ეჰ რა შორს ვართ იმისგან, რომ გავარჩIოთ რა არის კარგი და რა ცუდი.
ძალიან... იყოს ეს წიგნები რა პრობლემაა საქმე იმაშია, რომ როგორც უვიცი უარყოფა არ შეიძლება, ისე უვიცი მიღებაც. მიყვარს პლატონი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეტად! იხარეთ; კაიროსი!
პოსტის ავტორი: doros თარიღი: Aug 22 2010, 04:14 PM
საეკლესიო სწავლებით არსებობენ გაცხადებული და არაგაცხადებული წმიდანები. წმიდანის გაცხადება–კანონიზირება ხდება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, შეიძლება რამოდენიმე საუკუნის შემდეგაც კი. მაგრამ გაცხადებამდე, კანონიზაციამდე ანუ საყოველთაო აღიარებამდე და მის გარდაცვალებამდეც კი, წმიდანს აქვე მიწაზე, ხორციელად, პიროვნულად იგივე სიდიდის სასწაულების მოხდენა შეუძლია, იგივე სათნოება აქვს, იგივე სიბრძნე, იგივენაირად ფლობს დროს, სივრცეს და მატერიას, როგორც ამას ფლობს მისი ხატების შექმნის შემდეგაც! ასე, რომ თუ ასეთი ნიჭებით დაჯილდოვებული ეკლესიის წევრნი (ერისკაცნიც) ჩვენს შორის ცხოვრობენ, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ოდესღაც ეკლესია მათ წმინდანებად შერაცხავს. თუმცა მიწაზე რომც არ შერაცხონ წმიდანებად, ისინი არაგაცხადებულ წმიდანთა დასს მაინც არ დააკლდებიან არასდროს. ვაი, მათ ვინც ასეთებს დევნის და ავიწროვებს, რადგან ასეთმა ფარისევლებმა და მწიგნობრებმა აცვეს ჯვარს ქრისტე!
ამის სარწმუნოდ მომყავს რამოდენიმე ადგილი „ახალი აღთქმიდან“ და წმ. მამების გამონათქვამები:
„პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში“ (ეფეს 1.1) აქ პავლე მოციქული ცოცხალ წმიდანებს და მორწმუნეებს ცალ–ცალკე მიმართავს, რამეთუ მან იცის, რომ წმიდანებს ბოროტი უკვე დამარცხებული და ღმერთი კი ნანახი ჰყავთ, ხოლო მორწმუნეებს კი ჯერ მხოლოდ სწამთ ღმერთი. იხილეთ აგრეთვე: (მოციქ 9.13) (1კორინთ. 1.2) (ფილიპ 1.1) (2კორინთ. 1.1)
გარკვევით წერია ბიბლიაში, რომ წმ.ელია და წმ. ენუქი არ მომკვდარან, ვერც წმ.იოანე მახარებელის გარდაცვალების ფაქტს დაგვიმტკიცებს ვინმე. მიუხედავად ამისა ეკლესიის მიერ ისინი მაინც კანონიზირებული წმიდანები არიან! ასე, რომ kairos თურმე ჩვენს შორისაც შეიძლება იმყოფებოდნენ ხორცშემოსილი წმინდანები, ჰო! მიწაზე, მათი გამორჩევა ცოდვილი ადამიანებისაგან, მხოლოდ მათნაირ ხორცშემოსილ წმინდანებს შეუძლიათ, რომლებმაც თავის თავში დაამარცხეს ბოროტი (ზოგმა ყრმობის ასაკშიც კი) და ღმერთი იხილეს.
“ხოლო ესე ვუწყით ელიასათვის, ვითარმედ ცხოველ არს (ცოცხალ არს) ხორცითა, ხოლო ადგილი არა ვინ უწყის, თუ სადა იყოფების და ეგრეთვე იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი ხორცითა არს, არამედ ადგილი არავინ უწყის, თუ სადა იყოფების და არცა ვინ ღირს არს ჩვენ უღირსთაგან ხილვად მისსა, ხოლო მართალნი და წმიდანი კაცნი მრავალ–გზის იხილვიან. და ეგრეთვე ენუქ წინასწარმეტყველიცა ცოცხალ არს და იქცევის ერთა შორის და ვერვინ სცნობს თუ რომელ არს იგი“. (წმ. ანდრია სალოსი, ხს. 21 ივლისი ძვ.სტ.)
kairos გარდა ამისა, დააკვირდი ზემოთ მოყვანილ სქემას, „სეპტუაგინტიდან“ თარგმნისას, წმ.გიორგი მთაწმინდელმა, სიტყვა „გარდაცვალება“ რატომ იხმარა „გადაადგილების“ მაგივრად? ის ფაქტი, რომ „სეპტუაგინტა“ 3 საუკუნით ადრე, რომაა დაწერილი, ვიდრე მაცხოვარი იშვებოდა და ვიდრე სამყარო გარდაცვალებაზე ალაპარაკდებოდა, შენთვის სიახლე არაა.. ხოდა ბიძიკო, მოეშვი თეოლოგიურად გაუნათლებელი ხალხის თვალებში ნაცარის შეყრასა და „პრაფესორობას“ (ჯერ კიდე ბევრი უნდა ისწავლო)! ჯერ, ამ პოსტის განთავსებიდან ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში შეუწყვეტელი დიარეა დაგემართება! და თუ არ გაჩერდები, შენი სულის საკურნებლად სხვა სასჯელებსაც მოგივლენს გამჩენი! მოვა დრო და ყველა გაიგებს, რომ ხორცშემოსილი წმინდანი გიწერ ამას, ისევ შენი სულის გადარჩენისათვის.
kairos, ისე VII კლასში 4 მაისს საკუთარ კარში „გოლი“, რომ გაიტანე მაშინ არ უნდა დამეფარა შენი თავი კლასელი ბიჭების პანჩურებისაგან და დღეს წმიდა მამა გიორგი ბასილაძისათვის „აბსურდების ლაპარაკს“, „დიაკვნების შამანიზაციასა“ და „ერეტიკოსობის“ დაბრალებას ვეღარ გაბედავდი... ეჰ, დღესაც გოლები ისევ საკუთარ კარში გაგაქვს... სიზმარში კი გუშინ, რომ ნახე ნახევრად მელოტმა, თეთრწვერა კაცმა სილა რომ გაგაწნა სახეში, ეს წმ.ნიკოლოზი იყო, ნუღა ფიქრობ მაგდენს... გაიხსენე რა გითხრა!: – „მოწამეთა“. ეს ის მონასტერია, ქუთაისთან ახლოს, სადაც ამჟამად წმიდა (არაკანონიზირებული) მამა გიორგი ბასილაძე იმყოფება ხორცით.
P.S. ვინც წაშლის ამ პოსტს, მისი სულის საკურნებლადაც, იგივე „რეცეპტი“ გვაქვს მომზადებული... ყოველი შემთხვევისთვის სანამ წაშლის, იქამდე დააკოპიროს სადმე, 4 დღის შემდეგ ისევ გამოადგება...
რი,სხვით
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Aug 22 2010, 05:28 PM
ღმერთო მე შენ მიყვარხარ. და მე შენ გირჩევ. სამივეს მე დავიმორჩილებ და კარის მსახურად ჩავუყენებ. ამას ვიზავ მე,ოღონდ მარტო ვერ ვიზავ.დამეხმარებიან.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 23 2010, 11:02 AM
doros
ციტატა
ისე VII კლასში 4 მაისს საკუთარ კარში „გოლი“, რომ გაიტანე მაშინ არ უნდა დამეფარა შენი თავი კლასელი ბიჭების პანჩურებისაგან
ლოლ, ნუთუ კაიროს ბავშვობიდანვე იცნობ?
ანარ გრცხვენიათ სიკეთის დამადლება?
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 23 2010, 04:35 PM
ციტატა(doros @ Aug 22 2010, 04:14 PM)
ჯერ, ამ პოსტის განთავსებიდან ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში შეუწყვეტელი დიარეა დაგემართება! და თუ არ გაჩერდები, შენი სულის საკურნებლად სხვა სასჯელებსაც მოგივლენს გამჩენი! მოვა დრო და ყველა გაიგებს, რომ ხორცშემოსილი წმინდანი გიწერ ამას , ისევ შენი სულის გადარჩენისათვის.
რამდენი მოწიე ძამია?
ციტატა(doros @ Aug 22 2010, 04:14 PM)
kairos, ისე VII კლასში 4 მაისს საკუთარ კარში „გოლი“, რომ გაიტანე მაშინ არ უნდა დამეფარა შენი თავი კლასელი ბიჭების პანჩურებისაგან და დღეს წმიდა მამა გიორგი ბასილაძისათვის „აბსურდების ლაპარაკს“, „დიაკვნების შამანიზაციასა“ და „ერეტიკოსობის“ დაბრალებას ვეღარ გაბედავდი...
საინტერესოა, მონიტორს მიმსხდარი ადამიანები ასე რომ "კაჩაობენ", იგივეს იზამენ მონიტორის იგივე მხარეს რომ აღმოჩნდნენ?
ციტატა(doros @ Aug 22 2010, 04:14 PM)
რი,სხვით
გინდა ტოლმით იყოს
პოსტის ავტორი: doros თარიღი: Aug 29 2010, 07:35 PM
წმიდა მამა გიორგი ბასილაძეც ამას ამბობს, ოღონდ უფრო დეტალურად, უფრო სულიერად, თანაც დღესდღეობით იგი ჯერ კიდევ ჩვენთანაა და წმ. მამა ნიკონისაგან განსხვავებით, შეგიძლიათ ესაუბროთ მას ამ თემაზე, შეკითხვები დაუსვათ. რასაც მის წიგნებში წერია ჭეშმარიტებაა! ეძებეთ წმიდა მოძღვრები, რომელთაც აქვთ ნამდვილი ძალა ღვთისა და არა მხოლოდ წმინდა და პატიოსანი ცხოვრებით მაცხოვრებელნი. არა მარტო მოციქულებს შეეძლოთ მკვდრების აღდგენა და სხვა მრავალი სასწაულები... მათ ხელდასხმულებსაც ჰქონდათ ღვთის სასწაულთმოქმედების ძალა... ვინც მთელი სერიოზულობით ეკიდება თავისი და ნათესავ–ახლობლების სულების საბოლოვო მდეგომარეობას, ესმის ჩემი...
პირი ღვთისა ანჩისხატი გიფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ამინ.
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 29 2010, 11:32 PM
ქევანა
ციტატა
ანარ გრცხვენიათ სიკეთის დამადლება?
მე მგონი ეს დამადლება კი არა მინიშნებებია. აბო
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Aug 30 2010, 10:19 AM
ვერაფერი ვერ გავიგე. წავიკითხამ მაგ წიგნებიდან ერთ ორ ცალს.
მე მგონია კიდე სუფთა ქართულ ხასიათთან გვაქვს საქმე, რადიკალიზმს ვგულისხმობ:
ერთნი მას პირდაპირ აცხადებენ წმინდანად (უკვე ხორცში), ხოლო მეორენი განსაკუთრებით პირველების პოზიციებიდან გამომდინარე, საწინააღმდეგო უკიდურესობაში ვარდებიან. არ შეიძლება მარტივად: არ განვიკითხოთ ეს კაცი და გვიყვარდეს უბრალოდ, ასევე დავაფასოთ და პატივი ვცეთ როგორც მოქმედ სასულიერო იერარქს, მაგრამ არა მგონია წმინდანად გამოცხადება მისთვისვე იყოს სასარგებლო, ვინაიდან ერთი წმინდა მამა ბრძანებდა "დაღაცათუ ფრთხილ ვიყო და ცოცხალ ღვთისა მიერ ჩემისა, უფროისღა შიშით თანა მაქუს მათ მიმართ, რომელი ამაოდ აღმაზვავებენ მე, რამეთუ რომელი მაქებენ მე, იგინი არიან რომელი მე მგვემენ" (უკაცრავად თუ სიტყვა სიტყვით ვერ გადმოვეცი, მაგრამ მგონი აზრი გასაგებია).
ისე ვისაც ურთიერთობა გაქვთ კითხეთ ერთი მამაოს წმინდანად მიგვაჩნიხარ-თქო და ასე მოგიხსენიებთ-თქო და რას გიპასუხებთ საინტერესოა. არა მგონია მოგიწონოთ ეს ამბავი
რას ლაპარაკობთ საერთოდ.. გამოთქვი შენი აზრი და გაიარე რა.. სუ ყველაფერს თავი დაანებოთ სასულიერო პირია.. დაიწყებენ მერე მართმადიდებლობაზე ლაპარაკს ეს ტოლმები.. ვერ ხედავთ ვერაფერს..
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Sep 1 2010, 09:46 PM
ციტატა
დაიწყებენ მერე მართმადიდებლობაზე ლაპარაკს ეს ტოლმები..
იქნებ ჯობდეს ცოტა კორექტულად ვწეროთ?
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 2 2010, 12:51 AM
neo შენ პიროვნება უნდა ნახო რა კარგი და სათნოა, მაგრამ ზოგჯერ ნაპერწკლებს რომ გადმოყრის თვალებიდან შეგაკრთობს, თუ რამე არ მოეწონა.
წიგნში კი კარგი მოგონებებია ჩაწერილი და ძალიან საინტერესოდ იკითხება. აბო
პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Sep 2 2010, 12:55 AM
.ნინო
ციტატა
იქნებ ჯობდეს ცოტა კორექტულად ვწეროთ?
თვითონ რა სიტყვაც დაწერა ის ვიხმარე სამართლიანი იქნებოდა მისთვის მიგეცა ეს შენიშვნა.. მერე ჩემთვის.
ციტატა
რი,სხვითგინდა ტოლმით იყოს
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 2 2010, 10:09 AM
კარგი იქნებოდა, ერთხელ გვენახა მამა გიორგი ყველას ერთად, მომხრეებსა და ,,მოწინააღმდეგეებსაც,, ))
კარგი იქნებოდა, ერთხელ გვენახა მამა გიორგი ყველას ერთად, მომხრეებსა და ,,მოწინააღმდეგეებსაც,, ))
მე თანახმა ვარ
პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 2 2010, 01:03 PM
მეც მინდა
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Sep 9 2010, 11:52 AM
ციტატა(მხევალი ნინო @ Sep 2 2010, 11:09 AM)
, მომხრეებსა და ,,მოწინააღმდეგეებსაც,, ))
ეშმაკი ყოფს,უფალი აერთიანებს. გაემიჯნეთ ყოველგვარ უკიდურესობას და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.
ერთ რამეზე უნდა დავწერო რა კიდევ.
ის არის წმინდა ადამიანი და არა წმინდანი. ძლაიან კარგად და გასაგებად მითხრა ეს თავად.ხაზგასმით მითხრა,რომ შეცდომაა სიტყვა წმინდანი და ნუ ჩავაგდებთ სხვებს განკითხვაში და ასეთი მნიშვნელოვან დეტალს ნუ მივაფუჩეჩებთ.
ეხლა ერთ-ერთ წიგნს ვკიტხილობდი მამა გიორგის და რავიცი აბა რა გითხრათ ცოტა რარაც განსხვავებული ხედვა აქვს. მე როგორც გამიგია წმინდანებად კი არ ჩნდებიან არამედ ხდებიან და რავიცი აბა. შეიძლება ვცდები კიდეც
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 9 2010, 05:16 PM
თითქმის დავამტავრე წიგნი ,,თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი". მგონი ესე ქვია.
გითხრათ ჩემი აზრი ? - მაგარი ბლოგბასტერია "ბერი რაის ბერია თუ არა გაუბერია ?"
პ.ს. მის მომხრეებს არ გეწყინოთ ჩემი სიტყვები. დარწმუნებული ვარ თვითონ არ ეწყინება.
პოსტის ავტორი: self თარიღი: Sep 9 2010, 05:44 PM
ციტატა(neo @ Sep 9 2010, 05:16 PM)
,,თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი"
ამას და ფეხითმოსიარულეს ვერ ვხსნი დეჟავუთი და იქნებ რომელიმეს PDF ქონდეს ან დამიკონვერტიროს...
მეტის არაფრის არც თქმის და არც ახსნის სურვილი არ გამაჩნია მითუმეტეს აქ რაც ვთქვი ის გასაგებად ვთქვი. ვინ შეაფასა,რატოა ეგრე რას ნიშნავს წარმოადგენდე და მსგავსი კითხვები კითხვების გულისთვის არ მიმაჩნია მართებულად და არც მაქვს სურვილი ვინმეს ის დავანახო რის დანახვაც არ უნდა.
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 9 2010, 09:03 PM
,,მითუმეტეს აქ" ? ასეთი გაუგებარი ხალხი ვართ ვითომ აქ ? ,,კითხვა კითხვის გულისათვის" ? ეს ასე არ არის. ,,დანახვა არ უნდა" ? აბა შენ ფიქრობ ტყუილად წავიკითხე და ვაგრძელებ კითხვას ?
წმინდანის გაგების რა მოგახსენო და მაგ წიგნში რაც წერია ძალიან კარგად მესმის. მიუხედავად იმისა რომ არაფერსაც არ წარმოვადგენ.
წმინდანი რომ გახდება ადამიანი ვთქვათ ერთ ცხოვრებაში, შეუძლია სხვა და სხვა მისიებით დაიბადოს დედამიწაზე.. და უკვე წმინდანია.. ყველა ხდება წმინდანი მაგრამ მერე იბადებიან ადამიანების დასახმარებლად მისიებით და უკვე წმინდანები არიან..
იმედია გაიგებთ რამეს
იცით რატო ვერ ხვდება ეს ხალხი ამ წიგნებს? ისე არიან მიჩვეულები ტელევიზორებს და ინფორმაციებს რომლებიც მომწოდელებისგან იფილტრება და იღეჭება და მერე ტვინის განძრევა აღარ ჭირდებათ.. აი მაგიტო.. ანალიზის უნარი დაკარგეს.. უსმენენ იღებენ..

მე როცა წავიკითხე და კითხვები გამიჩნდა არც ფორუმებზე და არც არსად მე იმის რკვევა არ დამიწყია იყო თუ არა სწორი ესა თუ ის საკითხი.წავედი და პირადად დავუსვი მას ეს კითხვები. ამას თუ დავწერ,მეტს არაფერს. საუბარი რომელიც განკითხვაში გადადის და გარკვეულ ეჭვებს იწვევს სხვებში ჯობია პირადში ირკვვეოდეს და არა აქ.
სხვათაშორის შეგიძლია კითხო,აი პირდაპირ ასე,როგორც აქ დაწერე "ბერი რაის ბერია თუ არა გაუბერია ?"
შეგიძლიაა?
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 9 2010, 09:14 PM
ციტატა
წმინდანი რომ გახდება ადამიანი ვთქვათ ერთ ცხოვრებაში, შეუძლია სხვა და სხვა მისიებით დაიბადოს დედამიწაზე.. და უკვე წმინდანია.. ყველა ხდება წმინდანი მაგრამ მერე იბადებიან ადამიანების დასახმარებლად მისიებით და უკვე წმინდანები არიან..
არ რა თამა უნდა მაგას ხომ არ ეტყვი კაცს ? რომ ვერ მიხვდეს ხუმრობას ხომ ეწყინება მერე. იქნება კიდევაც მზდრუზოს თავში ჯოხი ?
არა და მანდ წერია ,,ბერი რაის ბერია თუ არ სალოსობს"... ეს განკითხვა არ არის მეგობარო.
და თუ მართლა წმინდანია უკვე ეცოდინება რაც დავწერე ასე რო საჭირო არ არის.
ბლოკბასტერიც ძალიან შინაარსიანი სიტყვაა.
კაი. მოვრჩები ხუმრობას.
ვოფშემ ძალიან საინტერესო წიგნია, ჩემი აზრით. ჯერ არ მაქვს პოზიცია. ბოლომდე ჩავალ. შემდეგ ხელმეორედ გადავუივლი. გავიაზრებ დაილექება და შემდეგ ჩამომიყალიბდება აზრი.
პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Sep 9 2010, 09:33 PM
neo
ციტატა
არ რა თამა უნდა მაგას ხომ არ ეტყვი კაცს ? რომ ვერ მიხვდეს ხუმრობას ხომ ეწყინება მერე. იქნება კიდევაც მზდრუზოს თავში ჯოხი ?
ჯოხი მეეჭვება, მაგრამ თუ არ მოეწონა რამე ისეთს გეტყვის რომ შიგ ასიანში არტყამს
არ რა თამა უნდა მაგას ხომ არ ეტყვი კაცს ? რომ ვერ მიხვდეს ხუმრობას ხომ ეწყინება მერე. იქნება კიდევაც მზდრუზოს თავში ჯოხი ?
ქუთაისში კი არა ბერ პაისთან მსოფლისო სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდნენ.მაგრამ ეს ხომ საქართველოა
სულ მაგას მასწავლიდა ჩემი ქართულის მასწავლებელი. ნუ იტყვი ადამიანზე იმას რასაც პირში ვერ ეტყოდიო. ყოველთვის როგორ შევასრულებ მაგრამ რომ მახსოვს მთელი ცხოვრება ეს ფაქტია.
ციტატა
არა და მანდ წერია ,,ბერი რაის ბერია თუ არ სალოსობს"... ეს განკითხვა არ არის მეგობარო.
იცით რატო ვერ ხვდება ეს ხალხი ამ წიგნებს? ისე არიან მიჩვეულები ტელევიზორებს და ინფორმაციებს რომლებიც მომწოდელებისგან იფილტრება და იღეჭება და მერე ტვინის განძრევა აღარ ჭირდებათ.. აი მაგიტო.. ანალიზის უნარი დაკარგეს.. უსმენენ იღებენ..
და ვისაც ანალიზი არ დაუკარგავს და შეფასების უნარიც შესანიშნავი აქვს, პლიუს საღვთისმეტყველო განათლება აქვს და მაინც ამ წიგნებს არ მიიჩნევს ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოებად, უფრო პირიქით მავნე სწავლებებით აღსავსედ აფასებს, იმასაც დაქვეითებული აქვს ანალიზის უნარი. თუმცა პრინციპში ვინც დადებითად არ აფასებს ამ წიგნებს მას ყველა შემტხვევაში დაქვეითებული აქვს ანალიზის უნარი.
ჩვენ ყველანი ვართ მართლმადიდებლები. არ უნდა ამას ფილოსოფია.
კი, საქართველოს მოსახლეობის 83% მართლმადიდებელია
მე აქ ჩემსა და შენზე არ მაქვს საუბარი (ვერც მექნება), ვსაუბრობ ზოგადად. აზრთა სხვადასხვაობას აქვს თავისი ფარგლები, მაგრამ თუკი ის ამ ფარგლებს გაცდა, შეუძლებელი ვთქვათ, რომ ამგვარი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად კვლავ ერთსულოვნება არსებობს.
ამგვარი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად კვლავ ერთსულოვნება არსებობს
დიახ ეგრეა. პ.ს. და არსებობს სიმართლე,რომელიც ლოგიკის საზღვრებსაც კი სცდება.რეალობა,რომელიც ხანდახან არ ემთხვევა წარსულს.ფაქტი,რომელიც ჯიუტია.სიმართლე,რომელიც უნდა ითქვას. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ყველაზე მწარე სიმართლე უნდა ითქვას,თორემ დავიჯერეთ,რომ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ,დავიჯერეთ რომ ჩვენ ერი დიადი ვართ,ჩვენ არაფერის გაკეთება აღარ გვჭირდება,რახან ქართველად დავიბადეთ,ეს უკვე საკმარისია,რომ საქართველო "გაბრწყინდება" და ასე შემდეგ. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს.მაგალითად ისეთსავე სიმართლეს, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ჩვენ ხშირად ვიტყუებთ თავებს რომ ასეა,მაგრამ ასე არაა.და როცა ვინმე ხმას გამოიღებს და იტყვის,"ბედნიერი ერიო",მას დაესევიან და ქოლავენ. იქ ხშირად ჩადიან შველას იტხოვენ,მაგრამ საქართველოზე ატირებული იქ არავინ ჩასულა. ამ დროს ჩვენ ერთნი ვართ.ჩვენ ყველას ერთი რამ გვტკივა,რეალობა გვტკივა და მაგრად ვხუჭავთ თვალებს.და როცა გაგვიხელენ ამ თვალებს ვცდილობთ ისევ დავხუჭოთ,წიგნებს ვიშველიებთ,"აბა სად წერია" გავიძახით. არსად არ წერია სიმართლე,რეალობა რაც დღეს ხდება,წერია ის რაც ამ რელობისგან გაგვთიშავს და დაგვაჯერებს რომ ყველაფერი რიგზეა.
ეს როგორ გავიგო, კონტექსტიდან ამოიღე ფრაზა თუ მთლიანობაში ამ ფრაზას ეწინააღმდეგები?
ციტატა
აზრთა სხვადასხვაობას აქვს თავისი ფარგლები, მაგრამ თუკი ის ამ ფარგლებს გაცდა, შეუძლებელი ვთქვათ, რომ ამგვარი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად კვლავ ერთსულოვნება არსებობს.
karpaki ეს როგორ გავიგო, კონტექსტიდან ამოიღე ფრაზა თუ მთლიანობაში ამ ფრაზას ეწინააღმდეგები?
ერთსულეოვნება რომ არ არსებობს ზუსტად მაგას ვამბობ მეც.ჩვენ ერთნი ვართ და უკიდურესობები არ გჭირდება. არ გვჭირდება მომხრეები და მოწინააღმდეგეები,არ გვჭირდება ჩვენ გაყოფა. ერთსულოვნებას როცა იჩემებ ის მხოლოდ სიტყვით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. როცა ფაქტია,რეალობა,რომ ჩვენ ერთნი ვართ,სადაა ლოგიკა,როცა მომხრეები და მოწინააღმდეგეები ვართ? სიმართლის დანახვა ესოდენ რთულია რომ გაყოფა გადაწყვიტეთ? არ ვართ ჩვენ სხვადასხვა,ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ჩვენ სიმართლეს უნდა ვამბობოდეთ,ვიგებდეთ,ვაღიარებ დეთ რადგან თავად სიტყვა მართლმადიდებლობაშია სიმართლე. როგორ ვართ მომხრეები და მოწინააღმდეგეები როცა მართლმადიდებლები ვართ?ერთნი ვართ?
ერთსულეოვნება რომ არ არსებობს ზუსტად მაგას ვამბობ მეც.ჩვენ ერთნი ვართ და უკიდურესობები არ გჭირდება. არ გვჭირდება მომხრეები და მოწინააღმდეგეები,არ გვჭირდება ჩვენ გაყოფა. ერთსულოვნებას როცა იჩემებ ის მხოლოდ სიტყვით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. როცა ფაქტია,რეალობა,რომ ჩვენ ერთნი ვართ,სადაა ლოგიკა,როცა მომხრეები და მოწინააღმდეგეები ვართ? სიმართლის დანახვა ესოდ რთულია რომ გაყოფა გადაწყვიტეთ? არ ვართ ჩვენ სხვადასხვა,ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ჩვენ სიართლეს უნდა ვამობოდეთ,ვიგებდეთ,ვაღიარებდ
ეთ რადგან თავად სიტყვა მართლმადიდებლობაშია სიმართლე. როგორ ვართ მომხრეები და მოწინააღმდეგეები როცა მართლმადიდებლები ვართ?ერთნი ვართ?
შესაბამისად ჩვენ უნდა გვწამდეს ეკლესიის მოძღვრებისა და არა კონკრეტული პიროვნებისა.
რა შუაშია აქ ერთიანობაზე კამათი ერთნი ვართ აბა რა ,უბრალოდ მე მართლა რაღაც კითხვები გამიჩნდა და მართლა მაინტერესებს რაღაც დონეზე მაინც პასუხები. ანუ წმინდანობის ფიქსირებული სტატუსის ქონა ადამიანისთვის ცხობვრების პერიოდში ცოტა ცუდად მხვდება ყურში რადგან რამდნეი წმინდა მამაც მე მახსენდება არცერთს არ ქონია წმინდანობა თავის ცხოვრების მანძილზე გარანტირებული, რაგაც საჩუქრის დონეზე ბოძებული, იქნებ ეს ამიხსნათ თუ ვცდები.

ეს არის აბსოლუტურად გნოსტიკური სწავლება და მას საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლობასთან.
შესაბამისად ჩვენ უნდა გვწამდეს ეკლესიის მოძღვრებისა და არა კონკრეტული პიროვნებისა.
სიმართლის და რეალობის განცდა უნარი გვქონდეს.ეკლესიის მოძღვრება უნდა ვიცოდეთ,მაგრამ მხოლოდ ეგაა საკმარისი იყო მართალი? მხოლოდ მოძღვრების ცოდნაშია სარწმუნოება? განა სრულიად უცოდინარი ადამიანები არ იყვნენ განღმრთობილები?წმინდანთა ცხოვრებიდან არ გვაქვს მაგალითები? ზოგმა წერა კითხვა არ იცოდა,ისე დადიოდა წყალზე და ახდენდა სასწაულებს. იქნებ არა გვაქვს საკმარისი მაგალითები?
დრო დადგა ითქვას სიმართლე და არაა დაყოფა აუცილებელი მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად რომ ეს სიმართლე ვაღიაროთ.
სიმართლის და რეალობის განცდა უნარი გვქონდეს.ეკლესიის მოძღვრება უნდა ვიცოდეთ,მაგრამ მხოლოდ ეგაა საკმარისი იყო მართალი? მხოლოდ მოძღვრების ცოდნაშია სარწმუნოება? განა სრულიად უცოდინარი ადამიანები არ იყვნენ განღმრთობილები?წმინდანთა ცხოვრებიდან არ გვაქვს მაგალითები? ზოგმა წერა კითხვა არ იცოდა,ისე დადიოდა წყალზე და ახდენდა სასწაულებს. იქნებ არა გვაქვს საკმარისი მაგალითები?
და შენ ეკლესიური მოძღვრება გამოფიტული ფრაზები გგონია? კი ბატონო ამის უბადლო მაგალითი ანტონი დიდი იყო, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ მაშინ როცა არიანელობა გავრცელდა დადიოდა ხალხში და იმას ამბობდ, რომ ათანასე ალექსანდრიელისთვის მოესმინათ, რადგან იგი ასწავლიდა მართალ სარწმუნოებას.
ასეთები ცხოვრების წესით ქადაგებენ და არა სიტყვით. ასე რომ ნუ ავურევთ ერთმანეთში ამ ორ მოვლენას. ეს აქ სრულიად უადგილოა.
karpaki და შენ ეკლესიური მოძღვრება გამოფიტული ფრაზები გგონია? კი ბატონო ამის უბადლო მაგალითი ანტონი დიდი იყო, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ მაშინ როცა არიანელობა გავრცელდა დადიოდა ხალხში და იმას ამბობდ, რომ ათანასე ალექსანდრიელისთვის მოესმინათ, რადგან იგი ასწავლიდა მართალ სარწმუნოებას.
ასეთები ცხოვრების წესით ქადაგებენ და არა სიტყვით. ასე რომ ნუ ავურევთ ერთმანეთში ამ ორ მოვლენას. ეს აქ სრულიად უადგილოა. რომელის სიმართლის თქმის დრო დადგა?
აფხაზ,ბრალდებები შეგამჩნიე და არ გეკადრება დამაბრალო,თითქოს ეკლესიურ მოძღვრებას გამოფიტულ ფრაზებად მოვიხსენიებდე და ჩემს მაგივრად ნუ უკეთებ შემოკლებულ ვერსიებს ჩემს სიტყვებს.
არ მაინტერსესბ მე მოვლენების წყობა. მე მაინტერესებს საქართველო იყოს კარგად,ქართველები იყვნენ კარგად,მე მაინტერესებს ჩვენ ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი და მე მაინტერესებს რომ გაყოფა, დაყოფა, და გაუგებრობა ამოიფხვრას.ვისწავლოთ გაგება იმის რაც შეიძლება არ ვიცოდეთ და არც არავინ იცოდეს ერთეულების გარდა.ესაა რეალობა,ის რეალობა რომელიც დგას და არსად,არცერთ საეკლესიო სწავლებაში არ ეწერება ეს რეალობა.
წმინდა ადამიანები ზუსტად რომ თავის ცხოვრებით ქადაგებენ და არა მხოლოდ სიტყვით. მეუფე ილარიონი 23 წელია დუმს მამა ნიკოლოზი 13 წელია დუმს. იქნებ არ იცოდი ეს? ესაა სიმართლე. სრული სიმართლე.
პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: Sep 10 2010, 04:46 AM
რომელ მამა ნიკოლოზზე ამბობ,მაქარაშვილზე?მამა გაბრიელის მოსწავლე რო იყო?თუ იცი რაიმე მასზე იქნებ დაწერო რა.ძაან მაინტერესებს ეხლა სად მოღვაწეობს.ყველანაირი ინფორმაცია მაინტერეს მასზე.
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 10 2010, 10:18 AM
მე ცოტა კრიტიკულად შევხედავდი ამ საკითხს. მანდ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია:
1. მიუხედავად იმისა რომ წმინდა მამები ეკლესიისათვის ლოკომოტივს წარმოადგენდნენ ყოველთვის, ეკლესია არასდროს ირებდა მათ სწავლებას სრულიად და პირდაპირ. არამედ იღებდა მხოლოდ იმას რაც საერთო იყო მათ სწავლებაში. არსობრივად ამით განსხვავდება მართმადიდებლობა კათოლიციზმისაგან.
2. მამა გიორგის სწავლებაში ძალიან ბევრი მომენტია რომელსაც პირდაპირ თუ მიიღებ ეწინააღმდეგება მართმადიდებლობას და თან ძალიან პრინციპულად. თუმცა ერთია რა წერია და მეორეა რა იგულისხმება იმ ფრაზების მიღმა რაც იქ წერია.
3. ბევრი ხალხია აღბრთოვანებული ამ კაცის შეწევნით, სასწაულმოქმედებით და სიკეთით. თუმცა ეს თავისთავად არაფერს ამტკიცებს. ბევრი გზასაცდენილი ყოფილა ასეთი ხარიზმის და ძალის პატრონი.
ღმერთმა იცის ძალიან მინდა მჯეროდეს რაც იქ წერია საქართველოს შესახებ. მაგრამ არ მაქვს არც ერთი რაციონალური საყრდენი რომ ეს დავიჯერო.
ეხლა ერთ-ერთ წიგნს ვკიტხილობდი მამა გიორგის და რავიცი აბა რა გითხრათ ცოტა რარაც განსხვავებული ხედვა აქვს. მე როგორც გამიგია წმინდანებად კი არ ჩნდებიან არამედ ხდებიან და რავიცი აბა. შეიძლება ვცდები კიდეც
წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მაგალითად, სახარებისავე მიხედვით წმინდანად დაიბადა, რამეთუ დედის მუცელშივე აღივსო სულიწმიდით. ა ბატონო ციტატაც სახარებიდან (ლუკა 1:15), როცა ანგელოზი გამოეცხადება ზაქარიას და რა აცნო ანგელოზმა:
ციტატა
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.

გეთანხმები რომ იოანე წმინდა იყო თავიდანვე მაგრამ რომც არ ყოფილიყო მისი ცხოვფრების წესი მაინც წმინდა იყო. ხოლო შენ თუ მეტკვი ეხლა რომ იოანეს მზგავსი მუცლიდანვე წმინდანები არიან ქართველ კინო რეჯისორებში ,მომღერლებში და მასწავლებლებში, მაშინ ვერ დაგეთანხმები

ჩემი განსასჯელი არ არის ვინ არის წმინდანი და ვინ არა, მაგდენი სულიერი ხედვა მე არ გამაჩნია. მაგრამ, ერთ რამეს მივუთითებ: წმინდანობა არ ნიშნავს წმინდა ცხოვრების წესს საერთოდ. ერთის მხრივ, წმინდა ცხოვრების წესი ფარისევლებსაც ქონდათ. მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, განსაკუთრებით სალოსების ცხოვრებიდან. წმინდანში მოქმედებს ღვთიური სული და წმინდანი ვნებებისაგან არის თავისუფალი შინაგანად-ეს არის წმინდანობა, სხვა არაფერი.
ან რა არის შეუძლებელი იმაში, რომ ადამიანში შეიძლება მოქმედებდეს წმინდა სული და ამასთანავე იყოს მსახიობი, ან ექიმი, ან სპორტსმენი და ა.შ.? წმინდა მაკარე დიდს თვით ღმერთმა უთხრა, რომ მასზე წმინდა 2 დიასახლისი არსებობდა ამ ქვეყანაზე (ზუსტად არ მახსოვს ისტორია); ასეთივე ისტორიაა, როცა ანტონ დიდს აუწყებს უფალი, რომ დიდი წმინდანი ცხოვრობს ერთ-ერთ ქალაქში და ის წმინდანი ექიმია. ორივე შემთხვევაში, არავინ იცოდა ამათი წმინდანობა.
თუ უფლის ხელით ყველანაირი სასწაული ხდება, ამ პატარა "სასწაულს" (წმინდანი მოავლინოს მსახიობის ან სპორტცმენის სახით) რა უდგა წინ? ვერ შეძლებს ღერთი ამას, თუ არამორალური იქნება უფლის მხრიდან ასეთი რამ?

მაინც ვერ დაგეთანხმები ანუ შენ ღვაწლს უარყობ საერთოდ, მორჩა წმინდანი ვარ და ვსიო, მე არც არავინ მეკითხება მინდა თუ არ მინდა, გადავიდე ფეხი ფეხზე და ეგ არის რა. მე იმ აზრისგანაც შორს ვარ რომ ის ორი დიასახლისი წმინდა იყო იმიტომ რომ აი წმინდანები გაჩნდნენ, ჩემი პატარა ჭკუით მაინც მგონია რომ მათ ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს და ეს იმიტომ ანახა მაკარი დიდს უფალმა რომ დაენახებინა ის ფაქტი რომ ერში მყოფობითაც შეიძლება რომ მაღალ სულიერ საფეხურებს მიაღწიო. შეიძლება ვიღაცას მიეცეს მაგალითად ნიჭი მუცლიდანვე ღვთის მორჩილებისა მაგრამ ადამიანს ააქვს თავისუპალი ნება და ის წყვეტს უნდა მას ღმერთად ყოფნა თუ არა.
ჩვენთვის ცნობილი ისტორიიდან არ ირკვევა,რომ მათ ეს თავის სწორი ცხოვრებით დაიმსახურეს. ჩვენთვის ის ხდება ცნობილი,რომ წმიდა მაკარს სწორედ ამ მაგალითისთვის აჩვენა უფალმა ეს ორი წმინდანი,რომ ცხადი ყოფილიყო თვავად ფაქტი,რომ ეს შესაძლებელია.წმიდა მაკარს აღემატნენ ისინი თავის დაფარული საქმით,რომელიც ცნობილი იყო მხოლოდ მათთვს და უფლისთვის. მაკარისთვის ცნობილი არ გახდა მათი ღვაწლი უფლის წინაშე.
პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Sep 19 2010, 11:15 AM
Funkenstein
ციტატა
მაინც ვერ დაგეთანხმები ანუ შენ ღვაწლს უარყობ საერთოდ, მორჩა წმინდანი ვარ და ვსიო, მე არც არავინ მეკითხება მინდა თუ არ მინდა, გადავიდე ფეხი ფეხზე და ეგ არის რა. მე იმ აზრისგანაც შორს ვარ რომ ის ორი დიასახლისი წმინდა იყო იმიტომ რომ აი წმინდანები გაჩნდნენ, ჩემი პატარა ჭკუით მაინც მგონია რომ მათ ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს და ეს იმიტომ ანახა მაკარი დიდს უფალმა რომ დაენახებინა ის ფაქტი რომ ერში მყოფობითაც შეიძლება რომ მაღალ სულიერ საფეხურებს მიაღწიო. შეიძლება ვიღაცას მიეცეს მაგალითად ნიჭი მუცლიდანვე ღვთის მორჩილებისა მაგრამ ადამიანს ააქვს თავისუპალი ნება და ის წყვეტს უნდა მას ღმერთად ყოფნა თუ არა.
ჯერ ერთი, არც მე მაქვს შენზე დიდი ჭკუა და ამიტომ ასეთივე ჩემი პატარა ჭკუით გიპასუხებ მეორეც, ჭკუა და სიბრძნე ადამიანს არ ეკუთვნის, ჩემი მოკლე ჭკუით. ყველანაირი დიდება და სიბრძნე ღმერთისგან მოდის და ვისაც გონია, რომ "ჭკუა მოიხვვეჭა", იყოს "ჭკუა-მოხვეჭილი". ჩვენ გვირჩევნია საკუთარი უსუსურობა დავინახოთ ღვთის წინაშე და ესეც ღვთის წყალობით ალბათ.
ახლა რაც შეეხება შენს პასუხს. შენ ამბობ, რომ "მგონია რომ მათ ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს". არადა, იოანე ნათლისმცემელი წმინდანად დაიბადა, რაშიც ორივე (მე და შენ) ერთ აზრზე ვართ, და რაც ისევ წმიდა წერილშიც არის გადმოცემული. აგერ ჩემი კითხვაც: რა საქმით უნდა მოეხვეჭა იოანე ნათლისმცემელს თავისი წმინდანობა მაშინ, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში იმყოფებოდა?
პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Sep 19 2010, 11:28 AM
ხალხო რა გჭირთ.. ადამიანი როცა ხდება წმინდანი მასში შედის სულიწმინდა (ენერგია) მას ეხსნება თავისი რეინკარნაციები.. გამოდის რეინკარნაციის წრიდან.. რეინკარნაციის წრიდან სხვა ადამიანებიც გამოდიან, მაგრამ წმინდანები ადამაინის სიყვარულით ბრუნდებიან დედამიწაზე სხვა სხეულში (მისიების შესასრულებლად) და უკვე თან დაყოლილი ძალები აქვთ, ან რაღაც გამოვლინებები პატარა ასაკში და მერე სწავლობენ.. შესაძლებელია რომ სხვა და სხვა წმინდანი რომელიც ხვა და სხვა დროს მოღვაწეობდა ერთი და იგივე სული იყოს. და არა მარტო აქ გვხვდება ესეთი რაღაცეები.. მაგალითად ძველ ეგვიპტური ღმერთი ტოტი და ჰერმესი (ბერძნული)ერთი და იგივე სულია.. ატლანტიკის დროს იყო ჰერმესი და ჩაუყარა ამ ცივილიზაციას საფუძველი მერე რომ დაეცა ეგვიპტეში გადავიდა ტოტის სახელი და მერე ბერძნეთში როგორც ჰერმესი (მხოლოდ მას აქვს ოკულტური ნიშნები ნახატებზე)
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 19 2010, 11:58 AM
როდის უნდა შეწყდეს რეინკარნაციის ქადაგება მართლმადიდებლურ ფორუმზე
ხალხო რა გჭირთ.. ადამიანი როცა ხდება წმინდანი მასში შედის სულიწმინდა (ენერგია) მას ეხსნება თავისი რეინკარნაციები.. გამოდის რეინკარნაციის წრიდან.. რეინკარნაციის წრიდან სხვა ადამიანებიც გამოდიან, მაგრამ წმინდანები ადამაინის სიყვარულით ბრუნდებიან დედამიწაზე სხვა სხეულში (მისიების შესასრულებლად) და უკვე თან დაყოლილი ძალები აქვთ, ან რაღაც გამოვლინებები პატარა ასაკში და მერე სწავლობენ.. შესაძლებელია რომ სხვა და სხვა წმინდანი რომელიც ხვა და სხვა დროს მოღვაწეობდა ერთი და იგივე სული იყოს. და არა მარტო აქ გვხვდება ესეთი რაღაცეები.. მაგალითად ძველ ეგვიპტური ღმერთი ტოტი და ჰერმესი (ბერძნული)ერთი და იგივე სულია.. ატლანტიკის დროს იყო ჰერმესი და ჩაუყარა ამ ცივილიზაციას საფუძველი მერე რომ დაეცა ეგვიპტეში გადავიდა ტოტის სახელი და მერე ბერძნეთში როგორც ჰერმესი (მხოლოდ მას აქვს ოკულტური ნიშნები ნახატებზე)
ვინ მოგცა ამის დაწერის უფლება? ვინმემ დაგავალა? იცი რომ ეს დასჯადი ქმედებაა მითუმეტეს გამოყენებულ გაქვს არაქრისტიანული ტერმინოლოგია და შენი წერილი აბრკოლებს ხალხს. არასწორია რასაც წერ!
ჩემი განსასჯელი არ არის ვინ არის წმინდანი და ვინ არა, მაგდენი სულიერი ხედვა მე არ გამაჩნია. მაგრამ, ერთ რამეს მივუთითებ: წმინდანობა არ ნიშნავს წმინდა ცხოვრების წესს საერთოდ. ერთის მხრივ, წმინდა ცხოვრების წესი ფარისევლებსაც ქონდათ. მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, განსაკუთრებით სალოსების ცხოვრებიდან. წმინდანში მოქმედებს ღვთიური სული და წმინდანი ვნებებისაგან არის თავისუფალი შინაგანად-ეს არის წმინდანობა, სხვა არაფერი.
ან რა არის შეუძლებელი იმაში, რომ ადამიანში შეიძლება მოქმედებდეს წმინდა სული და ამასთანავე იყოს მსახიობი, ან ექიმი, ან სპორტსმენი და ა.შ.? წმინდა მაკარე დიდს თვით ღმერთმა უთხრა, რომ მასზე წმინდა 2 დიასახლისი არსებობდა ამ ქვეყანაზე (ზუსტად არ მახსოვს ისტორია); ასეთივე ისტორიაა, როცა ანტონ დიდს აუწყებს უფალი, რომ დიდი წმინდანი ცხოვრობს ერთ-ერთ ქალაქში და ის წმინდანი ექიმია. ორივე შემთხვევაში, არავინ იცოდა ამათი წმინდანობა.
გეთანხმები იმაში რომ გარეგნული ცხოვრების წესი არ ნიშნავს წმინდანობას , მაგრამ ის რომ წმინდანი უწმინდური იყოს, თუ ამას გულსხმობ-არა.. წმინდანი გარეგნული ცხოვრების წესით თუ შინაგანი მდგომარეობით უნდა იყოს წმინდა.. სხვადასხვა პროფესია, სპორტსმენობა თუ დიასახლისობა უწმინდურობას არ ნიშნავს , არც სალოსობა.. ანტონი დიდის გამოცხადებას თუ იმ ერში მცხოვრებ დებზეა ლაპარაკი რომელიც მე წამიკითხავს იქ უფალი მათ მთავარ სათნოებად განუკითხველობას ასახელებს..
ციტატა(guest1 @ Sep 19 2010, 12:15 PM)
Funkenstein რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან ახლა რაც შეეხება შენს პასუხს. შენ ამბობ, რომ "მგონია რომ მათ ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს". არადა, იოანე ნათლისმცემელი წმინდანად დაიბადა, რაშიც ორივე (მე და შენ) ერთ აზრზე ვართ, და რაც ისევ წმიდა წერილშიც არის გადმოცემული. აგერ ჩემი კითხვაც: რა საქმით უნდა მოეხვეჭა იოანე ნათლისმცემელს თავისი წმინდანობა მაშინ, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში იმყოფებოდა?
წმ იოანე ნათლისმცემელი რომ მუცელში წმინდანი იყო ეს სად ითქვა, ანგელოზმა ახარა ზაქარიას შვილის დაბადება , ეს იყო წინასწამეტყველება და არა სხვისი წმინდანობის განსაზღვრა თავიდანვე, მხოლოდ ღვთის მიერ სული წმინდით აღვსებით არ ხდება ადამიანი წმინდანი, თუ ადამიანის თანმხვედრი მდგომარეობა და ქმედება არ მოყვა, ასევე გამოირჩია უფალმა თორმეტი მოციქული, მათ შორის იუდა მაგრამ მხოლოდ ამან ის ვერ აცხოვნა, ადამიანის წმინდანობა მარტო სული წმინდით რომ წყდებოდეს, მაშინ ყველა წმინდანად გაჩნდებოდა.. ასე ვფიქრობ რავიცი
ციტატა(starscream @ Sep 19 2010, 12:28 PM)
ხალხო რა გჭირთ.. ადამიანი როცა ხდება წმინდანი მასში შედის სულიწმინდა (ენერგია) მას ეხსნება თავისი რეინკარნაციები.. გამოდის რეინკარნაციის წრიდან.. რეინკარნაციის წრიდან სხვა ადამიანებიც გამოდიან, მაგრამ წმინდანები ადამაინის სიყვარულით ბრუნდებიან დედამიწაზე სხვა სხეულში (მისიების შესასრულებლად) და უკვე თან დაყოლილი ძალები აქვთ, ან რაღაც გამოვლინებები პატარა ასაკში და მერე სწავლობენ.. შესაძლებელია რომ სხვა და სხვა წმინდანი რომელიც ხვა და სხვა დროს მოღვაწეობდა ერთი და იგივე სული იყოს. და არა მარტო აქ გვხვდება ესეთი რაღაცეები.. მაგალითად ძველ ეგვიპტური ღმერთი ტოტი და ჰერმესი (ბერძნული)ერთი და იგივე სულია.. ატლანტიკის დროს იყო ჰერმესი და ჩაუყარა ამ ცივილიზაციას საფუძველი მერე რომ დაეცა ეგვიპტეში გადავიდა ტოტის სახელი და მერე ბერძნეთში როგორც ჰერმესი (მხოლოდ მას აქვს ოკულტური ნიშნები ნახატებზე)
http://ge.smiles.26l.com/smile.161011.html
ციტატა(starscream @ Sep 19 2010, 12:28 PM)
ხალხო რა გჭირთ..
ხო რა რა გჭირთ.. რეინკარნაცია ეხსნება ნუ http://www.radikal.ru
: D
პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Sep 22 2010, 09:04 AM
sopo... გაგიმარჯოს და გფარავდეს უფალი
ციტატა
გეთანხმები იმაში რომ გარეგნული ცხოვრების წესი არ ნიშნავს წმინდანობას , მაგრამ ის რომ წმინდანი უწმინდური იყოს, თუ ამას გულსხმობ-არა.. წმინდანი გარეგნული ცხოვრების წესით თუ შინაგანი მდგომარეობით უნდა იყოს წმინდა.. სხვადასხვა პროფესია, სპორტსმენობა თუ დიასახლისობა უწმინდურობას არ ნიშნავს , არც სალოსობა.. ანტონი დიდის გამოცხადებას თუ იმ ერში მცხოვრებ დებზეა ლაპარაკი რომელიც მე წამიკითხავს იქ უფალი მათ მთავარ სათნოებად განუკითხველობას ასახელებს..
წმინდანი იყოს უწმინდური, ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს. უფრო სწორედ, ვერ გავიგე რას გულისხმობ ამაში. თუ "უწმინდურ" საქციელს, მაშინ ასეთი რამ გარეგანი გამოვლინებაა და მეტი არაფერი. სალოსები დედიშობილები დადიოდნენ ხშირად და თანაც უდიდესი სალოსები აკეთებდნენ ამას. წმინდანში "ცხოვრობს" სულიწმიდა-ეს არის წმინდანობა. წმინდანის ცნობა შეუძლია მხოლოდ წმინდანს და არა ჩემნაირ მოკვდავს.
ციტატა
წმ იოანე ნათლისმცემელი რომ მუცელში წმინდანი იყო ეს სად ითქვა, ანგელოზმა ახარა ზაქარიას შვილის დაბადება , ეს იყო წინასწამეტყველება და არა სხვისი წმინდანობის განსაზღვრა თავიდანვე, მხოლოდ ღვთის მიერ სული წმინდით აღვსებით არ ხდება ადამიანი წმინდანი, თუ ადამიანის თანმხვედრი მდგომარეობა და ქმედება არ მოყვა, ასევე გამოირჩია უფალმა თორმეტი მოციქული, მათ შორის იუდა მაგრამ მხოლოდ ამან ის ვერ აცხოვნა, ადამიანის წმინდანობა მარტო სული წმინდით რომ წყდებოდეს, მაშინ ყველა წმინდანად გაჩნდებოდა.. ასე ვფიქრობ რავიცი
ადამიანის წმინდანობა მარტო სულიწმიდით წყდება-ეს არის მთელი ქრისტიანობის არსი: გულის შემუსრვილობით და ჭეშმარიტი სინანულით (ლოცვებით, მარხვებით) მიიღოს ქრისტიანმა სულიწმიდა. მოციქუთლა საქმეებში ასეთი ეპიზოდია. პავლე მოციქული მეორედ მოგზაურობიდან დაბრუნებისას ეფესოში ეკითხება ახლად გაქრისტიანებულებს მიიღეს თუ არა მათ სულიწმიდა. ისინი პასუხობენ, რომ საერთოდ არ ქონდათ გაგონილი რას ნიშნავდა სულიწმიდა. ხოდა მოციქული ეუბნება, რომ:
ციტატა
მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.
ამის შემდეგ ხელს დაასხამს მოწაფეებს და მათზე გადმოდის სულიწმიდა:
ციტატა
პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
ეს ყველაფერი გადმოცემულია საქმეებში (საქმე 19:1-6). სულიწმიდის მიღება ("წმინდანად გადაქცევა") არის ზუსტად მთელი ქრისტიანობა. იოანე ნათლისმცემელი დაბადებიდანვე სავსე იყო სულიწმიდით და ეს გადმოცემულია სახარებაში (ლუკა 1:15):
ციტატა
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.
ანუ, იოანე ნათლისმცემელი იყო წმინდანი დაბადებიდანვე. და ის რომ წმინდანი შეიძლება გახდეს წმინდანი ღვთის მადლით ან დაიბადოს წმინდანად, ჩემი მოსაზრება არ არის. ამას თვითონ წმინდანები ამბობენ.
თუ წმინდანობა არ არის სულიწმიდის დასადგურება ადამიანში, მაშინ რა არის წმინდანობა აბა? თუ ასეა (ანუ სულიწმიდის დასადგურება ადამიანში მას აქცევს წმინდანად), მაშინ რა ღვაწლი ქონდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც წმინდანად დაიბადა?
P.S. მეც შეიძლება ვცდებოდე, და უფრო სწორად ყოველთვის ვცდები, მაგრამ ამ შემთხვევაში (წმინდანობის რაობაზე) მე საკუთარ აზრს კი არ გადმოვცემ, არამედ თვით წმინდანებისას.
წმინდანი იყოს უწმინდური, ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს.
არვიცი ეს შენი პოსტია რას გულისხმობ?
ციტატა
მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს.
ციტატა
უფრო სწორედ, ვერ გავიგე რას გულისხმობ ამაში. თუ "უწმინდურ" საქციელს, მაშინ ასეთი რამ გარეგანი გამოვლინებაა და მეტი არაფერი. სალოსები დედიშობილები დადიოდნენ ხშირად და თანაც უდიდესი სალოსები აკეთებდნენ ამას.
ვიცი სალოსების საზოგადეობისთვის მიუღებელი, თავის დამამდაბლებელი ქცევები, მაგრამ უწმინდური არ გამიგია..
ციტატა
ადამიანის წმინდანობა მარტო სულიწმიდით წყდება-ეს არის მთელი ქრისტიანობის არსი: გულის შემუსრვილობით და ჭეშმარიტი სინანულით (ლოცვებით, მარხვებით) მიიღოს ქრისტიანმა სულიწმიდა.
ცოტა ვერ ვხვდები, ერთი და იგივეს ვამბობთ თუ არა? ანუ სული წმინდის მოხვეჭა აუცილებელია წმინდანისთვის, მაგრამ თუ ადამიანის არჩევანი და მისი დამამტკიცებელი ქმედება არ იქნა, სული წმინდის მადლი შეიძლება ისევ დაკარგოს ადამიანმა, უღალატოს უფალს, ანუ თუ ჩვენ დავუშვებთ მარტო სული წმინდა წყვეტს ადამიანის ცხონების საკითხს, მაშინ გამოდის უფალს ზოგის ცხონება უნდა ზოგის არა, ეს ალოგიკურია, როცა მას ყველა ერთნაირად უყვარს..
ციტატა
ანუ, იოანე ნათლისმცემელი იყო წმინდანი დაბადებიდანვე. და ის რომ წმინდანი შეიძლება გახდეს წმინდანი ღვთის მადლით ან დაიბადოს წმინდანად, ჩემი მოსაზრება არ არის. ამას თვითონ წმინდანები ამბობენ.
არვიცი, არ გამიგია სიმართლე გითხრა, რომელი წმინდანი ამბობს შეგიძლია დააციტირო?
ციტატა
თუ წმინდანობა არ არის სულიწმიდის დასადგურება ადამიანში, მაშინ რა არის წმინდანობა აბა? თუ ასეა (ანუ სულიწმიდის დასადგურება ადამიანში მას აქცევს წმინდანად), მაშინ რა ღვაწლი ქონდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც წმინდანად დაიბადა?
სად წერია რომ წმინდანად დაიბადა? წმინდანობა ადამიანის არჩევანი და შრომა ამისთვის- თავმდაბლობის მოხვეჭა ანუ, რაც მოიზიდავს მადლს.. წმ იოანე ნათლისმცემელში ეს თვისება უფალმა განჭვრიტა მადლით აღავსო, წმ იოანემ კი თავისი ცხოვრებით დაადასტურა ერთგულება..ასე ვხედავ
ციტატა
P.S. მეც შეიძლება ვცდებოდე, და უფრო სწორად ყოველთვის ვცდები, მაგრამ ამ შემთხვევაში (წმინდანობის რაობაზე) მე საკუთარ აზრს კი არ გადმოვცემ, არამედ თვით წმინდანებისას.
მე არ შეიძლება ვცდებოდე, უფრო სწორედ არასდროს არ ვცდები ხოდა ესე : rolleyes:
პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Sep 24 2010, 11:05 AM
sopo... გაგიმარჯოს ასევე და გფარავდეს უფალი
ციტატა
ცოტა ვერ ვხვდები, ერთი და იგივეს ვამბობთ თუ არა? ანუ სული წმინდის მოხვეჭა აუცილებელია წმინდანისთვის, მაგრამ თუ ადამიანის არჩევანი და მისი დამამტკიცებელი ქმედება არ იქნა, სული წმინდის მადლი შეიძლება ისევ დაკარგოს ადამიანმა, უღალატოს უფალს, ანუ თუ ჩვენ დავუშვებთ მარტო სული წმინდა წყვეტს ადამიანის ცხონების საკითხს, მაშინ გამოდის უფალს ზოგის ცხონება უნდა ზოგის არა, ეს ალოგიკურია, როცა მას ყველა ერთნაირად უყვარს..
მე მგონი სხვადასხვა რაიმეს ვამბობთ პირველ რიგში, როცა ღვთის განგებაში ლოგიკის შემოტანა გვინდა, ძალიან ვცდებით. ტყუილად ხომ არ უწვალიათ უდიდეს წმინდა ღვთისმეტყველებს აპოფატური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში? ლოგიკა სახიფათო რამ არის რწმენაში. როგორც კი შემოიტან რწმენაში ლოგიკას, რწმენის საფუძველს დააზიანებს და დამანგრეველი გახდება სულისათვის. მე ვერაფერს ვერ დავუშვებ ამ მხრივ. მე შემიძლია ვისაუბრო ახალ აღთქმაზე და ძველ და ახალ წმინდანთა გადმოცემებზე დაყრდნობით, მათდამი რწმენით. ნამდვილად, სულიწმიდის მიღება არის ქრისტიანული ცხონების არსი. ვისაც სულიწმიდა არ მიუღია, ის ცოდვილია (უგუნურია) და დღეში 100 000-ჯერ დაეცემა ცოდვით. მაგალითად მე. ვინც სულიწმიდა მიიღო, ის აღარ დაეცემა. სულიწმიდის მიღება გარანტიაა ცხონების. უკლებლივ ყველა წმინდანი სულიწმიდით არის შემოსილი და უკლებლივ ყველა ცოდვილი სულიწმიდის გარეშე იმყოფება. ანუ, მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ, წმინდანობისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა სულიწმიდის მადლის მიღება ადამიანში (ან თუ გინდა სხვანაირად ვთქვათ, ქრისტეს შემოსვლა ადამიანის გულში). ასეა ეს, წმინდანები ამბობენ ამას, მე არ ვამბობ
ციტატა
არვიცი, არ გამიგია სიმართლე გითხრა, რომელი წმინდანი ამბობს შეგიძლია დააციტირო? სად წერია რომ წმინდანად დაიბადა?
თუ იოანე ნათლისმცემელზე მეკითხები ამას, მაშინ მაგის ციტატა მოვიყვანე უკვე სახარებიდან: იოანე ნათლისმცემელიო მუცელშივე იყო შემოსილი სულიწმიდითო. სულიწმიდით თუ იყო შემოსილი, წმინდანი იყო-აქ სხვა ვარიანტი არ არსებობს. თუ სხვა წმინდანებზე მეკითხები, აიღე წმინდა ნიკოლოზი-იგი წმინდანი დაიბადა და არა გახდა! მან დაბადების მომენშივე აღასრულა პირველივე სასწაული: დედამისი განკურნა. დღეების იყო, როცა კიდევ სხვა სასწაულები აღასრულა. აიღე კიდევ ჩვენი უწმიდესი მეფე დავით აღმაშენებელი. მასზე არსენ იყალთოელი (ასევე დიდი ქართველი წმინდანი) წერს, რომ იგი იყო "ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნილთა შორის"; ანუ, დაბადებიდანვე ღმერთად დაიბადაო; თავიდანვე ქრისტე ცხოვრობდა მის გულშიო; თავიდანვე სულიწმიდით იყო შემოსილიო.
ციტატა
წმინდანობა ადამიანის არჩევანი და შრომა ამისთვის- თავმდაბლობის მოხვეჭა ანუ, რაც მოიზიდავს მადლს.. წმ იოანე ნათლისმცემელში ეს თვისება უფალმა განჭვრიტა მადლით აღავსო, წმ იოანემ კი თავისი ცხოვრებით დაადასტურა ერთგულება..ასე ვხედავ
რას ქვია განჭვრიტა? უფალმა თავიდანვე იცოდა, რომ იოანე ნათლისმცემელი სიწმიდის გზას დაადგებოდა და წმინდანად დაბადა? ამის თქმა გინდა? მე მგონი ჩვენ ჯერ ამაში უნდა გავერკვეთ: 1) იყო თუ არა იოანე ნათლისმცემელი (ან წმინდა ნიკოლოზი, წმინდა დავით აღმაშენებელი) დაბადებიდანვე წმინდანი? 2) თუ არ იყო, რას ნიშნავს წმინდანობა? (წმინდანობის საკუთარი განსაზღვრება და საკუთარი გაგება არ იყოს-წმინდა მამებზე და ახალ აღთქმაზე დაყრდნობით გამაგებინე წმინდანის რაობა, თუ შეიძლება)
ციტატა
მე არ შეიძლება ვცდებოდე
ეს შენი მადლმოსილი მდგომარეობაა, თუ ბუნებით ხარ დაბადებული უცთომელი?
ვინმე კომპეტენტურმა ამ საკითხში დაგვაკვალიანოს, თუ რას ნიშნავს წმინდანობა თორე უკვე ვეგარა გავიგე ვერაფერი
პოსტის ავტორი: cxz თარიღი: Sep 24 2010, 11:13 PM
თუ რამე გაინტერესებთ ყველაზე კარგი გამოსავალია წახვიდეთ ქუთაისში მოწამეთას ეკლესიაში და ინახულოთ მამა გიორგი იქ თავად გაერკვევით ყველაფერში ტუ ვინ ვინარის !!! დაელაპარაკეთ მამა გიორგის და დაუსვიტ კითXვები იქვე რა ძნელია ამდენი კამათს არ ჯობია თუ ეძებთ იპოვით კითხვებზე პასუხებს

ერთი რამ მაინტერესებს. უფლება გაქვს ამ წიგნების გავრცელებაზე და ფორუმებზე წერაზე? შენ ამ საქციელით თანაბარ საქმეს აკეთებ და უფრო მე ვიტყოდი ცუდს უკეთებ მას რადგან ალანძღინებ აქ მამაოს უმეცარ ხალხს.
პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Sep 25 2010, 12:31 AM
ციტატა(guest1 @ Sep 24 2010, 12:05 PM)
sopo... გაგიმარჯოს ასევე და გფარავდეს უფალი მე მგონი სხვადასხვა რაიმეს ვამბობთ პირველ რიგში, როცა ღვთის განგებაში ლოგიკის შემოტანა გვინდა, ძალიან ვცდებით. ტყუილად ხომ არ უწვალიათ უდიდეს წმინდა ღვთისმეტყველებს აპოფატური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში? ლოგიკა სახიფათო რამ არის რწმენაში. როგორც კი შემოიტან რწმენაში ლოგიკას, რწმენის საფუძველს დააზიანებს და დამანგრეველი გახდება სულისათვის.
ღვთის განგება, რწმენა დგას ბუნებრივ კანონზომიერებაზე მაღლა, მაგრამ ძალიან ლოგიკურია, თანმიმდევრული, და არა ქაოსი, გაუგებრობა..
ციტატა
მე ვერაფერს ვერ დავუშვებ ამ მხრივ. მე შემიძლია ვისაუბრო ახალ აღთქმაზე და ძველ და ახალ წმინდანთა გადმოცემებზე დაყრდნობით, მათდამი რწმენით. ნამდვილად, სულიწმიდის მიღება არის ქრისტიანული ცხონების არსი. ვისაც სულიწმიდა არ მიუღია, ის ცოდვილია (უგუნურია) და დღეში 100 000-ჯერ დაეცემა ცოდვით. მაგალითად მე. ვინც სულიწმიდა მიიღო, ის აღარ დაეცემა. სულიწმიდის მიღება გარანტიაა ცხონების. უკლებლივ ყველა წმინდანი სულიწმიდით არის შემოსილი და უკლებლივ ყველა ცოდვილი სულიწმიდის გარეშე იმყოფება. ანუ, მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ, წმინდანობისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა სულიწმიდის მადლის მიღება ადამიანში (ან თუ გინდა სხვანაირად ვთქვათ, ქრისტეს შემოსვლა ადამიანის გულში).
ანუ უარყოფ ადამიანის არჩევანს და ღვაწლს?
ციტატა
ასეა ეს, წმინდანები ამბობენ ამას, მე არ ვამბობ
?
ციტატა
რას ქვია განჭვრიტა? უფალმა თავიდანვე იცოდა, რომ იოანე ნათლისმცემელი სიწმიდის გზას დაადგებოდა და წმინდანად დაბადა? ამის თქმა გინდა? მე მგონი ჩვენ ჯერ ამაში უნდა გავერკვეთ: 1) იყო თუ არა იოანე ნათლისმცემელი (ან წმინდა ნიკოლოზი, წმინდა დავით აღმაშენებელი) დაბადებიდანვე წმინდანი? 2) თუ არ იყო, რას ნიშნავს წმინდანობა? (წმინდანობის საკუთარი განსაზღვრება და საკუთარი გაგება არ იყოს-წმინდა მამებზე და ახალ აღთქმაზე დაყრდნობით გამაგებინე წმინდანის რაობა, თუ შეიძლება)
სული წმინდის მადლი ადამიანმა შეიძლება მიიღოს და დაკარგოს კიდეც ცხოვრების მანძილზე , ადამიანის ცხონების საკითხი, წმინდანობა წყდება მისი გარდაცვალების შემდგომ, .. წმ ნიკოლოზი უდიდესი წმინდანი და ეს მან თავისი თავგანწირვით დაადასტურა.. სახარებაში, არც წმ მამებთან ფიზიკურად არ არსებობს წმინდანის განმარტებითი ფორმულირება, მხოლოდ სწავლება როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას , მოვიხვეჭოთ მადლი.. შენ თქვი , წმინდანები ამბობენ რომ ადამიანი დაბადებიდანვე წმინდანია, უფრო კონკრეტულად საინტერესო იქნებოდა.. სახარებით ხელმძღვანელობისას კი რავიცი მთელი სახარება სწორედ ეს არის სწავლება როგორ ვცხონდეთ, სწავლება განკითხვაზე, რწმენაზე, სიყვარულზე, ის რომ სასუფეველი ცათა იიძულების, და უამრავი და უამრავი, რაც ნიშნავს რომ ადამიანმა სისხლით უნდა დაამტკიცოს რწმენა, და ქრისტეს სიტყვები რომ ღვთის გარეშე არაფერი ძალუძს ადამიანს- აქედან ვასკვნით რომ ადამიანის მცდელობასთან ერთად აუცილებელია ღვთის შეწევნა.. ჩემეული განმარტებაც ეს იყო ცხონებისთვის, გინდაც წმინდანობითვის- ღვთისა და ადამიანის ნების თანხმობა.. წმინდანების ცხოვრებაში ვკითხულობთ მიუხედავად წმინდად ცხოვრების ცრემლებით ხვდებოდნენ სიკვდილს და არ მიაჩნდათ თავი სასუფევლის ღირსად.. და გვასწავლიან რომ სანამ საფლავზე ლურსმნის მიჭედების ხმას არ გავიგებთ, მანამდე გრძელდება ბრძოლა ადამიანსა და ბოროტს შორის..
ციტატა
ეს შენი მადლმოსილი მდგომარეობაა, თუ ბუნებით ხარ დაბადებული უცთომელი?
ნწნწ
ნუ რავიცი მე ასე ვფიქრობ, მგონი მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ თემაზე: )
პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Sep 25 2010, 02:39 AM
ციტატა
სული წმინდის მადლი ადამიანმა შეიძლება მიიღოს და დაკარგოს კიდეც ცხოვრების მანძილზე , ადამიანის ცხონების საკითხი, წმინდანობა წყდება მისი გარდაცვალების შემდგომ, .. წმ ნიკოლოზი უდიდესი წმინდანი და ეს მან თავისი თავგანწირვით დაადასტურა.. სახარებაში, არც წმ მამებთან ფიზიკურად არ არსებობს წმინდანის განმარტებითი ფორმულირება, მხოლოდ სწავლება როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას , მოვიხვეჭოთ მადლი.. შენ თქვი , წმინდანები ამბობენ რომ ადამიანი დაბადებიდანვე წმინდანია, უფრო კონკრეტულად საინტერესო იქნებოდა.. სახარებით ხელმძღვანელობისას კი რავიცი მთელი სახარება სწორედ ეს არის სწავლება როგორ ვცხონდეთ, სწავლება განკითხვაზე, რწმენაზე, სიყვარულზე, ის რომ სასუფეველი ცათა იიძულების, და უამრავი და უამრავი, რაც ნიშნავს რომ ადამიანმა სისხლით უნდა დაამტკიცოს რწმენა, და ქრისტეს სიტყვები რომ ღვთის გარეშე არაფერი ძალუძს ადამიანს- აქედან ვასკვნით რომ ადამიანის მცდელობასთან ერთად აუცილებელია ღვთის შეწევნა.. ჩემეული განმარტებაც ეს იყო ცხონებისთვის, გინდაც წმინდანობითვის- ღვთისა და ადამიანის ნების თანხმობა.. წმინდანების ცხოვრებაში ვკითხულობთ მიუხედავად წმინდად ცხოვრების ცრემლებით ხვდებოდნენ სიკვდილს და არ მიაჩნდათ თავი სასუფევლის ღირსად.. და გვასწავლიან რომ სანამ საფლავზე ლურსმნის მიჭედების ხმას არ გავიგებთ, მანამდე გრძელდება ბრძოლა ადამიანსა და ბოროტს შორის..
სრულებით გეთანხმები.
პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Sep 25 2010, 07:20 AM
sopo...
ციტატა
ღვთის განგება, რწმენა დგას ბუნებრივ კანონზომიერებაზე მაღლა, მაგრამ ძალიან ლოგიკურია, თანმიმდევრული, და არა ქაოსი, გაუგებრობა..
ლოგიკური და თანმიმდევრული (ისევე როგორც ქაოსური) ბუნებრივი კანონზომიერებების ამსახველია. ის რაც ლოგიკური და თანმიმდევრულია კანონზომიერებას ექვემდებარება და ბუნებრივს თანაც. შენი ნათქვამი ასე ჟღერს: ღვთის განგება დგას ბუნებრივ კანონზომიერებაზე მაღლა, მაგრამ ბუნებრივი კანონზომიერებებს ექვემდებარება.
ციტატა
ანუ უარყოფ ადამიანის არჩევანს და ღვაწლს?
არსად არ მითქვამს მსგავსი რამ, რომ ვუარყოფდე ამას. პირიქით, ვადასტურებ და გეთანხმები შემდეგში:
ციტატა
სახარებით ხელმძღვანელობისას კი რავიცი მთელი სახარება სწორედ ეს არის სწავლება როგორ ვცხონდეთ, სწავლება განკითხვაზე, რწმენაზე, სიყვარულზე, ის რომ სასუფეველი ცათა იიძულების, და უამრავი და უამრავი, რაც ნიშნავს რომ ადამიანმა სისხლით უნდა დაამტკიცოს რწმენა, და ქრისტეს სიტყვები რომ ღვთის გარეშე არაფერი ძალუძს ადამიანს- აქედან ვასკვნით რომ ადამიანის მცდელობასთან ერთად აუცილებელია ღვთის შეწევნა..
ვადასტურებ კიდევ ერთხელ და მოკლედ ვამბობთ: 1) ღვთის სასუფეველი ძალით აიღება და შრომის და ოფლის ღვრის გარეშე არაფერი გამოვა; 2) ძალისხმევა არ არის საკმარისი თუ არ იქნა ღვთის მადლი და შემწეობა. ამათ გარეშე არაფერი გამოვა.
ახლა შენ უპასუხე კითხვას: რა არის წმინდანი? როდის ხდება ადამიანი წმინდანი? რა ქმნის ადამიანს წმინდანად? ამ კითხვაზე არ გიპასუხია საერთოდ. აი შენ რას მპასუხობ:
ციტატა
ჩემეული განმარტებაც ეს იყო ცხონებისთვის, გინდაც წმინდანობითვის- ღვთისა და ადამიანის ნების თანხმობა..
ეს საერთოდ არ პასუხობს ზემორე კითხვას. შენი პასუხი უბრალოდ ასახელებს იმ პირობებს, რა პირობებიც არის საჭირო ადამიანის განწმენიდასთვის, ცხონებისათვის. მე კიდევ გეკითხები, დავუშვათ ეს ორივე პირობა გვაქვს და განიწმინდა ადამიანი. შინაგანად (თუ გარეგანად ან ორივე ერთად) რას წარმოადგენს ასეთი განწმენდილი ადამიანი? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგაჩნია, მაშინ წმინდანის რაობა არ იცი და როგორ შეგიძლია მიმტკიცო, რომ წმინდანებად არ იბადებიანო?!
ციტატა
შენ თქვი , წმინდანები ამბობენ რომ ადამიანი დაბადებიდანვე წმინდანია, უფრო კონკრეტულად საინტერესო იქნებოდა..
არა, მე ის კი არ ვთქვი რომ ყველა ადამიანი წმინდანად იბადება თქო, არამედ არსებობენ იშვიათი ადამიანები, რომლებიც წმინდანებად იბადებიან და მოვიყვანე ამის მაგალითები: წმინდა ნიკოლოზი და წმინდა დავით აღმაშენებელი. თუ ზემო პოსტს წაიკითხავ, იქ უკვე მითითებულია წმინდა არსენ იყალთოელის ნათქვამი დავით მეფეზე. ასევე, წმინდა ნიკოლოზის შემთხვევაში დაბადებიდანვე სასწაულებს აღასრულებდა. სასწაულები კიდევ ან სულიწმიდით სრულდება, ან ეშმაკით. რომელი დაყვა წმინდა ნიკოლოზს დაბადებიდან? სულიწმიდის მადლი თუ სატანის ძალა? თუ არცერთი, მაშინ რაღა ასრულებდა ამ სასწაულებს? ხოლო სახარებაში ნათქვამია, რომ იოანე ნათლისმცემელი წმინდანი იყო დედისავე მუცელში. თუ არც ამას ეთანხმები, მაშინ ასეთ კითხვებს უპასუხე: ხო წერია, რომ დედამისის მუცელში თავიდანვე შევა სულიწმიდა? წერია. მერე, იოანე ნათლისმცემელი ამ სულიწმიდით არ დაიბადა? თუ მიატოვა სულიწმიდამ იოანე ნათლისმცემელი?
ციტატა
სული წმინდის მადლი ადამიანმა შეიძლება მიიღოს და დაკარგოს კიდეც ცხოვრების მანძილზე
ეს სად წერია, რომელმა წმინდანმა თქვა? სულიწმიდა თუ დამკვიდრდა ადამიანში, როგორღა დაკარგავს მას, როცა უკვე ეს ადამიანი მკვდარია, როგორც ვნებებიანი პიროვნება, და მასში ერთადერთი ცოცხალი ღმერთი ცხოვრობს? როგორღა უნდა ჩაიდინოს ცოდვა ასეთმა კაცმა? თუ იმის თქმა გინდა, რომ თვით სულიწმიდამ შეიძლება ჩაიდინოს ცოდვა ამ კაცში?
ციტატა
ადამიანის ცხონების საკითხი, წმინდანობა წყდება მისი გარდაცვალების შემდგომ, ..
ან ეს სად წერია, რომელი წმინდანი ასწავლიდა ამას? წმინდანის კანონიზაცია ფორმალური საკითხია, თორე წმინდანი ცხოვრებაში ხდება წმინდანი, ან წმინდანად იბადება. ავიღოთ ორი უდიდესი თანამედროვე წმინდანების, ბეთანიელი მამების იოანეს და გიორგი-იოანეს, მაგალითი. კონკრეტულად, როდის გახდენ ეს ადამიანები წმინდანები და რატომ გახდნენ წმინდანები (ანუ, რამ გააწმინდანა ეს ადამიენები) ზუსტად იმ დროს, როცა შენ გგონია ესენი წმინდანები გახდნენ? და ავიღოთ მეორე მაგალითი, უდიდესი და უწმიდესი ბერი, მამა გაბრიელი. მამა გაბრიელი წმინდანია თუ არა შენთვის?
sopo... ღვთის განგება დგას ბუნებრივ კანონზომიერებაზე მაღლა, მაგრამ ბუნებრივი კანონზომიერებებს ექვემდებარება.
?
ციტატა
ეს საერთოდ არ პასუხობს ზემორე კითხვას. შენი პასუხი უბრალოდ ასახელებს იმ პირობებს, რა პირობებიც არის საჭირო ადამიანის განწმენიდასთვის, ცხონებისათვის. მე კიდევ გეკითხები, დავუშვათ ეს ორივე პირობა გვაქვს და განიწმინდა ადამიანი. შინაგანად (თუ გარეგანად ან ორივე ერთად) რას წარმოადგენს ასეთი განწმენდილი ადამიანი? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგაჩნია, მაშინ წმინდანის რაობა არ იცი და როგორ შეგიძლია მიმტკიცო, რომ წმინდანებად არ იბადებიანო?!
ვერ გავიგე
ციტატა
არსად არ მითქვამს მსგავსი რამ, რომ ვუარყოფდე ამას. პირიქით, ვადასტურებ და გეთანხმები შემდეგში: ვადასტურებ კიდევ ერთხელ და მოკლედ ვამბობთ: 1) ღვთის სასუფეველი ძალით აიღება და შრომის და ოფლის ღვრის გარეშე არაფერი გამოვა; 2) ძალისხმევა არ არის საკმარისი თუ არ იქნა ღვთის მადლი და შემწეობა. ამათ გარეშე არაფერი გამოვა.
ერთი და იგივეს ვამბობთ?
ციტატა
თუ იმის თქმა გინდა, რომ თვით სულიწმიდამ შეიძლება ჩაიდინოს ცოდვა ამ კაცში?
როგორ?
ციტატა
და ავიღოთ მეორე მაგალითი, უდიდესი და უწმიდესი ბერი, მამა გაბრიელი. მამა გაბრიელი წმინდანია თუ არა შენთვის?
კი არის, მაგრამ რისი მაგალითია?
ციტატა
ეს სად წერია, რომელმა წმინდანმა თქვა?სულიწმიდა თუ დამკვიდრდა ადამიანში, როგორღა დაკარგავს მას, როცა უკვე ეს ადამიანი მკვდარია, როგორც ვნებებიანი პიროვნება, და მასში ერთადერთი ცოცხალი ღმერთი ცხოვრობს?
თუ ეშმაკის შეგონებით აზრად მოგივა, რომ შენი ცხოვნება მოხდება არა შენი ღმერთის ძალით, არამედ პირადი სიბრძნითა და ძალისხმევით, და თუკი ამ შეგონებებს სული დაეთანხმება - მას მადლი განეშორება. ჩვენს უკანაკნელ ამოსუნთქვამდე მართებს სულს, მასში აღმოცენებულ ამ ძლიერ და უმძიმეს ბრძოლას ღვაწლით შეეწინააღმდეგოს http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/17.htm ასევეა მცირე ცოდვებიც - როდესაც სათნო და ღვთისმოშიში სული მათგან არ იწმინდება, მაშინ ისინი მას უდიდეს ზიანს აყენებენ, რადგან, თუკი დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან მასში, მაშინ სული მისკენ მიიდრეკს თავის ნებას; ასეთ შემთხვევაში კი მას განეშორება სათნოების სიწმინდე და ღვთაებრივი მადლის კეთილსურნელება http://www.orthodoxy.ge/tserilebi/nikodimos/msubuqi.htm ერთ წამში იღუპება ხანგრძლივი ღვაწლის ნაყოფი, რადგან სულიწმიდა განეშორება ცოდვით შებილწულს. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/brianchaninovi/mankier_chvevebze.htm ნუ რავიცი უამრავია
მე ფაქტიურად ერთი და იგივეს ვიმეორებ, ამიტომ მოვრჩი. )
პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Sep 26 2010, 12:05 AM
sopo...
ციტატა
მე ფაქტიურად ერთი და იგივეს ვიმეორებ, ამიტომ მოვრჩი. )
კი ბატონო, დავენებოთ აწი კამათს თავი, მაგრამ ერთხელ კიდევ ავღნიშნავ, რომ ჩვენ ერთიდაიგივეს არ ვამბობთ. ერთიდაიგივეს ვამბობთ იმას, რომ სულიწმიდის მადლის მოსახვეჭად საჭიროა თავდაუზოგავი ღვაწლი და ღვთის მადლი (რომლის გარეშეც არაფერი ხდება), რათა წმინდანი გახდეს ადამიანი. აი ამას, ერთიდაიგივეს ვამბობთ, მაგრამ განსხვავება იქ იწყება, რომ ადამიანი წმინდანად შეიძლება დაიბადოს! იოანე ნათლისმცემელი წმინდანად დაიბადა - ახალ აღთქმაში ეს ცალსახად არის მოცემული, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. აი აქ აქვს ბევრს პრობლემა: თუ წმინდანად დაიბადა, მაშინ ადამიანის ღვაწლი სად არისო? მე მამა გიორგის წმინდანობის და მისი დიდი სულიერი ხედვის (ისევე როგორც მამა გაბრიელის დიდი წმინდანობის) თვალდახუჭულიც მწამს. ეს წმინდა ადამიანი გარკვევით ამბობს, რომ სულს გააჩნია მახსოვრობა; ამბობს, რომ ბევრი რამ დამახინჯდა და შეიცვალა მართლმადიდებლობაში, საბედნიეროდ ქართველი ხალხი ნელ-ნელა იღებს ამ დაფარულ ცოდნასო; მამა გაბრიელი, მაგალითად, წმინდანად დაიბადაო და მისი ბავშვობის ისტორიას თუ შევხედავთ (მაგალითისათვის, 3 თუ 4 წლის იყო, როცა მთელს ქვეყანაზე უკიდურესი შიმშილის მიუხედავად, პარასკევს და ოთხშაბათს მარხულობდა და რძის პროდუქტებზე უარს ამბობდაო), აშკარად ჩანს რომ ამ უდიდეს წმინდანში სულიწმიდა დაბადებიდანვე მოქმედებდა. საიდან მიიღო ეს მადლი ახალშობილმა ღვაწლის გარეშე? ღვაწლის გარეშე არ მიუღია ეს ყველაფერი. უბრალოდ უძველესი სულია. აი ეს არის დიდი განსხვავება ჩვენს ნათქვამში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თვით უფალი იესო ქრისტე ეუბნება მოწაფეებს, რომ ელია მოვიდაო და ვერ იცნესო (და მერე წერია, მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე წინასწარმეტყველზე საუბრობდაო) და ამ აშკარა სწავლების უარყოფა მიკიბ-მოკიბული და გაუგებარი ახსნებით ხდება. აწი მეც მოვრჩი, იმიტომ რომ სათქმელი ვთქვი
პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Sep 26 2010, 03:52 AM
ციტატა(guest1 @ Sep 26 2010, 01:05 AM)
sopo... ეს წმინდა ადამიანი გარკვევით ამბობს, რომ სულს გააჩნია მახსოვრობა; ამბობს, რომ ბევრი რამ დამახინჯდა და შეიცვალა მართლმადიდებლობაში, საბედნიეროდ ქართველი ხალხი ნელ-ნელა იღებს ამ დაფარულ ცოდნასო; მამა გაბრიელი, მაგალითად, წმინდანად დაიბადაო და მისი ბავშვობის ისტორიას თუ შევხედავთ (მაგალითისათვის, 3 თუ 4 წლის იყო, როცა მთელს ქვეყანაზე უკიდურესი შიმშილის მიუხედავად, პარასკევს და ოთხშაბათს მარხულობდა და რძის პროდუქტებზე უარს ამბობდაო), აშკარად ჩანს რომ ამ უდიდეს წმინდანში სულიწმიდა დაბადებიდანვე მოქმედებდა. საიდან მიიღო ეს მადლი ახალშობილმა ღვაწლის გარეშე? ღვაწლის გარეშე არ მიუღია ეს ყველაფერი. უბრალოდ უძველესი სულია. აი ეს არის დიდი განსხვავება ჩვენს ნათქვამში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თვით უფალი იესო ქრისტე ეუბნება მოწაფეებს, რომ ელია მოვიდაო და ვერ იცნესო (და მერე წერია, მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე წინასწარმეტყველზე საუბრობდაო) და ამ აშკარა სწავლების უარყოფა მიკიბ-მოკიბული და გაუგებარი ახსნებით ხდება. აწი მეც მოვრჩი, იმიტომ რომ სათქმელი ვთქვი
ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი აზრია და კარგი იქნეოდა თუ ამის აღნიშვნასაც გააკეთებდი
არ მოგიყვანია ა რ ც ე რ თ ი წმინდანის განმარტება ამ საკითხზე და ამბობ რომ მე არ ვამბობ წმინდანები ამბობენ ამას მამა გიორგიმ მახსოვრობაში რა იგულისხმა არვიცი, მაგრამ როცა მთელი სახარება, ყველა წმინდა მამა გვასწავლის საპირისპიროს მგონი დასკვნების გაკეთება უნდა შეგვეძლოს..
ამ ზღაპრებს არც მართლმადიდებლობასთან, არც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს რაც შეეხება წმ იოანეს რა ძველი და ახალი სული, ელია წინასწამეტყველზე არსებობს წინასწარმეტყველება რომ უფლის მეორედ მოსვლის წინ უნდა მოვიდეს, რაც შეეხება იმ კონკრეტულ ადგილს ელიის თქმით უფალმა იგულისხმა არა თვითონ ელია, არამედ წინასწარმეტყველი, ამ პერიოდში ყველა კეთილმსახურ მეფეს იუდეველები უწოდებდნენ დავითს, რატომ ყველას დავითის უძველესი სული ქონდა? ასევე წინასწარმეტყველი უწოდა იოანეს , მოიხსენა იგი ელიად. ან თუ ელია იყო გარკვევით წერია რომ "ელია მოვიდეს და კვალად ააგოს ყოველნი" ნიშნავს რომ ელიას მოსვლით ყველა ებრაელი ირწმუნებს ჭეშმარიტებას და ეს როდის მოხდა იოანე ნათლისმცემლის მოსვლის დროს..? როგორ აიხსნება ეს? აქ ყველაფერი ნათელია , და თუ არ არის და ჩვენეული გაუგებარი ვერსიები გვაქვს ესეც აღვნიშნოთ ხოლმე..
პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Sep 26 2010, 08:52 AM
sopo... გაგიმარჯოს და გფარვიდე ღმერთი
ციტატა
ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი აზრია და კარგი იქნეოდა თუ ამის აღნიშვნასაც გააკეთებდი
მე ჩემი აზრი დაბადებიდან კი არ მომყოლია შე კაი ადამიანო. ასე ვკითხულობ ბრძენთა პასუხებს და იქიდან ვიგებ იქაურობის ამბებს, თორე აქ ჯერ არ გამხსნია ეგ საიდუმლოებები ისე მართალი ხარ: ჩემი დასკვნებია ეს ყველაფერი (ხშირად სხვისაგან, ვისაც მე ვთვლი ცოდნის წყაროდ იმათგან, გაგონილი)
ციტატა
არ მოგიყვანია ა რ ც ე რ თ ი წმინდანის განმარტება ამ საკითხზე და ამბობ რომ მე არ ვამბობ წმინდანები ამბობენ ამას მამა გიორგიმ მახსოვრობაში რა იგულისხმა არვიცი, მაგრამ როცა მთელი სახარება, ყველა წმინდა მამა გვასწავლის საპირისპიროს მგონი დასკვნების გაკეთება უნდა შეგვეძლოს..
სახარებაში ამაზე არაფერია ნათქვამი (არც დასადასტურებლად და არც უარსაყოფად ასეთი კითხვა უფალ ქრისტესათვის არ დაუსვიათ) და რატომ გვაცდენ? სახარებაში არის სტროფები, საიდანაც ირიბად ჩანს, რომ ამ დასკვნის გაკეთება უფრო სწორია, ვიდრე შემდეგ ათასგვარი გართულებული და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება. სახარებაში აი აშკარად რა წერია:
ციტატა
10. ჰკითხეს მას მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? 11. ხოლო მან პასუხად თქვა: ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს; 12. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც. 13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ. (მათე 17:10-13)
იგივე შეიძლება ნახო მარკოზის სახარებაშიც: მარკ. 9:11-13
და აი შენი პასუხი ამაზე:
ციტატა
რაც შეეხება იმ კონკრეტულ ადგილს ელიის თქმით უფალმა იგულისხმა არა თვითონ ელია, არამედ წინასწარმეტყველი
სწორედ ამას ვამბობ. მსგავსი "ფორსირებულ-ნაძალადევი" პასუხები აბსოლიტურად საფუძველ მოკლებულია. ჯერ ერთი, რატომ უნდა ეგულისხმა წინასწარმეტყველი, როცა მოწაფეებმა კონკრეტული კითხვა დაუსვეს ელიას თოაბაზე (ანუ, "რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? "? მეორეც, თუნდაც მასე ყოფილიყო (მოწაფეებმა კონკრეტული კითხვა დაუსვეს ელიაზე, ხოლო უფალმა კონკრეტულ კითხვაში კონკრეტული პირი შეცვალა ზოგადად წინასწარმეტყველით), რატომ ზოგადად სიტყვა "წინასწარმეტყველი" არ იხმარა უფალმა?
ანდაც, როცა ამბობ
ციტატა
ელია წინასწამეტყველზე არსებობს წინასწარმეტყველება რომ უფლის მეორედ მოსვლის წინ უნდა მოვიდეს
ამ წინასწარმეტყველებაში სიტყვა "ელია"-ში, რატო ზოგადად წინასწარმეტყველი არ იგულისხმება (სხვა მუხლში ხომ გაწყობდა მასეთი ინტერპრეტაცია)? მეორეც, უფლის მეორედ მოსვლის წინ რომ მოვა ელია, რითი იქნება განსხვავებული იმისაგან, რომ ელია მოსულიყო 20 საუკუნის წინ? რა სახით მოვა ელია ამ დროს? ან ადამიანური დაბადებით უნდა მოვიდეს, ან არა. თუ ადამიანურად იშვა, მაშინ ელი სულ მცირე 2-ჯერ იქნება მოსული სხვადასხვა სხეულში. თუ ადამიანურად არ იქნა მოსული, მაშინ ანგელოზმი უნდა მიიღოს ადამიანის სახე. ანგელოზები უცოდველები არიან, ელია კიდევ ცოდვილი იყო და "ცოდვა მისი წინაშე მისსა არს მარადის" (მარტო დიდ დავით მეფეს არ ეკუთვნის ეს სიტყვები-ყველა წმინდანს ეკუთვნის). აჰა, იგივე პრობლემაში აღმოჩნდი და რაც არ უნდა ეცადო, ვერაფერი გამოგივა.
ციტატა
ამ ზღაპრებს არც მართლმადიდებლობასთან, არც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს
ასეთი განცხადებები მაოცებს ხოლმე, როცა მოკვდავი უკვდავის ნიღბით საუბრობს. კაი, მართლმადიდებლობასთან კავშირი დავუშვათ არა აქვს. შენ რა იცი, რეალობასთან რა კავშირი აქვს? თუ იმქვეყნიურ რეალობაში უკვე იყავი და მეორედ დაბრუნდი, მაშინ ჩემს სიტყვებს უნდა ამოწმებდე და არა უარყოფდე. თუ იმქვეყნიურ რეალობაში იყავი და აღარ დაბრუნებულხარ (ღმერთმა დიდი ხანი გაცოცხლოს ჯანმრთელი, ბედნიერი და ღვთისაგან დაცული), მაშინ ვინ მესაუბრება აქა და ვინ მეკამათება? წმიდა მამებს უთქვამთ ასეთი რამესო (მამა გიორგის წიგნში ვნახე ეს): თუ ღმერთისაგან არ გაქვს მოცემული მასზე ცოდნაო, მაშინ ნურაფერს იტყვი მის შესახებო. ერთადერთი რეალობა (უკვდავი, დაუსაბამო, უცვლელი) ღმერთიაო. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია. შენ კიდევ რეალობასთან არაფერი საერთო არა აქვსო. საიდან ეს ცოდნა? მე, მე არ ვამტკიცებ, რომ რეალობიდან მივიღე მეთქი ეს ცოდნა თქო-ჩემი ცოდნა სიტყვებია და კი, საბოლოო ჯამში, ჩემი აზრი.
ნაწილი მე-2
ვისაც სურვილი აქვს, უპასუხოს ამ კლასგარეშე კითხვებს. მაინტერესებს, როგორ პასუხობს ამ კითხვებს დღეს ეკლესიის ძირითადი ნაწილი. დავიწყოთ სახარებაში გადმოცემული ამბიდან, რასაც ჩვენ ყველანი რწმენით ვიღებთ. ლუკას სახარება (ლუკა 1:15) ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელზე სულიწმიდა გადმოვიდა მუცელშივე. აგერ ციტატაც:
ციტატა
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.
დავანებოთ სიტყვა წმინდანს თავი და დავარქვათ იოანეს სულიწმიდით მოსილი, რაც ჩვენთვის ფაქტის ტოლფასი უნდა იყოს უკვე.
1) შეიძლება თუ არა ადამიანზე გადმოვიდეს სულიწმიდა (რა თქმა უნდა ღვთის მადლით), თუ ადამიანს არავითარი ღვაწლი არა აქვს ღვთის წინაშე?
აქ შესაძლებელია 2 პასუხი: ან 1) კი, შესაძლებელია, ან 2) არ არის შესაძლებელი.
2) თუ ეს ყველაფერი შეიძლება, მაშინ ღვაწლი რაღა საჭიროა? რაღა საჭიროა ცოდვების მონანიება და ამ ცოდვების გამო გოდება ყოველდღე? რაღა საჭიროა საკუთარი უსუსურობის და დაცემულობის აღქმა? რაღა საჭიროა განუწყვეტელი ლოცვები? მარხვები? და ა.შ. და ა.შ.
3) თუ ეს ყველაფერი შეუძლებელია ღვაწლის გარეშე, მაშინ რა ღვაწლი ქონდა იოანე ნათლისმცემელს დედის მუცელში?
აქაც 2 პასუხია: 1) იოანე ნათლისმცემელმა ღვაწლი იტვირთა დედის მუცელში (და რა თქმა უნდა სულიწმიდის გადმოსვლამდე, აბა სხვანაირად ღვაწლის გარეშე უნდა მოეპოვებინა სულიწმიდა და მე-2 კითხვას ვერ ავცდებით, სხვა კიდევ უფრო უცნაურ კითხვებთან ერთად); 2) იოანე ნათლისმცემელმა ღვაწლი მანამდე იტვირთა, სანამ დედის მუცელში ცაისახებოდა. ამის და მიხედვით, გვაქვს კიდევ (ჯერჯერობით) 1 კითხვა:
4) იოანე ნათლიმცემელმა ღვაწლი სულიწმიდის მიღებამდე დედის მუცელში იტვირთა, თუ დედის მუცელში ჩასახვამდე?
რა პასუხები აქვს ამ კითხვებს, თუ არ დაგეზარებათ უპასუხეთ.
ნაწილი მე-3
როგორ გიაგება ეკლესიასტეში (ეკლესიასტე 3:15) ნათქვამი სიტყვები:
ციტატა
რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს.
sopo... გაგიმარჯოს და გფარვიდე ღმერთი მე ჩემი აზრი დაბადებიდან კი არ მომყოლია შე კაი ადამიანო. ასე ვკითხულობ ბრძენთა პასუხებს და იქიდან ვიგებ იქაურობის ამბებს, თორე აქ ჯერ არ გამხსნია ეგ საიდუმლოებები ისე მართალი ხარ: ჩემი დასკვნებია ეს ყველაფერი (ხშირად სხვისაგან, ვისაც მე ვთვლი ცოდნის წყაროდ იმათგან, გაგონილი)
გასაგებია, მაგრამ ვერ იხსენებ ბრძენთა ვინაობას ვისთანაც წაიკითხე, და შენთვის ბრძენი შეიძლება ჩემთვის და სხვისთვის ავტორიტეტი არ იყოს..
ციტატა
სახარებაში ამაზე არაფერია ნათქვამი (არც დასადასტურებლად და არც უარსაყოფად ასეთი კითხვა უფალ ქრისტესათვის არ დაუსვიათ) და რატომ გვაცდენ?
გაცდენ? რა კითხვაა? თავი სოფლის ბირჟაზე მგონია.. ან საბავშვო ბაღში, ნუ ალბათ ძალიან პატარა ხარ... რახან დავწერე ე.ი. საფუძველიც მაქვს, სახარებაში ამბობს უფალი რო სიკვდილის მერე არის საშინელი სამსჯავრო და სასუფეველი, და არა უძველესი სულები და გაურკვევლობა..
ციტატა
ვიდრე შემდეგ ათასგვარი გართულებული და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება და აი შენი პასუხი ამაზე:სწორედ ამას ვამბობ. მსგავსი "ფორსირებულ-ნაძალადევი" პასუხები აბსოლიტურად საფუძველ მოკლებულია
ეს 'საფუძველ-მოკლებული' განცხადებები არც ჩემი , არც ბრძენ კაცების გაკეთებულია არამედ წმ მამების განმარტება, კონკრეტულად წმ იოანე ოქროპირის ვისთანაც ამოვიკითხე, წმ იოანე ოქროპირი უდიდესი წმინდანი, რომელიც როცა სახარებას განმარტავდა, მის მოწაფეებს ხედვა ქონდათ როგორ იდგა მასთან პავლე მოციქული და კარნახობდა, რაც შეეხება წინა წინასწარმეტყველება მალაქია წინასწარმეტყველს ეკუთვნის თუ არ ვცდები და სხვა დროში.. ასევე წმინდა მამათა განმარტებით არავინ შობილა კაცთაგან იოანე წინასწარმეტყველზე უდიდესი.. .
ციტატა
ანგელოზები უცოდველები არიან, ელია კიდევ ცოდვილი იყო და "ცოდვა მისი წინაშე მისსა არს მარადის" (მარტო დიდ დავით მეფეს არ ეკუთვნის ეს სიტყვები-ყველა წმინდანს ეკუთვნის). აჰა, იგივე პრობლემაში აღმოჩნდი და რაც არ უნდა ეცადო, ვერაფერი გამოგივა.
ვერ გავიგე, რა პრობლემაში ვიყავი და აღმოვჩნდი? )) ადამიანი ცოდილია მიწაზე, სასუფეველში უფალთან ადამიანები არიან როგორც ანგელოზები, თუ სწორედ მივხვდი კითხვას
ციტატა
ასეთი განცხადებები მაოცებს ხოლმე, როცა მოკვდავი უკვდავის ნიღბით საუბრობს. კაი, მართლმადიდებლობასთან კავშირი დავუშვათ არა აქვს. შენ რა იცი, რეალობასთან რა კავშირი აქვს? თუ იმქვეყნიურ რეალობაში უკვე იყავი და მეორედ დაბრუნდი,
გაოცება-ემოციურობა ესეც ასაკის სიმპტომია, რეალობის გასაგებად ჯობს გონება გამოვიყენოთ და არა ემოციები.. სახარება, წმ მამები რომელიც სული წმინდით განმარტავენ სახარებას, და სწავლებას გვაძლევენ ღმერთზე და მისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის რეალობა.. არ არის საჭირო ყველა იმქვეყნად წავიდეს და რეალობა ინდივიდუალურად ჩამოიტანოს, როცა ამაზე უკვე არსებობს კოკნრეტული პასუხები, და ის რაც სული წმინდამ გამოგვიცხადა გასაგები და ნათელია, როცა ჩვენ ამ ცოდნას ვცვლით ეს ჩვენი ინტერპრეტაცია, არც რეალობასთან, ღმერთის მიერ განცხადებულ სიმართლესთან აქვს კავშირი, .. ანუ როგორც შენ თქვი საბოლოოდ შენი აზრია.. გამიხარდება თუ შენი აზრები სწორ მიმართულებას მიიღებს, მაგრამ თქმის მეტი არაფერი შემიძლია,. წარმატებებს გისურვებ ძიების გზაზე და უფლის სინათლეს..
პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Sep 27 2010, 02:10 AM
sopo...
ციტატა
ნუ ალბათ ძალიან პატარა ხარ...
ფიზიკური ასაკით 40 წელს მივუკაკუნე კაი ხნის წინ. სულიერი და ინტელექტუალური ასაკით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მანდ ნამდვილა მიჭირს.
ციტატა
ეს 'საფუძველ-მოკლებული' განცხადებები არც ჩემი , არც ბრძენ კაცების გაკეთებულია არამედ წმ მამების განმარტება, კონკრეტულად წმ იოანე ოქროპირის ვისთანაც ამოვიკითხე
თუ შეიძლება მიუთითე ციტატას სრულად. ასევე, თუ არ დაიზარებ, რომელ ნაშრომშია, რომელ გამოცემაში და რომელ გვერდზე?
ციტატა
ასევე წმინდა მამათა განმარტებით არავინ შობილა კაცთაგან იოანე წინასწარმეტყველზე უდიდესი..
წმინდა მამათა განმარტება არ არის ეს. ეს თვით უფლის ნათქვამი სიტყვებია (მათე 11:11):
ციტატა
ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს.
თანაც, ამ ნათქვამს საერთო არა აქვს მოცემულ საკითხთან. მთავარია, იოანე ნათლისმცემელი იყო სულიწმიდით სავსე მუცელშივე. მაშ როგორ მიიღო სულიწმიდა იოანე ნათლისმცემელმა, როცა არავითარი ღვაწლი არ უნდა ჰქონოდა? ამაზე რას ამბობენ წმინდანები?
ფიზიკური ასაკით 40 წელს მივუკაკუნე კაი ხნის წინ. სულიერი და ინტელექტუალური ასაკით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მანდ ნამდვილა მიჭირს.
ყველას უჭირს მანდ: ), მგრამ როცა ადამიანი არ იკვეხნის უკვე სიმაღლის მაჩვენებელია
ციტატა
თუ შეიძლება მიუთითე ციტატას სრულად. ასევე, თუ არ დაიზარებ, რომელ ნაშრომშია, რომელ გამოცემაში და რომელ გვერდზე?
ესე გვერდი არვიცი , ალბათ სახარების განმარტებაში ზუსტად იპოვი შენს ყველა კითხვაზე პასუხს, ამ საიტზე ნაწილია განმარტების http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/17_10-13.htm რადგან წინასწარმეტყველნი ყოველ კეთილმსახურ მეფეს დავითს უწოდებდნენ, ხოლო იუდეველებს - სოდომის მთავართა და ეთიოპელთა შვილებს და ამას აკეთებდნენ მათი ცხოვრების წესის მიხედვით რამეთუ, როგორც ილია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ისე იოანე იყო წინამორბედი პირველისა“ (წმ.ოქროპირი).
ამ ორივე საიტზე განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის თუ არ ვცდები, თუ დაგაინტერესა.. http://www.orthodoxy.ge/tserili/teofilaqte/markozi/9.htm http://church.ge/index.php?showtopic=4697&mode=threaded&pid=359279
ციტატა
წმინდა მამათა განმარტება არ არის ეს. ეს თვით უფლის ნათქვამი სიტყვებია (მათე 11:11): ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. თანაც, ამ ნათქვამს საერთო არა აქვს მოცემულ საკითხთან.
საკითხთან იმიტომ დავაკავშირე რომ თუ ჯერ არავინ შობილა დედის მუცლისგან იოანეზე დიდებული, მაშინ როგორ გამოდის ის ელია?
ციტატა
მთავარია, იოანე ნათლისმცემელი იყო სულიწმიდით სავსე მუცელშივე. მაშ როგორ მიიღო სულიწმიდა იოანე ნათლისმცემელმა, როცა არავითარი ღვაწლი არ უნდა ჰქონოდა? ამაზე რას ამბობენ წმინდანები?
ამაზე დავწერე, რაღაც ჩემი აზრი მიწერია მგონი, ნებისმიერ სახარების განმარტებაში აუცილებლად იქნება ახსნილი, თუ დრო მექნა და მოვიძიე დავდებ აუცილებლად, ამ ნაწილის განმარტებას, ანუ მე ვთქვი რომ უფალმა განჭვრიტა მისი ნება და სულის თავმდაბლობა და მიანიჭა მადლი, ისევე როგორც პავლე მოციქულს, რა სათნოება უნდა ქონოდა არც მართალი სარწმუნოება ქონდა, და საქმეები კიდევ უარესი, ქრისტიანების ხოცვა, წამება. მაგრამ უფალი გამოეცხადა და პირველ მოციქულად აქცია, არვიცი, ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება უფალი ყველას იცნობს და თითოეულს იმდენ მადლს ანიჭებს რამდენის გამოყენებაც შეუძლია და აცხოვნებს, ზოგი ვერ იტევს მადლს, ვერ იყენებს, და ეს არის მიზეზი კონკრეტული ადამიანების მიერ, კონკრეტულ დროს მადლის მიღების.. ეს მე ვხედავ ასე, განმარტება შეიძლება განსხვავდებოდეს , ამიტომ უფრო საინტერესო იქნება მონახვა როგორ არის ახსნილი..
ესე გვერდი არვიცი , ალბათ სახარების განმარტებაში ზუსტად იპოვი შენს ყველა კითხვაზე პასუხს, ამ საიტზე ნაწილია განმარტების http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/17_10-13.htm რადგან წინასწარმეტყველნი ყოველ კეთილმსახურ მეფეს დავითს უწოდებდნენ, ხოლო იუდეველებს - სოდომის მთავართა და ეთიოპელთა შვილებს და ამას აკეთებდნენ მათი ცხოვრების წესის მიხედვით რამეთუ, როგორც ილია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ისე იოანე იყო წინამორბედი პირველისა“ (წმ.ოქროპირი).
ამ ორივე საიტზე განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის თუ არ ვცდები, თუ დაგაინტერესა..
დამაინტერესა და მადლობა ლინკისათვის კიდეც. წავიკითხე ეგ ყველაფერი, მაგრამ, რადგანაც მე ასე ადვილად ვერ ვიგებ ამ ყველაფერს და მით უმეტესე, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ ვიღებ მის ჭეშმარიტებას (არა იმიტომ რომ, იოანე ოქროპირის წმინდანობაში ეჭვი მეპარება, არამედ როცა ვერ ვიგებ ნათქვამს, ვერ ვიტყვი რომ გავიგე, ვერ მოვიტყუები). იოანე ოქროპირი ამ განმარტებაში ამბობს, რომ
ციტატა
მეორის წინამორბედი იქნება ილია, ხოლო პირველის წინამორბედი იყო იოანე, რომელსაც უფალი უწოდებს ილიას არა იმიტომ , რომ იგი იყო ილია, არამედ იმიტომ, რომ იგი ასრულებდა მსახურებას ილიას სულითა და ძალით.
ამიხსენი, თუ შეიძლება, რას ნიშნავს იოანე ასრულებდა მსახურებას ილიას სულითა და ძალით? ილიას სული და ძალა მოქმედებდა მასში? და რა განსხვავებაა ილიასა და იმ იოანეს შორის, რომელშიც მოქმედებს ილიას სული და ძალა?
ციტატა
საკითხთან იმიტომ დავაკავშირე რომ თუ ჯერ არავინ შობილა დედის მუცლისგან იოანეზე დიდებული, მაშინ როგორ გამოდის ის ელია?
წინასწარ თუ უარყოფ სულის გადასხვლას სხვა სხეულში, მაშინ არ გამოდის იოანე ელია. მაგრამ, კითხვა ზუსტად ის არის, სულს შეუძლია თუ არა სხვადასხვა სხეულში ყოფნა. შენ თუ ეგ წინასწარ უარყე, მაშინ აღარაფრის მოშველიება არ არის საჭირო. ხოლო თუ არ უარყოფ წინასწარ, მაშინ მაგ კითხვასაც მოეძებნება პასუხი სულის სხვადასხვა სხეულში არსებობის შესაძლებლობის ფარგლებში. მასე პავლე მოციქული უფლის გამოცხადების შემდეგ სხვა ადამიანი იყო და გამოცხადებამდე სხვა. ერთი და იგივე პავლეზე არ გვაქვს საუბარი? გვაქვს. მაში რატომ იყო სხვა პავლე სხვადასხვა დროს? იმიტომ რომ დაიხვეწა და უკეთესი გახდა. ასევე შესაძლებელია, რომ ელიას სული დაიხვეწა და იოანეში უკვე უკეთესი იყო, ვიდრე თვით ელიაში. რა თქმა უნდა მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ასეა, არამედ იმას ვუთითებ, რომ შენი მსჯელობა ვერ არის დამაჯერებელი.
ციტატა
ამაზე დავწერე, რაღაც ჩემი აზრი მიწერია მგონი, ნებისმიერ სახარების განმარტებაში აუცილებლად იქნება ახსნილი, თუ დრო მექნა და მოვიძიე დავდებ აუცილებლად, ამ ნაწილის განმარტებას, ანუ მე ვთქვი რომ უფალმა განჭვრიტა მისი ნება და სულის თავმდაბლობა და მიანიჭა მადლი, ისევე როგორც პავლე მოციქულს, რა სათნოება უნდა ქონოდა არც მართალი სარწმუნოება ქონდა, და საქმეები კიდევ უარესი, ქრისტიანების ხოცვა, წამება. მაგრამ უფალი გამოეცხადა და პირველ მოციქულად აქცია, არვიცი, ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება უფალი ყველას იცნობს და თითოეულს იმდენ მადლს ანიჭებს რამდენის გამოყენებაც შეუძლია და აცხოვნებს, ზოგი ვერ იტევს მადლს, ვერ იყენებს, და ეს არის მიზეზი კონკრეტული ადამიანების მიერ, კონკრეტულ დროს მადლის მიღების.. ეს მე ვხედავ ასე, განმარტება შეიძლება განსხვავდებოდეს , ამიტომ უფრო საინტერესო იქნება მონახვა როგორ არის ახსნილი..
კარგია შენი აზრი, მაგრამ, როგორც ჩემი აზრი არ არის ავტორიტეტული, ისევე შენი აზრი არ არის ავტორიტეტული. წმინდანების აზრი გვინდა და დაველოდოთ ამ აზრს. ისე, შენს აზრში, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზია. ჯერ ერთი, არავის შეუძლია ისაუბროს იმაზე, თუ რა განჭვრიტა უფალმა და რა არა, თუ მას უშუალოდ არ ქონდა ეს ცოდნა მიცემული უფლისაგან. მეორეც, მოდი ასეთი კითხვაზე ვუპასუხოთ: დავუშვათ მიიღო სულიწმიდა ადამიანმა. შეუძლია თუ არა ასეთ ადამიანს, რომელშიც სულიწმიდა მოქმედებს, ჩაიდინოს რაიმე ცოდვა საერთოდ? თუ არ შეუძლია, მაშინ ნებისმიერი ადამიანი, რომელშიც სულიწმიდა მოქმედებს, უცოდველი იქნება მასში სულიწმიდის დამკვიდრების შემდეგ (არა იმ გაგებით, რომ ადრე ცოდვა არ ქონიდა, არამედ აღარ ჩაიდენს ცოდვას, აღარ დაეცემა თუ სულიწმიდამ არ მიატოვა იგი), სათნოებებით იქნება სავსე და უფლის გზას მიყვება. მაგრამ, რატომ მაინცდამაინც პავლე მოციქულს მიანიჭა ეს მადლი უფალმა? რატომ მე არ მომანჭა, ან შენ? ორივეს რომ გვქონდეს ეს მადლი, ორივე წმინდად ვიცხოვრებდით. ან რატომ მაინცამაინც იოანე ნათლისმცემელს მიანიჭა ეს მადლი როცა იგი მუცელში იყო? როგორ, ჩვენ როცა მუცელში ვიყავით, ეს მადლი რომ დაგვყოლოდა, ცოდვას კიდევ ჩავიდენდით? არა, თუ რა თქმა უნდა, არ უარყოფ იმას, რომ სულიწმიდით მოსილ ადამიანს ცოდვის ჩადენა შეუძლია. ამრიგად, ან სულიწმიდით მოსილ ადამიანს ან ცოდვის ჩადენა უნდა შეეძლოს (და მაშინ აზრი აქვს შენს ნათქვამს) ან ცოდვის ჩადენა თუ არ შეეძლება, მაშინ ყველა ადამიანი ერთანაირ პირობებში იმყოფება, თუმცა უფალი მხოლოდ ზოგს ანიჭებს ამ მადლს. არა, ეგრე ღმერთი ძალიან უსამართლო გამოდის
პოსტის ავტორი: cxz თარიღი: Sep 30 2010, 05:10 PM
მამა სერაპიონ ჯიშკარიანის ქადაგების ბოლოს ღვთაებრივმა ნათებამ გამოანათა
პოსტის ავტორი: ninishka73 თარიღი: Oct 9 2010, 01:49 AM
ციტატა(cxz @ Jul 19 2010, 11:28 PM)
გადმოწერეთ მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი
ფეხით მოსიარულე 1,2 ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი ძალა და თავისუფლება http://cxz-hackzone.clan.su/load/religiareligion/religiuri_ts39ignebi/mama_giorgi_basiladze_5_ts_39_igni/31-1-0-208
უკაცრავად ვერ ვიწერ ამ გვერდიდან იკნებ დამეხმაროთ
პოსტის ავტორი: ninishka73 თარიღი: Oct 9 2010, 02:03 AM
ციტატა(neo @ Sep 1 2010, 06:35 PM)
ერთ ერთ წიგნს ვკითხულობ ეხლა და ძალიან საინტერესოა. ერთ რამეს ვერ ვხვდები მხოლოდ, რატომ დაიმსახურა ამ კაცმა ასეთი რისხვა ?
კონკრეტულად შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ რა დაწიწერა ან თქვა ამ კაცმა ისეთი რის გამოც იდევნება ?
მე ჯერჯერობით ამ წიგნში მიზეზი ვერ ვიპოვე. თუმცა ჯერ არ წამიკითხავს ბოლომდე.
მართალი ხარ! სწორედ მეც მაგის თქმა მინდოდა! მაგრამ ჭეშმარიტება ყოველთვის იდევნებოდა და ეხლაც ეგ ხდება! სასწაული წიგნია! მე 2 მაქვს წაკითხული. ცილს სწამებენ თავისი უგუნურებით.. ვაიდა მარტლაც წმინდანია ამაზე ვინმე დაპიკრებულა? პასუხი რომ მოეკითხებათ თუ იციან!
პოსტის ავტორი: ninishka73 თარიღი: Oct 9 2010, 11:51 AM
ციტატა(ninishka73 @ Oct 9 2010, 01:49 AM)
უკაცრავად ვერ ვიწერ ამ გვერდიდან იკნებ დამეხმაროთ
ამ პროგრამიტ ვერ ვხსნი! დამეხმარეთ რა!
პოსტის ავტორი: ninishka73 თარიღი: Oct 9 2010, 12:09 PM
ციტატა(cxz @ Jul 19 2010, 11:28 PM)
გადმოწერეთ მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი
ფეხით მოსიარულე 1,2 ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი ძალა და თავისუფლება http://cxz-hackzone.clan.su/load/religiareligion/religiuri_ts39ignebi/mama_giorgi_basiladze_5_ts_39_igni/31-1-0-208
დიდად დამავალებთ თუ კი ვინმე ვორდის ფაილს გამომიგზავნით ემაილზე. არ ხსნის ამ პროგრამით ჩემი კომპიუეტერი . ემაილით:ninishka73@gmail.com
ციტატა(ninishka73 @ Oct 9 2010, 12:04 PM)
დიდად დამავალებთ თუ კი ვინმე ვორდის ფაილს გამომიგზავნით ემაილზე. არ ხსნის ამ პროგრამით ჩემი კომპიუეტერი . ემაილით:ninishka73@gmail.com
მხოლოდ ფეხითმოსიარულე მინდა 1 და 2 დანარჩენი მაქვსს!წინასწარ მადლობთ
პოსტის ავტორი: FiloTeos თარიღი: Oct 9 2010, 09:00 PM
როდესაც რომელიმე ადამიანის გამო ასეთი დავა ატყდება, მის მაქებართ გაჩუმება ჰმართებთ, რადგან მას ამით არარა შეემატება, ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი ესაა და თუ სხვანი ილანძღებიან და სდევნიან მას ეს სასუფეველში დამკვიდრებაში დაეხმარება დევნულს სიმართლისათვის... კაცი რომელიც არ აქებს თავის თავს და წმინდანს არ უწოდებს და თავს იმდაბლებს, სწორედ მას აღამაღლებს უფალი და არა სხვას... ვინც სასყიდელს თავისი სიკეთისთვის ამ სოფელში მიიღებს, ზეცაში მოაკლდება... მაქებარნო და ქომაგნო, უბრალოდ ილოცეთ მისთვის და ევედრეთ მას რომ მანაც ილოცოს თქვენთვის(არა იმიტომ რომ წმინდანია, არამედ იმიტომ რომ ყოველ კაცს აქვს ძალა ამისა და განსაკუთრებით სასულიერო პირს, თანაც თქვენ მას ეგზომ აფასებთ) დანარჩენებმა თავი შეიკავეთ სხვისი განკითხვისგან და სხვის სიწმინდეზე ლაპარაკს გერჩივნოთ საკუთარ ცოდვებზე ზრუნვა... რაც შეეხება წიგნებს... ვისაც აინტერესებს წაიკითხოს, იქნებ რა წერია... იმედია კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი გაქვთ და თქვენი პოზიციის დაცვაც შეგიძლიათ როგორც ვხედავ...
სხვათა განკითხვა ნაკელში ქექვას ემსგავსება, როგორც იქ ვერ იპოვი მარგალიტებს, ისევე სხვის ცოდვებში ვერ იპოვი ცათა სასუფეველს...
პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Oct 17 2010, 04:40 PM
ძალიან გთხოვთ ლინკი განაახლეთ რომ წიგნების გადმოწერა შევძლოთ... წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას!!!!!!!
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 2 2010, 01:48 PM
ციტატა
მე ვნახე მამა გიორგი(ბასილაძე),მოწამეტაშია მღცდელი და მან გვითხრა ისეთი რამ რომ ძალიან გამიხარდა,მან თქვა რომ საქართველო წელიწადში და 2 თვეში გაბრწყინდებაო....და მთავრობში 43 წლის კაცი მოვაო...
http://church.ge/index.php?showtopic=8463&hl= ამ ადამიანს, რომელიც აღფთოვანებულია მამა გიორგის პიროვნებით, სრულიად მთელი გულით აქვს გადმოცემული, ის რაც მან პირადად მოისმინა... მივესალმებოდი იუზერ toka@-ს მიერ უფრო დაზუსტებას ამ პოსტისა.
---
მე ამ თემაში კარგა ხანია არ ვწერ, მაგრამ ეს ინფო მაინც იდოს იქნებ ვინმემ დააზუსტოს კიდეც მე ამ თემაში შემოგიერთდებით ზუსტად გაბრწყინებისას ანუ ზუსტად 14 თვეში იქნებ მანამდე ის 43 წლისაც გამოჩნდეს და... ვჩპ!
პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Nov 2 2010, 02:06 PM
ციტატა(KAIROS @ Nov 2 2010, 02:48 PM)
http://church.ge/index.php?showtopic=8463&hl= ამ ადამიანს, რომელიც აღფთოვანებულია მამა გიორგის პიროვნებით, სრულიად მთელი გულით აქვს გადმოცემული, ის რაც მან პირადად მოისმინა... მივესალმებოდი იუზერ toka@-ს მიერ უფრო დაზუსტებას ამ პოსტისა.
---
მე ამ თემაში კარგა ხანია არ ვწერ, მაგრამ ეს ინფო მაინც იდოს იქნებ ვინმემ დააზუსტოს კიდეც მე ამ თემაში შემოგიერთდებით ზუსტად გაბრწყინებისას ანუ ზუსტად 14 თვეში იქნებ მანამდე ის 43 წლისაც გამოჩნდეს და... ვჩპ!
მაგა გიორგიმ სამწუხაროდ სახელი არ გვითხრა.. რა თქმა უნდა ესე უნდა მოქცეულიყო
პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Nov 2 2010, 02:24 PM
იქნებ რომელიმე სხვა პროგრამით ატვირთოთ რა ვერ გავხსენი ვერაფრით.
პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Nov 2 2010, 03:12 PM
მე კიდე იმას გთხოვთ, ჩემს განყოფილებაში გახსნილი თემის http://church.ge/index.php?showtopic=8463&hl= პოსტები ამ თემას მიუერთოთ,და თემა ააორთქლოთ მაქედან არქივში გადაიტანეთ,ან რამე უქენით რა
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 2 2010, 06:01 PM
ასეთი მკაცრი მოდერატორი არსად არ არის მოკლედ. აბა დატრიალდით დროზე !!!
პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Nov 2 2010, 07:10 PM
neo
ამას ჩემზე აბობ?
ნუ მეღადავები რა ასე მოწიწებით მაინც არ მეთხოვა
პ.ს. კაცო, არ არის ჩემი განყოფილების შესაბამისი და რამდენი ხანი ვუყურო?
პოსტის ავტორი: teklikie თარიღი: Nov 2 2010, 10:23 PM
შაბათს მამა გიორგისთან მივდივარრრ, როგორ მიხარიაა
პოსტის ავტორი: :_მარიამი_: თარიღი: Nov 11 2010, 09:29 PM
ციტატა(teklikie @ Nov 2 2010, 06:23 PM)
შაბათს მამა გიორგისთან მივდივარრრ, როგორ მიხარიაა
რა ქენი,იყავი მამა გიორგისთან?
პოსტის ავტორი: cxz თარიღი: Dec 23 2010, 12:02 AM
მალე უღირსი სამღვდელოებისაგან გაიწმინდება საქართველო!!!
2011 წელი არის ამ პროცესების დასაწყისი
!!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
პოსტის ავტორი: murzaqan თარიღი: Feb 7 2011, 10:43 PM
პოსტის ავტორი: FiloTeos თარიღი: Feb 10 2011, 02:23 PM
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 10 2011, 02:50 PM
ციტატა(cxz @ Dec 23 2010, 12:02 AM)
მალე უღირსი სამღვდელოებისაგან გაიწმინდება საქართველო!!!
2011 წელი არის ამ პროცესების დასაწყისი
!!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
აამინ!!!
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 10 2011, 03:15 PM
თამარი_ცქნაფო
შენ რაღამ გადაგრია
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Feb 10 2011, 03:24 PM
ვაა
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 10 2011, 03:33 PM
ციტატა(afxazi @ Feb 10 2011, 03:15 PM)
თამარი_ცქნაფო
შენ რაღამ გადაგრია
სიმართლე უნდა ითქვას! დამთავრდა სირაქლემობის ხანა!
ამინ! ამინ! ამინ!
პოსტის ავტორი: beso777 თარიღი: Feb 10 2011, 04:27 PM
დღეს ისეთი ვითარებაა მართლმადიდებლობაში,უმწყემსო დარჩენილ ფარას შეადარებდა კაცი.ყველა თავის ნებაზეა მიშვებული,არეულ დარეულობა და გაურკვევლობა,ვეღარავინ იგებს ვინ მართალია და ვინ ფარისეველი,ვინ მასწავლებელი და ვინ მოწაფე,ვინ მწყემსი და ვინ დამწყემსილი,ვინ კეთილი და ვინ ბოროტი.კველას ერტმანეტის ეშინია,ერთმანეთის მიმართ უნდობლობა,გულგრილობა,უსიყვარ ულობა,დაფანტულობაა.ვეღარ გებულობენ ვინ უფლის კრავია და ვინ მის ტყავში გახვეული მგელი,ამ დაქსაქსულობთ უკეთური უფრო სარგებლობს და კიდევ უფრო აღვივებს ერთმანეთის მიმართ უნდობლობას,უსიყვარულობას.ყოველნაირათ ცდილობს რომ ადამიანებში ერთობა არ იყოს,გზა კვალს ურევს მათ და გულებს უქვავებს,რომ თანაგრძნობით არ აღიძრან ერთმანეთის მიმართ ადამიანები,რომ წაქცეულს ხელი არ გაუწოდონ,არ უთანაგრძნონ,ტვირთმძიმე მოყვასს არ შეუმსუბუქონ ტვირთი.ამ ყოველივეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი ისაა რომ თავიანთ სიმაღლეზე ვერ დგანან ის მწყემსები,რომელთაც უფალმა მისი საწყმსო ჩააბარა,რომ უდანაკარგოთ ჩაებარებინათ უკან უფლის კრავები.სად არიან ამ დროს ეს სასულიერო პირები?ისინი ხო უნდა გაუძღვნენ არჩეულ გზას უფლისას ამ საწყმსოს,ხშირ შემთხვევაში ისე ხდება რომ მათი მსახურება მხოლოთ მოვალეობის მოხდის მიზნით ხდება,წინ მიდიან და ხედავენ რომ მათი საწყმსო მცირდება,ზოგი სად ვარდება ზოგი სად,მწყემსი ხომ იმისაა რომ ერთიც რომ დარჩეს უკან ,იმ ერთის გამო მობრუნდეს და სანამ არ მოძებნის არ მოისვენებს,ყველაფერს აკეტებს რომ მის საწყმსოსი ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და ზრუნავდნენ ერთმანეთზე,მაგრამ როცა ხშირ შემთხვევაში თავათ არიან გულგრილნი ადამიანების ტკივილის,განსაცდელის მიმართ,ხედავენ რომ შეიძლება დაიღუპოს ესა თუ ის ადამიანი,ამას დაუშვებს და ხელს არ უწვდის მას,ზურგს აქცევს და იმის მიზეზით რომ სხვები ყავს მისახედი,ამით ღუპავს ადამიანებს,სულიერი პირი ხომ უკუნ სიბნელეში მყოფი ადამიანებისთვის მოკიაფე ლამპარია,რომელიც გზას უნათებს მათ,რომ შემოიკრიბოს უფლისკენ ადამიანები,განურჩევლათ ყველა ვინც კი მისკენ მიისწრაფვის.როცა ასე არ იქცევა და ტოვებს ზოგს ამ უკუნეთში,არ უწყის რომ უფალი მოკითხავს მას ამ ადამიანებს,სად არიან ისინიო,რას უპასუხებს ყველასთვის ვერ ვიცლიდი და დამრჩენო? უპირველესად სულიერი ადამიანები უნდა ზრუნავდნენ რომ მათ საწყმსოს ერთმანეთთან სიყვარული და გატანა ჰქონდეს ერთმანეთში,უყვარდეთ და სტკიოდეთ ერთმანეთის ტკივილი,არ უნდა ყოფდეს თავისიანათ და სხვათ. მაგრამ როცა თავათ ასე იქცევა ,რაღა უნდა მოეკითხოს მის რომელიმე საწყმსოთაგანს რომელის ამ ყველაფერს უყურებს,თუკი თავადაც ანალოგიურათ მოიქცევა. ჩვენი უბედურება იმაშია რომ თითეულ ჩვენს მოყვასთაგანზე არ ვზრუნავთ,არ ვუწვდით ხელს სანამ თავათ არჩავვარდებით იგივე განსაცდელში,მერე კი ვხედავთ რომ ამქვეყნათ თუ ვივლით უფლისკენ ყველამ ერთი გზით და ერთსულოვნებით უნდა ვიაროთ.ამიტომ გვეუბნება უფალი რომ როგორც ჩვენ გვინდა გვექცეოდნენ ჩვენც ისე უნდა მოვექცეთ ერთმანეთს,ისეთივე სიყვარული გვქონდეს ერთმანეთის მიმართ როგორც ჩვენ გვინდა რომ სხვებს ვუყვარდეთ,ისე თანავუგრძნოთ ერთმანეთს გასაჭირისას როგორც ჩვენ გვინდა სხვებისგან,არაა აუცილებელი რამე უზარმაზარი ღვაწლი გავწიოთ,უბრალოთ ვაგრძნობინოთ ერთმანეთს სიტბო,ვაგრძნობინოთ რომ გვაწუხებს მათი ტკივილი და მწუხარება,ვანუგეშოთ და ეს ნუგეში ჩვენვე დაგვიბრუნდება.ვინც ცდილობს მოყვასის სიყვარულს და სიბრალულს მას ღმერთი არ ტოვებს უწყალოთ.
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 30 2011, 03:11 PM
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 30 2011, 06:02 PM
მარიამი ვიწერ. მადლობა *
პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Apr 1 2011, 02:05 AM
http://www.johnsanidopoulos.com/2010/07/elder-ambrose-of-dadiou-prophecies-and.html - უფრო სწორად სტატია კი არ არის, არამედ ძალიან ცნობილი ბერძენი წმინდა ბერის მამა ამბროსის სწავლებაა, კითხვა პასუხის ფორმატში.
ეს წმინდა ბერი (კანონიზირებული არ არის, მარა წმინდანია) ზუსტად სიტყვასიტყვით იმეორებს ბევრ რამეს, რასაც მამა გიორგი ასწავლის. ერთ რამეს ავღნიშნავ განსაკუთრებით, რადგანაც ბევრმა "თეოლოგმა" ცინიკურად შეხედეს და მასხფრად აიგდეს მისი სწავლებას იმაზე იმაზე, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და წმინდა გიორგი აქ იმყოფება საქართველოშიო. ბევრ ქართველ ნეომართლმადიდებელს ისიც კი არ სჯერა, რომ წმინდა გიორგი ბევრი ბრძოლის დროს (მათ შორის დიდგორის ბრძოლის დროს) იმყოფებოდა ქართველთა გვერდით. ათეისტებისაგან ასეთ რამ გასაკვირი არ არის. მართლმადიდებლებისაგან მიკვირს ეს cherry picking. მოკლედ აგერ ორ საინტერესო კითხვაზე პასუხს დავდებ. ამ ბერს ერთი ადამიანი თხოვს, რომ წმინდა ნექტარიოსმა დაეხმაროს მას. ამ კითხვაზე ბერი ასე პასუხობს:
ციტატა
“Let the Saint be, my child. He is now in America running to save lives”
ანუ, შვილო, დაე იყოს წმინდანი თავისთვის (ანუ, არ შევაწუხოთო), რადგანაც იგი ახლა ამერიკაში მრავალი სიცოცხლის გადარჩენისათვის იბრძვისო.
ეს ამბავი ხდება 9/11-მდე რამოდენიმე თვით ადრე და ბერი ამ ტერორისტულ აქტსაც წინასწარმეტყველებს. ცოტა უფრო ქვევით ამბობს:
ციტატა
In 1990, he had said that the Lord will soon start revealing his Saints in front of people, because He wishes to strengthen mankind. Since temptations will be great and the trials unbearable, the Lord will instruct his Saints to show up, especially great Saints like Saint Demetrios or Saint George. People will hear that this Saint appeared in Crete this week, next week in Macedonia, the other one there, etc.
ანუ, უფალი მალე დაიწყებს მისი წმინდანების გამოვლენას ხალხის თვალწინ (რაც საქართველოში უკვე აშკარაა - ხაზგასმა ჩემია), რადგანაც მას სურს ადამიანი განამტკიცოს რწმენაში. რადგანაც ცთუნება დიდი იქნება და გამოცდა აუტანელი, უფალი მოუხმობს თავის წმინდანებს, რათა გამოცხადდნენ ხალხის წინ, განსაკუთრებით ისეთ დიდ წმინდანებს როგორიც არს წმინდა დემეტრე და წმინდა გიორგი. ადამიანები მოსიმენენ, რომ წმინდანი ახლა კრეტაზე იყო, მერე მაკედონიაში და ა.შ.
საკმარისია ამით. თუ ამ სტატიას ბოლომდე წაიკითხავთ, იქ კიდევ წმინდანურ ძალებზეც არის საუბარი.
თქვენ რას იტყოდით?
დიდება უფალს და გვფარავდეს იესო ღმერთი.
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 19 2011, 12:56 AM
http://www.youtube.com/watch?v=apz0MJnJ3Co&feature=share მამა გიორგის რჩევა დარიგება ქართველ ხალხს
აბო
პოსტის ავტორი: giorgi kareliZe თარიღი: Aug 23 2011, 02:30 PM
30 აგვისტოს არის მამა გიორგის დაბადების დღე. ისე ბოლოს ვინ როდის იყავით მამა გიორგისთან?
"წმიდანის ამოცნობა თავად სიწმიდეს მოითხოვს"... "თქვენ ცოტა იცით და სხვებს ამოწმებთ... დაღუპავთ სულს, ბაბუა!..." ეს მამა გიორგი სიტყვებია.. ყველას გირჩევთ პირადად ნახოთ და მერე გამოთქვათ აზრი ამ დიდ მოძღვარზე.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2012, 10:32 AM
მამა გიორგიზე დაწერილი წიგნები წავიკითხე და აღფრთოვანებული დავრჩი, რომ ასეთი სულიერების მამაო გვყავს ქართველებს ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და გაგვიძლიეროს
მამა გაბრიელი რომ გარდაიცვალა, მერე შეიცნეს და მერე გახდა მრავალთა სათაყვანებელი. ამიტომ ჯობია ეს შეცდომა გამოვასწოროთ ქართველმა ერმა და მამა გიორგი სიცოცხლეშივე დავაფასოთ
თუკი მართლაც ასეა, რომ მამა გიორგის ყველა პატივს სცემს, მაშინ მოხარული ვარ
პატივისცემა, როგორც ადამიანის მიმართ ყველას აქვს მასთან, თუმცა მის ქადაგებებს და გამონათქვამებს ამხელენ არგუმენტებით, როგორც მცდარს და ერეტიკული ხასიათისას.
marine პატივისცემა, როგორც ადამიანის მიმართ ყველას აქვს მასთან, თუმცა მის ქადაგებებს და გამონათქვამებს ამხელენ არგუმენტებით, როგორც მცდარს და ერეტიკული ხასიათისას.
მხილება არ ნიშნავს უპატივცემულობას...
ანუ შენ ამბობ, რომ მამა გიორგის ქადაგებები ერეტიკულია და არა მართლმადიდებლური?
ანუ შენ ამბობ, რომ მამა გიორგის ქადაგებები ერეტიკულია და არა მართლმადიდებლური?
მე ვამბობ, რომ მისი ქადაგებებიდან ზოგიერთი გამონათქვამი შეიცავს ცდომილებას. ამას მხოლოდ მე კი არა უამრავი ადამიანი ამბობს და ამ ფორუმზე არგუმენტებით ამხილეს კიდეც.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2012, 10:59 AM
ციტატა(benediqt @ Jul 5 2012, 05:37 PM)
marine მე ვამბობ, რომ მისი ქადაგებებიდან ზოგიერთი გამონათქვამი შეიცავს ცდომილებას. ამას მხოლოდ მე კი არა უამრავი ადამიანი ამბობს და ამ ფორუმზე არგუმენტებით ამხილეს კიდეც.
გასაგებია, ბენე სამწუხაროდ მამა გიორგის პირარად არ ვიცნობ, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა მასთან საუბარი
შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ ეგ კაცი ხიბლში არ იყო. როდესაც ვინმე ხიბლშია და მას ისეთ რმეს ავალებენ რაც მისი აზრით არასწორი ან უსამართლოა, ის მას არ ასრულებს. მამა გიორგის კიდე ბევრჯერ აუკრძალეს წირვის ჩატარება და ყოველთვის ემორჩილებოდა ამ გადაწყვეტილებას...
დიდ ადამიანებს სიცოცხლეში თითქმის არასოდეს აფასებენ...
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2013, 01:22 AM
qetevano
ციტატა
გარდაცვლილა...
ხოო?
პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 27 2013, 01:36 AM
A.V.M
ციტატა
ხოო?
ოფიციალური წყარო არ მინახავს ჯერ. https://www.facebook.com/pages/მამა-ილია-ჩიკვაიძე-mama-ilia-chikvaidze/231085743572746?fref=ts აქედან გავიგე
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2013, 01:42 AM
თუ მართლა გარდაიცვალა მამა გიორგი , აცხოვნოს ღმერთმა...
პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 27 2013, 01:43 AM
კი, ნამდვილად,.....
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 27 2013, 03:55 AM
კი გარდაიცვალა, ჩემი მეგობარი ძალიან ახლოს იყო მასთან და ხალხს ვისაც მამა გიორგისთან მისვლა უნდოდა მას უკავშირდებოდნენ ხოლმე... ხოდა გუშინწინ დამირეკა რომ გარდაიცვალაო...
მასზე ლეგენდები დადიოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით. "სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი. დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვასო..."
მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში, სადაც მამა გიორგი მოღვაწეობდა, არ ილეოდა მასთან მიმსვლელი არასდროს. რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას თუ მათი სულებისთვის ლოცვას... ის ყველას ღირსეულად იღებდა და ისტუმრებდა. მისი ღირსების ხაზგასმული დასტური კი ის იყო, რომ თვით ავი განზრახვით მასთან მისული ადამიანებიც კი იმედცემულნი ბრუნდებოდნენ, სინანულით სავსენი, რომ ამ საოცარ მოძღვარს აქამდე არ იცნობდნენ...
მას გიორგი ერქვა, მამა გიორგი (ბასილაძე) ყველას იმედი და ჭირის მოზიარე, რომელმაც გასულ კვირას დაასრულა მიწიერი სიცოცხლე და ზეციურ საქართველოში მიეახლა სულკურთხეულ წინაპრებს, როგორც ღირსეული და ვალმოხდილი სულიერი მამა, აღსრულების შემდეგაც რომ არასოდეს მიატოვებს თავის შვილებს და სამშობლოს. პირველად ამ ხუთიოდე წლის წინ გავიცანი მამა გიორგი. უცხოეთიდან გზავნილის მიტანა მთხოვეს მასთან და სახლში ვესტუმრე. დღესაც მახსოვს ის მღელვარება, როდესაც მისი სახლის კარი შევაღე სოფელ ჭოგნარში. იჯდა ღუმელთან, ლამპით მკრთალად განათებულ ოთახში, მაგრამ თავად ანათებდა კაცი(!). ძალაუნებურად დავიჩოქე და ხელზე მთხვევა დავაპირე. თვალები გადამიბრიალა: - ადექი ზეზე, რას კადრულობ, თუ იციო... მერე საოცრად თბილად გამიღიმა და მითხრა: - მოდი ქიზიყელო, თითო ჭიქა ავწიოთ და იმ საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ, მე და შენ რომ გვინდაო...
მას შემდეგ, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, ჭოგნარის გადასახვევთან ჩამევლო და მამა გიორგი არ მომენახულებინა. ის არასოდეს საუბრობდა მაღალფარდოვანი ტირადებით ანდა მეცნიერული ლექსიკით. ის მუდამ გესაუბრებოდა "შენს ენაზე", უბრალოდ და გასაგებად, მაგრამ იმავდროულად, აუცილებლად მიგქონდა განცდა, რომ ბრძენს ესაუბრებოდი. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, მისი საუბრის დეტალები გამხსენებია თვეების შემდეგ, ზუსტად იქ და იმ ვითარებაში, როდესაც დილემის წინაშე ვმდგარვარ და ერთადერთი სწორი გზა მომიძებნია მამა გიორგის მეშვეობით...
არასოდეს გამოგიშვებდა ისე, რომ არ გეტრაპეზა. თავად სულ ოდნავ მოიციცქნიდა მჭადს და მოსვამდა ღვინოს, შენ კი სამ ჭიქას აუცილებლად დაგალევინებდა. გათქმევინებდა უფლის სადიდებელს, დაგალოცინებდა დედაეკლესიას ჩვენი უწმინდესი პატრიარქის წინამძღოლობით და სამშობლოს სადღეგრძელოსაც შეგასმევდა. წამოსვლისას, აუცილებლად გამოგატანდა პურსა და ღვინოს. თითქოს ნაზიარები მოდიოდი მისგან, განწმენდილი და იმედით სავსე...
მის სასწაულებზე ბევრი ლაპარაკობს. თავად არ უყვარდა ამაზე საუბარი, თუმცა თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ და საკუთარ თავზე გამომიცდია მამა გიორგის მადლი. ერთხელ სტუდია "გუთანის" ბიჭები ზუგდიდში მივდიოდით ჩვენი ფილმის პრეზენტაციაზე. გზად შევუარეთ მამა გიორგის. თავის სენაკში გვიხმო, საწოლში იწვა. ჩამოვსხედით და ჩვეულებისამებრ დაგვმოძღვრა. საუბარი ისეთი იცოდა, ვერ მოსწყდებოდი ვერაფრით. საათზე რომ დავიწყეთ ყურება, გვითხრა: - ვიცი, ბაბუა, ზუგდიდში მიდიხართ, მარა მეიცადეთ პატარა ხანს, სად გეჩქარებათ, გზაზე შეფერხება გელით და ჩემთან საუბარი არ გირჩევნიათო?..
მაინც არ დავიშალეთ, დავემშვიდობეთ და ფეხი ავიჩქარეთ, მაგრამ სად წახვალ, არ იქოქება მანამდე იდეალურად მომუშავე მანქანა. გამობრძანდა მამა გიორგი ჭიშკარში, გადმოგვხედა და ღიმილით გვკითხა: - რაო ბაბუა, არ იქოქება ეგ მანქანა ხომ?.. რომ გამეიქეცით, რავა, არ იცოდით, რომ არ გაგიშვებდით უპურ-მარილოდო?.. დაუძახა ბავშვებს, მოარბენინეს ხელად ღვინო და პური, ჩაგვიწყეს საბარგულში. გაგვაფრთხილა: - სანამ სახლში არ ჩახვალთ, არ დალიოთ ეს ღვინოო, მერე გადაგვსახა ჯვარი და დაიქოქა მანქანაც(!)... ვიდრე დავიძვრებოდით, მაინც გვითხრა ღიმილით: - გაჩერებულიყავით კიდევ პატარა ხანს, მაინც ნელა მოგიწევთ სიარულიო და მშვიდობის გზა გვისურვა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც მისი ნათქვამი აგვიხდა გზაზეც და ღვინოზეც. ჯერ იყო და ქუთაისის გზაზე რაღაც ველორბოლა ტარდებოდა და მათ ვდიეთ კუს ნაბიჯებით, მერე კი უკვე ზუგდიდიდან მობრუნებულებმა, რიკოთზე წახემსება და მამა გიორგის ღვინის დაჭაშნიკება მოვინდომეთ, მაგრამ ვაი, ამისთანა დაჭაშნიკებას, ისეთი ძმარი აღმოჩნდა, ყვავს დააჩხავლებდა. ჩავასხით უკანვე და გავაგრძელეთ გზა. სახლში მისულებმა ხელახლა გავსინჯეთ ის ღვინო და დიდება შენდა უფალო, რა ძმარი, რის ძმარი, ნაღდი ღვინო არ დაგვხვდა(!)..
კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუმცა ახლა ყველაზე მეტად მამა გიორგის საოცარი სიტყვები მახსენდება საქართველოზე, რომელმაც სწორედ მაშინ აავსო ჩვენი გულები იმედითა და სიყვარულით, როდესაც თითქმის აღარ ჩანდა ხსნა: - დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში და თითოეულ ქართველში... ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია... საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..

პოსტის ავტორი: tedo881 თარიღი: May 1 2013, 03:49 PM
ღმერთმა აცხოვნოს ხომ არავინ იცით როგორ გარდაიცვალა, გაგონილი მაქვს რომ ამბობდა მოწამეობრივად უნდა აღვესრულოო.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 1 2013, 08:58 PM
ციტატა
ხომ არავინ იცით როგორ გარდაიცვალა, გაგონილი მაქვს რომ ამბობდა მოწამეობრივად უნდა აღვესრულოო.
რასაც გაიგონებ ყველაფერს თუ არ დაიჯერებ კეთესი იქნება , ჩემი აზრით .
პოსტის ავტორი: tedo881 თარიღი: May 2 2013, 03:28 PM
A.V.M უფრო სწორედ წავიკითხე ჟურნალ ''კარიბჭის'' 68-ე ნომერი 6-19 აპრილი, 2007 წელი, ზუსტად მოვახდენ ციტირებას მამა გიორგის ინტერვიუდან : '' დაიმახსოვრეთ რასაც გეტყვით :ილია წინასწარმეტყველის გამოჩენის დრო რომ დადგება, მაშინ უნდა გავიდე მე მოწამეობრივი აღსასრულით.'' ეხლა ვეძებდი ძლივს ვიპოვე ეს ნომერი ხოდა მაინტერესებდა რამდენად ახდა მისი სიტყვები, ცუდად არ მინდა არავინ გამიგოს
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 3 2013, 12:20 AM
tedo881 რომ არ დაგეწერა მაინც მჯეროდა... მამა ლევან მათეშვილმა თქვა ერთხელ ძალიან კარგად:
,,პრობლემა მამა გაბრიელში ან მამა გიორგი ბასილაძეში კი არაა . პრობლემა ხალხშია როდესაც არასწორი დამოკიდებულება აქვთ მასთან . ''
მართლა რა... იყო კაცი და ქონდა შეცდომები , და ნუ გავხდით სიცოცხლეშივე წმიდანს რა... ნუ გავხდით მამა გიორგი ბასილაძეს იოანე ოქროპირად.
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: May 3 2013, 02:46 PM
მამა ლევან მათეშვილს მღვდლად ვერანაირად ვერ აღვიქვავ )) იმდენად უმეცარი ადამიანია საერთოდ რა უნდა სამღვდელოაბში მსგავს ამზრზენ პიროვნებებს მე არ ვიცი
რაც შეეხება არქინამდრიტ გიორგი ბასილაძის გარდაცვალებას,ის ზუსტად ისე აღესრულა როგორც ის ბრძანებდა,მან საკუთარი სხეული მიიტანა სამსხვერპლოზე ერისა და საკუთარი ხალხს ცოდვათა გამოსასყიდად.
პატრიარქმა ილია მეორემ მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ მეუფე კალისტრატე მარგალიტაძემ კი შენდობის წერილი გამოუგზავნა რომელიც თავზე გადაახია მომტანს, არქიმანდრიტის ძმისშვილმა და სწორედაც მოიქცა ))))
არიქიმანდრიტ გიორგი ბასილაძის ცხედარი 32 გრადუს სიცხეში 6 დღის განმავლობაში ესვენა ყოველგავრი ბალზამირების გარეშე ჭოგნარის ამაღლების ტაძარში.მას ხრწნის არავითარი ნიშანი არ მიკარებია.
საქართველოს ფიზიკურად დააკლდა მამათა მამა ,სიყვარულის და სათნოების მოძღვარი არქიმანდრიტი გიორგი ბასილაზე,მისმა მოწამეობრივმა ცხოვრებამ და მოწამეობრივმა აღსასრულმა ჩვენ ყველას დაგვანახა, რომ მისი ბრძოლა გრძელდება ბოროტების წინააღმდეგ.და საქართველო არასოდეს შეურიგდება დაიდგას უცხო უღელი.
ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მოწმე ვარ ამისა რასაც თქვენ აქ კითხულობთ.
პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: May 5 2013, 01:06 AM
მაგ 5 წიგნიდან ერთ ერთში წერია რო მამა გიორგი ამბობს ჩვენი ნაკრები მსოფლიოს თუ ევორპის ჩემპიონი გახდება (ფეხბურთში) და ამას მე მოვსეწრებიო სამწუხაროდ არ ახდა წინასწარმეტყველება და ჩემპიონობა ალბათ არასდროს გვიწერია, ჩემპიონობა კიარა ევროპაზე ან მსოფლიოზე გაგვიყვანა ნეტა
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 5 2013, 11:54 PM
Alterego ჩვენ წინაპრებს უთქვამთ : ,,მიცვალებლზე ან კარგი უნდა თქვა , ან არაფერიო . '' პირადად მეც არაერთი უზუსტობა ვიცი მამა გიორგის მიერ წარმოთქმული , მაგრამ ახალგარდაცვლილ ადამიანზე მიმაჩნია რომ ამის ლაპარაკი არ ღირს . უკეთესი იქნება , მისი სულის ცხონება ვთხოვოთ ღმერთს...
პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: May 6 2013, 12:59 PM
ციტატა(A.V.M @ May 5 2013, 11:54 PM)
Alterego ჩვენ წინაპრებს უთქვამთ : ,,მიცვალებლზე ან კარგი უნდა თქვა , ან არაფერიო . '' პირადად მეც არაერთი უზუსტობა ვიცი მამა გიორგის მიერ წარმოთქმული , მაგრამ ახალგარდაცვლილ ადამიანზე მიმაჩნია რომ ამის ლაპარაკი არ ღირს . უკეთესი იქნება , მისი სულის ცხონება ვთხოვოთ ღმერთს...
ცუდიც არაფერი არ მითქვავს უბრალოდ ვთქვი რო არ ახდა რაც იწინასწარმეტყველა და ამაში ცუდი რა არის?
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 6 2013, 08:22 PM
Alterego არც მე მითქვამს სადმე რომ ცუდი თქვი . უბრალოდ მისი ,,ბევრი წინასწარმეტყველება'' არ ახდა და ამ ახალგარდაცლილ ადამიანზე ამ ყველაფრის ლაპარაკი მთლად სასიამოვნო არაა მეთქი . თან ფორუმის გამოცდილება მოწმობს რომ ამ საუბრის გამო შესაძლოა კონფლიქტიც მოხდეს აქ , ამიტომ ვთქვი ...
პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: May 15 2013, 04:45 AM
რა მარტივად ვსაუბრობთ ათეისტურ წყობილებაში მცხოვრებ, ტანჯვაგამოვლილ, ფიზიკურად და სულიერად ნაწამებ მღვდელზე...
სამწუხაროა. ღირსეულ ადამიანს მისსავე სამშობლოში არ აფასებენ. ნაკლსა და შეცდომებს ვეძებთ მამა გიორგიში? ჩვენ ასე სუფთად განვიკურნეთ სულები, რომ ამდენი წლის მღვდლებს განვიკითხავთ და ვაქილიკებთ (ვითომ უწყინარად)?
ეჰ დებო და ძმებო... აი ამის დიდი პრობლემა დგას დღეს საქართველოში. ჩვენ – ვიღაც ლაწირაკები და თეოლოგიური ანი–ბანის არ მცოდნენი, ასე თავაწეულები განვიკითხავთ და დავცინით ყველა იმ სასულიერო პირს, რომლებიც უბრალოდ არ მოგვწონს და აქეთ ვასწავლით რაღაც–რაღაცეებს.
საკუთარი ცოდვილი და დამძიმებული სული კი.. ვიღას ახსოვს...
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2013, 04:03 PM
მამა გიორგი კომუნისტების დროს იყო მოძღვარი და ამიტომ დიდად დასაფასებელია მისი ღვაწლი. შეიძლება ითქვა რომ მოწამეა, რადგან მაშინ ყველა და ყველაფერი რელიგიური იკრძალებოდა და იდევნებოდა...
პოსტის ავტორი: cxz თარიღი: May 25 2013, 06:08 PM
მამა გიორგი ბასილაძე გახდა არქიმანდრიტი!
ციტატა
გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს არქიმანდრიტ გიორგი (ბასილაძის) გარდაცვალების გამო.
მან განვლო ეკლიანი გზა ათეისტური პერიოდისა, მაგრამ ბოლომდე ერთგულად ემსახურა ეკლესიას.
აღვავლენთ ლოცვებს მამა გიორგის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს.
მამა ილია ქადაგებს,მამა გიორგი ბასილაძის შესახებ,ჭოგნარის ტაძარში
მამა თეოდორე გიგნაძე მამა გიორგი ბასილაძე შესახებ
http://www.myvideo.ge/?video_id=1275470
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 25 2013, 02:23 AM
აბა ჰე , დაცხეთ ახლა... როგორ გაბედა ბატონმა ედიშერ ჭელიძემ და გააკრიტიკა გიორგი ბასილაძე . დაეწყეთ რიგზე ფანატიკოსები და ერთიანად გადაეცით ანათემას ბატონი ედიშერი... როგორ ბედავს სასულიერო პირის გაკრიტიკებას . (თუნდაც ეს მღვდელი დოგმატურ ცდომილებაში იმყოფებოდეს)!
პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 25 2013, 09:01 AM
მოკლედ რომ ვთქვათ ორიგენეც საკუთარ ამბიციებს შეეწირა მაგრამ წმიდანი როგორც ვიცით არ არის, ღვაწლი არ არის განმსაზღვრელი ადამიანის წმიდანობისა, თუ ეს ადამიანი შორს დგას ქრისტეს ეკლესიის სწავლებისგან.
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 25 2013, 09:45 AM
რაც არის არის ჩემი აზრით აღარ ღირს ამაზე საუბრაი თუ ვინმე კითხვას დასვამს ამ განყოფილებაში საკმაირსი პასუხები არის გაცემული და გადახედოს დამატეით კითხვებზე კი მზადყოფნას ყველა გამოთქვამს.