რომ მამაომ მონასტერში წასვლის კურთხევა მოგვცეს?
გამარჯობათ, მე ვარ 15 წლის, ეხლახანს გადავწყვიტე რწმენაში შესვლა და ღრმად მორწმუნეობა (ისე ეკლესიაში რაც დავდივარ იქნება ასე 7 თვე, მაგრამ ხშირად ვაცდენდი წირვებს) , და ძალიან მინდა რომ მამაომ მონასტერში წასვლის კურთხევა მომცეს, და როგორ უნდა მოვიქცე და რა უნდა გავაკეთო? მემგონი ყოველ ჩვენგანს უნდა აინტერესებდეს
toka@
A.V.M
გაიხარეთ
მოძღვარი მყავს, აღსარებებიც მაქვს ნათქვამი, უკვე ყველაფერი გასაგებია, მადლობა დიდი
ნიკიფორე1
მიდი შენს მოძღვართან და ის გეტყვის რა უნდა და როგორ... სერიოზულად გეუბნები, ეს არის მოძღვრისა და მისი სულიერი შვილის ურთიერთობა და ჩვენ საიდან გვეცოდინება, ...
მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრა დარწმუნებით
...
A.V.M
რატომ, რთული ცხოვრება არ მოეწონათ მონასტერში?
...
ქევანა
მთავარი დამავიწყდა,ნებისყოფა არა გვაქვს.
მონასტრების ფართო ,,ასორტიმენტი"ჩემს ეპარქიაშია.
50-მდე კომპლექსი მარტო ძამის ხეობაშია.
A.V.M
ხო მეც ეგრე მითხრეს რომ რთული ცხოვრებაა მაგრამ ჩემი აზრით პირველრიგში ის სირთულე დიდ სიამოვნებას უნდა განიჭებდეს რადგან მონასტერში ხარ, ასეთ წმინდა ადგილას...
დიახ, მაგაშიც გეთანხმები რომ უნებისყოფოები ვართ, რაც ყველაზე ცუდია...
terra
გაიხარე, მადლობა გამოხმაურებისათვის
კი გულით მინდა ნამდვილად მაგრამ კიდევ შევიკავებ ცოტა ხნით თავს, მომავალი წლის მაის-ივნისში წავალ ალბათ
ნი
A.V.M
ხო, წარმომიდგენია როგორი კარგია იქ
ნიკიფორე1
მეც ჩემ რჩევას მოგცემ
შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ გეტყვი, კარგად გამიგე...
შენ ჯერ მონასტრისთის ძალიან პატარა ხარ.გასაგებია და ძალიანაც სასიხარულოა, რომ გიყვარს სასულიერო პირები და გინდა მათ გვერდით ყოფნა, მაგრამ მონასტრებში იმისთანა სულიერი ბრძოლებია, ამას შენ ვერ გაუძლებ.დიდია საშიშროება ხიბლში ჩავარდნისაც.
მამებთან ურთიერთობა ძალიან კარგი და სასარგებლოა, მაგრამ ახალგაზრდასთვის, მოზარდისთვის, მონასტერი ძალიან სახიფათოა.ამას შესაბამისი სულიერი ცოდნა, ძალა და გამოცდილება უნდა.
შენ კი ერთი წელიც არაა რაც ტაძარში დადიხარ და მონასტერში ვერ გაძლებ სულიერად.
შენ მონასტერი გინდა იმისთვის, რომ მამებთან გქონდეს ახლო და ყოველდღიური ურთიერთობა, მაგრამ მონასტერი სულიერი ბრძოლის ველია და ამ ველზე უიარაღოდ გასული ყმაწვილი შეიძლება დაეცეს(შენ ჯვარი გწერია).
ესაა ძმაო ჩემი რჩევა
...
GIORGI LELUASHVILI
მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის, შეიძლება მართალიც იყო, არვიცი, ჯერ არ ვარ ძლიერ გარკვეული მაგ საკითხებში
A.V.M
...
A.V.M
ეტყობა ღვთის გამოძახილი იყო, რასაც წინ ვერავინ დაუდგება.
მითუმეტეს ვიცი მეუფე იობს ძალიან დიდი სულიერი ხედვა და ძალა აქვს.
ნიკიფორე1
მოძღვრის კურთხევა აუცილებელია. თუ გაკურთხებს, გეტყვის რომელ მონასტერში წახვიდე და დაგეხმარება.
მეც მინდა წასვლა მომავალ წელს მონასტერშიიი,,
qristinee
ალბათ სამთავროში?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience