თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ დამეხმარეთ

პოსტის ავტორი: mariam_b თარიღი: Jun 24 2010, 03:09 PM

მოკლედ ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი თუ რამეს არასწორად ვაკეთებ პირველად ვხსნი თემას ) მაგრამ მგონი შესაფერისი განყოფილება შევარჩიე ).. თვენი დახმარება მჭირდება და ვიცი რომ უპასუცობ არ დამტივებთ .. საქმე იმაშია რომ ჩემი საყვარელი ადამიანი იტანჯება დაავადებით რომელიც არ იკურნება .. დღეს დღეობით ჩემზე ახლობელი საქართველოში არავინ ყავს და ვიცი რომ რამენაირად უნდა დავეხმარო .. ეკლესიაშიც სცადა მისვლა მაგრამ მისი დაავადება ხელს უშლის .. მოკლედ ამას წინად ახლობილსგან გავიგე რომ სადღაც თბილისთან ახლოს არის ეკლესია სადაც ერთი ქალბატონი ლოცვებს კითხულობს და მის ლოცვას ადამიანის განკურნება შეუძლია..უნდა ვაღიარო რომ ეკლესიაში სამწუხაროდ ხშირად არ დავდივარ მაგრამ ღმერთის მწამს..(შეიძლება ცუდათ ვიქცევი სანამ დახმარება არ დამჭირდა ღმერთი არ გამხსენებია მაგრამ მე რომ მჭირდებოდეს დახმარება არ დავიჩივლებდი ).. მოკლედ ამ ბოლო დროს ამეკვიატა აზრი რომ თუ წავალ ამ ქალბატონთან ღმერთი აუცილებლად შემეწევა მეც და ჩემს საყვარელ ადამიანსაც .. ახლობელს მივმართე დამპირდა ამ კვირაში წავალთ აუცილებლადო მაგრამ დიდი დრო გავიდა და არ გამოჩენილა რამდენჯერმე ვცადე დაკონტაქტება მაგრამ უშედეგოდ.. მოკლედ არც ადგილი ვიცი და არც დრო როცა შეიძლება მივიდე (( დღეს ტქვენს ფორუმს გადავაწყდი შემთხვევით და ძალიან გამიხარდა .. იქნებ თქვენ იცოდეთ რამე და მირჩიოთ ..
თუ საჭიროდ ჩათვლით რომ თემა უნდა წაიშალოს არ მეწყინება ნამდვილად .. მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ უპასუოდ არ დამტოვებთ

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 24 2010, 04:00 PM

პირველ რიგში საჭიროა ეკლესიურ ცხოვრებას დავადგეთ და ჩვენც ვილოცოთ მეგობრისთვის, ღმერთი ყოველივეს მხილველია და თქვენს მონდომებასაც დაინახავს, იქნებ ეგ ავადმყოფობა თქვენს მეგობარს იმიტომ მოუვლინა ღმერთმა რომ უნდა თქვენ ეკლესიურ ცხოვრებას დაადგეთ.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 24 2010, 04:01 PM

ვინ ქალბატონი? რა ეკლესია? ვისი კურთხევით კითხულობს? რა ლოცვებს კითხულობს?
ეგ უნდა დააზუსტო თორე ადვილად შეიძლება მოგატყუონ და შედეგი თითქოს დადებითი , მაგრამ საბოლოოდ მძიმე იქნება.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 24 2010, 04:05 PM

mariam_b

ვინმე დედა ნათელაზე ხომ არაა საუბარი?

კარგად გამოიკვლიე, ვისთან მიდიხარ.
ზოგადად კი, ასეთ შემთხვევებში, სასულიერო პირებს უნდა მივმართოთ და
არა ე.წ. შემლოცველებს smile.gif


პოსტის ავტორი: mariam_b თარიღი: Jun 24 2010, 04:11 PM

ლეონტი
სწორედ ამიტომ ვითხოვე დამხარება .. მეც გაუგებრობაში ვარ არ მინდა რამე ისეთი გავაკეთო რომ სანანებლად გამიხდეს .. ისეთი არავინ მყავს ვისაც რჩევას ვკითხავდი ) ის ჩემი ახლობელი საერთოდ გაქრა ((

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jun 24 2010, 05:21 PM

თუ მონაზონს გულისხმობთ, რომელიც ლოცვებით კურნავს, გამიგია წყნეთში, რომელი ტაძარია არ მახსოვს, იქ იმ ტაძარში მოღვაწეობს და ძალიან ბევრი ხალხი დადის მასთან, კურთხევა რომ არ ქონდეს ხომ არც წაიკითხავდა ლოცვებს

პოსტის ავტორი: mariam_b თარიღი: Jun 24 2010, 05:42 PM

mari-mari15
მგონი სწორედ ეგ არის .. ადგილმდებარეობა დაახლოებით მეც ეგრე ვიცოდი..

ყველას მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif განსაკუთრებით ikanosi
შენ რატომ არ ვიცი მაგრამ ძალიან იმოქმედა ჩემზე შენმა სიტყვებმა smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jun 24 2010, 06:06 PM

ციტატა
მგონი სწორედ ეგ არის .. ადგილმდებარეობა დაახლოებით მეც ეგრე ვიცოდი..

გავარკვიოთ ზუსტად თუ გინდა მდებარეობა და კურთხევის შესახებ და წადი მერე

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 24 2010, 06:08 PM

mari-mari15

ციტატა
გავარკვიოთ ზუსტად კურთხევის შესახებ


ჯერ - ეს, აუცილებლად და დანამდვილებით smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jun 24 2010, 06:10 PM

ციტატა
ჯერ - ეს, აუცილებლად და დანამდვილებით

ხო აბა რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: mariam_b თარიღი: Jun 24 2010, 06:19 PM

mari-mari15
კი როგორ არ მინდა smile.gif მაგიტომაც გკითხეთ )

პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: Jul 2 2010, 08:31 PM

ციტატა(mariam_b @ Jun 24 2010, 06:19 PM) *

mari-mari15
კი როგორ არ მინდა smile.gif მაგიტომაც გკითხეთ )

სამწუხაროდ არ მახსოვს იმ დედაოს რა ჰქვია, მაგრამ მაქვს ერტი მამაოს ნომერი და თუ გვიან არ არის და ჯერ კიდევ არ გაგირკვევია მისი ვინაობა ამ ნომერზე დარეკე 899 75 33 31 მამა ეგნატე იკითხე და მას კითხე. წყნეთში არის ეგ დედაო. გმერთმა დაგლოცოს smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)