თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ რა არის ქართული გალობა თქვენთვის?

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 22 2007, 02:28 AM

ვისაუბროთ, რას ვგრძნობთ ქართული გალობის მოსმენისას? გვეხმარება თუ არა ღვთის დიდებაში, სინანულში...ვიცი მორწმუნეები რომლებიც თავიდან გალობის მოსასმენად დადიოდნენ ტაძარში და ასე გახდნენ ეკლესიურები.




პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 22 2007, 10:24 AM

მე განსაკუთრებული გრძნობა მაქვს წმინდაო ღმერთოს მომსმენისას, სადაური წმინდაო ღმერთოა არ ვიცი (მგონი უფრო ქართლ-კახურია) , მაგრამ ამ გალობიდ მოსმენისას ვგრძნობდი რა დიდებულია ღმერთი. მე ვფიქრობ, რომ ქართული გალობა ძალიან იდუმალია. სხვა სამყაროში გადაჰყავხარ. ვერც ერთი სხვა ერის გალობას ვერ შევადარებ. არც ერთი ასე არ მოქმედებს ჩემზე, ალბათ იმიტომაც, რომ ქართველი ვარ. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მიყვარს პანაშვიდი გალობა, ან წირვაზე მიცვალებულთა მოხსენიების დროს, რომ გალობაა არ ვიცი რა ჰქვია,

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 22 2007, 12:16 PM

აი ამ საგალობლეზე ყოველთვის ვტირი.... http://www.link.ge/file/58970/ispola.mp3.html

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 22 2007, 12:57 PM

ქართული გალობა ჩემთვის არის ქართული გალობა.
ისე როგორც ქართული ენა ჩემთვის არის ქართული ენა.
და არ შეიძლება ეს ენა (მდაბალი და დაწუნებული მავანთაგან) ვინმემ რაიმე სხვა ენით შემიცვალოს,თუ მე თვითონ არ გადამიყვანა ჭკუიდან.

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 22 2007, 03:42 PM

დავით ივერიელი

ციტატა
აი ამ საგალობლეზე ყოველთვის ვტირი....

ეგ ქართული საგალობელი არაა.
ეგ არის ქართველი კომპოზიტორის, ან ვინმე სხვა პროფესიის ადამიანის დაწერილი ე.წ. "საგალობელი".

შენი რეაქცია (ვტირივარო, რომ ამბობ) არაადექვატურია ტექსტისა. შენ გეტირება მუსიკაზე.
ქართულ გალობაში ასეთი ემოციების გამომწვევი მუსიკა სრულიად გამორიცხულია.
ქართული გალობის მელოდიაც და ჰარმონიაც აბსოლუტურად შეესაბამება მისივე სიტყვებს, ანუ ლოცვას.
ამძაფრებს იმ ლოცვის განწყობას, რომელზეც დადებულია საკუთრივ ეს მუსიკა.

"ისპოლა"-ში სატირალი რა არის, მე არ მესმის.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 22 2007, 04:24 PM

მე მაგალითად ქართლ კახური აწ განუტევეს ერთ ადგილზე მეტირება.
ეს არის სიტყვა მშვიდობით.
რადგან მელოდია ზუსტად იმას გამოსახავს (ჩემ განცდაში) რაც არის გარდაცვალების დროს დაშორება ამ ქვეყნიდან.
სადღაც შორს წასვლა.

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 22 2007, 10:59 PM

ჩემთვის გალობას გააჩნია,ყველას ერთნაირად ვერ აღვიქვამ.ზოგს ჩვეულებრივ ვუსმენ,ზოგზე კი მეტირება და გული და სული მიფორიაქდება.ისე გააჩნია როგორი მონდომებით უსმენ საგალობელს.თუ ის შენ გულთან ახლოსაა, შეიძლება ჩვეულებრივი გალობაც სხვანაირად აღიქვა, სხვადასხვა დროს.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 22 2007, 11:21 PM

ჩემთვის გალობა უფლის დიდების ერთ-ერთი სახეა.

პოსტის ავტორი: tamar the iverian თარიღი: Jan 22 2007, 11:34 PM

ქართული გალობა ჩემი აზრით მართლაც რომ შეუდარებელია.ბერძნული საგალობლებიც მომწონს,მაგრამ ქართული,ჩემთვის,ქართველისთვი
ს მაინც სულ სხვაა... ძალიან მიყვარს... ხანდახა რომ ვფიქდები ფანატიკურად.ყველა საგალობელის მოსმენა მსიამოვნებს.მაგრამ არის ისეთებიც,რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარს.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 22 2007, 11:43 PM

QUOTE
ქართულ გალობაში ასეთი ემოციების გამომწვევი მუსიკა სრულიად გამორიცხულია.



ჩემს ხელმოწერას შეხედე.... ეგ ტექსტის გამო...

და შენ ხარ ვენახი შენში მსგავს გრძნობას არ იწვევს???

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 22 2007, 11:46 PM

ქართული გალობა, მელოდიაზე აწყობილი გულშემმუსვრელი ლოცვაა smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 23 2007, 12:33 AM

დავით ივერიელი

შენ რაზედაც ცრემლები წამოგივიდა ის მელოდია კანონიკური არაა.
ეგრე ცრემლები შეიძლება ენიო მორიკონეს და არმენ ხაჩატურიანის მუსიკამაც მოგგვაროს.
დარწმუნებული ვარ "შენ ხარ ვენახი"-ც ფალიაშვილის გადაკეთებული მოგისმენია და ისიც აკადემიური ანსამბლის შესრულებით, სადაც ტექსტი თითქმის არ ისმის და წინა პლანზე წამოწეულია მუსიკის შენელება, აჩქარება, ხმის მომატება, ხმის მოკლება და სხვა, ქართული გალობისათვის სრულიად შეუფერებელი მუსიკალურ-ემოციური მიმოხვრანი.
გალობა უნდა იყოს მკაფიო და მასში გარკვევით უნდა ისმოდეს ყოველი სიტყვა.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 23 2007, 12:56 AM

QUOTE
შენ რაზედაც ცრემლები წამოგივიდა ის მელოდია კანონიკური არაა.


კი კი ვიცი.... მაგრამ მინც ხომ საგალობელია.... ეგრე kyrie eleisonაც არაა კანონიკური მაგრამ იგალობება წირვაზე.... და კიდევ გადაკეთებული რომაა მსწრაფლ განუხვენ... wink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2007, 03:44 PM

ჩემთვის გალობის მოსმენა უდიდესი სიამოვნების, ენით გამოუთქმელი გრძნობის მომნიჭებელია, მაგრამ ამაზე ათასჯერ მეტი სიამოვენება მიმიღია, როცა თვითონ მიგალობია.. smile.gif


პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jan 23 2007, 04:35 PM

გუჯა
მე ძალიან მიყვარს გალობა. უკვე 2 წელია რაც მგალობელი ვარ . მეუფე ანდრიას მგალობელთა გუნდში ვგალობ. გალობა ჩემთვის ყველაფერია.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 25 2007, 12:12 PM

ჩემთვის ქართული გალობა არის სულიერი სიმშვიდის მოპოვების საუკეთესო საშუალება. ასევე ლოცვითი განწყობის შესაქმნელად უდიდეს როლს ქმნის

კი, ინტერესით ვუსმენ სლავურ, ბერძნულ და სხვა გალობებს, მაგრამ მხოლოდ ინტერესით. ისინი მსგავსს გრძნობებს ვერ ქმნიან ჩემში. მე ასე მგონია, რომ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ყველა ერმა არამარტო თავის ენაზე, არამედ თავის ჰანგზე უნდა ადიდოს უფალი!

ვეშაპო

ციტატა
"ისპოლა"-ში სატირალი რა არის, მე არ მესმის.

რა აქვს სატირალი და ის რომ მიტროპოლიტი არაა და მაგას არ უგალობენ!
laugh.gif laugh.gif laugh.gif
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა, ვერ მიხვდი? tongue.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Jan 28 2007, 03:17 PM

მნათე
გეთანხმები რომ ქართული გალობა, მელოდიაზე აწყობილი გულშემმუსვრელი ლოცვაა smile.gif და იგი გეხმარება მთელი გულით ილოცო
დაგლოცოთ უფალმა wink.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jan 30 2007, 10:53 PM

ძალიან მიყვარს ქართული გალობა, რაღაც ერთი თვეა, რაც გალობაზე დავიწყე სიარული, თუმცა ჯერ ბევრი რამ არ ვიცი...

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Feb 2 2007, 07:18 PM

გალობა არის პირველ რიგში ჩემი მოვალეობა. მე ღმერთმა დამაჯილდოვა ნიჭით, რომელსაც სმენა და ხმა ქვია და ამიტომ ეს მოცემული ნიჭი ისევ ღვთის დიდებას უნდა მოვახმარო

პოსტის ავტორი: natuli თარიღი: Feb 8 2007, 07:25 PM

ციტატა(გუჯა @ Jan 22 2007, 02:28 AM) *

ვისაუბროთ, რას ვგრძნობთ ქართული გალობის მოსმენისას? გვეხმარება თუ არა ღვთის დიდებაში, სინანულში...ვიცი მორწმუნეები რომლებიც თავიდან გალობის მოსასმენად დადიოდნენ ტაძარში და ასე გახდნენ ეკლესიურები.

მე საგლობლების მოსმენა დიდი სიმშვიდეს მაძლევს...და მსიამოვნებ ამით გონებაც და გულიც ისვენებს...

ციტატა(misdevs mela loms @ Feb 2 2007, 07:18 PM) *

გალობა არის პირველ რიგში ჩემი მოვალეობა. მე ღმერთმა დამაჯილდოვა ნიჭით, რომელსაც სმენა და ხმა ქვია და ამიტომ ეს მოცემული ნიჭი ისევ ღვთის დიდებას უნდა მოვახმარო

გეთანხმები...ღმერთი შეგეწიოს ...

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 9 2007, 07:32 AM

ძალიან მიყვარს ქართული გალობა. როცა ვუსმენ სულიერად ვმშვიდდები და სულ მინდა რომ ვიგალობო და ვიგალობოsmile.gif (მარა სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი კარგად) რავიცი მაგ დროს ისეთი გრძნობა მეუფლება მაგას სიტყვებით ნამდვილად ვერ ავხსნი, რაღაც არაბუნებრივი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A_L_I_L_O თარიღი: Feb 11 2007, 12:06 AM

ქართული გალობა ძაან მაგარია, და ჩემთვის ყველაზე მაგარიც!!!!!

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 11 2007, 12:13 AM

ციტატა
ქართული გალობა ძაან მაგარია, და ჩემთვის ყველაზე მაგარიც!!!!!

გაიხარეეე.smile.gif
ნიკზეც გემჩნევაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Mar 5 2007, 03:07 AM

მეც ძაან მიყვარს მარა ერთ სულიერს გონია რომ მისი გულისთვის მიყვარს და ვატყუებ smile.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Mar 5 2007, 06:46 PM

ციტატა(შეხვეწილი @ Mar 5 2007, 02:43 PM) *

ზოგჯერ თავს მტკენს ხოლმე, განსაკუთრებით გაბმული გალობებია იმისთანა, რაღაც გურულ სტილში დაუმთავრებელი... რაც შეეხება იყალთოს და გელათის სკოლებს, ვაღმერთებ!


გააჩნია შესრულებას, ვინ გალობს. ანჩისხატის შესრულებული გურული კილო არაა თავის ამატკიებელი ჩემის აზრით...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 5 2007, 06:50 PM

შეხვეწილი

ციტატა
ზოგჯერ თავს მტკენს ხოლმე, განსაკუთრებით გაბმული გალობებია იმისთანა, რაღაც გურულ სტილში დაუმთავრებელი... რაც შეეხება იყალთოს და გელათის სკოლებს, ვაღმერთებ!




ვეთანხმები, მეც იყალთოს და გელათის უფრო მომწონს

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 5 2007, 07:38 PM

შეხვეწილი

ციტატა
განსაკუთრებით გაბმული გალობებია იმისთანა, რაღაც გურულ სტილში დაუმთავრებელი...

მაგალითად?

გურული გაბმული გალობა რაღაც ახალი ხილია.

მინდა ვთქვა, რომ გურულ საგალობლებს, ე.წ. შემოქედის სკოლის საგალობლებს, პირველი ხმა აბსოლუტურად იგივე აქვს, რაც გელათისას, მხოლოდ ბანი და მეორე ხმა აქვს სხვანაირი.
და გაბმულს რას ეძახი ვერ მივხვდი. თუ გელათის გალობა არაა გაბმული, ავტომატურად გურულიც ვერ იქნება.
მგონი ცოტა დაბნეული ხარ სხვადასხვა სკოლებში.
გაბმული სწორედაც რომ ქართლ-კახური საგალობლებია.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 5 2007, 08:03 PM

ვეშაპო


ჩემიმ მხრივ ვიტყვი, პირადად ჩემთვის საქმე სკოლებში კი არ არის (რაშიც რა თქმა უნდა ვერ ვერკვევი)უბრალოდ ქართლ-კახური საგალობლები მეტად მომწონს, მიუხედავად ჩემი გურული წარმომავლობისაsmile.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Mar 5 2007, 09:26 PM

მხევალი ნინო
თავიდან ცოტა ძნელი გასაგებია გურული გალობა.
რავი მე ვთვლი რომ ყველა კილო ერთმანეთზე უკეთესია, კერესელიძე, ქორიძე, არტემი, პატარავა, კარბელაშვილი თუ სხვები ყველა ულამაზესია

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 5 2007, 09:37 PM

მეც ქართლ-კახური კილო მირჩევნია გურულს,მაგრამ ახლა ძალიან შემიყვარდა,ალბათ შეჩვევის ბრალიაsmile.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Mar 5 2007, 10:10 PM

მე დავდებ დიმიტრი პატარავას შენ ხარ ვენახს. ანჩისხატის შესრულებით. ვეშაპო ბოდიში საავტორო უფლებების დარღვევისთვის biggrin.gif
http://www.fast.ge/file/15648/07-Shen-khar-venakhi-mp3.html

და ქართლ კახურს შენ ხარ ვენახს. ჩემი აზრით ორივე ულამაზესია.
http://www.fast.ge/file/15649/13-Track-13-wma.html

პოსტის ავტორი: gvanci თარიღი: Mar 6 2007, 07:08 PM

FLOUD-------მე ვიცი რაც მგონია.მიყვარს ყველა კილოს საგალობლები უზომოდ ...............

პოსტის ავტორი: Dato99 თარიღი: Mar 11 2007, 05:33 PM

ქართული გალობა არის ლოცვის საწყისი მე ამ გალობაზე ვიწყებ ლოცვას

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2007, 01:12 PM

წმიდა ილია მართალი

* * *
სიმღერა, გალობა სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში, მწყობრი ხმა ჰშველის წყობილსიტყვაობას და წყობილსიტყვაობა მწყობრს ხმასა, რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თვისის გულის ძარღვის ცემა. ხმა და სიტყვა ცალ-ცალკე ბევრს შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდამ ამოზიდონ იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და რომელნიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა-მწუხარება, ან სიხარული შესძრავს ხოლმე ღვთაებურს სიმებს ადამიანის სულიერებისას. სიმღერა ამ მხრით იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა.


პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 15 2007, 02:40 PM

შეხვეწილი

ციტატა
ჩვენ მშვიდობა რომაა სიმღერა - იმის სტილის გალობები მტკენს თავს

ნუ, ეგ პირველად მესმის.

ციტატა
ერთიანი მელოდია რომ აქვს ყველა ხმას და დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იმას ვგულისხმობ მე მგონი გელათური სკოლაა ეგ.

ეგეც პირვეად მესმის.
შენ ნაირა ნაჩხატაშვილის მოთქმას ხომ არ გულისხმობ? IPB-ს სურათი

ციტატა
და მომწონს - კვირია რომაა სიმღერა იმის მსგავსი გალობები

ციტატა
მომწონს ქართლ-კახური სიმღერების სტილში რომ გალობენ

შენ ე.ი. სიმღერა გყვარებია, რომელსაც გალობასთან საერთო არაფერი აქვს.

ციტატა
ერთი-ორჯერ მოვუსმინე და თავი ამატკივა...

მერე შენც ნუღარ მოუსმენ.

ციტატა
გალობა კი არა კარის ჭრიალია ეგა...

ცოტა ფრთხილად . . .


პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 15 2007, 04:08 PM

შეხვეწილი

ციტატა
მორჩი ღადავს და აგვიხსენი - დაგვიხარისხე გალობები და მერე გაგაგებინო იქნებ, რას ვგულისხმობ.


http://www.link.ge/file/92654/01-Shobaman-Shenman.mp3.html - შობის ტროპარი - ხმა IV - ქართლ-კახური ("კაკრაზ" რო გაწელილია).

http://www.link.ge/file/92690/21-Sakvirveleba.mp3.html - დავით აღმაშენებლის ტროპარი - ხმა IV - გელათის სკოლა (იმერული)

http://www.link.ge/file/92653/19-Tkveta-Ganmatavisuplebelo.mp3.html- წმიდა გიორგის ტროპარი - ხმა IV - შემოქმედის სკოლა (გურული)


შენ თვითონ შეადარე, ერთი და იგივე ხმების ტროპარებია.
ნახე ერთი, რომელია გაწელილი და რომელი მოძრავი.

პოსტის ავტორი: tetete თარიღი: Mar 27 2007, 02:54 AM

ქართული გალობა ჩემთვის ყველაფერია ყოველთვის ვღიღინებ ხოლმე საგალობლებს,და ყოველთვის კარგ გუნებაზე მაყენებს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2007, 03:11 PM

"თქვენი პოლიფონიით (გულისხმობს ქართულ საგალობლებს - რედ.) აღტაცებული ვარ. ამ მუსიკით ქართველი ხალხი უახლოვდება ღმერთს. თქვენ ვალდებული ხართ მსხვერპლის ფასადაც კი დაიცვათ იგი."

რეთინასა და ავროპოტამოს მიტროპოლიტი ანთიმოზი

პოსტის ავტორი: takusha თარიღი: Mar 27 2007, 09:36 PM

გალობა სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს,ძალიან მიყვარს ''ღირს არსი"და "აღდგომის" საგალობელი საოცრებაა სხვა უამრავი საგალობელია რომალიც მე ძალიან მიყვარს.რატომ არის ამ საიტზე წაშლილი საგალობლები? მინდა გადმოწერა და ვერ ვიწერ.

პოსტის ავტორი: mariana თარიღი: Apr 14 2007, 02:36 PM

ქართული საგალობლები ჩემთვის არის ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოებები. ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოების დანიშნულება არის რაიმე გრძნობის ან განცდის გამოხატვა ბგერებით. ქართულ საგალობლებში კი ღვთისადმი სიყვარული და მოწიწება ყველაზე ლამაზადაა გამოხატული. საერთოდ ბევრი საგალობელი არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ რაც მოვისმინე ყველა ნაზი მელოდიის და მშვიდი ხასიათის იყო.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 7 2007, 04:44 PM

,,გალობა არის ჩემი სულის საიდუმლოება, რითაც მხოლოდ მე და იმ ერთმა დიადმა ,,უძრავმა მამოძრავებელმა" ყოველივესი, შემქმნელმა და შემოქმედმა სამყაროსმან უნდა იხსნას სული და ხორცი ჩვენი ქრისტიანთა მართლმადიდებელთა. ასე რომ შეუფასებლად მიმაჩნია ის ნიჭი, რაც ღმერთმა ჩემთვის გამოიმეტა იმისათვის, რომ მე მასთან მესაუბრა, მომეთხოვა ისეთი რამ, რასაც ვერ მოსთხოვ ვერც დედასა და მამას და ვერც ვერავითარს ჩვენს ხილულ და უსასრულო გალაქტიკაში. ,,ესე არს ზე-გარდარეული სიყვარულით ნათქვამი და გააზრებული, ჩვენი იმ საამაყო და სულის ჩამდგმელი, პასუხის მგებელი და მომლოცველი წმიდა მამებისა, რომელთათვის ,,ცა ქუდად და დედამიწა ქალამნადო" რომ იტყვიან და ისიც კანონზომიერად ჰქონდათ აღქმული. და რაც მახარებს ეს ის იმედია, რომელსაც ჩვენი საზაოგადოების ნაწილი მოსული, ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაა სიმღერითა და გალობით. ამიტომ ნიჭი, რომლითაც შეიძლება არა მათემატიკური და არც რომელიმე მეცნიერება, რომლითაც კაცობრიობა ფიქრობს დაუახლოვდეს იმ ერთს დიადსა, წმიდასა, ძლიერსა და უკვდავსა, არა მგონია ისე ახლოს იყოს, როგორიც არის გალობა. იმ კაცობრიობის გადამრჩენ ენაზე სიმღერითა და გალობითა და სიყვარულით განცდილის, რასაც ქართული ჰქვია".



ამგვარი მნიშვნელობა აქვს ქართულ გალობას ვასილ ცეცხლაძისთვის

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 7 2007, 07:09 PM

N. R.

ციტატა
,,გალობა არის ჩემი სულის საიდუმლოება, რითაც მხოლოდ მე და იმ ერთმა დიადმა ,,უძრავმა მამოძრავებელმა" ყოველივესი, შემქმნელმა და შემოქმედმა სამყაროსმან უნდა იხსნას სული და ხორცი ჩვენი ქრისტიანთა მართლმადიდებელთა. ასე რომ შეუფასებლად მიმაჩნია ის ნიჭი, რაც ღმერთმა ჩემთვის გამოიმეტა იმისათვის, რომ მე მასთან მესაუბრა, მომეთხოვა ისეთი რამ, რასაც ვერ მოსთხოვ ვერც დედასა და მამას და ვერც ვერავითარს ჩვენს ხილულ და უსასრულო გალაქტიკაში. ,,ესე არს ზე-გარდარეული სიყვარულით ნათქვამი და გააზრებული, ჩვენი იმ საამაყო და სულის ჩამდგმელი, პასუხის მგებელი და მომლოცველი წმიდა მამებისა, რომელთათვის ,,ცა ქუდად და დედამიწა ქალამნადო" რომ იტყვიან და ისიც კანონზომიერად ჰქონდათ აღქმული. და რაც მახარებს ეს ის იმედია, რომელსაც ჩვენი საზაოგადოების ნაწილი მოსული, ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაა სიმღერითა და გალობით. ამიტომ ნიჭი, რომლითაც შეიძლება არა მათემატიკური და არც რომელიმე მეცნიერება, რომლითაც კაცობრიობა ფიქრობს დაუახლოვდეს იმ ერთს დიადსა, წმიდასა, ძლიერსა და უკვდავსა, არა მგონია ისე ახლოს იყოს, როგორიც არის გალობა. იმ კაცობრიობის გადამრჩენ ენაზე სიმღერითა და გალობითა და სიყვარულით განცდილის, რასაც ქართული ჰქვია".

ამგვარი მნიშვნელობა აქვს ქართულ გალობას ვასილ ცეცხლაძისთვის

ეს ვასოს სიტყვებია? IPB-ს სურათი
აუF!
ნე ვერიუ რა. IPB-ს სურათი

P.S.
გაფიცებ, რამდენ წამში თქვა ეს ყველაფერი. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 8 2007, 05:15 AM

,,უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაი’’
(ფსალმუნი 95,1)

გალობა, პოეზიისა და ფერწერის მსგავსად, საღმრთო ლიტურღიის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია. საგალობელს მუსიკალური ბგერებით შემკულ ხატსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, პირველი ქრისტიანული საგალობელი დედამიწაზე ანგელოსებმა შობის ღამეს ჩამოიტანეს: ,,და მეყუსეულად იყო ანგელოსისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათა, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2, 12-13). ამ სიტყვებით შემთხვევით არ იწყება ცისკრის მსახურება. მაცხოვრის შობა მართლაც სულიერი ცისკრის დასაწყისი იყო ცოდვებით დამძიმებული კაცობრიობისათვის. წმ. იოანე ოქროპირი ასე წერდა ამ საგალობლის შესახებ: ,,ადრე ეს ჰიმნი მხოლოდ ზეცაში სრულდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუფემ მიწაზე დაშვება კეთილ ინება, ეს ჰიმნიც მასთან ერთად ცამოვიდა. ამ საგალობლის მიწიერი ხმოვანება ზეციური მუსიკის მხოლოდ მიბაძვაა. ზევით—უზენაესს ანგელოსთა მხედრობა ადიდებს, ქვევით კი ხალხი. ისინი აღასრულებენ მსახურებას ეკლესიაში და ბაძავენ ანგელოსებსა. ასე იქმნება ზეცისა დამ იწის ბინადართა ერთიანი დღესასწაული’’.

ქრისტიანულ ლიტურღიაში გალობის გამოყენება თავად მაცხოვრის კურთხევით დადგინდა. გავიხსენოთ საიდუმლო სერობა, რის შემდეგაც იესომ და მისმა მოწაფეებმა ,,გალობა წარსთქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილისასა” (მათე 26,30).

გალობასა და საზოგადოდ მუსიკას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ახალ აღთქმამდელ მსახურებაშიც. ძველი აღთქმის ყველა მნიშვნელოვანიმოვლენა მუსიკალური საკრავების (ბუკი, საყვირი, ბობღანი, წინწილი და ა.შ.), როკვის და გალობის თანხლებით მიმდინარეობდა (მაგ: დაბადება 31,37; გამოსვლათა 15, 20; I მეფეთა 16,23; III მეფეთა 1, 39; ისუ ნავე 64,5 და ა.შ.). ქრისტიანული ღვთისმსახურების ჩამოყალობების პირველივე ეტაპზე კანონიკური თვალსაზრისით გაიმიჯნა ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკა. მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორც წარმართული კულტის გადმონაშთი, თანდათან განიდევნა ღვთისმსახურებიდან. ,,მართლმადიდებლობითა მიერ ღმრთის მეტყველებად” (სულხან-საბა) მიჩნეული გალობა კი მტკიცედ დამკვიდრდა საეკლესიო მსახურებაში. წმ. ბასილი დიდის მიხედვით, წმიდა სულმა იცოდა, რაოდენ ძნელია ადამიანის მოდგმის სათნოებასთან ზიარება და ამიტომ დოგმატურ სწავლებას მელოდიით ტკბობა შეუერთა, რათა ადამიანებს უფრო მსუბუქად, ყურისათვის სასიამოვნოდ, ლამის შეუმჩნევლად აღექვათ სიტყვების არსი. ,,ამგვარ ხერხს მიმართავენ ექიმებიც, როცა ავადმყოფს თაფლწასმული თასით ასმევდნენ მწარე, მაგრამ ჯანმრთელობისათვის აუცილებელ წამალს’’-წერს წმ. ბასილი დიდი.

გალობა რწმენის განმტკიცების აუცილებელ პირობად მიაჩნდა წმ. პავლე მოციქულს. ამიტომაც მოუწოდებდა ადამიანებს საკუთარი თავისთვის ღვთის სიბრძნე ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო ჰანგებიტ ჩაეგონებინათ. სასულიერო მუსიკასთან პავლე მოციქულის დამოკიდებულებას შემდეგნაირად განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი: ,,რადგან კითხვა დამღლელი და უსიამოვნოა, ის (პავლე მოციქული) ჭეშმარიტებას არა მონათხრობით, არამედ ფსალმოდირებით აზაიარებდა, რათა გალობის დროს მორწმუნეებს დაეტკბოთ სული და შეემკოთ დაღლილობა”.

ცნობილია, რომ მუსიკას, ხელოვნების სხვა დარგებისაგან განსხვავებით, შეუზღუდავი ემოციური შესაძლებლობები ახასიათებს, რის გამოც, იმ დროშიც ,,მრავალი მიეჩვია ჰანგების მოსმენას არა სულის სასარგებლოდ, არამედ სიამოვნებისათვის’’ (წმ. იოანე ოქროპირი). ამ შემთხვევაში ეკლესიის მესვეურებმა ადამიანის მოდგმის ხიბლისაკენ მიდრეკილება ღვთის სამსახურში ჩასაყენებლად და მათივე სულის განსაკურნებლად გამოიყენეს, რადგან მუსიკამ ახალი აღთქმის ეპოქაში სწორედ ,,სულის სასარგებლო’’ დანიშნულება შეიძინა. იგი სარწმუნოების განმტკიცების და გაღრმავების სიმბოლოდ იქცა.

ქრისტიანული საგალობელი ქრისტეშობიდან პირველ საუკუნეებში იმპროვიზაციულად ვითარდებოდა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალობებული კანონიკური სისტემა, რომელიც საგალობლის, როგორც საეკლესიო_დოგმატური მოვლენის კომპოზიციური განვითარების საკითხებს განსაზღვრავდა. თუმცა I_II საუკუნეებში უკვე იქმნებოდა ჰიმნების, ფსალმუნების, სამადლობელი ლოცვების მუსიკალური ვარიანტები. ამ ნიმუშებს თავიდან ებრაული, შემდგომ კი ელინისტური წარმართული პოეზიისა და მუსიკის კვალი გასდევდა. ამიტომ უკვე III საუკუნეში ეკლესიის მამათა მოწადინებით ჩამოყალიბდა საეკლესიო მუსიკის შექმნის და შესრულების თავისებურებები. პირველად ამ საკითხს პრესვიტერი კლიმენტი ალექსანდრიელი (217) შეეხო. მისი განმარტებით, მუსიკა, პირველ რიგში, ღვთისმსახურების შემამკობელი და ზნეობის განმამტკიცებელი საშუალებაა. ასეთი დანიშნულებისათვის კი შეუძლებელია გამოვიყენოთ სულის ამაფორიაქებელი, მრავალფეროვანი ჰანგები. საეკლეიო მელოდია, კლიმენტი ალექსანდრიელის თქმით, ნაკლებ ემოციური უნდა იყოს.

საუკუნეების მანძილზე ერეტიკულ მიმდინარეობათა წარმომადგენლები ცდილობდნენ ეკლესიის წიაღში შეღწევას. მათი მიზანი საეკლესიო ჰანგების გაუკუღმართებაც გახლადთ. სწორედ ამ საკითხს ეხება VI მსოფლიო კრების (680-681 წ.წ.) 75-ე კანონი: ,,რომლებიც ეკლესიაში ლოცვისა და გალობისთვის იკრიბებიან, ნუ ხმაურობენ უწესოდ და თავს ნუ აიძულებენ, რომ იყვირონ. ნურც იტყვიან რაიმეს ისეთს, რაც არ შეეფერება და შეესაბამება ეკლესიას, არამედ იდგნენ მოკრძალებით და ლმობიერებით. ლოცვას ფარული საქმეების ზედამხედველს, ღმერთს უნდა შესწირავდნენ, რადგან ,,განკრძალულნი იყვენითო’’ (ლევიტელთა 15,31) ისრაელის ძეთ ასქავლიდა საღვთო სიტყვა.

როგორც ვხედავტ, საგალობლის მუსიკალურ-პოეტური შინაარსი ქრისტიანობის იმ უმთავრეს იდეას უნდა ასახავდეს, ,,რომლითა ჰსძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩუენი’’ (იოანე 5,19). ამიტომ უძველესი დროიდან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ გალობის შექმნას, ქრისტიანული საგალობელი სუბიექტური განცდის გარეშე იწერებოდა. საეკლესიო მუსიკას ის დიდი მამები წერდნენ, რომლებმაც ეკლესიის წიაღში იღვაწეს და მუდმივი მარხვითა და ლოცვით შესძლეს ,,ყოველივე ამაო სოფლის საზრუნევი’’ დაეტევებინათ. ასეთები იყვნენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. ანდრია კრიტელი და სხვები. მათი ღვაწლით შეიქმნა სასულიერო მუსიკის ისეთი ნიმუშები, რომლებშიც ერთმანეთს ერწყმის საღმრთო მოქმედება, სიტყვა და მუსიკა.

IV საუკუნიდან, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, იწყება ქართული საგალობლის ისტორია. არ არსებობს ზუსტი ცნობა იმის შესახებ, თუ რომელი საუკუნეში შეიქმნა ქართული გალობის პირველი ნიმუში. VI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის საბა განწმედილის ანდერძი გვამცნობს, რომ ,,ივერიელებს დაასურელებს ნება არა აქვთ ჟამისწირვა შეასრულონ თავიანთ ეკლესიაში. აქ მათ შეუძლიათ წარმოთქვან ჟამნობა, შეასრულონ სამხრობა, წაიკითხონ თავიანთ ენაზე სამოციქულო და სახარება”. IV საუკუნეში ქართული ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. შესაბამისად ნაადრევია საუბარი ამ ეპოქაში ორიგინალური ქართული გალობის არსებობაზე. სულ სხვა სურათს აღწერს X საუკუნის მოღვაწე გიორგი მერჩულე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”: ,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულისა ენისათა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიე ელისონი ბერძნულად ითქუმის, რომელ ამას ქართულად ,,უფალო წყალობა ყავ”, გინა თუ ,,უფალო შეგვიწყალენ’’. რამდენადაც გრიგოლ ხანძთელის პერიოდში სრული ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ბუნებრივია, მისი შემადგენელი მუსიკალური ნაწილიც ეროვნულ საწყისებზე იქნებოდა დაფუძნებული. მართლაც, ქართული საგალობლის აყვავების ხანა IX_XII საუკუნეებია. ცნობილია ისიც, რომ ამ პერიოდის ქართულ ეკლესია_მონასტრებთან (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) არსებულ სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში დიდი ადგილი ეთმობოდა საეკლესიო გალობის სწავლებას. XII საუკუნის საქართველოს უკვე თავისი კომპოზიტორებიც ჰყავდათ. ცნობილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი წერს: ,,საგალობლის სიტყვების თარგმნა თუ შეთხზვა და მისთვის საგანგებო ჰანგების დაწერა, თუ ამაზე უწინარეს არა, მაინც და მაინც XII საუკუნის დამდეგს უკვე სხვადასხვა სპეციალობად ყოფილა ქცეული. ამ დროს საქართველოს უკვა ჰყოლია ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ ჰანგსა თხზავდნენ. სიტყვიერი შემოქმედების ნაწარმოებისთვის ჰანგის ამნაირს შეთხზვას მაშინ ხმისა დადებაი და ასეთი სამუშაოს დაწყებას ხმისა დადების ხელყოფაი ჰრქმევია”. ქართული საგალობლის განვითარება დაკავშირებულია ისეთი დიდი მოღვაწე მამების სახელებთან, როგორებიც არიან არსენ იყალთოელი, იოანე ზოსიმე, იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები.

ქართული საგალობლის გამორჩეული თვისება სამხმიანობაა. ქართველები გალობის ფორმით ვამბობთ: ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი, სამი ჰიპოსტასისაგან შემდგარი. ქართულ მრავალხმიან გალობაში სამი პირი ერთ სათქმელს ამბობს სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთ ნებას და სურვილს გამოხატავს და ამავე დროს თითოეულს თავისი ინდივიდუალური თვისებები არ ეკარგება.

ქართულმა საგალობელმა განვითარების რთული გზა განვლო. XII საუკუნის შემდგომ ომებით იავარქმნილ საქართველოში საეკლესიო მუსიკაზე ზრუნვამ ლოკალურ გარემოში გადაინაცვლა. ქართული საგალობლის ფენომენი ცალკეული მგალობლების და დაინტერესებული პირების წყალობით შემორჩა ისტორიას. XIX საუკუნეში სამოციანელთა მოძრაობის პარალელურად ქართული გალობის აღდგენა_ჩაწერაზე დაიწყეს ზრუნვა. ქართული გალობის მოამაგეების მღვდელ-მონაზონ ექვთიმე კერესელიძის, დეკანოზ ბასილი კარბელაშვილის და მისი ძმის პოლიევქტოსის, ფილიმონ ქორიძის და სხვების ძალისხმევით ქართული გალობა მივიწყებას გადაურჩა.

ქრისტიანული გალობის დანიშნულება ღმერთის ჭეშმარიტი შეცნობა და თაყვანისცემა უნდა იყოს, რადგან როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებდა: ,,არაფერი ისე არ ამტკიცებს მეხსიერებას, როგორც მელოდია-. წინასწარმეტყველმა შექმნა ეს ჰანგები იმისათვის, რომ მელოსითა და სატნოებით აღვსილმა ადამიანებმა მუდმივად იგალობონ ისინი, როგორც ხანგრძლივი სწავლება სინანულის შესახებ”.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 8 2007, 03:20 PM

ციტატა(ვეშაპო @ May 7 2007, 07:09 PM) *

N. R.

ეს ვასოს სიტყვებია? IPB-ს სურათი
აუF!
ნე ვერიუ რა. IPB-ს სურათი

P.S.
გაფიცებ, რამდენ წამში თქვა ეს ყველაფერი. IPB-ს სურათი



ინტერვიუ რომ ავიღე მთელი 5-6 საათი დამსვა მასთან, wacko.gif შიგადაშიგ დიქტაფონს ვრთავდი, და ამ შეკითხვაზე პასუხისგაცემა რომ ვერ მოასწრო laugh.gif მერე დამიწერა და ისე გადმომცა (თუმცა სამწუხაროდ გაზეთი უკვე გამოსული იყო tongue.gif )

ალექსანდრე

ჩავუჯდები და წავიკითხავ, საღოლ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2007, 11:16 AM

"ქართული გალობა უნიკალურია. მას ცოცხალ ღვთისმსახურებასთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში ისეთი ამაღლებული ადგილი უკავია, რაც არც ერთ მუსიკას არ შეუძლია."

ეროვნებით გერმანელი, იულიანე რაბიუსი

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: May 29 2007, 03:08 PM

ციტატა(გუჯა @ Jan 22 2007, 01:28 AM) *

ვისაუბროთ, რას ვგრძნობთ ქართული გალობის მოსმენისას? გვეხმარება თუ არა ღვთის დიდებაში, სინანულში...ვიცი მორწმუნეები რომლებიც თავიდან გალობის მოსასმენად დადიოდნენ ტაძარში და ასე გახდნენ ეკლესიურები.

ჩემთვის ქართული გალობა ძალიან ბევრს ნიშნავს, თვითონაც მგალობელი ვარ წმიდა ილია მართლის ტაძარში, ქართული გალობა სცილდება "სასიამოვნო მუსიკის" ფარგლებს ცხადია მორწმუნისათვის მიუხედავად იმისა მყარია უკვე მისი რწმენა თუ არა, რადგან ის ეხმარება ადამიანს ლოცვაში, შინაარსის მიხედვით ხან საზეიმო განწყობაზე აყენებს, ხან სინანულს გვრის, (მაგ: "ქრისტე აღსდგა" განსაკუთრებით სვანური და ანდრია კრიტელის კონდაკი "სულო ჩემო") ერთიც და მეორეც "ნელთბილ" ადამიანს უფრო მეტ ემოციებს ანიჭებს და ღვთის სიყვარულს უცხოველებს.

პოსტის ავტორი: tamo-tamo თარიღი: Jun 1 2007, 10:38 AM

გალობის გარეშე მართლა არ წარმომიდგენია წირვა-ლოცვა,მე პირადად გალობა მაფიქრებს და სინანულის გრძნობას მიღრმავებს.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jun 10 2007, 06:03 PM

ქართული გალობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მწყინს რომ ბავშვობიდან არ ვსწავლობ ამ დიდ საგანძურს sad.gif ყველაზე მეტად მაინც აღდგომის ძლისპირები მომწონს , განსაკუთრებით "დ" ძლისპირი "საღმრთოსა სახმილავსა" smile.gif

პოსტის ავტორი: IZAKUNA თარიღი: Jun 11 2007, 09:35 AM

გალობა განსაკუტვრებით კი ქართული ჩემთვის ყველაპერია.რაც მამშვიდებს,ღვთისადმი სიყვარულს მიღრმავებს,სულიერად მამშვიდებს.ერთი სითყვით თავს ნამდვილ მართმადიდებლად და კართველად მაგრძნობინებს.

პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 12 2007, 03:54 PM

მე გალობამ მიმიყვანა ტაძარში და მეც დავიწყე სწავლა გალობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია !

ძალიან მიყვარს შემოქმედის სკოლა ,ძალიან!

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 12 2007, 08:32 PM

ეხ,მაგრია...

დიდუბის მგალობლებისთვის ვის მოგისმენიათbiggrin.gif...ნაირა ნაჩხეტიანია თუ რა გვარია არ მახსოვს,დაახლოებით მაგ სტილში გალობენ რა biggrin.gif
ხოდა,თავიდან ნამეტანი აღშფრთოვანებული ვიყავი მაგით,ძალიან მომწონდა...

და უნდა გენახათ რა მეუხეშა გურულ კილოზე შესრულებული საგალობლები მაგის მერე laugh.gif მაგრამ ახლა ძაააალიან მიყვარს wub.gif
ეხ,სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხანი მქონდა ბედნიერება მეგალობაsad.gif cray.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 12 2007, 10:00 PM

მაეასი

დიდუბის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, ქ.-მა თაისი ტორონჯაძემ კითხვაზე, რას ნიშნავს ქართული გალობა თქვენთვის, მიპასუხა: ,,ქართული გალობა ჩემი ცხოვრებაა!"

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 13 2007, 01:12 AM

ისე განათლებული არ ვარ ამ საკითხში საერთოდ მაგრამ მოსასმეად რომ საუკეთესო მუსიკააა ამის გაგებას ცოდნა ნაღდად არ უნდა არაფერი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 13 2007, 12:18 PM

მამფალი
ვის გულისხმობ მეგობარო?

პოსტის ავტორი: jevrie თარიღი: Jul 28 2007, 03:27 PM

გალობა ჩემთვის სულიერი საზრდოა... საქმეა რომელსაც ყველაზე, ყველაზე დიდი სიამოვნებით ვაკეთებ smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 28 2007, 04:27 PM

სიმშვიდე,იმედი და სიყვარული!

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jul 28 2007, 08:11 PM

ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს პატრიარქის დაწერილი გალობანი და განსაკუტრებით მიყვარს-"დავიღალე" wub.gif .ულამაზესი მუსიკაა გალობა თუმცა შესრულება ყოფილა რამდენჯერმე რომ არ მომწონებია

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jul 31 2007, 12:13 PM

ძალიან მიყვარს "მეუფეო ზეცათაო" და "ღირს არს ჭეშმარიტად" ამ გალობებეს ხშირად ვიმეორებ გულში და ძალიან მეხმარება განსაცდელის დაძლევაში

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 3 2007, 11:28 AM

ვატყობ, გალობა ჩემი ცხოვრების საქმე გახდება (ხალხურ სიმღერასთან ერთად)

პოსტის ავტორი: დეკანოზოვიჩი თარიღი: Sep 14 2007, 02:06 AM

როგორ შეიძლება ქართველს, ქართული გალობა არ უყვარდეს...

პოსტის ავტორი: gvantsi თარიღი: Sep 23 2007, 10:42 PM

გალობამ მართლაც რომ დიდი როლი ითამაშა ჩემს ეკლესიაში მიყვანაშიsmile.gifპატარა რომ ვიყავი და დედას ტაძარში დავყავდი სულ მინდოდა რომ მეც მცოდნოდა გალობა და მგალობლებთან ერთად მეც ვმდგარიყავი.ეხლა როცა გავიზარდე ძლივს ავიხდინე ოცნება და მივედი გალობაზე,მერე ნელნელა ისევ დავიწყე ტაძარში სიარული,თავიდან უფრო გალობის მოსასმენად,მერე თანდათან გავერკვიე და მოძღვართანაც მივედიsmile.gifეხლაც დავდივარ გალობაზე,რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და სიმშვიდით მავსებსsmile.gifგანსაკუთრებით მიყვარს უფალო იესო ქრისტეsmile.gifმაგრამ ყველა ძააააალიან მიყვარს wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: TIMATI თარიღი: Sep 25 2007, 10:58 PM

ციტატა(დეკანოზოვიჩი @ Sep 14 2007, 03:06 AM) *

როგორ შეიძლება ქართველს, ქართული გალობა არ უყვარდეს...


ამინ ! smile.gif

პოსტის ავტორი: ninuna თარიღი: Feb 2 2008, 06:31 PM

ცხოვრების წესი, სიმშვიდე, იმედი, მიზანი, მრწამსი, ამ ქვეყნად არსებობის აზრი...

პოსტის ავტორი: Elisabedi თარიღი: Feb 2 2008, 09:13 PM

ქართული გალობა ჩემთვის უდიდესი სულიერი სიმშვიდის მომტანია.თუ არ მოვუსმინე ,შინაგანად ვიფიტები.და მერე ვხვდები რო რაღაცა მაკლია თურმე ამ ხნის განმავლობაში.ალბათ ბუნებრივი რეაქციაა,რომ ცრემლი წამოგივიდეს ადამინს,როცა ასეთ რამეს უსმენ,თუმცა მართალია რო მხოლოდ მელოდიით ტკბობა არ შეიძლება და თითინ ლოცვაზე უნდა გავამახვილოთ დიდი ყურადღება

პოსტის ავტორი: tamariii თარიღი: Feb 5 2008, 02:38 PM

ქართული გალობა საოცრებაააა

პოსტის ავტორი: ninuna თარიღი: Feb 5 2008, 02:51 PM

ციტატა(tamariii @ Feb 5 2008, 02:38 PM) *

ქართული გალობა საოცრებაააა

ხოო, საოცრება, რომელიც ყველაზე მეტად გვაახლოებს უფალთან...

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Feb 5 2008, 03:34 PM

სიტყვებით ვერ გადმოვცემ huh.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Feb 5 2008, 09:08 PM

ციტატა
რა არის ქართული გალობა თქვენთვის?

ჩემთვის ქართული გალობა ძალიან ბევრს ნიშნავს !!! განსაკუთრებით ამ ბოლო დროს , უდიდესი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Feb 5 2008, 09:39 PM

ჩემი სულის ჰარმონიააsmile.gif

პოსტის ავტორი: toke თარიღი: Feb 5 2008, 09:56 PM

მაგარია რა ძAან და რავიცი ენით აუწერელი რამეა რა მაგრად მიყვარს

პოსტის ავტორი: martyopeli თარიღი: Feb 7 2008, 12:18 AM

გალობა არის სიყვარული

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Mar 6 2008, 12:53 PM

ერთი ძალაინ კარგი ადამინის სიტყვებს დავწერ ქართულ გალობაზე smile.gif

გალობა კაცის გულს სიყვარულითა და სინანულით ავსებს .ღმერთის ნაბოძებია პირდაპირ,საკუთარი ხელით მოგვიტანა და მოგვართვა მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ''ჩაგვაბარა ვითარცა მარგალიტნი,ხელიხელ საგოგმანები''
smile.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 6 2008, 03:22 PM

დაგეთანხმებით,ქართული გალობა მართლაც,რომ საოცრებაა...
ძალიან მიყვრს ტაძარში "წმინდაო ღმერთოს" როდ გალობენ,კიდევ ძალიან მამშვიდებს და დიდ სიხარულს მგვრის "ქრისტე აღსდგა მკვდრეთითს",რომ გალობენ...მოკლედ ძალიან მაგარია smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 6 2008, 05:46 PM

ქართული გალობა მართლაც სულში ჩამწვდომია. ჩემთვის გალობა ყველაფერია.
ღმერთის დიდად მადლობელი ვარ რომ მგალობლობის ღირსი გამხადა. თუმცა რამდენად ღირსი ვარ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ ღმერთი მოწყალეა

პოსტის ავტორი: saxva თარიღი: Mar 9 2008, 08:57 PM

mcuxris movedit tayvani vscet zalian momcons, aseve mcuxris roeli qerubimta

პოსტის ავტორი: qetusha თარიღი: Mar 9 2008, 09:10 PM

მე ძალიან მიყვარს:აგიოს ოთეოს და იიეეეისოო...

პოსტის ავტორი: nino chikviladze თარიღი: Mar 15 2008, 09:48 PM

ყველას ვურჩევ დაანებონ თავი ევროპულ მუსიკებს და მოუსმინონ ქართულ გალობას

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 15 2008, 10:20 PM

nino chikviladze

ციტატა
ყველას ვურჩევ დაანებონ თავი ევროპულ მუსიკებს და მოუსმინონ ქართულ გალობას

მართალი ხარ

პოსტის ავტორი: taicko თარიღი: Mar 17 2008, 03:16 PM

რა არის ქართული გალობა ჩემთვის?
წინა სემესტრში გავდიოდი ჰიმნოგრაფიას,სემინარრებს ვაბარებდი ........და აღმოცნდა რომ შემიყვარდა. wink.gif

პოსტის ავტორი: sisunia თარიღი: Mar 19 2008, 04:53 PM

დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი გალობას, ხანდახან მე და ჩემი მეგობარი ვგალობთ ხოლმე (ადრე გალობდა ტაძარში) ზოგიერთი გალობა მასწავლა.
მკრეხელობაში ხომ არ მეთვლება რომ დავუშვათ და შინ ვგალობ ან ვღიღინებ?
(მაგალითად უფალო შეგვიწყალენს, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს მელოდია)
ამაზე რას იტყოდით???

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Mar 19 2008, 05:59 PM

ციტატა(sisunia @ Mar 19 2008, 04:53 PM) *

მკრეხელობაში ხომ არ მეთვლება რომ დავუშვათ და შინ ვგალობ ან ვღიღინებ?
(მაგალითად უფალო შეგვიწყალენს, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს მელოდია)
ამაზე რას იტყოდით???


აბა რას ამბობ ჩემო კარგო biggrin.gif
ეგ იმას გავს იესოს ლოცვა ჩურჩულით რომ თქვა რა არ შეიძლება??

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Mar 19 2008, 10:26 PM

ციტატა
მკრეხელობაში ხომ არ მეთვლება რომ დავუშვათ და შინ ვგალობ ან ვღიღინებ?
(მაგალითად უფალო შეგვიწყალენს, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს მელოდია)
ამაზე რას იტყოდით???

პირიქით smile.gif
თავისუფალ დროს უნდა გალობდე და ლოცულობდე. ამ დროს გონება დაცული იქნება ბოროტის აზრებისაგან smile.gif

პოსტის ავტორი: ninikoniniko თარიღი: Mar 20 2008, 01:16 PM

არ ვიცი ვინ როგორ გრნობს, მაგრამ მე მეცოდება ყველა ერვნება იმის გამო რომ ვერ ტკბებიან ქართული საგალობლებით და ასეთ სიამოვნებას მოკლებულები არიან. მით უმეტეს როცა ტაზარშიისმენ, ეს არ ვიცი რა ნეტარებაა, ენით ვერ გადმოგცემთ. ხანდახან ცრემლებიც მომსვლია სიამოვნებისგან და ალბათ სინანულისგანაც.
მე მიკვირს როგორ არის შერწყმული ქართული ეკლესია და ქართული გალობა ერთმანეთს. და გული მწყდება რომ ამის პატრონები რას დავემსგავსეთ. კიდევ უფრო მეტად მწყდება გული რჯულშეცვლილ ქართველებზე. ნუთუ ერთხელ მაინც რომ დაესწრები ტაძარში რომელიმე რიტუალს, შემდეგ შეიძლება უარყო მართმადიდებლობა და (სახელის დასახელებაც არ მსურს) ხვა სარწმუნოება მიიღო? მიკვირს მაგრამ არ მინდა განვსაჯო.
ბედნიერი ვარ რომ ქართველი ვარ!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Mar 20 2008, 02:37 PM

ციტატა(ninikoniniko @ Mar 20 2008, 01:16 PM) *

არ ვიცი ვინ როგორ გრნობს, მაგრამ მე მეცოდება ყველა ერვნება იმის გამო რომ ვერ ტკბებიან ქართული საგალობლებით და ასეთ სიამოვნებას მოკლებულები არიან. მით უმეტეს როცა ტაზარშიისმენ, ეს არ ვიცი რა ნეტარებაა, ენით ვერ გადმოგცემთ. ხანდახან ცრემლებიც მომსვლია სიამოვნებისგან და ალბათ სინანულისგანაც.
მე მიკვირს როგორ არის შერწყმული ქართული ეკლესია და ქართული გალობა ერთმანეთს. და გული მწყდება რომ ამის პატრონები რას დავემსგავსეთ. კიდევ უფრო მეტად მწყდება გული რჯულშეცვლილ ქართველებზე. ნუთუ ერთხელ მაინც რომ დაესწრები ტაძარში რომელიმე რიტუალს, შემდეგ შეიძლება უარყო მართმადიდებლობა და (სახელის დასახელებაც არ მსურს) ხვა სარწმუნოება მიიღო? მიკვირს მაგრამ არ მინდა განვსაჯო.
ბედნიერი ვარ რომ ქართველი ვარ!!!!!!!!!!

smile.gif გაიხარე

პოსტის ავტორი: kanonmorchili თარიღი: Apr 8 2008, 10:34 PM

გალობა......ნუ ალბათ კიარადა დარწმუნებულივარ 99%არიცის ნორმალურად ან საერთოდ თუ რაარის ქართული გალობა და მისი დალა...

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 10 2008, 11:03 PM

ძალიან ცოტა ხანია რაც გალობაზე დავიწყე სიარული.
ტაძარში ძალიან მიყვარს გალობის მოსმენა, მაგრამ როცა მე თვითონ
ვგალობ სულ სხვა განცდაა, მინდა დაუსრულებლად ვიგალობო და ვგრძნობ
რომარც დავიღლები. გალობის დროს ყველა პრობლემა სადღაც ქრება და
სულ სხვა სამყაროში ვხვდები. მართლაც შეუდარებელი გრძნობაა smile.gif

პოსტის ავტორი: mak თარიღი: May 15 2008, 11:41 AM

ჩემთვის გალობას უდიდესი ადგილი უჭირავს.ეს სულიერი,სინაზის და სინანულის აღმძვლელია .ჩემი დის შვილი რომელნი ქერუბინთა გალობისას იძინებს smile.gif girl_angel.gif საოცარია ყველა გალობა.მაგ.პატრიარქის დაწერილი უფალო შეგვიწყალენზე ცრემლებს ვერ ვიკავებ... დიდება უფალს ყველაფრისთვის!

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: May 15 2008, 02:06 PM

ჩემთვის გალობა სიცოცხლის აზრია, ყველაფერია.... შემიძლია დაუსრულებლად ვიგალობო ტაძარში....smile.gif

პოსტის ავტორი: ani kapo. თარიღი: May 28 2008, 05:29 PM

გალობა სულის სიმშვიდეა...პარტიარქის დაწერილ გალობას რომ ვუსმენ თითქოს რაგაც იცვლება ჩემში...მე სამების მრევლი ვარ და ძალიან მიყვარს სამების მგალობელთა ჯგუფის გალობა განსაკუთრებით კირიელე იესონ.....

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 28 2008, 05:37 PM

ციტატა
გალობა სულის სიმშვიდეა...

ნამდვილად.......საოცრად მამშვიდებს გალობა.თუ დამიჯერებთ ეხლაც გალობას ვუსმენ smile.gif
პატრიარქის გალობები ძალინ მიყვარს,საოცრად თბილი გალობებია.......

mak
ციტატა
პატრიარქის დაწერილი უფალო შეგვიწყალენზე ცრემლებს ვერ ვიკავებ...

მართლაც!მც მასე ვარ...მთელი არსებით ვგრძნობ ჩემს ცოდვებს და მთელი გულით "ვგალობ" მეც გალობასთან ერთად.............

პოსტის ავტორი: pitna თარიღი: Jun 5 2008, 08:59 PM

girl_angel.gif ჩემთვის გალობა იგივეა ,რაც ფსალმუნთა კითხვა , ლოცვა.ანუ გალობით (სიმღერით) წარმოთქმული ლოცვა.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 9 2008, 11:03 PM

გალობა ეს საუცხოო რამაა. ენით გამოუთქმელი სიამოვნებაა ქართული საგალობლების მოსმენა

პოსტის ავტორი: natiko თარიღი: Jul 20 2008, 04:00 PM

სერთოდ გალობანის და მითუმეტეს ქართული გალობის მოსმენა მაგრად მსიამოვნებს, მის მოსმენით სულს ვიმშვიდებ ხოლმე .

მართლაც რაღაც საოცარი რამაა გალობა, ხანდახან(გააჩნია კიდე სიტუაციას) მეც რომ ამიყოლიებს ხოლმე, რაღა გააჩერებს ჩემს სულს ხოლმე?გალობის ჟამს რომ ცრემლები მასხამს, ალბათ ცოდვების და იმ ნეტარების გამოა, რომ ჩემს სულსაც სიმშვიდე სჭირდება და მართლაც რომ ეგ ეგრე, ის სულის სიმშვიდეა fiqri.gif

ხოლო მთელი დღე რომ, ვიგალობო ჩემთვის whistling.gif არც დავიღლები!


პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jul 20 2008, 04:12 PM

პატრიარქმა რომ იგალობა" ღირს არსი" ,პირველად რომ მოვუსმინე მთელ ტანში დამბურძგნა,თან მთელი მრევლი რომ აყვა რაღაც სიხარულის და ერთიანობის გრძნობა გამიჩდა,იმედი ჩამესახა ძალიან დიდი wub.gif

პოსტის ავტორი: temo333 თარიღი: Sep 28 2008, 06:53 PM

პატრიარქზე უკეთ არავინ იცით მემგონი


ჩემთვის გალობა მართლაც ყველაფერია.გალობის დროს ნამდვილად ვმშვიდდები სულიერად.

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Jan 4 2009, 07:41 PM

გალობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 5 2009, 03:54 PM

ჩემთვის გალობა ყველაფერია. ძალიან მიყვარს ქართული გალობა. thumbs.gif
სიმართლე გითხრათ ბავშვობაში არ მიყვარდა არც გალობა და არც ხალხური სიმღერები. რაღაც ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა თითქოს პანაშვიდზე ვიყავი. მაგრამ მადლობა ღმერთს საპატრიარქოს რადიომ შემაყვარა გალობაც და სიმღერაც. ხშირად ვუსმენდი და თანდათან მომწონდა, მიყვარდებოდა და შემოდიოდა ჩემს სულში.
გალობას რომ ვუსმენ სულში სინათლე და სითბო მეღვრება smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jan 8 2009, 06:33 PM

ციტატა(გუჯა @ Jan 22 2007, 01:28 AM) *

ვისაუბროთ, რას ვგრძნობთ ქართული გალობის მოსმენისას? გვეხმარება თუ არა ღვთის დიდებაში, სინანულში...ვიცი მორწმუნეები რომლებიც თავიდან გალობის მოსასმენად დადიოდნენ ტაძარში და ასე გახდნენ ეკლესიურები.

smile.gif მე მაგალითად სიმშვიდის,სიხარულის და სინანულის გრძნობა მეუფლება ქართული გალობის მოსმენის დროს,და ნამდვილად მეხმარება ღვთის დიდებაში.
მეც ვიცი მასეთი მორწმუნეები,მათ შორის ჩემი მეუღლე...

პოსტის ავტორი: maare თარიღი: Jan 10 2009, 10:20 PM

ქართული გალობა უმაგრესია... უძვირფასესია... შეუდარებელია... უმშვენიერესია...

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Jan 10 2009, 10:45 PM

ციტატა(maare @ Jan 10 2009, 10:20 PM) *

ქართული გალობა უმაგრესია... უძვირფასესია... შეუდარებელია... უმშვენიერესია...

სრულიად გეთანხმებით,ბატონო მაარე.. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Nikoloz_ თარიღი: Jan 10 2009, 10:50 PM

გალობა არის რაღაც ენით აუღწერელი...არვიცი რა ამის ახსნა არ შემიძლია

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Jan 30 2009, 12:27 PM

დაბადება, სინანული, უფლის პატივისცემა, სისუფთავე...

პოსტის ავტორი: teko tkhelidze თარიღი: Jan 30 2009, 02:49 PM

ყველაზე ძალიან მიყვარს მრავალჟამიერიიი როცა ვუსმენ ძალიან მსიამოვნებს სხვა გალობებიიიც ძალიან მიყვარს zafxuli.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 13 2009, 04:51 PM

მგალობლების გამო დავიწყე იმ ეკლესიაში სიარული სადაც დღეს უკვე მოძღვარი მყავს...
ძალიან მამშვიდებს მათი გალობა, და ვინც მოდიდ ხოლმე პირველად ყველანი აღფრთოვანებას ვერ მალავენ ..

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Aug 13 2009, 04:55 PM

გალობა შეიძლება ითქვას, რომ უკვე ცხოვრების წესია ჩემთვის... ღვთისმსახურება ადამიანისათვის უდიდესი წყალობა და ბედნიერებაა... გალობა უფლის განდიდების ერთ-ერთი საშუალებაა და მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალება მაქვს smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)