***
დავითები მესმის, მაგრამ ანთიმოზ ივერიელი და სერაფიმე საროველი როგორ? თვითონ აირჩიე? თუ რამე განსაკუთრებული მოვლენის შედეგად?
ჩემი მფარველი წმიდანია მარიამ ეგვიპტელი...
მარიამი
რაღაც განსაკუთრების გამო, მაგრამ ვერ ვიტყვი.... ბოდიში...
მაგას ვერ გეტყვიტ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ორივე წინდანისგან შემწეობას ვგრძნობ...
ჩემი მფარველი წმინდანია "ზებედე"
მე მქვია ანა. ჩემი მფარველი ანგელოზია ღვთისმშობილის დედა ანა და იოანე ღვთისმეტყველი (მისი ხსენების დღეს ვარ დაბადებული). IOANA ორივე მფარველი ანგელოზის სახელს იტევს.
ჩემი მფარველი წმიდანი არის წმიდა ალექსანდრე ნეველი
IOANA
სამების ერთ-ერთმა იღუმენმა ადამმა თქვა, რომ ანა არასწორია, სწორია ანნა...
სადღაც წავიკითხე, ქართულ ენაში ორი თანხმოვანი ერთად კარგად არ ჯდებაო, თუ არასწორიაო... თავს ვერ დავდებ... ისედაც როცა ამბობ, ერთი "ნ"-თი ქართულად გამოდის და ორი "ნ"-თუ რაღაც რუსულ ჟღერადობას იძენს... იღუმენს არ ვეკამათები, ღმერთმა დამიფაროს... ალბათ ჰქონდა საფუძველი როცა ამბობდა. იქნებ ვინმემ ზუსტად დაწეროს ამის შესახებ: რის საფუძველზე უნდა იყოს "ანნა" და არა "ანა"?
david the iverian
მარიამი
მეც არ ვიცი რის საფუზველზეა "ანნა", მეც ეგ სულ რუსულის გავლენა მეგონა. ისე ყველა სახელების წიგნში, რაც მე მინახავს, ასევე ტროპარ- კონდაკებშიც ყველგან "ანა" წერია.
ჩემო მფარველი ანგელოზი მარიამ მეგვიპტელია.
ჩემი მფარველი ანგელოზია ლეონ დიდი რომის პაპი.
mnate
glaxa
პაპი იგივე მამა ჭეშმარიტი ეკლესიისადმი რომის ეკლესიის ჩამოცილებამდე საჭეტმპყრობლობდა რომის მარტლმადიდებლურ ეკლესია სხვათაშორის ანტიოქიის ეკლესიის მწყემსთავარი "პაპის და პატრიარქის" ტიტულს ატარებს ასე რომ "ფსევდო პაპი" და პაპიზმი შორს აქედან
mnate
aaaa...ai ras niSnavs ufskero ganaTleba...
Sen rom ara vin metyoda
ლეონ დიდი რომის პაპი 461 წელს ცხოვრობდა ხოლო კათოლიკები მე11საუკუნეში გაჩნდნენ.რომის ბევრი პაპი არის წმინდანად შერაცხული და ისინი თავიდან მართმადიდებლები იყვნენ ხოლო როცა დასავლეთ რომს მოუნდა გამოყოფა აღმოსავლეთ რომისგან მაშინ მათ ბევრი ცვლილებები შეიტანეს ქრისტიანულ დოგმატებში და რელიგიური და პოლიტიკური მიზეზებით გამოეყვნენ აღმოსავლეთ რომს.ეს ცვლილებები დღესაც გრძელდება,ხოლო მართმადიდებლობამ კი უცვლელად შეინარჩუნა მოციქულებისა და 7მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები.
მართმადიდებლობა ამბობს:დრონი იცვლებიან მაგრამ ქრისტიანული შეხედულებები და დოგმები არ იცვლება.ეს უნდა ახსოვდეს თანამედროვე ცვლილება მოყვარულ მსოფლიოს. დრო ცვლიდა ყველაფერს მეფეებს მთავრობებს.სახემწიფოები იქმნებოდნენ და ქვრებოდნენ მაგრამ უფლის ჭეშმარიტება და სამართალი იყო არის და იქნება შეუცვლელი.
მოგვახსენეთ თქვენი აზრი
ჩემი მფარველია წმ.სალომე უჯარმელი...
ჩემი მფარველია I საუკუნის მოწამე წმიდა მამია, რომელიც წამებამდე ავაზაკი იყო და შემდგომ ერთერთმა სამოცდაათაგანმა მოციქულმა მოაქცია. თუ ვინმეს გაქვთ ამ წმიდანის ხატის სურათი გთხოვთ დადოთ აქ-ფორუმზე. წინასწარ მადლობა და გაიხარეთ!
ჩემი მფარველი წმინდანია ღირსი ალექსი ღვთისკაცი
http://orthodoxy.wanex.net/tsmindanebi/alexi_gvtiskatsi.htm
მე დამარქვეს წმინდა დიდმოწამე ირინეს სახელი
როგორ უნდა ჩავსვა ხატი?
როგორც უკვე ვთქვი ჩემი მფარველი წმინდანია, ლეონ დიდი რომის პაპი.
წმიდა ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია - წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წელს კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეონი საოცარ სიმტკიცესა და შეურყველობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნების მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალობლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-თან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფიზიტობის დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეონის ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ფლავიანეს (447-449) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ ავაზაკთა კრებას ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა. ერეტიკოსები ევტიქი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს. წმიდა პაპი ბარბაროსთა შემოტევებისგანაც იცავდა თავის სამშობლოს: 452 წელს მან სიტყვის ძალით დააშოშმინა იტალიის დასანგრევად და ასაოხრებლად გამზადებული ჰუნების მრისხანე მთავარსარდალი ატილა, 455 წელს კი რომში შემოჭრილ ვანდალების წინამძღვარს ჰუნზერიხს შეაგონა, არ დაენგრია ქალაქი, შენობები არ გადაეწვა და სისხლი არ დაეღვარა.
პაპმა ლეონ დიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ის წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და მხურვალე ლოცვებითა და ქველისსაქმეებით ემზადებოდა მისთვის.
წმიდა მამა 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
აღებულია orthodoxy.wanex.net
წმიდა დიდმოწამე ირინე (I-II)
5 (18) მაისი
წმიდა დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მაგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის აღმზრდელ კარიეასთან ერთად თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღე მოდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი - ზეთისხილის რტოთი, არწივი - გვირგვინით და ყვავი - გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა სათნოებათა - მორჩილებისა, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის დრო - მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისღებით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა - სულიერი სიმაღლის სიმბოლომ - მოართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისაგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნილობას მოუტანდა წმიდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქული ტიმოთესაგან და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისათვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმიდანის წინშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს ხელი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა იესო ქრისტსეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა ირინემ უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და განემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმიდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც 10 დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდა წმიდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააგდო. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმიდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინეს მიერ მოქცეულ იქნა 10000 წარმართი. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თავადაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამიერ სოფლისაგან მისი განსვლის ჟამი. წმიდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლების სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წმიდა დიდმოწამე ირინეს ხატი ნახეთ ზემოთ
მე ორი სახელი მაქვს ია და ნონა.
საქმე იმაშია რომ თავად არ ვიცი ნათლობის სახელი, რადგან რომ მომნათლეს პატარა ვიყავი და ჩემს მშობლებს არ ახსოვთ რომელი სახელი მომცეს ნათლობისას. ნათლიას კი სამწუხაროდ არ ვიცნობ.
ჩემი ალბათ წმინდა გიორგი იქნება რახან გიორგი მქვია?
მონათლული თუ ხარ კი, მაგრამ თუ ათეისტი ხარ?..
მონათლული ვარ, ეგ ბავშვობაში მოხდა.
თუ ათეისტი ვარ მაშინ იასნია, არ მეყოლება.
Palefty
მაინტერესებს რამდენი წლის ბრძანდებით?
iako
დიდი მადლობა ყველას ინფორმაციისთვის.
რომელი საუკუნეა-ზე რას პასუხობ ხოლმე?
mnate
მე დამარქვეს წმ.ეკატერინეს სახელი
წმიდა დიდმოწამე ეკატერინე (+305-313)
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. იშვიათი მეცნიერებითა და გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა.
ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულად გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა, მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღამტებულია შენზე: მისი მშვენიერება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული.
ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა - წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარსდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისათვის. მაგრამ ყრმა პირს არიდებდა ასულს და ამბობდა, არ შემიძლია მას შევხედო, რადგან წმიდა ნათლისღების წყალში განუბანველი და სულიწმიდის ბეჭედს მოკლებული ყველა ადამიანივით უშნო, მდაბიო, გლახაკი და უგუნურიაო. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა, შემდეგ კი ნათლობის წესიც აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი - ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა.
ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინი ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უპირველეს ხელისუფალს - უღმრთო იმპერატორ მაქსიმინს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. მან გადაწყვიტა, გადმოებირებინა ქალწული, რითაც წარმართული ცრუ-სიბრძნე განდიდდებოდა. ამისთვის იმპერატორმა იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის - იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს.
მაქსიმინმა სიმდიდრისა და დიდების აღთქმით სცადა მისი ცდუნება. როცა სანაცვლოდ რისხვით სავსე პასუხი მიიღო, იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული წმიდანის სულის სიმტკიცემ. წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც იწრმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი.
მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ 200 მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინი ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის - ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527- 565; ხს. 14 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.
წმიდა ეკატერინეს ტროპარი:
ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე, ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენ თანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი, და ვითარცა ყოვლად ბრწყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე, და დედოფალი მორწმუნე-ჰყავ, და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივ-წოდებული სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედით ზეცისა სასძლოსა ყოვლად შვენიერსა სიძისა შენისა მიმართ ქრისტესა, და მის მიერ სამეფოთა გვირგვინითა გვირგვინოსან იქმენ, და ანგელოსთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩუენ ყოველთა-თვის, რომელნი აღვასრულებთ ყოვლად პატიოსანსა სახსენებელსა შენსა.
კონდაკი:
მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო აწ დაადგინენით, მაქებელთა ყოვლად ბრძნისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა ქრისტე ქადაგა, და გველი დასთრგუნა, რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყველმან.
ჩემი მფარველი ანგელოზია წმიდა გიორგი (გიორგობას ვარ დაბადებული) და ფოტინე -სამარიტელი დედაკაცი
მარიამი
კი, ნათია მქვია,თუმცა ძალიან მიყვარს ფოტინეს როდესაც მეძახიან
მარიამი გაიხარე და წმიდა ფოტინეს მადლი გფარავდეს...
ჩემი მფარველი წმინდანია ჭმინდა ადრიანე და ნატალია სხვათაშორის ხვალ არის ხსენება და ყველა ნატალიას ვულოცავ
ჩემი მფარველები არიან: წმ.გიორგი, წმ. აბო,
ჩემი მფარველი წმინდანი წმიდა გიორგია.
judi
მე მყავს ერთი ნაცნობი არაბი ქრისტიანი იმასც ფოტინე ქვია..
ფოტინე ჩემი მფარველი წმიდანიცაა, რადგან 2 აპრილს ვარ დაბადებული, მისი ხსენების დღეს. სახელი კი, რამდენდაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თამარი მქვია და რა თქმა უნდა, წმიდა თამარ მეფე არის ჩემი მფარველი წმიდანი.
ჩემს მფარველ წმინდანათ მივიჩნევ ღირს მამა დავით გარეჯელს!რადგან მე მთაწმინდის მამა დავითის ტაძარში დავდივარ.
ჩემი მფარველი წმინდანია ღირსი მამა დავით გარეჯელი
ჩემი მფარველია წმინდა ნიკოლოზი მისი მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ მაღალმა ღმერთმა
წმ. მაია, მეტეხის ხიდთან წამებულ 10 000 მოწამეში შედის... ხსენების დღეა 11/24 დეკემბერი
ჩემი მფარველი წმინდანია ზებედე, ჰოდა ვინმეს თუ გაქვთ 100 000 ქართველი მოწამის ხატი დადეთ რა აქ.
salome
არა ზურა მქვია!
მარიამი
გმადლობ უკეთესი ხარისხის სურათებისთვის მარიამ!!! ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ჩემი დადებული ფოტოების გადახარისხებას აკეთებ...
გაიხარე, თუ კი კიდევ შემისწორებ ხარისხით ფოტოებს მხოლოდ გამახარებს, მეც და სხვებასც
ირმა მქვია მე რატომღაც მგონია რომ წმინდა ნიკოლოზი მფარველობს
Irma
რომელი წმინდა ნიკოლოზი?
მშვიდობა, ჩემო ძვირფასებო!
მე ელისაბედი მქვია და ჩემი მფარველი წმინდანი წმ. იოანე ნათლისმცემლის დედაა:
წმ. ელისაბედი. მისი ცხოვრება ალბა ყველამ ყველასთვის კარგად ცნობილია. თუმცა მე დიდი სურვილი მაქვს მასზე ბევრად უფრო მეტი ვიცოდე. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია და აქ გამოაქვეყნებტ, უზომოდ მადლობელი დაგრჩებით.
ერთი რაგაც მაინტერესებს.მე ირაკლი მქვია და რამდენიმე წმინდანი არის ამ სახელით და კიდევ 21 სექტემბერს ანუ ღვტისმშობლობას ვარ დაბადებული და რომელია ჩემი მფარველი ანგელოზი როგორ გავიგო, ტუ ყველანი ერთად?
წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი
წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქის ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურობდა. მართალი თანამეუღლენი „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“ (ლკ. 1, 6), მაგრამ უნაყოფობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა“ (ლკ. 1, 15) და „პირველად განვიდეს წინაშე ნისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა“ (ლკ. 1, 17). ზაქარია დაეჭვდა.
ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა, როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ „მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ და იტყოდა და აკურთხებდა ღმერთსა“ (ლკ. 1, 64). სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე.
როცა უსჯულო ჰეროდემ მოგვებისგან შეიტყო მესიის შობის შესახებ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოეჟლიტა ყველა წული „ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2, 16) - იმედოვნებდა, რომ სოფლის მაცხოვარიც მათ შორის იქნებოდა. ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მის ძეს. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრელმებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა“ (მთ. 23, 35). მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ
აი სულ ეს მოვიპოვე თუ ახალი არის შენთვის რამე არ ვიცი
P.S. ისე მე არ წამიკითხია ეს
მშობლების სიკვდილის შესახებ არ მქონდა წაკითხული
mr_morrison ქართული შრიფტით უკვე სიხარულით ვკითხულობ შენ ფოსტებს
დიდი მადლობა ირაკლი გამოხმაურებისათვის! მიუხედავად იმისა, რომ ეს წაკთხული მქონდა, მაინც მიხარია თქვენი ყურადღება
mr_morrison
ნიკოლოზი - ხალხის მძლეველი (ბერძ.)
იაპონელი, მთავარეპ. მოც. სწორი; 16.02
კათალიკოსი; 2.02; (3.03)
მორონ-ლუკიის მთავარეპ. საკვირველთმოქმ. 22.05; 19.12
სებასტიელი, მოწამე; 22.03
სლავი, სქემმონაზონი; 6.01
სტუდიელი, იღუმენი, აღმს. 17.02
ქართველი (დვალი), მოწამე; 25.02
ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი, ღირ. 16.11
აი რამდენი წმინდა ნიკოლოზია
ფორუმელებს გაუმარჯოს!
ვინმეს ხომ არა გაქვთ, შემთხვევით წმიდა მამიას ხატი(I საუკუნე). თუ გაქვთ ფორუმზე დადეთ ან ელ.ფოსტით გამომიგზავნეთ.
წინასწარ დიდი მადლობა და გაიხარეთ!
მარიამ შენ წმ. ზებედეს ხატიც გექნება და თუ აღმოაჩინე დადე რა
მარიამი უდიდესი მადლობაააა!!!!
გაიხარე, უფალმა ისეთი სიხარული მოგცეს ახლა როგორც მე გამახარეეე
ჩემი მფარველია წმინდა ნინო
მე მქვია გიორგი და ჩემი მფარველი წმიდანია წმ. გიორგი
მე მქვია ნანა და ჩემი მფარველია ნანა დედოფალი
მე მქვია გიორგი დაჩემი მფარველია წმ.გიორგი
მე მქვია მარინე და ჩემი მფარველია დიდმოწამე მარინე ანტიოქიელი.
ჩემი მფარველი წმინდანი წმინდა ნინოა. კიდევ უზომოდ მიყვარს წმინდა ნიკოლოზი და ამ ორი წმინდანისა მჯერა განსაკუთრებით
ჩემი მფარველი ანგელოზია ილია მართალი და ილია თეზბიტელი
gamarjobat , xalxo cmida sergis xati tu gaqvt vinmes an aq dadet an mailze gamomigzavnet ra gtxovt sul 2 cali maqvs da mainteresebs sxvebic da tu mogepovebat mis shesaxeb raime nebismieri informacia didad madlobeli dagrchebiyt
sergo
მე მქვია ზვიადი და ჩემი მფარველი ანგელოზი ვინ იქნება? არ ვიცი, ვინმემ მითხარით როგორ გავიგო
ეხლავე ვნახავ ზვიადი თუ ერქვა რომელიმე წმინდანს.
სამწუხაროდ ასეთი წმინდანი ვერ ვნახე სხვებმა გირჩიონ რამე.ისე კი იმ 100 ათას წამებულში ზვიადიც იქნებოდა და როგორც პატრიარქი იტყვის არ არის ისეთი ქართული სახელი რომ მოსახელე წმინდანი არ ყავდეს გამომდინარე იმ 100 000 ქართველი და 6 000 ბერი რომ აწამეს.
zviad
aleksandre jigari xar upali gparavdes dma ...... didad damavale saits rac sheexeba arc tu ise sainteresoa exla vmushaob ert temaze da mere naxe saintereso shen
ჩემი მფარველი ანგელოზია ილია მართალი და ილია ტეზბიტელი
Beri
ალექსანდრე
ara shemovlit ar shemogvlit, titqmis sul aq viqnebi ...(da modi exla temas ar gadavuxvev torem mere damcxeben moderebi...uazrod postav da fludavo )
ჩემი მფარველი წმინდანია
კეთილმსახური და ღმრთივდაცული, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა კახთა და სომეხთა, შირვანშა, შაჰანშა და ყოვლისა აღმოსაველთისა პყრობელი, ქრისტეს უძლეველი მხედარი, მესსიის მახვილი, მართლმადიდებლობის ბურჯი და მადლიერი ერისა და ეკლესიის მიერ აღმაშენებლად წოდებული დიდი დავითი
shen gaixare ra aashena i kaci
chemi mfarveli angelozia cmnda Qetevan dedofali! da kvelaze akrgad misi cxovreba "gmirta varamshia" nachvenebi, amitom es cignic zalian mikvars..
ჩემი მფარველი ანგელოზია ნანა დედოფალი. და კიდევ წმინდა გიორგი იმიტომ რომ წმინდა გიორგის სკოლაში ვსწავლობ და ამ წმინდანის მფარველობის ქვეშ არის მთელი სკოლა და მეც
ყველა ქვეყანას თავისი მფარველი წმინდანი ჰყავს. ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის უკანასკნელი მეფე, ღვთის განგებით, ქვეყნის მფარველი წმინდანის სახელს ატარებს.
ბიზანტიის იმპერიის მფარველი წმ. კონსტანტინე იყო. უკანასკნელ იმპერატორს ბიზანტიისას კონსტანტინე ერქვა.
რუსეთის იმპერიას წმ. ნიკოლოზი მფარველობდა. უკანასკნელ იმპერატორს რუსეთისას ნიკოლოზი ერქვა.
ბულგარეთის მფარველი წმინდანი ბორისია. ბულგარეთის უკანასკნელ მეფეს ბორისი ერქვა.
სერბეთის მფარველი წმინდანი საბაა. სერბეთის უკანასკნელ მეფეს საბა ერქვა.
საქართველოს მფარველი წმინდანი გიორგია. საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი ერქვა.
Beri_Sergi
მაპატიე, მაგრამ ძალიან არ მომწონს შენი ხელმოწერა, რაღაც არ გავს მართლმადიდებულს და ჯობია რომ შეცვალო , კარგი?
მე ნინო ვარ. ჩემი მფარველი ანგელოზის დღე 12 ივლის არის პეტრე-პავლობას.
კველას ნიკოლოზობას გილოცავტ!ჩემი სახელია ნინო და გამოდის ცმ ნინოა ჩემი მპარველი.
მე კი თამარი ვარ და წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი, "მზე საქართველოისა" ჩეემი მფარველი წმინდანია :
ჩემი სახელია ანა.
ღვთისმშობლის დედის სახელი
თუმცა ანა წინასწარმეტყველიც ძალიან მიყვარს.
ისე კი ზოგადად ღვთისმშობლის მფარველობას ვგრძნობ მუდამ.
_MATASI_
უი, ბიჭი მეგონე
ჩემი მფარველი წმინდანი რომელია ნეტა? ისე თინათინი მქვია და თუ არის ესეთი წმინდანი - თინათინი? და კიდევ 27 იანვარს ვარ დაბადებული, ნინოობას და ალბათ წმინდა ნინოც არის ჩემი მფარველი წმინდანი ხომ?
ჩემი მფარცელი წმინდანი სალიმე უჯარმელია
ძალიან მაინტერესებს თუ არსებობს ამ წმინდანის ხატი,ხომ არ იცით??
tinka
კი, წმიდა თინათინი არსებობს და არსებობს მისი ხატიც. ჩემ დასაც თინათინი ჰქვია და ხატი პირადად მე ვუყიდე, ასე რომ წმინდანის სახელი გქვია!
marine
დიდი მადლობა, შეგეწიოს უფალი.
აუცილებლად შევიძენ მის ხატს
tinka
შეგეწიოს წმიდა თინათინის ლოცვა.
მახსოვს, მისი ხატი ვაკეში სამების ტაძარში ვიყიდე, იმედია დღესაც ექნებათ..
წმიდა დიდმოწამე მარინე
წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა კი მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი. როცა მამამ შეიტყო ამის შესახებ, საშინლად განრისხდა და საკუთარი ასულისადმი სიძულვილით აღსავსემ უარი განაცხადა მასზე.
ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა გამოჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბალად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ ადვილად დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.
მეორე დღეს წმინდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ - ქრისტეს მხევალი მზად იყო, რომ მომკვდარიყო ქრისტესთვის.
ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: მარტვილის თავს ზემოთ მანათობელი ჯვარი გაბრწყინდა და განკვეთა წყვდიადი. ჯვარს თეთრი მტრედიც დაადგა და ზეგარდმო გაისმა: „გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რამეთუ დათრგუნე მხდომის სივერაგე; გიხაროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“ მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აღევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულით და ხორცით ახოვანქმნილი წარსდგა მსაჯულის წინაშე. მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა აღმსარებელმა კი ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა, უღმრთოებმა ახალ-ახალი სატანჯველები დაატეხეს წმინდანს.
მმართველმა ბრძანება გასცა, წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩაეხრჩოთ გაკოჭილი მარინე, მარტვილი კი უფალს შესთხოვდა, ეს სასიკვდილო სასჯელი ნათლისღებად შექმნილიყო მისთვის. უეცრად ნეტარი ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკრველები თავისით შეიხსნა და თავს ზემოდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა. უფლის რჩეული ნათლისღების ემბაზში იდგა და ყოვლადწმიდა სამებას განადიდებდა. ემბაზიდან იგი კვლავ წყლულებდაამებული ამოვიდა. ამ სასწაულმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი კი გააფრთდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. მაშინ 1500 ქრისტიანის სული შეერთო ცათა სასუფეველს... წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამის ღვაწლი ამ მოვლენათა თვითმხილველმა თეოტიმემ აღწერა.
ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინეპოლის აღებამდე წმ. მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იყო დაცული. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. დიდმოწამის პატიოსანი მკლავი ათონზე, ვათოპედის მონასტერში გადაასვენეს. მეორე მკლავი კი საქართველოშია (ამჟამად ზუგდიდის მუზეუმში).
მარინე
მუზეუმში სამწუხაროა
მარინე
ქავთარაძე
ამ საიტზე წმიდა მარინეს მიერ აღსრულებული სასწაულია, თუ როგორ გადაურჩინა ერთ ბერძულ ოჯახს ბავშვი:
http://orthodoxy.wanex.net/sastsaulebi/marine.htm
საერო სახელი ხათუნა მქვია და რამდენადაც ვიცი არის ის მოწამეთა სიაში მაგრამ
ჩემი ნათლობის სახელია ნინო ,
დაბადებული კი 23 აგვისტოს ვარ.
ხომ არ იცით 23 აგვისტოს რომელი წმინდანის ხსენების დღეა?
სახელიდან გამომდინარე ჩემი მფარველი ანგელოზი წმ. თამარია !!!
მოგესალმებით ბექა 100000 მოწამეთა შორის ერთ ერთი იყო და ბექად ვარ მონათლული
beqa.shuxoshvili
შენ დალოცვას მაინც წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედს შევავედრებ (გასაგები მიზეზის გამო)
ჰო, გაემზადე. დაბადების დღეს დიიიდი დალოცვა გელოდება, ჩემებური
ბავშვებო,წმ. სალომეს ლოცვა,ტროპარი ან კონდაკი თუ იცით არსებოობს? იქნებ გქონდეთ რომელიმეს
მე რა ტქმა უნდა ნინო ვარ, და ჩემი მფარველიც წმინდა ნინო იქნება, თუ ძალიან ხმამაღალი არ არის ჩემი ნათქვამი:
ჩემი სახელია ელენე და ჩემი მფარველია წმინდა დედოფალი ელენე
ჩემი მფარველი ანგელოზია წმინდა მაია, რომელიც 100000 მოწამეთა შორის იყო და 24 დეკემბერს მოიხსენიება. მე 25 დეკემბერს ვარ დაბადებული. Так же своим покравителем я считаю Спиридона епископа Тримифунского. რომელიც 25 დეკემბერს მოიხსენიება.
ჩემი ნამდვილი სახელია თეა, მაგრამ ვიღაცამ მითხრა ნათლობის სახელი თამარიაო, მე მაშინ 12 წლის ვიყავი და არ მიმიქცევია დიდად ყურადღება, მამაოს რომ ავუხსენი მითხრა წმინდა თეა არსებობს და შენც შენი სახელით მოგნათლავდნენო , მამაომ ასე მაკურთხა და ზიარების დროსაც ჩემი სხელით მიხსენიებს. მე არასოდეს არ გამეგო აქამდე თუ არსებობდა ასეთი წმინდანი და გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ წმ.თეას ხატი რომ მაჩვენოთ, მე მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვება
ჩემი მფარველი არის წმინდა გიორგი
სხვათაშორის დედამ მითხრა რო დავბადებულვარ მარჯვენა წარბთან ჯვარი მქონია გამოსახული 27 სექტემბერსა ვარ დაბადებული, ჯვართამაღლებას
Karo
Маиа
რა ლამაზი ამბებია..
გამომიდინარე იქიდან რომ ურწმუნოების ხანაში დავიბადე და გავიზარდე, სანამ გავიგებდი რომ წმინდა მარინე არსებობს, გული მწყდებოდა რომ წმინდანის სახელი არ მერქვა და დედაჩემს ვემდურებოდი მარიამი მაინც დაგერქვა-თქო ჩემთვის
არადა პატარაობიდან მორწმუნე ვარ, ჯერ კიდევ ლაპარაკი არ ვიცოდი ნორმალურად, რომ ვამბობდი: "ღმერთმა დაფაროს! " ღმერთმა დაიფაროს ნაცვლად
ჩემი მფარველი წმინდანი ვინ იყო არ ვიცოდი, რადგან სამი და ერთად მოვინათლეთ და სახელები აერიათ. სავარაუდოდ ნინო სახელით მომნათლეს.
როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე ჩემმა მოძღვარმა მარიამი დამარქვა და ჩემი მფარველი მარიამ მეგვიპტელია.
ერში ისეთი სახელი მქვია, რომ ამ სახელის წმინდანი არ არსებობს.
http://imageshack.us
http://imageshack.us
ეხლა მოგითხრობთ თუ როგორ დავანებე თავი სიგარეტის მოწევას
ძალიან მომინდა სიგარეტზე თავის დანებება.. ვერ ვანებებდი, შეჩვეული ვიყავი ზედმეტად
ამიტომ შევედი ეკლესიაში, ჩემი მფარველის, წმ. გიორგის ხატს ვთხოვე დამხმარებოდა სიგარეტზე თავის დანებებაში.
მას შემდეგ უკვე მესამე თვე გადის, ერთი ღერიც კი არ მომიწევია, არც მომნდომებია
ჩემი მპარველია წმიდა NINO
ჩემი მფარველი წმიდანია ღირსი მამა სერგი რადონეჟელი......
სამწუხაროდ, მე არ ვიცი ჩემი მფარველი წმინდანი ვინ არის. 3 წლის მოვინათლე და არ დამამახსოვრდა, ნათლიასაც არ ახსოვს, რა თქმა უნდა და დედა, არ შემოუშვეს ტაძარში, ვინ რა იცოდა მაშინ რატომ ან რისთვის არ შეიძლებოდა შესვლა, არადა, 3 წლის ვიყავი უკვე...
ნეტა რა მაქვს ნათლობის სახელი?
marine
magdanas mezaxis xolme, magdanaTi veziarebi, magram wmindani aris magdana?
magdalina
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
ნათია იგივე ფოტინე.
მამაოს ნათლობის დროს დაავიწყდა ნათლობის სახელის დარქმევა და რახან ნათია იგივე ფოტინეა ამიტომ ფოტინეა ჩემი მფარველი
უფლის საუბარი სამარიტელ დედაკაცთან (ფოტინესთან)
http://imageshack.us
წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (ინ. 4,5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისთვის ბოქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია).
როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ. წმიდა ბიქტორმა უთხრა: „დედაჩემისა და ჩემი ძმის მსგავსად მეც მინდა საჯაროდ ვაღიარო ქრისტე“. სებასტიანემ კვლავ გააფრთხილა უშიშარი ქრისტიანი: „ამის გამო უბედურება მოგელისო“, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა.
სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა წარმოთქვა: „მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“, გვერდით მყოფ ბიქტორს უთხრა: „ქრისტე მიხმობს“. მალე ის მოინათლა და თვალიც აეხილა. სასწაულის მხილველი სებასტიანეს მსახურებიც ბატონის მსგავსად მოინათლნენ.
მომხდარის შესახებ ნერონს ეუწყა. მან ბრძანა, ქრისტიანები რომში ჩაეყვანათ. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: „მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქნებიან, შემდეგ კი წმიდა ბიქტორს მიმართა: „დღეიდან შენი სახელი ფოტინი - ნათელსხივოსანი, რამეთუ მრავალი გაანათლო“, წმიდა სებასტიანეც გაამხნევა: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად“. ღვთის მიერ მომავალგანცხადებული ფოტინე რამდენიმე ქრისტიანთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა.
რომში იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და დაკითხა. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე. ნერონმა ბრძანა, წმიდანებისთვის თითიები მოეჭრათ. წამების დროს აღმსარებლებს ტკივილები არ უგრძვნიათ, ფოტინეს ხელები კი უვნებელი დარჩა. ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზანეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს. გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ღვთის სადიდებელ ადგილად ქცეულიყო. იმპერატორმა ბრძანა ჯვარზე გაეკრათა წმიდანები და სამი დღის განმავლობაში ეცემათ. მეოთხე დღეს, წამების ადგილზე მისული ნერონის მსახურები დაბრმავდნენ. უფლის ანგელოზმა მოწამენი გაათავისუფლა და განკურნა. წმიდანები შეევედრნენ უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა წარმართებისთვის. განკურნებულებმა ირწმუნეს ქრისტეს ყოვლისშემძლეობა და მოინათლნენ.
გამძვინვარებულმა ნერონმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ წმიდა ფოტინესათვის და ჭაში ჩაეგდოთ. წმიდა სებასტიანეს, ფოტინის და იოსიას წვივები დააჭრეს, ძაღლებს მიუგდეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. საშინლად აწამეს წმიდა ფოტინეს დებიც. ნერონმა ბრძანა მათთვის მკერდი დაეჭრათ, შემდეგ კი ტყავი გაეძროთ. წმიდა ფოტიდა ფეხებით მიაბეს ორი დადრეკილი ხის წვეროებს და შუაში გაგლიჯეს. დანარჩენებს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ფოტინე ჭიდან ამოიყვანეს და ოცი დღით ჩაამწყვდიეს საპყრობილეში.
ამის შემდეგ ნერონმა თავისთან მოიხმო წმიდანი და ურჩია დამორჩილებოდა და კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდა ფოტინემ შენეწყვა იმპერატორს და უთხრა: „უსჯულო, ბრმაო, უგუნურო და გონდაკარგულო! ნუთუ იფიქრე, რომ უარვყოფ მეუფე ქრისტეს და მსხვერპლს შევწირავ შენსავით ბრმა კერპებს?“ ნერონმა კვლავ ჭაში ჩააგდებინა წმიდანი, სადაც აღესრულა კიდეც.
მე გრიგოლი მქვია და ძალიან ვამაყობ ჩემი სახელით
გრიგოლ ხანძთელია ჩემი მფარველი წმინდანი
ალექსანდრე
გმადლობ, ჩემო კარგო, კი ვიცოდი ეგ წმინდანი, მაგრამ არ ვიცი ეგ სახელი დამარქვეს თუ არა ნათლობისას. თუმცა, ჩემი მოძღვარი მაგდანას მეძახის.
წმინდად ლიაზე ხომ არ იცით ვინმემ რამე?
ხსენების დღე მაინც...
პ.ს ჩემს ტაძარში არის მისი ფრესკა, ჯვარის მამაში....
მეკი ჩემ სახელზე არაფერი არ ვიცი. წმინდა ზურა არ გამიგია
მამფალი
ჩემი სახელია ნინო და ჩემი მფარველი წმინდა ნინოა
ჩემი მფარველი წმინდანები არიან წმ.სალომე უჯარმელი, წმ.სალომე (სპარსთაგან წამებული ) და მენელსაცხებლე დედა წმ.სალომე
მე კი მართლმადიდებლობის მახვილი ასე რომ ვთქვა მგონი არაუშავს ქართველებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი წმინდანი წმ.გიორგი მწყალობს
მე ნატალია ვარ და შესაბამისად,ჩემი მფარველი წმინდანიც
არის წმინდა ნატალია.
ჩემი მფარველია წმინდა მარინე
მე ეკა მქვია და ჩემი მპარველი ანგელოზი წმ. ეკატერინეა რომლის ხსენების დღე არის 7 დეკემბერს
იმედა მქვია. ადრე არ მეგონა, ჩემი სახელი თუ მართლმადიდებლური იყო, მაგრამ შემდეგ ვნახე წმინდანთა სახელებში და იცით როგორ გამეხარდა ?!!!
ისე ჩემ ნიკზეც მეუბნებოდნენ შეიცვალეო, (მაინც ბერძნული მითოლოგიიდან როა) მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი, რომ მართლმადიდებელ მოძღვარს ერქვა ეს სახელი და.........
იმის მერე სრული სიამაყით დავდივარ
მე თავად ნათია მქვია და ჩემი მფარველი ანგელოზია წმინდა ფოტინე
მე თამარი ვარ და რამდენადაც ვიცი ებრაულია და ქართულად ფინიკს ნიშნავს, ჩემი მფარველი წმინდანი კი კეთილმორწმუნე წმიდა თამარ მეფეა
ჩემი მფარველი წმინდანია წმინდა გიორგი.
მე გიორგი მქვია და რამდენი ჩემი მოსახელე წიდანია თქვენ დათვალეთ
მე გვანცა მქვია,წმინდა გვანცას შესახებ არაფერი გამიგია,მაგრამ ვიცი რომ ყოველთა წმიდათა დღეს იხსენიებენ წმინდა გვანცასაც,24 დეკემბერს,მაგრამ სამწუხაროდ არც ხატი მინახავს და მგონი არც არსებობს
ჩემი მფარველი წმინდანია... წმინდა გიორგი
ჩემი მფარველი წმინდანია ანნა წინასწარმეტყველი,დიდი ხანი ვეძებდი მის ხატს და ღვთის მადლით ახლა მაქვსმადლიერი ვარ ჩემი მფარველი წმინდანისა,განსაცდელის დროს ძალიან მიწყალობა:
ჩემი მფარველი წმინდანია, წმ.ნანა
მაგრამ ყოველთვის როცა თავს ცუდად ვგრძნობ წმ.ბარბარეს ვთხოვ დახმარებას და მაშინვე ვგრძნობ მის თანადგომას
მაგრამ წმინდა ნიკოლოზი ძალიან მფარველობს მადლიერი ვარ მისი...ვთხოვ რომ კიდევ ბევრი კეთილი საქმის გაკეთებაში შემეწიოს!.....
წმინდა გიორგი.
მეც საინტერესო ისტორია მაქვს. დავიბადე კომუნისტების დროს (ფული რო ფულობდა) და მამაჩემმა დამარქვა მამამისის სახელი - სიმონი.
იმ დროს, სიმონი იყო რაღაც სასწაული სახელი, სკოლაში დაცინვა, ნათესავების ღადაობა არ დამკლებია, მიუხედავად იმისა რომ მეორე სახელი დაბადებისთანავე მომაწებეს.
არ დამავიწყდება, 8 წლის ვარ და მამაჩემის უფროსი (პარტიული კაცი, სამმართველოს თუ ტრესტის მმართველი) სტუმრადაა ოჯახში და ეს ამბავი გაიგო, და მთელი გულწრფელობით მეუბნება - მაგ სახელის როგორ გრცხვენია, რომ გაიზრდები მამაშენს დიდ მადლობას ეტყვიო.
მეთქი, ვერაა ეს კაცი ტვინზე, არც მიმიქცევია მაშინ ყურადღება.
გამოხდა ხანი... ბეთანიის მონასტერში ვარ, უკვე ვმარხულობ, ეკელსიაში დავდივარ, ვეზიარები (რასაკვირველია ნათლობის სახელიც სიმონი დამენათლა), და თვენი პირველად ჩამივარდა ხელში. ვიფიქრე აბა შევამოწმო, წესით და რიგით რა უნდა დაერქმიათ მეთქი და ჰოი საოცრებავ - ჩემს დაბადების დღეზე (10 მაისი, ა.ს.) - მღვდელმოწამე სიმონი, 107 წელს მოწამეობრივად გარდაცვლილი, ჰურიებმა კლდიდან თუ ტაძრის კედლიდან გადაჩეხეს, იერუსალიმის მე-2 პატრიარქი, იაკობის შემდეგ, ხორციელად ნათესავი უფლისა, ზებედეს (ვაიმე გუჯა! ) შვილი, ანუ იაკობ მოციქულის ძმა.
სიმართლე რომ ვთქვა დიდი მოკვლევა ჯერ ვერ ჩავატარე, მაგრამ მადლობელი დაგრჩებოდით ინფორმაციისთვის.
სახელმა კი მართლა გაამართლა. რაც კომუნისტები გადავარდნენ (და ფული გაფუჭდა ) უცხოელებთან ვმუშაობ, სახელიც ითარგმნება გადასარევად : საიმონ, რუსულად სიმონ, ფრანგები სიმო, და არის ასე ურთიერთპატივისცემა და სიმონტკბილობა...
პრობლემა სხვა რამეშია: იმ მეორე სახელს ვეღარ ვიშორებ... იმეილივითაა, რო გახსნი და აღარ გინდა
ჩემი მფარველი წმინდა ნინოა.ძალიან მიყვარს ეს წმინდანი და ვთვლი, რომ ყოველთვის მეხმარება, მწყალობს.ბევრ ქართველს ჰქვია ეს სახელი და მიხარია.ასევე ძალიან მიყვარს წმინდა ბარბარე ,განსაკუთრების ბავშვების მფარველი და შემწეა . ყველა წმინდანის მადლი გფარავდეთ და შეგეწიოთ!
ჩემი მფარველი წმიდანი არის დიდ მოწამე წმიდა გიორგი. და რათქმა უნდა ყველა წიმდანი ვისაც შევევედრებით შუამდგომლობას უფალთან ისიც ჩვენი ფარველი წმიდანებია.
http://imageshack.us
ჩემი მარველი წმინდანია, წმინდა გიორგი.
ძალიან მაინტერესებს თუ გაქვთ რაიმე ცნობები "ლაშას" შესახებ და არსებობს თუ არა მისი ხატი...
ჩემი მფარველიც წმინდა გიორგია!!!... საქართველოში უმრავლესობა გიორგიაა
მე მქვია ვალერი. ჩემი მფარველი წმინდანია წმ. ვალერიანე. იქნებ ვინმეს გქონდეთ მისი ხატი ან რაიმე იცოდეთ მისი ცხოვრების შესახებ
მოგესალმებით ფორუმელებო თუ არ შეწუხდებით იქნებ დაწვრილებით მითხრად წმ. მაიას შესახებ და წმ. ანას შესახებ როგორც ვიცი ორი წმ.ანნა იყო. გმადლობთ წინასწარ გაი ხარეთ
ხალხო, თუ იცით, წმინდა ზურაბი არსებობს?
Ismail
Kato Bato
მადლობა, ყოფილა თურმე.
თათა(თამარი)
შესაბამისად ჩემი მფარველი წმინდანია თამარი.
ჩემი მფარველი წმინდა გიორგი და წმინდა ნანაა.
სალამი ყველას! მე მაყავს ტყუპისცალი და მე მქვია ხათუნა ჩემს დას კი ეკა. ვართ დაბადებული ნინოობას. 27 იანვარს. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ მადლიან დღეს ვართ დაბადებული. ძალიან ბევრი მეკითხებოდა ერთერთს ნინო რატომ არ გქვიათო? ამ შეკითხვას ჩემს მშობლებსაც ვუსვამდი? და პასუხი ასეთი მქონდა მაშინ ნინოობას 14 ნოემბერს ძველი სტილით აღნიშნავდნენთქო. მაგრამ შინაგანად ბავშვობიდანვე ყოველთვის მინდოდა ნინო მრქმეოდა. ხოდა 1 წლის წინ ავიხდინე ოცნება (ჩემი მოძღვარიც სულ მეკითხებოდა სახელის შეცვლა არ გინდაო? ამ დროს არც კი იცოდა ჩემი დაბადების დღე) და 27 იანვარს საიდუმლო ზიარება მივიღე როგორც მხევალმა ღვთისამ ნინომ. ერთი კვირის წინ კი ბოდბე მოვილოცე (საოცარია იქაურობა წამოსვლა არ მინდოდა), მის წმიდა წყალშიც ჩავედი და ძლიან ბედნიერი ვარ. ვინ არ ხართ ნამყოფი ბოდბეში აუცილებლად მოინახულეთ ეს წმინდა, ღვთივკურთხეული და მადლმოსილი ადგილი.
პატივისცემით ნინო
ჩემი მფარველი ანგელოზია ღვთისმშობილის დედა ანა
ჩემი მფარველი წმინდანი პელაგიაა. თანაც 1 კი არა 4.
მფარველი წმინდანი მხოლოდ ტანამოსახელე წმინდანია, ის წმინდანი, რომელიც გამორჩეულად გიყვარს, თუ რამოდენიმე?
მხევალი ნინო
mariami-k
მხევალი ნინო
ასეთი წმინდა გიორგის ხატი თუ გინახავთ?
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ტრადიციული გველეშაპის ნაცვლად სპარსი მეომარია, ან სულაც შაჰ-აბაზი!?
მე თვითონ გიორგი ვარ და წმინდა გიორგის მფარველობის ქვეშ ვიმყოფები! ამას ვგრძნობ ხშირად... ბევრი ხატი მინახავს წმინდა გიორგისა, მაგრამ ასეთი - არა! გადავწყვიტე, რომ სხვებისთვისაც მეჩვენებინა!
გიორგი ალავერდაშვილი
გაიხარე გიორგი ძალიან საინტერესო ხატია, კარგია რომ გვაჩვენე. ალბათ არ გეწყინება, რომ დავაკოპირე და მეც ვაჩვენებ მოძღვარს, იქნებ იცოდეს რაიმე ამ ხატის თაობაზე.
წმინდა გიორგის მადლი ნუ მოგკლებოდეს.
staywhite-ს!
ეგ წმინდა გიორგის ხატი ფერეიდნულია! ძალიან საინტერესო!!! თანაც ძველია!!! მე ჩემი მფარველი წმინდა გიორგის მინიატურული ხატი ისპაჰანში ერთ-ერთ ოჯახში დავტოვე... მეგონა, რომ ხატთან განშორების შემდეგ ჩემი საქმეები ცუდად წავიდოდა, მაგრამ მოხდა პირიქით! დარწმუნებული ვარ, რომ ახლა იმ ოჯახს იცავს და ეს კი დიდი მადლია! გააჩნია, ვის აჩუქებ და რა ვითარებაში...
მე ვახტანგი მქვია და ვახტანგ გორგასალი ნმფარველობს,მაგრამ ვთვლი რომ მთავრანგელოზი მიქაელიც.
ერთ მართლაცდა სიწმინდეს კიდევ შემოგთავაზებთ... ოღონდ გადაღების ადგილს ვერ გავამხელ... უბრალოდ დიდი ხანია ეს ფოტო ჩემს არქივშია და მინდა რომ სხვამაც ნახოს...
ალექსანდრეს!
ძმავ და მეგობარო! დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის და ინფორმაციისათვის. თუ იცი კიდევ რამე ამ ხატის შესახებ - შემატყობინე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე რა ინფორმაციაც მქონდა, ის მოგაწოდეთ. მაინტერესებს რომელი საუკუნისაა ან ამჟამად სად ინახება?
რაც შეეხება მეორე ფოტოს, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, სასურველია, პირადად შეხვედრისას ვისაუბროთ!
gugua
ესეც ქვემო ბეთლემის ტაძრის ფრესკა
ჩემი მფარველი წმიდა დიდმოწამე გიორგია.
"წმიდა გიორგი გეწეოდეთ ყოველგვარ ხილულ და უხილავ ბოროტზე ძლევაში."
ალექსანდრეს!
ბრწყინვალეა!!!
rogor gabarkbio chemi mfarbeli cmindani?
წმინდა მარინეს ხატი იქნებ დადოთ ვინმემ?
marine
ძალიან დიდი მადლობა, მწ. მარინეს ხატისათვის.
მეც მარინე მქვია
აი ახლა ვნახე კიდე დამატებითი ინფორმაცია წმ. ვალერიზე ამ ბმულზე:
http://days.pravoslavie.ru/Images/im1691.htm
მოგესალმებით. ჩემი მფარველია წმ.ლელა,რომელიც 100000 მოწამეთა შორის იყო. მაინტერესებს წმ.ლელას ხატი თუ არსებობს... გმადლობთ.
gugua
ეგ მგონი სვანური უნდა იყოს.
marine
მადლობა ჩემო კარგო, დაგლოცოს ღმერთმა.
ირმა მქვია მე გერმანულ მთოლოგიაში ომის ქალღმერთია - ვაგიარებ ვარ შარიანი (საკუთარმა დედამ გამიმეტა ამისათვის გერმანისტია დააა), ჩემის სახელის წმინდანი და ხატი ალბათ არ არსებობს ისე კი ძალიან მიყვარს წმ,ნიკოლოზი და მთავარანგელოზი მიქაელი
ჩემია წმინდა ნანა დედოფალი
აუჰ ეს რა დროინდელი თემაა
თავიდან რომ შემოვედი აქ დავპოსტე მგონი
და კიდევ ეს მახსოვს
ჩემი მფარველი წმინდანია ილია მართალი
როგორ იგებტ თუ ვინაა ტქვენი მფარველი ?
ალექსანდრე
gaixare Aleqsandre, Zalian kargad maxsovs Cemi naTlobis dRe, foTSi momnaTles, Cqari aSiT, saxeli ar SeucvliaT, rac CamrCa maxsovrobaSi erTi xati iyo mere aRmovaCine rom Turme wm. Giorgi yofila
ალექსანდრე
maZiebeli
ალექსანდრე
მე ლევანი მქვია, წმიდა ლევანის ხატი ვერსად ვერ ვნახე თქვენ ხომ არა გაქვთ. მე წმიდა ლეონის ხატი მოვნახე.
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
levan gelovani
წარმოდგენა არა მაქვს...
ჩემ ანგელოზს სამჯერ ვთხოვე და თავისი სახელი მაინც არ მითხრა
დიდი მადლობა მაძიებელო
მეგობრებო, ბოდიშით თუ შეგაწუხეთ მაგრამ ვინმეს ხომ არ გაქვთ წმიდა დიდმოწამე ანასტასიას ან საბა განწმედილის ხატი?
წინასწარ გიხდით მადლობას.
ძალიან დიდი მადლობა, შეგეწიოს წმიდა საბა განწმედილი და დიდმოწამე ანასტასია.
ისა რა უნდა მეკითხა მფარველი ანგელოზი ყველგან დამყვება თუ ჩემშია თუ როგორაა ?
ჩემი მფარველი წმინდანი, თამარ მეფეა.ასევე ჩემი მოძღვრის დალოცვით წმ.ნიკოლოზი.(ერთხელ როცა წმ.ნიკოლოზის ხატის კურთხევა მინდოდა,მამაომ წმ.ნიკოლოზის ხატი თავზე დამადო ჯვარი გადამსახა და მითხრა,შენი მფარველი ყოფილიყოსო)
http://imageshack.us
ჩემი მფარველია წმიდა ნინო.
მე მარიამი მქვია. მფარველი წმინდანია მარიამ მეგვიპტელი.
დავიბადე დღეს ხსენებისა ღირსისა სვიმეონ მესვეტისა (596); მოწამეთა: მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალინიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი და ფავსტოსი და მათთანა 1218 მხედართა დედებითა და ყრმებითა (დაახ. 218).
(www.shemoqmedi.ge)
ჩემი მფარველი წმიდანია სოფიო,
ჩემი სახელია სოფიო,
შეიძლება მყავდეს სხვა მფარველი წმიდანები მაგრამ არ ვიცი...
(ევედრე ღმერთსა ჩემთვის წმიდაო სათნოო სოფიო, რამეთუ გულმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისაი)
ჩემი მფარველი წმიდანია თამარ მეფე.
წმ.ლაშა
მე მქვია რუსუდანი , ჩემს მფრაველად მე მივიჩნევ წმინდა ნიკოლოზს, ჩემი სახელის მსგავსი სახელის მქონე წმინდანი არ ასებობს ალბათ, ყოველ შემთხვევაში მე ასე გავიგე.....
vinvar
შანსი არაა, 100 000 წმინდანთა შორის მაინც იქნება ერთი
ეგ კი არა შმაგი და ესეთი სახელებია.
მაგრად მაინტერესებს რა ქვია ჩემ მფარველ ანგელოსს, როგორ უნდა გავიგო ?
ვეკითხები და არ მპასუხობს
მეც მაინტერესებს , როგორ უნდა გავიგო
ჩემი მფარველი არის წმინდა ნინო !!! დღეს მის ჯვარს ვემთხვიე და ძალიან ბედნიერი ვარ
ვინმემ არ იცით სად უნდა გავიგოთ?
ქავთარაძე
მიპოვე რა რომელია ჩემი მფარველი წმინდანი რააა
ჩემი მფარველი წმინდანი, წმინდა დიდმოწამე გიორგია! შეგვეწიოს მისი ლოცვა-მადლი.
ჩემი მფარველი წმინდანია დავით აღმაშენებელი, რომლის ხსენების დღეც არის დღეს
ალექსანდრე
ჩემი მფარველი წმინდანია წმინდა დიდმოწამე ქეთევანი....
ქეთუ
ისე,ქეთ,იცოდი რო ჩემი მფარველი წმინდანი წმ. სოფია იყო?
ჩემი მფარველი წმინდანია ლია
ჩემი მფარველი წმინდანი წმინდა ქეთევანია
ხვალ თამარობაა
ვინმემ წმინდა ირაკლის შესახებ ხომ არ იცით რამე?
_Matasi_
ჩემი სიხარული
ჩემ იკას ვკითხავ და მოგწერ თამუ
ეს მისი ხატია თამო...
Irmaჩემ დასაც ირმა ქვია,მეორეს ინგანეტა რატო დაარქვეს?ხოდა რაც შეეხება წმინდანებს,მეც ძალიან მიყვარს წმინდა ნიკოლოზი და მთავარანგელოზი მიქაელი.გამიხარდა რო დაწერეისე ჩემი წმინდა თინათინია.თუმცა დავიბადე 1 სექტემბერს და არ ვიცი მგონი წმინდა თეკლას ხსენებაა
თუ ვინმემ იცის წმინდა თინათინის ცხოვრება დამიწერეეთ რაა
მე მხოლოდ ის ვიცი რომ მეტეხის ხიდთან წამებულთა სიაშია
tamuna m
და ეს რომელი ირაკლია მაგ სამიდან? სებასტიელი არ იქნება იმიტომ რომ ეგ ხატი ვიცი. რადგან ხმალი უჭირავს წესით მხედარი უნდა იყოს
http://imageshack.us
მე ნინო მქვია. ვფიქრობ რომ ეს ისეთი სახელია , არ ჭირდება ზედმეტი მოფერება, ნინუცა და ა შ. თუმცა ჩემი ნიკი "ნინიკონინიკოა" :-) ;
იმდენად სათნოა ეს წმინდანი , რომ ნინოს რომ იტყვი, უკვე ეფერები ადამიანს. ასე არაა?;
ჩემი მფარველია ნინო, მაგრამ მე წმ. ნიკოლოზიც მფარველობს. ყოველთვის ვგრძნობდი მის ძალას;
მარიამი მქვია და შესაბამისად ჩემი მფარველი ღვთისმშობელი მარიამია.ყველას შეგვეწიოს მისი მადლი და შემწეობა.
http://imageshack.us
ბარბარობას ვარ დაბადებული და ყოველთვის ვგრძნობ წმინდა ბარბარეს შემწეობას.შეიძლება ბევრს ნორმალურად არ მოეჩვენოს,მაგრამ როგორც ვიცით წმინდა ბარბარე ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და ყოველთვის მგონია ხოლმე,რომ მას ჩემი ყოველთვის კარგად ესმის.
მე ვარ ნათია. ჩემი მფარველია ნეტარი ქალწული ფოტინე (V ს)(ხსენება 26 თებერვალს).
თუ ვინმე წმ. სოფიოს ხატს დადებს აქ ძალიან გამიხარდება, ხატებს ვიწერ ვაგროვებ ჩემთვის.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience