[email]http://image.700up.com[/email]
დავაპატარავე... მგონი ზედმეტიც მომივიდა
http://image.700up.com
ზარზმის მონასტერი
liliana მეც გიცნობ...
მაპატიეთ წინა თემაზე სიჩკარის გამო მომივიდა.
imereli
რა ლამაზია ზარზმა. . .
უი ძალიან ლამაზია
ვისაც არ გინახავთ მალე ნახეთ რო დატკბეთ.მართლა ლამაზია
ერთხელ ვიყავი ზარზმაში და უზომოდ შემიყვარდა ეს მონასტერი.
დიდი მადლია ამ ადგილას.
მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი ძალიან კარგი ადამიანია. რაც ყველაზე მეტად მომწონს მასში მისი თანამედროვე აზროვნებაა. ბევრი ბერი მინაზავს, მაგრამ მისთანა გონებაგახსნილი და სათნო ადამიანი მართლაც იშვიათია.
imereli როგორ იყო 50 მეტანია რომ დაიმსახურე მამა ნიკოლოზისგან?
მოუყევი ერთი საზოგადოებას
ძალიან მენატრებიან ძმები - ბესარიონი, ზურაბი, ვალერი, მამა სპირიდონი...
ფილმი ზარზმის მონასტრის შესახებ, რომლის გადაღებაშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას გუჯას აქვს. მე ჯერ ვერ მოვახერხე მისი ნახვა.
გუჯა, იქნებ როგორ მე ვანახოთ თანაფორუმელებს ეს ფილმი?
http://image.700up.com
ამ სურათში იმერელი ვიცანი, დათიკო თქვენც ხართ ააქ?
salome
13 ში მივდივარ ზარზმაში ხალხო უზმოდ ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს როდის ჩავალ
liliana
guja: ულამაზესია ოღონდ ნუ გადატვირთავთ ამ თემას მეც დამაცადეთ ჩხაკუნი წასვლა და ჩამოსვლა
თამარის წყაროს რესტავრაცია... ლილიანა შენ ხომ იცანი ეს ადგილი?
ძალიან მაგარია!!!!
მიყვარს ასეთი ქვით ნაშენი ტაძრები!!!
ფრესკების ამბავი როგორაა??
შავი ფერი ისევ აქვს, თუ აშორებენ??
გუმბათი ძალიან მაგარია, გამბურძგლა...
ზარზმა რომელ ეპარქიას ეკუთვნის???
მეუფე თეოდორეს
ზარზმა განდგომილების დროს-დედები და მამები ერთად ცხოვრობდნენ...
ძალიან მომინდა ზარზმაში წასვლა ......
რუსი მორჩილები (რუსეთის პატრიარქის ალექსი 2) სტუმრად ზარზმაში
ალექსანდრე
ხო, 1997 წელს განუდგნენ საქართველოს ეკლესიას...
რუსი მორჩილები ზარზმელებთან ერთად
ზარზმის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზრზმაში(ადიგენის რ-ნი). შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო, გიორგი ჩორჩანელის დახმარებით დაუარსებია სერაპიონ ზარზმელს.
ივანე ჯავახიშვილი
ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი გვ. 320;
+ + +
სერაპიონ ზარზმელი - IX საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე, "ახალი მნათობი", "მოძღუარი", "მასწავლებელი" თავისი დროისა (IX ს.). . .
ივანე ჯავახიშვილი
ენციკლოპედიური ლექსიკონი, თსუ-ს გამომცემლობა, 2002 წელი გვ. 602;
+ + +
სერაპიონ ზარზმელი - ზარზმის ცნობილი მონასტრის დამაარსებელი. მისი ცხოვრების აღმწერი ბასილი ზარზმელი მოგვითხრობს, რომ სერაპიონი იყო "სხუათავე თანა სათნოებათა თანა მეცნიერ... და ფრიად შემკულ წესითა ხუროობისაითა". იგი მონაწილეობდა ოპიზის მონასტერში წარმოებულ ერთ-ერთ მშენებლობაში ('იხილვებოდა მდგომარედ ხუროთა თანა').
ვახტანგ ბერიძე. ძველი ქართველი ოსტატები; 1967 წელი; გვ.205.
გრიგოლ აბაშიძე
ზარზმა
ცეცხლით და ზარით დაეცა ზარზმას,
მაინც დაინთქა ურდო მონგოლთა,
ზარზმამ რამდენჯერ გაუძლო ჯვარცმას,
რამდენი ნახა ზარზმამ გოლგოთა.
შემდეგ იმძლავრა თურქმა და სპარსმა,
გვიტევდნენ სულის ამოხდომამდი,
იმ ქარიშხლებსაც გადურჩა ზარზმა,
ტალღებზე დადგა, როგორც ხომალდი.
მაგრამ სხვაც ახსოვს კარგი დრო ზარზმას,
თხისებრ დამფრთხალი თურქთა ბრბოები,
როცა ჯვრის სახედ შეკრულმა ვაზმა
გადაანათა უდაბნოები.
მაშინ ძლიერნი და მკლავმაგრები,
მტრებს თვით ზარავდნენ გაბატონებით,
მესხეთს მართავდნენ ათაბაგები
და ტახტზე ისხდნენ ბაგრატოვნები.
სამოთხეს ჰგავდა ქართლის მთა-ბარი,
უღრუბლო იყო და სხივოსანი,
მაშინ აქ იდგა ლოცვად თამარი
და ჯარს უძღოდა დავით სოსლანი.
ამოდიოდა სამცხის ბაღებით
თვითონ რუსთველი - მეფე მგოსანი.
იქარგებოდა ზარზმის თაღები,
იხატებოდა გარდამოხსნანი.
და აბრმავებდა ჩუქრუთმის მკაზმავს,
ალბათ, თამარის შუქთა თოვანი
და მაღლდებოდა ღრუბლებში ზარზმა,
ტაძარი - ნათელ-გუმბათოვანი.
გუჯა
გუჯა განმანათლე, რა განდგომილებაზეა საუბარი
ზარზმის მონასტრის აღორძინების ფონდში 200 308 მაგთიდან, და 700 308 ჯეოსელიდან თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ 1 ლარი. ღმერთმა შეგიწიროთ.
"ბოლოს ჩვენ დავათვალიერეთ დიდებული შემოქმედის ანუ ზარზმის მონასტერი, რომელიც ისეთ საუცხოვო ადგილას არის აშენებული, რომ თვით ინგლისის შვილს - ჩვენი ქვეყნის მოტრფიალე უორდროპს - ანატრა აქ სიკვდილი და ანდერძიც დასტოვა, დაემარხათ მის გალავანში, მაგრამ არ აუსრულეს ანდერძი და ბურუსიან ინგლისის მიწას მიაბარეს".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2022, გვ.22/
"ზარზმის მონასტერი... ექვთიმე თაყაიშვილმა ეს მონასტერი საფუძვლიანად შეისწავლა თავისი წარწერებითა და ფრესკებით. დღემდე შემორჩენილია გუმბათოვანი ტაძარი დი დიდი სამრეკლო, იგი აშენებულია მეთოთხმეტე საუკუნეში ბექა ჯაყელის მიერ. ზარზმის ტაძარს მეტად მიმზიდველს ხდის სამხრეთის კარიბჭე, რომელსაც სამი ღია თაღი აქვს. მეთოთხმეტე საუკუნეში მიტოვებული ტაძარი ჟამთა სვლამ გაცრიცა. ამჟამად ყველა ის ძვირფასეულობა, რომელიც ზარზმიდან შემოქმედში გადაიტანეს, თბილისში, ქართული ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience