სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისის დიდებული ტაძარი, იგი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ხელოვნების ისტორიის მკვლევარნი| მარი ბროსე, ს. გორგაძე, ე. თაძაიშვილი, შ. ამირანაშვილი, ვ. ბერიძე, რ. შმერლინგი და მრავალი სხვა დიდი ინტერესით სწავლობდნენ ამ დიდებული ძეგლის ისტორიას. უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და დაგვიტოვა მეცნიერული აღწერა ამ დიდებული ძეგლისა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართო მასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელოში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი. გიორგი მერჩულე მოგვითხრობს| «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად». ხელოვნების ისტორიის მკვლევარის რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, რომელიც შესრულებულია 1954 წელს და დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრომების მე-16 ტომში, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულიაIX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოძვანილობა, რომელიც გამოძენებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იძო ბჟ-ჟ საუკუნეებისათვის. აკად. შ. ამირანაშვილმა უბისის ორნავიანი ბაზილიკა XII საუკუნით დაათარიღა, რადგან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს| «მე საწძალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზედა წელი სარკინოზთა 535». ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მეფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვითმწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს. ვახტანგ ცინცაძემ 1969 წელს სპეციალური გამოკვლევა უძღვნა უბისის სვეტს, სადაც ვკითხულობთ| «უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოეულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესასვლელი პირველი სართულიდან ძოფილა. პირველ სართულში ყოფილა საკუჭნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმელი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55X3.00მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და საპირფარეშოთი. კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადიოდნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ძოფილიძო განკუთვნილი. მის სამ კედელში თითო სარკმელი იძო დატანებული, აქვე ძოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელში გაჭრილი კარი გადიოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი «მიტოვებულ» ქვეძანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყველაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგურით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს». თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გაუმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი| «უბისს ავაგე საყდარი»... XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მოწაფე__გერასიმე. ვ. ბერიძის დასკვნით, დამიანე იყო შემკვეთი, თუ როგორ უნდა მოხატულიყო ტაძარი, შემსრულებელი იყო მხატვარი გერასიმე, დამიანეს მოწაფე. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია| ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სერობა». უბისის მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, უბისის ტაძრის სიახლოვეს, «ძინძიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რომელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭურებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა. უბისის ტაძარს დღესაც უამრავი მნახველი ჰყავს და თავისი გრანდიოზულობითა და უნიკალური ფრესკებით მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ახდენს.
http://ubisa.ge
http://www.ubisa.ge/ აი ეს ლინკი ნახეთ ... უბისელი..., შენ უბისელი ხარ?
მგონი აქ უკვე იყო უბისაზე თემა გახსნილი?
მიყვარს უბისის ტაძარი
უბისის წინამძღვარი მამა მათე და მამა ვახტანგი..
ძალიან ლამაზი ტაძარია
ულამაზესია.... დიდი სიამოვნებით მოვილოცავდი
უბისელი
არ არ ვარ იქაური
თათარაშვილი
გიგ,სამეგრელოში წასვლისას გზად შეიძლება უბისის ტარის მოლოცვაც
უბისელი , მამა ვახტანგი როგორ არის? ხომ არ იცი? ცუდად, რომ იყო...მე სოფელი მაქვს ღორეშაში.....
ნამყოფი ვარ უბისაში საოცარი სილამაზისა!!!
უბისაში ვინც არ იცის არის შემონახული გრიგოლ ხანთელის დროინდელი ქვევრები და ჭა.. გარდა ეკლესიისა .
მონასტრის ანგარიში ...
შეწირეთ თანხა უბის მონასტერს
სს ,,სახალხო ბანკის" ხარაგაულის ფილიალი - 220101434
უბისის მონასტრის ნგარიში - № 36080022
საიდენტიფიკაციო კოდი - 243572674.
პირადი ანგარიში :
ნამყოფი ვარ ორჯერ, სოფლის გზიდან შევიარეთ, ერთხელ იტალიელი ტურისტიც მყავდა, ძალიან მოეწონა მასაც და მეც
ყველაზე ძველი ტაძრები ხარაგაულში IX-X ს.ს თარიღდება . მათ შორის ერთ-ერთი არის უბისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი.
ამ პერიოდში იწყება ეკლესია მონასტრების აღორძინება ტაო-კლარჯეთში. ასაღნიშნავია ის ფაქტი რომ სწორედ ამ დროს მოდის გრიგოლ ხანთელი თავის მოწაფეებით და უბისაში აშენებს მონასტერს . დემეტრე მეფის ეპოქაში მონასტერს ცვლილება განუცდია და სტვეტი და მონასტერი სვიმონ წყონდიდელს აუგია.
უბისის მონასტრის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თამარ მეფე. მისი ვრძანებით მონასტერში წყალგაყვანილობის სისტემაც შეუქმნიათ, რაზეც მეტყველებს ხარაგაულის მუზეომში დაცული თიხის მილების ,,უბისიდან". ამიტომაცაა ნათვამი თამარის ეპიტაფიაში "უბის საყდარი ავაგე, უწყლოსა სყალი ვადინე" თამარ მეფეს ასევე უკავშირდება ვარძის მონასტრის აგება . სამწუხაროდ ვარზისს ფრესკებს ჩვენამდე არ მოუხწევიათ, მაგრამ უბისის ფრესკები შემონახულია დღემდე იგი მოიხატულა XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალის ეპოქაში.
უბის მონასტერი წმინდა გიორგის სახელობისაა და იგი არის დარბაზული ტიპის. ცენტრში არის მთავარი ნაგებობა .. რომელსაც მინაშენები აქ სამხრეთიდან ჩრდიოეთიდან და დასავლეთიდან .
ისის ისტორიას დიდი ინტერესით სწავლობდნენ მრავალი ხელოვნების ისტორის კვლევარი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი.
XII საუკუნეში 1141-წელს დემეტრე მეფის დროს სვიმონ წყონდიდელის მეოფებით მონასტერს სახე ცვლილება განუცდია, რასაც ადასტურებს კოშკის სამხრეთ კედელზე შესრულებული წარწერა ....
http://www.ubisa.ge
http://www.ubisa.ge
თუ ვინმეს შუძლია ისეთი ინფორმაცა მომაწოდოს რო უბისის საიტზე განვათავსო გთხოვთ მითხრათ და დავდებ ...
http://macho.myweb.ge/forum/macho/index.php
კვირას ვიყავი ამ ეკლესიაში და გაოცებული ვარ ამ სილამაზით. ფრესკებმა დამამუნჯა. სიტყვებით ვერ ავხსნი იმ გრძნობას რაც მათი ყურებისას განვიცადე. წირვას დავესწარი და არ ვიცი...
რამდენი ფოტოს დავდებ, რაც ეზოში გადავიღე
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ძაან ლამაზი ტაძარია და ფრესკებიც საოცარია, განსაკუთრებით საიდუმლო სერობაის ფრესკა (XIV ს.)
დაჭირე სურათს და გადიდგება
http://s54.radikal.ru/i145/0808/7e/45a957ee627d.jpg
უბისელი
შენი ხელმოწერა მომწონს, რომელ ბანაკის რაზმებს ქონდათ ეგ დევიზები?
პირველი ძალიან მეცნობა.
ულამაზესი ტაძარია ისე მიხარია ხოლმე იქ რო ჩავივლი გული სიხარულით მევსევბა.ტან ჩემს ,მამაოს კარგად იცნობენ იქ,იქ ერთად ვიყავით ჩასულები მთელი წმ.ბარბარეს მრევლი.ვიგალობეთ, ვიტრაპეზეთ.გაგვიწვიმდა კიდეც მაგრამ ძალიან კარგი იყოო
http://img242.imageshack.us/img242/3744/914169bca650sx7.jpg
სამწუხაროდ დაზიანდა უბისის საიტი თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთ ძრავის დაყენებაში... წინასწარ დიდი მადლობა
მეამაყება რო ამ სოფლიდან ვარ
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აქ დააბრძანეს ეხლა სახვაძეების საგვარეულო ხატი... რომელიც მამა გიორგის ლოცვაკურთხევით მოიხატა
http://ubisa.noads.biz/index.php?act=attach&type=post&id=36 ეს არის კულტურის სამინისტროს მომზადებული ინნფორმაციული ბანერი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience