http://up.aqache.com/?act=download&fid=fpa5562F 103 ფსალმუნი გელათის სკოლა (ანჩისხატის მგალობელთა გუნდი)
http://up.aqache.com/?act=download&fid=u5K96921 გელათის სკოლა (ანჩისხატის მგალობელთა გუნდი)
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 7 2006, 11:51 PM
http://up.aqache.com/?act=download&fid=231100TD
http://up.aqache.com/?act=download&fid=3Mg19592
http://up.aqache.com/?act=download&fid=12e024CS
http://up.aqache.com/?act=download&fid=V25hO96N
პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Nov 8 2006, 09:06 AM
http://up.aqache.com/?act=download&fid=Mx320jrN&fname=Ancisxatis_Mgalobelta_Gundi_-_Mamao_Chveno.mp3 გელათის სკოლა (ანჩისხატის მგალობელთა გუნდი) http://up.aqache.com/?act=download&fid=hQ102117 გურული კილო (ანჩისხატის მგალობელთა გუნდი) http://up.aqache.com/?act=download&fid=B3231Y70&fname=25_Mrtsamsi.mp3 გურული კილო (ანჩისხატის მგალობელთა გუნდი)
პოსტის ავტორი: BO-BO თარიღი: Nov 15 2006, 11:24 PM
ძალიან კარგი გალობებია
პოსტის ავტორი: zura.b.g. თარიღი: Nov 16 2006, 02:32 AM
სამწუხაროდ უკვე წაშლილებია
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 16 2006, 02:53 AM
zura.b.g.
ციტატა
სამწუხაროდ უკვე წაშლილებია
თავიდან ავტვირთე ყველაფერი და შეგიძლია გადაიწერო.
პოსტის ავტორი: zura.b.g. თარიღი: Nov 18 2006, 02:58 AM
[/quote]თავიდან ავტვირთე ყველაფერი და შეგიძლია გადაიწერო.[quote]
დიდი მადლობა.შაბათს მწუხრზე იგალობება ერთი გალობა ბოლოსკენ და წმინდაო ღმერთოთი მთავრდება ძაან მომწონს იქნებ ვინმეს ქონდეს?
პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 18 2006, 02:59 AM
ციტატა
დიდი მადლობა.შაბათს მწუხრზე იგალობება ერთი გალობა ბოლოსკენ და წმინდაო ღმერთოთი მთავრდება ძაან მომწონს იქნებ ვინმეს ქონდეს?
დიდება მაღალიანზე ამბობ
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 18 2006, 02:51 PM
zura.b.g.
ციტატა
დიდი მადლობა.შაბათს მწუხრზე იგალობება ერთი გალობა ბოლოსკენ და წმინდაო ღმერთოთი მთავრდება ძაან მომწონს იქნებ ვინმეს ქონდეს?
მწუხრზე არაა. ცისკრის ბოლოშია. აი, გადაიწერე:
http://up.aqache.com/?act=download&fid=k0dj964K
http://up.aqache.com/?act=download&fid=VT8u788m
პოსტის ავტორი: zura.b.g. თარიღი: Nov 20 2006, 03:50 AM
ხოო ესაა გაიხარეთ.დიდი მადლობა
მაგრამ ჩვენთან წყნარათ გალობენ და ის მომწონს ძაან აი ის რო მაშოვინა
ზედმეტები ხო არ მომდის
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2006, 01:42 PM
კვირას ვიყავი სვეტიცხოველში წირვაზე და მოვისმინე საგალობელი "კირიელეისონ" (მაპატიეთ თუ შეცდომით დავწერე), რომელზეც მითხრეს რომ პატრიარქის დაწერილიაო.. ძალიან, ძალიან მომეწონა. ვინმეს ხომ არ გექნებათ რომ მომაწოდოთ? ძალიან მინდა რომ ხშირად მოვუსმინო..
წინასწარ გიხდით მადლობას!
პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Dec 26 2006, 08:44 PM
QUOTE(marine @ Dec 26 2006, 10:42 AM)
კვირას ვიყავი სვეტიცხოველში წირვაზე და მოვისმინე საგალობელი "კირიელეისონ" (მაპატიეთ თუ შეცდომით დავწერე), რომელზეც მითხრეს რომ პატრიარქის დაწერილიაო.. ძალიან, ძალიან მომეწონა. ვინმეს ხომ არ გექნებათ რომ მომაწოდოთ? ძალიან მინდა რომ ხშირად მოვუსმინო..
წინასწარ გიხდით მადლობას!
მარი,ეს საგალობელი აქ დევს სადღაც,დათიკომ დადო...
http://church.ge/index.php?showtopic=333&st=0 აგერ ბატონო ლინკი,აქ დევს და ნახე
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 26 2006, 10:21 PM
ციტატა
კვირას ვიყავი სვეტიცხოველში წირვაზე და მოვისმინე საგალობელი "კირიელეისონ" (მაპატიეთ თუ შეცდომით დავწერე), რომელზეც მითხრეს რომ პატრიარქის დაწერილიაო.. ძალიან, ძალიან მომეწონა. ვინმეს ხომ არ გექნებათ რომ მომაწოდოთ? ძალიან მინდა რომ ხშირად მოვუსმინო..
მგონი აღაერ მუშაობს ის ბმული და ხელახლა ავტვირთავ.
პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 11 2007, 11:37 PM
შვილებო ნახევით....
ეს არის ცვენი კანონიკური საგალობელი ქრისტე აღსდგა მკვდრეთით კათოლიკური ტაძრის კაპელის შესრულებით... http://www.link.ge/file/50058/15-Track-15.wma.html
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 12 2007, 08:13 PM
კიდდეევ დადეთ რა ქართლი საგალობლები, ადრე პროგრამა იმედითა სენითაში ერთი ულამაზესი ქართული საგალობელი ჟღერა, მინდა გითხრათ, რომ ეს საგალობელი ყველამ იცით, მაგრამ მე მისი სახელი არ ვიცი, რომ დავწერო. ბევრი დისკი ვიყიდე სამწუხაროდ არც ერთზე ის გალობა არ აღმოჩნდა, თქვენ თუ დადებთ საგალობლებს, ეგებ მასსI იყოს ის ჩემთვის ასე ძვირფასი და ძნელად მოსაპოვებელი.
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 14 2007, 07:06 PM
დავით ივერიელი
ციტატა
მხევალი ნინო მე ვიცი რომელ საგალობელზეც იძახი.. აი ხელმოწერაში მიყენია
მადლობთ დავით ყურადღEბისთვის, მაგრამ მახსოვს იმ გალობაში ასეთი სიტყვებია ..შეისმინე ჩვენი.. მეტი არ ვიცი
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 14 2007, 07:31 PM
აი ბატონო! ინებეთ:
http://www.link.ge/file/52615/11-Ispola.mp3.html
პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Feb 7 2007, 10:37 PM
კიდევ დადეთ რა საგალობლები, გთხოვთ
პოსტის ავტორი: andre თარიღი: Mar 17 2007, 01:04 AM
მოგესალმებით ყველას! მაინტერესებს თუ ვინმეს შეუძლია მომაწოდოს ისეთი ინტერნეტ მისამარტი,სადაც კართული გალობის ნოტები შემიძლია ვნახო და გადმოვიწერო.კერძოდ კი ვეძებ სვანური "ქრისტე აღსდგა"-ს ნოტს.
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 17 2007, 01:08 AM
სვანური ქრისტე აღსდგა არ უნდა იყოს აქ, მაგრამ სხვა ნოტები შეგიძლია გადაიწერო: http://www.orthodoxy.ge/galoba/pdf/notebi.htm
პოსტის ავტორი: andre თარიღი: Mar 19 2007, 06:06 PM
ციტატა(მარიამი @ Mar 17 2007, 01:08 AM)
სვანური ქრისტე აღსდგა არ უნდა იყოს აქ, მაგრამ სხვა ნოტები შეგიძლია გადაიწერო: http://www.orthodoxy.ge/galoba/pdf/notebi.htm
ხო,ეგ საიტი მეც ვიცი.მანდ მეც ვნახე და არ იყო.
პოსტის ავტორი: IVLITA თარიღი: Mar 20 2007, 01:41 PM
მშვიდობა!უმორჩილესად გთხოვთ თუ ვინმეს მოგეძებნებათ სადა კილოს საგალობლები დადეთ.წინასწარ დიდი მადლობა!!!!!\ივლიტა\
პოსტის ავტორი: ninuna თარიღი: Apr 4 2007, 11:33 AM
მოგესალმებით! თუ დაესწარით ვინმე კონსერვატორიაში გამართულ ახალი მგალობელთა გუნდის ,,აღსავალის" გამოსვლას, რომელთაც ანდრია კრიტელის ,,სინანულის კანონის'' ძლისპირები იგალობეს?! ( ეს ძლისპირები 100 წელზე მეტია საქართველოს ეკლესიაში არ შესრულებულა!..) თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ფაქტთან დაკავშირებით
პოსტის ავტორი: nino* თარიღი: Apr 18 2007, 01:00 AM
გამარჯობა ვეშაპო ,
ერთი თხოვნა მაქვს თუ არ შეწუხდებით და დრო თუ გექნებათ "დიდება მაღალიანი" ე-მეილზე გამომიგზავნეთ ? არვიცი რატომ მაგრამ ვერ გადმოვწერე.... წინასწარ მადლობა ! nino_k_@hotmail.com
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 18 2007, 01:38 AM
nino*
ციტატა
გამარჯობა ვეშაპო, ერთი თხოვნა მაქვს თუ არ შეწუხდებით და დრო თუ გექნებათ "დიდება მაღალიანი" ე-მეილზე გამომიგზავნეთ ? არვიცი რატომ მაგრამ ვერ გადმოვწერე.... წინასწარ მადლობა ! nino_k_@hotmail.com
იმიტომ ვეღარ გადაიწერე, რომ წაშლილია უკვე სერვერიდან. დიდი ხანია, რაც აღარავის აღარ გადაუწერია და იმიტომ.
ე-მაილზე ვერ გამოგიგზავნი, იმიტომ რომ დიდია ძალიან.
ისევ ავტვირთავ სერვერზე და გადაწერე.
http://www.link.ge/file/110722/20-Dideba-Maghaliani.mp3.html - გელათის სკოლის
პოსტის ავტორი: nino* თარიღი: Apr 19 2007, 01:19 AM
დიდი მადლობა ვესშაპო ! ახლა ვიწერ
პოსტის ავტორი: MIQAELI თარიღი: Apr 19 2007, 01:57 AM
გამარჯობათ ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ამ დღესასწაულს და მრავალს დაესწარით. ერთი რაღაც უნდა გთხოვოთ აქ რა გალობებიც არი მარტო ერთის გადმოწერა მინდა , "ქრისტე აღსდგა" -ს გადმოწერა, მაგრამ ვერ ვიწერ იმიტო რო არ ვარ საქართველოში და AQAჩHE დან ვერ ვიცერ და რამე სხვაზე ვერ ატვირთავთ? რაპიდშეარზე ან რავიცი ან თუ შეგიძლიათ იმეილზე გამომიგზავნეთ john_mclaughlin_from_georgia@yahoo.com და კიდე მრავალჯამიერი თუ გაქვთ პათრიარქის სტიქაროსნები პატარა ბავშვები რო გალობენ , ან სხვა მარა ეგეთი მაგის მსგავსი დიდი მადლობა წინასწარ
პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Apr 19 2007, 02:29 AM
ციტატა(MIQAELI @ Apr 18 2007, 09:57 PM)
გამარჯობათ ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ამ დღესასწაულს და მრავალს დაესწარით. ერთი რაღაც უნდა გთხოვოთ აქ რა გალობებიც არი მარტო ერთის გადმოწერა მინდა , "ქრისტე აღსდგა" -ს გადმოწერა, მაგრამ ვერ ვიწერ იმიტო რო არ ვარ საქართველოში და AQAჩHE დან ვერ ვიცერ და რამე სხვაზე ვერ ატვირთავთ? რაპიდშეარზე ან რავიცი ან თუ შეგიძლიათ იმეილზე გამომიგზავნეთ john_mclaughlin_from_georgia@yahoo.com და კიდე მრავალჯამიერი თუ გაქვთ პათრიარქის სტიქაროსნები პატარა ბავშვები რო გალობენ , ან სხვა მარა ეგეთი მაგის მსგავსი დიდი მადლობა წინასწარ
john_mclaughlin-ს zakir husseintan da shakhtistan ertad mokitxva
პოსტის ავტორი: MIQAELI თარიღი: Apr 19 2007, 03:07 AM
აუცილებლად გადავცემ shaktisac zarik huseinsac, al di meolasac, paco de lucias da tu ginda dennis chamberssac
პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Apr 20 2007, 03:20 AM
http://www.orthodoxy.ge/galoba/audio.htm აქ არის ბევრი ქართული გალობები და გადაიწერეთ რომელიც მოგეწონებათ. http://www.orthodoxy.ge/galoba/pdf/notebi.htm აქ კიდე ამ საგალობლების ნოტები.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 4 2007, 01:44 PM
ციტატა(andre @ Mar 17 2007, 01:04 AM)
მოგესალმებით ყველას! მაინტერესებს თუ ვინმეს შეუძლია მომაწოდოს ისეთი ინტერნეტ მისამარტი,სადაც კართული გალობის ნოტები შემიძლია ვნახო და გადმოვიწერო.კერძოდ კი ვეძებ სვანური "ქრისტე აღსდგა"-ს ნოტს.
მაინცდამაინც ,,ინტერნეტ მისამართი" გინდა? ისე არ შეიძლება ნოტის შოვნა?
ციტატა(ninuna @ Apr 4 2007, 11:33 AM)
ეს ძლისპირები 100 წელზე მეტია საქართველოს ეკლესიაში არ შესრულებულა!..
ეს თავისთავად ძალიან კარგი ფაქტია, მითუმეტეს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ბიჭები ძალიან კარგად გალობენ და მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ მალხაზ ერქვანიძესა და ვასილ ცეცხლაძესთან, ვფიქრობ, რომ მალე უკეთეს და უკეთეს შედეგს მივიღებთ.
ახლა ისიცაა მთავარი, რომ სხვა ახალგაზრდებმაც აიტაცონ და კიდევ სხვა მრავალი საგალობელი აღადგინონ
პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 6 2007, 10:20 PM
ნათლისღების საგალობელი ხომ არაქვს არავის?
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 6 2007, 11:46 PM
ილია
ციტატა
ნათლისღების საგალობელი ხომ არაქვს არავის?
http://www.link.ge/file/123870/11-Razhams-iordanes.mp3.html- ნათლისღების ტროპარი, ხმა ა, შემოქმედის სკოლა (გურული)
http://www.link.ge/file/123875/12-Ver-shemdzlebel-vart.mp3.html- ნათლისღების IX ძლისპირი, შემოქმედის სკოლა (გურული)
http://www.link.ge/file/123883/15-Razhams-iordanes.mp3.html- ნათლისღების ტროპარი, ხმა ა, გელათის სკოლა (იმერული)
http://www.link.ge/file/123886/16-Sadidebeli.mp3.html - გელათის სკოლა (იმერული)
http://www.link.ge/file/123891/17-Ver-shemdzlebel-vart.mp3.html- ნათლისღების IX ძლისპირი, გელათის სკოლა (იმერული)
ალექსანდრე
ციტატა
ვინმეს მეგრული ალილო ხომ არ გაქვთ, ორნაირია ერთი მაქვს და მეორე თუ ვინმეს მოგეპოვებათ იქნებ დადოთ.
ასეთი სიტყვებითაა დაახლოებით: '' ჰოი ალილო და ჰოი ალილო და, ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო დაა'' მიხვდით ალბათ რომელზეც ვამბობ
ფოლკლორში დავდებ ცოტა ხანში. რამოდენიმე მეგრულ ალილოს დავდებ. მათ შორის ერთი კრიმანჭულითაა.
პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 6 2007, 11:50 PM
ვეშაპო დიდი მადლობა! ისეთი ხომ არგაქვთ აი სამებაში რომ გალობენ ხოლმე?
პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jun 29 2007, 11:29 PM
ერთი საგალობელი მინდა, სახელი არ ვიცი, შაბათს ლოცვაზე იგალობება სახარებამდე, კმევის დროს, "ალილუია, ალილუია რამეთუ უკუნისამდეა წყალობა მისი" <-- ეს სიტყვებია, იქნებ ვინმეს გქონდეთ
tinka მაგას აქებდით ქვია, სამწუხაროდ არ მაქვს ჩანაწერი
პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jun 30 2007, 08:21 PM
ციტატა(misdevs mela loms @ Jun 30 2007, 04:24 PM)
tinka მაგას აქებდით ქვია, სამწუხაროდ არ მაქვს ჩანაწერი
კაი, მადლობა
იქნებ ვინმეს გქონდეთ რაა
პოსტის ავტორი: seva თარიღი: Jul 6 2007, 01:48 PM
თინკა მე მაქვს და მე აგიტვირთავ
http://www.fast.ge/?d=F2BCA86F2
პოსტის ავტორი: NOD თარიღი: Jul 11 2007, 03:19 PM
სამებაში 1 ივლილსს როდესაც პატრიარქმა დალოცა აბიტურიენტები რომელიმე ტქვენგანი იყოავიტ ?
ხოდა თუ იყავით როდესაც პატრიარქმა უკვე წყალი აპკურაა ბავშვებს აი მაშინ რომ მუსიკა გაუშვეს საგალობელი ქალი რომ მღეროდა ძააან მაგარი სიმღერა იყო ვინც დამითრევს ან მეტყვის ვინ ასრულებდა იმ სიმღერას მაგარი მადლიერიი ვიქნები იმ ადამიანის
სამებაში 1 ივლილსს როდესაც პატრიარქმა დალოცა აბიტურიენტები რომელიმე ტქვენგანი იყოავიტ ? ხოდა თუ იყავით როდესაც პატრიარქმა უკვე წყალი აპკურაა ბავშვებს აი მაშინ რომ მუსიკა გაუშვეს საგალობელი ქალი რომ მღეროდა ძააან მაგარი სიმღერა იყო ვინც დამითრევს ან მეტყვის ვინ ასრულებდა იმ სიმღერას მაგარი მადლიერიი ვიქნები იმ ადამიანის მემგონი ქართული არ იყო ":(
http://www.eparchy-batumi.ge/?action=patriarqis_simgerebi აქ ნახე კირილეისონი ჰქვია ისე ეს სიმღერა კი არა საგალობელია
პოსტის ავტორი: NOD თარიღი: Jul 12 2007, 08:41 PM
აუუუ სპასიბა რა გაიხარე ძმაო რა ! დიდი მადლობა მაგრად მომეწონა ეგ საგალობელი რა რო უსმენ არ ვიცი მაგარია რა
სხვა საგალობლები ესეთი ან ამდაგვარი ხომ არ იცი ? di_onise
პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jul 16 2007, 10:12 PM
ციტატა(seva @ Jul 6 2007, 12:48 PM)
თინკა მე მაქვს და მე აგიტვირთავ http://www.fast.ge/?d=F2BCA86F2
დიდი მადლობა, გაიხარე
პოსტის ავტორი: seva თარიღი: Jul 17 2007, 12:52 PM
ციტატა
დიდი მადლობა, გაიხარე
დიდი მადლობა
პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jul 18 2007, 03:15 PM
NOD მოდი სამებაში და მოისმენ საგალობლებს.
პოსტის ავტორი: seva თარიღი: Jul 20 2007, 12:32 AM
თინკა ესეც კიდევ იყალთოს სკოლის "აქებდით" http://www.fast.ge/?d=87BA704E1
პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Jul 22 2007, 07:49 PM
ციტატა(seva @ Jul 19 2007, 11:32 PM)
თინკა ესეც კიდევ იყალთოს სკოლის "აქებდით" http://www.fast.ge/?d=87BA704E1
პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 5 2007, 01:43 PM
ხალხო ძალიან მინდა ერთერთი ქართული სიმღერა არ ვიცი საგალობელია თუ უბრალოდ ხალხურია ტაძარში მომისმენია ხშირად. სახელი არ ვიცი სამწუხაროდ. ასე იწყება "ათას ხუთას წელზე მეტი...." და აღარ მახსოვს მეტი ფრაზები. ძალიან ძალიან მინდა ეგ სიმღერა და თუ ვინმეს გაქვთ იქნებ ლინკი დადოთ გთხოვთ ძალიან.
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 5 2007, 07:35 PM
ნიანია
ციტატა
ო ძალიან მინდა ერთერთი ქართული სიმღერა არ ვიცი საგალობელია თუ უბრალოდ ხალხურია ტაძარში მომისმენია ხშირად. სახელი არ ვიცი სამწუხაროდ. ასე იწყება "ათას ხუთას წელზე მეტი...." და აღარ მახსოვს მეტი ფრაზები. ძალიან ძალიან მინდა ეგ სიმღერა და თუ ვინმეს გაქვთ იქნებ ლინკი დადოთ გთხოვთ ძალიან.
აქ თემაში დევს. "სამიათას წელზე მეტი": http://church.ge/index.php?showtopic=806&st=100
პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 10 2007, 11:26 AM
ციტატა
აქ თემაში დევს. "სამიათას წელზე მეტი": http://church.ge/index.php?showtopic=806&st=100
მარიამ უღრმესი მადლობა მაგრამ ვერანაირად ვერ გადმოვწერე და ვერც მოვუსმინე. კი დავრეგისტრირდი და მერე რა უნდა ვქნა ვეღარ ვხვდები. იქნებ მირჩიო რამე? დიდი მადლობა
პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Oct 31 2007, 05:24 PM
საგალობელი "ჯვარის მტვირთველო" ხომ არ გაქვთ ვინმეს?
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 3 2007, 11:31 AM
ნიანია
ციტატა
მარიამ უღრმესი მადლობა მაგრამ ვერანაირად ვერ გადმოვწერე და ვერც მოვუსმინე. კი დავრეგისტრირდი და მერე რა უნდა ვქნა ვეღარ ვხვდები. იქნებ მირჩიო რამე? დიდი მადლობა
ბმული წაშლილი ყოფილა და იმიტომ ვეღარ გადმოვწერე. თავიდან ავტვირთავ:
ამ ბმულზე შედი, შეიყვანე კოდი და 1 წუთის დალოდების შემდეგ გადმოწერე.
პოსტის ავტორი: mariami-777 თარიღი: Nov 9 2007, 12:21 PM
აუ მაგარი კარგი ადამიანი ხარ თუთაშხია,მაგარი ჯიგარი ხარ.დიდი მადლობა
დიდი დიდი მადლობა ამ გალობისთვის,ესაც ძალიან კარგია მაგრამ არის კიდევ მეორეც ეს იყო თუ უყურეთ "დროებაში" როდესაც იყო ილია II-ის "ფიქრები წარსულსა და მომავალზე".მგონი ძალიან შეგაწუხეთ მაგრამ ძალიან გთხოვთ თუ გაქვთ იქნებ დადოთ?დიდი მადლობა და ასევე ბოდიში შეწუხებისთვის
პოსტის ავტორი: mariami-777 თარიღი: Nov 9 2007, 10:53 PM
აუ მაგარი კარგი ადამიანი ხარ თუთაშხია,მაგარი ჯიგარი ხარ.დიდი მადლობა
დიდი დიდი მადლობა ამ გალობისთვის,ესაც ძალიან კარგია მაგრამ არის კიდევ მეორეც ეს იყო თუ უყურეთ "დროებაში" როდესაც იყო ილია II-ის "ფიქრები წარსულსა და მომავალზე".მგონი ძალიან შეგაწუხეთ მაგრამ ძალიან გთხოვთ თუ გაქვთ იქნებ დადოთ?დიდი მადლობა და ასევე ბოდიში შეწუხებისთვის
პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Nov 29 2007, 01:30 AM
zaz
ციტატა
საგალობელი "ჯვარის მტვირთველო" ხომ არ გაქვთ ვინმეს
პოსტის ავტორი: mariami-777 თარიღი: Dec 24 2007, 10:14 PM
შემთხვევით ის სიმღერა ხომ არ გაქვთ სოფიკო ხალვაში რომ მგერის,თუ ნანახი გაქვთ რეკლამა სადაც ამბობენ რომ შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია,იქ რომ მღერის ხალვაში ეგ სიმღერა ხომ არ გაქვთ ვინმეს?და ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო?ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ რააა.მადლობა წინასწარ
პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Jan 2 2008, 10:18 PM
ხალხო, ცხრა ნეტარება გააქვთ?
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 2 2008, 10:19 PM
ციტატა(q-e-T-i @ Jan 2 2008, 10:18 PM)
ხალხო, ცხრა ნეტარება გააქვთ?
ამ თემასთან რა შუაშია, მაგრამ აქაა: http://www.orthodoxy.ge/sakhli/9netareba.htm
პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 3 2008, 04:16 AM
ციტატა(q-e-T-i @ Jan 2 2008, 09:28 PM)
მადლობა მარიამ, მაგრამ გალობით მინდოდა ცხრა ნეტარებას ხომ გალობენ ტაძარში
გამარჯობათ! ძაან, ძაან,ძაან მინდა სვანური საგალობლები.წინასწარ დ ი დ ი ი ი მადლობა
პოსტის ავტორი: mariam_k თარიღი: May 12 2008, 09:37 PM
დავით გურამიშვილი მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი ეს ხომ არ გაქვთ ვინმეს? სამებაში გალობს ყოველ წელს ვიღაც ქალი წითელ პარასკევს. მაგრამ გალობა არაა დატირებაა
პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 27 2008, 06:50 PM
ქრისტე აღსდგა დადეთ რა ყველა კილოზე
პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 23 2008, 01:29 PM
თუ შეიძლება დადეთ, "მამაო ჩვენო.'' იცით რომელი? ძაან წყნარი როაა გმადლობთ წინასწარ
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 30 2008, 08:56 PM
http://alazani.ge/?act=showteam&id=2&j=1&lang=geo
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 1 2008, 09:18 AM
Irma
ციტატა
მეც მინდა მესხური მრავალჟამიერი ვერ მოვქაჩე არაა მაი ფაილი აქტიურიო იძახის. მეწყინა.
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს,ჯვართამაღლებას. რა მინდა გთხოვოთ ვინმეს ხომ არ გაქვთ გალობა "რომელი ქერივიმთა"? ძალიან მინდა და თუ ვინმეს გაქვთ შეგიძლიათ დააგდოთ?დიდი მადლობა წინასწარ
პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Sep 30 2008, 11:49 AM
http://allshares.ge/download.php?id=24F3143019
http://allshares.ge/download.php?id=93124F2620
პირველი ქართლ-კახურია და მეორე ფალიაშვილის
პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Oct 15 2008, 07:51 PM
ვისაც გაქვთ პატრიარქო რომ ლოცულობს აცხპვნე უფალო ერიშენი, და მამაო ჩვენო გთხოვთ ატვირთეთ
პოსტის ავტორი: mariami_1991 თარიღი: Oct 26 2008, 06:53 PM
თუ ვინმეს გაქვთ ეს გალობა,ასეთი სიტყვებია "სამებისა ერთარსებისა და განუყოფელის" თუ გაქვთ დადეთ რაა.დიდი მადლობა წინასწარ
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 27 2008, 04:43 PM
mariami_1991
ციტატა
თუ ვინმეს გაქვთ ეს გალობა,ასეთი სიტყვებია "სამებისა ერთარსებისა და განუყოფელის" თუ გაქვთ დადეთ რაა.დიდი მადლობა წინასწარ
ეგ საგალობელი არის ან "მამასა და ძესა" და ან "ღირს არს და მართალ". მე არ მაქვს. ტექსტები კი ასეთია "მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა" "ღირს არ ს და მართალ თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა"
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 27 2008, 09:36 PM
mariami_1991
ციტატა
ხო ეგაა ზუსტად,უბრალოდ უცებ ვერ აღვიდგინე.თუ გაქ შეგუძლია დადო?
მე არ მაქვს. რომელია? მე ორი საგალობლის ტექსტი დავწერე და შენ რომელი გინდა მიუთითე.
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 28 2008, 01:31 PM
ეს მეც მქონდა და აღარ მახსოვდა პატრიარქის დაწერილია.
პოსტის ავტორი: mariami_1991 თარიღი: Nov 9 2008, 03:16 PM
ვინმეს ხომ არ გაქვთ ეს საგალობელი? "დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა,სამებასა ერთარსებასა და განუყოფელი" თუ გაქვთ დადეთ რაა.დიდი მადლობა წინასწარ
პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: Nov 16 2008, 01:29 PM
სამღვდელმთავრო საგალობლები ხომ არ გაქვთ?
პოსტის ავტორი: mariami_1991 თარიღი: Nov 30 2008, 04:51 PM
ვინმეს ხომ არ გაქვთ ეს გალობა? ასე იწყება "მხოლოდშობილო". ძაან მინდა რაა
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 30 2008, 06:16 PM
mariami_1991
ციტატა
ვინმეს ხომ არ გაქვთ ეს გალობა? ასე იწყება "მხოლოდშობილო". ძაან მინდა რაა
http://www.link.ge/file/156628/24-Mkholod-Shobili.mp3.html - ანჩისხატის ტაძრის გუნდი
პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Dec 1 2008, 11:33 AM
გმადლობთ მარიამ კიდევ იცით რა მაინტერესებს სამებაში რომ გლობენ წითელ პარასკევს "დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო" ეგ შეიძლება სადმე ვნახო და გადმოვიწერო? ძალიან მინდა.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 12 2008, 03:51 PM
http://alazani.ge/?act=showold&id=59&j=4&lang=geo
პოსტის ავტორი: mariami_1991 თარიღი: Dec 12 2008, 04:08 PM
გამარჯობაათ. აუ თუ ვინმეს გაქვთ შობის საგალობლები დადეთ რააა.დიდი მადლობაა
პოსტის ავტორი: maare თარიღი: Jan 29 2009, 04:18 PM
ვინ მაშოვნინებს გელათის "რომელნი ქერუბიმთა"-ს რომელიმე ვარიანტს???
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Apr 21 2009, 02:32 PM
http://mydisk.ge/download.php?id=592213AA3D
პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Apr 24 2009, 12:46 AM
იმერული "ქრისტე აღსდა" ხომ არ გაქვთ რომელიმეს?
პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Apr 28 2009, 12:51 AM
პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Apr 28 2009, 01:08 AM
mariami_1991
ციტატა
გამარჯობაათ. აუ თუ ვინმეს გაქვთ შობის საგალობლები დადეთ რააა.დიდი მადლობაა
ძალიან ოპერატიულად ვეხმიანები
http://files.ge/file/389384/alilo-rar.html
პოსტის ავტორი: elifs თარიღი: May 30 2009, 07:18 PM
ერთი თხოვნა მაქვს ძალიან მინდა შაბათის მწუხრზე დასაწყისში იგალობება ნეტარ არიან კაცნი... ასე იწკება არ ვიცი რ კვია ნეტარებები თუ...
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 30 2009, 09:27 PM
ციტატა(elifs @ May 30 2009, 07:18 PM)
ერთი თხოვნა მაქვს ძალიან მინდა შაბათის მწუხრზე დასაწყისში იგალობება ნეტარ არიან კაცნი... ასე იწკება არ ვიცი რ კვია ნეტარებები თუ...
ეგ საგალობელი არის http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=a69c59faa1cfdcde
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 4 2009, 01:35 PM
ციტატა(ai gogoo @ Jun 4 2009, 01:19 AM)
მარტო ეს გაქვს?
სხვისი შესრულებით არ გაქვს ეს ქალობა?
აბა ეს ნახე http://www.link.ge/file/255041/Ancisxatis-Mgalobelta-Gundi---Netars-Ars-Kaci.mp3.html
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 5 2009, 12:25 AM
tamuna m
ციტატა
აბა ეს ნახე http://www.link.ge/file/255041/Ancisxatis-...s-Kaci.mp3.html
ეგ შობის პირველი და მეორე ანტიფონებია. შაბათის მწუხრთან არანაირი კავშირი არა აქვს.
პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 5 2009, 05:06 PM
ციტატა(tamuna m @ Jun 4 2009, 01:35 PM)
აბა ეს ნახე http://www.link.ge/file/255041/Ancisxatis-Mgalobelta-Gundi---Netars-Ars-Kaci.mp3.html
არა თამოო. ეგ სულ სხვა საგალობელიაა
"ნეტარ არს კაცი" მინდა ოღონდ გელათის შესრულებით არა.
პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Jun 7 2009, 05:55 PM
ციტატა
შენ გელათის სკოლის გალობა არ მოგწონს, თუ ანჩისხატის შესრულება?
გელათის სკოლა ძნელი სასწავლია, მაგრამ ადვილად გამახსოვრდება ზეპირად და თავისუფლად გალობ. ქართლ-კახური საგალობლები ადვილი სასწავლია მაგრამ რთული შესასრულებელი.
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 7 2009, 06:08 PM
Mako-Mako
ციტატა
გელათის სკოლა ძნელი სასწავლია, მაგრამ ადვილად გამახსოვრდება ზეპირად და თავისუფლად გალობ. ქართლ-კახური საგალობლები ადვილი სასწავლია მაგრამ რთული შესასრულებელი.
სადა კილო არც ერთი სკოლის არაა ძნელი და არც გამშვენებული კიდე თუ მოინდომებ.
მთავარია რობოტულად არ ისწავლო ყურში გქონდეს შენი ნაგალობები და გრძნობდე ბგერას.
პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Jun 7 2009, 06:13 PM
ციტატა
მთავარია რობოტულად არ ისწავლო ყურში გქონდეს შენი ნაგალობები და გრძნობდე ბგერას.
მართალია, მაგრამ თუ რეგულარულად არ იგალობე, ან არ მოუსმინე ისე ყურში არ გაგიჯდება, და ვერც ბგერას იგრძნობ.
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 7 2009, 06:33 PM
Mako-Mako
ციტატა
მართალია, მაგრამ თუ რეგულარულად არ იგალობე, ან არ მოუსმინე ისე ყურში არ გაგიჯდება, და ვერც ბგერას იგრძნობ.
ნუ მაგ თავისთავად. ჩემი აზრით ნოტებით ნასწავლი გალობა ძალიან მშრალი და მკვდარია.
თუ ჩანაწერებს არ უსმინე ან სადმე ,,დაახლოებით" სწორად ნაგალობებს ძალიან ძნელია ესე ჰაერზე საგალობლის გაცოცხლება ნოტებიდან. (დამწყები მგალობლებისთვის ვგულისხმობ)
პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Jun 11 2009, 01:49 PM
პანაშვიდების საგალობლები ხომ არ გაქვთ? წმიდაო ღმეთო და ა. შ.
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 11 2009, 09:53 PM
tinatin*
ციტატა
პანაშვიდების საგალობლები ხომ არ გაქვთ? წმიდაო ღმეთო და ა. შ.
http://bin.ge/file/48285/19-Tsmidao-ghmerto.mp3.html - გელათის სკოლის საგალობელი
http://bin.ge/file/48286/06-Tsmidao-ghmerto.mp3.html - აღმოსავლეთის სკოლის საგალობელი (კარბელაანთ კილო, ქართლ-კახური გალობა)
პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Jun 12 2009, 12:42 AM
და პარაშვიდის სხვა საგალობლებიც თუ მოგეპოვებათ
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 12 2009, 02:13 AM
tinatin*
ციტატა
და პარაშვიდის სხვა საგალობლებიც თუ მოგეპოვებათ
http://bin.ge/file/48394/09-Tsmidata-tana-ganusvene.mp3.html - აღმოსავლეთის სკოლა (კარბელაანთ კილო, ქართლ-კახური გალობა)
http://bin.ge/file/48396/01-Sulta-tana.mp3.html - გელათის სკოლა
http://bin.ge/file/48395/20-Vgodeb-da-viglov.mp3.html - შემოქმედის სკოლა (გურული გალობა)
http://bin.ge/file/48399/03-Ganusvene--uphalo.mp3.html - გელათის სკოლა
http://bin.ge/file/48400/10-Sheitskale-mona-ese--sheni.mp3.html - გელათის სკოლა
http://bin.ge/file/48401/18-Kurtkheul-khar-shen--uphalo.mp3.html - გელათის სკოლა
პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Jun 12 2009, 09:44 AM
პოსტის ავტორი: LEXO_931 თარიღი: Jun 12 2009, 10:28 AM
xalxo dzalian minda samgvdeltmtavro sqagaloblebi.. ixarebs suli sheni ,grdzeli ispoola (ogond ara patriarqis) da ase shemdeg...
da davitarca ogond ara palaiashvilis damushavebuli.kanonikuri minda
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 12 2009, 10:31 AM
ციტატა(ვეშაპო @ Jun 12 2009, 02:13 AM)
tinatin*
http://bin.ge/file/48394/09-Tsmidata-tana-ganusvene.mp3.html - აღმოსავლეთის სკოლა (კარბელაანთ კილო, ქართლ-კახური გალობა)
http://bin.ge/file/48396/01-Sulta-tana.mp3.html - გელათის სკოლა
http://bin.ge/file/48395/20-Vgodeb-da-viglov.mp3.html - შემოქმედის სკოლა (გურული გალობა)
http://bin.ge/file/48399/03-Ganusvene--uphalo.mp3.html - გელათის სკოლა
http://bin.ge/file/48400/10-Sheitskale-mona-ese--sheni.mp3.html - გელათის სკოლა
http://bin.ge/file/48401/18-Kurtkheul-khar-shen--uphalo.mp3.html - გელათის სკოლა
ვეშაპო ამ საგალობლების ნოტების შევნა სად შეიძლება?
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 12 2009, 12:17 PM
mariami-k
ციტატა
ამ საგალობლების ნოტების შევნა სად შეიძლება?
წმიდათა თანა განუსვენე და წმიდაო ღმერტო - ქართლ-კახური ცისკრის ნოტებშია, რომელიც თავად კარბელაშვილმა გამოსცა.
სულთა თანა, განუსვენე უფალო, შეიწყალე მონა ესე შენი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო - ქორიძის გამოცემულ მიცვალებულის და მღვდლად კურთხევის პარტიტურაშია
მგალობლებს აქვთ და შეგიძლია გადაბეჭდო.
ვგოდებ და ვიგლოვ არ ვიცი, რომელ ნოტებშია. მაგრამ არის. ანჩისხატში შეგიძლია მიხვიდე და დათო შუღლიაშვილს უნდა ქონდეს. მე თუ ვიშოვე მანამდე, PM-ში გამოგიგზავნი PDF ნოტებს.
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 12 2009, 12:40 PM
იცი რომელ წიგნში წერია მარი? აი პატარა გელათის სკოლის წიგნები რომ არის გამოსული ყვითლები, სულ პატარები ხომ იცი აი იქ წერია.
ოღონდ სუყველა არა. ვგოდებ და ვიგლოვ არაა, შეიწყალე მონა შენიც არაა გონი მარა იქ წერია რა 3 თუ 4 საგალობელი სულთათანა წმინდათანაგანუსვენე და რაღაცეები არის რა. ჯვრისწერის საგალობლებიცაა ესაია მხიარულ და შენ ხარ ვენახი.
ერქვანიძის გამოცემულ 5 ტომეულში როგირც ვიცი არაა არსად.
არადა ყველაზე ხშირად მაგას ამღერებენ ხოლმე იმ რაღაც უაზრო სიონურ მელოდიაზე გაწყობილს. ყველაზე ხშირად მაგ საგალობლებს გალობენ ხოლმე არაკანონიკურს სტატისტიკურად გონი. ჩვენც ისე ვგალობთ ვერ ჩავუჯექით ერთი რო გავაკეთოთ სულ გვინდა და ვერ მოვაბით თავი.
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 12 2009, 02:20 PM
ვეშაპო
ციტატა
წმიდათა თანა განუსვენე და წმიდაო ღმერტო - ქართლ-კახური ცისკრის ნოტებშია, რომელიც თავად კარბელაშვილმა გამოსცა.
სულთა თანა, განუსვენე უფალო, შეიწყალე მონა ესე შენი, კურთხეულ ხარ შენ, უფალო - ქორიძის გამოცემულ მიცვალებულის და მღვდლად კურთხევის პარტიტურაშია
მგალობლებს აქვთ და შეგიძლია გადაბეჭდო.
ვგოდებ და ვიგლოვ არ ვიცი, რომელ ნოტებშია. მაგრამ არის. ანჩისხატში შეგიძლია მიხვიდე და დათო შუღლიაშვილს უნდა ქონდეს. მე თუ ვიშოვე მანამდე, PM-ში გამოგიგზავნი PDF ნოტებს.
მადლობა
უჩა
ციტატა
იცი რომელ წიგნში წერია მარი?
აი პატარა გელათის სკოლის წიგნები რომ არის გამოსული ყვითლები, სულ პატარები ხომ იცი აი იქ წერია.
ეგ წიგნი მაქვს. მაგრამ ყველა არ არის იქ.
ციტატა
არადა ყველაზე ხშირად მაგას ამღერებენ ხოლმე იმ რაღაც უაზრო სიონურ მელოდიაზე გაწყობილს. ყველაზე ხშირად მაგ საგალობლებს გალობენ ხოლმე არაკანონიკურს სტატისტიკურად გონი. ჩვენც ისე ვგალობთ ვერ ჩავუჯექით ერთი რო გავაკეთოთ სულ გვინდა და ვერ მოვაბით თავი.
ხო, ჩვენც ასე ვართ და ამიტომ მინდა რომ შევცვალოთ. მე კი ვიშოვი ნოტებს, მაგრამ ჩემი რეგენტი რამდენად მოინდმებს შეცვლას არ ვიცი. მონასტრებში მაინც ვასწავლი. ყველაზე საშინელება ის არის, რომ ზოგჯერ სადმე ახალ რამეს რომ ვაკეთებთ გამოიდან სასულიერო პირები და გვეუბნებიან რომ ძველი იგალობეთო.
უჩა
ციტატა
ერქვანიძის გამოცემულ 5 ტომეულში როგირც ვიცი არაა არსად.
ისე კარგი იქნებოდა ცალკე ტომი, სადაც სულ ასეთი მსახურებები იქნებოდა. ჯვრისწერა, ნათლობა, მღვლად კურთხევა, მონაზვნად კურთხევა, პარაკლისი, წესის აგება და ა.შ.
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 12 2009, 05:14 PM
ციტატა
ყველაზე საშინელება ის არის, რომ ზოგჯერ სადმე ახალ რამეს რომ ვაკეთებთ გამოიდან სასულიერო პირები და გვეუბნებიან რომ ძველი იგალობეთო
ხო მაგ ყველგან მასეა. თან ეს ახალი საგალობლები საკმაოდ გრძელი გამოდის და მაინც თავიდან დანერგვა ძნელია რა.
მარა მაგ ჩვენთან პრობლემა არაა მეუფის კურთხევაა პირდაპირ და დიდ ყურადღებას აქცევს თან. მამაოსაც რომ ავუხსნით ხოლმე სიტყვაციას კანონიკურთან და არაკანონიკურთან დაკავშირებით პირიკით უხარია ხოლმე.
საერთოდ კარგად გამართული ღვთისმსახურება თავიდან ბოლომდე ძალიოან დიდი რამეა რა.
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 12 2009, 09:56 PM
უჩა
ციტატა
მარა მაგ ჩვენთან პრობლემა არაა მეუფის კურთხევაა პირდაპირ და დიდ ყურადღებას აქცევს თან. მამაოსაც რომ ავუხსნით ხოლმე სიტყვაციას კანონიკურთან და არაკანონიკურთან დაკავშირებით პირიკით უხარია ხოლმე.
მეუფის მსახურებაზე ჩვენთანაც ასეა, მაგრამ წესის აგებაზე და პანაშვიდებზე მეუფე ხომ არ არის? მამებს კი ძველი საგალობლები ურჩევნიათ. ზოგი არც მოგისმენს, საკურთხევლიდანვე გამოგძახებს, რომ რამხელა საგალობელს გალობო.
პოსტის ავტორი: LEXO_931 თარიღი: Jun 13 2009, 02:15 PM
ციტატა(mariami-k @ Jun 12 2009, 10:56 PM)
უჩა
მეუფის მსახურებაზე ჩვენთანაც ასეა, მაგრამ წესის აგებაზე და პანაშვიდებზე მეუფე ხომ არ არის? მამებს კი ძველი საგალობლები ურჩევნიათ. ზოგი არც მოგისმენს, საკურთხევლიდანვე გამოგძახებს, რომ რამხელა საგალობელს გალობო.
ჩემთან კიდე კაი ეგ პრობლემა არაა..მამაოს თვითონვე უყვარს და საკურთხევლიდან გვყვებაა..სამაგიეროდ ხალხს ვერ შეაგნებინებ...მაგალითად სულთმოფენობაზე ვიგალობეთ გელათური რაოდენთა ქრისტეს მიერ და ერთი ამბავი ქნეს რო გამოვედიით..ეს ხო ხალხისთვის მოსაწონი უნდა იყოსო...სამწუხაროა რო მრევლი ჯერ კიდე იმ წასიმღერო საგალობლების გავლენის ქვეშაა...იმედია მალე შეეჩვევიან ნამდვილ ქართულ გალობას რომელსაც ნამდვილად არაფერი შეედრება
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 13 2009, 02:53 PM
ციტატა
ჩემთან კიდე კაი ეგ პრობლემა არაა..მამაოს თვითონვე უყვარს და საკურთხევლიდან გვყვებაა..სამაგიეროდ ხალხს ვერ შეაგნებინებ...მაგალითად სულთმოფენობაზე ვიგალობეთ გელათური რაოდენთა ქრისტეს მიერ და ერთი ამბავი ქნეს რო გამოვედიით..ეს ხო ხალხისთვის მოსაწონი უნდა იყოსო...სამწუხაროა რო მრევლი ჯერ კიდე იმ წასიმღერო საგალობლების გავლენის ქვეშაა...იმედია მალე შეეჩვევიან ნამდვილ ქართულ გალობას რომელსაც ნამდვილად არაფერი შეედრება
კი ხალხიც ცუდად ღებულობს ხოლმე ხანდახან რა.
მარა რავიცი ჩვენთან არაა პრობლემა. თავიდან ჭირს რომ მიაჩვიო რა და მერე უკვე ყურში როცა აქვთ სიამოვნებთ კიდეც.
ჩვენ ყველაფერს კანონიკურს ვაკეთებთ მარტო მაგ პანაშვიდის საგალობლები არ ვიცით. სხვათაშორის მაგ რაოდენთა ქრისტესმიერი მაგრად მოწონს ხალხს ჩვენთან.
ეხლა ტროპრებსაც და ძლისპირებსაც ვცდილობთ რომ დღესასწაულებზე ხმებში ვიგალობოთ აი 2 ტომიდან.
უნდა მიაჩვიო რა ხალხის ყური ნელნელა და მერე მოწონთ ხოლმე მაგრად.
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 13 2009, 03:56 PM
უჩა
ციტატა
ჩვენ ყველაფერს კანონიკურს ვაკეთებთ მარტო მაგ პანაშვიდის საგალობლები არ ვიცით. სხვათაშორის მაგ რაოდენთა ქრისტესმიერი მაგრად მოწონს ხალხს ჩვენთან.
ჩვენც ასე ვართ ზუსტად.
ციტატა
ეხლა ტროპრებსაც და ძლისპირებსაც ვცდილობთ რომ დღესასწაულებზე ხმებში ვიგალობოთ აი 2 ტომიდან.
ჩვენ დიდი ხანია უკევ ყველა დღესასწულსის საგალობლებს მაგ ტომიდან ვსწავლობთ. რთულიც არ არის, სასაწავლადაც ადვილია და მოსასმენადაც სასიამოვნო.
ასევე წელს პირველად აღსგომის დღესასწაულზე, ყველა სძლისპირი IV ტომიდან ვიგალობეთ, ასევე შესვლადი და ყველა საგალობელი. ძალიან კარგი მოსასმები იყო მსახურება. აქამდეც ვგალობდით მაგრამ რამოდენიმეს, ეხლა კი სრულად ვიგალობეთ.
LEXO_931
ციტატა
მაგალითად სულთმოფენობაზე ვიგალობეთ გელათური რაოდენთა ქრისტეს მიერ და ერთი ამბავი ქნეს რო გამოვედიით..
ძალიან ცუდია, ყური მისაჩვევია, მერე აღარ ექნებათ ასეთი რეაქცია. ისე ლამაზი საგალობელია და ძალიან მიყვარს.
იცით რას ვარ დაკვირვებული? ე.წ. სიონურ საგალობლებს რომ გალობენ მრევლის ნაწილი ტირის, გული უჩუყდებათ და ეს ხდება არა ტექსტის და სინანულის განცდის გამო, არამედ მელოდიისგან. რომ კითხო რა ტექსტს გალობდნენო, ვერ გიპასუხებენ. ქართულ კანონიკურ საგალობლებში კი პირველ ადგილზე ტექსტი დგას და ეს ასეც უნდა იყოს.
პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Jun 13 2009, 08:13 PM
ციტატა(mariami-k @ Jun 13 2009, 04:56 PM)
იცით რას ვარ დაკვირვებული? ე.წ. სიონურ საგალობლებს რომ გალობენ მრევლის ნაწილი ტირის, გული უჩუყდებათ და ეს ხდება არა ტექსტის და სინანულის განცდის გამო, არამედ მელოდიისგან. რომ კითხო რა ტექსტს გალობდნენო, ვერ გიპასუხებენ. ქართულ კანონიკურ საგალობლებში კი პირველ ადგილზე ტექსტი დგას და ეს ასეც უნდა იყოს.
100%-იანი ხარ რა! ზუსტად ეგრეა! ისე კარგი იქნებოდა თუ დროდადრო დაიგეგმებოდა ნელი მსახურებები, რაც საგალობლების ჩვეულებრივ ტემპში გალობით იქნებოდა გამოწვეული. ეს ჩემი ნატვრაა
მშვიდობა, მე ვარ ავთანდილ ზუმბაძე, პოსტი ეხება საეკლესიო გალობას; არ ვუპასუხებ ანჩისხატის გუნდის ვიღაც მ ო მ ღ ე რ ა ლ ს, ვსვამ ორიოდე კითხვას:
1. წმინდა სინოდი განაჩინებს ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობის შეცვლას ნახევარი წლის განმავლობაში. - ყურადღება გაამახვილეთ *ეგრეთ წოდებული* .......ბიზანტიური და არა ბიზანტიური
2. დამისახელეთ მღვდელმთავრები რომლებმაც ხელი მოაწერეს ზემოთ აღნიშნულ განჩინებას, და არ უსმენენ სამების საკათედრო ტაძარში ევროპულ გალობას.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 6 2009, 06:30 PM
foti
ციტატა
1. წმინდა სინოდი განაჩინებს ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობის შეცვლას ნახევარი წლის განმავლობაში. - ყურადღება გაამახვილეთ *ეგრეთ წოდებული* .......ბიზანტიური და არა ბიზანტიური
ეს კითხვა არ არის. თუ კითხვა გაქვთ, გისმენთ.
ციტატა
2. დამისახელეთ მღვდელმთავრები რომლებმაც ხელი მოაწერეს ზემოთ აღნიშნულ განჩინებას, და არ უსმენენ სამების საკათედრო ტაძარში ევროპულ გალობას.
სინოდის განჩინება ეხება გალობის ჩანაცვლებას, ანუ იმას, რომ ზემოდასახელებული გალობები, როგორც შესასრულებლად სავალდებულო გალობები, ამოღებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე შესრულებული ღმრთისმსახურების დროს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაზე, ხოლო მის ნაცვლად შესრულდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილი სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა (გიორგი მთაწმინდელი).
ამასთან, გამონაკლისის სახით, ცალკეული საგალობლის მოსმენა (სხვა ადგილობრივ ეკლესიებში მიღებული მელოდიებითა და არანჟირებით), რომლის შემსრულებლებსაც არ აქვთ მასზე, როგორც ერთადერთ დასაშვებ საგალობელზე პრეტენზია, შესაძლებელია. შესაბამისად, ვერც მღვდელმთავრებს შეზღუდავს კანონიკური სამართალი, მოუსმინონ ასეთ საგალობლებს.
პატივისცემით,
დავით ჩიკვაიძე კანონიკური სამართლის დოქტორანტი
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 6 2009, 06:46 PM
კანონისტმა ისე კარგად და დალაგებულად გასცა პასუხი რომ ჩემი პოსტი საჭიროდ აღარ ჩავთვალე და ამოვშალე.
პოსტის ავტორი: foti თარიღი: Aug 6 2009, 08:56 PM
2. დამისახელეთ მღვდელმთავრები რომლებმაც ხელი მოაწერეს ზემოთ აღნიშნულ განჩინებას, და არ უსმენენ სამების საკათედრო ტაძარში ევროპულ გალობას.
სინოდის განჩინება ეხება გალობის ჩანაცვლებას, ანუ იმას, რომ ზემოდასახელებული გალობები, როგორც შესასრულებლად სავალდებულო გალობები, ამოღებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე შესრულებული ღმრთისმსახურების დროს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაზე, ხოლო მის ნაცვლად შესრულდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილი სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა (გიორგი მთაწმინდელი).
ამასთან, გამონაკლისის სახით, ცალკეული საგალობლის მოსმენა (სხვა ადგილობრივ ეკლესიებში მიღებული მელოდიებითა და არანჟირებით), რომლის შემსრულებლებსაც არ აქვთ მასზე, როგორც ერთადერთ დასაშვებ საგალობელზე პრეტენზია, შესაძლებელია. შესაბამისად, ვერც მღვდელმთავრებს შეზღუდავს კანონიკური სამართალი, მოუსმინონ ასეთ საგალობლებს.
პატივისცემით,
დავით ჩიკვაიძე კანონიკური სამართლის დოქტორანტი
კანონისტს ვთხოვ:
1. გასცეს კითხვას პასუხი და საეკლესიო სამართალზე საჭიროების შემთხვევაში ისაუბროს
2. დაასახელოს წყარო/დოკუმენტი რომლის მიხედვითაც: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილია სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა. ციტატა: "..... საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილი სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა (გიორგი მთაწმინდელი).
3. დადოს /მოგვაწოდოს/ რვა ხმათას კანონი სამ ხმიანი გალობისთვის; თითოეული ხმის დახასიათება /რითი განსხვავდება თითოეული ხმა ერთმანეთისგან/; თითოეული ხმის მიხედვით საღმრთისმსახურო საგალობლები /მწუხრი, ცისკარი, წირვა/.
4. ახსნას, თუ რატომ ისმენენ ევროპულ ე.წ გალობას ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/, მათ მიერ სინოდის ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე ხელმოწერის შემდეგ.
ასევე განმარტოს, თუ რომელი კანონიკური სამართლის დოქტორანტს წარმოადგენს - საეკლესიო, თუ იურიდიული?
რადგან, თუ კანონისტი - დავით ჩიკვაიძე /და არა მარტო იგი/ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკური სამართლის დოქტორანტს მოცემულ შემთხვევაში მას პასუხის გაცემა მოუწევს საეკლესიო სამართლით თითოეულ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე /რა ტქმა უნდა საჩიროების შემთხვევაში/
პოსტის ავტორი: foti თარიღი: Aug 6 2009, 11:15 PM
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი
18 აგვისტო, 2003 წელი, ურბნისის საკათედრო ტაძარი
........... წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ............
წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისთვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღმრთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოაცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.
- აღნიშნულ განჩინებას ხელს აწერენ - ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/ (და სხვა მღვდელმთავრები, თუმცა ამ ორ მეუფეს გამოვყოფ მათი აქტიურობის გამო გალობის სფეროში)
კითხვა:
რატომ ისმენენ ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/, მათ მიერ სინოდის ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე ხელმოწერით დაგმობილ ე.წ ევროპულ გალობას, (ევროპული სიმღერებისა და არიების შესრულების ადგილები - სამების საკათედრო ტაძარი, სიონი და ა.შ.)
კითხვას პასუხი გასცენ კომპეტენტურმა ადამიანებმა
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 6 2009, 11:37 PM
foti
ციტატა
რატომ ისმენენ ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/, მათ მიერ სინოდის ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე ხელმოწერით დაგმობილ ე.წ ევროპულ გალობას, (ევროპული სიმღერებისა და არიების შესრულების ადგილები - სამების საკათედრო ტაძარი, სიონი და ა.შ.)
მეუფე დავითი თვითონ სადაც მსახურობს ანუ ალავერდის საკათედრო ტაძარს ვგულისხმობ იქ გალობს ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდი რომელიც კართლ-კახური სკოლის საგალობლებს გალობენ და ერთ ერთი საუკეთესო შემსრულებლები არიან ამ სკოლის საგალობლების. ასევე მათგან გამიგონია რომ მეუფე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ქართულ ტრადიციულ საეკლესიო გალობას, დიდ ყურადღებას აქცევს მგალობლებსაც და საერთოდ ზოგადად ქართულ გალობას და სიმღერას.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 7 2009, 10:59 AM
foti
ციტატა
1. გასცეს კითხვას პასუხი და საეკლესიო სამართალზე საჭიროების შემთხვევაში ისაუბროს
ეს ვერ გავიგე.
ციტატა
2. დაასახელოს წყარო/დოკუმენტი რომლის მიხედვითაც: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილია სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა. ციტატა: "..... საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ საუკუნეების წინ დადგენილი სამხმიანი გალობა, როგორც სიმბოლო წმინდა სამების სამპიროვნობისა და ერთღმრთაებისა (გიორგი მთაწმინდელი).
1. წმ. სინოდის განჩინების სისწორის პრეზუმფციის გათვალისწინებით, ჩანაწერი
ციტატა
აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა.
კანონიკურად ითვლება მართებულად, ვიდრე არ დამტკიცდება საპირისპირო. ასე რომ, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, თავად უნდა მოიტანოთ დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ სამხმიანი გალობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ან აკრძალა, ან გააუქმა ან დაუშვებლად გამოაცხადა. იმედია, მოგეპოვებათ მსგავსი რამე და გელოდებით. 2. ამასთან, წმ. სინოდის ზემოხსენებული განჩინება, ისტორიული დოკუმენტების მოხმობის გარეშეც წარმოადგენს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის აუცილებლად შესასრულებელ გადაწყვეტილებას და მისი შეცვლის უფლება აქვს მხოლოდ იმავე სინოდს ან მსოფლიო საეკლესიო კრებას.
ციტატა
3. დადოს /მოგვაწოდოს/ რვა ხმათას კანონი სამ ხმიანი გალობისთვის; თითოეული ხმის დახასიათება /რითი განსხვავდება თითოეული ხმა ერთმანეთისგან/; თითოეული ხმის მიხედვით საღმრთისმსახურო საგალობლები /მწუხრი, ცისკარი, წირვა/.
ამ საკითხებზე მე არ ვარ კომპეტენტური და მიმართეთ შესაბამის პირებს. ისე კი, მოყვარულის დონეზე რამდენადაც ვიცი, მსგავსი რამ არსებობს.
ციტატა
4. ახსნას, თუ რატომ ისმენენ ევროპულ ე.წ გალობას ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი /მახარაძე/ და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა დანიელი /დათუაშვილი/, მათ მიერ სინოდის ზემოთ აღნიშნულ განჩინებაზე ხელმოწერის შემდეგ.
ამაზე პასუხი მგონი ზემოთ დავწერე.
ციტატა
ასევე განმარტოს, თუ რომელი კანონიკური სამართლის დოქტორანტს წარმოადგენს - საეკლესიო, თუ იურიდიული?
ასე "დალაგებულად" თუ იცით საეკლესიო გალობაც, მაშინ კარგად ყოფილა თქვენი საქმე. იქნებ, ჩვეულებრივი ადამიანისათვის გასაგებად ამიხსნათ რა გაინტერესებთ, ასევე რამდენი კანონიკური სამართალი გაგიგიათ, რომ მათგან ის "ამოვარჩიო", რომელიც მე ვიცი თურმე.....
და კიდევ ერთი, მბრძანებლურ ტონს ცოტა მოუკელით და არგუმენტებს მოუმატეთ. თქვენი მგონი არავის ეშინია აქ.
პოსტის ავტორი: foti თარიღი: Aug 7 2009, 11:48 PM
დავით ჩიკვაიძეს - "კანონისტი",
- არ ვიცი რატომ გეჩვენებათ ჩემი ტონი მბრძანებლურად, თუ რაიმე გაწყენინეთ გთხოვთ შემინდოთ. რაც შეეხება საეკლესიო გალობას - არის კანონიკური საკითხი და გამომდინარე აქედან მოითხოვს საეკლესიო ერთხმიანი გალობის რვახმათა-ს /პარაკლიტონი/ კანონის ცოდნას. ვიცნობ რა ზემოთ აღნიშნულ კანონს თავს უფლება მივეცი დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია საეკლესიო გალობის კანონზე დაყრდნობით. ამასთან ერთად როდესაც საეკლესიო კანონიკაზე ვსაუბრობთ აუცილებელია აღნიშნულ საკითხში ვიყოთ კომპეტენტურები და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ თავს უფლება ამა თუ იმ საკითხზე კომენტირებისა /ისიც ეკლესიის სწავლებაზე დაყრდნობით - ა.ზ./.
ამასთანავე, ფორუმელების უმრავლესობა გამოირჩევა აშკარა არაკომპეტენტურობით და აღნიშნული საკითხისადმი არასერიოზული /ნელთბილი/ მიდგომით.
რაც შეეხება თემის ერთ-ერთ ორგანიზატორი "ვეშაპო" - ეს ადამიანი არის:
1. ტენდენციური - იხილეთ მისი ერთპიროვნული "შეფასებები"
2. არაკომპეტენტური - საუბრობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც ცხადყოფს მის დილეტანტობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში
3. ზნეობრივად გაუწონასწორებელი - შეურაცხყოფს თემის მონაწილეებს და სასულიერო პირებს
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კი თანამდებობისთვის (საპატრიარქოს გალობის ცენტრის თანამშრომელი) და მგალობლისთვის (როგორც იგი უწოდებს საკუთარ თავს, თუმცა კი მომღერალია) შეუფერებელი.
გამომდინარე აქედან, ჯერ არს ზემოთ აღნიშნული მანკიერებების გამოსწორება, შემდეგ კი თუ ღმერთი ინებებს საეკლესიო გალობაშიც შევიტანთ ჩვენს წვლილს.
ყოველივე ეს წარმოადგენს შეგონებას და არა განკითხვას.
მე კი, ჩემის მხრივ გავეცანი რა ფორუმზე არსებულ და ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს, საჭიროდ მიმაჩნია შევწყვიტო "დაპოსტვა", რადგანაც აღნიშნული საკითხის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიაში კომპეტენტური პირების მიერ, რითაც მოცემული ფორუმი (კერძოდ ეს თემა) და მასში მონაწილე პირები ვერ დაიკვეხნიან.
ქრისტესმიერი სიყვარულით, ავთანდილ ზუმბაძე
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Aug 25 2009, 10:49 PM
foti
ციტატა
3. დადოს /მოგვაწოდოს/ რვა ხმათას კანონი სამ ხმიანი გალობისთვის; თითოეული ხმის დახასიათება /რითი განსხვავდება თითოეული ხმა ერთმანეთისგან/; თითოეული ხმის მიხედვით საღმრთისმსახურო საგალობლები /მწუხრი, ცისკარი, წირვა/.
მიბრძანდით კონსერვატორიაში, იკითხეთ მაგდა სუხიაშვილი, ეკა ონიანი (თქვენი მოძღვრის მიერ გალობის საკითხების ცოდნის გამო და "შემდგომში მრევლი არ მომიწამლოს ამ უზნეომ"-ის შიშით სოფელ დიღმის ეკლესიიდან გაძევებული), დავით შუღლიაშვილი (სხვათაშორის, სწორედ ქართული რვა ხმის სისტემებზე დაიცვა დისერტაცია 2 თვის წინ), მანანა ანდრიაძე, მარიკა ოსიტაშვილი და ა.შ. ძალიან კარგად გაგარკვევენ. თუმცა მგონია, რომ გარკვევის გამო (და არა შემდეგ) მაინც უკმაყოფილო დარჩებით.
ციტატა
ქრისტესმიერი სიყვარულით,
კაი რა. რაც მაგის თავზე გიწერიათ, აშკარად შეუსაბამოა მაგ ფრაზასთან.
ციტატა
საჭიროდ მიმაჩნია შევწყვიტო "დაპოსტვა"
სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა (ალბათ), მაგრამ როგორც ვხედავ, მთლად ბოლომდე ვერ ელევით აქაურობას.
გავიგეთ ბატონო, რომ უაღრესად განათლებული და განბრძნობილი ბრძანდებით, რომ საკუთარი 5 თითივით გაქვთ "შესწავლილი" რვა ხმის სისტემა და ა.შ., მაგრამ ისე მაინც ხომ ვერ მეტყვით, მე, არაკომპეტენტურს, ტენდენციურს, ჩლუნგს, ბოროტს, უზრდელს, ზნეობრივად გაუწონასწორებელს და თანამდებობისთვის შეუფერებელს, სად წერია და რომელ კანონში, რომ საქართველოში და მთელ მართლმადიდებლურ მსოფლიოში თქვენი სეხნიის (სავარაუდოდ) მიერ ვითომ ბერძნულისმაგვარ (და არა ბიზანტიურ) მელოდიებზე გაწყობილი ადგილობრივ ენებზე არსებული ლოცვითი ტექსტები უნდა იგალობებოდეს?
ბოდიში შეწუხებისათვის, რამეთუ ასეთმა უბადრუკმა და უვიცმა არსებამ, თქვენს უგანათლებულესობას რთული შერწყმული წინადადებებისაგან შემდგარი ესოდენ მოგრძო კითხვა შევბედე, მაგრამ ძალიან გთხოვთ, იქნებ თქვენ მიერ დადებული ფორუმზე დაუპოსტაობის აღთქმა ცოტა ხნით გააუქმოთ და ქართული ეკლესიის ერთერთ რიგით მომღერალს უპასუხოთ, მით უმეტეს, როცა აღნიშნული აღთქმა ერთხელ (შეიძლება ორჯერაც) უკვე დაარღვიეთ.
წინასწარ გმადლობთ ყურადღებისთვის.
თანამდებობისთვის შეუფერებელი კაცის თანამდებობისადმი სიყვარულისმაგვარით, ლევან ვეშაპიძე
ბოდიში, რომ ვარსებობ.
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Dec 14 2009, 11:42 PM
წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ.
აღინიშნა, რომ ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება (ხანმეტი ლექციონარი, უძველესი იადგარი), ხოლო ნევმირებული ნიმუშები - X საუკუნის პირველ ნახევარს. საგულისხმოა, რომ ამ კრებულებში მოცემული ქართული სამუსიკო დამწერლობა და მისი პრინციპები განსხვავდება იმდროინდელი ბიზანტიური სამუსიკო დამწერლობისაგან.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მაგ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და მისი ხელით გადაწერილი პარაკლიტონის მინაწერში საუბარია ბერძნულიდან ნათარგმნ შუაღამის გალობათა ძლისპირების „ქართულ ავაჯზე“ ანუ ქართულ ჰანგზე.
სხვაგან, - მარხვანის კრებულში, გიორგი მთაწმინდელი შუაღამის-დასდებლების შესახებ საუბრისას განასხვავებს ამ საგალობლების ბერძნულ ჰანგს და ქართულ რვა ხმათა ძლისპირთა ჰანგს, რომელსაც იგი 400 წელზე მეტი ხნისად მიიჩნევს („...რომელი ძველთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქუმოდის რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა თუ არა, ამას გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს....“).
ცნობილია, ასევე, იოანე პეტრიწის მსჯელობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ სამუსიკო ქმნილებებში სწორედ სამი ფთონგის, სამი ხმის მეშვეობით ხორციელდება სიმებისა და ხმების ნებისმიერი შეწყობა („...სამთა მიერ ფთონგთა - შეინაწევრების... რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი...“). ამასთან, იგი სამი ხმის ერთობის საღვთისმეტყველო გააზრებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ხმათა ეს ჰარმონია სულიწმიდისმიერია („...ყოვლითურთ სამოსოი არს ჩუენი ესუ სამოყუსოი მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფთონგთა, ვიტყვი სამთა დაბამვათა...“).
ქართული გალობის შესახებ ცნობებს ვხვდებით ს. ბელოკუროვის წიგნში „Поездка старца Арсения Суханова в Грузию (1637-1640 г.г.)“. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული სასულიერო პირები საგანგებოდ აღნიშნავენ საეკლესიო გუნდის მიერ საგალობლების სამ განსხვავებულ ხმაში შესრულების შესახებ („...ино и толсто тянет; а ино и средним гласом, а ино и тонко...“). ასევე იმას, რომ ქართული გალობა არც ბერძნულს ჰგავს და არც რუსულს („на греческое и на русское не походило“) და რომ ქართველებს საკუთარი სამუსიკო ნიშნები აქვთ („...свое у них знамя“).
ტრადიციის უწყვეტობას ადასტურებს ქართული საეკლესიო გალობის XIX საუკუნის ნევმირებული ხელნაწერები, საუკუნეთა განმავლობაში ქართული სამუსიკო დამწერლობის პრინციპები არ შეცვლილა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული გვიანდელი ნევმური ნოტაციის პირდაპირი, გენეტიკური კავშირი X-XI საუკუნეების სამუსიკო დამწერლობასთან.
ცნობილია, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით კი ათეისტურ პერიოდში, მორწმუნენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი სასულიერო პირი, მგალობელი და მრევლი ეკლესიას იძულებით ჩამოაშორეს. ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარ ეკლესიაში ბუნებრივია, რომ კანონიკური გალობაც დაიჩაგრა და იგი თანდათანობით შეცვალა ახლადშეთხზულმა არაქართულმა (რუსული, ევროპული და სხვა) ჰანგებმა, რისი გამოვლინებებიც დღესაც გვაქვს სხვადასხვა ტაძრებში.
ბოლო ხანებში კი ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქისა და წმიდა სინოდის ლოცვა-კურთხევის გარეშე ცდილობს, დანერგოს ბიზანტიური გალობის კილო და მას მიუსადაგოს საგალობლის ქართული სიტყვები; რითაც მახინჯდება და არაბუნებრივი ხდება როგორც ბერძნული საგალობელი, ისე ჩვენი ეკლესიის ტრადიცია.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არავის შეჰპარვია ეჭვი ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობაში. ეს ტრადიცია ჩვენამდე ცოცხლად მოიტანეს წმიდა მღვდელმთავრებმა გაბრიელმა (ქიქოძე) და ალექსანდრემ (ოქროპირიძე), სასულიერო პირებმა: გრიგოლ, ვასილ (სტეფანე), პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ექვთიმე კერესელიძემ, საერო მოღვაწეებმა: წმიდა ილია მართალმა, ფილიმონ ქორიძემ, ანტონ დუმბაძემ, არტემ ერქომაიშვილმა და სხვებმა. ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II-დან დაწყებული ვიდრე დავით V-მდე. ქართველმა ბერ-მონოზვნებმა, მათ შორის არქიმანდრიტმა იოანე მაისურაძემ, რომელიც 17 წელი მოღვაწეობღა ათონის მთაზე და შემდეგ მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბეთანიაში მსახურება.
დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესიაში მრავალ კეთილ საქმეს დაედო სათავე, აუცილებელია გალობის საეკლესიო ტრადიციის სრულად აღდგენა და დაცვა.
წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისთვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღმრთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოაცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 8 2010, 11:35 PM
რისი მიხედვით არჩევთ რომელია ქართლი კანონიკური და არაკანონიკური გალობა ???
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 8 2010, 11:48 PM
A.v.B ქართული კანონიკური საგალობლები არის ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი და XIX საუკუნეში ნოტებზე გადატანილი საგალობლები ისინი ხელნაწერთა ინსტიტუტგში ინახებოდა კომუნისტების პერიოდში და არ გამომზეურდებოდა, რადგან მოგეხსენებათ მაშინდელი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ამიტომაც ტაძრებში იგალობებოდა კომპოზიტორების დაწერილი ან სხვა საგალობლები.. მოკლედ ოღონდ ეგალობათ და რას დაეძებდნენ.. 80-იანი წლებიდან ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის წყალობით აღდგა ქართული კანონიკური ანუ ტრადიციული გალობა დღეს საბედნიეროდ ბევრგან გალობენ კაანონიკურ საგალობლებს, თუმცა არაკანონიკურების გადმონაშთიცაა.. ზოგადად რაც შეეხება კანონიკურობა-არაკანონიკურობის გარჩევას, დღეს ძალიან რთულია ეს... ამიტომაც რაც კანონიკური და დადგენილი იყო, ძველი საგალობლები, წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ ის იგალობებოდეს და მადლობა ღმერთს ასეცაა საგალობლების კრებულები გამოიცემა დღეს საბედნიეროდ და მგალობლებს შეუძლიათ შეიუძინონ ისინი ასე რომ დღეს ამისი პრობლემა ნაკლებად დგას, თუმცა არც მთლად არ მოგვარებულა
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 9 2010, 12:11 AM
ციტატა(ნანინა @ Mar 8 2010, 11:48 PM)
A.v.B ქართული კანონიკური საგალობლები არის ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი და XIX საუკუნეში ნოტებზე გადატანილი საგალობლები ისინი ხელნაწერთა ინსტიტუტგში ინახებოდა კომუნისტების პერიოდში და არ გამომზეურდებოდა, რადგან მოგეხსენებათ მაშინდელი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ამიტომაც ტაძრებში იგალობებოდა კომპოზიტორების დაწერილი ან სხვა საგალობლები.. მოკლედ ოღონდ ეგალობათ და რას დაეძებდნენ.. 80-იანი წლებიდან ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის წყალობით აღდგა ქართული კანონიკური ანუ ტრადიციული გალობა დღეს საბედნიეროდ ბევრგან გალობენ კაანონიკურ საგალობლებს, თუმცა არაკანონიკურების გადმონაშთიცაა.. ზოგადად რაც შეეხება კანონიკურობა-არაკანონიკურობის გარჩევას, დღეს ძალიან რთულია ეს... ამიტომაც რაც კანონიკური და დადგენილი იყო, ძველი საგალობლები, წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ ის იგალობებოდეს და მადლობა ღმერთს ასეცაა საგალობლების კრებულები გამოიცემა დღეს საბედნიეროდ და მგალობლებს შეუძლიათ შეიუძინონ ისინი ასე რომ დღეს ამისი პრობლემა ნაკლებად დგას, თუმცა არც მთლად არ მოგვარებულა
მადლობა
პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Mar 11 2010, 05:00 PM
http://www.youtube.com/watch?v=yCTOxPvhkWo
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Mar 11 2010, 06:31 PM
მაგარია ძაან.
ასე იდოს ჯობია.
პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Mar 11 2010, 10:05 PM
აუ როგორ გალობენ აქ? ერთი არტემის ხმაა?
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 11 2010, 10:07 PM
Rati_Van_Bakuradze კი ჩანაწერი ჩართეს და ხმა შეუწყეს
პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Mar 12 2010, 11:28 AM
ხალხო როდის გაითავისებს ეს ხალხი სინოდის გადაწყვეტილებას?
http://www.myvideo.ge/?video_id=802069
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 12 2010, 12:01 PM
noone__90
ციტატა
ხალხო როდის გაითავისებს ეს ხალხი სინოდის გადაწყვეტილებას?
http://www.myvideo.ge/?video_id=802069
საშინელებაა.
პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Mar 12 2010, 12:10 PM
ციტატა
საშინელებაა.
მოძღვრებმა არ უნდა დაუშვან და პირიქით მხარს უჭერენ
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 12 2010, 12:16 PM
noone__90 გეთანხმები.
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Mar 12 2010, 02:23 PM
აუ რა ცუდი მოსასმენიოა. არ ზის რა ამ მელოდიაში ქართული ტექსტი. როგორ უსმენენ ამას, მე ვერ გავუძლებდი გავიქცეოდი.
ისე არ ჯდება ამ მელოდიაში ქართული სიტყვები შემინდოს უფალმა და რეპივით აღვიქვამ. ბერძნული სიტყვები მართლა უხდება. ვა თითქმის მთელ პარაკლის გალობენ...
ღვთისმშობლის პარაკლისის ნოტები ჩვენც ხო გვაქ გელათის სკოლის. მაგარი საგალობლებია იქ ძაან.
ისე ხომ არავის გექნებათ მაგ ნოტები? თითქმის მთელი პარაკლისი იგალობებოდა ადრე.
ნაწილი მაქ მე მარტო ბოლომდე არ მაქ.
ისე ესეთი პარაკლისები რომ გაკეთდეს რამდენიმე გუნდის მონაწილეობით ძალიან მაგარი იქნება რა და დაინერგოს. ერთი საათნახევრიანი, ორსაათიანი მსახურებაა და თითქმის სულ გალობები.
პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Mar 12 2010, 03:04 PM
ციტატა(noone__90 @ Mar 12 2010, 12:28 PM)
ხალხო როდის გაითავისებს ეს ხალხი სინოდის გადაწყვეტილებას?
http://www.myvideo.ge/?video_id=802069
სადააა ეს გადაღებული?
პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Mar 12 2010, 03:52 PM
რავიცი, მაივიდეოზე ვნახე მგონი პატანასას მონასტერი რო შენდება იქ
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 12 2010, 07:26 PM
noone__90
ციტატა
ხალხო როდის გაითავისებს ეს ხალხი სინოდის გადაწყვეტილებას?
http://www.myvideo.ge/?video_id=802069
სხვათაშორის, ბერძნებზე უფრო რთულად აქვთ ბანი შეწყობილი. მაინც ჯიშით რომ არ არიან ბერძნები, გენეტიკას ვერ გაურბიან. მალე ალბათ მესამე ხმასაც დაადებენ.
ის, შუაში რომ დგას მრგვალსახიანი, ნოტი რომ უკავია, ცისფერი "საროჩკით", მაგას მგონი უჩა ქვია, კონსერვატორიაში გიტარაზე სწავლობდა.
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 12 2010, 07:28 PM
ეს რა საშინელებაა
ეს არის გალობის შეურაცხყოფა, ბერძნულისაც და ქართულისაც იმიტომ რომ არც ერთია დ ა რც მეორე
ან ეს უნიჭო ბანი რა არი ვეშაპოსი არ იყოს???
ვაიიიიი
+ სინოდის კურთხევის დარღვევაა.. შენით არ გესმის შე დალოცვილო სინოდს მაინც დაუჯერე რა
პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Mar 12 2010, 08:12 PM
ციტატა
სხვათაშორის, ბერძნებზე უფრო რთულად აქვთ ბანი შეწყობილი.მაინც ჯიშით რომ არ არიან ბერძენები, გენეტიკას ვერ გაურბიან.
ქართული სისხლი სხვაა... რა მაინტერესებს ამას თავისი ნოტები აქ თუ როგორ აკეთებენ ამასს? ამ ჩახვევებს როგორ აკეთებს. რა უშნოდ გამოდის...ასვლებიც უჭირს...
თუმცა გალოობას თავი დავანებოთ ზარსაც არ იყენებენ ხო შეხედეთ, ხეზე კაკუნი ურჩევნიათ (სახელი დამავიწყდა ბოდიში)..არადა რა ჯობიას ზარის ხმოვანებას.....ეჰ..კიდე კაი რო ასეთები ბევრი არ არიან
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 12 2010, 08:43 PM
ის ვიდეო რომ არის ორი ჩოხიანი რომ გალობს ... ეგ კანონიკურია ???
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 12 2010, 08:45 PM
A.v.B
კი
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 12 2010, 08:55 PM
სიონში რომ გალობენ საერთოდ არ გავს ...
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 12 2010, 08:58 PM
A.v.B
რას გალობენ სიონში და რომელი არ გავს? არსებობს სხვადასხვა სკოლის საგალობლები, გელათის, შემოქმედის, იყალთოს ამ სკოლებიდან სადა, გამშვენებული.. რა ვიცი რომელს გულისხმობ კონკრეტულად? ან ჩანაწერი თუ გაქვს დადე და გეტყვი ისე მე როგორც რაც მამა გიორგი ზვიადაძეა სიონსში ახალი გუნდია, ბიჭების. ისინი არა მგონია არაკანონიკუარებს გალობდნენ ხო, სადაგ დღეებში სამრევლო სკოლის გუნდიც გალობს.. რა ვიცი ბევრი გუნდია სიონში და რომელზე ამბობ?
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 12 2010, 09:07 PM
შერეული გუნდი რომ გალობს ... ისე გალბენ რომ არ გავს .. განსხვავებულია.... ბიჯების და კაცების გუნდებისაგან... მე როგორც ვიცი ქალების გალობა არ შეიძლება (თუ ვცდები ბოდიში .) ეს ?? http://www.myvideo.ge/?video_id=680298
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 12 2010, 09:17 PM
A.v.B შერეული გუნდია კი ეს საგალობელი არაა კანონიკური. ქალების გალობა როგორ არ შეიძლება, რა მეშველებოდა მაშინ უმჯობესია რომ მამაკაცები გალობდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის არ არის ამის შესაძლებლობა და არც რაიმე კონკრეტული აკრძალვა მახსენდება ქალებთან დაკავშირებით შერეულ გუნდს რაც შეეხება, მგონი არ შეიძლება ამ ვიდეოში გალობს სიონის კაპელა არაკანონიკურ საგალობელს და გარდა ამისა საოპერო მანერით. წესით საგალობელი ბუნებრივი ბგერით უნდა იგალობებოდეს... სიონის კაპელამ იმ პერიოდში დაიწყო გალობა, როდესაც ეკლესიებში საერთოდ არ გალობდნენ, ასე რომ იმ დროისათვის ვინმე რამეს თუ იგალობებდა მადლობა უნდა ეთქვათ, მანერას და კანონიკას ვინ აქცევდა ყურადღებას დღეს მადლობა ღმერთს შეიცვალა სიტუაცია, თუმცა ისინი თავიანთ "სტილს" არ ცვლიან სამწუხაროდ
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 12 2010, 09:21 PM
მადლობა
პოსტის ავტორი: arali? თარიღი: Mar 12 2010, 10:25 PM
ციტატა(noone__90 @ Mar 12 2010, 11:28 AM)
ხალხო როდის გაითავისებს ეს ხალხი სინოდის გადაწყვეტილებას?
http://www.myvideo.ge/?video_id=802069
ცოტა მეტი დამაჯერებლობისათვის, ყველაფერი ერთ მელოდიაზე რომ არ იყოს,კვერექსები მაინც,შეუცვალეთ რააა..... თუ სადაგ ხმაში არიან,მე ბოდიში.
P.S პრინციპში რას ერჩით,კარგი ბიჭები არიან,ქუჩაში რომ არ დგანან და ''სემიჩკას'' არ იფურთხებიან
პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Mar 13 2010, 01:24 PM
აუ მაგ ლინკს გავყევი და სხვადასხვა ვიდეოები ვნახე და გული ამტკივდა მაგრად. ქართული ერთხმიანი კანონიკური გალობაო და ჩავრთე და ბერძნული იყო და ქვემოთ მიდის კამათი და იმის მტკიცება რომ ასეთ საგალობლებს მთელ მსოფლიოში გალობენო თავიანთიც აქვთ მაგრამ მაინც ამას გალობენო როცა რაღაც არ იციან რატომ არ ჩუმდებიან ვერ გავიგე... სამღვდელოები დღესდღეობით პირველები უნდა აკეთებდნენ ქართულ საქმეს მაგრამ რატომღაც ბევრს სძულს ქართული საქმე
პოსტის ავტორი: tamuna_lo თარიღი: Mar 13 2010, 01:41 PM
თუ ვინმეს გაქვთ იქნებ დადოთ იავნანა ბერ გაბრიელს რომ უმღერდნენ დედები
პოსტის ავტორი: arali? თარიღი: Mar 13 2010, 02:18 PM
ციტატა
Rati_Van_Bakuradze
ვახ რატის გაუმარჯოს.''გეპეიში'' რა ხდება?
ციტატა
სამღვდელოები დღესდღეობით პირველები უნდა აკეთებდნენ ქართულ საქმეს მაგრამ რატომღაც ბევრს სძულს ქართული საქმე
ხოო,აესეა რა,ვიღაცა რომ სახლის ასაშენებლად 1 აგურს დადებს,სხვა 2-ს აცლის და იმიტომაა ასე საქმე,მარა ეს სიძულვილით არა მგონია იყოს გამოწვეული,უფრო ფანატიზმთან გვაქ საქმე,ასე მგონია მე და რავი ....
P.S შუბა ვარ
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 13 2010, 05:12 PM
ციტატა(tamuna_lo @ Mar 13 2010, 01:41 PM)
თუ ვინმეს გაქვთ იქნებ დადოთ იავნანა ბერ გაბრიელს რომ უმღერდნენ დედები
მე არ მაქვს, მაგრამ ისე ამავე განყოფილების კითხვები და თხოვნების თემაში დაწერე და იქნებ ქონდეთ
პ.ს. OFF-ები არ დავინახო
პოსტის ავტორი: tamuna_lo თარიღი: Mar 14 2010, 09:47 PM
ვინმეს იქნებ გქონდეთ წირვისას სახარების კითხვის წინ რომ იგალობება ალილუია
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 15 2010, 12:25 AM
ერთი მაინტერესებს რა ... ვინ რას გალობს... ეს ვისი გასარჩევია ???
პოსტის ავტორი: arali? თარიღი: Mar 15 2010, 12:41 AM
ციტატა
ვინმეს იქნებ გქონდეთ წირვისას სახარების კითხვის წინ რომ იგალობება ალილუია
ალილუია არსებობს ხმის მიხედვით და ყოველ კვირას,წირვაზე იგალობება იმ ხმის ალილუია რომელ ხმაშიც ვიმყოფებით,ანუ თუ ვართ 1(ა) ხმაში,შესაბამისად ვგალობთ 1(ა) ხმის ალილუიას სულ 8 ხმაა მე როგორც ვიცი მათი აუდიო ჩანაწერი არ არსებობს,ელექტრონული ნოტები კი შეიძლება იყოს,არ ვიცი,მე არ მაქვს
ციტატა
ერთხმიანში უგალობენ
მეტია
პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 15 2010, 12:44 AM
ციტატა(A.v.B @ Mar 15 2010, 12:25 AM)
ერთი მაინტერესებს რა ... ვინ რას გალობს... ეს ვისი გასარჩევია ???
როდესაც ეკლესიაში გალობას ეხება პატრიარქისა და წმიდა სინოდის
arali?
ციტატა
მეტია
ნუ ხო წამყვანი და ბანი
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 15 2010, 12:49 AM
A.v.B
ციტატა
ერთი მაინტერესებს რა ... ვინ რას გალობს... ეს ვისი გასარჩევია ???
წმიდა სინოდის, რომლის დადგენილება ზოგიერთ მოძღვარს ფეხებზე კიდია:
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინება
2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისისა და რუისის ეპარქიაში შესდგა წმ. სინოდის კრება, რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავს.
წმ. სინოდის კრებას თავმჯდომარეობდა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც წმ.სინოდის მღვდელმთავრებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და მიმოიხილა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მნიშვნელობა.
წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ.
აღნიშნა, რომ ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება (ხანმეტი ლექციონარი, უძველესი იადგარი), ხოლო ნევმირებული ნიმუშები - X საუკუნის პირველ ნახევარს. საგულისხმოა, რომ ამ კრებულებში მოცემული ქართული სამუსიკო დამწერლობა და მათი პრინციპები განსხვავდება იმდროინდელი ბიზანტიური სამუსიკო დამწერლობისაგან.
რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მაგ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და მისი ხელით გადაწერილი პარაკლიტონის მინაწერში საუბარია ბერძნულიდან ნათარგმნ შუაღამის გალობათა ძლისპირების „ქართულ ავაჯზე“ ანუ ქართულ ჰანგზე.
სხვაგან, - მარხვანის კრებულში, - გიორგი მთაწმინდელი შუაღამის დასდებლების შესახებ საუბრისას განასხვავებს ამ საგალობლებისბერძნულ ჰანგს და ქართულ რვა ხმათა ძლისპირთა ჰანგს, რომელსაც იგი 400 წელზე მეტი ხნისად მიიჩნევს („...რომელი ძველთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქუმოდის... რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა თუ არა, ამას გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს“).
ცნობილია, ასევე, იოანე პეტრიწის მსჯელობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ სამუსიკო ქმნილებებში სწორედ სამი ფთონგის, სამი ხმის მეშვეობით ხორციელდება სიმებისა და ხმების ნებისმიერი შეწყობა („სამთა მიერ ფთონგთა... შეინაწევრების... რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი...“); ამასთან, იგი სამი ხმის ერთობის საღვთისმეტყველო გააზრებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ხმათა ეს ჰარმონია სულიწმიდის მიერია („... ყოვლითურთ სამოსო არს ჩუენი ესე სამოყუსოი მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრონგთა, ვიტყუი სამთა დაბამვათა...“).
ქართული საეკლესიო გალობის ტრადიციის უწყვეტობას ადასტურებს XIX საუკუნის ნევმირებული ხელნაწერები, საუკუნეთა განმავლობაში ქართული სამუსიკო დამწერლობის პრინციპები არ შეცვლილა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული გვიანდელი ნევმური ნოტაციის პირდაპირი, გენეტიკური კავშირი X-XI საუკუნეების სამუსიკო დამწერლობასთან.
ცნობილია, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით კი ათეისტურ პერიოდში, მორწმუნენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი სასულიერო პირი მგალობელი და მრევლი ეკლესიას იძულებით ჩამოაშორეს. ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარ ეკლესიაში, ბუნებრივია, რომ კანონიკური გალობაც დაიჩაგრა და იგი თანდათანობით შეცვალა ახლადშეთხზულმა არაქართულმა (რუსული, ევროპული და სხვა) ჰანგებმა, რისი გამოვლინებებიც დღესაც გვაქვს სხვადასხვა ტაძრებში.
ბოლო ხანებში კი ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქისა და წმ. სინოდის ლოცვა-კურთხევის გარეშე ცდილობს დანერგოს ბიზანტიური გალობის კილო და მას მიუსადაგოს საგალობლის ქართული სიტყვები, რითაც მახინჯდება და არაბუნებრივი ხდება როგორც ბერძნული საგალობელი, ისე ჩვენი ეკლესიის ტრადიცია.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არავის შეჰპარვია ეჭვი ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობაში. ეს ტრადიცია ჩვენამდე ცოცხლად მოიტანეს წმიდა მღვდელმთავრებმა გაბრიელმა (ქიქოძე) და ალექსანდრემ (ოქროპირიძე). სასულიერო პირებმა: გრიგოლ, ვასილ (სტეფანე), პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ექვთიმე კერესელიძემ; საერო მოღვაწეებმა: წმიდა ილია მართალმა, ფილიმონ ქორიძემ, ანტონ დუმბაძემ, არტემ ერქომაიშვილმა და სხვებმა.
ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II დაწყებული ვიდრე დავით მეხუთემდე. ქართველმა ბერ-მონაზვნებმა, მათ შორის არქიმანდრიტმა იოანე მაისურაძემ, რომელიც 17 წელი მოღვაწეობდა ათონის მთაზე, შემდეგ მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბეთანიაში მსახურება.
დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესიაში მრავალ კეთილ საქმეს დაედო სათავე, აუცილებელია გალობის საეკლესიო ტრადიციის სრულად აღდგენა და დაცვა.
წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისათვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ [u]საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 15 2010, 01:13 AM
საინტერესოა და მაინტერესებს .... კი წავიკითხე... ეხლა უნდა ვისწავლო რომელია ევროპული...რუსული... ქართული და ბიზანტიური... მაგათი გარჩევა წესიერად...
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Mar 15 2010, 01:27 AM
მადლობელი დაგრჩებით თუ მიმასწავლით კარგ წიგნებს
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Mar 15 2010, 05:13 PM
A.v.B ინტერნეტში რა მიგასწავლო აბა? არც ისე ბევრი ინფორმაციაა ისე ქართული გალობის თემაში თუ შეიხედები იქ დავდე რაღაც სტატიები ქართული გალობის შესახებ და შეგიძლია ნახო ლინკიც მაქვს მითითებული.. რუსულზე და ბერძნულზე მე არ ვიცი, იქნებ ვეშაპომ იცოდეს. ნეტში საერთოდ გალოაბზე არ არის დიდი ინფორმაცია
პოსტის ავტორი: tatia.gabidzashvili თარიღი: Mar 20 2010, 01:39 PM
სამწუხაროდ ვერცერთი გადმოვწერე არცერთს არ პოულობს
პოსტის ავტორი: mak თარიღი: Apr 19 2010, 01:25 PM
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს შექმნილი საგალობელი ''ავე მარია'' თბილისის ფილარმონიის სახ.საკონცერტო დარბაზი.(ვიდეო ვერსია)
http://www.bin.ge/file/142147/ave-maria.zip.html
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შესრულებული ”მოდი ჩემთან უფალო”
უმიზეზოდ არავინ არაფერს შლის უნდა მიაწერო, რომ ეს არ არის კანონიკური საგალობელი, ისინი არღვევენ სინოდის განჩინებას და შენ არ ეთანხმები მათ )
ან რა საჭიროა ამ საგალობლების ასე დადება და მერე მათი გაკიცხვა? ვიცით ბატონო ვინც არიან. არაა მათი "ნამოქმედარი" ქართულ ეკლესიაში ახალი რა ვქნათ ახლა? სინოდმა ვერ უშველა და ჩვენ რა ვქნათ? ვიდოეს დადების მიზეზი მითხარი და არ წავშილი მე მიზეზს ვერ ვხედავ მათი გაპოპილარულება უფრო გამოგდით ას ე
1) ''წაშლაში'' თვითონ ვიდეოს ავტორი ვიგულისხმე...ანუ წინა ვიდეო აღარ დევს myvideo.ge-ზე 2) არაკანონიკური რომ არის და არ ვეთანხმები ეს ჩემგან ''არ ახალია ძველია''... 3) მათი გაკიცხვა რა შუაშია,უბრალოდ ''თვალსაჩინოებისათვის''.თან შენ შეიძლება იცი მაგრამ ბევრვმა არ იცის,იმიტომაცაა ამდენი მოთხოვნა არაკანონიკურ ''საგალობლებზე'' თუნდაც ''კითხვები და თხოვნები''-ს განყოფილებაში... 4)წაშლაზე მივაწერე როგორც გინდათ ისე მოიქეცით თქო
ხო რა ვიცი შენი ნებაა მე მაინც გირჩევ რომ დაანებო ტავი მაგ ვიდეოებს მოსმენის სურვილიც არ გამჩენია, თუნდაც კრიტიკის მიზნით მე რაც მოდერი გავხდი "არაკანონიკურია მაგი"-ს მეტი არაფერი მაკერია პირზე ვეშაპო კიდე სამი წელია მაგას გაიძახის და მაინც არაფერი ეშველათ და რა ვუყო? ბევრი განაწყენდა, ბევრმა პირად შეურაცხყოფად მიიღო, მაგრამ რა ვქნათ.. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება გვაქვს და ვისაც არ უნდა ნუ დაემორჩილება
ციტატა
მკაცრი ხარ,მაგრამ სამართლიანი (მართლა)
არ შემიძლია არ დაგეთანხმო (მართლა )
კანუდოსელი
ციტატა
99%-ში კი ვიცი რატომაც: კურთხევაა ასეთი და რომ კურთხევა გასცე, ზოგი ისეთი შტერი და ფილთაქვაა, ქაქსაც შეჭამს და შემდგომში ამის სულიერი მხარის შესახებაც გაშლის "აზროვნების" აფრებს
თქვენ არ გესმით სიტყვა "მორჩილების" არსი
ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ მანდ მეორე მომენტიცაა კი რა თქმა უნდა მე ვემორჩილები ჩემს სულიერ მოძღვარს (ამას არავინ კრძალავს), მაგრამ თუკი ის არ ემორჩილება მის იერარქს, ანუ კათოლიკოს პატრიარქს და არღვევს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას? მაშინ მე მაქვს უფლება მგონი არ დავემორჩილო მოძღვარს და დავემორჩილო მასზე უპირატესს. ცუდაი, რომ ხშირ შემთვხევაში საპატრიარქოს ოფიციალური ოპზიცია და კონკრეტული მოძღვრის ესა თუ ის სწავლება რომ არ ემთხვევა ერთმანეთს... მე არ განვიკითხავ მათ, უბრალოდ გულდასაწყვეტია
პირველ რიგში ეს ვიდეო მნიშვნელობით ყველაზე მეორეხარისხოვანია,ისიც იმიტომ დავდე რომ წინა ვიდეო ინტერნეტიდან გაქრა,არადა თვალსაჩინოებისთვის მართლა კარგია.ტკბილის გემოს ვერ დააფასებ,თუ მწარე არ გასინჯე...
წმინდა გიორგის ტროპრის ჩანაწერი ხო არ გაქვთ?გელათურის
პოსტის ავტორი: tamuna_lo თარიღი: May 16 2010, 07:03 PM
ვინმეს ხომ არ აქვს შემთხვევით ჯვარისმტვირთველო ქართველი ერის, პატრიარქზე რომაა გალობა, რაც იდო ყველა ლინკი ვნახე მაგრამ აღარ დევს
პოსტის ავტორი: valeridzia თარიღი: Jun 20 2010, 01:40 AM
ციტატა(tamuna_lo @ May 16 2010, 07:03 PM)
ვინმეს ხომ არ აქვს შემთხვევით ჯვარისმტვირთველო ქართველი ერის, პატრიარქზე რომაა გალობა, რაც იდო ყველა ლინკი ვნახე მაგრამ აღარ დევს
პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Jun 21 2010, 12:10 PM
ვეშაპო, გურული ღირს არს დადე რა პლს...
პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 2 2010, 05:38 PM
შეკითხვა მაქვს ყველასთან, ვინც კომპეტენტურია და იცის ეს საკითხი:
კანონიკურად არის თუ არა ნებადართული გალობა სხვადასხვა ინსტრუმენტებთან ერთად? ანუ მართლმადიდებლობა როგორ უყურებს ამას? შეიძლება უფლის სახელის გალობა სხვადასხვა ტრადიციული (ან არატრადიციული) ინსტრუმენტის თანხლებით?
ვეშაპო...შემოქმედის სკოლის "ღირს არს და მართალ" და "წმიდა არს წმიდა არს"- ხო არა გააქ?
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 7 2010, 02:12 AM
nikolas
ციტატა
ვეშაპო...შემოქმედის სკოლის "ღირს არს და მართალ" და "წმიდა არს წმიდა არს"- ხო არა გააქ?
მარტო "წმიდა არს, წმიდა არს" მაქვს, ისიც არტემ ერქომაიშვილის ნაგალობებია სამივე ხმა და ცუდად ისმის. http://allshares.ge/download.php?id=6FABE34F27 შემოქმედის სკოლა - სამივე ხმას ასრულებს არტემ ერქომაიშვილი
შეკითხვა მაქვს ყველასთან, ვინც კომპეტენტურია და იცის ეს საკითხი:
კანონიკურად არის თუ არა ნებადართული გალობა სხვადასხვა ინსტრუმენტებთან ერთად? ანუ მართლმადიდებლობა როგორ უყურებს ამას? შეიძლება უფლის სახელის გალობა სხვადასხვა ტრადიციული (ან არატრადიციული) ინსტრუმენტის თანხლებით?
და ცეკვა თუ შეიძლება გალობასთან ერთად?
ღვთისმსახურების დროს არა, მაგრამ მოდერნისტული ეკლესიები ორღანს იყენებენ, რაც არასწორია. და ცეკვა და ინტრუმენტებით გალობა, უფროსწორად დიდება, ყველამ ვიცით ნებადართულია გარდამოსვლის წინ, როდესაც პალესტინელი მართლმადიდებლები ადიდებენ ღმერთს დაფდაფებით. მსგავსად ადიდებდნენ იესო ქრისტეს როდესაც როდესაც ჰოსანას უგალობდნენ.
და ცეკვა და ინტრუმენტებით გალობა, უფროსწორად დიდება, ყველამ ვიცით ნებადართულია გარდამოსვლის წინ, როდესაც პალესტინელი მართლმადიდებლები ადიდებენ ღმერთს დაფდაფებით.
ნებადართული კი არა, მგონი ერთხელ არ შეუშვეს და ცეცხლი არ გადმოვიდა. და იმის მერე სულ არიან ეგენი.
მომავლის ამბავია, თორე ცეკვით და ინსტრუმენტების ღმერთის დიდება მართლმადიდებლობაშიც მისაღები გახდება.
დრო რა შუაშია? ჩემი აზრით ეგ თვითონ ხალხზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მართლმადიდებელი ერისათვის მისაღებია და გახდა კიდევაც,მაგრამ სხვა რომ დასარტყამი ინსტრუმენტებით ადიდებს უფალს, ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენ, ქართველმაც ხელში ბარაბანი დაიკავო (თუ რაც არის). და საერთოდ, არ მომწონს მე ის მიდგომა, რომ რადგანაც არ არის აკრძალული დასარტყამი, ან საჩხაკუნო ინსტრუმენტებით ღმერთის დიდება, ე.ი შეიძლება მისი გამოყენება ლოცვის დროს. ზუსტად იგივე ლოგიკით, რატომ არ შეიძლება, რომ ქართულ ეკლესიაში მაგნიტოფონი დავდგა და მსახურების დროს, მგალობლის მაგივრად იმან თქვას საგალობლები? სადმე წერია ამის ამკრძალავი?
17 საუკუნეა მართლმადიდებელი ერი ვართ და ამდენი ხნის მანძილზე არ ყოფილა ქართველის სულში, რომ ღმერთი რაიმე ინსტრუმენტით ედიდებინოს (მითუმეტეს მაშინაც არსებობდა ეგ ინსტრუმენტები) და ეხლა განა რა ისეთ სულიერ სიმაღლეს (თუარა სიმდაბლეს) მივაღწიეთ (ან მივაღწევთ), რომ ქართულ, ძირძველ, ტრადიციულ საგალობლებს ტამტამები და საჩხაკუნო რაღაცეები დავუმატოთ? ეს არ იქნება ქართული სული.
P.S ერთი-ორი კვირის უკან, ერთ სტაჟიან, შეუვალ ''როკმენს'' ველაპარაკებოდი ღმერთზე (მე ჩემსას ვცდილობდი ) და ასე მიპასუხა: '' მე მინდა როკით ვადიდო უფალი''. ვერც შევედავე, იმიტომ, რომ არსად მიწერია როკით ღმერთის დიდების აკრძალვის შესახებ. . .
arali? ას პროცენტიაააააააააან! Atman, კათოლიკეებს ყველაფერში თუ მივდევთ, მაშინ ტაძარში ძროხები, ცხენები, ძაღლები, მაჩვები უნდა შემოვიყვანოთ ცეკვა დავიწყოთ...რა სისულელეა...ინსტრუმენტები არა დღლორჯო...
პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 12:36 PM
ციტატა
ქართულ, ძირძველ, ტრადიციულ საგალობლებს ტამტამები და საჩხაკუნო რაღაცეები დავუმატოთ? ეს არ იქნება ქართული სული.
წინწილა
http://www.radikal.ru
დიპლიპიტო
http://www.radikal.ru
ინდური კარატალები:
http://www.radikal.ru
ინდური მრიდანგა:
http://www.radikal.ru
როგორც ხედავ ქართველებსაც გვქონია მსგავსი ინსტრუმენტები და ტამტამები და უცხოური ინსტრუმენტები არაფერ შუაშია. თუ ემოციურად გინდა განაცხადი გამოგივიდეს მაშინ "წარმართობას" გაუსვი ხაზი და არა იმას, რომ ეს "არაქართულია". ქართული იმას არ ნიშნავს, რაც მხოლოდ ბოლო 17 საუკუნის განმავლობაში იყო.
nikolas
ციტატა
Atman, კათოლიკეებს ყველაფერში თუ მივდევთ, მაშინ ტაძარში ძროხები, ცხენები, ძაღლები, მაჩვები უნდა შემოვიყვანოთ ცეკვა დავიწყოთ...რა სისულელეა...ინსტრუმენტები არა დღლორჯო...
კათოლიკებმა აქეთ მოგვბაძონ!
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 12:42 PM
ციტატა(Atman @ Jul 2 2010, 05:38 PM)
შეკითხვა მაქვს ყველასთან, ვინც კომპეტენტურია და იცის ეს საკითხი:
კანონიკურად არის თუ არა ნებადართული გალობა სხვადასხვა ინსტრუმენტებთან ერთად? ანუ მართლმადიდებლობა როგორ უყურებს ამას? შეიძლება უფლის სახელის გალობა სხვადასხვა ტრადიციული (ან არატრადიციული) ინსტრუმენტის თანხლებით?
და ცეკვა თუ შეიძლება გალობასთან ერთად?
არ შეიძლება.
პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 12:45 PM
lingvo
ციტატა
არ შეიძლება.
შენ გიყვარს ხოლმე ციტატების მოყვანა. სად წერია რომ არ შეიძლება?
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 12:46 PM
ციტატა
შენ გიყვარს ხოლმე ციტატების მოყვანა. სად წერია რომ არ შეიძლება?
ამას ციტატები არ ჭირდება. ეკლესიის ტრადიციაა ასეთი. ჩემს მაინც არ დაიჯერებ და ნებისმიერ მოძღვარს კითხე
პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 12:49 PM
lingvo
ციტატა
ამას ციტატები არ ჭირდება. ეკლესიის ტრადიციაა ასეთი. ჩემს მაინც არ დაიჯერებ და ნებისმიერ მოძღვარს კითხე
კაი ახლა, რაღაცა ციტატას მაინც ვერ "გამოჩხრიკავ" სადმე?
მარტო ტრადიციებს თუ ვენდე ციტატების გარეშე შორს ვერ წავა ჩვენი საქმე
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 8 2010, 12:55 PM
ციტატა
არტო ტრადიციებს თუ ვენდე ციტატების გარეშე შორს ვერ წავა ჩვენი საქმე biggrin.gif
რახან არ იშლი შენსას: http://www.orthodoxy.ge/galoba/gardneri_musika.htm
პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 8 2010, 01:02 PM
"სულ ახლახანს პარიზში სახელგანთქმული ფ.ს. პოტორჟინსკის ერთ-ერთი გუნდის წევრი ქალბატონი მიამბობდა, თუ როგორ შეისწავლიდა მათი გუნდი „მამაო ჩვენოს“. პოტორჟინსკიმ გუნდს გალობის დაწყება ანიშნა: ზოგიერთმა მგალობელმა პირველივე აკორდზე მკვეთრად გამოთქვა: „მამაო ჩვენო“. პოტორჟინსკიმ მგალობლები შეაჩერა და ნერვიულად იკითხა - ვინ თქვა „მამაო ჩვენო?“ სიტყვები არ არის საჭირო. მუსიკა, მუსიკა მომეცით, აკორდი! სიტყვები არაფერია, მხოლოდ მუსიკა... ტალღები... ტალღები."
პოტორჟინსკის სულელური ახირებების გამო უნდა "დაიგმოს" მუსიკა გალობასთან ერთად?
"ყოველივე ეს გვაიძულებს, წამოვჭრათ საკითხი: განა შესაძლებელია, რომ „მუსიკასა“ და „საეკლესიო გალობას“ შორის იგივეობის ნიშანი დავსვათ?"
აჰა, კიდევ, ესე იგი პოტორჟინსკიმ აიძულა საკითხის წამოჭრა!
აქვს კი აზრი საეკლესიო გალობას უსიტყვოდ? რა თქმა უნდა, არა! მართლმადიდებლური ღვთისმსახურება სიტყვებისაგან შედგება (მნიშვნელობა არა აქვს, ახლავს თუ არა მას რომელიმე საღვთისმსახურო ქმედება). ეს სიტყვები წარმოითქმის ან ასამაღლებლის, ან წართქმით კითხვის, ან მეტნაკლებად განვითარებული მელოდიის ფორმით. ანუ - გალობის ფორმით.
მერე ვინ თქვა, რომ გალობა უსიტყვოდ უნდა იყოს? მუსიკა დამხმარე უნდა იყოს და არა მთავარი!
მოკლედ როგორი სტატიაა იცი? აი "ვჩხრიკე ვჩხრიკე და რა ვქნა, ამის მეტი ვერაფერი გამოვჩხრიკეო"
ავტორიტეტულ ციტატას და მითუმეტეს გონივრულად დასაბუთებულს ვერსად ვხედავ მანდ. სოფიზმია ეგ და თან მხოლოდ ცალმხრივი.
არსებობს ისეთი პროგრამა რომელსაც შეუძლია პოლიფონიური მელოდიისთვის რომელიმე ხმის მოშორება? მაგალითად რომელიმე საგალობელს შესწავლის მიზნით ბანი რო მოვაშორო შეიძლება?
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 11 2010, 12:06 AM
noone__90
ციტატა
არსებობს ისეთი პროგრამა რომელსაც შეუძლია პოლიფონიური მელოდიისთვის რომელიმე ხმის მოშორება? მაგალითად რომელიმე საგალობელს შესწავლის მიზნით ბანი რო მოვაშორო შეიძლება?
გააჩნია რას გულისხმობ. თუ სანოტო პროგრამას გულისხმობ, მაშინ მე რა პროგრამაშიც ვბეჭდავ ნოტებს, იმას შეუძლია ნებისმიერი სანოტო ხაზი გათიშოს და დანარჩენები დაუკრას. თუკი გულისხმობ მომღერლების მიერ ჩაწერილ სიმღერებს, მაშინ აუცილებლად ცალცალკე არხებზე უნდა იყოს ჩაწერილი თითოეული ხმა და ასე დაშლილად უნდა იყოს მოწოდებული, რათა მერე საუნდ ფორჯით ან სხვა რომელიმე პროგრამით გათიშო სურვილისამებრ.
პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Jul 11 2010, 12:34 AM
ციტატა
გააჩნია რას გულისხმობ.თუ სანოტო პროგრამას გულისხმობ, მაშინ მე რა პროგრამაშიც ვბეჭდავ ნოტებს, იმას შეუძლია ნებისმიერი სანოტო ხაზი გათიშოს და დანარჩენები დაუკრას.
ზუსტად მაგას ვგულისხმობ..მეორე ვარიანტი ჩემთვის ირეალურია
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 11 2010, 01:17 AM
noone__90
ციტატა
ზუსტად მაგას ვგულისხმობ..მეორე ვარიანტი ჩემთვის ირეალურია
ნუ მაშინ, ასეთი პროგრამებია Finale (რომელშიც მე ვმუშაობ) ან Sibelius. სანოტო რედაქტორებია ორივე.
ზუსტად ეგეთი ცალკეული ხმებით დავუდე ერთერთ იუზერს დავით და კონსტანტინეს ტროპარი.
ვეშაპო გამარჯობა შემთხვევით გალობის რომელიმე ტომის pdf (ელ-წიგნი) ვერსია ხომ არ გაქვთ? ნუ პირველი ტომის მაქვს მაგრამ სხვების არა და თუ გაქვთ იქნებ დამიდოთ...
ვეშაპო გასაგები... არაა პრობლემა... მაშინ იქნება მარტო ეს საგალოობელი გქონდეთ. მეხუთე ტომში რომ არის რომელნი ქერუბუმთა 51-55 გვერდებზე... იქნება მაგის ნოტები დამიდოთ...
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 12 2010, 12:50 AM
ატმან, შენ კიდე, ცხრაჯერ დაგიწერეს, რომ ინსტრუმენტებით და ცეკვით ღვთისმსახურება არაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკაში. მე მეუფე იოანეს ლექციას მოვუსმინე კანონიკაზე და იქ ის ძალიან კარგად ხსნიდა, თუ საიდან მოდის კანონები და რატომ უნდა დავიცვათ ისინი. ეკელსია ეყრდნობა ტრადიციებს. შენ დაგიდეს არგუმენტები. ახლა თუ გინდა იცეკვე და ისე ადიდე ღმერთი ამის მართლმადიდებლურ ეკლესიაში დანეგრგვაზე მაინც ტყუილად იოცნებებ
http://www.youtube.com/watch?v=ZzFxfccuc5I - შენ ხარ ვენახი
http://www.youtube.com/watch?v=34OdrZxWe2M - ქრისტე აღსდგა მკვდრეთით ..
პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Oct 17 2010, 06:04 PM
აკაკი ოკე დიდი მადლობა მაინც , თუ ვერაფერს გამოვალ ვიყიდი მერე მაშინ
პოსტის ავტორი: ლევანი. თარიღი: Nov 13 2010, 11:48 PM
გამარჯობათ! მოკლედ - "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით" ამის ნოტები მინდა რაა... თუ ვინმეს გაქვთ დადეთ. ვის რომელი ვერსია გაქვთ ყველა დადეთ რა. რაც უფრო მეტი მით უფრო კარგი
პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Nov 30 2010, 08:29 PM
წყლულებანი იგი, უფალო, წმინდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის და ყოველნი სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყვარე, გევედრებით.
არის ეს საგალობელი... დადეთ რა ძალიან გთხოვთ
პოსტის ავტორი: puskuu თარიღი: Dec 1 2010, 09:23 PM
რომელნი ქერუბიმთა არ გაქვთ ვინმეს?
პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Dec 1 2010, 11:03 PM
ისე ამ განყოფილებას ქართული კანონიკური საგალობლები ჰქვია და მგონი მანდ რაც ჩამოთვალეთ არც ერთი არაა კანონიკური
პოსტის ავტორი: TKM თარიღი: Dec 17 2010, 01:59 AM
ოცდახუთსა დეკემბერსა-ს ნოტები თუ ვინმეს მოგეპოვებათ ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რაა... გმადლობთ წინასწარ...
პოსტის ავტორი: ლევანი. თარიღი: Dec 24 2010, 01:56 PM
http://www.youtube.com/watch?v=0cnQR6b-bWI
ამის ნოტები დამიდეთ რა ვინმემ... მაგრად მჭირდებაა
პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Dec 24 2010, 08:37 PM
ციტატა(ლევანი. @ Dec 24 2010, 02:56 PM)
http://www.youtube.com/watch?v=0cnQR6b-bWI
ამის ნოტები დამიდეთ რა ვინმემ... მაგრად მჭირდებაა
ნუ გამაგიჟე ბიჭოოოო მოუსმინე და ისწავლეეეეეეეეეეეეეეე
პოსტის ავტორი: ლევანი. თარიღი: Dec 25 2010, 01:28 PM
ციტატა(Rati_Van_Bakuradze @ Dec 24 2010, 08:37 PM)
ნუ გამაგიჟე ბიჭოოოო მოუსმინე და ისწავლეეეეეეეეეეეეეეე
ყველგან შენ როგორ ხარ რა უბედურებაა
პ.ს. ჩემი თხოვნა ისევ ძალაში რჩება მაინც
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Apr 2 2011, 01:03 AM
მამადავითის გუნდი - მე-17-ე კანონი - "ნეტარარიანი".
პოსტის ავტორი: ბუბა თარიღი: Sep 22 2011, 11:10 AM
იქნებ ვინმემ მითხრათ სად შეიძლება ინტერნეტში რო ვნახო საგალობლების ტექსტები წინასწარ მადლობა და ბოდიშით თუ აქ არ უნდა დამეწერა ეს
პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 3 2011, 02:34 AM
ეჰ, მაგარია რა..
ბებიაჩემის ბაბუა და მისი ძმები ყველანი მგალობლები ყოფილან სოფელში (იმერეთი)
თურმე პატეფონით ადრე ჩაუწერიათ გალობები და მერე მის შთამომავლეს გადაუყრიათ დაუდევრობით, იმდროინდელი მდგომარეობის გამო ქვეყანაში...
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 12 2011, 12:00 AM
აკაკი
რა გვარები იყვნენ?
პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 16 2011, 07:51 PM
ფართლაძეები
ერთი რამ შევამჩნიე: ქართულ გალობაში დიდი მოკრძალება იგრძნობა უფლის მიმართ
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 20 2011, 03:46 PM
გეწეოდეთ წმიდა ფილიმონ (ქორიძე) მგალობელისა და ერისათვის თავდადებულის და წმიდათა ძმათა კარბელაშვილთა პეტრე და ანდრია მოწამეთა, პოლიევქტოს, სტეფანე და ფილიმონ აღმსარებელთა ლოცვა და მადლი.
ყველა მგალობელს გილოცავთ მათ წმიდათა დასში შერაცხვას
პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 22 2011, 06:44 PM
ვეშაპო ეს რა არის ნახე გეცოდინება, როგორ ჰგავს ქართულს გალობას და სიმღერას... ეს არის კორსიკული რაღაც ტრადიციული სიმღერა Paghjella (მაგრამ ყურზე ხელი რატომ აქვსთ ვერ გავიგე.)
ეს კიდევ საგალობელს ჰგავს, კიარა მგონი არის კიდევაც
ასეთი მსგავსება, არ ვიციი....
რა საინტერესოა
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 22 2011, 11:40 PM
აკაკი
ციტატა
მაგრამ ყურზე ხელი რატომ აქვსთ ვერ გავიგე.
ტრადიციაა მანდ ეგეთი მასეთი მღერის. მომღერალს უადვილდება თავისი ხმის მოსმენა, როცა გარშემო სხვა ხმები მღერიან. ყურზე ხელს იფარებენ და ხელის მტევანში უშვებენ ხმას და პირდაპირ ყურში შედის საკუთარი ხმა. კოორდინაცია სხვა ხმებთან უფრო ადვილად მიიღწევა.
სარდინიელებიც ეგრე მღერიან:
მარა მე გენუელების სახალხო პოლიფონია უფრო მევასება:
პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 23 2011, 12:03 AM
საინტერესოა... ერთნი ვართ ყველა
პოსტის ავტორი: rusudan89 თარიღი: Dec 23 2011, 09:42 PM
გთხოვთ დამეხმარეთ.თუ გსმენიათ ვინმეს ექვთიმე კერესელიძის პარაკლისის ან დაუჯდომელი თუ არის ,ან რომანოზ ტკბილად მგალობლის,როგორც მგალობელთა შემწესი,შემეხმიანეთ უმორჩილესად გთხოვთ
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 24 2011, 12:59 AM
rusudan89
ციტატა
თუ გსმენიათ ვინმეს ექვთიმე კერესელიძის პარაკლისის ან დაუჯდომელი თუ არის
ექვთიმე კერესელიძის არ არის, არც დაუჯდომელი და არც პარაკლისი. არავის შეუქმნია ჯერ. ახალი შერაცხულია წმინდანთა დასში, ისევე როგორც წმ ფილიმონ მგალობელი და ერისათვცის თავდადებული (ქორიძე) და წმ ძმები ფილიმონ, პოლიევქტოს, ვასილი, პეტრე და ანდრია კარბელაშვილები.
ციტატა
ან რომანოზ ტკბილად მგალობლის
ეს შეიძლება არის კიდეც, მაგრამ თუ იქნა, ბერძნულად იქნება. ქართულად არავის უთარგმნია.
ციტატა
როგორც მგალობელთა შემწესი,შემეხმიანეთ უმორჩილესად გთხოვთ
კაცო, მგალობელი თუ ხარ და შემწეობა გჭირდება რამე, თქვი შე კაი ადამიანო და ჩვენც შეგეწევით, რასაც მოვახერხებთ. თუ არადა, ღმერთი არაა მგალობელის შემწე? ღვთისმშობელი არაა? წმიდა გიორგი არაა? სხვა წმინდანები არ არიან?
ან დაუჯდომელის და პარაკლისის არქონა რა დაბრკოლებაა, თუკი შემწეობას თხოვ?
პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 22 2012, 01:58 PM
ამბობენ პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობლები არაკანონიკურია, ანუ მათ მსახურებაზე არ გალობენ და ისე მოსმენა და გალობა შეიძლებაო, იქნებ უფრო კარგად გამარკვიოთ მადლობა
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 9 2012, 01:08 AM
გუდაგუდა
ციტატა
ამბობენ პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობლები არაკანონიკურია, ანუ მათ მსახურებაზე არ გალობენ და ისე მოსმენა და გალობა შეიძლებაო, იქნებ უფრო კარგად გამარკვიოთ smile.gif მადლობა
არსებობს სიტყვა "კანონიკური"-ს ორგვარი განმარტება.
1. ესაა დედნისეული და ნამდვილი მნიშვნელობა, როცა "კანონიკურ"-ში მოიაზრება მსოფლიო, ან ადგილობრივი ეკლესიის კრების მიერ დაკანონებული რამ. ამ მნიშვნელობით გალობის შემთხვევაში, მართლმადიდებლურ მსოფლიოში ერთადერთი კანონიკური გალობა არის ქართული მრავალხმიანი გალობა. სხვა არცერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მსგავსი დადგენილება არ მიუღია ადგილობრივ ეკლესიას, როგორიც მიიღეს ჩვენთან გალობის შესახებ. ჩვენთან მიღებულ დადგენუილებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ საქართველოს ეკლესიის დაქვემდებაქრებაში მყოფ ყველა ტაძარში უნდა სრულდებოდეს მხოლოდ ქართული მრავალხმიანი გალობა.
2. ესაა უფრო ფართოდ გავრცელებული მნიშვნელობა, თუმცა ის არ წარმოადგენს ნამდვილ მნიშვნელობას. ამ შემთხვევაში სიტყვა "კანონიკურ"-ში მოიაზრებენ ტრადიციულს, ძველთაგან მომდინარეს, მტკიცედ დამკვიდრებულს, ფეხმოკიდებულს და წესად მიღებულს (თუმცა, არაა სავალდებულო იგი დაკანონებული იყოს ადგილობრივი ეკლესიის სინოდის მიერ). ამ შემთხვევაში "კანონიკური"-ს მნიშვნელობა ვრცელდება როგორც ქართულზე, ისე ბერძნულზე, რუსულ როგორც ზნამენურ, ისე პარტესულ გალობაზე, სერბულზე, ბულგარულზე, რუმინულზე და ა.შ. ასეთი განმარტებით კანონიკური იყო ბიზანტიური გალობაც.
რაც შეეხება პატრიარქის მიერ დაწერილ საგალობლებს, ის კანონიკური ვერ იქნება ვერც პირველი და ვერც მეორე განმარტებით. პირველ შემთხვევაში, იგი უნდა დააკანონოს ადგილობრივმა ეკლესიამ, ხოლო მეორე შემთხვევაში, უნდა განვლოს საუკუნეებმა, ეს გალობა განუწყვეტლივ უნდა იგალობებოდეს ყველა ტაძარში, რათა მან მიიღოს ტრადიციულის, მტკიცედ დამკვიდრებულისა და ფეხმოკიდებულის ხასიათი, რათა გახდეს კანონიკური.
ესაა და ეს.
პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Apr 10 2012, 12:37 AM
კარგიიი მადლობა განმარტებისთვის. და როცა საგალობელი არ ითვლება კანონიკურად მისი მოსმენა შეიძლება და გალობა შენთვის მაგალითად, მაგრამ არა ღვთისმსახურებაზე ხომ?
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 10 2012, 01:41 AM
გუდაგუდა
ციტატა
და როცა საგალობელი არ ითვლება კანონიკურად მისი მოსმენა შეიძლება და გალობა შენთვის მაგალითად
რა თქმა უნდა.
ციტატა
მაგრამ არა ღვთისმსახურებაზე ხომ?
არა, ღვთისმსახურებაზე გალობა არ შეიძლება. როგორც ვიცი, მხოლოდ სამების გუნდს აქვს კურთხევა პატრიარქის საგალობლები თქვას, ისიც ღვთისსმსახურების შემდგომ.
აა გასაგებია მადლობა. და ბოლო კითხვა მაქვს, ბიზანტიური გალობა ბერძნულ ენაზე საქართველოში არ ითვლება მხოლოდ კანონიკურად თU მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში? იმიტომ რომ თუ არაკანონიკურია მაშინ რატომ გალობენ საბერძნეთში, ათონის მთაზე და იერუსალიმში?
არსად არ წერია, რომ ბერძნული გალობა (და არა ბიზანტიური) არაკანონიკურია. საქართველოს ეკლესია ყველა ზემოთჩამოთვლილ გალობას კანონიკურად თვლის, თუკი ამ სიტყვის მეორე განმარტებას გამოვიყენებთ. თუკი მხოლოდ პირველს, მაშინ ბერძნული გალობას მარტო საქართველოში კი არა, საბერძნეთშიც არაკანონიკურად მიიჩნევენ.
ხოლო, ვინაიდან დღესდღეობით სიტყვა "კანონიკურში" მოიაზრება ტრადიციული, ძველთაგან მომდინარე, მტკიცედ დამკვიდრებული, ფეხმოკიდებული და წესად მიღებული, შესაბამისად გამოდის, რომ ბერძნულიც კანონიკურია.
თუ შენ გულისხმობ ქართულ ენაზე შესრულებულ ბერძნულ საგალობო მელოდიებს, მაშინ ეს არცერთი განმარტებით არაა კანონიკური.
მეტიც, ასეთ "გალობას" 100 წლის წინ დეკანოზი რაჟდენი სიმახინჯეს (ეს ჩემს ხელმოწერაშიც შეგიძლია ნახო, ამ პოსტის ბოლოში), ჩვენი პატრიარქი პაროდიას და ათონის მთის ვათოპედის მონასტრის რეგენტი ბერდიაკონი ნიკოდიმოსი არასერიოზულს და ყოვლად მიუღებელს უწოდებს. ვერც სიმახინჯე, ვერც პაროდია და ვერც არასერიოზული და ყოვლადმიუღებელი რამ ვერ იქნება კანონიკური.
ციტატა
თუ არაკანონიკურია მაშინ რატომ გალობენ საბერძნეთში, ათონის მთაზე და იერუსალიმში?
იმიტომ, რომ ტრადიციულია უკვე. თითქმის 200 წელია მაგას გალობენ. აბა რაღაც გალობა ხომ უნდა ყოფილიყო? რაც დაკარგეს, დაკარგეს და ახლის შექმნა ვინმეს ხომ არ აუკრძალია?