დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მოპირდაპირე მხარეს, არის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე, გუმბათიანი ტაძარი, რომელიც რამდენიმე თვეში ქვის პერანგით შეიმოსება და დასრულებულ სახეს მიიღებს
(სამწუხაროდ არ მაქვს ფოტოაპარატი, რომ სურათი დავდო.)
ახლა ავხსნი რატომ გავხსენი ეს თემა.
კვირას, წირვის დასასრულს, ჩემმა მოძღვარმა, მამა დავითმა (შაქარაშვილი) გვითხრა მრევლს, რომ ხუთშაბათს პარაკლისს გადაიხდიდა მშენებარე ტაძარში, რადგან წმიდა შიო მღვიმელიც ცამეტი ასურელი მამიდან ერთერთია. მოძღვარმა დასძინა, რომ ტაძარში მართალია მტვერია, მაგრამ დიდი მადლიც არისო
გუშინ, პარაკლისზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვგროვდით. მომიახლოვდა უცნობი ქალი და მითხრა, რომ ვორონცოვზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მრევლი-ვარო. ხილვა მქონდა, რომ შევედი მშენებარე ტაძარში, სადაც მოძღვარი პარაკლისს იხდიდა და მითხრა, რომ ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელობისაა და აქ დიდი მადლიაო.
ამ ქალმა არ იცოდა ამ ტაძრის შესახებ და ვერც თავის ეკლესიაში უთხრეს სად იყო, ამიტომ საპატრიარქოში მისულა, სადაც მოასწავლეს დიდ დიღომში. მისდა გასაოცრად მოვიდა და მართლაც ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისს იხდიდა მოძღვარი
მინდა, ყველას გითხრათ, რომ მართალია ტაძარი მშენებარეა, მაგრამ დიდი მადლი აქვს უკვე რამდენიმე ხატი, სანთლები და შანდლებიც არის, ასე რომ შეძლებთ სანთელი დაანთოთ და ილოცოთ.
სიამოვნებით მოვილოცავ
მეც აუცილებლად მოვილოცავ ამ ტაძარს
დიდი მადლობა მარინე
თათარაშვილი
მარიამი
თუ გადაწყვეტთ, სიამოვნებით შეგხვდებით და ერთად მოვილოცოთ
ეს ტაძარია უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც შენდება, მაგრამ როგორც ჩანს უსახსრობის გამო ასე გაიწელა. ყოველ დღე მაქვს ბედნიერება ამ ტაძარს ვუყურო, თუმცა ძალიან გული მწყდებოდა რომ არ მთავრდებოდა....
იმედია უფლის შეწევნითა და 13 ასურელი მამის ლოცვით მალე დასრულდება ტაძრის მშენებლობა და ყველა ფორუმელს უკვე დასრულებული ტაძრის მოლოცვის საშუალება ექნება.
პ.ს. მარინე დიდი მადლობ ამ თემის გახსნისთვის.
გაიხარე მარინე,როგორც კი დრო მექნება ვეცდები მოვილოცო,შეგვეწიოს ცამეტი ასურელი მამის ლოცვა-მადლი.
გ-ა-ნ-ც-ხ-ა-დ-ე-ბ-ა
მამა დავითმა გამოაცხადა, რომ ყოველ ხუთშაბათს (თუკი წვიმიანი ამინდი არ იქნება) 5 საათზე ჩატარდება ჯანმრთელობის პარაკლისი, ხოლო პარაკლისის მერე ერთი საათით წავიმუშავებთ ეკლესიაში და დავასუფთავებთ.
ვისაც სურვილი გექნებათ, შემოგვიერთდით დიდი დიღმის მრევლს
დღეს ჩავუარე გვერდით. სამწუხაროდ, შიგნით შესვლის დრო არ მქონდა, მაგრამ გარედან გადავუღე ფოტო. უკვე ეტყობა, რომ ძალიან ლამაზი ტაძარი იქნება, თან საკმაოდ დიდია
აი კიდევ ამ ტაძრის ფოტო, მართლა ძალიან ლამაზია
http://imageshack.us
ძალიან გამიხარდა ამ თემის გახსნა რადგან ამ ტაძართან ვცხოვრობ. გაიხარეთ და გულით თქვენთან ვარ ,ვეცდები მეც მივიღო მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში))
მარიამი
ekato
მადლობა, ჩემო ძვირფასებო, სურათების დადებისთვის
ცამეტი ასურელი მამის მეოხება არ მოგკლებოდეთ
mii
გაგახაროს ღმერთმა და ყოველ ხუთშაბათს შეგიძლია პარკლისზეც მოხვიდე და მადლი მიიღო
ძალიან დიდი მადლობა ამ თემის ავტორს გახსნისთვის ძალიან გამიხარდა ძალიან გულშევმატკივროიბ თან აქვე ვცხოვრობ და ბევრი რამ მაინტერესებდა და ახლა ყველაფერს გავიგებ და უკვე ბევრი რამ გავიგე,მარის მადლობა.
თქვენთ ან ვარ
ტაძრის შემოსვა უკვე დაიწყეს ქვის პერანგით ახლავე ეტყობა რომ ულამაზესი იქნება
გ-ა-ნ-ც-ხ-ა-დ-ე-ბ-ა
წირვა-ლოცვაზე მამა დავითმა გააკეთა ეს განცხადება, რომ ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძრისთვის საჭიროა დაიწეროს კანკელის ხატები.
ხატმწერმა ორ ხატში მოითხოვა 800$ და ორშიც 1000$
თუ ვინმეს სურვილი გაქვთ რომ მცირედი წვლილი შეიტანოთ, შეგიძლიათ მე დამიკავშირდეთ, ან დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, 186-ე სკოლაში არსებულ ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ეკლესიაში მიხვიდეთ.
ხვალ, 20 მაისს, ამ მშენებარე ტაძრის დღესასწაულია
თუ წვიმიანი ამინდი არ იქნება, მამა დავითი 4 საათზე ჩაატარებს პარაკლისს და ვისაც სურვილი გაქვთ მოდით და ილოცეთ
ხვალ, 21 ივლისს, 5 საათზე 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში ჩატარდება საღამოს ლოცვა ხოლო კვირას საზეიმო წირვა კვირას, რამდენადაც მე ვიცი, პატრიარქი აკურთხებს ტაძარს ყველას გეპატიჟებით, რომ მადლი წაიღოთ
ტაძარს რომ ნახავთ, დამერწმუნეთ გაგაოცებთ მისი სიდიადე ჯერ მარტო ისეთი ჭაღი კიდია (ხატებით შემკული), რომლის ანალოგი საქართველოში არაა
4 წელი გავიდა თემის გახსნიდან. ტაძრის მშენებლობაც დასრულდა. მადლობა უფალს.
ფოტოები დადეთ ვინც დაესწრებით და სურათების გადაღებას შეძლებთ.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ტაძარი უკვე მოქმედია 22 ივლისს, კვირა დილით, 9-ის ნახევარზე მობძანდა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი და აკურთხა ტრაპეზი. სამწუხაროდ პატრიარქი ვერ მობრძანდა, რადგან წავიდა კახეთში დაზარალებულების მოსანახულებლად, არადა ველოდებოდით წირვის მერე თუმცა მამა დავითმა გვითხრა, რომ აუცილებლად გვესტუმრება
სურათებს დავდებ აპარატი ჩემმა დამ მათხოვა და არაპროფესიონალურადაა გადაღებული, რისთვისაც ბოდიშს გიხდით
http://www.radikal.ru
ტაძრის თეთრი კანკელი ცენტში, თეთრ თავშლიანი ჩემი დედიკო და ამავდროულად ჩემი სულიერი დაა
ძალიან სასიამოვნოა...
შაბათ-კვირის გარდა შუა კვირაში ყოველთვის ჩატარდება წირვა-ლოცვა შვილმკვდარი დედებისთვის. მამა დავითმა იქადაგა, იმდენი უნდა ვილოცოთ სანამ ფრთები არ ამოგვივაო
http://www.radikal.ru
კანკელის ფრაგმენტი...
http://www.radikal.ru
ლოცვის დასასრულს მამა დავითი ქადაგებს...
http://www.radikal.ru
ფოფოდია, მამაოს მეუღლე უზომოდ კეთილშობილი ქალბატონი
http://www.radikal.ru
ჩვენი ახალი მესანთლეები მარჯვნივ მამა დავითის ქალიშვილი ნათია
http://www.radikal.ru
კვირა დილით, წირვაზე, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობის მობრძანება
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მეუფე იაკობი...
http://www.radikal.ru
ტაძრის კურთხევის სცენა.
მამა დავითი კიბეზეა ასული, რომ ტაძრის კედელზე ჯვარი დასახოს
http://www.radikal.ru
პაწაწინა სტიქაროსანი
http://www.radikal.ru
ტაძრის გახსნაზე სტუმრალდ მოსული ბერი ( სამწუხაროდ სახელი არ ვიცი)
http://www.radikal.ru
მეუფე იაკობმა ერთ-ერთი ბერი დიაკვნად აკურთხა სამწუხაროდ სურთი შორიდანაა გადარებული. ეს დიაკვნი ცენტრშია, თეთრ სამოსში.
http://www.radikal.ru
აღსავლის კარებთან დგას დიაკვანი.
ეპისკოპოსის კვერთხი უჭირავს მამა დავითის ვაჟს ბექას
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მადლობა მარინე თბილი სურათებისთვის. დიდებული ტაძარია. უფალმა ამრავლოს ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძრის მრევლი და მათი მეოხებით ატაროს ცხოვნების გზაზე.
მარინე!
რატომღაც მახსოვდა,რომ მეუფე ეფრემი იყო შენი მოძღვარი...
lingvo
გაიხარე, ვახო
A.V.M
კი მეუფე ეფრემი იყო ჩემი მოძღვარი 1997 წლიდან. თუმცა რაკი მე თბილისში ვცხოვრობდი და სისტემატურად ვერ ვახერხებდი რაიონში სიარულს, აღმსარებელი ვიყავი მამა დავითის (მეუფესაც ვაბარებდი აღსარებას და მამა დავითსაც). მერე, რამდენიმე წლის წინ, მეუფე ეფრემი ეპისკოპოსი გახდა და აღარ იბარებდა ქალების აღსარებას და მისი კურთხევით შესაბამისად მამა დავითის სულიერი შვილი გავხდი
გასაგებია ყვლაფერი...
ესე იგი, ცამეტი ასურელი მამის სახ. ტაძარში შაბათ-კვირის გარდა, შუა კვირაში, ყოველ სამშაბათ საღამოს 6 სთ-ზე და ოთხშაბათ დილით 10 სთ-ზე მამა კახაბერი ჩაატარებს წირვა-ლოცვას. ( დილის 9 სთ-ზე იკითხება ზიარების წინა ლოცვები).
თუ ტაძარში მისულებს შესასვლელი კარი დაკეტილი დაგხვდათ, ხელმარჯვნივ მოუარეთ და იქიდან იქნება კარი ღია. მოგეხსენებათ დიდი დიღმის ქარი, რომელიც აორპირებს ტაძარს და აღსავლის კარი იღება.
მამა დავითმა თქვა, რომ ამ დროს შეიძლება ქალი შემოვიდეს ტაძარში და აღსავლის ღია კარით შევიდეს საკურთხეველში, რის გამოც ტაძარი ხელახლა საკურთხებელი გახდება.
მოგეხსენებათ, 9 აგვისტოს არის წმ. მკურნალ პანტელეიმონის ხსენება. ამის გამო 8-ში ჩატარდება ლოცვა, ხოლო 9 ში წირვა. ეს იქნება საჯანმრთელო შეკვეთილი წირვა-ლოცვა. ვისაც სურვილი გაქვთ რომ თქვენი ოჯახის წევრების და ახლობლების ჯანმრთელობაზე ილოცოთ, შეგიძლიათ მესანთლეს დაუტოვოთ სახელები და თანხა (10 სახელი ღირს 10 ლარი) და ამ თანხით შეეწიოთ ახალგახსნილ ტაძარს.
ტაძრის შინაგანაწესი ცოტათი შეიცვალა. მამა კახაბერი გადავიდა ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ეკლესიაში და ახალაშენებულ ტაძარში აღარ იმოღვაწევებს.
9-ში შეკვეთილი საჯანმრთელო წირვა აუცილებლად ჩატარდება
18-19 სექტემბერს მამა დავითი ატარებს საჯანმრთელო შეკვეთილ წირვა-ლოცვას, რომელსაც ძალიან დიდი ძალა და შემწეობა აქვს
როგორც მამა დავითმა თავის ინტერვიურში (ჟურნალი "სარკე") დაწერა, ტაძრის გახსნისას რამდენიმე ადამიანი ქრონიკული დაავადებებისგან განიკურნა
„სარკე“, 22-28 აგვისტო, 2012
დიდ დიღომში მთელი საქართველოს მონასტრების შემკვრელი ეკლესია აშენდა
ამ ზაფხულს თბილისში, ივლისის თვეში, 22 რიცხვში, დიდი დიღმის შესასვლელში ახალი ტაძარი ეკურთხა. პატარა, ლამაზი, ჯვარგუმბათოვანი სტილის ეკლესიის მშენებლობა 10 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ტაძარი ცამეტი ასურელი მამის სახელს ატარებს. ეკლესიის წინამძღვარი, მამა დავითი (შაქარაშვილი) ამბობს, რომ სალოცავის მშენებლობაში თავად უფალი მონაწილეობდა.
-მამაო, ბოლო წლებში, გაჭირვების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მრავალი ტაძარი აშენდა. ამბობენ, როცა ეკლესიის მშენებლობა იწყება, მერე მას თავად უფალი აშენებს.
ამ ტაძრის მშენებლობა 1999 წელს დავიწყეთ. მაშინდელი თბილისის მერი ვანო ზოდელავა გვეხმარებოდა. 2003 წელს პოლიტიკური ვითარების გამო ეკლესიის მშენებლობა შეჩერდა და 2004 წლიდან განახლდა. ჩემი სულიერი შვილი გახლავთ გიორგი გოგუაძე, რომელიც „სახალხო ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო. რათქმაუნდა, სხვა მოქალაქეებიც დაგვეხმარნენ და უფლის შეწევნითა და მის მიერ დაშვებული სასწაულებით დავამთავრეთ. ტაძარი 2012 წლის 22 ივლისს ეკურთხა. ხალხმა შანდლები, ხატები, სამშენებლო მასალა შემოგვწირა. ვისაც რითი შეეძლო, იმით გვეხმარებოდა. ერთმა პიროვნებამ, ილია გიორგობიანმა, დიდი რაოდენობით ცემენტი და ბლოკი შემოგვწირა.
-როგორ შეირჩა ეს ადგილი?
ამ უბანში ეკლესიის ასაშენებლად ადგილს ვეძებდით. აქ საცხოვრებელი სახლი უნდა აშენებულიყო. მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მისი საძირკველი გაძარცვეს. მხოლოდ არმატურები იყო, ბეტონი არ იყო ჩასხმული. ის არმატურები ხალხმა დაჭრა, ამოიღო და ჯართში ჩააბარა. ამ სახლის მშენებლობის გაგრძელება იმ პერიოდში შეუძლებელი იყო. ადგილი მოგვეწონა, რადგან აქ, თუ დააკვირდებით, თითქმის ყველა ქუჩა რომელიღაც წმინდანის სახელს ატარებს. ვთხოვეთ მერიას და მას, ვის ბალანსზეც ეს საძირკველი იყო, რომ ჩვენთვის გადმოეცათ. უსასყიდლოდ გადმოგვცეს.
-როგორ არის დაშვებული, ვინ წყვეტს რომელმა ტაძარმა რომელი წინდანის სახელი უნდა ატაროს?
ეს ეკლესია იწოდება იოანე ზედაზნელისა და მისი ათორმეტი მოწაფის სახელობის ტაძრად. ტაძრის დღესასწაული 20 მაისსაა. მოგეხსენებათ, 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრები მთელ საქართველოშია გაბნეული და რადგან ნაწილობრივ დიდგორი აქედან იწყება, ჩავთვალეთ, რომ ასურელი მამების ღვაწლი მოგვეხმარებოდა ამ ტაძრის მშენებლობის დაგვირგვინებაში. პირველი დღეებიდანვე მრევლი მედგა გვერდში. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს აზრი საპატრიარქოსთვის მიგვეწოდებინა. ეს ტაძარი მთელი საქართველოს მონასტრების შემკვრელია. ამჟამად მხოლოდ რუსთავში, საბავშვო ბაღის შენობაში, ერთ ოთახში მოწყობილი ეკლესია ატარებს ათორმეტი მოწაფის სახელს და, როგორც მითხრეს, კიდევ სადღაც შენდება. საქართველოში გაბნეულია 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრები. აქ კი ყველა ერთად არის. ასე რომ, სულ ზეიმი გვექნება. ჩვენი ტაძრის დღესასწაულია თითოეული ასურელი მამის დღე - შიო მღვიმელის, აბიბოს ნეკრესელის, ანტონ მარტყოფელის...
-ამბობენ, რომ ძველი ეკლესიები უფრო დიდი მადლის მატარებელია. როგორ აღიქვამს მრევლი ახალაშენებულ ტაძარს და რადმენად მალე ივანებს ასეთ ადგილას უფლის მადლი?
სანამ ჭერს გადავხურავდით, ტაძარში წყალი ჩამოდიოდა. თანამედროვე სამშენებლო მასალა რომ სველდება, მერე გალესილ კედელზე მარილის მსგავსი სითეთრე ჩნდება. ტაძარი ახალაშენებულს კი არა, მე - 10-11 საუკუნეებში აგებული ეკლესიის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ძველი ტაძარია განახლებული. ესეც ღვთის ნებაა. ყველა ახალ ტაძარში ასეა - სამების საკათედრო ტაძარშიც ასე მოხდა. რაც შეეხება ღვთის მადლს, ის ახალ ტაძარშიც სუფევს და ნანგრევებშიც. ღმერთი მალევე ივანებს თავის სახლში, ეს მშენებლობის დროსაც კი იგრძნობოდა.
-რა ფორმით გრძნობდით, რომ ის ახლო იყო?
თანადგომით. მაგალითად, ბევრჯერ ფული არ გვქონდა, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა და ამ დროს უცებ სასწაული ხდებოდა. მშენებლობის დროს აქ ძაღლები და ძროხები შემოდიოდნენ. საფიქრალში ჩავვარდი - აღარ ვიცოდი, რა მექნა და უცებ მოვიდა კაცი, რომელმაც მითხრა, მინდა, შესაწირი გავაკეთოო. ვკითხე, რა ფორმით აპირებთ შესაწირის გაკეთებას-მეთქი. მკითხა, რა გჭირდებათო. ყოველთვის ვცდილობ, ფულთან შეხება არ მქონდეს. ვინც მსგავსი შემოთავაზებით მოდიოდა, ვეუბნებოდი, მინდა ქვიშა, ცემენტი... ეს ყველაფერი ჩამოვთვალე და მივაყოლე, ცხოველები შემოდიან და რამდენიმე კარი მჭირდება-მეთქი. მითხრა, მაგას მე გავაკეთებო. ტაძრის ყველა კარი, აღსავლის კარის გარდა, მისი შემოწირულია. იმ კაცს თენგიზი ჰქვია, სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს. თემქაზე ცხოვრობს. თემქიდან დიდ დიღმამდე სანამ მოვიდა, რამდენიმე ეკლესია გამოიარა, მათ შორის - მშენებარე. ვკითხე, რაღა მაინცდამაინც აქ მოგინდათ შესაწირის გაკეთება-მეთქი. მიპასუხა, არ ვიცი, ღმერთმა აქ მომიყვანაო.
მშენებლობა რომ დავიწყეთ, ყოველ დილით, როცა მოვდიოდით, ერთი მანქანა ბლოკი მხვდებოდა ეზოში. რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა. მერე დავუყარაულდი და, როცა დაცლა დაიწყეს, ვუთხარი, აი, ხომ „დაგიჭირეთ“-მეთქი. ის ადამიანი შესაწირს ჩუმად გასცემდა. იმიტომ დავუყარაულდი, რომ მინდოდა, იმ შემწირველზე მელოცა.
ჩვენს ახალკურთხეულ ტაძარში სხვა სასწაულებიც მოხდა. რამდენიმე ადამიანი სასწაულებრივად განიკურნა. ქრონიკული დაავადებები აწუხებდათ და წირვა-ლოცვებზე დასწრების შემდეგ გაუარათ.
ერთი გოგონა მოვიდა. მითხრა, შვილის მონათვლა მინდა და აქ უნდა მომინათლოთო. აქვე ცხოვრობს. თურმე მრავალი წელი შვილი არ ჰყავდა. მშენებარე ტაძარს აუვლიდა, ჩაუვლიდა და ღმერთს შვილს სთხოვდა. აღთქმა დადო, ამ ტაძარში მოვნათლავო. ასე რომ, უკვე ნაკურთხი კი არა, მშენებარე ტაძარიც ისმენს უფლისადმი მიმართულ თხოვნას.
-მთელ ტაძარში თითქმის სულ ახალდაწერილი ხატებია.
სამი სასწაულმოქმედი ხატის ასლები გვაქვს დაბრძანებული ტაძარში. ერთი ქალბატონი, ნინო მირიანაშვილი, რომელიც თავიდანვე ჩვენ გვერდით იდგა, გარდაიცვალა და ახლობლებმა მის სახელზე „შენ ხარ ვენახის“ ხატის ასლი შემოსწირეს. „წილკნის ღვთისმშობელი“ და „ღირს არსის“ ხატებიც ჩვენმა მრევლმა შეიძინა ტაძრისთვის. ამ სამების ხატის მსგავსს, რომელიც ჩვენს ტაძარშია, ვერსად ნახავთ, ასეთი არსად შექმნილა. ესეც მრევლმა შემოგვწირა. რამდენიმე ძველი ხატიც მოაბრძანეს. დიდი ხატებია, - მაცხოვრისა და წმინდა ნიკოლოზის. კომუნისტების დროს რესტავრატორები უძვირფასეს ხატებს სახლებში ინახავდნენ, ახლა კი ტაძრებს სწირავენ.
-ტაძარს საოცარი ჭაღი ამშვენებს, მსგავსი არსად მინახავს.
რამდენიმე წლის წინ იერუსალიმში ვიყავი, მერე - ათონის მთაზე. პროფესიით მშენებელი გახლავართ და ყოველთვის ვაკვირდები ტაძრების არქიტექტურას, განლაგებას და სხვა დეტალებს. ჩემი ყურადღება მიიქცია იქაურ მონასტრებში არსებულმა საოცარმა ჭაღებმა. მერე ხელში ჩამივარდა ეკლესიების ჭაღების კატალოგი. მოგეხსენებათ, საბერძნეთში კარგად არის განვითარებული საეკლესიო ნივთების წარმოება და, როცა ჭაღზე მიდგა საქმე, ამ კატალოგში ამოვარჩიეთ. ჩვენი თანამემამულე ემიგრანტები დაგვეხმარნენ. ეს ჭაღი 210 ნათურისაგან შედგება და გარშემო წმინდანების ხატებით არის შემკული. ხმა გაგვივრცელეს, რომ ოქროს ჭაღია და 60 ათასი ევრო დაგვიჯდა, მაგრამ არც ოქროსია და მხოლოდ 2500 ევრო გადავიხადეთ.
-მამაო, ტაძრამდე რა გზა გამოიარეთ, სასულიერო პირი რომ გახდით?
1978 წლიდან ეკლესიაში ვარ. ჩვენი პატრიარქის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანი ვიყავი მისი ინტრონიზაციის შემდეგ. სასულიერო ცხოვრებამდე ადამიანი რწმენას მიჰყავს.
-აქამდე სად მსახურობდით?
აქვე, დიდ დიღოში, ყოველთა ქართველთა ეკლესიაში ვმსახურობდი, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული. ჩემი მრევლი გაიყო - ზოგი იქ დარჩა, ზოგი აქ დადის ჩემთან. იმედი მაქვს, მრევლი მოგვემატება.
1989 წელს სოხუმში მაკრუთხეს დიაკვნად. 1990 წელს კი მღვდელი გავხდი. ვმსახურობდი დრანდაში, აგუძერაში. სამწუხაროდ, როგორც გავიგე, დრანდაში, საეპისკოპოსო ტაძრის კელიებში დღეს ციხის საკნებია გაკეთებული. 1936 წელს კომუნისტებმა ტაძარი დახურეს და ციხედ გადააკეთეს. 1990 წელს პირველი მღვდელი ვიყავი, ვინც იქ მსახურება განაახლა, პარაკლისებს ვიხდიდით. ახლა კი იქ ისევ ციხეა. 1992 წლიდან 1999 წლამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მდებარე წმინდა პანტელეიმონის ტაძარში ვმსახურობდი, მერე - დიდ დიღომში. სკოლის შენობაში ის ეკლესიაც ჩემი გაკეთებულია.
-იმ ხნის განმავლობაში, რაც მოძღვარი ხართ, პირადად შესწრებიხართ ღვთის სასწაულს?
ჩემ ცხოვრებაში პირველი სასწაული დედაჩემის განკურნება იყო. დედას ფეხებზე საშინელი გამონაყარი ჰქონდა. სტკიოდა, ტირილით დადიოდა. ექიმებმა განგრენის დიაგნოზი დაუსვეს. ჯერ გამონაყარი დაულურჯდა, მერე - ფეხები. 1978 წელი იყო. ტაძარში დაიწყო სიარული და მეც დავყვებოდი. ერთი თვის მერე დედა სიონში უწმინდესმა აზიარა. საღამოს ლოცვასაც დავესწარით. იქიდან ფეხით წამოვედით. ტრავმაიში რომ ჩავსხედით, დედას მაშინ გაახსენდა, რომ ფეხები აღარ სტკიოდა და ისე დადიოდა. ვერც გრძნობდა. სახლში რომ მივედით, წყლულებიც გამქრალი იყო.
ერთი სასწაული მაქვს ჩემი თვალით ნანახი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილს შეემთხვა. მაშინ იგი მამა დავითი იყო და მე - მორჩილი. ეს ამბავი ბათუმში მოხდა. ტაძარს ვკეტავდით, ქალი რომ შემოვარდა. ყვიროდა, მიშველეთო. აღმოჩნდა, რომ მის შვილს ბევრი წამალი დაელია და დედა ითხოვდა, სანამ გარდაიცვლება, მონათვლა მაინც მოვასწროთ. ყველა მონაცემით, ბავშვი უნდა დაღუპულიყო. მამა დავითი სწრაფად შეუდგა ნათლობის საიდუმლოს აღსრულებას. ნათლობა დამთავრდა და ბავშვმა მოიხედა კიდეც.
ყველაზე დიდი სასწაული კი, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება, ზიარებაა. არასოდეს მავიწყდება, პირველი ზიარების შემდეგ რა გრძნობაც დამეუფლა - დავფრინავდი. ახლაც, როცა ვეზიარები და ბარიმთან მივდივარ, აშკარად ვგრძნობ, ღვინისა და პურის მაგივრად მას სისხლის სუნი ასდის.
-როცა აღსარებაში დიდ ცოდვაზე გიყვებიან, რას გრძნობთ მაშინ?
ჩემი თავი მებრალება, რადგან მეც იმ ცოდვის ნაწილი ვარ. რაც ჩემ გარშემო ხდება, მეც ხომ იმის ნაწილი ვარ. მე რა გავაკეთე იმისთვის, რომ ის ცოდვა არ მომხდარიყო? უძლურად რომ გრძნობთ თავს, არ გეცოდებათ თქვენი თავი? რადგან ის ცოდვა ხდება, ესე იგი მე ვარ უძლური. უკვე არანაირი ცოდვის მოსმენა აღარ მიკვირს.
-ახლა ჩვენი ერი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ისევ ორად გაიხლიჩა. ქვის სროლა და ლანძღვა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ეს რისი ნიშანია?
სამწუხაროდ, 20 წელია ქართველი ხალხი ერთმანეთს ლანძღავს. ეს მცირედმორწმუნეობის ნიშანია. მორწმუნე ადამიანი მეორეს გასალანძღად და დასამცირებლად არ გაიმეტებს. დიდი ღვაწლია საჭირო, რომ სულით და ხორცით ღმერთს შეუერთდეთ. თითქოს რაღაც საფეხურზე ავედით და ახლა ისევ დაბლა დაცემულნი ვართ. ოჯახის ინსტიტუტის როლი დაკნინდა. ეს ლანძღვა-გინებაც ამის ბრალია. პირველი ადგილი, სადაც ბავშვი რამეს სწავლობს, ოჯახია. თუ იქ ვერაფერი ისწავლა, გარეთ რომ გამოვა, გააკეთებს იმას, რასაც ვხედავთ. ამ საქციელით კი ქვას სხვას კი არა, საკუთარ თავს ესვრიან, ჩვენივე თავს ვესვრით.
-შვილები გყავთ?
კი, ქალ-ვაჟი მყავს 19 და 21 წლის. რთულია მღვდლის ოჯახში ბავშვის აღზრდა, რადგან შინ სხვანაირი გარემო აქვთ და გარეთ თეთრი ყვავებივით არიან. მიდის ბრძოლა თანამედროვეობასა და იმას შორის, რასაც რჯულის მიხედვით ასწავლი. მე რომ ვეუბნები, ასე უნდა იყოს-მეთქი და თვითონ სხვა რამეს ხედავენ, ამბობენ, თუ ასე უნდა იყოს, ისე რატომ ხდებაო. ვეუბნები, თქვენ არ დაემსგავსოთ სხვას, თქვენ მღვდლის შვილებს უნდა ჰგავდეთ-მეთქი.
-გიჯერებენ?
მეტნაკლებად. ჩვენც ხომ ასე ვიყავით?! ჩემს მშობლებს არც მე ვუჯერებდი ყველაფერს.
/რუსუდან ადვაძე/
ტაძარში მსახურება ჩატარდება ოთხშაბათ საღამოს 6 საათზე და დილით ათ საათზე ჯვართამალღლებასთან დაკავშირებით. ასევე ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილით იოსებ ალავერდელის ხსენების გამო ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, დაესწარით
„22 ივლისს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) აკურთხა დიდი დიღმის წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ეკლესია. ლიტურგიაზე ეპისკოპოსმა იაკობმა დიაკვნად აკურთხა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის, ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი დამიანე (ფორჩხიძე).“
„საპატრიარქოს უწყებანი“ N30, 2012
ზეგ, 20 ოქტომბერს, მამა დავითის დაბადების დღეა მთელ მის მრევლს და ოჯახს ვულოცავ! ღმერთმა დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად გვიცოცხლოს ჩვენი საყვარელი მოძღვარი 100 წელი ერთ დღედ ექცეს, იყოს სულიერად წარმატებული, რასაც ლოცვებში ითხოვს, დედა ღვთისმშობელმა უკლებლივ ყველა სურვილი კეთილად აუხდინოს!
მამა დავითი ეს არის მოძღვარი, რომელსაც მრევლი მიჰყავს არა საკუთარ თავამდე, არამედ ღმერთამდე. ძალიან ხშირად, ლოცვის დასასრულს, მამაო მადლობას გვიხდის ხოლმე რომ მრევლი ჭეშმარიტად სალოცავად ვართ მისულები და ის ამას გრძნობს
20 ნოემბერს საღამოს 6 საათზე და 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას, დილის 10 სთ-ზე ჩატარდება საჯანმრთელო შეკვეთილი წირვა-ლოცვა.
შეკვეთილ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ვისაც სნეულებაში მყოფი ახლობლები გყავთ, მიდით და ილოცეთ ღმერთი აუცილებლად შეგეწევათ
შეგახსენებთ:
შეგახსენებთ:
დღეს, 3 დეკემბერს, 6 საათზე ჩატარდება ლოცვა, ხოლო ხვალ 10-ზე წირვა, რამეთუ 4 დეკემბერს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია
ნუ მთლად ამ თემისა არაა , მარა არც არაფერი უკლია ....
შესავალი
ადამიანის მიზანი დედამიწაზე სხვა არაფერია თუ არა განღმრთობა . ამ მიზნის შესახებ საინტერესო რამეს წერს არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი : ,, მონაზვნობა უმოკლესი გზაა განღმრთობისაკენ . ‘’ (1)
რომ არა ასურელი მამები , სავარაუდოდ ეს უმოკლესი გზა კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვერ დამკვიდრდდებოდა საქართველოში . ამ და სხვა მიზეზის გამო , განუზომელია ქართლში მოსული ასურელი ბერების ღვაწლი და დამსახურება .
უამრავი რამ თქმულა თუ დაწერილა ათცამეტი მამის შესახებ . წინამდებარე მცირე ნამუშევარი კი სხვა არაფერია თუ არა ამ ცნობების შეჯერება და ურთიერთშეპირისპირება .
მოცემულ თემაში წარმოდგენილია კ . კეკელიძის , ივ . ჯავახიშვილის , რ. სირაძის და სხვათა ნააზრევი ათცამეტი ასურელი მამის შესახებ . მართალია ზოგიერთ ასპექტსი ისინი არ ეთანხმებიან ერთმანეთს , თუმცა ვფიქრობთ , რომ ეს უფრო საინტერესოს გახდის ჩვენ მსჯელობას .
1-ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია . გვ. 69
სარჩევი
1-სარჩევი
2-შესავალი
3-მამების წარმომავლობის შესახებ
4-სირიელ მოძღვართა თავდაპირველი მოღვაწეობის ადგილი
5-მამების აღმსარებლობის შესახებ
6-ასურელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ
7-იოანე ზედაზნელის , დავით გარეჯელის , შიო მღვიმელის , აბიბოს ნეკრესელის ცხოვრება და მოღვაწეობა
8-დასკვნა
9-გამოყენებული ლიტერატურა
მამების წარმომავლობის შესახებ
მკვლევარებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა მამათა წარმომავლობის შესახებ . კ . კეკელიძე ამ საკითხში ეთანხმება დ . ბაქრაძეს და მიიჩნევს , რომ ისინი არა სირიელები , არამედ ქართველები იყვნენ . თუმცა ივ . ჯავახიშვილი და გ.ფერაძე ამ მოსაზრებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ . ამის დასტურად კი შესაძლებელია რამდენიმე მტკიცებულების მოყვანა :
I-,,ასურელი მამების ცხოვრებათა მიხედვით , ცნობა ქართლში შემოსვლისთანავე ქართულად ალაპარაკების შესახებ ეხება მხოლოდ მათ წინამძღოლს – იოანე ზედაზნელს და არა ყველა მამას.’’(1)
II-,,იოანე ზედაზნელის მიერ თავისი მოწაფეების საქადაგებლად გაგზავნამდე ისინი გარკვეულ დროს დაჰყოფენ მოძღვართან ერთად ზედაზნის მთაზე . სავარაუდოა , რომ ამ ხნის მანძილზე მამები სულიერ ამაღლებასთან ერთად ეცნობიან ადგილობრივ მოსახლეობას , მათ ზნე-ჩვეულებებს , სწავლობენ ქართულ ენას , ანუ წინასწარ ემზადებიან მომავალი მოღვაწეობისთვის .’’(2)
III-,,ასურელ მამათა სამეტყველო ენასთან დაკავსირებით მათი ,,ცხოვრებებიდან’’ კიდევ ორი შემთხვევაა საყურადღებო : I.დავით გარეჯელი სომხურად პასუხობს გარეჯის მიდამოებში მონადირე დიდებულს – ბუბაქარს (19 , 227 )……..
,, ანტონ მარტმყოფელი ასევე სანადიროდ წამოსულ ,, მახლობელი დაბის მთავრის ‘’ შეკითხვას მისი ვინაობის შესახებ საერთოდ ვერ იგებს და ხელით ცდილობს რაიმეს მიხვედრებას . ‘’ (3)
გარდა ამ ცნობებისა ჩვენ შიო მღვიმელის ცხოვრებიდან ვიგებთ , რომ იგი ანტიოქიაში დაბადებულა , დავით გარეჯელი კი ასურეთში გაზრდილა , ისევე როგორც ნეტარი იოანე .
თუნდაც ამ მწირ ცნობებზე დაყრდნობით ვფიქრობთ , რომ ასურელი მამების ქართველობის შესახებ მსჯელობა არამართებულია .
1-საქართველოს ისტორია . ასურელი მამები . დავით მერკვილაძე . გვ 20
2-იქვე
3-იქვე
ათცამეტი მოღვაწის წარმომავლობის გაგების შემდეგ ვფიქრობთ , საინტერესო იქნება ვისაუბროთ მათი თავდაპირველი მოღვაწეობის ადგილის შესახებ . ვნახოთ თუ რას ფიქრობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი – ვახტანგ გოილაძე : ,,ამრიგად , რადგან ძველი წყაროები ასურელ მამათა თავდაპირველი მოღვაწეობის ადგილად შუამდინარეთსა დამ ის ქალაქ ანტიოქიას ასახელებენ , მეორე მხრივ , ის მონასტერი , რომელშიც ანტონი მოღვაწეობდა , ქალაქ ედესაში(იგივე ანტიოქია ) მდებარეობდა , ასურელ მამათა თავდაპირველი მოღვაწეობის ადგილად სწორედ ეს ქალაქი უნდა მივიჩნიოთ . (1)
1-გაზ.საქართველოს რესპუბლიკა . N 279 . 2002 წელი . ვახტანგ გოილაძე
მამების აღმსარებლობის შესახებ
მოცემულ საკითხზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ და ყურადღება არ გავამახვილოთ ასურელ მამათა აღმსარებლობის შესახებ . ეს ის საკითხია , რომელმაც სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია ბევრ ცნობილ მეცნიერთა შორის . ისინი ზოგს მონოფიზიტებად მიაჩნდნენ , ზოგს დიოფიზიტებად . აგრეთვე იყო აზრი მათი ნესტორიანიზმის მიმდევრობის შესახებ .
საუბარს დავიწყებთ კორნელი კეკელიძით , რომელიც მიიჩნევს, რომ მამები იყვნენ მონოფიზიტები და იმის გამო თუ რა დევნაში იმყოფებოდნენ VI საუკუნეში ანტიქალქედონიტები , თავი შეაფარეს საქართველოს .
ამ მოსაზრების საპირისპიროდ არაერთი ციტატის თუ ამონარიდის მოყვანა შეიძლება სხვადასხვა წყაროდან . ჩვენ ორ მათგანს შემოგთავაზებთ .
,,საგულისხმო არგუმენტებით გამაგრებულ ამ შეხედულებას ( მამათა მონოფიზიტობა გ.ლ.) ერი თვალსაჩინო ნაკლი აქვს : თავად კ. კეკელიძეც აღნისნავს და უამისოდაც კარგად არის ცნობილი , რაოდენ დიდი ავტორიტეტი მოიპოვეს სირიელმა მამება VI საუკუნის საქართველოში და იმთავითვე რაოდენ დიდი იყო მათი გავლენა ეკლესიაზე , საქართველოში ქრისტიანული კულტურის განვითარებაზე . ამავე დროს , ცნობილია , რომ VII ს. დამდეგსქართული ეკლესია ოფიციალურად საბოლოოდ გაემიჯნა მონოფიზიტობას . ასეთ ვითარებაში გაუგებარი გამოდის , რა როლი შეასრულეს სირიელმა მოღვაწეებმა VI საუკუნის მანძილზე , მონოფიზიტ-დიოფიზიტთა გააფთრებული ბრძოლების დროს .’’(1)
,,ამიტომ უფრო დამაჯერებლად ჩანს ტრადიციულ თვალსაზრისს თანხვედრილი ი.ჯავახიშვილის მოსაზრება , რომლის თანახმადაც ასურელი მამები სწორედ დიოფიზიტები უნდა ყოფილიყვნენ და სწორედ ქალკედონელთა (დიოფიზიტთა) პოზიციების განსამტკიცებლად უნდა გამგზავრებულიყვნენ მძაფრი რელიგიური წინააღმდეგობების ასპარეზად ქცეულ საქართველოში . ამ შემთხვევაში მათი მოღვაწეობის სავსებით ლოგიკურ შედეგად წარმოისახა VIII ს. დამდეგს ქართული ეკლესიის დიოფიზიტობაზე გადასვლა .’’(2)
1-ქართული მწერლობა . ლექსიკონი-ცნობარი . გვ.31
2-იქვე
კ.კეკელიძე უმთავრეს არგუმენტად მამათა მონოფიზიტობის შესახებ მიიჩნევდა იმას , რომ იმ პერიოდში , როდესაც ისინი ქართლში მოვიდნენ , სომხური და ქართული ეკლესია მონოფიზიტურ მრწამსზე იდგა . ამ მოსაზრების საპირისპიროდ ჩვენ გვაქვს რამდენიმე წყარო , ერთ-ერთი მათგანია 574წ. იოანე გაბელენელის მიმართვა კავკასიის ეკლესიის მმართველებისთვის მონოფიზიტურ აღმსარებლობაზე გადასვლის შესახებ , რომელიც არ იქნა მიღებული . თავად წერილი კი ასე ჟღერდა : ,,მოდი , შეუერთდი ჩვენს სარწმუნოებას ქრისტე ღმერთის ერთ ერთი ბუნების და სამწმინდაობის გალობაში ,,რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცუ.’’(1).
საუბრის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ იმ პუნქტებსაც , რის მიხედვითაც დასტურდება , რომ VI საუკუნეში ქართლის ეკლესია გახლდათ დიოფიზიტური და არა მონოფიზიტური : ,, I-დვინის 506 წლის საეკლესიო კრებაზე ამიერკავკასიის ეკლესიათა მიერ მონოფიზიტობის აღიარების ნაცვლად ზენონის ,,ჰენოტიკონის’’ მიღება ; II – პ.კესარიელის მიერ ქართველთა სარწმუნოებრივი შეფასება (523-550 წწ.) ; III- ქართლის ეკლესიის მესვეურთა მოქმედება 574 წელს სომხეთის ეკლესიის თხოვნაზე – შეექმნათ სარწმუნოებრივი ერთობა მონოფიზიტურ საფუძველზე . ‘’(2)
ამრიგად შეგვიძლია დანამდვილებით განვაცხადოთ , რომ ასურელი მამების ქართლში მოღვაწეობა მიმართული იყო დიოფიზიტური სარწმუნოების გამტკიცებისა მხრივ და არა მონოფიზიტურის გავრცელებით .
1-საქართველოს ისტორია . ასურელი მამები . დავით მერკვილაძე . გვ.18
2-იქვე
ასურელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ
არაერთი მოსაზრება გამოოთქვა მოღვაწეების ქართლში მოსვლის დროის შესახებ . თქვენის ნებართვით მოკლედ ვისაუბრებთ ამის შესახებ .
როგორც ,,მოქცევაი ქართლისაი’’ , ,,ქართლის ცხოვრება ‘’ და ,, შიო მღვიმელის ცხოვრება ‘’ გვატყობინებს , მამები ჩვენს ქვეყანაში მოსულან VI საუკუნეში . ამ დროს მეფე იყო ფარსმანი , ხოლო კათალიკოსი-ევლავიოზი . არსებობს მოსაზრება , რომ ფარსმანი , ბოლოსწინა მეფე გახლდათ , ქართლში მეფობის გაუქმებამდე . ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით მეცნიერმა – სერგის კაკაბაძემ ქართლის ბოლო მეფის –მეფობა 505-515 წლებში ივარაუდა.
,,ამისდა მიხედვით სხვა ფარსმანის მეფობის დროს იოანე ზედაზნელის ქართლს მოსვლა საფიქრებელია სწორედ VI საუკუნის დასაწყისში , დაახლოებით 501 წლის ახლოს .’’(1)
აღსანიშნავია ვახტანგ გოილაძის მოსაზრებაც , იგი-,, ფარსმან VI –ის მეფობას ათავსებს რა 525-535 წლებში , იმის გათვალისწინებით , რომ ევლავიოზ კათალიკოსი ,, მოქცევაი ქართლისაის’’ მიხედვით ბაკურის დროს გარდაიცვალა , ასკვნის , რომ ასურელი მამები ქართლში ფარსმანის გამეფების ახლო ხანაში , VI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში მოვიდნენ . ‘’(2)
არ შეიძლება არ გავიხსენოთ ევსტათი მცხეთელის წამება , რომელშიც წერია , რომ -,,წელსა მეათესა ხუასრო მეფისასა . ‘’(3) ე.ი. 541 წლისათვის უკვე უმეფობა იყო ქართლში . ამაზე დაყრდნობით ვახტანგ გოილაძემ დაასახელა ზუსტი თარიღი მამების ქართლში მოსვლისა და ესაა 537 წელი . (ვახტანგ გოილაძეს ეთანხმება დავიტ მერკვილაძეც.)
1-საქართველოს ისტორია . ასურელი მამები . დავით მერკვილაძე . გვ.18
2-იქვე
3-ჩვენი საუნჯე . ტ.I გვ.
მამათა ცხოვრება და მოღვაწეობა
იოანე ზედაზნელი
საუბრის მსვლელობისას არაფერი გვითქვამს მოღაწეთა რაოდენობის შესახებ . ახლა კი მოკლედ გაგაცნობთ რას ვფიქრობთ და ვის ვარაუდს ემყარება ჩვენი მოსაზრება .
ამ საკითხში ვეთანხმებით რევაზ სირაძეს , რომელიც წერს : ,, ცნობილია , რომ თვით რიცხვი ( 13 ) მამათა რაოდენობისა ტრადიციამ დაამკვიდრა . ცნობილია , რომ ესეც სიმბოლურია (ქრისტე და მისი 12 მოწაფის მიხედვით , თუმცა მამანი 17 მაინც იყვნენ ) ისიც აშკარაა რომ მათ ერთი საერთო მიზანი ჰქონდათ .‘’(1)
ჩვენ 17 მამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ და მხოლოდ ოთხი მათგანით შემოვიფარგლებით . დავიწყებთ იოანე ზედაზნელით.
სხვადასხვა ცნობებზე დაყრდნობით იგი შუამდინარეთიდან, კონკრეტულად კი ანტიოქიიდან ყოფილა . მას დაუტევებია თავისი სახლი და უდაბნოსი მოსაგრეობდა , თუმცა უფალს არ სდომებია რომ მისი მოღვაწეობა დაფარული ყოფილიყო . ,,და ვითარცა განცხადნა სადა-იგი იყოფებოდა , მიჰგურიდეს მას ცხედრითა სნეულებსა და ეშმაკეულებსა , და ყოველნი განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაითა და ლოცვითა მამისა ჩვენისა იოანესითა . ‘’(1)
მას მოწაფეებიც შემოუკრებია გარშემო . გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი უცნობებია მათთვის , რომ აპირებდა სამოღვაწეო ადგილის შეცვლას . მორჩილთა პასუხი კი ამ ამბავზე შემდეგნაერი იყო : ,, ცხოველ არს უფალი , არა განგიტეოთ შენ მარტოი , არამედ ჩვენცა წარმოვიდეთ , რაითა არა მოგუაკლდეს წყაროისა მისგან , რომელსა ვსუამთ შენ მიერ.’’ (2)
წამოსულა წმ. მამა მოწაფეებთან ერთად და როდესაც მცხეთაში მოსულა გადაუწყვეტია , რომ ამ ქალაქის მახლობლად დასახლებულიყო . ხოლო მოწაფეები კი სხვადასხვა ადგილებში გაუშვია სამოღვაწეოდ .
რაც შეეხება თავად წმ.მამის მოღვაწეობას . იგი დიდ ღვაწლში ყოფილა და ძლიერად ლოცულობდა თუ მარხულობდა . ამასთანავე უუნდა აღვნიშნოთ , რომ ის ადგილი სადაც მოღვაწეობდა ყოფილა-,,ფრიად ურწყული’’ და მამა იოანეს ლოცვით უფალს აღმოუცენებია წყარო , რომელიც დღემდე არსებობს .
1- გვ.157
2-იქვე
ერთხელ ამ წყაროსთან მისულ ბერს დათვი შეხვედრია და შეშინებია . ეს რომ გაუგია ნეტარ მამს უბრძანებია ცხოველისთვის , რომ იმ დღის შემდეგ აღარავისთვის ევნო და დათვიც დამორჩილებულა მის სიტყვას.
დავით გარეჯელი
წმ.მამა დავით გარეჯელი სამოღვაწეოდ უდაბნოში წასულა . მას და მოწაფე-ლუკიანეს მოუძებნიათ ადგილი კლდის პარეხი , ,, რომელსა ქუეშე დაივანეს და რაჟამს დასცხის ანუ იყვნის წვიმაი , პარეხსა მას ქუეშე განისუენიან . ‘’ (1)
სასწაულებრივი ყოფილა მამათა კვება . მათ ირმები აძლევდნენ საზრდოს , რომლებიც მოდიოდნენ და როგორც ცხვრები ისე მორჩილად იწველიდნენ . სასწაულის კიდევ ერთი გამოხატულება გახლდათ ის , რომ ისინი ოთხსაბათსა და პარასკევს არ ეკარებოდნენ ბერებს .
ერთხელ ერთ მძვინნვარე ქვეწარმავალს , გადაუყლაპია ირმის ნუკრი . შეშინებული ირმები მოღვაწეებთან მისულან . მამა დავითმა სულიწმინდის მადლით შეიტყო მომხდარის შესახებ , მივიდა მტაცებელთან და დაემუქრა , რომ თუ არ გაეცლებოდა იქაურობას თაგვთა საჭმელად გახდიდა მას . სასწაულებრივად ამეტყველდა თურმე ვეშაპი და უთხრა წმიდანს , რომ მეხიტ-ტეხისა ეშინოდა და ამის გამო ვერ გამოდიოდა სამალავისაგან . მამა დავითი კი დაპირებია მას , რომ უვნებლად მიიყვანდა წყლამდე და თევზიც გაჰყოლია მას . შუა გზაში ვესაპს მეხი დაეცა და მოკვდა . ამაზე ძალიან დამწუხრებულა ბერი . თუმცა ანგელოზს უთქვამს მისთვის , რომ ზღვაში ვეშაპი ბევრ თევზს გაანადგურებდა და ნავებს დაღუპავდა .
კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გვიმალავს ბერის ცხოვრება . თურმე ერთ ბარბაროზს გადაუწყვეტია მისი მოკვლა და არათუ გადაუწყვეტია , არამედ ხმალიც მოუწნევია მისთვის , თუმცა ეს ხმალი , როგორც შეშა ისე დამსხვრეულამოღვაწის კისერზე . ამის მხილველი მოძალადე სინანულში ჩავარდნილა და ევედრებოდა მოძღვარს რომ ცოდვათა მოტევებისათვის და მისი კოჭლი ძის განკურნებისათვის . მამა დავითსაც დაუმშვიდებია ბარბაროსი და მართლაც , როდესაც იგი სახლში მისულა უნახავს , რომ ძე განკურნებულა და ბუნებრივია ძალიან გახარებია .
1- გვ.165
შიო მღვიმელი
ნეტარი შიო მღვიმელი , როგორც მისი ცხოვრება გვაუწყებს ქალაქ მცხეთის ძალიან საშიშ ხევში დასახლებულა . ეს არ უკმარია და მძიმე მოღვაწეობას ეწეოდა იქ . საზრდელს კი მტრედი აძლევდა მას . ერთხელ ეს უნახავს ვინმე წარჩინებულ ევაგრეს. აყოლია მტრედს , რომელსაც იგი მოღვაწესთან მიუყვანია . იმდენად მოხიბლულა ამით მთავარი , რომ დამოწაფებია მოღვაწეს . როგორც ჩანს , ევაგრეს მსგავსად ბევრს მონდომებია ნეტარი შიოს ღვაწლის თააზიარობა და ძმობა მალეც გამრავლებულა . ამან კი წარმოშვა საჭიროება იმისა , რომ ყოლოდათ სახედრები , რატა მცირედ მაინც შეემსუბუქებინათ ის ყოფა , რომელშიც მოღვაწენი იმყოფებოდნენ . იმ ადგილებში უამრავი მხეცი ბინადრობდა , რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოშინაურებულ ცხოველებს . რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს , მამა შიოს ბრძანებით სახედრებს დარაჯად მგელი ყავდათ მიჩენილი , რომელიც ყურადღებას აქცევდა მათ . ერთხელ ერთი სახედარი ციცაბო კლდიდან გადაჩეხილა . მისი დაკარგვა კი ბერებს მგლისთვის დაუბრალებიათ და მიუჩნევიათ , რომ მას შეუწამია იგი . თუმცა თავად ამ მტაცებელს წაუყვანია ისინი და უნახებია ის ადგილი , სადაც მომკვდარა კარაული და ბერებიც მიმხვდარან თავიანთ შეცდომას .
ერთხელ წმ.იოანე ზედაზნელს შეუკრებია მოწაფეები , რომ საკუთარი თვალით ენახა თუ რომელმა მათგანმა , რა სულიერ მდგომარეობას მიაღწია . ამ დროს , მამა შიოს აუღია მგზნებარე ნაკვერჩხალი , დაუდია ხელის გულზე და საკმეველი უკმევია იქაურობისთვის . საოცარ კეთილსურნელებას დაუფარავს მიდამო . გაოცებული ძმებისთვის კი ნეტარ იოანეს ასე მიუმართავს : ,,ამან ცეცხლმან იცნა სამნი ყრმანი ბაბილონს , რაჟამს იგი სახმილსა შინა შესთხივნეს ქალდეველთა .’’(1)
ამ ფაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ , ნეტარი შიო დამკვიდრებულა მღვიმეში საკუთარი სულის საცხოვნებლად და სხვათა საოხად.
1- გვ.161
აბიბოს ნეკრესელი
ბოლო მამა ათორმეტ მოღვაწეთაგან , რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ , გახლავთ აბიბოს ნეკრესელი . მისი მოღვაწეობის დროს , სპარსელები- ,,მრავალთა დაუმტკიცებელთა სარწმუნოებასა და ნაკლულევანთა გონებათა შეაცთუნებდეს.’’(1) საღვთო შურით აღვსილმა ნეტარმა აბიბოსმა წყალი დაასხა მაზდეანთა მთავარ ღვთაებას-ცეცხლს და ჩააქრო იგი , რის გამოც საპყრობილეში ჩასვეს .
ნეტარმა მამამ წინასწარ განწვრიტა თავისი აღსასრული და აიღო უფლება რომ წმ.მამა შიო ენახა . მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს ბერები , მოიკითხეს ერთმანეთი და გაუზიარეს აზრები . აღმოჩნდა , რომ წმ. შიოს უკვე სცოდნოდა წმ.სვიმონ მესვეტის ქმედება (აბიბოს ნეკრესელი) , რომელსაც ჩაუქრია ცეცხლთაყვანისმცემელთა ღვთაება . ამ საუბრით უფრო მეტად გამტკიცდა წმ.აბიბოსი და უშიშრად გამოემართა სამსჯავროსკენ , რომელიც იმართებოდა სოფელ რეკში , სადაც მრავალი ადამიანი იყო შეკრებილი .
მარზპანმა ამგვარი შეკითხვა დასვა-,,მე გკითხავ , რაისათვის მოჰკალ ღმერთი ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს , რაითამცა შენისა ღმრთისა წარგვიყვანე ?’’(1) წმ.მამამ კი მშვიდად მიუგო , რომ მას არ მოუკლავს ღმერთი , არამედ ერთ-ერთი ოთხ სტიქიათაგანი გააქრო , უფრო ძლიერი სტიქიის მოქმედებით და დასძინა რომ -,, აწ მიკვირს თქუენი ესე , ესევითარი სიცოფეი , ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელის დებად ღმერთად , რომელსა ესოდენი სული აქუს .’’(2)
პასუხით განრისხებულმა მარზპანმა ბრძანა მოღვაწის ქვებით ჩაქოლვა , ხოლო მის განსვენებულ ცხედარს კი დარაჯობდნენ , რადგან ადამიანთა ნაცვლად ცხოველთა საკუთრება გამხდარიყო იგი . თუმცა არც ფრინველი და არც სხვა რაიმე არსება არ მიეკარა მოძღვრის ნეშტს , ხოლო მორწმუნეებმა კი პატივით დაკრძალეს აბიბოს ნეკრესელის წმ. ნაწილები .
1- გვ.169
2- იქვე
დასკვნა
ათცამეტი ასურელ მამის ღვაწლი რომ განუზომელია ეს ჩვენი შეხსენების გარეშეც ცნობილია . თუმცა , წინამდებარე გამოცემიდან გვინდოდა გვეჩვენებინა , რომ იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები იყვნენ ასურეთიდან , აღმსარებლობით იყვნენ დიოფიზიტები და არა მონოფიზიტები (ნესტორიანიზმზზე არც შევჩერდებით) , ქართლში მოსულან VI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში და მათი რიცხვი დაახლოებით შეადგენდა ჩვიდმეტ ბერს .
ამ ნააზრევის არგუმენტირებისათვის კი გამოვიყენეთ ისეთი პიროვნებების მოსაზრებები , როგორებიც გახლდნენ : ივ . ჯავახიშვილი , გრ . ფერაძე , კ.კეკელიძე , რ . სირაძე და სხვები .
რამდენად კარგად გამოგვივიდა ეს საქმე , ამის შეფასება თქვენთვის მოგვინდია .
გამოყენებული ლიტერატურა
I- საქართველოს ისტორია . ასურელი მამები . დავით მერკვილაძე
II- საქართველოს რესპუბლიკა . 279 . 2002 წელი .
II- ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა. რ.სირაძე 1992წ.
III- ქართული მწერლობა , ლექსიკონი-ცნობარი
V- ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ.2007 შემდგენელი-
გივი კალანდაძე
VI- ჩვენი საუნჯე ; ტომი-I
VII- ძვ. ქართული ლიტერატურეს ისტორია ; ტომი-I ; კ.კეკელიძე
http://seminarieli.wordpress.com/2012/12/09/%E1%83%90%E1%83%97%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90-3/
A.V.M
ხვალ 8 დეკემბერს, ჩვეულებირსამებრ, საღამოს ლოცვა ჩატარდება 6 საათზე, ხოლო წირვა დილის 10 საათზე (ზიარების წინა ლოცვები 9-ზე).
წინა კვირას, ტაძარი წირვაზე მოსულ მლოცველებს ვერ იტევდა, რამაც ძალიან გამახარა
რადგან 15 დეკემბერს წმიდა ისე წილკნელის ხსენებაა, ხვალ, 14-ში 6 საათზე ჩატარდება ლოცვა, ხოლო დილით 15-ში 10 საათზე წირვა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ორშაბათს, 17 დეკემბერს, არის ბარბარობა, ამიტომ კვირა საღამოს 6 საათზე და ორშაბათ დილით 10-ზე ჩატარდება საჯანმრთელო შეკვეთილი წირვა-ლოცვა. ვისაც სურვილი გაქვთ რომ ჯანმრთელნი იყოთ თქვენ და თქვენი ახლობლები, მობრძანდით და ილოცეთ
ხვალ, 18 დეკემბერს საღამოს 6 საათზე და 19-ში ნიკოლოზობას დილის 10 საათზე ჩატარდება წირვა-ლოცვა.
ხოლო პარასკევს, 21 დეკემბერს 6 საათზე და შაბათს 22 დეკემბერს 10 საათზე ჩატარდება მიცვალებულთა შეკვეთილი წირვა-ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს, ასე რომ ილოცეთ თქვენი მიცვალებულებისთვის.
შეგახსენებთ:
დღეს, პარასკევს, 21 დეკემბერს 6 საათზე და შაბათს 22 დეკემბერს 10 საათზე ჩატარდება მიცვალებულთა შეკვეთილი წირვა-ლოცვა, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს, ასე რომ ილოცეთ თქვენი მიცვალებულებისთვის.
და კიდევ:
ჯანმრთელობის პარაკლისი ტარდება ყოველ კვირა დღეს წირვის დასასრულს.
ტაძარში არ არის გათბობა და საკმაოდ ცივა. ამიტომ გაიხსნა ეს ანგარიში და ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შეეწიეთ:
http://imageshack.us/photo/my-images/23/maka001.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
რადგან ტაძარში ცივა, დილით 9-ზე ზიარების წინა ლოცვები აღარ იკითხება და ამიტომ, ყოველი წირვა იწყება 10 საათზე.
საშობაო ლიტონიობა დაიწყება ღამის 12 საათზე.
დღეს გავიგე სამწუხარო ამბავი, რომ ტაძარი გაუტეხავთ და გაუძარცვავთ...
ღმერთმა შეუნდოს და სინანული მიმადლოს ქურდებს...
მამა დავითის ქალიშვილი დაინიშნა, რამაც მთელი მრევლი გაგვახარა ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს ეს ლამაზი წყვილი და სიბერემდე ისეთი შეყვარებულები იყვნენ, როგორც ახლა არიან გამრავლდნენ!!!
მოგეხსენებათ ყველიერის ხუთშაბათს არის წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღე, ამიტომ ოთხშაბათს, 13 მარტს, 6 საათზე და ხუთშაბათს 10 საათზე ჩატარდება წირვა-ლოცვა
ორშაბათიდან, ანუ დღევანდელი დღიდან, ხუთშაბათის ჩათვლით 7 საათზე ჩატარდება წმინდა ანდრია კრიტელის "დიდი კანონის" კითხვა.
მამა დავითმა თქვა, ტაძარი ისეთი უნდა იყოს, რომ შემოსულ ადამიანს სუნთქვა შეეკრასო...
და ასეთია ჩვენი ტაძარი
პარასკევს 29 მარტს და შაბათ დილით 30-ში ჩატარდება მიცვალებულთა შეკვეთილი წირვა-ლოცვა.
შეკვეთილ წირვას გადაებმევა მიცვალებულთა პანაშვილი...
პარასკევს 5 აპრილს და შაბათ დილით 6 აპრილს ჩატარდება მიცვალებულთა შეკვეთილი წირვა-ლოცვა, რომელსაც ამ წირვაზე მოხსენიებულთა სახელებზე გადაებმევა მცირე პანაშვიდი, ხოლო 2 საათზე იქნება დიდი პანაშვიდი.
7 აპრილს 5 საათზე ჩატარდება 7-გზის ზეთისცხება.
ოღონდ მამაომ გამოაცხადა, რომ ზეთს მხოლოდ ის იცხებს, ვინც მარხვაზეა ან არ არის მარხვაზე მოძღვრის კურთხევით.
დღეს 12 აპრილს 6 საათზე და ხვალ, შაბათ დილით 10 საათზე ჩატარდება მიცვალებულთა შეკვეთილი წირვა-ლოცვა, რომელსაც გადაებმევა მცირე პანაშვიდი, ხოლო 2 საათზე ჩატარდება დიდი პანაშვიდი.
ვნების კვირის სამშაბათს, 30 აპრილს, 5 საათზე ჩატარდება 7 გზის ზეთისცხება.
...
დღეს ტაძრის დღესასწაულია და ყველას გილოცავთ!!!!!!!!!! შეგვეწიოს წმიდა ცამეტი ასურელი მამა!!!
გუშინ ლოცვაზე ვიყავი და ისეთი მადლი ტრიალებდა, რომ სული ცაში მიილტვოდა თქვენც მოილოცეთ ეს მადლიანი ტაძარი!!!
მოგესალმებით ყველას!!! ეს ფორუმი შემთხვევით აღმოვაშინე და ძალიან გამიხარდა.მეც ამ ტაძრის მრევლი ვარ.
მე ქრისტინე ვარ.დიახ,მამა დავითის სულიერი შვილი ვარ.ახალ ტაძარში 2-3 თვეა რაც დავდივარ,სანმწუხაროდ მანამდე ვერ მოვედი.და 186 სკოლაში ეკლესიაში რომ ვიყავით მანდ საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი,3-4 წელი. მამა დავითი კი 1 წელია რაც ჩემი მოძღვარია. ახლა ვნახე თქვენი პოსტი,დღეს ვიყავი ლოცვაზე და სამწუხაროდ შეიძლება წირვაზე ვერ მოვიდე.
დღეს 6 საათზე ჩატარდება ლოცვა, ხვალ 10-ზე კი წირვა.
ყველას გილოცავთ ამაღლებას!!! მრავალს და მრავალს!!!
მოგეხსენებათ, რომ 20 ივნისს არის ცამეტი ასურელი მამიდან ერთ-ერთის - წმინდა დავით გარეჯელის ხსნების დღე და აგრეთვე მამა დავითის მფარველი ანგელოზის დღე, ამიტომ ოთხშაბათს, 19 ივნისს, 6 საათზე ჩატარდება ლოცვა, ხოლო 20 ივნისს - წირვა.
ყველას გეპატიჟებით
Qristi_317
ქრისტინე, აქაც გილოცავ დაბადების დღეს!!! ჩვენი ტაძრის მადლი არ მოგკლებოდეს და მალე გაბედნიერებული მენახე
მეც ვულოცავ
დღეს 6 საათზე და ხვალ 10-ზე იქნება მიცვალებულთა შეკვეთილი წირვა-ლოცვა. 2 სთ-ზე პანაშვიდი.
ამ დღეებში ცუდად რომ ვიყავი, ჩემი საყვარელი მამა დავითი დამესიზმრა და მივხდი რომ კარგად გავხდებოდი და ასეც მოხდა მამა დავითი მკურნალია სიზმრად მოსვლითაც
http://imageshack.us/photo/my-images/547/m1ki.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
აღდგომის ხატი, რომელიც უზომოდ მიყვარს, რადგან სურვილებს მისრულებს
ხატი განთავსებულია კანკელის მარცხნივ, სვეტზე
http://imageshack.us/photo/my-images/405/wvj4.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
სტოა... კარი დასავლეთით
http://imageshack.us/photo/my-images/713/p3f3.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
http://imageshack.us/photo/my-images/833/o0k1.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
ყოვლადწმიდა სამება
ჩვენ ტაძარში ასეთი მოსახსენებელი შეაგზავნეს:
ჯანმრთელობისთვის
თამარი
(ბედნიერი გათხოვებისთვის)
ადრე მე მქონდა ახალი გაკეთებული მოსახსენიებელი და ვერ მოვასწარი ბევრი სახელების ჩაწერა, 5 თუ 6 მეწერა და მედავითნემ რომ ნახა სიცილი აუტყდა. ეტყობა რაა რუსი პარტიზანი როა, ქართველებს არ იხსენიებსო არადა ეხლა ისე ვუყვარვარ მაგ მედავითნეს. უკვე მღვდელია
26 სექტემბერს, ხუთშაბათ საღამოს 5 საათზე და პარასკევ დილით 10 საათზე, მერე პარასკევ საღამოს და შაბათ დილით ჩატარდება წირვა-ლოცვები (ჯვართამაღლებისა და იოსებ ალავარდელის ხსნების დღეების გამო)
მარინე,როგორ ხარ? ძველი პაროლი დამავიწყდა და ვერაფრით რომ ვერ გავიხსენე,ხელახლა დავრეგისტრირდი.ძალიან მომენატრე
1-2 ნოემბერს, ჩატარდება მიცვალებულების შეკვეთილი წირვა-ლოცვა... ხოლო შაბათს 1 საათზე, წირვის შემდეგ, მამა დავითი გადაიხდის პანაშვიდს...
„ - მიცვალებულის სახელზე საკურთხს რომ ვაკეთებთ, რა მისდის? - თქვენი სიკეთე. საკურთხზე რომ პანაშვიდს გადაახდევინებ, ისეა, თითქოს პატიმარი დღის შუქზე გაასეირნო, თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, არწივივით აფრინდება. შვიდ შეკვეთილ წირვას ძალიან დიდი ძალა აქვს, თორმეტ შეკვეთილ წირვას კი, რანაირი ცოდვილიც უნდა იყოს, ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული, გარდა ღვთის მგმობისა, მათთვის ლოცვაც არ შეიძლება, მხოლოდ კეთილი საქმეები...“
/წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი/
გუშინ, წირვის დასასრულს, მამა დავითმა ქადაგებისას ღვთიური ჯანმრთელობა გვისურვა
დღეს 5 საათზე და ხვალ, მთავარანგელოზობას, 10 საათზე ჩატარდება საჯანმრთელო შეკვეთილი წირვა-ლოცვა.
12 დეკემბერს არის წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენება და შესაბამისად ჩატარდება წირვა-ლოცვა.
კვირას, 29 დეკემბერს, ტაძართან შავნაბადას მამათა მონასტრიდან მოვლენ ბერები და თაფლს გაყიდიან...
ძალიან კარგი ანტუროალური თაფლი
მე არ ვიცი სხვაგან რა მადლი სუფევს,ერთს კი ზუსტად გეტყვით შიომღვიმეში ვიყავი ექსკურსიით წასული და იქ ისეთი მადლი ტრიალებს,რომ ამის გადმოცემა მიჭირს,განსაკუთრებით იმ ადგილას,სადაც წმ.ღირსი შიო იყო დაყუდებული 15 წლის განმავლობაში,მის საფლავს,რომ ხელი დავადეთ,ყველამ გამოხატა აზრი,თითქოს შიო მღვიმელიც იქვე იყო ჩვენს შორის,ძალიან მადლიანი ადგილია,სხვათაშორის მამა გაბრიელიც აქ მოღვაწეობდა მცირე ხნით..... )))
მამა დავითის დიდი ძალისხმევით ტაძარში გათბობა ჩაირთო
marine
ჩვენთანაც ჩავრთეთ მაგრამ ჯერ-ჯერობით სახელმწიფო არ იხდის გათბობის ფულს.
marine
ჯერ არავისი გადაუხდიათ. კი თქვეს მაგამ ტაძრების სია არ დაუმტკიცებიათ რომლებიც გადასცეს, ახლის გადაცემაზე უარობენ ჯერ ისიინი არ დაგვიმტკიცებიაო.
გუშინ პატრიარქმა მამა დავითი მეორე გამშვენიერებული ჯვრით დააჯილდოვა
უზომოდ მიხარის!!!!
18 იანვარს მამა დავითს პირველი შვილიშვილი შეეძინა ღმერთმა სასახელო, ჯანმრთელი და დღეგრძელი გაზარდოს პაწუკა დემეტრე და გაზრდილიყოს ზუსტად ისეთ ქართველად, როგორიც პირველ რიგში მამა დავითს უნდა
შაბათს, 22 თებერვალს, ჩატარდება მიცვალებულთა შეკვეთილი წირვა.
ხუთშაბათს, 13 ასურელი მამიდან ერთ-ერთის, შიო მღვიმელის ხსენებაა და შესაბამისად ტაძარში ჩატარდება წირვა-ლოცვა.
"შიო მღვიმელი ადამიანთა დიდი სიყვარულისთვის ჩავიდა მღვიმეში".
/წმ. გაბრიელ სალოსი/
ყველას გილოცავთ წმინდა ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს ყველას შეგვეწიოს მისი სიწმინდე!!!
„...წმინდა იოანე ზედაზნელმაც ხომ სასწაულთა ქმნის უნარით გამოსცადა და დაადასტურა საკუთარი მოწაფეების სულიერება, ვიდრე მათ თავისაგან ერის სამსახურებლად გაუშვებდა“.
"... როცა ნეტარი შიო გონს მოეგო და მიხვდა ღვთისა და მისი უბიწო დედის მისადმი ზრუნვას, შეჭამა, რაც ხელში ჰქონდა და მაშინვე დაუტკბა პირი რაღაც უცხო სიტკბოებით და გაძლიერდა სიხარულით.
ილოცა ღვთის მიმართ და თქვა:
"ჰოი, იესო სახიერო და კაცთმოყვარეო, რომელიც წმინდა ქალწულისაგან დაიბადე, რათა ეშმაკისაგან შემცდარნი გადაარჩინო და იხსნა ხორცშესხმული ღვთისმოსავნი ბოროტის მანქანებისაგან.
შენ, მეუფეო უფალო, მომეც მე, შენს უღირს მონას, მოთმინება, რომ გავჩერდე ამ ადგილზე, რათა შენს მოსაწონად გავატარო ჩემი ცხოვრების დარენილი დღენი, და ღირსი გამხადე სხვებთან ერთად, რომელთაც შენ შეიწყალებ, საუკუნო სიკეთის ხილვის, ყოვლადუხრწნელი ჩვენი დედოფლის და შენი უბიწო დედის, წმინდა დიდებული მოციქულებისა და ჩვენი წმინდა მამა იოანეს მეოხებით".
წმინდა გაბრიელ სალოსი "განსაკუთრებით შიო მღვიმელისადმი ავლენდა სიყვარულს".
/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/
"შიო მღვიმელის დღესასწაულზე მამა გაბრიელმა წმინდანის ხატი წინ დააბრძანა. ბერთან მისი მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ იქ მყოფთ, იმავე წამს ფიქრმა გაუელვა:
- როგორ ჰგავს შიო მღვიმელს!
წამიც არ იყო გასული, რომ მამა გაბრიელმა ბრძანა:
- ნახევარი შიო მღვიმელის მადლი ახლა აქ ტრიალებს! შიო მღვიმელის კვერთხიც მე მაქვს, აი... - და საუკუნეებისგან დამზრალი ბერული კვერთხი შემართა.
მსგავსება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გაოგნებულინი შესცქეროდნენ ჯერ ხატს და მერე - გაბრიელ ბერს. "
/გაბრიელ ბერი
"თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა"/
"...ახლა კი იოანე ზედაზნელის სამშობლოს უჭირს და იარაღს თუ ვერ ავისხამთ, მათ მიერ დაარსებული მონასტრები მაინც მოვიაროთ ფეხდაფეხ და ცამეტივე ასურელ მამას მშვიდობა შევავედროთ. იქნებ ამით მაინც გამოვხატოთ მადლიერება..."
/მამა პეტრე/
"540-იანი წლები მიაჩნია ივანე ჯავახიშვილს ასურელი მამების საქართველოში შემოსვლის თარიღად. ასურელი მამები ყველანი ერთად და ერთ დროს არ უნდა იყვნენ მოსული, არამედ პირველად დავით გარეჯელია გამომგზავრებული, რომელიც ეგების V საუკუნის დამლევსაც კი იყოს მოსული, შემდეგ იოანე ზედაზნელი თავისი მოწაფეებითურთ - VI საუკუნის შუა წლებში".
/დეკ. იოანე მამულაშვილი
"კარიბჭე" N10, 2015, გვ.6/
"დღევანდელი დღე არის ღვთისმშობლის მფარველობის დღე"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
ყველას გილოცავთ 13 ასურელი მამის ხსნების დღეს!!! მრავალი გათენდეს საქართველოში და განსაკუთრებით დიდ დიღომში, ჩემ ტაძარში
მათი და დედა ღვთისმშობლის მეოხებით მრავალი ბერ-მონაზონი და ჭეშმარიტი მორწმუნე შეემატოს დედა ეკლესიას
http://karibche.ambebi.ge/tsmindanebi/tsminda-mamani/2997-math-mier-daarsebul-monastrebshi-dghesac-dauckhromlad-chqefs-sulieri-ckhovreba.html
ნაწყვეტები დეკანოზ დავით შაქარაშვილის დღევანდელი ქადაგებიდან:
- ჩვენ თუ ღმერთი დავკარგეთ, ნურაფრით ვიქნებით უკმაყოფილო. უბედურებამ ყველას კარზე მოაკაკუნა.
- ტაძარში რჯულის შესასრულებლად, რჯულის სასწავლად შემოდით.
- ამპარტავნება არის გზა მონობასთან.
- ყოველივე ზევით იწერება და ჩვენ დაგვხვდება წინ.
- მამონას არ უნდა ემსახურო, მაინც შხამად ამოგივა".
"თუ თქვენ არ დაიცავთ ღვთის მცნებებს, თუ თქვენ არ დაიცავთ ის რაც ღმერთმა დაადგინა, ყველაფერი თავზე დაგვემხობა"
"რომელი კაცი ცდილობს ღვთიური თვალით უყუროს ქალს?
რომელი ქალი ცდილობს ღვთიური თვალით უყუროს კაცს?"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ყველაფერი ლამაზად აკეთეთ... ყველაფერს ლამაზად მიაღწიეთ..."
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"მთავარია მადლიანი იყოთ, მადლი გქონდეთ, ღმერთის კურთხევა გქონდეთ. ცოდვის გარეშე პრაქტიკულად არ ვართ, ყველას დაგვსდევს ამა თუ იმ ცოდვის ეშმაკი, ურწმუნოებისგან კი იმით განვსხვავდებით, რომ ამას განვიცდით. ცუდის გაკეთება არ უნდა გსიამოვნებდეთ, უნდა გტკიოდეთ"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუკეთებთ ერთმანეთს, ეს არის ვალი. ყოველთვის მოვალეობის ქვეშ ვართ.
თავი ღმერთის მოვალეებად ჩავთვალოთ, სულიერი ვალით ყოველთვის დატვირთულნი ვიყოთ და მაშინ ჩვენს ლოცვას უფრო დიდი ძალა ექნება".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
„უპატრონო ტაძარს ეშმაკები ეპატრონებიან და უპატრონო სხეულებსაც ეშმაკები ეპატრონებიან. რასაც ჩვენ ჩვენ თავს ვუკეთებთ სხვა ვერ გაგვიკეთებს.
არც ერთი ვართ ერთმანეთზე უკეთესი ან უარესი, მთავარია ჩვენს უკეთესობას როგორ გამოვიყენებთ და ამის მიხედვით მივიღებთ ჯილდოს უფლისგან“
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"დედა ღვთისმშობელმა საქართველოზე აიღო მფარველობა. რამდენ თქვენგანს ხორციელი დედისთვის ვერ გითქვამთ სათქმელი და მასთან მისულხართ"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
დეკანოზ დავით შაქარაშვილის დღევანდელი ქადაგებიდან ნაწყვეტები:
"- ჩვენი ვალია ლოცვა, მარხვა, ღმერთის აღიარება და ერთმანეთის სიყვარული.
- ჩვენ თუ მართლმორწმუნენი ვიქნებით, მაშინ ღმერთი ყველაფერს მოგვცემს. ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსები, რომ ღმერთმა გაგვიხსნას გზა.
- ადამიანს არაფერი არ შერჩება... უცნაური რამ არის ეს ცხოვრება... ცუდის მთქმელი ყველა ჩვენგანს გვყავს...
- დანაშაული არ ჩავიდინოთ და ღმერთის წინაშე ვიყოთ მართლები, გვახსოდეს ეს და გავითვალისწინოთ ეს".
"უკვე 2000 წელია რაც კაცობრიობამ ადამიანური ღალატის გამო ბოლო წინასწარმეტყველი დაკარგა, ბოლო წინასწარმეტყველი იქნა მოკლული.
ყველაფერ ცუდში უნდა ვეძებოთ კარგი და ყველაფერ კარგში - ცუდი. ფრთხილები და მოსიყვარულეები ვიყოთ ადამიანების, ღმერთის ქმნილებების მიმართ. ბედნიერება მხოლოდ სიყვარულს, ურთიერთგაგებას, ერთსულოვნებას, ერთ აზრს მოაქვს. ვიყოთ ღირსეული მამულიშვილები და ღირსეული მორწმუნეები".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"- ჩვენი ცოდვებით მფარველ ანგელოზს ვაჭირვებთ და არ ვაძლევთ საშუალებას დაგვიფაროს.
- მართალი კაცი მხოლოდ ღმერთისგან ფასდება".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"- ჭიდილში ვართ ჩვენ თავთან და გარემოსთან, ამიტომ ყოველთვის ჩვენ თავში ვეძებოთ დამნაშავეც და კეთილისმყოფელიც.
- ვიყოთ კეთილი ნაყოფი და ნუ ვიქნებით ღვარძლი და ღმერთი ანგელოზების სახით ჩვენი მეგზური იქნება, ღმერთი ანგელოზებით დაგვიფარავს"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"რანი ვიყავით და რანი დავრჩით? ვიყოთ ერთად, ვიყოთ ძლიერად. ნუ ვიქნებით იმ კაცივით, ღმერთი რომ მადლს აძლევს, ის კი მიწაში ფლავს. ღმერთმა მოგვცა ღვთიური ინტელექტი და ამას ნუ მოვკლავთ, პირიქით, გამოვიყენოთ ღვთის ნიჭი და არ დავამიწოთ ჩვენი გონება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"როცა ცამეტი ასურელი მამა საქართველოში წამოვიდა საქადაგებლად, თავადაპირველად წმინდა სვიმეონ უმცროს მესვეტესთან მივიდნენ და კურთხევა აიღეს მისგან.
ამიტომაც, როგორც წმინდა გრიგოლი (ფერაძე) შენიშნავს:
"ქართული ბერმონაზვნობა თავის სრულყოფილ იდეალს უმკაცრეს განდეგილობაში ხედავდა. სვიმეონ-უმცროსის ავტორიტეტის სასარგებლოდ ითამაშა როლი იმ ფაქტმაც, რომ მის ცხოვრებაში მოხსენიებულნი არიან ქართველები.
ეჭვს არ იწვევს, რომ ადგილები, სადაც ლაპარაკია მის ურთიერთობაზე ქართველებთან, ნამდვილია. სწორედ ამიტომ გახდა ეს ცხოვრება უკვე ადრევე ცნობილი საქართველოში.
დიდი სიყვარულით კითხულობდნენ მას და წმ. სვიმეონს საქართველოში ბერმონაზვნობის დამაარსებლად თვლიდნენ (წმ. სვიმეონ-უფროსიც ცნობილია ქართველ ბერებში. ქართველები მასთანაც არიან მოხსენიებულნი)".
/"საქართველოს იმედი II" წიგნი 23, გვ. 95/
"ქრისტეს შობიდან VI საუკუნე იდგა. ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში უფლის ეკლესიას ცრუ სოფელმა ათასგვარი საცდურის ცეცხლი შეუნთო. ზოროასტრის მიმდევარნი, მონოფიზიტნი თუ მწვალებელნი თავისკენ მიიზიდავნენ მრავალ ქართველს, "ახალნერგთა ქრისტეს სარწმუნოებაში".
სწორედ მაშინ შეგვიწყალა დედაღვთისამ და ჩვენს სამშობლოს წარმოუგზავნა ცამეტი ნათელი სვეტი, ცამეტი ღირსი მამა, რომელთაც გაამყარეს და ფეხზე დააყენეს ქრისტეს სარწმუნოება ქართველთა შორის".
/"საქართველოს იმედი II" წიგნი 23, გვ. 98/
"ადამიანის ჯანმრთელობა ისაა, როცა ტაძრიდან გასულს წინააღმდეგობა შეხვდება, მაგრამ ეს მას არ დაანგრევს, არ წააქცევს, ცუდ სიტყვას არ ათქმევინებს, აქედან გასულს ვერაფერი ვერ შებილწავს, ისე იქნება ღვთიური მადლით სავსე".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ღვთისმშობლის კიდევ ერთ ძღვენს თავისი წილხვედრი ერისა და ქვეყნისადმი ასურელი მამები წარმოადგნენ... ღვთისმშობელი ქართული ბერ-მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების ფუძემდებლად წარმოგვიდგება..."
"ჩვენს თავს თუ ცუდს არ გავუკეთებთ, ერთმანეთსაც არ გავუკეთებთ ცუდს. ჩვენი დამცავი მექანიზმია რწმენა სწორი და რწმენა ჭეშმარიტი".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"დიდი იყო ასურელი მამების მოღვაწეობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. წმინდა ასურელმა მამებმა, ფაქტიურად იხსნეს მართლმადიდებლობა უსჯულოთა ხელყოფისაგან, მხსნელი ქადაგებებით გადაარჩინეს მრავალი სული საუკუნო განსაცდელისაგან. მათი მოწამეობრივი ღვაწლი საუკუნეთა მანძილზე მაგალითი იყო მრავალთათვის".
"[XVII საუკუნის დასაწყისში] დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდა ქართველთა ჯვრის მონასტერი. ამ გაჭირვების ჟამს, მონასტრისადმი დიდი ზრუნვა და დახმარება გასწია მესხეთიდან ჩამოსულმა ფილიპე შაქარაშვილმა, რომელმაც ჩაიტანა "საიერუსალიმო თეთრი", იქ დაჰყო წელიწადნახევარზე მეტი და იერუსალიმის მონასტრები - ჯვარი, გოლგოთა, კათამონი, წმ. გიორგი ეკლესია და სხვ. ზოგი აღადგინა, ზოგი შეამკო, ზოგს დაგირავებული საეკლესიო ნივთები დაუხსნა".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N26, 2016, გვ.20/
"1567 წელს ათონს სწვევია პილიგრიმი ფილიპე შაქარაშვილი. მას ჩამონგრეული ღვთისმშობლის ეკლესიის ახლად ასაშენებლად და გადასახურად შეუწირავს ასი დრაჰკანი".
/"კარიბჭე" N13, 2010, გვ.19/
"მაჰმადიანთა მპყრობელობამ და თვითნებობამ სათანადო გავლენა მოახდინა საბაწმინდის მკვიდრთა ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ამ პერიოდში საბაწმინდა რამდენჯერმე დაარბიეს 414 წ, 769 წ და ა შ, მაგრამ მიუხედავად ძნელბედობისა ბერ_მონაზვნური ცხოვრება კვლავ გრძელდებოდა და ქართველებიც არ წყვეტდნენ კავშირს ამ სავანესთან.
ბევრი ქართველი იქ ხანგრძლივად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ზოგი კი არ ერიდებოდა მოგზაურობის სიძნელეს, დროებით მიდიოდა საბას მიერ დაარსებულ ლავრაში და ერთხანს იქაურ მოწესეთა წრეში ატარებდა, მაგ ილარიონ ქართველი IX ს, გიორგი პროხორე XI ს, ფილიპე შაქარაშვილი 1567 წ, იონა გედევანიშვილი XVIII ს 80_ანი წლები, გიორგი ავალიშვილი 1820 წ, პეტრე კონჭოშვილი 1899 წ და სხვა".
მენაბდე ლევან
ძველი ქართული კულტურის კერები
"წმინდა მამებმა ლოცვითა და უფლის მადლით ჰაერი, ცეცხლი და წყალი დაიმორჩილეს. ეს უდიდესი სასწაული იყო".
ა მ ა გ დ ა რ ი
მინდა, მოგითხროთ ერთი ფუტკარივით ჩუმად მოფუსფუსე და მადლმოსილი ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია, ადამიანისა, რომელმაც გაიარა ცხოვრების არცთუ იოლი და ვარდფენილი გზა... სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩელიაბინსკის ატომურ ქარხანაში მოიხადა. შემდეგ კი, მცირე ხნით, მუშაობდა სოფლმშენის საპროექტო განყოფილებაში ტექნიკური მხაზველი ინჟინრის თანამდებობაზე.
აქ მთავრდება მისი საერო მოღვაწეობა და 1987 წელს მორჩილად მიდის შიო მღვიმის მონასტერში, შემდეგ - ჯიხეთის დედა მონასტერში.
1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე წლის სექტემბერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სოხუმის საკათედრო ტაძარში აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1990 წლის 6 იანვარს იმავე ტაძარში ეკურთხა მღვდლად, რის შემდეგაც მსახურობდა აგუძერას ტაძარში და ამავდროულად მუშაობდა დრანდის მონასტრის აღდგენაზე.
სასულიერო სემინარიის დამთავრებისთანავე, პატრიარქის კურთხევით, გადმოყვანილია შინდისის, წავკისისა და ტაბახმელას ტაძრების წინამძღვრად. იგი თან აღადგენდა ამ ტაძრებს და თან მსახურებას აღავლენდა. უდიდესია მისი ღვაწლი მრევლის სულიერების ამაღლების საქმეში. 1992 წლის 21 მარტს დაინიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ამავე დროს, დიდი დიღმის 186-ე საჯარო სკოლის შენობაში, სადაც რელიგიის პედაგოგად მუშაობდა, დაარსა ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ტაძარი-სამლოცველო, რომელიც 1999 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა და ტაძარის წინამძღვრადაც ეს მადლიანი მოძღვარი დაადგინა, რომლის ძალისხმევითა და თანადგომით ჩამოყალიბდა მგალობელ-ვაჟთა გუნდი: ბეჟიაშვილის, გალაქტიონ ნემსიწვერიძის, მიხეილ დურგლიშვილისა და დავით მესხის შემადგენლობით. შემდგომში დავითი და მიხეილი იყვნენ სტიქაროსნები ამავე ტაძარში. მოგვიანებით კი, წინამძღვრის რეკომენდაციით, მოხდა მათი ხელდასხმა. ამჟამად დავით მესხი დეკანოზია და მსახურებას ეწევა ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ტაძარში, ასევე, კახაბერ ასათიანი - იყო ჯერ მედავითნე და შემდეგ ეკურთხა მღვდლად. ამჟამად კი, უკვე დეკანოზის ხარისხში წინამძღვრობს ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ტაძარს. მედავითნე იყო დავით ლონდარიძეც, რომელიც მისივე რეკომენდაციით ეკურთხა მღვდლად და იყო პირველი კაპელანი, რომელმაც იმსახურა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ახლა ისიც დეკანოზია და ერთგულად აგრძელებს ღვთისმსახურებას. მიხეილ დურგლიშვილიც უკვე დეკანოზი მიქაელია და მსახურობს ბოლნისში.
მისივე ხელშია გამოზრდილი პატრიარქის სტიქაროსანი, ლევან ჯიქინაშვილიც.
იმ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ახალგაზრდები დაუსაქმებლობისა და სულიერი შიმშილის გზას ედგნენ, მან არაერთი ყმაწვილი გადაარჩინა ქუჩის ჭაობში ჩაძირვისაგან და სარწმუნოების გზაზე დააყენა.
1997 წლის 9 აგვისტოს, პანტელეიმონ მკურნალის დღესასწაულზე, ღვაწლისა და დამსახურების აღსანიშნავად, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მიანიჭა დეკანოზის ხარისხი და ოქროს ჯვრის ტარების უფლება.
მისი სწრაფვითა და მონდომებით დიდი დიღმის შესასვლელში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის დასაწყისში, საძირკველი ჩაეყარა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა სახელობის ტაძრის მშენებლობას, რომელიც შენდებოდა მრევლის თანადგომითა და შემოწირულობებით.
2012 წლის 22 ივლისს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მეუფე იაკობმა (იაკობაშვილი) აკურთხა ტაძარი და იგი დაადგინეს ამ ტაძრის* წინამძღვრად.
2013 წელს დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 2014 წლის 22 ნოემბერს კი, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, პატრიარქის მიერ დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით და იმავე წელს მიენიჭა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებაც.
აი, ასეთია მოკლე ჩამონათვალი იმ მიღწევებისა და დამსახურებისა, რასაც დღემდე უანგაროდ და დიდი რუდუნებით ეწევა, ამჟამად დიდი დიღმის იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა სახელობის ტაძრის წინაძღვარი - დეკანოზი დავით შაქარაშვილი.
20 ოქტომბერს მამა დავითს შეუსრულდა დაბადებიდან 55 და ღვთისმსახურად დადგინებიდან 27 წელი.
მისი მადლიერი მრევლი გულით ულოცვას სულიერ მოძღვარს ამ ძვირფას, ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს...
დიდხანს ისმოდეს, მამა დავით, თქვენი მრავალჟამიერი ამა სოფელსა შინა!
დარეჯან ლაფაჩი
„ქაროზი“ N73, 2016, გვ.16
ჟურნალ „ქაროზის“ რედაქცია დაბადების 55 და ღვთისმსახურად კურთხევის 27 წლისთავს ულოცვას დეკანოზ დავით შაქარაშვილს, უსურვებს ხანგრძლივ, ნაყოფიერ სიცოცხლეს ერისა და მრევლის საიმედოდ.
* ეს არის გრანდიოზული ტაძარი (რედაქტორის შენიშვნა)
"აბიბოს ნეკრესელის ხსენებას 12 დეკემბერს ვდღესასწაულობთ, ხოლო 15 დეკემბერს წილკნის ეპისკოპოსის ისე სასწაულმოქმედის ხსენებას აღვასრულებთ. შემთხვევითი არ არის, რომ იოანე ზედაზნელის ამო ორი მოწაფის ხსენებას თითქმის ერთად აღვნიშნავთ, ისინი ხომ ერთ დღეს იქნენ თორმეტი მოწაფიდან გამორჩეულნი და ეპისკოპოსებად ხელდასხმულნი".
"იმჟამად ანტიოქიაში ღირს სვიმეონ მესვეტეს უფლისგან ეუწყა ნეკრესელი მღვდელმთავრის მომავალი წამების შესახებ. ნაგვემი ეპისკოპოსი მართლაც იხმო მარზპანმა. დატყვევებულ წმინდანს გზად სვიმეონ მესვეტის მიერ ანტიოქიიდან გამოგზავნილმა მსახურმა წერილი და კვერთხი გადასცა. აბიბოსმა მტარვალებს სთხოვა, შიო მღვიმელის ნახვის ნება მიეცათ მისთვის, რაზეც თანხმობა მიიღო. მამა შიომ შემდეგი სიტყვებით გაამხნევა ეპისკოპოსი: წმინდაო მამაო, შენ თვითონ იცი, რომ ცათა სასუფეველი ტანჯვის დათმენით მოიპოვება".
"ადამიანი სტრესიდან სტრესამდე იცვლება, ან უკეთესობისკენ ან უარესობისკენ".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას განსაკუთრებული ამაგი დასდო ცამეტმა ასურელმა მამამ. თვით მოწაფეთა საკრალური რიცხვი თორმეტი - რომელთაც წინ იოანე ზედაზნელი მოუძღოდა - საცნაურს ხდიდა ქართველთათვის ბერების მოვლინების ღვთიურ ნებას, რომ ისინი იმავე მისიით მოდიოდნენ მათ სამშობლოში, როგორც თავის დროზე მაცხოვარი იღვწოდა ისრაელთა შორის თავისი თორმეტი მოწაფით. მათი შემწეობით საღმრთო მადლის მოახლება კი სულმთლად უნდა ერწმუნათ მას შემდეგ, რაც მცხეთის სანახებში შემოსულმა ღვთის სათნომყოფელებმა ფეხდაუსველებლად გადავლეს მდინარე; ხოლო, როდესაც შემოკრებილი ხალხის, მეფე ფარსმანისა და კათოლიკოს ევლავიოზის წინაშე (რომელსაც ანგელოზმა ხილვით აუწყა მობრძანება) მამა იოანე ქართულად ამეტყველდა, ეს უკვე იმ განგებულების ფარდი ნიშანი იყო, რომლითაც ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდაათი დღის შემდეგ სულიწმინდის გარდამოსვლამ აამეტყველა მოციქულები უცხო ენაზე".
/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 18/
შენ, ტაძარო!!!
შენ, ტაძარო - ცამეტისა ასურელი მამისაო,
შენს კედლებში ვუგალობე ცხედარს ჩემი მამისაო,
შენს წიაღში გასაოცარ, ღვთიურ მადლით ჟღერდა ბგერა
და აღწევდა გუმბათამდე-სევდიანი ჩემი მღერა.
შენ, ტაძარო - ცამეტისა ასურელი მამისაო,
მამა დავითს ერგო - სულის ზიარება მამისაო,
შენს ეზოდან დალოცვილი - წარსდგა მამა იმა ქვეყნად,
ბედნიერი პირისახით - გზას გაუყვა მხნედ და მედგრად!
შენ, ტაძარო, მოწმევ ჩემი დაობლებულ სულისაო,
მოწმევ ჩემი - გაშიშვლებულ, შემცინვებულ გულისაო,
თავზე მეტად შეგიყვარე - გუმბათით და ჩუქურთმითა,
თითქოს მამას ბედი იყავ, მას ელოდი დიდი ხნიდან.
შენ, ტაძარო - აგივლი თუ ჩამოგივლი მე დღეს გვერდით,
ვფიქრობ, შენ და მამაჩემი - შეკავშირდით უფლის ნებით.
შენ, ტაძარო - სულიკოსებრ მადლიანო, ხელგაშლილო,
უზარმაზარ გულიანო და მასავით ტკბილზე ტკბილო,
გწირავ - ათარ მადლობას და გჩუქნი - ჩემი ცრემლის მძივებს,
რადგან მამა მიიღე და საკადრისად გამიცილე.
შენ, ტაძარო - ცამეტისა ასურელი მამისაო,
მოწმევ - დიდი სიყვარულის... შვილისსა და მამისაო!
/მაკა ტრაპაიძე/
"როცა ადამიანი ბოდიშს იხდის, იმ ბოდიშს ფასი უნდა ჰქონდეს".
"არ უნდა მოვდუნდეთ და ყოველთვის მართლები ვიყოთ ღვთიური გაგებით".
"მე მინდა, რომ ჩვენ შევძლოთ ყველაფერი ავიტანოდ და გადავიტანოთ რეალურად და არა დამახინჯებული სხივების მსგავსად".
"სიძლიერე ერთ რამეში გამოიხატება, რომ შენი ასაკის მიუხედავად ყოველთვის ვითარდებოდე. პატარა ბავშვიც რომ შეგხვდეს იმისგანაც უნდა ისწავლო".
"ყოველთვის როცა სარკეში იყურები, სარკის იქით უნდა ჭვრეტდე ყველაფერს".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"გახსოვდეს, რომ ღმერთი შენთანაა, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეს, რომ შენც უნდა იყო ღმერთთან".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"გადმოცემით, იოანე ზედაზნელის მონასტრის წყარო წმინდანთა ცრემლებია. არის ასეთი ცნობაც, რომ წყარო ბარომეტრი იყო მოსავლისა. თუ ავაზანი აივსებოდა, იმ წელს კარგი მოსავალი იყო მოსალოდნელი, თუ არა - ცუდი".
"ქართველთა ანგელოზად" შერაცხილი ნეკრესის ეპისკოპოსი აბიბოსი ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთადერთია, ვისაც მოწამებრივად აღსრულება ერგო წილად".
"კირიონ II-ემ ზენონ იყალთოელს უწოდებდა "სვეტს ტკბილი მორჩილებისა".
"სწორედ ამ მტრედს მიჰყვა სანადიროდ წასული ციხედიდის მთავარი ევაგრე, რომელიც წმინდა შიოს ხილვამ მოინადირა და მასთან სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტა".
"ღირსება ეს არის, როცა სხვას არ გაუკეთებ იმას, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ. ყოველთვის ვიყოთ ღირსეულები, რამეთუ უღირსი ადამიანი თავის თავს და თავის შთამომავლობას წაშლის, ღირსეული კი - გააძლიერებს".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"წმინდა შიო მღვიმელი სიბნელეში შინაგანად ხედავდა ზეცას, რადგან ღვთაებრივი ნათელი და ზეცა ადამიანის შინაგან სამყაროშია".
/პროფესორი რევაზ სირაძე
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.31/
"ასურელ მამებს ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდათ: ლოცვა-კურთხევის გარეშე არაფერს იქმოდნენ, რაც თავმდაბლობისა და მორჩილების საოცარი გამოვლინებაა. სასულიერო პირი და საერთოდ, მორწმუნე ადამიანი ყველაფერს ლოცვა-კურთხევით უნდა აკეთებდეს", - ამ სიტყვებით გვმოძღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მღვდელმოწამე კირიონ II კი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ზენონ იყალთოელს უწოდებდა "სვეტს ტკბილი მორჩილებისა".
"ყოველი დღე არის რაღაცის აღმოჩენის დღე. ვეცადოთ, ყველაფერს ყურადღება მივაქციოთ".
"ადვილად მიღწეული არაფერი გინდოდეთ, რადგან უფასურია".
"თუ შეძლებ ღირსეული იყო, ვერავინ მოგერევა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ასურელ მამათა საქართველოში ჩამობრძანებით იმგვარად განმტკიცდა ქართველთა სარწმუნოება, რომ ვერანაირმა ქარიშხლებმა ვერ შეარყია."
"1752 წელს ლეკებს დაუქცევიათ მონასტერი. ძმებს მოუსწრიათ და კეცის ხატის უძველესი პირი თბილისში ჩამოუბრძანებიათ. იგი ბერძენ მხატვარ ქსანტოპულოს მოუჭედავს. იმავე ხანებში დაიკარგა თვით წმინდა ანტონის საფლავიც. ეგზარქოს ისიდორეს მღვდელმთავრობისას მამა იოანე მაკარაშვილს, რომელსაც დიდად უღვაწია მონასტრის გაახლებისთვის, ნორიოში ეპოვა ერთი ღრმად მოხუცებული უსინათლო კაცი, რომელსაც ხსომებოდა, სად იყო ძველ ეკლესიაში წმინდა მამის სამარე. ეთქვა: თუ დასავლეთის მხრით, პირველი კარის შესავალთან დამაყენებთ, მერე თვითონ მივალ იმ ადგილამდე, სადაც მამა ანტონის საფლავი მეგულებაო. ასეც მოქცეულან. უსინათლოს ერთ ადგილზე მიუთითებია. დაუწყიათ თხრა. გამოჩენილა მოკირწყლული საფლავის თაღი. იოანემ თურმე ვეღარ მოითმინა და გაატეხინა. ამოიღეს რამდენიმე აგური და ყველამ იხილა მამა ანტონის გაუხრწნელი სხეული."
"წმინდა მირიანისა და წმინდა ნანას გარდა სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დაკრძალულია 13 ასურელ მამათაგანი, წმინდა აბიბოს ნეკრესელი. საბინინი ვარაუდობს, რომ იგი წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დანარჩენი ასურელი მამები საკურთხევლის გარეთ არიან დაკრძალულნი, წმინდა აბიბოსის საფლავიც საკურთხევლის გარეთ იქნებოდა."
"დალოცვილო, მე რომ გამოგარჩევ შენ, შენც გამომარჩიე მე"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ყველაფერს დააკვირდით და ყველაფერზე დაფიქრდით".
"თუ შენ ალალი ხარ, ღმერთი დაგიცავს".
"ჩვენი ცოდნა იყოს ფარი, ჩვენი რწმენა იყოს ფარი".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"უპირველეს ყოვლისა, ის [წმ. გრიგოლ ფერაძე] ასკვნის, რომ ქართული სამონასტრო მოღვაწეობა, უდაბნოში ცხოვრების სახით, დაიწყო საქართველოს მიერ ქრისტიანობის მიღებისთანავე, IV საუკუნეში. დაახლოებით 550 წელს საქართველოში ჩამოვიდა 13 ასურელი მამა, რამაც ბიძგი მისცა ახალი მონასტრების მშენებლობასა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების ცხოვრების დაწინაურებას.
ასურელი მამები საქართველოში გამოექცნენ დევნას თავიანთ სამშობლოში, სადაც ისინი საეკლესიო ცხოვრებაში ასკეტიზმის ელემენტების შეტანას ცდილობდნენ. მათ ასკეტიზმს ახასიათებდა ცხოვრების მატერიალური მხარის მიუღებლობა: თავს არ იწუხებდნენ სურსათ-სანოვაგის მოპოვებით (კმაყოფილდებოდნენ პურითა და ბოსტნეულით, სვამდნენ მხოლოდ წყალს), სახელდახელოდ შემოსილი დადიოდნენ და გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ".
/"ისტორიანი" N9, 2017, გვ.61/
"ყოველ კედელში უნდა გახვიდე აზრობრივად და თუ ეს მოახერხე, ფიზიკურადაც გაივლი კედელს ანუ ფიზიკურ წინააღმდეგობას დაძლევ".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თუ ბიბლიურად მოიქცევი, შენზე მდიდარი, შენზე ჯანმრთელი არავინ იქნება".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ვის არ გვიფრენია, მაგრამ ხშირად ამ ფრენას გაფრენა მოყვება!"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"გეშინოდეთ მომავლის, რადგან ფარისევლად გადაიქცა ქვეყანა. ყოველ დღე ღმერთს ვატყუებთ"
"არავის არაფერი არ შეგვრჩება. აქაც მოგვეკითხება და იქაც".
"კი არ უნდა შეგშურდეს, უნდა მიებაძო"
"არ ვაფასებთ არც ჩვენს სიცოცხლეს... არც ჩვენს რწმენას... არც ღმერთთან ურთიერთობას..."
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"აფერისტობა და მოქნილობა სხვადასხვა რამაა".
"შეცდომები თუ არ დავუშვით, გამოცდილებას ვერ მივიღებთ".
"მე ამიტომ ვარ აქ, რომ ხალხს ვასწავლო რჯულში სწორი გზა, სწორი აზროვნება".
"ერთია თქვა, რომ ღირსი არ ხარ და მეორეა - აღიარო ეს".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ვცდილობ, რჯული შევინარჩუნო. ადამიანი ამ ტაძარში რომ შემოვა, მადლში უნდა ჩავარდეს"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ორ რამეზე ვიზრუნოთ: ღვთის მცნებების შეცნობასა და შესწავლაზე და მათ შესრულებაზე".
"სიყვარული, სიკეთე და რწმენა მუდმივია!"
"ჯერ ფრთები ამოგვდის და მერე ვაფრენთ ხოლმე"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"რისთვის დავდივართ ეკლესიაში თუ მხოლოდ სურვილებითა და ინსტიქტებით უნდა ვიყოთ? ადამიანი სულიერად მდიდარი უნდა იყოს და სწორ გზაზე იდგება. ჩვენ არ უნდა დავდიოდეთ ტაძარში მექანიკურად, თუ არა განადგურდება ჩვენი გენი. ვართ კი იმის მეათედის გამკეთებლები, რასაც წმინდა გიორგი და სხვა წმინდანები აკეთებდნენ ღმერთის სადიდებლად? მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ყველა შემთხვევაში საქართველო გადარჩება. ბევრი მინუსი გვაქვს, ბევრი შეგვიცოდავს, მაგრამ ღმერთის წინაშე განსაკუთრებული მადლის მატარებელნი ვართ, განსაკუთრებული ხალხი ვართ, განსაკუთრებული თვისებებისა და სითბოსი. მართალია ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, მაგრამ მაინც ღმერთის მადლით ქართველი გადარჩენილა და გადარჩება!"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ამოცნობა-გამოცნობა-შეცნობა ყველაზე მთავარია!"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"[ივერთა] მონასტრის ქათველთადმი კუთვნილებით აიხსნება ისიც, რომ გაჭირვების დროს იქაური ქართველები თანამემამულეებს მომართავდნენ და ქართველი მეფე-დიდებულებიც (ყვარყვარე და მზეჭაბუკ ათაბაგები, ლევან კახთა მეფე, აშოთან მუხრანბატონი, ერეკლე მეორე და სხვ.) შეძლებისდაგვარად მფარველობდნენ და ეხმარებოდნენ. არც ისაა ინტერესს მოკლებული, რომ გვიან ხანის ქართველი მოღვაწენი (ამბროსი სამცხელი, აკაკი მონაზონი, ფ. შაქარაშვილი და სხვ.) ივერთა სავანეს "ჩუენ მონასტრად" იხსენიებდნენ. ყოველივე აღნიშნული უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ კალისტეს ტენდენციურმა გადაწყვეტილებამ ბერძნებს საბოლოო გამარჯვება ვერ მოუტანა და ქართველებს თავიანთ ძველ სავანეზე ხელი ვერ ააღებინა".
/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 135/
"1567 წელს ათონის მთას ეწვია პილიგრიმი ფილიპე შაქარაშვილი, რომელმაც პატრონის მიერ მოცემული თანხით დიდი დახმარება აღმოუჩინა იერუსალიმის სავანეებს. იგი პალესტინიდან მივიდა ათონზე და იხილა რა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართული ტაძარი, შეძლებისდაგვარად დაეხმარა მას".
/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 135/
"ღმერთი მოწყალეა, ცდილობს გვაპატიოს, მაგრამ ჩვენ ვაპატიებთ ჩვენ თავს? ყველანი ჩვენ-ჩვენი საქმეებით განვისჯებით, ან ავმაღლდებით, ან წარვწყმდებით"
"შეყოვნებული ლაპარაკით ბევრ გულისტკენას ავაცილებთ სხვებს".
"ყველაზე დიდი მტერი ჩვენი ენაა, ჩვენი არასწორი ქმედებები"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ადამიანისთვის ყველაზე მთავარი არის გენეალოგია. ჩვენს გენეალოგიას უნდა ვუფრთხილდებოდეთ.
არც ჩვენს გენს ვცემთ პატივს, აღარც ჩვენს ნათესაობას ვცემთ პატივს.
ნუ წავშლით ჩვენს გენს, ჩვენს თავს, გენეალოგია ხომ ღმერთისთვის და კაცისთვის მთავარია.
გახსოვდეთ, ყველაზე დიდი ფუნქცია არის ღმერთის დიდება, ჩვენი გენის მოფრთხილება, ერთმანეთის გაძლიერება და გალამაზება".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თქვენ რჯულს ნუ ქმნით!"
"მთავარი ზიარება არაა, მთავარია როგორ ეზიარები, მთავარია როგორ ცხოვრობ"
"ყოველი უსიამოვნება შენი გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენო. შენ რომ სწორად მოქცეულიყავი, ღმერთისგან დაფარული იქნეობდი. ბიბლიაში ლევიტელთა წიგნი წაიკითხეთ"
"ბნელი მუდმივი არ არის, ყველა უკუნითი ნათდება. დღევანდელი დღე [შობა] არის რჯულის ზეიმი, სიძლიერის ზეიმი, მადლის მოხვეჭის, მადლის დღეა დღეს. მადლი არ უნდა დაკარგო, უნდა მიიღო დამსახურებულად"
"დაბადებიდან სულ ბრძოლაში ვართ ჩვენს თავთან, ჩვენს "მე"-სთან. ვიმარჯვებით კი? გამარჯვება იმ შემთხვევაშია თუ შეცდომებს არ დავუშვებთ, თუ ღვთის რჯულს მივყვებით. რჯული არ ცდება. რჯულს ნეტარება მოაქვს"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ღვთის კანონებით, მაგრამ დღევანდელმა ადამიანებმა ღვთის კანონები შევცვალეთ ჩვენი კანონებით. რწმენაში ყველანი მოვიკოჭლებთ, მიწიერები გავხდით. ხშირად ჩვენვე ვუქმნით ჩვენს თავს წინაღობებს. ამის მიზეზი ღვთის რწმენა კი არა, ჩვენი რწმენის შექმნაა.
ქართველი კაცი ყოველთვის არის ნიჭიერი და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს მიმართულება, სწორი გზა მივცეთ, ერთმანეთს ფეხს ვუდებთ.
უნდა დავაფასოთ ის რაც გვაქვს. თუ დავაფასებთ უფრო მეტ მადლს მივიღებთ.
ჩვენი ნაყოფი ერთმანეთის სიყვარულია, ჩვენი ნაყოფი ღვთის დიდებაა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"როცა რამეს გავიგებთ, როცა რაიმე ინფორმაციას წავიკითხავთ, ყოველთვის იმის იქით უნდა ვეძებოთ მიზეზი. ჩვენ უნდა ვიყოთ ბრძენი, რადგან ბრძენ ერს ვერავინ მოერევა".
"ცივილიზაცია და ჭიდილი ყოველთვის იყო".
"დავდივართ ინსტიქტებით, ფიქრიც აღარ გვინდა, იმდენად გადაღლილები ვართ".
"სიძე და რძალი ჩვენთვის ყველაზე საუკეთესო ნათესავები არიან. მათთან პირველი კონტაქტი ან ძალიან ტკბილია მათთვის ან ძალიან მწარე"
"არაფერი არ იკარგება ამ სამყაროში, რასაც ვიღებთ, რაიმე საზღაურის ფასად ვიღებთ. ისე არაფერი არ მოდის"
"...ამ სამყაროში ყველაფერი ცოცხალია: ქვა, წყალი, ჰაერი..."
"მართლმადიდებლობა იწყება ცოდნით და პირჯვრის გამოსახვით, მართლმადიდებლობა იწყება აღიარებით მამისა და ძის და სულისა წმინდისა. არასწორად პირჯვრის გადაწერა რჯულის გაუბრალოებაა".
"ცოდვაში რომ ვარდები უნდა დაფიქრდე რატომ ჩავარდი, რა მოგიტანა ამან? შეიძლება იმ ცოდვამ ცამდე აგიყვანოს ან მიწაზე ჩამოგაგდოს. ყველა ადამიანმა თავის ქმედებაში უნდა იპოვოს ყველაფრის მიზეზი და პასუხი. უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ შინაგანად და გარეგნულად".
"ბიბლია წავიკითხოთ, მასში ყველაფერი, ყველა დეტალი წერია"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"როდესაც მეუფე პროკოფი [კერნიცის ეპისკოპოსი] საქართველოში ბრძანდებოდა, მოილოცა წმინდა შიო მღვიმელის მონასტერი. იქ ისეთი დიდი მადლი შეიგრძნო, რომ წმინდა პანტელეიმონის ტაძარში წმინდა შიოს პატივსაცემად წმინდა მამის ფრესკა დაახატვინა."
"ღვთის რწმენა აქვს იმ ადამიანს, რომელიც ღვთის კანონებს ემორჩილება".
"ადამიანი გამოიბრძმედება გაჭირვებით, ლხინით კი - დუნდება".
"თუ შენ გჯერა, მოგეცემა ღმერთისგან ძალა".
"მადლიანი ხარ მაშინ, როცა შეგიძლია სხვას შეუმსუბუქო დარდი".
"ადამიანის მთავარი ვალდებულებაა, რომ უმადური არ იყოს, არამედ იყოს მადლიანი. და თუ შენ მადლიანი ხარ, ღმერთი ყოველთვის გიფარავს".
"...ღმერთი რაღაც გზას გამოგვიჩენს... ყველა სიტუაციიდან გამოგვიყვანს და გადაგვარჩენს..."
"ადამიანი როცა რწმენას კარგავს, ეს იმას ნიშნავს რომ კარგავს იმედს, კარგავს საყრდენს".
"სინანული ეს არის შენი ცოდვების განცდა თავისი უარყოფითი შედეგებით".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"- ერთხელ მოვისმინე, კამათისას ითქვა, რომ ასურელი მამები მონოფიზიტები იყვნენ, რადგან ასურეთში მონოფიზიტობა ბატონობდა...
- ამ მოსაზრებას არავითარი ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია. მოდით, ასე ვიტყვი: რადგან მაშინ ასურეთში მონოფიზიტობა იყო დომინანტი, ასურელი მამები მას საქართველოში გამოექცნენ - ხომ შეიძლება, ასე ვიფიქროთ?
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასურელმა მამებმა საქართველოში ააყვავეს მართლმადიდებლობა, ბერმონაზვნობა, ვიცით, როგორი კანდელები დაანთეს რწმენისა - დღესაც რომ ანთია და იზიდავს ყველას - მორწმუნეს თუ ურწმუნოს... როდის იყო, მონოფიზიტები მართლმადიდებლობას აყვავებდნენ?"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"წმინდა შიო მღვიმეში იყო დაყუდებული, რათა ამქვეყნიური სილამაზეც კი არ ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ უფლის ჭვრეტა დაეკარგა."
/არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე)/
---
"წმინდა დავით გარეჯელზე საგალობელი დაწერა სულხან-საბა ორბელიანმა, რომელიც ერთი წლის აღკვეცილი იყო დავითგარეჯის უდაბნოში."
"- თქვენი აზრით, შიომღვიმის მონასტერი რატომ სარგებლობდა ქართველ მეფეთა ასეთი პატივისცემით?
- შიომღვიმე ქართველ მეფეთა მონასტრად ითვლებოდა, თანაც თბილისთან ახლოს იყო. ქართველ მეფეებს წმინდა შიო მღვიმელი უდიდეს წმინდანად მიაჩნდათ და მის საფლავზე შეწევნის მისაღებად მიდიოდნენ."
"საქართველოში მონასტრული ცხოვრების დაარსება 13 ასურელ მამას უკავშირდება. ცნობილია, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში VI საუკუნეში მოვიდნენ, იმ დროს, როცა ქართულ ეკლესიას თავს მონოფიზიტობის საშიშროება დაატყდა. ისინი უფალმა გამოარჩია. მათ წინ თვით მეფე ფარსმანი და კათალიკოსი ევლოგი მიჰგებებიან. მატიანეში წერია, რომ კაბადოკიელმა მამებმა მეფეს, კათალიკოსსა და ერს ქართულად დაუწყეს ლაპარაკი. წმინდა მამებმა სულიერი ღვაწლი ზედაზენზე დაიწყეს, სადაც წმინდა იოანე ზედაზნელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაეგზავნა. ასე დაიწყო მონასტრული ცხოვრება საქართველოში, დაარსდა დიდებული მონასტრები - შიომღვიმე, დავითგარეჯი და მრავალი სხვა.
ასურელი მამების საღვთო ხმის საქართველოში დაქუხებასაც წინ უსწრო ნათელმოსილმა წმინდა ანგელოზმა, რომელიც მცხეთაში მყოფ ქართველთა კათალიკოსს მოევლინა უწყებად, თუ ვინ იყვნენ საქართველოში მომავალი ასურელი მამები და რა ძვირფასი საუნჯე მოჰქონდათ მათ საქართველოსთვის.
მამობრივად შეტკბობილნი კათალიკოსისაგან, ღვთისაგან მოვლინებული სტუმრები გაეშურნენ თაყვანისსაცემად მირონ-მადინებელი სვეტი-ცხოველისა და, თანახმად კათალიკოსის თხოვნისა, მცხეთაშივე დაისადგურეს.
მცხეთა იმ დროს სატახტო ქალაქი იყო ქართველებისა, იქ ისხდნენ ქართველი მეფეები, იქ გროვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის წარჩინებულნი. მცხეთიდან დაიწყეს პირველად მოქმედება ასურელმა მამებმა, იქ გააცნეს თავდაპირველად თავიანთი თავი ქართველობას.
ლმობიერებით აღვსილმა მოძღვრებამ, რომელიც დაუწყვეტელ წყაროსავით მოჩქეფდა მამათა ბაგეთაგან და მათმა წმინდა ცხოვრებამ ანგელოზთა შარავანდით შემოსა მათი სახე ქართველების წარმოდგენაში. როგორც მცხეთიდან, ისე მისი მიდამოებიდან ყოველდღე მოჰყავდათ მათთან სნეულები განსაკურნებლად, ყოველდღე გარს ევლებოდა მათ ხალხი და ერთი გულმოდგინედ ისმენდა ქრისტეს მცნებათა ბრძნულ განმარტებას, მეორე ცრემლთა ფრქვევით ინანიებდა დანაშაულებს, მესამე მათი დარიგების გავლენით სპობდა განხეთქილებას თავის მეზობლებთან, მეოთხე მორჩილებითა და ხალისით კისრულობდა ქვრივ-ობოლთა და ღატაკთა პატრონობას და სხვ.
მაგრამ ყველა ეს არ აკმაყოფილებდა ზებუნებისა და ნათელი გონების პატრონ წმინდა იოანეს. როგორც ფრინველთა მეფე არწივი საგნის უკეთესად გასარკვევ-დასანახავად მაღლა აიწევს ხოლმე სივრცეში, ისე ღირსმა იოანემ, რომ უფრო გაეღრმავებინა თავისი საღმრთო მოქმედება და მეტი სიმარჯვით შესდგომოდა ქართველთა სულიერ განვითარებას, დატოვა მცხეთა და თავისი მოწაფეებით დაემკვიდრა იმ მთის წვერზე, რომელზეც ოდესღაც ამართული იყო ზადენის კერპი და თავისი სიმაღლით დღესაც უფროსობს თბილისის მიდამოებზე. იმ დღიდან ზედაზნის მთის თხემი შეიქნა ქართველებისთვის გზის მაჩვენებელ კანდელად. აქედან გამომკრთალმა სინათლის სხივებმა შეაშუქეს ქართველების ოჯახებში და მრავალს აღუძრეს წრფელი სურვილი სულიერი მოღვაწეობისა, სიწმინდის გზაზე დადგომისა, სახარების შეგნებისა; ქართლის მცხოვრებლებმა გაკვერეს გზა მანამდე მიუვალი ზედაზნის მთისკენ და ათასობით მიდიოდნენ დიდებულ მოძღვარ იოანესთან, რომ დამტკბარიყვნენ მისი სათნო სწავლა-მოძღვრებით და თანაც მისი წმინდა ოლარის ქვეშ ჩამოეხადათ პირად ცოდვათა ტვირთი.
ღვთივგანბრძნობილმა მამამ ახალ ალაგზე გადადგა ქართველი ერისათვის მეტად საბედნიერო ახალი ნაბიჯი - წილკანს და ნეკრესს მწყემსმთავრებად დაუდგინა თავისი მოწაფეები - ისე და აბიბოსი. ამას მოჰყვა მეორე უწარჩინებულესი გადაწყვეტილება იოანესი - ყველა მოწაფე შესწირა ქართლ-კახეთის მკვიდრთა სულიერად აყვავების საქმეს, ყველა მოწაფეს დაავალა მოციქულობა ქართლსა და კახეთში. თუ მანამდე ქართლს უნათებდა მხოლოდ ზედაზნის მაღლობი, ახლა, ხსენებული კურთხეული მამის წყალობით, კახეთისაკენ გაგზავნილმა მისმა მოწაფეებმა: ანტონმა, დავითმა, იოსებმა, ზენონმა, აბიბოსმა და სტეფანემ აანთეს გაუქრობელი კერა ერის გონებრივი და ზნეობრივი განვითარებისა მარტყოფში, გარეჯაში, ალავერდში, იყალთოში, ნეკრესსა და ხირსაში, ხოლო ქართლისკენ - სარკინეთში, ბრეთში, ულუმბოში, სამთავისსა და წილკანში - შიომ, პიროსმა, მიქაელმა, ისიდორემ და ისემ.
ამ ალაგებში გაშენდა დიდებული ლავრები და სავანეები, აქ დაარსდა სასწავლებლები, რომლებშიც იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებითა და ზნეობით, ამ ალაგებიდან ეფინებოდა ქართველობას ღვთის მადლი და კურთხევა, ამ ადგილებიდან გამოდიოდნენ ქვეყნის მმართველნი: მეფეები, სარდლები, მსაჯულები, მღვდელმთავრები და მღვდლები, ამ სავანეებში მოიხნა ქართველთა დაკორდებული გული და დაითესა ღვთისმსახურების თესლით, ამ სავანეების გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა ქართველი ერი გარკვეული სახით და თავისი სულის თვისებებით."
"მაინც არ იქნებოდა ადვილი სამშობლოს დატოვება ასურელი მამებისთვის, როდესაც მიდიოდნენ არა იმ მიზნით, რომ დაბრუნდებოდნენ უკან, არამედ - სწორედ იმიტომ, რომ დარჩებოდნენ იქ, რათა მთლიანად გარჯილიყვნენ უცხოთათვის.
ჩვენ არ ვიცით, თუ როგორი სიხარულით ტოვებდა ასურეთს ღვთაებრივი მადლის მაძიებელი ცამეტი ასურელი ბერი, ნუთუ არაფერი ახედებდა მათ უკან, ნუთუ არანაირი დარდი და საფიქრალი არ მოჰყებოდათ უცხო ქვეყანაში?"
/მღვდელმონაზონი აბიათარი (ყირმიზაშვილი)/
"ღირსი ანტონი გამოეთხოვა თავის სამშობლოს და მოვიდა ჩვენს ქვეყანაში იმ აზრით, რომ ქართველების გულშიაც ჩაენათებია ქრისტეს სიყვარულის ბრწყინვალე ლამპარი".
-------------------------------
"ზედაზენზე მოღვაწეობისას წმინდა იოანეს [ზედაზნელი] ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა: უწყლო მთის მწვერვალზე კლდოვან ადგილზე აღმოაცენა მაკურნებელი წყალი, ამ წყალზე შემოჩვეულ დათვს კი უბრძანა, რომ არც მას და არც მის მოდგმას მთაზე მოსული ადამიანებისთვის არაფერი ევნოთ; მას შემდეგ საუკუნეთა განმავლობაში ეს კურთხევა შეუცვლელად სრულდება."
"მარტყოფის მამათა მონასტერი ერთ-ერთი მძლავრი სამონასტრო კერაა საქართველოში. მამა ანტონის საფლავის მოსალოცად არა მხოლოდ მარტყოფისა და ნორიოს მოსახლეობა, არამედ მთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხის მორწმუნეები სტუმრობენ მონასტერს, განსაკუთრებით კი ხალხმრავლობა 29 აგვისტოსა და 1-ელ თებერვალს არის. 29 აგვისტოს ანჩისხატის დღე აღინიშნება კალენდრულად და რადგანაც უფლის ხელთუქმნელი ხატი მამა ანტონის ხელითაა ჩამობრძანებული და ჩვენი მთავარი ტაძარიც ღვთაების სახელობისაა, ამ დღეს ბევრი მომლოცველი ჩამოდის, მორწმუნეები რწმენით მოდიან წმინდანის საფლავთან და განსაკუთრებულად შესთხოვენ ამ დღეს თავიანთი სურვილის აღსრულებას, რაც უსრულდებათ კიდეც. ამიტომ ტაძრის დღესასწაულზე და მამა ანტონის მოხსენიების დღეს, ყოველთვის ცდილობენ, ახალი სურვილებით მოვიდნენ, გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი ანტონ მარტმყოფელის სახელზე, მის საფლავთან, მოილოცონ მონასტრის ტაძრები, წმინდა ადგილები და მიიღონ მადლი, რომელიც ამ დღეებში მართლაც განსაკუთრებულია."
"[ალავერდის] მონასტერმა გამოიარა ლეკიანობა, რუსეთის იმპერიის ბატონობის ხანა, საბჭოთა პერიოდი, რომელიც ყველაზე მძიმე იყო მონასტრისთვის - დარბევა, ძარცვა, დევნა, შევიწროება მონაზვნებისა. საეკლესიო ნივთები, ხატები, ჯვრები და სხვა ძვირფასეულობა მაშინდელი მთავრობის მიერ ყაჩაღურად იქნა გატანილი. ამ მოვლენებს მსხვერპლად შეეწირა მაშინელი ეპისკოპოსი პიროსი, ცემაით მოკლეს იმის გამო, რომ არ დათანხმდა, ნებაყოფილობით ჩაბარების აქტზე ხელი მოეწერა. "ნატანჯი მონასტერიო", - თქვა მეუფესთან საუბარში ერთმა სტუმარმა მეუფემ, რომელიც აქ მოღვაწეობდა ადრე. მართლაც ბევრი ტანჯვა-ვაება გამოუვლია 14 საუკუნის განმავლობაში.
ასეთი მონასტერი დახვდა ამბა ალავერდელ მიტროპოლიტს, მეუფე დავითს 1993 წელს. ყველაფერი თვითდინებაზე იყო მიშვებული. ღირსი მამის დღესასწაული აღინიშნებოდა მონასტრისთვის შეუფერებელი წესით. მონასტრის ეზოში იკვლებოდა საქონელი, იშლებოდა სუფრა, რომელიც ღრეობად იყო ქცეული და ბევრჯერ ჩხუბით მთავრდებოდა.
ხალხს დაკარგული ჰქონდა შეგნება იმისა, თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ სიწმინდეს და უმეცრებით თავს იდებდნენ დიდ ცოდვას."
"თორნიკე (37 წლის): - ასურელი მამების მადლი და მეოხება განუზომელია. ეს ჩემს თავზე გამოვცადე და თუმცა მანამდეც მათი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი, მას შემდეგ, რაც უფალმა მათი შეწეობით შვილები მომცა, გამუდმებით მადლობის ლოცვას აღვავლენდი ღვთის მიმართ. მე და მარიამს, ჩემს მეუღლეს, თითქმის ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. ცხოვრებას რომ ვგეგმავდით, წინა პლანზე შვილები წამოიწეოდა. გამუდმებით ვსაუბრობდით მათზე, მათ აღზრდაზე, მომავალზე.
დავქორწინდით და ნაოცნებარი ნაოცნებრად დაგვრჩა, წლები გადიოდა და შვილი არ გვეძლეოდა. მარიამი ამჩნევდა, როგორ გავაპარებდი თვალს ქუჩაში მიმავალი კისერზე ბავშვშემომჯდარი მამისკენ და იტანჯებოდა. შემომთავაზა კიდეც - დავშორდეთ და ახალი ოჯახი შექმენი, ვიცი, როგორ გინდა შვილები და ჩემ გამო თავს ნუ დაიტანჯავო. საკვირველი ის იყო, რომ ორივე ჯანმრთელი ვიყავით და არც ბიოლოგიური შეუთავსებლობა გვქონდა.
ერთხელ, წმინდანთა ცხოვრების კითხვისას, შიო მღვიმელის შესახებ წავიკითხე - ვინც იმ მღვიმესთან ილოცებს, სადაც წმინდანი იმყოფებოდა და აღესრულა, შვილი მიეცემაო. შვიდჯერ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, მხურვალედ ვლოცულობდით და შეისმინა მამა შიომ ჩვენი ვედრება. თუმცა მატერიალურად გვიჭირდა, პირობა დავდეთ, რომ რამდენ შვილსაც მოგვცემდა უფალი, იმდენს გავაჩენდით. ახლა ოთხი ანგელოზივით შვილი გვყავს."
------------------------
"კაბადოკიის უდაბნოში მოღვაწე ეს 13 ასურელი მამა - უფალმა აღმოაჩინა"
"მიხეილ საბინინის მოღვაწეობა უდიდესი მნიშვნელობისაა საქართველოს ისტორიაში. ის იღვწოდა ქართული ეკლესიის დაცვისა და გაძლიერებისთვის, იბრძოდა ეგზარქოსების უსამართლო მმართველობის წინააღმდეგ, ირჯებოდა ქართული ეკლესია-მონასტრების გაძლიერებისთვის. მან მოახერხა, წმინდა იოანე კრონშტადტელი იოანე ზედაზნელის ცხოვრებით დააინტერესა და ზედაზნის მამათა მონასტრისათვის ზარი გამოაგზავნინა".
"როგორც წესი, მოიხსენებენ 12 ან 13 ასურელ მამას, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, შეიძლება ეს ციფრები საკრალური იყოს და ისინი გაცილებით მეტნი ყოფილიყვნენ. როგორც ითქვა, ამ მამებს უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ქართული ეკლესიის გაძლიერებასა და წარმართობასთან ბრძოლის პირველ ხანებში; ისინი არიან საქართველოში სამონასტრო ცხოვრების ერთ- ერთი პირველი დამფუძნებლები".
"გულუხვ და სტუმრიან ოჯახს ზოგჯერ "შიოს მარანს" ეძახიან. სახელწოდება წმინდა შიოსგან მომდინარეობს, რომელსაც გადმოცემის თანახმად, VI საუკუნეში მცხეთის მახლობლად შიომღვიმის მონასტერი დაუარსებია, რომელთანაც ქართული ტრადიციისამებრ მარანიც ყოფილა. მის ქვევრში ღვინო არ ილეოდა, რადგან ნაკლული ქვევრები ღვთის მადლით დილამდე ისევ ივსებოდა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 68/
"საყურადღებოა სტრიქონები, სადაც მარიამ-მაკრინე [ბაგრატიონი, ასული ანა ჩოლოყაშვილისა და ქართლის მეფის ერეკლე პირველისა (ნაზარალი ხანი)] ლამაზი პოეტური ფერების ფონზე წარმოგვიჩენს "ათორმეტ მამათა" დამხახურებას; "ათორმეტ ძალნო ებანნო, ათორმეტნო მამანო, ათორმეტთა მათ მოციქულთა მიმსგავსებულნო, რომელთა, მსგავსად მათსა, განჰფინენით ბადენი მოძღვრებისანი და მოინადირეთ პირმეტყველნი თევზნი სამჭედურითა სიბრძნისა თქვენისა და მიუძღვანენით ქრისტესა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 99/
"როდესაც მარიამის [მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი, ასული ანა ჩოლოყაშვილისა და ქართლის მეფის ერეკლე პირველისა (ნაზარალი ხანი)] ჰიმნოგრაფიულ მოღვაწეობაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში უნდა დავასახელოთ მისი "სტიხნი საეკლესიონი" - საგალობლები. ჰიმნები მიძღვნილი იოსებ ალავერდელისადმი. ამ ჰიმნებს ქართულ ეკლესიებში გალობდნენ და წარმოთქვამდნენ ჩვენს დრომდე.
იოსებ ალავერდელი ყოფილა ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი, რომელიც კახეთში დამკვიდრებულა და აუშენებია სამლოცველო იქ, სადაც ახლა ალავერდის დიდებული ტაძარი დგას. მას ხალხის საყოველთაო პატივისცემა დაუმსახურებია. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ალავერდის ტაძარში მოღვაწე მონაზონმა მისი სადიდებელი ჰიმნები დაწერა.
მაკრინეს აზრით, იოსებ ალავერდელი ქება-დიდების ღირსია იმდენად, რამდენადაც მან ქართველთა შორის ნინოს მიერ ქადაგებული სარწმუნოება განაახლა და განამტკიცა. "განაახლე და განმტკიცე ნინოს ქადაგებული, ჰოი, სანატრელო იოსებ, ამისათვის ღირსად და ჭეშმარიტად ქრისტე ღმერთი ჩვენი გვირგვინოსანგყოფს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ. 98/
"სირიელ მამათა" სასწაულებრივი მკურნალობის ამბები ერთგვარი ხერხი იყო ხალხის შეგნებაში ქრისტიანობის გაიდეალებისათვის, მაგრამ მათ ცხოვრებათა აღწერილობებში აშკარად შეინიშნება მკურნალობის რაციონალური საშუალებებიც. იოანე ზედაზნელი არა მარტო ლოცვითა და კურთხევით კურნავდა ავადმყოფებს, რომელთაც "მიჰგურიდეს მას"... "ცხედრითა სნეულებსა", არამედ, ჩანს, სამკურნალო-მინერალური წყლებითაც: იოანე "შეევედრა ღმერთს" და "მთასა მას ზედა აღმოუცენა წყალი", სადაც "მოვიდოდეს ყოველი კერძო და მოაქუნდა უძლურები და სვიან და რა იცხიან ყოველნი განიკურნებოდეს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 108/
"ნეტარ არს ესე კრებული უმანკოთა". ასე იტყვიან მართლებზე. სწორედ ასეთი "კრებული უმანკოთა" იყო უსაჩინოესი და გამორჩეული ეს ჯგუფი, რომელთა მოღვაწეობის შედეგები ფასდაუდებელია საქართველოსთვის. მათ მიერ დაარსებულ მონასტერში და სავანეებში იზრდებოდნენ ქართველები გონებრივად, იწრთობოდნენ სულიერად, იქიდან ეფინებოდა ქართველობას ღვთის მადლი; "ესე კრებული" შეიქნა ქართველთა მფარველნი და დამცველნი უსჯულოებისა და უზნეობისაგან. ეს მამანი, "ვითარცა ქვეყნის ანგელოსნი, ეს მამანი, "ვითარცა ქვეყნის ანგელოსნი, ნათელნი სოფლისანი, ჭურნი სავსენი ნელ-საცხებლითა", დაუცხორმელად იღვწოდნენ და "თვისთა მით სიმხნითა განაშენეს სოფელი ესე ჩვენი; მოვიდნენ ჩვენთან, ერთმანეთზე თითქოსდა ოქროს ჯაჭვით გადაბმულნი, ქრისტეს სჯულის უძვირფასესი ჯაჭვით შეკრულნი და "შეამკეს ეკლესია ჩვენი".
"იმავე ხანებში დაიკარგა თვით წმინდა ანტონის [მარტყოფელი] საფლავიც. ეგზარქოს ისიდორეს მღვდელმთავრობისას მამა იოანე მაკარაშვილს, რომელსაც დიდად უღვაწია მონასტრის გაახლებისთვის, ნორიოში ეპოვა ერთი ღრმად მოხუცებული უსინათლო კაცი, რომელსაც ხსომებოდა, სად იყო ძველ ეკლესიაში წმიდა მამის სამარე. ეთქვა: თუ დასავლეთის მხრით, პირველი კარის შესავალთან დამაყენებთ, მერე თვითონ მივალ იმ ადგილამდე, სადაც მამა ანტონის საფლავი მეგულებაო. ასეც მოქცეულან. უსინათლოს ერთ ადგილზე მიუთითებია. დაუწყიათ თხრა. გამოჩენილა მოკირწყლული საფლავის თაღი. იოანემ თურმე ვეღარ მოითმინა და გაატეხინა. ამოიღეს რამდენიმე აგური და ყველამ იხილა მამა ანტონის გაუხრწნელი სხეული"
/"თვენი", წიგნი 23, გვ.236/
"გაიხსენეთ შიო მღვიმელი, თოთხმეტი წელი აბა, გაძელი... და კი არ ძლებდა, უხაროდა. ის სინამდვილეში მღვიმეში კი არ იყო, ღმერთთან იყო"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience