სად არის ბეთანიიის მონასტერი ხომ არ იცით?
ტყეშია : )
"მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს."
"ასე განვლო 15-მა წელმა... 1978 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო ბეთანიაში ორი ბერის გაგზავნა. უწინდებურად ათეისტური ხელისუფლება ამას რაღაც სასწაულით დათანხმდა, თუმცა კი იმ ხანებში საქართველოში რომელიმე ახალი მონასტრის ამოქმედებაზე თითქოს ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მაგრამ ბეთანია ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი აღმოჩნდა. იგი პირველი მამათა მონასტერი გახდა, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. პირველი იგი დაუბრუნდა სიცოცხლეს და გაიკვირტა, როგორც მომავალი დათბობის მომასწავლებელი.
ღმრთისმშობელმა აქედან საქართველოს ყველა მხარეში თითქოსდა რაღაც საოცარი კანდელიდან ანთებული სანთლები დაგზავნა, რათა სხვა ძველი ლამპრებიც ანთებულიყო. მთელ საქართველოში დაიწყო მიგდებული ეკლესია-მონასტრების ნანგრევებიდან აღდგენა, და მათკენ მძიმე ავადმყოფური ძილისგან გამოფხიზლებულმა ქართველმა ხალხმა იწყო ლტოლვა".
"აქ ძლიერად კაშკაშებდა ლოცვითი კანდელი - ორი ბრძენი სულიერი მოძღვარი"
"ოდესღაც ბეთანიის მოხატულობა არაჩვეულებრივად მდიდრული და მშვენიერი იყო - ფრესკების ყველა საღებავი ძვირფასია, ფერები ცოცხალი და ღრმაა: მკვეთრი ალისფერი სინგური, ბევრია - იშვიათად მკვეთრი, ლამაზი, მუქილურჯი ფერის ლილა-ქვა (ამ ფერითაა შევსებული თითქმის ყველა ფრესკის ფონი ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში), აურიპიგმენტი, ჟანგმიწის მდიდრული ნაკრები, ოქრო - მეფეთა პორტრეტებზე".
ბეთანიაში მრავალი სასწაული მომხდარა. მონასტერში ერთი სასწაულმოქმედი წყარო იყო. იქვე, სოფელში, 80 წლის ვანო წიკლაური ცხოვრობდა, რომელსაც ერთი ბებერი ნაგაზი ჰყავდა. ძლივს დალასლასებდა საბრალო ძაღლი. ერთხელ წყაროსთან ქვებით შემოზღუდულ აუზში ჩავარდა. იქიდან რომ ამოიყვანეს, ისე ყოჩაღად დარბოდა, თვალებს არ ვუჯერებდი - ფაქტობრივად, გაახალგაზრდავებული ამოვიდა წყლიდან.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience