მგონი ბევრმა არ იცის რომ დირბის დედათა მონასტერში რამოდენიმე თვის წინ რესტავრაციისას კირქვის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს ორსული(მიდგომილი) ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სამყაროში...
მე კიდევ მაინტერესებს თუ სად არის დირბის დედათა მონასტერი... ვერავინ მიპასუხა ამ კითხვაზე,, იქნებ თქვენ დამეხმაროთ...
რამდენად კანონიკურია ნეტა? მართლაც უცხოა....
მნათე
სრულიად კანონიკური არის, ხატთმწერთან ვიკითხე...
მნათე
ფოტოსამყაროში ვმუშაობ, ერთმა კლიენტმა დაბეჭდა..
მე მინახავს ხატი, სადაც გამოსახულია სცენა, როცა ღვთისმშობელი მივიდა მართალ ელისაბედთან და ჩვილმა იოანე ნათლისმცემელმა (დედის მუცელში) თაყვანის სცა უფალს (ასევე დედის მუცელში). ეს მოვლენა სახარებიდანაა ცნობილი... ხატი დაბეჭდილი იყო მამა გიორგი გამრეკელის ჟურნალში "რწმენა და ცოდნა".
მარიამი
მადლობა მარიამ..გაიხარე
ახლახანს გამოიცა დიდი წიგნი დირბის დედათა მონასტერზე უამრავი ფერადი ილუსტრაციით, ისტორიით და ა.შ.
მაგ ფრესკას სახელად უწერია: "იოსების ყვედრება" ალბათ ეს ის მომენტია, როცა იოსებმა ნახა, რომ ღვთისმშობელი ორსულად იყო და მისი ფარულად გაშვება უნდოდა.
არსებობს ფრესკა,რომელშიც ღვთისმშობელი ფეხმძიმედაა გამოსახული, მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა.
ასევე არსებობს კიდევ ერთი ფრესკა სადაც ღვთისმშობელი ფეხმძიმედაა- ესაა მხილების წყლით გამოცდა.
მეც მაქვს ასეთი ხატი სადაც ღვთისმშობელი ფეხმძიმედაა, ოღონდ მაცხოვარიც ჩანს ჩვილი, ოვალურ წრეში დგას და მარიამი ხელებით "დაჰფოფინებს" თითქოს
ყველაზე დიდი სასწაული იყო, როდესაც ეს ხატი დავბეჭდე და მეუფე კალისტრატეს ვაჩვენე მან მითხრა ხატთმწერს აჩვენე შვილოო, მეც მივედი ხატთმწერთან და ვაჩვენე ეს ხატი, ვკითხე რამდენად კანონიკური არის მეთქი, მან მიპასუხა დახედე რას ვწერ ეხლა მეო, დავხედე და ისიც ანალოგიურ ხატს წერდა, მითხრა აბსოლუტურად კანონიკური არისო
აი, ის ხატი, რომ ვამბობდი:
http://images.ge/
მადლობა ჯამბაკურს მოწოდებისთვის
რა მნიშვნელობა აქვს გეხვეწებიტ კანონიკას ამ შემთხვევაში...
ნამდვილად საინტერესო შემთხვევააა...
ფეხმძიმე ღვთისმშობელის ასეთი გამოსახულება არასდროს მინახავს (ვგულისხმობ დირბის მონასტერს). ისე კი საინტერსოა.
მე პირადად ძალიან მინდა დირბის მონასტრისა და ამ ხატის ნახვა...
მარიამი
დიდი სიამოვნებით
სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვნახე ვერავითარი ინფორმაცია დირბის მონასტერზე..
ძიება გრძელდება...
მე მაქვს ეგ ინფორმაცია
მაცალეთ ცოტა ხანს და დავდებ რაღაც-რაღაცეებს
დირბის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი
http://lider.caucasus.net/
დიდება უფალს...
მადლობა მარიამ
ესეც დირბის მონასტრის ისტორია... და მგონი ეს თემა "ეკლესია, მონასტრებში" იქნება გადასატანი
დირბის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი შუაგულ ქართლში, ქარელიდან 15-იოდე კილომეტრის დაშორებით, სოფელ დირბის განაპირას მდებარეობს. თავდაპირველად აქ X საუკუნეში აუშენებიათ მცირე დარბაზული ეკლესია, მას XIV ს-ის შემდგომ XV-XVI ს-ში ჩრდილოეთიდან, XVII ს-ში კი სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე აფსიდებით დაბოლოებული მინაშენები მიადგეს, ხოლო დარბაზული ნაგებობის ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებში ორ-ორი თაღოვანი ღიობი გაჭრეს, რის შემდეგაც ეკლესიამ სამნავიანი ბაზილიკის შიდა სივრცე მიიღო.
ეკლესია სამონასტრო კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილშია, მის სამხრეთით აგურით ნაგები სამრეკლო და სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. კომპლექსს კირდუღაბით ნაგები, აწ დანგრეული გალავანი ზღუდავდა.
სოფ. დირბი, თავისი მონასტრით საისტორიო საბუთებში მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეებიდან ფიგურირებს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დვანის წყლის (იგივე აღმოსავლეთი ფრონე) „დასავლით კიდესა არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იჱრუსალემის ჯვარის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იჱრუსალემს“. ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო და მას ჯვრის მონასტრის აქიმანდრიტი განაგებდა; მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი აქვე, საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. ეს ურთიერთობა იერუსალიმის საპატრიარქოსა და დირბის ღმრთისმშობლის მონასტერს შორის XX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. დირბის ეკლესიის XIV საუკუნის მოხატულობის იკონოგრაფიისა და სტილის ანალიზზე დაყრდნობით ნ. ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ დირბის ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და მაცხოვრის საფლავის მეტოქი, შესაძლოა, უკვე XIV საუკუნეშივე ყოფილიყო, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. წერილობით წყაროებში დირბის უძველესი მოხსენიება XVI საუკუნეს განეკუთვნება: იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავისათვის სვიმონ I (1556-1600 წწ.) შეუწირავს, რასაც გვაუწყებს სვიმონის მეუღლის ნესგან-დარეჯანის 1588 წელს გაცემული საბუთი. ნ. ხუციშვილის განმარტებით, ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ მეფე სვიმონი დირბის პირველშემწირველია და არა ძველი შეწირულების განმაახლებელი, შეწირულების დრო კი 1556-1588 წლებითაა შემოსაზღვრული.
ვფიქრობ, რომ დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის გაფართოების ერთი დიდი ეტაპი სწორედ ამ პერიოდში მოხდა: მარტივ დარბაზულ ეკლესიას (რომელსაც, შესაძლებელია, უკვე ჰქონდა მოკლე ჩრდილოეთი მინაშენი) ჩრდილოეთიდან მიაშენეს დაბალი მკლავი, რომლის თავზე მეორე სართული - სამალავიც მოეწყო, ცენტრალური დარბაზის სივრცე კი ჩრდილოეთით დაბალი თაღებით გაიხსნა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაზიანდა XIV საუკუნის შუა ხანების კედლის მხატვრობა. ამრიგად, XVI საუკუნის მეორე ნახევარში დირბის ეკლესია ორქანობა სახურავით გადახურულ ორნავიან ნაგებობად გადაკეთდა.
როსტომ მეფემ (1632-1658 წწ.) და დედოფალმა მარიამმა (+1684 წ.) 1650 წლის 10 აპრილს გაცემული სითარხნის წიგნით განაახლეს დირბის იერუსალიმისადმი შეწირულება. დოკუმენტის მიხედვით, სოფელი დირბი თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადებისგან იმ პირობით, რომ იერუსალიმისთვის ყოველწლიურად ექვსი ათასი თეთრი ეხადა. სწორედ XVII საუკუნის მეორე ნახევარში, საფიქრებელია, დედოფალ მარიამის შეწევნით, ჩატარდა დიდი სამშენებლო საქმიანობა დირბის მონასტერში: ეკლესიას სამხრეთის მხრიდან აგურით ნაგები ნავი მიუშენდა და, სათანადოდ, ცენტრალური დარბაზის სამხრეთ კედელში ორი მაღალი თაღი გაიხსნა, რის შედეგადაც ეკლესია სამნავიან ნაგებობად გარდაიქმნა; დროთა ვითარებით დაზიანებული XIV საუკუნის ქვის კანკელის ნაცვლად ამავე დროს ააგეს აგურის იკონოსტასისებრი კანკელი, რომელიც მაშინვე მოიხატა კიდეც; ისრული თაღით შეიმკო ცენტრალური ნავის აღმოსავლეთი ღიობი, ხოლო თაღის თავზე წითელი საღებავით ღმრთისმშობლის ცხრასტრიქონიანი სადიდებელი დაიწერა, და ბოლოს, ამ დროსვე უნდა აეშენებინათ ფანჩატურით დასრულებული ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში ეკლესიასთან მისასვლელი კარიბჭე გაიმართა. ქართლის დედოფალ მარიამის მიერ იყო დაფინანსებული დირბის სიახლოვეს სოფელ არადეთის წმ. საბა განწმენდილის სახელობის დარბაზული ეკლესიის (1666 წ.) მშენებლობაც და „ძირითურთ აღმოფხვრილი“ ურბნისის ტაძრის (1668 წ.) აღდგენაც. ეს უკანასკნელი, დირბის XVII საუკუნის სამშენებლო ფენის დარად, აგურითაა განახლებული. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ დედოფალი მარიამი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის გაწეული დიდი ღვაწლისათვის XVII საუკუნის ორმოციან წლებში ტაძრის კედელზეც გამოსახეს და ჯვარისმამა ნიკიფორემ, რომელიც ჯვრის მონატერს წინამძღვრობდა 1643-1649 წლებში, მისთვის კარგაღებული აღაპიც დააწესა, არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედოფლისვე სახსრებით ჩატარებულიყო ჯვრის მონასტრის მეტოქი დირბის მონასტრის აღდგენა-მშენებლობაც, რაც შეწირულების წიგნის გაცემის მომდევნო ხანაში, ალბათ, XVII საუკუნის სამოციან, უფრო სამოცდაათიან წლებში (საფიქრებელია, ურბნისის აღდგენის შემდეგ) უნდა მომხდარიყო.
1785 წელს ერეკლე მეფეს დირბისთვის შეუვალობა განუახლებია.
XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს, ისევე როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისაგან მხოლოდ მარანიღაა შემორჩენილი, ჩამტვრეული ქვევრებითა და საქაჯავით. მწერალ ს.მგალობლიშვილის ცნობით, „ქრისტეს საფლავის წინამძღვართა“ ეს სასახლე, რომელსაც მაღალი ქვიტკირის ბეღლები, ღვინის უზარმაზარი მარანი და საჯინიბო ჰქონდა, ადრე ამ ადგილების მებატონეს, მძლავრ ფეოდალს, ვინმე დოღლაძეს ეკუთვნოდა, რომლის შთამომავლობაც ამოწყვეტილა, მისი მამული კი ქართველ მეფეებს იერუსალიმის ქრისტეს საფლავის მონასტრისთვის შეუწირავთ. ნ. ხუციშვილის აზრით, XIV-XV საუკუნეებში დოღლაძეების სამფლობელო ადგილად შეიძლება მდ. ფრონის ხეობის ნაწილი (ღვერთეთი, ტახტიძირი, დირბი) დასახელდეს. როგორც ჩანს, ამ გვარსახელთანაა დაკავშირებული ტოპონიმი დოღლაურიც, რომელიც მდ. მტკვრისა და მდ. ფცის (დასავლეთი ფრონე) შესართავთან ლოკალიზდება. ამ ავტორისავე განმარტებით, XIV-XV საუვუნეებში აღნიშნული ტერიტორია არ შედის არც ერთ სხვა სამფლობელოში, რაც იმის დასტურია, რომ იქაურობას დოღლაძეები პატრონობდნენ. სვიმონ I-ის მიერ იერუსალიმისთვის დირბის გადაცემა კი უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ დოღლაძეთა ფეოდალური სახლი XVI საუკუნეში უკვე ნამდვილად აღარ ფლობდა ამ ადგილს.
დირბის ღმრთისმშობლის სახელობის თავდაპირველი, მცირე დარბაზული ეკლესია, როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას, 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ საისტორიო წყაროებში აქამდე უცნობი იყო ლეონ მეფის დანიშნული ქართლის ერისთავის სახელი. კვლევით დადგინდა, რომ წარწერაში მოხსენიებული იოანე ერისთავი, შესაძლებელია, საქართველოს გაერთიანების მესაძირკვლესთან, ერისთავ იოანე მარუშისძესთან გავაიგივოთ. დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს, რომელიც სასულიერო პირი კი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, საერო ხელისუფლის ფუნქციებსაც ითავსებდა და, შეიძლება, ამ მხრივ იოანე ერისთავის ხელქვეითიც იყო. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ითავა ეს საქმე. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. იგი ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ, რაც იმ შესაძლებლობებით, რაც ოთინისძეს გააჩნდა, მშენებლობის საკმაოდ მაღალ ტემპზე მიგვანიშნებს.
დირბის ეკლესია ხუროთმოძღვრული ფორმებითა და დეკორით შიდა ქართლის ამ ეპოქის (X ს.) ტიპიურ ძეგლს წარმოადგენს. ეს არის ხალხის წრიდან გამოსული ნახევრადპროფესიონალი ოსტატების ნახელავი, გულდასმით აგებული სოფლის ეკლესია, რომლის მსგავს ნაგებობებს მრავლად ვხვდებით ამ რეგიონში. დირბის ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ზედა მხარეს, უმაღლესი საერო ხელისუფლის - აფხაზთა მეფის ლეონისა და მისი ძმის დემეტრეს რელიეფური გამოსახულებებია განთავსებული.
გEიხარეეეე.... უღრმესი მადლობა ასეთი ინფორმაციისათვიიიიიიიის
ვეცდები მოგვიანებით მოხატულობაზეც დავწერო ორიოდე სიტყვა.
ეს კიდევ ერთი ფოტო:
http://lider.caucasus.net/
ექსკურსიის სუნი მეცაააა
ბოლო გაჩერება დირბის დედათა მონასტერი...
ორსული ღვთისმშობლის ხატი ისიც არის მე კიდევ სხვა ორიც ვიცი, ერთი, ფეხმძიმე ქალები ლოცულობენ მასზე, მთელი ტანით ჰყავს მაცხოვარი მუცელი გამოსახული და მეორე, წელამდეა მაცხოვარი გამოსახული. თუმცა ისეთი სასწაული, როგორიც ტქვენ გვაჩვენეთ არსად მინახია. აქ ზუსტად ფეხმძიმე ქალია გამოსახული, ჩვილის გარეშე. მართლაც კარგი რამეა.
ხომ არ გვეშლება? დარწმუნებული ხართ, რომ ეგ ჩვეულებრივი ფრესკა არ არის?
რა ლამაზი და საყვარელი ფრესკებიაააააააა დიდება უფალს და მის განგებას
მარიამი
ჩემი აზრით ისევე როგორც ფრესკა შეიძლება იყოს ხატი, ასევე ხატი შეიძლება იყოს ფრესკა
ლეონტი
მეც მასე ვიფიქრე
შეიძლება მართალია...
დირბის მონასტერში აღმოჩენილი ხატი ნამდვილად კანონიკურია.
სხვათაშორის ამ ხატშიც ორსული ღვთისმშობელია:
http://imageshack.us
mariami-k
ლამაზი ხატია!!!
Karo
ნამდვილად.
ხატი არ ჩანს და ლინკი შეასწორე რა
მონასტრის დედებს ვიცნობ,სოფლის მღვდელმსახური ჩემი მოძღვარია, ჰოდა თუ წახვალთ მეც გამიყოლეთ რა!:)
....
ეს ფრეცკა, ღვთისმშობლის .
კიდევ არის სურათები , თუ მოგინდათ..
რა საინტერესო ეკლესიაა... ტერიტორიულად სადაა? კახეთში?
წინა პოსტები ნახე
მარიამი
ვაიმე ჩემთან არ გაიხსნა სურათები (( ძალიან მაინტერესებს რა ორსული ღვთისმშობელი, იქნებ გამომიგზავნოთ რა? ან ხელმეპორეთ დადოტ? თქვენთან იხსნება?
გაიხსნა ეხლა უკაცრავადდდ
მე ვიცი ეს ხატი.და ვისაც ვაჩუქე(პ.ს მათ შვილი ძალიან უნდოდათ )სასწაული მოხდა და მალევე შეეძინათ შვილი.ულამაზესი ხატია და დიდი მადლიც აქვს
ძალიან ლამაზი მონასტერი ყოფილა, ფრესკები კი... საოცარია!!!რამხელა მადლისა და სიყვარულის მატარებელია
ჩემთან პირველი სურათები არ გახსნა მარტო მონასტრის სურათების ნახვა შევძელი
ულამაზესი ხატია.
სად მდებარეობს ეს ეკლესია ?
დიდი მადლობა ამ ფრესკისთვის. არსად მინახავს. მისი შემწეობა კი ძალიან მჭირდება
თუ ვინმეს მოგიხდათ ამ მონასტერში წასვლა, იქნებ გამაგებინოთ.
ღმერთო რა ლამაზია ღვთისმშობელი თვალს ვერ ვაშორებ, ლამის ვიტირო. ყველას მისცეს შვილი ჩვენმა მადლმოსილმა ღვთისმშობლმა. ჩემი მეუღლე ცარმოშობით ქართლიდანაა საქართველოში რომ ჩამოვალ წავიდეთ)ღმერთმა შეგვაძლებინოს.
გაიხარეთ, აღფრთოვანებული ვარ.
ხვალ ეკლესიაში მივდივარ ეხლა ჩავალ დავაბეჭდინებ ჩემს მოძღვარს გავახარებ ხვალ (რუსეთში არსად შევხვედრივარ ასეთ სასწაულს)/
მე ხატიც მოვიძიე და დავდებ
გამარჯობა! ყველას გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას! ძალიან გთხოვთ ხელმეორედ ატვირთოთ ორსული ღვთისმშობლის სხატის სურათი არ ხსნის რატომღაც
დირბის მონასტრის ხატი არ არის კანონიკური. არსებობს ბევრი მოსაზრება, მაგრამ იკონოგრაფიიდან ვიცი რომ ეს ასეა. რაც შეეხება ხატმწერებს ისინი კონსულტაციებს ხელოვნებათმცოდნეებთან გადიან. ასე რომ. . . . . მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეურაცყოფა მივაყენოთ, უბრალოდ ზოგიერთი ნიუანსი დარღვეულია. თუ ვინმეს უფრო დაწვრილებით დაგაინტერესებთ შემიძლია დეტალურად გესაუბროთ.
expert:)
ამ თემაში არის ხატწერის კანონიკაზე საუბარი, თუ რამეს გაგვიზიარებ, გაგვიხარდება
http://church.ge/index.php?showtopic=5086
კეთილი იყოს, შენი შემომატება.
დავიწყოთ იქიდან რა აქრის ხატი,იგი არის სარკმელი სასუფევლისა და ასახავს ყოველივეს მარადიული ღირებულებით. ხატში ყველა დეტალი არის საოცრად საკრძალველი და საკრალურიც.ვინ არის ღვთისმშობელი?იგია დედა ყოველთა და დედოფალი სამყაროსი, იგია ერთადერთი განღმრთობილი ადამიანი. რა არის ორსულობა? ჩვეულებრივი მოკვდავისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, ამშემთხვევაში კი ღვთისმშობელი ჩვეულებრივი მოკვდავვით არის გამოსახული და თითქოს მის დიდებულებას ჩრდილი ადგება ორსულად გამოსახვისას. იმის თქმა მინდა რომ ჩვეულებრივი მოკვდავივით არის გამოსახული. წმინდანის ჩვეულებრივი მოკვდავივით გამოსახვა კი საეკლესიო კრებების მიერაა აკრძალული, ისევე როგორც ჯვრის გამოსახვა იატაკზე და ა.შ. რაც შეეხება დირბის ამ კონკრეტულ ხატს იგი არის კომპოზიციის მხოლოდ ერი დეტალი, რომლის კომპოზიციიდან ამოგლეჯა კიდევ ერთი დიდი შეცდომაა. ღვთისმშობლის ნებისმიერი ხატის წინაშე ლოცვა კი შეეწევა უშვილოს, ის ხომ დედაა ყოველივე ქმნილისა. . . . დამიჯერეთ ღვთისმშობელი ყველას გულმხურვალე ლოცვას სეისმენს, არაა საჭირო დავამცროთ მისი დიდებულება. დაგვლოცოს დედაღვთისამ......
მიდგომილი ღვთისმშობელი არ არის ხატი,არის ფრესკა და ხატსა და ფრესკას შორის განსხვავებაა და მისი როგორც ხატად გამოკყენება არ არის დაშვებული.
და აბა სამებაში რომ არის ??როგორ თუ დაუშვებელია?
ნამყოფი ვარ დირბში -
ბრეთა და ულუმბოსთან ერთად ვნახეთ და მოვილოცეთ -
ულამაზესი ფრესკაა.
მინდა გიტხრატ ,რომ დედაგვტისმსჰობლის ტცკალობიტ "მიდგომილი" ხატი სასტცაულებრივად ცჰამოვაბრდზანე ამერიკასჰი და დაბრდზანდა ტცმიჰდა ნინოს კარტულ ეკლესიასჰი ნიუ-იორკსჰი. დაიჯერებტ? მე კიდევ არ მჯერა რომ ეს ბედნიერება მერგო ტცილად.ეს არის ფრესკის მე-სამე ასლი,რომელიტც უნდა ტცაბრდზანებულიკო დირბის დედატა მონასტერსჰი, სჰემტხვევიტ ვნახე ეს ხატი და ავენტე სურვილიტ,რომ ტცამებრდზანებია ამერიკასსჰი,მეორე დგეს მოვპრინავდი,და მოხდა სასტაული ხატმა ინება ცჰემტან ერტად ამერიკასი ცჰამობრდზანება!!!!!!!!!
http://www.radikal.ru
ეს ხატი ფრესკის საფუძველზე შეიქმნა...
დირბის დედათა მონასტერი ქარელშია, სოფელ დირბში...
ამ ხატის ავტორი ვიცი ვინც არის
აქაც იყოს , მასალები ძირითადად კარავის ფოუმიდანაა, რამდენიმე ჩემი სურათი დავამატე მხოლოდ:
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი - შიდა ქართლი (ქარელის რაიონი) მდინარე ფრონის ხეობა
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონში), მდინარე ფრონის ხეობაში .
მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქეონი (ანუ დაქვემდებარებული) მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ".
ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია.
იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა.
ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს.
ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება.
ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით.
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.
მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები.
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე.
ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი.
აი ეს ფრესკაც
მიდგომილი ღმრთისმშობლის ზემოთ გამოსახულია ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდიტ კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს.
იგივე ფრესკა სხვა რაკურსით
აი სხვა ფრესკებიც:
წმ. გიორგი
”ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მაგრამ გარდა ღმრთისმშობლის მიძინებისა, იქ მეორე კანკელიც არის. მონასტრის წინამძღვარ დედა ნატალიას გადმოცემით, აშკარად შეიმჩნეოდა ეკლესიაში მეორე კანკელის არსებობის კვალი, მაგრამ არ იცოდნენ, რომელი წმინდანის სახელობის იყო. რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობს გადაუწყვეტია, წმ. ბარბარეს სახელობის იქნებაო. როცა ხელოსანი მოუყვანიათ, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა, მაშინვე უკითხავს ამ ადამიანს: "წმ. ბარბარეს კანკელს აკეთებთო?", დედა ნატალიას გაკვირვებულს უკითხავს: "საიდან იციო?", თურმე ამ ადგილას მართლაც წმ. ბარბარეს სახელობის კანკელი ყოფილა და ამ ხელოსანს თავის წინაპრებისგან გადმოცემით სცოდნია. - "დედას სულ აქ დავყავდით და წმ. ბარბარეს სახელზე სანთლებს ვანთებდითო"
კანკელი: მეორე კანკელი:
ხატმწერ ირაკლი ცინცაძის მიერ ახლადდახატული ხატი - მიდგომილი ღმრთისმშობელი
ხედი ციხიდან დირბის მონასტერზე
კოსმოსიდან
ეხლა ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები,
ხარისხინები არაა მაგრამ, ფრესკების განლაგებას თვით ტაძარში შედარებით უფრო ნათლად გადმოცემენ
ტაძარში რომ შედიხარ, ეგრევე ხედავ ძირითადი ნავის, ჩრდილოეთ კედელზე მარცხენა უკიდურეს მხარეს,
წმ. გიორგის ხატით, რომელიც მახვილით დიოკლიტიანეს გნგმირავს
ხედი ტაძარში შესვლისას, მარჯვნივ, კანკელებისაკენ
ძირითადი ნავის ფრესკები. სურათის გადაღებისას ვდგავრ წმინდა გიორგის ხატის ძირთან
ძირითადი ნავის ფრესკები. სურათის გადაღებისას ვდგავრ წმინდა გიორგის ხატის პირდაპირ
ძირითადი ნავის ჩრდილოეთ კედელი,
ნელ-ნელა გადავდივარ მარცხნიდან მარჯვნივ,
კადრში გამოჩნდა, ძირითადი ნავის ჭერის ფრესკები, კანკელის მხარეს
მოვტრიალდი 90 გრადუსით, საკურთხევლის ჭერის ფრესკები
მთავარი კანკელი
დასავლეთ კედელი
ვდგავარ ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, პირით ტაძრის შემოსასვლელი კარებისაკენ, ანუ სამხრეთისაკენ
ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდით კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს.
ფრესკები ძალიან დაზიანებულია
პირვანდელი სახის დაბრუნება მათთვის შესაძლებელია?
ფინანსური სირთულეების გამო ვერ ხერხდება აღდგენა თუ რამე სხვა პრობლემაა?
თერალ ი
მადლობა, კარგია რომ ფოტოები გადაიღე
ნონა
მაგ დაზიანებულ ფრესკებს უნდა კონსერვაცია, მთლიან კომპოზიციას ვეღარ აღადგენ, მაგრამ შეიძლება ცალკეული პატარა ფრაგმენტების, ნაკაწრების შევსება,
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დაზიანებულია, მაგას ფინანსები უნდა, სპეციალისტები სჭირდება ... ეგაა სულ
ლეონტი
დირბის დედათ მონასტერი განსაკუთრებული მადლის მატარებელია. . მას კუბის ღვთის მშობელს უწოდებენ მას ბევრ სასწაულს მიაწერენ რამოდენიმე უახლოეს წარსულში მოხდა და ამის შესახებ ბევრი მსმენია ,, ადგილობრივები მას გაბრაზებული ხვთის მშობელს უწოდებენ . თუ გინდათ დეტალური ინფო სჰემიდზლიათ მოგაწოდოთ
გამარჯობათ
ამას წინათ ჟურნალ თბილისელებში იყო სტატია (ინტერვიუ) სადაც დირბის დედათა მონსატრის წინამძღვარი გვაცნობებდა რომ მონასტერში აპირებდნენ დაემზადებინათ სარტყელი უშვილო ქალებისათვის.
ძალიან მაინტესრესებს დაამზადეს თუ არა ასეთი სარტყელი, და მისი ღირებულება.
ან სად შეიძლება რომ შევიტყოთ ასეთ სარტყელზე სრული ინფორმაცია?
(თუნდაც პირად შეტყობინებაში)
გმადლობთ
პირველად შემოვედი ამ ფორუმზე
გწყალობდეთ წმინდა სამებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძალა და მადლი!
ამინ!
უახლესი ინფრომაციით, (თავად ავადმყოფებისგან რომ გროვდება) დირბის დედათა მონასტერში დამზადებული მალამო შველის განგრენას (რამდენიმე შემთხვევა) ტითქმის ერთი წასმით აქრობს ჰერპესს (ნათაგურს), ვისაც ჰქონია ეს იცის რა მტკივნეულია და რა რთულად მოსაშორებელი. აგრეთვე შველის სტომატიტს
კი ქარელის რაიონი სოფელი დირბი .ტბილისიდან დიდუბიდან ავტო სადგურიდან მარსჰუტკა გადის 3 საათზე წინამძღვარია დედა ნატალია . მოძღვარია იღუმენი იუანე ოხანაშვილი
ნამდვილად ასეა ოღონდაც სამარშუტო ტაქსი გადის დილის 10-ზე და შაუდღეს 4-ის ნახევარზე....
და კიდევ 19 აგვისტოს მონასტერს და მის წევრებს მძიმე განსაცდელის გადატანა მოუხდათ, მონსატრის საცხოვრებელ ნაწილს ხანძარი გაუჩნდა, შემობა მთლიანად დაწვას სასწაულებრივად გადაურჩა. დამწვარია მხოლოდ სახურავი მთლიანად, თუკი ვინმე ისურვებს შემოწირულობის გაღებას შემიძლია მონასტერს დაგაკავშიროთ (ხანძრის დროს პირადად გახლდით მონასტერში)
კიდევ აქ ერთ მომახმარებელს აინტერესებდა უშვილობის სარტყელის თაობაზე, მინდა გითხრათ რომ სარტყელები უკვე დამზადებულია, იყიდება მონასტერში, ფასი 10 ლარი
იყიდება სატრყელი უშვილოთათვის და მიდგომილი ღვთისმშობლის კანდელის ზეთი, დამზადებულია დირბის დედათა მონასტერში, ნალოცი... ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ... ან ჩაბრძანდეთ დირბში...
როგორც ფრესკაზე ღვთისმშობელს წითელი მანტია აქვს მოსხმული, ასეთი მანტიებიც იყიდება უშვილო დედებისთვის, რომ ლოცვის დროს მოისხან.
მანტიაზე არაფერი მსმენია, თუმცა მონასტერში იყიდება კვართი, ასევე მონასტრის დედების მიერ დამზადებული და მოქარგული, შეიძლება მას გულისხმობთ, კვართი წითელი და ლურჯი ფერისაა...
კვართიც და ქამარიც არა მხოლოდ მზადდება მონასტერში, არამედ ვიდრე მათ სასანთლეში გადაყიდად დადებენ უკითხავენ მიდგომილი ღვთისმშობლის პარაკლისს... ქამარი თბილისში ლესელიძეზე რამდენიმე მაღაზიაშიც იყიდება, კვართი კი მხოლოდ მონასტერში...
ოჯახებში დაბრძანდება მიდგომილი ღმრთისმშობლის ხატიც... მსურველებს შემიძლია ამ კეთილ საქმეშიც მივეხმარო
ჩემი ერთი ლექტორის აზრით (ხელოვნებათმცოდნის) ორსული ღვთისმშობელი არის გამოსახული სცენაში უბრალოდ და არაა აუცილებელი მისი ცალკე ხატად გამოსახვა. მართალია მისი ასლი ახლა სამებაშია დაბრძანებული. ასე ვთვლიო რომ რაღაც გაადამიანურება შემოაქვს ხატისო... მე პირადად ვეთანხმები...
qetevano
მეც ვეთანხმები...
marine
რა ვიცი ჩემი აზრით ხატი უფრო არაამქვეყნიური უნდა იყოს.
marine
ი მას არ ვამბობ რომ რაც არ მომხდარა ისინი უნდა გამოხატონ ხატზე და მოიგონონ არაამქვეყნიურად, მაგრამ უნდა დაგვანახოს მასზე გამოსახული წმინდანის სულიერი სახე. მე ასე ვფიქრობ რა ვიცი.
marine
და სხვა ღმრთისმშობლის ხატს რომ სთხოვოს ორსულმა შეწევნა არ შეეწევა?
ეგ ხოო მაგრამ მე მაინც იმ აზრისკენ ვარ რომ ყველა ხატი ყველანაირი ადამიანის შემწეა და არა მარტო ორსულების, ავადმყოფების, ისეთების და ასეთების.
დირბის დედათა მონასტრიდან უშვილო ოჯახებში დააბრძანებენ მიდგომილი ღვთისმშობლის ხატს და ყველა უშვილო წყვილი, ვისთანაც ხატი მიბრძანდა, ღვთისმშობლის შემწეობით გამრავლდა
მომკალით და არ ვეთანხმები, თითქოს რომელიღაც ხატი მარტო ორსულს ეხმარება ან მარტო დავრდომილს კურნავს და ა.შ. ყველა ხატი კი არადა მასზე გამოსახული წმინდანი ყველანაირ ადამიანს ეხმარება ჩემი აზრით. ამ უშვილო დედებთან ნებისმიერი სხვა ხატი ომ მიებრძანებინათ დარწმუნებული ვარ მაინც გამრავლდებოდნენ.
Otherguy
ხატმწერია კოპჩიკა... თან საკმაოდ კარგი...
(ეს ,ისე...)
A.V.M
მერე რა?
qetevano
ცოდვილებს ნუ შევეხებით, უბრალოდ ნურც გავამართლებთ ამის გამო.
აუ ერთხელ მობილურების მაღაზიაში დინამოზე შემხვდა ხატები. ერთ ხატზე იყო გამოსახული ქალი და კაცი და ეწერა - "წმინდა კვიპრიანი და წმინდა იუსტინე".
ნუ ეხლა არაფერს ვამბობ იმაზე, ფერად პრინტერზე რომ ბეჭდავენ ხატებს და ყიდიან...
თქმას გააჩნია? მღვდლებს არ უჯერებენ და უბრალო ერისკაცს ვინ დაუჯერებს? მამა დავით ისაკაძეს შევხვდი ცოტა ხნის წინ, დიდი სიამოვნება მივიღე მასთან საუბრისგან. არადა ჩვენ პრადვინუტ მართლმადიდებლებს სწორედ ეგ კაცი არ ეხატება გულზე.
Otherguy
ყველა უშვილო წყვის ვურჩევ, რომ დირბის დედათა მონასტერი მოილოცოს, ასევე ცხრამუხის დედათა მონასტერიც, სადაც დედა ანისია თავისი საგვარეულო წამლით კურნავს უშვილოებს. იტალიაშიც კი გააგზავნა წამალი და 19 წლის უშვილო წყვილს შვილი შეეძინა.
იცით რა არ მომწონს? ხალხი რაღაც ჩარჩოში რომ ჯდება, მაინცდამაინც იქ თუ არ წავა არ ეშველება. ეგ რწმენაზე კი არა პირიქით, ურწმუნოებაზე მიუთითებს ჩემი აზრით.
ამ ზაფხულს ჩემმა დამ მოილოცა დირბის დედათა მონასტერი და დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდა... დედებმა უთხრეს იმ ხატის სასწაულმოქმედებაზე, რომელიც უშვილოებს შეეწევა... როგორც წეღან დავწერე, ყველა უშვილო წყვილი, ვისთანაც ხატი მიბრძანდა, გამრავლდა...
ყველა უშვილოს ვურჩევ, რომ ჩაეწეროს იმ ხატი სახლში მობრძანებაზე და დიდ მადლს მიიღებს
marine
ალბათ ცემი ურწმუნოების ბრალია მაგრამ ჩემი აზრით რომელი წმინდანის ხატის მოსალოცათ თუ მიდიხარ, მას ახლიდანაც რომ შეევედრო გულით შეგეწევა. ამ ხატის მოლოცვაზე სულ "კაცია ადამიანი" მახსენდება :|
და სხვა ხატზე არაა მადლი? ალბათ ვერ გამოვხატავ ჩემ სათქმელს ზუსტად თუ რა არის არ ვიცი.
marine
...
G_saxva
marine
"დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე (მეტოქე - მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით) იყო. მეტოქის მიწაზე მოწეული მოსავალი საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა".
„2003 წელს დირბის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შედეგადაც გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები“
„მხატვრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ღმრთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს. მათ შორის უნიკალურია ფრესკა, რომელსაც „იოსების ყვედრება“ ეწოდება და, რომელიც იშვიათად გამოისახებოდა არა მარტო ქართულ, არამედ, საერთოდ, ღმრთისმშობლის ცხოვრების ციკლის ამსახველ ძეგლებში.
განსაკუთრებით საინტერესოა ფაქიზი ოსტატობით და დედობრივი სითბოთი და სიყვარულით სავსე „მუცლადღებული ღმრთისმშობელი“. ნალესი ფენის მოხსნისას პირველად სწორედ ღმრთისმშობლის ეს ფრესკა გამოჩნდა, თითქმის უვნებელი“.
ძალიან ბევრი წყვილი გამრავლდა დირბის დედათა მონასტრის მოლოცვის მერე
"დირბის მონასტერს არაერთი სასაწაული უკავშირდება. აქ დღემდე გადმოსჩქეფს ღვთისმშობლის მოწყალების ნაკადული და შეეწევა მასთან რწმენითა და სასოებით მისულებს".
"ვინც თავგანწირული და გულმხუვალე მლოცველი იქნება, ყველას მიეცემა შვილი".
/სქემმონაზონი ანა (ღაჟონია-საჯაია)/
"ქორწინებიდან რვა წელი გავიდა და გიორგისა და არქონდულას შვილი არ შესძენიათ. "მოითმინე, ეს ღვთის ნებაა, - ამშვიდებდა ქალს ქმარი, - ცრემლითა და განცდებით ვერაფერს შეცვლი. ქორწინების მიზანი ხომ მარტო შვილების გაჩენა არ არის, ეს, უპირველესად, გზაა სულიერი ზრდისაკენ..." ქალიც ბევრს ლოცულობდა, განსაკუთრებით ევედრებოდა წმინდა იოანე რუსს, მაგრამ ლოცვის ნაყოფი არ ჩანდა. ერთხელ არქონდულამ ეკლესიაში წმინდა იოანეს ხატის წინ წარმოთქვა: "რა დაგიშავე, წმინდა იოანე, ასე რომ გეჯავრები? რატომ არ მარგუნებს უფალი სიხარულს? მითხარი, წმინდა იოანე, გეჯავრები?"
იმავე ღამეს, როცა არქონდულა დასაძინებლად დაწვა, ოთახში წმინდა იოანე შემობრძანდა და უთხრა: "არქონდულა, როგორ ილოცე დღეს? წმინდანები არასოდეს არავის შეიძულებენ, ჯერ არ არის ღვთის ნება, რომ დედა გახდე. ორი წლის მერე სიხარული გეწვევაო". ორი წლის შემდეგ პირველი შვილის სიხარულს კიდევ ორი მოჰყვა და ბავშვების ჟრიამულმა აავსო სახლი."
"დირბის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსს 2006 წელს მონოგრაფიული გამოკვლევა მიუძღვნეს ხელოვნებათმცოდნეებმა: გიორგი გაგოშიძემ და ნინო ჩიხლაძემ. შუა საუკუნეების ქართული კულტურის ეს ღირსშესანიშნავი ძეგლი საინტერესოა როგორც არქიტექტურული, ასევე მონუმენტური მხატვრობის თვალსაზრისით".
"იოსების ყვედრების" ლიტერატურული წყარო იაკობის პირველსახარება გახლავთ, სადაც მოთხრობილია ეპიზოდი ხუროობიდან შინ დაბრუნებული იოსების მწუხარების შესახებ, რომელმაც მარიამი მეექვსე თვეში გადამდგარი ორსული პოვა "და უთხრა: ღვთისაგან გამორჩეულო, ეს რა ჰქმენ? ნუთუ დაივიწყე უფალი ღმერთი შენი?.. მწარედ ატირდა მარიამი და მიუგო: წმინდა ვარ მე და არ ვიცი მამაკაცი".
დირბის კომპოზიციის მხოლოდ მარჯვენა ნაწილია შემორჩენილი, სადაც თეთრნარევი მოვარდისფრო-ღვინისფერი არქიტექტურული კულისების ფონზე ღვთისმშობლის ფეხზე მდგომი ფიგურაა წარმოდგენილი. შარავანდმოსილ, ოდნავ თავდახრილ გამოსახულებას ზეაპყრობილი მარჯვენა სახესთან აქვს მიტანილი, მარცხენა კი მკერდთან და მწუხარებასა და უსამართლო ბრალდებათა უარყოფას გამოხატავს. მკლავებზე გადაფენილი, ტეხილ ბოლოებად დაშვებული მეწამული მაფორიუმის ფონზე მკაფიოდ ჩნდება თეთრნარევ-ცისფერ სტოლაში გახვეული ორსული მარიამის სხეული.
ეს გამოსახულება დაუფარავი ნატურალიზმითა და ფაქიზი ოსტატობით წარმოგვიდგენს გამორჩეული ლირიზმითა და სითბოთი სავსე ორსული ღვთისმშობლის ფიგურას. მას ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. მარიამის თავის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, ცის მონაცრისფრო-მოლურჯო ფონზე თეთრათი შესრულებული ღვთისმშობლის ბერძნული ინიციალებია. სცენის მარცხენა ნაწილი, სადაც იოსების ფიგურა უნდა ყოფილიყო, პირწმინდად ამოშლილია."
"კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი ორსულადაა. ძალიან ეშინია მშობიარობის და უნდა საკეისრო გაიკეთოს. რამდენად მისაღებია საკეისრო კვეთა ეკლესიურად?
პასუხი: ეკლესიურად ოპერაციული ჩარევა მიუღებელი არ არის, თუმცა გასარკვევია ეს გამოწვეულია უსაფუძვლო შიშის გამო თუ პათოლოგიური ჩვენებით. თუ აუცილებელი არ არის ოპერაციული ჩარევა, რა თქმა უნდა, უმჯობესია მშობიარობა წარიმართოს ფიზიოლოგიური გზით. ასე დააწესა უფალმა."
"იოსების ყვედრების" სცენა იშვიათად გამოისახებოდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთოდ ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლის ამსახველ ძეგლებში. მისი მაგალითები გვხვდება ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლში, აკათისტოს (დაუჯდომლის) ჰიმნების დასურათებაში, სადაც ის მე-4 კონდაკს - "ღელვისა შინაგან მქონებელს" - განასახიერებს"
/ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქ-ნი ნინო ჩიხლაძე/
" - ღვთისმშობლის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა მისი ყრმობა ან "იოსების ყვედრების" ამბავი მახარებლებს აღწერილი არ აქვთ. მისი ლიტერატურული წყარო, როგორც ჩანს, აპოკრიფული ძეგლია, რომელიც ეკლესიის მიერ გარკევულწილად შეწყნარებული და პატივდებულია. რას მოგვითხრობს "იაკობის ყვედრების" სცენაზე წარმოდგენილი ეპიზოდი?
- "იოსების ყვედრების" ლიტერატურული წყარო იაკობის პირველ-სახარება გახლავთ, სადაც მოთხრობილია ეპიზოდი ხუროობიდან შინ დაბრუნებული იოსების მწუხარების შესახებ, რომელმაც მარიამი მეექვსე თვეში გადამდგარი ორსული პოვა "და უთხრა: ღვთისაგან გამორჩეულო, ეს რა ჰქმენ? ნუთუ დაივიწყე უფალი ღმერთი შენი?... მწარედ ატირდა მარიამი და მიუგო: წმიდა ვარ მე და არ ვიცი მამაკაცი". დირბის კომპოზიციის მხოლოდ მარჯვენა ნაწილია შემორჩენილი, სადაც თეთრნარევი მოვარდისფრო-ღვინისფერი არქიტექტურული კულისების ფონზე ღვთისმშობლის ფეხზე მდგომი ფიგურაა წარმოდგენილი. შარავანდმოსილ, ოდნავ თავდახრილ გამოსახულებას ზეაპყრობილი მარჯვენა სახესთან აქვს მიტანილი, მარცხენა კი მკერდთან და მწუხარებასა და უსამართლო ბრლადებათა უარყოფას გამოხატავს. მკლავებზე გადაფენილი, ტეხილ ბოლოებად დაშვებული მეწამული მაფორიუმის ფონზე მკაფიოდ ჩნდება თეთრნარევ-ცისფერ სტოლაში გახვეული ორსული მარიამის სხეული. ეს გამოსახულება დაუფარავი ნატურალიზმითა და ფაქიზი ოსტატობით წარმოგვიდგენს გამორჩეული ლირიზმითა და სითბოთი სავსე ორსული ღვთისმშობლის ფიგურას. მას ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. მარიამის თავის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, ცის მონაცრისფრო-მოლურჯო ფონზე თეთათი შესრულებული ღვთისმშობლის ბერძნული ინიციალებია. სცენის მარცხენა ნაწილი, სადაც იოსების ფიგურა უნდა ყოფილიყო, პირწმინდად ამოშლილია"
/ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქ-ნი ნინო ჩიხლაძე/
" - საქართველოს კიდევ რომელი ტაძრის მოხატულობაშია წარმოდგენილი "იოსების ყვედრების" სცენა (ორსული ღვთისმშობლის გამოსახულება)?
- მსგავსი იკონოგრაფიული სცენა გვხვდება ზარზმის ეკლესიისა და უბისის დიდი კარედის ხატის მოხატულობებში. ოღონდ, სამწუხაროდ, უბისის კარედის ხატის ეს სცენა მაინცდამაინც იმ ადგილას არის დაზიანებული, სადაც ღვთისმშობლის წიაღია მინიშნებული. ამდენად, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იყო თუ არა ამ სცენაზე ხაზგასმული ღვთისმშობლის ორსულობის გამომსახველი ფორმები ისე, როგორც ეს დირბის ეკლესიაშია წარმოდგენილი, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასე იქნებოდა"
/ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქ-ნი ნინო ჩიხლაძე/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience