მართლმადიდებლური ეკკლესიის ზარები და სამრეკლოები
მეფე ზარი იწონის 160 ტონას!!
solomony
ყოოჩაღ მაგარია და სადაა ეს ზარი?
რუსეთში,მაგრამ როცა ეს ზარი ჩამოასხეს სხვადასხვა ნივთიერებების ოქროს ვერცხლის და აშ. რაოდენობა ვერ მოზომეს და ზარი გაიბზარა
აუ ცუდია ხო აზზე ხარ რა ხმა ექნებოდა მთელს
აუ, დასანანია რო გაებზარათ, თორე რა იქნებოდა წარმომიდგენია
ესეც მემგონი იგივეა.ისე ეხლა ახალ დიდ ზარს კიდებენ სამების ეკლესიაში მემგონი პირველზე დიდია
სვეტიცხოველი
ყოჩაღ კაი ხალხი ხართ
სამების სამრეკლო
xorumi
დიიდი მადლობა
ზარზე გამახსენდა, ტელევიზორში იუმორით მოყვა მეუფე დიმიტრიმ, ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა, რომ როცა სტიქაროსანი იყო პატრიარქს უთხოვია მისთვის ისე დარეკე ზარი რომ ყველგან გაისმესო.. მეუფე დიმიტრის ისეთი ძალით შემოურტყამს ზარისთვის რომ ზარი ჩამოვარდა და თავში მოხვდა
ქავთარაძე
tat-ia
სამების ტაძარში რო ყველაზე დიდი ზარია ბიძაჩემის ატანილია და ნახევარზე მეტი მისი დაპროექტებული და თვითონ მორწმუნე არ არის ქრისტიანია მაგრამ არ დადის ელესიაში და ერთერთმა მამაომ უთხრა შენ მართალია ქრისტიანულად არ ცხოვრობ მაგრამ იმხელა მადლი გაქვს გაკეთებული რო ალბათ მტლი ცხოვრება გეყოფაო და მაინტერრესებს ეს რატო უთხრა?
reziko
ალექსანდრე
დიდი მადლობა ვცდილობ ყველა ვინც ჩემს ირგვლივ არის წავყვანო ეკლესიაში მაგრამ მარტო ჩმზე არ არის დამოკიდებული გაიხარედიდი მადლობა კიდევ ერთხელ
ერთ ამბავს მოვყვები
რაჭაში კომუნისტებმა როცა ეკლესიების ნგრევა დაიწყეს ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა აბუნტდა, ჩვენ ტაძარს არ დაგანგრევინებთო, მაგრამ... საბოლოოდ გაიმარჯვა მაინც ნამგალმა და ურომ, მაგრამ როცა ამ სოფელში ტაძრის სამრეკლოდან ზარს ხსნიდნენ თურმე ძალიან გაჭირვებიათ, ძლივს მოუხსნიათ. და ის ადამიანი , ვისაც ეს საქმე უკისრია , ჭკუიდან გადასულა, გაურეკია! და მერე თავი მოუკლავს თუ არ ვცდები! ეს კი ზუსტად აღარ მახსოვს!
marine
გადავჟირდიიიი
ქავთარაძე
მეც ხმამაღლა გამეცინა მაგ ამბავზე
კომუნისტების დროს ჩემი ახლობლის პაპისტვის უთქვიათ ზარები ჩამოხსენი ტაძრიდან თორე დაგხვრიტავთო. ამ ადამიანს უჭირდა ამის გაკეთება. მისმა ძმებმა უთხრეს შენ თუ ამას გააკეთებ და ჩამოხსნიო ჩვენ დაგხვრეტთო.არ ჩამოუხსნა ზარები და კომუნისტებმა დახვრიტეს.
ეს ჩემი ეკლესიის სამრეკლოა
http://imageshack.us
გლახა
"გლახათ" იცინი შენ
უი, სოფო, ეს ჩემი ეკლესისს სამრეკლოცაა
თეოდოსი დიდის ლავრა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
beTlemi ! Sobis taZari !
გერასიმე იორდანელის ტაძარი !
http://www.radikal.ru
ნაზარეთი. ხარების ტაძარი !
http://www.radikal.ru
ზარი რომელიც რამოდენიმე კვირის წინ ახლობლების დახმარებით ჩამოვასხი ჩემი სოფლის თაძრისთვის.ეს კიდევ ცოტა დასამუშავებელია.
http://www.radikal.ru
ეს კიდევ ჩამოსხმის პროცესი უკვე ვხსნიდით.
http://www.radikal.ru
ისე ადრა გავხსენ სადღაც ახალი სტილის, ელექტრო ზარების საკითხზე თემა, მაგრამ ვეღარ ვპოულობ და ისე საინტერესო იქნება ალბატ ცოტა ამ საკითხზეც მიბრუნება......
ეს რაომდენიმე წლის წინ იყო როცა მასიურად რამოდენიმე ტაძარში შემოვიდა მაგარმ ახლა აღარ შემიმჩნევია არსად, მგონი შედარებით უგელებელყოფილი იქნა ეს იდეა მგონი....
"ზარი ეკლესიის ხმაა - მძინარე კაცობრიობის გამღვიძებელი".
/გიორგი გურული/
"პირველი საეკლესიო ზარები, როგორც ცნობილია, დასავლეთ ევროპაში გამოჩნდა. გადმოცემით, პირველი ზარის შექმნას იტალიის პროვინცია კამპანელას ქალაქ ნოლას ეპისკოპოსს - პავლინეს მიაწერენ, დაახლოებით IV ს-ის მიწურულს ან V ს-ის დასაწყისში. ეპისკოპოსს სიზმარში მინდვრის ყვავილი მაჩიტელა უნახავს, რომელსაც ზანზალაკის ფორმა ჰქონდა და სასიამოვნო ხმას გამოსცემდა. ამ სიზმრის ნახვის შემდეგ ეპისკოპოსს ადგილობრივი ოსტატისთვის უბრძანებია ბრინჯაოსაგან მაჩიტელას ფორმის ლითონის ინსტრუმენტის ჩამოსხმა. როგორც ჩანს, ზარები ეპისკოპოსს მაინც არ შემოუტანია საეკლესიო პრაქტიკაში. ეს მხოლოდ XIII ს-ის დასაწყისში, რომის პაპს - ზავინიანს, მიუცია უკვე ზარებისთვის ქრისტიანული მნიშვნელობა და ამ დროიდან გახდა დასავლეთ ევროპაში ზარის ხმა ქრისტიანული ღვთვისმსახურების განუყოფელი ნაწილი. აღმოსავლეთში, კერძოდ ბერძნულ ეკლესიაში, ზარების გამოყენება IX ს-ის II ნახევარში დაიწყეს".
"ზარის რეკვა არის ჭეშმარიტად "კეთილისმთქმელი" მუსიკალური ქადაგება, გარეთ გამოსული ღვთისმსახურება".
"მსოფლიოში ყველაზე დიდი ზარი - "მეფე-ზარი", ქვის ფილაზე დევს მოსკოვში, იოანე დიდის სამრეკლოს ძირში. ამ ზარს ბადალი არ გააჩნია, არა მარტო ზომისა და წონის მიხედვით, არამედ მხატვრული ჩამოსხმით. "მეფე-ზარი" რუსმა ოსტატმა მამა-შვილმა - ივან და მიხეილ მატორინებმა ჩამოასხეს 1733-1735 წლებში. მისი წონა 200 ტონაა, ხოლო დიამეტრი 6 მეტრსა და 60სმ-ს შეადგენს".
"მისი [წიფელიეთის წმინდა გიორგის მონასტერი] მშვენება იყო სამრეკლო, ერთი დიდი და ორი მცირე ზარით, რომელთაც უნიკალური ჟღერადობა ჰქონდათ. მათი ხმა, თურმე 10 კმ-ის რადიუსით ისმოდა".
"მათ შორის პატრას ახლოს ულამაზესი ნავპაქტო და წმინდა ავგუსტინეს და წმინდა სერაფიმე საროველის მამათა მონასტრები. წმინდა ავგუსტინეს და წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის მამათა მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. მონასტრის დაარსებაში დიდი როლი მიუძღვის მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ მამა ნექტატიორს მულაციოტისს. ტაძრის ეზოში შესული მომლოცველი გაოცებას ვერ მალავს მონასტერში მდებარე 400 სამრეკლოს დანახვაზე.
შთამბეჭდავი იყო 462 ზარის რეკვა!"
"[ჯრუჭის მონასტრის] სამრეკლოზე სიმებივით აწყობილი 9 ზარი ეკიდა. როცა ზარის რეკვა დაიწყებოდა, მისი გუგუნი ახლომახლო სოფლებს სწვდებოდა და მის მოსმენას არაფერი სჯობდა. მერე ეს ზარები უგუნურმა ადამიანებმა ჩამოხსნეს და მიმოფანტეს. ყველა ზარს ლამაზი, ხელით ამოკაწრული წარწერა ამშვენებდა."
"ვისაც ზარების ხმა ესმის და ტაძარში არ მიდის, ცოდვებში იხრჩობა, როგორ წარღვნის წყლებში. იცით, რომ საეკლესიო სარეკელის ისტორია იმ სარეკლიდან მოდის, რომლითაც ნოე ცხოველებს თავის კიდობანში მოუხმობდა? ეკლესიის სიმბოლოა ნოეს კიდობანი და ვინც მასში არ შევა, ცოდვის წყლებში დაიხრჩობა."
/წმინდა კოზმა ეტალონელი/
"ღამე აღდგომის დღესასწაულზე რომ შეგვცივდებოდა, ტაძრის გვერდით საფლავის ორ ლოდს შუა ჩავწვებოდით. რიჟრაჟზე მცველი მოდიოდა და გვიღებდა კარებს. ბალღები მუხლმოდრეკით სამჯერ ვუვლიდით ტაძარს. მერმე გვქონდა ზარის დარეკვის უფლება. სიონის ტაძარს სამი დიდი ზარი ჰქონდა. დედოზარის ხმა ყაზბეგს ჩადიოდა. ომის დროს დათოფეს მტრებმა და დაამტვრიეს."
"ბოდბელ მთავარეპისკოპოსს თურმე დედოზარი შეუწირავს ჭერემის საყდრისთვის - ჩვენი ძველი დედაქალაქი მანდ იყო და მისთვის არაფერი გვიჩუქებიაო. გახარებულ სოფლელებს ვეება ზარი ღვთისმშობლის მიძინების წინაღამეს სამრეკლოზე დაუკიდიათ. როდესაც პირველად ააჟღერეს, მისი გუგუნის ხმა იორსა და ალაზანში გაუგიათ.
შეფიქრებულან ჭერემელები, - ამ ზარმა ქვეყანა არ შეგვიყაროსო. ამიტომ დედო-ზარს ათასში ერთხელ თუ შემოჰკრავდნენ, როცა ხმა დაირხეოდა, ლეკის თარეში ალაზანზე გადმოვიდაო.
საეკლესიო ნივთებთან ერთად დაიკარგა ღვთისმშობლის ტაძრის უძველესი დედოზარიც."
[მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ეზოში] მუზეუმის შესასვლელს წმინდა იოანე კრონშტადტელის მიერ შემოწირული დიდი ზარი ამშვენებს".
"სვანეთში სულ 12 წარწერიანი ზარია. ამათგან რვა ალექსანდრე მეფის შეწირული ყოფილა."
"1595 წლისთვის ჭულევი უკვე გაუკაცრიელებულა. ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენიება. XV-XVI საუკუნეებში ადგილობრივ მცხოვრებთ, გადარჩენის მიზნით, ჩამოუხსნიათ ეკლესიის ზარები და ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ინვენტართან ერთად ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყეში მიწაში დაუფლავთ. ეს ზარები და ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტი XX საუკუნის 80-იან წლებში შემთხვევით, ხის მოჭრისას უპოვია ზანაველ მეტყევეს კაკო ხოზრევანიძეს და ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ჩაუბარებია. ამჟამად ზარები ეკლესიაშია დაბრძანებული. ერთი ტაძართან კიდია, მეორე - სატრაპეზოს შესასვლელში."
"ამის მერე ის ერთხელღა ვნახე. თბილისში ჩამოვიდა მეუფე ზინობთან, რათა შენდობა ეთხოვა. მეუფეს გული აუჩუყდა და სიყვარულით მიიღო. დამშვიდობებისას ბერმა ილარიონმა უთხრა, - მე თქვენი ზარი დავრეკე (ის გამოცდილი მნათე გახლდათ) და კიდეზე პატარა ბზარი შევნიშნე, რომელიც ბგერას აფუჭებს. ძველი ოსტატებისგან გამიგონია, რომ ასეთი ზარის შეკეთება შეიძლება. უნდა გავაფართოვოთ ბზარი, ბოლოში მომცრო მონეტის ზომის წრე გავაკეთოთ და აღდგება ძველებური ხმოვანებაო. მეუფე ზინობმა გზა დაულოცა და დაემშვიდობა."
"სიმანდრა მოღუნული რკინის ფირფიტაა, რომელზეც რკინის ჩაქუჩს ურტყამენ. სიმანდრა ამ შემთხვევაში ზარის მოვალეობას ასრულებს, რომლითაც ხალხს ლოცვისკენ მოუწოდებენ".
"სამრეკლოების მშენებლობა საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება. ხანძთის სამრეკლო ერთ-ერთი ადრეულია და საკმაოდ კარგად შემორჩენილიც. აქ დაცულ წარწერაში მოხსენიებულია სამრეკლოს მაშენებელი მარკოზი. ეს წარწერა ხანძთის სწორი იდენტიფიკაციის ერთ-ერთი საბუთიც გახდა, რამეთუ სინას მთაზე დაცული ერთ-ერთი ხელნაწერის თანახმად, ხანძთის სამრეკლოს მაშენებლად მარკოზი მოიხსენიება."
"კიდევ ერთი ზარის საინტერესო ამბავი უკვე სხვა სოფელში, ჭაგანში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა აკაკი ჟვანიამ გვიამბო:
"ამ ეკლესიისთვის ზარი იმერეთის მეფეს, სოლომონ მეორეს, შემოუწირავს. განსხვავებული მასალისგან იყო დამზადებული. საბჭოთა პერიოდში დაზიანებულა. ამ დრომდე ხის ძირში იდო. გვინდოდა, გადაგვედნო და აღგვედგინა. იმ დროს ვერ ვიფიქრეთ და ახლა ვნანობთ, არ უნდა დაგვეკარგა იმ ზარის პირვანდელი სახე. ახლა რაც არის, იგივე მასალაა, მაგრამ ფორმები ვერ შენარჩუნდა".
"კითხვა: როდის რეკენ ეკლესიაში ზარებს?
პასუხი: მართლმადიდებლურ ეკლესიაში ზარებს რეკენ: ღვთისმსახურების წინ, მორწმუნენთათვის საღმრთო მსახურების დაწყების შესატყობინებლად; ლიტანიობისას, რათა მას მიეცეს განსაკუთრებულად სადღესასწაულო ელფერი; გარდაცვლილის დაკრძალვისას; ასევე, სხვა რომელიმე საგანგებო და სადღესასწაულო მომენტებში."
"არცთუ დიდი ვარდისფერი სამრეკლო, აგურისაგან ნაშენი, კარიბჭის თავზე აზიდულიყო"
"აჭის ტაძარს დიდი რაოდენობის უძრავი ქონება და დიდი ზარი ჰქონდა, რომლის ხმა ლიხაურამდეც კი აღწევდა.
კომუნისტების დროს ტაძარი დაიხურა. მონასტრის ბიბლიოთეკა და ძვირფასეულობა ურმებით გაუტანიათ, მათ შორის ზარიც"
"ისმის ზარების ექო სამთავროს დედათა მონასტრიდან, როგორც ერის გამოსაფხიზლებლად დარეკილი და წარსულიდან აწმყოში ვბრუნდები"
"საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჯრუჭის მონასტერში ღვთისმსახურება გააუქმეს, მერე შვიდწლიანი სკოლა გახსნეს, ბოლოს იქიდან ყველაფერი გაიტანეს: ნაგებობანი, ზარები, ავეჯი... მხოლოდ მთავარი ტაძარი და სამრეკლო დატოვეს"
"ისინი, ვისაც ზარების რეკვა ესმით და ტაძარში არ მიდიან, ცოდვებში იძირებიან"
"თავდაპირველად გვიხმობს დიდი ზარის ხმა, მერე ყველა ზარი - სადღესასწაულოდ. ამ დროს მორწმუნემ თავისთვის უნდა წარმოთქვას 50-ე ფსალმუნი ან მრწამსი"
(ელენე ახვლედიანის გახსენება)
"სიჩუმე დიდუბის ეკლესიის ზარის ხმამ დაარღვია. მან სწრაფად მიიხედა ტაძრისაკენ და მოულოდნელად მკითხა, სად, რომელ ტაძარშია ყველაზე ლამაზი ზარიო (რატომღაც არ მიკითხავს, რას გულისხმობდა ამ "სილამაზეში" - ზარის ფორმას, თუ ხმას?)... არ მახსოვს, რა ვუპასუხე მაშინ, მაგრამ... ახლა ამასაც მერამდენედ ვიმეორებ ჩემთვის: თქვენს "სამრეკლოზე", ქალბატონო ელენე, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს დიდებულსა და მარადიულს ტაძარში!"
/ანა კალანდაძე, 1976წ./
"- გოგიტა, ამბობენ, ტაძარში დიდი ზარი იყოო. რა იცი ამის შესახებ?
- ამბობენ, ეს ზარი და სვეტიცხოვლის ზარი ერთმანეთს ბანს აძლევდნენო. ეტყობა, ჯერ ზარი ჩამოკიდეს და მერე ააშენეს სამრეკლო. იმ საუკუნის 30-იან წლებში ჩამოგდება რომ ვერ მოუხერხებიათ, პაპავაძეს უთქვამს, მაგას რა ფიქრი უნდა, სამრეკლოს სვეტი გამოვანგრიოთო. საშინელი ხმა ყოფილა ზარის ჩამოგდებისას. ამ სვეტის ჩამონგრეული ნაწილი დღესაც შემორჩენილია. არავინ იცის, სად არის წილკნის ზარი..."
"აი, მიზეზი, რომ დიდი და პატარა უწინდელ დროში მიისწაფებოდა ეკლესიაში სალოცვად, როცა წირვისა და ლოცვის ზარი სამრეკლოდამ გაიხმაურებდა"
/წმ. ილია მართალი/
"საქართველოს ეკლესიის სამრკლოზე მშობლიური მიწის დასაცავად ისევ და ისევ ირეკებოდა საგანგაშო ზარები. მოხუცი თუ ახალგაზრდა, ერი თუ ბერი ისხამდა იარაღას და ერთიანი ძალით გამოდიოდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად".
/ილია მეორე/
"უწმინდესი - დედოზარია იგივ საყდრისა"
/მართა ტარტარაშვილი-თარხნიშვილი/
"ზარების ხმარება ეკლესიებში შემოიღეს მეოთხე საუკუნეში. მის დამკვიდრებას ეკლესია იტალიელ ეპისკოპოსს - წმიდა პავლეს - მიაწერს. წმიდა პავლეს აწუხებდა ზარის ფორმისა და ზომის საკითხი. ერთხელ თავისი სამწყსოს მოლოცვისას ერთგან იხილა ყვავილები, რომელთა მოყვანილობაც მოეწონა და გადაწყვიტა, ზარებიც მათი მსგავსი დაემზადებინა".
"რვალი - სპილენძისა და კალის შენადნობი, რომლისაგანაც ასხამენ ზარს".
"შორიდან კი სიონის ზარის ხმა სწვდებოდა. გლოვის, ოდნავ გაბზარული, შემძიმებული და დუნე ზარის ხმა"
/ლევან გოთუა, "კრწანისის სევდა"/
"ღვთისმსახურებაზე ზარის რეკვამდე უნდა მიხვიდე, რომ ზარმა უკვე ტაძარში მოგისწროს. რატომ? იმიტომ, რომ ამ დროს დედა ღვთისმშობელი შემობრძანდება ტაძარში"
/ღირსი ბარსანუფი ოპტინელი/
"მხცოვან ხანძთელს ყველა სახელი ხანძთით ნაჭარბ ილეკრო-ვერცხლის ზარის ხმაში მოესმოდა"
/ლევან გოთუა, "ხანძთის ზარი"/
"მერმე სამრეკლოსაკენ წავიდა. ჩავარდნილი საფეხურები ნაჩვევი ნაბიჯებით ავლო და ხანძთის ერთადერთ გადარჩენილ ზარს მისწვდა.
არც თუ დიდი ზარი იყო, მაგრამ საოცარი ხმა ჰქონდა მადლიანს.
ერთიან საქართველოს უკანასკნელი მეფის - ალექსანდრეს მიერ იყო ნაბოძები "ღვთის სადიდებლად და საქართველოს სამეფოს წარსამართებლად." ასე ღაღადებდა ზედ ამოტვიფრული ხვეულ-ქართული.
ნაჭარბ ილეკრო-ვერცხლისაგან იყო ჩამოსხმული ზარი. ხმაც იშვიათი და ხალასი ჰქონდა. მისგან დარხეული ბგერა მერცხალივით გადაევლებოდა სამცხე-საათაბაგოს დაწყლულებულ სხეულს.
უმალ სხვა, ახლომახლო საყდარ-მონასტრები აიტაცებდნენ ხანძთის ზარის ხმას და ახლა შორეულებს გადაულოცავდნენ, განავრცობდნენ, გაამრავლებდნენ".
/ლევან გოთუა, "ხანძთის ზარი"/
"უკანასკნელი ხანძთელი უკვე მძიმე და ვალმოხდილი ცხოვრების მიღმა იყო... ხოლო ნაჭარბ ილეკრო-ვერცხლისაგან ჩამოსხმული ხანძთის ზარი, მომავალ საუკუნეებში წასულ იმედივით, არხევდა თავის ხალასსა და საამო ხმას"
/ლევან გოთუა, "ხანძთის ზარი"/
"ხანძთის ზარს დაკლული ხარივით ეკიდა ენა"
/ლევან გოთუა, "ხანძთის ზარი"/
"თავი ანება ზარვას"
"კარიბჭე რომ გავლო, ერთიც შემობრუნდა და სამრეკლოს შეხედა. იქ ზარი ეკიდა. გაუკითხავი, უპასუხო, იქნებ დაობლებული ზარი"
/ლევან გოთუა, "ხანძთის ზარი"/
"მალე ზარებიც ამცნობენ წუთისოფლიდან ჩემი გასვლის ამბავს"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"სოფლური დერეფნის ბოძზე ჰკიდია თითბრის მოზრდილი ზარი, ზედა აწერია: "წმინდაო გიორგი შემწე მეყავ მე უღირსსა წინაშე ღმრთისა".
/რეზო ინანიშვილი, "ეთერი"/
მწუხრისა ზარნი
მწუხრისა ზარნი, მწუხრისა ზარნი,
უტყვთა წარსულთა ტკბილად მღაღადნი,
ჟამნი დღეტკბილნი, ლხინგარდახდილნი,
უკანასკნელი გულისთქმათანი.
გზამხიარულნი, სიყვარულის გრძნობით სავსენი,
აწ უკვე ჩვენგნით გარდასრულნი მეინახენი,
ბნელმა წყვდიადმა წარიყვანა, გარდახდა ჟამნი,
კვლავ ღარტაფებში ტკბილად ჟღერენ მწუხრისა ზარნი.
და სხვანი მოვლენ მოწიწებით ჩვენზედ მაღალნი,
რომ კვლავ ისმინონ ხმანი მათნი ეგზომ ნარნარნი,
ქება-დიდებაც მათ შეასხან მრავალხმათანი,
ხოლო ჩვენ ნათელ ხსოვნად გვიძღვნან ჰანგნი მრავალნი.
მწუხრისა ზარნი, მწუხრისა ზარნი, მწუხრისა ზარნი".
/წმ. გიორგი მთაწმინდელი/
"2013 წელს ნეველის ეკლესიაში მიდიოდა რემონტი და როდესაც ჩვენ, მუშები, სამრეკლოდან ძველ ზარებს ვხსნიდით, ერთი ზარი მე მარტოს მიმქონდა და, რატომღაც, სულ არ მიჭირდა მისი ზიდვა. მამა ვიტალის საფლავამდე არ ვიყავი მისული, რომ შემომხვდა კატია [სალოსი] და მითხრა: "შენ გვერდით მთავარანგელოზ მიქაელს ვხედავ, ის გეხმარება მაგ სიმძიმის ზიდვაშიო!"
/ზურაბი/
"ბატონი ნოდარის [მამისაშვილი] ღვაწლით წმინდა სანების საკათედრო ტაძრისთვის შეიქმნა და განხორციელდა ცხრა საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა; სწორედ მისი ზარები უხმობენ დედაეკლესიაში მრევლს წირვა-ლოცვაზე და შეახსენებენ 7-გზის ლოცვის დროს.
ვწუხვართ, რომ ვერ შესრულდა მისი ოცნება, - სამრეკლოზე ამავალი კიბის საფეხურები ბრინჯაოსაგან ჩამოსხმულიყო, რათა ზართა ჟღერადობის მეტი ხმოვანება შეეძინა და უფრო დიდი რადიუსით გავრცელებულიყო.
ბატონი ნოდარის ზედამხედველობით ჩამოისხა ზარები მახათას მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისთვისაც, რომლის სიახლოვესაც თვითონ დღეს იკრძალება"
/კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, 13.01.2022/
"ცნობილია, რომ ჩვენში, ილორში (ოჩამჩირის რაიონი) ღმრთისმსახურების დაწყებამდე ჯერ ძელსა ჰკრავდნენ, შემდეგ ზარებს დარეკავდნენ, ხოლო საუფლო დღესასწაულებზე ბუკსაც აახმოვანებდნენ ხოლმე. აქედან ჩანს, რომ ხალხი და სამღვდელოება დიდ პატივს სცემდა ძელის კვრასა და ბუკის ახმიანებას, როგორც პირველ ქრისტიანთა ჩვეულებას. ზარების ხმარება ეკლესიაში შემოიღეს მეოთხე საუკუნეში, მის დამკვიდრებას ეკლესია იტალიელ ეპისკოპოსს - წმიდა პავლეს - მიაწერს.
წმიდა პავლეს აწუხებდა ზარის ფორმისა და ზომის საკითხი. ერთხელ თავისი სამწყსოს მოლოცვისას ერთგან იხილა ყვავილები, რომელთა მოყვანილობაცც მოეწონა და გადაწყვიტა, ზარებიც მათი მსგავსი დაემზადებინა. რუსულად ამ ყვავილს "კოლოკოლჩიკ"- ი ეწოდება, ხოლო ქართულად - მაჩიტა"
"მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 28 მარტს, ბზობის ღამეს, ლიუბეკის ისტორიული ცენტრის საჰაერო დაბომბვისას მარიენკირხე ხანძარმა თითქმის გაანადგურა. დაიწვა განთქმული ორგანი (რომელზეც სავარაუდოდ უკრავდა იოჰან სებასტიან ბახი), მრავალი ფერწერული ტილო. ქანდაკება და ხელოვნების სხვა ნიმუში. განადგურდა შუა საუკუნეების ვიტრაჟები, რომელიც აქ წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესიიდან 1840 წელს გადმოიტანეს ავარიული მდგომარეობის გამო. მარიენკირხეს რეკონსტრუქცია 1947-1959 წლებში მიმდინარეობდა. ჩამოვარდნილი ზარები კი ტრაგედიის მოგონებად იქცა - დღეს მათი ფრაგმენტები ტაძრის სამხრეთ კოშკის მემორიალურ სამლოცველოშია"
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.88/
"თოვლი მდუმარედ ეცემოდა მიწას და დიდი ზარი დიდმარხვის შესატყვისად მწუხარედ ხმიანობდა. ბოლო შემოკვრის მერე ბერი ტროფიმე [ოპტინელი] ზარს სახით მიეყრდნო, თითქოს მის მოგუგუნე წუხილს ისრუტავსო".
"გასულ საუკნეებში ეპიდემიების, განსაკუთრებით კი შავი ჭირის დროს განუწყვეტლივ რეკავდნენ ზარებს, რათა ჰაერი სენისაგან გაეწმინდათ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ჩვენში, თუ ვინმეს ტყეში გზა დაებნა, მეზობელ სოფლებში ეკლესიის ზარების რეკვას იწყებენ და ისიც ამ ხმის მიხედვით იკვლევს გზას"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience