თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ბიბლიოთეკა _ ალექსანდრე დვორკინი - სექტოლოგია, ტოტალიტარული სექტები

პოსტის ავტორი: IOANE_ თარიღი: Jun 6 2012, 08:19 PM

მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო, ცნობილი რუსი სექტოლოგის ა. დვორკინის "სექტოლოგია" ითარგმნა ქართჲლად და მისი ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების შეძენა უკვე შესაძლებელია საეკლესიო მაღაზიებში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს, ოჯახთან ერთად ესტუმრა წმ. ტიხონის სასულერო აჯკადემიის ეკლესიისა და სექტოლოგიის კათედრის გამგე, პროფ. ალ.დვორკინი. ის მართავს საჯარო ლექციებს კვირა დღის ჩათვლით.

ბეჭდური და ელექტრონული ვერსია გამომცემლობა "ახალი ივირონის" მიერ მომზადდა. ელექტრონული ვერსია ნაწილობრივ სხვაობს ბეჭდური გამოცემისაგან, რადგან მას თითოეულ სექტაზე დამატებით დართული აქვს ვიდეო მასალა, სადაც ასახულია ის დოკუმენტური ფაქტები რაც ნაწილობრივ ავტორის მიერ არის ნახსენები და ამავდროულად დამატებითი მასალაც იყრის თავს, რომელიც სხვდასხვა დროს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნა გაშუქებული უცხოურ მედია სივრცეში, როგორც საინფორმაციო, ასევე დოკუმენტურ ჟურნალისტურ გამოძიებებში.

დისკი ტექსტოლოგიური ნაწილით ბეჭდური გამოცემის იდენტურია, იგი მხოლოთ ვიდეო და ფოტო მასალით არის გამდიდრებული. DVD დისკზე ჩაწერილი აღნიშნული წიგნი, სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნილი პროგრამით არის წარმოდგენილი, რომელიც მოხერხებულს ხდის ტექსტებთან მუშაობას. პოგრამას აქვს მოხერხებული საძიებო სისტემა რომელიც სწრაფად ახდენს საძიებო სიტყვის თუ ფრაზის მოძებნას. მართალია დისკის კოპირება და შიგნით არსებული ტექსტების კოპირება შეზღუდულია, თყუმცა პროგრამას აქვს ტექსტების ბეჭდვის ფუნქცია.

შინაარსის მიხედვით წიგნი შედგება 11 თავისგან და მასში წარმოდგენილია "ტოტალიტარული" სექტები მაგ. მორმონები, საგუშაგო კოშკის (იეღოვას მოწმეების), კრიშნაიდების, მუნიტების და სხვა ცნობილი სექტების შესახებ ვრცელი მასალა. ელექტრონული დისკების მსურველებს შეგიძლიათ მოგვმართოთ : info@iviron.ge ბეჭდური გამოცემის შესყიდვა შეგიძლიათ საეკლესიო მაღაზიებში

პოსტის ავტორი: puskuu თარიღი: Jun 7 2012, 08:51 PM

ამ წიგნის პრეზენტაცია და თვითონ ავტორთან გასაუბრება ხვალ რუსთავში იმართება smile.gif) მეც ვესწრები ამ ლექციას და ძალიან მიხარია smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 28 2012, 10:48 PM

IOANE_
დისკი შევიძინე (წიგნის პრეზენტაციაზე სამებაში), მაგრამ სამწუხაროდ ჩემი კომპი არ ხსნის.
ისე, წიგნები ვნახე გაყიდვაში და დისკი არ შემიმჩნევია.

პოსტის ავტორი: IOANE_ თარიღი: Jul 3 2012, 04:22 PM

ციტატა(tamuna m @ Jun 28 2012, 10:48 PM) *

IOANE_
დისკი შევიძინე (წიგნის პრეზენტაციაზე სამებაში), მაგრამ სამწუხაროდ ჩემი კომპი არ ხსნის.
ისე, წიგნები ვნახე გაყიდვაში და დისკი არ შემიმჩნევია.


აბა მითხარი რას გიწერ კომპიუტერი და რატომ არ გიხსნის შევეცდები გიპასუხო. smile.gif

ინსტრუქციას ითვალისწინებ, რაც პირველივე გვერდზე ჩნდება?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 3 2012, 06:30 PM

რა ღირს დისკი, თუ შეიძლება გავიგოთ?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 4 2012, 05:26 PM

ძალიან საინტერესო პიროვნება ყოფილა ბატონი დვორკინი, აუცილებლად შევიძენ როცა შესაძლებლობა მომეცემა დისკს. smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 5 2012, 09:24 PM

IOANE_
კი, ინსტალაცია გაკეთებულია და წიგნის გახსნას, რომ ვაძლევ, უაზროდ ფიქრობს.
შემდეგ ჩერდება და ხელმეორედ რომ ვაჭერ "წიგნის გახსნას" მიწერს "An instance of seqtologia is already running
ბოლოს დისკსკომპიდან ვეღარ ვიღებ, თუ არ გადავტვირთვე.
საკმარისია ”წიგნის გახსნას” შევეხო და დისკი სამუდამო პატიმრობას ეცემა.
სხვას ვათხოვე და მასთან გახსნა, მაგრამ იქაც პრობლემებით.
k@the
ქეთი, მე 10 ლარად შევიძინე, მაგრამ ახლა მარაზიაბში ცოტას მოამატებენ.
მაგ. წიგნიც იგივე ფასი ღირდა და შემდეგ ალილოს (თან) საბითუმო მაღაზიაში 12 ლარად იყიდებოდა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 6 2012, 01:07 PM

tamuna m
მადლობა თამუნა, შევიძენ აბა.
ისე იქნებ რაიმე მინიმალური მოთხოვნები ჭირდება კომპს დისკის გასახსნელად?
თუ ძალიანაა გაფორმებული დისკი და ბევრ ოპერატიულს ითხოვს შეიძლება გაუჭირდეს ცოტა ძველ კომპიუტერებს მუშაობა.
ყოველ ჯერზე გადატვირთვა არაა კარგი. ერთდოროულად დააჭირე ღილაკებს "ALT" +"Ctrl"+"Del" იქ პროცესების ჩამონათვალს გადახედე და უნდა იყოს დისკის სახელის მქონე რაიმე პროცესი, მონიშნე ის პროცესი მაუსის 1 დაწკაპუნებით და "end process" არის მგონი ღილაკი, ან ამის მსგავსი, იმას დააჭირე. წესით უნდა გათიშოს.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 6 2012, 03:20 PM

k@the
არაფერი შველიდა.
თუ დისკი გამოვიდა, მაინც რაღაც ფანჯრებს მიხსნის და სანამ არ გადავტვირთავ, არ სცილდება.
ისე, ჩემი კომპიც ცოცხალ-მკვდარია და ალბათ მაგის ბრალიცაა.
ბოლო დაფორმატებისას, სრულად ვერ ჩამიწერეს პროგრამები.
არ მგონია დისკის ბრალი იყოს

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 6 2012, 04:01 PM

tamuna m

ხოდა მაშინ გადაღებე და გადააგდე biggrin.gif
მაგრამ ჩვენ რომ ვერ დაგველაპარაკები, ეგ არ მომწონს. dry.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 9 2012, 10:18 PM

k@the

ციტატა
ხოდა მაშინ გადაღებე და გადააგდე

სათქმელად ადვილია biggrin.gif
ჰოდა მიდევს ეს დისკი და ვუმზერ გარედან ახალი კომპის მოლოდინით : )))

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 10 2012, 02:20 PM

მე ვიყიდე წიგნი, მაგრამ დისკი არ მოყოლია. დისკის ყიდვა სად შეიძლება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 10 2012, 02:35 PM

დღეს გვესაუბრენ სემინარიაში რომ უფრო გახშირდება ხლმე ბატონი დვორკინის მსგავსი სტუმრების ჩამოსვლა აქ...

(განსაკუთრებით მაშინ როცა ვაკეში გადავა სასწავლებელი)

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 10 2012, 02:40 PM

რაღაცეებში არ ვეთანხმები მაგ კაცს...

ჩემ სფეროს თავი დავანებოთ... ხატებს არ სცემს თაყვანს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 10 2012, 02:44 PM

ოსიპოვსაც და კურაევსაც ვერ დაეთანხმები ყველაფერში...

მარა ფაქტია რომ ძალიან მაგარი ტიპია.

(მარა ჩვენი დვორკინიც მაგარია.)
მამა იაკობს ვგულისხმობ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 10 2012, 03:01 PM

A.V.M

ციტატა
(მარა ჩვენი დვორკინიც მაგარია.)მამა იაკობს ვგულისხმობ...

სხვათაშორის, გუშინ ვისაუბრეთ დვორკინზე და მისი ხატებთან დამოკიდებულების შესახებაც მაშინ გავიგე, რამაც მაგრად გამაკვირვა.

პოსტის ავტორი: ილია94 თარიღი: Jul 10 2012, 05:13 PM

3 დღეა უკვე პროტესტანტებს და მე მიმოწერა გვაქ გაჩაღებული FB-ზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ძაან არალოგიკურ პასუხებს იძლევიან,გაზეპირებული და დაზუთხული აქვთ ყველაფერი,სექტანტებმა ხო საერთოდ მასე იციან, თბილის სახარების რწმენის ეკლესიიდან ვართო.

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 10 2012, 10:54 PM

ილია94

თუკი არ შეგიძლია, რომ კარგად დაიცვა მართლმადიდებლობა და შესაბამისად არ ხარ გაცნობიერებული მათსა და მართლმადიდებლურ სწავლებებში, გირჩევ, რომ გაწყვიტო მათთან საუბარი.

სექტანტები ისეთებთან არიან მაგრები, რომელთაც კარგად არ ესმით ქრისტიანული მოძღვრება.
თითქოს ლოგიკური და ბიბლიური მსჯელობები აქვთ, მაგრამ სინამდვილეში მათი სწავლება სრულიად დაშორებულია ჭეშმარიტებას.
მოხერხებულად აცდუნებენ ადამიანებს... ძალიან მარტივად.

მეც ექსპერიმენტები ჩავატარე იმ სულიერ ძმებთან, რომლებიც სულ იეჰოვას მოწმეების გაკიცხვაში იყვნენ, ხშირად შეურაცხყოფდნენ კიდეც მათ.
და ერთხელაც მე მათი ენით დაველაპარაკე და თან ბიბლიური მუხლები მომყავდა მოწმეების სწავლებების სასარგებლოდ.

ერთი სიტყვით, ძალიან მაგრად დაიბნენ და მერე მთხოვდნენ ამეხსნა, თუ რას ნიშნავდა ის ბიბლიური მუხლები და შინაარსის მატარებლები იყვნენ.

ამიტომ, თუკი არ ხარ კარგად განსწავლული, მათთან კონტაქტი სახიფათოა შენი სულისათვის.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 10 2012, 11:23 PM

ციტატა

ამიტომ, თუკი არ ხარ კარგად განსწავლული, მათთან კონტაქტი სახიფათოა შენი სულისათვის.

სულისთვის ერთი და მეორე.

შენც შეიძლება დაბრკოლდე და სხვაც დააბრკოლო.
(ამას კი მოყვება კისერზე დოლაბის ქვის გამობმა...) biggrin.gif

გიო!
არ მოგენატრა ფორუმზე რელიგიური პოლემიკები?
დაჭმა-დახოცვა რომ გვქონდა ერთმანეთის...

პოსტის ავტორი: ილია94 თარიღი: Jul 11 2012, 12:07 AM

ისეთ სისულელეებს მწერენ,მეტი რო არ შეიძლება,ცეცხლზე ლაპარაკი არ გვინდა შორს წაგვიყავანსო.ღვთებრი ცეცხლი იგულისხმეს

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 11 2012, 12:10 AM

A.V.M
აუ მე მომენატრა ეგ biggrin.gif biggrin.gif ორნესი მინდაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 11 2012, 12:10 AM

ციტატა
არ მოგენატრა ფორუმზე რელიგიური პოლემიკები?
დაჭმა-დახოცვა რომ გვქონდა ერთმანეთის...


ოღონდ ეგ არა... ან თუ მაინც, ცოტა მოწესრიგებულად ჯობია.

ახლა ფორუმზე ჯობია ჩვენს სულიერ წინსვლაზე ვიზრუნოთ, განათლებაზე, წარმარტებაზე... განსწავლაზე... გამდიდრებაზე... მაცხოვართან მიახლებაზე.. სულითა და ჭეშმარიტებით... ჩვენში ღვთIსმეტყველების ამაღლებაზე... (ღვთისმეტყველება რომ დავწერე, არ ნიშნავს მრავლის "ლაყბობას", არამედ ღმერთთან კავშირს, ურთიერთობას.. ეს ვიგულისხმე).

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 11 2012, 12:16 AM

აკაკი
kitxva.gif ეგეც საჭიროა smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 11 2012, 12:17 AM

ეგ არის მთავარი (რა -ც, რისი -ც).. მაგის გარეშე ვერაფერს შევძლებთ.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 11 2012, 12:19 AM

აკაკი
დაჭმა დახოცვა ვიგულისხმე smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 12:19 AM

ციტატა

ოღონდ ეგ არა... ან თუ მაინც, ცოტა მოწესრიგებულად ჯობია.

რა არა კაცო...
ბევრი რამ ვისწავლე მაგით.

რა თქმა უნდა მოწესრიგებულად თორე გინება და ლანძღვა ამ თემასთან რა კავშირშია.

ბოლოს რაც თქვი კიდე ეგეც მალე იქნება...ცოტა დამაცადეთ კაცო...

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 11 2012, 12:28 AM

A.V.M

ციტატა
გიო!არ მოგენატრა ფორუმზე რელიგიური პოლემიკები?დაჭმა-დახოცვა რომ გვქონდა ერთმანეთის...

ვინებთანაც შეიძლებოდა პოლემიკა, გააქციეს აქედან და ვის გავუმართო; შენ? biggrin.gif

ილია94
ციტატა
ისეთ სისულელეებს მწერენ,მეტი რო არ შეიძლება,ცეცხლზე ლაპარაკი არ გვინდა შორს წაგვიყავანსო.ღვთებრი ცეცხლი იგულისხმეს

ეგრე იციან ხოლმე, როცა პასუხი არ გააჩნიათ.
კიდევ ერთხელ გირჩევ, გაწყვიტო მაგათთან კონტაქტი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 12:34 AM

ციტატა
ვინებთანაც შეიძლებოდა პოლემიკა, გააქციეს აქედან და ვის გავუმართო; შენ?

შენ მაგაზე არ ინერვიულო!

თუ მუჰამედი არ მივა მთასთან მთა მივა მუჰამედთან!

პოსტის ავტორი: ილია94 თარიღი: Jul 11 2012, 12:35 AM

გავედი მე მეძინება. აბა ძილინებისათ kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 12:36 AM

ციტატა
გავედი მე მეძინება. აბა ძილინებისათ

კარგათ და ტემპი არ დააგდო...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 11 2012, 12:36 AM

A.V.M
რა კაცია ილია სადაც რას უნდა იმას წერს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 12:38 AM

ციტატა
რა კაცია ილია სადაც რას უნდა იმას წერს

ეგ ახალი მაინცაა...

შენ რა უნდა თქვა...
კაცს ,,დაუფრთხე ანგელოზები''

ისე თრიფონ!
დვორკინთან შეხვედრაზე იყავი?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 11 2012, 12:38 AM

A.V.M
ეგ ვინაა? რუსეთის სემინარიის უსტაბაშI როა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 12:40 AM

ციტატა
ეგ ვინაა? რუსეთის სემინარიის უსტაბაშI როა?

რო არ გიცნობდე ვინც ხარ ვიტყვი,რომ საერთოდ არა ხარ ამ ქვეყანაზე.

რუსი სექტოლოგი,ანუ შენთვის გასაგებად რომ ვთქვა რაც ჩვენთვისაა მამა იაკობ ჩიჩილიძე

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 11 2012, 12:42 AM

A.V.M
ააა,საღოლ საღოოოლ biggrin.gif biggrin.gif არა არ ვყოფილვარ,დამავიწყდა ბიჯო რა იყო biggrin.gif მამაჩემი მავიწყდება ვინაა და სახლში არ ვუშვებდი დღეს და ეგ რო დამავიწყდეს რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 12:44 AM

შენ ვინ გეგონა დვორკინი?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 11 2012, 12:46 AM

A.V.M
სემინარიის რექტორი,რუსეთის. ეგეც იყო ჩვენტან და ..

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 11 2012, 12:46 AM

ციტატა
ააა,საღოლ საღოოოლ არა არ ვყოფილვარ,დამავიწყდა ბიჯო რა იყო მამაჩემი მავიწყდება ვინაა და სახლში არ ვუშვებდი დღეს და ეგ რო დამავიწყდეს რა



ასეთი გამოხმაურებები თუ აღარ იქნება, ძალიან გასახარი იქნება......

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 11 2012, 12:47 AM

აკაკი
ბიჯო გადი თორე გაგაფრთხილებ იცოდე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 12:47 AM

ციტატა
ასეთი გამოხმაურებები თუ აღარ იქნება, ძალიან გასახარი იქნება......

შენი ჯგუფელია და უთხარი მერე..

(მოკლედ ტრიფონ!
ღადაობა მხოლოდ გავუზიაროთში...)

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 11 2012, 10:39 AM

თუ სწორად გავიგე, ამ წიგნის ავტორი მართლმადიდებელი არაა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 10:49 AM

ციტატა
თუ სწორად გავიგე, ამ წიგნის ავტორი მართლმადიდებელი არაა?

არა მარიამ.
მართლმადიდებელია და სასულიერო სასწავლებელში ასწავლის რუსეთში.

უბრალოდ რაღარ-რაღაცებზე თავისებური შეხედულება გააჩნია

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 11 2012, 12:08 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 11 2012, 10:49 AM) *

არა მარიამ.
მართლმადიდებელია და სასულიერო სასწავლებელში ასწავლის რუსეთში.

უბრალოდ რაღარ-რაღაცებზე თავისებური შეხედულება გააჩნია

ეგ ვერ გავიგე. როცა თავისებური შეხედულება გაგაჩნია დოგმატებზე (როგორიცაა ხატთაყვანისცემა), მაგას ჰქვია ერესი. არა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2012, 01:02 PM

ციტატა
ეგ ვერ გავიგე. როცა თავისებური შეხედულება გაგაჩნია დოგმატებზე (როგორიცაა ხატთაყვანისცემა), მაგას ჰქვია ერესი. არა?

თავისებურება ხათტაყვანისცემაზე გუშინ გავიგე ლელუაშვილისგან. დაზუსტებით არაფერი ვიცი ასე რომ ვერაფერს ვიტყვი.
უბრალოდ სასულიეროში ჩემზე ბევრად წკვიანი ხალხია და მწვალებელი ან ერესში მყოფი რომ იყოს,ელემენტარული არ ჩამოიყვანდნენ ლექციებისთვის სხვცა თუ არაფერი...

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 11 2012, 02:09 PM

მარიამი

ციტატა
ეგ ვერ გავიგე. როცა თავისებური შეხედულება გაგაჩნია დოგმატებზე (როგორიცაა ხატთაყვანისცემა), მაგას ჰქვია ერესი. არა?

მისი მასწავლებლის მასწავლებელი იყო კათოლიკური სწავლების ზეგავლების ქვეშ, რაც შეეხებოდა ხატთაყვანისცემას.
განსახვავება კი იმაშია, რომ კათოლიკეები ხატებს თაყვანს კი არ სცემენ, არამედ პატივს მიაგებენ. სწორედ ასეთივე დამოკიდებულება აქვს დვორკინსაც.

როდესაც რუსთავში ჩატარებულ ლექციაზე ხატების შესახებ გვესაუბრებოდა, მან აღნიშნა, რომ ჩვენ ხატებს კი არ ვცემთ თაყვანს, არამედ პატივს მივაგებთო.
თაყვანს ვცემთ არა ხატს, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებასო (თითქოს ხატთაყვანისცემა და ხატზე გამოსახული პიროვნების თაყვანისცემა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს).

რაზეც, მამა იაკობ ჩიჩილიძემ მცირე პოლემიკა გაუმართა.
მერე მას ხმა აღარ ამოუღია, უბრალოდ ლექცია განაგრძო.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 15 2012, 11:11 PM

George Leluashvili

ციტატა
თაყვანს ვცემთ არა ხატს, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებასო

და ამაში ხედავ წინააღმდეგობას?
წინა პოსტებს რომ გადავხედე, მეც მარიამის სმგავსად გავიგე.
ცოტა დააკონკრეტე ხოლმე, რასაც წერ, თორე ვიღაცას შეცდომაში შეიყვან.
მარიამი
წიგნს არ მოყოლია.
ცალკე იყიდებოდა დისკი.
დისზკე ელექტრონული ვერსიაა წიგნის და + ფილმები დამატებული.
თუმცა საკითხავად მაინც წიგნი უფრო მოსახერხებელია.
ილიას მინდა გამოვემხაურო სექტნატნებთან კამათის თაობაზე.
დვორკინმა თქვა: აზრი არ აქვს ჯგუფებთან კამათს.
ასევე ინტერენტით, ტელეფონიტ და სხვა მსგავსი საშუალებებითო.
აუცილებლად დიალოგი პირდაში უნდა წარიმართოს და თან ერთ კონკრეტულ ადამინთანო.
ისე, თუ დააკვირდებით, იეღოველები ყოველთვის 2-2 დადიან.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 16 2012, 12:51 AM

tamuna m
2-2 იმიტო დადიან რომ დისკუსია რომ მოუხდეთ იმედი ექნებათ და კითხვა რო ვერ გაცეს რომელიმემ პასუხი მერე უნდა გამოიწერონ biggrin.gif biggrin.gif)

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 19 2012, 12:15 AM

tamuna m

ციტატა
და ამაში ხედავ წინააღმდეგობას?

biggrin.gif
საქმეც მაგაშია, რომ წინააღმდეგობა არ არსებობს, უბრალოდ თავად მას ესმის ხატთაყვანისცემა არასწორად, რადგან ჰგონია, რომ ხატისა და ხატზე გამოსახული წმინდანის თაყვანისცემა ერთმანეთისაგან განსხვავდება.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 19 2012, 06:17 PM

George Leluashvili
ზოგადად ხატს არ უარყოფს, ხო?
ნუ ის თაყვანს ცსემს, მასზე გამოსახულ პიროვნებას და არა საღებავს და ფიცარს.
შენ კი ისე მოგავწოდეეგ ამბავი, რომ ხატმებრძოლი გვეგონა : ))

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 19 2012, 08:30 PM

tamuna m

ციტატა
ზოგადად ხატს არ უარყოფს, ხო?ნუ ის თაყვანს ცსემს, მასზე გამოსახულ პიროვნებას და არა საღებავს და ფიცარს.

ხატებს არც კათოლიკეები უარყოფენ, არც კრიშნაიტები და არც სხვა მრავალი სექტის წარმომადგენლები, მაგრამ იმას ვამბობ, რომ მისდამი თაყვანისცემის ფორმა და დამოკიდებულება განსხვავებული აქვთ მართლმადიდებლებისგან.

ასევეა ა. დვორკინის შემთხვევაშიც. ის ადამიანი არ დაიჩოქებს ხატის წინ და თავს არ მოხრის (მეტანიას არ შეასრულებს) მის წინაშე; დანარჩენი თავად განსაჯე.

ციტატა
შენ კი ისე მოგავწოდეეგ ამბავი, რომ ხატმებრძოლი გვეგონა : ))

მასე მწვავედაც არ მითქვამს smile.gif
ეხლა უფრო დაწვრილებით ავხსენი და მგონი განსხვავებას დაინახავთ.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 19 2012, 09:28 PM

George Leluashvili

ციტატა
ის ადამიანი არ დაიჩოქებს ხატის წინ და თავს არ მოხრის (მეტანიას არ შეასრულებს) მის წინაშე;

და ეს მან თქვა?
გიო, მართალი გითხრა, კარგად ვერ გავიგე biggrin.gif
კარგი, იყოს.
სხვებისგან შევეცდები გავარკვიო.
უბრალოდ მეც ვიყავი მის ლექციაზე და მასგავსი არაფერი უხსენებია.
ან შენ ვერ მოგაქვს სწორად ჩვენამდე, რაც მან იგულისხმა, ან... არ ვიცი... smile.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jul 19 2012, 09:45 PM

ციტატა(tamuna m @ Jul 19 2012, 10:28 PM) *

George Leluashvili

და ეს მან თქვა?
გიო, მართალი გითხრა, კარგად ვერ გავიგე biggrin.gif
კარგი, იყოს.
სხვებისგან შევეცდები გავარკვიო.
უბრალოდ მეც ვიყავი მის ლექციაზე და მასგავსი არაფერი უხსენებია.
ან შენ ვერ მოგაქვს სწორად ჩვენამდე, რაც მან იგულისხმა, ან... არ ვიცი... smile.gif

კაცმა გასაგებად თქვა ხატებს თაყვანს არ ვცემთო და...
მერე მამა იაკობს ვესაუბრე და მან გასაგებად ამიხსნა.

პოსტის ავტორი: High_hope თარიღი: Aug 26 2012, 02:04 AM

George Leluashvili
გამარჯობა

გიორგი მართლმადიდებლურ ხატთაყვანისცემაში რას გულისხმობ?
მართლმადიდებელი ადამიანი ხეს და საღებავებს კი არ სცემს ტაყვანს არამედ მას მიაგებს პატივს ვინც მასზეა გამოსახული
არ მეთანხმები?


პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 26 2012, 09:34 AM

High_hope

ციტატა
გამარჯობა

გაგიმარჯოს!

ციტატა
გიორგი მართლმადიდებლურ ხატთაყვანისცემაში რას გულისხმობ?

ვემთხვევი, ან ვიჩოქებ მის წინაშე და მეტანიას ვასრულებ.

ციტატა
მართლმადიდებელი ადამიანი ხეს და საღებავებს კი არ სცემს ტაყვანს არამედ მას მიაგებს პატივს ვინც მასზეა გამოსახულიარ მეთანხმები?

აბსოლუტურად!

პოსტის ავტორი: High_hope თარიღი: Aug 26 2012, 11:14 AM

George Leluashvili

ციტატა
ვემთხვევი, ან ვიჩოქებ მის წინაშე და მეტანიას ვასრულებ.

მაგრამ ესეც იმის გულიზე რომ იმ ადამიანს მიაგო პატივი ვინც მასზეა გამოასხული და არა ცარიელ ნახატს ხომ?
რომ არ იყოს მასზ გამოსახული არ ემთხვევი და არ დაიჩოქებ

ხოდა ეს დამაინტერესა,როცა დვორკინი იძახის მე პატივს ვცემო მასზე გამსახულსო,რა განსხვავებაა შენსა და დვორკინს შორის? არაფერი მგონი



პოსტის ავტორი: High_hope თარიღი: Aug 26 2012, 11:27 AM

დამასკელიც ამას ამბობს :
ვნახავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის ხატს, მაცხოვნებელი ვნებულება გაგვახსენდება, დავეცემით და თაყვანს ვცემთ მას, თუმცა - არა ნივთს, არამედ ხატწერილობას, ისევე როგორც თაყვანს ვცემთ არა სახარების ნივთს, ანდა ჯვრის ნივთს, არამედ - დასახულობას, რადგან რით სხვაობს ჯვარი, რომელსაც არ აქვს უფლის დასახულობა, იმისგან, რომელსაც აქვს?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 26 2012, 04:23 PM

High_hope

ციტატა
მაგრამ ესეც იმის გულიზე რომ იმ ადამიანს მიაგო პატივი ვინც მასზეა გამოასხული და არა ცარიელ ნახატს ხომ?რომ არ იყოს მასზ გამოსახული არ ემთხვევი და არ დაიჩოქებ

სწორია.

ციტატა
ხოდა ეს დამაინტერესა,როცა დვორკინი იძახის მე პატივს ვცემო მასზე გამსახულსო,რა განსხვავებაა შენსა და დვორკინს შორის? არაფერი მგონი

დვორკინი ხატს არ სცემს - მეთქი თაყვანს და მე ვცემ თაყვანს.
ამჩნევ განსხვავებას?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 05:11 PM

ციტატა
დვორკინი ხატს არ სცემს - მეთქი თაყვანს და მე ვცემ თაყვანს.

ხატთთაყვანისმცემლობა- ხატთმსახურება და.ა.შ. განსხვავებული ცნებებია...
ამას ამბობს გიორგა...

პოსტის ავტორი: High_hope თარიღი: Aug 26 2012, 05:20 PM


George Leluashvili

ციტატა
დვორკინი ხატს არ სცემს - მეთქი თაყვანს და მე ვცემ თაყვანს.
ამჩნევ განსხვავებას?


მე ფორმებზე მაქ საუბარი.
თუ შენთვის ხატისთვის პატივის მიგება იგივე იმ ადამიანის მიგეაა ვინც მასზეა გამოსახული,მაშინ დვორიკინიც ხომ იმასვე ამბობსთქო რომ მასზე გამოსახულს მივაგებთ პატივსო,ამჯერად შენთვსი ეგ ერთი და იგივეა,იმ კაცისთვის არა,ესე გავიგე მე
შენ რომ ხატს დაუხრი თავს პირველსახეს უხრი თავს, ეს ესეა
ალბათ დვორკინიც ამას ამბობს რომ პირველსახეს უნდა მივაგოტ პატივი,თუ არადა დაწერე მოკლედ რაზე იყო მერე პოლემიკა მასსა და მამა იკაობს შორის?



A.V.M
ციტატა
ხატთთაყვანისმცემლობა- ხატთმსახურება და.ა.შ. განსხვავებული ცნებებია...

ხატთმსახურება განმიმარტე თუ შეგიძლია smile.gif


პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 26 2012, 05:41 PM

High_hope

ციტატა
მე ფორმებზე მაქ საუბარი.

შინაგანი მდგომარეობა გარეგნულ ფორმებში გამოიხატება.

ციტატა
თუ შენთვის ხატისთვის პატივის მიგება იგივე იმ ადამიანის მიგეაა ვინც მასზეა გამოსახული,მაშინ დვორიკინიც ხომ იმასვე ამბობსთქო რომ მასზე გამოსახულს მივაგებთ პატივსო,ამჯერად შენთვსი ეგ ერთი და იგივეა,იმ კაცისთვის არა,ესე გავიგე მეშენ რომ ხატს დაუხრი თავს პირველსახეს უხრი თავს, ეს ესეა

მაგ ლოგიკით შენ რასელისტებსა და პროტესტანტებსაც გაამართლებენ, რომლებიც ამბობენ, რომ ხატი არაა საჭირო, ვინაიდან მის გარეშე მიაგებენ შემოქმედს პატივსა და თაყვანისცემას.

ციტატა
დაწერე მოკლედ რაზე იყო მერე პოლემიკა მასსა და მამა იკაობს შორის?

რუსული კარგად არ მესმის და მხოლოდ შინაარსი შემიძლია გადმოვცე.
ანუ დვორკინმა თქვა, რომ ჩვენ არ ვცემთ ხატებს თაყვანს, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებებსო (თითქოს ერთიმეორისგან განსხვავდებოდეს ხატისა და წმინდანის თაყვანისცემა).

მამა იაკობმა კი უთხრა, რომ ჩვენ სწორედაც რომ ხატს ვცემთ თაყვანს, რაც თავისთავად გულისხმობს პიროვნების თაყვანისცემას.

მე ისეთი აზრი გამოვიტანე, რომ ა. დვორკინი არ იჩოქებს ხატის წინ...
საერთოდ, ეს საკითხი გასარკვევი მაქვს წესივრად.

დღესაც ვნახე მამა იაკობი და მისი ერთ-ერთი ნაშრომის წაკითხვა მირჩია. ეს თემა კი აღარ გამხსენებია.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 26 2012, 10:12 PM

High_hope
ვიზიარებ ყველაფერს...
George Leluashvili

ციტატა
რუსული კარგად არ მესმის და მხოლოდ შინაარსი შემიძლია გადმოვცე.

იქნებ ამან გამოიწვია "ვერ გაგება"?
ციტატა
საერთოდ, ეს საკითხი გასარკვევი მაქვს წესივრად.

ჰოდა მერე ჩვენ გაგვარკვიე kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 11:21 PM

ციტატა
ხატთმსახურება განმიმარტე თუ შეგიძლია

დამცინი?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Aug 27 2012, 01:45 PM

tamuna m

ციტატა
იქნებ ამან გამოიწვია "ვერ გაგება"?

არა. იქ კი ბევრი რამ ვერ გავიგე, მაგრამ მერე მამა იაკობმა მოკლედ მომიყვა რაც მოხდა და ის მონათხრობი გადმოვეცი კიდეც.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)