პროტესტის ეს ფორმა ამართლებს
და მაინც:უსამართლობაა ქვეყნის ალახი და ძალმომრეობა მისი მოციქული
წუთისოფელი ეშმაკზეა მიცემულიო. ჩვენ კი გამოცდებს ვაბარებთ.უფრო სწორად ის აბარებს გამოცდებს ვისაც უნდა ქრისტემ დადებითი ნიშანი დაუწეროს. სხვას სხვა ფიქრები აქვს...
xalxo, mogesalmebit shoreuli suramidan:d tqvnens nawerebs ver vkitxulob da iqneb pmshi qartuli shriftis telefonshi chasaweri rcheva-darigeba an linki gamomigzavnot, please? Tore momenatret:(
აზროვნება
ჩვენი გონება არენას მოგვაგონებს, სადაც სხვადასხვა ძალთა ზემოქმედებას აქვს ადგილი. სამწუხაროდ, ხშირად არ ესმით, სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, ნაკლებად უშვებენ, რომ ცნობიერებაში გაჩენილი აზრები, ფიქრები, მსჯელობისას გაკეთებული დასკვნები, საერთოდ განსჯის პროცესის მიმდინარეობა, შესაძლოა, არაამქვეყნიური ძალების ზემოქმედების შედეგიც იყოს. წმინდა მამები, მათ შორის პეტრე დამასკელი, სამი სახის აზრებს გამოყოფს წარმოშობის თვალსაზრისით: ღვთიურს, ბოროტისეულს და ადამიანურს. ამ უკანასკნელის განმაპირობებელია ის მრავალმხრივი სიტუაციები, რომელშიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვიხდება ყოფნა, პრობლემები თან რომ ახლავს ჩვენს არსებობას, გარემო სამყაროს მოვლენები, საგნებისაგან მიღებული შთაბეჭდილებები. წავალთ მუზეუმში, რომელიღაც ნაკეთობა მოგვეწონება, შევეცდებით დავუკვირდეთ, როგორ არის გაკეთებული, მოვიგონებთ ბავშვობაში გადამხდარ ამბებს, კარს საკეტი გაუფუჭდა, შევეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას. ფიქრთა ამგვარ მიმდინარეობას ხშირად აქვს ჩვენს ცხოვრებაში ადგილი და ის უმეტესწილად ადამიანურ ჩარჩოებს არ სცდება, მაგრამ გვხვდება აზრები რომლებიც სულ სხვა ბუნებისაა და მათი წარმოშობა, გაჩენა ცნობიერებაში უკვე უკავშირდება არაამქვეყნიურ ძალთა ზემოქემდებას.
მართლმადიდებლური გაგებით ბოროტ ძალას მას შემდეგ, რაც ის სამოთხიდან იქნა გამოდევნილი, შეუძლია იმოქმდეოს ადამიანის გონებაზე და დაბადოს მასში სხვადასხვა აზრები, იდეები, წარმოდგენები. ხშირად ვერც კი გრძნობენ თუ დემონური ზემოქემდების ქვეშ იმყოფებიან, არადა არცთუ იშვიათად, სწორედ ეს ძალა აპირობებს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, განცდებს, ფიქრთა მსვლელობას. როცა მრისხანებაში ვვარდებით, ვუბრაზდებით, ვეჩხუბებით სხვას, უიმედოდ ვართ, გვეძალება სასოწარკვეთილი აზრები, ვთვლით, რომ ყველაფერი უაზრობაა, არავინ არის ჩვენი პატრონი, დამხმარე, განვიცდით შურს, გვწყინს სხვისი ბედნიერება, ვიძირებით პატივმოყვარულ ოცნებებში, დიდ ვინმედ წარმოვიდგენთ თავს, ამგვარ და კიდევ მრავალ სხვა განცდათა გაჩენა ბოროტისეული ძალის ზემოქემდებას უკავშირდება. ხატოვნად, ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ, ჩვენს ყურთან, ისე რომ ვერ ვხედავთ. დემონია გაჩერებული და ჩაგვჩურჩულებს სხვადასხვა ბილწ, მკრეხელურ აზრებს, იწვევს უარყოფით ემოციებს, გრძნობებს, გვახელებს ამა თუ იმ ვნებით.
ეპისკოპოსს ნიფონტს ასეთი ხილვა ჰქონდა. ორი კაცი გვერდიგვერდ მუშაობდა. წმინდა მამამ დაინახა, როგორ მივიდა ერთთან დემონი და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. შემდეგ მეორესთან გადაინაცვლა და მასაც რაღაც უთხრა. ორივემ მუშაობას თავი ანება და ერთმანეთს დაუწყო ჩხუბი. იმავე მამამ დაინახა გზად მიმავალი ადამიანი, რომელსაც გვერდზე დემონი მიჰყვებოდა და აუგ აზრებს ჩააგონებდა.
მამა ანემპოდისტე თავის დამრიგებლურ საუბარში დემონური ზემოქმედების შემდგომ სურათს აღწერს. იგი მრისხანების ვნებით ადამიანის გახელებას შეეხება, რომლის ამგვარი გამოვლენა ჩვეულებრივი მოვლენაა და მრავალს განუცდია ცხოვრებაში: „დემონი მშვიდად მჯდარ კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს: „გუშინ კამათისას მოსაუბრემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგმართა, რაზეც იმ მომენტში ვერ შეძელი სათანადო პასუხის გაცემა“, - ადამიანი კრთება, რადგანაც დემონურმა ისარმა თავის სამიზნეს მიაღწია.
ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი. კაცი სკამიდან დგება და გონებაში შემდეგი აზრი გაუელვებს: „მართლაცდა იმ მომენტში მე ვერ მოვნახე საჭირო სიტყვები, რომლითაც უნდა მეპასუხა, არადა ასე და ისე შეიძლებოდა მიმეგო.
იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი იწყებს მუშტების ქნევით ოთახში წინ და უკან სიარულს. გონებაში აზრები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს. ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს: „უნდა ეს და ეს მეთქვა, რა საწყენია, რომ სათანადო სიტყვები მხოლოდ შემდეგ გახსენდება. დიახ, დიახ საჭირო იყო ასე გამეცა საკადრისი პასუხი. ერთი მინდა ვიცოდე რას მიპასუხებდა?
ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს მრისხანება სულ უფრო და უფრო იპყრობს. იწყება დემონთა მხრიდან გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ.
ბოლოს გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებას იწყებს, შურისძიების გეგმებს აწყობს მეორე დღისათვის, როცა შეძლებს რაც მოამზადა ყველაფერ იმის გამოყენებას. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ“. შურისძიების გრძნობის ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ცხოვრებისეულ ვითარებაში ძნელად რომ ვინმემ წარმოიდგინოს, უხილავად როგორ აბურთავებს თურმე დემონური ძალა.
ბოროტისეული აზრობრივი ზემოქემდება მეტად მრავალმხრივია და მას, ხშირად თან სდევს შეშფოთების, დამძიმების, სასოწარკვეთის შეგრძნებები. წმინდა ბარსანოფი დიდი ამბობს: „თუ რაიმეს გაიგონებ, იფიქრებ, დაინახავ და ამ დროს თუნდაც მცირედაც კი შეშფოთდება შენი გული - უნდა იცოდე, რომ ეს დემონისაგანაა“.
ადამინის წინააღმდეგ ბოროტის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება სასოწარკვეთაში ჩაგდებაა, მის არსებაში უიმედობის, მწუხარების, განცდების გაჩენა. ასეთ დროს ხშირად ფიქრობენ, რომ ცხოვრებას აზრი არა აქვს, არავისათვის საჭირონი არ არიან, საერთოდ რისთვის მოევლინენ ამ ქვეყანას, ხომ არ აჯობებდა თავად დაესვათ წერტილი ამ მძიმე, უაზრო ყოფისათვის და თვითონვე მოესწრაფათ სიცოცხლე. შემოდის ღმერთის სისასტიკეზე ფიქრებიც, რომ უფლისაგან მიტოვებულნი არიან და ის დიდად არ დაგიდევთ სხვის გაჭირვებას, ნაკლებად გვიმართავს ხელს.
უნდა ითქვას, უიმედობის, სასოწარკვეთის გრძნობების გაჩენას მრავალი ცხოვრებისეული მიზეზი, პრობლემაც უწყობს ხელს: მატერიალური გაჭირვება, ავადმყოფობა, ახლობლების უყურადღებობდა, დამცირება, უმუშევრობა, სხვისი ცუდი საქციელი. რამდენი რამ არის ცხოვრებაში საწყენი, სასოწარკვეთილებით აღბეჭდილი განცდების გამჩენი. ეს მართლაც ასეა, ხშირად მეტად ძნელია გაუძლო სიძნელეებს, გაჭირვებას და არ აჰყვე გრძნობებს, მაგრამ ბოროტიც თავისდა სასიკეთოდ იყენებს ამას, ყველანაირად ცდილობს კაცს გაუსაძლისად, აუტანლად მოაჩვენოს თავისი ყოფა, ჩააქნევინოს ყველაფერზე ხელი. როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი წერს, გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებათა 60 პროცენტს დეპრესია შეადგენს, ხოლო მათ შორის ნახევარს კი სულიერი წარმოშობის დაღი ატყვია. წიგნში „სიბრძნე ზირაქისა“ ვკითხულობთ: „ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი“ (30,21-23) ბევრს კარგად არ ესმის, რომ მძიმე დამთრგუნველი შინაგანი მდგომარეობის გამომწვევი ბოროტი ძალაა, რომელიც შეუმჩნევლად აკეთებს თავის საქმეს.
ანტონი დიდმა ეშმაკის მიერ მიწაზე ადამიანთა დასაჭერად გაბმული ბადე იხილა და იმდენად მჭიდროდ ნაქსოვი იყო იგი, რომ შეძრწუნებულმა უფალს შეჰღაღადა: ვინ გადარჩებაო ამ განსაცდელს. მხოლოდ მორჩილი არ გაებმებაო მასში, - მიიღო პასუხად. ეს დიდი სათნოება კი გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად მრავალი ცხოვრებისეული გაჭირვებისა, სიძნელისა არ აყვე მძიმე განცდებს, არ ჩავარდე სასოწარკვეთილებაში და მორჩილად, იმის შეგნებით, რომ ყველაფერი ღვთის დაშვებით, ჩვენდა სასიკეთოდ ხდება, შეინარჩუნო სულის სიმხნევე, იმედი ღვთისა. როცა, რაც არ უნდა მოხდეს, ნაკლებად ჰყვები მძიმე განცდებს, ცდილობ არ მოგიცვას შავბნელმა ფიქრებმა, ამით გზას უკეტავ დემონური ძალის ზემოქემდებას შენზე. მწარე სინამდვილისადმი ამგვარი მორჩილებით იგერიებ ბოროტისეულ შემოტევებს და არ ხვდები იმ ბადეში, რომელსაც ხლართავს ადამიანის დასაჭერად.
მორჩილება აწესრიგებს აზროვნების მიმდინარეობასაც. ამ დროს ცდილობენ შეიგრძნონ და დაემორჩილონ ღვთის ნებას, მოიქცნენ არა თავისი გეგმების, სურვილების, მოთხოვნილებებისდა მიხედვით, არამედ ისე, როგორც ეს ცხოვრების შინაგან, ღვთიურ რიტმს მოაქვს. ლოცულობენ მაშინ, როცა ამის საჭიროებას გრძნობენ, იმდენს, რამდენსაც მათი შესაძლებლობები გასწვდება, ფიქრობენ, უღრმავდებიან საკუთარ თავს როცა თვლიან, რომ ახლა ეს მოუტანთ მათ ყველაზე დიდ სარგებლობას; კითხულობენ იმდენს, რამდენსაც მათი გონება დაიტევს, გააცნობიერებს იმ მომენტში, ისვენებენ, როდესაც კარგი იქნება ეს მოხდეს. არ ყვებიან შავბნელ, მრუშ თუ სხვა, სულისათვის საზიანო ფიქრებს. ცდილობენ განაგდონ ისინი, არ იღლიან ზედმეტად თავს, არ უკირკიტებენ ისეთ საკითხებს, პრობლემებს, რომლებსაც საერთოდ ან იმ დროისთვის პასუხს ვერ გასცემენ. ცდილობენ იფიქრონ არა ადამიანისათვის უსარგებლო, არასაჭირბოროტო თემებზე, არამედ იმაზე რაც მათი სულის ცხონებისათვის ყველაზე მეტად იქნება გამართლებული. ლოცვაც მისი საჭიროების შეგრძნებისთანავე წმენდს, საჭირო მიმართულებით წარმართავს გონებას, განაქარვებს, განაგდებს ცნობიერებაში გაჩენილ მკრეხელურ, ცოდვილ აზრებს. მორჩილება უმძლავრესი იარაღია დემონური ძალის წინააღმდეგ და ვისაც ეს დიდი სათნოება აქვს, მის წინაშე ეშმაკი უძლური ხდება.
ბოროტი კაცს სხვადასხვა ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებს - იქნება ეს მრუშობა, ქურდობა, ტყუილი თუ სხვა რამ. წმინდა მამები ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების თვალსაზრისით რამდენიმე საფეხურს გამოყოფენ: პირველი ეს მკრეხელური, ბილწი აზრის ან წარმოდგენის ჩვენს აზროვნებაში გაჩენის ეტაპია. ჩვენი გონება ამ მხრივ დაუცველია. რამდენნაირი ფიქრი, წარმოდგენა შეიძლება გაჩნდეს შენდაუნებურად, წინააღმდეგობის გაუწევლად. ლოცულობ, დგეხარ ხატის წინ და უცებ ისეთი უმსგავსო, მკრეხელური, ღვთის თუ რომელიმე წმინდანის შეურაცხმყოფელი აზრი შეიძლება დაგებადოს, რომ არ შეიძლება არ შეშფოთდე, უხერხულად არ იგრძნო თავი. ან ნაცნობზე ისეთ რაღაცას გაიფიქრებენ, თვითონ გაოცდები როგორ ვკადრულობო ასეთ რამეს. წმინდა მამათა მიხედვით პირველ ეტაპზე ცოდვილი ჩანაფიქრის ან ხატის გაჩენა გონებაში ადამიანს დანაშაულად არ ეთვლება. ჩვენ უძლური ვართ ხელი შევუშალოთ მათ ცნობიერებაში შემოსვლას, ეს ყველასთან ასეა და მას ვერცერთი ვერ ასცდება. ეშმაკი გაგვიჩენს შურისმაძიებელ აზრებს, მრუშულ წარმოდგენებს, ფიქრებს და ამაში ვერ შეეწინააღმდეგები, მაგრამ ის რომ არ აყვე მათ, არ მისცე გაქანების საშუალება და განაგდო გონებიდან, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ამის გაკეთება ხელგვეწიფება.
მამა ბარსანოფი ოპტინელი ამბობს: „თუ ზამთარში ქარი კარებს გააღებს და თოვლს შემოყრის, სახლის პატრონი ამაში დამნაშავე არ არის. ჩვენც ასევე უდანაშაულონი ვართ უკადრისი აზრების გაჩენისას.
მაგრამ როგორც სახლის მეპატრონემ უნდა დაკეტოს კარი და დაალაგოს ოთახი, ასევე ჩვენც დაუყონებლივ უნდა დავიწყოთ ლოცვა, რომ უფალმა ბოროტი ძალისგან დაგვიცვას, რომელიც ამგვარ ფიქრებს გვიჩენს გონებაში“. მამა ბარსანოფი ამ დროს იესოს ლოცვის დაწყებას ურჩევდა.
ზოგჯერ დემონური ძალა ჭირვეულ ბავშვს წააგავს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს გაგაღიზიანოს, წყობიდან გამოგიყვანოს. აყოლის შემთხვევაში უფრო და უფრო გამოგიწვევს, ჩაგითრევს და თუ ყურადღება არ მიაქციე, დაუპირისპირდი მის შემოტევას, თანდათან შესუსტდება ამ ძალის ზემოქემდება. ბოროტის აზრობრივი ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი მკრეხელური ფიქრების გაჩენაა ჩვენს ცნობიერებაში, რაც შეშფოთებას, სირცხვილის გრძნობას იწვევს ადამიანში, განსაკუთრებით კი მორწმუნე ხალხში.
ერთ-ერთი ღვთის მოსავი ბერი მეტად იტანჯებოდა მკრეხელური, ბილწი აზრებით და ამით ეშმაკმა იგი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. იგი ფიქრობდა, რომ დაიღუპა. მრავალ ქრისტიან მოღვაწეს მიმართა, მაგრამ ამაოდ, ვერავინ შეძლო მისი დახმარება. ბოლოს ერთ, დიდი სულიერი გამოცდილების ბერთან მივიდა და შერცხვა რა ეამბნა იმ მკრეხელური ფიქრების შესახებ, რომელიც მას აწუხებდა ღმერთთან, ღვთისმშობელთან, უფლის წმინდა საიდუმლოებებთან დაკავშირებით, დაწერა ყოველივე ის, რასაც განიცდიდა და გადასცა მას... როცა სულიერმა მამამ დაწერილი წაიკითხა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა: „ნუ გეშინია, შენ არ ხარ ამ ფიქრებში დამნაშავე, მთელ შენს ცოდვას ამასთან დაკავშირებით ჩემს თავზე ვიღებ, ეს ეშმაკის ბრალია“ და როცა ეს თქვა, ბერმა შვება იგრძნო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოეხსნაო მხრებიდან.
გონებაში მავნე, ცოდვილი ფიქრების, წარმოდგენების შემოსვლას, რომლიც დასაწყისში ადამიანს ცოდვად არ ეთვლება, ერთგვარი გამოცდის მნიშვნელობა აქვს. ამით დგინდება ჩვენი მიდრეკილება არჩევნის გაკეთებისას, კარგი თუ ცუდი მხარისკენ. თუ გულში მცირედი გადახრა მაინც შეიმჩნევა ამა თუ იმ ვნებისკენ, ეს ხელშემწყობი პირობაა ყურადღება მიექცეს დემონურ შთაგონებას, დაიწყოს მავნე ჩანაფიქრის განვითარება, ადგილი ჰქონდეს ცნობიერების დატყვევების სხვადასხვა ეტაპს.
არქიმანდრიტი რაფაელი თავის ქადაგებაში „დემონების და ამპარტავნების შესახებ“ ცოდვილი ჩანაფიქრის გონებაში შემოსვლის პირველი ეტაპის შემდეგ მისი განვითარების შემდგომ პერიოდებს ასახელებს. მეორე საფეხურზე ადამიანი კი არ განაგდებს მანკიერ ფიქრს ან ცოდვილ ხატებას (ვთქვათ ქალის სახეს), არამედ იწყებს მის თვალიერებას, არ ცდილობს განთავისუფლდეს და შედის მასთან კონტაქტში. მომდევნო ეტაპზე ჩნდება თანხმობა ცოდვილი ჩანაფიქრის ან ხატის მიღებაზე. შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მანკიერი აზრის, იდეის საქმის დონეზე შესრულების შესახებ. ყველა ეს ეტაპი ადამიანისათვის უკვე ცოდვილია. კაცმა აქაც შეიძლება აღკვეთოს დემონური ზემოქემდება, მაგრამ რაც უფრო ღრმავდება ეს პროცესი, მით უფრო ძნელია ამის გაკეთება. შემდეგ ჩნდება სურვილი ცოდვის ჩადენის, ერთგვარი ემოციური მხარდაჭერა მისდამი; სურვილს მოსდევს - მზადყოფნა, საქმით შესრულების გეგმა. აქ უკვე მოქმედების ეტაპი დგება. ცოდვა საქმის დონეზე კი ღალატია უფლის, დემონებთან კავშირის დამყარება.
ბოროტი ძალა ათასწლეულების განმავლობაში უყურებს ადამიანებს, მრავალმა თაობამ გაიარა მის ხელში და მან ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ცოდნა, გამოცდილება დააგროვა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მართლმადიდებლური გაგებით თითოეულს დაბადებისთანავე დემონი მიემაგრება, რომელიც აფიქსირებს მის ცოდვებს, მანკიერ მხარეებს, სწავლობს სისუსტეებს. მუდმივად აწარმოებენ დაკვირვებას ბოროტი ძალის სხვა მსახურებიც. მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ გიყურებენ გამომცდელად, თან ისე, რომ ვერ ამჩნევ, არ იცი, სათანადოდ ან უფრო ხშირად საერთოდ ვერ აცნობიერებ ამას ყველაფერს, რამდენად კარგად უნდა შეგისწავლონ, გაგიცნონ შენ. ადვილი წარმოსადგენია, ჩვენ რა საშიშ, ვერაგ ძალასთან გვაქვს საქმე.
მართლმადიდებლური მოძღვრებით ბოროტ ძალას ადამიანის აზრების წაკითხვის შესაძლებლობა არა აქვს, მან არ იცის ჩვენი ფიქრები, იმათი გამოკლებით, რომლებიც მათივე ზემოქემდების შედეგად ჩნდება ცნობიერებაში. როცა ეს ძალა პატივმოყვარულ, შურის თუ სხვა სახის აზრებს გიჩენს გონებაში, ისინი მას, ბუნებრივია, კარგად მოეხსენება, რადგან თავადვე არის ამაში დამნაშავე, სხვა სახის ფიქრებს კი, რომლებიც განსხვავებული მიზეზებით არის განპირობებული, იგი ვერ იგებს. მაგრამ დემონები ბევრს ხვდებიან ჩვენს ქცევაზე, სახის გამომეტყველებაზე დაკვირვების შედეგად. წმინდა ისიდორე პელუსიელი ამბობს: „ბოროტმა არ იცის რას ვფიქრობთ, რადგან ეს მხოლოდ ღვთაებრივი ძალისათვის არის ცნობილი, მაგრამ სხეულებრივი მოძრაობებით იგი იჭერს ჩვენს ფიქრებს. შეამჩნევს, მაგალითად, რომ უმზერენ სხვის სილამაზეს მაშინვე სარგებლობს ამით და აღაგზნებს ასეთ ადამიანს მრუშობის ვნებით. დაინახავს ხარბს, აქეზებს ძარცვა-გლეჯისაკენ, უკანონო მომხვეჭელობისკენ. ნაყროვანებით ძლეულს წარმოადგენინებს ამ ვნების განცდებს და აიძულებს იმოქმედოს“. კარგ ფსიქოლოგს, დიპლომატს ვერ გამოაპარებ, რაც არ უნდა დამალო, ზოგჯერ შენს შინაგან მდგომარეობას, განცდებს და რა ძნელია ეს არ დაანახო დემონურ ძალას, რომელიც ჩუმად გითვალთვალებს, თავად კი არც ცდილობ დაფარო რამე, რადგან გარშემო მას ვერ ხედავ. ამასთან, ეს ძალა მთელი ცხოვრება გითვალთვალებს, მეტად კარგად გიცნობს, საზღვრავს, სად როგორ მოიქცევი და თანაც ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობაზე დაკვირვების შედეგად უზარმაზარი ფსიქოლოგიური ცოდნა, გამოცდილება აქვს დაგროვილი, მშვენივრად იცნობს ბუნებას ადამიანისას.
ის, რომ დემონები ითვალისწინებენ ვითარებას და მიმღებლობას ადამიანისა და შემდეგ იწყებენ ამა თუ იმ მიმართულებით მოქმედებას მათი ბრძოლის ფორმების დახვეწაზე, დიდ ვერაგობაზე მიუთითებს. სამწუხაროდ, ფსიქოლოგთა უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს, არ იცის ბოროტი ძალის მსახურთა მოქმედების შესახებ, არ ესმის, რა დიდ ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ფსიქიკაზე. აზროვნების პროცესის განხილვისას ამ დარგის სპეციალისტები არ ითვალისწინებენ რა არაამქვეყნიურ ძალთა გავლენას, ხშირად რჩებიან მეტად პრიმიტიულ დონეზე ამ ურთულესი ფსიქიკური პროცესის გაშუქებისას.
ჩვენს ფსიქიკაში ჩნდება აზრები, იდეები, წარმოდგენები ღვთაებრივი ძალის შთაგონებით, ზეგავლენითაც, რომლებიც უფლისგან, ანგელოზების, წმინდანებისგან მოდის. ცნობილი მართლმადიდებელი მკვლევარი ნ.ე. პესტოვი წერს: „თუ ყურადღებით დავუკვირდებით ჩვენს თავს, შევამჩნევთ, რომ ზოგჯერ, რაიმე საგნით, მოვლენით დაკავებულ საკუთარ ფიქრთა მსვლელობა, უცბად წყდება და გონებაში თითქოს შემოფრინდება ახალი აზრი, რომელიც სულ არ არის წინასთან დაკავშირებული, არავითარ გარეგან მიზეზთან.
ასე მაგალითად, ყურადღებით ვკითხულობთ ლოცვებს, ირგვლივ სიჩუმეა. უცბად საიდანღაც ჩნდება აზრი - „არ მოვიდა დრო შვილის გაღვიძების? „ვინ არის, ბრძანებლურად რომ წყვეტს ჩემ ფიქრებს და მაიძულებს სხვაზე ვიფიქრო?
ან კიდევ მივდივარ ღრმად ჩაფიქრებული და მივაღწიე გზაჯვარედინს. დაკავებული საკუთარი აზრებით გადავდივარ ქუჩაზე ისე, რომ აქეთ-იქით არც კი ვიხედები. უცებ ვიღაც წყვეტს ჩემს ფიქრთა მსვლელობას და მეუბნება: „გაიხედე მარცხნივ“ და თუ იქითა მხრიდან მანქანა მოქრის, გადარჩენას ამ ხმას უნდა ვუმადლოდე...
ცალკეულ შემთხვევებში, როცა გვსურს უცბად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, აზრები კი გვიორდება ან კიდევ არ შეგვიძლია გავიხსენოთ რამე, ან საკუთარი გულმავიწყობის გვეშინია - მაშინ გულისყურით, ყურადღებით, მთელი გულით უნდა ვთხოვოთ ჩვენს მფარველ ანგელოზს მოვიდეს დასახმარებლად და გვიკარნახოს ჩვენთვის აუცილებელი აზრი, ან დროზე გაგვახსენოს, რაც გვჭირდება“.
მართლმადიდებლური გაგებით მფარველ ანგელოზს ერთი თვისება ახასიათებს. იგი განეშორება იმ ხალხს, რომლებიც ღვთისათვის არასათანადოდ ცხოვრობენ, ბევრს ცოდავენ, აძლევენ საკუთარ ვნებებეს გაქანების საშუალებას. როგორც გაიხდიან დასვრილ ტანსაცმელს და არ სიამოვნებთ მასთან შეხება, ასევე უფლის ზეციური მსახურნიც ერიდებიან მათ, ვინც არასწორად ცხოვრობს და თავისი ყოფით ბევრ სულიერ ჭუჭყს იკრებს. წმინდა სებასტიან ყარაგანდელი ამბობდა: „თითოეულს ნათლობის შემდეგ მფარველი ანგელოზი მიემაგრება. როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ კავშირს მასთან? იგი თავის მოქმედებას სინდისის, გულის მეშვეობით ახორციელებს. როცა ადამიანი სულის ხსნისათვის იღწვის, უსმენს საკუთარი სინდისის ხმას, ერიდება ყველა ცოდვას, მაშინ ის გრძნობს თავისი მფარველი ანგელოზის არსებობას, მაშინ ზეციური დამცველი არიგებს ყველაფერ კარგის გასაკეთებლად, შთააგონებს კეთილ აზრს, აფრთხილებს ბოროტების შესახებ. მას ჩვენ სიკვდილის დროს ვნახავთ“.
უმთავრესი პირობა ჩვენს ცნობიერებაში ღვთაებრივი სამყაროდან მომდინარე აზრების, იდეების, წარმოდგენების მოსაცემად არის ის, რომ შევეცადოთ, რაც შეიძლება მოვერიდოთ ცოდვას, ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ. სწორ აზროვნებას, ღვთაებრივი ნაპერწკლის გაჩენას ცხოვრებაში დამსახურება უნდა. განა შეიძლება მას გზა არ გადაუკეტოს ცოდვით დაცემებმა, ვნების გახელებამ. ერთ-ერთი ნეტარება გვეუბნება „ნეტარ არიან წმინდანი გულითა რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. გულის სიწმინდის შენარჩუნება მართლმადიდებლური სწავლებით გულისხმობს არა მხოლოდ საქმით, არამედ ფიქრითაც რაც შეიძლება ნაკლებ შეცოდებას. მაშინ არის მოსალოდნელი უფალმა მოიღოს მოწყალება და მისი დაშვებისდა მიხედვით გაგვინათდეს გონება, გაგვიჩნდეს ჩვენთვის სასარგებლო, მაცხოვნებელი აზრები, იდეები, წარიმართოს ყურადღება საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებზე, თემებზე, დაშვებულ შეცდომებზე, ჩავწვდეთ ღვთის არსების დაფარულ მხარეებს, სიბრძნეებს. თუმცა ზოგჯერ არაეკლესიურად, ღვთისათვის არასათნოდ მცხოვრებლებსაც მიუთითებს შინაგანი ხმა, სინდისი, მფარველი ანგელოზი, იმდენად უსაზღვროა უფლის მოწყალება, ყველას სწვდება იგი, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის იმ კანონს, რომ ზეციური სამყაროდან მომდინარე აზრების მოცემისათვის, შეგრძნებებისათვის აუცილებელია სულიერი განწმენდა.
წმინდა მამათა მიხედვით ადამს იმგვარი აზროვნება ჰქონდა, რომ შეეძლო ჩასწვდომოდა ცხოველთა, მცენარეთა არსს და აქედან გამომდინარე, შეერჩია მათთვის შესაფერისი სახელები. სამოთხიდან გამოძევების შემდეგ მან დაკარგა ეს უნარი. იღუმენ ნიკონის მიხედვით სულიერების მაღალ დონეზე ადამიანი სრულიად გარდაისახება. „იცვლება ყველაფერი გონება, გული, ნება, მთელი არსება, სხეულიც კი. ახალი ადამიანის გონებას ძალუძს ჩასწვდეს შორეულ მოვლენებს, წარსულს, ბევრს მომავალშიც, გაიგოს საგანთა და არა მხოლოდ მოვლენათა არსი. დაინახოს ადამიანის სული, ანგელოზები, ეშმაკები, შეიტყოს ბევრი რამ სულიერი სამყაროს (იმიერის შესახებ). „ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს“, - ამბობს პავლე მოციქული“ (1 კორ 2,16).
მართლმადიდებლური დაშვებით აზროვნების ჩვეულებრივი ფორმების გარდა (ლოგიკური, სივრცითი, ხატოვანი) გამოიყოფა მისი სულიერი, შინაგანი სახეც. იგი გულისხმობს სულიერ შემეცნებას, ღვთაებრივ იდეათა გაგებას, რელიგიურ განცდათა მოცემას, შეგრძნებას უფლის არსებობის, მასთან ურთიერთობის, ამას უბრალო ენით რელიგიურ ინტუიციას უწოდებენ, რომლითაც ჩვენ არა მხოლოდ ვრწმუნდებით ღმერთის არსებობაში, არამედ შევიგრძნობთ კიდევაც მას, განვიცდით მის ყოფნას, საკუთარ კონტაქტს და კავშირს უფალთან. ეს ყველაფერი იღვიძებს და ვითარდება უფლისმიერი მადლით, ადამიანის მისწრაფებით ამისკენ.
აზროვნებას მეტად წმენდს ლოცვა. ამ დროს ხშირად ჩნდება გონებაში ჩვენთვის საჭირო აზრები, ეცემა პასუხი საჭირბოროტო კითხვებს, მითითება ხდება დაშვებულ შეცდომებზე, ნაკლოვანებებზე, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. იწყებ იესოს ლოცვას და ხშირად მალევე გრძნობ ცვლილებას შენს ფიქრთა მიმდინარეობაში. ამქვეყნიურ, ამაო, ფუჭ, მავნე თემების ნაცვლად გიტივტივდება შენთვის, საკუთარი სულის ცხონებისათვის უფრო მნიშვნელოვანი თემები. შეგრძნება ისეთია, რომ არა ლოცვა, ამ დროს უხილავად შემოსული ღვთაებრივი მადლი ამგვარ გარდასახვას ადგილი არ ექნებოდა და პირიქით, მეტად ამრუდებს აზროვნების მიმდინარეობას ცოდვითი დაცემები. ასეთ დროს ხშირად მიიღება არასწორი გადაწყვეტილებები, კეთდება მცდარი დასკვნები, წამოიწყებენ რაიმე საქმიანობას და არ გამოდის, მიენდობიან კაცს, ის კი უღალატებს, ზოგჯერ თითქოს ლოგიკურად მსჯელობენ, ითვალისწინებენ ყველაფერს, მაგრამ მაინც რაღაცა რჩებათ და ამის გამო, ყველაფერი მათდა სავალალოდ მთავრდება. ეს დამოკიდებულება ცოდვით დაცემასა და აზროვნების გამრუდებას შორის განსაკუთრებით კარგად ეკლესიის წიაღში შეიმჩნევა, მართლმადიდებელ მრევლში. უფალი ამით მიგვითითებს, გვაგრძნობინებს, რომ არაფერი ხდება მისი ნების გარეშე და სწორ, ჭეშმარიტ აზროვნებას დამსახურება უნდა, ეს უფლის დიდი წყალობაა და ჩვენ ყოველნაირად უნდა გავითავისოთ იგი.
დავით ციცქიშვილი
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი
„მართლმადიდებლური ფსიქოლოგია“
იესოს ლოცვა არის ამ დროს გამოსავალი მას ორიათასი წლის ისტორია აქვს ეს ლოცვა იძლევა გულის განწმენდის და მაში ღვთის დასამკვიდრებლად საჭირო "პირობებს"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience