თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ძველი, არამოქმედი და მივიწყებული ტაძრები

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 06:13 PM

აქ დავდოთ ისეთი ტაძრების ფოტოები, რომლებიც არამოქმედია, ძნელადმისადგომ ადგილებშია და არ არის ცნობილი ხალხისთვის...


IPB-ს სურათი

ამ თემას გავხსნი ტაძრით, რომელიც ჩემს სოფელშია....

ეს ტაძრის აღმოსავლეთ მხარეა...

ბაზილიკა სავარაუდოდ XI საუკუნისაა, დარბაზი XIX საუკუნის.......

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 06:33 PM

IPB-ს სურათი

ეს დასავლეთი მხარეა და , როგორც ვთქვი, XIX საუკუნისაა

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 31 2006, 06:40 PM

შესანიშნავი თემაა wink.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 07:13 PM

IPB-ს სურათი

ტაძრის სამხრეთ კარრიბჭის თავზეა ეს

IPB-ს სურათი

კანკელი

IPB-ს სურათი

ტაძრის ფრესკები მოხატულია XV საუკუნეში, ხატმწერ გიორგი ჯოხტაბერიძის მიერ...

მე ძალიან მომწონს ხალხური ხატწერააsmile.gif

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს საკურთხევლი კონქშია...

დეისუსის ფრაგმენტია..

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ესენი მღვდელმთავრები არიან, ზუსტად რომელი, არ ვიციsad.gif

IPB-ს სურათი

მარკოზ თრაკიელი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 31 2006, 07:15 PM

სალო აი ეს მესმიის smile.gif შესანიშნავი ტემაა, მოდიტ ვისაც რა გვაქვს დავდოთ მსახურებას არ ვატარებთ და გავიხსენოთ მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 07:33 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

სვიმონ მესვეტე

IPB-ს სურათი

დავით აღმაშენებელი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Aug 31 2006, 08:36 PM

ძალიან კარგი თემააsmile.gif შემოვივლიდი ყველა არამოქმედ ეკელსიას და მერე ამ თემას დავტვირთავდი tongue.gif უამრავი ფოტოთtongue.gif
იცით რა მაინტერესებს ვინმეს გეცოდიებათ 3 წლის წინ ვიყავი წუგრუგაშენში მაშინ ჯერ კიდე არამოქმედი იყო smile.gif მე მგონი ეხლა უკვე მოქმედია არ მახსოვს რომელიღაც ფორუმელი წერდა წუგრუგაშენზე smile.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 08:40 PM

liliana

ეგ ტაძარი მართლაც ძალიან მაგარიაsmile.gif
რაც შეეხება, მოქმედია თუ არა, არ ვიცი, სამწუხაროდsmile.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Aug 31 2006, 09:35 PM

salome
უი არ ვიცი სამწუხაროდ რომელ ეპარქიაში შედისsad.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 09:37 PM

აბა, ბავშვებო, რომელ ეპარქიაში შედის წუღრუღაშენი??

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 31 2006, 10:56 PM

QUOTE(salome @ Aug 31 2006, 09:37 PM) *

აბა, ბავშვებო, რომელ ეპარქიაში შედის წუღრუღაშენი??

ბოლნისის, მამათა მონასტერია

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 11:36 PM

ციტატა(მარიამი @ Aug 31 2006, 06:56 PM) *

ბოლნისის, მამათა მონასტერია




დიდი მადლობა, მარიამ!!!

ორივე კითხვას გაეცი პასუხიsmile.gif

თუ მამათა მონასტერია, მოქმედია მაშინ...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 31 2006, 11:40 PM

QUOTE(salome @ Aug 31 2006, 11:36 PM) *

დიდი მადლობა, მარიამ!!!

ორივე კითხვას გაეცი პასუხიsmile.gif

თუ მამათა მონასტერია, მოქმედია მაშინ...


წიგნში ვნახე - "საქართველოს მონასტრები", მაგრამ სხვებს მონაზვნების და მორჩილების რაოდენობა უწერია და ამას - არა. ამიტომ შეიძლება მოქმედი არც იყოს... არ ვიცი...

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Aug 31 2006, 11:41 PM

ციტატა(მარიამი @ Aug 31 2006, 07:40 PM) *

წიგნში ვნახე - "საქართველოს მონასტრები", მაგრამ სხვებს მონაზვნების და მორჩილების რაოდენობა უწერია და ამას - არა. ამიტომ შეიძლება მოქმედი არც იყოს... არ ვიცი...



ხოომ, ეგ წიგნი მეც მაქვს და ზოგი შეცდომით წერია smile.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 1 2006, 08:05 AM

თემაში მამა მიქაელი (დვალიშვილი) ნინაკა წერს რო მამა მიქაელის დამსახურება წუგრუგაშენის აღდგენა_რესტავრაცია smile.gif ანუ მე მგონი უკვე მომქმედია smile.gif

პოსტის ავტორი: mari თარიღი: Sep 1 2006, 11:10 AM

აი წუღრუღაშენი smile.gif თხელი და მაღალია, თურმე ეს სიტყვა ნიშნავს -- "კიბე ზეცისკენ"


http://e.foto.radikal.ru/0609/5776f2b4125c.jpg

ვაი, არ დაიდო, კიდევ ვცდი

http://foto.radikal.ru/f.aspx?e06095776f2b4125cjpg

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 2 2006, 11:42 PM

wuRruraSeni..

XIII saukuneSia agebuli..
mdebareobs bolnisis sionidan
oriode kilometrze..
taZris warwerebSi moxseniebulni
arian mefe giorgi da eklesiis
mSenebeli, hasan arsenis Ze.
savaraudod girgi mefe
laSa-giorgia da agebulia
1213-1222 wlebSi

taZari gumbaTovania. waagavs
beTanias, qvaTaxevsa da fitareTs..
magram ufro pataraa da
gumbaTis yeli--aziduli...
CrdiloeTiT eklesias aqvs mogviano
xanis minaSeni--sagvareulo
saZvale-ekuderi..
taZari uxvadaa Semkuli CuqurTmebiT...[/font]

პოსტის ავტორი: niniko_nini თარიღი: Sep 4 2006, 01:17 AM

წუღრუღაშენში 3 წლის წინ ვიყავი.. მგონი მოქმედია.. რადგან მაშინ ტაძარს მგონი მოძღვარი ჰყავდა.. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ერთ-ერთმა მოძღვარმა გვითხრა : თუ რწმენით ამ ტაძრის გუმბათის ქვეშ დადგები და გუმბათს ქვევიდან ახედავო. ისეთი შეგრძნება გექნება თითქოს ზევით გუმბათისკენ ადიხარო..საოცარ სიმსუბუქეს განიცდი და აფრენის მაგვარი შეგრძნება გეუფლებაო.. ( მე სამწუხაროდ ვერ შევძელი) ტაძარი მგონი წმ. გიორგის სახელობისაა და ლაშა გიორგის მიერაა აშენებულიsmile.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Sep 4 2006, 08:02 AM

მეც საოცარად დამამახსოვრდა წუღრუღაშენი ულამაზესი გუმბათი აქვს smile.gifმახსოვს ეკლესიამდე მისასველი გზა ფეხით გავიარეთ ბოლნისის სიონიდან მსურველები ძლივს შევკრიბე და გაუყევით ერთი შეხედვიტ გრძელ და ალბათ ზოგისთვის "დამღლელ" გზას რო ავედით მისულების 97 პროცენტი იმედ გაცურებული დარჩა ამისთვის ამოგვიყენეთო laugh.gif მე ცოტა შემრცხვა იმიტომ რომ ინციატორი მე მე ვიყავი tongue.gif 1 საათით მოვწყვიტე ძვირფასი თანამგზავრები მდელოზე გაშლილი სუფრის მადისაღმძვრელ ხედს biggrin.gif წუღრუღაშენი კი დაიწუნეს smile.gif ჯობდა ეჭამათ და ისე ავსულიყავით biggrin.gif ჩემზეა არშემდგარი შთაბეჭდილებები unsure.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 4 2006, 10:21 AM

ციტატა(liliana @ Sep 4 2006, 04:02 AM) *

მეც საოცარად დამამახსოვრდა წუღრუღაშენი ულამაზესი გუმბათი აქვს smile.gifმახსოვს ეკლესიამდე მისასველი გზა ფეხით გავიარეთ ბოლნისის სიონიდან მსურველები ძლივს შევკრიბე და გაუყევით ერთი შეხედვიტ გრძელ და ალბათ ზოგისთვის "დამღლელ" გზას რო ავედით მისულების 97 პროცენტი იმედ გაცურებული დარჩა ამისთვის ამოგვიყენეთო laugh.gif მე ცოტა შემრცხვა იმიტომ რომ ინციატორი მე მე ვიყავი tongue.gif 1 საათით მოვწყვიტე ძვირფასი თანამგზავრები მდელოზე გაშლილი სუფრის მადისაღმძვრელ ხედს biggrin.gif წუღრუღაშენი კი დაიწუნეს smile.gif ჯობდა ეჭამათ და ისე ავსულიყავით biggrin.gif ჩემზეა არშემდგარი შთაბეჭდილებები unsure.gif biggrin.gif



ძალიან საწუხაროა ეგრე რომ ფიქრობენsad.gif

პოსტის ავტორი: mari თარიღი: Sep 4 2006, 10:37 AM

სალომე რა კარგია რომ პატარა ისტორია დაწერე წუღრუღაშენზე, ეგ იდეა მეც მქონდა და მალე გავაკეთებ რამდენიმე ტაძარზე.

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 4 2006, 10:42 AM

ლილიანას პოსტი რომ წავიკითხე, გამახსენდა, თუ რა განცდა მქონდა, როდესაც ხანძთა ვნახე....

ჯერ ,,მარშუტკით" მივდიოდით დაკიდებულ გზებზე ტყეში...
ორი კილომეტრი კი ფეხით უნდა გვეარა...
გიდმა მოგვატყუა, 10 კილომეტრიაო და ჩვენც უიმედოდ მივდიოდით...
წანტად მივუყვებოდით გზას...
მალე წინ დიდი აღმართი გამოჩნდა, როდესაც ავიარეთ წინ დავინახეთ მწვანეში ჩაფლული ხანძთა...
ამის შემდეგ ვერავინ ვერაფერს ვამბობდით...
ტაძარი ასე ჩუმად მოვილოცეთ, საოცარი იყო...

რომ ვბრუნდებოდით ცაზე ცისარტყელა გამოისახაsmile.gif

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 12 2006, 04:09 PM

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ტაძარი (თავკვეთულა)
ახალციხის ეპარქიის მამები და მორჩილები, ფოტო გადაღებულია 11.09.06.

IPB-ს სურათი

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ტაძარი (თავკვეთულა)
ახალციხის ეპარქიის მამები და მორჩილები, ფოტო გადაღებულია 11.09.06.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 12 2006, 07:00 PM

ციტატა(salome @ Aug 31 2006, 02:13 PM) *

აქ დავდოთ ისეთი ტაძრების ფოტოები, რომლებიც არამოქმედია, ძნელადმისადგომ ადგილებშია და არ არის ცნობილი ხალხისთვის...
IPB-ს სურათი

ამ თემას გავხსნი ტაძრით, რომელიც ჩემს სოფელშია....

ეს ტაძრის აღმოსავლეთ მხარეა...

ბაზილიკა სავარაუდოდ XI საუკუნისაა( ამ ტაძრის ისტორიით ახლა დავინტერესდი და თარიღი შეიძლება სწორი არ იყოს)მიდგმული დარბაზი XIX საუკუნის



მოკლედ იმდენი ვპოსტე, ესტაძარი არამოქმედიათქო, მგონი ღმერთმა შეისმინა და 21 სექტემბერს, მარიამობას იხსნება, სოფელში ტარდება საყოველთაო ჯვრისწერები, ნათლობები ....

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Sep 24 2006, 11:36 PM

IPB-ს სურათი

როგორც იცით, მე ვიყავი ამტაძრის გახსნაზე....
წინა სურათებში ხომ გახსოვთ, როგორი იყო ტაძარი, არც კანკელი ჰქონდა და არც ლიტურგიისთვის საჭირო ნივთები...ახლა კი...

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს ჩემი დეიდაშვილია wub.gif

IPB-ს სურათი

ტაძრისაკენ ჰერი, ჰერიbiggrin.gif

IPB-ს სურათი

ეს ხატი მე მოვრთე, რავი მეტი ყვავილები არა მქონდა unsure.gif

IPB-ს სურათი

ეს მოხუცები უვლიდნენ და წმენდნენ ტაძარს აქამდე, გახსნის დღეს კი ჯვარი დაიწერეს, ძალიან, ძალიან საყვარლები არიან wub.gif

IPB-ს სურათი

ამ კაცს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ტაძრის ამოქმედებაში...და ამ დღეს მანაც დაიწერა ჯვარი wub.gif

გვირგვინები ხომ მოგწონთ??smile.gif

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Sep 25 2006, 02:05 AM

salome

ძალიან კარგი ფოტოებია, გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 4 2006, 04:44 PM

აი ეს კიდევ ერთი არა მოქმედი ეკლესია რომელიც მდებარეობს ვარძიის მაღლა ზღვის დონიდან 1800 მეტრზე და ეწოდება ზედა თმოგვი. და სურათი როგორ დავდო

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 4 2006, 05:01 PM

http://up.aqache.com/?act=download&fid=

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 5 2006, 10:30 AM

http://dade.ge/?code=11600447842GSL2BC9KR აბა ეს ნახეთ

პოსტის ავტორი: natalia თარიღი: Oct 5 2006, 04:52 PM

ეს აკეთის მაცხოვრის მონასტერი და წმინდა გიორგის მონასტრბია გურიაში ლანჩხუთის რაიონში
რამდენიმეჯერ ცადეს მაცხოვრის მონასტრის აღდგენა მაგრამ ყოველთვის უბედური შემტხვევები ხდებოდა ხოლმე, ასე რომ ჯერ ჯერობით არც ერთ ტაძარში არ ტარდება მსახურება
http://dade.ge/?code=11600668175DU5CTADRN
http://dade.ge/?code=1160066918TZMDOTPW5

მაცხოვრის ტაძარი
http://dade.ge/?code=1160067501YV6AOAT347

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 5 2006, 04:56 PM

QUOTE(natalia @ Oct 5 2006, 04:52 PM) *

ეს აკეთის მაცხოვრის მონასტერი და წმინდა გიორგის მონასტრბია გურიაში ლანჩხუთის რაიონში
რამდენიმეჯერ ცადეს მაცხოვრის მონასტრის აღდგენა მაგრამ ყოველთვის უბედური შემტხვევები ხდებოდა ხოლმე, ასე რომ ჯერ ჯერობით არც ერთ ტაძარში არ ტარდება მსახურება
http://dade.ge/?code=11600668175DU5CTADRN
http://dade.ge/?code=1160066918TZMDOTPW5

მაცხოვრის ტაძარი
http://dade.ge/?code=1160067501YV6AOAT347

პირველი ლინკი მუშაობს და დანარჩენები ჩემთან არ იხსნება sad.gif
ძალიან ლამაზი ტაძარი ყოფილა... იქნებ სხვა ლინკებსაც უშველოთ რამე... ძალიან მაინტერესებს

პოსტის ავტორი: natalia თარიღი: Oct 5 2006, 08:44 PM

ციტატა
პირველი ლინკი მუშაობს და დანარჩენები ჩემთან არ იხსნება
ძალიან ლამაზი ტაძარი ყოფილა... იქნებ სხვა ლინკებსაც უშველოთ რამე... ძალიან მაინტერესებს

აბა აქედან ცადე:http://dade.ge/?code=1160081040D08WK9MVQD
http://dade.ge/?code=1160081228SVEF5QITCI
Tu kide ar gaixsna mere sxvanrad vcdi rolleyes.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Oct 5 2006, 10:55 PM

ნატალია სად არის ეს ტაძარი? rolleyes.gif
რომელი საუკუნის ძეგლია ხო არ იცი ?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 5 2006, 11:30 PM

ალავერდის ეკლესია მირზაანში.
სამწუხაროდ არაა მოქმედი. საჭიროებს რესტავრაციასაც. არადა რა ლამაზი ეკლესიაა sad.gif
http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: natalia თარიღი: Oct 6 2006, 04:35 PM

ციტატა
ნატალია სად არის ეს ტაძარი?
რომელი საუკუნის ძეგლია ხო არ იცი ?

ტაძარი გურიაშია ლანჩხუთის რაიონი სოფ.აკეთი რომელი საუკუნისაა არ ვიცი ვისაც ვკითხე არავინ არ იცოდა sad.gif

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Oct 10 2006, 10:14 PM

ეს ეკლესია მიახლოებით 8-9 საუკუნეებით თარიღდება მაგრამ გვიანაა მოხატული მიახლოებით 12-13 საუკუნეებში და წარმოადგენს დიდ სამონასტრო კომპლექსს, და ყველაზე მთავარი შიგნიტ არის მოხატული და არის თამარის ფრესკა ანუ რიგით 7 აქამდე არ იყო ცნობილი, შიგნით ასევე არის სადზვალე რომელიც გაურკვეველი მიზნით იყო ამოთხრილი. არის ასჰენებული უზარმაზარი ქვებით, და მესამე ოთახში არის ქვევრები 2 გატეხილი და 1 მთელი, აბა თქვენ თუ იცით რაიმე საინტერესო.[size=2]

აი ეკლესიაც ჯერჯერობით 1 სურათი მაქ smile.gif

ვაახ სურათი ვერ მივამაგრე

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Oct 10 2006, 11:16 PM

ციტატა(AnDaIn @ Oct 10 2006, 10:14 PM) *

ეს ეკლესია მიახლოებით 8-9 საუკუნეებით თარიღდება მაგრამ გვიანაა მოხატული მიახლოებით 12-13 საუკუნეებში და წარმოადგენს დიდ სამონასტრო კომპლექსს, და ყველაზე მთავარი შიგნიტ არის მოხატული და არის თამარის ფრესკა ანუ რიგით 7 აქამდე არ იყო ცნობილი, შიგნით ასევე არის სადზვალე რომელიც გაურკვეველი მიზნით იყო ამოთხრილი. არის ასჰენებული უზარმაზარი ქვებით, და მესამე ოთახში არის ქვევრები 2 გატეხილი და 1 მთელი, აბა თქვენ თუ იცით რაიმე საინტერესო.[size=2]

აი ეკლესიაც ჯერჯერობით 1 სურათი მაქ smile.gif

ვაახ სურათი ვერ მივამაგრე

http://image.700up.com/ ატვირთე და მერე ფორუმზე ჩასასმელი კოდს კოპი პაისტი გაუკეთე
სად არის ტერიტორიულად ეს ტაძარი ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Oct 11 2006, 12:25 AM

http://img282.imageshack.us/my.php?image=f1050004ih1.jpg

ხო ეს ტაძარი არის სოფელი ჭარტლის გაღმა მხარეს ანუ არაგვს გაღმა მტის წვერზე არცისე შორს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 11 2006, 12:31 AM

QUOTE(AnDaIn @ Oct 11 2006, 12:25 AM) *

http://img282.imageshack.us/my.php?image=f1050004ih1.jpg

ხო ეს ტაძარი არის სოფელი ჭარტლის გაღმა მხარეს ანუ არაგვს გაღმა მტის წვერზე არცისე შორს

რამდენი ხანია ამ ტაძრის შიდა ხედების ფოტოებს ვეძებ... თამარის ფრესკა განსაკუთრებით მაინტერესებს და კიდევ ისტორიული ცნობები...

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Oct 11 2006, 08:29 AM

ციტატა(AnDaIn @ Oct 11 2006, 12:25 AM) *

http://img282.imageshack.us/my.php?image=f1050004ih1.jpg

ხო ეს ტაძარი არის სოფელი ჭარტლის გაღმა მხარეს ანუ არაგვს გაღმა მტის წვერზე არცისე შორს

სოფელი ჭარტლი სად არის ? unsure.gif რომელ მხარეში ?

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 11 2006, 09:38 AM

ციტატა(AnDaIn @ Oct 10 2006, 08:25 PM) *

http://img282.imageshack.us/my.php?image=f1050004ih1.jpg

ხო ეს ტაძარი არის სოფელი ჭარტლის გაღმა მხარეს ანუ არაგვს გაღმა მტის წვერზე არცისე შორს



რა საცოდავადაა ტაძარი sad.gif



იქ იყავი??
თუ საიდან ეს ფოტო?

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Oct 11 2006, 01:00 PM

ხო ვიყავი მთიულეთშია ეკლესია. არცისე საცოდავადაა ჯერ კიდევ მაგრად დგას მარა წმ.გიორგის ფრესკა ჩამონგრევაზეა. ეხლა ვაპირებ ძეგლთა დაცვაში მისვლას მარა არ ვიცი სურათები სად ვიშოვო და იქ წასვლას ვერ ვახერხებ ჯერ ჯერობით ტუ გინდათ ექსკურსიაზე იქ წავიდეთ

ანანურისკენ რა

პოსტის ავტორი: qazqaz თარიღი: Oct 15 2006, 03:07 PM

თუ სადმე კაი ადგილას მიდიხართ მეც წამიყვანეთ.tongue.gif

http://up.aqache.com/?act=download&fid=8QrQ4v8I
აეს აის მივიწყებული მაგარი ეკესიაა

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 9 2006, 12:33 AM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
ეს ბაზილიკა სავარაუდოდ არის X საუკუნის, ვისი სახელობისაა, არ ვიციsad.gif არის სოფელ საღამოში(ჯავახეთში)




IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 9 2006, 01:01 AM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს დარბაზული ბაზილიკა ყველაზე უკეთაა შემორჩენილი, კარები აქვს და იცავს....
ჩრდილოეთ კედელზე შვიდი შავი ქვაა ჩაყოლებული...ამბობენ, რომ 7 ძმის აგებულიაო...

IPB-ს სურათი

ძალიან მომწონს ეს wub.gif
ტაძრის სამხრეთი შესასვლელი...

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 9 2006, 01:13 AM

IPB-ს სურათი

23 ოქტომბერს ჩატარდა წირვა, ვინ იცის რამდენი საუკუნე არ ჩატარებულა...

IPB-ს სურათი

აი, რამდენი ადამიანი ესწრებოდა წირვას...+ მე biggrin.gif

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 9 2006, 01:27 AM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 9 2006, 02:28 AM

IPB-ს სურათი

აი, ამ პაწაწა ზარმა რამოდენა სომეხი შეჰყარა biggrin.gif
IPB-ს სურათი

მამა ლუკამ ჩაატარა წირვა... ძლაიან საყვარელი იყო...ასე თქვა, ჩემი დიდი ხნის ოცნება ავიხდინეო...ისე მართლაც, მგონი, ყველა იქ მყოფისთვის ასე იყო...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Nov 9 2006, 04:37 PM

wub.gif სალომე გაიხარე

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 10 2006, 10:35 PM

toko_dvali
არა შენ ამ ტაძრის ფოტოები არ გექნება smile.gif ეს არის 17 საუკუნის ტაძარი სადაც არის თამარის უცნობი ფრესკა და ბერების საფლავები ამოთხრილია
გარშემო კელიებია და მადლზე გავაკეთე თემა და ნახეთ მერე იქაც იგიცე სახელი ქვია თემას

პოსტის ავტორი: kavkasieli თარიღი: Dec 13 2006, 08:40 PM

მართლა დასანანია რომ ასეთი ტაძრები არსებობს და მოუვლელია.

ილემში ამხელა ტაძარი თუ იკო არ ვიცოდი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 13 2006, 08:44 PM

ნუ მე რომ დავწერე იმ თაძარში მართლაც უპატრონოდაა ბერების ძვლები თანაც შეურაცჰყო ურჯულო ხალხმა

პოსტის ავტორი: PINKY თარიღი: Jan 5 2007, 01:26 AM

toko_dvali..
ქავთარაძე


ძაანმარტივ ია..

შედიჰართ აქ ---> http://www.foto.radikal.ru/

აჯერ Browse... ეძებშესაბამის Fოტოს.. მერრე OK ..

აკსასურველია შაწეროთ მაქსიმუმ 750.. (Fოტო რომძაანდიდყ არგამოვიდეს)

IPB-ს სურათი

მერე [Загрузить]..

დაელოდებით.. დაშემდეგ..

ამასდააკოპირებთ აკ..


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



ესარის..

თუსწორედმაჰსომს კველაზე ძველი..

დგემდე შემორჩენილი სამრეკლო..

შეიძლება სწორედ არმაჰსომს..

მარრა კველაზელამაზი რომაა..

ეგნამდვილადვიცყ..

გუდარეხში..


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 5 2007, 01:53 AM

PINKY

მაგარია, გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: PINKY თარიღი: Jan 5 2007, 03:04 AM

ეს "Fიტარეთი"

5 წლისწინ..

აბსოლიტურად მივიწკებულყ..

IPB-ს სურათი

საშინლად მომწონს მე.......

პოსტის ავტორი: PINKY თარიღი: Jan 5 2007, 03:08 AM

ესკი შარშან..

რესტავრაცია შაუტარეს..

მჰოლოდ სამრეკლოს..

დარავიცყ..

მემომეშვენა.. რომთითკოს დაამაჰინჯეს..

unsure.gif


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 5 2007, 03:12 AM

PINKY
არა რატომ დაამახინჯეს, უბრალოდ აშკარად ეტყობა რომ ახალია, ახალი აშენებულია და ძველ ნაგებობასტან სხვანაირად ჩანს

პოსტის ავტორი: PINKY თარიღი: Jan 5 2007, 03:26 AM

ციტატა(niniko_nini @ Sep 4 2006, 01:17 AM) *

წუღრუღაშენში 3 წლის წინ ვიყავი.. მგონი მოქმედია.. რადგან მაშინ ტაძარს მგონი მოძღვარი ჰყავდა.. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ერთ-ერთმა მოძღვარმა გვითხრა : თუ რწმენით ამ ტაძრის გუმბათის ქვეშ დადგები და გუმბათს ქვევიდან ახედავო. ისეთი შეგრძნება გექნება თითქოს ზევით გუმბათისკენ ადიხარო..საოცარ სიმსუბუქეს განიცდი და აფრენის მაგვარი შეგრძნება გეუფლებაო.. ( მე სამწუხაროდ ვერ შევძელი) ტაძარი მგონი წმ. გიორგის სახელობისაა და ლაშა გიორგის მიერაა აშენებულიsmile.gif

ჰო..

მეცვიკავყ.. ზამთარყ იკო..

დასაშინლად დიდყ ძაგლებყ კავდათ 2 ცალყ..

დაშკარტად მოკმედყ იკო..

თუმცამიმდებარეტერიტორიაზე მემგონყ კართველყ არავინცჰოვრობს..

მარა მერე გზა გავაგრძელეთ..

კედზე გადავედით..

2 დგე ვიარეთ.. და იკ შუა ტკეშყ ვიპოვეთ რაგაც მონასტერყ თავისამრეკლოთყ..

სადავ შიგნით რატომგაც კატის კანდაკება იკო.. (დიდი) არვიცყ რაერკვა.. სადიკო..

იკიდან უკვე გზაც იკო.. და დააჰლოებით 4-5 საათში ჩავედით "ფარხალალოში"

სადაც ქართულყ არავინ იცოდა..

ასერომ ვერაFერი გავიგეთ.. მერე რუკაზეც ვნაჰე... და მაგ მიდამოებში ბლომად ნანგრევები იყო აგნიშნული..

დაკიდე ვაპირებ წასვლას.. მარა ზამთარში აღარ..

: )

იმFირიდან 1-2 Fოტო გადარჩა..

ეს 1..

IPB-ს სურათი

დასჰვებბისდასკანერება ვერმოვაჰერჰე..

პოსტის ავტორი: PINKY თარიღი: Jan 5 2007, 03:38 AM

ციტატა(სალომე @ Nov 9 2006, 01:01 AM) *

IPB-ს სურათი

ეს სადაა ? ? ?

unsure.gif

პოსტის ავტორი: PINKY თარიღი: Jan 5 2007, 04:22 AM

ალექსანდრე

რავიცყ..

მეისეთყ უFრომომწონდა..

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Jan 5 2007, 02:03 PM

მადლობა პინქი ამ ფოტოებისთვის ,თუ რამე იშვიათი კიდე გაქვს ნელ ნელა დაალაგე. wink.gif

პოსტის ავტორი: PINKY თარიღი: Jan 13 2007, 06:00 AM

ციტატა(usgar @ Jan 5 2007, 02:03 PM) *

მადლობა პინქი ამ ფოტოებისთვის ,თუ რამე იშვიათი კიდე გაქვს ნელ ნელა დაალაგე. wink.gif

მემგონყ ესეციშვიათ ია..

unsure.gif

Fუძნარ..

IPB-ს სურათი

კიარადა....

ძველყ დარამოკმედყ ნამდვილადარის..

: )


IPB-ს სურათი

დაკიდევ 1..

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 13 2007, 07:42 PM

ეს ეკლესია ზედაზნის მთაზეა... მეექვსე საუკუნეში იოანე ზედაზნელმა ააშენა, ამჟამინდელი ზედაზნის მონასტრინად დაახლოებით 5 კილომეტრში. დღეს მოვილოცე და მადლობა უფალს ამისთვის...

http://www.images.caucasus.net

წმინდა გიორგის სახელობისაა. ამ ტაძარში დაუკრძალავთ პირველად იოანე ზედაზნელი...

http://www.images.caucasus.net

ამჟამად ზედაზნელი ბერები ასუფთავებენ და უვლიან ამ ტერიტორიას...

http://www.images.caucasus.net

იმედია, მალე დაიწყება ამ მონასტრის რეკონსტრუქცია. დიდი გეგმები აკვთ smile.gif

http://www.images.caucasus.net

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 14 2007, 12:08 AM

wow მაგარია ძაან მართლაც რომ ულამაზესი ადგილია ზედაზენი და გამოვდივარ იდეით რომ ერთხელ ფორუმელები წავიდეთ ზედაზენზე მაგარი იქნება ძაან ხო???

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 14 2007, 12:21 AM

მართლაც ულამაზესია ზედაზენი smile.gif და ძალიან ლამაზი სურათებია

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 14 2007, 12:24 AM

ისე ადრე კი ვაპირებდით smile.gif მაგრამ მანქანით ძნელად მისასვლელი ადგილია ... ისე ფეხით რა მაგარი იქნება smile.gifუფრო დიდი მადლია smile.gif

პოსტის ავტორი: Murzayani თარიღი: Jan 14 2007, 12:38 AM

_MATASI_
ძალიან ლამაზი სურათებია!!! smile.gif დიდი სურვილი მაქვს რომ იქ მოვხვდე smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 14 2007, 12:40 AM

_MATASI_

გაიხარე, ასეთი კარგი სურათებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jan 25 2007, 05:20 PM

საერთოდ, მე მომხრე ვარ ძველი ეკლესიების რესტავრაციისა
ანუ ვგულისხმობ, რომ ახლის აშენებას ძველის გარემონტება ჯობია, Yუნდაც იმიტომ, რომ ახლა ისეთ ლამაზ ეკლესიებს ვეღარ აშენებენ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 26 2007, 07:32 AM

ulvashi

ციტატა
საერთოდ, მე მომხრე ვარ ძველი ეკლესიების რესტავრაციისა
ანუ ვგულისხმობ, რომ ახლის აშენებას ძველის გარემონტება ჯობია, Yუნდაც იმიტომ, რომ ახლა ისეთ ლამაზ ეკლესიებს ვეღარ აშენებენ

ორივეს ვემხრობი, ძველი ტაძრების აღდგენასაც და ახალი ტაძრების მშენებლობასაც smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 26 2007, 10:37 AM

გული მისკდება ამ დანგრეულ ტაძრებს, რომ ვუყურებ. მეც ვვლის, რომ ესეც უნდა აღდგეს და ახალიც უნდა აშენდეს. სხვა ლოგიკით დიდ სამებას არ იარსებებდა. და არც ბევრი სხვა, რომელიც Dრეს აღსადგენია, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენს წინაპრებს მხოლოდ აღდგენაზე, რომ ეზრუნათ ახალს არავინ არაფერს შექმნიდა. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც, არის ესეთი ადგილი თუ გახსოვთ, გრიგოლი, რომ ტაო კლარჯეთის მხარეში ჩავა ერთადერთი ბერი დახვდება იქ, და დანგრეული ეკლესია, მაგრამ მის აღდგენას კი არ იწყებ, არამედ ახლის მშენებლობას

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jan 26 2007, 03:29 PM

ალექსანდრე
მე ახლის შენების საწინააღმდეგო კი არ მაქვს რაიმე.
იმას ვამბობ, რომ პრიორიტეტულად ძველი ძეგლების რესტავრაცია რომ ჩაითვალოს, უკეთესი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 26 2007, 03:44 PM

ulvashi

ციტატა
მე ახლის შენების საწინააღმდეგო კი არ მაქვს რაიმე.
იმას ვამბობ, რომ პრიორიტეტულად ძველი ძეგლების რესტავრაცია რომ ჩაითვალოს, უკეთესი იქნებოდა.

არც მე გეწინააღმდეგები, პირიქით, გეტანხმები, რომ ძველ ძეგლებს თუ არ მივხედეთ მალე აღარაფერი დაგვრჩება და განადგურდება

პოსტის ავტორი: izi-izi თარიღი: Apr 23 2007, 06:13 PM

წინა კვირას ვიყავი სამეგრელოში წაჩხურუს მტავარანგელოზის სახელობის ტაძარში იცით რა ლამაზია?? მაღლაა მთაზე და არაა მოქმედი საოცარი ისტორიები მოვისმინე თურმე ტაზარი განსაკუთრებით უშვილო წყვილებს სწყალობს და მადლობის ნიშნად მრევლი ტაძარს ხის პატარა აკვნებს სწირავს smile.gif უLამაზესია ,წინანდალშიცაა ერთი ტაძარი მარტო საკურთხეველიღა დარჩაsad.gif ჭავავჭაძეების ბაღშია და დგას ასე ეულად ლოცვისა და სანთლის მოლოდინშიsad.gif...........მეუფე პეტრეს თქმით წაჩხურუს ტაძარში მალეე მამათა მონასტერი იქნებაsmile.gif დიდი მადლია იმ ადგილას ყველა უნდა ეზიაროსsmile.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Apr 23 2007, 09:53 PM

izi-izi
ხო მაგ აკვნებზე მეც გამიგია. მართლა მაგარი რაღაცაა. წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარი ჭყონდიდის ეპარქიაშია?
წინანდალშიც მართლა რა საცოდავადაა დანგრეული ტაძარი, გეგონება ძირი აქვს გამოცლილიო. დასანანიაsad.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: May 9 2007, 10:48 PM

ციტატა
ეს ბაზილიკა სავარაუდოდ არის X საუკუნის, ვისი სახელობისაა, არ ვიცი არის სოფელ საღამოში(ჯავახეთში)


ეს ჩემი უსაყვარლესი ადგილებია საქართველოში
იმედია მალე მოვხვდები აქ ეხლა ეს ყველაზე მეტად მინდა

ციტატა
ჩრდილოეთ კედელზე შვიდი შავი ქვაა ჩაყოლებული...ამბობენ, რომ 7 ძმის აგებულიაო...


ასევე ამბობენ რომ ამ პატარა სოფელში იყო 7 ტაძარი
და ეს ქვები ამას აღნიშნავდა, ეხლა
კი მხოლოდ ორია შემორჩენილი და კიდევ ერთის ნანგრევები


ციტატა
აი, ამ პაწაწა ზარმა რამოდენა სომეხი შეჰყარა


მამა ლუკამ ჩაატარა წირვა... ძლაიან საყვარელი იყო...ასე თქვა, ჩემი დიდი ხნის ოცნება ავიხდინეო...ისე მართლაც, მგონი, ყველა იქ მყოფისთვის ასე იყო...



მეც სიამოვნებით დავესწრებოდი წირვას
ეს ჩვენი ოცნება იყო რომ აქ წირვა ჩატარებულიყო და მიხარია რომ აგვიხდა

ხო პეტრეს ეხერხება ზარების რეკვა smile.gif smile.gif


პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: May 11 2007, 12:15 AM

ციტატა(სალომე @ Nov 9 2006, 01:33 AM) *

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
ეს ბაზილიკა სავარაუდოდ არის X საუკუნის, ვისი სახელობისაა, არ ვიციsad.gif არის სოფელ საღამოში(ჯავახეთში)
IPB-ს სურათი



ხო თუ დანამდვილებით მეათე-მეცამეტე საუკუნისაა არ ვიცი მაგრამ მაგ პერიოდისას ვარაუდობენ
თუმცა არსებობს ვერსია რომ ეს ტაძარი თამარ მეფის სახელობისაა
ეს სოფელი თურმე განსაკუთრებით უყვარდა თამარ მეფეს
ამჯამად იქ არსებული დედათა მონასტერი თამარ მეფის სახელობისააა

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 1 2007, 11:54 AM

აქ ჩამოვთვლი ჩემი კუთხის (გურიის) იმ ეკლესიებს, რომლებიც ძველია და აღდგენა სჭირდება სასწრაფოდ, თორემ ყველა დანგრევის პირასაა და შემკეთებელი არავინ ყავს
სოფელი ვანისქედი, შუა საუკუნეების ბაზილიკა. კომუნისტებმა დაანგრიეს, ვინმე სოფლის მცხოვრებმა კიღურაძემ ააწყო, მაგრამ ქვებიქაოტურადაა დალაგებული, აქა იქ ქვები ყრია, რომლებსაც ლამაზი ჩუქურთმები აქვს. სოფლის ოსახლეობა ახლა ძირითადა აჭარულია. ეკლესიის აღდგენის წინააღმდეგნი არ არიან.

სოფელი აცანა, "ოქონას" მონასტერი, მაცხოვრის სახელობის, შემორჩენილია გალავანიც. განვითარებული შუა საუკუნეები

სოფელი გონებისკარი: დარბაზული ტიპის ეკლესია

სოფელი აჭი, წმ. გიორგი დარბაზული ტიპის ეკლესია, VII-VIII საუკუნეები, XIV სამრეკლო და სამშენებლო წარწერა ასომთავრულით სამხრეთის მხარეს

სოფელი დვაბზუ, ბაზილიკის ტიპის ეკლესია

სოფელი მერია დარბაზული ტიპის ეკლესია

ფოტოები არ მაქვს და რომ მექნება, მერე დავდებ

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 2 2007, 03:19 PM

გუდარეხის მონასტერი
მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში. 8 კმ. თეთრიწყაროდან
არის უძველესი სამონასტრო კომპლექსი. აგებული რუსუდანის დროს

http://imageshack.us

http://imageshack.us

ხოლო სამრეკლო აგებულია დემეტრე II-ის დროს. ეს სამრეკლო უძველესია საქართველოში!!!

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

როგორც ჩანს აქ საკმაოდ დიდი და სერიოზული სამონასტრო კომპლექსი ყოფილა, რადგანაც ტაძრის მიდამოებში მრავლადაა ძველი ნანგრევები კელიების, გალავნის და მცირე ტაძრების. ჩემდა გასაოცრად იქ ქვევრებიც კი ვნახე smile.gif

http://imageshack.us

არის ასევე ძველი წყაროც ამჟამად დამშრალი

http://imageshack.us

მონასტრამდე მისასვლელად უნდა გაიაროთ სოფელი რომელიც ამავე სახელწოდებისაა. ამჟამად სოფელში სულ 7 ოჯახი ცხოვრობს. sad.gif სოფელში აგრეთვე არის სათვალთვალო კოშკი

http://imageshack.us

რომელსაც შესასვლელი ვერ ვუპოვე biggrin.gif ეტყობა ძნელად ასაღები იყო

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 5 2007, 01:23 AM

საინტერესო მონასტერია ძაან.
სიამოვნებით მოვილოცავდი. smile.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 5 2007, 05:40 AM

მართალია ეკლესია მონასტერი არაა, მაგრამ მაინც გეტყვით ორიოდე სიტყვას smile.gif

ბირთვისები
ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში. ეკუთვნის თეთრიწყაროს რაიონს. დაახლოებით აქ

http://imageshack.us

ამ ციხესიმაგრეზე ცნობები მოიპოვება XI საულუნიდან და იგი ითვლება ერთ-ერთ აუღებელ ციხედ. ციხემდე ფეხით უნდა მივიდეთ. სავალი დაახლოებით ერთი საათისაა. თავიდან აღმართს მიუყვები, გვერდებზე კი ულამაზესი სანახაობა იშლება

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

ხოლო ასე სამი მეოთხედის გავლის შემდეგ იწყება დაღმართი. ამ კლდეებსშუა უნდა გაიაროთ, თუ ციხემდე მისვლა გინდათ biggrin.gif

http://imageshack.us

პ.ს აუღებელი იქნებოდა აბა ასეთ ვიწროში ერთი კაცი ძლივს ეტევა და რომელი ჯარი გაივლიდა?!! თანაც ციხესიმაგრემდე მისასვლელად ეს ერთადერთი გზაა.

შემდეგ ჩავდივართ ხეობაში რომელიც უზარმაზარი ლოდებითაა გარსშემორტყმული.

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

როგორც მითხრეს ამ ხეობიდან ნახევარი საათის სავალზეაო მთავარი ციხე, მაგრამ დრო აღარ მქონდა და ვერ ვნახე

დაბლა წყაროცაა რომელიც ისე ცივი იყო, რომ ერთი ბოთლი ვერ გავავსე წყლით smile.gif წყაროსთან აღმოვაჩინე ციხის ერთ-ერთი გოდოლის ძირი

http://imageshack.us

მე სულ რამდენიმე საათით ვიყავი იქ. ისე ხალხი კარვებით მიდის ორი ან სამდღიან ლაშქრობებში. მერწმუნეთ ულამაზესი ადგილია. თუ ვინმეს წასვლის სურვილი გაუჩნდება დაგეხმარებით, ხოლო თუ წასვლას 14 ივლისის მერე დააპირებთ წამოვალ კი არა გამოვფრინდები laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 5 2007, 05:50 AM

აი აქ კიდე დავდებ ერთი-ორ სურათს smile.gif



http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us


პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jun 5 2007, 09:00 AM

ხო ბირთვისები ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ადგილი საქართველოში
მართლაც გზას რომ მიუყვები ხეობაში ჩასვლის შემდეგ თითქოს სხვა სამყაროში ინაცვლებო, სხვა ბუნებაში ძალიან მაგარია
მოდი ეხლა რამოდენიმე ცნობას დავაზუსტებ, თუ არ მიწყენ

ციტატა
ამ ციხესიმაგრეზე ცნობები მოიპოვება XI საულუნიდან და იგი ითვლება ერთ-ერთ აუღებელ ციხედ.

ზოგადად შენ რა სურათებიც დადე ეს არის ბირთვისების ხეობა რომელიც თავისთავდ არის გასასვლელი გზა, ხოლო თავად ციხის კომპლექსები იყო ამ ხეობის თავზე მიუვალ კლდეებზე და იგი შეუპოვარას სახელით არის ცნობილი, თავისი ისტორიის მანძილზე იგი ერთადერთხელ აიღეს ბრძოლით
და ეს თემურ-ლენგმა მოახერხა თუ არ ვცდები მეექვსე შემოსევისას
მან ამისთვის ციხის მოპირდაპირე კლდეზე ააშენა მცირე ციხესიმაგრე და იქიდან უშვებდა ლოდებს რომ მეციხოვნეებს დაძინების საშუალებაც არ ქონოდათ, შემდეგ კი საპირისპირო მხრიდან გააგზავნა სპეციალური კლდეზე მცოცავების ჯგუფი წარმოიდგინე 100 მეტრზე მაღალ კლდეზე, შენც დატწმუნდებოდი მასზე ცოცვის სირთულეზე საიდანაც მათ შეღწიეს ციხეში და დაღლილ მეციხოვნეებს იოლად გაუსწორდნენ
ხოლო მეორედ ისტორიაში ეს ციხე ქართველებმა აიღეს თავად თუმცა ეს მოტყუებით მოახერხეს და ბრძოლით არა

ციხიდან რომ გადმოიხედავ მთელი ხეობა ხელის გულზე გაქვს მაგარი სილამაზეა

ხო კიდე ბირთვისების კლდეები ძალიან კარგი სავარჯიშოა კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის smile.gif


ციტატა
თანაც ციხესიმაგრემდე მისასვლელად ეს ერთადერთი გზაა.

ხო როგორც გითხარი ეს არის ხეობა და შესაბამისად ეს ციხე ამ ხეობას აკონტროლებდა, ეს გზა არის ამ ხეობის გამოსასვლეი ფარცხისის მხრიდან, რომლითაც ამჟამად ყველა სარგებლობს
მაგრამ არშებობს შესაბამისად მეორე გასასვლელიც საპირისპირო მხარეს კლდეკარის მხრიდან. შემდეგ თუ გაუყვები თეძამის ხეობას ჩახვალ რკონში

სწორედ რკონი-ბირთვისების მარშუტზე მინდა წასვლა რამოდენიმე დღიანი გზა გამოდის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვიცლი
ხო მაგ გზაგე მეც არ ვყოფილვარ და თეორიულად ვიცი smile.gif მაგრამ იმედია მივაგნებთ smile.gif smile.gif smile.gif

ხო კიდევ მართლა ხეობაში არის ძველი ეკლესიის ნანგრევებიც ასე რომ თემაშიც სავსებით ჯდება

ასევს ძალიან საინტერესოა ბირთვისების წყაროები, არადა ესენი წყაროებზე დიდია, საბანაოდაც გამოდგება ქვევით
ძალიან გემრიელი წყალია მაგრამ ყველა მიწაში უჩინარდება შემდეგ,
ხო რავი კიდევ თუ რამე გამახსენდა დავპოსტავ

ყველას გირჩევთ წასვლას და ნახვას........................

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 5 2007, 10:16 AM

აუ შენ გაიხარე wink.gif კი ეგრეა ციხე იმ კლდეების თავზეა მარა მე ძალიან ცოტა ხნით მივედი და მარტო იმ ძირის ნახვა მოვასწარი smile.gif კიდე მინდა წასვლა და იმედია მოვახერხებ

რაც შეეხება გზას, ნამდვილად არ ვიცოდი, იმიტომ რომ თვითონ იქაურებმა მითხრეს ერთადერთიაო. საინტერესოა, smile.gif და რკონი-ბირთვისები ეს გზა რა სიგრძისაა??

აუ მართლა ერთხელ მოვაბათ თავი და წავიდეთ რაა smile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jun 6 2007, 05:45 PM

ციტატა(di_onise @ Jun 5 2007, 11:16 AM) *

აუ შენ გაიხარე wink.gif კი ეგრეა ციხე იმ კლდეების თავზეა მარა მე ძალიან ცოტა ხნით მივედი და მარტო იმ ძირის ნახვა მოვასწარი smile.gif კიდე მინდა წასვლა და იმედია მოვახერხებ

რაც შეეხება გზას, ნამდვილად არ ვიცოდი, იმიტომ რომ თვითონ იქაურებმა მითხრეს ერთადერთიაო. საინტერესოა, smile.gif და რკონი-ბირთვისები ეს გზა რა სიგრძისაა??

აუ მართლა ერთხელ მოვაბათ თავი და წავიდეთ რაა smile.gif



ხო ცოტა ხნით თუ იყავი მაშინ ბევრის ნახვას ვერც მოასწრებდით
ასე რომ მეორედ წასვლის მიზეზიც ნამდვილად გაქვს smile.gif
მაც სამი დღე ვიყავი მაგრამ ყველაფრის ნახვა მაინც ვერ მოვასწარი smile.gif

იქაურებისთვის პრინციპში ერთადერთია, მეც მაქედან ვარ ნამყოფი, მეორე გზა როგორც გითხარი შემოდის საპირისპირო მხრიდან

გზა ზუსტად არ ვიცი სადღაც მაქსიმუმ 40 კმ იყოს მეტი არა მგონია, მაგრამ ამბობენ მაგარიაო სულ ჯამში სადღაც სამი-ოთხი დღე გამოვა

რავი აბა ამ გამოცდების გადამკიდე როდის მოვიცლი, არადა სულ გაქცევაზე ვარ. თუ წასვლას გადავწყვეტ ფორუმზე ზოგადად დავპოსტავ და შემომეხმიანე

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 7 2007, 12:41 AM

piligrimi
და იმ მეორე გზაზე დიდია სავალი ფეხით? თუ იცი?
აუ მშურს შენი თუ იქ დარჩი რამდენიმე დღით biggrin.gif მე ისეთ ხალხთან ვიყავი, რომლებმაც დაბლა სასმელი დატოვეს, შიშობდნენ ვაითუ ვერ მოვასწროთ ბოლომდე დალევაო და მალე წამოვედით biggrin.gif

და რომელი გამოცდები?? სტუდენტი ხარ?? თუ ეროვნულებს აბარებ???

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jun 9 2007, 02:40 PM

ციტატა
და იმ მეორე გზაზე დიდია სავალი ფეხით? თუ იცი?


ზუსტად არც მე ვიცი. მაგრმ რკონიდან-ბირთვისებამდე მაქსიმუმ როგორც უკვე დავწერე
ციტატა
გზა ზუსტად არ ვიცი სადღაც მაქსიმუმ 40 კმ იყოს მეტი არა მგონია, მაგრამ ამბობენ მაგარიაო სულ ჯამში სადღაც სამი-ოთხი დღე გამოვა

ისე თვითონ გზის გავლა ერთ დღეშიც შეიძლება

ციტატა
მე ისეთ ხალხთან ვიყავი, რომლებმაც დაბლა სასმელი დატოვეს, შიშობდნენ ვაითუ ვერ მოვასწროთ ბოლომდე დალევაო და მალე წამოვედით

რატომ დალევაც კარგია smile.gif smile.gif ემ მაგაზე ბირთვისები მახსენდება თუ აღარ მახსენდება?????? smile.gif smile.gif

ციტატა
და რომელი გამოცდები?? სტუდენტი ხარ?? თუ ეროვნულებს აბარებ???

მოიცა რა ეროვნულები, სტუდენტობას ვამთავრებ უკვე და მიხარია, smile.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 15 2007, 03:30 PM

აუ ფიტარეთზე ინფორმაცია ან სურათები არავის აქვს???
ან კიდე ქოროღლის ციხეზე.

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jul 17 2007, 03:54 PM

უმშვენიერესი ხეობა ყოფილა ბირთვისი, კარგი იქნება ერთ მშვენიერ დღეს თუ ვესტუმრებით

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 17 2007, 04:16 PM

აუ რა მაგარი სურათებია ულამაზესი ადგილია

მოდი იქნებ მარტლა წავიდეთ ხახლო აგვისტოს შუა რიცხვებში ვერ მოახერხებთ>? აგერ ფილიგრიმს ცოდნია მეტ ნაკელბათ გზა კაი გაიდი გვეყოლება თან.. smile.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 17 2007, 04:19 PM

წავიდეთ არაა პრობლემა smile.gif გიდობაზე კიდე პილიგრიმზე უკეთესს ვის ვნახავთ biggrin.gif

იქ საერთოდ ლაშქრობებში მიდიან ძირითადად ორდღიანით კარვები ცოტა საკვები სასმელი და ეგაა laugh.gif

წავიდეთ რავიცი თუ მოიწადინებთ....
ძნელი ნამდვილად არაა

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 17 2007, 04:22 PM

di_onise
ხომ მეც მაგას ვგულისხმობ, თორე ერთი დღით წასვლა არა ღირს ნამდვილათ

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 17 2007, 04:25 PM

შოთა
რაც სურათები დავდე ეგ სამ საათშია გადაღებული და იცი კიდე რამდენია სანახავი........ მთავარი ციხე კიდე მოშორებითაა.... იქაც კაია ასვლა

აუ იქ რო მიხვალთ შეიძლება წამოსვლა აღარც მოგინდეთ და იქ დაიდოთ ბინა biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 17 2007, 04:25 PM

მოვდივარ თუ მანამდე ცოცხალი ვიქენი biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 17 2007, 04:34 PM

di_onise
ძალიან კაი მერე, აგერ ალექსანდრეც შემოგვიერთდა წავიდეთ ერ ორი სამი დღით, რაც შეხება იქ დარჩენით ვერ დავრჩები სულ, თვსი ბოლოს საქარტველოდან უნდა გამოვფრინდე biggrin.gif

di_onise
მიდი მაშინ გახსენი თემა იქნებ ავიყოლიოთ ფორუმელებიც

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jul 17 2007, 04:53 PM

http://imageshack.us
Shot at 2007-07-17
ეს ფიტარეთის ეკლესია di_onise შენი თხოვნით

http://imageshack.us
Shot at 2007-07-17

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 17 2007, 04:53 PM

შოთა
ჯერ გერგეტი გადავაგოროთ და... smile.gif
catherina_10
დიიიდი მადლობაsmile.gif wink.gif

კი შეგაწუხე, მაგრამ რაიმე ცნობებიც ხომ არ მოგეპოვება? ერთ-ერთი უძველესი ტაძარია და უძველესი წარწერა თუ ორნამენტიცაა მგონი, ზუსტად არ მახსოვს

გაიხარე wink.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jul 17 2007, 05:00 PM

http://imageshack.us
Shot at 2007-07-17

rogorc cavikitxew 1213-1222 clebshia agebuli lasha-giorgis mefobis dros

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 17 2007, 06:19 PM

ფიტარეთი


თეთრი წყაროს რაიონი-სოფ. დმანისი მდებარეობს მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე, ფიტარეთის ტაძარი სოფლიდა მოშორებით 15 კმ -შია, რაიონიდან კი 26 კმ-ში. სოფელი დმანისიდან მიდის გზა ტყისკენ, რომელიც სამანქანო გზადაც შეიძლება ჩაითვალოს, ამ გზამდე მისასვლელ ბილიკს ყველა სოფლის მკვიდრი მიგასწავლით.ეს გზა ტაძრამდე მიდის. ფიტარეთის ტაძარი ჩაკეტილი მთების გულშია აგებული, ის საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ იყო დანგრეული და ამჟამადაც იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. XVII-XVIII სს-ში იქ მოღვაწეობდა იობ ფიტარელი, რომელიც გვაწვდის ცნობებს, რომ ტაძარი 1213-1222 წწ აგებულია ლაშა -გიორგის მიერ. ფიტარეთის მახლობლად მდებარეობს, ხულუტის ციხე-დარბაზი, მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. ციხე მტრიანობის გამო მე-17 ს-ში ყაფლან ორბელიანს აუგია, ტაძრის მისასვლელის დასაცავად. ციხე ორ მონაკვეთად არის გაყოფილი, ციხის კედლებში ხუთი დიდი და პატარა კოშკია. ციხე რვა სართულიანია, მასში მოთავსებულია ბუხრები, სამეურნეო ნიშნები, სხვა და სხვა ზომის ოთახები. კოშკში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ აღმართზე მიმავალი გვირაბით. ამ გვირაბითვე შეიძლება კოშკის სხვადასხვა მხარეს გადასვლა.

აი მოვიძიე რაღაც ინფორმაციები, სურათებიც ვნახე მაგრამ ვერ ავტვირთე

http://bilikebi.iatp.ge/index.htm

ამ საიტზე ვნახე. ისე მანდ ბირთვისებზეცაა ცოტა რამ, ნახეთ wink.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 18 2007, 10:54 AM

ვაუ ჩემს არ ყოფნაში უკვე გიდობაზეც გამომიკრია ხელი, ეს კარგია
რა პრობლემაა, მე საერთოიდ ამ შაბათ კვირაქს ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გუშინ ქორწილში დამპატიჟეს კვირას ასე რომ ალბათ ერთი კვირით გადაიდო ჩემი წასვლის ამბავი. სავარაუდოდ ალბათ იქით შაბათ-კვირას წავალთ. ფორუმზეც დავპოსტავ და იმედია ყველაფერი გამოგვივა


აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 18 2007, 10:55 AM

piligrimi
სად ხარ დაკარგული?

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 18 2007, 11:03 AM

ციტატა(mariami-k @ Jul 18 2007, 11:55 AM) *

piligrimi
სად ხარ დაკარგული?



რაივი აბა, ხან სად ვარ და ხან სად. smile.gif
ისე მგონი მთლადაც არ დავკარგულვარ, biggrin.gif

თუმცა ბოლოს ფშავში ისე ბედნიერი ვიყავი არც ტელეფონი იჭერდა და არც არაფერი, ასე რომ რამოდენიმე დღით მოვწყდით გარესამყაროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jul 18 2007, 11:21 AM

piligrimi

ციტატა
ვაუ ჩემს არ ყოფნაში უკვე გიდობაზეც გამომიკრია ხელი, ეს კარგია
რა პრობლემაა, მე საერთოიდ ამ შაბათ კვირაქს ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გუშინ ქორწილში დამპატიჟეს კვირას ასე რომ ალბათ ერთი კვირით გადაიდო ჩემი წასვლის ამბავი. სავარაუდოდ ალბათ იქით შაბათ-კვირას წავალთ. ფორუმზეც დავპოსტავ და იმედია ყველაფერი გამოგვივა



მოიცა კაცო მთელი ამდენიხანი მაგიტომ გავყვიროდი რომ ჩემს გარეშე წასულიყავით ბოლოს..?! biggrin.gif
ჯერ ჩამოვიდე მანდ და მერე წავიდეთ.

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Sep 21 2007, 01:57 PM

იმედია სწორად ვიპოვე თემა ჩემი ამბისათვის. მე გორის რაიონიდან ვარ და ატენის ხეობაშია ჩემი საოფელი, ხიდისთავი. იქ ატენის ხეობას მაღლიდან გადმოჰყურებს უძველესი ნანაგრევები წმ. გიორგის სახ. ტაძრისა რომელსაც დანახვისს ეძახიან. რაც თავი მახსოვს სულ დავდივართ ამ სალოცავში ჩვენი ოჯახი. თითქმის ყოველ წელს დავდიოდით რაც მამა ცოცხალი იყო, ახლა ნათესავებთან ერთად ფეხით ავდივარ ხოლმე, ძალიან საშიში გზებია, სულ ხევების პირასაა სავალი და მანქანით ხშირად ვერ ადიან ხოლმე. ორი წელია ფეხითაც ვერ მოვახერხე ასვლა. არადა ძალიან მჭირდება ხოლმე იქაური მადლით დატვირთვა. მერე მთელი წელი ვგრძნობ ხოლმე მის მადლს და მფარველობას.

მაგრამ მე ახლა სულ სხვა რამ მინდა გითხრათ. წელს სოფელში რო ჩავედი ძალიან სასიხარულო ამბავი მითხრე. ატენის ხეობას კიდევ ერთი ტაძარი მიემატა!!! არა კი არ ააშენეს, საუკუნეების წინანდელი ტაძარი გამოჩნდა. ის კაცი ვინც ამას მიყვებოდა თვალზე ცრემლს ვერ იკავებდა ემოციებისაგან. გადავირიეთ უცბად რომ წავაწყდით ამხელა თაძარსო. ეს სწორედ იმ ტერიტორიაზე სადაც უკვე რამდენი წელია დავდივართ დანახვისში ასასვლელად და ვერაფერს ვამჩნევდით. წელს კი სრულიად მოულედნოლად მთელი ტაძარი გამოჩნდა. მანამდე თურმე მთის ნაშალს ჰქონდა დაფარული და არ ჩანდა. ჯერ მარტო გუმბათი გამოჩენილა, მერე ნელნელა ტაძარს დაემსგავსა. ბოლოს ხალხმა დაიწყო მოტხრა მიწის და უზარმაზარი ტაძარი აღMოაჩინეს დამარხული. ის კაცი მიყვებოდა შინგნით ფრესკებიც კია შემონახული. არავის არც ახსოვს და არც სმენია თუ აქ ეკლესია იყოო. ის ატენიდანაც დაშორებული და ჩემი სოფლიდანაც. ასე რომ ამხელა ეკლესიას მრევლიც უნდა ყოლიყო მარა იქ ამ სოფლებიდან არავინ ივლიდა იმიტო რო შორსაა. ასე რომ ეჭვი გვაქვს იწ რაღაც ნასოფლარი უნდა იყოს. რამდენადაც გავიგე თურმე ყოფილან თურმე სპეციალისტები, არქეოლოგები მაგრამ მათი აზრი არ ვიცი. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე მე წასლვლა. სხვები ვერ წამოვიდნენ მე კი მარტო ვერ წავიდოდი მთაში. ასე რომ უზომოდ მინდა მისი ნახვა. იქნებ ფორუმმა მოვაწყოთ ლაშქრობა იქით ვიდრე აცივდება

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 21 2007, 06:40 PM

ნიანია ძვირფასო, როგორ მინდა მანდ, თუ მხარს აგიბავენ, სიამოვნებით წავიდოდი და სურათებს გადავიღებდიი sad.gif

პოსტის ავტორი: anutski თარიღი: Sep 30 2007, 03:28 PM

აი ეს ეკლესია მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სასაფლაოს ეკლესიაა სამების სახელობის არის თუ არ ვცდები, სამწუხაროდ არ ფუნქციონირებს




არ მიემაგრაsad.gif


პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 30 2007, 09:57 PM

აუ, როგორ მაინტერესებს.. sad.gif გინდა გითხრა როგორ ატვირთო?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 30 2007, 11:37 PM

ნიანია
აუ რა მაგარია. მაგარი საიტერესოა. და რაც მთავარია უდიდესი მადლი იქნება ამ ტაძრების მოლოცვა.smile.gif
ორივე ტაძრის მოლოცვა ხო შეილება ერთად? შორი შორს ხო არაა? და კიდე იმ ახმოჩენილ ტაძარში შესვლა შეილება უკვე თავისუფლად თუ იცი? შეილება ბოლომდე არ არის გაწმენდილი და ან ფანჯრიდანაა გადასაძრომი ან მაგნაირი რამე.

აუ მასე იყო ტაოში რომ ვიყავით ოპიზა. დანგრეული კი იყო მარა ქვევით იყო ნახევარზე მეტი ტაძარი მოყოლილი და საერთოდ ტაძრებიც ნახევრამდე სულ ქვიშით იყო დაფარული.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 1 2007, 12:08 AM

ანუ მომხრეებს ვაგროვებთ, ხო? biggrin.gif ვის უნდა დალაშქროს ეგ ადგილი? აბა ხელი აწიეთ... smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 1 2007, 12:11 AM

მე მინდა მარა გონი წელს ვეღარ მოვასწრებთ, იმიტო რომ აცივდა უკვე და თუ მთაშია მაგრად ეციება და შეილება ვერც ავიდეთ.sad.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Oct 1 2007, 01:09 AM

ციტატა(ketino @ Oct 1 2007, 12:08 AM) *

ანუ მომხრეებს ვაგროვებთ, ხო? biggrin.gif ვის უნდა დალაშქროს ეგ ადგილი? აბა ხელი აწიეთ... smile.gif

მეეეეეეეეეეეეეე.........
ორივე ხელს ვწევ,მარტო ერთს კი არა smile.gif
მაგრამ იქნებ კვირა დღეს მოეწყოს ეგ ლაშქრობა რომ შევძლო წამოსვლა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მაგ ტაძრის მოლოცვის rolleyes.gif

პოსტის ავტორი: anutski თარიღი: Oct 1 2007, 08:37 PM

ციტატა(ketino @ Sep 30 2007, 09:57 PM) *

აუ, როგორ მაინტერესებს.. sad.gif გინდა გითხრა როგორ ატვირთო?




ძალიან კარგი იქნება მინდა რომ დავდო რამდენიმე სურათი მაქვსsmile.gif

პოსტის ავტორი: anutski თარიღი: Oct 1 2007, 10:49 PM

აი ეს ერთიsmile.gif
http://imageshack.us


ესეც შიგნითsmile.gif
http://imageshack.us

შესასვლელი
http://imageshack.us

http://imageshack.us



დანარჩენებს ხვალ დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 1 2007, 10:54 PM

ციტატა
მე მინდა მარა გონი წელს ვეღარ მოვასწრებთ, იმიტო რომ აცივდა უკვე და თუ მთაშია მაგრად ეციება და შეილება ვერც ავიდეთ.

როგორც კი გაზაფხულდება უჩა, ახლავე კი არ გავრბირვართ wink.gif

ციტატა
მეეეეეეეეეეეეეე.........

აი მაკუნა მოდიიის... მპუა.. laugh.gif biggrin.gif აი, ერთი მომხრეეე.... laugh.gif smile.gif

anutski
ძალიან კარგი და ლამაზი სურათებია, მიხარია რომ შეძელი აგეტვირთა... smile.gif
ციტატა
მეეეეეეეეეეეეეე.........
ორივე ხელს ვწევ,მარტო ერთს კი არა


პოსტის ავტორი: anutski თარიღი: Oct 1 2007, 10:59 PM

ეხლა ხელთათმანებით თუ ახვალთ ძალიან მაღლაა
ზაფხულში ღამე სულ გაყინული ვარbiggrin.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Oct 1 2007, 11:01 PM

ციტატა(anutski @ Oct 1 2007, 10:59 PM) *

ეხლა ხელთათმანებით თუ ახვალთ ძალიან მაღლაა
ზაფხულში ღამე სულ გაყინული ვარbiggrin.gif

მე ხელთათმანებზეც არ ვიტყოდი უარს tongue.gif

პოსტის ავტორი: anutski თარიღი: Oct 1 2007, 11:05 PM

ჩემი დედულეთია ძალიან ბევრი სურათი მაქვს იქ გადაღებული
თუ მოუნდება ვინმეს შემიძლია მეილზე გავუგზავნოwink.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 1 2007, 11:30 PM

ისე რაჭაში იმხელა თოვლს დებს თურმე... ohmy.gif
კი მინდა ხო იცი ზამთარში მანდ.. რა სიჩუმე იქნება დათოვლილ ტყეშიიი... rolleyes.gif
ვაუ,. ვაოფებ... huh.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Oct 1 2007, 11:34 PM

ციტატა(ketino @ Oct 1 2007, 11:30 PM) *

ისე რაჭაში იმხელა თოვლს დებს თურმე... ohmy.gif
კი მინდა ხო იცი ზამთარში მანდ.. რა სიჩუმე იქნება დათოვლილ ტყეშიიი... rolleyes.gif
ვაუ,. ვაოფებ... huh.gif

აუ თუ შეიძლება ერთსაც გავაოფებ smile.gif
ბავშვებო არ გინდათ, ზამთარში როცა ძალიან ძალიან დიდი თოვლი იქნება რომელიმე ტაძრის მოსალოცად წავიდეთ, რომელიც მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს smile.gif
ოღონდ ამაში კარგად გამოცდილ ადამიანებთან ერთად, რომ რამე "ექსცესებს" ადგილი არ ჰქონდეს smile.gif

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 9 2007, 11:40 AM

უჩა

ძალიან გამეხარდა რომ ასე დაგაინტერესა. ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება. სამწუხაროდ არც მე მინახავს. რამდენადაც მე ვიცი თავისუფლად შეიძლება შესვლა. ვინც მითხრა ის იყო შიგნით და ფრესკებიც ნახა. ძალიან მაღლა არაა. დაახლოებით იმ სიმაღლეზეა რაზეც წყნეთი მაგალითად. ისე ფეხით სავალია და თან ძალიან სახალისო. წელს არ ვიცი რამდენად მოვახერხებთ. ამ თვეში მე არც მცალია რომ წამოვიდე. და ნოემბერში უკვე საკმაოდ ეციება. გაზაფხულისთვის გადავდოთ. მანამდე რომ მენახა შეგითანხმდებოდით და წინა კვირას შეიზლებოდა წასვლა.


პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Nov 14 2007, 11:31 PM

ციტატა(salome @ Aug 31 2006, 06:33 PM) *

IPB-ს სურათი

ეს დასავლეთი მხარეა და , როგორც ვთქვი, XIX საუკუნისაა

რა დიდებული ტაძარია და სამწუხაროა რო არა მოქმედი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)