ტაბაკინის მონასტერი
ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის (მონასტერი რაიონული ცენტრიდან 8კმ-ით არის დაშორებული), ამავე სახელწოდების სოფელ ტაბაკინში.
სოფლიდან მონასტრამდე მიდის გზა, რომელიც გადის მდინარე აჯამურაზე, გზის ბოლოში ერთ-ერთ მოსახვევიდან იშლება ტყეში ჩაფლული მონასტრისა და სამრეკლოს ხედი, მონასტერს გზა ჩრდილოეთის მხრიდან მიუდის. ამ მონასტრის ულამაზესი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ისტორიკოსს ვახუშტის აქვს აღნიშნული “ტაბაკინს არს მონასტერი –კეთილს შუენიერს ადგილს და აწ უქმად”-მაგრამ კონკრეტულ ცნობებს ამ მონასტრის შესახებ გარდა იმისა, რომ მონასტერი იმ დროისთვისუკვე აღარ მოქმედებდა არ გვაწვდის.
მონასტერი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ორიგინალური ნიმუშია, ტაძარს არ აქვს რაიმე წარწერა მონასტრის ამშენებლის ან აშენების თარიღთან დაკავშირებით. არც ისტორიულ წყაროებშია რაიმე ცნობა მოცემული. ტაძარი წარმოადგენს დარბაზულ ტიპის სამნავიან ბაზილიკას, რომელიც თაღებითაა გახსნილი ჩრდილოეთის ნავში. აქვს დამოუკიდებელი თაღებიანი სამხრეთის სადგომი-სტოა.
სტოას ჩვეულებრივი კავშირი ეკლესიასთან არ გააჩნია. მაგრამ მისი დასავლეთის კედელი ფართო თაღებითაა გახსნილი. მაშასადამე კავშირი შესაძლებელია ამ თაღებისა და ეკლესიის დასავლეთის კარის საშუალებით სტოად გაფორმებულ დამოუკიდებელი ეკვდერის ასეთ შეფასებას ეკლესიასთან ჯერჯერობით პარალელი არ მოეპოვება და ამიტომ ტაბაკინის მაგალითი უნიკალურია.
ეკლესიის ქვეშ დასაკრძალი ორი სათავსოა. ეს საძვალეა აღმოსავლეთიდან შესასვლელით. იგი ეკლესიის ქვეშ არ შენდებოდა მოწიფულ შუასაუკუნეებში, მაგრამ ადრეული ხანის ხუროთმოძღვრებაში მსგავსი გადაწყვეტა კარგად არის ცნობილი.
მონასტრის ინტერიერი მთლიანად მოხატულია, რომელიც მე-16 საუკუნეს განეკუთვნება. გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ტაძარმა გაიარა განახლებისა და შეკეთების ოთხი ეტაპი; 1) მე-6 მე-7 საუკუნე 2) სავარაუდოდ მე-11საუკუნე 3) განახლებისა და მოხატვის 1510-1529 წელი 4) 1529 წლის შემდეგ. ტაძარი საკმაოდ დაზიანდა მე-20 ს.-ის დასაწყისში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ.
სარესტავრაციო სამუშაოები ტაბაკინის მონასტერში ზესტაფონის რაიონის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის მამუკა ასლანიკაშვილის ინიციატივით 1980-1986წ. მიმდინარეობდა. სამუშაოები ხელის შეწყობის მიზნით მონასტრამდე გაყვანილი იქნა სამანქანო გზა.
1984წელს ტაბაკინის მონასტერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდნენ ქუთაისის ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო #1 უბანი.
მონასტერს მოეხსნა კრამიტის სახურავი და მთლიანად დაიხურა, დაიგო შავი მარმარილოს ფილები, ჩატარდა კედლის აღდგენითი სამუშაოები. ოთხივე გვერდიდან აღდგენილ იქნა საძვალეს ფასადი და თაღები, დახურული იქნა სამრეკლო.
1986 წელს არქიტექტორთა ჯგუფმა ი. გრემელაშვილის ხელმძღვანელობით სტოას დაუბრუნეს თავდაპირველი სახე.
მონასტერმა განახლებისა და შეკეთების ეტაპების გარდა რამდენჯერმე განიცადა დაუქმების სიმწარე და აღორძინების მადლიც.
მონასტერი ახალ სიცოცხლეს იწყებს 1992წ. გიორგობიდან, როცა მარგვეთის მიტროპოლიტმა მეუფე კონსტანტინემ და არქიმანდრიტმა ანდრიამ ტაძარი ხელახლა აკურთხეს. ამ დღიდან მოყოლებული დღემდე უფლის მადლითა და იღუმენ იაკობის(ჭოხონელიძის) წინამძღოლობით ტაძარი მოქმედია და მონასტრის ძმობასთან ერთად ემსახურება მრევლს. 1998-2000 წლებში აქვე აშენდა და მოიხატა 12 მოციქულის სახელობის პატარა კარის ეკლესია.
2000წ. შემოდგომაზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიეს მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის ინიციატივით ტაბაკინის მონასტერში ჩატარდა გარეგანი აღდგენითი სამუშაოები. მეორე ეტაპი შინაგანი აღდგენითი სამუშაოებისა გათვალისწინებულია 2007 წლისათვის. დღეისათვის ფუნქციონირებს ტაბაკინის მონასტრის ინტერნეტ ვებ გვერდი www.tabakini.ge
მონასტრის მთავარი ტაძარი
სამრეკლო
ახლად აშენებული პატარა ტაძარი, რომელიც ძალიან ლამაზადაა მოხატული...
აქ ტარდება ძირითადად წირვა-ლოცვა. თუ ბევრი ხალხია მაშინ დგება დიდ ტაძარში მსახურების ჩატარების აუცილებლობა, თუმცა ეს თითქმის არ ხდება, რადგან მოსასტერს ყველაზე მეტი 15 ადამიანი ყავს მრევლი, (მიუხედავად იმისა რომ ტაძარი სოფელთან ახლოს მდებარეობს) ისინიც იშვიათად ესწრებიან მსახურებას.
ეს არის სანათლავი, რომელშიც წლების წინ მიმდინარეობდა ხალხის
მონათლა.
სანათლავი გაკეთებულია მდინარეზე, არის ჩაღრმავებული ადგილი, სადაც წყალი ჩაედინება და ქმნის ბუნებრივ ემბაზს, ამ ემბაზში, ჩასასვლელია კიბით.
ძალიან მომეწონა სურათები
ხომ არ მოგველოცა ახლო მომავალში?
ნახეთ რა "საყვარლად" გამოიყურება სახელი "ირმა"
როგორც უკვე ავღნიშნე მიმდინარეობს მონასტრის შიდა ნაწილის აღდგენითი სამუშაოები
ხოდა სად გავჩერდით?
მოკლეთ ვსაუბრობდით ცხოველებზე
კიდევ ერთი ნაგაზი ისეთი საყვარელი იყო სანამ პირს გააღებდა რო...
აი კბილებს რო დამანახვებდა ხოლმე მერე ოოოო...
ეს ცუგა კიდევ გამებუტა სურათი რო გადავუღე
ესეც ფარშევანგები
მართალია ბოლოები არ აქვთ, მაგრამ მაინც ლამაზები არიან
ეს კიდევ ტაბაკნელი ფისუნია
ისეთი საყვარელი იყო როო...
როგორც კი მოვეფერე ესევე კალთაში ჩამიჯდა და კრუტუნებდა
ესეც ტაბაკნის არდი.
მართალია უკვე შემოდგომაა და საკმაოდ აცივდა,მაგრამ იქ ვარდები მაინც გადაფურჩქნულია
ესეც პალმა მონასტრის ეზოში
ძალიან უხდება იქაურობას
თანაც მამებს ყველაფერი ისე სუფთად და ლამაზად აქვთ რო... ყველაფერს ეტყობა მომვლელის ხელი
მოკლედ სამოთხეა რაა
მაკუნა
ეგ სანათლავი უძველესიაო,იქაურმა მორჩილმა მოგვითხრო ბევრი სასწაულებიც აღსრულებულაო,გაოცებულნი დავრჩით მაშინ.საოცარი ტყეა ბზის დიდი ასაკის და უზარმაზარები!მიხარია სურათები რომ დადე მადლობა ამ სიამოვნებისთვის!
ტაბაკინის მონასტერი მემგონი ზესტაფონთან ახლოს ზემო იმერეთი ნამკოფი ვარ აქ...განსაკუთრებიტ მახსოვზე პრესკები
ტაბაკინის მონასტერი ნამდვილად ძაან ლამაზიაა...საერთოდ ბუნებაა ტაბაკინში...
ჩემს მეგობარს უკავია ხელში პატარა ბუთქუნა, ტაბაკინიდან ჩამოიყვანა საძმოს წევრმა მამა იაკობმა, და დროებით ჩემს მეგობარს სტუმრობდა სახლში ბუთქუნა, ახლა ალბათ ტაბაკინში ბრძანდება უკვე გაზრდილი იქნება
ძალიან საყვარელი და უწყინარი პატარა გახლდათ, მეც ვნახე, რომ ვჭამდი მომიცუნცულდა და მიყურებდა, მერე მუხლებში თავიც კი ჩამირგო,
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
სანათლავი ტაბაკინის მონასტერთან.
http://www.radikal.ru
საოცარი ადგილია .. .. ზაფხულში მინდა წასვლა და შეიძლება თუ დაგვახამდა იქვე დავბანაკდეთ ? .. მოგვცემენ უფლებას საძმო .. ..დაბანაკებისა ..
ალბათ არ დაგიშლიან :? არ ვიცი... გააჩნია დაბანაკებას რას ეძახი... მყუდრო ადგილია ძალიან...
უიმე მანდ წვიმა არ ჩადის მერე?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience