http://en.wikipedia.org/wiki/Philokalia თუ არის ქართულად ნათარგმნი? თუ არის, სად შეიძლება იშოვოს ადამიანმა?
P.S. წმინდა სერაფიმე საროველისათვის უმნიშვნელოვანესი წიგნი იყო
guest1
afxazi
სად შეიძლება ვიპოვოთ?
აკაკი
მგონი მადლში იქნება
ამაზონზე ვნახე წიგნები ინგლისურად. 4 ტომად არის გამოცემული. გარდა ამისა, სხვა წიგნებიც არის, რომელიც ფილოკალიის შესავალია. ერთ-ერთი წიგნია http://www.amazon.com/Beginners-Introduction-Philokalia-Anthony-Coniaris/dp/1880971798/ref=sr_1_fkmr0_1?ie=UTF8&qid=1272060813&sr=1-1-fkmr0, რომელიც დაწერილია ბერძენი მოძღვარის http://quotes.orthodoxwiki.org/Anthony_M._Coniaris-ის მიერ. ეს პატარა წიგნი ძალიან კარგი შესავალი ჩანს ფილოკალიაში. განმარტებულია წმინდა წერილის სხვადასხვა ასპექტები წმინდა უდაბნოს მამების მიერ. წიგნის შესავალში მოცემულია ასეთი მშვენიერი შედარება "პილგრიმის გზა"-დან (რაც ფილოკალიაზე განმარტებული ერთ-ერთი წიგნია). დაახლოებით ვაკეთებ ციტატას, რომელიც დიალოგს წარმოადგენს მოწაფესა და მასწავლებელს შორის: "წაიკითხე ეს წიგნი, რომელიც შეიცავს დეტალურ მეცნიერებას მუდმივ შინაგან ლოცვაზე. ამ წიგნს ფილოკალია ქვია, რომელიც ოცდახუთი წმინდა მამის მიერ არის დაწერილი. წიგნში უდიდესი სიბრძნეა გადმოცემული." ამის შემდეგ, მოწაფე ეკითხება მოძღვარს: "მაშ ფილოკალია უფრო აღმატებულია და წმინდაა, ვიდრე წმინდა წერილი?" და მოძღვარი აკეთებს ასეთ შედარებას: "არა, მაგრამ ფილოკალია მოიცავს დაწვრილებით რჩევებს, რომელიც საბოლოოდ დაანახებს ადამიანს ბიბლიაში დამარხულ საიდუმლოებას, რაც მიუწვდომელია მათთვის, ვისაც მოკლე ხედვა აქვს (ჩემზე საუბრობს ეს მოძღვარი ). ამისათვის ასეთ შედარებას მოვიყვან. მზე არის უდიდესი მნათობი მნათობთა შორის. მასზე თვალის გასწორება შეუძლებელია. იმისათვის რომ მზეს თვალი გავუსწოროთ, საჭიროა შევხედოთ მას ძალიან მუქი შუშით. მსგავსად მზისა, ბიბლიაც ასევე კაშკაშა მნათობია და მას უნდა შევხედოთ მუქი შუშით. ასეთ შუშას წარმოადგენს სწორედ ფილოკალია."
პირველ თავში საუბარია შინაგან ყურადღებაზე, რაც ყოველთვის უფლისკენ უნდა იყოს მიპყრობილიო. ამ შინაგანი ყურადღების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ბიბლიის ნაწილების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვთ მოცემული წმინდა მამებებს.
136 (137) ფსალმუნი როგორ განიმარტება, როცა ნათქვამია "ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს რაც ჩვენ მოგვაწიე! ნეტარია, რომელმან შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიანარცხოს კლდესა!"? (ფსალ. 136:8,9)
წმინდა გრეგორი პალამელი ამბობს (ციტატა ფილოკალიიდან არის მოყვანილი, ამ წიგნის მიხედვით): "ნუ დატოვებ შენი სხეულის და სულის ნურცერთ ნაწილს სიფხიზლის გარეშე. ამდაგვარად, შენ იბატონებ ბოროტ სულებზე, რომელიც განუწყვეტლივ გიტევენ შენ, და მედგრად წარსდგები მის წინაშე, ვინც გულსა და გონებას განსჯის". იქვე, შედარებისათვის მოყვანილია ფსალმუნი 6:9 "განმშორდით, ყოველნი მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა".
შემდეგ წმინდა გრეგორი პალამელი განაგრძობს: "და ამდაგვარად იგი არ განგსჯის შენ, რამეთუ შენ შენი თავი თვითონვე განსაჯე". ისევ, შედარებისათვის წმინდა პავლე მოციქულის წერილია მოყვანილი 1 კორინთელთა 11:31 "ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი".
ინგლისურს რუსული თუ გირჩევნია,აი ლინკიც
http://www.filokalia.by.ru/
afxazi
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience