"ცხოველთა უმრავლესობას ღმერთის შთაგონებით თავისი თავის შველაც შეუძლიათ. მაგ.: დათვი ჭრილობაზე ბალახს, ე.წ. "მეფის სკიპტრას" იფენს, ველური კუ როცა იქედნეს შეჭამს, მას დააყოლებს ველურ ქონდარს და ამით იქედნეს გესლს გააუვნებელებს; გველი თვალების სნეულების დროს კამას ისე სძოვს, როგორც ცხვარი".
"უგვი (უშობელი) საქონელი"
"საყურადღებოა, რომ კვერნაზე ნადირობის დროს თოფებს არ ხმარობდნენ, ვინაიდან კვერნის ერთ-ერთ ღირებულებას მისი ბეწვი წარმოადგენდა. კვერნას ძაღლს მიუსევდნენ და კეტებით კლავდნენ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 141/
"არ შეიძლება არ გავიხსენოთ ცნობილი ზოოლოგი, თამარ მხეიძე, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, მთელს ამიერკავკასიაში ახალ მეცნიერება - არაქნოლოგიას (ობობებისა და მთიბავების შესწავლა) ჩაუყარა საფუძველი. პირადად აღწერა 50-ზე მეტი ობობა და მთიბავი აღმოაჩინა"
"[სამნავიანი ბაზილიკის მარიენკირხეს] საიდუმლო სერობის ბარელიეფი შეიცავს დეტალს, რომელიც ქალაქ ლიუბეკის ლეგენდას უკავშირდება. ეს გახლავთ თაგვი, რომელიც ბუჩქის ფესვებს ღრთნის. ლეგენდის თანახმად, ვარდის ბუჩქი ლიუბეკში თვით წმინდა მარიამმა გაახარა. ქალაქი დანიას ეომებოდა და თავისუფლებას შეინარჩუნებდა, სანამ ბუჩქი ყვაოდა. 1227წელს ბუჩქმა ხმობა დაიწყო, რადგან თურმე ფესვებს თაგვი უღრღნიდა, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ლიუბეკმა იქით დაამარცხა დანია მას შემდეგ, რაც ბუჩქი მთლიანად გახმა. ქალაქის საბჭომაც თაგვის "უკვდავყოფა" გადაწყვიტა და იგი ბარელიეფზე დაიტანეს. თვით ბარელიეფი საკურთხევლის გვერდით მოთავსეს და "ყოველი შემთხვევისთვის", ახალი ვარდის ბუჩქიც დარგეს ეკლესიის კედელთან"
/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი", N1, 2022, გვ.88/
"რატომ არის კურდღლის მტერი ძილი? - კურდღელი თავს სწრაფად სირბილით იცავს, თუ ჩაეძინება, მტაცებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდება"
"არწივზე ამბობენ, რომ მას, სიბერის გამო ძალაგამოცლილს, ფრთები უვარდება, მაგრამ საკვირველია, რომ უფლის ნებით მას ახალი ფრთები ამოსდის"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience