თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ წალენჯიხის"მაცხოვრის ფერისცვალების" სახელობის ტაძარი

პოსტის ავტორი: zaza zarqua თარიღი: Jul 14 2007, 03:58 PM

ტაძარი აგებულია XII-XII საუკუნეში.

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jul 14 2007, 04:23 PM

zaza zarqua
რომელი საუკუნის ძეგლია smile.gif ?

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 14 2007, 07:58 PM

zaza zarqua
იქნებ ცოტა ისტორიაც დაგედო ამ ტაძრის შესახებ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2007, 03:26 PM

zaza zarqua

ეს ის ტაძარი ხომ არაა სადაც ჩვენი მამა ანდრია მსახურობს?

პოსტის ავტორი: zaza zarqua თარიღი: Jul 16 2007, 01:40 PM

ისტორიას დავდებ ცოტა ხანში.ისე თამარ მეფეს უკავშირდება ამ ტაძრია აგება, მისი ბრძანებით აიგო.
ეხლა ამ ტაძარში მსახურობს დეკ. ანდრია ,მღ.ილია

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 16 2007, 01:43 PM


zaza zarqua

ციტატა
ისტორიას დავდებ ცოტა ხანში.ისე თამარ მეფეს უკავშირდება ამ ტაძრია აგება, მისი ბრძანებით აიგო.
ეხლა ამ ტაძარში მსახურობს დეკ. ანდრია ,მღ.ილია




ზუსტად ისაა მარი, მამა ანდრია სადაც მსახურობს. ვაშა, როგორ გამიხარდა. სხვათა შორის მამა ანდრია ამ წუთას ფორუმშია.

პოსტის ავტორი: zaza zarqua თარიღი: Jul 24 2007, 03:27 PM

URL=http://imageshack.us]IPB-ს სურათი[/URL]

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2007, 03:45 PM

რა საოცარი ტაძარია!!! ნეტავი მოვილოცავდეთ ფორუმელები.. თან მამა ანდრიას და მის სულიერ შვილებს, რომლებიც ჩვენი ფორუმელები არიან, მოვინახულებდით smile.gif

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: Aug 18 2007, 09:48 PM

მეც ნამყოფი ამ ტაძარში. მართლა ძალიან ლამაზი ტაძარია.გილოცავთ ფ
ერიცვალების დღესასწაულს ყველას....

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: Feb 5 2009, 01:38 PM

ამ ტაძარში ნამყოფი ვარ ეს ის ტაძარია სადაც მამა ანდრია მსახურობს.ტაძარი ზალიან შთამბეჭდავია განსაკუტრებით ფრესკებით ,პირველად გეჩვენება რომ გელათს გავს,ტაძარი საჭიროებს რესტავრაციას უძველესი ფრესკები სინესტის გამო ზიანდება.

შემდეგში ფრესკების სურათებსაც დავდებ.

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Feb 5 2009, 04:12 PM

წა­ლენ­ჯი­ხის მაც­ხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (X ს.)
ტო­პო­ნი­მი წა­ლენ­ჯი­ხა წარ­მო­შო­ბი­ლი ჩანს კოლ­ხუ­რი ტო­მის ჭა­ნე­ბის სა­ხე­ლი­სა­გან (ჭა­ნის ჯი­ხა – ჭა­ნის ცი­ხე, ჭა­ნის დი­ხა – ჭა­ნის მი­წა). ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მით წა­ლენ­ჯი­ხის ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­მარ მე­ფის სა­ხელ­თან. მის თა­ნახ­მად, თა­მარ მე­ფეს სვა­ნეთ­ში ას­ვლი­სას ამა­ლით აქ შო­რი­ახ­ლო შე­უს­ვე­ნე­ბია, გზა რომ გა­ნაგ­რძეს, გა­ირ­კვა, რომ ხურ­ჯი­ნა­კი­დე­ბუ­ლი ერ­თი ჯო­რი აკ­ლდათ. სწრა­ფად გა­აგ­ზავ­ნეს მა­ძე­ბარ­ნი, მო­ი­ძი­ეს და მე­ფეს მო­ახ­სე­ნეს: იმ ად­გი­ლას ვნა­ხეთ სა­დაც პა­ტა­რა მი­წა და პა­ტა­რა წყა­ლიაო (ჭე დი­ხა დო ჭე წყა­რი). თა­მარს მოს­წო­ნე­ბია ეს ად­გი­ლი და უბ­რძა­ნე­ბია ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბის ხელმძღვა­ნე­ლიც და­უ­ტო­ვე­ბია. სხვა გად­მო­ცე­მით, სქუ­რის ეკ­ლე­სი­ის მოძ­ღვრებს თვა­ლახ­ვე­უ­ლი ხა­რი გა­უშ­ვი­ათ, სა­დაც დაწ­ვე­ბა იქ ეკ­ლე­სია აშენ­დე­სო. ხა­რი აქ და­წო­ლი­ლა და მდევ­რებს მათ­თვის ამ­ბა­ვი ჩა­უ­ტა­ნია, ხარ­მა ის ად­გი­ლი აირ­ჩია სა­დაც პა­ტა­რა მი­წაა და პა­ტა­რა წყა­ლიო (ჭე დი­ხა დო ჭე წყა­რიო).

წა­ლენ­ჯი­ხის ტა­ძა­რი წარ­მო­ად­გენს ცენ­ტრა­ლურ გუმ­ბა­თო­ვან ნა­გე­ბო­ბას. ე. თა­ყა­იშ­ვი­ლი თვლის, რომ ტა­ძა­რი აგე­ბულ იქ­ნა არა უგ­ვი­ა­ნეს X-XI სა­უ­კუ­ნი­სა. თ. სა­ნი­კი­ძე ტაძ­რის აშე­ნე­ბის თა­რი­ღად მი­იჩ­ნევს XII ს-ის და­სას­რულს.

XVI ს-ში სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რა გა­და­ტა­ნილ იქ­ნა წა­ლენ­ჯი­ხის მაც­ხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ტა­ძარ­ში. მან­და­ტურ­თუ­ხუ­ცეს­მა, ოდი­შის (სა­მეგ­რე­ლოს) მთა­ვარ­მა ვა­მეხ და­დი­ან­მა (1384-1396 წწ) კონ­სტან­ტი­ნე­პოლს მი­ავ­ლი­ნა ბე­რე­ბი: მა­ხა­რო­ბე­ლი ქვაბ­ლია და ან­დრო­ნი­კე გა­ბი­სუ­ლა­ვა, მათ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ბერ­ძე­ნი მხატ­ვა­რი კირ­მა­ნუ­ე­ლი ევ­გე­ნი­კოს, რო­მელ­მაც შე­ას­რუ­ლა ტაძ­რის ფრეს­კე­ბის ხატ­წე­რა.

ფრეს­კე­ბი დღე­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. XVII სა­უ­კუ­ნე­ში თურ­ქე­ბის ერ­თერ­თი შე­მო­სე­ვი­სას ეკ­ლე­სი­ას მტერ­მა შე­შა და თი­ვა შე­მო­უწ­ყო და ცეც­ხლი მო­უ­კი­და, მაგ­რამ ღმრთის შე­წევ­ნით, ფრეს­კე­ბი გა­დარ­ჩა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ზე­და გუმ­ბა­თი იმა­ვე სა­უ­კუ­ნე­ში ეპის­კო­პოს ევ­დი­მონ ჯა­ი­ნა­მა გა­ნა­ახ­ლა. თაძ­რის მოძ­ღვრე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე მღვდლე­ბი თვალ­თვა­ძე­ე­ბი იყ­ვნენ. გა­ზე­თი „ივე­რია” 1893 წელს წერ­და: „წა­ლენ­ჯი­ხის ტა­ძარ­ში წარ­წე­რე­ბი ბლო­მად იყო, სიძ­ვე­ლის გა­მო­ვერ გა­ვარ­ჩი­ეთ. აქ გვიჩ­ვე­ნეს ერ­თი პა­ტა­რა ძვე­ლი ოქ­როს ხა­ტი. ხატ­ში ორი ნიგ­ვზის კაკ­ლის ოდე­ნა ია­გუნ­დე­ბია ჩამ­ჯდა­რი მშვე­ნი­ე­რი ფე­რი­სა. აქ­ვე ამ ეკ­ლე­სი­ის გა­ლა­ვან­ში, ვნა­ხეთ ქა­თა­ლი­კო­ზის სახ­ლის ნან­გრე­ვე­ბი.

ეკ­ლე­სი­ის მღვდელ­მა თვალ­თა­ძემ მოგ­ვიწ­ვია სა­უზ­მედ და დი­დი პა­ტი­ვი გვცა. მოგ­ვი­ტა­ნეს სა­მოთ­ხნა­ი­რი სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხე­ბის დაბ­ლნა­რის თუ მაღ­ლნა­რის ღვი­ნო­ე­ბი და ყურ­ძე­ნიც. რო­გორც ყურ­ძე­ნი ასე ღვი­ნო მაღ­ლნა­რი­სა ბევ­რად სჯობ­და დაბ­ლნა­რი­სას. აქ გვიჩ­ვე­ნეს აქა­უ­რი სახ­ნი­სი, ფა­რე­ხიც კი, გვიჩ­ვე­ნეს აგ­რეთ­ვე აქ გა­კე­თე­ბუ­ლი და­რაია”.

„ივე­რია” 1893 წელს აქ­ვეყ­ნებს „ხა­კო უჩარ­დი­ას” პუბ­ლი­კა­ცი­ას. რაც თხუთ­მეტ წელ­ზე მე­ტია და­არ­სდა... ორ­კლა­სი­ა­ნი სა­ხალ­ხო სკო­ლა, სა­დახ დღეს ასორ­მოც­და­ა­თამ­დე შე­გირ­დი სწავ­ლობს.

მცხოვ­რებ­თა რიც­ხვი 900-ს კომ­ლამ­დეა. მე­მა­მუ­ლე­ნი არი­ან და­დი­ან­ნი ძლი­ერ ახ­ლო ნა­თე­სავ­ნი სა­მეგ­რე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მთავ­რის და­ვი­თი­სა, არი­ან აზ­ნაუ­იშ­ვი­ლე­ბიც, თვალ­თვა­ძე­ე­ბი რო­მელ­თა დი­დის მე­ცა­დი­ნე­ო­ბით და შემ­წე­ო­ბით და­არ­სე­ბუ­ლი აქ ორ კლა­სი­ა­ნი სკო­ლა (მა­თი შე­წი­რუ­ლო­ბაა თით­ქმის ორი ქცე­ვა მი­წა, სა­დაც გა­შე­ნე­ბუ­ლია დღეს ეს ორ კლა­სი­ა­ნი სკო­ლა). გვა­ჯა­ვე­ბი და ქუ­ჩუ­ლო­რი­ები, ზო­გი­ერ­თნი სხვე­ბიც... აი ამ მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღიძ­რა ეხ­ლა­ხან ერ­თი ფრი­ად სა­სარ­გებ­ლო კე­თი­ლი და ფრი­ად სა­ყუ­რად­ღე­ბო აზ­რი-და­პი­რე­ბა ერ­თკლა­სი­ა­ნი დე­და­თა სკო­ლი­სა (პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი ჩრდი­ლო­ეთ სა­მეგ­რე­ლო­ში). სა­ყუ­რად­ღე­ბოა ამ საქ­მის ერ­თი გა­რე­მო­ება, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი დე­და­თა სკო­ლის გა­მარ­თვას და ხარ­ჯსაც იკის­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, თუ მთავ­რო­ბა ნე­ბას დარ­თავს დე­და-ენის ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბი­სას...

ამ საქ­მის შე­სა­ხებ მათ ჰქონ­დათ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მაზ­რის უფ­როს­თან და მის თა­ნა­შემ­წეს­თან. აგ­რეთ­ვე მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თლე ბა­ტონ დ. ჩი­ჩუ­ას­თან, რო­მელ­თაც აღუთ­ქვეს დი­დი შემ­წე­ო­ბა მთავ­რო­ბის წი­ნა­შე.

უპა­ტივ­ცე­მუ­ლე­სი კ-ნა და­დი­ა­ნი­სა,ლორ­თქი­ფა­ნი­ძი
ს ასუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტად ამ საქ­მის მშო­ბე­ლია”.

სა­სუ­ლე­ი­რო მოღ­ვა­წე­თა და სა­ე­რო პირ­თა ერ­თობ­ლი­ვი ღვაწ­ლით და­არ­სდა სა­ქა­ლე­ბო სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც დრო­ე­ბით თა­ვი­სი სახ­ლი და­უთ­მო „კნე­ინა” ვარ­დოვ­ნა და­დი­ა­ნი­სამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ასულ­მა.

წა­ლენ­ჯი­ხის მაც­ხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ტა­ძარ­ში და­სავ­ლე­თის ეკ­ვდერ­ში გა­ნის­ვე­ნებს სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარ ლე­ვან II და­დი­ა­ნი და მი­სი მე­უღ­ლე დე­დო­ფა­ლი ნეს­ტან და­რე­ჯა­ნი. ტაძ­რის ეზო­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ მოძ­ღვრე­ბი: ნი­კო­ლო­ზი, იესე, კა­ლის­ტრა­ტე, სამ­სო­ნი, მაქ­სი­მე, გი­ორ­გი თვალ­თა­ძე­ები, ლა­ზა­რე კა­ლან­დია. აქ­ვე იმარ­ხე­ბოდ­ნენ ლი­პარ­ტი­ა­ნე­ბის ად­რე­უ­ლი დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის დროს შვი­დი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკ­ლე­სია და­კე­ტი­ლი იყო. უფ­ლის წყა­ლო­ბით 1988 წელს ტა­ძარ­ში აღ­დგა ღმრთის­მსა­ხუ­რე­ბა. 1988-89 წწ. ახალ­გახ­სნი­ლი ტაძ­რის პირ­ველ წი­ნამძღვრად მღვდე­ლი შალ­ვა (აფ­ხა­იძე) მსა­ხუ­რობ­და. 1989 წლი­დან 2005 წლამ­დე ტა­ძარს წი­ნამძღვრობ­და დე­კა­ნო­ზი რო­მა­ნოზ ჩი­ქო­ბა­ვა. მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ტაძ­რის წი­ნამ­ღვა­რია დე­კა­ნო­ზი ან­დრია კე­მუ­ლა­რია. ამა­ვე ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობს მღვდე­ლი ილია ლუ­კა­ვა, რო­მე­ლიც არის სოფ. ჯგა­ლის წმი­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ღვა­რი.



პოსტის ავტორი: expert:) თარიღი: Apr 4 2009, 02:48 PM

აუ ამ ტაძარში უნიკალური ფრესკებია. . . . . . . . . .

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 6 2009, 04:43 PM

ციტატა(expert:) @ Apr 4 2009, 03:48 PM) *

აუ ამ ტაძარში უნიკალური ფრესკებია. . . . . . . . . .

ეს ტაძარი მოილოცეს ფორუმელებმა. მამა ანდრიამ უმასპინძლა smile.gif

პოსტის ავტორი: SantaDzuku თარიღი: Apr 8 2010, 02:40 PM

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი თუ XII საუკუნისაა, მაშინ ძნელად დასაჯერებელია, რომ ის თამარის მეფობის დროს აეგოთ. აქ უფრო საქმე გვაქვს თამარის პერსონის მიმართ ქართველი ერის ღრმა თაყვანისცემის ფაქტთან (წმიდა ნინოს ღვთისმშობლის დობილს უწოდებენ, ხოლო თამარს ღვთისმშობლის სწორს). ზოგადად ქართული პატრიარქატი მატრიარქის უზადო თაყვანისმცემელია, უძველესი დროიდანაც ქართული პანთეონი ფრიად მატრიარქალური იყო. განსაკუთრებით საგულისხმოა ბუნების დიდი დედა, იგივე ალმა მატერ – ნანა. თამარის სახელს ასევე უკავშირდება ერთმალიანი ხიდის არსებობაც, მას თამარის ხიდს უწოდებენ. თუმცა მგონია, რომ ერთმალიანი ხიდი, როგორც ნაგებობა განვითარებულ შუა საუკუნეებზე გაცილებით ძველ დროს უკავშირდება.

გარდა ამისა, ვგონებ, XII-XIII საუკუნის ქართულ ეკლესიების განგეგმაში აბსიდები ოთხკუთხედშია ჩახაზული, რაც არ დასტურდება წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის შემთხვევაში. ეს ჩემი მწირი ცოდნიდან გამოტანილი დასკვნა-ჰიპოთეზაა.

ახლა წალენჯიხის და წენდიხის ტოპონიმების წარმოშობის შესახებ: ჩემი ღრმა რწმენით, ეს ორი ტოპონიმი სხვადასხვა, ურთიერთდამოუკიდებელი წარმოშობისაა და მოგახსენებთ ამის შესახებაც.
წალენჯიხა – რამდენადაც ლაზურის მცოდნე ხალხმა მითხრა, სიტყვა წალენ არის ძველი ჭანურ-ლაზური (შესაბამისად - კოლხური) სიტყვა და ნიშნავს თუდოლენ-ს, ანუ ქვემოს, ხოლო მოგეხსნებათ, ჯიხა ციხეა. აქედან – ქვემო ციხე – წალენ ჯიხა. სიტყვა წალენ დღემდე ქვემოს მნიშვნელობით იხმარება თურმე ლაზურში.

წენდიხა – უახლოესი და მონათესავე ტოპონიმი არის წენწყარი – ჭანის წყალი. ქართულ ენათა ბგერათმონაცვლეობიდან გამომდინარე წესით ჭან უნდა იყოს კოლხური ფორმა, ხოლო წენ იბერიული, რადგანაც ე დომინანტია იბერიულში, ხოლო ა კოლხურში (ერთი – ართი, ექვსი – ამშვი), ასევე წ დომინანტია იბერიულში, ჭ – კოლხურში (წითელი – ჭითა, წერა – ჭარუა). წენწყარის შემთხვევაში ბგერათა პირიქითა მონაცვლეობას აქვს ადგილი. ამის სხვა მაგალითებიც იქნება, მოსაძიებელია. ჩვენს შემთხვევაში მთავარია შემდეგი: როგორც წენ-წყარი არის ჭანის-წყალი, ასევე წენ-დიხა გამოდის, რომ არის ჭანის-მიწა. ამასთან, თუ “ჭე დიხა დო ჭე წყარიდან” წენდიხა მიიღება, მაშინ სად ქრება “ჭე წყარი”? აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ წენდიხის წარმოება “ჭე წყარი დო ჭე დიხადან” უფრო ფანტაზიის ნაყოფია.


წალენჯიხაზე საინტერესო ინფო იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90

მანდვე არის ბმული საკათედრო ტაძარზეც

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 13 2010, 09:02 PM

ციტატა(lingvo @ Apr 6 2009, 04:43 PM) *

ეს ტაძარი მოილოცეს ფორუმელებმა. მამა ანდრიამ უმასპინძლა smile.gif

ამ ტაძარში მსახურობს მამა ანდრია smile.gif

მართლაც საოცარი ტაარია, ძალიან ძველი და მადლიანი smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 17 2010, 03:54 AM

ერთი იდეა მაქვს ფორუმელებისადმი, ახლა ტექნიკა შორს წავიდა, არის ციფრული აპარატები, არის კომპიუტერი, როცა მოხვდებით ასეთ ლამაზ ეკლესიებში, გადაიღეთ სურათები და გვაჩვენეთ; ასე ძალიან მნიშვნელოვან არქივსაც გავაკეთებთ smile.gif

სცადეთ აბა smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 18 2010, 12:27 AM

ფორუმელების წალენჯიხაში სტუმრობის დროს გადაღებული რამოდენიმე ფოტო მაქვს და სიამოვნებით განახებთ smile.gif


ეს ფოტოები მამა არჩილის გადაღებულია smile.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

აი ჩვენი მამა ანდრია wub.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ულამაზესი ფრესკებია ამ ტაძარში, თუ ვინმეს გაქვთ ფოტოები იქნება ატვირთოთ

პოსტის ავტორი: SantaDzuku თარიღი: Jun 19 2010, 03:06 AM

off topic-ში არ ჩამითვალოთ, ეწვიეთ საიტს: www.dzeglebi.ge , უანგაროდ ვაკეთებთ ამ საქმეს მეგობრები, თქვენც მგონი გულგრილი არ დარჩებით...

პოსტის ავტორი: ემანუელი თარიღი: Jun 22 2010, 10:58 AM

KAIROS
მე ვაპირებ წალენჯიხაში ახლო მომავალში წასვლას და იქაც მივალ აუცილებლად smile.gif სურათებს დავდებ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2010, 04:43 PM

ციტატა(ეკატო @ Apr 18 2010, 12:27 AM) *

ფორუმელების წალენჯიხაში სტუმრობის დროს გადაღებული რამოდენიმე ფოტო მაქვს და სიამოვნებით განახებთ smile.gif
აი ჩვენი მამა ანდრია wub.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru




რა ძვირფასია მამა ანდრია!!!!!!!!!!! ტაძარი კი უნიკალური!!!!!!!!! wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: ემანუელი თარიღი: Jun 24 2010, 10:32 PM

დღეს ვიყავი, თუმცა დაკეტილი დამხვდა, ეზოში შევედით მხოლოდ sad.gif
http://www.radikal.ru
სამრეკლო:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 19 2010, 04:24 AM

ჩემს პირველ პოსტს ამ ფორუმზე სწორედ ამ თემაში გავაკეთებ და მოგესალმებით ყველას, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა...
მართლაც, რომ უნიკალური ტაძარია, ფრსკებსა და ტაძარზე ზემოთ გისაუბრიად, მხოლოდ დავსძენდი იმას, რომ ყველაფერთან ერთად განსაკუთრებულად მშვიდი, მყუდრო, ლამაზი და დიდი ეზო აქვს... მე პირადად ძალიან ვმშვიდდები, როდესაც თუნდაც ცოტა ხნით იმ ეზოში განვმარტოვდები...

ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ალბათ უახლოეს პერიოდში დასრულდება...

ღმერთმა დიდ ხანს გვიცოცხლოს დეკ.ანდრია და ყველა ღვთის მსახური ვინც ამ ტაძარში მსახურობს

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Aug 6 2010, 01:44 PM

ციტატა(ემანუელი @ Jun 24 2010, 10:32 PM) *

დღეს ვიყავი, თუმცა დაკეტილი დამხვდა, ეზოში შევედით მხოლოდ sad.gif

http://www.radikal.ru



ამ სურათზე ცხონებული ზურიკო როგავას ძეგლი ჩანს, როგავების საგვარეულო სასაფლაოა მანდ...

პოსტის ავტორი: თვალთვაძე თარიღი: Dec 13 2010, 03:42 AM

მართლაც რომ საოცარ სიმშვიდეს ვგრძნო როცა ამ ტაძარში შევდივარ...

პოსტის ავტორი: ემანუელი თარიღი: Dec 15 2010, 07:07 PM

მახოროგა

რა სამუშაოები მიმდინარეობ, ხომ ვერ დააკონკრეტებ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2019, 10:33 PM

"წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი X-XI საუკუნეებშია აგებული. მას თამარ მეფის ეპოქას მიაკუთვნებენ. ტაძარი გამოირჩევა თავისი მოხატულობით; 1384-96 წლებში მოიხატა ვამეხ დადიანის ბრძანებით. კონსტანტინოპოლში გაიგზავნა ბერები - მახარობელ ქვაბალია და ანდრონიკე გაბისულავა, რომლებმაც ჩამოიყვანეს ხატმწერი კირმანუელ ევგენიკოსი. ტაძრის ბიზანტიური ფრესკები მსოფლიო მნიშვნელობის სიძველეა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2022, 01:37 PM

"ქ. პატრონისა ერისთავთ ერისთავის და მანდატურთუხუცესისა დადიანისა ვამეყის ბრძანებითა მოვიყვანეთ კონსტანტინოპოლით მხატვარი კირ მანოელ ევიენკოს და დავახატინეთ ესე ეკლესია..."
წალენჯიხის საყდრის წარწერიდან

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 191/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2022, 08:31 PM

"კონსტანტინოპოლში ქართველები ხშირად იდმროინდელი მსოფლიოს კულტურის მიღწევების გასაცნობად მიემგზავრებოდნენ. ამ ქალაქიდან იწვევდნენ ხოლმე ისინი საუკეთესო მხატვრებსაც თავიანთი ეკლესია-მონასტრების მოსახატად.

ოდიშის ერისთავ ვამეყ I-ს 1286-1396 წლებში ამ მიზნით კონსტანტინოპოლში გაუგზავნია მახარებელი ქვაბალია და ანდრონიკე გაბისოლავა. მათ ბიზანტიის დედაქალაქიდან ჩამოუყვანიათ ბერძენი მხატვარი მანუელ ევგენიკოსი, რომელმაც მოხატა წალენჯიხის საყდარი. ამის შესახებ ცნობა დაცულია ამ საყდრის ორი ცენტრალური სვეტის ფრესკულ წარწერებში"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 207/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)