თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ლაშარის წმიდა გიორგი(ლაშარის ჯვარი)

პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Dec 13 2006, 03:39 AM

”წინად ყოფილა აშენებული ლაშა გიორგისგან ეკლესია წმინდის გიორგისა სახელზედ,რომლისათვისაც მშვენიერი ხატი წმინდის გიორგის შეუწირავს.ეს გარემოება ხალხს დავიწყებია,შეწირული და შემწირველი გაუერთებია და კიდეც გაუღმერთებია”
ვაჟა ფშაველა

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Dec 13 2006, 03:50 AM

IPB-ს სურათი

ლაშარობა

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Dec 13 2006, 04:38 AM

IPB-ს სურათი

ეს მეთხუთმეტე საუკუნის ხატია და ეხლა ინახება რუსეთის მუზეუმში თუ არ ვცდები ლაშარის წმინდა გიორგის ხატი უნდა იყოს

პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Dec 13 2006, 05:07 AM

თუ დაიჯერებ, ლაშარის წმიდა გიორგის ძალით და თანადგომით გამაქვს თავი ამ ცხოვრებაში.(სურათის ატვირთვა კიდე არ გამომდის)

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 24 2007, 03:05 PM

მგონი წინა დღეებში იყო ლაშარობაო, ხომ არავის გაგიგიათ როდის არის ხოლმე ეს დღესასწაული?

პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Apr 25 2007, 08:16 PM

14 ივლისს

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 26 2007, 01:35 AM

ციტატა(ზოსიმე @ Apr 25 2007, 04:16 PM) *

14 ივლისს

მოძრავი არაა ?

პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Apr 28 2007, 01:07 AM

ROGORC VICI TARIGI UCVLELIA

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Apr 28 2007, 09:12 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Apr 24 2007, 04:05 PM) *

მგონი წინა დღეებში იყო ლაშარობაო, ხომ არავის გაგიგიათ როდის არის ხოლმე ეს დღესასწაული?

ლაშარობა 12 ივლისიდან იწყება და მერე 3 სწორი აქ, რა ვიცი ადგილობრივები ესე ეძახიან, "სწორებს". ანუ ეგ ნიშნავს რომ გრძელდება 3 კვირის განმავლობაში. და მესამე კვირის კვირა დღეს მთავრდება.
რაც ვიცი კიდევ ამ დღესასწაულზე ისაა რომ პირველ სწორზე(როგორც ადგილობრივები უწოდებენ) გამოაბრძანებენ წმინდა გიორგის ხატს, რომელსაც უამრავი ხალხი მიყვება უკან, შემდეგ კი მსხვერპლს წიავენ, ან ცხვარს ან ძროხებს, რომლებსაც დიდი ხმლით აცლის თავს ხევისბერი.
ძალიან ლამაზი სანახავია ლაშარობის დღესასწაული, თუმცა მსხვერპლშეწირვის ყურება სუსტი გულის ადამიანებისთვის ნაკლებად სასიამოვნოა. smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Natali_a თარიღი: Jun 30 2007, 09:46 PM

გამარჯობათ. smile.gif 14 ივლისს მივდივარ მე პირადად, ჯერ ხოშარობაა, მერე ლაშარობა და ბოლოს თამარღელეობა. ეს სურათები შარშან გადავიღე ლაშარობას.
ხევისბერი
http://imageshack.us
Shot at 2007-06-30

ხატის კარზე ხრიდოლელები
http://imageshack.us
Shot at 2007-06-30

ხევისბერი ლაშარის ყმებს ამწყალობებს

http://imageshack.us
Shot at 2007-06-30


ყოველ წელს ლაშარის გორზე მისულები ჯალაბაურის ჯაჭვის აწევას ცდილობენ, ჯაჭვი 30 კილოს იწონის , მისი აწევის განსხვავებული ტრადიცია არსებობს, გასულ წელს დავით ჯალაბაურმა ასწია ეს ჟაჭვი
http://imageshack.us
Shot at 2007-06-30

ესეც ერთ-ერთი რიტუალია, რომელიc ხატობაზე სრულდება,თუ არ ვცდები ფერხისა ჰქვია

http://imageshack.us
Shot at 2007-06-30

ამ თასში კი შესაწირის სახით ფულს ყრიან, ასხამენ ლუდს და მიირთმევენ ისე რომ თასს არ შეეხონ ( მხოლოდ მამაკაცები) მანამ უნდა დალიონ ლუდი, სანამ იქ მყოფნი არ შესძახებენ -"შაიშრო"
http://imageshack.us
Shot at 2007-06-30

http://imageshack.us
Shot at 2007-06-30



პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 30 2007, 09:56 PM

ძალიან საინტერესო ტრადიციები აქვთ...

თუმცა მართლმადიდებლობასთან ცოტა ვერ აქვთ საქმე კარგად...

smile.gif

პოსტის ავტორი: yakuza თარიღი: Jul 4 2007, 07:43 PM

წელს მე ვაპირებ ლაშარობაზე ავიდე უ მოვაბი თავი და ვინმე მცოდნე ხომ ვერ მეტყვით როგორ მივიდე იქამდე და რა გზით?

თავიდან ლექტორს უნდა წავეყვანეთ 16შია ლაშარობაო მაგრამ ახლა ვეღარ მივყავართ, მე კიდე მაინც მინდა ავიდე, ხომ ვერ დამეხმარებით გავიგო იქ მოხვედრის საშუალებები?

პოსტის ავტორი: meleqse თარიღი: Jul 6 2007, 11:53 PM

მეც ძალიან მაინტერესებს. იქნებ უფრო კონკრეტულად აგეღწერათ ადგილმდებარეობა, რახან გახსნილია თემა იქნებ გვიპასუხოს კიდეც ვინმემ smile.gif და კიდევ ზუსტი თარიღი: 12-შია, 14-ში თუ 16-ში???

პოსტის ავტორი: yakuza თარიღი: Jul 7 2007, 05:57 PM

ჩემ ლექტორს უთხრა ტრისტან მახაურმა (თუ არ იცით ვინაა კაი ფოლკლორისტი და პახოდუ იქაურია) რო ლაშარობა არის 16შიო.

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Jul 7 2007, 06:06 PM

vaa ra sainteresoa,da ratomgac suratebshi mandilosnebi ar arian da e.i iq mandilosans araferi ar esaqmeba ara? g.gif

პოსტის ავტორი: Natali_a თარიღი: Jul 8 2007, 02:01 AM

yakuza
ტრისტანი ჩემი ლექტორია, smile.gifლაშარობა 16 შია, მაგრამ მანამ არის ხოშარობაც, უმეტესობა 14 მიდის, მათ შორის მეც, მეორე დღეს ჩავდივართ ლაშარის გორასთან. თუ არ გინდა ხოშარაზე ამოხვიდე პირდაპირ იქ მოხვალ.
რაც შეეხება წასვლას, შეგიძლია მსურველები შეკრიბო, დაიქირაოთ სამარშუტო ტაქსი, შარშან ჩვენ 250 ლარად ჩაგვიყვანა და მერე წამოგვიყვანა კიდეც. და თუ შენ მარტო ხარ და გულით გინდა წამოსვლა, მე ჩემებს ვკითხავ, თუ არის ადგილი, წამოდი ჩვენთან ერთად. smile.gif

ubralod ninka
როგორც ტაძარში საკურთხეველში ქალის შესვლა არ შეიძლება, ისეა იქაც, არის ადგილები რომელზეც დიაცის ფეხი არ უნდადაიდგას. თორემ სხვა ადგილას რამდენიც გინდა იმდენი იარე.[

პოსტის ავტორი: yakuza თარიღი: Jul 9 2007, 12:05 AM

ციტატა(Natali_a @ Jul 8 2007, 02:01 AM) *

yakuza
ტრისტანი ჩემი ლექტორია, smile.gifლაშარობა 16 შია, მაგრამ მანამ არის ხოშარობაც, უმეტესობა 14 მიდის, მათ შორის მეც, მეორე დღეს ჩავდივართ ლაშარის გორასთან. თუ არ გინდა ხოშარაზე ამოხვიდე პირდაპირ იქ მოხვალ.
რაც შეეხება წასვლას, შეგიძლია მსურველები შეკრიბო, დაიქირაოთ სამარშუტო ტაქსი, შარშან ჩვენ 250 ლარად ჩაგვიყვანა და მერე წამოგვიყვანა კიდეც. და თუ შენ მარტო ხარ და გულით გინდა წამოსვლა, მე ჩემებს ვკითხავ, თუ არის ადგილი, წამოდი ჩვენთან ერთად. smile.gif


მსურველებს ვიშოვი მაგრამ იმდენს ვერა რომ მარშრუტკა დავიქირავოთ, და რეისები არ არის რაიმე ისეთ ადგილას რომ ჩამოვიდე და ფეხით გადავიდე პატარაზე? ან ჯერ ბარისახოში რომ ჩავიდე და იქიდან წავიდე სარეისოთი ხოშარში ან ლაშარში არ გამოვა? ანუ თეორიულად სად არის ვიცი ეგ ხატობები და ბარისახოს გზა სად არის პრაქტიკულადაც ვიცი, მაგრამ ის მაინტერესებს იქ მოსახვედრი საშუალება თუ არის რაიმე ავტობუსის დაქირავების გარდა.

პოსტის ავტორი: yakuza თარიღი: Jul 9 2007, 01:19 PM

ციტატა(Natali_a @ Jul 9 2007, 12:41 AM) *

yakuza
სხვა არაფერი sad.gif


და რა მაინტერესებს კიდევ, თქვათ ბარისახოს მარშრუტკაზე დავჯექი დიდუბეს სადგურზე და ჩამოვედი ფშავის გადასახვეზე, იქიდან ფეხით რო წავიდე ხოშარამდე შესაძლებელია? ანუ მასე რომ მოვიქცე ბევრი იქნება სავალი? და თვითონ ხოშარში თუ მოვხვდი 14ში იქიდან (როგორც მივხვდი 14შია ხოშარობა ხო?) მერე 16სი ადვილად გადავალ ფეხით ლაშარის გორაზე?

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 9 2007, 03:40 PM

ლაშარობა - ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო ცენტრი მდებარეობდა არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ე.წ. "ლაშარის გორაზე". ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც "გიშრის ფრთიანი ნისლა ცხენით" წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისაგანაც), ადგილ-მამულებს, ზვრებს კახეთში.
არსებობს შეხედულება რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ, ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, მაგრამ ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს, რომელიც ქრისტიანულ ხანაში ლაშა გიორგის სახელს შეერწყა.
ლაშარობა აღინიშნება თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში. იწყება 12 ივლისს და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. თიანეთშიძველი ტადიციის თანახმად ხდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი,ხევისბერის მიერ წმინდა დროშის (სალოცავის) გამობრძანება,მლოცველთა დალოცვა. ასევე იმართება ტრადიციული დოღი და კულტურული ღონისძიებები.


პოსტის ავტორი: yakuza თარიღი: Jul 9 2007, 06:04 PM

Natali_a

ესეიგი, ველაპარაკე ბარისახოს სარეისო ავტობუსის მძღოლს, რომელმაც მითხრა რომ ბარისახოსკენ ავტობუსები დადის მხოლოდ 5 საათზე. ხოდა მირჩია რომ შენ თუ 14ში ხატობზე გინდა ჩასვლა 13ში წადი ავტობუსიტო, ფშავის გადასახვევთან ჩამოდი და იქიდან ფეხით წადი შუაფხომდე, იქ დაბანაკდი და მეორე დღეს, 14ში იქნება გოგოლაურთაში ხატობაო. ხოდა ეს გოგოლაურთას ხატობა შუაფხოსთან ახლოს რო იქნწებაო, გაგძელდება ორი დღეო, 14–15ო და მერე 16ში უკვე ლაშარობაზე გადადიო. ასე მითხრა და თუ არ შეწუხდებით ხომ ვერ მირჩევთ როგორ მოვიქცე, 14ში ავიდე გვიან (ავტობუსი 17 საათზე გადის და ფეხით ხოშარამდე კიდე ფეხით ხო იქნება არა 3–4 საათის სავალი) და როგორც შენ თქვი ხოშარში დავბანაკდე თუ შუაფხოსთან ახლოს დავრჩე ორი დღით და იქიდან მერე უკვე 16ში ჩამოვიდე ხოშარში ლაშარობაზე?

პოსტის ავტორი: Natali_a თარიღი: Jul 9 2007, 08:14 PM

ციტატა(yakuza @ Jul 9 2007, 07:04 PM) *

Natali_a

ესეიგი, ველაპარაკე ბარისახოს სარეისო ავტობუსის მძღოლს, რომელმაც მითხრა რომ ბარისახოსკენ ავტობუსები დადის მხოლოდ 5 საათზე. ხოდა მირჩია რომ შენ თუ 14ში ხატობზე გინდა ჩასვლა 13ში წადი ავტობუსიტო, ფშავის გადასახვევთან ჩამოდი და იქიდან ფეხით წადი შუაფხომდე, იქ დაბანაკდი და მეორე დღეს, 14ში იქნება გოგოლაურთაში ხატობაო. ხოდა ეს გოგოლაურთას ხატობა შუაფხოსთან ახლოს რო იქნწებაო, გაგძელდება ორი დღეო, 14–15ო და მერე 16ში უკვე ლაშარობაზე გადადიო. ასე მითხრა და თუ არ შეწუხდებით ხომ ვერ მირჩევთ როგორ მოვიქცე, 14ში ავიდე გვიან (ავტობუსი 17 საათზე გადის და ფეხით ხოშარამდე კიდე ფეხით ხო იქნება არა 3–4 საათის სავალი) და როგორც შენ თქვი ხოშარში დავბანაკდე თუ შუაფხოსთან ახლოს დავრჩე ორი დღით და იქიდან მერე უკვე 16ში ჩამოვიდე ხოშარში ლაშარობაზე?

ამდენს რატომ წვალობ, ჩვენთან არის ერთი ადგილი და წამოდი. ხოშარადან ლაშარის გორამდე ყველანი ფეხით გადავდივართ ძალიან ახლოსაა.

პოსტის ავტორი: meleqse თარიღი: Jul 9 2007, 08:34 PM

ლეონტი

გაიხარე ინფორმაციისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 17 2007, 09:25 AM

გუშინ ღამე ჩამოვედი ფშავიდან, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვერც გუშინ დავრჩი, ხოშარობაზე და ლაშარობაზე ვიყავი, დღეს თამარ ღელეობა იყო,
ძალიან მაგარი იყო და ბევრი ხალხიც გახლდათ, ხო ვინმე თუ იყავით დაპოსტეთ კიდევ, ვიხალიხებ თუ ნაცნობები აღმოჩნდებით ამ ფორუმიდან smile.gif

პ.ს. ხო ის 17 კმ ვიარეთ ფეხით წვიმაში, მაგრა ვიხალისეთ თან, ბოლოს ურეაქციოდ ვტოპავდით ღელეებშიც და წვიმას ვერც ვგრძნობდით

ხო სურათებს მერე ვატვირთავ, და თქვენც დადეთ, ვიხალისებ თუ ჩემს თავსაც ვიპოვი smile.gif

პოსტის ავტორი: yakuza თარიღი: Jul 17 2007, 01:15 PM

ციტატა(piligrimi @ Jul 17 2007, 09:25 AM) *

გუშინ ღამე ჩამოვედი ფშავიდან, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვერც გუშინ დავრჩი, ხოშარობაზე და ლაშარობაზე ვიყავი, დღეს თამარ ღელეობა იყო,
ძალიან მაგარი იყო და ბევრი ხალხიც გახლდათ, ხო ვინმე თუ იყავით დაპოსტეთ კიდევ, ვიხალიხებ თუ ნაცნობები აღმოჩნდებით ამ ფორუმიდან smile.gif

პ.ს. ხო ის 17 კმ ვიარეთ ფეხით წვიმაში, მაგრა ვიხალისეთ თან, ბოლოს ურეაქციოდ ვტოპავდით ღელეებშიც და წვიმას ვერც ვგრძნობდით

ხო სურათებს მერე ვატვირთავ, და თქვენც დადეთ, ვიხალისებ თუ ჩემს თავსაც ვიპოვი smile.gif


მეც გუშინ ღამე ჩამოვედი, გოგოლაურთობაზე ვიყავი და ლაშარობაზეც, 4ზე გამოვეფით გუსინ და ვიარეთ ფეხით გადასახვევამდე, იქიდან კიდევ კეთილმა ბიძიებმა წამოგვიყვანეს მანქანით თბილისში, ღამის 2 საათზე ჩამოვედით. შენ ხრიდოლელი ხარ? მე რაც ვნახე იქ ჩვენ ოთხის გარდა მხოლოდ ერთი უფროსების სასტავი იყო (ვინც ჩამოგვიყვანეს) და ხრიდოლელები მშობლებითურთ.

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 20 2007, 11:25 PM

ციტატა
ხევისბერი ყველა ხატს თავისი ყავს და გოგოლაურთობაზე იქო გოგოლაურთას ხევისბერი, გოგოლაური

ხო მაგდენი არ ვიცი მე ხომ იქაური არ ვარ..


ესეც ლაშარობა,
IPB-ს სურათი
ესეც შეპირებული ფოტო, ისე უბრალოდ გადავიღე და მგონი ოდნავ მოსჩანხართ smile.gif დანარჩენებსაც ავტვირთავ ნელ-ნელა, ისე პრინციპში მეც უნდა გახსოვდეთ ჩემი ხევსურული ჩოხის გამო smile.gif

პოსტის ავტორი: yakuza თარიღი: Jul 21 2007, 01:10 PM

ციტატა(piligrimi @ Jul 20 2007, 11:25 PM) *

ხო მაგდენი არ ვიცი მე ხომ იქაური არ ვარ..
ესეც ლაშარობა,
IPB-ს სურათი
ესეც შეპირებული ფოტო, ისე უბრალოდ გადავიღე და მგონი ოდნავ მოსჩანხართ smile.gif დანარჩენებსაც ავტვირთავ ნელ-ნელა, ისე პრინციპში მეც უნდა გახსოვდეთ ჩემი ხევსურული ჩოხის გამო smile.gif


მადლობ ფოტოსთვის, მანდ თქვენ ატანილ გემრიელ სქელ ქადებს შევექცეოდით biggrin.gif

შენ ხევსურული ჩოხა თუ გეცვა, მაშინ მართლა ის ყოფილხარ დოლზე და ბალალაიკაზე რომ ჩამოგზავნეს საყეენოს დალევის შემდეგ, თუ იდე ვინმეს ეცვა ხევსურული ჩოხა? მე დაჟე გკითხე, ეგ ფშაური ცოხა არ არის მეთქი? თუ შენ ხევსურულ ჩოხაში ტალავარს გულისხმობ და ტალავარით იყავი იქ?

პოსტის ავტორი: yakuza თარიღი: Jul 21 2007, 05:54 PM

მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: Natali_a თარიღი: Jul 23 2007, 02:30 AM

ციტატა(yakuza @ Jul 21 2007, 02:10 PM) *

მადლობ ფოტოსთვის, მანდ თქვენ ატანილ გემრიელ სქელ ქადებს შევექცეოდით biggrin.gif

შენ ხევსურული ჩოხა თუ გეცვა, მაშინ მართლა ის ყოფილხარ დოლზე და ბალალაიკაზე რომ ჩამოგზავნეს საყეენოს დალევის შემდეგ, თუ იდე ვინმეს ეცვა ხევსურული ჩოხა? მე დაჟე გკითხე, ეგ ფშაური ცოხა არ არის მეთქი? თუ შენ ხევსურულ ჩოხაში ტალავარს გულისხმობ და ტალავარით იყავი იქ?



მგონი დედაჩემის ქადებზეა საუბარი. smile.gif ისე გაგიჭირდება ჩოხით ვინმეს ცნობა უმეტესობას ჩოხა ეცვა. ისე მე უფრო მაგარი სურათები მაქვს tongue.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 26 2007, 01:39 AM

ესეც ფშავის არაგვის ხეობა და ფსავი მთები, ულამაზესია

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 28 2007, 07:36 AM

IPB-ს სურათი
გელა დაიაური და კიდევ მომღერლები, სამწუხაროთ მათი სახელები არ ვიცი

IPB-ს სურათი
ხო ამ სურათსი დაღე მეც ვჩანვარ,

ხევისბერი, და.............
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 28 2007, 07:49 AM

IPB-ს სურათი
უბრალოდ სახლი....... რაივი მეტი smile.gif
IPB-ს სურათი
სალუდე დარბაზი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
ესეც ლაშარის სალოცავი

პოსტის ავტორი: meleqse თარიღი: Jul 30 2007, 09:22 PM

მაგარია ფშავი. კი წავიდოდა კაცი დასასვენებლად ერთი-ორი კვირით, მარა ვინ გაღირსაsmile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 31 2007, 02:37 AM

ციტატა(meleqse @ Jul 30 2007, 10:22 PM) *

მაგარია ფშავი. კი წავიდოდა კაცი დასასვენებლად ერთი-ორი კვირით, მარა ვინ გაღირსაsmile.gif



წადი ნამდვილად კარგი იქნება, ეგ არის რომ მე თითქმის ვეგარ ჩავდივარ ერთიდაიმავე ადგიალს უკვე ორჯერ უკვე სხვაგან გავბივარ და გული მწყდება, ასე რომ არ ვიცი როდის მოვხვდები ფშავში კიდევ მაგრამ ის ვიცი რომ სასიამოვნო მოგონებად დამრჩება იქ ყოფნა

ციტატა
jigari xar pilig


გაიხარე, აბა შენ იცი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)