ჯვარი - უდიდესი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში. მის გარეშე წარმოუდგენელია ეს რელიგია. იგი სიმბოლოა რელიგიისა. ადამიანი ყოველ ლოცვაში, უფლის ხსენებაზე, ლხინში თუ ჭირში პირჯვარს გამოისახავს ხოლმე. მოკლედ აღარ მოვყვები აქ მის ავტორიტეტზე და მნიშვნელობაზე. ასეთი სერიოზული რამეა და მე ერთი თემა ვერ ვიპოვე აქ მის შესახებ. ხშირად მსმენია შეკითხვა და პასუხი ვერ გამიცია, მეც ჩამრცენია გონებაში და იქნებ აქ ვისაუბროთ ამის შესახებ. იცით რა მაინტერესებს? იქნებ მიპასუხოთ იმ ხალხმა ვინც კომპექტენტურია ამ საკითხში. თვითონ ქრისტე თუ იყენებდა პირჯვარის გადაწერა? თუ იწერდა პირჯვარს ან მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს თუ გადასახავდახოლმე ჯვარს? მე არ გამიგია ასეთი რამე. და რატო სცემს ქრისტიანობა თაყვანს ჯვარს - იარაღს რომელზეც აწამეს ქრისტე? ან ვის რა უფლება ქონდა რო ჯვრის დიზაინი შეეცვალა, მაგალითად როგორც ეს წმინდა ნინომ ქნა, ან სხვა უამრავი დიზაინის ჯვარ არსებობს დღეს, მაგალითად ე.წ. ბოლნისის ჯვარი. მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლება რო სახეცვლილი ჯვარი გამეკეთებია და სახალხოდ გამომეტანა.
რატომ ვიწერთ პირჯვარს?
პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგარ ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე“ (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფს. 140, 2).
ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი“.
ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: „მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვრის გადასახვით. ამით ისინი შთააგონებენ თავის მოწაფეებს, ხოლო მათი მეშვეობით – ყველა მორწმუნეს, რათა სარწმუნოების აღიარების ნიშნად, ჯვირს გადასახვით დაესვათ ბეჭედი სახეზე და მკერდზე“.
მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად დაწყობით ჩვენ ვაღიარებთ წმიდა სამებას, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადებით – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას – კაცობრივს და ღვთიურს. პირჯვრის გადაწერისას ხელს მივიტანთ პირველად შუბლზე, მეორედ მუცელზე, მესამედ მარჯვენა მხარზე, მეოთხედ კი - მარცხენაზე, ამით გამოისახება ჯვარი, რომელზეც ეცვა ჩვენთვის უფალი იესო ქრისტე. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პირჯვრის გადაწერისას ჯვრის ქვედა ბოლო ზედაზე მოკლე არ გამოვიდეს, რომ ამობრუნებული ჯვარი არ გამოვისახოთ
პირჯვრის წერით, ჩვენ ასოებივით ვიწერთ სხეულზე ჩვენს სარწმუნოებას. ასეთი წეს-ჩვეულება უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა ქრისტეს ეკლესიაში, რაზეც მოწმობს კირილე იერუსალიმელი (IV ს.): „დიაღ არ გვრცხვენია ჯვრის გადასახვისა შუბლზე და ყველაფერზე“.
და რაც მთავარია, ჯვრის გადასახვისას, სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, ჩვენ ვაკურთხევთ ყოველს ჩვენს კეთილ საქმეს და ვიცავთ თავს ბოროტისაგან.
ამიტომაც ცდილობს ეშმაკი, სხვადასხვა სექტების მეშვეობით დაგვაეჭვოს ჯვრის გადასახვის მართებულობაში და ამით გაგვაგდებინოს ხელიდან ის მძალვრი იარაღი, რომელიც არ აძლევს მას საშუალებას ჩვენი მოჯადოებისა და შეპყრობისა.
და რატო იმაზე არაფერი გითქვამთ - ჯვარი ძველ აღთქმაშიც ყოფილა მოხსენიებულ, მას თურმე ქრისტეს მოსვლამდეც ჰქონდა პატივისცემა და აღიარება და თვითონ ქრისტე თუ სცემდა თაყვანს ჯვარს? პირჯვარს იწერდა? თავის მოწაფეებს ჯვარს გადასახავდახოლმე?
peritoniti
პოსტები(თავისი ლინკებითურტ) თუ წაიკითხე მაინც რაც ზემოთ ეწერა?
ikanosi
კი. როგორც ჩანს მე არ აღმოვჩნდი ისეთი განათლებული რომ ყველაფერი ეს გამეგოდა. მოდი აბა შენ ამიხსენი ცოტა გლეხური და ბავშვური ენით, მოკლედ და კონკრეტულად. მითუმეტეს მე ისეთ შეკითხვას ვსვამ რომ ერთი - კი ან არა დააკმაყოფილებდა ჩემ შეკითხვას. იწერდა ქრისტე პირჯვარს?
შენი ბოლო პოსტი სამწუხაროდ სრულად არ გაიხსნა ჩემთან.ამიტომ რაც დაწერე იმაზე გეტყვი,რომ წმ.ნინოს დახრილფრთებიანი ჯვრით არ დაუწყია ქადაგება.მის ჯვარს შემდგომში მოუვიდა ასე.
მე სიტყვებზე კი არ გეკიდები,უბრალოდ ცილისწამები წინააღმდეგი ვარ.მით უმეტეს წმინდანის...
A.V.M
კი როდესაც მტერმა ჯვარი საქართველოდან გაიტანა ჯვარმა მხრები მოხარა
peritoniti
თავიდანვე ეგრე არ ყოფილა არაფრის
A.V.M
აბა გისმენ, გავაგრძელოთ, სანტერესოა შენთან საუბარი. მზის სიმბოლოზე რას იტყვი? სახარებები კი წამიკითხავს, ეპისტოლეები და აპოკალიფსის შესახებ ალბათ მეცდინება მარა თუ ამ ტერმინების ქვეშ იმალება ეს არ ვიცი. რას გულისხმობენ იქნებ მითხრა ესეც. ჩავთვალოთ რომ არ ვიცი.
A.V.M
ძალიან კარგი და საინტერესო. გასაგებია ქრისტეს დამოკიდებულებაც ჯვართან. ჯვარი, ტვირთი რომელიც ქრისტემ აიღო თავის თავზე, როგორც ამას მორწმუნენი ამბობენ, ხომ შეიძლება ასეთივე ლოგიკა დავინახოთ იუდაშიც? ისიც ერთგვარი ტვირთი იყო რომელიც ქრისტემ იტვირთვა. თვითონ აირჩია ის მოწაფეც. და რომ არა უდა ალბათ არც ჯვარცმა მოხდებოდა. ამიტომ ასეთი ლოგიკით რაღაც პატივს იუდასაც ხომ უნდა მივაგებდეთ? რატომ მკაცრად უკუაგდო და უარყო რელიგიამ იგი?
თუ დაგაინტერესებს იმასაც გეტყვი,რომ აპოკრიფებზე დაყრდნობით ის ჯვარცმული ავაზაკირომელმაც იესო უარყო იყო იუდა ისკარიოტელის ძე.
peritoniti
არა, ეს სინანული, რაც იუდამ აჩვენა, არ იყო სათნო და ღვთისმიერი... სატანისეული "სინანული" იყო, უმაღლეს ამპარტავნებასა და სიამაყესთან შერეული, სასოწარკვეთა რომ მოაქვს და უიმედობა...
ეს სინანული ასეთია: "ეს რა გავაკეთე, მე როგორ მომივიდა ეს და ა.შ" (ანუ თითქოს ვინმე იყო შენ, ადამიანო - ზოგადად ვამბობ.)
ნამდვილი სინანული კი ამბობს: "უფალო, ნაგავი ვარ, სხვა ხომ არაფერია ჩემგან მოსალოდებელი, მაპატიე, რომ შენ შეგაწყინე ჩემი თავი და გული გატკინე. იმედი მაქვს, შენი შეწევნით დაიძლევა ჩემში ცოდვა და შენთან ვიქნები."
ასე, რომ იუდას სინანული დიდი ცოდვაა... რადგან მთლიანად, როგორც ღრუბელი, გაჟღენთილია უიმედობით, სასოწარკვეთით, ღვთის განუზომელი მოწყალებისადმი ურწმუნოებით... აი, ხომ გამოვიდა ურწმუნოებაც და ცოდვაც.
აკაკი
მესმის რასაც ამბობ. მაგრამ ასე მგონია, ჩვენ, იუდაზე გაღიზიანებულები ძალით ვცდილობთ ყველაფერი მისი უარყოფითად შევაფასოთ. რატომ შენეული ხედვაა სწორი და არა ჩემეული? არის ბიბლიაში რაიმე ისეთი რაც დაიცავდა შენს ამ განმარტებას? ვფიქრობ ასეთი ამპარტავანი კაცი, რომელსაც ეგეთი სინანული აწუხებს ვერ შეძლებდა თავის მოკვლას. თან იცი რა, ბიბლიაში არის, იუდა მიდის ფარისევლებთან და ეუბნება "მე შევცოდე უდანაშაულო სისხლი რომ გადმოგეცით, აიღეთ უკანვე თქვენი ჭუჭყიანი ფული" ანუ ეს სიტყვები ალბათ ასეთ სინანუსლ უფრო ადასტურებს - "ნაგავი ვარ". "ეს როგორ მომივიდა" ასეთი სინანულით ალბათ ფულს არ დააბრუნებდა ადამიანი! და ასეთი სიამაყის სინანული, დანაშაულს არ აღიარებდა. შეეცდებოდა მის გამოსწორებად მაგრამ სააშკარაოდ თავის დანაშაულს არ აღიარებდა!
peritoniti
არა მეგობარო, ჩემეული ხედვა არ დამიწერია... ეამას ამბობს ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დააფუძნა მაცხოვარმა და სწორედ იმ მოციქულებმა ააღორძინეს, რომელთა შორისაც ოდესღაც იუდასაც მოუწოდა მაცხოვარმა... ასე რომ ეკლესიამ ეს იცის, ვინ და როგორ... საერთოდ, როდესაც საეკლესიო, საღვთისმეტყველო საკითხებზე ვსაუბრობთ ყველანაირი პირადი მოსაზრება უნდა გამოირიცხოს... არც ჩემი, არც შენი, არც სხვისი, არამედ მთავარია რას ასწავლის ეკლესია.
ღმერთმა ყველა დაიფაროს დიდი ამპარტავნებისა და სიამაყისაგან (რადგან ჩვენც ვართ ასეთები იმიტომ დავწერე "დიდი", თუმცა არც ჩვენ ვართ სახარბიელოდ), თქვენ თუ იცნობთ ადამიანს ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ან როდესმე ჰქონია ასეთი ბრძოლა, ის დაგიდასტურებთ - რა აზრები, ზრახვები ტრიალებს ამ დროს ადამიანის გონებაში. ჩემი ნახევარი ბეწვის სისხო გამოცდილებიდანაც ვიცი ეს.
ეს სააშკარაო აღიარება არ ყოფილა. თუ იუდას დანაშაულის აღიარება უნდოდა ის ფარისევლებთან კი არა უფალთან მივიდოდა, მას ჰქონდა ამის დროცა და საშვალებაც.. მივიდოდა დედა მარიამთან, მოციქულებთან.. იმ წმინდა კრებულში გამოთქვამდა თავის სინანულს და არა მტერ ფარისევლებთან.. იტირებდა ღვთის წინაშე. და საერთოდ, ფარისევლებთან სულ ტყუილად მივიდა, არ იცოდა რა ექნა, ფულის მიცემაც უბრალოდ სიტყვები იყო.
აი წმ. იოანე ოქროპირის განმარტება:
"მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთU დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი. - ეს ზრდის მის ბრალეულობასაც და იმათსაც: მისას, არა იმიტომ, რომ შეინანა, არამედ იმიტომ, რომ ძალზეც გვიან შეინანა და თვითონ გამოუტანა მსჯავრი საკუთარ თავს (ღმერთს არ აცალა, ღმერთის მოწყალება, მისი აზრი, არც გაიაზრა.. ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ მისი სინანული ღვთის წინაშე არ ყოფილა); რადგანაც თვითOნ აღიარა, რომ გასცა იგი. მათ ბრალს კი იმიტომ ზრდის, რომ მათ, ჰქონდათ რა საშუალება, შეეცვალათ თავიანთი აზრი, არ შეუნანიათ. შეხედე, როდის ნანობს იუდა? როდესაც უკვე ჩადენილია და ბოლომდე მიყვანილია ბოროტმოქმედება. ასეთია ეშმაკი: იგი არ ანებებს დაუდევართ, დაინახონ საკუთარი ცოდვა მანამ, ვიდრე ისინი ჩაიდენენ მას, რათა მის ბადეში გახვეულმა არ შეინანონ. გამცემი არ შეძრულა მაშIნ, როდესაც იესომრავალგზის ამხელდა მას, მაგრამ როდესაცუკვე ჩადენილია დანაშაული, გაახსენდა მას სინანული;გაახსენდა, მაგრამ უსარგებოდ. რა თქმა უნდა, გამართლებას იმსახურეს ის, რომ მან აღიარა, დააბნია ვერცხლი და არ შეუშინდა იუდეველებს, მაგრამ ის, რომ თვითOნ ჩამოიცვა თავზე ყილფი - ეს ცოდვა მიუტევებელია, ეს ბოროტი დემონის საქმეა. ეშმაკმა ყურადღება გადაატანინა სინანულიდან, რათა იგი უნაყოფო შექმნილიყო მისთვისლ მანვე მოაკვდინა სამარცხვინო და ყველასთვის თვალსაჩინო სიკვდილით< როდესაც შთააგონა რა თავი მოეკლა".
ახლა წმ. თეოფილაქტე:
"იუდა გონს გვიან მოდის, თუმცა კი აღIარებს თავის დანაშაულს, მაგრამ არა სასიკეთოდ. დანაშაულის აღიარება, რა თქმა უნდა კეთილი საქმეა, მაგრამ თავის ჩამოხრჩობა უშმაკისგანაა, შეუწყნარებელ ცოდვად ითვლება. მან კი ეშმაკის შთაგონებით, მოსალოდნელი შეურაცხყოფა ვერ დაიმინა და თავს თვითOნვე მოუსწრაფა სიცოცხლე, მაშინ როცა თავი ეშმაკებისთვის კი არ უნდა მიეყიდა, არამედ ტირილი და მის მიერ გაცემულისთვის პატიების თქმა მართებდა. სხვათა შორის, ზოგიერთები ამბობენ, რომ თითქოს იუდას, როგორც ვერცხლისმოყვარე ადამიანს, ეგონა, რომ ქრისტეს გაყიდვით ფულსაც შეიძენდა და ქრისტეც არ მოკვდებოდა, იუდეველებისაგან თავს დააღწევდა. ახლა კი როცა იხილა, რომ ის გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, რადგან სინამდვილეში არ მოხდა, როგორც ვარაუდობდა, ამიტომ თავი ჩამოიხრჩო, ვინაიდან თითქოს განზრახული ჰქონდა, რომ იესოს ჯოჯოხეთში დაასწრებს და იქ შეევედრებოდა მას და ცხონებას მიიღებდა. ეს ყველაფეი კი მაინც მტრის შეგონებით იყო.
გარდა ამისა, დაე უწყოდე, რომ მიუხედავათ იმისა, რომ იუდამ ყელზე ყულფი ჩამოიცვა და რომელიღაც ხეზე ჩამოეკიდა, ის ცოცხალი გადარჩენა (წარმოიდგინე რამდენჯერ ამხილა, რამდენჯერ მისცა შანსი), რადგან, ღმერთს სურდა მისი გადარჩენა ან სინანულისთვის, ან როგორც სამარცხვინო იგავად. ამაზე მოწმობას გვაწვდის ლუკა მახარებელი, თავის წიგნში "საქმე მოციქულთა", იქ ვკითხულობთ იუდაზე, რომ "განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი (ე. ი შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი)".
ამბობენ, რომ მას წყალმანკი დაემართა და მისი სხეულისა ძლიერ გასივდა, იქ სადაც ეტლი თავისუფლად გადადიოდა, ვერ გაეტია, ძირს დაეცა, გასკდა და "განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. (საქმე მოციქულთა 1, 18), როგორც ამას ლუკა მახარებელი ამბობს "საქმეებში".
სახარებაში ტუილად როდია აღწერილი სინანულის ორი სახე, წმ. პეტრესი და იუდასი... აი ორი მაგალითი, სინანული და "სინანული".... იუდას განა საქციელისა რცხვენოდა, არამედ იმისა, თუ როგორ გამოჩენილიყო იგი ამის მერე იმ კრებულში, რომელთაც მაცხოვრის მოწაფეები ეწოდებოდათ...
კიდევ დავამატებ, რომ იუდას თავად უფალი იესო ქრისტე უწოდებს "წარწყმედის ძეს"... მან კი არ შეინანა (და სინანულით კი ადამიანები ღმერთთან მიდიან და ცხონებას იღებენ), არამედ თავის ეშმაკს გადასცა და წარწყმდა.
მემგონი საკმარისია ყოველივე აღწერილი... უმჯობესია რომ ეკლესიას ვუსმინოთ, ვიდრე საკუთარ თავსა და შეხედულებებს, რადაგნ ამაან დაღუპვამდე მიიყვანა არაერთი პიროვნება, მათ შორის ეკლესიის მოძღვრები (მწვალებლები), შეიქმნა უამრავი სექტა, რომელმაც კიდევ მრავალი ადამიანი შეაცდინა და დაღუპა..
ხშირად არის ცხოვრებაში რომ ადამიანი, როცა ათვიცნობიერებ საკუთარ დანაშაულს, როცა გრცხვენია შენი საქციელის გიჭირს მიხვიდე ადამანთან ვინც დააზიანე. არ იცი როგორ მიგიღებს იგი, რამდენას მოგიტევებს და რამდენად მოგისმენს და ამიტო ვერ გაბედო მასთან მისვლა. იქნებ სწორედ ასეთმა სირცხვილმა შეაშინა იუდაც და იმიტო ვერ მივიდა მარიამთან? მაგრამ კარგი, ნუღარ ვიდავებთ ამაზე. დაე იყოს ისე როგორც შენ ამბობ. მოდი ერთ რამეში გამარკვიე, დიდიხანია ეს კიტხვა მაწუხებს - რაში აიღო იუდამ ფული? რაში გამოიხატება ქრისტეს გაცემა? გაცემა ე მესმის ადამიანი ჩაუშვა რაიმე ცოდვის კეთებაზე, მესმის იმალება სადმე და გაამხილო მისი სამალავი, ან უბრალოდ ფაქტზე დააყენო მას მოსამართლე. ასეთი არაფერი ყოფილა ხო ქრისტეს ცხოვრებაში? ის აიყვანეს სუფრიდან - ანუ არაფერ დანაშაულს ის არ აკეთებდა იქ, არც არავის ემალებოდა რო სამალავი გაემხილათ მისი. რაც შეეხება უბრალოდ შეხვედრას, ფარისევლებს იუდას გაცემამდეც ხომ არაერთხელ ყავდათ ნანახი იგი, რატო მაშინ არ დაიჭირეს (ბოდიში თუ გამოთქმას სწორად არ ვამბობ) იესო, რაში დასჭირდათ მათ იუდა? მე ვერ მივხდი რა ინფორმაცია მიაწოდა ამ თანხის საფასურად ფარისევლებს იუდამ! იქნებ ამაში გამარკვიოთ და მერე მეც უკეთ ჩავწდე იუდას ბოროტებას!
peritoniti
ჰო, საქმე იმაშია, რომ იუდა მცირედმორწმუნე იყო... ნუ მივიდოდა ვინმესთან, არამედ როგორც პეტრეს, შეეძლო ღვთის წინაშე დაეტირა ნამდვილი სინანულით... ასე არ მოხდა. მისულიყო იესოსთან გოლგოთაზე, განა უამრავი უცოდვილესი ადამიანი არ ჰყავდა ნანახი იესოს მიერ შეყნარებული? (მათ შეინანეს და ისე მიახლნენ უფალს, უფალმაც მიიღო.. და ეს იუდას ნანახი ჰქონდა) ის კი მაინც, საკუთარი სიამაყის გამო, არ მიდის უფალთან შენდობისა და პატიების მისაღებად.
რომ ვთქვათ, ყველაფერი წინასწარ იგეგმებოდა ფარისეველთა შორის მაცხოვრის შეპყრობაზე... თან უნდოდათ უხმაუროდ მომხდარიყო მისი შეპყრობა, უფალს კი არ ჰქონდა საკუთარი სახლი... სხვადასხვა ადგილას ჩერდებოდა ხოლმე... გამორჩეული ჰქონდა ადგილები, სადაც ხშირად მიდიოდა ხოლმე, მაგალითად სალოცავად მთებზე და ა.შ. ფარისევლებს ნანახი ჰყავდათ მაცხოვარი, მაგრამ არა ჰეროდეანებს (ანუ ჰეროდეს საჯარისო ნაწილებს), სწორედ ამათ შეიპყრეს ქრისტე გეთსიმანიის ბაღში, უფლის ამ ბაღში მყოფობა კი იუდამ აუწყა მათ. უფალს არც გამორჩეულად ემოსა, არც ბრწყინვალებით შემკული დადიოდა ადამიანთა შორის გარეგნულად. საჭირო იყო, რომ მეომრები მიმხდარიყვნენ თუ რომელი იყო მათგან იესო, ჩვენ ვიცით რომ სამი მოწაფე ახლდა თან უფალს გეთსიმანიის ბაღში. ჰეროდეანებიც ფრთხილობდნენ, რადგან ეგონათ რომ ეს ადამიანი თავს გამეფებისათვის ამზადებსო და თავისი მეომრები ჩასაფრებულნი იქნებიან სადღაც ამ ბაღშიო.. ანუ მეტად მიწიერი, ცრუ წარმოდგენა ჰქონდათ შემნილი მაცხოვარზე, ისევე როგორც იუდას, ერისა და ფარისეველთა უმეტეს ნაწილს... ამაში აიღო ფული.
სტატია ,,მეზობელ'' ბლოგზე გამოქვეყნდა და აქაც დავდებ:
ძელი თუ ჯვარი?
GALLERYPosted on May 29, 2013
როლფ ფურული (ადამიანი, რომლის ნაშრომებზე მითითებითაც უარყობენ საგუშაგო კოშკში იესოს ჯვარცმას და მის ძელზე დაკიდებას “ამოწმებენ”), თავის განხილვაში, სადაც განიხილავს ბერძნულ სიტყვა σταυρός-ის მნიშვნელობას, ამბობს: „ ლექსიკურ-სემანტიკური კუთხით stauros-ი ნიშნავს – ვერტიკალურად აღმართულ ბოძს ან ძელს“, ამასთან ერთად იგი ეყრდნობა აკადემიურ ლექსიკონს Liddell’а и Scott’-ს. მაგრამ ფურული ტოვებს ყურადღების მიღმა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს: იმავე ლექსიკონში მოცემულია სიტყვა σταυρός-ის მეორე მნიშვნელობა- „ჯვარი, როგორც ჯვარცმის იარაღი“ («cross, as the instrument of crucifixion»).
2001/2002 წლებში გამოცემულ ბიბლიაში, რომელიც გამოსცა გამომცემლობა: Watchtower Bible and Tract Society-მ, 6 განმარტებაში შემდეგი რამ წერია: „სიტყვა სტავროსი კლასიკურ ბერძნულში გულისხმობდა უბრალოდ ვერტიკალურ ბოძს ან ძელს, ისინი ვინც წერდნენ ქრისტიანულ ბერძნულ ხელნაწერებს, იყენებდნენ საყოველთაოდ მიღებულ ბერძნულ ენას (კოინურს) და გამოიყენეს სიტყვა სტავროსი იმავე მნიშვნელობით, რომელიც მას ჰქონდა კლასიკურ ბერძნულში, კერძოდ: ჩვეულებრივი ბოძი, ან სვეტი, ყოველგვარი გადამკვეთი სვეტის გარეშე, რომელთაც ერთვის რაიმე კუთხე, არ არის არავითარი მტკიცებულება სხვაგვარი გამოყენებისა ამ სიტყვისა“ და ამ სიტყვების ვითომ დამადასტურებლად, საგუშაგო კოშკის საზოგადოებაში გამოკიდეს სურათი, იუსტუს ლიპსიუსის წიგნიდან (1547 – 1606) «De cruce libri tres»- თითქოსდა ჯვრის სხვა ფორმები რომაელებს არ გააჩნდათ:
საგუშაგო კოშკის საზოგადოება აქ ეშმაკურ ხერხს მიმართავს და იტყუება, რის შესახებაც სტატიის ბოლოს დავწერ, მანამდე კი დავუბრუნდეთ ignoratio elenchi-ის სოფიზმს. იეჰოვას მოწმეები თავადვე აღიარებენ, რომ სიტყვა სტავროსს, ან ბერძნულად σταυρός, კლასიკურ პერიოდში გააჩნდა ბოძის მნიშვნელობა. ალექსანდრე მაკედონელის დაბყრობითი პოლიტიკის შემდეგ, რომის იმპერიაში ბერძნული ენა რამდენადმე შეიცვალა და მათ შორის კერძოდ სიტყვა სტავროსის მნიშვნელობამაც სახე იცვალა, რომელიც კოინურში უკვე გულისხმობდა არამხოლოდ ბოძს, არამედ წამების იარაღსაც, ჯვარსაც.(საქმე ის არის, რომ ბერძნულში კონკრეტულად ჯვრის აღმნიშვნელი ტერმინი, არც არსებობდა) საიდან მოიტანა “ს.კ.ს”-მ, რომ ახალი აღთქმის მწერლებს, რომლებიც წერდნენ კოინურზე, უნდა გამოეყენებინათ სიტყვა σταυρός-ი იმავე მნიშვნელობით, როგორიც მას გააჩნდა კლასიკურ ბერძნულში? ანუ ოთხი საუკუნით ადრე?- ეს გამოცანად რჩება…
მაგრამ დავუბრუნდეთ ფურულის წიგნს: “ როგორ მოქმედებს ღვთისმეტყველება და მიკერძოვებულება ბიბლიის თარგმანებზე“, მთლიანობაში ფურული უძღვნის ათეულობით გვერდს იმას, რათა დაგვიმტკიცოს ჩვენ ის, რომ ბერძნული სიტყვა სტავროსი და ξύλον-ი არ მიუთითებენ კონკრეტულად სასჯელის იარაღის ფორმებზე. (იგივე ეხება ლათინურ სიტყვა crux-ს და ებრაულ צלב-ს). და ამით, ფურულიმ გადაწყვიტა, რომ მისი ამოცანა შესრულებულია, რაც სხვათაშორის გასაკვირი არც არის, რამეთუ მან ოპონენტებს მიაწერა თეზისი, რომელიც არავის არ წამოუჭრია და თავშიც კი არ მოსვლიათ, კონკრეტულად: „ სიტყვა სტავროსის ჯვრად გადმოთარგმნის მიზეზად მოჰყავთ არგუმენტი, რომ იესოს დღეებში რომაელებში მიღებული იყო ადამიანთა ძელზე მილურსმნვა ან თოკებით დაკიდეება, განივი სვეტის დახმარებით, სავარაუდოდ, ასევე მოიქცნენ ქრისტეს შემთხვევაშიც“
არცერთ მეცნიერს არ წამოუყენებია ამგვარი ვერსია, ამიტომ ფურულის მისი მიზნის მიღწევისათვის , აუცილებლად უნდა დაესაბუთებინა ის, რომ იესო დაკიდეს ძელზე განივი გარდამკვეტი სვეტის გარეშე, როგორც ამას ამტკიცებენ იეჰოვას მოწმეები. მაგრამ არავითარი ამდაგვარი რამ როლფს არ გაუკეთებია, თუმცა კი შემოგვთავაზა გავცნობოდით ისტორიულ, არქეოლოგიურ და ლინგვისტურ მტკიცებულებებს. იგი მხოლოდ ვარაუდობდა, რომ „ძელი“ არის უფრო ნეიტრალური სიტყვა თარგმანისას. მართლაც, ასეც შესაძლებელია, რომ სურვილის შემთხვევაში, ჯვარი მოვიხსენიოთ ძელად, როგორც ვთქვათ ელექტრო სადენების დასაკიდ კონსტრუქციებს ვუწოდებთ ბოძს(ან ძელს), განურჩევლად მათი ფორმისა. ანუ აქ ესმევა ხაზი მის თვისობრივ-სტრუქტურულ ბუნებას და აგებულებას, ჯვარიც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც ძელი ამ შემთხვევაში… მაგრამ ფურული უფრო შორს მიდის და იეჰოვას მოწმეების სწავლების შესაბამისად ამტკიცებს, რომ ლათინური სიტყვა patibulum , ჯვარცმის იარაღების აღწერათა შემადგენლობაში, არ გულისხმობდა განივ სვეტს, უფრო მეტიც, „ეს სიტყვა იქცა განივ გარდამკვეთ სვეტად, მხოლოდ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში“, და შესაბამისად იესო დაკიდეს ძელზე განივი გარდამკვეთი ძელის გამოყენების გარეშე. რაიმე დამადასტურებელი არგუმენტი ამ თეზისის სასარგებლოდ, ფურულის არ მოუყვანია, არადა ზუსტად ეს მოეთხოვებოდა მას. ის, რომ crux, იგივე σταυρός-ს გააჩნდა განსხვავებული ფორმები, ისტორიკოსებისათვის კარგად არის ცნობილი ამის გარეშეც და არ იყო ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო.
რა გაეწყობა, გავაგრძელოთ ეს საქმე ფურულის ნაცვლად და ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ დასკვნებამდე მივალთ.
რომაელები ჯვარცმისათვის (ან ძელზე დაკიდებისათვის), იყენებდნენ განსხვავებულ იაღაღებს: crux simplex (ძელი განივი გარდამკვეთის გარეშე), crux commissa („Т“ ასოს ფორმის ჯვარი), crux immissa (ჯვრის ნიშნის ფორმის იარაღი „†“) , crux decussate (Х- ასოს ფორმის ჯვარი), და სხვ…
გრიგორიანელმა ქრისტიანებმა თარგმნეს ლათინური სიტყვა crux, სიტყვებით σταυρός [სტაუროს, ან სტავროს], (მთ.27:32; მრკ.15:21; Лк.23:26; იო.19:17), და ზოგგან ξύλον [ქსიულონი] (გალ.3:13; საქმ.მოც.5:30; 10:39; 1 პეტრ.2:24; cf. Polycarpus. Ad Philippenses.8). უძველეს დროში პირველი სიტყვა გულისხმობდა ფართო გაგებით სვეტს, ხოლო მეორე ძელს, მოჭრილ ხეს, მორს. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ელადა დაბყრობილ იქნა რომის მიერ და ბერძნებმა გაიცნეს ჯვარცმის სასჯელი, სიტყვა სტავროსი და ქსიულონი გახდნენ ჯვარცმის აღმნიშვნელბიც (ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ბოძის, გარდამკვეთი განივის გარეშე და მასთან ერთადაც), ასე რომ, ამ სიტყვებს არ შეუძლიათ თავისთავად მიუთითონ სასჯელის იარაღის ფორმაზე და ჩვენ ამაში ფურულისთან აბსოლუტურად ვთანხმდებით.
ავღნიშნავ, რომ მკაცრად თუ ვიტყვით, ბერძნული სიტყვა ქსიულონი არ ნიშნავდა ბუკვალურად ჯვარს, თუმცა არ გამორიცხავდა მას, თუ ჯვარი იყო კონკრეტულად ხისა. სიტყვა ξύλον-ის გამოყენება ჯვარცმის აღსანიშნავადაც შეიძლებოდა, ახალ აღთქმაში განპირობებულია და გამოყენებულია მხოლოდ წინასწარმეტყველურ-მესიანური მიზეზებით, როგორც ამაზე პირდაპირ ამბობს პავლე მოციქული, სეპტუაგინტას ბერძნულ ტექსტზე დაყრდნობით (Втор.21:23): „რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული (ἐπὶ ξύλου)“, (გალ.3:13). რათქმაუნდა, ძველაღთქმისეულ ეპოქაში, ძელზე იმგვარად არ ჰკიდებდნენ, როგორც რომაელები აცვამდნენ ჯვარს (საკმარისია ითქვას ის, რომ ებრაელები ხეზე ჰკიდებდნენ უკვე მოკვდინებულ გვამს), მაგრამ პავლე მოციქული და მის შემდეგ სხვა ახალი აღთქმის მწერლები, ამაში ხედავდნენ მესიანისტურ აზრს და ზოგჯერ ქსიულონს ჯვართან აიგივებდნენ. ყოველ შემხვევაში, სხვა მოწმობები, რომლებსაც ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღი იყო ჯვარი, გარდამკვეთი განივი სვეტით. (ამაზე რათქმაუნდა ბიბლიურ მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობაც თანხმდება).
სხვათაშორის, სიტყვა σταυρός(სტავროს), ეტიმოლოგიურად გამომდინარეობს ზმნა ἵστημι – დაყენება(ვერტიკალურად), ამავე ზმნიდან წარმოიშვა სიტყვა στῦλος [სტულოსი] და στήλη [სტელე], რომლებიც მართლაც ნიშნავს ბოძს (ან სვეტს). თანაც სიტყვა სტიულოსი და სტელე, ბიბლიაში გამოყენებულია არაერთგზის- როგორც ძველ აღთქმაში(სეპტუაგინტაში), აგრეთვე ახალ აღთქმაში. მაგალითად: ლევ.26:1 და მეორე რჯ..16:22, სადაც სვეტი (στήλη), პირდაპირ უთანაბრდება კერპს.
მიუხედავად საგუშაგო კოშკის საზოგადოების მცდარი მტკიცებისა, რომ: „არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ამ სიტყვის [σταυρός] სხვაგვარი გამოყენებისა“, ავღნიშნავ, რომ ამის საპირისპიროდ, მართლაც არ არის არავითარი სერიოზული არგუმენტები იმ ვარაუდის სასარგებლოდ, რომ ქრისტე ევნო ბოძზე, რომელიც გარდამკვეთი განივის გარეშე იყო აღმართული, არ არსებობს ამგვარი მტკიცებულებები- არც არქეოლოგიური და არც ისტორიულ-ლიტერატუტული.
უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ქრისტე ევნო კონკეტულად ჯვარზე, გარდამკვეთი განივი სვეტით(როგორც გამოისახება ხატებზეც და უძველეს გამოსახულებებზე), პარადოქსია, მაგრამ XX-ს ის 30-ან წლებამდე, ამ აზრს იზიარებდნენ თავად იეჰოვას მოწმეებიც, მანამ, სანამ მათმა შეფმა, ჯოზეფ ფრენკლინ რუტერფორდმა (1869 – 1942) არ გამოაცხადა (წიგნში «Riches» (1936 წ.), რომ იესო აცვეს არა ჯვარზე, არამედ ბოძზე. აი მაგალითად როგორ გამოიყურებოდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ყდა მანამდე (დაუკვირდით მარცხენა მაღალ კუთხეს)
გვირგვინში გამოსახული ჯვრის სიმბოლო გვხვდება ასევე საგუშაგო კოშკის დამაარსებლის, ჩარლს ტეიზ რასელის (1852 – 1916) საფლავზე არსებულ პირამიდის ფორმის ნიშაზე…
როგორც ჩანს, იეჰოვას მოწმეები, თანდათანობით უფროდაუფრო ივსებოდნენ ორთოდოქსალური კონფესიის სიმბოლიკებისა და ტერმინოლოგიის მიმართ ზიზღით და საკუთარივე თავის საზიანოდ, ხაზი გადაუსვეს ისტორიულ ფაქტსაც კი და ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღს არ გააჩნდა განივი გარდამკვეთი სვეტი.
არადა თითქოს ყველაფერი ასე მარტივია: შეისწავლე ბიბლია და უძველესი დოკუმენტები დამოუკიდებლად, და არა ისე, როგორც ამას გასწავლიან საგუშაგო კოშკში, განივი გარდამკვეთი სვეტის შესახებ ხომ ძალიან ბევრი პატარა დეტალი მეტყველებს, რომელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ დასამოწმებლად უძველესი წყაროებიდან, თუნდაც სახარებიდან.
მაგ: „37. და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე!“ (მთ. 27:37) დაუკვირდით, საგანგებო ფიცარზე (titulus crucis) ამოკვეთილი წარწერა, იქნა დაჭედებული არა მისი ხელებს მაღლა, არამედ მის თავს ზემოთ. წარმოუდგენელია ამგვარი ფორმულირება შესულიყო მათეს სახარებაში, თუ ქრისტე მართლაც დაკიდებულ იქნა ძელზე, გარდამკვეთი სვეტის გარეშე და თუ მისი ხელები ზე აღმართული და თავს ზემოთ გადაჯვარედინებული იქნებოდა.
ყურადღებიან მკითხველს არ გამოეპარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას თომა მოციქულის სიტყვებიდან გამომდინარე: „ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“ (იო.20:25). თუ ქრისტეს ხელები თავს ზემოთ ჰქონდა გადაჯვარედინებული და ერთი სამსჭუალით იყო განგმირული, როგორც ამას ამბობენ საგუშაგო კოშკში, მაშინ უნდა თქმულიყო არა „ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ“ არამედ: „ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალისაი“, ამ არგუმენტზე იეჰოვას მოწმეებს არაფერი აქვთ სათქმელი, ყურადღების გარეშე დატოვა როლფ ფურულიმაც…
აპოკრიფულ ბარნაბას ეპისტოლეში, რომელიც შესულია სინურ კოდექსში და რომელიც დაიწერა დაახლოვებით 117 წელს, როდესაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ცოცხალი მეხსიერება, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღი (ὁ σταυρός), სიმბოლიზირდება ბერძნულ ასო ταῦ- სთან, იგივე «Т» (Barnabae epistula.9), შეუძლებელია ქრისტიან მწერალს თავში აზრად მოსვლოდა, რომ ძელი გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე, რომელზეც აცვეს იესო, შეიძლებოდა მგვანებოდა ასო «Т»-ს. ძელი გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე, შეიძლება ჰგავდეს ასო- «I»-ს. ამას გარდა, „ბარნაბას ეპისტოლეს“ ავტორი, განსხვავებით საგუშაგო კოშკის საზოგადოებისაგან, არ ეჭვობს, რომ ჯვარცმის იარაღს, რომელსაც ისინი სტავროსს უწოდებდნენ, შესაძლოა ჰქონოდა გარდამკვეთი განივი სვეტი, რომელსაც ლათინურად patibulum-ს უწოდებენ. ისღა დაგვრჩენია დავფიქრდეთ, თუ რომელმა მათგანმა უფრო უკეთ იცის ბერძნული ენა – ბარნაბას ეპისტოლეს ავტორმა, რომლისთვისაც კოინური იყო მშობლიური ენა, თუ საგუშაგო კოსკის საზოგადოებამ?…
სხვათაშორის ფურული აღიარებს და ამბობს: „ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველმა, რომელმაც დააფიქსირა ქრისტეს წამების იარაღის ფორმა, იყო ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი“. მისი სიტყვების მიხედვით, ეს ფორმა იყო ასობგერა Т-ს ფორმის. ირინეუსი თავის წიგნში „ერესთა წინააღმდეგ“ ამტკიცებს, რომ stauros-ი იყო ბოძის ფორმის, გარდამკვეთი განივი სვეტით… ეს ორი ავტორი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი მათგანია მართალი“ (გვრდ. 70)
უცნობია, თუ სად აღომაშინა ფურულიმ ურთიერთწინააღმდეგობრიობა, ბარნაბას ეპისტოლეს ავტორსა და ირინეუსს შორის(მის მოწმობაზე მოგვიანებით იქნება საუბარი), მაგრამ ერთი რამ უეჭველია: ისინი ორივე, როდესაც საუბრობენ გარდამკვეთ სვეტზე, ეწინააღმდეგებიან ფურულის, რომელსაც აქეთ სასაყვედურო აბსოლუტურად არაფერი აქვს…
ამას გარდა, ლუკიანე სამოსტატელი (დაახლ 120-180+წლები), ერთ-ერთ ნაშრომში წერს: „ სტირიან ადამიანები და ჩივიან თავიანთ ბედზე, კვლავ და კვლავ წყევლიან კადმოსს (მითიური პერსონაჟი) იმისათვის, რომ მან შემოიტანა ასობგერა ტაუ ( Ταῦ) ალფავიტში, რამეთუ როგორც ამბობენ, ტირანებმა ნიმუშად აიღეს ტაუს ფორმა და მისი იმიტირებით, ხისაგან შექმნეს იგივე ფიგურა, რათა ჯვარს ეცვათ მასზე ადამიანები.“ (Judicium vocalium.12)
სხვა ადგილას ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი (Barnabae epistula.12) საუბრობს იმაზე , რომ ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლური მნიშვნელობა ძველ ისრაელში იყო და ამაზე შემდეგნაერად საუბრობს: „ იმისათვის, რათა შთაეგონებინა დასნეულებულთათვის, რომ ისინი გადაცემულნი არიან სიკვდილს საკუთარი ცოდვების გამო, მან[ღმერთმა] მიმართა მოსეს გულს, რათა მას გაეკეთებინა ჯვრის(სტავროსის) სახე და მისი, ვინც უნდა ვნებულიყო მასზე, რამეთუ ისინი, თუ არ დაამყარებდნენ იმედს მასზე, იქნებიან დამარცხებულნი საუკუნოდ. ასე რომ, მოსემ აღსამაღლებელ ადგილზე გადაადო იარაღი ერთი მეორეზე , და ყველასაგან ამაღლებულ ადგილას მდგომმა ხელები აღაპყრო,- და მაშინ ისრაელი იმარჯვებდა, ხოლო როცა ხელებს დაღმა უშვებდა, მტერი მძლავრობდა.“ ამაზევე საუბრობენ წმინდა იუსტინე ( დაახლ. II-ს ის დასაწყისი-166), მის პირველ აპოლოგიაში(Apologia I.35) და ტრიფონ იუდეველთან საუბარში (Dialogus cum Tryphono Judaeo.90,97) და ტერტულიანე (დაახლ. 160- 220 წლის შემდეგ), მის ნაშრომებში იუდეველთა წინააღმდეგ (Adversus Judaeos.10) და მარკიონის ნააღმდეგ (Adversus Marcione. III.18)..
როგორც ჩვენ ვხედავთ, ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი და მის შემდგომ უძველესი ქრისტიანი მწერლები, ამბობენ რა, რომ მოსემ „ ერთი მეორეზე გადაადო იარაღი“(შესაბამისად ჯვრული ფორმით და არა T ფორმით), ისინი აიგივებდნენ სტავროსს ჯვართან, ზოგიც T ფორმასთან. ასევე კლიმენტი ალექსანდრიელი(დაახლ. 150-217); რომელმაც ერთის მხრივ იცოდა, რომ ქრისტეს თავს ზემოთ მიჭედებულ იქნა წარწერა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქრისტეს მოკვდინების იარაღი იყო crux immissa («†»). მეორეს მხრივ, იგივე კლიმენტი თვლიდა რა, რომ გამოხსნის სიმბოლო(სტავროსს) აქვს რიცხვითი მნიშვნელობა Т-ს ფორმის ჯვრისა, მაგალითი მოჰყავდა მისი კლასიკური ფორმისა: რადგან ბერძნებს არ ჰქონიათ „პლიუსის“ ფორმის ასო და ასო „ταῦ“ ყველაზე უფრო მიესადაგებოდა გარდამკვეთი განივი სვეტის მქონე ჯვარს, თუნდაც ეს ძელი არ ყოფილიყო მაღლა წაგრძელებული ამ მაგალითის შემთხვევაში. თვით ბარნაბას ეპისტოლეს ავტორიც კი, როდესაც საუბრობდა მოსეზე, აღწერს არა „ταῦ“-ს, არამედ როგორც გადაჯვარედინებულ იარაღს. სამწუხაროა, რომ ამას ფურული ვერ ხედავს…
ამგვარად, ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი და იუსტინე, რომლებიც იცნობდნენ მოციქულთა მოწაფეებს გვთავაზობენ ჯვრული ფორმის იარაღის აღწერას და არა ძელის.
არის მინიშნება გარდამკვეთ სვეტზე წმინდა ეგნატე ანტიოქიელთანაც( ეწამა 107 წლის 20 დეკემბერს), რომელიც დიდი ალბათობით თავად იცნობდა პეტრე და პავლე მოციქულს. მიუთითებს რა იგი ერეტიკოსებს, ეგნატე ამბობს, რომ ისინი „ არ არიან მამის მიერ დათესილნი. რომ ყოფილიყვნენ ასეთები, მაშინ ჯვრის განშტოებები (ან ტოტები-„ ветвя“, κλάδοι τοῦ σταυροῦ ) იქნებოდნენ (Ad Trallianos.11). რა არის ეს ტოტები? თუარა გარდამკვეთი ჰორიზონტალური ძელის მხარეები?
უფრო მეტად ფასობს ამ კუთხით წმინდა იუსტინეს სიტყვები ტრიფონ იუდეველთან საუბარში. კერძოდ, იუსტინე წერს: „ანგელოზი, რომელსაც დაევალა ყოველივეს დაწვა(ყოვლად დასაწველ მსხვერპლზეა საუბარი), იყო ქრისტეს ჯვარზე ტანჯვის სიმბოლო (τοῦ πάθους τοῦ σταυροῦ). რამეთუ როდესაც წვავენ კრავს, მას ჯვრული ფორმის ფიგურის მსგავსად დებენ: ერთი ისარი განკვეთს მას პირდაპირ ქვედა კიდურებიდან თავამდე, ხოლო მეორე მთლიანად მხრების პირების გასწვრივ, რომელზეც არის დამაგრებული კრავის წინა კიდურები“ (Dialogus cum Tryphono Judaeo.40). ამგვარად, იუსტინეს აზრით, ქრისტეს ჯვარცმის იარაღი სტავროსი, იყო გარდამკვეთი სვეტით.
ისეთი ცნობილი აპოლოგეტი, როგორიც იყო ტერტულიანე, თავის აპოლოგეტიკაში მკაფიოდ განარჩევს ჯვარსა (crux) და ძელს (stipes): „ ქრისტიანებს თქვენ ალურსმნავთ ჯვრებსა და ძელებზე“ (Apologeticum.12:3). შემდეგ ტერტულიანე წერს: „ ყოველგვარი ხე (robur), რომელიც აღმართულია პირდაპირ, არის ჯვრის ნაწილი (pars crucis)“ (Apologeticum.16:7). როგორც ვხედავთ, ჯვრის ვერტიკალური შემადგენელი-ეს, ტერტულიანეს აზრით, ჯერ კიდევ არ არის ქრისტეს ჯვარცმის მთლიანი იარაღი, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი.
ჩვენ კვლავ მივუბრუნდებით ადრექრისტიანული პერიოდის მწერლების მოწმობებს, მაგრამ ჯერ გავიხსენოთ თავად ჯვარცმის წესი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები.
ჩვეულებრივ, რომაელები ჯვარცმის წინ ბოლომდე აშიშვლებდნენ გასამართლებულებს, მაგამ იუდეაში დათმობაზე წავიდნენ, მათი რელიგიური წარმოდგენების გამო (დაბ. 9:22-23; ლევ. 18:6-19; ოს. 2:3), ისინი გასამართლებულებს ჯვარცმისას უტოვებდნენ მოსახვევს, ბარძაყის ირგვლივ (Mišnāh. Sanheḏrîn.6:3; Tôseṗṯāʾ. Sanheḏrîn.9:6). ჯვარცმის წინ, გასამართლებულს დააწვენდნენ ზურგით და რამოდენიმე ჯალათი უჭერდა მას ხელებს და ფეხებს, ხოლო სხვა კი განმსჭუალავდა ლურსმანს მაჯაში, ან სხივისა და იდაყვის ძვლებს შორის. შემდეგ განსაკუთრებული ტიპის ამწევი საშუალებით (furcilla-პეპელა), მილურსმნულ ადამიანებთან ერთად აღმართავდნენ ჯვარს, რომლის ძელის ქვედა ნაწილსაც მიწით ამოავსებდნენ წინასწარ გამზადებულ თხრილში.(Titus Maccius Plautus. Carbonaria, fr. 2; Cicero. In Verrem. II.5:66,162; Josephus Flavius. Bellum Judaeorum. VII.6:4; Seneca Junior. Ad Marciam de consolatione.20:3; Evangelium Petri.10-11; Plutarchus. De sera numinis vindicta.554a; Artemidorus. Onirocriticon.II.56), შეიძლებოდა გასამართლებული ადამიანები თოკითაც მიემაგრებინათ ძელზე.
ახლა კიდევ ერთი მოწმობის შესახებ, რომელიც უძველესი წერილობითი წყაროებიდან შემოგვრჩა, ეს არის წმინდა ირინეუს ლიონელის(დაახლ. 140-202) ცნობა, მის კაპიტალურ ცნობაში, „ერესთა წინააღმდეგ“, იგი კიდევ უფრო კონკრეტულად საუბრობს: „ჯვრის ფორმას აქვს ხუთი დაბოლოება: ორი სიგრძივი, ორიც სიგანეში და ერთი შუაში, რომელსაც ეყრდნობა მილურსმნული ადამიანი (Adversum haereses. II.36:2[24:4]), თუ ირინეუსს არ დაავიწყდა მისი მასწავლებლის, პოლიკარპესგან (რომელიც თავის მხრივ წმინდა იოანე მახარებლის მოწაფე იყო) ის, რომ იესო ევნო კონკრეტულად ჯვარზე -გარდამკვეთი სვეტით, მაშინ ძნელად სავარაუდოა მას გაემახვილებინა ყუდადღება სასჯელის იმ იარაღზე, რომელიც არ უკავშირდებოდა ქრისტეს მოკვდინებას.
ახლა რამოდენიმე სიტყვა არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებაც, ნამდვილად სენსაციური იყო პროფესორ ამედეო მაიურის აღმოჩენა ქალაქ ჰერკულანეუმის გათხრების დროს- ქალაქი, რომელიც განადგურდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად(პომპეისთან ერთად, ახალი წელთ აღრიცხვით 79 წელს.) ეს აღმოჩენა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანები ეთაყვანებოდნენ ჯვარს პირველივე საუკუნეში, რამეთუ 1938 წელს, ა. მაიურიმ აღმოაჩინა ჰერკულანეუმში პატარა ოთახი(3მ. Х 2,7 მ), რომლის ერთ-ერთ კედელში იყო რომაული ჯვრის ფორმის ჩაღრმავება (0,43მ. Х 0,365მ.). საგულდაგულო გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ამ ჩაღრმავებაში ჩასმული იყო ხის ჯვარი, რომელიც ლურსმნებით იყო ჩაჭედებული და რომელიც შემდგომ უხეში ჩარევის შედეგად ამოგლეჯილ იქნა კედლიდან- ქალაქის გადანდურებამდე.
1939 წელს, რომის არქეოლოგიის აკადემიაში, პროფესორი მაიური ამტკიცებდა, რომ ეს იყო საკულტო ოთახი, რაღაც სახლის საკურთხევლის მსგავსი – ის, რაც ახალ აღთქმაში მოხსენიებულია, როგორც θυσιαστήριον (ებრ.13:10), ან τράπεζα κυρίου (1 კორ.10:21). მისი აზრით, ჯვარი, ისევე როგორც საერთოდ ქრისტიანული კრებული, ჰერკულანეუმში უნდა გაჩენილიყო დაახლ. 60 წლისათვის- მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულმა იქადაგა პუტეოლისში (საქმ. მოც. 28:13-14), რომელიც ქალაქ პომპეიდან 10 კილომეტრის დაცილებით მდებარეობდა, მაიურიცა და ჰოლადეიც თანხმდებიან, რომ ჯვარი კედლიდან ამოგლეჯილ იქნა 64 წელს- ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდში. ყოველ შემთხვევაში ეს საკურთხეველი თარიღდება 79 წლამდელი პერიოდით, როდესაც განადგურდა ჰერკულანეუმი. გამოდის, რომ ჯერ კიდევ იმ დროს, ქრისტიანები ეთაყვანებოდნენ ჯვარს (Tertullianus. Apologeticus.16:6-8; cf. M. Minucius Felix. Octavius.29), თანაც კერძოდ რომაულ ჯვარს (crux immissa), და არა T-ს ფორმის ჯვარს. ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ასეთი რამ შესაძლებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ იესო აცვეს ჯვარს, გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე.
ხშირად ისმის კითხვა, იყო თუ არა ქრისტე მიმსჭუალული, თუ მხოლოდ თოკებით მიაბეს ძელზე? ან ხელებთან ერთად ფეხებიც მიუმსჭუალეს? პავლე მოციქულის სიტყვები, რომ იგი მისი სხეულით ზიდავს: „ იესოს წყლულებს(στίγματα)“(გალ. 6:17), გვაძლევს ჩვენ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიმსჭუალვა მართლაც მოხდა, ამასვე ადასტურებს სახარებები იოან. 20:25-27, Evangelium Petri.21), ამას გარდა, ლუკა მახარებლის თანახმად, აღსდგა რა მკვდრეთით, დასამოწმებლად იმისა, რომ იგი მართლა იესოა და არა უხორცო სული (πνεῦμα), იესო სთავაზობს მოწაფეებს, რომ შეხედონ მას ხელებსა და ფეხებზე, რათა დაიჯერონ(ლკ. 24:39); ამ შემთხვევაში უნებლიედ მიდიხარ დასკვნამდე, რომ სამსჭუალთაგან ჭრილობები ჰქონდა იესოს არამხოლოდ ხელებზე, არამედ ფეხებზეც. ამასვე ამტკიცებს იუსტინეც(Dialogus cum Tryphono Judaeo.97), რომ ქრისტებს ფეხებიც მიუმსჭუალეს.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ათეისტურ საბჭოთა ლიტერატურაში არცთუ იშვიათად შეინიშნებოდა მინიშნებები იმის შესახებ, რომ ახალი აღთქმა არასწორად აღწერს ჯვარცმის პროცესს, რამეთუ განსასჯელებს არ ალურსმნავდნენ ჯვარზე, არამედ მიაბავდნენო. მაგრამ 1968 წელს, იერუსალიმის ჩრდილოეთით, ერთ-ერთი გზის რეკონსტრუქციისას, ქალაქგარე მდებარე დასახლებაში („ჯივატ ჰამიტარი“), ბულდოზერმა გახსნა უძველესი ნამარი-საშინელი მტკიცებულება მახარებელთა და სხვა უძველესი მწერლების სიმართლისა. ეს იყო რომაული ეპოქის დროს ჯვარცმული ერთ-ერთი იუდეველის სამარხი. დიდი სამსჭუალი იმდენად მყარად იყო გაჭედილი მის ძვლებს შორის, რომ მისი ამოღება ვერ მოხერხდა გვამის დამარხვის დროსაც კი.
ყოველი შემთხვევისათვის, ზემოთ მოყვანილი მასალებისა და ფაქტებიდან ნამდვილად ჩანს ის, რომ როლფ ფურულისა და ზოგადად იეჰოვას მოწმეების მტკიცებები იმის შესახებ, რომ თითქოს იესო ევნო ძელზე-გარდამკვეთი განივის სვეტის გარეშე, არაფრით არ არის დასაბუთებული, მეტიც, იგი ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებსაც და ასევე წმინდა წერილს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფურული არაფრით (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით-ვერაფრით)არ ამტკიცებდა იმ თეზისს, რომლის დამტკიცებაც მართებდა სწორედ. მაგრამ ისიც არ შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველა მტკიცებულება მცდარია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ როლფმა თავი აარიდა პასუხს, გვითხრა რა ნახევრად სიმართლე. მაგრამ რას ვიზავთ, საგუშაგო კოშკის საზოგადოება ხშირად სცოდავს ამაში. აი მაგალითად, მის გამოცემებში ის აქვეყნებს ილუსტრაციებს იუსტუს ლიპსიუსის წიგნიდან «De cruce», რომელიც მოყვანილ იქნა მაგალითად სტატიის დასაწყისში. მაგრამ „ს.კ.ს.“ თავს იბრმავებს და ვერ ხედავს იმას, რომ ამავე წიგნში არის ჯვარცმის სხვა ილუსტრაციებიც. გთავაზობთ შევხედოთ ლიპსიუსის ნაშრომის მესამე გამოცემას (რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდშივე გამოიცა“Iusti Lipsi de cruce libri tres. Editio tertia. Antverpiae: Apud Ioannem Moretum, 1597.“ ).
ოცდამეოთხე გვერდზე(მხოლოდ ერთხელ!) მართლაც არის მითითებული „crux simplex“ (ძელი, გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე), მაგრამ ამავე წიგნში არის უამრავი სხვა ილუსტრაციებიც. მაგალითად ასეთები:
და ამ ყველაფრის შემდეგ- ლიპსიუსის წიგნის ილუსტრაციასთან ერთად და მისი მოწმობით- საგუშაგო კოშკის საზოგადოება ამტკიცებს, რომ სიტყვა სტავროსი ნიშნავდა მხოლოდ ბოძს, გარდამკვეთი განივი ძელის გარეშე და რომ „ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ამ სიტყვის სხვა მნიშვნელობით გამოყენებისა”… როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია…
წყარო: http://mirkma3232.wordpress.com/2013/05/03/%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-2/
ერთი კითხვა მაქვს ეკლესიურად ჯვრის დაკარგვა რას ნიშნავს?
shako1993
"ვისაც სურს გაეკრას ჯვარზე ქრისტესთან ერთად, მისი ტანჯვის თანამოზიარეც უნდა იყოს და მაშინ მოიპოვებს სიმშვიდეს.
და გეტყვი შენ: იღვაწე, მოიპოვე ღვთისადმი ყველაფრისთვის მადლიერების გრძნობა და ძალი მაღლისა გაკურთხებს შენ და მაშინ ჰპოვებ სიმშვიდეს."
/წმინდა მამა ბარსანოფი/
"ჯვრისა და სანთლის ერთობა ბოროტ ძალას აშინებს, ჯვარი განაბნევს, სანთელი წმიდათა ლოცვის მეოხებით წვავს ურიცხვ ეშმაკს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"როგორც ჯვრის ოთხი წვერი შუა ცენტრის მიერ არის შემაგრებული და თანაშემჭიდროებული, ამგვარადვეა შემტკიცებული ღვთის ძალის მიერ სიმაღლე და სიღრმე, სიგრძე და სიგანე ანუ მთელი ხილული და უხილავი ქმნილება"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"[ჯვარმა სახლის შესასვლელ კარებზე] გვიკურთხოს გასასვლელი გზა და შინ დაბრუნებულთაც დაგვხვდეს სახლში მშვიდობა".
"როგორი მძიმე ჯვარიც არ უნდა იტვირთო, იგი ფუჭია და ამაო, თუკი მაცხოვრის შედგომის შემდგომ "ქრისტეს ჯვრად" არ გარდაისახება".
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"ჯვარი ისეა გადაჯაჭვული ქრისტიანთან, რომ სადაც ქრისტიანია, იქ არის ჯვარი და სადაც ჯვარი არ არის, იქ არც ქრისტიანია".
/დეკ. ზაქარია ჩიხრაძე/
"დაე, ღვთისმეტყველებდე, რამეთუ ჯვარი ერთადერთი და ჭეშმარიტი სავანეა მეცნიერების, ტახტ-საყდარ-საბრძანებელია ჭეშმარიტად ღვთისმეტყველისთვის, იესო ქრისტეს ვერ შეიმეცნებ ჯვრის გარეშე".
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"ბედნიერია ადამიანი რომელმაც იცის, რომ უფალს ის უყვარს, და რომ იმაზე მძიმე ჯვარს არასოდეს დაადებს, მისი ზიდვა რომ ვერ შეძლოს. უფალი, თავისი უდიდესი სიყვარულიდან და სიბრძნიდან გამომდინარე, ზუსტად ისე ჯვარს გვაძლევს, რომ მის ქვეშ არც გავისრისოთ და არც ზედმეტად გავლაღლეთ".
/დეკ. რევაზ სიხარულიძე/
"ჯვარი ზეაღმატებულია ტაძარზე, ამიტომ დაბრძანებულია ტაძრის გუმბათზე, ჯვარი ქმნის ტაძარს ღვთის ტაძრად".
"ჯვარი სულიერი მახვილია, რომელიც არღვევს ცოდვასთან შერიგებას და რომელიც მარადისობაში ჭეშმარიტ ქრისტიანებს მოჩვენებითი ქრისტიანებისგან განაცალკევებს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"აუცილებელი სამღვდელო მოქმედება - სასულიერო პირის მიერ მრევლისთვის ჯვრის ყოველი გადასახვა მისი ცხოველმყოფელობის, მადლისმიერი მფარველობის მატარებელია. ნებისმიერი ღვთისმსახურების, წმინდა საიდუმლოს აღსრულების დროს უფლის მადლი და ძალმოსილება ჯვრის გამოსახვით ხორციელდება. ღირსი მამები ღვთის სახელის მოხმობითა ჯვრის გამოსახვით სასწაულებს აღასრულებდნენ".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"საკურთხევლისწინა ჯვარი"
"ძელის ანუ ჯვრის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ წმინდა იოანე დამასკელი გვასწავლის: "პატიოსანი ჯვარი წინაგამოსახა ცხოვრების ხემ, ღვთის მიერ დანერგილმა სამოთხეში (რადგან ხისგან იყო სიკვდილი, ხის მიერვე უნდა მონიჭებულიყო სიცოცხლე და აღდგომაც)".
"ერთ ახალგაზრდა კაცს იმავე წლებში ეშმაკი შთააგონებდა, - რა საჭიროა სხვათა საჩვენებლად ჯვრის ტარება, მთავარია, გულში გქონდეს რწმენაო... და როდესაც ჯვრის მოხსნა დააპირა, უფალმა მას ძილში აუწყა: - "ჯვარი - ცხვრის კისერზე დაკიდებული ზარია, რომ განსაცდელისას მწყემსმა მისი ხმა უმალ გაიგოს და დაიფაროსო..." თუმცა, არც ამ ამბის შემდეგ მიჰკელდებია დედაეკლესიას...
ერთ საღამოს, როდესაც მივლინებიდან შინ მობრუნებულმა სააღდგომო მსახურებაზე წასვლაც კი დაიზარა და თავი ძილს მისცა, მოულოდნელად მკერდზე მწველმა ცეცხლმა გამოაღვიძა...
როდესაც იმ ადგილს შეეხო, საიდანაც ეს სიმხურვალე გადმოდიოდა, ხელში საკუთარი გულსაკიდი ჯვარი შერჩა, რომელიც მთელ სხეულს სიხარულის-მომგვრელი ცეცხლით ანათებდა...
საათს რომ დახედა, თორმეტი სრულდებოდა, ტაძარში სააღდგომო ლიტურგია იწყებოდა... სასწრაფოდ შეიმოსა და უახლოეს ტაძრისაკენ გაიქცა...
ამ დღემ მისი ცხოვრება სრულებით შეცვალა..."
"ჯვრის სკოლა - საუკეთესო სკოლაა. ჯვრის სკოლა გადააქცევს: უგუნურს - გონიერად, ჭკვიანს კი ბრძნად; ამაყს - მდაბლად, მდაბალს - სიმდაბლისმოყვარედ; უკეთურს - კეთილად, კეთილს - უკეთესად; სუსტს - ძლიერად, ძლიერს - უძლეველად".
"ხმალი ვადაჯვრიანი"
"დღის ყოველ საათს ასჯერ გამოისახავდა ჯვარს და როცა გზაზე ჯვრის ნიშს ხვდებოდა, ეტლს აჩერებდა, ჩამოვიდოდა და მის წინ განერთხებოდა"
"იცი, რა არის კვირინელობა? როცა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ჯვრის ტარებაში მოგეხმარება".
/პროფესორი გიორგი სოსიაშვილი/
მამა სერაფიმე [რომანცევი] ჰყვებოდა: "ჯვრის გამოსახვა არა მარტო სულიერ გადამდებ სნეულებას კლავს, არამედ ხორციელსაც. ომის დროს ასეთ სნეულთა შორის ვიყავი. ჩვენ ერთი ქვაბიდან გვიხდებოდა ჭამა. საჭმელს სამჯერ ჯვარს გადავსახავდი და არაფერი მემართებოდა".
"ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იღებს სხვის ჯვარს, რამდენად მძიმეა საკუთარი ჯვარი და რაოდენ უფრო მეტად მძიმეა სხვისი! უფალი აძლევს ადამიანს ჯვარს მისი ძალის მიხედვით, რის ტვირთვასაც იგი შეძლებს".
/ილია მეორე/
"ჯვრის სიმძიმე უფლის მცნებებით ცხოვრების სურვილის მიხედვით იზომება. "გზა ცათა სასუფევლისკენ ვიწროა", - ვკითხულობთ სახარებაში. ამ გზაზე ჯვრით სიარული მძიმეა, მაგრამ მსურველი ყველაფერს დაითმენს და ჯვარს თვისას ბოლომდე ზიდავს. ბოლოს კი განეღება კარნი და იქ დაივანებს. ჯვრის სიმძიმე მოჩვენებითია და ამის არ უნდა შეგვეშინდეს. თითოეულს ეყოფა ძალა, გაუმკლავდეს გზად შეხვედრილ ცდუნებებს. თუ ჯვარს იღებ, გამოდის, ეშმაკს ომს უცხადებ, მაშასადამე, გახსოვს - ყველაფერი უფლისგანაა, მის ნებას სრულიად ემორჩილები და ყოველივეს სიხარულით იღებ."
"მთავარეპისკოპოსი ლუკა ვოინო-იასენეცკი წერს: "სახარებაში ვკითხულობთ, თუ ვინმეს უნდა შემომიდგეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს ჯვარი და გამომყვეს. როგორი ჯვრებია უმრავლესობისთვის განკუთვნილი?! უბრალო და არა იმდაგვარი, როგორიც უდაბნოში მოღვაწეებს აქვთ. მიწიერი ცხოვრება, თითოეული ადამიანის არსებობა მწუხარება, ვაება და ტანჯვაა, სწორედ საზოგადოებრივი, ოჯახური ცხოვრების ყველა ეს მხარეა ჩვენი ჯვარი: უიღბლო ქორწინება, პროფესიის არასწორი არჩევა განა მცირე ტანჯვის მომტანია?! განა ბევრი არ უნდა მოითმინოს მან, ვისაც ასეთი გაჭირვება ეწვია?! მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, დაუდევრობა, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება; ყელაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ სჩადიან, განა არ წარმოადგენს ჩვენს ჯვარს?!"
"წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის სანუკვარი ოცნება წმინდა მიწის მოლოცვა იყო. ამიტომ, როგორც კი საშუალება მიეცა, პალესტინისკენ გაემართა. გემი საშინელ შტორმში მოხვდა და უეჭველი დაღუპვა ელოდა. ყმაწვილმა ლოცვა დაიწყო და უფალს მიმართა: - უფალო, რატომ დაუშვი ასეთი რამ? არ მინდა სიკვდილი, მინდა ვიქადაგო. გულიდან მოიხსნა ბებიის ნაჩუქარი ჯვარი, ქამარი გამოაბა და ზღვაში სამჯერ ჩაუშვა. მოხდა სასწაული: ქარიშხალი ჩადგა, ტალღები დაწყნარდა და გემიც დაღუპვას გადაურჩა. ამ ჯვარს წმინდანი შემდეგ მთელი სიცოცხლე ატარებდა."
"ერთხელ სამი გოგონა რკინიგზის ლიანდაგებს მიუყვებოდა. მოულოდნელად ორმა შემხვედრმა მატარებელმა ჩამოიქროლა. გოგონები მათ შორის მოხვდნენ და სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. გაოგნებულებს ასეთი დიალოგი ჩაესმათ:
- როგორ გაუშვი ასეთი შემთხვევა ხელიდან? - ეუბნებოდა ერთი ხმა მეორეს, - როგორ ვერ ჩააგდე გოგონა მატარებლის ქვეშ?
- ვერ მოვახერხე, - უპასუხა მეორე ხმამ, - ჯვარმა დაიფარა. მაგრამ შენ რატომღა არ ჩააგდე შენი საკბილო, მას ხომ არ უკეთია ჯვარი?
- არ უკეთია, მაგრამ მან შინიდან გამოსვლისას გადაიწერა პირჯვარი და ამან დაიფარა.
- შენ რაღა დაგემართა?! - ახლა ვიღაც მესამეს მიმართა ორივემ, - შენი სამსხვერპლო ხომ მაინცაა ურწმუნო, არც ჯვარი უკეთია და არც პირჯვარს იწერს.
- ჰო, მაგრამ მას დედა ჰყავს მორწმუნე და იმან გადასახა ჯვარი შინიდან გასულს, - ჯვარი გწერიაო, შვილო. მისი სიტყვები ღმერთამდე ავიდა და მან განმაიარაღა."
"თუ ჯვრის საიდუმლო იცი, უფრო მეტს დაითმენ, უფრო ძლიერი სულიერი იმუნიტეტი გამოგიმუშავდება და ღვთისკენ სავალ გზაზე მეტად წარემატები."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ადამიანს ჯვარი იმ ქვეყნადაც თან მიაქვს. გულსაკიდ ჯვართან ერთად ხელში ხის ჯვრით მიდის. ასეთია ქრისტიანული დაკრძალვის წესი."
"ჯვარს ატარებდე მოთმინებით - ეს ჭეშმარიტი სინანულია"
"იტვირთო და ატარო ჯვარი იესო ქრისტესი - ხორციელი თვალისათვის, ერთი შეხედვით, უმკაცრესი განაჩენია. ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს კი უმაღლეს სულიერ ტკბობას განაცდევინებს. ეს ნეტარება იმდენად დიდია, რომ ჭმუნვა-წუხილს განაქარვებს, ტკივილებს აყუჩებს და უსაშინლესად გვემული ენით უთქმელ შვებას განიცდის."
"იმის გამოცდილება, თუ რა ძალა აქვს ჯვრის ნიშნის რწმენით გამოსახვას, სულიერად მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს აქვს. ჯვარი დინჯად, აუჩქარებლად უნდა გადავისახოთ. არა ხშირად, - ცდილობენ, მაინცდამაინც სამჯერ მოასწრონ, - არამედ ხარისხიანად; როგორც ნაჩქარევად წაკითხულ ლოცვას არ აქვს ფასი, ასევე უსარგებლოა ჯვრის გადასასახად ხელის მოსწრებაზე ქნევა. მამები გვასწავლიან, რომ საკუთარი გულის ჯვარიც ჩვენთვის ლოცვისა და თაყვანისცემის ობიექტი იყოს, დღეში რამდენჯერმე უნდა მოვახერხოთ მის წინაშე ლოცვა და მისი ამბორი, რათა სხვა სიწმინდეების მიმართაც სწორი დამოკიდებულება გვქონდეს."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ყველაზე საშინელი ჯვარი, რომელიც გვეძლევა, არჩევანის თავისუფლებაა".
"ჯვარი ოდითგან მაცხოვრის ხატება იყო ქრისტიანებისთვის. მთაში ეს დამოკიდებულება ყველაზე ნათლად ჩანს. თუშების სამოსელი ჯვრის გამოსახულებით იყო შემკული. თუში, ხატს ჩავწერო, იტყოდა და ჯვარს დაქარგავდა ტანისამოსზე. ჯვარ-ხატების მადლით მთამ სიწმინდე შეინარჩუნა."
"ჯვარი პირობაა ქრისტიანისა, შეასრულოს ღვთის ნება, თავის გაწირვაც რომ მოუხდეს. ყოველ ქრისტიანს აქვს თავისი გოლგოთა, რომელზეც მან თავისი ცხოვრების ჯვარი უნდა ატაროს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
„ყოველ კაცს თავისი ჯვარი მიეცა, მაგრამ, როგორ იტვირთოს სიხარულით - უკვე მოძღვარმა უნდა დაანახოს. ჯვარია: ექიმობა, მღვდლობა, მასწავლებლობა, ჯარისკაცობა, პოლიციელობა და ასე შემდეგ. წმინდა წინამორბედს ჯარისკაცებმა ჰკითხეს: ჩვენ როგორ ვიცხოვროთ, მოძღვაროო? ნათლისმცემელმა უპასუხა: თქვენზე დავალებული საქმე პირნათლად შეასრულეთ და ცხონდებითო. აი, როგორ უნდა იტვირთოს კაცმა ჯვარი“.
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"თუ მოჩუქურთმებული ჯვრის მიხედვით ვიმსჯელებთ, ტაძარი V-VI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ჯვარი მოხაზულობით თევზის კუდს ჰგავს".
"ჯვარი დაუძლეველია იქ, სადაც ჯვრის სწამთ და ჯვრით ცხოვრობენ"
"მეცნიერების თქმით, მათ მიაკვლიეს [ბეით-შემეშში, იერუსალიმის მხარეს] ძვირფასეულობებზე გამოსახულ ჯვრებს, თუმცა არც ერთ მათგანზე არაა გამოსახული ჯვარცმული მაცხოვარი. ასეთი გამოსახულებები მოგვიანებით შუა საუკუნეებში ჩნდება".
"საზიარებელი ბარძიმის გარდა, ყველაფერს უნდა გადასახო ჯვარი. როდესაც ქუჩაში რაიმე ნივთი გდია, ვაითუ ბოროტის დაგდებულია. როცა გინდა, სხვა არ დაბრკოლდეს, სამების სახელით შეგიძლია თვალითაც გადასახო ჯვარი."
/წმ. გაბრიელ სალოსი/
"პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან. ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ - ჭიპის თავზე, მერე - მარჯვენა და მარცხენა მხარზე.
მას, ვინც ჭიპის მაგივრად გულზე იდებს ხელს - თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად; თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს"
/წმ. გაბრიელ სალოსი/
"ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შესვარული ძველისძველი ძელისგან შეკრეს"
"უფლის ჯვარცმის შემდეგ ჯვარი ქრისტეს მიმდევართათვის უძლეველ იარაღად იქცა, რომლის თაყვანისმცემელნი და მსასოებელნი ყოველგვარ წინაღობას გადალახავენ, უკეთურებას სძლევენ."
"თუ წინააღმდეგობას გაწევ, საკუთარი ჯვრიდან ჩამოსვლა მოგინდება და აჯანყდები, მაშინ ვერაფერს მოიგებ. ასე რომ, იფიქრე ჯვარზე გაკრულ ქრისტეზე. მან იქ მთელი თავისი სიკეთე, სიყვარული აჩვენა, მისი სული გაიფურჩქნა, მისი სიტკბოება, სილამაზე გათავისუფლდა და მისი გული იმდენად დიდი გახდა, რომ მან შეიყვარა, გააერთიანა ყველა, აპატია ყველას, ის გამოსცემდა ბრწყინვალებასა და ნათელს, რომელთაც მთელი დედამიწა შეცვალეს. ეს ყოველივე ჯვრის გარეშე არ მოხდებოდა".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"ქვეშის ციხე XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. კარიბჭეში დიდი ლოდია. ქვას ახლაც ამჩნევია ჩამკეტი კარის ბოძის ნაქუსლარი. ციხეს ჰქონია სათოფურებიც. გალავანს დიდი ჯვარი ამშვენებს. როდესაც ახალგაზრდებმა ციხეზე ეს უზარმაზარი ჯვარი ხელით აიტანეს, გაუჭირდათ მისი დამაგრება. ერთ-ერთი ახალგაზრდა ნასვამი იყო. სთხოვეს, - წადი, უშენოდ ავზიდავთ ჯვარსო. როგორც კი ყმაწვილი გამოეყო მეგობრებს, ჯვარიც უმალ აღმართეს."
"რუსმა მეცნიერებმა კვანტური ფიზიკის პოზიციებიდან შეისწავლეს ჯვარი და გამაოგნებელ დასკვნამდე მივიდნენ. მათმა ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა შიპუნოვმა ამ შედეგების შესახებ საქვეყნოდ განაცხადა. მალე შიპუნოვი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.
აი, რა აღიარა მეცნიერმა:
„ჩვენი ცდებით დამტკიცდა, რომ ჯვარი ერთადერთი მექანიზმია მთელს პლანეტაზე, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს წარმოქმნის, ანუ ჩვენი სიცოცხლისთვის უზრუნველჰყოფს ელექტრულ კვებას, რომლის გარეშეც არც ერთ ცოცხალ უჯრედს არ შეუძლია არსებობა. ყველაზე საინტერესო, აი, რა არის - ჯვრის იმ კუთხეში, სადაც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები გადაიკვეთებიან, ჩვენს ბიოსფეროში მთელი სამყაროდან შემოსული ენერგია ჰორიზონტალურ ნაკადად წარმოიქმნება. და ჯვრის სწორედ ეს ადგილი მარჯვნივ და მარცხნივ უთვალავ, მილიარდობით დამუხტულ ნაწილაკს გადმოაფრქვევს. ნაწილაკები გამოიფრქვევა კონებად.. ხოლო დიდ დღესასწაულებსა და ღვთისმსახურების დროს ჯვრიდან გვირგვინისებური გამოსხივება შეინიშნება.
მერე ჯვრის ვერტიკალური შემადგენლიდან ეს ენერგია ტაძრის სივრცეში ხვდება და იქ ელექტრული ენერგიის უზარმაზარ პოტენციალს ქმნის. ამიტომაც ტაძარი, თანამედროვე კვანტური მექანიკის თვალსაზრისით, ენერგიის უზარმაზარ გამომსხივებელს წარმოადგენს. ეს გამოსხივება უზარმაზარ მანძილზე ვრცელდება და, ფაქტიურად, თავის გარშემო არსებული სივრცის მთელ ელექტრომაგნიტურ სტრუქტურას გარდაქმნის. ამას შემდეგ უზარმაზარი ძალის უფრო ფაქიზი ველების გარდაქმნაც მოსდევს, ანუ ტაძრის გარშემო სივრცე მთლიანად იცვლება.
...ჯვრები თვით მიტოვებულ ტაძრებშიც კი გამოასხივებენ ენერგიას. ყველა ჯვარი სხვადასხვა ხარისხისას გამოასხივებს. ყველაზე ძლიერად ოქროსი, ლითონის - შედარებით ნაკლებად... გამოასხივებს ხის ჯვარიც.
ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ჯვრის ვერტიკალური ნაწილი კოსმოსურ რადიაციას ღებულობს, ჰორიზონტალური ნაწილი კი მას დედამიწის ზედაპირზე გადაასხივებს. ჯვარი წარმოადგენს ელექტრული მუხტების ყველაზე ძლიერი გამოსხივებელს და, სხვათა შორის, მაცოცხლებელი მუხტებისას, რომელთა რაოდენობა დედამიწაზე არა კმარა. ეს წმინდა ფიზიკური მოვლენაა. ჯვარი - ესაა დედამიწაზე სასიცოცხლო ძალების კვების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლენა. მეორე ასეთი არ არსებობს ბუნებაში“.
"მოხუცს [ათონელ მამა ევლოგის] სენაკში ეკიდა ხის ჯვარი, რომლის წინაშეც ლოცულობდა. ერთხელაც, ლოცვის დროს, ბერს გამოსაცდელად სარკმლიდან ერთი დიდი ეშმაკი მიადგა. უეცრად, მამა ევლოგი ხედავს კედლიდან თავისით გადმოვიდა ჯვარი, მიუახლოვდა ეშმაკს და ისიც მაშინვე გაეცალა იქაურობას. მერე კი ხედავს, ჯვარი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა".
"მორჩილად იტვირთე შენი ჯვარი"
"ყოველი ადამიანის ჯვარი ნიშნავს მწუხარებას, თავის შეზღუდვას, დამდაბლებას"
"სადაც ჯვარია, იქ არის ქრისტე"
"ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა და ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი ჯვარი.
ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისგან სხვა ჯვარს. უნდა ვიცოდეთ, რომ მძიმეა ჩვენი ჯვარი, მაგრამ უფრო მძიმეა, აუტანელად მძიმეა სხვისი ჯვარი".
/ილია მეორე/
"კითხვა: შეიძლება თუ არა, ჯვართან ერთად გულზე ჩამოვიკიდო რაიმე თილისმა?
პასუხი: ჯვართან ერთად შეგიძლიათ ატაროთ მხოლოდ ხატი ან ფსალმუნი. ჯვართან ერთად სხვა რამის ტარება მცირედმორწმუნეობას ნიშნავს, რადგან, ჯვრის ძალას ვერაფერი გადაწონის და, რაღა მნიშვნელობა აქვს თილისმის ტარებას? ზოგადად, თილისმები და ავგაროზები არაქრისტიანულია და მათი ტარება მორწმუნე ქრისტიანისთვის დაუშვებელია."
"კითხვა: როცა ადამიანი მართლმადიდებლურ ტაძარში შედის მაშინ, როდესაც წირვა-ლოცვა დამთავრებულია და უკვე ჯვრის თაყვანისცემის დროა, შეუძლია თუ არა, ისიც ემთხვიოს ჯვარს სხვა ხალხთან ერთად?
პასუხი: როდესაც ადამიანი რწმენით შედის ტაძარში, მას შეუძლია, სხვა მლოცველებთან ერთად ემთხვიოს ჯვარს. თუმცა, სასურველია და საჭიროა, მორწმუნე ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, რათა მასზე გადმოსული უფლის მადლი გამთლიანდეს. სანამ ჯვარს ემთხვევით, ემთხვიეთ და თაყვანი ეცით ტაძრის წმიდანს ან რომელიმე დღესასწაულის აღსანიშნავად ტაძრის შუა ადგილზე დასვენებულ ხატს. ჯვარზე მთხვევის შემდეგ კი ასევე თაყვანისცემით დაემშვიდობეთ ტაძარს."
"კითხვა: ბანაობის დროს ჯვარი უნდა მოვიხსნათ?
პასუხი: ჯვარი არასდროს არ უნდა მოიხსნათ, ის ყოველთვის უნდა ატაროთ, რადგან განსაცდელისგან ადამიანი არასდროს არის დაზღვეული, ჯვარი კი ნებისმიერ სიტუაციაში გიცავთ ბოროტებისგან."
"კითხვა: ისე მოხდა, რომ ჩემი ნათლობის ჯვარი სხვას ვაჩუქე. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ცუდად მიდის, წარუმატებლობა და პრობლემები არ მელევა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ნათლობის ჯვარს, რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს და მისი გაჩუქება დაუშვებელია. თუმცა თქვენს წარუმატებლობას ჯვრის გაჩუქებას არ უნდა უკავშირებდეთ. შეგიძლიათ, შეიძინოთ ახალი ჯვარი, აკურთხებინოთ და ატაროთ. იცხოვრეთ ეკლესიურად, იმარხულეთ, თქვით აღსარება, ეზიარეთ და თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს."
"ადამიანთა ჯვრები პატარა ჯვრებია, რომლებიც შეგვეწევიან ჩვენ სულის ხსნაში. ქრისტეს ჯვარი კი ძალიან მძიმე იყო, რადგან მას თავისი ღვთაებრივი ძალა თავისთვის არ გამოუყენებია"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ქრისტემ ჯვარზე სინათლე და სითბო დატოვა"
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"ჯვარი განიოტებს ბოროტ ძალებს. ნუ დაივიწყებთ ეამბოროთ, შეისუნთქეთ მისგან მომდინარე მადლის სხივნი. ისინი უხილავად შედიან სულში, გულში, სინდისსა და ხასიათში".
"მუსულმანურ სამყაროში ქრისტიანები ჯვარს ხელზე იტვიფრავენ, რათა სიკვდილის შემთხვევაში ქრისტიანულად დაკრძალონ. ამასთან ერთად, ეს მათი აღმსარებლობა და სურვილია - მოკვდნენ ქრისტესთვის"
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, გოლგოთის შემდეგ მას მოელის აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა მოგცეთ ძალა".
/ილია მეორე/
"ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, რომელიც სხვას ეხმარება ჯვრის ტვირთვაში. სამწუხაროდ, ჩვენ კი არ ვტვირთულობთ სხვის სიმძიმეს, პირიქით, უფრო მეტად ვამძიმებთ მოყვასის ჯვარს"
/ილია მეორე/
"გაღვიძებისთანავე, ყველაზე უწინ, ღმერთი გაიხსენე და პირჯვარი გადაისახე"
"ძილის წინ პირჯვარი აუცილებლად გადაისახე"
"არაფერი ისე არ ამშვენებს დედამიწას, ჯვარივით"
"როცა მღვდელი წარმოთქვამს მაკურთხეველ სიტყვებს: "მშვიდობა ყოველთა", ამ დროს პირჯვარი კი არ უნდა გადავისახოთ, წელში უნდა მოვიხაროთ და თავი დავხაროთ, ხოლო მოძღვრის ჯვრის გარდასახვისას ვიწერთ პირჯვარს"
"ქრისტეს მოყვარე ვერცერთი კაცი ცხოვრებას ჯვრის აღებისა და ზიდვის გარეშე ვერ გაატარებს"
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/
"ჯვრის გარეშე ვერავინ მივა სამოთხეში. ოღონდ ჩვენ ჩვენი ჯვარი მაღლა უნდა გვეჭიროს, ძირს კი არ უნდა ვათრიოთ. ხოლო იმისთვის, რომ ჯვარი მაღლა გვეჭიროს, აუცილებელია სულიერ მიზანს ვხედავდეთ"
/ბერი იოილი/
"ჯვარი ყოველივე ბოროტების დამწველია. რადიაციაც კი ძალას კარგავს საკვებზე ჯვრის გადასახვის შემდეგ. მოწამლულიც რომ მოგაწოდოს ვინმემ, მისგანაც დაგიფარავს, მაგრამ თუ შენ წინასწარ იცი, რომ მოწამლულია, აუცილებელია ასეთისგან თავი შეიკავო, რომ უფლის გამოცდაში არ ჩაგეთვალოს, და არ დაიღუპო"
/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ვაღიარებ ჯვარს, რამეთუ ვუწყი მკვდრეთით აღდგომა"
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"ძალიან მნიშვნელოვანია საჭმლის კურთხევა. საჭმელს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი სხეულისათვის, ასევე სულისათვის. ბაზრიდან სურსათ-სანოვაგეს რომ მოიტანთ, გარეცხვამდე ჯვარი გადასახეთ და ამით გაწმინდეთ სულიერი მიკრობებისა და ბაცილებისაგან. ჯვრის გადასახვამ შესაძლებელია თვით შხამის ძალაც კი მოსპოს. ასევე მნიშვნელოვანია სახლის, ლოგინის, მეურნეობის კურთხევაც"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"სანოვაგეს აუცილებლად ჯვარი უნდა გადავსახოთ და ნაკურთხი წყალი ვაპკუროთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ქრისტეს ჯვარი თავისი გარეგნული ფორმით სიმბოლოა ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის ურთიერთკვეთისა, ერთობისა. ღვთისა და მოყვასისადმი თავდადებული სიყვარულით განმსჭვალული ცხოვრება ჯვარია; მარტო ჯვრით იდიდება ღმერთი, სხვანაირი დიდება მას არ ნებავს; სხვანაირად არ არსებობს ღვთის დიდება. ჯვარი არის ამქვეყნად ღვთის დიდებაც და ღვთის დიდების ნიშანიც. ამიტომ როდესაც ლოცვის დროს ხდება ღვთის სახელის მოწოდება და დიდება: "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", მორწმუნენი ვიწერთ პირჯვარს, რითაც გარეგნულად გამოვხატავთ ჩვენს შინაგან სურვილს და სწრაფვას - მივბაძოთ ქრისტეს, ვიცხოვროთ სადიდებელად ღვთისა."
"ჯვრის აღებაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება პირდაპირი მნიშვნელობით, ნივთიერი ჯვარის აღება, არამედ იმ ცხოვრების წესით ცხოვრება, რა ცხოვრების წესითაც უნდა იცხოვროს ქრისტიანმა. ქრისტიანული წესით ცხოვრება მიწაზე, მიწიერ ყოფაში არის სწორედ ჯვრის ტარება"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ჯვრით დაცულს ვერ ძლევენ მტრები - იგი ყოველთვის უვნებელი რჩება"
"თუ სწორად გამოვისახავთ პირჯვარს, ვილოცებთ და ვემთხვევით საკუთარ ჯვარს, რომელიც ნათლობისას გვებოძა, მაშინ მადლისმიერი ნათლის სხივები განგვამტკიცებენ და უთუოდ ვიგრძნობთ ღვთის შეწევნას"
"თავისი ჯვრის მატარებელი იესო ქრისტეს მიმბაძველი ხდება და მიიღებს კიდეც დიდებას ქრისტესთან ერთად"
"ჯვარი - სიმბოლოა ტანჯვაგამოვლილი სიყვარულის გამარჯვებისა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მორწმუნე ადამიანი ჯვრის ტვირთვით არ უნდა დაიღალოს!"
/ილია მეორე/
"უფლის ჯვარზე უფრო საიმედო ღუზა არ არსებობს. დაე გარშემო ქარიშხალი მძვინვარებდეს, დაე მრისხანე ტალღები გიტევდნენ, შველა საკუთარ თავში კი არა, უფალ იესო ქრისტეში ეძიე, რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვა"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ჯერ ჯვარისმტვირთველობა - მერე დასვენება. მგზავრმა ჯერ გზის სიძნელე უნდა გამოსცადოს და მიზანს რომ მიაღწევს, მერე დაისვენებს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"საჭმელს და სასმელს ჯვარი გადავსახოთ და ყველაფერი გამოსადეგი გახდება"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ჯვარი, რომელზეც გაკრულია მაცხოვრის სხეული, ღრმად ჩაეზარდა დედამიწას და მისმა ფესვმა ყოველი მოიცვა; დაე, სამუდამოდ მოეცვას მას ჩვენი ცხოვრებაც, ჩვენი სული და გული".
"ზოგადი ყურადღება გმართებს. როდესაც კაცს უნდა მძიმე ლოდი ასწიოს, ხელებს კი არ განირიდებს, რათა ლოდი სხეულისგან შორს დაიჭიროს, არამედ მკერდზე მიიჭერს, ლოდს გულში იკრავს და შემდეგ სწევს. შენც ეს ჯვარი ასე უნდა ჩაიკრა გულში"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ძილისაგან აღდგომილმა პირველშემოქმედი შენი მოიხსენე და პირჯვარიც გარდაისახე".
/იღუმენი არსენი/
"ყველას თავისი ჯვარი აქვს საზიდი. ამ ჯვრის ქვეშ რომ არ მოყვე, შენი ღირსეულად ზიდე, სხვისკენ ნუ იყურები!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მოვა დრო, ყველაფერი მოწამლული იქნება, მაგრამ თუ რწმენით გადასახავთ ჯვარს, იცოცხლებთ, ვინც პირჯვრის გარეშე შეჭამს ან დალევს - მოკვდება. ჯვარს დიდი ძალა აქვს".
/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/
"ქრისტიანული ჯვრის მრავალი სახე არსებობს: კანონიკური, რვადაბოლოებიანი მართლადიდებლური ჯვარი, ანტონისეული ჯვარი (T-სებრი), კვერის ჯვარი, კონსტანტინეს მონოგრამული ჯვარი, კონსტანტინემდელი სეფისკვერის ჯვარი და სხვა".
"ცოდვა და ვნება ადამიანის გულში ჯვრის ზიდვით მოისპობა"
/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/
"როცა ჯვარი ჩვენთანაა, მაშინ დემონები აღარ არიან ისე საშიშნი, სიკვდილი უკვე აღარ არის სიკვდილი, არამედ სიზმარი. ჯვრით დაითრგუნა და შეიმუსრა ყოველივე, რაც საზიანოა ჩვენთვის".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჯვრის სიმძიმე განისაზღვრება ადამიანის სურვილით, იცხოვროს უფლის მცნებებით"
/მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი)/
"სადაც არ არის ჯვარი, იქ არც ქრისტიანობაა!"
"ჯვრისმტვირთველი უფლის კვალზე შეუძლებელია ჯვრის გარეშე ცხოვრება"
ქმრის მკერდის ჯვარი
"უფალმა ჩემი ქმრის მაგალითზე დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მკერდზე ჯვრის ტარება. ჩემი ქმარი სიმსივნისგან კვდებოდა. ყოველ ღამე ის ტკივილებისგან კვნესოდა. დღისით ძლივს გადაადგილდებოდა ყავარჯნებით. 19 დეკემბერს მას ეჩვენა წმ. ნიკოლოზი - სწორედ თავის დღეს, სრული შესამოსით და მიმართა ჩემს ქმარს: - "იოანე, დაიკიდე ჯვარი და ნუ იხსნი", და ეს ძალიან მკაცრად გაიმეორა რამოდენიმეჯერ. დილით ქმარმა მომიყვა ეს სიზმარი, თუ ხილვა. მე მაშინვე ჩავეჭიდე ამ იდეას:
-დაიკიდე! აუცილებლად! აუცილებლად ატარე, - ვუთხარი მე.
მან კი ხელი ჩაიქნია.
- თავი დამანებე. იტყვი რა რაღაცას... როგორ შეიძლება დამეხმაროს ჯვარი, მაშინ როცა ტკივილგამაყუჩებელიც არ მშველის, - ამბობდა ის.
ერთი სიტყვით, ძლივს დავარწმუნე, რომ ჯვარი ეტარებინა. ეს მოხდა საღამოს. არც კი მახსოვს როგორ გავითიშე, რამდენიმე დღის უძინარი. დილით წამოვხტი - ვინ იცის როგორ იტანჯებოდა უჩემოდ ღამე? - გავიფიქრე. გავიქეცი საძინებელში. ვხედავ - ქმარი ზის მშვიდად, გახარებული.
- როგორ ხარ? - ვკითხე.
- კარგად, ტკივილმა გამიარა, - მპასუხა.
გარკვეული დროის შემდგომ ის მშვიდად გარდაიცვალა. იმ დროიდან მე ვატარებ ქმრის ჯვარს, არ ვიხნი".
/მარიამ სარაჯიშვილი/
"როდესაც ადამიანი პირდაპირი გზით მიდის, მისთვის ჯვარი არ არსებობს. მაგრამ როცა მისგან გადაუხვევს და ხან ერთ მხარეს მიიდრიკება, ხან - მეორეს, აი, მაშინ ჩნდება სხვადასხვა გარემოება, რომლებიც მას პირდაპირ გზაზე უბიძგებს. სწორედ ეს ბიძგები შეადგენს ადამიანისთვის ჯვარს"
/ღირსი ამბროსი ოპტინელი/
"ამპარტავანი ეშმაკი ვერ იტანს ჯვარს იმიტომ, რომ ის მოწმობს ძე ღვთისას უმაგალითო, ღვთაებრივ სიმდაბლეს"
/მღვდელმონოზონი პეტრე (სერიოგინი)/
"საკუთარი ჯვრის აღება ნიშნავს, აღიარო, რომ იმსახურებ თავსმოწეულ მწუხარებებს"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ჯვრის გამოსახვას უდიდესი ძალა აქვს: ის სულს ანიჭებს სიმტკიცეს, აზრს, ღვთაებრივ სიბრძნეს, განდევნის მისგან მოწინააღმდეგეს - კაცთა მოდგმის მტერს, ეშმაკს. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ჯვარს გამოვისახავთ მართებულად, შიშითა და ძრწოლით, კეთილკრძალულებითა და ყურადღებით, და რაც მთავარია, მაღალი და ჩვენთვის მაცხონებელი ჯვრის საიდუმლოს განცდით"
/წმ. მღვდელმოწამე არსენი, სერპუხოველი/
"ადგა, პირჯვარი ისახა"
/ლევან გოთუა/
"ჩემი ჯვარი უმძიმესი, მეტი აღარ ვატარო,
განწმენდილი სული ჩემი, ვარსკვლავებს მოვატარო"
/ლალი ხვედელიანი/
"პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად, თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიოებებიც იწერენ პირჯვარს"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"შეიძლება ფიქრობ, რომ შენი ჯვარი ყველაზე მძიმეა… სხვისი არ იცი, თორემ შენსას მეტი მადლიერებით ჩაებღაუჭებოდი!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სულში ღვთაებრივი სიყვარულის ასაგიზგიზებლად უკეთესი ხე არ არსებობს, ვიდრე - ხის ჯვარი (მწუხარებისა)".
"არ შეგვრცხვეს ჯვარცმულის აღიარებისა; თამამად გამოვისახოთ ხელით ჯვარი შუბლზე და გამოვსახოთ ყველაფერზე - პურზე, რომელსაც ვიხმევთ, ჭიქაზე, რითიც ვსვამთ; გამოვსახოთ ჯვარი სადმე შესვლისას და გამოსვლისას, დაწოლისას და ადგომისას, მგზავრობისას. ჯვარი უდიდესი საფარველია: ღატაკთათვის - საჩუქრად, უძლურთათვის - უშრომელად ბოძებული. რადგან ესაა ღვთის მადლი, ნიშანი მორწმუნეებისათვის, ხოლო ბოროტი სულებისათვის - შიშის მომგვრელი. ჯვრის დანახვა ჯვარცმულს ახსენებთ".
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"ღმერთი, რომელიც ჯვას გვატვირთვინებს, თავადვე გვეხმარება ჯვრის ზიდვაში"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ზოგიერთი ქრისტიანი ჯვარს იატაკზეც კი სახავდა. ეს წესი მკაცრად დაგმო და აკრძალა ტრულის (691-692 წწ.) საეკლესიო კრებამ, ვინაიდან ჯვრის შეურაცხყოფა და ფეხით გათელვა მიუღებელია (დიდი სჯულის კანონი, მუხ. 73)".
"ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს თავისი ჯვარი, როგორც მოგზაურს - თავისი კვერთხი"
"ქრისტიანს, რომელიც თავის ჯვარს მწუხარებით ატარებს და არა - სიხარულით, ჯერ კიდევ არ ესმის მისი ფასი".
"ერთმა კეთილზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას!"
"ჯვრის სკოლა საუკეთესო სკოლაა. ჯვრის სკოლა გადააქცევს: უგუნურს - გონიერად, ჭკვიანს კი - ბრძნად; ამაყს - მდაბლად, მდაბალს - სიმდაბლისმოყვარედ; უკეთურს - კეთილად, კეთილს - უკეთესად; სუსტს - ძლიერად, ძლიერს - უძლეველად".
"როგორც ძაღლი იმ კეტის დანახვაზე, რომელიც ოდესღაც მოხვდა, შორს გარბის მისგან, ასევე ეშმაკიც ქრისტეს ჯვრის დანახვაზე, რომლითაც შეიმუსრა მისი ძალა, ეშინია, თრთის და გარბის მორწმუნეთაგან".
"მაცხოვრის ჯვარი - ეს ქრისტეს სისხლთან შეერთებული სიყვარული და სიმართლეა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ერთხელ ოთხი ექიმი ქალი სისხლს მიღებდა. მოვიდა პირველი - დამტანჯა, მაგრამ ვენა ვერ იპოვა. მეორე მოვიდა - იგივე. მოდის მესამე - ამ სფეროში დიდი სპეციალისტი - უშედეგოდ. ამ დროს გვერდით მეოთხე მიდიოდა: დაინახა, რომ მაწამებდნენ, გადაწყვიტა, მასაც ეცადა. თავიდან პირჯვარი გადაისახა და მაშინვე იპოვა ვენა, იმიტომ რომ შემწეობა ღმერთს სთხოვა. დანარჩენები კი მხოლოდ საკუთარ თავს იყვნენ მინდობილნი".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ჯვარი გახლავთ სიმბოლო ჩვენი სულიერი გამარჯვებისა!"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"ეკლესიის სწავლებით, ჯვარი გახლავთ ხატი, ხატება, როგორც ხატებზე ვამბობთ. ეს ნათქვამია ლოცვებში წმინდა ჯვრისადმი, რომ ჯვარიც ხატებაა, ჯვარიც ხატია; მაგრამ რისი? ვისი? როგორც გითხარით, საეკლესიო ლოცვებსა და კანონებში ჯვრისადმი წერია, რომ ჯვარი არის ხატება, ხატი თვით სამგვამოვანი ღმერთისა! თვით ყოვლადწმინდა სამების ხატია წმინდა ჯვარი!"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"როდესაც აღიმართება ჯვარი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინაშე არის ძალა ღვთისა, რომელიც არის ამ ჯვარცმაში, რომელიც არის ამ ჯვარში და რომ ეს ძალა ყოველთვის ჩვენთან არის, რაც უნდა უძლურები ვიყოთ, რაც უნდა დაცემულები ვიყოთ, რაც უნდა გვიჭირდეს სინანული, გამოსწორება, ცოდვის დამარცხება ჩვენში!"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"ქრისტეს ჯვარი დღესაც წმინდანთა, ქრისტეს მორწმუნეთა და მოწაფეთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი ამშვენებს ჩვენს ცხოვრებას, განგვანათლებს ქრისტეში, გვძენს გამოცდილებას, გვამზადებს აღდგომისთვის, მარადიული ცხოვრებისათვის".
/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/
"ქრისტოს იანარასი წერს, რომ "ქრისტიანები პირჯვარს იწერენ, ამით ინდივიდუალური თვითკმარობის ნებაყოფლობით უარყოფას და საკუთარი სიცოცხლის მამისა და ღმერთის ხელში მსხვერპლად გადაცემას გამოხატავს"
"ჯვარი, სიცოცხლის გამოვლინებაა და ამ სიცოცხლეზე ეკლესიაა დაფუძნებული, ჯვარი მორწმუნეთა იმედია, მიცვალებულთა საფლავებზე ჯვარს შემთხვევით არ დგამენ, რადგან მიცვალებულთა ცოცხალთა სასუფეველში შესვლა ჯვრით დასტურდება"
"ჯვარს რომ ვატარებ, მე ამით ვაღიარებ ჯვრის ძალას; ჯვარი მუდმივად მახსენებს, რომ უნდა ვიცხოვრო ჯვარცმულად და მხოლოდ იმიტომ არ მიკიდია, რომ დამიცვას"
/მამა გურამ ოთხოზორია/
"პირჯვრის წერა ლოცვის გარეშეც კი გადამრჩენელ ძალას ფლობს, მთავარია, სწორად გამოვისახოთ პირჯვარი, გააზრებულად, მოწიწებითა და აუჩქარებლად"
"ქრისტიანული ჩვეულება გულზე წმ. ჯვარის ტარებისა დაიწყო პირველ საუკუნეში. წმ. მოწამის ორესტის ცხოვრებაში მოთხრობილია შემდგომი: წმ. ორესტი მსახურობდა სამხედრო სამსახურში, ერთხელ მხედართმთავარმა ლისიმ მოსთხოვა ორესტის, რომ მას გამოეჩინა სიამრჯვე ისრის სროლაში. ხელის ძლიერი მოძრაობის გამო წმ. ჯვარი, რომელიც მას გულზე ეკიდა, გამოუჩნდა და ამგავრად გაიგეს, რომ ორესტი ქრისტიანი იყო. დაინახა თუ არა ჯვარი, კერპთაყვანისმცემელმა ლისიმ ჰკითხა წმ. ორესტს: "ნუთუ შენც იმათგანი ხარ, რომელთაც წილი უძევთ ჯვარცმულთან?" წმ. მოწამემ მტკიცედ უპასუსა: "მონა ვარ ჯვარცმულისა, მეუფისა ჩემისა და მის ამ ნიშანს ვატარებ განსადევნელად ყოველ ბოროტებისა, ჩემდამო მოწევნულისა"... და დაითმინა წვალება ქრისტეს სახელისათვის"
"ჯვრისთვის ვიბადებით ჩვენ ქვეყანაზე, ჯვრით ვცოცხლობთ და ჯვრითვე აღვესრულებით"
"ცხოვრებაში ჯვრის ტვირთვა გარდაუვალია. რატომ? იმიტომ რომ, რადგანაც ჩვენი ცხოვრების წინამძღვარი ჯვარზე ავიდა, ჩვენც უნდა ავიდეთ. ეს ჯვარი ერთი მხრივ ტკბილია და მსუბუქი, მეორე მხრივ კი - მწარე და მძიმე. ეს ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული. თუ სიყვარულით მიიღებ ქრისტეს ჯვარს, ის ძალიან მსუბუქია, თითქოს ბამბა იყოს. ხოლო თუ საპირისპირო მხრიდან მიუდგები, მაშინ მძიმე და გაუსაძლისია"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"მე მქვია მაქსიმი, ვარ დონეცკიდან. შემემთხვა ნამდვილი სასწაული.
მოვხვდი სროლის პოლიგონთან და ჩემს გვერდით აფეთქდა ნაღმი.
მე ვიგრძენი ძლიერი დარტყმა მკერდში - მაგრამ ნაღმის ნამსხვრევი მოხვდა არა ჩემს სხეულს, არამედ სამკერდე ჯვარს.
ჯვარი გაიღუნა, მაგრამ მე გადამარჩინა, ასე უფალმა გადამარჩინა თავისი ჯვრის მეშვეობით."
"საუკუნეთა მანძილზე მრავალთ უნდოდათ დაემხოთ ჯვარი, მაგრამ ვერ შეძლეს, - ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"წმიდა ელენეს იერუსალიმიდან ბიზანტიაში ჩამოსვლისთანავე ქრისტესმოყვარე მეფე კონსტანტინემ სამი დიდი ჯვარი აღმართა. სამივე ძვირფასი მასალისგან დაამზადებინა და ზედ წააწერა "იესო ქრისტემ გაიმარჯვა".
"ჯვრით დაცულს ვერ ძლევენ მტრები; იგი ყოველთვის უვნებელი რჩება"
"თუ აიღებ ჯვარს, მაშასადამე, ამით უკვე ომს უხადებ ეშმაკს. მაშასადამე, გახსოვს, რომ ყველაფერი ღვთისგანაა და მთლიანად მის ნებას დამორჩილებული, ყველაფერს სიხარულით მიიღებ"
/მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი/
"ვინც უარს იტყვის ჯვრის ტარებაზე, ვერ გაექცევა ვნებების მონობას და "ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას"
/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/
"გაღვიძებისთანავე, როცა ადამიანი ჯერ კიდევ საწოლში წევს, ანგელოზიც და ემშაკიც ელოდებიან თუ ვის გადასცემს ადამიანი თავს. ამიტომ სულის ხსნისთვის ადამიანი მაშინვე უნდა გადაიწეროს პირჯვარი და ემთხვიოს გულსაკიდ ჯვარს სიტყვებით: "უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა დღეინდელსა ამას დღესა".
"ყოველი ჩვენგანი მაცხოვრის ჯვრის ცხოველსმყოფელი ძალის თანაზიარი მხოლოდ საკუთარი ჯვრის ტვირთვის შედეგად ხდება! როდესაც ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვარს უერთდება, ჩვენზე გადმოდის მაცხოვრის ჯვრის მაცხოვნებელი ძალა და იგი იქცევა "არხად", რომლის საშუალებით გარდამოედინება ჩვენზე მადლი და წყალობა ღვთისა. მაშასადამე, ჩვენ საცხოვნებლად თითოეული ჩვენგანის ჯვარი ისეთივე აუცილებელია, როგორც თავად ქრისტეს ჯვარი!"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ღმერთმა ისე მოაწყო ადამიანების აგებულება, რომ ყველა ადამიანს აქვს 4 ერთნაირი წერტილი: თავი, რომელიც მართავს მთელს სხეულს მამა ღმერთის მსგავსად, მუცელზე ჭიპი - ნიშანი ჩვენი ცოდვიანი შობისა, რომლისგანაც გვიხსნა ქრისტე მაცხოვარმა, შემდეგ მარჯვენა მხარი, რომელზეც იმყოფება ჩვენი მფარველი ანგელოზი და ჩვენ, გვწამს რა ეს, ვაძლევთ მას უფლებას გააგდოს ეშმაკი, როემლიც ზის მარცხენა მხარზე, ამიტომაც პირჯვრის გამოსახვის დროს წარმოვთქვამთ: "სახელითა მამისათა" და ვიდებთ სამ თითს თავზე, რომელიც გვმართავს ჩვენ, შემდეგ ვიდებთ ჭიპზე და ვამბობთ: "და ძისათა", რომელმაც გვიხსნა ჩვენ "და სულისა წმიდისათა" - ვიდებთ მარჯვენა მხარზე და ბოლოს - მარცხენა მხარზე და ვამბობთ მხოლოდ "ამინს", ანუ რომ ჭეშმარიტია ყოველივე ის, რაც სიტყვებით წარმოვთქვით და მხოლოდ ამის შემდეგ თაყვანს ვსცემთ ღმერთს ჩვენი განწმენდისათვის. ხოლო ის, ვინც იწყებს თაყვანისცემას მანამ, სანამ ხელს მიიტანს მარცხენა მხრამდე და იტყვის ამინ, მას ჯერ არა ჰყავს გაგდებული ეშმაკი და ამიტომ მას სცემს თაყვანს. ეს 4 წერტილი - არის 4 სამსჭვალი, რომლებითაც მიალურსმეს იესო ქრისტ, ამიტომ პირჯვარი უნდა გამოვსახოთ, კრძალვით, აუჩქარებლად, პაუზით თითოეულ წერტილში, იმის ხსოვნით, რომ ჩვენს თავზე ვისახავთ და ვიდებთ თავად ჩვენთვის ტანჯულ ქრისტეს. აი, რისი ეშინია ეშმაკს და არა ხელის ქნევისა".
"ჩემი ხუცესი იაკობისაგან მე ვისწავლე, რომ ყოველ დილას, როცა გავიღვიძებ, მე უნდა გამოვსახო პირჯვარი და ვითხოვო წმინდანებისგან, რომ ჩემი რწმენა გაიზარდოს და იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეს"
/კვიპროსის მიტროპოლიტი მორფუსი/
"მტერი მარცხენა მხარზე გვიზის, მარჯვენაზე კი - ანგელოზი გვყავს, და თითოეულს თავისი წიგნი აქვს: ერთში ჩვენი ცოდვები იწერება, მეორეში - კეთილი საქმეები. ხშირად გადაისახეთ პირ-ჯვარი! ჯვარი ისეთივე საკეტია, როგორიც კარების კლიტე"
/მართალი მატრონა მოსკოველი/
"განვიხილოთ ყველა შესაძლო ჯვარი და განვმარტოთ, როგორ უნდა ვატაროთ იგი, რათა ცხოვრების იარაღად გვექცეს. ცხადია, ყველას თავისი ჯვარი აქვს, მაგრამ ყველა მათგანი შეიძლება პირობითად სამ სახეობად დავყოთ:
პირველი, რომელსაც პირობითად გარეგნულ ჯვარს ვუწოდებთ, არის მიწიერი ცხოვრების მწარე ხვედრი, ტანჯვა და მწუხარება; მეორე, ე.წ. შინაგანი ჯვარი, არის ჩვენი ბრძოლა საკუთარ ვნებებთან, სათნოებათა მოხვეჭა; და მესამე, სულიერი ჯვარი, ეძლევა მოღვაწეს, რომელიც სრულიად მიენდობა ღვთის ნებას. სულიერი ჯვარი მადლმოსილებით მიიღწევა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ყოველი ადამიანის ჯვარი ნიშნავს მწუხარებას, თავის შემოზღუდვას, დამდაბლებას"
"ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებიან, რომ რევოლუციის შემდეგ ოპტინის სავანეში ხატებს წვავდნენ. როდესაც ჯვარცმა ცეცხლში ჩააგდეს, ჯვრიდან - და ეს ყველა იქ მყოფმა დაინახა - სისხლმა იფეთქა"
"ტროფიმეს პირველ ოპტინურ სუფრას მივუბრუნდეთ, როდესაც ნიკოლაიმ თავისთან დაპატიჟა. დიდხანს ისხდნენ, ნიკოლაი ჰყვებოდა, რომ ინსტიტუტში უკვე ორი კურსი ჰქონდა დახურული, როდესაც შეამჩნიეს, რომ ჯვარს ატარებს: "გამომიძახეს და პირობა წამომიყენეს: თუ მოიხსნი ჯვარს, ინსტიტუტში დაგტოვებთ, თუ არადა, გაგრიცხავთ. მე კი საპასუხოდ ვუთხარი: ჯერ თავი მომაჭერით და ჯვარი მერე მომხსენით. კისერი მივუშვირე, ჰოდა, კისერშივე მომდეს. დიდი ხანია, ინჟინერი ვიქნებოდი, ახლა კი სამკაპა და ნეხვია ჩემი საქმე. მაგრამ არ ვნანობ, სულაც არ ვნანობ! შესაძლოა, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი, როდესაც ჯვარი არ დავთმე".
"...მშობლების ბინაში აღმოჩნდა, რომ დედაჩემს გულსაკიდი ჯვარი არ ეკეთა. სანამ ჯვარს ეძებდა, მამა ვასილიმ [ოპტინელი] მოუთხრო, რომ ძველ დროს მონას კისერზე რკინის რგოლს უკეთებდნენ, რომელზეც მისი პატრონის სახელი იყო ამოტვიფრული. "ერთხელაც, როცა გარდავიცვლებით, - ამბობდა ის, - და მივალთ ჩვენი მეუფის სამსჯავროზე, უფალი გვკითხავს: ვისი მონები ხართ? მათ, ვისაც ექნება უფლის ნიშანი, თავისთან მოუწოდებს, სხვებს კი არც შეხედავს..."
"ვლოცულობ და თავად ვცდილობ, ჯვარს ვეცვა, რადგან გამოცდილებით განვისწავლე, რომ თუ არ ხარ ჯვარცმული, არ ხარ ქრისტესი. ჯვარზე რწმენას ავყავართ, ჯვრიდან კი ცრუ გონებას ჩამოვყავართ, ურწმუნოებით რომაა აღსავსე"
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/
"მტერი ვერ იტანს პირჯვარს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ერთ-ერთმა წმინდა მამამ იხილა დიდძალი ნაკადი ხალხისა, რომელიც მოედინებოდა და თითოეულს თავის ჯვარი მიჰქონდა. თუმცა ყველა ჯვარი სხვადასხვა ზომის იყო: დიდი, პატარა, საშუალო და ა.შ. ეს ცხოვრების ჩვეულებრივ დინებას ნიშნავს. ერთმა მზაკვარმა ადამიანმა, რომელსაც ემძიმა თავის ჯვარი, გადაწყვიტა შეემსუბუქებინა ის. ჩუმად გადგა გვერდზე, გადაახერხინა ჯვარს რაღაც ნაწილი და ჩადგა ისევ ხალხის რიგში. იფიქრა: აი,ჩემი საქმე უკვე კარგად არისო. მიადგნენ დიდ უფსკრულს, ყველამ თავ-თავისი ჯვარი გადადო ამ უფსკრულზე, გაიარეს ზედ ასე გადალახეს ეს წინააღმდეგობა. ამ კაცმაც გადადო თავისი ჯვარი, მაგრამ ვერ ეყო, ვერ გადაწვდა მეორე ნაპირს, ამიტომ დარჩა უფსკრულის წინაშე. ეს არის ჯოჯოხეთური დარჩენა, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ვიღვაწოთ პირნათლად, რომ არ აღმოვჩნდეთ მსგავს მდგომარეობაში. შევხედოთ ეკლესიას, გავიაზროთ მისი მნიშვნელობა და როლი ჩვენ ცხოვრებაში"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"აღიღო ჯვარი შენი" ასევე ნიშნავს - სიმდაბლით და მორჩილებით დაითმინო ჩვენი ცოდვების გამო ღვთისგან დაშვებული მაკურნებელი და გამოსასწორებელი განსაცდელები თუ სირთულეები ამ ცხოვრებაში.
და რას ნიშნავს "ჯვარი შენი"? ეს ჯვრები (რომლებიც ახლა ჩამოვთვალე) არ უნდა იყოს მარტო ჩემი ჯვარი, არამედ იგი ქრისტეს ჯვრად უნდა ვაქციო. აი, მაშინ გვიმსუბუქდება ჯვრის ტვირთვა და მაშინ ჩვენი ჯვარი ხდება მცირე, მაცხოვნებელი და სამოთხეში მიყვანებელი!"
/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/
"ჯვარი - ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება"
/მეუფე შიო მუჯირი/
"ჯვარი სიხარულის წყაროა იმიტომ, რომ ცოდვილი სარწმუნეობით სვამს მისგან შეწყალების იმედს. ამ მიმართებაში ჯვარი არის კიდეც ერთგვარი მთავარანგელოზი, მაუწყებელი სიხარულისა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ვისაც სურს, მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე". ჯვრისმტვირთველი უფლის კვალს უჯვროდ ვერ მიჰყვება! ამიტომაა, რომ ყველას, ვინც კი მას მისდევს, ჯვარი აქვს ტვირთული. და რა ჯვარია ეს ჯვარი?! ყოველგვარი სიმძიმის, შეურაცხყოფის, თმენის, მწუხარების, რომელიც გარედანაც ამძიმებს და შიგნიდანაც იმ გზას, რომელიც მცნებათა აღსრულებით მიემართება, უფლის მიერ წარმართული და კურთხეული მისი ნებით. ეს ჯვარი იმდენად შეზრდილია ქრისტიანის არსებასთან, რომ სადაც ქრისტიანია, იქვეა მისი ჯვარიც. ხოლო, სადაც ეს ჯვარი არ არის, იქ არც ქრისტიანია"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მოგვიანებით, კონსტანტინეს ქანდაკის დადგიმისას, მისივე ბრძანებით, მარჯვენა ხელში ჯვარი დააჭერინეს და წააწერეს:
"ამ მაცხოვნებელი ნიშნით ვიხსენ და განვათავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისგან"
"ვიჩქაროთ ჯვრისაკენ, ვიდრეღა ჯვარცმული ჯერაც გვიწყაროებს თვისთა წყალობათა"
"ერთ ადამიანს პატიოსანი ჯვრის ნაწილით დამზადებული ჯვარი აჩუქა [ღირსმა პაისი ათონელმა], ამ ადამიანმა თავი გაიტეხა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. აღმოჩნდა, რომ მამა პაისის ნაჩუქარი ჯვარი შარვლის უკანა ჯიბეში ედო"
"- წმიდაო მამაო, გამუდმებით ვატარებ ჯვარს, რომლითაც თქვენ მაკურთხეთ და ეს ჯვარი სირთულეების დაძლევაში მეხმარება.
- იცით, თითოეული ჩვენგანის ჯვარი (რომელიც ცხოვრებაში დაგეკისრა) სწორედ ასეთივე ჯვრებია. ისინი სწორედ რომ იმ პატარა გულსაკიდ ჯვრებს ჰგვანან, რომლებსაც ვატარებთ და რომლებიც ცხოვრების განმავლობაში გვიცავენ. აბა, რა გგონია, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული სიმძიმის ჯვრის ზიდვა გვეკისრება?! მხოლოდ ქრისტეს ჯვარი იყო მეტისმეტად მძიმე. იმიტომ, რომ მასნ კაცთა მოდგმისადმი უსაზღვორ სიყვარულიდან გამომდინარე არ მოისურვა, საღმრთო ძალები თავისთვის გამოეყენებინა. ხოლო ჯვარცმის შემდეგ მან თავის თავზე იტვირთა, ტვირთულობს და კვლავაც იტვირთავს ყოველი ადამიანის ჯვრის სიმძიმეს და თავისი საღმრთო შეწევნით, თავისი ტკბილი ნუგეშით შეგვიმსუბუქებს განსაცდელის ტკივილებს.
სახიერი ღმერთი თითოეულ ადამიანს მისი ძალების შესაბამის ჯვარს აკისრებს. ღმერთი ადამიანს ჯვარს იმისთვის კი არ აძლევს, რომ იგი დაიტანჯოს, არამედ იმისთვის, რომ ჯვრის მიერ კაცი ზეცაში ავიდეს. არსობრივად ხომ ჯვარი სწორედაც რომ ცაში ასასვლელი კიბეა"
/ღირსი პაისი ათონელი/
***
/იგავი/
"ერთხელ გზაზე ადამიანთა დიდი ჯგუფი მიდიოდა. თითოეულ მათგანს მხრებით საკუთარი ჯვარი მიჰქონდა. ერთ ცბიერ კაცს ეჩვენებოდა, რომ მისი ჯვარი, მეტისმეტად მძიმე იყო, ამიტომ დანარჩენებს ჩამორჩა, ტყეში შევიდა და ჯვარს ნაწილი მოახერხა. კმაყოფილი იმით, რომ ჭკუით ყველას აჯობა, დაეწია თანამგზავრებს და მათთან ერთად განაგრძო გზა. უეცრად გზაზე უფსკრული გამოჩნდა. დანარჩენებმა საკუთარი ჯვრები უფსკრულზე ხიდად გადეს და მეორე მხარეს გადავიდნენ. ცბიერი კაცი კი გამოღმა ნაპირზე დარჩა, რადგან მისი ჯვარი ძალიან მოკლე აღმოჩნდა".
"ერთხელ ხუცესმა ზაქარიამ პირში ჩაიდო ვერცხლის ჯვარი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის იყო და ლოცვით მიმართა ღმერთს:
"უფალო, უფალო, შემოდი ჩემში ,შენი ჯვრის სახით; დაე, ის დადნეს ჩემს ბაგეებში, მე მას გადავყლაპავ და დაე, ჯვარმა იცხოვროს ჩემში..."
და უფალმა დაუშვა ეს სასწაული - ჯვარი მართლაც დადნა მის პირში და ხუცესმა ის, როგორც წმიდა, ნაკურთხი წყალი, გადაყლაპა".
"ჯვარი, როგორც ქრისტიანობის სიმბოლო, ყველა ქრისტიანმა აუცილებლად უნდა ატაროს. იგი ჩვენი იარაღია, კედელია მტერთან დამცავი, დამმოძღვრელი და ნუგეშინისმცემელი ნათელია ბნელთა შორის, მკურნალია და აღამდგინებელი, ყოველივეა - ყოველთათვის.
ჯვარი ჯილდოა, რომელიც არ დაგვიმსახურებია, მაგრამ მაინც მოგვეცა, რათა ჯვარს ვაცვათ, უარვყოთ ჩვენი სულის ბნელი მხარეები. სიყვარულით, მოთმნებით უნდა ვიტვირთოთ ჩვენი სატარებელი ჯვარი, რათა ვცხონდეთ. ამისთვის საჭიროა, ვიყოთ უფლის სულიერი რჩევების, მისი სულიერი სიფხიზლის, მფარველობის ქვეშ და არ დავივიწყოთ სიტყვები: "ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ქრისტეს ჯვარს დიდი ძალა აქვს. როცა გამოსაცდელი მონაზონი ვიყავი, ეშმაკები გააფრთებით მებრძოდნენ - საღამოს, სენაკში ყოფნისას, გამუმდებით მიკაკუნებდნენ კარზე და ამბობდნენ: "ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა..." ვაღებდი კარს და, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იყო, შიში მიპყრობდა. მერე უკვე ადგილს ვეღარ ვპოულობდი, შეუძლებელი იყო სენაკში გაჩერება. საშინლად ვიტანჯებოდი, ვტიროდი, ვლოცულობდი, მაგრამ არაფერი. ერთ საღამოს, სერობის ლოცვის შემდეგ, მონასტერის ერთმა უხუცესმა ეზოში დამინახა და მითხრა: "შვილო, რატომ არ მიდიხარ სენაკში? ხომ ხედავ, რომ ეზოში არავინ დადის. ყველანი სენაკში არიან და ლოცულობენ". მე ტირილი დავიწყე და ვუამბე, რაც ხდებოდა. მაშინ მან ცვილში ჩადებული პატიოსანი ჯვრის ნაწილი მომიტანა და მითხრა: "შვილო, ახლა შეგიძლია მშვიდად წახვიდე შენს სენაკში". როგორც კი სენაკში წავედი და კარი ჩავკეტე, მაშინვე მომესმა მაღალ ხმაზე: "ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა...", "ამინ", ვუპასუხე მე. გაიღო კარი, შემოვიდა ერთი "პოლიციელი" და დაიწყო ყვირილი: "ეი, შე გაუნათლებელო, რად გინდა ეს ხის ნატეხი?" და დამცინავად ხარხარებდა. იგი ყვიროდა, მაგრამ მოახლოებას ვერ ბედავდა, რადგან პატიოსანი ჯვრის ნაწილი მქონდა. "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", ვთქვი მე და "პოლიციელი" კვამლივით გაქრა!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"გაღვიძებისთანავე, ყველაზე უწინ, ღმერთი გაიხსენე და პირჯვარი გადაისახე"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
"ძილის წინ პირჯვარი აუცილებლად გადაისახე"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
"ჯვრის თაყვანისცემა უდიდესი ძალაა ეკლესიისა"
"ჯვარი" ფართო გაგებით ყველა ის სირთულეა, რასაც ღმერთი ამ ცხოვრებაში გვიგზავნის"
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/
"ჯვარი მოქმედი საიდუმლოს გამოცხადებაა, საუკუნოდ დაფარული, მაგრამ მარადიულად ჭეშმარიტი"
/დეკ. სტივენ ფრიმანი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience