თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ კიდევ ერთი სასწაული ხეზე გამოსახული ჯვარი

პოსტის ავტორი: lasha-zh თარიღი: Sep 10 2011, 06:23 PM

///

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 10 2011, 10:58 PM

იმაზე არ გიფიქრია, რომ უბრალოდ ხის ნაჭდევია და არა ზედ გამოსახული ჯვარი?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 10 2011, 11:22 PM

სასწაულებს ნუ ეძებთ ხალხოოოოო... sad.gif კი ჯვარს გავს მაგრამ მთლად სასწაულსაც ნუ დაარქმევ.. ხო კიდე კეთილი იყოს შენი მაუსი ამ ფორუმზე kiss1.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 11 2011, 02:06 PM

subterranean
toka@

შეიძლება ადამიანს არასწორად ესმის სასწაულის მნიშვნელობა და ის ყველაფერში სასწაულს ეძებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ფაქიზი მდგომარეობა და ნებისმიერ სიტყვას შეიძლება უარყოფითი შედეგი მოყვეს. ადამიანმა შეიძლება გულწრფელად დადო სურათი და გულწრფელადვე გამოხატა თავისი ემოცია. აქ მნიშვნელობა არა აქვს მართლა სასწაული იყო თუ არა, მთავარია რომ არ უნდა გამოვრიცხოთ ადმაიანის გულწრფელობა. სწორედ ეს გულწრფელობაა საფრთხილო თემა. შეიძლება ადამიანი ცდება და მაგრამ როგორ აუხსნი ამას, დიდი მნიშვნელობა აქვს.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 11 2011, 02:21 PM

subterranean
toka@

და რა პრობლემას ხედავთ, რომ, ადამიანმა ასეთი რამ აღმოაჩინოს
და უფალი ადიდოს?!
ან სასწაული რა გგონიათ?
მთელი ჩვენი ცხოვრება სასწაულია.
ღმერთის გარეშე არც ერთი მოვლენა არ ხდება, არც ერთი მოლეკულის და ნივთიერების მოძრაობა.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 11 2011, 03:18 PM

ნუ გამამათრახებთ და ერეტიკოსობას ნუ დამწამებთ და აღარ ვჩივი...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 11 2011, 03:39 PM

toka@

ციტატა
ნუ გამამათრახებთ და ერეტიკოსობას ნუ დამწამებთ და აღარ ვჩივი...


მე მგონი განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს, რომ ამგვარი პასუხი გაგეცა.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 11 2011, 06:04 PM


აბო თბილელის სახელობის ტაძრის შენებისას, რამდენიმე წლის წინ, მოჭრეს ხე
და მის შუაგულში აღმოჩნდა ჯვარი, უფრო ლამაზი და გამოკვეთილი,
ვიდრე ლაშას ედო აქ.
ხალხმა ადიდა უფალი და იმ ხის ნაჭერი, მგონი დღესაც ეკლესიაში ინახება.
ცოტა მარტივად მიუდექით ამ საკითხს smile.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 11 2011, 06:08 PM

terra
კარგი მაშინ ხეზე უამრავი ტოტია რომელიც ჯვარს ჰგავს ჩამოვჩეხოთ გავსხვიპოთ ხეები და ვადიდოთ უფალი...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 11 2011, 06:33 PM

ციტატა(toka@ @ Sep 11 2011, 06:08 PM) *

terra
კარგი მაშინ ხეზე უამრავი ტოტია რომელიც ჯვარს ჰგავს ჩამოვჩეხოთ გავსხვიპოთ ხეები და ვადიდოთ უფალი...


სპეციალურად არ უნდა აკეთო ეგეთი რაღაცები smile.gif

ნუ მეჩხუბები friends.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 11 2011, 06:36 PM

terra
არ გეჩხუბები მეც ჩემს აზრს ვაფიქსირებ kiss1.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 11 2011, 07:09 PM

ციტატა(lasha-zh @ Sep 11 2011, 06:44 PM) *

toka@ ეს სასწაულია?
http://forum.ge/uploads/post-84-1177841933.jpg


ჰო, ამაზე ვამბობდი smile.gif
რა ლამაზია არა?
დიდება უფალს.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 11 2011, 10:14 PM

lasha-zh
მე სასწაულს ვერ დავარმევ... ჩემთვის სასწაული მზის ამოსვლაა...მხოლოდ და მხოლოდ მზის ამოსვლა...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 12 2011, 12:25 AM

lasha-zh
მეც პატივს ვცემ შენს აზრს kiss1.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 12 2011, 01:13 AM

ციტატა(toka@ @ Sep 11 2011, 06:08 PM) *

terra
კარგი მაშინ ხეზე უამრავი ტოტია რომელიც ჯვარს ჰგავს ჩამოვჩეხოთ გავსხვიპოთ ხეები და ვადიდოთ უფალი...

+

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 12 2011, 11:31 AM

წალდების ახალი პარტია შემოვიდა ელიავაზე,
აბა თქვენ იცით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: lasha-zh თარიღი: Sep 12 2011, 12:54 PM

/////

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Sep 12 2011, 03:32 PM

რა ხეზე და ჯვარზეა საუბარი? რამე ახალი მოხდა?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 12 2011, 10:31 PM

terra
biggrin.gif გამეცინა biggrin.gif


lasha-zh
ჩემთვის ეგაა მზის ამოსვლა smile.gif

პოსტის ავტორი: lasha-zh თარიღი: Sep 12 2011, 10:50 PM

...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 12 2011, 11:21 PM

lasha-zh
არა პირიქით მე ბოდიში smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Sep 13 2011, 01:29 AM

ციტატა(toka@ @ Sep 12 2011, 10:31 PM) *

terra
biggrin.gif გამეცინა biggrin.gif


მაგიტომაც დავწერე, რომ გაგცინებოდა smile.gif)))

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 13 2011, 04:15 PM

ციტატა(lasha-zh @ Sep 12 2011, 12:54 PM) *

მე სასწაულს ვერ დავარმევ... ჩემთვის სასწაული მზის ამოსვლაა...მხოლოდ და მხოლოდ მზის ამოსვლა...
toka@ მაშინ აზრი არ აქვს შენთან სასწაულებზე ლაპარაკს შენთვის არც ის ყოფილა სასწაული ხატებს მირონი რო სდის და უფლის საფლავზე ცეცხლი რო გადმოდის...

მაგარი შედარებაა

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 13 2011, 10:07 PM

terra
საღოლ kiss1.gif*

subterranean
ვერ მივხვდი sad.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Sep 13 2011, 10:10 PM

toka@
რა და ცეცხლის გადმოსვლა შეადარა ხეზე ჩემი ღრმა რწმენით ბუნებრივად და არა სასწაულებრივად გაჩენილ ნაჭდევს biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Sep 13 2011, 10:12 PM

subterranean
ახლა გავიგე... biggrin.gif ჰო ეგ მაგარი იყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 14 2011, 11:16 AM

აქ რა ომია?

afxazi

ციტატა
შეიძლება ადამიანს არასწორად ესმის სასწაულის მნიშვნელობა და ის ყველაფერში სასწაულს ეძებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ფაქიზი მდგომარეობა და ნებისმიერ სიტყვას შეიძლება უარყოფითი შედეგი მოყვეს.


სასწაულების გავლენა-არგაველნის ქვეშ მოაქცევა, ჯერ კიდევ არაა სულიერების მაღალი დონის მაჩვენებლი.
არადა, აფხაზმა რა კარგად დაგიწერათ...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 2 2014, 01:56 PM

აბა თუ სხვა თემაზე გვინდა რამეზე საუბარი, იქნებ ამაზე ვილაპარაკოთ.

ზუსტად შესაბამისი თემა ვერ ვნახე, აქ დავწერ. იმდღეს მოვიდა ანჩისხატში ვიღაც გოგო, რაიონიდან. საპატრიარქოს ეძებდა. სახე შარფით ქონდა დამალული. ხოდა ერთი მეტიჩარა ავთო გვყავს იმან გამოკითხა ყველაფერი და აღმოჩნდა რომ ამ გოგოს სახეზე გამოსახული ჰქონდა უკვე 10 დღე იყო ჯვრები. რამდენიმე ადგილას. თავის მოძღვარს გამოუგზავნია აქ. საპატრიარქოში მეორე დღისთვის დაიბარეს მაგრამ რა უთხრეს და რა არა ეგ აღარ ვიცი. ნუ ეს შემთხვევა კარგი და ზოგადად რა ხდება, ნამდვილად სასწაულია ხოლმე როცა ჯვარი ისახება ვინმეს კანზე ტუ ეშმაკისგანაა თუ როგორ უნდა გაიგო. რას ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 2 2014, 03:33 PM

qetevano
მაგის დასადგენად ჩემი აზეით სპეციალური ჯგუფი იქნება. ეგრე პარაფსიქოლოგიის მაამც კი ამბობდა და აჩვენებდა ჯვრებს მარა როგორი მკურნლიც გამოდგა ქე დავინახეთ.
ჩემი აზრით წაუკითხაველ ლოცვებს შეხედავენ შემოხედავენ და ეგაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 2 2014, 03:52 PM

qetevano

საინტერესოა რა ბედი ეწევა ამ გოგოს. სახელი მაინც დაგემახსოვრებინათ.
ნეტა "მეტიჩარა ავთომ" თუ კითხა? smile.gif
ალბათ ჩვენ არავინ გაგვაგებინებს მის ამბებს...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 2 2014, 03:58 PM

G_saxva

ციტატა
მაგის დასადგენად ჩემი აზეით სპეციალური ჯგუფი იქნება.

და როგორ დაადგენენ?

k@the
ციტატა
სახელი მაინც დაგემახსოვრებინათ.ალბათ ჩვენ არავინ გაგვაგებინებს მის ამბებს...

მე დამავიწყდა რა ერქვა მაგრამ ჩემ მეგობარს ეხსომება, თავის ნომერი რომ გაატანა ვიცი და მგონი თავისიც გამოარტვა იმ გოგოს. ეგ ზუსტად არ მახსოვს. თუ რამეს გავარკვევ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მაგას კი დავწერ მაგრამ ზოგადადაც მაინტერესებდა ამ თემაზე რა...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 2 2014, 04:00 PM

qetevano
სტიგმატებს არ ეძახიან ეგეთ ხალხს? რაღაც ფილმიდან მახსოვს...
მეც მაინტერესებს. რაც არ უნდა იყოს, რაღაცით ხომ გამოირჩა ეს ადამიანი, ასეთი რამ რომ დაემართა, ვისგანაც არ უნდა იყოს...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 2 2014, 04:38 PM

qetevano
k@the
კი გამოირჩა მაგრამ ვისგან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქ. მე საერთოდაც ვფიქრობ გამორჩევაც შეიძლება არ იყოს არაფერ შუაში. შეპყრობილი რაიმეთი გამოირჩა ეშმაკი რომ მასში შევიდა?
როცა ეს უფლისგან მოდის ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ვიდრე პატივი. ყველას თავისი ჯვარი აქვს სატვირთი და სატარებელი ეს კი მათი ჯვარია.

რაც შეეხება როგორ ადგენენ უპირველეს ყოვლისა იკვლევენ როგორ სად რა მდგომარეობაში გამოესახა და მერე ლოცვას წაუკითხავენ. როგორც მახოსვს შეპყრობილსაც ეგრე ხვდებიან ლოცვის დროს რა დაემართება.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 2 2014, 08:13 PM

მე ეგეთ რაღაცებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას... 2 ვარიანტია, თუ ღმერთისგანაა, რა იცვლება ამით? ჩემთვის ნამდვილად არაფერი... თუ ეშმაკისგანაა, არც მაშინ... ასე რომ მასეთი სასწაულები და გინდ ფსევდოსასწაულები, ჩემთვის სულერთია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 2 2014, 11:17 PM

მე გავუშვი ეგენი ავთოსთან . biggrin.gif
ნამდვილად არ ვიცი და ვერც თავს დავდებ საქმის არსზე თუმცა მეეჭვება რომ უფლისგან იყოს ...
და საერთოდ , ,,ერი ცრუ და ერი მემრუშე ეძებს სასწაულს . ''

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 3 2014, 09:25 AM

MIRDAT
A.V.M
თქვენ ხო სასაუბრო თემას არ გაახარებთ sad.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 3 2014, 04:47 PM

G_saxva
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 4 2014, 12:54 AM

G_saxva
რა ვქნა ძმაო .
ვერ ,,დავამუღამე'' ეს ესასწაულები და სასწაულმოქმედი ხალხი .

(რაციონალისტის სმაილი)
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 4 2014, 09:13 AM

A.V.M

ციტატა
ვერ ,,დავამუღამე'' ეს ესასწაულები

ეგარი ზუსტად უნდა "იჩალიჩო" სასწაულებზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 4 2014, 10:47 PM

G_saxva
ისიც გეცოდინება შენ თუ როგორ .
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 7 2014, 10:00 AM

A.V.M
კი კაცო ირაკლი ლომაია არ იცი პარაფსიქოლოგიის მამა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2014, 12:32 AM

G_saxva
უი ...
მეტანია გავაკეთო ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 8 2014, 09:08 AM

A.V.M
არა ფსალმუნი ჩამოილოცე biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 11 2014, 02:14 PM

ციტატა
საინტერესოა რა ბედი ეწევა ამ გოგოს. სახელი მაინც დაგემახსოვრებინათ.



უწმინდესს შეხვედრია და უთქვამს ლოცვები გააძლიერეო. მეტი არაფერი როგორც გავიგე.
მარიამი ქვია. ეხლა ვესტუმრე facebook-ზე. აბაშელი ყოფილა.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 11 2014, 02:36 PM

qetevano

ციტატა
უწმინდესს შეხვედრია და უთქვამს ლოცვები გააძლიერეო. მეტი არაფერი როგორც გავიგე.
მარიამი ქვია. ეხლა ვესტუმრე facebook-ზე. აბაშელი ყოფილა.

არაუშავს გაუვლის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)