მაინტერესებს ერთი რამდენად უახლოვდება მართლმადიდებლობას ფსიქოლოგია თუნდაც ფსიქიატრია,ნევროლოგია... და ყველა ის დარგი რაც ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული. საინტერესოა თქვენი აზრი როგორც ჩემზე უფრო მართლმადიდებლების. ფსიქოლოგია რელიგიას მოიცავს თუ პირიქით? უჯერებთ ფსიქოლოგებს?
fsevdopodia
და რატომ ეწინააღმდეგება ვითომ? ყველა გამოცდილი მოძღვარი კარგი ფსიქოლოგიცაა
ფსიქოლოგს გააჩნია ადრე ბევრი ათეისტი ფსიქოლოგები იყვნენ , ეხლაც არიან შიგადაშიგ და ასეთ ფსიქოლოგს რათქმანუნდა ვერ ვენდობ, ისე რათქმაუნდა კარგი ფსიქოლოგი ჩემი აზრით კარგი მართლმადიდებელი უნდა იყოს ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელი უნდა ვიყოთ ცოტანაინც კარგი ფსიქლოგები
miss sevda
ალექსანდრე
ყველაზე დიდი შეცდომა კაცობრიობის სიტორიაში, იყო ის, რომ ადამიანთა კატეგორია ამა თუ იმ მეცნიერებას აღიქვამდა როგორც ღვთისგან განყენებულ რამეს.
და საქმეში (ნუ წიგნშიც) ჩაუხედავი ადამიანი ამას ყურს მოკრავს და ბრმად იმეორებს.
ფსიქოლოგი, არ ნიშნავს, არ უნდა ნიშნავდეს პიროვნებას თავისი ინდივიდუალური გრძნობებით და მრწამსით ასეთი ადამიანი თავის "რელიგიას", თავის ფსიქოლოგიას უფრო იგონებს ვიდრე ვინმეს შველის.
ფსიქოლოგი_მცოდნე, კაცთმოყვარე, მუდმივად ახლის და უკეთესის მძებნელი მაშველი რგოლია ხშირად ადამიანისთვის და არა აქვს მნიშვნელობა პირველ ჯერზე წყლიდან ვისი გადმოგდებული კამერა ამოგიყვანს, ექიმის თუ მოძღვრის.
ადამიანი უნდა ხედავდეს ზღვარს და საღად განსჯის უნარი ჰქონდეს, რომ განასხვაოს რწმენით და წამლით მკურნალობა ერთმანეთისგან. და კიდევ ის, როგორ ადამიანის სულიერი საზომია აღებული პირობითად.
ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, შარშან ფსიქოლოგებთან ყოელდრიური ურთიერთობა მქონდა და ფსიქოლოგიაშიც გავთვიცნობიერდი.
ფსიქოლოგობა კეთილშობილური პროფესიაა, ადამიანის დახმარებას გულისხმობს უმთავრესად, თუმცა ყველა ფსიქოლოგს არ შეიძლება ეწოდოს კარგი და პირიქით.
ახლა ბევრი ფსიქოლოგი მეგობარი მყავს, მათ შორის უცხოელებიც, პირადი დაკვირვებიდან შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული მიდგომა აქვს პრობლემებისადმი და ზოგიერთი მათგანის მოსაზრება ჩემთვის გამაღიზიანებელიც კი ყოფილა.
მას შემდეგ, რაც ფროიდის ნაშრომებს გავეცანი, დავასკვენი რომ ის შიზოიდია.
მევედი ნორჩი ფსიქოლოგი ფსიქოლოგია კაი რამეა არ ეწინააღმდეგება რელიგიას სავსებით თვით ფროიდი ამბობდა რომ კაცობრიობას დარტყმა მივაყენეი მით, რომ დავამტკიცე ღმერთი არ არსებობსო მაგრამ ასე არ იყო: რომ წაიკითხოთ მისი ნაშრომები, ჩანს რომ მან ღმერთი არ უარყო, უბრალოდ სხვაგან აღმოაჩინა, ქვეცნობიერში და სუპერ-ეგო უწოდა... დაუშვა, რომ არსებობს ენერგიის რეზერვუარი ადამიანში და ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს საყრდენი წერტილი ამ სამყაროში
sergi_glaxa
თათარაშვილი
ისე სწორად ვერ ვთქვი, კი არ დაამტკიცა, უბრალოდ დაუშვა ეს, დედას ვფიცავარ ღმერთი არ არსებობსო და მენდეთ,იმიტომ რომ კაი ტიპი ვარო...
ყველა მეცნიერი საყრდენ წერტილს ეძებს ამიტომაც აირჩიეს ეს გზა... მართალია ყველაფერს ფიზიკის კანონებით ვერ ავხსნით, მაგრამ არც იმის მჯერა, რომ მეცნიერება ეშმაკის მანქანებაა... ღმერთის ძიებაა, და ვისაც როგორ უნდა ისე უნდა ეძებოს ღმერთი...
tustusa-gogo
ხალხებოოო შემოდით რაა კაი თემაა ეს და ავამუშაოვოთ არ გაინეტრესებთ რომელიმე ფსიქიკური მოვლენა? ერთად გავუკეთოთ ანალიზი?
tustusa-gogo
tustusa-gogo
ნუ რა ვიცი... კაცია და გუნება
პლაცებო ეფექტზე რას იტყოდით?
ფროიდის მიერ ჩამოყალიბებული ფორმულით, პლაცებო, ეს არის "რწმენითი მოლოდინი" როდესაც ავადმყოფის განწყობა და მიმართება შესაძლებელს ხდის განკურნებას..
ასე მაგალითად, თუ პაციენტი დაიჯერებს, რომ მისი დაავადება განიკურნება, პლაცებო ეფექტის საშუალებით დაავადების განკურნების უდიდესი შანსი არსებობს
მნათე
ჰო, ეგაა ...ავადმყოფებს კურნავდნენ პლაცებოთი.. ექსპერიმენტის დროს პაციენტს ისეთ პრეპარატს აძლევდნენ, რომელიც არაფერს ვნებდა, მაგრამ არც კურნავდა, მაგრამ ეუბნებიდნენ, რომ უებარი წამალი იყო და ისინიც იკურნებოდნენ
ბებიჩემიც წარამარა ყლაპავს ვალერიანის ტაბლეტებს, არადა მაგის ისე ამშვიდებს, როგორც რა ვიცი რაა... უბრალოდ პლაცებო აქვს ქალს
ზღაპრებიდან არ გახსოვთ კიდევ, უკვდავების წყალი? ესეც იგივეა
განწყობითა და თვითშთაგონებით ადამიანი შეიძLება მოკლა კიდეც...
მნათე
ფროიდს რაღას ერჩი, თუ კი განკურნავ კაცს? აქ შთაგონება თამაშობს გადამწყვეტ როლს (რწმენა) და რაღა გინდა ვააა. მაინცადამაინც მდოგვის მარცვლის ოდენა უნდა იყოს ეს რწმენა ?
ნუ სიკვდილი სხვაა, უბრალოდ შთაგონების ეფექტურობის დემონსტრირება მინოდა და იმიტომ ბოდიში არაეთიკურობისთვის
მნათე
რას ეკითხება თეოლოგია ფროიდს?
p.s. არ გორაობდა... უბრალოდ ირწმუნებოდა, რომ ყველა ვაჟს დედისადმი აქვს ლტოლვა 5 წლის ასაკამდე და შემდეგ ეს ლტოლვა განიდევნება ცნობიერებიდან, რადგან ამორალურია..... ამაზე სხვა დროს
ფსიქოანალიზის აპოლოგეტი არ ვარ,მაგრამ ამ მეთოდს ასე ერთი ხელის მოსმით რომ მოისვრიან ხოლმე (ვინ ვინ და ისინი ვისაც ჟურნალ ,,სარკის" ტესტების შევსება ჰგონია ფსიქოლოგია ) ვღიზიანდები არაპროფესიონალურია
რაც შეეხება შტაგონებით ადამიანის მოკვლას, რა იყო პირველად გესმის ? თუ მე მაქვს შავი იუმორი?
ჰო,რა, ზიგმუნდა ამბობდა, რომ ადამიანი სინამდვილეში ბისექსუალია და საბოლოოდ რომელი ფსქიოლოგიური სქესის წარმომადგენლად ჩამოყალიბდება, დამოკიდებულია ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევაზე . 100%იანი ქალი ან მამაკაცი არ არსებობს... ამას ამბობს ლაო-ძიც, რომ არ არსებობს ქალი, რომელშიც არ არის რაიმე მამაკაცური და პირიქით... იუნგისაც აქვს მგსავსი მოსაზრება , არქეტიპები ანიმა და ანიმუსი...
ხოლო, ფსიქოანალიზი არის პიროვნების კვლევის მეთოდი, და თავისი არსიტ არაფერი აქვს რელიგიასთან საწინააღმდეგო ( ასე მგონია )
რაც შეეხება ფროიდის აზრს რელიგიასა და ღმერთზე შემდეგია: რელიგია და რმერთის ძიება სხვა არაფერია თუ არა მამის ხატის ძიება და მის წინაშე ჩადენილი ცოდვების მონანიება ( პირველყოფილ ორდაში შვილებმა მამა მოკლეს და შეჭამეს )
ALL წავედი მოვდუნდე და დავიძინო ... მნათეუს აქ აღარაფერი დაფოსტო ხვალამდე მაინც არ ვიქნები
წატუსტუსდა
tustusa-gogo
ნამდვილად ვთვლი რომ კარგი მოძღვარი პირველ რიგში კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს,საერთოდ იმ პროფესიონალს რა პროფესიის ჭაპანსაც არ უნდა სწევდეს იგი, აუცილებლად უნდა ეხერხებოდეს ფსიქოლოგიური ანალიზის კეთება, ეს განსაკუთრებით ეხება იმ პროფესიებს, რომელთაც საზოგადოების დიდ ფენასთან უწევთ ურთიერთობა.
თანამედროვე ფსიქოლოგები ყოველშემთხვევაში უმრავლესობა მათთან მისულ პაციენტებს ნამდვილად მართლმადიდებლური იდეოლოგიით უდგებიან,ეს უფრო დიდ შედეგს აძლევთ მათ.ვინაიდან ის ადამიანი რომელსაც ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება სწორედაც რომ სულიერების ნაკლებობას განიცდის ან უარეს შEმთხვევაში სასოწარკვეთილია...ამის წამალი კი ჩვენთვის ნამდვილად ნაცნობია...
მნათე
ფსიქოლოგიასთან ახლოს ყოფნა ერთ ერთი ის მომენტი იყო რამაც ტაძარში მომიყვანა
ჩვენი კადრების სამსახურის უფროსი მართმადიდებელი ფსიქიატრია და ძალიან მეხმარება ჩემი საქმის შესრულებაში... ამას წინად ტესტი გამაკეთებინა შემდეგ იმდენი უამრავი ნაკლი დამანახა ჩემ თავში რომ ერთი დრე გაბრუებული დავდიოდი... ეს ძალიან დამეხმარა რომ ჩემი ტავი სწორი მიმართულებით შემეცვალა
თათარაშვილი
abo
ჰო, აკი მურმანმაც მიჰყიდა სული.... ისე ნეტა რამდენს გადაიხდის ეს უკანასკნელი ჩემ სიფრიფანა სულში? არაა, ეგრე არ ვიყიდები კაცო, ცოტა თავს დავიფასებ თU რამე შემომთავაზა
tustusa-gogo
ფროიდის ყველაზე დიდი შეცდომა რაც იყო ესაა რომ მან ბევრი რამ უბრალოდ ,,დაუშვა" ყოველგვარი მეცნიერული კვლევის გარეშე... მეცნიერება კი მხოლოდ ემპირიულ მონაცემებს ეყრდნობა და ძია ზიგმუნდა ამიტომაც დაიცინა, მაგრამ დამერწმუნეთ მუშაობს რა არაცნობიერი და ფროიდისეული ინსტიქტების სისტემა
მას უბრალოდ დაავიწყდა, რომ ადამიანია, ფიზიკური, წარმავალი არსება.
kmunebi
არაა, გულმავიწყი სულაც არ იყო პროსტა სკანდალები უყვარდა
და ისე სულ ფროიდზე რატომ საუბრობთ? გაეცანით იუნგს, ადლერს, ფრომს და მერე შევადაროთ თუმცა მეც ვთქვია რააა ფროიდით დაიწყო ყველაფერი კლასიკური ფსიქოანალიზი არის შედევრი და არავინ შემედავოს
ეგ თვითდამკვიდერბის ყველაზე მარტივი გზაა.
tustusa-gogo
abo
მაინც რა არ მოგწონს იმაში რომ არაცნობიერის არსებობა დაუშვა? არ გჯერა განდევნილი აზრების?
ფსიქოლოგია არ ვიცი მაგრამ მედიცინა ძალიან დაშორდა რელიგიას
ჩემს არც ერთ ლექტორს არ სჯერა რომ ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ყოფნით
ანა_ანა
გულის სიღრმეში ყველას სჯერა ფროიდმაც იპოვა თავისი ღმერთი ადამიანში: ეს სუპერ-ეგოა ჩემი აზრით
tustusa-gogo
ქვეცნობიერი მისაღებია ჩემთვის, არაცნობიერი არა. არაცნობიერი ხშირად გადადის ქვეცნობიერში, ხოლო პირიქით არასდროს. ქვეცნობიერს მართავს და იყენებს ადამიანი. არაცნობიერს ვერა.
აბო
abo
ქვეცნობიერს ისედაც მოგიწევს დაეთანხმო, რადგან ქვეცნობიერი და ხანმოკლე მეხსიერება თითქმის იდენტური ცნებებია: უცბად მოიგონო ტელეფონის ნომერი ...
უბრალოდ ფროიდს რაც ზედმეტი მოუვიდა და რაშიც ადანაშაულებენ ეს პანსექსუალიზმია.
ვფიქრობ რომ ამ კითხვაზე პასუხს სიტყვის არსი გაგვცემს.ამ სიტყვის წარმომავლობას თუ გავითვალისწინებთ და თვით მის მნიშვნელობას ამ სფეროში, მაშინ ყველაფერი ცხადია."ფსიქე" ნიშნავს სულს.
"ახსარება ყველაზე დიდი "თერაპიაა".
თემის სათაურია "ფსიქოლოგია მართლმადიდებლურ ფორუმზე", თქვენ სხვა რამეზე საუბრობთ, კერძოდ, ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების მორგება მართლმადიდებლობასთან (ქრისტიანობასთან თუნდაც).
(.......)
ფსიქოლოგია, _ ეს ხომ მოძღვრებაა სულის შესახებ, და როგორ ვუმკურნალოთ მას, თუ არ გვჯერა მისი (სულის) არსებობა?
მე მიმაჩნია რომ ფსიქოლოგი ან ფსიქოთერაპევტი უნდა იყოს "ხიდი" ადამიანის და ეკლესიის (მოძღვრის) შორის, იმიტომ რომ სულის განკურნება (თუ გინდათ ნევების) მხოლოდ იქ შეიძლება
ვერავინ ვერ უშველის ადამიანს საკუტარი თავის გარდა.
ძმანო და დანო ფორუმელებო!
გთხოვთ მიმასწავლოთ ბავშვთა და მოზარდების ფსიქოლოგიის შესახებ ქართულ და რუსულ ენებზე ლიტერატურა როგორც ციფრული ასევ ნაბეჭდი.
პმ-ზე თუ გამომიგზავნიტ ინფოს მთლად კარგი .
მადლობა.
ბადრი
მიწერე შემდეგ ფორუმელებს PM:
MaZiebeli და tutsusa_gogo
გმადლობ
იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია გაცილებით კარგად ესადაგება რელიგიას, მათ შორის მართლმადიდებლობას, თუნდაც იმ კუთხით, რომ თავად იუნგი წინააღმდეგი იყო დასავლური სეკულარიზმის და ათეისტური რაციონალიზმის.
tustusa-gogo
ჩემი აზრი ფსიქოლოგიაზე.ფსიქოლოგია ყველა ადამიანი ვინც საკუთარი სულის სიღრმეებს უკვირდება და ვერ იქნება ქრისტიანი წარმატებული თავის სულიერ ცხოვრებაში თუ არ არის კარგი ფსიქოლოგი ანუ თუ არ იკვლევს სულის სიღრმეებს.ცოდვითი თუ ვნებითი ან სათნოებითი მოძრაობებს სულში რომელიც განაპირობებს ამათუ იმ ქცევას ადამიანისა. როცა უპირისპირდება ქრისტიანი ამ ცოდვის თუ ვნების მიერ გამოვლინებებს და ცდილობს მათგან თავის დახწევას უფრო მეტ გამოცდილებასა და ცოდნას იძენს და ამ ბრძოლაში თავის ცოდვებთან თუ ვნებებთან რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება რაც უფრო წარმატებულია ადამიანი უფრო კარგი ფსიქოლოგიცაა. როგორც მოციქული ამბობს რომ დაცემულ ანგელოსებს არც დღისით და არც ღამით არ სძინავთ და სულ იმის ცდაში არიან როგორ გვაცდუნონ გარკვეული უარყოფითი კუთხით ფსიქოლოგებიც შეიძლება ვუწოდოთ რომ ისინი სწავლობენ ადამიანის სულიერ მდგომარეობას და მის სუსტ წერტილებზე მიაქვთ იერიში.რაც ერთის მხრივ კარგია უფალი უშვებს რათა დაინახოს ადამიანმა თავისი სისუსტეები და აღმოფხვრას იგი.ადამიანი საკუთარი თავში დაგროვილი გამოცდილებით შეუძლია მიხვდეს ზოგ რამეს სხვა ადამიანის ქცევის საუბრის თუ მიმიკის გამოვლინებაში.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე ჩემი აზრით წმინდა დიდი მოსაგრე ბერები ასევე უდიდესი ფსიქოლოგები იყვნენ ატარებდნენ რა დროის უმეტეს ნაწილს საკუთარი სულის შესწავლის სიღრმეებში.განსაკუთრებით ამ კუთხით აღსანიშნავია იოანე სინელის "კიბე" მე ასეთი ღრმა ფსიქოლოგიური წიგნი სხვა არ მეგულვება.
ამიტომ აზრს რომ ფსიქოლოგია სხვა რამეა და შორსაა ქრისტიანობისგან არ ვეთანხმები.უბრალოდ სხვადასხხვა ადამიანი ეს იქნება ფროიდი თუ სხვა საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უძებნიდა ახსნას ადამიანის იმ გამოვლინებებს რაც ფსიქოლოგიურ კატეგორიაში შედის.
სულ მაინტერესებდა და ეხლა გავიგე, რომ სანგვინიკი ვყოფილვარ რამდენად სარწმუნოა, არ ვიცი ოღონდ
ტუსტუს, შენ გეცოდინება ისე, როგორ გავარკვიოთ ეგ ისე რომ სანდო იყოს?
აეროტიკუს ტემპერამენტუს © "შერეკილებიდან"
BOO
უყურე შენ
ნუ ყველას თავისი მეთოდი და თავისებური ხედვა აქვს
ვფიქრობ არაფერია ამაში ცუდი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც პრობლემას გაანალიზებს ფსიქოლოგი კლიენტთან ერთად, ეგრევე რჩევა აჯახო ნიშნავს რომ არაპროფესიონალია
და კიდევ ერთი, გადაწყვეტილებას იღებს თავად კლიენტი და არა-ფსიქოლოგი, ვოტ !
პ.ს. სანამ საზიერებლად ან ლოცვების წასაკითხად წავა, ჯერ განწყობა უნდა შეუქმნა, რომ ამის გაკეთების სურვილი გაუჩნდეს..
BOO
ჩემთვის ჩემი მოძღვარი არის ჩემი ფსიქოლოგი და მე მას ვცდილობ რომ ყოველთვის დავუჯერო
ზოგჯერ მართLაც ხალხი მოძღUართან ვერ იხსნება და მიდის ფსიქოლოგთან და ამ გზით უნდა დაიწყნაროს თავი, მაგრამ ცოდვას რას უშვები? აი აქ სტოპ
ფსიქოლოგთან ურთიერთობა ცხადია თავისთავად არამართლმადიდებლურ საქციელად არაფრით არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ...
საკითხავი ისაა რატომ მივდივართ ფსიქოლოგთან? (!)
და ვინაა ფსიქოლოგი, როგორც გარკვეული იდეოლოგიის მატარებელი სუბიექტი?
თუ მიხვალ ფსიქოლოგთან რათა დაძლიო ბარიერი, რომელიც არსებობს ვთქვათ მამაოსთან ურთიერთობაში გახსნილობის ხარისხის თვალსაზრისით, ცხადია არ იქნება აქ არაფერი არამართლმადიდებლური.
თუმცა თუ ფსიქოლოგი მიმართავს კონსულტაციას არა დაძლევის არამედ როგორც პრობლემის უარყოფის მიზნით, ეს უკვე განსხვავებული (მართლმადიდებლობისაგან) იდეოლოგიის გავლენით ''მკურნალობაა".
ერთი ანეგდოტი მახსენდება ახლა ფსიქოლოგისა და პაციენტის ურთიერთობაზე
ორი მეგობარი ხვდება ერთმანეთს და ერთურთის მოკითხვის შემდეგ გაარკვევენ რომ ერთერთს ფიზიოლოგიური პროცესების შეუკავებლობა აწუხებს, რაზეც მეგობარი ურჩევს ფსიქოლოგს მიმართოს...
მომდევნო შეხვედრისას როცა მრჩეველი კვლავ დაინტერესდა მეგობრის მდგომარეობით და კითხა ახლა კიდევ გაწუხებსო, პასუხად მიიღო: კი ისევ ვერ ვახერხებ შეკავებას, მაგრამ ახლა უკვე ვვამაყობ ამითო...
სავალალოა, მაგრამ ასე ბევრი ფსიქოლოგი ''უმაღლებს თვითშეფასებას" პაციენტს.
და როცა ფსიქოლოგთან მივდივართ იმიტომ რომ ვესაუბროთ ისეთ საკითხებზე, თუ როგორ მოვიპოვოთ დომინანტის როლი მეგობრებში, ან კოლეგებს შორის...
როცა საუბარი ეხება საყვარლის ძროხა ცოლისათვის ადგილის მისაჩენად სტრატეგიების გამორკვევას (უკაცრავად გამოთქმებისთვის)...
როცა ''ვაგვარებთ'' საკუთარ ზედმეტად დამთმობ ხასიათს (რაც ერთერთი დიდი სათნოებაა)და ა. შ...
ეს უკვე იმთავითვე არაქრისტიანული მიზნებია და ფსიქოლოგის წმინდა სამედიცინო მიდგომა კიდევ უფრო მეტად აცდენს ადამიანს ჭეშმარიტებას...
ასეტ სიტუაციებში მხოლოდ ფსიქოლოგიური განათლება ვერ უშველის ადამიანს... სულიერების მაღალი რანგი ნამდვილად მოეთხოვება ფსიქოლოგს, ისევ და ისევ სრულფასოვანი კონსულტაციების საწარმოებლად
ყველა ადამიანშია შინაგანად ფსიქოლოგი...
მე არ მგონია რო ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას...
თუ რასაკვირველია ღირსეულად იყენებ ამ ყველაფერს...
თუმცა არსებობს მეორე მხარეც,ფსიქოლოგები თავიანთ შეხედულებებს პროფესიიდან გამომდინარე ხშირად უპრობლემოდ ახვევენ თავს ადამიანებს...
მე მომისმენია ფსიგოლოგიის ლექციაზე მართლმადიდებლობისთვის სრულიად მიუღებელი აზრები...ამ ყველაფერს კი ფსიქოლოგი გისაბუთებს და თავს გახვევს რაც ძაან ცუდია...
საერთოდ ცუდი საქციელის გამართლება ჩამი აზრით ძალიან ცუდი საქციელია თავის მხრივ...ასე რომ ადამიანის დასამშვიდებლად რაღაც სისულელეების მტკიცება არ მიმაჩნია კარგი ფსიქოლოგის საქციელად...თუ ცუდი ჩაიდინე ის უნდა დავიდეს შეგნებამდე და გამოსწორება შეძლო და არა ის რო თვლიდე არაფერი დაგიშავები და მერე რა...!
ფსიქოლოგი თეთრს შავად დაგანახებს თუ მას სურს ეს... შიშს დაგვაძლევინებს, პრობლემასთან შეგუებას გვასწავლის და ასე შემდეგ...
მოძღვარი კი რაც მართლმადიდებლურია იმას გვირჩევ(ჩვენც ვძლევთ იმ მომენტში პრობლემას, მაგრამ ეგ ხშირად ეკლესიის კარიბჭემდე მიგვყვება ხოლმე).
ყველა მოღვარი ფსიქოლოგია ქვეცნობიერად, მგონი ამ საგანს სწავლობენ კიდეც სასულიეროში..
აქ თუ არის ფსიქოლოგი გვითხრას ადამიანებს ჩიპები ელანდება თუ მართლა არსებობს..ეს მოლანდებები შეიძლება მტერმა ცუდად გამოიყენოს..
elusia
მხევალი ნინო
ხო მაგრამ კაიროსი ამბობს რომ ფობიები აქვს ამ ხალხსო, ზღაპრებს შეეშვითო..
elusia
მხევალი ნინო
ერთი ანეგდოტია..,, კაცი მიდის მილიციაში და ეუბნება ჩემს ბინაში ნიანგიაო.. მუშაკი ეუბნება შენ ფსიქოლოგი გჭირდება ,,ბინაში ნიანგს რა უნდაო..და გაუშვებს.
მეორე დღესაც მოვა ეს კაცი და ისევ ნიანგიაო.. ისევ ექიმთან გაუშვებენ..მესამე დღეს მოდის და ისევ ნიანგიო.. ჰოდა უყვირეს და გააგდეს.. მერე ეს კაცი არ მოვიდა, თავად მილიციელს დააინტერესა და ბინაზე მიაკითხა,, იქ რომ იკითხა ეს კაცი სად არისო.. ეგ კაცი ნიანგმა შეჭამაო..
elusia
ისე რა ტიპი ხარ
ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი მომწონხარ
მართლმადიდებელს რომ საფსიქოლოგოთ გაუხდება საქმე....... ეეეჰ
A.v.B
იცი რა ჩიპები და ეგ ყველაფერიო ზღაპრები და ჰალუცინაციებიაო..
არადა მეც კი ვიცი რომ ეგრე არ არის..
ძლიერ მაინტერესებს ადამიანის ფსიქოლოგია და მსგავს თემაზე რამე მომაწოდეთ რომ გავეცნო, თუ მოგეპოვებათ
უიღბლოს ფსიქოლოგია
ფაქტია – თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები.
ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, “looser“–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე ( როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს).
1) წარუმატებელი ადამიანების პირველი, ყველაზე საინტერესო და „შხამიანი“ სახეობა – ეს არის ადამიანი, რომლის ინტელექტიც (ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი) უფრო მაღალია, ვიდრე მისი რეალურად გამოყენების შესაძლებლობა, ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები.
როგორც ერთი ოდესღაც არც თუ ისე ცუდი პოეტი, დღეს კი არყისა და ბილიარდის მოყვარული, იტყოდა: „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის“.
ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება კრიტიკული და შურიანი. ის ბევრ სფეროშია გათვითცნობიერებული, მაგრამ შინაგანად ღრღნის ფაქტი, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნის. მას რაიმეს სერიოზულად გაკეთების სურვილი უქრება, რადგან იცის, რომ სხვებზე უკეთესად მაინც არ გამოუვა, ცუდად გაკეთება კი ეთაკილება. ასეთ ადამიანს ეზიზღება ყველა ის, ვინც ძალას არ ზოგავს მიზნის მისაღწევად, რაც თავისთავად , ამ ჩვენი უიღბლოსთვის, არასაკადრისია. მისი მოწოდებაა – იყოს სამზარეულოს, ან სალონის მოლაყბე: აი, აქ კი ბრწყინავს, ამსხვრევს ავტორიტეტებს, აზანზარებს სამყაროს და საჩვენებელი, „გამნიღბავი“ თითით მიანიშნებს კლასიკოსების ლაფსუსებსა და მზის ლაქებზე.
მართლაც, რომ „ვაი, ჭკუისაგან!“ – რომ ყოფილიყო სულელი და გონებაშეზღუდული, დაკმაყოფილდებოდა ბევრად უფრო ნაკლებით: იმუშავებდა, მწვერვალისკენ წავიდოდა, სიამოვნებას მიიღებდა მიღწეული პატარ–პატარა გამარჯვებებისაგან. ასე კი: „მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება – მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!“.
ზოგჯერ, უბრალო კაცთმოყვარეობის გამო მოგინდება, ასეთ ადამიანებს მოაკლო ინტელექტი, რომ ნაკლებად იფიქრონ ამ ქვეყნის უბადრუკობაზე და რამის კეთება მაინც დაიწყონ. ასეთი უიღბლოების ავადმყოფური, საცოდავ–აგრესიული სახის გამომეტყველება აუტანელია, როგორც გადამდები ავადმყოფობით დაავადებული ძაღლის თვალები – ერთდროულად გინდება მათი გამოკვებაც და მათგან განზე გასვლაც.
2) მეორე სახეობა – ეს არის უიღბლოების ყველაზე საინტერესო და ტრაგიკული ტიპი და მასში შედიან ადამიანები, რომელთაც ბუნებისგან ყველაფერი ებოძათ: არიან ლამაზები, ჭკვიანები, მომხიბვლელები, ნიჭიერები. ყველაფერი იოლად ეძლევათ და ამიტომ განსაკუთრებულად არც არაფერი სურთ!!! მათ ბავშვობიდან უწინასწარმეტყველებენ წარმატებულ კარიერას სხვადასხვა სფეროში, ისინი იოლად ასრულებენ წამოწყებულ საქმეს და მიიწევენ ზემოთ; გზაზე არ ხვდებათ რთული წინააღმდეგობები და სწორედ ამიტომ, მიაღწევენ რა ზრდასრულ ასაკს (არა 50 წელს, არამედ სრულწლოვანებას), აღმოჩნდება, რომ არ აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორიცაა უნარი, დაიხარჯო ბოლომდე შენს საქმეში, მიიღო სიამოვნება მძიმე და ზოგჯერ მონოტონური შრომისგანაც კი. თავიანთი ნიჭიერების „წყალობით“ ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რას ნიშნავს დაძაბული მუდმივი მუშაობა და როდესაც ცხოვრებაში ნამდვილად რთულ წინააღმდეგობებს წააწყდებიან, შინაგანად ტყდებიან, ან იოლად იხევენ უკან შემდეგი მოტივით: „რატომ დავიდგა წელებზე ფეხი, როდესაც შეიძლება სხვა საქმის იოლად და წარმატებულად კეთება?!“
როდესაც ადამიანს არ აქვს მნიშვნელოვანი მოტივი ძალების მობილიზებისთვის, არ აქვს მიზანი, ის შინაგანად ინგრევა და სავალალო შედეგამდე მიდის – გადის ოცი წელი და დგება პიროვნების კრიზისი…კომპანიის საყვარელი თანამშრომელი, თაყვანისმცემლების კერპი – სულ იოლად ლოთდება და ნელ–ნელა ქვემოთ ეშვებია: „ყველამ რაღაცას მიაღწია, მე კი, ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი, რას წარმოვადგენ ახლა?… ვინ ვარ?….ჰეი, თაყვანისმცემლებო, ვის გაქვთ დასალევი?!“
ეს არის ზღაპარი მწევარზე, რომელიც ფეხზე მიბმულ ბირთვს დაათრევს, რომ ძალიან სწრაფად არ ირბინოს. ის ისე სწრაფად დარბის, რომ შეუძლია, დაიძინოს, სანამ სხვები გარბიან და როცა დანარჩენები მიზანს მიუახლოვდებიან, მაშინ იხსნის ბირთვს და გარბის რაც ძალა და ღონე აქვს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სხვებმა უკვე მიასწრეს და ჯილდოც აღებულია.
ბრძენმა და მომთმენმა ხალხმა იაპონელებმა ტყუილად არ აღიარეს მიზნის მიღწევის სიმბოლოებად ლოკოკინა და კუ: „ნელ–ნელა იცოცე, ლოკოკინავ, ფუძიამას ფერდობზე… მაღლა, მწვერვალისაკენ! “
3) უიღბლოების ყველაზე ღირსეული ნაირსახეობა – რომანტიკოსები. ისინი ხშირად არარეალურ, საფუძველსმოკლებულ საგნებზე ოცნებობენ. თვალები უციმციმებთ, მათი სული „მღერის“ და, სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანები ხშირად იქცევიან ნაძირლების სასურველი და იოლ ნადავლად. ისინი ცუდად ერკვევიან ცხოვრებაში, რადგან, როგორც წესი, სხვა ადამიანებზე მსჯელობენ საკუთარი თავიდან გამომდინარე. ისინი მუდამ სხვების გაბედნიერებაზე, რაიმე დიდებულის შექმნაზე ფიქრობენ, მაგრამ, როგორც წესი, მათი კეთილშობილებით ხშირად ცუდად სარგებლობენ. დიახ, ესენი არიან კეთილშობილი უიღბლოები.
რაც უფრო დიდ გეგმებს დაისახავს ადამიანი, მით მეტია შანსი, რომ წარუმატებლობა განიცადოს: დაბრკოლება ბევრია, მიზანი – რთული და ძნელად მისაღწევი, რაც უფრო ღრმად შედიხარ ტყეში, მით მეტი წინააღმდეგობა გხვდება; ბევრი შრომაა საჭირო, რისკიც მეტია და კონკურენციაც.
4) არსებობენ ნევროტული უიღბლოებიც – მათ ისეთი მძაფრი სურვილები აქვთ, ისინი ისე ცდილობენ, ფორიაქობენ, რომ სიჩქარეში მცდარ ნაბიჯებს დგამენ და საქმეს აფუჭებენ. მათ ისე სურთ მიზნის მიღწევა, ისე განიცდიან, რომ ვეღარ ხვდებიან, რეალურად რა და როგორ უნდა გააკეთონ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ ჭკვიანები არიან, გადაჭარბებული მონდომების გამო უსაზღვროდ ნერვიულობენ, ერთგვარი აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან და სულელებს ემსგავსებიან.
ასეთ უიღბლოებს შორის გვხვდებიან „უვნებელი ხეპრეები“, რომლებიც სიცილს იწვევენ და ხშირად ბელეტრისტების საყვარელ პერსონაჟებად გვევლინებიან. ისინი ვერ განიხილავენ პრობლემას კომპლექსურად, ვერ ხედავენ მიზეზშედეგობრივ კავშირს საწყის ქმედებებსა და საბოლოო შედეგებს შორის.
5) უიღბლოთა ყველაზე „სავალალო სახეობა“ – ადამიანი, რომელიც „ყველაფერს სწორად აკეთებს“, მაგრამ ცუდი და გაუთვალისწინებელი მოვლენები ამსხვრევენ მის გეგმებს. ასეთი უიღბლოები ემსგავსებიან აზარტულ მოთამაშეს, რომელიც არა მარტო საკუთარ, არამედ ნათესავებისა და ახლობლების ქონებასაც ანიავებენ: ისინი ხომ წესების დაცვით თამაშობენ. უიღბლობა კი რისკის არსებობის ვერშეფასებაა. მათ აკლიათ ინტუიცია, როგორც თვისება, უნარი, შეაფასო, გაითვალისწინო ფაქტების ერთობლიობა და შეძლო რთული სიტუაციის მართვა. და საერთოდ, ეს არის არასწორი თვითშეფასების შედეგი.
უიღბლო ადამიანი ერთი–ორი წარუმატებლობის შემდეგ ყველას მწუხარებით უყვება საკუთარი უიღბლობის შესახებ. წარუმატებლობა ხომ ყველაფერს ხსნის: “ მე კი ლომივით ვიბრძოდი, მაგრამ ღმერთების წინააღმდეგ ვერ წახვალ“ – ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო და იოლი პოზიციაა.
6) უიღბლოების ყველაზე ტრაგიკული სახეობა. ადამიანის ამ ტიპის უიღბლოდ ჩამოყალიბება გარდატეხის ასაკში ხდება – როდესაც მოზარდს ყველაფერი ეძლევა, ყველაფერი აქვს დადებითი ემოციების მისაღებად, არ აწყდება გარემოს წინააღმდეგობას და სწორედ აქ ჩნდება საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტი – სურვილი ყველა ტიპის შეგრძნებების (როგორც დადებითის, ისე უარყოფითის) მიღებისა. ამ დროს მოზარდის ჯერ კიდევ ბავშვური ტვინი იწყებს ძებნას, თუ რას მიეკედლოს, სად არის „ცუდი და განსხვავებული“, რა არის ტრაგიკული? (გაიხსენეთ პატარა ბუდა.)
ამგვარად, ცნობიერშიც და არაცნობიერშიც იჭრება უარყოფითის ფაქტორი: ხშირად ეს არის ფიქრი ტრაგიკულ სიკვდილზე, სიძნელეებსა და სავალალო ბედზე, რასაც რეალურად არავითარი საფუძველი არ აქვს. ასეთი ადამიანი მომავალი წარუმატებლობების შესახებ მტანჯველი აზრებისგან თავს იცავს იმით, რომ წინასწარ ეგუება, ფსიქოლოგიურად ამზადებს თავს ამისთვის. ეს არის ადამიანი, რომელსაც სუსტი, არამყარი ფსიქიკა და ცვალებადი ხასიათი აქვთ.
ასეთ უიღბლობას შეგვიძლია, დავარქვათ იღბლიანობის შიში: ადამიანი ხვდება წარმატების შენარჩუნების სირთულეს და ირჩევს მითს უიღბლო მომავლის შესახებ.
თუ თქვენ წინასწარ განეწყობით წარუმატებლობისთვის, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას.
საჭიროა, გვახსოვდეს, რომ უნარი „ბედი დაიჭირო კუდით“, ეს არის უნარი, ფეხზე წამოდგე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემი.
ესა ვინ მოიფიქრა ??
A.v.B
წაიკითხე მეგობარო ჯერ
ნეტა ამას ვინ კითხულობს
ikanosi
ხო და რაშია ეხლა საქმე აბა ?
A.v.B
საკუთარი თავი თუ ნახე?
რაშია და დაგეხმარება ადამიანები უფრო შეიცნო და დაუახლოვდე
ikanosi
ვერა...
პროფესიული ფსიქოფიზიკური გადაწვის პროფილაქტიკის ფსიქოთერაპიული პრინციპი(ამის კითხვის გამო ენას ნუ მოიტეხთ )
შესავალი ანუ შინაგანი ღიმილის თეორია
ჩვენ ვეჭიდებით მოთხოვნილებებს, ვნებებს, ლტოლვებს, მთელს ჩვენს
სიცოცხლეს ყველა ჩვენი ძლიერი თუ სუსტი წერტილებით, ვებრძვით პრობლემებს, ვმოძრაობთ, დავრბივართ, ვფიქრობთ და ვაზროვნებთ, ვეჭიდებით უმძიმეს სირთულეებს, შედეგად, ბოლოს და ბოლოს ვიგებთ ამ ბრძოლაში, იმიტომ კი არა რომ ისინი სუსტები არიან, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძლიერნი და შეგვწევს ძალა მივიღოთ ახალი გამოცდილება, რეალიზება მოვახდინოთ ჩვენი შესაძლებლობების და მივიღოთ ღმერთის სიყვარული, მისი სიმშვიდე და ვიყოთ ბედნიერნი...
ფ. ნიცშე
სიცოცხლე სტრესის გარეშე წარმოუდგენელია ისევე, როგორც მეეზოვე ცოცხის გარეშე. ადამიანის დღევანდელი აქტიურობა გაჟღენთილია დაძაბული სიტუაციებით, რთული ცხოვრებისეული მომენტებით, რომლებსაც უდიდესი ზიანი მოაქვს ჩვენი ფსიქისა თუ სხეულისათვის. დღევანდელი ადამიანი შეიძლება ითქვას სტიგმატიზირებულია სტრესით და მისი მრავალფეროვნებითი შემადგენლობით თუ აგებულებით. ყოველ სიცოცხლის მშვენიერ წამს ადამიანს უწევს ჭიდილი და ბრძოლა გადარჩენისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ბრძოლა სიცოცხლის მთავარი კანონია და ჭეშმარიტება. ყველაფრის მიზეზი კი დროა, რომელიც ისე სწრაფად გარბის, რომ ჩვენი აღქმის ელემენტები მის გაშინაგნებასა და გათავისებას ვერ ასწრებენ, რის შედეგადაც ძალიან ბევრი ტკბილი, ულამაზესი და სასიამოვნო ცხოვრიბესეული წამი ღრმად იტენება ქვეცნობიერის უდაბნოში. დღევანდელი ცხოვრების რიტმი ძლიერ არის აჩქარებული, ადამიანს უწევს გაეკიდოს იმას რისი დაჭერის შესაძლებლობა და უნარი არ გააჩნია. ადამიანი მისდევს 100 კილოგრამს, როდესაც მისი ფიზიკური შესაძლებლობები მხოლოდ ორი თუ სამი კილოგრამის დაძლევისთვის არის განკუთვნილი. ასეთ დამიკიდებულებას კი ძალზედ მძიმე უკუჩვენებები გააჩნია.
ადამიანი, როგორც ერთიანი ფსოქოფიზიკური სისტემა, შესაძლებელია მწყობრიდან გამოიყვანოს მისდამი არასწორმა დამიკიდებულებამ და ამის მაგალითები დღესდღეობით უამრავია. სტრესი ბევრი ადამიანისათვის ცხოვრების სტილია. ასეთ ადამიანებს ქვეცნობიერად აქვთ სტრესისადმი ბრმად ჩამოყალიბებული ლტოლვა და სტრესის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ერთი მხრივ ასეთი ადამიანები შექებასაც კი იმსახურებენ, მაგრამ მეორე მხრივ არ დაგვავიწყდეს თუ რა მოვლენასთან და მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. სტრესისადმი ბრმა ლტოლვამ შესაძლებელია შიზოფრენიამდეც კი მიგვიყვანოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ, სტრესი მავნებელია. სტრესი შესაძლებელია მეტი მოტივაციისა და პიროვნული ზრდის მთავარ გამშვებ მექანიზმად მოგვევლინოს, თუ რა თქმა უნდა მისდამი სწორ დამოკიდებულებას ვისწავლით. დაიმახსოვრეთ, ცხოვრება ბრძოლაა, სადაც მილიარდი სტრესი მდგომარეობს და ბუდობს. ცხოვრება სტრესის რიტმია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა დანებდეს თუ მას არ შეუძლია ამა თუ იმ დროის მონაკვეთში დასძლიოს სტრესული სიტუაცია. ადამიანის შინაგანი სულიერი მდგომარეობის კანონი შეიცავს ბრძოლას გადარჩენისათვის. ბრძოლას, რომელიც მთელი საუკუნეების და ერთი დროის მანძილზე, არ მოშორებია არც ერთ სულიერ თუ უსულო სუბსტანციას. სიცოცხლის ევოლუციურ პროცესმა, ადამიანი ახალი გამოცდილებების და ახალი უნარჩვევების შეძენის წინაშე დააყენა. ადამიანს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა სტრესის შედეგად. ყოველ წამს ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება და ახალ რიტმზე გადადის. ჩვენი ძველი ქცევის სტრატეგიები იცვლება ახალი სტრადეგიებით, არჩევანის ახალი მიმართულებებით. ყოველ წამს ჩვენ უპირისპირდებით ახალ პრობლემებს და ამოცანებს, რომლის გადასაჭრელად ჩვენ ქცევის, აზროვნების, გრძნობიების ახალი მექანიზმები გვჭირდება. ევოლუციის შედეგად ჩვენში და ჩვენს გარშემო ყველაფერი იცვლება. იცვლება ინტერესები, მოთხოვნილებები, მიზნები, რომლებსაც ჩვენი ფსიქოფიზიკური აქტივობა სხვა რიტმზე, სხვა სიჩქარეზე გადაჰყავს. ადამიანი იცვლება ყოველ წამსა და წუთს, საათს თუ დღეს, ეს ცხოვრების წესია და კანონი, რომელიც სიცოცხლის არსებობის მანძილზე უწყვეტია. ეს არის ცხოვრების რიტმი სადაც ადამიანი უდიდეს როლს ასრულებს, რა თქმა უნდა თუ ის ცნობიერად უპირისპირდება საკუთარ თავს და გარემოს.
ადამიანის სწორი ცხოვრებისეული რიტმი, სადაც მას არ ექმნება მძიმე ფსიქოფიზიკური პრობლემები, დამოკიდებულია საკუთარი პიროვნებისადმი ცნობიერი დამიკიდებულებით. როდესაც პიროვნებას გააჩნია სწორი ინფორმაცია საკუთარ შესაძლებლობებზე, თუ რისი უნარი გააჩნია მას, რისი გაკეთება შეუძლია და საერთოდ ვინ არის ის პიროვნულად, მხოლოდ ამ დროს აქვს მას შესაძლებლობა იმოძრაოს სწორი რიტმით, იმ გზით, სადაც უამრავი საბრძოლო სიტუაცია იჩენს თავს. იმისათვის რომ, ადამიანი გაუმკლავდეს პიროვნულ სტიგმებს, კომპლექსებს, შიშებს და სხვა შემაფერხებელ ნევროტულ ტიკებს, ადამიანს უნდა შეეძლოს სწორად შეაფასოს საკუთარი თავი, გარემო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოძრაობა და პიროვნული ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სოციალური ზრდა.
გაგრძელება იქნება
მოძრვარი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. თუ ასე არ არის ვფიქრობ ის ვერ იქნება ღირსეული მოძღვარი და ვერც ეკლესიის მსახური. ჩემი ოჯახის მამაო არ არის კარგი ფსიქოლოგი და მე არ მიჩნდება სურვილი მასთან გულწრფელად გასაუბრებისა. ერთხელ, როცა ფსიქოლოგიურად გამიჭირდა მონასტერში წასვლა გადავწყვიტე და იქ მინდოდა მეცხოვრა. მივედი ეს და ვუთხარი მას (მოძღვარს) და დახმარება ვთხოვე. მან კი ნაცვლად იმისა ჩემს გადაწყვეტილებას მისალმებოდა და დამხმარებოდა ასე მიპასუხა. ოოო, ეგ ეგრე ადვილი კი არ არის სენ რომ გგონიაო და განაწყენებული სახლში დავბრუნდი. მერე ჩემით გავუმკლავდი ჩემს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, დეპრესიას. გამოვედი მდგომარეობიდან და აღარც მონასტერი გამხსენებია. ასე ააცდინა ერთი ადამიანი, ჩემი სახით, ჭეშმარიტ გზას მოძღვარმა.
რა კარგი თემა მიცემია დავიწყებას,დავიჯერო ისე განვითარდა აქ ხალხი სულიერათ რომ ამ თემამ ამოწურა მისი თავი?აი,სწორეთ აქედან უნდა იწყებოდეს ათვლის წერტილი ადამიანების მიმართ ერთმანეთთან ıრთიერთობის თუ სხვადასხვა საკითხებისადნი ძირეულათ წვდომისა,სიღრმისეულათ გაანალიზებისა და ამის შემდეგ მცდელობა რა შეგვიძლია,რაში შეგვწევს უნარი ამა თუ იმ საკითხებზე პასუხის გაცემისა,პრობლემის მოგვარებისა,ერთმანეთიşს თუ გარშემომყოფების მიმართ გვერდით დგომისა,ყველაზე უფრო კი იმისა,თუ რამდენათ ვართ ჩვენი რწმენის მიმდევრები,ჩვენი რწმენა ხომ ადამიანის სულის შემსწავლელი და ამა თუ იმ ქცევების გაანალიზების საუკეთესო და შეუცვლელი სწავლებაა,საკუთარი თუ ერთმანეთისადმი სიღრმისეულ წვდომაში არის ყველაზე უფრო შესაძლებელი გავცეთ აწორი და საჭირო პასუხები რამდენათ სწორ გზას მივყვებით.ერთია კიდევ რომ ეგოისტი ადამიანი ყველაზე ადვილათ ამოსაცნობია ასეთ საკითხში,ის არასოდეს ჩაუღრმავდება სხვის სულიერებას,რას გრძნობს ,რა აწუხებს,რას განიცდის,ის მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს და უცხოა მისთვის სულიერათ უღრმავდებოდეს ამ ყოველივეს,ამიტომააცაა რომ ბევრი ღრმათ მორწმუნეთ მიჩნეული შინაგანათ გაყინულია და მხოლოთ საკუთარი თავით შემოიფარგლენა,ჰგონია რომ საკუთარ სულზე ზრუნვა საკმარისია უფალთან სათნოების მოსაპოვებლათ.
სწორეთ ფსიქოლოგიის სიღრმისეულ ცოდნას შეუძლია ადამიანები უფრო მეტად დააკავშირონ ერთმანეთს,რამდენათ სჭირდებათ ერტმანეთის გვერდით დგომა,ღრმათ ჩასწვდნენ ერთმანეთის სულს და ამოიცნონ რა დროს რისი გაკეთება შეუძლიათ გვერდით მდგომთათვის,თუნდაც სულიერათ განვითარებისათვის,თუნდაც სწორი გზის მითითებაში როცა დაინახავენ რომ ესა თუ ის ადამიანი არასწორი გზით მიდის,როცა ხედავს რომ ეს ადამიანი შეიძლება სადგაც გადაიჩეხოს,მისი სულიერი წვდომა ეხმარება მას ასეთ დროს იმ ადამიანის შეგნებაში ღრმათ შევიდეს და დაეხმაროს ,დაანახოს ,თვალი აუხილოს.აი,ასეთაD განვითარებული ადამიანი უფრო მეთ სიკეთეს გააკეთებს და უფლისთვის სათნომყოფელი იქნება ,ვიდრე ოთახში ჩაკეტილი და მხოლოთ საკუთარ სულიერებაზე ზრუნვის გამო მუხლებზე გადატყაული იარებით მდგომი უფლის წინ,მოყვასის განცდების თუ ტკივილების მიმართ კი გულგრილი და ზურგშექცეული.
"ყველას თავისი საქმე აქვს, მღვდელსაც და ფსიქოლოგსაც. მღვდელი რასაც მოიმოქმედებს, იმას ვერავინ ჩაანაცვლებს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გატანჯა პრობლემებმა, თავისი ცოდვებით საკუთარ თავს თვითონვე რომ შეუქმნა, ბოლოს იმით ამთავრებს, რომ "აღსარებას" ფსიქოლოგთან ამბობს. ისინი ფსიქოლოგებს საკუთარი ავადმყოფობის ისტორიას უამბობენ, პრობლემების გამო რჩევას სთხოვენ, ხოლო ფსიქოლოგები, თავიანთი რჩევებით, პირდაპირ იმ მდინარის შუაგულში ყრიან ამ ადამიანებს, რომლის გადალახვაც მათ სურდათ.
შედეგად ეს საწყლები ან იხრჩობიან, ანდა დინება წაიღებთ და მეორე ნაპირზე გასულები სასურველი ადგილიდან ძალიან შორს აღმოჩნდებიან ხოლმე. ხოლო თუკი ასეთი ადამიანები მოძღვართან მივლენ და აღსარებას იტყვიან, მდინარეზე სრულიად უსაფრთხოდ - ხიდით გადავლენ. აღსარების საიდუმლოში ღვთის მადლი მოქმედებს და ადამიანი ცოდვებისაგან თავისუფლდება".
/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/
"- საბჭოთა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მარქსისტული (ათეისტური) მსოფლმხედველობა ინერგებოდა. იგი ცდილობდა, ადამიანის ცხოვრება და ფსიქიკური პროცესები მარტოოდენ მატერიალურ და ეკონომიკურ საქმიანობაზე დაეყვანა. ხომ არ განიცდიდა ფსიქოლოგია გარკვეულ ზეწოლას ამ თვალსაზრისით?
- საბჭოთა პერიოდში ფსიქოლოგიას მართლაც არ მიეგებოდა პატივი. ფსიქოლოგიის საკითხების გადასაწყვეტად საკმარისად იყო მიჩნეული ფიზიოლოგთა შეხედულებები. დიმიტრი უზნაძემ ჩამოაყალიბა განწყობის თეორია, რომელმაც სხვადასხვა ფსიქიკური პროცესი გააერთიანა. ეს იდეალისტური თეორია გახლდათ, ამიტომ, ბუნებრივია, მის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ფსიქოლოგია ხელისუფლების მხრივ ყოველთვის განიცდიდა ზეწოლას. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გაფართოვდა, მეცნიერების ეს დარგი განვითარდა. დიმიტრი უზნაძის გარდაცვალების შემდეგ ჩამოყალიბდა პედაგოგიური და სოციალური ფსიქოლოგია. მე სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე გახლდით. შევისწავლიდით ბავშვის გონებრივი განვითარების საკითხებს, ოჯახის, საზოგადოების როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში და ა.შ."
"ფსიქოლოგიას დღეს ერთობ ვრცელი ცოდნა აქვს პიროვნების აღზრდის, ჩამოყალიბების, ინტელექტუალური განვითარების, სოციალურ ურთიერთობაში ადგილის პოვნის შესახებ. იმედია, ამ ცოდნას მომავალში გამოიყენებს ჩვენი სასკოლო თუ უმაღლესი სასწავლებლების პრაქტიკა, რათა ემოციურად, ინტელექტუალურად ჯანსაღი საზოგადოება ჩამოყალიბდეს."
/მეცნიერი შოთა ნადირაშვილი/
"- ბატონო შოთა, როგორ გაიხსენებდით თქვენს მასწავლებელს - დიმიტრი უზნაძეს? როგორი იყო იგი ცხოვრებაში, სტუდენტებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობაში?
- ბატონი დიმიტრი გახლდათ არა მხოლოდ უდიდესი მეცნიერი და ორგანიზატორი, არამედ პიროვნება, რომელიც უზომოდ ზრუნავდა თანამშრომლებზე, თითოეული მათგანის ცხოვრებაზე. ასპირანტურაში რომ მიმიღეს, ბატონმა დიმიტრიმ სამ ექიმთან გამგზავნა შერყეული ჯანმრთელობის განსამტკიცებლად. ყველაზე ასე ზრუნავდა. ასპირანტურის I კურსი დავამთავრე, როდესაც ბატონი დიმიტრი გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ ჩემი მომდევნო კურსის საბუთებში თვითონ ჩაეწერა იმ თემის სათაური, რომელიც საკანდიდატო დისერტაციის სახით უნდა დამემუშავებინა. ყველას ინტერესები და შესაძლებლობები იცოდა, იყო ძალიან კარგი მეგობარი ადამიანებისა, რომლებიც იმხანად ქართულ მეცნიერებას ედგნენ სათავეში."
/მეცნიერი შოთა ნადირაშვილი/
"ფსიქოლოგთა უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს, არ იცის ბოროტი ძალის მსახურთა მოქმედების შესახებ, არ ესმის, რა დიდ ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ფსიქიკაზე. აზროვნების პროცესის განხილვისას ამ დარგის სპეციალისტები არ ითვალისწინებენ რა არააქვეყნიურ ძალთა გავლენას, ხშირად რჩებიან მეტად პრიმიტიულ დონეზე ამ ურთულესი ფსიქიკური პროცესის გაშუქებისას"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience