ფორუმის ახალი სტრუქტურის გაკეთების შემდეგ ისე მოხდა, რომ ამ განყოფილებაში მე ვხსნი პირველ თემას.
რა თქმა უნდა, მე პირველს არ მიფიქრია ასეთი წიგნის გაკეთებაზე... ავიღოთ "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში თავმოყრილი კითხვა-პასუხები და გამოვუშვათ წიგნი. ამის შესახებ მივწერე მამა ანდრიას, ჩვენს უსაყვარლეს მოძღვარს... ვუთხარი ჯერ არც დაგვილაპარაკია წესივრად ამ თემაზე და სანამ დავიწყებთ სჯას, მანამდის თქვენი აზრი საინტერესო იქნებოდა თქო. მან ასეთი პასუხი გამცა:
საინტერესო იდეაა.
აბე
ჯერ-ჯერობით 3 კაცი ვართ მომხრე?
აბა დაწერეთ სხვებმაც თქვენი აზრი.... თუ გგონიათ, რომ არ ღირს ამის გაკეთება, გვითხარით რატომ ფიქრობთ ასე...
მეც თანახმა ვარ, აზრი მშვენიერია.
აბე
ნამეტანი იდეინი კი ყოფილხარ შენ.
მომეწონა შემოთავაზება, მთავარია ჩვენ როგორ მოვახერხებთ განხორციელებას.
მშვენიერი იდეააა +1
მართლაც მაგარი იქნება.
ვერ ჩამოვყალიბდი ამ თემასთან დაკავშირებით.
ადრე ვაპირებდით ჟურნალის გამოცემას, თავისუფლად შეიძლება მთავარი მხარე მოძღვრის პასუხების განყოფილება იყოს მასში.
მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე ნომერს ეყოფა აქ დაწერილი კითხვა-პასუხები მხოლოდ.
მერე რა ვქნათ, რომ შემოგველევა?
kato_Bato
კარგი აზრია, თუ ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, მზად ვარ
მე მომწონს იდეა.
ეგ მარტო თბილისში გავრცელდება?
აი,კვირის პალიტრა ასეთს უშვებს ხოლმე. რაღაც ამდაგვარი რომ გავაკეთოთ
http://www.radikal.ru
მშვენიერი იდეაა, საიტის დანიშნულებაც ხომ ეგაა კითხვებს რო პასუხი გაეცეს...თანაც უფრო მეტი პოტენციური მომხმარებელი გვეყოლება, მარა ბევრი კარგს რო არ ნიშნავს კი ვიცით და ამიტომაც საჭიროა კარგი რედაქტირება, რაღაცეების დამატება, სწორი სტრატეგიის შერჩევა და ა.შ.
მე "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში თანამოდერატორად დამნიშნეს და ვნახოთ აბა თუ შევძლებ იმ განყოფილების გამოცოცხლებას... და თუ მოვახერხეთ ისე, რომ ყოველ კვირას მინიმუმ 15-20 პასუხი მაინც დაიწეროს, თვეში გამოვა დაახლოებით 50 პასუხი და თითო ჟურნალის ნომერს ეყოფა 50 პასუხი ალბათ... და თვეში ერთი ნომრის გამოშვება შეიძლება... მაგრამ შეიძლება არ იყოს თვეში ერთხელ და უფრო იშვიათად გამოიცეს...
თუმცა ვნახოთ რა იქნება და როგორ... ჯერ-ჯერობით, მე ისევ წიგნზე ვაკეთებ აქცენტს... ჟურნალიც არაა ნაკლები იდეა...
ჰომილეტიკის შესასწავლად სახელმძღვანელოდ გარდა ძირითადი თეორეტიკოსებისა, ეფრემ მცირე, გრიგოლ ღვთისმეტყველი, არსებობს ისეთი სახელმძღვანელო ქართულად ან თუნდაც უცხო ენაზე, სადაც ჰომილეტიკის ძირითადი საფუძვლები იქნება გადმოცემული. მე რამდენიმე ავტორის ვრცელი წიგნი მაქვს სახლში ჰომილეტიკის შესახებ (რ. ბარამიძე, ქ. ბეზარაშვილი, ე. კალანდარიშვილი, კ. კეკელიძე, ასევე ბასილი დიდის ჰომილიები და კიდევ სხვა), ოღონდ აქ ჰომილეტიკის უფრო ლიტერატურული მხარეა განხილული, ვიდრე საღვთისმეტყველო და ამიტომ ვიკითხე. საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში რომ ვიკითხო, კარგი იქნებოდა ავტორი თუ მეცოდინებოდა, ადვილად მივაგნებდი.
ძალიან კარგი აზრია...
ძალიან გთხოვთ მჭირდება ინფორმაცია ჟურნალ
"მწყემსი კეთილი" -ს შესახებ
დამეხმარეთ მოძიებაში.
ძალიან კარგი იდეაა და ლინგვოს ვეთანხმები, შეთანხმებულად ჯობია ყველაფრის გაკეთება, თუ რამეში დაგჭირდეთ შემეხმიანეთ
ერთი კითხვა მაქვს:საეკლესიო წიგნების ბიბლიოთეკა თუ არსებობს სადმე,და თუ არა-მაშინ იდეის სახით ვიტყოდი:ხომ კარგი იქნება,რომ არსებობდეს ასეთი ბიბლიოთეკა,რადგან მე პირადად ძალიან ბევრი წიგნი მაინტერესებს,განსაკუთრებით პატერიკები.ინტერნეტში კი უამრავი ინფორმაციაა,მაგრამ მიჭირს ეკრანზე კითხვა,მითუმეტეს დიდხანს,თანაც ბევრი დამეთანხმება,წიგნის კითხვა სულ სხვა სიამოვნებაა...........მოკლედ:მართლმადიდებლური წიგნების და ჟურნალების ბიბლიოთეკა მინდა რომ ქონდეს თბილისს,და რა ვქნა???..........(მე არა მქვს საშუალება რომ რომ თავად გავხსნა,თორემ დიდი სიამოვნებით...)
ჩემი აზრით შესანიშნავი აზრია.[i] [size=2][size=6]
რატომ აკეთებენ სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს და აქვთ თუ არა მათ ჩარევის უფლება პოლიტიკაში. პლიუს ამას აქვს თუ არა უფლება აგიტაციისა რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკური კურსის სასარგებლოდ. და თუ აქვს ყოველივე ამის უფლება რის საფუძველზე? რა თქმა უნდა როგორც სასულიერო პირს და არა როგორც მოქალაქეს. და თუ აქვს უფლება როგორც მოქალაქეს (რა თქმა უნდა აქვს) და არ აქვს უფლება როგორც სასულიერო პირს, ფიქრობთ თუ არა რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ბოროტად იყენებს საზოგადოებაში თავის სტატუსს, ამით სარგებლობს და ამ სარგებელის სანაცვლოდ სხვასაც აძლევს სარგებელს თავისი პოლიტიკური განცხადებებით? დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
რატომ აკეთებენ სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს და აქვთ თუ არა მათ ჩარევის უფლება პოლიტიკაში. პლიუს ამას აქვს თუ არა უფლება აგიტაციისა რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკური კურსის სასარგებლოდ. და თუ აქვს ყოველივე ამის უფლება რის საფუძველზე? რა თქმა უნდა როგორც სასულიერო პირს და არა როგორც მოქალაქეს. და თუ აქვს უფლება როგორც მოქალაქეს (რა თქმა უნდა აქვს) და არ აქვს უფლება როგორც სასულიერო პირს, ფიქრობთ თუ არა რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ბოროტად იყენებს საზოგადოებაში თავის სტატუსს, ამით სარგებლობს და ამ სარგებელის სანაცვლოდ სხვასაც აძლევს სარგებელს თავისი პოლიტიკური განცხადებებით? დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience