ახალ წელს გილოცავთ!
ღმერთმა დაგილოცოთ 2007 წელი!
ბედნიერება! სიკეთე! სიძლიერე! სიყვარული! სითბო! სიმშვიდე და სიბრძნე გქონოდეთ!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ............
_MATASI_
ღმერთმა გაგახაროს!
ძალიან მიყვარს ძველი ტაძრები... .... იმ ქვების შეხებით ისტორიას ვგრძნობ! სითბოს და თავდადებას უფლისთვის და მართლმადიდებლობისთვის _ რაზედაც ეს ქვები ღაღადებენ! ....
ძალიან დიდი მადლია ძველ ტაძარში აღვლენილი ლოცვა! ...
...
ამ ტაძრის მაგალითზე ერთი სურვილი და იდეა დამებადა.. ..
გაზაფხული მოდის...
მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! ...
ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... ...
...
თუ ეს აზრი მართებულად მიგაჩნიათ _ იქნებ გაზაფხულამდე ვაჟებმა ითაოთ ამის ორგანიზება!
...
შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს!
და მათში აღვლენილი ლოცვა შეეწევა ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს! ...
იხარებდეთ!
გასაგებია აბა ცოტა ფხიანები ვინც არიან ეხლა ნიკოლოზ ცოტნე შოთა კანონისტი ქავთარაძე ნუ სხვა კიდე მნათემ მარტო პოსტების წერა იცის ნუ ვინც არიან რა ეს საქმე უნდა გავაკეთოთ აუცილებლად !
თიო
გაიხარე თიო, შენაირი თბილი ადამიანი ნეტა არის ვინმე? მართლაც შესანიშნავი აზრია, ზაფხულამდე არც ცოტა და არც ბევრი დროა დარჩენილი, ჯობია დღეიდანვე შევუდგეთ ამაზე ფიქრს, პირველ რიგში მოვიფიქროთ ის თუ რომელი ტაძრით დავიწყოთ , ყველამ თავისი აზრი მოგვაწოდოს, რა თქმა უნდა ამას დიდი სიამოვნებით ვითავებთ ბიჭები. მე თქვენს გვერდით ვარ, მთავარია ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს და თუ ღვთის ნება იქნება ყველაფერი გამოგვივა, დარწმუნებული ვარ უფალი შეგვეწევა და დაგვეხმარება ასეთი კეთილი საქმეების გაკეთებაში.
გფარავდეთ უფალი და დედა ღვთისმშობელი
_MATASI_
beqa.shuxoshvili
ნიკოლოზ_V
ძალიან მიხარია, რომ იდეა გაიზიარეთ და იგი ცალკე თემად გამოიყო! ....
მე ვითავებ, იმედია მხარს ამიბავთ და გვერდში დამიდგებით ყველანი, თორე მარტო ვერაფერს შევძლებ
თიო
ესეიგი, მე და წიგნის პრეზენტაციაზე რო იყო ბიჭი , შაკო, ეხლა რაღაცას ვაპირებთ, ზაფხულში მთიულეთში მივდივართ ფორუმიდან და შენც რათქმაუნდა წამოხვალ, გაზაფხულზე უფრო
ქავთარაძე
წამოვალ, აბა რა ...
თუმცა...
რადგან აქ ამბობ ამას_მაშ იქ, სადაც მივდივართ ტაძარს შველა სჭირდება, ჰო?
ანუ.. სასიამოვნო სასარგებლოს შევუთავსოთ! ...
...
მაშინ მოგვაწოდე ინფორმაცია, თუ არის _ სურათი დადე!
მართლაც ძალიან საინტერესოა! ..........
ესეიგი !!!
ეს ტაძარი არის სოფელი ჭართლის მოპირდაპირე მხარეს, სოფელი ბუჩაანთკარის თავზე, არაგვის გაღმა ნაპირზე, ფასანაურამდეა. ტაძარი არის 7-8 საუკუნის. ის წარმოადგენს უდიდეს სამონასტრო კომპლექსს.
გაიხარე გიორგი !
ნიკოლოზ_V
მაშასადამე, ამჯერად, მე და ქავთარაძე-ს განსახილველად შემოგვაქვს პირველი გასვლა!
...
მოკლე ინფორმაცია გიორგიმ უკვე მოგვაწოდა..
მე კი ფოტოებს დავდებ:
http://imageshack.us
ძალიან კარგი ფაქტორია_რომ იგი გადახურულია! თუმცა.. დროს მისთვის მაინც გადაუვლია! მისი დაზიანება და გაქურდვა უკვე მოუსწრიათ... ...
http://imageshack.us
როგროც ჩანს, ეს 7-8 საუკუნეების ტაძრის მკვიდრთა ძვლებია, მაშინ... მეტად სერიოზული და დალოცვილი მოღვაწეობა მოგველის ამ ტაძრის მოვლა-დასუფთავებასთან დაკავშირებით!
http://imageshack.us
...
განსახილველად მოგვინდვია!
...
დამატებით ინფოს მოგაწვდით! ...
ძალიან კარგი, ესეიგი პირველი გასვლის იდეაც მოწოდებულია. მე როგორც ყოველთვის თანახმა ვარ და ჩემგან არანაირი პრობლემა
მეც თანახმა ვარ და ძალიან კია იდეაცაა ამ საქმის გამკეთებელი დიდ მადლს მიიღებს
დააკვირდით ქვების ზომას. შემოგარენში ამ ზომის კი არა საერთოდ მოზრდილი ქვებიც კი არაა
ამ მონასტერში ბერები მოღვაწეობდნენ თიო
ძმებო და დებო მეც ჩემი მხრივ რასაც შევძლებ ყველანაირად დაგეხმარებით.
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
მხევალი ნინო
აბა რა
აუ რა მაგარი თემააა. მადლობა ამ თემის შემქმნელს.
ძალიან მინდა მეც მივიღო მონაწილეობა თუ ღვთის ნება იქნება. მართლა უდიდესი მადლია ასეთი საქმის კეთება. როცა მიტოვებულ ტაძარს მოილოცავ დაასუფთავებ იქიდან იცით როგორი მადლიანი მოდიხარ გეგონება დაფრინავო. მართლა დიდი მადლია ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი.
ამბობენ როცა მიტოვებულ ტაძარს მოილოცავ მისი ანგელოზი განსაკუთრებით ხარობსო და ძალიან დიდი მადლია იქ ლოცვა.
მეც თქვენს გვერდით მიგულეთ მთელი გულით. თუ ორგანიზებაში ან სხვა რამეში დახმარება დაგჭირდათ, რითაც შემეძლება სიამოვნებით დაგეხმარებით.
პირველი გასვლა როგორც ვხედავ, ეწყობა ჭართლიში, ბუჩაანის ეკლესია. როგორც სურათებიდან ჩანს მართლაც ულამაზესი ადგილი უნდა იყოს და მოწესრიგებაც სჭირდება და იმედია ღვთის წყალობით ყველაფერს შევძლებთ.
შოთა
ალექსანდრე
მხევალი ნინო
_MATASI_
Zeskvi_ucha
ღმერთმა გაგახაროთ!
მართლაც ულამაზესი ადგილია!
და თან საათნახევარში ვიქნებით ადგილზე, ამიტომ მუშაობასაც მოვასწრებთ, მოვილოცავთ კიდეც და ამ მშვენიერებითაც დავტკბებით დასვენების ჟამს! ...
...
გიორგის იდეა იყო და ძალიან მომეწონა:
წმ. გიორგის სახელობის ტაძარს _ წმ. გიორგის ხატი შევწიროთ!
იმის გამო, რომ ტაძარი გადახურულია, ვფიქრობ ხატის შეწირვა დასაშვებიცაა და მადლიც! .. და მას, ვისაც კურთხევა ექნება საკურთხეველში შესვლისა_ხატს იქ დააბრძნებს! ...
.. უდიდესი ძალა აქვს ერთად ლოცვას! ....
...
შეგეწიოთ წმიდა გიორგი! ...
თიო
გეთანხმები თიო ძალიან კარგი აზრია ხატის შეწირვა.
ცოტას რომ დავლაგდებით და წამომსვლელთა სრული სიაც გაირკვევა მერე შევიკრიბოთ ხატიც ავარჩიოთ და ორგანიზაციულ საკითხებზეც დავილაპარაკოთ.
ნიკოლოზ V მგონი კარგი აზრია ხომ? შენ ხომ ჩვენი წინამძღოლი ხარ.
არ გიცნობ ძმაო მარა იმედი მაქვს მალე გაგიცნობ, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ.
თუ უფლის ნება იქნება ყველაფერი გამოვა.
ღმერთმა მოგვცეს ძალა რომ ყველაფერი შევძლოდ.
ვისაც წასვლა გვინდა ძალიან გთხოვთ ვილოცოთ რომ ეს ყველაფერი გამოგვივიდეს.
აუ რა კარგი იქნება უკვე წარმოვიდგინე ის დღე...
აბა კიდევ ვინაა მსურველი...........?
Zeskvi_ucha
....
ბუჩაანის ეკლესია-მონასტერი.
თარიღი: ( ამას დავაზუსტებ! )
სართულიანობა: 1
ფასადის მორთულობა კარნიზი: (ლავგარდანი)
გრძედი: 474813
განედი: 4680663
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1001
შენიშვნა: ოთხი ერთმანეთში გამავალი ოთახიდან, რომელთა ჩრდილოეთ კედელი ნაწილობრივ კლდეშია შეჭრილი, ორის ჩრდილო-დასავლეთ კუთხე მომრგვალებულია. აღმოსავლეთის ოთახი სხვებისგან განსხვავებით ბევრად დიდია და კარიც ფართოა, სავარაუდოდ ორ ფრთიანი კარისთვის განკუთვნილი. ასეთივე ღიობი ამავე ოთახში და ამავე კედელზე ამოშენებულია.
წასვლა როდის იგეგმება?
mogzaura
თიო
თიო ეგ არაა მართალი ინფო, მანდ სასახლე კი არა მონასტერი იყო
და ის საფლავები და ქვევრებიც არ ჩანს
ესეიგი, გზამდე მისვლას უნდა თბილისიდან 1:30 წთ, და გზიდან ფეხით სავალი არის 20-30 წუთი
მეც ძალიან გამიხარდა ამ იდეის შესახებ რომ წავიკითხე. იმედი მაქვს უფლის შეწეწვნით მეც არ გამოგაკლდებით.
ამჟამად ამის უდიდესი სურვილი მაქვს. ორგანიზებაშიც თუ რამით შემეძლება დახმარება, აუცილებლად შემეხმიანეტ და რასაც შევძლებ ყველაფერს გავაკეთებ.
იდეა თავის მხრივ ხომ ბრწყინვალეა და თუ ღმერთის შეწევნით მხოლოდ ერთ ტაძარზე არ შევჩერდებით უკეთესი იქნება! რაც შეეხება პირველ გასვლას, უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ კეთილი საქმის განხორციელებაში და თუ უფალი ინებებს აქტიურადაც ჩავერთვები !
თათი87
თოხი შენზეა
თიო
კაი ხარ
აქ რათა აღარავინა აღარა პოსტამთ?
აბა იდეები და მსურველები სად არიან?
მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე
mec minda camosvla!!! tu ra tqma unda gamosasvleli dge iqneba, me movdivar aucileblad!!! tan, ar var mand namkofi!
mec minda camosvla!!! tu ra tqma unda gamosasvleli dge iqneba, me movdivar aucileblad!!! tan, ar var mand namkofi!
მიმამატეთ ...
ლილიანა
მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე
ლილიანა
აუ მეც მინდა რა ძალიან!!! ძალიან მიყვარს ესეთი საქმეები, ძალიან მადლიანი და კარგი საქმეა, აუ დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით თუ შეიძლება... იმედია ზაფხულამდე კი გაგიცნობთ
van111
გაიხარე
წმინდა დავითის ხსენების დგეს გილოცავთ ყველას
დძველი ტაძრები ეს ჩვენი ქვეყნის სიმბოლო და სიამაყეა დაასევე ჩვენი კულტურა
ჩვენ ტუ არ ვუპატრონეთ მათ სხვა როგორღა უპატრონებს
nikalo
გაიხარე!
გფარავდეთ ყველას და გეწეოდეთ! ...
...
რა კარგია
მალე გაზაფხული მოვა!!!! ...
აბა როის მივალთ ????
თიო
აუ ნეტა მართლა მალე მოვიდეს რა გაზაფხული
აღარ შემიძლია უკვე რა
მაგრად ვერ ვიტან ამ ზამთარს
............................
ზესქვი მუქრე მუგაწყინუს, მალიას მოურს გაზარხული,
ნანინეი და ჰე,
ნიკოლოზ_V
როს გაზარხული შემოაბიჯებს
უი გაზაფხულამდე სულ რაღაც 10 დღე დარჩენილააა...
რა კაიააა
გაზაფხულდა!
...
როგორც ამბობენ_კარგი ამინდი იქნებაო!
...
მგონი შეიძლება უკვე გასვლისთვის დროის შერჩევა! ...
P.S. შემდეგში, ტაძრების არჩევისას ეს ლინკიც შეიძლება დაგვეხმაროს:
http://church.ge/index.php?showtopic=87&st=0
თიო
კი გეთანხმები.
ნელ-ნელა დავიწყოთ მზადება ჯობია
მოვიდა როგორც იქნა ნანატრი გაზაფხული...
Zeskvi_ucha
გაიხარე უჩა!
მაშასადამე! _ მარტის შუა რიცხვები (გარანტირებული კარგი ამინდის გამო_ბოლოსკენ! )
გთავაზობთ და ალბად ავირჩევთ ერთ-ერთ დღეს:
17 მარტი_შაბათი, 18 მარტი_კვირა,
24 მარტი_შაბათი, 25 მარტი_კვირა.
დანარჩენი უკვე წამომსვლელებს შორის გავარკვიოთ და დავგეგმოთ!
...
და..
ორგანიზატორი ნიკოლოზი სად არის?
'მიშველე ნიკოლოოოოოოოოზ!.. ნიკოლოზ მიშველეეეეე!..." ....
მოვიდა როგორც იქნა ნანატრი გაზაფხული...
[/quote]
ძან მაგარი იდეაა
ჩათვალეთ რომ კიდევ ერთი მოხალისე და მხარდამჭესრი გამოგიჩნდათ
რამოდენიმე დღიანი გასვლების მოწყობა მართლაც არ უნდა იყოს პრობლემა
გამიხარდება თუ აქტიურობა იქნება ამ თემის გარშემო
იქნებ კვირა დავამთხვიოთ კაი იქნება მგონი
mogzaura
25 მარტი კაიაააა
მართლა კარგი იდეაა, სადმე ცავიდეთ რა აღდგომამდე!
ძილისწინა შეკითხვაა (ანუ ბოლო), ვიკრიბებით თუ არა ხვალე?
მე ახალი ვარ და ერთი-ორს თუ არ ჩავტვლით არავის ვიცნობ იქნებ დამაწიოთ ამბებს სად აპირებთ წასვლას და მეც შემოგიერთდეთ თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ
ბიჭვინთა და მისი ტაძრები-2006
ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=jYuL2iQW_b0
zepp
ოჰ. საკუთარი უუნარობის სევდა მესტუმრა...
მაგრამ _ მომავლის და ღვთის მეტი რწმენა და იმედი!!! ...
ჩვენი იყო!!!!!
ჩვენია!!!!!!!!
მუდამ ჩვენი იქნება!!!!!!!!!
უფალი და დედა ღვთისმშობელი ჰფარავს სრულიად საქართველოს!!! ....
ქავთარაძე
ხომ არ მოგინახულებია ჩვენი დანიშნულების ადგილი?
როგორაა?!.. ჯერ კიდევ თოვლია?!
როდის წაისვლება?! ...
მემგონი საცაა შემოაბიჯებს გაზაფხული და რას ვშვებით აღარ მიდივართ თუ გადაიფიქრეთ უკვე?
ძველი სია
მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე
ლილიანა
თიო
გუშინ ვიყავი, თოვლია იმ ადგილებში. ჯერ ვერა, ეხლა კიდე ეს თოვლი და დაამატა, მოვითმინოთ, იქ სანამ ავალთ სხვა შემოთავაზება ხომ არ იქნება?
მე არ გადამიფიქრებია, დიდი იმედი მაქვს დასვენების დღეს შეარჩევთ და შევძლებ წამოსვლას
.nino
კიკი მარა ამინდები ისევ აირია, თოვლი თითქმის დამდნარი იყო და ისევ დადოო, აუ ის ტაძარი მეცოდება უკვე ცუდად ვარ
ქავთარაძე
ნუ ნაღვლობ, ამინდები მალე გამოვა და აუცილებლად წავალთ
.nino
გეთანხმებიიი.
თოვლო მალე დადნიიი
ძალიან კარგიიი
ninore
მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე
ლილიანა
sopio_23
აბა შემდეგი ვინაა?
გადავწყვიტეთ როდის მივდივართ?
როდის აპირებთ წასვლას? მეც ძალიან მინდა...მთავარია დრო მქონდეს...
გთავაზობთ ამონარიდს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მოხსენებიდან:
"ისევ გადაუჭრელია სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიებისთვის ტაძრების დაბრუნების საკითხი. წინა მოხსენების შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. საბჭოთა პერიოდში სომხური სამოციქულო ეკლესია თბილისის მხოლოდ ორ ტაძარში აღასრულებდა მსახურებას. იგივე ვითარებაა დღესაც. თბილისში ხუთი უმოქმედო ტაძარია, რომელთა გამო მიმდინარეობს დავა საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის. საქართველოს მასშტაბით კი მხარეების მიერ სადავო ტაძრების სხვადასხვა რაოდენობა სახელდება. კათოლიკური ეკლესია საპატრიარქოს მიერ დაკავებული 4 ტაძრის დაბრუნების საკითხს სვამს: ქუთაისში, გორში, ივლიტასა და უდეში.
სადავო ტაძრების გამო შესამჩნევად დაიძაბა ურთიერთობა საქართველოს საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის. ამ ეტაპზე სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ყველაზე რადიკალურად თბილისში ნორაშენისა და ახალციხეში სურბნიშანის ტაძრების დაბრუნების საკითხს სვამს. საპატრიარქო აცხადებს, რომ ამ ტაძრების საკითხის შემსწავლელი კომისიები მხოლოდ რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მიღების შემდეგ შეიძლება შეიქმნას, რელიგიურ გაერთიანებათა კანონის თაობაზე კი პარლამენტმა უკვე გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. საპატრიარქოს პოზიციას ტაძრების ისტორიული მეპატრონის შესახებ ანგარიშს უწევს ხელისუფლება, რომელიც ცალმხრივად ვერ წყვეტს, დაუბრუნოს თუ არა ტაძრები მათ ისტორიულ მფლობელებს. ამდენად, კათოლიკური და სომხური ეკლესიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მიმართვებსა და განცხადებებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.
განსაკუთრებით მწვავედ დგას ნორაშენის ეკლესიის საკითხი. ტაძარი საბჭოთა პერიოდამდე სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა, საბჭოთა პერიოდში აქ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, 1995 წ. 15 თებერვალს კი, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიად აკურთხეს და მართლმადიდებლური წირვა ჩაატარეს, რასაც სომხური მხარის პროტესტი მოჰყვა. საპატრიარქო იძულებული გახდა დაეტოვებინა ტაძარი, მაგრამ სომხურ ეკლესიასაც არ დაუთმო იგი. დღეს ნორაშენის ეკლესია უმოქმედოა. "
დავეხმაროთ ნორაშენის მიტოვებულ ტაძარს. სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან.
piligrimi
piligrimi
ეგრი
ალექსანდრე
ალექსანდრე
piligrimi
ბავშვებო ბუჩაანში აღარ მივდივართ?
რაღაც ეს თემა ჩავარდა, თუ რა ხდება?
_Matasi_
აი ეს თემაა, მივდივართ გერგეთის ნაცვლად ბუჩაანში
გაგრძელება --- http://church.ge/index.php?showtopic=1645&st=0
აუ ჩემ სოფელზე რო არ ვთვა არ შემიძლია
ჩემ სოფელში 9 ეკლესია იყო ერთი სოფლისთვის საკმაოდ ბევრია
ახლა სამწუხაროდ 2 მიწის ქვემოთაა და 7 დარჩა და არც ერთი მოქმედი არაა ჯერჯერობით
დილა მსშვიდობისა ყველას, მე შეიძლება ითქვას ახალი წევრი ვარ ეს თემა ძალიან მომეწონა, შესანიშნავი წამოწყებაა და სიამოვნებით შემოგიერთდებით. თქვენს გვერდით ვარ
stch
mivcem Tavs uflebas Cemi soflis eklesiaze mogweroT.
http://imageshack.us
საეკლესიო სოფელი აკურა
სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~.
აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა.
დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა.
აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად.
დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა.
მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად.
1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც.
დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია).
დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს.
გთავაზობთ სურათსაც
http://imageshack.us
12 საუკუნის ტაძარი სოფელ ლელიანში!
ამ თემის ჩაგდება იქნებოდა. იქნებ მარტიდან მიგვეხედა ამ საკითხებზე
მოგესალმებით ყველას. თქვენ ვინმე თუ ხართ ნამყოფი ხაშმის სამებაში. ეს არის სოფელ ხაშმიდან დაახლოებით 3მაქსიმუმ 5 კილომეტრში გზა ტყეში მიდის მაგრამ მშრალ ამინდში ჩვეულებრივ მანქანას პრობლემა არა აქვს. ტაძარი აშენებულია ვახტანგ გორგასლის მიერ 3 ნავიანი ბაზელიკაა. ზუსტად თბილისის ანჩისხატის ნაირია ოღონდ ერთნახევარჯერ უფრო დიდი. უნიკალური ფრესკებით. იქ ამჟამად მსახურობს ერთი ბერი მამა ანდრია. მე ერთი თვის წინ ვიყავი ერთი ღამე დავრჩი. ტაძრის სურათებს აუცილებლად დავდებ. ეს არის უნიკალური ტაძარი. აქ ყოფილა საეპისკოპოსო, როდესაც საქართველოს დედაქალაქი დროებით გორგასლის დროს ყოფილა უჯარმა. თუ ვინმე დაინტერესდებით ამ მონასტრის შესახებ შეგიძლიათ მკითხოთ, მე შეძლებისდაგვარად დაგაკვალიანებთ.
"უბედო ბედმა სრულიად გააუკაცრიელა"
"სამწუხაროდ, ბევრი ნანგრევი დაგვიტოვა წარსულმა"
"ქარი თუ შეარხევს ტაძრის ზარს და მტვერს გადაწმენდს... სანთლის წმინდა სიმხურვალეს ელიან გარინდებული ტაძრები..."
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience