თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ კიდე ერთი "სამოთხე" საქართველოში... :)

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 26 2007, 04:36 PM

ტაბაკინის მონასტერი

ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის (მონასტერი რაიონული ცენტრიდან 8კმ-ით არის დაშორებული), ამავე სახელწოდების სოფელ ტაბაკინში.

სოფლიდან მონასტრამდე მიდის გზა, რომელიც გადის მდინარე აჯამურაზე, გზის ბოლოში ერთ-ერთ მოსახვევიდან იშლება ტყეში ჩაფლული მონასტრისა და სამრეკლოს ხედი, მონასტერს გზა ჩრდილოეთის მხრიდან მიუდის. ამ მონასტრის ულამაზესი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ისტორიკოსს ვახუშტის აქვს აღნიშნული “ტაბაკინს არს მონასტერი –კეთილს შუენიერს ადგილს და აწ უქმად”-მაგრამ კონკრეტულ ცნობებს ამ მონასტრის შესახებ გარდა იმისა, რომ მონასტერი იმ დროისთვისუკვე აღარ მოქმედებდა არ გვაწვდის.

მონასტერი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ორიგინალური ნიმუშია, ტაძარს არ აქვს რაიმე წარწერა მონასტრის ამშენებლის ან აშენების თარიღთან დაკავშირებით. არც ისტორიულ წყაროებშია რაიმე ცნობა მოცემული. ტაძარი წარმოადგენს დარბაზულ ტიპის სამნავიან ბაზილიკას, რომელიც თაღებითაა გახსნილი ჩრდილოეთის ნავში. აქვს დამოუკიდებელი თაღებიანი სამხრეთის სადგომი-სტოა.

სტოას ჩვეულებრივი კავშირი ეკლესიასთან არ გააჩნია. მაგრამ მისი დასავლეთის კედელი ფართო თაღებითაა გახსნილი. მაშასადამე კავშირი შესაძლებელია ამ თაღებისა და ეკლესიის დასავლეთის კარის საშუალებით სტოად გაფორმებულ დამოუკიდებელი ეკვდერის ასეთ შეფასებას ეკლესიასთან ჯერჯერობით პარალელი არ მოეპოვება და ამიტომ ტაბაკინის მაგალითი უნიკალურია.

ეკლესიის ქვეშ დასაკრძალი ორი სათავსოა. ეს საძვალეა აღმოსავლეთიდან შესასვლელით. იგი ეკლესიის ქვეშ არ შენდებოდა მოწიფულ შუასაუკუნეებში, მაგრამ ადრეული ხანის ხუროთმოძღვრებაში მსგავსი გადაწყვეტა კარგად არის ცნობილი.

მონასტრის ინტერიერი მთლიანად მოხატულია, რომელიც მე-16 საუკუნეს განეკუთვნება. გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ტაძარმა გაიარა განახლებისა და შეკეთების ოთხი ეტაპი; 1) მე-6 მე-7 საუკუნე 2) სავარაუდოდ მე-11საუკუნე 3) განახლებისა და მოხატვის 1510-1529 წელი 4) 1529 წლის შემდეგ. ტაძარი საკმაოდ დაზიანდა მე-20 ს.-ის დასაწყისში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ.

სარესტავრაციო სამუშაოები ტაბაკინის მონასტერში ზესტაფონის რაიონის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის მამუკა ასლანიკაშვილის ინიციატივით 1980-1986წ. მიმდინარეობდა. სამუშაოები ხელის შეწყობის მიზნით მონასტრამდე გაყვანილი იქნა სამანქანო გზა.

1984წელს ტაბაკინის მონასტერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდნენ ქუთაისის ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო #1 უბანი.

მონასტერს მოეხსნა კრამიტის სახურავი და მთლიანად დაიხურა, დაიგო შავი მარმარილოს ფილები, ჩატარდა კედლის აღდგენითი სამუშაოები. ოთხივე გვერდიდან აღდგენილ იქნა საძვალეს ფასადი და თაღები, დახურული იქნა სამრეკლო.

1986 წელს არქიტექტორთა ჯგუფმა ი. გრემელაშვილის ხელმძღვანელობით სტოას დაუბრუნეს თავდაპირველი სახე.

მონასტერმა განახლებისა და შეკეთების ეტაპების გარდა რამდენჯერმე განიცადა დაუქმების სიმწარე და აღორძინების მადლიც.


მონასტერი ახალ სიცოცხლეს იწყებს 1992წ. გიორგობიდან, როცა მარგვეთის მიტროპოლიტმა მეუფე კონსტანტინემ და არქიმანდრიტმა ანდრიამ ტაძარი ხელახლა აკურთხეს. ამ დღიდან მოყოლებული დღემდე უფლის მადლითა და იღუმენ იაკობის(ჭოხონელიძის) წინამძღოლობით ტაძარი მოქმედია და მონასტრის ძმობასთან ერთად ემსახურება მრევლს. 1998-2000 წლებში აქვე აშენდა და მოიხატა 12 მოციქულის სახელობის პატარა კარის ეკლესია.


2000წ. შემოდგომაზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიეს მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის ინიციატივით ტაბაკინის მონასტერში ჩატარდა გარეგანი აღდგენითი სამუშაოები. მეორე ეტაპი შინაგანი აღდგენითი სამუშაოებისა გათვალისწინებულია 2007 წლისათვის. დღეისათვის ფუნქციონირებს ტაბაკინის მონასტრის ინტერნეტ ვებ გვერდი www.tabakini.ge







მონასტრის მთავარი ტაძარი rolleyes.gif
IPB-ს სურათი



სამრეკლო

IPB-ს სურათი

ახლად აშენებული პატარა ტაძარი, რომელიც ძალიან ლამაზადაა მოხატული...
აქ ტარდება ძირითადად წირვა-ლოცვა. თუ ბევრი ხალხია მაშინ დგება დიდ ტაძარში მსახურების ჩატარების აუცილებლობა, თუმცა ეს თითქმის არ ხდება, რადგან მოსასტერს ყველაზე მეტი 15 ადამიანი ყავს მრევლი, (მიუხედავად იმისა რომ ტაძარი სოფელთან ახლოს მდებარეობს) ისინიც იშვიათად ესწრებიან მსახურებას. sad.gif

IPB-ს სურათი

ეს არის სანათლავი, რომელშიც წლების წინ მიმდინარეობდა ხალხის
მონათლა.
IPB-ს სურათი


სანათლავი გაკეთებულია მდინარეზე, არის ჩაღრმავებული ადგილი, სადაც წყალი ჩაედინება და ქმნის ბუნებრივ ემბაზს, ამ ემბაზში, ჩასასვლელია კიბით.
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 26 2007, 05:08 PM

ციტატა(kato_Bato @ Oct 26 2007, 04:50 PM) *

მაკუნა

გალერეაში გადავიტანეsmile.gifთუმცა ეკლესია -მონასტრებში ჯობდა, გავითიშე... სურთებსაც ხომ დებ და ამიტომ smile.gif

მაინც რატო დავაარქივებთ, ომს აპირებ თუ? biggrin.gif

არა მშვიდობა მირჩევნია tongue.gif

არ აქვს მნიშვნელობა, სადაც გინდა იქ იყოს ეს თემა, უბრალოდ მინდა დანარჩენებსაც გაჩვენოთ რა ულამაზესი ადგილია და რა საყვარელი ბერები დაგვხვდნენ იქ rolleyes.gif







ვაგრძელებ მონასტრის თემას tongue.gif


სანათლავში ჩასასვლელთან ეს წარწერაა გაკეთებული smile.gif
IPB-ს სურათი



მონასტრის ფრესკები...

რომელიც სამწუხაროდ ძალიან დაზიანებულია. ე.წ. "სოკოსგან" და კიდევ აქაც მრავლად მოიპოვება ისეთი ვანდალური ფაქტები რომლებიც დავით გარეჯში ვნახეთ sad.gif (ვგულისხმობ წარწერებს ფრესკებზე sad.gif )

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 26 2007, 05:08 PM

ძალიან მომეწონა სურათები smile.gif

ხომ არ მოგველოცა ახლო მომავალში?

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 26 2007, 05:32 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ნახეთ რა "საყვარლად" გამოიყურება სახელი "ირმა" mad.gif
IPB-ს სურათი




IPB-ს სურათი


როგორც უკვე ავღნიშნე მიმდინარეობს მონასტრის შიდა ნაწილის აღდგენითი სამუშაოები rolleyes.gif
IPB-ს სურათი




ციტატა(თათარაშვილი @ Oct 26 2007, 05:08 PM) *

ძალიან მომეწონა სურათები smile.gif

ხომ არ მოგველოცა ახლო მომავალში?

დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით და კიდევ ერთხელ ვნახავდი ამ არაჩვეულებრივ ადგილს rolleyes.gif








ერთ-ერთი საინტერესო რაც აქვს ამ მონასტერს გახლათ ის რომ აქ არის ცხოველების თავშესაფარიც
აქ იზრდება სუფთა ჯიშის ქართული ძაღლები (კავკასიური ნაგაზი, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ჩემპიონია) ასევე ფარშევანგები, კატები, ხბობები და ა.შ.
მონასტერში ასევე ყავთ ფუტკრებიც...





ესეც ჩვენი საქართველოს ჩემპიონი smile.gif

IPB-ს სურათი

სურათში კარგად არ ჩანს, იმხელა იყო როოო... ohmy.gif ძლიავს მივედი სურათის გადასაღებად.
ძალიან ავია smile.gif მაგრად გვეშინოდა მისვლა unsure.gif
ბოლოს "ქალს ძაღლიც არ დაჰყეფსო" ანდაზამ გვიშველა და ჩუმად მივეპარე, ისე რომ არ გამებრაზებინა და გადავუღე სურათები tongue.gif














დანარჩენს მერე გავაგრძელებ, ეხლა დავიღალე smile.gif
კიდევ მაქვს რამდენიმე საინტერესო სურათი d_canon.gif
და მოსაყოლი მაქვს იმ მამებზე რომლებიც იქ დაგვხვდნენ... rolleyes.gif
ღმერთო რა ადამიანები იყნენ თქვენ ვერც წარმოიდგენთ rolleyes.gif

არაჩვეულებრივი იყოოოოოოოო... dans2.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Oct 26 2007, 08:38 PM

ციტატა
ძალიან მომეწონა სურათები ხომ არ მოგველოცა ახლო მომავალში?

mec didi siamovnebit camovidodi

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 26 2007, 08:43 PM

ციტატა(ubralod ninka @ Oct 26 2007, 08:38 PM) *

mec didi siamovnebit camovidodi

მართლა კარგი ადგილია, ღირს წასვლა, თან მამებსაც გაუხარდებათ.
მაგრამ კაი ამინდი უნდა იყოს, ასე რომ მგონი აწი ვეღარ მოვასწრებთ smile.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 26 2007, 09:17 PM

ხოდა სად გავჩერდით? smile.gif

მოკლეთ ვსაუბრობდით ცხოველებზე smile.gif

კიდევ ერთი ნაგაზი smile.gif ისეთი საყვარელი იყო სანამ პირს გააღებდა რო...
აი კბილებს რო დამანახვებდა ხოლმე მერე ოოოო... biggrin.gif biggrin.gif

IPB-ს სურათი


ეს ცუგა კიდევ გამებუტა სურათი რო გადავუღე biggrin.gif biggrin.gif

IPB-ს სურათი




ესეც ფარშევანგები smile.gif
მართალია ბოლოები არ აქვთ, მაგრამ მაინც ლამაზები არიან smile.gif

IPB-ს სურათი



ეს კიდევ ტაბაკნელი ფისუნია rolleyes.gif
ისეთი საყვარელი იყო როო... rolleyes.gif
როგორც კი მოვეფერე ესევე კალთაში ჩამიჯდა და კრუტუნებდა biggrin.gif

IPB-ს სურათი



ესეც ტაბაკნის არდი.
მართალია უკვე შემოდგომაა და საკმაოდ აცივდა,მაგრამ იქ ვარდები მაინც გადაფურჩქნულია rolleyes.gif

IPB-ს სურათი


ესეც პალმა მონასტრის ეზოში smile.gif
ძალიან უხდება იქაურობას rolleyes.gif
თანაც მამებს ყველაფერი ისე სუფთად და ლამაზად აქვთ რო... ყველაფერს ეტყობა მომვლელის ხელი
მოკლედ სამოთხეა რაა rolleyes.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 26 2007, 10:14 PM

ციტატა(უჩა @ Oct 26 2007, 09:45 PM) *

აუ ძალიან ლამაზი და კარგი ადგილი ჩანს. ძალიან დიდი სიამოვნებით მოვილოცავდი.smile.gif

ისე ეს თემა ჯობია ეკლესია მონასტრებში იყოს გონი. და თუ ასეთი თემა არსებობს ალექსას ვეტყვი და შეუერთებს ერთად იქნება უფრო ჯობია.smile.gif


სადაც გინდათ იქ გადაიტანეთ ეს თემა, მაგრამ არ დამიხუროთ ცოტა ხანს მაიიიიინც biggrin.gif
თქვენ ისეთი "ბუები" ხართ რო... biggrin.gif biggrin.gif

არადა კიდევ ბევრი შთაბეჭდილება დამრჩა გასაზიარებელი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Oct 26 2007, 10:24 PM

მაკუნა
ეგ სანათლავი უძველესიაო,იქაურმა მორჩილმა მოგვითხრო ბევრი სასწაულებიც აღსრულებულაო,გაოცებულნი დავრჩით მაშინ.საოცარი ტყეა ბზის დიდი ასაკის და უზარმაზარები!მიხარია სურათები რომ დადე მადლობა ამ სიამოვნებისთვის! yes4.gif madlioba.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 26 2007, 10:41 PM

ციტატა(მართა @ Oct 26 2007, 10:24 PM) *

მაკუნა
ეგ სანათლავი უძველესიაო,იქაურმა მორჩილმა მოგვითხრო ბევრი სასწაულებიც აღსრულებულაო,გაოცებულნი დავრჩით მაშინ.საოცარი ტყეა ბზის დიდი ასაკის და უზარმაზარები!მიხარია სურათები რომ დადე მადლობა ამ სიამოვნებისთვის! yes4.gif madlioba.gif 2kiss.gif

არაფერს ჩემო კარგო 2kiss.gif რა მადლობა
უბრალოდ მინდოდა ჩემი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა rolleyes.gif

ხო ბზის ხეებიც ვნახეთ, მართლაც ლამაზია...
სანათლავი მართლაც ბევრი წლის წინ ყოფილა გაკეთებული, იმის შემდეგ კიდევ არის ერთი ჩაღრმაებული ადგილი მდინარეში, როგორც მორჩილმა გვითხრა ეს შესაძლებელია მეორე სანათლავი ყოფილიყო, სადაც ბევრი ნათლობის დროს ორი მოძღვარი მონათლავდა ხალხს ერთდროულად,(სამწუხაროა ის რომ ახლა ამ ადგილს მხოლოდ თხუთმეტიოდე ადამიანი ჰყავს მრევლში, ისინიც ძალიან პასიურად ესწრებიან წირვა-ლოცვას sad.gif ) ანდა შესაძლებელია ეს ყოფილიყო ბერებისთვის განკუთვნილი განსაბანელი. ზუსტად არ იციან...
კიდევ იქ არის ერთი ადგილი, თვითონ მდინარეში, ცოტა ჩარღმავებულია და არაა ამოსუფთავებული, ხოდა იქაც მსგავსი რაღაც უნდა იყოს მამების ვარაუდით...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 26 2007, 10:55 PM

ციტატა(თათარაშვილი @ Oct 26 2007, 05:08 PM) *

ძალიან მომეწონა სურათები smile.gif

ხომ არ მოგველოცა ახლო მომავალში?


მანდ ჩემი მეგობარი წავიდა 3 წლის წინ, ახლა აღიკვეცა ბერად და დამიანე უწოდეს smile.gif

თუ გინდა წავიდეთ ერთად

პოსტის ავტორი: elifs თარიღი: May 27 2009, 09:48 PM

ტაბაკინის მონასტერი მემგონი ზესტაფონთან ახლოს ზემო იმერეთი ნამკოფი ვარ აქ...განსაკუთრებიტ მახსოვზე პრესკები

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: May 27 2009, 09:52 PM

ციტატა

ხომ არ მოგველოცა ახლო მომავალში?

ტაბაკინი ზესტაფონში რომ ვიყავით მაშინ მოვილოცეთ ფორუმელებმა smile.gif ულამაზესი ადგილია, განსაკუთრებით სანათლავია ზალიან ლამაზი და ორიგინალური smile.gif

კიდევ...უსათნოესი და უკეთილშობილესი წინამძღვარი ყავს ტაბაკინის მონასტერს, ისე, დაპატიჟებულები კი ვართ (ვისაც გახსოვთ smile.gif)

პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 30 2009, 01:46 AM

ციტატა(მაკუნა @ Oct 26 2007, 05:32 PM) *


IPB-ს სურათი



ხომ არ იცის ვინმემ ეს ვისი ფრესკაა?!

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: May 30 2009, 01:51 AM

ციტატა(მატასი @ May 27 2009, 09:52 PM) *

ტაბაკინი ზესტაფონში რომ ვიყავით მაშინ მოვილოცეთ ფორუმელებმა smile.gif ულამაზესი ადგილია, განსაკუთრებით სანათლავია ზალიან ლამაზი და ორიგინალური smile.gif

კიდევ...უსათნოესი და უკეთილშობილესი წინამძღვარი ყავს ტაბაკინის მონასტერს, ისე, დაპატიჟებულები კი ვართ (ვისაც გახსოვთ smile.gif)

smile.gif კი ნამდვილად ძაან კარგი იყოოოოო

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jun 25 2009, 03:43 PM

ტაბაკინის მონასტერი ნამდვილად ძაან ლამაზიაა...საერთოდ ბუნებაა ტაბაკინში... wub.gif wub.gif







პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 26 2009, 11:45 AM

ჩემს მეგობარს უკავია ხელში პატარა ბუთქუნა, ტაბაკინიდან ჩამოიყვანა საძმოს წევრმა მამა იაკობმა, და დროებით ჩემს მეგობარს სტუმრობდა სახლში ბუთქუნა, ახლა ალბათ ტაბაკინში ბრძანდება უკვე გაზრდილი იქნება biggrin.gif

ძალიან საყვარელი და უწყინარი პატარა გახლდათ, მეც ვნახე, რომ ვჭამდი მომიცუნცულდა და მიყურებდა, მერე მუხლებში თავიც კი ჩამირგო,


http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 5 2010, 10:03 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jan 5 2010, 10:08 PM

ციტატა(lingvo @ Jan 5 2010, 10:03 PM) *

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

wub.gif 2008 წლის 19 ივლისს რა დამავიწყებს,ფორუმელებთან ერთად რო მოვილოცე ტაბაკინის ეს ულამაზესი ტაძარი wub.gif ბუნება ხომ შესაშური(კეთილი შურით რა თქმა უნდა tongue.gif )და იუმორით ძალიან აღსავსე მამა იაკობი wub.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 5 2010, 10:17 PM

http://www.radikal.ru

სანათლავი ტაბაკინის მონასტერთან.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: B-A-CH-O თარიღი: Feb 2 2011, 12:30 AM

საოცარი ადგილია .. .. ზაფხულში მინდა წასვლა და შეიძლება თუ დაგვახამდა იქვე დავბანაკდეთ ? .. მოგვცემენ უფლებას საძმო .. sad.gif ..დაბანაკებისა ..

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 2 2011, 11:22 PM

ალბათ არ დაგიშლიან :? არ ვიცი... გააჩნია დაბანაკებას რას ეძახი... მყუდრო ადგილია ძალიან... smile.gif

პოსტის ავტორი: Berckley თარიღი: Feb 3 2011, 12:25 PM

უიმე მანდ წვიმა არ ჩადის მერე?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)