თუ შეიძლება მითხარით, წმინდა ვასილი ახლის გარდა საზვერეების შესახებ კიდევ რომელი წმინდანი გვაწვდის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცნობებს?
წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) და სხვა მამებიც. სერაფიმ როუზს აქვს ეს ყველაფერი შეკრებილი. http://qadageba.ge/index.php?option=com_content&view=article&id=78:2011-05-21-13-50-36&catid=3:2011-04-15-20-20-47&Itemid=17
guaramii
და იქნებ მოსამენი ვერსიებიც გქონდეთ (მათთვის ვისაც კითხვა ეზარება )
toka@
Lidl
death
ლაზარე პუჰალო საოცარი ადამიანია, მაგრამ მეჩვენება რომ ძალიან თამამად ლაპარაკობს, ვფიქრობ მისი ზოგიერთი მოსაზრება შესაძლოა სახიფათო იყოს.
საქმე იმაშია რომ სწავლება საზვერეების შესახებ,არ წარმოადგენს კანონიკურ (დოგმატურ)სწავლებას მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.
ვასილი ახალი წმინდანია და არ შეიძლება ამხელა სწავლება ეკლესიაში ტყულად და ცრუდ შემოეტანოს.
ხოლო თუ ვიღაც ერთ-ერთი ეპისკოპოსი მას ეწინააღმდეგება,ეგ მისი პრობლემაა და არ ნიშნავს,რომ სწავლება საზვერეების შესახებ მცდარია.
GIORGI LELUASHVILI
ვასილი ახლის ცხოვრებაში როგორც მახსოვს თეოდორამ ნახა მაგ საზვერეებზე სიზმარი თეოდორა კიდე წმინდანი არ იყო... "ჩემი სიცოცხლე თქვენი სიცოცხლეა" ამ წიგნშI მამა გაბრიელსაც აქვს ეგ განმარტებული, ზუსტად აღარ მახსოვს რას იძახის
vaxushti13
ეს საზვერეები სულ გადამავიწყდა (ანუ მათი არსებობა ეხლა დამარტყა უცებ თავში) როგორც მახსოვს სულ 19-20 საზვერეა და თითოეულში არის რამდენიმე ცოდვა.. ისიც მახსოვს რომ თუ ერთ ერთი საზვერე ვერ გადალახე მაშინ იმავე საზვერეში ხვდები და იმ ცოდვების მიხედვით მოგეზღვება რა ცოდვებიც ამ საზვერეშია გაიგივებული... ეხლა რა მაინტერეესებს...
სიტყვაზე მე მაქვს ბევრი ცოდვა ჩადენილი და პირველივე საზვერე ვერ გავიარე და დავრჩი ამ საზვერეში, რა გამოდის სხვა ცოდვებზე აღარ ვაგებ პასუხს??? ( არა მგონია ასე იოლად გამოვძვრე )
მეორე იმდენად ბევრი რამეა ამ 20 ვე საზვერეში რომ ალბათ მარტო სრულყოფილი ადამიანი თუ შესძლებს მის გადალახვას....
მესამე მჯერა თუ არ მჯერა არ ვიცი.... თქვენი აზრი მაინტერესებს
საზვერეების შესახებ სწავლება არის მართლმადიდებლური სწავლება. ახლა ვკითხულობ სერაფიმ როუზის წიგნს, რომლის ძირითადი ნაწილი, სადაც მართლმადიდებელი წმინდანების ციტატებია მოყვანილი, დამთავრებული მაქვს. გარდა ამისა, გავაკეთე გამოკვლევა სხვა წყაროებიდანაც და შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს არის წმინდათ მართლმადიდებლური სწავლება. ასევე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლაზარე პუხალო (რომლის არგუმენტები წაკითხულიც მაქვს და მოსმენილიც) არის ცრუმეტყველი და არა მართლმადიდებელი. საზვერეებზე მოთხრობილია:
1) დიდი სალოსი წმინდანის, რომელიც მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა, სვიმონ სალოსის ცხოვრებაში. მისი ცხოვრების ინგლისური ვერსია არის ინტერნეტშიც და ყველას შეუძლია დაგუგლოს: life of symeon holy fool for the christ. დაახლოებით 28 გვერდიანი წიგნია და ძალიან საინტერესო. თუ მარტო საზვერეების შესახებ დაგაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ წაიკითოთ მისი ლოცვა დედამისზე, თუ არ ვცდები მე-2 თავშია, და ასევე მე-2 გვერდი.
2) ათონის მთაზე ბერებს აქვთ 2 დიდი საკითხავი: ერთი არის "ფილოკალია" და მეორე "ევერგეტინოს". ორივე საკითხავში არის საკმაო რაოდენობით მასალა ამაზე. "ევერგეტინოს"-ში, რომელიც ე.წ. ჰიპოთეზებს მოიცავს, ამაზე მოთხრობილია მე-9, მე-10 და მე-11 ჰიპოთეზაში. ესენიც მაქვს ჩემი ორი თვალით ნანახი. ხოლო, თუ რამდენად დიდი მნიშნველობისაა ეს წიგნები ათონის ბერებისათვის, ამაზე აქ აღარ გავაგრძელებ.
3) ასევე შეგიძლია წაიკითხოთ ათანასე დიდი ალექსანდრიელის მიერ დაწერილი "წმინდა ანტონი დიდის ცხოვრება". მე ანტონი დიდის ცხოვრება არა მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან წაკითხული მაკვს.
4) ასევე უწერია ამაზე წმინდა გრიგოლი დიდ დიალოღოსს.
5) ასევე უწერიათ სხვა ძველ წმინდანებს: ეფრემ ასურელს, დიადოხოს ფოტიელს, დოროთე ღაზელს, სვიმონ მესვეტეს, იოანე სინელს (კიბისაღმწერელს), პეტრე დამასკელს და ა.შ.
6) ახალი წმინდანებიდან ამაზე განსაკუთრებით ბევრი აქვს ნაწერი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვს. ეგნატე ბრიანჩანინოვს აქვს ნაშრომი "სლოვო ო სმერტი" (ანუ "სიკვდილის შესახებ"), სადაც მთელი თავი აქვს დათმობილი საზვერეებს.
7) სხვა ახალი წმინდანები, რომლებიც საზვერეებზე საუბრობენ: თეოფანე დაყუდებული, იოანი მაქსიმოვიჩი (შანხაელი), იოანე კრესტიანკინი, ნიკოლოზ ველიმეროვიჩი.
guest1
საიდან დააკოპირე პოსტი ?
რა საიდან დავაკოპირე შე კაი ადამიანო?! მუზა მომივიდა და ჩემით დავწერე
რაზეცა ვთქვი წაკითხული მაქვს მეთქი, ისინი წაკითხული მაქვს. დარანჩენი წმინდანები რა ჩამოვთვალე, მაგათ მიერ წარმოთქმულ ციტატებზე ბევრ ლინკს დავდებ, თუ გაინტერესებს. აი ეგ ციტატებიც წაკითხული მაქვს; წმინდა იოანე შანხაელის ქადაგებაც მაქვს წაკითხული ამ თემაზე და საინტერესო რამეს ამბობს იმ ქადაგებაში.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience