თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ წმიდა დიმიტრი თავდადებული

პოსტის ავტორი: mamia თარიღი: Sep 4 2006, 12:04 AM

მაინტერესებს წმიდა დიმიტრი თავდადებულის აღსასრული თუ არის ცნობილი? ანუ როგორ აღესრულა?! იქნებ მოკლედ დაწეროთ მისი ცხოვრება, წინასწარ მადლობა!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 4 2006, 10:48 AM

http://orthodoxy.wanex.net/tsmindanebi/demetre.htm
ილიას პოემაშიც კარგადაა აღწერილი http://literatura.iatp.ge/ilia/dimitri_tavdadebuli_1_14.htm
ეს პოემა პირველად რომ წავიკითხე (ქართულის გაკვეთილზე), ისე ავტირდი, მთელი კლასი მაწყნარებდა smile.gif

პოსტის ავტორი: mamia თარიღი: Sep 4 2006, 09:22 PM

ციტატა(მარიამი @ Sep 4 2006, 10:48 AM) *

http://orthodoxy.wanex.net/tsmindanebi/demetre.htm
ილიას პოემაშიც კარგადაა აღწერილი http://literatura.iatp.ge/ilia/dimitri_tavdadebuli_1_14.htm
ეს პოემა პირველად რომ წავიკითხე (ქართულის გაკვეთილზე), ისე ავტირდი, მთელი კლასი მაწყნარებდა smile.gif



მადლობა! გ ა ი ხ ა რ ე !

პოსტის ავტორი: nino-iza თარიღი: Mar 2 2007, 04:06 PM

mamia
მე4 კლასში ვისწავლე რომ მას თავი მოკვეთეს.

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jul 4 2007, 01:45 PM

სადღაც წავიკითხე, მეფე ურდოში რომ მიდიოდა თან გაჰყვა კათალიკოს პატრირქი იბრჰიმი, (ზოგი წყარო აბრაამადაც იხსენიებს) დ მანვე ჩამოასვენა მეფის ცხედარი საქართველოში.......... დემეტრე მეფე 1500მეტანიას აკეთებდა დღში....

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 4 2007, 01:55 PM

ციტატა
დემეტრე მეფე 50000 მეტანიას აკეთებდა დღში....


biggrin.gif
არამგონია სწორი იყოს
მაშინ საშუალოდ წუთში 34 მეტანია მაინც უნდა გაეკეთებინა, რაც წარმოუდგენელია

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jul 4 2007, 05:27 PM

ციტატა

არამგონია სწორი იყოს

მართალი ხარ biggrin.gif biggrin.gif 1500 უნდა დამეწერა და ავაცილე.............. laugh.gif laugh.gif

მთელი დღე "დიდ ციფრებთან" მაქვს საქმე, მაგრა აურიეეეdoh.gif doh.gif

ეხლა შევცვალე!!!!!!!

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 5 2007, 01:04 PM

likita

მაინც უნდა შეგეკამათო smile.gif
24 საათი რო ეკეთებინა მეტანიები, წუთში ერთი მოუწევდა მაშინ. არამგონია რომელიმე ადამიანს ამის ფიზიკურიშესაძლებლობა ჰქონდეს smile.gif

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jul 5 2007, 02:38 PM

ციტატა
მაინც უნდა შეგეკამათო


smile.gif biggrin.gif smile.gif

1500 რომ აკეთებდა ეს რომელიღაც საიტზე თუ საეკლესიო ჟურნალში ნამდვილად წავიკითხე.
დემეტრე მეფე ძალიან მაგრა მიყვარს და თუ მასზე რაიმე ინფირმაციას ვიპოვი ყველაფერს ვკითხულობ და განსხვავებულ ფაქტებსაც ვიწერ. ის რომ გავიგე ამდენ მეტანიას აკეთებს მეთქი დიდის ამბით ჩავინიშნე, მაგრამ 24 საათზე არ გამიყვია

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 6 2007, 12:23 PM

ძალიან საინტერესო პიროვნება იყო
3 ცოლი ერთდროულად ჰყავდა, მაგის გამო დატოვა კათალიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზმა საქართველო
ურდოში წასვლით გამოისყიდა მთელი თავისი ცოდვები

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jul 6 2007, 02:23 PM

მაგარი მეფე იყო, გმირობისთვის დაბადებული. მის სიკვდილში ხუტლუბუღამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, თორე მის სიკვდილით დასჯას არც აპირებდნენ( თუნდაც ეს იქიდან ჩანს რომ სიკვდილით დასჯამდე ჯოხებით უცემიათ მეფე, მონღოლები კი სივდილმისჯილს არ ცემდნენ მოკვლამდე). მართალია უცნობია შეთქმულებაში მონაწილეობდა თუ არა, ყოველ შემთხვევაში ეგ შეთქმულება ჩავარდა , ბუღა მოკლეს და დემნაც მოკლეს. მის შვილე, მემკვიდრე დავით VIII-ს არ დაყოლია მისის \გმირობა და მოსულ მონღოლებს მთიულეთში ემალებოდა. მაგარამ დემეტრეს შვილი იყო ბრწყინვალე _ დიდი პოლიტიკოსი.
მოკლედ მე მაგრა მომწონს დემეტრე. საჭირო დროს მეფური, ღირესული გადაწყვეტილება მიიღო.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 20 2007, 12:53 PM

ციტატა
მაგარი მეფე იყო, გმირობისთვის დაბადებული

კაი ეხლა ზურ, გმირობისთვის დაბადებული? გმირი გახდა... გ ა ხ დ ა. ამისთვის იყო დაბადებულიო, ეს უკვე სანიკიძის ენასთანაა მიახლოებული biggrin.gif

ციტატა
ბუღა მოკლეს და დემნაც მოკლეს

ზურ, შეცდომები რავა მე უნდა გისწორო ხოლმე უფფ...
სახელი დემნათი ისტორია იცნობს მხოლოდ დემნა ბატონიშვლის, თამარის ბიძაშვილს, გიორგი III ძმის შვილს და თუ ღმერთი გწამს კნინობითი სახელით მეფე წმინდანს ნუ მოიხსენებ laugh.gif

"როცა ყაენის მოწვევა მოუვიდა მეფეს, მაშინვე დარბაზი შეჰყარა... უთხრა: აქამდე როგორც შემეძლო თქვენის დახმარებით განვაგებდი ქვეყანას, აწ ყაენი გამირისხდა და მიბარებს... მე რომ ახლა მთაში გავიქცე და დავიმალო, იქნებ სასჯელს გადავურჩე, მაგრამ ქვეყანას ააწიოკებენ, "რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან"... თუ წავედი ყაენთან, ვიცი, რომ ნამდვილად მომკლავს, მაგრამ იქნებ ხალხი და ქვეყანა გადავარჩინოო, "მრავალმღელვარე არს საწუთროი ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩუენნი სიზმარებ და აჩრდილებრ წარვლენ... რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძIმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს".....

მეფეს მართლაც თავი მოკვეთეს...

დემეტრეს ცხედარი მალულად ვაჭრების დახმარებით ჩამოასვენებს მცხეთას და დიდი პატივით დაკრძალეს...

ციტატა
მემკვიდრე დავით VIII-ს არ დაყოლია მისის \გმირობა და მოსულ მონღოლებს მთიულეთში ემალებოდა


აუ, თურმე როცა დავითი ყაენმა დაიბარა, მაგანაც მამის მსგავსად დარბაზობა შეყარა, ელოდა კალთებს დაახევდნენ და ეტყოდნენ არ წახვიდეო, როგორც მამამისს უთხრეს, მაგრამ... დარბაზობამ უთხრა, წადიო, და ამას არ ელოდა თურმე.. დიდი მშიშარა კაცი იყო,

ამის მერე ხშირად ვფიქრობ, ოხ, რას გვიშვება ეს შიში... და მაინც ადამიანი გულადი და მამაცი ხდება, კი არ იბადება...

მე უფრო ის მაინტერესებს, თუ არის სადმე დემეტრეს ფრესკა.... smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)