ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.
მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს.
მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე.
რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი...
აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს
დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს.
ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო)
ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი ).
მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე!
გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა?
პასუხი: საჭიროა!
მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია!
მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)!
პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები
საღამოს გვიან დაძინება ერთერთი მთავარი პირობა....
მე კაი ხანია დილით ადგომა აღარ მახსოვს ხან 12 ხან 1, 2, 3 ვდგები არა არა უნდა გამოვასწორო
აკაკი
Atman
არდა მახსოვს როცა დილით ადრე ავმდგარვარ 5 ზეც 6 ზეც 7 ზეც ჯერ, ხომ ჰარეიც გრილი და სუფთაა მერე გარეთ სიწყნარე, და ამ დროს ლოცვა ხომ საერთოდ მაგარია..
დავით მეფსალმუნე ამბობს: "განთიად გეჩვენო შენ" დილით ადრიანად ლოცვა მაგარია
აკაკი
ჰოდა გონებამდეც მიუშვი ეგ (ანუ ქმედით ცოდნამდე) და მარტო ჭკუის დონეზე ნუ "იცი"
ძალიან აუცილებელია დამიჯერე, მითუმეტეს თუ სულიერად ცხოვრებას აპირებ.
საჩემო თემა ღამე გვიან დაძინებაა მთვარი პრობლემა. ღამის 2 და 3 საათზე ვიძინებ და მაღვიძარა 10_ზე რომ არ მქონდეს დაყენებული 2 საათზე ადრე ვერ ავდგებოდი ალბათ
რეჟიმში ყოფნა კარგია, გერმანიაში 6 საათზე ვდგებოდი, დღე დიდი იყო აშკარად, ყველაფერს ვასწრებდი, ასე კი ძალიან მალე გადის დრო
Atman
შენ თუ დილით გაღვიძება გიჭირს ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეგ პრობლემა არაა, დილის ხუთის ნახევარია და უკვე მღვიძავს
სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა.
ნუ გავატარებთ ძილში.
ძილი ნახევრად სიკვდილია.
terra
ცოტას შეგაშინებთ (ოღონდ არ მოგატყუებთ). როდესაც მზე ამოსულია და ჩვენ გვძინავს, მაშინ ერთი მხრივ არ ხდება იმ ტოქსინების გამოსვლა, რომლებიც წინა დღიდან (და საერთოდ ცხოვრებიდან) გვაქვს ორგანიზმში, მეორე მხრივ კი წარმოიქმნება ახალი ტოქსინები, რაც აბინძურებს პრანას.
დაუჯერებელია, მაგრამ დილას 1 საათსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სულ სხვადასხვანაირად მუშაობს პრანა როცა ვიღვიძებთ 5-ზე, 6-ზე ან 7-ზე.
აიურვედის უძველეს სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ბედნიერი ვერ იქნება ის ადამიანი, ვინც მზის ამოსვლის შემდეგ დგება (ბედნიერების აიურვედული და ჩვენი გაგება კი ცალკე თემაა).
თუ 7 საათზე ვდგებით, გვექნება ტონუსი, მაგრამ ჭკუა და გონება შედარებით მძინარე მდგომარეობაში იქნება მთელი დღის განმავლობაში.
აქვე დავამატებ, რომ გაღვიძებისთანავე უნდა ავდგეთ და ლოგინში არ ვინებივროთ, იმიტომ რომ ეს ძალიან აგდებს ტონუსს. გაღვიძებიდან 5 წუთი თუ წევხარ, კარგავ დღიური ტონუსის დაახლოებით 10-30%-ს, ხოლო ხოლო თუ მეტი, ვკარგავთ დღიური ტონუსის ნახევარს ან მეტს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია. გონებაზე მოქმედებს ეს უფრო, გონება კი ძალიან ნატიფი სტრუქტურაა და ამის გაცნობიერება ძნელია.
საერთოდ ჩვენს ნორმას ვაფასებთ იმით, როგორც ახლა ვართ და ავადმყოფური მდგომარეობაც ნორმა გვგონია, მაგრამ თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობა ნორმისგან ძალიან შორს დგას (ვგულისხმობ როგორც ფსიქიკურს, ასევე ფიზიკურს).
მეც ვდგებოდი 12 საათზე და კარგად ვგრძნობ განსხვავებას. ახლაც, როდესაც იშვიათად მიწევს ხოლმე გვიან გაღვიძება (გვიან დაძინების ან "პახმელიის" გამო), მთელი დღე ჩემთვის დაკარგულია და უაზროა (ძირითადად ყველა სისულელეს ეგეთ დღეებში ვაკეთებ ხოლმე)
ნაინა
Atman
ნაინა
ნაინა
გაცილებით პრაქტიკული საფუძველი აქვს მაგ ვერ ადგომას ვიდრე ფსიქო ფიზიოლოგიური...
ადრე რომ ადგე ამისათვის მთელი ქვეყანა უნდა იყოს მოწყობი. ყველაფერი კი დამოკიდებულია სამუშაო საათებზე.
პატრიარქის რჩევა მანამდე ვერ განხორციელდება სანამ სახელმწიფო სამსახურები და ბანკები 9-10 საათზე იწყებენ მუშაობას. მაგაზეა მიბმული შემდეგ სხვა ორგანიზაციები, სატრანსპორტო სისტემა, კინო თეატრები, სპორტული დარბაზები და ა.შ.
მე პირადად სახლში ვერასდროს ვერ მივდივარ 11 საათზე ადრე. თან როცა მივდივარ ძალიან დაღლილი ვარ უკვე. მცირეოდენი დასვენება, ჭამა, გასეირნება, ლოცვა და გახდა პირველი საათი.
პირველზე რომ დაიძინებ 5 ზე ნამდვილად ვერ ადგები. 5 ზე უკვე ჩვენთან კაი გათენებულია. და მერწმუნეთ ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანი არის.
კი შეიძლება რომ 4 საათზე მეტი არ იძინო მაგრამ, მეორე დღეს ძალა და ენერგია რომ გჭირდება მძიმე ფსიქო ფიზიკური ამოცანების გადასაწყვეტად... გამოუძინებელი ვეღარაფერს აკეთებ...
შეიძლება ვირაცეებმა მოახერხონ ადრე ადგომა და ადრე დაძინება, მაგრამ მაგ შემთხვევაში მარტოსულებად ცხოვრება მოუწევთ, ეგ კი უფრო უარესია ვიდრე სხეულის ინტოქსიკაცია... კსტაწე მაგაში მართალი ხარ. მანთ გამთენიიდან ნათელი მოფენამდე ტემპერატურული გარდატეხა ხდება და ვინც ადრე იღვიძებს ის ხვდება როგორ მიმდინარეობდა რამე ორგანიზმის დასუფთავების პროცესი...
რაც ადრე გაიღვიძებ უსიტყვოდ მით უკეთესია, ოღონდ ძილი უნდა გეყოს.
neo
მე არ ვამბობ რომ ყველამ უნდა დაიძინოს 10ზე და ყველა უნდა ადგეს 5-ზე. ვისაც შეუძლია იმან უნდა გააკეთოს ეს და თუ სხვა გზა არაა როგორც მოგიხერხდება ისე გააკეთებ.
ასეთი საზიანო თუ იყო გვიან ადგომა არ ვიცოდი
მეც გვიან ვდეგი სულ, მაგრამ ეხლა ვაპირებ გამოვასწორო.
ზამთავრში უფრო მიჭირს დილით ადგომა. თან ძალიან გვან თენდება და ეგაც უწობს ალბათ ხელს.
ზაფხულში არაა პრობლემა. სასიამოვნოც კი არის სიგრილეში საქმის გაკეთება
ამას აიურვედის თემიდან დავაკოპირებ:
აიურვედაში არსებობს ისეთი ცნება როგორიცაა დოშები. მათ ახსნას არ დავიწყებ ახლა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ არსებობს სამი დოშა:
ვატა, პიტა და კაპჰა. 24 საათიც ამ დოშების მიხედვითაა დაყოფილი. დავიწყოთ ღამიდან:
ღამის 2-დან 6 საათამდე მოქმედებს დოშა ვატა. ვატა უმეტესწილად დაკავშირებულია ჰაერის ელემენტთან და ამ დროს გონება და ჭკუა უფრო ლაბილორი და მოძრავია. ამ შუალედში გაღვიძება ყველაზე კარგია (და მე თუ მკითხავთ აუცილებელიც), იმიტომ რომ რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამ დროს უფრო ადვილია ადგომა, ვიდრე მაგალითად 7 საათზე. თანაც 3-დან 5 საათამდე არის ე.წ. ბრაჰმა-მუჰურტას პერიოდი, როცა მატერიალური გუნები არ მოქმედებენ და ჭკუა ყველაზე გაწონასწორებულია, შესაბამისად ეს ყველაზე საუკეთესო დროა ლოცვისთვის და სხვა სულიერი პრაქტიკისთვის. 5 საათიდან უკვე ძალაში შემოსვლას იწყებს სათნოების გუნა. ამ დროს იღვიძებს ბუნება (ჩიტებიც ამ დროს იწყებენ ჭიკჭიკს
6-დან 10 საათამდე მოქმედებს კაპჰა. კაპჰა დაკავშირებულია სიმყარესთან, გამაგრებასთან. ეს დრო ყველაზე საუკეთესოა რაიმეს დამახსოვრებისთვის და სწავლისთვის, იმიტომ რომ რაც შედის ჭკუაში მყარად ჯდება ამ დროს. ასევე შეამჩნევთ, რომ ამ დროს გეძინებათ, იმიტომ რომ კაპჰას დამახასიათებელი თვისება ძილისადმი მიდრეკილებაცაა (მაგრამ ამ დროს ძილი არ შეიძლება).
საუზმობა ყველაზე კარგი 7-8 საათის შუალედშია. საუზმე აუცილებლად უნდა შეიცავდეს ტკბილ გემოს. კარგია მაწონი, იოგურტი და ზოგიერთი სხვა რძის პროდუქტი (რძის, და ყველის გარდა). ძალიან კარგია თაფლი. ხილი კი დილის პროდუქტად ითვლება და მისი საღამოს ჭამა არ შეიძლება.
10-დან 14 საათამდე მოქმედებს პიტა, რომელიც ცეცხლთანაა დაკავშირებული. ცეცხლი კი ტრანსფორმაციასთან, ცვლილებასთან. ამ დროს ძალაში შედის ვნების (რაჯა) გუნა, რომელიც საღამომდე გრძელდება.
სადილობა ყველაზე კარგი 11-დან 1 საათამდეა, იმიტომ რომ ამ დროს მზის ენერგია მაქსიმალურად გვეხმარება საჭმლის მონელებაში. სხვა დროს კი (მაგალითად ღამე ან საღამოს ჭამისას) ჩვენი სასიცოცხლო ენერგია დიდი რაოდენობით იხარჯება მონელებაზე.
14-დან 18 საათამდე ისევ ვატა შემოდის ძალაში.
შემდეგ 18-დან 22 საათამდე ისევ კაპჰა (და ამ დროს დაძინება ყველაზე საუკეთესოა, იმიტომ რომ ჯანმრთელი დანორმალური ფსიქიკის ადამიანს ამ დროს აქვს ძილისკენ მიდრეკილება. თუ 22 საათს გადაცდა, უკვე გვიჭირს დაძინება, იმიტომ რომ ისევ პიტა შემოდის ძალაში. პიტა კი ცეცხლია, აქტიურობაა.
ასევე 18 საათიდან შემოდის ძალაში უმეცრების (ტამა) გუნა. როგორც ვიცით დასავლეთში სწორედ მაგ დროს იწყება "ცხოვრება" და "გართობა" (თუკი რა თქმა უნდა ძალა შემორჩათ მონური მუშაობის შემდეგ).
18 საათის შემდეგ საჭმლის ჭამა აღარ შეიძლება, და ისედაც ვახშამი ძალიან მსუბუქი უნდა იყოს, ბოსტნეულისგან და ადვილად მოსანელებელი პროდუქტისგან შემდგარი. მამაკაცებისთვის საღამოს ტკბილის ჭამა არ შეიძლება. ქალებისთვის შეიძლება ოღონდ ცოტა. ასევე გავიმეორებ, რომ ცომეულის და მარცვლეულის ჭამა მხოლოდ სადლზე შეიძლება, დილით და საღამოს კუჭს უჭირს მათი მონელება.
როგორც უკვე ავღნიშნე 22 საათიდან ძალაში შედის პიტა და გრძელდება ღამის 2 საათამდე.
რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია:
ჭკუა ისვენებს (მთვარის ენერგიის გავლენით) მხოლოდ 22-დან 24 საათამდე შუალედში. მაგის მერე რამდენიც არ უნდა გვეძინოს ჭკუა ვერ ისვენებს და ვერ აღიდგენს ენერგიას, ისვენებს მხოლოდ სხეული. ხოლო იმ 2 საათის შუალედში დასვენება სრულიად საკმარისია ჭკუისთვის.
ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს 6 საათი. 20-დან 2-3 საათამდე, 21-დან 3 საათამდე ან 22-დან 4 საათამდე. გაღვიძების ნორმალური მაქსიმუმი მამაკაცებისთვის 5 საათია, ქალებისთვის კი 6. (მნიშვნელობა არა აქვს ზამთარია თუ ზაფხული). ძილის წინ ცოტა ძროხის რძის დალევის სარგებლობაზე უკვე ბევრი ვისაუბრე.
თუკი ამ რეჟიმს დაიცავთ გარანტიას გაძლევთ მცირედ ავადმყოფობებსაც თავისით განიკურნავს ორგანიზმი და ასევე საუკეთესო პროფილაქტიკაა ყველანაირი ავადმყოფობისთვის.
ისევ ვიმეორებ: ხორცის ჭამა აიურვედის მიხედვით დაუშვებელია (თანამედროვე აიურვედა უშვებს, მაგრამ ეს მხოლოდ კომერციის და სიტუაციაზე მორგების გამო მოხდა).
ასევე აიურვედა არ გირჩევთ კოფეინის შემცველი და სხვა აღმაგზნებელი სასმელის ან საჭმელის მიღებას.
ქართველებს რომ იცნობდეს აიურვედა ღვინის დალევას (ზომიერად) დაუშვებდა მაგრამ ლუდი და არაყი დროა ამოიღოთ რაციონიდან.
ყველა ეს პრინციპი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და როცა ერთს ვიცავთ, ეს მეორეს დაცვაშიც გვეხმარება და პირიქით.
ვინც დროს სწორად ანაწილებს ყველაფერს ასწრებს: ღმერთისთვისაც, სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც
))))))) უკაცრავად მაგრამ ეს ბოლო პოსტი დიეტას გავს )) რომელიც მართლა მესაჭიროება გერმანიაში ცხოვრების შემდეგ, რაც შეეხება ადრე ადგომას გამორიცხულია ის რომ გერმანიაში ცხოვრობდე და დიდხანს გეძინოს, ეგ აქ შეუძლებელია!!!!!! არ ვიცი რა ნაწილები ისვენებს ძილს დროს (თუმცა საკმაო განათლება კი მივიღე შენი პოსტების დაწერის შემდეგ, მადლობ) ან რამდენად სასარგებლოა მაგრამ საქართველოსშიც არის ჯამრთელი ხალხი და აქაც დიდ განსხავევბას ვერ ვხედავ და სიმართლე გითხრა ჩვენი ქართული ძილი მენატრება
tako
terra
ნაინა
კარგია ეგ რეჟიმი, მაგრამ რთული ძმაო ატმან. გარემოა ირგვლივ ძალიან ხელისშემშლელი როგორც ნეომ თქვა და თან დილის ძილი ტკბილია
Atman
ბადრი
.zakaria.
ჯერ ერთი ამოდიან კი არა ჩამოდიან უფრო სწორი იქნება, იმიტო რო მაღალი სამოთხისეული პლანეტების ლამაზმანები არიან და შენ უნდა ახვიდე თუ მონდომებაა. თვითონ უფრო მაღალი პლანეტების ასკეტებს "ეჩალიჩებიან" როგორც ვიცი
და ეგენი რო აქ ჩამოვიდნენ, ჯერ ხო ავტომანქანების მოძრაობა შეწყდება ქუჩაში, მერე კაცების ნახევარზე მეტი გაჭედავს, დანარჩენს კიდე იქვე წაუვა გული... სხვათა შორის ქალებსაც
Atman
მხევალი ნინო
http://www.youtube.com/watch#!v=iaW1BJd8-ms&feature=related )
Atman
ამ ეტაპზე 7 ზე ვდგები თან ჩემით მეღვიძება მაგრამ ეხლა თუ ცოოტა ადრეც დავიძინებ კი შეიძლება 6 ზეც ავდგე რიავიცი რიავიცი...უუფ მტრისას თუ გვიან ავდექი უიმეეეეეეე ასე მგონია ლიმონივით გამომწურეს
ორჯერ მიყოლებით კი გავიღვიძე 6-ზე
მაგრამ საერთოდ, მე მიჭირს ადრე ადგომა, როცა ადრე ასადგომი არ ვარ, საქმე არ მაქვს, ჰა და ჰა 10ზე მეღვიძება და მერე 12მდე ვცონარებ
დაძინება მიჭირს კიდევ
ვიწყებ წიგნის თარგმნას დროის რეჟიმზე. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომ წაიკითხოთ:
დღის რეჟიმი
(მოკლე კონსპექტი ო. ტორსუნოვის წიგნიდან)
არსებობს დროსთან სწორი დამოკიდებულების მხოლოდ ერთი საშუალება – გვეშინოდეს მისი და დავემორჩილოთ მას. პასუხისმგებლობიანი შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ადამიანს, რომელსაც ესმის დროის ძალის მნიშვნელობა და ემორჩილება მას. როგორ უნდა ვცეთ პატივი დროს? ამისთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით და შევეცადოთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს დრო, როდესაც მის მიერ ნაკარნახებ განრიგს ვარღვევთ და პირიქით, როგორ გვექცევა იგი, როდესაც ყველაფერს დროიანად ვაკეთებთ.
მკითხველი: როგორ ვისწავლოთ დროისადმი დამორჩილება?
ავტორი: უპირველეს ყოვლისა ამის სურვილი უნდა გვქონდეს, რომელიც ავტომატურად მოდის ადამიანთან, ვინც ხასიათის ამ ორ თვისებას ფლობს:
1. მისწრაფება, რომ ცხოვრება უქმად არ გავატაროთ. ეს მისწრაფება გონიერებას აძლიერებს ადამიანში და იმის შეგნებას, რომ ამ სამყაროში დაქვემდებარებული მდგომარეობა უკავია.
2. დროის ძლევამოსილების შეგნება. ეს აძლიერებს დროის ძალისადმი პატივისცემას, პარალელურად კი ჩნდება პატივისცემა სამყაროს სხვა კანონებისადმი.
მკითხველი: როგორ შეიძლება პრაქტიკულად ამის განხორციელება (დროისადმი დამორჩილება), და რა შედეგებამდე მივყავართ დაუმორჩილებლობას?
ავტორი: მზე დროის ეტლია (კალა-ჩაკრა). თავისი მოძრაობით, რომელიც დროის ძალითაა აღსავსე, ის აიძულებს ჩვენს ორგანისმს, რომ ციკლურად იმუშაოს. ყველა ცოცხალ ორგანისმს დროისადმი დაქვემდებარების თავისი ეტაპი აქვს. იგი განისაზღვრება კარმის გავლენით, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ წარსულში ჩადენილი საქციელების გავლენით. ზოგიერთი ადამიანი ადვილად ასრულებს დროის და მზის მოთხოვნებს, ზოგი ძნელად, ზოგს კი საერთოდ არ გამოსდის ეს. დღის რეჟიმის დაცვა დამოკიდებულია:
1. ამის გაკეთების აუცილებლობის გაცნობიერებაზე;
2. ნებისყოფის (ნების) ძალაზე;
3. რეჟიმის დაცვის ფიზიკურ შესაძლებლობაზე (ცუდი კარმა ყველაზე მეტად მოქმედებს ამ ფაქტორზე).
მკითხველი: თუ ცუდი კარმა საშუალებას არ აძლევს ადამიანს, რომ რეჟიმი დაიცვას, მაშინ რა დაემართება მას?
ავტორი: თუ მზის ციკლს არ დავემორჩილებით, ცხოვრება სხვადასხვაგვარ ტანჯვებს მოგვიტანს.
მკითხველი: ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომაა ასეთი უსამართლობა – ზოგიერთი პრაქტიკულად განწირულია ტანჯვისთვის, ზოგი კი არ ხვდება დროის დამსჯელი ძალის ზემოქმედების ქვეშ?
ავტორი: პასუხი ძალიან მარტივია: ისინი, ვინც წინა ცხოვრებებში მრავალჯერ და გაცნობიერებულად არღვევდნენ დღის რეჟიმს, ამ ცხოვრებაში მრავალ წინააღმდეგობას აწყდებიან, მიუხედავად იმისა თუ სურვილიც კი გააჩნიათ რეჟიმის დაცვისა. დაბადების დრო, ხშირად მიუთითებს დღის რეჟიმთან ადამიანის დამოკიდებულებაზე წინა ცხოვრებებში.
მაგალითად თუ ადამიანი დილით დაიბადა, მას აქვს მადლი, რომ დღის რეჟიმი ადვილად დაიცვას. როგორც წესი მისთვის დილით ადრე ადგომა პრობლემას არ წარმოადგენს. მისი ტემპერამენტის მთავარი აქტივობა დილის საათებს ემთხვევა.
თუ ადამიანი დღისით იბადება, მაშინ მისი აქტივობა დღის საათებში უფრო მეტია. ესეც არაა ცუდი.
თუ ადამიანი საღამოს იბადება, როგორც წესი დილაობით იგი მოთენთილი და დუნეა, დღის განმავლობაშიც ნაკლებ აქტივობას ავლენს და მხოლოდ საღამოს ხდება მაქსიმალურად აქტიური. ეს კი ძალიან უშლის ხელს დღის სწორი რეჟიმის დაცვაში.
თუ ადამიანი ღამის პირველ ნახევარში იბადება, მისი ქმედითი ძალა ღამის საათებში უფრო ვლინდება, რაც არაკეთილსასურველია.
აქედან მოდის ადამიანების დაყოფა „ტოროლებად“ და „ბუებად“. ეს გავლენა მომდონარეობს წინა ცხოვრებებში დროსთან ჩვენი ურთიერთობიდან. აღმოჩნდა, რომ დილით, დღისით და ღამის მეორე ნახევარში დაბადებულები როგორც წესი ადვილად იცავენ დღის რეჟიმს, დანარჩენები კი - ძნელად. მიუხედავად სირთულისა, „ტოროლებმაც“ და „ბუებმაც“ უნდა ისწავლონ ადრე ადგომა და ადრე დაწოლა.
მკითხველი: კი მაგრამ, თუ მაგალითად „ბუ“ ვარ და 10 საათზე არ მეძინება, ძალით უნდა ვაიძულო თავს?
ავტორი: დიახ, ამ შემთხვევაში საკუთარი თავი უნდა ვაიძულოთ... თუ მაგალითად ადამიანი სამკურნალოდ მოდის ჩემთან და მეუბნება: „ცხოვრებისგან დავიღალე!“ მე მაშინვე ვპასუხობ: „თქვენ გვიან იძინებთ.“ ის მეუბნება: „მე ბუ ვარ.“ ეს ნიშნავს, რომ მას არ ესმის, რომ დროს არ აინტერესებს - „ბუა“ იგი თუ „ტოროლა“. დრო ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროა და შედეგებიც შესაბამისი იქნება. გვიან დაძინების გამო ქრონიკული ფსიქიკური დაღლილობა ჩნდება და ფრაზით - “მე ბუ ვარ“, ვერაფერს შეცვლი.
ადამიანს სწორად მოქმედების სწავლა ორი გზით შეუძლია:
1. ჭეშმარიტი ცოდნის მიღებით – კანონების ნებაყოფლობითი შესწავლით და მათი ნებაყოფლობითი დაცვით.
2. თუ არ არის მცნებების შესწავლის და მიყოლის სურვილი, მაშინ ტანჯვის საშუალებით მოხდება იმის გაგება, თუ რა არის სწორი და რა არასწორი.
მკითხველი: კი მაგრამ, ეს ბედნიერი ცხოვრების კანონები მე უბედურს მხდიან.
ავტორი: ასე მოქმედებს ადამიანზე ჭეშმარიტება – თავიდან უხალისოს და მოწყენილს გვხდის, შემდეგ გვაიძულებს საკუთარ ხასიათზე ვიმუშაოთ; და მხოლოდ ამის შემდეგ უეჭველად მივყავართ ბედნიერებამდე. თუ ვგრძნობთ, რომ გვიჭირს რეჟიმის დაცვა, ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ამაზე და რაიმე საბაბით გავამართლოთ შემდეგ ეს საქციელი. მიუხედავად იმისა, რომ „ბუებად“ ვთვლით თავს, უნდა დავემორჩილოთ მზის და დროის კანონებს.
ადამიანს მზის ენერგიასთან დროის ძალის გავლენით ყოველ წამს აქვს შეხება. ეს ურთიერთქმედება სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩვენზე და დამოკიდებულია მზის მოძრაობის ფაზებზე. დროის ყოველ წამს სრულიად განსაზღვრული პროცესები ხდება ჩვენს ორგანიზმში და მათი მიმდინარეობა მზის ფაზებზეა დამოკიდებული. მთელი ეს სისტემა ძალიან დიდი სიზუსტით მუშაობს. და ჩვენ დროის და მზის ამ მოქმედებაში არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ამიტომაც დღის რეჟიმი მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს.
დავიწყოთ თავიდან: ღამის 12 საათი – ესაა წერტილი, როცა მზე თავის ყველაზე დაბალ მდგომარეობაში იმყოფება. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი მაქსიმალურად უნდა იყოს დასვენების (ძილის) მდგომარეობაში. თუ გავითვალისწინებთ ვედების რჩევას, რომ ადამიანს 18-დან 45 წლამდე საშუალოდ 6 საათი უნდა ეძინოს, საუკეთესო დრო ძილისთვის იქნება: სამი საათი 24:00-მდე და 3 საათი 24:00-ის შემდეგ. ამგვარად ადამიანს უნდა ეძინოს 21:00-დან 3:00-მდე. შესაძლოა ასეთი ვარიანტებიც: 22:00-დან 4:00-მდე ან 20:00-დან 2:00-მდე. რაც არ უნდა იყოს 22:00-დან 2:00-მდე აუცილებლად უნდა გვეძინოს. ამ დროს ვერანაირი სხვა დროის ძილით ან დასვენებით ვერ შევცვლით.
მკითხველი: სად გინახავთ ადამიანები, რომლებიც მაგ რეჟიმით იძინებენ და იღვიძებენ?
ავტორი: დიახ, ასეთი ხალხი ცოტაა, მაგრამ მათ შორის, ვინც ვედებს შეისწავლის, ბევრი ენთუზიასტი მინახავს.
მკითხველი: ეჭვი მაქვს, რომ თუ ამ განრიგს დავიცავ, ძალიან მალე ქრონიკული უძილობა მექნება.
ავტორი: რა თქმა უნდა მრავალი სირთულე არსებობს იმ ადამიანის გზაზე, ვინც სწორი რეჟიმის დაცვა გადაწყვიტა, მაგრამ თუ შეძლებთ, რომ საკუთარ თავს სწორ დროს ძილი ასწავლოთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ რეჟიმის დაცვით უფრო კარგად გამოიძინებთ და დღის განმავლობაში 2-ჯერ უფრო მეტ საქმეს გააკეთებთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადრეული დილის პერიოდში ჭკუა ბევრად უფრო სწრაფად და კონცენტრირებულად მუშაობს, ვიდრე სხვა დროს. დილის 3-დან 6 საათამდე ჭკუა დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე დღის 3-დან 6-მდე.
მკითხველი: რა წინააღმდეგობები შემხვდება დღის რეჟიმის დაცვის მცდელობისას?
ავტორი: პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ ძილ-ღვიძილის რეჟიმის შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ყოველ დღე უნდა დავწვეთ და ავდგეთ 5-10 წუთით ადრე. რამდენიმე თვეში სრულიად გადაეწყობით სწორ რეჟიმზე... ასევე ეტაპობრივად უნდა შევამციროთ ძილის დროც. თუ ადრე 8 საათი გვეძინა, ჯერ 30 წუთი უნდა მოვაკლოთ. რაღაც დროის შემდეგ 30 და ა.შ.
მკითხველი: გულახდილად რომ ვთქვა, არანაირი ენთუზიაზმი არ მაქვს ამის გაკეთებისთვის. რაიმე ფაქტები მინდა ამასთან დაკავშირებით, რომ მოვისმინო.
ავტორი: მაშინ უნდა გავარკვიოთ, თუ რა ემართება ადამიანს, როცა განსაზღვრულ დროს არ ძინავს:
„ძილის რეჟიმის დარღვევის შედეგები“
ყველაზე ღრმა პროცესები ჩვენს ორგანიზმში უფრო ადრე „ისვენებენ“, ზედაპირულნი კი – შედარებით გვიან.
გონება და ჭკუა ყველაზე აქტიურად 21:00-დან 23:00-მდე ისვენებს, ამიტომ 10 საათზე მაინც თუ არ დაიძინეთ, გონების და ჭკუის ფუნქციები დაირღვევა. თუ უგულვებელვყოფთ ამ რჩევას და 11-ის მერე დავიძინებთ, ჭკუის შესაძლებლობები და გონიერება თანდათან შესუსტდება. ეს უცებ არ ხდება და ბევრისთვის ძნელია ამის დანახვა საკუთარ თავში, მაგრამ თუ გვეცოდინება ჭკუის და გონების შესუსტების პირველი ნიშნები და ის, თუ რა მოყვება ამას შემდგომში, უფრო ადვილად დავინახავთ ჩვენს ცნობიერებაში ამ ფსიქიკურ პრობლემებს.
მკითხველი: და როგორია გონების და ჭკუის დაღლილობის ეს პირველი ნიშნები?
ავტორი: ცნობიერების დეგრადაციის ეს პირველი ნიშნებია - ყურადღების კონცენტრაციის უნარის შესუსტება და ჭკუის ზედმეტი დაძაბულობა. გონების ძალის შესუსტებაზე მავნე ჩვევების გაზრდა, ნებისყოფის ძალის შესუსტება და სექსისადმი, ჭამისადმი და კონფლიქტებისადმი მოთხოვნილების გაზრდა მიუთითებს.
გაგრძელება იქნება...
ადრე ვერაფრით ვერ ვხსნიდი რატომ დგებოდნენ ჩემი მეზობლები სოფელში დილით 6 საათზე,ეჰ ბებიაჩემი ბრძენი ქალი ყოფილა აბა 10 ზე იძინებდა )მთელი ცხოვრება მაგას მეჩიჩინებოდა ადრე დაიძინეო,
დილით 5 ზე რომ წამოვხტე რა ვაკეთო?
ikanosi
izi-bartki
კარგი რჩევაა, გმადლობ
ძალიან ეფექტური რეცეპტია. სანამ არ გამოცდით ვერ მიხვდებით, მაგრამ დამიჯერეთ, ღირს საცდელად.
თან რაც მთავარია, ეს რეჟიმი "სასურველი" კი არაა უბრალოდ აუცილებელია თუ არ გვინდა უაზროდ ვფლანგოთ ჩვენი სულიერი, ფსიქიკური და ფიზიკური ენერგია.
მთავარი პრინციპი უნდა იყოს რომ 10-დან 2 საათამდე უნდა გვეძინოს და მაგის მერე გაღვიძება შეძლებისდაგვარად... მთავარია 6 საათზე გვიან არ ავდგეთ.
დილას საკეთებლის მეტი რა არის? ლოცვა, კითხვა, გონებრივი სამუშაოები ყველაზე კარგი დილით ადრეა. + პროფილაქტიკაა ყველანაირი ფსიქიკური და ასევე ბევრი ფიზიკური დაავადებისთვის.
თავიდანაა ძნელი, მაგრამ ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო, როგორც დიდი მასტერი იტყოდა
Atman
ikanosi
Atman
შენ 6 საათზე დგები ??
ისე ხან კი მიწევს 6 საათზე ადგომა...
Atman
A.v.B
დღის რეჟიმი (გაგრძელება)
მკითხველი: ბოლო დროს მართლა ვატყობ ყურადღების კონცენტრაციის შესუსტებას და ხშირად უმიზეზოდ ვღიზიანდები, ნუთუ ეს გვიან დაძინების გამო ხდება?
ავტორი: დიახ, ყველაზე ხსირად მიზეზი ესაა.
მკითხველი: ამის მერე რა მელის?
ავტორი: ხანგრძილივი დროის განმავლობაში გვიან დაძინებას მივყავართ ქრონიკულ ფსიქიკურ დაღლილობამდე და ზედმეტ ნერვულ დაძაბულობამდე, რომლის მოხსნასაც სიგარეტით ან ყავის დიდი დოზებით ცდილობენ. ეს მავნე ჩვევები დღის რეჟიმის დარღვევასთანაა დაკავშირებული. ხშირად სისხლძარღვოვანი რეგულაციაც ირღვევა და როგორც წესი ჩნდება არტერიული წნევის მომატებისადმი მიდრეკილება. სიფერმკრთალე, დაღლილი და მღვრიე გამომეტყველება, ფსიქიკური შენელებულობა, თავის ტკივილები – ყველაფერ ეს იმის გამოა, რომ გონება და ჭკუა დასვენებას ვერ ასწრებს.
მკითხველი: თუ ადამიანი 11 საათის შემდეგ წვება მას რა მოელის?
ავტორი: თუ რაიმე მიზეზების გამო ადამიანს 11-დან 1 საათამდე არ ძინავს, მაშინ მისი პრანის (სასიცოცხლო ენერგიის) აქტივობა დაითრგუნება. როგორც პრანის ფუნქციონირების დარღვევის შედეგი – რაღაც დროის შემდეგ გამოვლინდება ნერვული და კუნთოვანი სისტემების დარღვევები. ამიტომ თუ ადამიანი რემდენიმე დღე არ ისვენებს ამისთვის განკუთვნილ დროს, მაშინ იგი იგრძნობს სისუსტეს, მოთენთილობას, პესიმიზმს, მადის დაქვეითებას, სხეულში სიმძიმეს, ფსიქიკურ და ფიზიკურ “გატეხილობას”.
თუ ადამიანს ღამის 1-დან 3 საათამდე არ ძინავს, მაშინ მისი ემოციური ძალა ითრგუნება. შედეგად ჩნდება ზედმეტი გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ანტაგონიზმი.
მკითხველი: დიახ, უკვე მესმის რომ დროსთან ხუმრობა არ ვარგა. და მაინც არსებობს თუ არა მიზეზები, როს გამოც შეგვიძლია 6 საათზე მეტი გვეძინოს?
ავტორი: დიახ, რა თქმა უნდა. ყველა ადამიანს საკუთარი მოთხოვნილება აქვს ძილზე. ეს ძლიერაა დამოკიდებული რეჟიმის დაცვაზე და ასაკზე. ასაკთან ერთად ძილის მოთხოვნილება მცირდება, მაგრამ თუ დღის რეჟიმს დავარღვევთ, ეს მოთხოვნილება მუდმივად მაღალი იქნება. ასევე ეს დამოკიდებულია ადამიანის კონსტიტუციურ ტიპზე და საქმიანობის სფეროზე. თუ ადამინის საქმიანობა მუდმივი ნერვული დაძაბულობის ფონზე მიდის, მაშინ მისთვის ნაჩვენებია 7 საათიანი ძილი და დილის 4-5 საათზე ადგომა, ხანდახან 8 საათი ძილი და 5-6 საათზე ადგომაც. მაგრამ საღამოს 10 საათზე გვიან დაძინება საზიანოა როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისათვის.
წმინდა ადამიანებს 3 საათიანი ძილი ან ნაკლებიც ყოფნით, მაგრამ ძირითადად მათთვის, ვინც სერიოზულადაა დაკავებული სულიერი პრაქტიკით, რეკომენდებულია 9 საათზე დაძინება და 3 საათზე ადგომა (6 საათიანი ძილი). სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის კი სასურველია 9-10 საათზე დაძინება და 4-5 საათზე ადგომა.
თუ ადამიანი გონების და ჭკუის აქტივობის დაქვეითების ცხადი ნიშნების დროსაც კი არ იძინებს საჭირო დროს, იგი თანდათან დეპრესის მდგომარეობაში ჩავარდება. ეს მდგომარეობა შეუმჩნევლად ვითარდება. 1-3 წლის შემდეგ დეპრესია დაგროვდება და ვიგრძნობთ, რომ ცხოვრების ფერები ფერმკრთალდება, ყველაფერი მოქუფრული ხდება გარშემო. ეს იმის ნიშანია, რომ ტვინი ვერ ისვენებს და მისი ფსიქიკური ფუნქციები იფიტება.
უფრო დაწვრილებით განვიხილოთ გონებისა და ჭკუის ძალის შესუსტების ნიშნები: იმ მდგომარეობაში, როცა გონების ძალა ქვეითდება, ადამიანს აღარ შეუძლია გაიგოს რისი გაკეთებაა კარგი და რისი - ცუდი. ძნელად ერკვევა, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ბუნებრივი ცხოვრებისეული გამოცდების პერიოდში, როცა უწევს არჩევანის გაკეთება როგორი ცოლი ან ქმარი უნდა ყავდეს, როგორ აღზარდოს ბავშვი, რა სამუშაოზე იმუშაოს. თანდათან ძნელდება მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება. ყველაფერი ეს ხდება, როდესაც გონებაა დათრგუნული და შესუსტებული.
ჭკუის ძალის შესუსტებისას იწყება მოუსენრობა და მეხსიერების დაქვეითება. რაღაც დროის მერე ადამიანი მუდმივ ნერვიულ დაძაბულობას გრძნობს, ხდება კონფლიქტური, ბრაზიანი, ნერვიული, ხშირად ილანძღება და ტირილს იწყებს. ჩნდება ფსიქიკური არამდგრადობა. ქვეითდება მეხსიერება და შეიძლება აღმოაჩინოს, რომ დიდი ხნით ვეღარ იმახსოვრებს რაიმეს. თავიდან გრძელვადიანი მეხსიერება ქვეითდება, შემდეგ კი მოკლევადიანი.
მკითხველი: თქვენ ასევე საუბრობდით, პრანის, ანუ სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითებაზე.
ავტორი: დიახ, სასიცოცხლო ენერგია იფიტება, როდესაც ადამიანი 12-დან 2 საათემდე ფხიზლობს. სწორედ ამ დროს ხდება ორგანიზმში პრანის დაგროვება. თუ ამ დროს ნორმალურად არ გძინავთ, მაშინვე იგრძნობთ სისუსტეს. იმდენად, რამდენადაც პრანის მოქმედება დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან, დროთა განმავლობაში ეს უკანასკნელიც მწყობრიდან გამოდის. ამას მივყავართ იქამდე, რომ ირღვევა სასიცოცხლო ფუნქციების ბალანსის რეგულაცია, რაც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და ქრონიკული დაავადებების განვითარების დაწყებას. თუ ამის შემდეგაც არ დავიცავთ დღის რეჟიმს, ორგანიზმი შეიძლება მივიდეს კრიტიკულ მდგომარეობამდე, რომელიც მიგვიყვანს ნერბული სისტემის და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების მოშლამდე.
1-დან 3 საათამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიფხიზლისას იფიტება ემოციური ძალები (გრძნობისმიერი ძალები). ქალები მამაკაცებზე ემოციურები არიან, ამიტომ ეს მათზე უფრო ადრე აისახება ხოლმე და ამ დროს ძილი ქალებისთვის განსაკუთრებულად საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მძიმე ემოციური გამოფიტვა და ისტერიულ შეტევებამდეც კი მივიდეს ადამიანი. შესაძლებელია განვითარდეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რომლის დროსაც რაღაც პერიოდი ადამიანი ზედმეტად აგზნებულია, შემდეგ კი ემოციურ დეპრესიას განიცდის.
ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ დღის რეჟიმის მსგავსი დარღვევების დროს თანდათან სმენითი აღქმაც ჩლუნგდება. ასევე შეიძლება დაქვეითდეს მხედველობითი, შეხებითი, გემოვნებითი და ა.შ. აღქმა.
მკითხველი: თქვენ ამბობდით, რომ წმინდა ადამიანს 3 საათი ან ნაკლებიც ყოფნის. როდის წვება და როდის იღვიძებს ასეთი ადამიანი?
ავტორი: როგორც წესი ისინი საშუალოდ 9-ზე წვებიან და 1-ზე დგებიან.
მკითხველი: საიდან იღებენ ისინი ემოციურ ძალას?
ავტორი: თუ ადამიანი სერიოზულადაა დაკავებული სულიერი პრაქტიკით, მაშინ ემოციურ ძალას ლოცვისგან მიიღებს. ამ დროს ემოციური ძალა კი არ იფიტება, პირიქით – დღითიდღე ძლიერდება. ამიტომ დროთა განმავლობაში 2 საათის ძილიც კი ეყოფა. მაგრამ არ შეიძლება ამ მდგომარეობის ხელოვნური იმიტაცია გავაკეთოთ.
(გაგრძელება იქნება თუ არ დამეზარა... )
მოვედი და ჩემს მზეს ვფიცავ ვებერთელა დედამიწამ თვალი გაახილაა
(მემგონი თემას კარგად ეხმიანება)
izi-bartki
ზუსტად თემის შესაბამისია!
აი გუშინ ალალად შევხვდი მზის ამოსვლას რა კარგი ყოფილა
დღის რეჟიმი (გაგრძელება)
ახლა ვისაუბროთ დილით ადგომაზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც აკავშირებს ჩვენს განწყობას და ბედსაც კი დილით ადგომის დროსთან. გონების, ჭკუის და ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი პირდაპირ კავშირშია ამასთან. ამიტომ დაწვრილებით განვიხილოთ ეს ურთიერთკავშირები:
თუ ადამიანი ფსიქიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე დგება 3 საათზე, მაშინ მას შეუძლია მნიშვნელოვნად განვითარდეს სულიერ პროგრესში. ამ დროს მზის აქტივობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, ხოლო მთვარე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ჭკუაზე. შედეგად ჭკუა ბუნებრივად იმყოფება მშვიდ მდგომარეობაში. ამ დროს ძალიან კარგია ღმერთზე ფიქრი და ლოცვა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს დგებიან, ძალიან მგრძნობიარე ფსიქიკის მატარებელნი არიან და მათთვის არაა რეკომენდებული ხალხმრავალ ადგილსი დიდხანს ყოფნა. ამიტომ ასეთი ადრეული ადგომა რეკომენდებულია ძირითადად მღვდელმსახურებისთვის და ჩვეულებრივი მიწიერი ცხოვრებისგან მოწყვეტილი ადამიანებისთვის.
ის, რომ ბრძენი ადამიანების გრაფიკი ცოტა “სასაცილოა”, ბჰაგავად-გიტაშიც დასტურდება:
“ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, თვითკონტროლირებულისთვის გამოღვიძების დროა; და ყოველი არსების გამოღვიძების დრო ღამეა თვითდაკვირვებული ბრძენისათვის.”
მათ, ვინც 3-დან 4 საათამდე დგება, ასევე საკმარისი ძალა ექნება სულიერი განვითარებისთვის. ამასთან მათი ფსიქიკური მგრძნობელობა არც ისეთი მაღალია, რომ განდეგილური ცხოვრების წესით იცხოვრონ.
ადრეულ საათებში რეკომენდებულია მხოლოდ სულიერი პრაქტიკით დაკავება, იმიტომ რომ ეს დრო ბუნების მიერ სწორედ ამ მიზნისთვისაა განსაზღვრული. იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ადრეულ დილას ლოცულობენ, დრო სიურპრიზს უმზადებს – მათ სულის დიადი საიდუმლოებები გაეხსნებათ. ერთადერთი პირობაა – ისინი უნდა ეცადნონ უფრო მეტი დრო გაატარონ წმინდა ადამიანებთან და ნაკლები მათთან, ვისი ცნობიერებაც ცოდვითი საქმიანობითაა დაბინძურებული.
მკითხველი: გამოდის, რომ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ და არ უნდა ვიმუშაოთ?
ავტორი: არა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, როგორ მოვიქცეთ იმ ხალხთან, ვისაც სულიერი პროგრესირება არ უნდა. გონიერი ადამიანი არ მოუსმენს ყურადღებით მათ უაზრო ლაპარაკს. მოსმენის პროცესი ძალიან მოქმედებს გონებაზე, ამიტომ ცუდი ურთიერთობის შედეგად შეიძლება ენთუზიაზმიც გაგვიქრეს იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ბედნიერებისკენ შევცვალოთ.
თუ ადამიანი თავის დღეს 4-დან 5 საათამდე იწყებს, მას შეუძლია პესიმისტიდან ოპტიმისტი გახდეს. სწორედ ამ დროს დედამიწა ოპტიმიზმის მდგომარეობაშია. ყველა მგალობელი ჩიტი, რომელიც სათნოების გუნაშია, გრძნობს ამას და ჭიკჭიკს იწყებს. იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იღვიძებენ ამ დროს, შეუძლიათ გახდნენ კარგი მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები ან უბრალოდ ოპტიმისტი ადამიანები. ადრეული ადგომა ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება. რელიგიური ადამიანები ამ დროს დიდ ბედნიერებას განიცდიან, ღმერთს უგალობენ, მსახურებას ატარებენ. ამ დროს კარგია ლოცვა, სულიერი წიგნების კითხვა და ა.შ.
ადამიანებს, რომლებიც 5-დან 6 საათამდე დგებიან, შეუძლიათ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკური და ფსიქიკური სიფხიზლე ჰქონდეთ. მათი შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა დაამარცხონ, საკმაოდ მაღალია. ამ დროს ასევე კარგია სულიერი პრაქტიკით დაკავება. განსაკუთრებით კარგია ლოცვების, ან იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომელიც სულიერი განვითარებისთვის გვჭირდება. მზე ჯერ არაა აქტიური, მაგრამ უკვე მთვარეც აღარაა აქტიური, ამიტომ ჭკუა ძალიან მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი ინფორმაციისადმი. და ეს ინფორმაცია სწრაფად და ღრმად ინახება მეხსიერებაში.
ისინი, ვინც 6-დან 7-მდე დგებიან, მზის ამოსვლის შემდეგ დგებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ცნობენ დროის კანონებს, მაგრამ მაინც ცდილობენ რომ ძალიან ბევრი არ იძინონ. მათი ტონუსი შედარებით ნაკლები ინება, ვიდრე სასურველია და საქმეებიც არც თუ ისე ცუდად წაუვათ, მაგრამ ცხადი ხარვეზებით. მათი ჯანმრთელობა ასე თუ ისე ნორმალური იქნება (მაგრამ ეს არ ეხება მათი ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციებს). ანუ ვინც ამ დროს დგება, არ ექნება საკმარისი მარაგი ფიზიკური და ფსიქიკური მდგრადობისთვის. და ბუნებრივია არ ექნებათ დიდი პროგრესი ცხოვრებაში.
მკითხველი: და თუ ზამთარში მზე 8 საათზე ამოდის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გრაფიკი 2 საათით გვიან უნდა გადავწიოთ?
ავტორი: უკიდურესი ჩრდილოეთით მზე საერთოდ არ ამოდის ნახევარი წლით და მეტითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ადამიანები ზამთრის ძილის მდგომარეობაში უნდა იყვნენ. ჩემს მსჯელობაში იგულისხმება არა ცხადი განთიადი და ჰორიზონტზე მზის გამოჩენა, არამედ მზის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი აქტიურ მოქმედებას იწყებს დედამიწის იმ წერტილში, სადაც ვიმყოფებით. ის, ვინც ადრე დგება, გრძნობს, რომ 6 საათამდე ბუნება მშვიდია, 6-ის მერე კი დედამიწა მაშინვე გადადის მშვიდი მდგომარეობიდან ფხიზელ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა ზამთარია თუ ზაფხული.
თუ ადამიანი 7-დან 8 საათამდე დგება, მისთვის გარანტირებულია უფრო დაბალი ფიზიკურ-ფსიქიკური ტონუსი, ვიდრე მისთვის ბედითაა განსაზღვრული. ამგვარად ის ხელიდან უშვებს ყველაზე სასიკეთო დროს, ამიტომ მთელი დღე ექნება მოუსვენრობა, ან იმის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაციისთვის. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს ჰიპოტონიისკენ, თავის ტკივილისკენ, მადის დაქვეითებისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, პასიური ცხოვრებისეული პოზიციისკენ, კუჭის მჟავიანობის და ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შემცირებისკენ. ხოლო თუ ცხოვრება აიძულებს მას, რომ ყოველდღე მოუწიოს ენერგიის უკმარისობის დაძლევა, მაშინ ჩნდება ნევროზულობა, მოუსვენრობა, ზედმეტი დაძაბულობა, და პირიქით, ზედმეტი მადისკენ, არტერიული წნევის მომატებისკენ, ზედმეტი მჟავიანობისკენ, ანთებითი პროცესების მომატებისკენ მიდრეკილება.
მკითხველი: მგონი ყველა დაავადება ჩამოთვალეთ.
ავტორი: აბა რა გეგონათ? ყველა დამრღვევი უნდა დაისაჯოს, დროის კანონებთან ხუმრობა კი ცუდია. მაგრამ ეს არაა ყველაზე დიდი საშინელება.
მათ, ვისაც ჩვევად აქვს 8-დან 9 საათამდე ადგომა, უეჭველია, რომ უკვე აღარ შეუძლიათ ხასიათის ნაკლოვანებების დაძლევა და როგორც წესი რაღაც ცუდი ჩვევები აქვთ. ამ დროს ადგომა განაპირობებს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან დაჯახებას, ქრონიკული დაავადებების დიდ რისკს, იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს. ასეთ ადამიან ყოველთვის გაუჭირდება სიტუაციის სწორად შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ვერ გააკეთებენ სწორ ცხოვრებისეულ არჩევანს და მოვლენათა დინებას გაყვებიან, ისე რომ არ ექნებათ ძალა რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში.
ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს...
უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება...
lingvo
Atman
წმიდა იოანე ოქროპირის მიანც დაიჯერე.
lingvo
მე მჯერა წმინდა იოანე ოქროპირის და თითქმის ყველაფერს ვეთანხმები რაც უწერია.
ბედის ფატალურობას მეც ვეწინააღმდეგები, მაგრამ არა ბედის არსებობას.
შედარებას მოვიყვან:
შენ თუ ცხოვრების დინებას მიჰყვები, ისე რომ ხელს არ ანძრევ და ცურვა არ გინდა, მაშინ დინება ზუსტად ისე წაგიღებს, როგორც ბედითაა განსაზღვრული, მაგრამ თუ შენ დინების საწინააღმდეგოდ და სხვადასხვა მიმართუულებით ცურვას სწავლობ, მაშინ დინება შენზე ვეღარ მოქმედებს.
და ეს არ ნიშნავს, რომ დინება არ არსებობს.
როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ბედის არსის არასწორად გაგებას უმოქმედობისკენ და აბსურდისკენ მივყავართ. მისი წერილი სწორედ ამას ეხება.
შესაბამის თემაში ვიკამათოთ ამაზე თუ სურვილი გექნებათ. ამ თემას ნუ აოფეეეებთ!
Atman
7-დან 8 სთ მდე ვდგები ხოლმე, დრო არასდროს არ მკოფნის, მთელი დღე დავრბივარ, ზოგჯერ მიწევს 5 ზეც ადგომა თუ საქმეს სჭირდება.
ნუ რა ვქნა თუ გასართობად მივდივარ სადმე სიამოვნებით ავდგები დილით 5 ზე, აი სამსახურში წასასვლელად კი 8 საათიც ადრე მეჩვენება, სამსახურში არასდროს ვაგვიანებ, მაგრამ მოუწესრიგებელი კი მივდივარ სულ, თუ რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა არ არის.
Atman
შენი აზრით რა დაავადებები უნდა მაწუხებდეს?
terra
Atman
იმუნიტეტის დაქვეითება+
ნევროზულობა+
დაძაბულობა+
ჰიპერტონია-
თავის ტკივილი-
მადის დაქვეითება(პერიოდულად)+-
პასიური ცხოვრებისეული პოზიცია+
ვა მგონი ის დროა კუბოს უკვეთავდნენ მგონი ჩემთვის
Atman
ბედის და ბედისწერის არსებობის შემთხვევაში აზრს კარგავს ადამიანის თავისუფალი არჩევანი და ნება, ამიტომ ეს მიუღებელია.
მაშიკო
lingvo
Atman
მტკიცებულებები დაგიდე (ბედის და ბედისწერის) ტერმინოლოგიურად როგორ განიმარტეა. შეგიძლია მოიძიო სხვა ლექსიკონებში. ჩანს, რომ ეს წარმართობიდან მოდის და მართლმადიდებლობასთან და ზოგადად ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. შენ თუ არ დაიჯერებ სხვა წაიკითხავს. უბრალოდ არ შეიძლება მართლმადიდებლურ ფორუმზე ბედის შესახებ ასეთ სწავლებას ავრცელებდე.
Atman
lingvo
Atman
terra
მკითხე და გიპასუხე. რა გირჩევნია ეგ შენი გადასაწყვეტია.
"გიტა" რომ წაიკითხო კაი მადლი უნდა დააგროვო ჯერ
Atman
მამუკა, ჩვენ აქ ვსაუბრობთ მართლმადიდებლური სწავლებიდან გამომდინარე, შენ კი სხვა სწავლებიდან და ამიტომ რა აზრი აქვს დისკუსიას? სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვაქვს.
lingvo
lingvo
Atman
თავიდან დავდებ რომ არ ჩამორჩეს ოფებს:
დღის რეჟიმი (გაგრძელება)
ახლა ვისაუბროთ დილით ადგომაზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც აკავშირებს ჩვენს განწყობას და ბედსაც კი დილით ადგომის დროსთან. გონების, ჭკუის და ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი პირდაპირ კავშირშია ამასთან. ამიტომ დაწვრილებით განვიხილოთ ეს ურთიერთკავშირები:
თუ ადამიანი ფსიქიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე დგება 3 საათზე, მაშინ მას შეუძლია მნიშვნელოვნად განვითარდეს სულიერ პროგრესში. ამ დროს მზის აქტივობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, ხოლო მთვარე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ჭკუაზე. შედეგად ჭკუა ბუნებრივად იმყოფება მშვიდ მდგომარეობაში. ამ დროს ძალიან კარგია ღმერთზე ფიქრი და ლოცვა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს დგებიან, ძალიან მგრძნობიარე ფსიქიკის მატარებელნი არიან და მათთვის არაა რეკომენდებული ხალხმრავალ ადგილსი დიდხანს ყოფნა. ამიტომ ასეთი ადრეული ადგომა რეკომენდებულია ძირითადად მღვდელმსახურებისთვის და ჩვეულებრივი მიწიერი ცხოვრებისგან მოწყვეტილი ადამიანებისთვის.
ის, რომ ბრძენი ადამიანების გრაფიკი ცოტა “სასაცილოა”, ბჰაგავად-გიტაშიც დასტურდება:
“ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, თვითკონტროლირებულისთვის გამოღვიძების დროა; და ყოველი არსების გამოღვიძების დრო ღამეა თვითდაკვირვებული ბრძენისათვის.”
მათ, ვინც 3-დან 4 საათამდე დგება, ასევე საკმარისი ძალა ექნება სულიერი განვითარებისთვის. ამასთან მათი ფსიქიკური მგრძნობელობა არც ისეთი მაღალია, რომ განდეგილური ცხოვრების წესით იცხოვრონ.
ადრეულ საათებში რეკომენდებულია მხოლოდ სულიერი პრაქტიკით დაკავება, იმიტომ რომ ეს დრო ბუნების მიერ სწორედ ამ მიზნისთვისაა განსაზღვრული. იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ადრეულ დილას ლოცულობენ, დრო სიურპრიზს უმზადებს – მათ სულის დიადი საიდუმლოებები გაეხსნებათ. ერთადერთი პირობაა – ისინი უნდა ეცადნონ უფრო მეტი დრო გაატარონ წმინდა ადამიანებთან და ნაკლები მათთან, ვისი ცნობიერებაც ცოდვითი საქმიანობითაა დაბინძურებული.
მკითხველი: გამოდის, რომ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ და არ უნდა ვიმუშაოთ?
ავტორი: არა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, როგორ მოვიქცეთ იმ ხალხთან, ვისაც სულიერი პროგრესირება არ უნდა. გონიერი ადამიანი არ მოუსმენს ყურადღებით მათ უაზრო ლაპარაკს. მოსმენის პროცესი ძალიან მოქმედებს გონებაზე, ამიტომ ცუდი ურთიერთობის შედეგად შეიძლება ენთუზიაზმიც გაგვიქრეს იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ბედნიერებისკენ შევცვალოთ.
თუ ადამიანი თავის დღეს 4-დან 5 საათამდე იწყებს, მას შეუძლია პესიმისტიდან ოპტიმისტი გახდეს. სწორედ ამ დროს დედამიწა ოპტიმიზმის მდგომარეობაშია. ყველა მგალობელი ჩიტი, რომელიც სათნოების გუნაშია, გრძნობს ამას და ჭიკჭიკს იწყებს. იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იღვიძებენ ამ დროს, შეუძლიათ გახდნენ კარგი მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები ან უბრალოდ ოპტიმისტი ადამიანები. ადრეული ადგომა ყოველთვის სიხარულთან ასოცირდება. რელიგიური ადამიანები ამ დროს დიდ ბედნიერებას განიცდიან, ღმერთს უგალობენ, მსახურებას ატარებენ. ამ დროს კარგია ლოცვა, სულიერი წიგნების კითხვა და ა.შ.
ადამიანებს, რომლებიც 5-დან 6 საათამდე დგებიან, შეუძლიათ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკური და ფსიქიკური სიფხიზლე ჰქონდეთ. მათი შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა დაამარცხონ, საკმაოდ მაღალია. ამ დროს ასევე კარგია სულიერი პრაქტიკით დაკავება. განსაკუთრებით კარგია ლოცვების, ან იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რომელიც სულიერი განვითარებისთვის გვჭირდება. მზე ჯერ არაა აქტიური, მაგრამ უკვე მთვარეც აღარაა აქტიური, ამიტომ ჭკუა ძალიან მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი ინფორმაციისადმი. და ეს ინფორმაცია სწრაფად და ღრმად ინახება მეხსიერებაში.
ისინი, ვინც 6-დან 7-მდე დგებიან, მზის ამოსვლის შემდეგ დგებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ცნობენ დროის კანონებს, მაგრამ მაინც ცდილობენ რომ ძალიან ბევრი არ იძინონ. მათი ტონუსი შედარებით ნაკლები ინება, ვიდრე სასურველია და საქმეებიც არც თუ ისე ცუდად წაუვათ, მაგრამ ცხადი ხარვეზებით. მათი ჯანმრთელობა ასე თუ ისე ნორმალური იქნება (მაგრამ ეს არ ეხება მათი ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციებს). ანუ ვინც ამ დროს დგება, არ ექნება საკმარისი მარაგი ფიზიკური და ფსიქიკური მდგრადობისთვის. და ბუნებრივია არ ექნებათ დიდი პროგრესი ცხოვრებაში.
მკითხველი: და თუ ზამთარში მზე 8 საათზე ამოდის, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გრაფიკი 2 საათით გვიან უნდა გადავწიოთ?
ავტორი: უკიდურესი ჩრდილოეთით მზე საერთოდ არ ამოდის ნახევარი წლით და მეტითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ადამიანები ზამთრის ძილის მდგომარეობაში უნდა იყვნენ. ჩემს მსჯელობაში იგულისხმება არა ცხადი განთიადი და ჰორიზონტზე მზის გამოჩენა, არამედ მზის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი აქტიურ მოქმედებას იწყებს დედამიწის იმ წერტილში, სადაც ვიმყოფებით. ის, ვინც ადრე დგება, გრძნობს, რომ 6 საათამდე ბუნება მშვიდია, 6-ის მერე კი დედამიწა მაშინვე გადადის მშვიდი მდგომარეობიდან ფხიზელ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა ზამთარია თუ ზაფხული.
თუ ადამიანი 7-დან 8 საათამდე დგება, მისთვის გარანტირებულია უფრო დაბალი ფიზიკურ-ფსიქიკური ტონუსი, ვიდრე მისთვის ბედითაა განსაზღვრული. ამგვარად ის ხელიდან უშვებს ყველაზე სასიკეთო დროს, ამიტომ მთელი დღე ექნება მოუსვენრობა, ან იმის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაციისთვის. ასეთ ადამიანს მიდრეკილება აქვს ჰიპოტონიისკენ, თავის ტკივილისკენ, მადის დაქვეითებისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, პასიური ცხოვრებისეული პოზიციისკენ, კუჭის მჟავიანობის და ღვიძლის ფერმენტული აქტივობის შემცირებისკენ. ხოლო თუ ცხოვრება აიძულებს მას, რომ ყოველდღე მოუწიოს ენერგიის უკმარისობის დაძლევა, მაშინ ჩნდება ნევროზულობა, მოუსვენრობა, ზედმეტი დაძაბულობა, და პირიქით, ზედმეტი მადისკენ, არტერიული წნევის მომატებისკენ, ზედმეტი მჟავიანობისკენ, ანთებითი პროცესების მომატებისკენ მიდრეკილება.
მკითხველი: მგონი ყველა დაავადება ჩამოთვალეთ.
ავტორი: აბა რა გეგონათ? ყველა დამრღვევი უნდა დაისაჯოს, დროის კანონებთან ხუმრობა კი ცუდია. მაგრამ ეს არაა ყველაზე დიდი საშინელება.
მათ, ვისაც ჩვევად აქვს 8-დან 9 საათამდე ადგომა, უეჭველია, რომ უკვე აღარ შეუძლიათ ხასიათის ნაკლოვანებების დაძლევა და როგორც წესი რაღაც ცუდი ჩვევები აქვთ. ამ დროს ადგომა განაპირობებს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან დაჯახებას, ქრონიკული დაავადებების დიდ რისკს, იმედგაცრუებებს და წარუმატებლობებს. ასეთ ადამიან ყოველთვის გაუჭირდება სიტუაციის სწორად შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ვერ გააკეთებენ სწორ ცხოვრებისეულ არჩევანს და მოვლენათა დინებას გაყვებიან, ისე რომ არ ექნებათ ძალა რაიმე შეცვალონ თავის ცხოვრებაში.
ის ადამიანები, რომლებსაც “ჭკუა ჰყოფნით”, რომ 9-დან 10 საათამდე ადგნენ, ცხოვებაში დეპრესიას, აპათიას და სიცოცხლის წყურვილის დაკარგვას, საკუთარი ბედის გამო იმედგაცრუებას, შიშებს, ბრაზიან ხასიათს და ა.შ. აწყდებიან. ასევე უკონტროლო მავნე ჩვევებს, უბედურ შემთხვევებს, სწრაფად პროგრესირებად ავადმყოფობებს და ადრეულ სიბერეს...
უკვე აღარ გავაგრძელებ იმათ აღწერას, ვინც 10 საათის შემდეგ დგება...
მზის ამოსვლა არ ვიცი მე, 6-ზე ვდგები და 10-ის მერე ვწვები
არის შემთხვევები, რომ მიზეზებისდა გამო ეს რეჟიმი დამერღვევა, მაგრამ ვცდილობ მალევე დავუბრუნდე
ikanosi
marine
დროზე თუ არ შეცვლით რეჟიმს რაც დრო გავა უფრო ნაკლებად გაგეცინებათ
ახალგაზრდული ენერგია დიდი მარაგია, მაგრამ ამ მარაგის უაზრო ფლანგვა არაა კარგი.
Atman
Atman
ძალიან მაგარია! მე პირადად რაც ადრე დავიწყე ადგომა,რადიკალურად შემეცვალა განწყობაც და ხასიათიც (უკეთესობისკენ) საერთოდ მიყვარს დილის სიმშვიდე,სიმყუდროვე. ისე შარსან მქონდა მცდელობა 6 ზე ადგომის და ცოტა ხანი ვიყავი მაგ რეჟიმსი მაგრამ მაშინ ალბათ კარგად ვერ ვაცნობიერებდი ადრე ადგომის მნიშვნელობას და დროს,ყველაზე მთავარი ისაა რომ სულ მქონდა დროის უკმარისობის შეგრძნება (სულ საათზე ვიყურებოდი)
პატრიარქის კურთხევაა ბოლოს და ბოლოს!
კიდევ ერთი რჩევა: დილით ადგომისას აუცილებლად გადაივლეთ წყალი, თანაც მაშინვე, როგორც კი ადგებით. ზაფხულში სასურველია ცივი წყალი, ზამთარში ოდნავ თბილი. განსაკუთრებით ეს ეხებათ მამაკაცებს. ქალბატონებისთვის ზედმეტად ცივი წყალი არაა რეკომენდებული.
მთელი ღამის განმავლობაში შლაკების გამოყოფის ერთ-ერთი გზა კანის ფორებია. დილას გადავლებას თუ ვერ მოასწრებთ, 9 საათის მერე კანი უკან იწოვს კანზე არსებულ ტოქსინებს.
ასევე კარგი იქნება თუ კოვზით ან რაიმე სპეციალური საშუალებით ადგომისთანავე მოიშორებთ ნადებს ენიდან, იმიტომ რომ ენაზეც ბევრი ტოქსინი გროვდება ღამით.
ჰოდა კიდე მავიწყდებოდა. ჩვევად გაიხადეთ, რომ საწოლთან 1 ჭიქა ცივი წყალი გედგათ და გაღვიძებისთანავე გადაჰკარით (კარგია ანადუღარი თუ იქნება). ეს პროცედურები ყოველდღიურად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აიურვედის მიხედვით სავალდებულოც კია.
Iona
Atman
ხვალ და ზეგ არ მცალია და აი ორშაბათს ავდგები ერთი დილის 5 საათზე და ვნახავ როგორ გავატარებ დღეს.
მაშიკო
კაი იდეაა ნამდვილად ---- მარა ამ ფეხბურთის გადამკიდე რას დაწვები ადრე - კიდევ კაი მთAვრდება ეს ოხერი
აუ, წყლის დალევაზე გამახსენდა. ჭამის პროცესში წყლის დალევა სასურველია თუ ჭამას რო მორჩები მერე? ადრე მახსოვს ვიღაცამ მითხრა ჭამისას წყლის დალევა არაა სასურველიო :)
როგორაა, გამარკვიეთ :დ
ქევანა
წყლის და საერთოდ სითხის დალევა შეიძლება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან მერე 2-3 საათის მერე. სასურველია სადილობისას ამ სადილობამდე ტკბილი სითხეები არ მიიღოთ, მონელებას აფერხებს. თუ ყელი გაგიშრათ ცოტა წყლის დალევა სადილობის დროსაც შეიძლება.
ისევ გაგახსენაბთ სადილობა ყველაზე კარგია 11-დან 1 საათამდე.
izi-bartki
2-3 ლიტრი რომც არ გწყუროდეს მაინც უნდა დალიო.
izi-bartki
ხო, ტკბილი დილით ჯობია რა ჯობია კაი ნატურალურ ხილის წვენს, ოღონდ შენი დაწურულია კარგი და არა ნაყიდი
terra
დილით ადგომისთანავე 1-2 ჭიქა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, ზამთარშიც და ზაფხულშიც!
ხო და კიდე გირჩევთ, რომ ტკბილი წვენი მხოლოდ ლოცვის მერე მიიღოთ. პირველი სიტკბო ლოცვის გემო უნდა იყოს
terra
terra
გიო იცი რა მაინტერესებს? ხომ არ იცი, საერთოდ, სხეულის მასის ინდექსი როგორ გამოვთვალო,რა იქნება სიმაღლესთან მიმართებაში?
terra
ა ნ უ კ ა
ბევრი/საჭიროების მიხედვით/ წყალი განაპირობებს გულის ნორმალურ მუშაობას, ეს თავისი მხრივ სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, ის თავისი მხრივ ნორმალურ ნივთიერებათა ცვლას და ასეა ყველაფერი კავშირში ჯაჭვივით, ია ტაკ დუმაიუ..
თუ არ გიყვართ წყალი, დილას რამე მარილიანი შეჭამეთ, ვთქვათ ყველი, საუზმეზე ძალიან ვერ მოინდომებ და მერე მთელი ან ნახევარი დღე მაინც კარგად ჩაყლურწავთ.
kato_Bato
Atman
ძალით არაფრის გაკეთება არ გვიყვარს ჩვენ, ესეთები ვართ
"მინდა" ატრიალებს სამყაროს..
ადამიანური გაგებით.
kato_Bato
მაშინ წამალს რატომ ვსვამთ ძალით?
Atman
გვეშინია
kato_Bato
ჰოდა როცა საჭმელი წამალი არ არის, მაშინ წამალი ხდება საჭმელი.
იმიტომაც გეუბნებით ამ ყველაფერს, რომ არასწორი რეჟიმის და არასწორი კვების გეშინოდეთ
დღეს 7 ზე ავდექი ხვალაც 7 ზე ავდგები...მართლა კარგია დილით ადრე ადგომა, თითქოს უფრო ენერგიული ვარ
ikanosi
სანამ ზაფხულია ისარგებლე თორე ზამთარი რო იყოს ახლა არ ხარ შენ 7-ზე ამდგომი
3 წელია 6 ზე ვდგები
მოტივაციას გააჩნია, თორემ ყველა ვარიანტში ადრე ათრევა არ ასვენებს ადამიანს
ა ნ უ კ ა
ა ნ უ კ ა
ეს არის ძალიან კარგი აუდიოლექცია დღის რეჟიმის შესახებ. რუსული ვისაც გესმით ყველას გირჩევთ:
http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Rejim_dnia.mp3
ამ ლექციას ვუსმენ ახლა და ამბობს, რომ ლოცვისთვის ყველაზე საუკეთესო დრო დილის 4-დან 5 საათამდეა. იმიტომ რომ ამ დროს ცნობიერება ყველაზე დიდ სიღრმეებში შედის. ჭკუის ემოციური მხარე ჯერ კიდევ არაა ჩართული და იმიტომ. 5-ის მერე კი ემოციური მხარე ირთვება, განსაკუთრებით ქალბატონებში და მოდის ღვარღვარა რელიგიური გრძნობები (ცრემლების სახით) . მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ მთავარია სიღრმე, სენტიმენტები კი საჭიროა, მაგრამ მეორეხარისხოვანია.
Atman
დღეს 5-ს ეკლდა 20 წუთი რომ გამეღვიძა
izi-bartki
მესამე განზომილებაში კი არ უნდა გადახვიდე, ჭკუიდან უნდა გამოხვიდე (ანუ ჭკუიდან გადახვიდე)
საშინელ დღეში ვარ ამ მხრივ.... საშინელებაა, დამენგრა ყველაფერი..
გავაგრძელოთ ამაზე საუბარი
ადრე ადგომა იმდენად გადამეზარდა ჩვევაში, 7-ზე გვიან ძალიანაც რომ მინდოდეს ვეღარ ვდგები. თან განწყობაც ძალიან განსხვავდება როცა ვთქვათ თუნდაც 7-ზე ვდგები, და როცა 6-ზე ან 5-ზე.
მე ყოველ დილით 7-ის ნახევარზე მეღვიძება და 7-ზე ვდგბი. ჩემს ცხოვრებაში სულ 1-2 შემთხვევა იყო, როცა მაღვიძარამ გამაღვიძა.
ყველაფერი გამომუშავებაზე და მიჩვევაზეა.
მონასტერში ხანგრძლივი დროით როცა ვიყავი, იქ 4-ის ნახევარზე ვდგებოდი. სახლში დაბრუნების შემდეგაც 2 კვირა ისევ მაგ დროს მეღვიძებოდა.
არ მახსოვს ვინმეს ეთქვას, გაიღვიძე ან ადექი
მუდმივად დღის წესრიგში პრობლემა-ძილი. )) ყოველი დღე იწყება გადაწყვეტილებით რომ ყველა საქმე მოვითავო და დროზე დავიძინო.))
წლებია ადრე მიწევს ადგომა იდეაში 6-7 მაინც მაგრამ ვერაფრით გამოვიმუშავე . 6იდან რეკავს მაღვიძარა ერთი სთ, ვიღვიძებ ბოლო წუთში, გულის და ნერვების ტკივილის ფასად ავეხევი ლოგინს, : კი: ისტერიულად ვიწყებ გამზადებას, ხან სად ავსრიალდები, ხან სად მივერეხვები )) თუ სასიკვდილო ტრავმა არ მივიღE, ერთი ორი სინიაკი არ ითვლება ყოველდღე, )) გავრბივარ.
თან საათობრივია და უნდა დაფიქსირდე, რომ შევასწრებ, მერე ვიხედები რა ჩვიცვი ან ჩავიცვი თუარა, P გამოსასვლელი ხოარჩავუკეტე ვინმეს. მერე სკამზე ვჯდები ჩანთით გაყინული ერთი მიმართულებით მზერით რამოდენიმე წუთი , თავიდან ეშინოდათ თანამშრომლებს ეხლა შეეჩვივნენ, და ფრთხილად მეუბნებიან რომელი წელია, პოლიტიკურ-სოციალურ ვითარება, ჩემს თავზე ორ სიტყვას )) მერე ვფხიზლდები
საღამოს გვიან არ ვამთავრებ, ნუ სადღაც ორ სთსი უნდა დავიძინო, მარა დავბოდიალობ.. მერე ღამის ორ სთზე მეღვიძება და ვერ ვიხსნებ როდის და რა ვითარებაში დავიძინე, მერე ვნახულობ სახლს- შუქს თუ არ ჩავთვლით კარებია თუა ჩაკეტილი, და გაზზე ხომ არ დავწვი მორიგი ტაფა-ჩაიდანი, და კორპუსი ხო არ ავწიე ჰაერში, თან თვითგვემაში ვარ რადგან მეზობლების პოტენციური მკვლელი ვარ, მარა ეგ დიდხანს არ გძელდება , ისევ ვიძინებ და ასე ყოველ დღე,
უკიდურეს ტანჯვა წამებაში ვარ
2-3 ზე ვიძინებ და 7 ზე რა სინდისით ავდგე?
ვიწყებ
ყველა თუ არა, განახლებული ატმანი მაინც წაიკითხავს
ბავშვობიდან მქონდა უძილობის პრობლემა.
შუადღისითაც არ მაძინებდნენ ბაღში, როცა ყველა ბალღი იწვა.
მოზრდილ ასაკში მედიკამენტებზეც გადავედი, მაგრამ არ მშველოდა.
რეჟიმი ჩამომიყალიბდა საშინელი.
დილის 6-7-ზე ვიძინებდი და ვდგებოდი 2-ზე.
ახლა ალბათ 10-12 წელია რაც მაღვიძარით ვიღვიძებ 10-11-ზე
მეშინია ძველ რეჟიმს არ დავუბრუნდე, მაგრამ მოხდა საოცრება.
ორგანიზმი 8-9 საათ ძილს მთხოვს, როცა ადრე 3 საათი მყოფნიდა.
ნუ ხან 10 საათიც მძინავს და მერე იძულების წესით ვდგები.
მხოლოდ წირვაზე წასვლის წინ ვიღვიძებ 7-ზე და მერე შუადღისით 4 საათი რომ არ დავიძინო, მთელი დღე რობოტივით ვარ.
ვერ ვაზროვნებ და ვგრძნობ, ჩემ სხეულს როგორ სძინავს.
მე კი თითქოს სამშვინველი მამოძრავებს
დავუშვათ დანაკლისი ვერ ავინაზღაურე იმავე დღეს, მომდევნო დღეებში მიწევს ძილზე ამ დაკარგული საათების დამატება.
ვნების კვირა დატვირთულია მსახურებებით.
ამ დროს გადაბმულად 10 დღე მიწევს 6-ზე ადგომა და ვგრძნობ, რომ ორგანიზმი სტრესში მყავს.
გადამვწარივი ვარ ხოლმე და გამოფიტული.
მგონი რაც მთელი ცხოვრება დავიკელი,ახლა ვანაზღაურებ.
სისტემატიურად ვსვამ რძეს და ეს ხომ მეტად მთიშავს.
მოკლედ უძილობის პრობლემა მომიგვარდა, მაგრამ ახლა ძილიანობას ვუჩივი.
ნეოს პოსტს ვეთანხმები 100%-ით.
მე რომ 6-ზ ავგდე, 9-ზე უკვე უნდა მეძინოს.
ამ დროს სახლში არც ვარ ხშირად.
ან თუ ვარ, მაშინ ვეკონტატქები მეგობრებს, ახლობლებს.
მანამდე ყველა მუშაობს და გამოდის, რომ უნდა დავივიწყო ხალხი.
მირჩევნია 5 წლით ადრე გავიდე ამ ქვეყნიდან, ვიდრე მარტოობაში და უძილობაში აღმომხდეს სული, მაგრამ სამაგიეროდ დილაადრიან ვდგებოდე
უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში ცხოვრების რითმი(!)
”ზანგივით” მარტო შენ ვერ იცხოვრებ მაგ რეჟიმით.
მესმის დადებით მხარე და გეთანხმები ბევრ რამეში, მაგრამ შეუძლებელია დღევანდელობაში მასე ცხოვრება.
ხო, კიდე წყალზე დავწერ ერთ-ორ სიტყვას.
წყალს რომ ვსვამ, გულისრევის შეგრძნება მიჩნდება და საერთოდაც ვერ ვიტან წყლის გემოს.
ამიტომ სულ გაზიან ტკბილ სასმელებზე ვიყავი.
თუ ფიზიკურად არ მქონდა სახლში, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს და ვითმენდი წყურვილს.
ამან უამრავი პრობლემა შემიქმნა.
წონაში მოვიმატე, ძველბზე მკურნალობა დამჭირდა, აღმომაჩნდა ცხვირის, ყელის და თვალის სიმშრალე.
მგონი ძილიანობაც ამას სცოდნია.
1 კვირაა წყალს იძულების წესით ვსვამ.
უზმოზე მიწევს წამლის დალევა და ვცდილობ ბევრი წყალი დავაყოლო.
ვიჭყიპები რა ამ სითხით და ვნახოთ რა შედეგს მომიტანს
სანამ გამოცდები დამეწყებოდა ერთი თვე 8-ის ნახევარზე ვწვებოდი...
ნუ გაღვიძებაზე პრობლემა არ მაქ. როცა მინდა მაშინ გავიღვიძებ...
tamuna m
შენ იმ დროს უნდა დაიძინო და გაიღვიძო, როცა ორგანიზმი მოგთხოვს
დამატებით შეგიძლია დღის განმავლობაში, როცა დაღლილი იქნები, სახლშიც, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც და სხვა მოსახერხებელ ადგილებზეც გამოიყენო რელაქსაციის და "წათვლემის" ტექნიკა, როცა უბრალოდ უფლებას აძლევ ორგანიზმს დაიძინოს და არ ეწინააღმდეგები. ასეთი 20 წუთიანი წათვლემაც საკმაო ძალებს აძლევს ორგანიზმს.
არსებობს სხვადასხვა მედიტაციის ტექნიკაც უძილობის ან ძილიანობის გამოსასწორებლად, მაგრამ თქვენთვის ხიხიაა და გაწყენთ
A.V.M
tamuna m
Atm@n
ყველაფერი გენმოდიფიცირებული იყიდება, თითქმის... შეწამლულიც...
ესეც მოქმედებს, მნიშვნელოვნად, ორგანიზმზე.
როგორ ვერ ვდგები, ძალიან კარგადაც ვდგები მზის ამოსვლამდე
მე მშვენივრად ვდგები უკვე - ძაღლი მაიძულებს
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience