თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ გაზეთი ''ქართული გალობა"

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Nov 17 2006, 04:45 PM

როგორც მოგეხსენებათ დაარსდა გაზეთი " ქართული გალობა", საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის ყოველთვიური გამოცემა.

ეს არის უშუალოდ ქართული გალობისადმი მიძღვნილი პირველი პერიოდული გამოცემა.
წლების მანძილზე გვქონდა სურვილი მსგავსი გაზეთის ან ჟურნალის გამოცემის, მაგრამ როგორც ყველა სასიკეთო საქმეს, ამ წამოწყებასაც მრავალი დაბრკოლება შეხვდა.

ღვთის შეწევნით, მოხერხდა სათანადო ხალხის შემოკრება და იმედი გვაქვს მრავალ სასიხარულო ცნობას მივაწვდით ჩვენს მკითხველს.

გულითადად გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ გაზეთს. უპირველესად ლოცვითი შეწევნა გესაჭიროება და ამის გარდა თუ სისტემატიურად, თვეში ერთხელ შეიძენთ გაზეთის ნომრებს, ამით დაეხმარებით ამ დიდებულ საქმეს.

საბედნიეროდ, მოწმენი ვართ ძველი ქართული გალობის აღორძინების პროცესის და თქვენც გაქვთ საშუალება მცირედი წვლილის შეტანისა.

გთხოვთ ამ თემის საშუალებით თვენი აზრი და შენიშვნები მოგვაწოდოთ.

გაზეთ "ქართული გალობის" შემდგომი წარმატება თქვენზეც არის დამოკიდებული.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 17 2006, 05:11 PM

ძალიან კარგი წამოწყებაა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ამ საკითხში ნამდვილად არაფერი გამეგება და დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი მეცნიერულ და ისტორიულ წყაროებს. უფალი გფარავდეთ.

ასეთი კითხვა მექნებოდა, ონლაინ შესაძლებელი იქნება ნახვა მაგ გამოცემის? მე არ ვარ საქართველოში და ამიტომ მისი შეძენა ვერ მომიხერხდება.

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Nov 17 2006, 06:52 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 17 2006, 05:11 PM) *

ასეთი კითხვა მექნებოდა, ონლაინ შესაძლებელი იქნება ნახვა მაგ გამოცემის? მე არ ვარ საქართველოში და ამიტომ მისი შეძენა ვერ მომიხერხდება.


იმედი მაქვს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება გაზეთის ნომრები. ან ვებ გვერდის- orthodoxy.wanex.net-ის მესვეურებს ვთხოვთ შესაბამის განყოფილებაში განათავსონ PDF ვერსიები.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 17 2006, 07:09 PM

ჯამბაკური
ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს ამ საქმის ყველა წამომწყები და სულისჩამდგმელი.
აუცილებლად შევიძენ ამ გაზეთს სისტემატიურად.
მთავარია ყველგან იყოს და ძებნა არ დაგვჭირდეს.
თუ იცი რა ტირაჟით გამოდის?

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Nov 17 2006, 07:27 PM

ციტატა(დათიკო @ Nov 17 2006, 07:09 PM) *

ჯამბაკური
თუ იცი რა ტირაჟით გამოდის?


ტირაჟი იყო 2000 ცალი ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, მაგრამ ვითარებამ გვაიძულა 1500 ცალზე ჩამოვსულიყავით sad.gif .
იმედია ტირაჟის შემდგომი ცვლილება ზრდისკენ იქნება და არა პირიქით.

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Nov 17 2006, 07:38 PM

ციტატა(დათიკო @ Nov 17 2006, 07:09 PM) *

ჯამბაკური
აუცილებლად შევიძენ ამ გაზეთს სისტემატიურად.
მთავარია ყველგან იყოს და ძებნა არ დაგვჭირდეს.




ეს გაზეთი ვრცელდება "საპატრიარქოს უწყებანის" გამავრცელებლების მიერ, ანუ სადც უწყებანი იქნება "ქართული გალობაც" უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 17 2006, 08:02 PM

მიხარია. . .ერთ ნომერში ჩავიჭყიტე და საკმარისი აღმოჩნდა უამრავი რამის "სწრაფი წესით" ასათვისებლად smile.gif

ღმერთმა დალოცოს ყველა წამომწყები და ხელის შემწყობი smile.gif საზოგადოებაში (მათ შორის ჩემში) მინიმალური რამაა გალობაზე ცნობილი, რაც ხშირად ისეთ გაუგებრობებს ბადებს ამ განყოფილებაში უხვად რომ იფრქვება. . . .

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 17 2006, 08:06 PM

ჯამბაკური

ციტატა
ტირაჟი იყო 2000 ცალი ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, მაგრამ ვითარებამ გვაიძულა 1500 ცალზე ჩამოვსულიყავით .იმედია ტირაჟის შემდგომი ცვლილება ზრდისკენ იქნება და არა პირიქით.

პატარა ტირაჟი ყოფილა.
არა უშავა გაიზრდება smile.gif
ფასიც გვითხარი ბარემ smile.gif

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Nov 17 2006, 08:17 PM

ციტატა(დათიკო @ Nov 17 2006, 08:06 PM) *

ჯამბაკური

ფასიც გვითხარი ბარემ smile.gif


სულ რაღაც biggrin.gif 40 თეთრი.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 17 2006, 08:19 PM

ჯამბაკური

ციტატა
სულ რაღაც 40 თეთრი.

გაიხარე smile.gif
აუცილებლად შევიძენ smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 17 2006, 08:51 PM

ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ საქმის დამწყებნი...მართლა კარგი საქმეა, მით უმეტეს ახლა.

უფალი გფარავდეთ.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 18 2006, 01:53 AM

მე შევიძინე და ძალიან საინტერესო გაზეთია, გაახაროს უფალმა ამ გაზეთის დამფუძნებლები smile.gif

პოსტის ავტორი: maeasi თარიღი: Nov 19 2006, 09:34 PM

ძალიან კარგია,აუცილებლად შევიძენ smile.gif smile.gif

ვისი რედაქციით გამოდის?

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Nov 20 2006, 12:03 AM

ციტატა(maeasi @ Nov 19 2006, 09:34 PM) *

ძალიან კარგია,აუცილებლად შევიძენ smile.gif smile.gif

ვისი რედაქციით გამოდის?



ალბათ რედაქტორს კითხულობთ ?!

გაზეთის რედაქტორია ბატონი თამაზ გაბისონია, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის წევრი, სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და რაც მთავარია ძალიან კარგი ადამიანი.
ბატონი თამაზი არის ნამდვილი პროფესიონალი. ისე რასაც მან მოკიდა ხელი ყველაფერმა გაამართლა, იმედია ჩვენი გაზეთი არ იქნება გამონაკლისი smile.gif

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 20 2006, 12:06 AM

ციტატა
ალბათ რედაქტორს კითხულობთ ?!

გაზეთის რედაქტორია ბატონი თამაზ გაბისონია, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის წევრი, სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და რაც მთავარია ძალიან კარგი ადამიანი.
ბატონი თამაზი არის ნამდვილი პროფესიონალი. ისე რასაც მან მოკიდა ხელი ყველაფერმა გაამართლა, იმედია ჩვენი გაზეთი არ იქნება გამონაკლისი


შენი თავი არ ახსენო არაფრით laugh.gif

ამ გაზეთის სულის ჩამდგმელი გახლავთ ბატონი ლუარსაბ ტოგონაძე იგივე ჯამბაკური.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 20 2006, 12:41 AM

დღეს შევიძინე მე-3 ნომერი:

http://imageshack.us

განსაკუთრებით სოტირისს ვურჩევდი ყველა ნომრის წაკითხვას, ასევე მამიას და ანუშკას rolleyes.gif
ზოგისთვის ფრიად სასარგებლო იქნება იმის გაგება, თუ როგორ იღვწოდნენ ქართველი წმინდანები ქართული გალობის აღორძინებისთვის (წმ. გაბრიელ ქიქოძე, წმ. ალექსანდრე ოქროპირიძე და ა.შ.)
რაც ყველაზე მეტად მომწონს, მარტო პროფესიონალებისთვის არაა და ჩემნაირ რიგით მოკვდავებზეცაა გათვლილი biggrin.gif
მოკლედ მივესალმები ამ გამოცემას, დიდი ხანია გვჭირდებოდა. განსაკუთრებით კი ახლა, როცა ამდენი მტერი გამოუჩნდა ქართულ გალობას საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ეს გაზეთი თანდათანობით ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს...
ღმერთი შეეწიოს მის გამომცემლებს ამ კეთილ საქმეში!
smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 20 2006, 05:01 PM

როგორც იქნა შევიძინე გაზეთი. ნაწილის წაკითხვაც მოვასწარი. კარგი გაზეთია და ღმერთმა გააძლიეროს, გაუზარდოს ტირაჟი და მკითხველი smile.gif

პოსტის ავტორი: tekla1 თარიღი: Nov 21 2006, 01:52 AM

გილოცავთ.
აუცილებლად შენიძენ და წავიკითხავ.

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Nov 28 2006, 03:23 AM

ჯამბაკურ, ახლა დავიწყე პირველი ნომრის გაცნობა და ერთი ხარვეზიც მომხვდა თვალში. მაგდა წერს: "ცნობილია ისიც, რომ VI საუკუნის გასულს, საქართველოს ეკლესიის ოცდათხუთმეტ ეპარქიაში (გარდა ცურტავისა) ღვთისმსახურება ქართულად სრულდებოდა". აქ ისე გამოდის, თითქოს ყველა ეპარქიაში ქართულად სრულდებოდა ღმრთისმსახურება, ერთი ცურტავის ეპარქიაში არ სრულდებოდა. არადა სინამდვილეში ქართულ ენაზე ღმრთისმსახურება ცურტავშიც იყო, უბრალოდ სომხურთან ერთად თანაარსებობდა იმ დროს. მაგდამ რა იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ სხვანაირი აზრი კი გამოდის. მოკლედ თუ რამე შეცდომაა მანდ, შემდეგ ნომერში კომენტარი გააკეთეთ.

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Nov 28 2006, 04:33 PM

Sotiris

აუცილებლად გადავცემ მაგდას.

ისე მიხარია, რომ ჩვენს გაზეთს ჰოლანდიაშიც კითხულობენ.

პოსტის ავტორი: gvirila_mari თარიღი: Nov 28 2006, 06:31 PM

ძალიან გავიხარე, ასეთი კარგი გაზეთის გამოსვლით. უფალი შეგეწიოთ ამ კეთილ საქმეში!

ნამდვილად გვესაჭიროება ცოდნა ქართული გალობის შესახებ. სამწუხაროდ მე პირველად ეხლა გავიგე. აუცილებლად შევიძენ, რაც შეეხება მხარდაჭერას, თუკი რამე შემიძლია თქვენ გვერდით მიგულეთ, ბათუმშიც გავავრცელებ ამ ინმფორმაციას. მგალობლებს მივახარებ დღესვე. smile.gif


უფალმა გაგახაროთ!!!!!!!!!!

smile.gif

პოსტის ავტორი: lilu თარიღი: Dec 4 2006, 11:27 PM

გაიხარეთ როგორც მე გამახარეთ. ხვალვე ვიყიდი. ღმერთმა გაგაძლიეროთ და გიმრავლოთ მკითხველი.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 5 2006, 02:37 AM

ჯამბაკური
იქნებ აქ გვაცნობო ხოლმე ახალი ნომრის გამოსვლა, შემთხვევით რომ არ გამოგვეპაროს და ისედაც მცირე ტირაჟი არ დაიტაცონ, თორემ დავრჩებით გაზეთის გარეშე smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 5 2006, 02:51 AM

ციტატა
ჯამბაკური
იქნებ აქ გვაცნობო ხოლმე ახალი ნომრის გამოსვლა, შემთხვევით რომ არ გამოგვეპაროს და ისედაც მცირე ტირაჟი არ დაიტაცონ, თორემ დავრჩებით გაზეთის გარეშე


ხო რა biggrin.gif ორი ნომერი მაქვს და ჩანთით დავატარებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: kavkasieli თარიღი: Dec 12 2006, 11:30 PM


დიდება უფალს!!!

ძალიან მაგარი რამეა ეს გაზეთი, ბევრმა არ იცოდა საერთოდ ქართული
გალობაზე არაფერი, ვინ იკვნენ ძველი მგალობლები, მათი ცხოვრება, როგორ იღვწიდნენ, ახლა ბევრ ინფორმაციას მიიგებს მკითხველი.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 13 2006, 06:49 PM

ყველგან ვიტყვი რო ძალიან ძალიან ძალიან მაგარი გაზეთია

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 14 2006, 02:36 AM

ძალიან მომეწონა მგალობელთა და რეგენტთა წესები. თუ როგორ უნდა იქცეოდნენ მგალობლები მსახურებისას.
ძალიან მაგარია! smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 15 2006, 09:38 PM

ახალი ნომერი გამოვიდა!
შეიძინეთ, ძალიან საინტერესოა!!!

smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Dec 15 2006, 09:39 PM

ციტატა(მარიამი @ Dec 15 2006, 09:38 PM) *

ახალი ნომერი გამოვიდა!
შეიძინეთ, ძალიან საინტერესოა!!!

smile.gif

ჰო, მართალი ხარ, ახლაც წინ მიდევს, წეღან აღვნიშნე კიდეც: მგონი ეს წინა ნომრებზე მეტად საინტერესო და დახვეწილია-თქო smile.gif

პოსტის ავტორი: koki თარიღი: Dec 23 2006, 01:27 AM

მაგარი საინტერესო ნომერია!
საერთოდ ყველა ნომერში მაგარი საინტერესო სტატიებია!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Feb 28 2007, 11:08 AM

ჯამბაკური
მე გორში ვგალობ. გორის მგალობლებს სისტემატურად ჩამოგვაქვს ეს გაზეთი. ძალიან მოგვწონს და ძალიან ბევრის მომცემია.
ყველაზე მეტად კი #2-ში გამოქვეყნებული რჩევები მომეწონა. რაზეც ბევრ მგალობელს წარმოდგენაც კი არ აქვს.
ღმერთმა შეგიწიროთ ეს დიდი ღვაწლი.
ღმერთმა გაგლოცოთ.

პოსტის ავტორი: gvanci თარიღი: Mar 6 2007, 07:12 PM

1 რიგში ლუარსაბს მადლობა გაზეტისტვის.გაიხარე და გმერტმა დაგლოცოს ლამაზ ოჯახთან ერთად smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Mar 9 2007, 01:39 AM

ძვირფასო ადამიანებო !
გთხოვთ დაგვეხმაროთ გაზეთის პოპულარიზაციასა და გავრცელებაში.
მოგეხსენებათ ამ სახის პირველი გაზეთია და მაინც ვიწრო პროფილისაა, მართალი გითხრათ ძნელია მისი შენახვა.
ვინც ქართული გალობის გულშემატკივრები ხართ შეგვეწიეთ თქვენი იდეებით, წინადადებებით.
ამ საქმეს ხელი მოვკიდეთ და არ ვუღალატებთ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 9 2007, 01:40 AM

ციტატა
ძვირფასო ადამიანებო !
გთხოვთ დაგვეხმაროთ გაზეთის პოპულარიზაციასა და გავრცელებაში.
მოგეხსენებათ ამ სახის პირველი გაზეთია და მაინც ვიწრო პროფილისაა, მართალი გითხრათ ძნელია მისი შენახვა.
ვინც ქართული გალობის გულშემატკივრები ხართ შეგვეწიეთ თქვენი იდეებით, წინადადებებით.
ამ საქმეს ხელი მოვკიდეთ და არ ვუღალატებთ.


მე, როგორ შემიძლია გამოგადგე? გალობის სფეროში დიდს ვერაფერს ვფლობ sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 9 2007, 01:47 AM

ციტატა(ჯამბაკური @ Mar 9 2007, 01:41 AM) *

შენ ლოცვა, ლოცვა გევალება smile.gif პატარა ძამიკო smile.gif

მე რა ვქნა არ ვიცი, როგორ შეგეწიოთ მაინც?

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Mar 10 2007, 02:01 AM

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერის გამოცხადებისათვის.

მე თქვენს მიერ გაზეთის თანადგომა ასე მესახება:

1.უპირველესად მიაქციოთ ყურადღება არის თუ არა თქვენს ტაძარში გაზეთი ,, ქართული გალობა".წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკოთ საეკლესიო გალობის ცენტრში (ნომერი გაზეთზეა მითითებული) და აცნობოთ ამის თაობაზე ჩვენი ცენტრის მდივანს თამარს.

2. გაესაუბროთ თქვენი ტაძრის მგალობლებს და კითხოთ რეგულარულად თუ იძენენენ და ეცნობიან გაზეთს.

3. შეახსენეთ მრევლის წევრებს ქართული გალობის აღორძინების მნიშვნელობის შესახებ და გადაეცით რომ მათ მიერ თვეში 40 თეთრის გაღება ,,ქართული გალობა"-ს საფასურად, მნიშვნელოვანია გაზეთის შემდგომი არსებობისათვის.

მიიღეთ ეს ჩემი მოსაზრებები როგორც უმორჩილესი თხოვნა თქვენდამი.
შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა ყველა კეთილ და სასარგებლო საქმეში.

პოსტის ავტორი: ninuna თარიღი: Mar 25 2007, 11:51 PM

მოგესალმებით კარგო ადამიანებო! ძალიან მიხარია, რომ ცალკეა გახსნილი ,,ქართული გალობის'' გაზეთის თემა! უფრო მეტად კი ასეთმა გულშემატკივრობამ და მხარდაჭერამ გამაკვირვა!!!
მგონი აქ ჯერ არ განცხადებულა, რომ [b]გამოვიდა[b],,ქართული გალობის'' მეშვიდე ნომერი. ნუ დაიზარებთ და დაგვეხმარეთ თქვენი შენიშვნებით, კითხვებით, კომენტარებით და სურვილებით . წინასწარ გიხდით მადლობას smile.gif

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: May 15 2007, 12:46 AM

ძვირფასო მეგობრებო

რატომ არ გამოთქვამთ თქვენს აზრს?

გთხოვთ ნუ დაიზარებთ.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 15 2007, 09:06 AM

ძალიან მომწონს ეს გაზეთი. სამწუხაროდ გორში არ არის და თბილისიდან გვიწევე ჩამოტანა. მგალობლები სისტემატურად ვყიდულობთ.
ძAლიან მომწონს ის, რომ მოთიტებულია კვირა დღეების და დღესასწაულების წარდგომები, განიცადეები და ა.შ.მაგრამ ჩვენ ისეთ დროს გვიწევს ჩამოტანა, რომ უკვე დაგვიანებულია,

კარგი იქნება თუ გორშიც ჩამოიტანენ და გაყიდიან დროულად ამ გაზეთს.
გორის მგალობლები სისტემატურად შევიძენთ.
ყველას ძალიან მოსწონს ეს გაზეთი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 15 2007, 09:50 AM

ჯამბაკური
სადაც ვგალობ იქ აუცილებლად ვეტყვი ხალხს რომ შეიძინონ ეს გაზეთი და გვერდში დაგიდგნენ.

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: May 15 2007, 10:22 AM

ცოტა ხნის წინ გავიგე ამ გაზეთის არსებობის შესახებ, ეს თემაც დღეს ვნახე. mellow.gif
აუცილებლად შევიძენ ყველა ნომერს და სხვებსაც ვაცნობებ.
იხარეთ ამ საქმის მოთავეებმა, მკითხველებმა და ქართული გალობის გულშემატკივრებმა!

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 15 2007, 11:56 AM

ციტატა(mariami-k @ May 15 2007, 09:06 AM) *

ძალიან მომწონს ეს გაზეთი. სამწუხაროდ გორში არ არის და თბილისიდან გვიწევე ჩამოტანა. მგალობლები სისტემატურად ვყიდულობთ.
ძAლიან მომწონს ის, რომ მოთიტებულია კვირა დღეების და დღესასწაულების წარდგომები, განიცადეები და ა.შ.მაგრამ ჩვენ ისეთ დროს გვიწევს ჩამოტანა, რომ უკვე დაგვიანებულია,

კარგი იქნება თუ გორშიც ჩამოიტანენ და გაყიდიან დროულად ამ გაზეთს.
გორის მგალობლები სისტემატურად შევიძენთ.
ყველას ძალიან მოსწონს ეს გაზეთი

ძალიან გამიხარდა ამ წერილის წაკითხვაsmile.gif არამგონია დიდი პრობლემა იყოს გორში გაზეთის გამოგზავნა, რაიმე ტრანსპორტს გამოვატანთ ან რამეს ვიზამთ, მთავარია მონდემება იყოსsmile.gif შემიძლია პირადად გამოვატანო მაგალითად ავტობუსს თუ თქვენ შეგიძლიათ და დაგვახმარებით დისტრიბუციაში, კარგით???

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: May 15 2007, 02:30 PM

მე მოგვიანებით ჩავერთე ამ ფორუმში. ახალი დაწყებული მაქვს გალობის შესწავლა და ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი შესანიშნავი გაზეთი გამოსულა სიამოვმებით შევიძენ. ღმერთმა დალოცოს ორგანიზატორები!

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 16 2007, 07:34 PM

ციტატა(serafita @ May 15 2007, 01:30 PM) *

მე მოგვიანებით ჩავერთე ამ ფორუმში. ახალი დაწყებული მაქვს გალობის შესწავლა და ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი შესანიშნავი გაზეთი გამოსულა სიამოვმებით შევიძენ. ღმერთმა დალოცოს ორგანიზატორები!

ძალიან მიხარია შენი ასეთი დამოკიდებულება smile.gif ორგანიზატორების მისიაც სწორედ ეგ არის, რომ ქართული გალობით მრავალი დააინტერესოს, და უკვე დაინტერესებულთ ინფორმაცია მიაწოდოსsmile.gif ასე რომ ღმერთმა გვიმრავლოს შენნაირი მონდომებული ახალგაზრდები smile.gif

თუ რომელიმე ნომერს ვერ იპოვი მაღაზიებში დაგვირეკე 987154-ზე და მოგაწვდით

პოსტის ავტორი: ninuna თარიღი: May 16 2007, 08:12 PM

მოგესალმებით კეთილო ადამიანებო!! ასეთი გულშემატკივრობა და გამხნევება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის!!!
ალბათ ბევრს არ გეცოდინებათ, რომ გამოვიდა გაზეთ ,,ქართული გალობის" VIII ნომერი. მგონი საინტერესო იქნება ნომრის თემატური ანონსი რომ შემოგთავაზოთ:
აქტიურ მკითხველებს მოგეხსენებათ, რომ გაზეთი რამდენიმე რუბრიკისაგან შედგება. ქართული საეკლესიო გალობის ძველ მოამაგეთაგან ამ ნომერში შეგიძლიათ გაეცნოთ ძმები კარბელაშვილებისა და მათი საგვარეულოს ისტორიასა და ღვაწლს ქართლ-კახური კილოს საგალობლების შენარჩუნებასა და ჩვენამდე მოტანაში.ცოტამ თუ იცის, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის არქივში ეპისკოპოს სტეფანე ბოდბელის (ვასილ კარბელაშვილის) ათასობით სანოტო ხელნაწერი ინახება!!! რომელსაც მოვლა-პატრონობა და შესწავლა ესაჭიროება!!!
რუბრიკაში: წმიდა მამები გალობის შესახებ- გაეცნობით იოანე ოქროპირის სიტყვას;

სამგალობლო ტერმინთა განმარტებაში წარმოდგენილია ტერმინ- განმანათლებელის მნიშვნელობა და საღვთისმსახურო დანიშნულება;
მიმდინარე თვის ტიპიკონი მგალობელთათვის;
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას პირველ ქართული გალობის სკოლა-მუზეუმზე, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში მდებარეობს;
სამგალობლო გუნდების თემაში- ალავერდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს გაეცნობით;
გაზეთში ასევე განთავსებულია ქართულ გალობაში მიმდინარე სიახლეები, გამოცემები, კონცერტები, ინფორმაცია გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებლის მისაღებ პროგრამაზე.
ქართული გალობის ბოლო რუბრიკა მკითხველის მიერ დასმულ შეკითხვასა და პასუხს ეთმობა.
შენიშვნებით, სურვილებით და კითხვებით მოგვმართეთ ამავე თემაში და ასევე e mail:ზე kartuligaloba@posta.ge
დიდი მოლოდინით გეელით!!!! smile.gif

პოსტის ავტორი: medavitne ketevani (borjomidan) თარიღი: May 25 2007, 03:56 PM

მსჰვიდობა, მე ვარ მედავითნე მგალობელი ქეთი ბორჯომიდან, აქ ჩვენთან გალობის ცენტრია გახსნილი და თითქმის ყველა ბორჯომის ახალგაზრდობისა, გოგონები და ვაჟები ვგალობთ, ამიტომ ძალიან სასიამოვნო იქნებოდა თუ ეს ,,ხელიხელთ საგოგმანები მარგალიტი "ბორჯომშიც მოხვდებოდეს
ქეთი (16წლის)

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: May 26 2007, 11:30 PM

ციტატა(medavitne ketevani (borjomidan) @ May 25 2007, 03:56 PM) *

მსჰვიდობა, მე ვარ მედავითნე მგალობელი ქეთი ბორჯომიდან, აქ ჩვენთან გალობის ცენტრია გახსნილი და თითქმის ყველა ბორჯომის ახალგაზრდობისა, გოგონები და ვაჟები ვგალობთ, ამიტომ ძალიან სასიამოვნო იქნებოდა თუ ეს ,,ხელიხელთ საგოგმანები მარგალიტი "ბორჯომშიც მოხვდებოდეს
ქეთი (16წლის)


დაგვირეკეთ დაგვიკავშირდით ბატონო.

ან მოდით საპატრიარქოში გალობის ცენტრში და მოვილაპარაკოთ. კარგი?

გელოდებით.

პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: May 28 2007, 12:39 AM

ძალიან კარგი და საჭირო გაზეთია. ყოველი ახალი ნომერი უფრო და უფრო საინტერესოა. ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რაც დღესდღეობით ადვილი მოსაპოვებელი არ არის.
ისე ერთი კითხვა მაქვს - რატომ მარტო ,,ქართული გალობა” და არა ,,ქართული სიმღერა და გალობა”.? user.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 28 2007, 03:16 PM

Ninia I
ალბათ იმიტომ, რომ ქართულ გალობას უფრო მეტი მტერი ყავს ვიდრე ქართულ სიმღერას

პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: May 28 2007, 08:14 PM

ციტატა(misdevs mela loms @ May 28 2007, 02:16 PM) *

Ninia I
ალბათ იმიტომ, რომ ქართულ გალობას უფრო მეტი მტერი ყავს ვიდრე ქართულ სიმღერას

არავითარ შემთხვევაში! huh.gif

პოსტის ავტორი: ninuna თარიღი: May 29 2007, 11:24 AM

ხოო, ლოგიკური და საინტერესო კითხვაა! თავის დროზე ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ ამ საკითხზე, მაგრამ რადგან ქართული გალობის თემატიკა უდიდესია, ამჯერად გაზეთის ფორმატის გათვალისწინებით მხოლოდ საეკლესიო გალობის საკითხებით შემოვიფარგლეთ. თან ცალკე ქართული გალობა ხომ ნამდვილად იმსახურებს დამოუკიდებელ გამოცემას??!! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ninuna თარიღი: May 31 2007, 10:53 AM

ოოოო!!!! როოგორ არა!!! unsure.gif ხოდა მაგაზე ვიზრუნოთ ერთად!!!! პირველ რიგში ნორჩმა სპეციალისტებმა!! wink.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 31 2007, 09:36 PM

ციტატა(ninuna @ May 31 2007, 09:53 AM) *

ოოოო!!!! როოგორ არა!!! unsure.gif ხოდა მაგაზე ვიზრუნოთ ერთად!!!! პირველ რიგში ნორჩმა სპეციალისტებმა!! wink.gif

მად საქმეში თქვენს გვერდით მიგულეთ wink.gif

პოსტის ავტორი: ninuna თარიღი: Jun 2 2007, 10:47 PM

smile.gif

ციტატა(misdevs mela loms @ May 31 2007, 10:36 PM) *

მად საქმეში თქვენს გვერდით მიგულეთ wink.gif

smile.gif ძალა ერთობაში!!!! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: anania თარიღი: Sep 10 2007, 11:53 AM

გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Jan 12 2008, 03:55 AM

ძალიან მინდა ამ გაზეთმა იარსებოს.

ცოტა არ იყოს და კრიზისია პირადად ჩემთვის. ამ დღეებში ვეკითხები ჩემს თავს
ნუთუ არავის არ ჭირდება ,, ქართული გალობა"?

იქნებ გაზეთების დრო წავიდა და ჯობია ეს ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი კარგ ვებ-გვერდს მოვახმარო?

აი ამ ჩვენს თემაშიც თვეებია არავის დაუწერია. მე შეგნებულად ვიკავებდი თავს რომ მე ,, ამომექაჩა" გაზეთის თემა.
გულდაწყვეტილი ვარ ცოტა, მე მეტ მხარდაჭერას ველოდი. არა არავის არ ვსაყვედურობ,
უბრალოდ მინდა ვიცოდე თქვენი აზრი.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 12 2008, 12:30 PM

არ იყიდება თუ რა პრობლემაა? მეექვსე ნომრის მერე გაზეთმა თითქოს ჩაყვინთა, ვეღარსად ვნახე. მეათეზე ისევ ამოყვინთა. ახლა კარგა ხანია საეკლესიო მაღაზიაში არ ვყოფილვარ და არ ვიცი. არადა ძალიან კარგი გაზეთია.

პოსტის ავტორი: remedeos თარიღი: Jan 13 2008, 10:53 PM

ძალიან მინდა გაზეთი 'ქართული გალობა' წავიკითხო ხოლმე. თუ არსებობს მისი PDF ვერსია? სამწუხაროდ, ვერ შევიძენ, რადგან ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები. 'ორთოდოქსი.ჯე'-ს საიტზე ვნახე, მაგრამ ვერ მივაგენი. დიდი მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 14 2008, 05:49 PM

ციტატა(remedeos @ Jan 13 2008, 10:53 PM) *

ძალიან მინდა გაზეთი 'ქართული გალობა' წავიკითხო ხოლმე. თუ არსებობს მისი PDF ვერსია? სამწუხაროდ, ვერ შევიძენ, რადგან ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები. 'ორთოდოქსი.ჯე'-ს საიტზე ვნახე, მაგრამ ვერ მივაგენი. დიდი მადლობა წინასწარ



ეგეთი ვერსია სამწუხაროდ არ არსებობს, მაგრამ თუ შეგვიძლია რამენაირად რომ მოგაწოდოთ შეგვატყობინეთ smile.gif

პოსტის ავტორი: remedeos თარიღი: Jan 22 2008, 09:49 PM

დიდი მადლობა, ჩემო კარგო, შემოთავაზებისთვის, მაგრამ აბა როგორ მომაწვდი? ფოსტით გამოგზავნა ისეთი ძვირი ღირს როომsmile.gif ისე, კარგი იქნებოდა ძალიან. მაგრამ მაინც გმადლობ. ნინო რაზმაძე ძალიან ნაცნობი სახელი და გვარია, შეიძლება შევხვედრივართ კიდეც (ისე არ გამოდის, ყურზე ხალი ხო არ გაქვსოsmile.gifsmile.gif). ერთ ძალიან საინტერესო გოგოს ვიცნობდი, რაზმაძე იკო, მაგრამ სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს. უფროსი იყო ჩემზე. მამას მგონი გივი ერქვა. მოკლედ, მოვყევი რა მთელი ამბებიsmile.gif

პოსტის ავტორი: remedeos თარიღი: Jan 24 2008, 12:43 AM

დამისკანერებთ? smile.gifsmile.gifsmile.gif მაგდენი ვეღარ შემოგბედეთ, მაგრამ თქვენ თუ სერიოზულად მთავაზობთ მართლა ძალიან გამახარებთ.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 24 2008, 11:46 AM

ციტატა(remedeos @ Jan 24 2008, 01:43 AM) *

დამისკანერებთ? smile.gifsmile.gifsmile.gif მაგდენი ვეღარ შემოგბედეთ, მაგრამ თქვენ თუ სერიოზულად მთავაზობთ მართლა ძალიან გამახარებთ.

ისე, რედაქციაში არ უნდა ჰქონდეთ? სანამ დაიბეჭდებოდა, ხომ კომპიუტერში იყო?
დასკანერებაც არაა დიდი ამბავი, ცოტა ნომრებია ჯერ, მაგრამ...

პოსტის ავტორი: ninuna თარიღი: Jan 25 2008, 08:38 PM

ციტატა(M.M. @ Jan 24 2008, 11:46 AM) *

ისე, რედაქციაში არ უნდა ჰქონდეთ? სანამ დაიბეჭდებოდა, ხომ კომპიუტერში იყო?
დასკანერებაც არაა დიდი ამბავი, ცოტა ნომრებია ჯერ, მაგრამ...


ძალიან მიხარია დაინტერესებულები რომ ხართ! ჩვენს მეგობარ-ხელმძღვანელ ჯამბაკურისგან ავიღოთ ნებართვა და შეუძლებელი რა არის!
ჩემი აზრით ამ გაზეთის გამოცემა ისტორიული აუცილებლობა იყო! მართალია, შეიძლება შესაბამისი აღტაცება (თუნდაც მოხმარება) არ ხვდომია წილად, მაგრამ ამასაც დრო სჭირდება...
smile.gif ჩვენ ჯამბაკურთან ვართ wink.gif

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Jan 25 2008, 11:52 PM

ციტატა(ჯამბაკური @ Jan 12 2008, 03:55 AM) *

ძალიან მინდა ამ გაზეთმა იარსებოს.

ცოტა არ იყოს და კრიზისია პირადად ჩემთვის. ამ დღეებში ვეკითხები ჩემს თავს
ნუთუ არავის არ ჭირდება ,, ქართული გალობა"?

იქნებ გაზეთების დრო წავიდა და ჯობია ეს ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი კარგ ვებ-გვერდს მოვახმარო?




რატომ არავინ არ პასუხობთ ამ შეკითხვას ?

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 26 2008, 12:05 AM

ჯამბაკური
ერთმხრივ შეიძლება სწორი იყოს ეგ გადაწყვეტილება მაგრამ ...არის ერთი რამ,აი მაგალითად თუკი შესაძლებელი გახდება მაგ გაზეთების რეგიონებში მიწოდება დიდ სამსახურს გაუწევს მთიან რეგიონებს,სოფლებს ,რაიონებს!აი იქ ვებ-გვერდებისა რა მოგახსენო და ეს კარგ სამსახურს გაუწევდა ქართულ გალობას,სადაც სალოცავებია,მიდის წირვა-ლოცვა,არის მრევლი,მიიღებდნენ სიახლეებს,საერთოდაც სწორი კუთხით იქნებოდა მიწოდებული ეს საკითხი,თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ზემოთხსენებულ რეგიონებს ფაქტიურად რადიოთი აქვთ ვაკუუმი შევსებული და ისიც არაა ხელმისაწვდომი.ასე რომ ბევრი რომ არ გავაგრძელო,ამ გაზეტშ აქვს დიდი როლი შესასრულებელი თუკი გამოიყენებენ ამ კუთხით!

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 26 2008, 04:24 AM

ციტატა(remedeos @ Jan 24 2008, 12:43 AM) *

დამისკანერებთ? smile.gifsmile.gifsmile.gif მაგდენი ვეღარ შემოგბედეთ, მაგრამ თქვენ თუ სერიოზულად მთავაზობთ მართლა ძალიან გამახარებთ.


მოვახერხებ თუ არა არ დაგზარდები (მგონი მალე სახლში მექნება და პრობლემა არ იქნება, არც გაზეთი და არც არაფერი, რაც დასკანერებას ექვემდებარება)

პოსტის ავტორი: saforume თარიღი: Apr 3 2008, 04:31 PM

ღმერთმა ხელი მოუმართოს ქართული გალობის მოამაგეებს. თამაზსა და ლუარსაბს არაერთხელ გაუხარებიათ ქართული გალობის თაყვანისმცემლები. მიხარია, ასეთი ადამიანების არსებობა.

პოსტის ავტორი: aleko17 თარიღი: Apr 5 2008, 11:42 AM

რატომ აღარ გამოდის გაზეთი?მე მგალობელი ვარ და რაც წესები ვიცი 90% ამ გაზეთის წყალობით.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Apr 5 2008, 10:42 PM

ჯამბაკური
არამგონია ხალხი რო იძახის წიგნის დრო წავიდა და ახლა ინტერნეტის დროაო,მართალი იყოს.
შესაბამისად არც გაზეთის დრო წასულა.ინტერნეტი და გაზეთი რადიკალურად განსხვავებული რამ არის.
მაგრამ მე უფრო სხვა რაღაც მიმაჩნია კრიზისად.არა ის რომ გაზეთის დროი წავიდა-მგონი კრიზისი ის არის რომ უმრავლესობისათვის ქართული გალობის დრო წავიდა და ახლა უცხოური მუსიკის დრო მოდის.აი ეს არის ტრაგედია

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: May 29 2008, 08:12 PM

გაზეთი გამოსულია უკვე?? სად იყიდება ? ძალიაან მინდა რომ ვიყიდო ....

პოსტის ავტორი: zedazneli თარიღი: May 30 2008, 01:24 AM

ახალი დარეგისტრირებული ვარ და აწი დავწერ ხოლმე. გული არ გაიტეხოთ! smile.gif

პოსტის ავტორი: zedazneli თარიღი: May 30 2008, 02:02 AM

ციტატა(yipiani gio @ Apr 5 2008, 10:42 PM) *
უმრავლესობისათვის ქართული გალობის დრო წავიდა და ახლა უცხოური მუსიკის დრო მოდის. აი ეს არის ტრაგედია

ძირს პესიმიზმი! smile.gif გალობის აღდგენა "ანჩისხატმა" რომ დაიწყო, მაშინ ხომ მარტონი იყვნენ?! ყოველთვის იქნებიან პოპ. მუსიკის მიმდევრები, მაგრამ ფაქტია, რომ რაც დრო გადის მგალობელთა რიცხვი და გალობისადმი დაინტერესება მატულობს. ასე, რომ . . . 1987-88 წლიდან დღემდე როგორი ზრდაა ვინმეს გამოუკვლევია? და ჩემი აზრით გალობას არ უხდება დიდი "აურზაური და ტაში" (გამგები მიხვდება რაც ვიგულისხმე). "სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს".

პოსტის ავტორი: zedazneli თარიღი: May 30 2008, 02:16 AM

ციტატა(ჯამბაკური @ Jan 12 2008, 03:55 AM) *
იქნებ გაზეთების დრო წავიდა და ჯობია ეს ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი კარგ ვებ-გვერდს მოვახმარო?

გაზეთი იქნება თუ არ იქნება, იქნებ გაკეთებულიყო ვებ-გვერდიც? თუ დააპირებთ . . . , ბევრი რამით შემიძლია დახმარება და . . .
პ.ს. ისე, ორივეს აუცილებლობაა.

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: May 30 2008, 03:45 PM

ციტატა(ჯამბაკური @ Jan 25 2008, 11:52 PM) *

რატომ არავინ არ პასუხობთ ამ შეკითხვას ?


მე არ ვფიქრობ,რომ ასეთი გაზეთების დრო წავიდა,ჩემთვის "არ წასულა და არც წავა..."ალბათ,გააჩნია ვისთვის,როგორ...!!!ვინც ქართულ გალობას უსმენს და მოსწონს იგი,მისთვის ასეთი გაზეთების არსებობა ხელშემწყობი იქნება,რათა უკეთ გაეცნოს მას!!!ალბათ,უნდა არსებობდეს გაზეთებიც და ვებ-გვერდებიც!!!ვიღაცას გაზეთებით მიწოდებული ინფორმაცია უფრო "ხიბლავს",ვიღაცას ვებ-გვერდებით... smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)