თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის

პოსტის ავტორი: ნიკიფორე1 თარიღი: Aug 5 2011, 11:46 AM

რომ მამაომ მონასტერში წასვლის კურთხევა მოგვცეს?

გამარჯობათ, მე ვარ 15 წლის, ეხლახანს გადავწყვიტე რწმენაში შესვლა და ღრმად მორწმუნეობა (ისე ეკლესიაში რაც დავდივარ იქნება ასე 7 თვე, მაგრამ ხშირად ვაცდენდი წირვებს) , და ძალიან მინდა რომ მამაომ მონასტერში წასვლის კურთხევა მომცეს, და როგორ უნდა მოვიქცე და რა უნდა გავაკეთო? მემგონი ყოველ ჩვენგანს უნდა აინტერესებდეს smile.gif

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Aug 5 2011, 11:48 AM

ციტატა
მამაომ მონასტერში წასვლის კურთხევა მომცეს, და როგორ უნდა მოვიქცე და რა უნდა გავაკეთო?


უნდა მიმართო მამაოსsmile.gif

პოსტის ავტორი: ნიკიფორე1 თარიღი: Aug 5 2011, 11:56 AM

ციტატა(damiane80 @ Aug 5 2011, 11:48 AM) *

უნდა მიმართო მამაოსsmile.gif

როგორც ვიცი მარტო ეგ არ კმარა...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Aug 5 2011, 12:39 PM

ციტატა(ნიკიფორე1 @ Aug 5 2011, 11:56 AM) *

როგორც ვიცი მარტო ეგ არ კმარა...

მაგას 2 მწვანე უნდა ხვლიკისფერი laugh.gif laugh.gif არა მეგობარო,მამაოს უნდა მიმართო,შენს მოძღვარს რომ შემდეგ მან გაგიშვას თავისი კურთხევით მონასტერში..

პოსტის ავტორი: ნიკიფორე1 თარიღი: Aug 5 2011, 02:21 PM

toka@
A.V.M
გაიხარეთ smile.gif

მოძღვარი მყავს, აღსარებებიც მაქვს ნათქვამი, უკვე ყველაფერი გასაგებია, მადლობა დიდი smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 5 2011, 04:07 PM

ნიკიფორე1
მიდი შენს მოძღვართან და ის გეტყვის რა უნდა და როგორ... სერიოზულად გეუბნები, ეს არის მოძღვრისა და მისი სულიერი შვილის ურთიერთობა და ჩვენ საიდან გვეცოდინება, ...

მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრა დარწმუნებით

ციტატა
(ისე ეკლესიაში რაც დავდივარ იქნება ასე 7 თვე, მაგრამ ხშირად ვაცდენდი წირვებს) ,

7 თვე არაა საკმარისი რომ გაგიშვას.. თუმცა შენ თუ ძალიან გინდა, სთხოვე კურთხევა მოგცეს

პოსტის ავტორი: ნიკიფორე1 თარიღი: Aug 5 2011, 04:30 PM

ციტატა(ქევანა @ Aug 5 2011, 04:07 PM) *

ნიკიფორე1
მიდი შენს მოძღვართან და ის გეტყვის რა უნდა და როგორ... სერიოზულად გეუბნები, ეს არის მოძღვრისა და მისი სულიერი შვილის ურთიერთობა და ჩვენ საიდან გვეცოდინება, ...

მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრა დარწმუნებით

7 თვე არაა საკმარისი რომ გაგიშვას.. თუმცა შენ თუ ძალიან გინდა, სთხოვე კურთხევა მოგცეს

აჰა, გასაგებია, მასე თუა მაშინ ჯერ არ ვიჩქარებ დაველაპარაკები და მოვემზადები მონასტრისათვის

გაიხარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 04:47 PM

...

პოსტის ავტორი: ნიკიფორე1 თარიღი: Aug 5 2011, 04:51 PM

A.V.M
რატომ, რთული ცხოვრება არ მოეწონათ მონასტერში?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 04:56 PM

...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 5 2011, 04:56 PM

ქევანა

ციტატა
7 თვე არაა საკმარისი რომ გაგიშვას..

ძალიან თამამი და კონკრეტული განაცხადია smile.gif
მონასტერში რამდენიმე დღით სტუმრობისთვის, ქრონოლოგია არაა გადამწყვეტი.
მთავარია განწყობები და გულის მდგომარეობა იმ დროისთვის.
ეს მდგომარეობა კი, ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს ეკლესიაში მისვლიდან 1 თვეშიც და
შეიძლება მრავალწლიანი ეკლესიური ცხოვრების შედეგადაც არ ჰქონდეს.

ასე რომ, ჩვენს პატარა მეგობარს ვურჩევდი, რომ, თუ გულით უნდა წასვლა, წავიდეს, ოღონდ, აუცილებლად
მოძღვრის კურთხევის თანახმად.
და იმასაც დიდი სიფრთხილე სჭირდება, რომელ მონასტერს ესტუმრები ადამიანი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 04:58 PM

მთავარი დამავიწყდა,ნებისყოფა არა გვაქვს.

მონასტრების ფართო ,,ასორტიმენტი"ჩემს ეპარქიაშია.
50-მდე კომპლექსი მარტო ძამის ხეობაშია.

პოსტის ავტორი: ნიკიფორე1 თარიღი: Aug 5 2011, 05:09 PM

A.V.M
ხო მეც ეგრე მითხრეს რომ რთული ცხოვრებაა მაგრამ ჩემი აზრით პირველრიგში ის სირთულე დიდ სიამოვნებას უნდა განიჭებდეს რადგან მონასტერში ხარ, ასეთ წმინდა ადგილას...

დიახ, მაგაშიც გეთანხმები რომ უნებისყოფოები ვართ, რაც ყველაზე ცუდია...

terra
გაიხარე, მადლობა გამოხმაურებისათვის

კი გულით მინდა ნამდვილად მაგრამ კიდევ შევიკავებ ცოტა ხნით თავს, მომავალი წლის მაის-ივნისში წავალ ალბათ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 05:14 PM

ნი

პოსტის ავტორი: ნიკიფორე1 თარიღი: Aug 5 2011, 05:18 PM

A.V.M
ხო, წარმომიდგენია როგორი კარგია იქ smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 5 2011, 06:37 PM

ნიკიფორე1
მეც ჩემ რჩევას მოგცემsmile.gif

შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ გეტყვი, კარგად გამიგე...

შენ ჯერ მონასტრისთის ძალიან პატარა ხარ.გასაგებია და ძალიანაც სასიხარულოა, რომ გიყვარს სასულიერო პირები და გინდა მათ გვერდით ყოფნა, მაგრამ მონასტრებში იმისთანა სულიერი ბრძოლებია, ამას შენ ვერ გაუძლებ.დიდია საშიშროება ხიბლში ჩავარდნისაც.
მამებთან ურთიერთობა ძალიან კარგი და სასარგებლოა, მაგრამ ახალგაზრდასთვის, მოზარდისთვის, მონასტერი ძალიან სახიფათოა.ამას შესაბამისი სულიერი ცოდნა, ძალა და გამოცდილება უნდა.
შენ კი ერთი წელიც არაა რაც ტაძარში დადიხარ და მონასტერში ვერ გაძლებ სულიერად.
შენ მონასტერი გინდა იმისთვის, რომ მამებთან გქონდეს ახლო და ყოველდღიური ურთიერთობა, მაგრამ მონასტერი სულიერი ბრძოლის ველია და ამ ველზე უიარაღოდ გასული ყმაწვილი შეიძლება დაეცეს(შენ ჯვარი გწერია).

ესაა ძმაო ჩემი რჩევაa075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 06:41 PM

...

პოსტის ავტორი: ნიკიფორე1 თარიღი: Aug 5 2011, 07:05 PM

GIORGI LELUASHVILI
მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის, შეიძლება მართალიც იყო, არვიცი, ჯერ არ ვარ ძლიერ გარკვეული მაგ საკითხებში

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 5 2011, 07:13 PM

A.V.M

ციტატა
შენ თუ სტუმრობ ხოლმე მონასტერს?

სტუმრობით კი, მაგრამ არ დავრჩენილვარ.
ციტატა
ისე გეტყვი,რომ შარშან ჩვენს ეპარქიაში 17 წლის ბიჭი გახდა ბერი.და დღეს მამა გიორგია.

blink.gif blink.gif blink.gif
უკომენტაროდ!
ვერაფერს ვიტყვი.
მეუფემ აღკვეცა?

ნიკიფორე1
ციტატა
მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის, შეიძლება მართალიც იყო, არვიცი, ჯერ არ ვარ ძლიერ გარკვეული მაგ საკითხებში

ხოდა აუცილებლად გაესაუბრე გამოცდილ მოძღვარს.
ღმერთი გფარავდეს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 07:19 PM

...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 5 2011, 09:18 PM

A.V.M
ეტყობა ღვთის გამოძახილი იყო, რასაც წინ ვერავინ დაუდგება.
მითუმეტეს ვიცი მეუფე იობს ძალიან დიდი სულიერი ხედვა და ძალა აქვს.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 10 2011, 11:09 AM

ნიკიფორე1
მოძღვრის კურთხევა აუცილებელია. თუ გაკურთხებს, გეტყვის რომელ მონასტერში წახვიდე და დაგეხმარება.

პოსტის ავტორი: qristinee თარიღი: Aug 10 2011, 12:36 PM

saidumlo.gif მეც მინდა წასვლა მომავალ წელს მონასტერშიიი,, ki.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 16 2011, 07:00 AM

qristinee
ალბათ სამთავროში?smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)