ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის მგალობელთა გუნდ "აღსავლის" ბაზაზე ყალიბდება სტუდია, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ ქართული ტრადიციული გალობა. მსურველები შეისწავლიან: სადა და ნამდვილ, გამშვენებულ კილოს, სადღესასწაულო და ზატიკი-დიდმარხვის საგალობლებს. ვაჟებისა და გოგონების ჯგუფები დაიყოფა რამოდენიმე კატეგორიად და შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ნევმირების სისტემა. სალექციო კურსის გარკვეული ნაწილი დაეთმობა ქართული ტრადიციული გალობის ისტორიას. ასევე ჩატარდება მასტერკლასები სადაც მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი მგალობლები და წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სიმღერისა და გალობის სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. გასაუბრება მოხდება კვირას 24 ივნისს 14:00 საათზე, ქაშუეთის სამრევლო სკოლაში. ასაკი შეუზღუდავია. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ : 568 081 938 გუჯა ნარიმანაშვილი, 551 51 53 53 გიორგი ყიფიანი.
yipiani gio
კარგი საქმე წამოგიწყიათ ღმერთი შეგეწიოთ
yipiani gio
ძალიან კარგი წამოწყებაა, წარმატებები
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)