თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ მაინტერესებს ცნობები წმინდა ლაზარეს შესახებ..

პოსტის ავტორი: natuli თარიღი: Jan 9 2007, 06:45 PM

მაინტერესებს ცნობები წმინდა ლაზარეს შესახებ... ვინ მომითხრობს მის ცხოვრებას?მადლობთ ყურადღებისთვის...

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Jan 9 2007, 07:06 PM

IPB-ს სურათი
წმ.ლაზარე ბეთანიელი,მართას და მარიამის (მაგდალენელის) ძმა,აღდგა მკვდრეთით უფლის მოწოდებაზე:ლაზარე გამოვედ გარე.
(იოვანე 11:1-44.)ქრისტეს აღდგომის შემდეგ,მღვდელმთავარნი და ფარისეველნი ეძებდნენ მოსაკლავად, ის ძირგახვრეტილ ნავში ჩასვეს თავის დებთან ერთად და ზღვაში შეაცურეს.
ისინი მშვიდობით გადავიდნენ კვიპროსის კუნძულზე.
ლაზარე შემდგომში გახდა კვიპროსის ეპისკოპოსი, ხელდასხმულ იქნა პავლესა და ბარნაბა მოციქულთა მიერ,რომელნიც იმჟამად კვიპროსზე ქადაგებდნენ,კიტიონში, თანამედროვე ლარნაკა და 30 წლის შემდგომ მშვიდობით მიიცვალა.
890 წელს მისი წმინდა ნეშტი გადაასვენეს კონსტანტინოპოლში.ნაწილი კი ადგილობრივებმა ჩუმად დატოვეს ტაძარში სადაც დღესაც ასვენია.
იგი კვიპროსზე მოინახულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და საჩუქრად ჩაუტანა თავის ხელით ნაქარგი ომოფორი და ეპიმანიკია(ქართულად არ ვიცი რა ქვია).
ერთი გადმოცემის მიხედვით ეპისკოპოსს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არასოდეს გაუღიმია გარდა ერთი შემთხვევისა, როცა მან დაინახა თუ როგორ იპარავდა ქურდი თიხის ქოთანს.მაშინ მან გაიღიმა და თქვა:თიხა იპარავს თიხას. მისი მოწყენილობის მიზეზი ყოფილა იმ სულთა საშინელი ყოფის ხსოვნა, რომელიც მან ჯოჯოხეთში ჩასვლისას იხილა.

პოსტის ავტორი: natuli თარიღი: Jan 13 2007, 04:24 PM

დიდი მადლობა ცნობებისთვის...
მე უფრო სხვა ისტორი ვიცი(არ ვიცი რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს)თოთქოს წმ.ლაზარე რამდნეიმე წმინდანათან ერთად ცოცხლა დ დამარხეს და ეწამა.მიზეზი კი ჩვენი სარწმუნოება იყო...მართალია?(კიდევე რთხელ ვამბობ შეიძლება ვცდები კიდეც)

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 21 2007, 01:39 PM

ციტატა(natuli @ Jan 13 2007, 04:24 PM) *

დიდი მადლობა ცნობებისთვის...
მე უფრო სხვა ისტორი ვიცი(არ ვიცი რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს)თოთქოს წმ.ლაზარე რამდნეიმე წმინდანათან ერთად ცოცხლა დ დამარხეს და ეწამა.მიზეზი კი ჩვენი სარწმუნოება იყო...მართალია?(კიდევე რთხელ ვამბობ შეიძლება ვცდები კიდეც)

მე წმინდა ლაზარე უფლის მეგობარზე დავწერე.
მაგრამ მგონია რომ ბევრ წმინდანს და მოწამეს ერქმეოდა ეგ სახელი.
სხვა ლაზარეებზე მე სამწუხაროდ ცნობა არა მაქვს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 21 2007, 02:29 PM

ლაზარე – გალისელი 17.07 (ნაწ. აღმ.); 7.11

ლაზარე – სერბიელი მთავარი 15.06

ლაზარე – ქრისტეს მეგობარი, მართალი 4.05 (ნაწ. აღმ.); 7.09; 17.10 (ნაწ. აღმ.) (ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღესასწაული გარდამავალია, აღინიშნება ბზობის წინა შაბათს)

ლაზარე – ხატმწერი 17.11


მეტი ლაზარე, ჩვენს კალენდარში მოხსენიებული არ არის...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 21 2007, 05:11 PM

KAIROS
ბევრი ლაზარე ყოფილა ohmy.gif

პოსტის ავტორი: natuli თარიღი: Feb 13 2007, 07:29 PM

საკმაოდქავთარაძე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)