თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ მონასტერი

პოსტის ავტორი: vangogi თარიღი: Apr 29 2008, 11:18 AM

გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას
მე ვარ ერთი ადამიანი, რომელიც თავს ზალიან ცუდათ ვგრძნობ, ვეღარ ვცოვრობ ისე, როგორც უწინ. ეკლესიური ცხოვრებით არასოდეს ვცხოვრობდი, მოძღვარიც არ მყავს, მინდა რომ პარასკევს ავიდე რომელიმე მონასტერში და საბათ კვირას (ჯერ-ჯერობით) იქ დავრჩე. ეს არსი შესაძლებელი???? დამტოვებენ. ვარ 30 წლის გოგო. გთხოვთ უპასუხოდ ნუ დატოვებთ ამ თხოვნას და იქნებ კონკრეტულად მირციოთ სად წავიდე და ვის ველაპარაკო

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Apr 29 2008, 01:20 PM

vangogi
ხალხში ნათქვამია:სული ტკბილიაო.
ჰოდა კარგია როცა ადამიანს სულის მიხედვის სურვილი უჩნდება.
როგორც იტყვიან მეტი რა შეგვრჩება.
მე გირჩევდი, და ეს არაა აბსოლუტური რჩევა, არამედ გული რასაც გეტყვის ისე ქენი, აქ იარო, როგორმე ააწყო ლოცვებზე სიარული.
თავიდან ცოტ ცოტა და ნელ ნელა შეეჩვიო და რამეები ისწავლო.
მერე მონასტერსიც შეიძლება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2008, 01:49 PM

ციტატა(vangogi @ Apr 29 2008, 11:18 AM) *

გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას
მე ვარ ერთი ადამიანი, რომელიც თავს ზალიან ცუდათ ვგრძნობ, ვეღარ ვცოვრობ ისე, როგორც უწინ. ეკლესიური ცხოვრებით არასოდეს ვცხოვრობდი, მოძღვარიც არ მყავს, მინდა რომ პარასკევს ავიდე რომელიმე მონასტერში და საბათ კვირას (ჯერ-ჯერობით) იქ დავრჩე. ეს არსი შესაძლებელი???? დამტოვებენ. ვარ 30 წლის გოგო. გთხოვთ უპასუხოდ ნუ დატოვებთ ამ თხოვნას და იქნებ კონკრეტულად მირციოთ სად წავიდე და ვის ველაპარაკო


ქრისტე აღსდგა!

რაკი ფორუმელებისგან ითხოვ რჩევას, მეც ჩემსას მოგაწვდი.

ჩემო კარგო, რაკი ცუდად გრძნობ თავს და მონასტერში გინდა წასვლა რამდენიმე დღით, ჯობია რომ შენს სახლთან ახლოს მდებარე ტაძარში მიხვიდე და რომელიმე მოძღვარს დაელაპარაკო, რაკი მოძღვარი არ გყავს. მას ჰკითხე რჩევა. აუცილებლად დაგაკვალიანებს და გირჩევს იმას, რაც ამ ეტაპზე ოპტიმალური იქნება შენთვის.

ხომ შეიძლება ეს იყოს დასაწყისი შენი ეკლესიური ცხოვრებისა smile.gif

პოსტის ავტორი: vangogi თარიღი: Apr 29 2008, 02:26 PM

marine
მადლობა მარინე.
ჭეშმარიტად!
სწორედ ამას ვკითხულობდი, იქნებ მირჩიოთ, ვისთან მივიდე და როგორ დავიწყო? ცოტა მრცხვენია და მეშინია, არ ვიცი როგორ გავაკეთო. მივალ ეკლესიაში და მაამოს ვეტყვი რომ მინდა რომ ჩემი მოძღვარი იყოს თუ როგორ?
ბოდიში უმეცრებისათვის, არ ვიცი და დამეხმარეთ გემუდარებით

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Apr 29 2008, 02:30 PM

vangogi
ძალიან კარგია ასეთი მონდომებული რომ ხარ mpua.gif mpua.gif
უფალმა გაგაძლიეროს... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2008, 02:55 PM

ციტატა(vangogi @ Apr 29 2008, 02:26 PM) *

marine
მადლობა მარინე.
ჭეშმარიტად!
სწორედ ამას ვკითხულობდი, იქნებ მირჩიოთ, ვისთან მივიდე და როგორ დავიწყო? ცოტა მრცხვენია და მეშინია, არ ვიცი როგორ გავაკეთო. მივალ ეკლესიაში და მაამოს ვეტყვი რომ მინდა რომ ჩემი მოძღვარი იყოს თუ როგორ?
ბოდიში უმეცრებისათვის, არ ვიცი და დამეხმარეთ გემუდარებით


რას ამბობ, სასირცხვილო არაფერია smile.gif პირიქით, ღმერთმა გაგაძლიეროს რომ გინდა მისი გზით იარო 2kiss.gif

ნუ მოგერიდება. ყველა მოძღვარს უხარია, როცა დახმარებისთვის ადამიანი მიმართავს. ამიტომ მიდი უახლოეს ტაძარში და ნახე მამაო. ჯერ გაესაუბრე. თუ იგრძენი რომ ეს ის ადამიანია, ვისაც შეგიძლია ყველაფერში გაენდო, მერე გადაწყვიტე რომ მოძღვრად აიყვანო smile.gif

vangogi

რომელ უბანში ცხოვრობ? smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Apr 29 2008, 02:58 PM

ციტატა
სწორედ ამას ვკითხულობდი, იქნებ მირჩიოთ, ვისთან მივიდე და როგორ დავიწყო? ცოტა მრცხვენია და მეშინია, არ ვიცი როგორ გავაკეთო. მივალ ეკლესიაში და მაამოს ვეტყვი რომ მინდა რომ ჩემი მოძღვარი იყოს თუ როგორ?

ქრისტე აღდგა smile.gif

გაიხარე, რა არის ამაში სასირცხვილო? მოძღვართან მიდი და უთხარი, რომ გსურს იგი შენი მოძღვარი იყოს... უთხარი რომ ეკლესიური ცხოვრების დაწყება გსურს და არ იცი. და ის ყველაფერს აგიხსნის... მოძღვარი იმის არის რომ უნდა დაგმოძღვროს... აბა როგორ გინდა თავიდან არავინ არაფერი არ იცის, შემდეგ ნელ ნელა, ნაბიჯ ნაბიჯ გაეცნობი ყველაფერს... ღმერთმა გაგახაროს... smile.gif

პოსტის ავტორი: vangogi თარიღი: Apr 29 2008, 03:10 PM

მადლობა
იმედია მიშველის უფალი, რადგან ერთხელ უკვე მიშველა ისეთ დიდ განსაცდელში, რომ მიღუპებოდი მისი შეწევნა რომ არა, გადამარჩინა. მაგრამ, მე ცოდვილმა არ დავიწყე მაინც ეკლესიური ცხოვრება და მადლობთ უფალოს ძახილით შემოვიფარგლე. ახლა კი სულიერი ტკივილის ჟამს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მინდა არა მარტო იმიტომ, რომ მიშველოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, არამედ იმიტომაც, რომ დაინახოს ღმერთმა, რომ უზომოდ მადლობელი მისი ჩემი გადარჩენისათვის, რაც დედაჩემის და ჩემი შვილის გადარჩენას ნიშნავს ასევე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2008, 03:17 PM

ციტატა(vangogi @ Apr 29 2008, 03:10 PM) *

მადლობა
იმედია მიშველის უფალი, რადგან ერთხელ უკვე მიშველა ისეთ დიდ განსაცდელში, რომ მიღუპებოდი მისი შეწევნა რომ არა, გადამარჩინა. მაგრამ, მე ცოდვილმა არ დავიწყე მაინც ეკლესიური ცხოვრება და მადლობთ უფალოს ძახილით შემოვიფარგლე. ახლა კი სულიერი ტკივილის ჟამს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მინდა არა მარტო იმიტომ, რომ მიშველოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, არამედ იმიტომაც, რომ დაინახოს ღმერთმა, რომ უზომოდ მადლობელი მისი ჩემი გადარჩენისათვის, რაც დედაჩემის და ჩემი შვილის გადარჩენას ნიშნავს ასევე.


აღარაფერზე იჯავრო 2kiss.gif უფალი სურვილსაც იწირავს და აუცილებლად შეგეწევა smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 29 2008, 03:43 PM

vangogi
ძალიან გამახარა შენმა მონდომებამ smile.gif
არ დაიხიო უკან და აუცილებლად მიდი მამაოსთან...
უფალმა გაგაძლიეროს
a025.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Apr 29 2008, 07:43 PM

vangogi
მე 1 ს დავამატებდი.
როცა ეკლესიაში მიდიხარ, ზოგადად, იქ ვინმე პიროვნებას, მოძღვარს ნუ დაეძებ.
მიდი ღმერთთან.
სუფთა გულით, გახსნილი გულით მიდი ღმერთთან.
სთხოვე რაც გინდა, ილოცე.
აჩვენე შენი სინანული.
და ღმერთი გამოგიჩენს ადამიანს, ვინც შენ დაგეხმარება.
მოძღვარს და წინამძროლს, ვინც სწორ გზას გაჩვენებს.
თავიდან ადამიანთან ნუ მიხვალ, ღმერთთამ მიდი და ის დაავალებს ადამიანს შენს დახმარებას.
ამისთვის მადლობა შესწირე მას.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)