დღეს მამა ვიტალი სიდორენკოს გარდაცვალების დღეა. ეს იყო მამა როგორებიც /ყოველთვის/ მაგრამ განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოს წამალივით ესაჭიროება. თუმცა არც იმ ქვეყნიდან გვაკლია მათი ლოცვა-კურთხევა, მართმადიდებლებო თაყვანი ეცით მამა ვიტალი სიდორენკოს.
ახლახანს წავიკითხე მის შესახებ... მართლაც ძალიან გვჭირდება მისნაირი ადამიანები...
თუ შეგიძლია დადე აქ მისი ცხოვრების შესახებ მონაცემები... მეც ვეცდები ავკრიბო ცოტა რამ და დაგეხმარო
ძა ლიან სამწუხაროა, რომ მამა ვიტალი სიდორენკოზე ასე ცოტა იციან.
ნამდვილი მამა
kent5
,,შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სახარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! ასე ცოტას ელოდება ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!'' ს ქ ე მ ა რ ქ ი მ ა ნ დ რ ი ტ ი ვიტალი. აი ასეთია მამა ვიტალი, მისი სული, გვლოცავს, და ჩვენც ხშირად უნდა ვილოცოთ მისი სულისათვის. ,,1992წლის 1 დეკემბერი 18-სთ და45-წუთი. მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რათა საყვარელ მოძღვარს გამომშვიდობებოდა. მან ლეილას უთხრა: ,,თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ.'' მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა ეს უდიდესი ბერი, თან ბრძანა: ,,მიდით იქ, თაყვანი ეცით იმ ადგილს.'' '' სქემმონაზონი ელისაბედი {ნაწყვეტი წიგნიდან ,,შეიყვარეთ სიყვარული'' სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ცხოვრება.
მე არ ვიცი მისი ცხოვრების შესახებ არაფერი , სად შეიძლება მოვიძიო მასზე ინფორმაცია?ან სად არის მისი საფლავი?
gvanchi
მამა ვიტალიზე წიგნი საეკლესიო მაღაზიებში იყიდება. საფლავი არის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესიის ეზოში, ეკლესიის უკანა მხარეს.
მარჯანიშვილის მეტროს გვერდით მარჯანიშვილის ქუჩა შედის. იმას აყევი და რუსულ ეკლესიასთან მიხვალ.
წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის (რუსული)
ი. ჯავახიშვილის ქ. №69, ტელ: 95-63-14
გამარჯობა,სად შემიძლია წავიკითხო მამა ვიტალის მოღვაწეობაზე?
ninuliage
http://www.orthodoxy.ge/biografiebi/vitali/mama_vitali.htm
გაიხარეთ.
http://www.youtube.com/watch?v=FkKi5mdu-Eo&feature=related
მამა ვიტალი ძალიან მაგარიაააააააააააააააააააა
ააააააა!!!!!!!!!!!!!
უფალს უნდა ყველამ შევთხოვოთ, რომ მამა ვიტალის ნაირი სასულიერო პირები უმრავლოს საქართველოს, ჩვენ ეხლა განსაკუთრებით გვჭირდება.
მე,როგორც ერთი ჩვეულებრივი მართმადიდებელი უდიდესი მოწიწებით ვთხოვდი საქართველოს წმინდა სინოდს მამა ვიტალის წმინდანათ შერაცხვის თაობაზე ემსჯელად, მამა ვიტალი, რომ წმინდანია ამაში ეჭვიც არ მეპარება,მაგრამ ამის დეკლარირება მაინც აუცილებლად მიმაჩნია.
საინტერესოა თუ არსებობს ხალხი, რომელთაც ჰგონიათ რომ რაიმე არგუმენტი აქვთ ვიტალის წმიდანად შერაცხვის საწინააღმდეგოდ? ერთი-ორი ესეთი უკვე გამოჩნდა სემინარიაში, ოღონდაცო არ გვსურს ამ ყველაფერზე საუბარიო. და ნეტავ რა იციან ასეთი?
ინტრიგანი ვარ ვიცი მაგრამ რა ვქნა მართლა ასეა....
პ.ს
მე მომწონს ის რაც მასზე წერია წიგნებში.
nanulia
A.V.M
მეც მითხარი. მაინტერესებს.
marine
კი ბატონო , ჩათვალე , მაგრამ მე თავს შევიკავებ , სანამ ეკლესიის ოფიციალურ დადგენილებას არ ვნახავ , რომ იგი წმიდანია . (თუმცა ძლიერ კი მეეჭვება რომ ეს ასე მოხდეს ) .
marine
დრო გამოაჩენს . ვნახოთ რას გადაწყვეტს ეკლესია ...
ხალხის მისდამი დამოკიდებულება არ ნიშნავს იამს რომ ის წმიდანია.... მე მაგალითად ბევრისგან მომისმენია რაგაც-რუგაცეები. საქმე იმაშია რომ ფაქტებით არავინ საუბრობს...
გურამ როცა შევძლებ მოსვლას გაგახენებ და ვისაუბროთ ამაზე ძმა. სამწუხაროდ ამ კვირაში მთელ ოჯახს სიცხეებმა და ვირუსებმა დაგვლიეს ხელი
"გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მამა ვიტალიმ თქვა: მონაზვნების ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვყოფო.
მართლაც, როცა მას წესს უგებდნენ და ხელში განტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ, გარდაცვლილმა ხელი გაშალა და ფურცლის ჩადების შემდეგ თითები მოკეცა.
"თვითონ აიღო, თვითონ აიღო!" - იძახდნენ განცვიფრებული სულიერი შვილები. ამ სასწაულმა დიდად ანუგეშა მგლოვიარე მორწმუნენი".
"ვისაც მამა ვიტალისთან ჰქონდა ურთიერთობა, აღნიშნავდნენ, რომ მისი სწავლებები და დარიგებები დიდხანს ამახსოვრდებოდათ, თითქოს ებეჭდებოდათ გონებაში.
ერთხელ, წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, მას ქადაგება სთხოვეს. მამა ვიტალი გამოვიდა ამბიონზე და აუჩქარებლად, ისე წაიკითხა ღირსი სერაფიმეს ტროპარი, თითქოს სულს ამ სიტყვებში დებდა, შემდეგ აკურთხა ხალხი, მიულოცა დღესასწაული და საკურთხეველში დაბრუნდა. ბევრი ჰყვებოდა, - იმ დღეს მოგვეჩვენა, თითქოს არასოდეს წაგვეკითხა წმინდა სერაფიმეს ტროპარი და პირველად მაშინ განგვეცხადა მისი აზრიო."
"სქემარქიმანდრიტმა ვიტალიმ ზეპირად სამი აკათისტო იცოდა: მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზისა. როცა გზად მიდიოდა, ხმამაღლა კითხულობდა."
მამა ვიტალი [სიდორენკო] ჰყვებოდა: "დედაჩემი რწმენაში სქემარქიმანდრიტმა ანდრონიკემ მოიყვანა, შემდეგ მონაზვნად ანდრონიკას სახელით აღიკვეცა. მე მთელი ცხოვრება ვლოცულობდი, რომ უფალს მისთვის სიკვდილის წინ მაინც მიეცა სინანული. უფალმა კი უფრო მეტი მისცა, ვიდრე მე ვთხოვდი: ის ანგელოზის სქემაშემოსილი გარდაიცვალა".
"მამა ვიტალის [სიდორენკო] დღედაღამ გარს ხალხი ეხვია. ის თითქოს არ იღლებოდა - უეჭველად სიყვარული აძლევდა ძალას. მისი მორჩილები ამბობდნენ, სტუმრების წასვლის შემდეგ მამა ვიტალი ძალაგამოცლილი ვარდებოდა საწოლზეო. ის სხვა მამებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ არ შეეძლო ადამიანს მკაცრად მოქცეოდა და ემხილებინა ისინი. ცდილობდა, ყველა მისული ენუგეშებინა. კაცს ცოდვებს იგავებით ეტყოდა, ხშირად თითქოს საკუთარ თავს ამხილებდა."
"მამა ვიტალი (სიდორენკო) ამბობდა, - მე ყველგან კარგად ვარო. თვითონვე მოგვცა ამ სიტყვების ახსნა-განმარტება: როდესაც ლოცულობ, საკუთარი ნებით არ ცხოვრობ და ხარ თავმდაბალი, მაშინ ყველგან და ყოველთვის კარგად იქნები. თუ გაწუხებს ამპარტავნება, თავნებობა, ზარმაცი ხარ, მაშინ ყოველთვის შეწუხებული იქნები."
"იყავით თავმდაბლები, მორჩილები და უბრალო რამეზე არ იწუწუნოთ, თავი არ გაიმართლოთ და სხვა არ დაადანაშაულოთ"
/მამა ვიტალი (სიდორენკო)/
"სქემარქიმანდრიტი ვიტალი [სიდორენკო] თვლიდა, რომ ადამიანი - ანგელოზია და ნებისმიერ ადამიანთან, რიგით გამვლელთან, თუ უკვე ნაცნობთან შეხვედრას იგი ანგელოზთან შეხვედრად აღიქვამდა. ამიტომაც თითოეულს მიწამდე უხრიდა თავს".
"მე ჩემს სიცოცხლეში არავის გავუნაწყენებივარ, შენც ასე იფიქრე და ღმერთი შეგეწევა"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"სქემოსანი ღვთისმსახური თვლიდა, რომ ქრისტიანული ცხოვრების უმთავრესი გზა სიმშვიდისა და მორჩილების მოხვეჭაზე გადის. თავად მას ზებუნებრივი, წარმოუდგენელი მორჩილება ახასიათებდა, ის იყო მაგალით იმისა, რასაც შეიძლება სრული მორჩილება, საკუთარი ნების სრული მოკვეთა ეწოდოს. მამა ვიტალი დიდად აფასებდა ამ თვისებას".
"ყველა ადამიანზე იფიქრეთ, რომ ისინი უყვარს უფალს და რომ მათზე სული წმიდა განისვენებს, საკუთარი თავი კი მუდამ დაადანაშაულეთ. დამდაბლდით, თავი აყვედრეთ, მაგრამ სასოს ნუ წარიკვეთთ. მამა ანდრონიკე სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველა ადამიანს, თუ მამაკაცები იყვნენ, პატრიარქებად, ეპისკოპოსებად, მამებად თვლიდა, ქალებს კი - იღუმენიებად და დედებად".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ნუ ვარდები მოწყინებაში - ასეთია კაცის ცხოვრების გზა. ილოცე და იზრუნე ცხონებისთვის. რაც შეგიძლია, უნდა ეცადო, რომ სულის მშვიდობა დაიცვა და არ შეგაშფოთოს კაცთაგან მოყენებულმა შეურაცხყოფამ. ამისათვის საჭიროა ყოველნაირად დაიოკო მრისხანება და დაიცვა გული და გონება ბილწი გულის სიტყვებისგან"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"როცა უფლის მიმართ მივიცვლები, თუ ღვთის ნება იქნება, ისე ახლოს ვიქნები თქვენთან, თითქოს კედელს იქით ვიდგე".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მოწყინება მხოლოდ მათ ეუფლება, ვისაც საქმეები არა აქვს წერსრიგში. როცა შენი საქმეები ნამდვილად მოწესრიგდება, მაშინვე აღარც მოწყინება მოგერევა. სხვაა მოწყინება და სხვა - სულის ხდომა, რომელსაც მოწყინება ეწოდება. ზოგჯერ ადამიანის სულს ისეთი განწყობა ეუფლება, რომ ურჩევნია საერთოდ გაქრეს ანდა არავითარი გრძნობა და ცნობიერება არ ჰქონდეს, ვიდრე ამ გაუგებარ, მტანჯველ მდგომარეობაში რჩებოდეს. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას. უფრთხილდი მოწყინების სულს, რადგან ისაა ყოველი ბოროტების მშობელი".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"არასოდეს არც უნდა გაიფიქრო და არც უნდა თქვა: "ასე მგონია უფალმა სულ მიმატოვა". უფალი არც ერთ თავის ქმნილებას არ ტოვებს, არამედ აფუფუნებს, იცავს, აპურებს, რუდუნებით იცავს და სასწაულის ძალით აცხოვრებს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ნუ გაგაოცებთ ის, რომ ყოველთვის არ გამოვა ისე, როგორც თქვენ გსურთ"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"გული გატკინეს? - უნდა მოითმინო. ბოროტების წილ ბოროტებით, საყვედურის წილ საყვედურით არ მიაგო. ყველაზე მეტად კი კამათი და შეპასუხება არ ეგების. ამ ცხოვრებაში უფრო მეტად საკუთარი თავის გაკიცხვაა საჭირო; არ უნდა დავმძიმდეთ, როდესაც ჩვენში იმ ცოდვებს ამხელენ, რომლებსაც ვერც კი ვამჩნევთ. ნუ ჭმუნავ და მწუხარებ ამის გამო, პირიქით - მადლობდი"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"როცა მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და, როგორც ცოცხალს, ისე მომიყევით ყველაფერი. მე დაგეხმარებით"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"როცა რაღაცაში დაგადანაშაულებენ ანდა გკითხავენ რამეს, როგორც მოწმეს, თქვენ იესოს ლოცვას შეუდექით და უთხარით: "შემინდეთ, მე ვლოცულობდი და არ მესმოდა, რას ამბობდნენ ან რაზე დავობდნენ".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"გარდაცვალებადმე, კატია [სალოსი] მიადგებოდა ხოლმე მალი-მალ მის საფლავს და საყვედურობდა:
"არ გრცხვენია? მე აქ ჩამომიყვანე და შენ კი გაწოლილხარ აქ მშვიდად და განისვენებ?!"
"1992 წელს საქართველოში გაჩაღებული ომის დროს მამა ვიტალიმ [სიდორენკო] გაამკაცრა მარხვა და ლოცვა; მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა. საღამოობით კი ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს. საქართველოდან წასვლის კურთხევისთვის რომ მივიდოდნენ მასთან, უარს ეუბნებოდა: "არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან!"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience