ტაო-კლარჯეთი არის ერთ-ერთი ის ულამაზესი მხარე რომელიც ჩვენ დღეს აღარ გვეკუთვნის. იმედი მაქვს რომ ოდესმე დავიბრუნებთ და იმ ტაძრებში რომლებიც დიდი მნიშვნელობის იყო ქართველობისთვის და ქრისტიანობისთვის, ისევ გაიჟღერებს ქართული საგალობლები .
http://imageshack.us
არტანუჯი
ართვინი
http://imageshack.us
ბანა
http://imageshack.us
შენ ეს სურათები დადე ხომ მგონი
ხანძთა
http://image.700up.com
გრიგოლ ხანძთელის წაკითხვის შემდეგ მაგრა მინდოდა წასვლა ხანძთაში
ოო, თეკლა, წინ დიდი სიამოვნება გელოდება
მე გაისად მაქვს დაგეგმილი ტაო-კლარჯეთის მონახულება, თუ ღვთის ნებაც იქნა. თუ ვინმე კიდევ გეგმავთ გაისისთვის, დავამთხვიოთ
ოქტომბერში, წმ.გრიგოლ ხანძთელის ხსენებას რომ წამიყვანააა
მე წელს მივდიოდი მაგრამ ბოლო წუთს შეიცვალა ყველაფერი და სამწუხაროდ ვერ წვედი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს გაისად წავიდე, თუ ღვთის ნება იქნა.
თუ ინმემ რა მე იცით თუ როგორ მოვხვდე იქ გთხოთ მოწერეთ იმელზე ძაან მინდა იქ წასვლა აგერ იმელი dato_naskida@avoe.ge
დიდი მადლობა მარიამ.ისე ხომ არ იცი რა ჯდება ეს სიამოვნება?
qazqaz
აუ მგონი მშობლები მიშვებენ ოღონდ უნდა გავარკვიო ზუსტად.აუ რა ბედნიერი ვარ თქვენ ვერ წარმოიდგენთ.
qazqaz
ეჰ ამ ადგილებში ყველგან ვიყო ნამყოფი მარა ვის მიყავხარ...
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
იმედია მოგეწონებათ სურათები
ოშკი http://images.caucasus.net
ხანძთა
http://images.caucasus.net
"1590 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავით ტაო-კლარჯეთი ოსმალებს დარჩა. საქართველომ დაკარგა თავისი მიწა-წყლის ერთი მესამედი. მისი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა.
დიდებული ტაძრები დაინგრა.. წმინდა სავანეები გაუქმდა.. ქალაქყოფილი უდაბნო ისევ უდაბნოდ იქცა. დადუმდა, სულიერი სიკვდილი გამეფდა. იმ ტაძრებში, რომლებიც ნგრევას გადაურჩა, ეშმაკის მსახურება აღესრულება.
რა დაგვიბრუნებს ტაო-კლარჯეთს, აფხაზეთს, სამაჩაბლოს? ვერანაირი პოლიტიკა ვერ გვიშველის, ვერც კვნესა და ვიშვიში, ვერც პათეტიკური შეძახილები. მხოლოდ მტკიცე სარწმუნოება გვიშველის და ერთობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში."
ძალიან შორს არ არის ის დრო, როდესაც საქართველოს დაუბრუნდება თავისი ძირძველი არამხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო, არამედ, ტაოც, კლარჯეთიც, ლაზეთიც, შავშეთიც, დვალეთიც და საინგილოც...
უფალი გამოარჩევს ისეთ მმართველს, რომელიც ამ ყველაფერს, ვითარცა მახვილი მესსიისა, დაუბრუნებს საქართველოს!
ღმერთო, იყავნ!
მნათე
დიდი ხანია ჩემი ოცნებაა ტაო-კლარჯეთის მოლოცვა და თუ ღმერთმა ინება ამ ზაფხულს წავალ
ულამაზესი ფოტოებია....
ტაო -კლარჯეთი და წმინდა გრიგოლ ხანძთელი ჩემთვის გამოწრჩეულია ადგილიც და წმინდანიც, მაგრამ მართალი გითხრათ წასვლა არ მინდა, მერე წავალ, როცა ტაო ისევ საქართველოს ტერიტორია იქნება და იმ მონასტრებში ქარტველი ბერები იქნებიან. ეხლა არ შემიძლია
მე შარშან ვაკის წმ. სამების მოძღვრების ჩამოტანილი ხანძთაში ნაკვეთი სეფისკვერი ვჭამე.
განცდა ისეთი ძლიერი იყო რომ ცრემლები წამომივიდა...
რა გულსატკნია ასე, რომ მოხდა, ნეტავ თუ დაბრუნდება დრო, როცა ეს ეკლესიები აღდგენილი იქნება და შიგ წირვა-ლოცვები გაიმართEბა????????????? მოვესწრები? ალბათ ამას სასწაული სჭირდება აი ისეთი ერთხელ ერთ საეკლესიო გაზეთსი, რომ წავიკითხე, უღმრთოების პერიოდში რუსეთის ეკლესიის გუმბათების და ტაძრების თვითგანახლება დაიწყო, ოქროთი მოვარაყებული გუმბათები, კვლავ ბრწყინავდნენ, დამწვარი და დაშავებული ხატები პირველ სახეს იღდგენდნენ. ეს ხალხის ტავლწინ ხდებოდა. სასწაულით შეშინებული კომუნისტები ლექციებს ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროს ქიმიური რეაქციების შემდეგ შეუძლია თვითგანახლება (რა თქმა უნდა არასწორი იყო). ალბათ ამ ტაძრებსაც ასეთი სასწაული სჭირდება, სხვანაირად ამდენ ტაძარს რა აღადგენს.
დაბრუნდება, აბა რა
ჩვენ ვერ მოვესწრებით, მაგრამ ერტხელაც იქნება და აღსდგება საქართველო
როცა ქვეყნებს შორის საზღვრები გაუქმდება და მსოფლიო მოქალაქეობა გამოცხადდება მასინ შესაძლებელი იქნება
ამ მიწებზე ისევე ცხოვრება,როგორც საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიებზე.
მაგრამ ორი მუჭა ქართველობა ამ მიწებს არ ეყოფა.ამის გარდა ყველას ქალაქში გვინდა ცხოვრება და იმ მიყრუებულ ადგილებში ვინ წავა თავის ნებით?
ლეონტი
მე ამ ზაფხულს მემგონი წავალ და თუ არ ვცდეი 150$ მიჯდება 6 დღე
ძალიან მარტივად
დროის საქმეა უბრალოდ
საინგილო უკვე ფაქტობრივად საქართველოა
გამარჯობათ, მე ფორუმის ახალი წევრი ვარ. ჩემი საზღვარგარეთის პასპორტი 1 თვეში მზად იქნება, ჩემს მოძღვარს მამა პეტრეს (ყრუაშვილს, ბათუმის წ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარს) აღდგომის შემდეგ, მრევლი მივყავართ ლაზეთში და ტაო-კლარჯეთში. უნდა მოვილოცოთ სრულიად საქართველოს ეკლესია-მონასტრები(ნაწილი მოვილოცეთ) და ღირშესანიშნავი ადგილები. იმედი მაქვს რომ მალე აფხაზეთსაც "უპრობლემოდ" მოვილოცავთ და ლაზეთში, ტაო-კლარჯეთში და საინგილოში ჩასასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დაგვჭირდება.
" მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა!!!!!!!!"
აუცილებლად, იმედია მანამდე სურათების დადებას ვისწავლი....
ulvashi
მაგრად მიხარია რომ ესეთი ხალხი არსებობს. იბედნიერეთ და იხარეთ მრავალჟამიერ!!! ამინ.
გამარჯობა. მე თქვენი ფორუმის ახალი წევრი ვარ - ეს ჩემი პირველი პოსტია. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი (ხელი, თითი, კლავიატურა - რა ვიცი, რაც უფრო მიესადაგება)
შარშან ვიყავი ტაო-კლარჯეთში და დღემდე იმ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ... ზღაპარი - მოკლედ მხოლოდ ასე თუ დაახასიათებ იქაურობას. როცა გრიგოლ ხანძთელის, აშოტ კურაპალატის, მთაწმიდელების, საბა იშხნელის და სხვა ასეთ ბუმბერაზთა ნაკვალევზე დადიხარ, ფიქრით საუკუნეთა მიღმა, იმ დიდებულ ეპოქაში ინაცვლებ, როცა წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო ვიყავით; როცა იმ ზღაპრულ ბუნებაში ამ ზღაპრულ ძეგლებს ვაგებდით... ეს ფიქრი გამაღლებს, გაძლიერებს, გამშვიდებს და წამით დღევანდელობასაც გავიწყებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ წამით, რადგან იქვე ამ ტაძრების დღევანდელი საცოდაობა წარმოგიდგება; გახსენდება, როგორ გართმევს ვიღაც თურქი მოლა შენი წინაპრების აშენებულ იშხანში, ხახულში თუ პარხალში შესასვლელად ფულს; რომ შენ იქ სტუმარი ხარ და ლამის ქურდულად უნდა მიხვიდე, და ეს ყველაფერი გულს გიკლავს... ტაოდან ორგვარი გრძნობით დავბრუნდი - სულიერად კმაყოფილი ამ ბავშვობისდროინდელი სიწმინდეების მონახულებით და მორალურად დათრუნული იმის შეგრძნებით, "რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა"; რისთვის უწვალიათ ჩვენს წინაპრებს ამდენი, რომ იმის თავიც არ შეგვრჩენია, ისეთს თუ ვერ ვაშენებთ, იმათ შექმნილს მაინც მოვუაროთ, რომ ვიღაცებმა შიგ ბოსლები, ტუალეტები, შეშისა თუ ათასგვარი ხარახურის საწყობები, მედრესე-მეჩეთები და მათი თანამდევი ფეხსაბანები არ მოაწყონ, არ გაანაგურონ...
იქ იმდენად დიდ ემოციას იღებ, ნანახის გადახარშვა-გააზრება ისე უცებ ჭირს. ამის დრო მერე დგება, როცა იქაურობას გამოცილდები, აქ ჩამოხვალ და იქ ნანახს გონების თვალს გადაავლებ... მე პირადად სრული ორი დღე იმის განცდა მქონდა, რომ ეს სიზმარში ვნახე...
შთაბეჭდილება, ემოცია კი მართლა დიდია... დღემდე არ მავიწყდება ბანა - საცოდავი, მოწყენილი, უპატრონოდ მიგდებული, რომელიც თავისი ნაღვლიანი თვალებით თითქოს ხსნას გვთხოვდა; თითქოს გვეხვეწებოდა,მიხსენით ამათ ხელიდანო... იშხანში მისული მომხიბლა ტაძრის შედარებით კარგად შემონახულმა გარე ფასადმა, თუთებით დაჩრდილულმა ვრცელმა ეზომ. გადასახადმა ცოტა კი მომიშხამა გუნება - ისევ უმწეობის შეგრძნება, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან სედარებით, რაც შიგნით შესულს დამემართა. იქაც ხარბად ვათვალიერებდი აქა-იქ შემორჩენილი ფრესკების, ორნამენტების კვალს და ვტკბებოდი იმ სილამაზით, მაგრამ გავედი ცენტრში, ავხედე სანახევროდ გადმონგრეულ გუმბათს და... ცრემლები ძლივს შევიკავე... საოცარი, მართლაც სამარისებური მდუმარებით შეგვხვდა ხანძთა, რომლის გუმბათი იმდენად საცოდავ დღეშია, ქვები ცვივა და მის ქვეშ გავლა საშიშია... სადიაკვნეში ბოსელია გამართული, მეორე მხარეს - დაჭრილი შეშა მიეწყოთ... ოთხტაგან ერთი სვეტი ჩამონგრეულა, მაგრამ ვიღაც მადლაინთ, სავარაუდოდ - ისევ აქედან ჩასულ მომლოცველთ ისევ შეუყენებიათ. ცხადია, ყოველგვარი ბეტონის გარესე, ცარიელი ხელებით როგორც შეიძლებოდა. დღე დღეზე კიდევ ერთი სვეტი ჩამოინგრევა, რაც სანახევროდ ჩამოქცეულმა კედლებმა და გუმბათმა, ვინძლო, ვერც გადაიტანონ... დიდხანს ვიიბორიალე იქვე მოჩუხჩუხე წყაროსთან, სადაც ძველი ნაგებობები ისევაა შემორჩენილი, და ვცადე წარმომედგინა, საღამოს სიწყნარეში როგორ იკრიბებოდა იმ მყუდრო სავანეში ბერთა კრებული თეთრწვერა გოლიათის - გრიგოლ ხანძთელის მეთაურობით... მზად ვიყავი, შუაზე გამეგლიჯა იმ ოჯახის ჩვილბავშვიანი ქალი, რომლის გულისთვისაც თურქეთის მთავრობამ ოპიზის ტაძარი ააფეთქა და სანახავად ერთადერთი ობლად შემორჩენილი კედელი დაგვიტოვა... არტანუჯის ციხეზე, როცა გიდმა ერთ კუთხეში ნანგრევებზე მიგვითითა და გვითხრა, ეგ პეტრე-პავლეს ეკლესიის ნაშთებიაო, მყისვე მივაშურე აშოტ კურაპალატის საფლავის თუნდაც ნაშთების სანახავად. ამაოდ - დღეს იქ რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. იმავე საღამოს, არტანუჯიდან მომავლმა კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიამაყე. გზად ჯოჯოხეთის კანიონში შევჩერდით და ჯგუფის წევრებმა ჯერ ჰიმნი, მერე ხალხური სიმღერები და საგალობლები დააგუგუნეს... ის ფანტასტიური ადგილია, ეს ქართული შტრიხები კი იმდენად მოუხდა, ლამის ცაში დავფრინავდით სიამაყისგან...
სალაპარაკო მართლაც ბევრია, მაგრამ ისედაც ბევრი ვისაუბრე... უბრალოდ, შთაბეჭდილებები დღემდე გაუნელებელია.
იქ 5-დღიანში ვიყავით და ვნახეთ ხახული, ოთხთა, კავკასიძეების ციხე (კალანდიას ფილმიდან თუ გახსოვთ, ალპინისტების დახმარებით რომ აფოფხდნენ), პარხალი, იშხანი, ოშკი, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, დოლისყანა, ოპიზა, ხანძთა, შატბერდი... თავიდან 170 ლარი ავკრიფეთ, მაგრამ ადგილზე დაახლოებით 50 ლარი დავამატეთ. თან, ჩვენ ცოტა ხარჯები იმან გაგვიზარდა, რომ აქედან ავტობუსით წავედით, ასეთი დიდი მანქანა კი მაგ ეკლესიების უმეტესობასთან ვერ მიდის. ამიტომ იქ მარშუტკებს ვქირაობდით, რაც დამატებითი ხარჯი იყო. ვფიქრობ, თავიდანვე 250 ლარი რომ აგვეკრიბა, თავზე გადაგვივიდოდა...
თქვენი არ ვიცი, მე კი ძაან მინდა ბურსა-ინეგოლისკენ წასვლა, სოფელ ჰაირიეში, ახმედ მელაშვილის საფლავზე ასვლა და ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნისთვის პატივის მიგება. იმედია, გაისად ამ სურვილსაც ავისრულებ.
თავაძე
გაიხარე, ისე აღწერე ეს ყოველივე, რომ შენი განცდა მეც გადმომედო
ალექსანდრე
ოოო, განცდა იქ უნდა ნახო... ასე გადმოცემით მაინც ვერ შეიგრძნობ იმ სიდიადეს, ვერც სურათებით...
ალექსანდრე - ჩემს სამსახურში მსგავსი ფაილები დაბლოკილია და არც მაგას მიხსნის, მაგრამ ტაოს ბუნებას შეხედო და ანას ეგ სიტყვები არ გაგახსენდეს, შეუძლებელია. მართლა საოცარი ბუნებაა... თან, ტაო თუ ძირითადად ცადაზიდული, პირქუში და გოროზი, ხშირად ნესებივით წაწვეტებული სალი კლდეების საუფლოა, სადაც აქა-იქ თუ ხარობს ნაძვი, შატბერდში ასვლისას იქაურობა ყველამ რაჭას მივამსგავსეთ, მურგულის კი (ეს ქალაქი ბორჩხასთანაა) შემოგარენი კი წყლის წვეთივით ჰგავდა აჭარა-გურიის მთიანეთს. სოფლებიც კი ტიპური გურული იყო - ისეთივე შორი-შორს განლაგებული, ზუსტად ტრადიციული ქართული სტილის აივნიანი სახლებით და ეზოებში ნალიებით. იქაურ ქართველებთან შეხვედრა ამ მოგზაურობის პენალი აღმოჩნდა... ჩვენ ის თურქული ქალაქი გვეგონა, მაგრამ საბოლოოდ დაუვიწყარი შეხვედრა გამოგვივიდა.
ხალხნო, ვისაც გსურთ ტაო-კლარჯეთის მონახულება, დაგვიკავშირდით საექსკურსიო და ტურისტულ მომსახურება "გზაჯვარედინს" და ერთად მოვიაროთ მარტო ტაო-კლარჯეთი კი არა, მთელი საქართველო. ჩვენ მიერ შედგენილ ტურებსაც შემოგთავაზებთ და თუ თქვენ რაიმე სურვილი გაგაჩნიათ, თქვენი სურვილის მიხედვითაც შევადგენთ მარშრუტს.
მოდით, ვიმეგობროთ და შემოვიაროთ საქართველო
gzajvaredini@hotmail.com
(+995 32) 453310 ქეთევან წამებულის #25.
Lile
რა დაჯდება ეგ სიამოვნება? და რა პირობებია
ბათუმიდან რომელიღაც ტურისტული ფირმა აწყობს 1, 2 და 3-დღიან ტურებს ტაოში. 3-იანი 195 ლარი ჯდებაო. ყველაფერი შედის შიგ - მგზავრობა, გიდი, სასტუმრო, კვება... ჩამონათვალში ყველა ცნობილი ძეგლია - ბანა, იშხანი, ოშკი, ხახული, პარხალი, შატბერდი, ტბეთი, ხანძთა, არტანუჯი...
P.S. მე პირადად მაგ ფირმასთან შეხება არ მქონია და ტავს ვერაფერზე დავდებ. მე, უბრალოდ, ინფორმაცია მოგაწოდეთ. თუ დაინტერესდებით, კოორდინატებისაც დავდებ, რომელიც სხვა საიტზე ვნახე.
იცით, ფასი ბევრ პირობაზეა დამოკიდებული. ახლა ფორმუმზე რომ არ ვისაუბროთ ამ მატერიალურ საკითხზე, მოდით, მომწერეთ ან გვესტუმრეთ და შევთანხმდეთ პირობებზე - წამომსვლელთა რაოდენობა, დღეთა რაოდენობა და ა.შ.
xo unda icodnen shedzleben tu ara wamosvlas? mgoni jobia daiweros fasi da visac shesadzlebloba eqneba is mova da wamova kidec. samwuxarod me mag dros tbilisshi ar viqnebi torem didi siamovnebit shemogiertdebodit.
lile jobia ro dawero pirobebi da fasi ase ufro mosaxerxebeli iqneba. tan es dzalian materialuric ar aris
გორიდან ხშირად დადიან ტაო-კლარჯეთში და 135$ ჯდება. ამ თანხაში შედის ყველაფერი. 1 კვირით მიდიან ხოლმე და თან ჯგუფს ყოველშვის მიჰყვება მოძღვარი.
ტაო-კლარჯეთში წამსვლელებმა დედაენები წაიღეთ საჩუქრად. დამიჯერეთ, გამოგადგებათ. ოღონდ იქ მთლად ღიად ნუ დაიწყებთ დარიგებას და არაფერი არაა საშიში. იქნებ ვინმემ ხელიც აგიკრათ - თურქული იდეოლოგია თავისას შვრება და 1-2 ეგეთიც გამოჩნდება, მაგრამ ქართული წერა-კითხვის შესწავლის მსურველიც ბევრი გამოგიჩნდებათ.
და კიდევ - ღვინოც კარგი საჩუქარია და არა მხოლოდ ქართველებისთვის.
ჰაი დედასა იქ თუ ჩავედი თქვენ ჩემი ჩამოტვანა ნახეთ იქიდან არ ვიცი რა მარა მე თუ ვერ ვახერხებ ჩასვლას და მოლოცვას ბევრი იქნება ჩემს დღეში დარწმუნებული ვარ და მოდით შევიკირიბოთ და ნებისმიერ მოძღვართან პარაკლისი გადავიხადოთ თუ მოგინდებათ PM ში მომწერეთ და დროზე შევთანხმდებით რაც მეტი ვიქნებით მით უფრო შეისმენს ღმერთი ჩვენსას
ხოდა რაც შეეხება მიწების დაბრუნება არ დაბრუნებას : აქ მგონი საქმე იმაშია რო ჩვენ არ ვართ ღირსები რო მიწები დაგვიბრუნდეს იმიტომ რომ უფრო ცუდ დღეში ჩავვარდებით და ჩავაგდებთ იმათაც როცა კი სულიერება საკმარისი იქნება ჩვენში ღმერთი არ დაგვივიწყებს ახლა არ გვივიწყებს და მერე დაგვივიწყებს ?
[font=Verdana]ჩემი და ჩამოვიდა 2 დღის წინ ტაო-კლარჯეთიდან, საშინელი სიტუაცია ყოფილა, ჩვენს ტაძრებში დღეს თურქები მეურნეობას ეწევიან, ძროხებისა და ღორების სათარეშოდაა ქცეული ჩვენი ხანძთა,ოშკი და ბანა.ერთია, რომ დრომ თავისი კვალი ფრესკებს დატყო და მეორე, რომ ვიღაც არაკაცი დგას და ჩვენს სიწმინდეებს ანადგურებს. ვისაც არ აქვს ნანახი ტაო, იმის საშიშროება უკვე რეალურად არსებობს რომ ვერც ვერასდროს ნახავს, დღე არ გავა თურქებმა შეურაცყოფა არ მიაყენონ გრიგოლ ხანძთელისა და მისი ძმების დაარსებულ ეკლესია-მონასტრებს,იქ მისული ქართველი მომლოცველები არ აიკლონ და გაკვირვებულებმა არ იკითხონ აქ რა დაგრჩენიათო. მიუხედავად ყველაფრისა, ქართული გალობა და ლოცვა გაისმა თუ არა ტაძარში თეთრი მტრედი შემოფრინდა, ანუ ჯერ კიდევ გვწყალობს უფალი და შანსს გვაძლევს ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და თუ ვერ დავიბრუნებთ, ის მაინც მოვახერხოთ რომ დაცული იყოს იქ ჩვენი ტაძრები, რომ მომავალში კიდევ ბევრ ქართველს მიეცეს მისი ნახვის შესაძლებლობა.
ქაჯეთის ციხე
http://imageshack.us
ნახეთ რა სილამაზეა
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
მოგესალმებით ახალგაზრდებო ნაცნობებო და უცნობებო ,
ხო და კიდევ ახალი ვარ, სურათებს დავაწყობ ოგონდ ცოტა გავერკვიო ,გადავხედო თქვენს ფორუმს
რაღაც სურათებს ვერ ვტვირთAვ რატომ?
დიდება უფალს, რომ მომეცა საშუალება მოვხვედრილიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად ტაო-კლარჯეთში.
ვისაც არ გინახავთ გირჩევთ გადადეთ ყველა საქმე და მოინახულეთ ეს ადგილები, მერწმუნეთ იქედან აღფრთოვანებული და სულიერად გაძლიერებული დაბრუნდებით.
კიდე წავიდეთ რა
ტაოში ყოფნის დროს მაინც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, იშხანმა და იშხნის ბუნებამ მოახდინა.
„და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
აი დიდებული იშხნის მონასტერიც.
იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია.
პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.
იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.
ტაძრის ახლანდელი დასავლეთი კარი გადაკეთებულია მაჰმადიანთა მიერ, რომლებმაც ტაძრის დასავლეთი მკლავი ჯამედ აქციეს. ამ უკანასკნელმა გარემოებამ გადაარჩინა იშხნის ტაძარი სრული განადგურებისაგან.
იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით, შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. „სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა“, - ამბობდნენ ძველ ტაოში. სამწუხაროდ, ეს ფრესკები, ჟამთა სიავისა და ადამიანთა მიერ სრულიად განადგურებულია.
უკეთ დაცულია კედლის მხატვრობა გუმბათის მიდამოებში, სადაც საკმაოდ კარგად ჩანს ზაქარია წინასწარმეტყველის აპოკალიფსური ჩვენება - ანგელოზთა მიერ ჯვართამაღლებისა და ოთხი ეტლი სხვადასხვა ფერის ცხენებითურთ. წარმოდგენილია აგრეთვე ანგელოზთა დასი, სხვადასხვა წმიდანები და წინასწარმეტყველები.
როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (+966) და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი მოხატეს X საუკუნის II ნახევარში, არა უგვიანეს 966 წლისა.
ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დიმიტრი I იშხნის ტაძრისათვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისათვის შეუწირავს დიმიტრის პაპას, მეფე გიორგი II და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატის განუჩენია მეფე დიმიტრისათვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი - დიმიტრი მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დიმიტრის შვილების - მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-სათვის (1155-1184).
საყურადღებოა აგრეთვე XII საუკუნის ლამაზი მხედრული წარწერა. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია ბაგრატიონთა შორის პირველი „ქართველთა მეფე“ ადარნერსე II (923) და მისი ოთხი შვილი. გურგენ მეფის მიერ აშენებული პატარა ეკლესია დაზიანებულია.
იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოს მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.
იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
http://bin.ge/file/76643/DSC09724.jpg.htm
მე წელს ავნისის დასაწყისში ვიყავი ტაო-კლარჯეთში და ბედნიერი ვარ რომ ვნახე ძირძველი საქართველოს ულამაზესი მხარე!:)ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა რომ დღემდე ფიქრებიტ იქ ვარ და სევდით ვუყურებ ხოლმე ტაო-კლარჯეთის სურათებს ტაოდან დაბრუნების შემდეგ მძაფრად შევიგრძენი რა დაკარგვის ტკივილი და დაბრუნების დაუძლეველი სურვილიიიჩემი ამბებით ტაოზე მეგობრები გავაგიჟე და 1გვისტოში ისინიც წავიდნენ ხოდა ეხლა ტაოზე საუბარი უფრო კარგად შემიძლია მათთან და სულ იქ ვართ ხოლმე შორიდან ვეფერებით
ეს ხანძთაში გალობის შემდეგ გამოვიდა ცაზე ეს ნათება,ჩამოვედით ხანძთიდან და ეს რკალიც გაქრა.
ქვების იმედად დარჩენილი ქანძთის გუმბათი ...
ქვების იმედად დარჩენილი ქანძთის გუმბათი ...
http://bin.ge/file/76644/DSC09663.jpg.htm
ღმერთო ნეტავ ყველა დაგვაბრუნე ჩვენს დაკარგულ მხარეებში.... და საქართველო ყველას გამთლიანებული გვენახოს
რა ბედნიერებაა,ტაო-კლარჯეტი რომ ნანახი გაქვთ ხალხო
მათაც გგვღირსებოდეს,ვინც ჯერ არ ვყოფილვართ
ძალიან მაგარია ტაო-კლარჯეთი, თუ გაქვთ ინფორმაცია რა ღირს იქ მოგზაურობა?
ტაო-კლარჯეთში მინდა წავიდე. ეს ჩემი დიდ ხნის ოცნებაა. თუკი მიდიხართ მეც გამაგებიეთ რა. აუცილებლად წამოვალ
megobari
rtyfghvbn456
17 ოქტომბერს გორიდან მიდიან მოასალოცად. 5 დღით. 150$ ღირს. ამ თანხაში შედის კვედა და საერთოდ ყველაფერი. თუ სურვილი გაქვთ დაგაკავშირებთ ჯგუფის ხელმძღვანელთან.
ekabekeko
gamarjobat,
esaa tao klarjetshii gadagebuli suratebi chveni jgufis mier....
tandatan avqachav serverze...
http://hexe.caucasus.net/files/znlthozelddzunodtxll.jpg http://hexe.caucasus.net/files/tzuqko5dn1dgt0mxnmzn.jpg
თეკლა
შეგიდზლია გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული ეკლესიის ფოტო კიდევ დადო არ იხსნება ეს და ძაან მაინტერებეს
წინასწარ დიდი მადლობა
ს ა ლ ა მ ი ყველას მე ახალი ვარ,ამას წინათ შემომთავაზეს წასვლა ტაო-კლარჯეთში და ვერ მოვახერხე,მას მერე ტაოში სამოგზაურო ინფორმაციას ვაგროვებ,ფეხით უნდა მოვიარო.პირველად მივდივარ:)ნებისმიერი ინფორმაცია მომწერეთ რაც იქ გამომადგება gurulokh@posta.ge ვინმემ ხომ არ იცით თბილისიდან,ახალქალაქიდან,სარ
ფიდან...რამე ხომ არ მიდის ართვინში?
gurulo
http://imageshack.us
. . . ესეც ხანძთა
http://imageshack.us
ოთხთა
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://www.radikal.ru
ტაო-კლარჯეთში მამებმა წირვა ჩაატარეს.... მე ბოლოს მივედი, არ ვიცოდი, მაგრამ მაგრად გამიხარდა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ალექსანდრე
არავინ არ იყო ახლომახლო
მეც იქ ვიყავიიიიიიიიიიიიიიიიი! სურათებს დავდეეეეებ
http://i039.radikal.ru/0806/e9/81ed6d8343c7.jpg[/IMG][/URL][
აი, ესეც ჩვენი მამები: მამა ანტონი, მამა კახაბერი, მამა გივი და მამა გიორგი ბანაში.
http://www.radikal.ru[
ისევ ბანა
http://www.radikal.ru[
ესაა ზეთისცხება ბანაში. მამა გიორგი დარჯანია, მამა გივი გივიაშვილი და ჩვენი გიდი- ნანა ბუაძე.
http://www.radikal.ru[
Ishkhani
http://www.radikal.ruესეც ბანა.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაზლიეროთ.ბედნიერი ვიქნები თუ მეც ამიხდება ნატვრა,მოვინახულო ჩვენი დაკარგული მიწა-წყალი.
http://www.radikal.ru
ულამაზესიიი ადგილებიაა, დიდიი სიამოვნებით წავიდოდიი კიდეევ ერთხეელ!!!!!!
ძალიან ლამაზი მხარეა
ეეეეჰ! აგხდენოდეთ! მე კი მხოლოდ ვიოცნებებ ჯერ! მაგას ხომ ვერავინ დამიშლის თანაც უფასოა მთლად! მერე შთაბეჭდილებები მაინც გამიზიარეთ მეგობრებოო?!!
ლილიანა
ლილიანა გვარად გოგოხია ხომარ ხარ?)
ტაოკლარჯეთი მართლაც საოცნებო ადგილია ყველა ქართველისთვის..ეხლა გერმანიაში ვარ მაგრამ აუცილებლად მოვილოცავ ამ წმინდა ადგილს როცა ამის საშუალება მომეცემა((
იხარეთ! იმედი კი არ უნდა გვქონდეს, რომ დავიბრუნებთ, არმედ დარწმუნებული უნდა ვიყოთ!
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აუ როგორ მომენატრა აქაურობააა. ;(
ეკატო
მაგრად მინდა წასვლა...
ექსკურსიების დეტალური ინფორმაციები აქვს ვინმეს?
მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს ტაო-კლარჯეთის მონახულების
http://forum.hayastan.com/index.php?showtopic=37556
ეჰ ჩვენ კი ვიძახით და ვამტკიცებთ რომ ტაო კლარჯეთი ქართული მიწაა და ეკლესია მონასტრებიც ჩვენი წინაპრების აშენებული მარა , აბა ჩვენს მეზობლებს კითხეთ. გავეცნოთ თუ შეიძლება და თვითონ მიხვდებით რა დონის მარაზმია.
მაგარია მაგრამ მაგარი სიცხეები იცის ეხლა ვინც აპირებს წასვალს,
შარშან ვიყავი
ულამაზესია ტაო-კლარჯეთი
კარგი იქნება თუ ფორუმელები კიდევ წავლენ
სექტემბერში წავალთ ალბათ.
ხო მეც მინდა კიდევ და თუ მოვახერხე დიდი სიამოვნებით წამოვალ
მეც მინდა წამოსვლა, ძალიან მინდა ვნახო ეგ მხარე, იქნებ დადოთ ზუსტი ინფორმაცია, მადლობა წინასწარ
როდის მივდივართ?
იმაშია რომ იქაც მივდივართ და უფრო ეფექტური რომ გამოსულიყო ფლაერი იმიტომ არის
ika-bebo
პირადი შეამოწმე.
რაღაც კითხვები მომეძალა
თუ მანამდე არ წავბოდიალდი თქვენ იმედად ვიქნები ;)
უმაგრესი ადგილია ბავშვებო, მეორედაც წავიდოდი
ika-bebo
მადლობთ, თუ ფორუმელები წავლენ იმ შემთხვევაში წავალ ალბათ ან მეგობრები
tamuna m
მე კი ვარ ნამყოფი და შენ წადი თუ არ ხარ
და ჩვენები რა ჩუმად არიან?
გეგმავენ, თუ არა?
ერთ-ერთ ჩვენ ფორუმელს მივყავდი (სახელს არ გავახმაურებ ) და "გადამაგდო"
tamuna m
ეს ტური 100% შედგება ბევრი მსურველია ფასიდან და პირობებიდან გამომდინარე თუ ისურვებ დაგვიკავშირდი ტელ: 895 45 00 48
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მე ვიყავი წინა შაბათს და შოკირებული ჩამოვედი. მივხვდი რომ საქართველოში არ ვცხოვრობ...
და რომ არ გვეპატიბა ამ მხარის მიტოვება. ამის შემდეგ საერთოდ უმიწოდ დარჩენის ღირსები ვართ...
http://forum.ge/?f=69&showtopic=34029058&st=0
აქ არის ჩვენი მოგზაურობა ხანძთელობას აღწერილი და გადაათვალიერეთ
ხალხო, ვინც ტაოში ვიყავით, იქ გადაღებული ტაძრების სურათები ატვირთეთ რა, ფონდისთვის კალენდარს ვბეჭდავთ და ტაოს ეკლესიის სურათები გვინდა
ნათია
ნათი, ნახეთ ფოტოები, თუ ავტვირთო?
მთლად კარგი აპარატით გადაღებული არ მაქვს :|
ტაო-კლარჯეთი არის ძირძველი საქართველო, ეს მხარე უნდა მოინახულოს ყოველმა ქართველმა და ამით დაამტკიცოს, რომ ქართველი არ ივიწყებს სამშობლოს, თუ ამ ფორუმიდან დაიგეგმა გამგზავრება ტაო-კლარჯეთში, ამ შემთხვევის ხელიდან გაშვება არამც და არამც არ შეიძლება, მაშ ასე, დავირაზმოთ ყველანი ჩვენი ულამაზესი სამშობლოს ულამაზესი კუთხის მოსალოცად!
ტაოში არ აპირებთ ახლო მომავალში წასვლას?
ტაო კლარჯეთის ძეგლების რესტავრაცია უნდა დაიწყონო და ვინმემ იცის ზუსტად რა ხდება???
ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრების სურათები (360 გრადუსით) აქ http://www.360cities.net/image/georgische-kirche1-ishan-ostanatolien-turkey
სტუდენტური თვითმმართველობების და "დავითიანნის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხვალ, 23 მაიის, 18 საათზე ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლები.
ლექციას საიკითხავს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური.
მის.: შ. რუსთაველის 21.
დასწრება თავისუფალია.
თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო პოლიტიკისთვის და დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მის მოსაგვარებლად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად დაასახელა: „კულტურის სამინისტროში მინდა, აღვნიშნო ის წარმატებული პროექტი , რომელიც დაიწყო ტაო-კლარჯეთში – 5 ექსპედიციის შედეგად იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს წარმატებულად. თურქული მხარის დაპირებისამებრ, რესტავრირებულ ქართულ ძეგლებს ისტორიული ფუნქცია აღუდგება“.
გურამ ოდიშარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი: „2014 წლის აპრილში ქალაქ ანკარაში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გეგმა დაისახა. თურქული მხარე დაგვთანხმდა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაცია აუცილებლად ქართველ სპეციალისტებთან ერთად განხორციელდება, ისევე, როგორც ოსმალური ძეგლების – საქართველოში. უკვე არსებობს შეთანხმება და იშხნის რესტავრაციისას დაშვებული ხარვეზები ქართველი სპეციალისტების შენიშვნების გათვალისწინებით აღმოიფხვრება. ეს პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამავე დროს, ქართული მხარე გაითვალისწინებს თურქი კოლეგების მოსაზრებებს აჰმედიას მეჩეთთან (ახალციხის რაბათი) მიმართებაში. ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განსახილველად გადაეცემა ოშკის ტაძრის რესტავრაციის პროექტი. თურქული მხარე შესაძლებლად მიიჩნევს, იშხნის ეკლესიის ფრესკების რესტავრაცია ქართველმა სპეციალისტებმა განახორციელონ. რაც ყველაზე სასიხარულოა, თურქული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მოლაპარაკებები დაიწყოს ქართული რესტავრირებული ძეგლებისთვის ისტორიული, რელიგიური ფუნქციის აღსადგენად. თურქეთის კანონმდებლობში შეტანილი ცვლილებები უკვე ამის უფლებას იძლევა“.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი 2014 წლის აპრილში ქალაქ ანკარაში თურქულ მხარესთან ოფიციალური მოლაპარაკებების უშუალო მონაწილეა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებულ ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას გვაწვდის.
პაატა გაფრინდაშვილი: „2013 წლიდან მოყოლებული, თურქეთში 5 წარმატებული ექსპედიცია მოეწყო და ქართველმა სპეციალისტებმა თურქულ მხარეს კონკრეტული რეკომენდაციები წარუდგინეს. რეკომენდაციები ეხებოდა იშხანში ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებს, უხეშად დამუშავებულ ინტერიერსა და ფასადს, კამარებს, იატაკის უნიკალურ მოზაიკას და სხვა დეტალებს, რომლის რესტავრაციაც სპეციალისტების მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობდა. დღეს უკვე ქართული მხარის რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და შესრულებულია. ამ შედეგიან თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი როლი თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, ომერ ჩელიქისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას შეხვედრამ ითამაშა. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს პრეზიდენტების, ასევე, ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრების შემდეგ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით. სულ ახლახან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლები თურქეთში ვიმყოფებოდით და ჩვენს კოლეგას – თურქეთის ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელს შევხვდით. თურქულმა მხარემ თავად შემოგვთავაზა და უკვე შევთანხმდით, რომ იშხანში კედლის მხატვრობაზე მუშაობისას ქართველი სპეციალისტების ჩართვა აუცილებელია. ასევე, აუცილებელია ოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისთანავე – ქართველი არქეოლოგების მონაწილეობა.
დაგეგმილია თურქეთის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. თბილისში ჩამოვა ძეგლთა დაცვის ხელმძღვანელი და ერთობლივად დავიწყებთ ხელშეკრულებაზე მუშაობას. ფაქტი ერთია, რომ თურქულმა მხარემ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციების 90 პროცენტი უკვე გაითვალისწინა და შეასრულა და სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ თითქოს, კონკრეტული ქართული ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია და ოშკში ქართველებს არ უშვებენ“.
http://www.ireporter.ge/%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98/
http://radikal.ru/big/6cd86069c5214521955bbbfc969ba3df
ბუბა კუდავა, გოჩა საითიძე
ახლად აღმოჩენილი საქტიტორო რელიეფი იშხნიდან
Buba Kudava, Gocha Saitidze
Newly Discovered Donor Relief from Ishkhani
"[თურქეთში ქართული კულტურის] "ძეგლებთან აბრებზე წარწერა სამენოვანი გახდა - ინგლისური, თურქული და ქართული, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ესენი ქართული ისტორიული ძეგლებია, რაც აქამდე არ ხდებოდა. ათეული წლის წინ ვერსად შეხვდებოდით აბრას, სადაც საქართველო ან ქართული ტერმინები შეგხდებოდათ".
/"რეზონანსი" N256
"საპატრიარქოს უწყებანი" N41, 2015, გვ.16/
"ბანა თავისი მრავალსაუკუნოვანი წარსულით, მართლაც ერთ-ერთი ბრწყინვალე ქართული ტაძარია. ვინ იცის, რამდენი რამის მხილველია მისი დაჭრილი პერანგი, რამდენი რამ აქვს სათქმელი შთამომავალთათვის, მაგრამ დღეს ქართული ცის ქვეშ ქართველების გარეშე დაობლებულა".
/ბაკურ გელაშვილი/
"ჩემს ტკივილს ხანძთა ჰქვია სახელად"
"საქართველოს მოწყვეტილი საქართველო"
/ლაშა დეისაძე-შარვაშიძე/
"ქართული ხუროთმოძღვრებისა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიაში ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ბანას ტაძარი. გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა კანუ კოხმა, რომელმაც ბანას ტაძრის კათედრალი დაუნგრეველი ნახა, თქვა, რომ მთელ აღმოსავლეთ საქრისტიანოში, აია სოფიას შემდეგ, ასეთი საოცარი ტაძარი არ უნახავს".
"ტაძრის [ოშკი] მორთულობაში მრავლადაა ადამიანის გამოსახულება. გამოსახულნი არიან აგრეთვე ცხოველები (ხარები, ირმები), ფრინველები. მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებადართულია".
"ქართული კულტურის ეს ერთ-ერთი ბრწყინვალე, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი [ოშკი] დღეს სავალალო მდგომარეობაშია და შველას ითხოვს. ქართული ცის ქვეშ, ქართულ მიწაზე ამაყად მდგომი, თავისი დაჭრილი სახით მხოლოდ ქართულით უღიმის მნახველს".
"ერთხელ უკვე განცდილი მქონდა "ყოფილ" საქართველოში "ტურისტად" ყოფნის სიმძიმე, როცა ტაო-კლარჯეთს ვეწვიე და ვიცოდი, ამ განცდის სიმძაფრე არცთუ ადვილად გადასატანი იქნებოდა".
"ნარ-ეკალს, მტვერ-მიწას დაუფარავს ახლა მამა გრიგოლისა [ხანძთელი] და სხვა კლარჯელ მამათა საფლავები. ნეტავ თუ დადგება დრო, როცა ჩვენ ამ მხარეში სტუმრები კი არა, მასპინძლები ვიქნებით?!"
"რა საოცრებით დგას ფეხზე ბანა (მის ჩამოხოკილ ღაწვს ვენაცვალე)".
/პოეტი ცისანა ანთაძე/
"ჩვენმა ექსპედიციამ ტაოში კლდეში ნაკვეთ, უცნობ მონასტერს მიაკვლია! კომპლექსი ისტორიულ სოფელ აკრიაკთან მდებარეობს"
სათნო მხევალი
დიდრონ ხევებში ასვეტებულ კლდეთა მწკრივებში,
მოღვარღარებენ ღვარ-ღმუილით უშრეტი წყლები,
სახე უბრწყინავთ გასიპულ ქვებს მზეთა სხივებში,
მობღავვაებენ ძველ ტაოში უძღები წლები.
ციხე თორთუმში მორთხმული სისხლი წვიმამ მობანა,
ვნახე თორმეტი ტაძრის ნეშტი და მთლად დავმუნჯდი,
მინდა მკვდარ გულზე მადლის შხეფად ვინამო ბანა,
და გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ვთქვა-არტანუჯი.
შავშეთის მთებში ჯერაც წკრიალებს გურჯის ფარ-ხმალი,
ხმა კი არ მესმის, გულიდან მაქვს მე ამის განცდა,
მე ისიც ღრმად მწამს, რომ ლოცულობს ჩვენთვის პარხალი,
და არ გასწირავს ობოლ შვილებს ერთგული ხანძთა.
გადარჩენილა ოპოზიდან მხოლოდ ცალგვერდი,
ოთხთა ჩუქურთქმას ძლივსღა შემორჩა ფრაგმენტი ფრესკის,
სულგანაბული კვნესით ეძებს მლოცველს შატბერდი,
და დოლისყანას გალობის ნაცვლად მოლას ხმა ესმის.
იშხანს გუმბათში შემოუნახავს ზღვისფერი ჯვარი,
ხახული მეჩეთს დაუვსია, მისტირის ფერებს,
ოშკის სიტურფეს, სინარნარეს არა აქვს ზღვარი,
ტბეთის კედლები დანგრეული მოელის ბერებს.
ტაო-კლარჯეთო, კარიბჭე ხარ საქართველოსი,
გადახლეჩილი ბროწეულის მწიფე მტევანი,
შენ უდრეკელი მერანი ხარ ველურ მდელოსი,
საღვთო პერანგში შემოსილი სათნო მხევალი.
/მამა არჩილ გვიმრაძე/
"ტაო-კლარჯეთი ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება."
"ის მიტოვებულ ჰგავს მოხუც მამას,
უძღები შვილის ბედით სნეული,
მზე რომ ამოვა, ძვლებს მიაფიცხებს
ხანძთა ხერხემალგადამტვრეული".
"ხანძთის სამონასტრო კერისა და მისი დამაარსებლის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა, რომ არა გიორგი მერჩულეს აგიოგრაფიული თხზულება და მისი ერთადერთი ხელნაწერი (XI ს.), რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო წიგნთსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდშია დაცული.
პირველად მას 1845 წელს ნიკო ჩუბინაშვილმა მიაკვლია, ხოლო 1902 წელს იერუსალიმში ქართული ხელნაწერების გამოსავლენად მივლინებულმა ნიკო მარმა გადმოიღო და 1911 წელს გამოაქვეყნა. ნიკო მარმა გადაწყვიტა, ხანძთელის დაარსებული კლარჯეთის სავანეებიც მოეძია და მასალა ხელნაწერთან ერთად გამოეცა.
ამ მიზნით მან 1902 წელს ექსპედიციაც მოაწყო და, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაზე მეტად ხანძთის იდენტიფიკაციის დროს დაიბნა. ალბათ ამის მიზეზი ის გახდა, რომ სხვა მონასტრების სახელებისგან განსხვავებით ხანძთის ტოპონიმი უკვე დაკარგული იყო.
ხანძთად კარჩხალას ხეობაში მდებარე ნუკას საყდარი მიიჩნია, ფორთის სამონასტრო კომპლექსი კი შატბერდად, მაგრამ მაინც ალღო სხვას კარნახობდა და გულწრფელად წერდა კიდეც შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურებში: "სად არის შატბერდი? მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლი იწოდებოდა ხანძთელად, რომ ხანძთა მისი პირმშოა, შატბერდი ჩემს წარმოდგენაში რატომღაც უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული გრიგოლთან.
ის, როგორც მე მეჩვენება, უფრო მეტად ელოლიავებოდა შატბერდის მონასტერს, ვიდრე ხანძთას... მე სიამოვნებით ვაბიჯებდი მონასტრის კარის ზღურბლს, სულიერად ამაღლებული და ცრემლებამდე შეძრული იმ აზრით, რომ შევდიოდი ძველ განმანათლებელთა ინტიმურ კუთხეში".
"დოლისყანის ტაძარზე ტუალეტს ვეღარ მიაშენებენ. თურქეთის მხარეც აღიარებს, რომ დოლისყანა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია"
"შეიძლება ითქვას, რომ თითქმის თანამედროვე საქართველოს ტოლი ტერიტორია არის იქით, დღევანდელ თურქეთში"
/მეუფე ანანია (ჯაფარიძე)/
"ბანაში ხდებოდა "ქართველთა მეფეების" კურთხევა. იყო ასეთი დრო... როგორი ძლიერი სახელმწიფო გვქონდა იქ! იქ რა ეკლესიებიც ვნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი აქეთ, დღევანდელ საქართველოში არც კი გვაქვს"
"1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით საქართველოს ჩამოაჭრეს ისტორიული ტაო-კლარჯეთის, შავშეთის და ნაწილობრივ აჭარის მიწები"
"სამწუხაროდ, ბევრი ეკლესია-მონასტრები დაზიანებულია ოქროს მაძიებლების მიერ. ამჟამად თურქეთის მთავრობა მათ დევნის, მაგრამ მათ უკვე მოასწრეს ბევრი ტაძრის დანგრევა. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ტაძრების ტერიტორიაზე დიდძალი ოქრო და ძვირფასეულობა უნდა იყოს დაფლული. ცხადია, იქ არაფერია და ეს მაძიებლები ოქროს ძებნისას ტაძრების ნაშთებს საბოლოოდ ანადგურებენ"
"უნდა ითქვას, რომ ტაო-კლარჯეთში სწორედ ის ტაძრებია კარგად შემორჩენილი, რომლებსაც მეჩეთებად იყენებდნენ"
"თურქეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს საქართველოს უძველესი ქართული ტერიტორიები"
/ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი/
"მახსოვს, როგორი ბედნიერება იყო ბატონი გრივერისთვის [ფარულავა] ტაო-კლარჯეთის მონახულება. როდესაც ამ თემაზე საუბრობდა, თითქოს იმ წმინდა ადგილების არაამქვეყნიური რუდუნებით აღსავსე სიჩუმე ედგა ყურებში და ამ იდუმალი სიჩუმის წინაშე კრძალვას ჩვენც განგვაცდევინებდა".
"კლარჯეთთან ერთად, ტაოში მიეცა დასაბამი ბაგრატიონებს სამეფო დინასტიას"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 192/
"სოფელი ჭიმჭიმი ტაოში, ჭოროხის ხეობაში იყო. დღეს ამ სოფელში ხუთი მოხუცებულიღა ლაპარაკობს ქართულად. ერთი საუკუნის წინ, როცა ე. თაყაიშვილმა ტაო-კლარჯერთში იმოგზაურა, ამ სოფლის ყველა მკვიდრი ქართულად ლაპარაკობდა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 303/
"ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება"
"2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღადგინა და თავის იურისდიქციაში ნომინალურად გამოაცხადა ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქია; ზემოჩამოთვლილი წმინდანების სახით კი მოხდა ტაო-კლარჯერთში მოღვაწე, "დიდი სულიერებით, სასწაულთქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით" გამორჩეულ ღირს მამათა და დედათა კანონიზაცია"
"მემატიანე ამბობს, რომ საქართველო ტაო-კლარჯეთიდან იწყებოდა"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"ერთმა გერმანელმა მეცნიერმა ბრძანა: "მსოფლიოში ორი ტაძარია - ერთი აია სოფია და მეორე - ბანაო!"
"პოეტი წერდა: "უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად". ჩვენც, ვიტოვებთ იმედს, რომ ღმერთისა და ერის ნებით საქართველოსაც დაუდგება ხსნის დღე, აღდგება საქართველოს დიდებაც და მასთან განუყრელად დაკავშირებული ტაო-კლარჯეთიც".
"მხოლოდ აქ, ამ მიწაზე - მიუდგომელი კლდოვანი ქარაფების და ღრუბლების საუფლოში შეიძლება მეფეს ნამდვილად ერქვას მეფე და მხოლოდ აქ აღმოცენებულ ქვეყანას შეიძლება ნამდვილად ეწოდოს ქვეყანა!"
"საქართველოს წარსული ისეა შეჭუჭყული ხელოვნური გვირაბების ტყვეობაში, რომ ქართველს აქ ჩამოსვლა აღარ მოუნდეს. ხოლო, თუ ოდესმე, მომავალში, ერთი საუკუნის შემდეგ ჩამოვა, უთხრან: - აქ რას დაეძებ, თუ შენმა წინაპარმა 1000 წლის წინ ტაძრები და სამლოცველოები დაგიტოვეს, ჩემმა წინაპრებმა ეს ხელოვნური გვირაბები და წყალსატევები ასი წლის წინ შექმნეს და განა რომელია უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნის დღეკეთილდღეობისთვის - მკვდარი კედლები თუ ცოცხალი ძალა და ენერგია: ამიტომ, შენ აქ უკვე არაფერი გესაქმება!"
"რა დაგვიბრუნებს ტაოკლარჯეთს, აფხაზეთს, სამაჩაბლოს? ვერანაირი პოლიტიკა ვერ გვიშველის, ვერც კვნესა და ვიშვიში, ვერც პოლიტიკური შეძახილები. მხოლოდ მტკიცე სარწმუნოება გვიშველის და ერთობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. "არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience